You are on page 1of 4

კიბერუსაფრთხოება

ნინა ლაცაბიძე,ანა ლომიძე,ლიზა ვაშაკიძე,სალი რეხვიაშვილი 

ბიზნესის ადმინისტრირება 

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ქეთევან გოჩიტაშვილი, პროფესორი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი


თბილისი, 2021
ახალი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იზრდება საფრთხეები, რომლებიც
ზიანს აყენებენ კიბერსივრცეს და ამ კიბერსივრცის მომხმარებლებს.ჩვენი პირადი
ინფორმაციის სათანადოდ შენახვა ძალიან ბევრ პრობლემასთან არის
დაკავშირებული.ორგანიზაციები,სახელმწიფო და ზოგადად საზოგადოება მკაფიოდ
ცდილობს ამ პრობლემასთან გამკლავებას და მათი პირადი თუ ფინანსური
ინფორმაციის კარგად შენახვას.ასევე რეალურ საფრთხეებს წარმოადგენს
კიბერშეტევები, რომლებიც მიმართულია სხვა ადამიანების მეტად მნიშვნელოვანი
ინფორმაციის მოპარვასა თუ წაშლისკენ.საინფორმაციო სივრცეში უსაფრთხოების
უზრუნველყოფის სირთულეებს საზღვრები არ გააჩნია.დღესდღეისობით ყველა
ქვეყანა ცდილობს კიბერდანაშაულათან დამოუკიდებლად გამკლავებას,მაგრამ მათი
დაცვის სისტემები და მიღებული ზომები არ არის საკმარისი მათთვის სასიცოცხლო
ინფომრაციის კარგად შენახვისთვის.

აღნიშნული პრობლემის აქტუალობა გაიზარდა ტექნოლოგიების განვითარებასთან


ერთად. ასევე იზრდება ინტერნეტ სივრცის მრავალფეროვნება და მასთან ერთად უნდა
მკაცრდებოდეს კიბერუსაფრთხოების დაცვა.ყველაზე ხშირად ვაწყდებით ფიშინგს და
უფრო დახვეწილ კიბერუსაფრთხოების შეტევებს.

ჩვენი მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება კიბერუსაფრთხოებასთან


დაკავშირებით. ეს თემა მნიშვნელოვანია, რადგან იგი მოიცავს ყველაფერს, რაც ჩვენი
მგრძნობიარე მონაცემებისთვისაა საჭირო.კიბერსაფრთხეები შეიძლება მოდიოდეს
თქვენი ორგანიზაციის ნებისმიერი დონიდან. უსაფრთხოების შემთხვევები
რეგულარულად მოქმედებს ყველა ზომის ბიზნესზე და ხშირად პირველ გვერდზე
აქცევს რეპუტაციის შეუქცევად ზარალს მონაწილე კომპანიებისთვის.თუ თქვენ ჯერ
კიდევ არ ხართ შეშფოთებული კიბერუსაფრთხოებით, ამ ნაშრომის წაკითხვის შემდეგ
იქნებით.

შემოთავაზებულ ტექსტში ვეცდებით გავცეთ პასუხი თემასთან დაკავშირებულ


კითხვებს, რომლებსაც აქვს შემდეგი სახე : როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან შემოტევა
და რა ღონისძიებებია ამისთვის საჭირო? რა სახის კიბერდანაშაულები არსებობს? რა
უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი დეტალები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ყველასთვის ხელმისაწვდომი არ გახდეს?
კიბერუსაფრთხოებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია 21-ე საუკუნეში. ინტერნეტ
სივრცეში არსებობს ისეთი საფრთხის შემცველი ინფორმაციები და ასევე ადამიანები,
რომლებსაც დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ნებისმიერი პიროვნებისთვის. აქედან
გამომდინარე, ჩვენი ქსელებისა და საჭირო ინფორმაციის დაცვას უზრუნველყობს
კიბერუსაფრთხოების სამსახური. მათი მიზანია დაიცვან კომპიუტერები და ქსელები
უნებართვო შეტევებისგან.

დღესდღეობით კიბერუსაფრთხოება მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. ის


უზრუნველყოფს საბანკო, სახელმწიფო, ბირთვულ უსაფრთხოებას.
ყველა ადამიანი/ სახელმწიფო იყენებს ინტერნეტ სივრცეს, ამიტომ
კიბერუსაფრთხოების არ არსებობა საფრთხის მომტანია.ჩვენს გარშემო მრავალი
კიბერთავდასხმისგან თავდაცვის სისტემაა შექმნილი და მათზე დაყრდნობით
პიროვნების მნიშვნელოვანი დეტალები დაცულია.

გამოყენებული ლიტერატურა:

1)საქართველოს ატლანტიკური საბჭო, “საქართველოს კიბერცივრცეში არსებული


საფრთხეები”. Arce.ge
http://acge.ge/2015/11/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1
%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-
%E1%83%99%E1%83%98%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98
%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%94/?
fbclid=IwAR38goM4DTDmH3hy75aoOIfvdVHrCpAmQkfw8f0ZH-CnJVeTakZoOrQMVlA
2)2 ნოემბერი, 2015 წელი
მუსელიანი მირანდა, “საინფორმაციო უსაფრთხოების ფენომენი 21-ე საუკუნეში
კიბერუსაფრთხოება და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები (ამერიკა-საქართველო)”.
თბილისი. ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი. Openscience.ge
https://openscience.ge/bitstream/1/1014/1/samagistro%20museliani- konfliqtebi.pdf
2017 წელი
3)სვანიძე ვლადიმერი. “კიბერსივრცე და კიბერუსაფრთხოების გამოწვევები”.
საქართველოს საზოგადოებრივი ინსტისტუტი. Gipa.ge
https://gipa.ge/uploads/files/Cyber_Protection.pdf
4) 2015 წელი
გულუა დავითი. “კიბერუსაფრთხოება”. თბილისი. ბიზნესისა და ტექნოლოგიების
უნივერსიტეტი. Btu.edu.ge
https://btu.edu.ge/media/1001285/2020/04/06/121d3a3b75b562b21a90193c58d78ff2.pdf?
fbclid=IwAR3cC5No8vkpRrh96fFIVJzVJxfaVsWCDpZ7hJlIQboAT5NjLAdXknwI_Rw
5) 2020 წელი
საქართველოს მთავრობა. “კიბერუსაფრთხოების 2017-2018 წლების ეროვნული
სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიციცება”. თბილისი. Gov.ge
http://gov.ge/files/469_59439_212523_14.pdf
2017 წელი

You might also like