You are on page 1of 4

ანა ჯგუბურია

დავალება №1

Kraut, Richard, "Altruism", The Stanford Encyclopedia of Philosophy

Altruism.pdf

,,Behavior is normally described as altruistic when it is motivated by a desire to


benefit someone

other than oneself for that person’s sake. The term is used as the contrary of
“self-interested”

or “selfish” or “egoistic”—words applied to behavior that is motivated solely by the


desire to

benefit oneself. “Malicious” designates an even greater contrast: it applies to


behavior that

expresses a desire to harm others simply for the sake of harming them.

Sometimes, however, the word is used more broadly to refer to behavior that benefits
others,

regardless of its motive. Altruism in this broad sense might be attributed to certain
kinds of

non-human animals—mother bears, for example, who protect their cubs from attack,
and in
doing so put their own lives in danger. So used, there is no implication that such adult
bears act

“for the sake” of their young (Sober and Wilson 1998: 6).

This essay will discuss altruism in the former sense, as behavior undertaken
deliberately to help

someone other than the agent for that other individual’s sake. There is a large and
growing

empirical literature on altruism, which asks whether there is an evolutionary or


biological basis

for human altruism, and whether non-human species exhibit it or something similar to
it. These

issues are addressed by the entries on empirical approaches to altruism and


biological altruism.”

მოცემულ სამეცნიერო ნაშრომში ,,altruism” სოციალურ და ფსიქოლოგიურ ჭრილში


განხილულია ალტრუიზმის მნიშვნელობა,მისი გავლენა და ძირითადი მოტივები.ტექსტი
დაყოფილია შესავალ ,ძირითად და დასკვნით ნაწილებად.ქვეთავებად ის ძირითადი
საკითხებია გამოტანილი,რომელზეც მკითხველმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.მოცემული
ნაშრომი მეცნიერული თვალსაზრისით გამართულია,რაზეც მეტყველებს ტექსტში შემავალი
არგუმენტები,მსჯელობა,დამარწმუნებელი მაგალითები და წყაროები.ავტორი იმოწმებს
არაერთ მკვლევარს,მეცნიერსა თუ ფილოსოფოსს, იგი ლოგიკური თანმიმდევრობით

გვესაუბრება უშუალოდ მთავარი საკითხის გარშემო და ობიექტურად აფასებს მას.ასევე


აღსანიშნავია,რომ სამეცნიერო ნაშრომს თან ახლავს ვრცელი ბიბლიოგრაფია,რაც
ნამდვილად მეტყველებს მის ფართო მსოფლმხედველობაზე.

ჯემალ ქარჩხაძე - იგი

pdf
jemal-qarchxadze-igi. ​

,,- როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, იგი ავა მაღალ
ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება. ბელადის სიტყვებს ცხელი ხიფათის სუნი
აუვიდა, როგორც შიშველ მთას აუვა ხოლმე, როცა შიგნიდან ცეცხლის ენა ამოიმართება და
ცა ფერფლის ღრუბლით დაიფარება. შეშფოთებამ იგის თავიდან ფეხებამდე დაუარა. ასეთი
რამ ჯერ არც ერთ ბელადს არ ეთქვა. იგი მიხვდა, რომ ქვეყნად რაღაც ახალი გაჩნდა.
ოღონდ ისე არა, ცის ძახილი ცეცხლად რომ გაიკლაკნება და მყისვე გაქრება. არა. მიწა რომ
გაიბზარება და ნაპრალი აღარასოდეს ამოივსება, ისე. ირგვლივ დუმილი იდგა.
თანამოძმეებს თვალები გაფართოვებოდათ და იგის სესცქეროდნენ. მაშინ იგი კიდევ უფრო
გაიმართა, თავი უკან გადაიგდო და შორეული მთების სიმაღლეს მიაბჯინა მზერა. მთების
დიდმა სიმშვიდემ შეშფოთება ნელ-ნელა გამოდევნა სხეულიდან. ცხელი ხიფათის სუნიც
გაილია. “

ნაწარმოების მთავარი სათქმელის უკეთ რეალიზებისათვის ავტორი მიმართავს


ტროპულ მეტყველებას,იგი იყენებს უამრავ მხატრული ტექსტისთვის დამახასიათებელ

საშუალებებს როგორებიცაა: მეტაფორა,შედარება,ეპითეტები. ტექსტში მკაფიოდ იგრძნობა


ავტორის პირადი დამოკიდებულება,მის მიერ შექმნილი პერსონაჟები სავსენი არიან

სხვადასხვა ემოციური მახასიათებლებით,რაც ნაწარმოებს მეტ ექსპრესიულობასა და

დინამიკურობას სძენს.მრავლადაა აგრეთვე გამოყენებული


მხატვრული ,,გაჩუმება“(მრავალწერტილი),რაც მეტყველებს დრამატულ-ემოციურ ფონზე.

მოცემულ სამეცნიერო და არასამეცნიერო,მხატვრულ ტექსტს შორის შეინიშნება მკვეთრი


განსხვავება.სამეცნიერო სტილით დაწერილი ნაშრომი მეტად ლაკონურად და სადად

გადმოსცემს სათქმელს,მისი სტრუქტურა შექმნილია მკაცრად განსაზღვრული ფორმატით,იგი


არაა დატვირთული რთული კონსტრუქციებითა და ორაზროვანი სიტყვა-თქმებით.სამეცნიერო
ტექსტისთვის დამახასიათებელია ვალიდურობა,მნიშვნელოვნება და
ობიექტურობა.სამეცნიერო ნარკვევი დაფუძნებულია კვლევაზე,იგი დატვირთულია ფაქტებითა

და არგუმენტებით,ასევე, მსგავს ტექსტში აუცილებლად მკაცრადაა დაცული მართლწერის


წესები,წინასწარ შეთანხმებული სტილი და პუნქტუაცია.განსხვავებით მხატვრული

ტექსტისგან ყოვლად დაუშვებელია ნაშრომში ავტორის პირადი დამოკიდებულებისა და


ემოციების წარმოჩენა.სრულიად განსხვავებულია სამეცნიეროსგან მხატვრული

ტექსტი,რომელიც დატვირთულია რთული წინადადებებითა და ხატოვანი

გამონათქვამებით,მას ახასიათებს სიტყვათქმნადობა და ყოველდღიური მეტყველების


სტილი.ხშირადაა აგრეთვე წარმოჩენილი ავტორისეული დამოკიდებულება,ასევე არ არის

განსაზღვრული მართლწერისა და სტილის კონკრეტული ჩარჩოები,ვინაიდან ამის უფლებას


ლიცენცია იძლევა.მხატვრული ნაწარმოები ზედმეტად დრამატიზებული და ემოციურად

დატვირთულია,მთავარი სათქმელი კი ძირითადად ყოველთვის შეფარვითაა გადმოცემული.

ხაზგასასმელია ის ფაქტი,რომ სამეცნიერო ნაშრომში გამოყენებულია რეალური


ფაქტები,ინფორმაციები,სტატისტიკები და თარიღები ავტორის თხრობა ყოველთვის
პრაგმატულია,ხოლო მხატვრული ნაწარმოების შექმნის იდეა და საფუძველი კი ხშირად

ავტორისეულ ფანტაზიას ან რეალური ისტორიის საკუთარი ინტერპრეტაციით შეცვლას

ემყარება. აკადემიური ნაშრომის ბოლოს ყოველთვის მითითებულია გამოყენებული


ბიბლიოგრაფია,რომლის საშუალებითაც ინფორმაციის სიზუსტე და წყაროს სანდოობა

ადვილად გადამოწმებადი ხდება,რასაც ვერასდროს შევხვდებით არასამეცნიერო ტექსტებში.

You might also like