You are on page 1of 3

აზარტული თამაშები უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანებზე .

აზარტული თამაშები იშვიათობა აღარ არის ჩვენს ირგვლივ. ყველაზე მარტივი


საკითხი რომ განვიხილოთ, ფილმსაც კი ვერ ჩართავ ისე, რეკლამა რომ არ
ამოგიხტეს წამიერად და არ შემოგთავაზოს უპრეცენდენტო შემთხვევა , მოიგო ასობით
ათასი ლარი ერთი უბრალო დატრიალებით, ან თუნდაც ქალაქში ისე ვერ გაივლი,
დიდ ბანერზე მშვენიერი, თვალისმომჭრელი მანქანები რომ არ დაინახო, რომლის
განცახებაც მოგვიწოდებს, რომ ის ჩვენს ავტოფარეხს დაამშვენებს და ამისთვის
მხოლოდ ერთი ფსონია საჭირო. რთულია ყურადღება არ მიაქციო მსგავს
შეთავაზებებს. ადამიანის ზარმაცი ბუნებიდან გამომდინარე ყველაფერი მარტივი უფრო
სასიამოვნოა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ეს ერთი ფსონი ან დატრიალება არ არის
საკმირისი, თუ ახლა არ გაუმართლათ შემდეგი აუცილებლად მომგებიანი იქნება,
სწორედ ამ დროს თავით გადაეშვებიან ხოლმე აზარტულ თამაშებში და ხდებიან
ლუდომანები, გაუაზრებლად.
საინტერესოა, რატო უნდა შექმნა ადამიანმა ბიზნესი თუ იცი, რომ წაგებას ნახავ .
რატომ უნდა შეექმნა ვინმეს ისეთი ბიზნესი, სადაც ხალხს ფულს დაურიგებდა , ასე
ფაქტია წარმატებას ვერ მიაღწევდა და ,რა თქმა უნდა, ასე არც მოიქცა. რეალურად
კაზინოებში ყველაფერი ისეა გათვლილი, რომ მოგების უფრო დიდი შანსი თავად
კაზინოს აქვს. შეიძლება გაგიმართლოს და მოიგო, მაგრამ მარტივად ნაშოვნს ასეთი
ცუდი თვისება აქვს, მარტივადვე იხარჯება. “ქარის მოტანილს ქარივე წაიღებს ”. ამ
ფულს ღირებულება არ აქვს მოთამაშესთვის, ამიტომ კვლავ აგრძელებს თამაშს და ამ
შემთხვევაში შენს წინააღმდეგ უფრო მეტი მათემატიკაა, რადგან , მაგალითად , ყველაზე
მარტივი, ყველასთვის ცნობილი, სათამაშო აპარატები, მათში გამარჯვების ალბათობა
საშუალოდ 5000/1 არის. ძალიან იღბლიანი უნდა იყო, რომ ერთხელ მოგების შემდეგ
კვლავ განაგრძო და გაიმარჯვო, თუმცა კაზინო ჭკვიანია, თუ ამდენად გაგიმართლა და
ფორტუნა შენს მხარესაა, არც ამ ფაქტს შეეგუება, ის მაინც ცდილობს, რაც შეიძლება
მეტი მოგება ნახოს, ამიტომ ყოველთვის ფულის განაღდებისას თანვე აქვთ კიდევ
ერთი მაცდური შემოთავაზება. კიდევ რაღაც ახალს გირჩევენ და ბედნიერი შენ , ბედის
იმედად თანხმდები, რაც ხშირ შემთხვევაში კრახით მთავრდება . კაზინოებს კიდევ ერთი
საინტერესო ხრიკი აქვთ, არ აქვთ საათები და ფანჯრები, რადგან მოთამაშეებს დროის
აღქმა დაუკარგონ. დაავიწყონ ყველაფერი, რაც ამ შენობის გარეთ ხდება და მთელი
სული და ფული აქ ჩადონ. ზოგჯერ, წარუმატებელი დღისას მოთამაშეს ფულს ასესხებს
ხოლმე კაზინო, თავს გამორჩეულად აგრძნობინებს, რომ თქვენ, როგორც ერთგულ
მომხმარებელს საშუალება გაქვთ ისარგებლოთ ამ შემოთავაზებით , აქაც უკვე
მოთაფლული მარტივად თანხმდება ფულის აღებას და ვერც კი აანალიზებს რაში
შეძლება ამოჰყოს თავი. მარტივად რომ შევაჯამო, ბიზნესი არ იქმნება მომხარებლის
სარგებლისთვის, მისი მთავარი მიზანი თავად გამდიდრებაა, მაგრამ ადამიანს
აბრმავებს რიცხვს მიწერილი ბევრი ნული და აღარ ფიქრობს, რომ ეს შეიძლება რამე
სახის ხრიკი იყოს. ყველას თავი განსაკუთრებული ჰგონია და ფიქრობს, რომ ეს მას
არ დაემართება, მან იცის სხვებზე მეტი და თუ როდის გაჩერდეს , ამიტომ შეძლებს
მოგებას. ასე და ამგვარად ავიწყდება ის ფაქტი, რომ ის მიჯაჭვულობასა და
დამოკიდებულებას იწვევს და როგორც ნებისმიერი სახის დამოკიდებულება არაა
სახუმარო საქმე, მისგან განთავისუფლება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ყველაფერი
ისეა შექმნილი და მოწყობილი, რომ ადამიანი ფსიქოლოგიურად მართონ მაცდური
შეთავაზებებით. გვიქმნიან ილუზიას, თითქოს ჩვენ ვართ კონტოლში, ჩვენ ვაჭერთ
ღილაკს ხელს. სწორედ ამ დროს დაბრმავებული მოთამაშე დიდ ვალებში ვარდება,
საიდანაც ამოსვლა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე თავდაპირველად იქ აღმოჩენა
იყო.
აზარტული თამაშების ბიზნესი ეკონომიკაში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს
თამაშობს. 2014 წლის მონაცემებით, საქართველოს ბიუჯეტის 2.3% სწორედ ამ
ბიზნესიდან გადასახადების სახით შესული თანხა წარმოადგენდა . შეიძლება დიდად არ
მოგვეჩვენოს ეს პროცენტული მაჩვენებელი, თუმცა რეალურად, ეს რამდენიმე ასეული
მილიონია, ხოლო ამერიკაში ეს ათობით ბილიონ დოლარს აღწევს. თუმცა ისეთ
განვითარებად ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია
ეკონომიკის გაძლიერება, ამიტომ ყველანაირ საშუალებაზე უნდა ვიყოთ თანახმა .
ქვეყნის სიძლიერე შესაბამისად მოსახლეობაზეც აისახება . გარდა ამისა , არსებობენ
ადამიანები, რომლებიც არ მოექცევიან აზარტული თამაშების გავლენის ქვეშ და
უბრალოდ სიამოვნების მიღების მიზნით ითამაშებენ და უკეთეს შემთხვევაში ცოტაოდენ
ფულსაც შეიძლება გამოკრან ხელი. ამიტომ ყველასთვის თანაბრად ცუდი არ არის
ფსონები და ფულით თამაში. თუ რა გავლენა ექნება აზარტულ თამაშებს ადამიანებს ეს
მისი ფსიქიკის სიძლიერეზეა დამოკიდებული.
მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ლუდომანებს 15-ჯერ მეტი რისკი აქვთ
თვითმკვლელობის, ვიდრე სხვა დანარჩენს. ევროპულ სახელმწიფოებში საშუალოდ
ყოველწლიურად 500-700 ადამიანი ამთავრებს სიცოცხლეს სუიციდით, აზარტული
თამაშებისდა გამო. თითქმის ყოველ მეხუთე ლუდომანს აქვს მსგავსი ფიქრები. ეს
ყველაფერი გამოწვეულია რიგი მიზეზებით. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული
ვარიანტია ვალები, ხშირ შემთხვევაში იმდენად დიდი რაოდენობის ფულს კარგავენ ,
რისი აღდგენაც ძალიან რთულია, ამის გამო, ეძებენ კვლავ მარტივ გამოსავალს
პრობლემებიდან გასაქცევად. ზოგჯერ საზოგადოება ვერ აღიქვამს, რომ ეს
დამოკიდებულა ისეთივე მძიმეა, როგორც სხვა ნებისმიერი ნარკოტიკულ საშუალება,
ისევე რთულია უარის თქმა და შეწყვეტა, ამიტომ როცა უკვე აანალიზებენ, რომ ამ
სენით არიან მოწამლულნი და გარშემომყოფებზედაც ახდენენ გავლენას ცდილობენ
სიცოცხლის ხელყოფას. უკვე თავიანთ თავს ვეღარც ენდობიან, რაგდან კონტროლი
აქვთ დაკარგული, უკიდურესი გაჭირვებისას გამოჩენილი ფულითაც კი ფსონს
აკეთებენ. მათ ჭირდება სერიოზული ფსიქოლოგიური დახმარება და მკურნალობა.
რეალურად, აზარტული თამაშების ბიზნესები სხვისი სისუტით მდიდრდებიან და
თავადვე უბიძგებენ მათ ამ უფსკრულისაკენ. როგორი შეძლებულიც უნდა იყო მარტივი
ფული ყველასთვის სასიამოვნოა, ამიტომ დიდი რიცხვებით გონებას უბინდავენ
ადამიანებს. ერთხელ თუ მოიწამლე გამარჯვების სურვილით, რთულია უკან დაბრუნება.
ეს კი ბევრი ადამიანის ცხოვრების დანგრევის მიზეზი გახდა .

You might also like