You are on page 1of 4

პიროვნების არაცნობიერი ნაწილი - ,,იდი“(ID)

ანა ჯგუბურია

საშინაო ნაშრომი: დავალება #3(ანოტაცია)

ბიზნესის,ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელი: მადონა გიორგაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი,2020
ავტორი: ალენ ვანიე

სათაური: ფსიქოანალიზის შესავალი

გამოცემის ადგილი: თბილისი

გამომცემლობა: დიოგენე

გამოცემის წელი: 2017

წიგნის გვერდების რაოდენობა: 204

მთარგმნელი: ფრანგულიდან თარგმნა გიგა


მამინაშვილმა

ვანიე,ალენ. ფსიქოანალიზის შესავალი.თბილისი: დიოგენე,2017.


ალენ ვანიე( 1948) ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქიატრი და პარიზის დიდროს
სახელობის უნივერსიტეტის პროფესორია, მისი ნაშრომები მჭიდრო კავშირშია ზიგმუნდ
ფროიდის ნამუშევრებთან, ალენმა ფაქტობრივად შეავსო ფროიდის მიერ დამუშავებული
თეორიები და ისინი უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩინა. ,,ფსიქოანალიზის შესავალში“ იგი
განიხილავს მოცემული მოძღვრების გარდამტეხ მომენტებსა და ძირითად ცნებებს.
ფსიქოანალიზის, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დისციპლინის როლი
განსაზღვრავს XX საუკუნის აზროვნებას. როგორც ერთგვარი სახელმძღვანელო, ის
წარმოადგენს ფსიქოანალიზის ამჟამინდელ ფართო პანორამას.მკაფიოდაა მასში
განხილული არაცნობიერის კონცეფცია და მისი გამოვლინებები. წიგნი განკუთვნილია
მკითხველთა ფართო წრისათვის, ვინაიდან კვლევის ფსიქოანალიზური მეთოდი და მისი
სტრუქტურული სისტემა უმნიშვნელოვანესია პიროვნების ფსიქიკური ცხოვრების,
კულტურული, პოლიტიკური და სოციალური კომპონენტების მკაფიოდ აღსაქმელად.

2
ავტორი: ზიგმუნდ ფროიდი

სათაური: რჩეული შრომები

გამოცემის ადგილი: თბილისი

გამომცემლობა: დიოგენე

გამოცემის წელი: 2018

წიგნის გვერდების რაოდენობა: 444

მთარგმნელი: გერმანულიდან თარგმნა მაია


ბადრიძემ.

ფროიდი,ზიგმუნდ.რჩეული შრომები. თბილისი: დიოგენე,2018.

ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939) ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი


და ,რაც მთავარია იგი პირველი თეორიის, ფსიქოანალიზის ფუძემდებელია. მოცემული
კრებული აერთიანებს მის ხუთ მნიშვნელოვან ნაშრომს. ,,ერთი ილუზიის მომავალში“,
რომელშიც განხილულია რელიგიის წარმოქმნის თავისებურებები. ,,კულტურით
უკმაყოფილება“ გადმოსცემს თეორიას იმის შესახებ, რომ კულტურა ინდივიდის
ფსიქიკის მსგავსად მოქმედებს და ვითარდება . ,, ტოტემი და ტაბუ“ , ფროიდის ყველაზე
ფართომასშტაბიანი ნაშრომია, რომელიც აღწერს პირველყოფილი ადამიანის ფსიქო-
სოციალურ თავისებურებებს. ასევე ფროიდს გარკვევით ააქვს განხილული არაცნობიერის
შინაარსი, თითქმის მიუწვდომელი და ძნელად აღსაქმელი პროცესების კვლევა და ძიება.
,,დოსტოევსკი და მამის მკვლელობა“, ,,ლეონარდო და ვინჩის ბავშვობის მოგონებები“, ეს
უკანასკნელნი ქმნიან ამ ორი არაჩვეულებრივი შემოქმედის ფსიქოლოგიურ პორტრეტს,
საიდანაც ფართო აუდიტორია მათ სულ სხვა თვალით იხილავს.

3
ბიბლიოგრაფია

ვანიე,ალენ.2017ფსიქოანალიზის შესავალი.თბილისი: დიოგენე.

ფროიდი,ზიგმუნდ.2018.რჩეული შრომები. თბილისი: დიოგენე.

You might also like