You are on page 1of 4

ტრადიციული მედიის მიკერძოებულობიისა და პოლარიზაციის

პრობლემა,
კავშირი სახელმწიფო პოლიტიკასთან,
მისი მნიშვნელობა
და
გამოწვევები

ნაშრომი წარმოადგენს კოლაბორაციულ დოკუმენტს


 

აკადემიური წერა/ბიზნეს ადმინისტრირება-მენეჯმენტი


 

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ქეთევან გოჩიტაშვილი, პროფესორი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი


თბილისი, 2021
აღნიშნული კვლევის მთავარი მიზანია გავიგოთ და ვიკვლიოთ ის ,თუ რა გამოწვევის
წინაშე დგას ტრადიციული მედია, რა მნიშვნელობა აქვს მას სახელმწიფოში და
შესაბამისად- რა გავლენა აქვს მას სახელმწიფო პოლიტიკურ პროცესებზე.ჩვენი ამოცანაა
ვიპოვოთ პრობლემები და გამოწვევები ,რომელიც ნათლად დაგვანხებს, თუ რა არის
გამოსასწორებელი ქართულ და ზოგადად მსოფლიო ტრადიციულ მედია სივრცეში, რადგან
შემდგომ როდესაც კვლევის შედეგები ცხადად დააფიქსირებს თავის მნიშვნელობას
შევქმნათ ისეთი ტრადიციულ მედიასივრცე, რომელიც იქნება სრულიად დამოუკიდებელი
და საზოგადოებას ყოველგვარი შელამაზების გარეშე მიაწვდის ინფორმაციას, ამა თუ იმ
საკითხის შესახებ და ამავდროულად გაზრდის ტრადიციული მედიის როლს მსოფლიო
პოლიტიკასა და საზოგადოებაში. პირველ რიგში, გარკვეული წყაროებიდან გამომდინარე
შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციული მედიის როლი უფრო და უფრო მცირდება. მაგრამ
აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად მასზე მოთხოვნის ნელი და დროში გაწელილი
ტენდენციისა, ის ჯერჯერობით საკმაოდ დიდ როლს თამაშობს მედიასაშუალებებში და ამ
ეტაპზეც მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მივაღწიოთ ჩვენს
დასახულ მიზნებს და ამოვხსნათ ჩვენი ამოცანები.

თანამედროვე სამყაროში დემოკრატიის აკვანი ირწევა. მიდის ჯანსაღი კონკურენცია


დემოკრატიებს შორის. ყველა მოქალაქესა და ხელისუფლებას ,ვინც აღიარებს
დემოკრატიული პრინციპების უზენაესობას სხვა მმართველობების ფორმებთან შედარებით,
უნდა მაღალი დემოკრატიული ინდექსის მქონე სახელმწიფო, რისი მიღწევაც გარდა სხვა
ფაქტორებისა შესაძლებელია თავისუფალი და მიუკერძოებელი მედიის მეშვეობით
,რომელზედაც მნიშვნელოვანი რამაა დამოკიდებული-სახელმწიფო დემოკრატიზაციის
რელსებზე ივლის თუ მოხდება შეფერხება?(რაც დემოკრატიზაციის თანმდევი გარდაუვალი
პროცესია). რატომ/როგორ შეიძლება მედია ამხელა პრივილეგიებს ფლობდეს და
იწოდებოდეს როგორც მეოთხე ხელისუფლების შტო? როგორ და რატომ ხდება მედიის
სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა? რატომ აზიანებს დ აფერხებს მსგავსი
ვითარება სახელმწიფოს განვითარებას? ვის აწყობს ეს? სახელმწიფო ,ეს ერთგვარი
სიმრავლეა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიტიკური საზოგადოებისა
,რომელსაც საერთო მიზნები და მოტივები ამოძრავებთ. სახელმწიფო სტრუქტურა მეტად
კომპლექსურია იმისათვის ,რომ საზოგადოების ნაწილს ჰქონდეს მასში სრულ და აქტიურ
მონაწილეობაზე წვდომა ან შესაძლებლობა ანდაც, სურვილი რომ ჩაერთოს და შესაბამისად
აკონტროლოს ეროვნული ნებით არჩეული ხელისუფლება(ისინი დიდად მაინც ყოფით
ცხოვრებასთან არიან დაკავშირებულნი). ამიტომაც, არსებობს გარდამავალი ხიდი
ხელისუფლების სამ შტოსა და იმ პოლიტიკურ საზოგადოებას შორის ,რომლისგანაც
სახელმწიფო შედგება- ეს არის მედია, რომელიც მუდმივად ფართო მასებზეა გათვლილი და
ამავდროულად, ერთადერთი მაგრამ, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი საქმე აკისრია,
მიაწოდოს ერს ინფორმაცია რადგან დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო
ერია და მათ სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დიდი
როლი უჭირავთ.ნებისმიერი მოქალაქე მოქმედებს ინფორმაციითა და მასზე
დაყრდნობილი ცოდნით ,აი აქ თამაშობს ყველაზე დიდ როლს მედიია. მის ხელთ არის
ბერკეტები ,რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას. აქ თავს იყრის
ტრადიციული მედიის ისეთი გამოწვევები ,როგორიცაა პოლარიზაცია და
მიკერძოებულობა. როგორც კავკასიის ბარომეტრის კვლევა აჩვენებს, დღეს ტელევიზია
ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროს წარმოადგენს. გამოკითხულთა 73% მიმდინარე
მოვლენებზე ინფორმაციის მიღების პირველ წყაროდ ტელეარხებს იყენებს. ეს მარტო
ქართული ტენდენცია როდი გახლავთ ,მსოფლიოშიც ასე გრძელდება. ტრადიციული
მედიასაშუალებებიდან ყველაზე დიდი როლი სატელევიზიო მაუწყებლობას უჭირავს.
ყველაზე დიდ ჩარევებს მედიასივრცეში სწორედ აქ ვაწყდებით. აქედან გამომდინარე
მედიის პოლარიზაციის, პოლიტიზირებისა და მიკერძოებულობის პრობლემა წარმოშობს
კიდევ ისეთ დამატებით, კიდურა პრობლემებს როგორიც არის: გაუმჭირვალობა
ხელისუფლების მოხელეებსა და მოქალაქეებს შორის, დეზინფორმაცია, დემოკრატიზაციის
შეფერხება და ა.შ

რაც შეეხება საკვლევი თემის აქტუალობას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი


რაც ადასტურებს ამ მეტად მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხის აქტუალობას თუ
რატომ ხდება სატელევიზიო მედიის სარედაქციო პოლიტიკის
მიკერძოებულობა/პოლიტიზირება დღევანდელ საქართველოში, არის დღევანდელ
ვითარებაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემა და აგრეთვე
სატელევიზიო მედია სივრცის პოლიტიკურ მოძრაობებთან აფილირება, ანდაც
კონკრეტული მედიების მხრიდან კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიმართ სიმპათიის
საჯაროდ გამოხატვა, რისი თქმის საშუალებასაც ამ მედიების სარედაქციო პოლიტიკა
გვაძლევს. დღეს, ჩვენს სახელმწიფოში არსებულ სიტუაციას- რადიკალურ და პოლარულ
პლატფორმებს, ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას, შორის მკვეთრი განსხვავება
და მთელი სახელმწიფო განვითარების დროის ამ კუთხით დათმობა და ასეთუ ისე სხვა
საკითხებისათვის ყურადღების მოკლებას კიდევ უფრო ხელს უწყობს პოლარიზებული
მედია, აღსანიშნავია რომ ბოლო წლებში ქართული მედია მეტად პლურალისტური გახდა
მაგრამ საკითხს მაინც არ გამოუჩნდა ხსნის ალტერნატივა. საკითხი აქტუალურია რადგან
საქართველოში მრავლადაა ოლიგარქები და მძლავრი ფინანსური რესურსების მქონე
პირები, ანდაც ორგანიზაციები, ხშირად მედიებს საკუთარ დამფინანსებლების ინტერესებს
ატარებენ.მაგრამ მედია მთელ მსოფლიოში უპირობოდ უნდა იყოს თავისუფალი
ნებისმიერი ჩარევისაგან და მითუმეტეს, პოლიტიკური დატვირთვისგან/
მიკერძოებულობისგან, რადგან იდეა მედიის არსებობისა არის ის, რომ ობიექტურად
ასახოს რეალობა.

ბიბლიოგრაფია
1.ნატალია ვახტანგაშვილი, სრულად მიუკერძოებელი არცერთი მაუწყებელი იყო’ - ნანა
ბიგანიშვილი სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის მიგნებებზე, მედია
მედიისთვის, 08.01.2021 (13.04.2021)
https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/86244-srulad-miukerdzoebeli-arcerthi-
mautsyebeli-iyo-nana-biganishvili-satelevizio-akhali-ambebis-monitoringis-mignebebze
2.ნინო რობაქიძე, 2019წ, პოლიტიკური პოლარიზაცია და მედია- რა გამოწვევების წინაშე
დგას დემოკრატიული პროცესი საქართველოში? საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი,
მარტი , N19 გამოცემა (13.04.2021)
http://gip.ge/wp-content/uploads/2019/03/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A
%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C
%E1%83%A2%E1%83%98-19-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D-
%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%AB
%E1%83%94-1.pdf

You might also like