You are on page 1of 2

საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ გლობალიზაცია დადებითი პროცესია .

მსოფლიო მშვიდობა, რა კარგად ჟღერს. მთელი მსოფლიო შეხმატკბილებულად


რომ არსებობდეს, ერთმანეთს არ ერჩოდეს და მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდეთ,
პლანეტის წინსვლა. პლანეტის და არა კონკრეტული ქვეყნის ან კონტინენტის. ასეთი
რამ ალბათ სადმე იდეალურ სამყაროში არსებობს, მაგრამ თურმე დღესდღეობითაც აქ
და ახლა გვაქს ამის საშუალება, ხსნა გლობალიზაციაშია.
ბოლო საუკუნე ინოვაციებისაა, ისეთი რაღაცები შეიქმნა რასაც წარუსლში ვერც
წარმოიდგენდნენ და ეს გამომგონებელ ქვეყანას თავისთვის არ დაუტოვებია,
გაავრცელა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს გახდა ტერმინი გლობალიზაციის
წარმოქმნის წინაპირობა. გამოგონების და განვითარების პროცესი , რა თქმა უნდა ,
ახლაც გრძელდება და შესაბამისად ინარჩუნებს აქტუალობას საკითხი გლობალიზაციის
ავკარგობის შესახებ.
თანამედროვეობაში გლობალიზაცია საკმაოდ ფართე ცნებაა, ბევრ დეტალს
მოიცავს. ძირითადად მაინც ეკონომიურ, პოლიტიკურ და კულტურულ ერთიანობას
გულისხმობს. მაგალითის სახით, მისი შედეგია დღეს რომ ახალი თაობის
ტელეფონებით ვსარგებლობთ, გვაქვს წვდომა ინტერნეტთან, თუნდაც ის რომ
შეგვიძლია სხვა ქვეყნის კერძები დავაგემოვნოთ ან ნებისმიერი მათი გამოშვებული
პროდუქცია გამოვიყენოთ. ძალიან კარგია და მივესალმები თუ ასე მექნება წვდომა
ყველაფერთან, მაგრამ ვაი რომ მედალს ორი მხარე აქვს. ვახსენე რომ ის ბევრ
დეტალს მოიცავდა და ერთ-ერთი მათგანი ქვეყნებს შორის საზღვრების მოშლა და
რამდენიმე ქვეყნის მსოფლიოზე ძალაუფლების ხელში აღებაა.
განვითარებადი ქვეყნებისთვის აღარ ჩანს მთლად მომგებიანი გამოსავალი , რა
თქმა უნდა, სათავეში განვითარებული სახელმწიფოები მოექცევიან. შესაბამისად ჩვენ
მოგვიწევს იდენტობის დაკარგვა და რაღაცის ნაწილად ქცევა , რაც თავის მხრივ
გულისხმობს ენის, ერის და კულტურის დაკარგვას. ვთვლი რომ ეს საკითხი ასეთ
არჩევანზე დადის: თავისუფლება თუ განვითარება?
ძალიან კარგია მფრინავი მანქანები და ჰოლოგრაფები ტელეფონში , მაგრამ რის
ფასად?! შენი ეროვნულობის და დამოუკიდებლობის?! შეიძლება შემომედავონ და
მითხრან რომ სასწორის მეორე პინაზე მსოფლიო მშვიდობაა და არ უნდა ვიყო
ეგოისტი, მაგრამ ალბათ ძალიან ოპტიმისტი უნდა იყო რომ დაიჯერო ეს მართლა
მოიტანს მშვიდობას. რამდენი სამშვიდობო ზავი ახსოვს ისტორიას, რამდენჯერ
ჩამორთმეულა ხელი იმის მტკიცებით რომ მათ შორის ბრძოლა მორჩა. საინტერესოა
რამდენი მათგანი შესრულდა…
გარდა ამისა ადამიანები არ ვართ განვითარების იმ ეტაპზე რომ სრულად
აღვიქვათ თავისუფლება. გლობალიზაციის შედეგად არსებული რამდენიმე მოწინავე
ქვეყნებიდან ყველას ექნება სურვილი პირველობის, ამიტომ ეგოიზმი და ძალაუფლების
სურვილი მაინც გადაძალავს სიმშვიდეს და ისეთ ომამდე მიგვიყვანს რის შემდეგაც
კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ჩვენი არსებობა.
დამოუკიდებლობასა და განვითარებას შორის ყოველ ჯერზე თავისუფლებას
ავირჩევ. ძველი ეგვიპტე ნათელი მაგალითია იმის თუ როგორ შეიძლება ყველასგან
განცალკევებით შექმნა ისეთი ცივილიზაცია რომლის მსგავსიც ისტორიას არ ახსოვს .
მათ არ ქონიათ არავისთან კონტაქტი, მხოლოდ თავის რესურსებით შეძლეს შეექმნათ
ის რასაც წყაროები გვინახავენ, ერთ-ერთი მათგანი კი დღესაც დიდი სიმპატიით
სარგებლობს ხალხში, ეგვიპტის პირამიდები.
საბოლოოს დავასრულებდი ბობ მარლის სიტყვებით “უმჯობესია მოკვდე
თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ვიდრე იცხოვრო მთელი ცხოვრება პატიმრად”.
არაფერი მატერიალური შეედრება დამოუკიდებლობას და თავისუფლებას . თუ სამყარო
გაგვრიყავს გლობალიზაციის უარყოფის გამო, დაე გაგვრიყოს, ყველანაირი რესურსი
გვაქვს წარმატებისთვის, სულხან-საბას დავესესხები და ვიტყვი რომ თუ იხრჩობი , ხელი
გაიქნიე, გახვალ და ნაშველები იქნები. თუ ვიშრომებთ სხვისი დასახმარებელი
არაფერი გვექნება.

You might also like