You are on page 1of 7

აკადემიური მუშაობის ტექნიკები

კონსპექტბარათი #2

29.03.2021

მარიამ ძინძიბაძე

ჯგუფი 8

ა) ლიტერატურის მოძიება

რას ვეძებ? - თემა: საჭიროა კვლევის საკითხის გამოკვეთა და ძიების მიზნების


დადგენა

რა მჭირდება? - მასალა: გამოქვეყნებული ლიტერტურის სახეობების დადგენა, მათი


გამოქვეყნების დროსა და ადგილზე ყურადღების გამახვილება

სად ვეძებ? - ძიების არეალი: საძიებო სივრცის განსაზღვრა: კატალოგები, მონაცემთა


ბაზები, სამეცნიერო ელექტრონული ბაზები

როგორ ვეძებ? - მეთოდები: ძიების სტრატეგიის გაანალიზება და არჩევა, არსებული


სტრატეგიებიდან რომელი იქნება დაგეგმილი ნაშრომისთვის მასალის მოძიების
ყველაზე ეფექტური გზა.

ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ:

ა) ბიბლიოთეკებში

ბ) ელექტრონულ კატალოგებში

გ) ინტერნეტში

დ) სამეცნიერო ბაზებში

ინფორმაციის ძიების მეთოდთაგან ყველაზე უფრო გავრცელებულია:

ბიბლიოგრაფიული კვალის გაყოლა, ე.წ თოვლის გუნდის მეთოდი - აქტუალურ


სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობილი ძიება
სისტემატიური ძიება — ძიების მთავარ სამიზნედ დარგობრივ ჟურნალებთან ერთად
შეიძლება იქცეს მონოგრაფიები, მრავალავტორიანი პუბლიკაციები, მონაცემთა
ბაზები, გამომცემლობების ბროშურები, ჟურნალებისა და ახლადგამოქვეყნებული
პუბლიკაციების რეცენზიები.

წყარო:  აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 66-72

ფაქტების მოძიება - პირველწყარო

მეოადი წყარო - სხვა მკვლევრების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები

მესამეხარისხოვანი წყარო - ზოგადი წარმოდგება საკითხზე

წყაროების ძიების ხერხები

წყაროების შეფასებ და გააზრება

თურაბიანი: 44-58

ბიბლიოგრაფიის შედგენა რაღაც უცნობის ძიებას ნიშნავს

ახსნა როგორ შევადგინოთ სწორი ბიბლიოგრაფია და მოვიძიოთ ლიტერატურა

ეკო: 80-102

ბ) ბიბლიოგრაფია

სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობისას, იმის მიუხედავად, რა ტიპის წყაროს ამუშავებთ


და რა ფორმით ჩართავთ მას ნაშრომში, საჭიროა წყაროს მითითება, ე.წ. დამოწმება.

მოგყავთ ციტატა

სხვა ავტორთა იდეებს, მოსაზრებებს, დასკვნებს და ა.შ. გადმოსცემთ


თქვენისიტყვებით (აკეთებთ პარაფრაზს ან რეზიუმეს)

მკითხველის ყურადღებას მიაპყრობთ წყაროებზე, რომლებიც შეესაბამება


თქვენსმსჯელობას, არგუმენტებს (აკეთებთ მინიშნებას)

იყენებთ სხვათა კვლევების სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს (ამ


შემთხვევაში საჭიროა, მიუთითოთ უშუალოდ სტატისტიკური მონაცემების ავტორი
და არა ის წყარო, რომელშიც ამ ინფორმაციას გაეცანით)

იყენებთ ზეპირ გადმოცემებს, საჯარო გამოსვლებს, მუსიკალურ ნაწარმოებებს


ფოტო- და ვიდეო-მასალას, წერილებს და ა.შ.

წყარო მოწმდება როგორც ტექსტის შიგნით (ირჩევთ ტექსტში ჩართულ ე.წ. მოკლე
დამოწმებას ან შენიშვნებში, სქოლიოში მითითების ფორმატს), ასევე ტექსტის გარეთ,
ბიბლიოგრაფიაში.

წყაროს ტექსტში ჩართული მითითებისას (ე.წ. მოკლე დამოწმება) კონკრეტულ


ადგილზე ფრჩილებში უთითებთ მხოლოდ ავტორის გვარს, წყაროს გამოცემის წელსა
და გვერდს, რომლიდანაც ციტატაა მოყვანილი. წყაროს სრული მონაცემები კი
ტექსტის გარეთ, ბიბლიოგრაფიაში უნდა აღნუსხოთ.

წყაროს შენიშვნებში მითითების ფორმატი, ე.წ. ტექსტქვეშა დამოწმება, მეტწილად


ჰუმანიტარულ და ზოგიერთ სოციალურ მეცნიერებებში გვხვდება. ამ შემთხვევაში
წყაროს მითითება ხდება წინადადების ბოლოს სქოლიოს ინდექსის დასმით და
სათანადოდ დანომრილ შენიშვნებში, გვერდის ბოლოს, წყაროს სრული მონაცემების
მითითებით.

***

ბიბლიოგრაფია ბერძნული სიტყვაა და წიგნების აღწერას ნიშნავს.

სხვადასხვაგვარი წესი მოქმედებს სხვადასხვა ტიპის წყაროს დამოწმებისას. წყარო კი


შეიძლება იყოს წიგნები, სამეცნიერო სტატიები, მონოგრაფიები, დისერტაციები,
ვებგვერდები, საკანონმდებლო ტექსტები და ა.შ. მათი მითითებისას ყურადღება
უნდა მიაქციოთ ისეთ დეტალებს, როგორიცაა, ინფორმაციის თანმიმდევრულობა,
სასვენი ნიშნების მართლწერა, შრიფტის დახრა და დაიცვათ ისინი მთელი ნაშრომის
ფარგლებში.

წყაროს დამოწმების გარდა სქოლიო გამოიყენება დამატებითი, მეორეხარისხოვანი


ინფორმაციის მისათითებლად. ეს შეიძლება იყო ისეთი ინფორმაცია, რომელიც
ორგანულად არ ჯდება ძირითად ტექსტში, მაგრამ გვეხმარება, უფრო საფუძვლიანად
გავიგოთ ავტორის მსჯელობა.

სქოლიო შეიძლება განთავსდეს ტექსტის ქვეშ, გვერდის ბოლოს (ინგ. Footnote) ან


მთლიანი ტექსტის ბოლოს (ინგ. Endnote). ყოველთვის სჯობს შენიშვნების მითითება
გვერდის ბოლოს თუ შენიშვნები დიდ ადგილს არ იკავებს. გასათვალისწინებელია
ისიც, რომ სქოლიოს ინდექსი (მისათითებელი ნიშანი) დაისმის ყოველთვის
ბრჭყალების, სიტყვის ან წინადადების შემდეგ და არ გამოიტოვება ცარიელი სივრცე
მის წინ. დაუშვებელია სიტყვის ან წინადადების წინ სქოლიოს ინდექსის დასმა.

აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 132-141

აბრევიატურა

აბზაცი

ნაშრომებში, რომლებშიც წყაროების დამოწმება შენიშვნებში მითითების ფორმატით


ხდება, ასევე უნდა იყოს ბიბლიოგრაფია, რომელშიც ჩამოთვლილი იქნება
შენიშვნებში მითითებული ყველა წყარო ანბანის მიხედვით. ბიბლიოგრაფიაში
იწერება ისეთი წყაროებიც, რომლებიც ნაშრომზე მუშაობისას გამოიყენეთ, მაგრამ
მათზე უშუალო მითითება არ გაგიკეთებიათ ნაშრომში.

შერჩეული ბიბლიოგრაფია. ზოგიერთი ბიბლიოგრაფია არ მოიცავს შენიშვნებში


მითითებულ ყველა ნაშრომს. ხშირად გამოტოვებულია ისეთი მითითებები,
რომლებიც, სავარაუდოდ, არ არის მკითხველისთვის საინტერესო. ასეთი ტიპის
ბიბლიოგრაფია დაასათაურეთ როგორც „შერჩეული ბიბლიოგრაფია“ და, ამასთან
ერთად, შენიშვნაში განმარტეთ შერჩევის პრინციპი

ბიბლიოგრაფია ერთი ავტორის მიხედვით. სტანდარტულ ბიბლიოგრაფიასთან


ერთად ხშირად ხდება ერთი ავტორის ნაშრომების ცალკე ჩამონათვალის გაკეთება.
ასეთ ჩამონათვალს შეგიძლიათ დაარქვათ „[ავტორის სახელი და გვარი]-ის
თხზულებები/ნაშრომები“ ან რაიმე სათანადო აღწერილობითი სათაური
(„გამოქვეყნებული ნაშრომები“ და ა.შ.). ასეთი ბიბლიოგრაფია შეგიძლიათ
დაალაგოთ ქრონოლოგიური ან ანბანური თანმიმდევრობით სათაურის მიხედვით.
თუ დალაგების პრინციპი ქრონოლოგიურია, ერთსა და იმავე წელს გამოქვეყნებული
ნაშრომების სათაურები ანბანური თანმიმდევრობით ჩამოწერეთ

ანოტირებული ბიბლიოგრაფია. ზოგიერთი ავტორი ბიბლიოგრაფიის თითოეულ


მუხლს ურთავს ნაშრომის შინაარსის მოკლე აღწერას ან ინფორმაციას იმის შესახებ,
თუ რა კავშირშია მასალა კვლევასთან. ზოგადად, თუ ერთ მუხლს ურთავთ
ანოტაციას, უნდა დაურთოთ ყველას. თუმცა, მკვლევრები ზოგჯერ ანოტაციას
ურთავენ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომებს ან იმ ნაშრომებს, რომელთა
კვლევასთან შესაბამისობა თვალსაჩინო არ არის. თუ ანოტაციები მოკლე ფრაზებია,
ჩასვით ფრჩხილებში და მიუთითეთ გამოცემის შესახებ ინფორმაციის შემდეგ.

წყაროს ფორმის მიხედვით: ხელნაწერები, საარქივო კოლექციები, ვიდეო ჩანაწერები


და ა.შ.

რიგის მიხედვით: პირველხარისხოვანი, მეორეხარისხოვანი და მესამეხარისხოვანი


წყაროები.

ენის მიხედვით (მრავალენოვანი წყაროების გამოყენების შემთხვევაში სასურველია,


მიმართოთ ბიბლიოგრაფიის ორგანიზების ამ მოდელს).

როგორც წესი, შეგიძლიათ ბიბლიოგრაფიაში არ მიუთითოთ შემდეგი სახის


წყაროები: საგაზეთო სტატიები, კლასიკური და შუა საუკუნეების ლიტერატურული
ნაწარმოებები, ბიბლია და სხვა წმინდა წიგნები, ცნობილი საცნობარო ლიტერატურა
(დიდი ლექსიკონები და ენციკლოპედიები), მოკლე გამოქვეყნებული მასალა
(რეცენზიები, მოკლე მიმოხილვები, ბროშურები და ანგარიშები), გამოუქვეყნებელი
ინტერვიუები და პირადი მიმოწერა, ბლოგის ინფორმაცია და კომენტარები,
ელექტრონული ფოსტის ადრესატების სიები, კონკრეტული დოკუმენტები,
გამოუქვეყნებელი ხელნაწერების კრებულებიდან, სახვითი და საშემსრულებლო
ხელოვნების მრავალი წყარო (მათ შორის, მხატვრული ხელოვნების ნიმუშები,
ცოცხალი შესრულება, სატელევიზიო და სხვა სამაუწყებლო პროგრამები),
საქართველოს კონსტიტუცია, სასამართლო საქმეები და ზოგიერთი სხვა საჯარო
დოკუმენტი. თუმცა, შეიძლება, ბიბლიოგრაფიაში ჩართოთ კონკრეტული ნაშრომი
რომელიმე ამ კატეგორიიდან, რომელიც მნიშვნელოვანია თქვენი არგუმენტისთვის ან
ხშირად გაქვთ მითითებული.

ჩუბინიძე: 154-159; 293-297

გ) წყაროების სანდოობა

წყაროს მეცნიერულობის ხარისხი სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ფასდება. მათ


შორის მნიშვნელოვანია ობიექტურობა, შინაარსის სანდოობა, დამაჯერებლობა და
სისწორე, წყაროს ავტორიტეტულობა, ორიგინალურობა, აღქმადობა. ჩამოთვლილი
მახასიათებლები შესაძლებელია ოთხ მთავარ კრიტერიუმში გაერთიანდეს და ესენია:
ავტორი, თემა, წყარო და შინაარსი.

ავტორი - სფეროს სპეციალისტის კომპეტენტურობა ბიბლიოგრაფიის ანალიზის


საფუძველზე შეიძლება დადგინდეს.

თემა - ამ კრიტერიუმით განისაზღვრება, რამდენად შეესაბამება ინფორმაცია


საკვლევთემა თემას და კვლევით კითხვებს; რამდენად გამოსადეგი იქნება
ნაშრომისთვის მოძიებული ინფორმაციის გამოყენება

წყაროს შეფასებისთვის ყურადღება ექცევა:

წყარო ძირითადად მიჩნეულია, რომ სად არის გამოქვეყნებული ინფორმაცია

სამეცნიერო მუშაობისას უმჯობესია დარგის სამეცნიერო ჟურნალებში


გამოქვეყნებული სტატიების გამოყენება, რადგან მათში სამეცნიერო დისკუსიების
უმნიშვნელოვანესი ნაწილია თავმოყრილი და აქტუალური, ხელმისაწვდომი ცოდნაა
დოკუმენტირებული.

წყაროს ანალიზისის დროს გამომცმელი არის მნიშვნელოვანი გამომცემელი -


ინდიკატორი, რადგან ორგანიზაცია, რომელიც ინფორმაციას აქვეყნებს, წყაროს
ხარისხზეცაა პასუხისმგებელი.

სამეცნიერო სფეროებში ის მკვლევრები მიიჩნევაციტირების მაჩვენებელი ყველაზე


ღირებულად, რომელთა ციტირების მაჩვენებელი მაღალია. არსებობს ციტირების
მონაცემთა ბაზები, რომლებშიც შესაძლებელია მონაცემთა შემოწმება.

ბიბლიოგრაბია - წყაროს სანდოობა ეჭვს ბადებს, თუ


გამოყენებულიბიბლიოგრაფიაზე ინფორმაციის ნუსხა არ ერთვის ნაშრომს ტექსტის
ბოლოს.

თეორიული წინამძღბრები - სამეცნიერო კვლევისთვის მნიშვნელოვანია


იმისთეორიულ წანამძღვრებზე ცოდნაც, რომელ თეორიულ წანამძღვრებზე
დაყრდნობით ქმნის მკვლევარი ტექსტს.

დამოწმებული წყაროები - თუ ავტორი სერიოზულად ეკიდება წყაროთა


დამოწმებულ წყაროებზე დამუშავებას, აუცილებელად იქნება ნაშრომში წყაროები
დამოწმებული. ისინი ინფორმაციის შემოწმების საშუალებას იძლევა და წყაროს
ობიექტურობის ნიშანია.

საკვლევი საკიტხები - მოძიებულ ნაშრომში გამოკვეთილი უნდა იყოს საკვლევ


საკითხზე კონკრეტული საკვლევი საკითხი, რომელიც აქტუალურ და ღირებულ
წყაროებზეა დამყარებული.

წყაროს სტრუქტურა - მწყობრი აგებულება წყაროს ხარისხზე მიანიშნებს,წყაროს


სტრუქტურაზე რადგან სტრუქტურირებული ნაშრომი ინფორმაციის აღქმას
ამარტივებს და, შესაბამისად, მკითხველისთვის ავტორის მოსაზრებები,
არგუმენტები და თეორიული წანამძღვრები აშკარა ხდება, სახელდრობრ, მკაფიოდ
აგებულ ნაშრომში ჩახედვისას უმალ შეგექმნებათ შთაბეჭდილება იმაზე, რომელ
მეთოდს იყენებს ავტორი, რა არის კვლევის მიზანი, რამდენადაა სამეცნიერო
წყაროების მიმოხილვა საკვლევი თემის შესაბამისი

აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 73-78; თურაბიანი: 54-58; წყაროს სანდოობის


განსაზღვრა - გაიდი

კითხვები:

1) სადაური სიტყვაა ბიბლიოგრაფია და რას ნიშნავს

2) სად შეიძლევა განთავსდეს სქოლიო?

3) სად უნდა აღინუსხოს წყაროს სრული მონაცემი?

You might also like