You are on page 1of 6

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის

აკადემია
სამეთაურო საშტაბო კოლეჯი

კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციის დაცვა

CY-100 მოდულის კვლევითი ნაშრომი

ვიცე - პოლკოვნიკი ბახვა კორძაია

ინსტრუქტორი: დოქტორი ბილ კოჯოკარი

თბილისი 2020
აბსტრაქტი

მსოფლიოში ტექნოლოგიების დახვეწის პარალელურად იზრდება კიბერომის

საფრთხეები, ეს საფრთხე ემუქრება ყველა ქვეყანას და მათ შორის საქართველოსაც.

ამჟამად საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სჭირდება

რელევანტური ზომების მიღება, აგრეთვე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა,

შესაბამისი პერსონალის მომზადება და განსაკუთრებული მეთოდების შემუშავება.

კიბერ-ომი, კიბერტერორიზმი და კიბერშეტევები გამოიყენება ყველა სფეროში,

ეს იქნება კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურები და მათი მიზნები არის

განსხვავებული. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად საინფორმაციო ომის

წარმოების მეთოდებიც იხვეწება. დღეისდღეობით კიბერ სივრცე შეგვიძლია

ჩავთვალოთ ბრძოლის ველად ისევე როგორც სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო

ბრძოლის ველი. „ვინც ფლობს ღირებულ ინფორმაციას, ის ფლობს ძალაუფლებასაც“ 1

სხვადასხვა ხასიათისა და ღირებულების ინფორმაციის მოპოვებაში ჩართული არიან,

ინდივიდები, სხვადასხვა ორგანოები, დანაშაულებრივი ორგანიზაციები და სხვა

მრავალნი. თვითოეული ჩვენგანისთვის აუცილებელი გახდა პირადი ინფორმაციის

უსაფრთხოების დაცვა და აგრეთვე ნებისმიერი სტრუქტურისთვის, რომელიც ფლობს

ღირებულ ინფორმაციას ციფრულ მატარებლებზე. კიბერ უსაფრთხოება და

ინფორმაციის დაცვა გამოწვევას წარმოადგენს როგორც ინდივიდებისთვის ასევე

სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

1
https://ge.itstep.org/blog/ქსელები-და-კიბერ-უსაფრთხოება

1
კიბერუსაფრთხოების როლი სახემწიფო უსაფრთხოებისთვის

შესავალი

საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და

აგრესორი მეზობლის ყოლის შედეგად ხდება ხოლმე კიბერ თავდასხმების

მსხვერპლი, მითუმეტეს ქვეყნისთვის კრიტიკული მომენტების დროს. რუსული

სპეცსამსახურები მაქსიმალურუდ ცდილობენ ზიანი მიაყენონ სამთავრობო სისტემის

გამრთულ მუშაობას, აგრეთვე საკვანძო ინფრასტრუქტურას. რუსეთია ინიციატორი

ზოგიერთ შემთხვევაში უახლესი კიბერშეტევებისა, ამისთვის იგი იყენებს როგორც

სახელმწიფო რესურსებს აგრეთვე კიბერდამნაშავეებს. რუსეთის ეს ქსელი არის

ფართო და ძველი, რომელიც ორგანიზებული იყო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის

პერიოდში და ის შედგება ყოფილი სუკ - ის კიბერ - შპიონებისგან 2. საქართველო

მიეკუთვნება განვითარებადი ქვეყნების კატეგორიას და აქიდან გამომდინარე იგი

საჭიროებს ძლიერი და გავნითარებული პარტნიორების დახმარებას, როგორც

სხვადასხვს სახელმწიფო ინსტიტუტების თუ სტრუქტურების განვითარებაში,

აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოებისათვი აუცილებელი კომპონენტის

კიბერუსაფრთხოების განვითარებაში, რათა მინიმუმადე იქნას დაყვანილი

მოწყვლადობა ამ მიმართულებით.

2
ვლადიმერ სვანაძე, ანდრია გოცირიძე. „კიბერ თავდაცვა კიბერსივრცის მთავარი მოთამაშეები.
კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, სტრატეგია და გამოწვევები“ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო,
სსიპ - კიბერუსაფრთხოების ბიურო, თბილისი 2015.

2
თანამედროვე ეპოქაში კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას

წარმოადგენს ნებისმიერი სახელმიფოს უსაფრთხოების საკითხში. ტექნოლოგიების

განვითარებასთან ერთად ხდება მათი დანერგვა და გამოყენება სამთავრობო,

არასამთავრობო თუ ბიზნეს ორგანიზაციებში დროისა და ადამიანური რესურსების

შესამცირებლად. მას მრავალ დადებით მხარესთან ერთად გააჩნია სისუსტეც. ამ

სისუსტეს წარმოადგენს არასჭირო აქტორების მიერ სისტემებში შეღწევა და

სხვადასხვა განზრახვების განხორციელება, ეს იქნება პიროვნების დონეზე თუ

სახელმწიფო დონეზე. ასეთი ჩარევების მძიმე მაგალითები აქვს საქართველოს.

სახელმწიფო დონეზე ყველაზე კრიტიკულად შეიძლება ჩაითვალოს 2008 წლის

აგვისტოში რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერტერორიზმი, რის შედეგადაც

იბლოკებოდა ინტერნეტი, ზიანდებოდა სამთავრობო ვებგვერდები, ყალბი BBC და

CNN-ის საინფორმაციო გამოშვებები3, რის მიზანსაც წარმოადგენდა იმდროინდელი

რუსეთ-საქართველოს შორის არსებული მდგომარეობის რუსეთის სასარგებლოდ

წარმოჩინება და ინფორმაციული ვაკუუმის შექმნა. აგრეთვე 2019 წლის 28 ოქტომბერს

განხორციელებული კიბერ შეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის,

სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების,

სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა

და სხვა მართვით სისტემებზე. რის შედეგადაც დაზიანა ზემოთ აღნიშნული

3
Khatuna Mshvidobadze. Cyber Terrorism: Georgian Experience and the Future Threat Presentation to the NATO
Conference Emerging Security Challenges Tbilisi July 7, 2011.

3
ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა

მათი ფუნქციონირება. 4.

ზემოთ განხილული მაგალითებიდან გამომდინარე სახელმწიფო მზად უნდა იყოს

ასეთი შეტევებისთვის, რაც მიიღწევა ტექნოლოგიების განვითარებით, შესაბამისი

პერსონალის მომზადებით და პარტნიორ სახელმწიფოებთან მჭიდრო

თანამშრომლობით, აგრეთვე მკაფიოდ გაწერილი სამოქმედო გეგმით და სამოქმედო

პროცედურებით, როგორც სამთავრობო დონეზე, ასევე არსამთავრობო და ბიზნეს

ორგანიზაციებში. ამასთანავე მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება მედია

საშუალებებით ან/და სოციალური ქსელების გამოყენებით არსებული კიბერ

საფრთხეების შესახებ და ინსტრუქციების მიწოდება, რათა დაიცვან პირადი

მონაცემები და არ გახდნენ ჰაკერული თავდასხმის, შანტაჟისა და თაღლითების

მსხვერპლი. ყოველიევ აღნიშნული უდიდეს როლს ითამაშებს საზოგადოებისა და

სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

4
https://ipress.ge/new/2019-tslis-28-oqtombers-saqarthveloshi-rusethis-sheiaraghebuli-dzalebis-genshtabma-
kibersheteva-ganakhortsiela/

4
Bibliography
1. https://ge.itstep.org/blog/ქსელები-და-კიბერ-უსაფრთხოება
2. ვლადიმერ სვანაძე, ანდრია გოცირიძე. „კიბერ თავდაცვა კიბერსივრცის მთავარი
მოთამაშეები. კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, სტრატეგია და გამოწვევები“
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სსიპ - კიბერუსაფრთხოების ბიურო, ბილისი
2015.
3. Khatuna Mshvidobadze. Cyber Terrorism: Georgian Experience and the Future Threat
Presentation to the NATO Conference Emerging Security Challenges Tbilisi July 7, 2011.
4. https://ipress.ge/new/2019-tslis-28-oqtombers-saqarthveloshi-rusethis-sheiaraghebuli-dzalebis-
genshtabma-kibersheteva-ganakhortsiela/

You might also like