You are on page 1of 1

კონსპექტბარათი 1

კონსპექტბარათი არის წაკითხული ლიტერატურის მოკლე შინაარსი, კომენტარები და


კითხვები. მოცულობა: მინიმუმ 250 სიტყვა. კონსპექტბარათი უნდა ატვირთოთ
elearning.iliauni.edu.ge-ში, აკადემიური მუშაობის ტექნიკების კურსში, ვორდის ფაილის
სახით. პირველ სტრიქონში დაწერეთ თქვენი სახელი და გვარი.

შემდეგი ლექციისთვის წაიკითხეთ ქვემოთ მითითებული მასალა და მის მიხედვით


შეადგინეთ კონსპექტბარათი. წაკითხული მასალის საკითხებთან დაკავშირებით დასვით
სამი კითხვა, რომელიც თქვენის აზრით მნიშვნელოვანია.

ა) ნაშრომის პრეზენტაციის ფორმები და საშუალებები (1):

Microsoft Office Word: ფაილის გამართვა; სატიტულო გვერდი, პარაგრაფების გამოყოფა,


ინტერვალების გამოყოფა, შრიფტის ზომა, ველების გაკეთება, ახალ გვერდზე გადასვლა,
გვერდების გაყოფა, პარაგრაფების დანომვრა, სქოლიოს გაკეთება, გვერდების დანომვრა,
სასვენი ნიშნების სწორად აკრეფა, ტექსტის განლაგება ფურცელზე, გრაფიკული ობიექტების
ჩასმა და რედაქტირება, ცხრილების დაფორმატება.

[ლიტერატურა: ვორდის გაიდი; ჩუბინიძე: 51-55, 73-75]

ბ) სამეცნიერო კვლევა და მისი დანიშნულება; აკადემიური წერა და სტილი:

სამეცნიერო კვლევა და მისი დანიშნულება; სამეცნიერო ნაშრომი და მისი ფუნქცია;


აკადემიური წერა და მისი ჟანრები; აკადემიური წერის მახასიათებლები; აკადემიური
სტილის საკითხები; მართლწერის საკითხები.

[ლიტერატურა: აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 9-15, 155-165; თურაბიანი: 21-29; ეკო:


54-62, 204-214;]

გ) სამეცნიერო ლიტერატურის სახეები:

რაობა და სამეცნიერო რესურსების შერჩევის კრიტერიუმები

[ლიტერატურა: აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 15-16; თურაბიანი: 45-48; ეკო: 80-92;


ჩუბინიძე: 138-139]

დ) კონსპექტბარათი:

რაობა; დანიშნულება; შექმნის მეთოდები.

[ლიტერატურა: თურაბიანი: 64-70; ეკო: 184-200]

You might also like