You are on page 1of 23

 როცა ჩვენ ვისხედით და შუბლზედ ქუდშეკეცილები და მხრებზედ ყურთმაჯ -

გადაყრილები  „მრავალჟამიერს“ ვიძახდით, ისინი თავმოკატუნებულნი იდგნენ ჩვენ წინაშე


და სიცილად არა გვყოფნიდნენ და, ვინ იცის, იქნება გულშიც ამბობდნენ: ის იცინის კარგად,
ვინც ბოლოს გაიცინებსო.

რადგანაც დღეს გამრჯელი, მწარმოებული და მომცემი ჩვენში მარტო სოფელია და მისი


საეკონომიო მოქმედებაა ერთადერთი სახსარი ჩვენის ცხოვრებისა, თავის რჩენისა და
გამოკვებისა, ამიტომაც ჩვენი სრული ყურადღება მარტო სოფელს უნდა თავს
დასტრიალებდეს, მარტო სოფელს უნდა ეკუთვნოდეს, თუ სამუდამოდ არა, ჯერ ხანად
მაინცა.

რადგანაც ცხოვრება ადამიანისა გაჭირდა, შოვნა ლუკმაპურისა დამძიმდა და გაძვირდა,


ვაჭრობის უსინდისოებამაც იმატა და ეხლა ვაჭარი უფრო ბევრს ითვლის თავისკენ, ვიდრე
ოდესმე. 

რაც გინდ ქუდი კახურად ჩავიკეცოთ, ყურთმაჯები ვაჟკაცურად მხრებზე გადვიყაროთ და,
ისპანიის გაკოტრებულ უდა-აზნაურივით, ულვაშები გავიწკიპოთ, ჟანგმოკიდებული ხმალი
ჩამოვიკანკუროთ და დოინჯის შემოყრით ვიძახოთ: ჰოი ხმალი პაპაჩემისაო, ფულის
ბრძანებას და ბატონობას მაინც ვერსად გავექცევით, ვერსად ვერ დავემალებით: საცა იქნება
და როცა იქნება, მოგვასწრობს და ქეჩოში წაგვავლებს ხელს, ან მეყმე და ან შიმშილით სული
ამოირთვიო, გეტყვის.
    მართალია, აქ ფული მეტისმეტად სულგრძელად გვექცევა, რადგან ორში ერთის არჩევანს
ჩვენს ნებაყოფლობაზე აგდებს. მაგრამ ბევრი სახარბიელო არც ყმობაა და არც სულის
ამორთმევა, თორემ ფული არც ისე გაბედოვლათდებოდა, ერთიცა და მეორეც ჩვენს ნებაზე
მოეგდო. წყეულ იყოს ამისთანა სულგრძელობა და ამისთანა გარემოება, რომელიც ან ყმობას
გვიქადის, ან სულის ამორთმევას და, ამ ორს საარჩევანოს გარდა, სხვა გზას არ აძლევს
ადამიანსა.

 რადგანაც ბუნება ვაჭრობისა,  აღებ-მიცემობისა იმაშია, რომ  რაც შეიძლება ნაკლებ იყი-

დოს და მეტად  გაჰყიდოს, ამიტომაც ბოლოს და ბოლოს ისე გამოდის ხოლმე,  რომ გამრ-
ჯელს შრომის ფასი ძლივ ეძლევა და პურის მსურველს ნამეტანობით ერთმევა,და ამ სახით
დიდი ლუკმა სხვის ნაშრომ-ნაამაგარისა ჰრჩება იმას, ვისაც ხელიც არ გაუნძრევია საშრომ-
საამაგოდ და მარტო შუამავლობა გაუწევია.
    ეს ლუკმა იმოდენად მეტია ხოლმე, რამოდენადაც  გაჭირებულია ფულისათვის ერთის
მხრით გამრჯელი, და პურისათვის მეორეს მხრით პირდაპირი მხარჯველი.

 რა თქმა უნდა, მეცნიერებისაგან გამორკვეული სიმდიდრე სულ სხვა არის, მაგრამ კერ- ძო

კაცთა ურთიერთობაში სიმდიდრის საწყაოდ მარტო ფულია და სხვა არა რა.

რატომ თავიდამ არ მაწყებინებ?


_ ნუ აჩქარდები, ყველაფერი თავის დროზედ უნდა, თავი უფრო ძნელია, მგონი, შენთვისაც
და ჩემთვისაც; თუნდ ეგ არ იყოს, ამბავი აქედამ იწყება.
მერე როცა მე და შენ კარგად მივხვდებით, მაშინაც მოვესწრებით მაგის გადაკითხვასა.

როგორც რკინისგზა არ არის მავნებელი იმით, რომ ადვილად სასიარულო სახსარი მოგვცა,
ისეც ბანკი, რომ ძნელად საშოვარი ფული ადვილად საშოვარი გაგვიხადა. ბანკი არაფერს
შუაშია, თუ ვინმე ფულს გაიტანს იმისათვის, რომ წყალში გადაჰყაროს, ან ტყუილ-
უბრალოდ, უხეიროდ გაჰფლანგოს. განა უბანკოდ დიდ-დიდნი მამულები კი არ
გაუფლანგავთ!.. გამოდის, რომ მამულები არა ჰქონოდათ, არც გაჰფლანგავდნენ. მაშ
მამულის ქონვაც მავნებელი ყოფილა. ესე რომ ვიაროთ, შორს წავალთ, იქამდე მივალთ, რომ
ფულიც მავნებელი იქნება, იმიტომ რომ ბევრი ფულს დაჰხარბდება ხოლმე და მამულებსა
ჰყიდის; აღებ-მიცემობაც ერთობ მავნებელი იქნება, ამიტომ რომ აღებ-მიცე- მობა არ იყოს,
არც ყიდვა-გაყიდვა მამულებისა იქნება და მამულები პატრონებს ხელუხებლად შეჰრჩებათ.
   
თუნდ ეგეც არ იყოს, სად იყო ჩვენი ბანკები, რომ მთელი ტფილისი გაიყიდა და დღეს ერთი
მტკაველიც არ არის თითქმის, რომ თავის თავდაპირველს პატრონს ეჭიროს. სეიდაბათიდამ
მოყოლებული ვერამდე და მთაწმინდიდამ მახათამდე მთელი ტფილისი სუმბათიანთი,
მუხრანიანთი, ციციანთი, ამილახვრიანთი, ორბელიანთი, გაბაანთი და სხვებისა იყო და
ეხლა კი რას ვხედავთ? ჩვენა გვგონია, რომ მაშინ ფული ესე ადვილად საშოვარი ყოფილიყო,
როგორც დღეს ბანკების მეოხებით არის, თუ სულ არა, კარგა მოზრდილი ნაწილი მაინც
შერჩებოდათ თავიანთ თავდაპირველს პატრონებსა.

როგორც რკინისგზა არ არის მავნებელი იმით, რომ ადვილად სასიარულო სახსარი მოგვცა,
ისეც ბანკი, რომ ძნელად საშოვარი ფული ადვილად საშოვარი გაგვიხადა. ბანკი არაფერს
შუაშია, თუ ვინმე ფულს გაიტანს იმისათვის, რომ წყალში გადაჰყაროს, ან ტყუილ-
უბრალოდ, უხეიროდ გაჰფლანგოს. განა უბანკოდ დიდ-დიდნი მამულები კი არ
გაუფლანგავთ!.. გამოდის, რომ მამულები არა ჰქონოდათ, არც გაჰფლანგავდნენ. მაშ
მამულის ქონვაც მავნებელი ყოფილა. ესე რომ ვიაროთ, შორს წავალთ, იქამდე მივალთ, რომ
ფულიც მავნებელი იქნება, იმიტომ რომ ბევრი ფულს დაჰხარბდება ხოლმე და მამულებსა
ჰყიდის; აღებ-მიცემობაც ერთობ მავნებელი იქნება, ამიტომ რომ აღებ-მიცე- მობა არ იყოს,
არც ყიდვა-გაყიდვა მამულებისა იქნება და მამულები პატრონებს ხელუხებლად შეჰრჩებათ.
   
თუნდ ეგეც არ იყოს, სად იყო ჩვენი ბანკები, რომ მთელი ტფილისი გაიყიდა და დღეს ერთი
მტკაველიც არ არის თითქმის, რომ თავის თავდაპირველს პატრონს ეჭიროს. სეიდაბათიდამ
მოყოლებული ვერამდე და მთაწმინდიდამ მახათამდე მთელი ტფილისი სუმბათიანთი,
მუხრანიანთი, ციციანთი, ამილახვრიანთი, ორბელიანთი, გაბაანთი და სხვებისა იყო და
ეხლა კი რას ვხედავთ? ჩვენა გვგონია, რომ მაშინ ფული ესე ადვილად საშოვარი ყოფილიყო,
როგორც დღეს ბანკების მეოხებით არის, თუ სულ არა, კარგა მოზრდილი ნაწილი მაინც
შერჩებოდათ თავიანთ თავდაპირველს პატრონებსა.

როგორც ცალკე ადამიანი, ისე მთელი საზოგადოება სწრაფად გაივლის ხოლმე იმ სივრცეს
ცხოვრების და მეცნიერების გზისას, რომელიც უკვე გამოუვლია სხვა საზოგადოებასა და
სხვა ერსა, თუნდ რომ უკანასკნელთ ამ სვლაში მოენდომებინოს  მთელი საუკუნოებიცა.

როცა კაცს ცალკე და საზოგადოებას ერთად რამ უჭირს და ეძიებს სახსარს გაჭირებისაგან
თავის ხსნისას, მაშინ ჭეშმარიტმა მოძმემ, მართალმა გულშემატკივარმა, ისეთი რჩევა უნდა
მისცეს, რომელიც გარემოებას შეეფერება და რომელიც ასახდენია და აღსასრულებლად
შესაძლებელი. თორემ იმას რომ გამოუდგეთ, - აცა, რაც იამება, ის ვუთხრაო, ეს ძმობა კი
არა,- მტრობა იქმნება და, სწორედ მოგახსენოთ, ადვილი საქმეც არის.

რაკი მიწისსამოქმედო კრედიტი უსათუოდ ხანგრძლივი უნდა იყოს, მაშ ეგ კრედიტი კაცის
პირადს ღირსებაზედ არ შეიძლება დამყარდეს, იმიტომ რომ კაცი დღეს არის და ხვალ არ
იქნება, არც იმისთანა ნივთზედ, რომელსაც ხანგრძლივად გაძლება არ შეუძლიან უიმისოდ,
რომ არ წახდეს და ფასი არ იკლოს.
   
მაშ მიწისმომქმედს რით შეუძლიან მოიპოვოს ნდობა, ურომლისოდაც კრედიტი
შეუძლებელია? მარტო მიწით, რომელსაც იმისთანა თვისება აქვს რომ რამდენადაც
დიდხანსა ძევს, იმოდენად ფასს მატულობს ხალხის გამრავლებისა და საერთოდ
ეკონომიურის წარმატებისა გამო.

რომელი სახელმწიფოც ამ პროტექციონობას მისდევს, იგი იმოდენა ბაჟს ადებს შემოსა- ტან
თუ გასატან საქონელს და იმისთანა წესებით ჰხლართავს საქონლის გატან-გამოტანის საქმეს
და ამაებით იმოდენად ჰზრდის საქონლის ფასსა, რადგანაც ბაჟი ზედ ეკეცება, რომ ბაზარი
ვეღარ იფერებს, თუ ძალიან არ უჭირს საქონელი. ამ გზით საქონლის მიდენ- მოდენას წინ
ისეთი უშველებელი ზღუდე აემართება ხოლმე, რომ ვერას გზით ვერ გაირღვევა.
   
ამისთანაა ბუნება პროტექციონობისა სათავიდამვე დაწყობილი ბოლომდე. ეს ხომ ასეა, და
იქნება ამ მხრით ამ სისტემას ცოტა რამ საბუთი ჰქონდეს, თუმცა-კი ქვეყნისათვის,
ყველასათვის, ერთნაირად ღია ბაზარი უმჯობესია, იმიტომ რომ ყოველის კაცისათვის ისა
სჯობია, საშუალება ჰქონდეს, საჭირო საქონელი იქ და იმისგან იყიდოს, საცა და ვისაც
უფრო კარგი საქონელი აქვს და უფრო იეფი ჩემ-შენაობის გაურჩევლად.

რა თქმა უნდა, რომ როცა სახლში შიმშილით ბალღები გიტირიან, მაშინ ტაბლის გარეთ
გატანა სულელობაა; როცა კაცს თვითონვე შეუძლიან თავის საქმეს გამორჩეს რასმე, მაშინ
უჭკუობა იქნება, თვითონ გულხელი დაიკრიფოს და გამოსარჩომი სხვას დაანებოს.

რადგანაც საადგილმამულო გადასახადი ერთი დარგია ერთობ შემოსავლის გადასახადისა


და განირჩევა სხვისაგან მარტო მით, რომ აქ გადასახადს საქმე მარტო ადგილ-მამულთანა
აქვს და არავითარ სხვა ქონებასთან, ამიტომაც ძირეული საგანი საადგილმამულო
გადასახადის სისტემისა, მისი ქვაკუთხედი, უნდა იყოს მხოლოდ წმინდა შემოსავალი
ადგილ-მამულისა. სახელმწიფომაც და ერობამაც აქედამ უნდა ართვან მამულის პატრონს და
მფლობელს თავიანთი ნაწილი და მამულის პატრონსაც ამაში უნდა ჰქონდეს ღონე ხარჯის
ხდისა და გაძღოლისა. სხვაფრივ საადგილმამულო გადასახადი არამც თუ არ აიგება, არც კი
იგულისხმება.

„რა ქმნას კარგმა მონარდემა, დროზედ შაში თუ არ მოვა“, - სწორედ ჩვენს ამიერ-
კავკასიაზედ ითქმის. აქეთ-იქით იყურები, სინჯავ და ჰხედავ, რომ მთელი ეს მშვენიერი
კუნჭული დედამიწისა, შავისა და თეთრის (კასპიის) ზღვის შუა მდებარე, თითქო
საბუდარია, რომელშიაც უანგარო და გულუხვი ბუნება, როგორც კრუხი, ჩამჯდარა, და
დაუღალავად, განუწყვეტლივ, შეუფერხებლად სჩეკს ყოველგვარს სიმდიდრესა.
  
 აქ მცხოვრები კაცი კი მაინც ღარიბია და ღარიბი. ეგ კიდევ ცოტა ვსთქვით: ზოგჯერ თვით
ეგ სიმდიდრე თავისის აუარებლობით ადამიანის დამამხობელ მიზეზადაც გვიხდება და ამ
გზით საბედნიეროდ მიცემული სიმდიდრე ბუნებისა ჭირად გადაგვექცევა ხოლმე.

როცა ქალაქში ცხენის-რკინისგზის გამართვასა ჰფიქრობდნენ, ჩვენებურმა სოვდაგრებ- მა


ვერ შეჰბედეს ამ საქმეს. ვერ შებედვა კიდევ არაფერია, საქმე ის არის, რომ მაგ გზის საქმე
სიცილადაც არ ეყოთ, ასე შორსმჭვრეტელნიც არიან. „რასაც მოიგებენ, ჩვენ წილს ნუ
დაგვიგდებენო, იძახოდნენ უმეცრების კმაყოფილებით და დაცინვით ჩვენი ფულიანი
კაცები, როცა ცხენის-რკინისგზა სხვა ქვეყნიდამ  მოსულმა გაჰმართა და ნახეს, რომ ამ საქმეს
კაი მოგება აქვს, მხოლოდ მაშინღა წამოაჭყიტეს თვალები და წუწუნებდნენ: „ვა, ეს საქმე
ხელიდამ როგორ გავუშვითო“.
   
ესეთივე საქმე მოუვიდათ შავის-ქვის გამო: უცხო ქვეყნელებმა ეს აუარებელი სიმდიდ- რე
ხელიდამ გამოსტაცეს. ესეთივე საქმე დაემართათ შაქრის ქარხანის გამო, რომელსაც ეხლა
სხვიდგან მოსულები ჰმართავენ სკრაში, თ. კ.  შალიკოვის მამულში, და ჩვენი სოვდაგრები
კი დუქანში თვლემას ვერ მოჰშორებიან, ტიბიკონი არ უწერთ. სწორედ ეს ამბავი
დაატყდებათ თავზედ ღვინის ვაჭრობის გამოცა. დღეს ჩვენებურს ღვინოს დიდი ფართო გზა
ეხსნება. მეტისმეტად გადაჭარბებული იმედი არ იქნება ვსთქვათ, რომ ჩვენებურის ღვინის
საქმეს ამ ათიოდ წელიწადში დიდი ბაზარი ექნება მთელს რუსეთში. აბა თუ ერთს
ჩვენებურს ფულიანს კაცს ამ საქმის ალღო მაინც აეღო. თქვენც არ მომიკვდეთ; ჯერ სხვამ
გაჰკაფოს გზა და მერე იქნება გაჰბედონ აქაურებმა გატკეპნილ გზაზედ ფეხის გადგმა.
ნავთის საქმეს კი ეს დღე არ დაუდგა ჩვენის სოვდაგრების უთაურობით?  საითაც გინდათ
მიიხედეთ და ყველგან ჰნახავთ, რომ ჩვენებურს ფულიანებს არც გონება უჭრით, არც
თვალი, რომ სანახავი დაინახონ და ნამდვილს წყაროს სიმდიდრისას ხელი ჩაავლონ თავის
სახეიროდ ცალკე და ქვეყნის საკეთილოდ ერთობ.

რაც უნდა გაუნათლებელი ხალხი იყოს, ოღონდ აჩვენეთ რომ იმის სატკივარს საიდამ
ეშველება, და გვერწმუნეთ, რომ დიდი და პატარა კარზედ მოგაწყდებათ.

რომ მართლა მთავრობის ყურადღება და ზრუნვა ფუჭს გულისტკივილად არ იქცეს,


მთავრობას იმისთანა წყობილება უნდა ჰქონდეს, რომ ერთის გზით თავის ხალხის
მეურნეობის ნამდვილს, უტყუარს და აუცილებელს საჭიროებას დღემუდამ ჰსცნობდეს, და
მეორეს გზით - მზად იყოს ფულით, ცოდნით, რჩევით დაუყოვნებლივ შემწეობა მიაშველოს
იქ მაინც, საცა კერძო პირთა შეძლება ვერ გასწვდება.
  
 ზოგიერთს სახელმწიფოში ესე იყო, რომ ორივე ეგ გზა მთავრობას განსაკუთრებით ხელთ
ეჭირა და სასოფლო მეურნეობის საქმეთა მარტო თვით განაგებდა, თვით თავისის
მოთანამდე პირთაგან სცნობდა საჭიროებას ხალხისას და თვით მოთანამდე პირთაგან
მოპოებულს წამალს ადებდა. თითქმის ესე იყო საფრანგეთში, საცა სასოფლო-სამეურნეო
საქმეთა განაგებდა ცალკე „სამინისტრო მიწათმოქმედობისა, ვაჭრობისა და საყოველთაო
სამუშაოსი“.
  
 ამ წყობილებას ემდუროდნენ ფრანციელნი. ამბობდნენ, ეგ სამინისტრო მარტო მიწერ-
მოწერაში ვარჯიშობსო და დროსა ჰკარგავსო, საქმე კი იმოდენად არა კეთდება,
რამოდენადაც სასურველიაო. ამას გარდა მთავრობის მოთანამდე პირიო, რაც უნდა
გულშემატკივარი იყოსო, ნამდვილს ადგილობრივს საჭიროებას ვერ შეიტყობსო. ჯეროვანად
ვერ ასწონსო და დააფასებსო.
   
ხალხს რაც უჭირს, თვითონ ხალხმა უკეთ იცისო, ამიტომაც მთავრობა უნდა ცდილობ- დეს,
რომ თვით მიწათმომქმედთა იყოლიონ თვისის საჭიროების წარმომადგენელი კრე- ბაო.
უტყუარს, ნამდვილს და აუცილებელს საჭიროებას მარტო ეგ ადგილობრივნი
წარმომადგენელნი იტყვიანო.

რაც მოჰყავს დღეს კახეთს თავისთვის შინ სახმარად მოჰყავს. ამას ერთი ბეწვიც მეტიც რომ
გადაამატოს, გადააჭარბოს, უქმად გადასაყრელად უნდა შინვე დარჩეს გზის უქონლობისა
გამო.
როცა სხვადასხვა კომიტეტები და კრებანი, აგრეთვე მთავრობა და სახელმწიფო მოხელენი,
სწუხან და ჰფიქრობენ, როგორ მოაშორონ ჩვენს ქვეყანას ეს საშინელი ჭირი, რომელიც
გვიქადის ჩვენის ვენახების თავიდამ ბოლომდე ამოგდებასა და აოხრებას, ჩვენ თითონ
გულზედ ხელი დაგვიკრებია და ყურსაც არ ვიბერტყავთ, თითქო აქ არაფერია, თითქო
არაფრის შიშია, რომ ერთი უდიდესი წყარო ჩვენის სიმდიდრისა, ჩვენის ცხოვრებისა,
დაგვიშრეს და სრულად მოგვესპოს.

რადგანაც ვენახი დიდის შემოსავლის იმედს იძლევა, და რადგანაც წინდაუხედაობა,


რომელიც ჩვენს ზნეს შეადგენს, მარტო კარგს გვაფიქრებინებს ხოლმე და ათასნაირს
განსაცდელს გვავიწყებინებს, ამიტომაც გლეხს გული უფრო ხალვათი აქვს ვალის
აღებისათვის: ერთი მოსავალი მომივა და ვალსაც ერთბაშად გავუძღვები და ვახშსაცაო. იგი
მართალია ამ ერთის კარგის მოსავლის მოლოდინითა, მაგრამ ხშირად ლოდინი ლოდინად
ჰრჩება და გულხალვათად აღებული ვალი თავის ზედნადებით ზედ ეკეცება, და
რამოდენადაც იმედგამტყუნებული მოსავალი ვენახისა აკლდება, იმოდენად, თუ არ მეტად,
ჰმატულობს ერთხელ აღებული ვალიცა.

რაკი ხალხის გამრავლება ცოტად თუ ბევრად ყოველწლივ წინ მიდის და ამის გამო სახნავ-
სათესი მიწები აღარა ჰყოფნის ხალხსა, რა თქმა უნდა, სახნავ-სათესი მიწა იმისთანა
სამუშავოდ უნდა აქციოს, რომელიც ხვნა-თესვაზედ უფრო დიდს შემოსავალს იძლევა.

რადგანაც ბარად ჩვენის ქვეყნის მომეტებულ ნაწილში ყურძენი ჰხეირობს და ვენახობა


შესაძლებელია, და რადგანაც ვენახი თითქმის ერთი-შვიდად მეტს იძლევა ვიდრე სახნავ-
სათესი, აშკარაა, ვენახად ქცეული სახნავ-სათესი ერთი შვიდად მეტს სარჩოს მოიტანს; ამ
სახით, ანგარიში თვალნათლად აჩვენებს გლეხკაცსა, რომ იგი ტანი მიწა, რომელიც ხვნა-
თესვით საკმაო სარჩოს არ იძლეოდა, ვენახეობით კი გაუძღვება მისის რჩენის საჭიროებასა.
   
ამაში უნდა მოიპოვებოდეს მიზეზი ვენახების გამრავლებისა ჩვენში. ამაშივე უნდა
მოიჩხრიკებოდეს მიზეზი გლეხის გაღარიბებისა და ვალში ჩავარდნისა, თუ ერთიც და
მეორეც მართალია და არ მოჩვენებული ღრმად ჩაუხედავობისაგან.

როცა ამბობენ, ესა და ეს ქვეყანა მდიდარი არისო, ამით იმისი თქმა არ უნდათ, რომ ვითომ
იმ ქვეყნის ერია მდიდარი, იმიტომ, რომ შესაძლოა ერი მდიდარი იყოს და ამ სიმდიდრეში
თვითონ ქვეყანას, როგორც მომცემს ადგილს, არავითარი მონაწილეობა არა ჰქონდეს
სიმწირის გამო.

რაკი მუშტარი ღვინისა ერის სიმრავლეა, მაშასადამე არამდიდარი ხალხი, - ღვინო, თუ იეფი
არ არის. უნდა ჰშიშობდეს, რომ გაუსყიდველი დარჩება. რაც უნდა დიდი ვაჭარი იყოს
ღვინისა, ძნელად იქნება, რომ ათს ურემს იეფის ფასის ღვინოსთან ერთი ურემი ძვირფასი
თავი ღვინო გაასაღოს.
რა ჰხდის ღვინოს ესოდენ მარგებელად, ესოდენ სასარგებლოდ? მარტო ერთი
ყოვლადშემძლებელი, შეუცდომელი, გაბრძნობილი ოსტატი, რომელსაც ბუნება ჰქვიან.
მარტო ბუნებურს ღვინოსა სჭირს ესოდენი სიკეთე, ესოდენი მადლი.

რა თქმა უნდა, ღვინო, როგორც სასმელი, რომელსაც მარტო ადამიანი ჰხმარობს, უნდა
გაისინჯოს იმისდა მიხედვით თუ, - რაგვარს  უხდება, რაგვარს შემწეობას უწევს ადამიანის
აგებულებას. ანუ, უკეთ ვსთქვათ, რა უნდა მოეთხოვებოდეს ღვინოსა.
  
 ამ საგანზედ აი რა აზრია გამოთქმული მეცნიერთაგან. ღვინო საკვებავი არ არის ადამიანის
აგებულებისათვის; იგი აგებულებას საზრდოს არ აძლევსო; იგი მარტო სანელებელია და
ყველაზედ უკეთესი სანელებელიც, რომელიც ძალიან კარგად ჰმოქმედებს ადამიანის
ძარღვებსა, გუნებასა და გონებაზედა.
   
ამისთანა თვისებამ ღვინისამ ისეთს აღტაცებაში მოიყვანა ძველს დროში ასკლეპიადი,
ჰიპოკრატის* მიმდევარი, რომ მან თავის თხზულებაში სთქვა: „ღმერთთა ძლიერებამა არა
მგონია იმოდენა ჰქმნას, რაც ღვინის სიკეთემ და სარგებლობამაო“. ეს ასკლეპიადი პირველი
იყო, რომ სხვადასხვაგვარს სნეულებას უფრო ღვინით სწამლობდა. მის მაგალითს აჰყვნენ
ბოლოს მკურნალნი სიდენჰამი, სვიტენი, ჰუფელანდი, გრანტი, ჰუქსამი და დასასრულ
ბროუნიცა, რომელმაც მთელი სკოლა მკურნალობისა შეადგინა ინგლისში და მისი ღვინით
წამლობა დღესაც ცნობილია მისისავე სახელით „ბროუნიზმი“. მკურნალი სტოკესი
დუბლინში სახადს და საოფლეს ღვინით არჩენს, ფოდერე წითელას მარტო ღვინითა
სწამლობს, ლებენსტეინ-ლებელი თითქმის ყველა სენსა მარტო ღვინითა ჰკურნავს.
რაკი ყოველივე ეს ევროპაშია და რაკი ამისთანა აბრუიანი სახელებიცა აქვს, როგორც
„შანტალიზაცია“, „გალიზაცია“, „ფუქსინიზაცია“, ჩვენს ოსტატებს ღვინისას თავბრუ უნდა
დასხმოდათ. აბა ჩვენმა კაცმა როგორღა შეჰბედოს გამოძიება, სიტყვის შებრუნება, მერე
ვისა? ევროპას და ევროპის მეცნიერებას!  სჩანს ყოველივე ეს კარგია, რადგანაც ევროპაშია
მიღებული, და რადგანაც ჩვენში, - ჯერ ღვთის მადლით, - შემოღებულ არ არის, არც ღვინის
კეთება გვცოდნია და არც რიგიანი ღვინო გვქონია. აი რაზეა აშენებული აზრი ჩვენის
მწვრთნელისა შინაურისა თუ გარეულისა.
 
რატომ აღარ იკითხვენ, რომ ამ ოსტატობით და მეცნიერებით კეთება ღვინისა ღვინის სუნსღა
არჩენს ყურძნის წვენსა? რატომ არ იკითხვენ, ეგრეთ  ნაკეთები ღვინო ღვინოდ
ჩაითვლებაღა, ესე იგი იმ მარგებელ სასმელად, რომლისთვისაც ბუნებური, მართალი
ღვინოა დანიშნული?
რაკი კაცობრიობის ცოდნა - სწავლის საოცარმა ძლევამოსილობამ ასე აშკარად დაგვანახვა
სხვა ქვეყნების უპირატესობა და წარჩინებულობა, ჩვენ ერთიც და მეორეც კისრად უნდა
გვედო და დავდუმებულიყავით, როგორც ძლიერის წინაშე უძლური, მეცნიერების წინაშე
უმეცარი.

 სწორედ ეგრეც დაგვემართა: ჩვენც დავდუმდით და იმოდენად დავდუმდით, რომ რაკი კაცი
უცხო ქვეყნიდამ მოვიდოდა ჩვენში, სწავლულია თუ უსწავლელი, ჭკვიანი და სულელი, -
ამას აღარ დავდევდით და პირღია შევყურებდით, ჭკუის მასწავლებელი აბა ეს არისო. გარდა
ამისა, საკმაო იყო კაცს ეთქვა, საზღვარგარეთ ესე არისო, რომ ჩვენც მიგვეღო განუსჯელად,
აუწონლად, დაუფიქრებლად. იქაურმა ხალხმა ეს ჩვენი პირღიაობის ამბავი კარგად იცოდა
და ამიტომაც ყველა ისინი, ვისაც თავის ქვეყანაში ვერა გაეკეთებინა-რა, ჩვენკენ გამორბოდა,
თან ორიოდე მზად გაკეთებული და მოგონებული რეცეპტიც მოჰქონდა და მტვერს
აგვიყენებდა ხოლმე თვალწინ ჩვენ უმეცრებს და უცოდინარებს ცოდნისა და მეცნიერების
სახელითა. საზღვარგარეთ ესეაო, თქვენც ესე უნდა მოიქცეთო და ჩვენც, სხვა გზა არა
გვქონდა, უნდა დაგვეჯერებინა და ვიჯერებდით კიდეც.
   
ამას კიდევ არ გვაკმარებდნენ ხოლმე: რაც კი რამ ჩვენს სამშობლოში იყო, ყველას
გვიქოლავდნენ, თქვენ რა იცით, ბრიყვები ხართო, აბა კარგი რა გექნებათო. ჩვენც
ვიძახოდით: მართალი ბრძანებააო.
  
 რაკი სხვაგან ჩვენზედ გაცილებით დიდი ოსტატობა გამოიჩინა ბევრმა ბევრში, ჩვენც
დავიჯერეთ, რომ, ბევრი ბევრში კი არა, ყველანი ყველაფერში ჩვენზედ უკეთესნი ოსტატები
არიან. დავიჯერეთ და მერე როგორ? ჩვენი აღარაფერი ვიწამეთ, აღარაფერი ვიგულვეთ.

 ის-კი გონებიდამ გამოგვეპარა, რომ ჩვენც გვიცხოვრია, გვიმოქმედნია თავის საკვებავად,


ჩვენშიაც ყოფილა ხელობა და ოსტატობა მიწათმოქმედებისა, და თუ ჩვენი ნაცხოვარი,
ნაკეთარი და ნამოქმედარი მეცნიერებამდე არ აგვიყვანია, ანგარიშში ჩასაგდები,
გამოსაძიებელი და გამოსაკვლევი ხომ არის, როგორც ნაცადი დიდი ხნისა, როგორც
მრავალის წლის მოღვაწეობით შემოწმებული საქმე და საქმიანობა. ეს ჩვენი ნაცადი, ეს ჩვენი
გამოცდილება გაგვიბათილა, გაგვიქარწყლა სახელმა და აბრუმ უცხო ქვეყნებისამ,
რომელმაც ყველაფერში ბრმად ჩაგვითრია, რადგანაც ბევრში სამართალი და საბუთი
მიუძღოდათ, როგორც გაცილებით ჩვენზედ წინ მავალთა და წარმატებულთა.
 
  ამ გარემოებას ერთი არავინ ჩაუფიქრდა და არა სთქვა: კაცო, იქნება ჩვენშიაც იყოს ერთი
რამ კარგი, სხვისის სიტყვით ყველაფერს რატომ ესე ხელაღებით ვიწუნებთ!..
   
ეგ ჩვენის უმეცრების, უცოდინარობის ბრალია. თვით მსჯელობა შეგვიშინა უცხო ქვეყნების
აბრუმა, გამბედაობა გამოაცალა. ამის გამო ჩვენი ვეღარა ვიკვლიეთ-რა, ვეღარა გამოვიძიეთ-
რა. ან რაღას ვიკვლევდით, რომ ჩვენი აღარა გვჯეროდა-რა. ყოველს მხარეს ჩვენის
ცხოვრებისას ამ გაუბედაობამ გონებისამ თავისი დამღა დაასვა და დღეს ჩვენში უცხო
ქვეყნელი სულელიც ჭკვიან კაცად გადის და იქაური ტყუილი მართლადა, მერე როგორი
ტყუილი? იქავ ტყუილად ცნობილი და აღიარებული.
რადგანაც ჩვენის შეძლების და ეკონომიურ ღონისძიების ერთადერთი სახსარი
მიწათმოქმედებაა, ამიტომაც იგი უნდა მიქცეულიყო იმისთანა საგნებზე, რომელთაც
აღებმიცემობის ბაზარში, შინა თუ გარეთ, კარგი გასავალი ჰქონებოდა.
  
 ეს მით უფრო შესაძლებელი და მოსახერხებელი იყო ჩვენის ქვეყნისათვის, რომ აქაური
მადლიანი ჰავა და ნოყიერი მიწა ბევრ იმისთანა ჭირნახულს ხელს უწყობს, რომელსაც
დღევანდელ ბაზარში დიდი მუშტარი ჰყავს და დიდი ფასი აქვს და რომელიც ამ ორის
გარემოების შემწეობით უფრო მეტად ახეირებს მოჭირნახულეს, ვიდრე იგი ჭირნახული,
რომელიც დღეს მოგვყავს და გაგვაქვს ბაზარში.
რადგანაც მარტო წიგნი ვერ გაუწევს საკმაო სამსახურს დიდს საქმეს ცოდნის
გავრცელებისას, „კავშირს“ განუზრახავს საქმე ისე მოაწყოს, რომ მსურველმა თავისის
საკუთარის თვალით დაინახოს, რა უფრო სასარგებლოა კაცმა გამოაღებინოს მიწას, რაა
სასურველი მოსაყვანად, რარიგად უნდა აკეთოს, რარიგად მოუაროს, რაგვარად უნდა
შეუწყოს ხელი და იწარმოოს.
რაც ცალკე კაცისათვის დიდია და მძიმე, ის ადვილი საზიდია ბევრისათვის. ეხლანდელს
დროში კრებული ძალა სასწაულთმოქმედობს.
რადგანაც დღეს გამრჯელი, მწარმოებული და მომცემი ჩვენში მარტო სოფელია და მისი
საეკონომიო მოქმედებაა ერთადერთი სახსარი ჩვენის ცხოვრებისა, თავის რჩენისა და
გამოკვებისა, ამიტომაც ჩვენი სრული ყურადღება მარტო სოფელს უნდა თავს
დასტრიალებდეს, მარტო სოფელს უნდა ეკუთვნოდეს, თუ სამუდამოდ არა, ჯერ ხანად
მაინცა.
რადგანაც ცხოვრება ადამიანისა გაჭირდა, შოვნა ლუკმაპურისა დამძიმდა და გაძვირდა,
ვაჭრობის უსინდისოებამაც იმატა და ეხლა ვაჭარი უფრო ბევრს ითვლის თავისკენ, ვიდრე
ოდესმე.
 რაც გინდ ქუდი კახურად ჩავიკეცოთ, ყურთმაჯები ვაჟკაცურად მხრებზე გადვიყაროთ და,
ისპანიის გაკოტრებულ უდა-აზნაურივით, ულვაშები გავიწკიპოთ, ჟანგმოკიდებული ხმალი
ჩამოვიკანკუროთ და დოინჯის შემოყრით ვიძახოთ: ჰოი ხმალი პაპაჩემისაო, ფულის
ბრძანებას და ბატონობას მაინც ვერსად გავექცევით, ვერსად ვერ დავემალებით: საცა იქნება
და როცა იქნება, მოგვასწრობს და ქეჩოში წაგვავლებს ხელს, ან მეყმე და ან შიმშილით სული
ამოირთვიო, გეტყვის.

 მართალია, აქ ფული მეტისმეტად სულგრძელად გვექცევა, რადგან ორში ერთის არჩევანს


ჩვენს ნებაყოფლობაზე აგდებს. მაგრამ ბევრი სახარბიელო არც ყმობაა და არც სულის
ამორთმევა, თორემ ფული არც ისე გაბედოვლათდებოდა, ერთიცა და მეორეც ჩვენს ნებაზე
მოეგდო. წყეულ იყოს ამისთანა სულგრძელობა და ამისთანა გარემოება, რომელიც ან ყმობას
გვიქადის, ან სულის ამორთმევას და, ამ ორს საარჩევანოს გარდა, სხვა გზას არ აძლევს
ადამიანსა.

ნუ გეგონებათ, ვითომც ეს სულთა და ხორცთამხუთავი ძალ-ღონე ფულს დაწერილ


კანონისაგან ჰქონდეს მინიჭებული. ესეთი კანონი არა რჯულში არა სწერია, არა
კანონმდებელს თავის-დღეში ფიქრადაც არ მოსვლია. ესეთი ძალ-ღონე ფულისა იმ
უწერულმა კანონმა შეჰქმნა, რომელსაც ცხოვრებას ეძახიან და რომლის ძალმომრეობა თვით
დაწერილ კანონზე უძლიერესია და თავში გამწევი მოუდრეკელად.

 რადგანაც ბუნება ვაჭრობისა,  აღებ-მიცემობისა იმაშია, რომ  რაც შეიძლება ნაკლებ იყი-
დოს და მეტად  გაჰყიდოს, ამიტომაც ბოლოს და ბოლოს ისე გამოდის ხოლმე,  რომ გამრ-
ჯელს შრომის ფასი ძლივ ეძლევა და პურის მსურველს ნამეტანობით ერთმევა,და ამ სახით
დიდი ლუკმა სხვის ნაშრომ-ნაამაგარისა ჰრჩება იმას, ვისაც ხელიც არ გაუნძრევია საშრომ-
საამაგოდ და მარტო შუამავლობა გაუწევია.
 
  ეს ლუკმა იმოდენად მეტია ხოლმე, რამოდენადაც  გაჭირებულია ფულისათვის ერთის
მხრით გამრჯელი, და პურისათვის მეორეს მხრით პირდაპირი მხარჯველი.

რა თქმა უნდა, მეცნიერებისაგან გამორკვეული სიმდიდრე სულ სხვა არის, მაგრამ კერ- ძო
კაცთა ურთიერთობაში სიმდიდრის საწყაოდ მარტო ფულია და სხვა არა რა.

რაკი ყურადღებით გადავიხილეთ ექვსის წლის ნაწარმოები ლექსები, ჩვენ შევნიშნეთ, რომ
`ცისკრის~ ახალ მოლექსეებს, ზოგიერთ გარდა, დიდი კავშირი აქვსთ ძველებზედა, კავშირი
ისტორიულ განვითარებისა კი არა, მსგავსებისა. ეხლანდელი მოლექსენი თითქოს იმას
იმეორებენ, რაც უწინდელებს უთქვამთ, ისეთ-ნაირად ჰგვანან ამათი აზრები იმათ აზრებსა,
ამათი მიმართულება _ იმათ მიმართულებასა.

ძველ დროთაგან დაწყებული აქამომდე ჩვენ ლექსთ-თხზულებითს პოეზიაში შევნიშნეთ


განვითარება მხოლოდ ლირიკულ პოეზიისა, რომელიც არის ერთგვარი პოეზიისა და
რომელსაც მუსიკის და პოეზიის შუა-ადგილი უჭირავს, ამისათვისაც ამგვარი ლექსი სულ
მუდამ თითქმის უფრო სამღერალია; ასე გგონია _ მთელი არ არისო, ასე გგონია _ რაღაც
აკლიაო, როცა არ დაიმღერება; მუსუკა აქ თითქო ჰშველისო პოეზიასა, პოეზია მუსიკასა.
საგანი ამგვარ პოეზიისა თითონ პოეტის სულის მდგომარეობაა სხვადასხვა შემთხვევებში და
გარემოებაში; წუთის გრძნობის, წუთის აღბეჭდილების გამოთქმაა, ერთის სიტყვით თითონ
პოეტი აქ მხოლოდ თავის გრძნობას ხატავს, თავის გულის მოძრაობას და აღბეჭდილებას.
გარეგანი ბუნება მისთვის არ არსებობს, და თუ არსებობს, იმის ხელში ის წმინდა
სანთელსავით ლბილია; გაათბობს თუ არა თავის გულის ცეცხლითა, იმას გამოსახავს ზედ,
რაც თითონ უგრძვნია და არა იმას, რაც თვით ბუნებაშია, როგორც აუცილებელი თვისება
მისი. ეს მიმართულება ისე გაუფლებულია ჩვენში, რომ არამც თუ ჩვენი სასიქადულო და
სახელოვანი პოეტები, არამედ ისიც, ვინც კი უნიჭოდ მოაწყობს ხოლმე ორ რითმას, ისიც კი
ამგვარ პოეზიის მიმდევარია.

რაკი ყურადღებით გადავიხილეთ მთელი ლექსები 1857 _ 1862 წ., ჩვენ შევნიშნეთ, უფრო
მომეტებულნი მოლექსენი უკაცრაოდ არიან პოეზიაზედ. არამც თუ პოეზია, ენა
დამახინჯებული აქვთ, შეუბრალებლად წამხდარი.

რა ვქნათ? ავბედისანი ვართო, ვიტყვით ხოლმე. `რეგვენი საქმეს წაახდენს, ფათერაკს


დააბრალებსო~, ნათქვამია.

რა მიზეზია, რომ ჩვენ თავს ჩვენვე ვმტრობთ. ათასია, ჩვენ საუბედუროდ, მაგრამ... ეს ხომ
ვიცით, რომ მამა-პაპით ეგ თავის მტრობა კაცს არ დაჰყვება ხოლმე, მაშასადამე, ჩვენის
ბუნების თვისებაში არა ყოფილა. ესეც გვეყოფა სათქმელად, რომ მიზეზს მივაგნოთ...
მრავალი წელიწადია, ჩვენო დავრდომილო ქვეყანავ, რაც შენს შვილს ერთი ცოცხალი აზრი,
ერთი პატიოსანი გრძნობა არ ჩავარდნია გულში. თუნდ რომ თავი გამოედოს ვისმე და აზრი
და გრძნობა აღედგინოს, შენივე შვილები მიწასთან გასწორებდნენ. `გონიერსა მწვრთნელი
უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდესო~: ჩვენ გულს გაგვიგმირავს ხოლმე ცხოველი სიტყვა,
ჩვენის ძმისვე სიკეთე, ჩვენი ძმისვე ჩვენთვის თავგამოდება.

როცა შორიდამ შევიტყვე, რომ უფ. სარდიონ მესხიევი ჩემზედ კრიტიკას სწერს, გამიხარდა
ძალიან, იმიტომ, _ რომ მეგონა, ერთი იმისთანა კრიტიკა მაინც იქნება მეთქი, რომ ღირდეს
წაკითხვადა. არ ვიცი კი რა მიზეზით მეგონა ეს ესრეთ, მაგრამ მეგონა კი. ეხლა, როცა
გადავიკითხე `უსტარი ანტიკრიტიკული~ უფ. მესხიევისა, ვცანი, რომ ძალიან შევცდი, და
მომაგონდა თვით უფ. მესხიევის სიტყვები, _ სჯობდა მაგისთანა სუსტი ფარ-ხმალით არ
გამობრძანებულიყავით.

რამოდენად განდიდებულია მნიშვნელობა დედისა, რამოდენად გამრავალგვარებული,


გაპატიოსნებული, გაძლიერებული, გაღონიერებული და თავმოსაწონებელი!.. სიდიდე,
სიმაგრე და სიმკვიდრეც-კი აღნიშნულია დედობით!.. ამაზე მეტი პატივი რაღა უნდა
მოუტანოს სახელმა! სიტყვა `ქალი~ განა იმოდენას გვეტყვის, რასაც გვეუბნება დიდებული
სიტყვა `დედა~ და მასთან ერთად `კაცი~!

რაც კაცს თითონ არა აქვს, იმისი უხვად გაცემა და არ-დაზოგვა რა ისეთი ვაჟკაცობაა, რა
ისეთი სასახელოა, რომ კაცმა კაცი ამისათვის აქოს და ადიდოს? მითამ რა ეწვის, რომ ეს წვა-
დაგვა სამსახურად და ქველობად ჩაეთვალოს? აქ ან ის კაცია სასაცილოდ აგდებული, ვისაც ამ
გზით და მიზეზით აქებენ, ან ის, ვინც ამ გზით და მიზეზით აქებს და უნდა ამით ლარი
გაიტანოს. ჩვენში-კი რომ ითქვას, არც ერთია მოსაწონებელი და არც მეორე.

ეს ორთავიანობა, ეს ორპირიანობა, ეს ორგულიანობა ერთსა და იმავე საქმეში, ეს ასეთი


აშკარად ჰაშას კვრა იმაზე, რაც გუშინ უთქვამს და რაზედაც ხელი უწერია, თვის-თავად
გვეუბნება რას ჰნიშნავს და რას მოასწავებს. `ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო~, სწორედ
ამასა ჰქვიან. აღარ იკითხავთ: თუ დღემდე არ გამოურკვევია საჭიროება სამეურნეო სკოლისა,
ამ სამის-ოთხის წლის წინათ სადღა ექნებოდა გამორკვეული? ან თუ მაშინ გამორკვეული
ჰქონდა, ეხლა რა ალალმა დაჰქროლა ამისთანამ, რომ რაც სიმღერები იცოდა, სულ დაავიწყა?
განა დასაჯერებელია გულმართლობა ამისთანა ადამიანისა ან როცა `ჰოს~ ამბობს და ან როცა
`არას~?

რა არის იგი სწავლა, განათლება, ზნეობა-გაწრთვნილობა, რომ თავისუფლების ჭეშმარიტი


მნიშვნელობაც ვერ გამოარკვევინოს ადამიანსა, იმოდენა ღონე არ მისცეს სულისა, რომ
ადამიანი მის მაღალ მნიშვნელობას ასწვდეს და ბოროტის ქმნის თავისუფლებას სიკეთის
ყრმობა არ არჩევინოს.

როცა სასცენო ხელოვნება სხვისის ცხოვრების ხატსა ჰკიდებს ხელს ჩვენს სცენაზედ
გადმოსატანად, ორში ერთი უნდა იქონიოს სახეში: ან იგი, რომ სხვისი ცხოვრება, ხასიათს თუ
ზნე-ჩვეულებაში გამოთქმული, გვაცოდინოს ისე, როგორც არის, უტყუარად და
შეუცვლელად, ან იგი, რომ მარტო აზრი, საგანი აიღოს, თუნდა მთელი აგებულებაც პიესისა,
ოღონდ იქ კი, საცა სხვისა ხასიათი, ზნე-ჩვეულება და ვითარება ცხოვრებისა არ შეგვეფერება,
არ გვიხდება, გვეუცხოება, _ იქ ჩვენი ხასიათი, ჩვენი ზნე-ჩვეულება, ჩვენის ცხოვრების
ვითარება ჩააყენოს. ამით უცხო ხატი სხვისის ცხოვრებისა ცოტად თუ ბევრად ჩვენის
ცხოვრების ხატად გარდიქმნება, და რამოდენადაც ეს გარდაქმნა დიდია, იმოდენად ნაშრომი
კარგია და მოსაწონი. პირველ შემთხვევაში ნაშრომს თარგმანი ჰქვიან და მეორეში _
`გადმოკეთებული~.

როგორც უმიზეზოდ მტირალა კაცი საზიზღარია, ისეც უმიზეზოდ, უაზროდ მოცინარიცა.


რაკი კაცი იცლის სხვა ენიდამ თხზულების გადმოღებისა და გადმოკეთებისათვის, რაკი
ამაზედ მიიზიდა მისი ხალისი და რაკი ამისათვის შრომა და ჯაფა იტვირთა, რატომ იმისთანა
სათარგმნელს, თუ გადმოსაკეთებელს არ ჰკიდებს ხელს, რომელიც სულის მარგებელიც იყოს
და ხორცისაც. აი რა გვაკვირვებს ჩვენა.

რომ ვსთქვათ, _ სხვა ენებზედ კარგი თხზულებანი არ არის და ამას დავაბრალოთ უხეირობა
ნათარგმნებისა, აშკარა ტყუილი იქნება. ასარჩევად ამ შემთხვევაში მეტად დიდი და
გადაშლილი მოედანია. რუსული, ფრანგული, გერმანული, იტალიური და ინგლისური
სათეატრო თხზულებანი იმდენია, რამდენიც კი შესაძლოა ადამიანის ხარბმა გულმა ინატროს
და დაიტივოს.

რეცენზენტს ავისა და კარგის საწყაოდ, სხვათა შორის თავისი საკუთარი გრძნობა აქვს, მაგრამ
რამოდენადაც ეს გრძნობა აქვს გაწვრთნილი, რომ ზოგადს გრძნობას კაცობრიობისას ასწვდეს
და არ უმტყუვნოს, იმოდენად იგი ახლოა მართალსა და ჭეშმარიტებაზედ და იმოდენად
მორჩილია ამ მართლისა და ჭეშმარიტებისა და არა თავისუფალი.

როცა სცენაზე წარმოდგენილ სახეს კაცისას იცნობ კიდეც და არც იცნობ, ეს უტყუარი ნიშანია,
რომ იგი სახე `ტიპია~, ზოგადი სახეა ერთ გვარის კაცებისა, რომელთაგანაც თვითეულად
ცალკე თვალსაჩინო ნიშნებია მოგროვილი და ერთად შექსოვილი, ერთ ადამიანად ქცეული.
ამიტომაც `ტიპი~ ყველასაც ჰგავს ზოგადად და არც ერთსაცა ცალკე. ამიტომაც `ტიპად~
გარდაქმნილი სახე გეცნობათ კიდეც და არც გეცნობათ ერთსა და იმავე დროს. ჩვენის ფიქრით
ამ იშვიათის, ძალიან იშვიათის ნიჭით მიმადლებულია ბ-ნი აბაშიძე.

როლის არცოდნა მაგისთანა არტისტისათვის შეუნდობელი ცოდვაა. ეგ თავის საკუთარის


ღირსების გამომეტებაც არის, გარდა იმისა, რომ უკადრისობაა მაყურებელთა საზოგადოების
წინაშე, რომელსაც არტისტი თითქო არარად აგდებს, რადგანაც არცოდნით გამოდის
სცენაზედ.

როცა ქართველი დრამატიული საზოგადოება დღესასწაულობდა რუსეთის სახელოვანის


მწერლის თხზულებების დიდებასა, როცა ამ დღესასწაულობამ თეატრში მიიწვია საკმაოდ
ბლომა ხალხი ქართველთა საზოგადოებისა, ჩვენდა სამწუხაროდ დამსწრეთა შორის თითქმის
არც ერთი იგი ვერა ვნახეთ, რომლისთვისაც გოგოლი, და ყოველივე მცირეც რამ ამ
სახელოვანის კაცის შესახებ, საკუთარი გულის და სულის საქმე უნდა ყოფილიყო. რას
დავემდუროთ გონებაგაუხსნელს კაცს, როცა თვით რუსულის მწერლობის
წარმომადგენელნიც კი არა სჩანდნენ დარბაზში!.. ცარიელს ცნობისმოყვარეობას მაინც უნდა
მოეზიდა იგინი, რომ სხვა არა იყოს-რა. გარეგანს წესსა მართებულობისას მაინც უნდა
მოეწვია, თუ თვით სახელმა გოგოლისამ ეგ ვერ შესძლო და ვერ გასჭრა!..

რუსეთს ბოლოს ხანობამდე თითქმის ჩვეულებად არა ჰქონია, რომ თვისთა დიდბუნებიანთა
კაცთა მეთაურის ღვაწლი გაიხსენოს რაიმე საჯარო მოქმედებითა და პატივისცემითა. ეხლა კი
განათლებული ნაწილი რუსეთისა არა შემთხვევას არა ჰკარგავს ხოლმე, რომ სახელოვანი
კაცნი თავისის ქვეყნისანი რაიმე დიდებით და დღესასწაულობით არ მოიხსენოს. ეს ცხადი
საბუთია, რომ გონებითად, ზნეობითად რუსეთმა იმატა, და ცოტად თუ ბევრად დღეს ეგ
აღმატება იმ სიმაღლეს მიუახლოვდა, რომელზედაც იწვევდნენ მას მისნი უკეთესნი შვილნი.

რუსეთმა ამ ბოლოს ხანებში არა ერთხელ დაუმტკიცა ქვეყნიერობას, რომ იმანაც იცის
თვისთა უკეთესთა კაცთა დაფასება; რომ იმასაც ესმის, რა სახელია ერისათვის, როცა მის
კალთაში დაბადებული, მისის ძუძუთი აღზრდილი კაცი, მისი სისხლი და ხორცი, შოულობს
და იხვეჭს მას, რაც, ჩვენის რუსთაველის სიტყვით, `სჯობს ყოველსა მოსახვეჭელსა~.

რაკი ის დიდებული ქართველობის აზრი, ის საყოველთაო სახელი გონებიდამ გამოგვეცალა,


ჩვენი გონება დაიფუყა, სულით და ხორცით დავკუწმაწდით. გონება ჩვენი, როგორც
ყოველივე საგანი, რომელიც დაიფუყება, შეგვივიწროვდა, დაგვისუსტდა და, რასაკვირველია,
ვეღარაფერს ფართოსა და დიდს აზრს ვეღარ დაიტევდა, და ვერ ზიდავდა... ამ მიზეზით
ყოველივე აზრი, ფიქრი, სურვილი, გრძნობა დაგვინამცეცდა, გონებითად, ზნეობითად
დავპატარავდით. მას აქეთ, რასაც კი ხელი მოვკიდეთ, ვეღარ მოვერივენით, რასაც კი გონების
თვალით დავაკვირდით, გონებაში ვერ დავიტიეთ; ავიღეთ ყოველი იგი და დავანაკუწეთ,
იმოდენა ნამცეცებად ვაქციეთ, რამოდენის ზიდვასაც თვითეულის ჩვენგანის ღონე
შესძლებდა, რადგანაც მთელის ზიდვისათვის საერთო მხარი აღარა გვქონდა.

რამოდენადაც ცნობიერად და ვრცლად მოეკიდება `მოამბე~ თავის ძნელ საქმეს,


რამოდენადაც მიაგნობს და შეატყობს ცხოვრების მაჯის ცემასა და შენიშნავს იმ მაჯის
მცირედსა ცვლილებასა, რამოდენადაც ნათლად განარჩევს ცხოვრებისაგან მოგუბებულ
მასალასა და თვითეულ მის შემადგენელს ნივთსა საყოველთავოდ განაბრწყინებს
მეცნიერების შუქით და ხელოვნების წარმოდგენითა, იმოდენად იგი პატივცემული იქნება
საზოგადოებაში და ნაყოფიერი ცხოვრებისათვის. გზა დანიშნული აქვს და არჩეული ჩვენს
`მოამბესა~. ვნახოთ, როგორ გაივლის! ღმერთმა კი მშვიდობის და სიკეთის მგზავრობა მისცეს,
ღმერთმა მოაპოვებინოს მრავალი თანამშრომელი, რომ ჩვენის ქვეყნის და ხალხის
სიყვარულის სახელითა ძმურად ურთიერთს მხარი მისცენ და არ დაივიწყონ, რომ ხალხი
დაბალი, თუ მაღალი _ ყველა მოყვასია ჩვენი, შეძლებისამებრ ყველამ უნდა ვუშველოთ... თუ
ხალხი მართლა მოყვასია, რუსთაველი გვასწავლის, მოყვასს როგორ უნდა მოექცეს კაცი:

`ხამს მოყვასი მოყვასისთვის სიცოცხლისა არ დამრიდად,

გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად~.


რაც უფრო მკაფიოდ და დაუნდობლად არის გამოთქმული ბოროტება და ნაკლულოვანება
ცხოვრებისა, ზოგჯერ მით უფრო სჩანს გამომთქმელის გულის სიმხურვალე, მოუთმენელი,
ცხარი წადილი გასწორებისა.

ვისაც ძალიან სძულს ბოროტება, მას ძალიან ეყვარება კეთილი _ ეგ აშკარაა. ტყუილად კი არ
არის ნათქვამი ეს ლექსი:

ჩემზედ ამბობენ: `ის ქართვლისას სიცუდეს ამბობს,

ჩვენ ჭუჭყს არ მალავს _ ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!~

ბრიყვნი ამბობენ; კარგი გული კი მაშინვე ჰგრძნობს

ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია.

როდი უნდა იწყინოს ქართველმა, როცა ჩვენი `მოამბე~ სხვათა შორის ხელოვნების
შემწეობით დაუნდობელად გამოჰფენს ჩვენის ცხოვრების ჭუჭყსაცა.

რომ ჟურნალი საჭიროა, ამას თქმა აღარ უნდა. ჟურნალი, როგორც სხვა, ისე ჩვენიცა, არ არის
ერთის კაცის სურვილის ნაყოფი: მოუვიდა ჟინი წერისა და გამოსცა. არა, მაგისთანა ჟურნალი
თავს დიდხანს არ დაიჭერს. ჩვენა ვსთქვით, რომ ყოველი საჭიროება ცხოვრებიდგან
წარმოდგება.

როცა ცხოვრებას უმოქმედნია და იმ მოქმედებით მოუყვანია როგორიმე მოსავალი, რომლის


გაგება და გარჩევა უძნელდება ხალხს და რჩება ის მოსავალი მოუხმარებლად; როცა ხალხში
ისმის სურვილი, ძლიერი ნდომა იმ ნაჭირნახულევის გაგებისა, ცნობაში მოყვანისა; როცა
ხალხს უნდა და ვერ მისწვდომია მეცნიერების ნაყოფსა, მაშინ ხალხის საშველად სხვათა
შორის გამოვა ჟურნალიცა.

რასაკვირველია, რამოდენადაც ცხოვრება _ ეგ დედა ყოველ საქმისა _ ძლიერია და ღონიერი,


იმოდენად მოსავალი და ნაჭირნახულევი დიდია და უხვი.

რამოდენადაც მოსავალი მრავალია, ასე რომ ერთი ჟურნალის თვალი ვერ გადასწვდება, ერთი
ჟურნალის ღონე ვერ შესძლებს იმის ზიდვასა, იმოდენადაც მომეტებული ჟურნალები
გამოდიან ხალხში. ეს ჟურნალები სხვადასხვა მხრით მოექცევიან იმ ცხოვრების მოსავალსა,
სხვადასხვა მხრით სინჯავენ, სხვადასხვა მხრით ცნობაში მოჰყავთ, _ და ამ
სხვადასხვაობითაც ურთიერთ შორის განირჩევიან.

რაც ცნობაში მოყვანილი, რაც დამტკიცებულია, მხოლოდ ის გადადის ხალხში, მხოლოდ ის


მიიღება ხალხისაგან. და რაც მიიღება, მხოლოდ იგი სცვლის ხალხის მდგომარეობასა,
ცხოვრებასა.

რომელ ხალხშიაც ეგ არის, იქ მომეტებული ნაწილი სიბნელეში დადის: უნდა, საჭიროა, რომ
იხელთოს მეცნიერების და ხელოვნების ნაყოფნი, მაგრამ ვერ მისწვდომია, განა იმის გამო,
რომ უღირსნი და უღონონი არიან, არამედ ათასი სხვა-და-სხვა ნაირ მიზეზებისა გამო,
რომელთაც აქ ჩვენ არ მოვიხსენიებთ.

რამოდენადაც ეგ ახალი ცნობაები, აზრები ადვილად გასაგებნი არიან ხალხისათვის,


იმოდენად ადვილად გასდევნიან უწინდელებსა, რომ ცხოვრებაში იმათი ადგილი თითონ
დაიჭირონ და იწარმოვონ შემდგომში.

რა აახლებს, რა სცვლის და _ თუ ცხოვრება ჯანმრთელია _ რას მიჰყავს წინ? ცოდნასა,


მეცნიერებასა, რომელნიც თვითვე ცხოვრების ნაყოფნი არიან.

რუსთაველმა ძალიან ადრე სთქვა, რომ მარტო ბრძენი საწუთროს ეურჩებაო, სხვანი კი იმის
მონები არიან. იმ დროების გარემოების მოწყობილობა, აზრი, გამსჯელობა, _ ერთობ
ცხოვრების მდინარეობა ჩვენისთანა ჩვეულებრივ კაცსა ჩააყენებდა საზოგადო რუსხმულში
და წაიღებდა თან, რაც უნდა ძლიერ ცდილიყო თავის შემაგრებასა.

რაც გუშინ კაცს ჰგონებია დაურღვეველ ჭეშმარიტებად, რისთვისაც უცია პატივი, როგორც
მიუცილებელ საჭიროებისათვის, ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ის დღეს გაუთლელ
შეცდომად მიგვაჩნია, ასე რომ კიდეც გვიკვირს, ადრინდელს კაცს როგორა სწამდა ამისთანა
ცხადი სისულელე დაურღვეველ ჭეშმარიტებად, როგორ არა ჰქონია იმოდენა გონიერება და
მხედველობა, რომ გაერჩია თეთრი და შავი, შავისათვის შავი დაერქმია, თეთრისათვის _
თეთრი. ეს ასე მოხდება ხოლმე განა იმისაგან, რომ ჩვენ ადრინდელებზედ ჭკვიანები ვართ,
`სხვა სხვის ომში ბრძენიაო~, ამბობს რუსთაველი. ჩვენ რომ ამ თავმოწონებულის
გონიერებითაც ვყოფილიყავით და იმ ადრინდელის კაცის ვითარება და გარემოება გარს
შემოგვრტყმოდა, არა მგონია, ავსცდენოდით საზოგადო ცდომილებას, რომელსაც დღეს ეგრე
თავმოწონებით დავსცინით.

როცა ცრუ-კლასიკური მიმართულება ეცემოდა ევროპაში და იბადებოდა ნელ-ნელა


რომანტიკული მიმართულება, რომლის წარმომადგენელი შეიქმნა ბოლოს დიდი შილლერი;
როცა გამოსჩნდა გეტე თავის `ვერტერით~, ბერნარდენ დე-სენპიერი თავის `პოლ და
ვირგინიით~, ჟან-ჟაკ რუსო თავის `ელოიზით~, მაშინ ევროპას პირველად ეცა დამატკბობელი
სხივი პოეზიისა; მაშინ ცრუ-კლასიკურ მიმართულებით დათრგუნვილნი მწერალნი
მივარდნენ მშიერსავით ახალშობილს პოეზიის მიმართულებასა; მაგრამ პირველად ვერ იცნეს
ვერც გეტეს `ვერტერი~, ვერც `ელოიზა~ ჟან-ჟაკ რუსოსი და ვერც `პოლ და ვირგინია~
ბერნარდენ დე-სენ-პიერისა: ამათში სენტიმენტალური სული მოესმაო, ეგ სული მიმდევართა
მისთა განავითარეს და დაჰბადეს სენტიმენტალური სხოლა, რომლის წარმომადგენელი
რუსეთში შეიქმნა კარამზინი.

როგორც პოეტიო კარამზინი უნიჭო იყოო, ამბობენ რუსები, და მიმართულებითაც


სენტიმენტალურის სხოლისა იყო. ამ თვისებაების პატრონი არ იქნება თავის-დღეში
სახელოვანი მწერალი, ეგ დამტკიცებულია ეხლანდელ მიხედვით.
რომ სენტიმენტალური მიმართულება არავისთვის არ არის საჭირო და, სხვათა შორის,
ჩვენთვისაც, ამას თქმა აღარ უნდა. მაშასადამე, კარამზინი მაგ მხრით ჩვენთვისაც და
რუსებისთვისაც უვარგისია.

რაც დამტკიცებულია, ის მართალია; რაც მართალია, ის ლანძღვა არ არის. ლანძღვა ის არის,


რომ დარბაისელ კაცს კუკის ჩუქება გაუბედო სახსოვრად.

როცა ამბობენ: `ჩემის თვალით ვნახეო~, `ჩემის ფეხით მივედიო~, ნუთუ მართლა ერთის
`ფეხით~ მიხტოდნენ და ერთის `თვალით~ ხედავდნენ! სულაც არა, მაგრამ ამბობენ კი.
მაშასადამე, ჯერ ხალხს მოაშლევინეთ ეგრეთი ულოღიკო ლაპარაკი და მერე მე.

რომ ამბობენ, ეს და ეს ენა პოეტურიაო, სხვათა შორის, იმ საფუძვლითაც ამბობენ, რომ ენას
მაგისთანა ფორმები და თვისებაები აქვს; მაგ-გვარებში, ესე იგი, მარცვლების და ხმოვან
ასოების მოკლებაში და დამატებაში.

როცა რომელსამე საგანს ფასს სდებს კაცი, ჯერ იმის ღირსებას იტყვის (თუ აქვს ღირსება) და
დაამტკიცებს, მერე ამბობს, ამოდენად ღირსო, ესე იგი, შინჯავს შიგნიდამ და გარედამ საგანსა,
ყოველს მის თვისებასა, არჩევს ცუდსა და კარგსა და მერე სწონავს მართალ სასწორზედ
(იქნება აქ პურის მოედნის სასწორი მოაგონდეს უფ. გ. ბარათოვს, ეგ ჩვენი ბრალი არ იქნება).
ამ ორგვარ თვისებებს საგნისას ზოგიერთი კრიტიკოსი, რა განარჩევს ცუდსა და კარგსა,
სასწორს დაუთმობს ხოლმე თითონ მკითხველს, ზოგიერთიც თითონვე ასწონავს ხოლმე.

როგორიც მღვდელიაო, ისეთიც ერიაო, ამბობს ქართველი ანდაზად.


რუსეთში, გაუნათლებელ და უცოდინარმა კალცოვმა თავის ნიჭით ასეთი სახელი დაიგდო,
რომ, როგორც სახალხო პოეტი, კალცოვი პუშკინზედაც მაღლა დასვეს რუსებმა.

რა ძნელი ყოფილა შინიდან გამოუსვლელობა და უნივერსიტეტის დაცინება. აქედამა სჩანს,


რომ არც ხელოვნება ესმის ჩვენს მწერალს ქალს და არც სიტყვიერება. ასოს ხმარების
განმსაზღვრელი საგანი ტყუილადა სჩემობს ხელოვნების სწავლის სახელსა.

როგორიც მღვდელია, ისეთიც ერიაო, ამბობს ქართული ანდაზა. როგორიც პოემა იყო
ნათარგმნი, იმისთანაც, ღვთის წყალობა თქვენა გაქვთ, გამხილავიც შეხვდა.

როგორც ვხედავთ, თქვენ ძალიან სულწასულად გყვარებიათ რითმების რახარუხი, იმისთვის


შეგიწირავთ: აზრიც, ფიქრიც, ის ცოტაოდენი გულის სითბოც, რომელიც ალაგ-ალაგ ჩანან
ორიგინალშია. სულ ხელაღებით მოგითხრიათ კაზლოვი.

რომ აზრის გაგება უნდოდეს კაცს, უნდა თავთიკის ალაგას დასვას გადარეული რითმის
გულისათვის სიტყვები. აი, აქ როგორი სიტყვის მოწყობილობაა, ანუ კონსტრუქცია: `ხელი
გავიქნიე ფეხი~. იქნება ჩვენ `შეშლილის~ მთარგმნელს ჰგონია, რომ `ხელი და ფეხი გავიქნიე~
და `ხელი გავიქნიე ფეხი~ ერთი და იგივე იყოს? არა, ერთნი არ არიან. ამ ორ მაგალითში,
მართალია, ერთი და იგივე სიტყვებია, მაგრამ ეს სიტყვები ერთგან თავის ალაგას არიან, მაგ.
`ფეხი და ხელი გავიქნიე~ და მეორეში კი არა, იმისთვისაც `ფეხი და ხელი გავიქნიე~ მეც
მესმის და თქვენც და `ხელი გავიქნიე ფეხი~ არც თქვენ გესმით, არც მე.

რომ არა გვყვანდნენ რუსთაველი, ალ. ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გრიგოლ


ორბელიანი, კიდევ ჰო, რომ გვყვანან, რატომ არა ვსწავლობთ იმათ მშვენიერს ლექსებში
მშვენიერს ენას?

როცა გაგვახსენდება კაზლოვი და მისი პოეზია, თუკი არის პოეზია მის დაძალებულ
ცრემლიან ლექსებში, როცა გაგვახსენდება, მაშინვე ენაზედ მოგვადგებიან ჩვენ სასიქადულო
რუსთაველის სიტყვები, მხოლოდ ჩვენებურად კი დავიწყებთ ხოლმე:

`კაზლოვის ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,

ვამსგავსე შვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა, _

არ ძალუძს სრულ-ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა;

და დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხელად აქვს ხოცვა ნადირთა მცირეთა~.

კაზლოვის ნიჭი სწორედ იმ ყრმა მონადირეების შვილდია, რომელიც ტოროლის და ჩიტის


მეტს ვერას განგმირავს. თუმცა ზოგიერთნი რუსნი ხედვენ კაზლოვში რაღაც პატარა
ტალანტსა, მაგრამ ჩვენ სრულიად არაფერს არა ვხედავთ; და თუ ვხედავთ, პატარას კი არა,
ძალიან უპატარესსა, ბეწვის ოდენას, ისიც იმისთვის, რომ ორიოდე ლექსი აქვს, მართლა-და
ცოტა სიამოვნებით წასაკითხავნი და გრძნობით გამთბარნი.

რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა


ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და
ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით, შევინახეთ ჩვენი თავი, შევირჩინეთ ჩვენი
ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი, ლენგთემურებმა ჩვენს საკუთარს სისხლში გვაბანეს და მაინც
დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი
წვრილშვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე
დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრნეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ
წამოვდექით, მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა,
მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს რჯულიანს და ურჯულოს და დროშა
ქართველობისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში
ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ, არავის დავანებეთ, არავის
შევაგინებინეთ~ როცა სიცოტავე ადგილ-მამულისა ვეღარ უძღვება ხალხს, როცა ვეღარა
ჰკვებავს, მაშინ სხვა რა გზაა, თუ არ აყრა და სხვაგან ძებნა ახლის ბედისა.

ამ მოვლენამ ყველაზედ უწინ თუ არა, ყველაზედ შესამჩნევად მაინც თავი იჩინა რაჭაში: _
აყრა, მამულის ბინის მოშლა და სხვაგან გადასახლება აქ დაიწყო იმ ზომით, რომ
შეუძლებელია კაცმა ყური არ ათხოვოს.
რა იყო ის პორტო-ფრანკო? ვისთვის იყო? ბათუმში შეეძლოთ უბაჟოდ შემოტანა საქონლისა
და გატანა კი უბაჟოდ არ შეიძლებოდა. ვისთვის რა ხეირი იყო? ორიოდე ვაჭრისათვის და
თვით ბათუმში მცხოვრებთათვის, სხვას არავის აქედამ არც რგება ჰქონდა, არც გამორჩომა.

შეწუხება კი ბევრი იყო ბათუმის გარშემო მოსახლე მცხოვრებთათვის და ბათუმში გზად


მიმავალ-მომავალისათვის. ქალაქიდამ ორ ნაბიჯზედ შორს ფეხის გადადგმა არ შეიძლებოდა
ისე, რომ საბაჟო მზვერავთა ხელში არ ჩავარდნილიყო კაცი, ერთი დავიდარაბა არ ასტეხოდა,
აქეთ-იქით არ ეთრივათ, მინამ ნებას მიიღებდა ბათუმიდამ გასვლისას. ათასნაირი ჩივილი,
სამდურავი, საყვედური, ავად ხსენება, ზოგი მართალი, ზოგი ტყუილი, ტყუილუბრალოდ
გულს უმღვრევდნენ როგორც თვითონ მოხელეებს, ისეც საზოგადოებასა.

რომელი იუდა ისკარიოტელი იქნება, რომ ძმას უკიჟინოს _ თვალს რათ ახელ, რად გინდა
შენის ნაკლის დანახვა, შენის ნაკლის თავიდამ მოშორებაო? რად გინდა კარგი და მხნე
დედაკაცობა გყვანდესო?

როცა ვხედავთ, რომ ჩვენს სახლს, ჩვენს ოჯახს, ჩვენს ნაოფლს, ჩვენს ნაღვაწს, ერთობ ჩვენს
საცხოვრებელს შინ თუ გარეთ დედაკაცობის მხნეობა, გარჯა, გაფრთხილება, მოვლა, ჭკუა-
გონება, მამულისშვილობა მოაკლდა, მაშინ გვეუბნებით _ ეგ რა სერიოზული საგანიაო!..
ლამის ოჯახები თავზე წამოგვექცეს, მიწა-წყალი ხელიდამ გამოგვეცალოს, ენა
დაგვიმუნჯდეს, დაგვეკარგოს, სახელი ქართველისა დედამიწის ზურგიგამ აიგავოს და მაშინ
გვეუბნებით, _ რა სერიოზული საგანია დედაკაცობამ თავისი ნაკლი დაინახოს და
გასწორების გზას დაადგეს!.. ჩვენი საქმე ლამის სულის ამოხდამდე მივიდეს, და
უდედაკაცოდ უღონოდ ქმნილი მამაკაცობა იწვევს თავისს დედებს, დებს, მეუღლეებს,
თქვენც კაცნი ხართ, როგორც ჩვენ, მოდით, მოგვეშველენით, ერთმანეთით გავღონიერდეთ,
გავძლიერდეთ, გავმხნევდეთ, რადგანაც უთქვენოდ ყოველივე ეს შეუძლებელია.

რადგანაც თ. გ. თუმანოვს თავისი საკუთარი ჭკუა არ უჭრის და სხვისასაც არ იჯერებს, რაც


გინდ მართალი იყოს, და შიშით ენა მუცელში ჩაუვარდება ხოლმე მარტო სხვა ქვეყნის
მეცნიერის ხსენებაზე. მოვიყვანთ მარქსის ნათქვამს: `როგორიც დედაკაცია, ისეთი ოჯახიცაო,
როგორიც ოჯახია, ისეთი სახელმწიფოცაო~. ჩვენ ამას არ დაგვიჯერებდა, ეხლა-კი იქნება
იგრძნოს რა წამოროშა, როცა გვიკიჟინა, `დედაკაცობის~ გამო საუბარი სერიოზული არ
არისო.

როცა ჩვენში კაცი ვინმე თავს იმეტებს და ჟურნალ-გაზეთობას ხელსა ჰკიდებს, დიდის
პატივისცემით სახსენებელია, და უმადურობად მიგვაჩნია, თუ ვინმე გულისტკივილით და
სიყვარულით არ მოექცა ამისთანა ცოტად თუ ბევრად თავგანწირულს კაცსა.

`რეცენზია~ თითქმის იგივე კრიტიკაა, ჩვენის ფიქრით. რეცენზიაში, როგორც კრიტიკაში,


გარჩევა თხზულებისა, მისი დაფასება, მისი კარგი და ავი საბუთებით აღნიშნული უნდა იყოს.
ცარიელი სიტყვები, მაგალითებრ, კარგია, ანუ ცუდია, ვერ მორევია ავტორი მასალას, თუ
მორევია, მოძრაობა არ არის პიესაში, ანუ არის, და სხვანი ამისთანები ხომ უსაბუთო
ფრაზებია და არა რეცენზია. რეცენზიას ბევრი რამ მოეთხოვება.
რამოდენი ზნეობრივი სიდიდე უნდა, რომ კაცმა, საზოგადოების სამსახურისათვის თავი
გამოიმეტოს, ამ სამსახურზედ დამოკიდებული უსიამოვნება და მოუსვენარობა იტვირთოს
და ნუგეშად იქონიოს მარტო ისა, რომ ჩემს ზნეობრივს მოვალეობას ვუსრულებ ჩემს
მოძმეთაო.

ყოველივე ეს ძნელი მოსათხოვნელია გლეხკაცისაგან, რომელიც თავის დღიურ ლუკმას


მარტო დღიურის შრომისაგან გამოელოდება და რომელსაც დღიური საჭიროება არ აცლის
მაღალს რასმე გრძნობას თავი მისცეს და ამ გრძნობას ანაცვალოს თავისის სახლობის და
ოჯახის ცოტა თუ ბევრი ბედნიერება,

რამდენ ტანჯვას გამოივლის, რამდენს ხარჯს ჰსწევს, რამდენს დროსა ჰკარგავს, ვიდრე
`ლესნიჩი~ ინებებს და ბარათს მისცემს ტყეში შესვლისათვის.

რა საკვირველია, რომ მე ჩემი უფრო მიყვარდეს. ჩემსას უფრო შევხაროდე, ჩემი უფრო
მიამებოდეს და ჩემსას უფრო ხელს ვუწყობდე. გული ადამიანისა ფიცარი ხომ არ არის, რომ
ერთი წაშალო და მის მაგიერ სხვა რამ დასწერო. გრძნობა თავისიანის სიყვარულისა ისეთივე
ძლიერია, ისეთივე მკვიდრია, ისეთივე ბუნებრივია, მაშასადამე ისეთივე სამართლიანი და
პატივსაცემი, როგორც სიყვარული მამა-შვილური, დედა-შვილური. ვერა ძალი მაგ
სიყვარულს ვერ ამოჰკვეთს ადამიანის გულიდამ! ყოველივე იარაღი მის წინაშე უქმია!

რუსულს თეატრს-კი ამავე ხანებში ხუთი ათას თუმნამდე ფული მიაშველა მთავრობამ,
მაგრამ მაინც-კი თავი ვერ დაიჭირა. რატომ? იმიტომ, რომ შემოსავალი არა ჰქონდა, და
შემოსავალი არა ჰქონდა იმიტომ, რომ აქაური რუსები რუსულს თეატრში არ დაიარებოდნენ.

რომ ბეზღობა მარტო ამაზედ შემდგარიყო და მაბეზღარს არ შეეგინებინოს, უპატიურება არ


მიეყენებინოს მთელ ქართველობისათვის და მის ეროვნობის ღირსებისათვის, ჩვენ ამ
მასხარაობას მასხარა კაცისას ყურსაც არ ვათხოვებდით, . იგი ამბობს, რომ `სამშობლოს~
წარმოდგენაზედ დიდი ხარჯი მოუვიდათ ქართველებსაო, და ქართული დროშები რომ
გოდფრუას ცირკს მიჰყიდონ, კარგს იზმენო. გაცვეთილის კაცისაგან ყველაფერი
მოსადოდნელია, მაგრამ ეგრე უკადრისად ხსენება მისი, რასაც ყოველი პატიოსანი კაცი,
ყოველი ერი თაყვანსა სცემს, როგორც ემბლემას ერის პატიოსნებისას, ერის ღირსებისას,
რომლის შეუმწიკვლელად დაცვისათვის _ არამცთუ ცალკე კაცი, არამედ მთელი ერი ყველგან
დედამიწის ზურგზედ სიცოცხლეს არა ზოგავს და მისთვის სიკვდილი სახელად და
დიდებად მიაჩნია, _ იმის ეგრეთ უკადრისად ხსენებას, არ ვიცით, რა სახელი დავარქვათ და
მისი ეგრეთ მომხსენებელი რა სულიერებში შევრიცხოთ.
როშვა, რაც უნდა ზიზილ-პიპილოებით მოირთოს, მაინც როშვაა.
რად უკვირთ, რომ ყველა გონიერ მოქალაქეს უხარიან, რომ ქალაქმა, განაახლა რა უწინდელი
საბჭო, კარგა მოზრდილი ბიჯი გადასდგა თავის სამართლიან სანატრელის მისაღწევად და
სამაგისოდ ახალნი კაცნი, ახალნი მოღვაწენიც მოიპოვა დაშეიყვანა საბჭოში.

საჭიროა უწინდელი და ეხლანდელი საბჭო ერთმანეთს შევადაროთ. რა იყო უწინდელი


საბჭო? ყურმოჭრილი ყმა გამგეობისა. უწინდელი საბჭო ქვევრსა ჰგვანდა: რასაც გამგეობა
ჩასძახებდა, იმას ამოიძახებდა. ყველაფერზედ `ბალი აღა~ მზად იყო, გამგეობა სჭრიდა და
ჰკერავდა კიდეც და საბჭო ჭრაზედაც და კერვაზედაც ჰოს ნიშნად თავს აკანტურებდა. ახალმა
საბჭომ-კი სულ სხვა უნარი გამოიჩინა, სულ სხვა გზა-კვალი აირჩია და პირდაპირ
გამოაცხადა: არც ერთს სარჩიელს გამგეობისას, თუ ცალკე ხმოსნისას, არც ერთს განაჩენს, აქ
ჩვენში ვერავინ გაიყვანს უიმისოდ, რომ კრიტიკის ქარცეცხლში არ გავატაროთ, ყოველ მხრივ
არ ავწონ-დავწონოთ და ქალაქის მკვიდრთა სარგებლობის და სახეირო თვალით არ
გავსინჯოთ და არ განვიკითხოთო. ჩვენ აქ ამისათვისა ვართ გამოგზავნილი ქალაქის
მკვიდრთაგანა და არა იმისათვის, რომ თავები ვაკანტუროთ ყოველს იმაზე, რასაც თქვენ
მოიწადინებთო.

რა მიზეზით აირჩის ბ-ნი იზმაილოვი ქალაქის მოურავად:


რაკი ვიცით, დღევანდელი ხმოსანთა კრებული საიდამ და როგორ არის შემდგარი, რაკი
ზოგიერთი პატივსადები საბუთია სთქვას კაცმა, რომ იგი უფროს-ერთში ნაყოფია ერთ
ცალკერძოდ მიხრილის დასისა, და რაკი ესეც ვიცით, უფროს-ერთობა საბჭოში, ვითარცა
ხმოსანთა კრებულისა, უნდა იყოს გამომეტყველი თავის მომავლინებელთა ნება-სურვილისა,
მაშ სათანადოა ვიფიქროთ, რომ ბ-ნი იზმაილოვი ამორჩეულია იმ იმედით, რომ იგი ამ
ცალკერძოდ მიხრილს დასს ციხე-სიმაგრედ გაუხდება.

ამ იმედს საფუძვლად უნდა ედვას იგი ერთი არა მცირე ნაკლულოვანება ხასიათისა,
რომელსაც ვითომ ამჩნევენ ბ-ნ იზმაილოვს. იგი ამყოლი კაციაო, ამბობენ, და, რა თქმა უნდა,
რასაც ჩვენ ვეტყვით, იმას დაემორჩილება ყოველის უარის უთქმელადაო. არა ერთი და ორი
ამაში ჰპოულობენ მიზეზს ბ-ნ იზმაილოვის ამორჩევისას.

თუ ესეა, ეს ჩვენ მოგვაგონებს ერთს დიდის ხნის ამბავს, როდესაც რომის პაპი გრიგოლ XIII
გარდაიცვალა, შეიყარნენ კარდინალები ახალის პაპის ამოსარჩევად. კარდინალთა კრებულში
იყო ერთი ბერი, სახელად სიქსტი, კაცი სუსტი, წელში უღონობით მოხრილი, უღონობითვე
ყავარჯენზე დაყრდნობილი, ფერმიხდილი და მიმკვდარი. ღირსთა მამათა იფიქრეს, თუ ამ
სუსტს და დავრდომილ კაცს ავირჩევთ პაპად, ეს, რასაკვირველია, ჩვენი ყურმოჭრილი ყმა
იქნება და როგორც გვინდა, ხელში ისე ვატრიალებთ და რასაც გვინდა, იმას ჩავადენინებთო.

ამ იმედით აირჩიეს ეს საბრალო ბერი იმ უწარჩინებულესს თანამდებობისათვის, ჩააბარეს


პეტრე მოციქულის გასაღებები და უწოდეს სახელად პაპი სიქსტი მეხუთე.
გამოცხადდა თუ არა, რომ სიქსტი არჩეულ იქმნაო, ეს მიმკვდარი, ძლივ ცოცხალი, ტანში
უღონობით მოხრილი ბერი გაიმართა წელში, ყავარჯენი იქით მიაგდო და თე Dეუმ-ი ისეთის
გრგვინვითა და ჭექითა სთქვა, რომ დარბაზის სარკმლის მინებმა ზრიალი დაიწყო.

განცვიფრებული კარდინალები მიხვდნენ მაშინვე, რომ ამ კაცს ისინი თავის სურვილისამებრ


ვერ ათამაშებენ და დარწმუნდნენ, რომ ანგარიშში შესცდნენ. ისტორიამ გაამართლა
წინაგრძნობა ღირსთა მამათა და პაპი სიქსტი V მართლა რომ შესანიშნავი და
დამოუკიდებელი კაცი შეიქმნა.

ჩვენ დღეს მარტო ისღა დაგვრჩენია ვინატროთ, რომ ბ-მა იზმაილოვმაც იგი რიხი, მხნეობა,
დამოუკიდებლობა და სიმაგრე ხასიათისა გამოიჩინოს, რაც საჭიროა მაგისთანა
თანამდებობის კაცისათვის, და დაგვიმტკიცოს, რომ თუმცა აბჯარი ხისა აქვს, გული კი
რკინისა ჰქონია.

მისი მშვენიერი სიტყვა აზრით, თუ მოკაზმულობით, წარმოთქმული არჩევანის შემდეგ, ცოტა


არ იყოს, სიქსტის V თე Dეუმ-სა ჰგავს. ჩაუკვირდით იმ მოკლე, მაგრამ ფართო აზრიანს
სიტყვას და დავინახავთ, რომ იგი ერთის ცალკერძ დასის აყოლას თავის პროგრამაში
არავითარს წილს არ უდებს და ამბობს, იმათაც, ვისაც ჩემი ქალაქის მოურავობა არა ჰსურთ,
ვეცდები ჩემის მოქმედებით ჩემზე აზრი შევუცვალოო. აღთქმა ჩინებულია და ჩვენც
ვისურვებთ, რომ მართლა და გულწრფელად ამ სასურველს გზას დასდგომოდეს და ჩვენ
კიდევ ეს გზა დაგველოცნოს.

რას გვიქვიან აქ ლიბერალობა, ან რეტროგრადობა, როცა ჩვენს ვინაობას, ჩვენს თავ-ბედს ასე
აბიაბრუებენ და ძირიანად სთხრიან! მარტო მხდალი და ლაჩარი ამისთანა ლათაიებს
მიზეზად დაიხვევს ხოლმე ხელზე, როცა სხვისა ნაფურთხს ხმაამოუღებლად ჰლოკავს და
სხვის ლანძღვა-თრევას ხმაამოუღებლივ იტანს, რომ მერე გაქცევა, უკუდგომა და
ხმაამოუღებლობა ლაჩრობაში არ ჩამომართვანო. ჯერ სამაგისოდ, ღვთის მადლით, არა
გაგვჭირებია-რა: გული იმოდენად კიდევ შეგვრჩენია, იმოდენად კიდევ გვერჩის, რომ ჩვენს
ვინაობას ვუპატრონოთ და ქართველობის სახელი სალანძღავ-სათრევად არ დავანებოთ
არავის.

რომ ამ განგებ მოგონილს ისტორიასა და გეოგრაფიას დამალული სათავე ვუპოვოთ და


გავიგოთ ვისი ეშმაკობა უნდა იყოს ამისთანა ისრების სროლა, უნდა მშვილდი მოვნახოთ, ვის
ხელში აღმოჩნდება.

რომ არც ამისთანა ოინები დაეფიცებათ სომეხთაAმწიგნობარ-მეცნიერებს, ესეც ცხადია,


რადგანაც დრო იქნება, როცა ისტორიული ნაშთები და სახსოვრები თავისას იტყვიან, _ ვინა
სჭერია და ვის უჭირავს ეს ადგილები, და რადგანაც ქვანი, მრავალნი შენობანი, ტაძრები,
მონასტრები ჰღაღადებდნენ, რომ ძველის-ძველად ამ ადგილებში ქართველები ყოფილან, რა
თქმა უნდა, საჭიროა ამ უტყუარს მოწმებს ქართველებისას ხმა ჩააწყვეტინონ, ხმა არ
ამოაღებინონ. ამისათვის ერთი თქვენი მოსაწონებელი ხერხი უხმარიათ: აუღიათ და, საცა
შესძლებიათ და მოუხელებიათ, წაუშლიათ ყოველი კვალი.

ამისი მოხერხება ძნელი არ არის, ოღონდ ხალისი იყოს და ნამუსი ნებას იძლეოდეს.

რაცა ვთქვით, ეს არ გვაკმარა პატკანოვმა და, სწორედ მოგახსენოთ, არც სომეხთა


მწიგნობართაგან ერთხელ და ერთხელ დადგენილი პროგრამა იქნებოდა აღსრულებული,
რომ მარტო ამაზე გაჩერებულიყო მათი ბაირაღტარი.

ქართველებს რომ ისტორიული ქრონიკები არა აქვთ, ეს კიდევ დიდი უკადრისობა არ არის და
ავზნეობას ერისას არ მოასწავებს. საქმე ის არის, ზოგიერთს უცხოელს ქართველები
გულკეთილ ერად მიაჩნიათ, კარგის გულისანი არიანო, შესახვედრად საყვარელნი,
სასიამოვნონი, თავაზიანები. მართლა ესეთნი ვართ თუ არა _ ამისი თქმა ჩვენი საქმე არ არის,
თითქო სომეხთაAმეცნიერთ ესეც-კი ჰშურთ ჩვენთვის, რომ უცხოელებმა ასეთის კარგის
თვალით უყურონ ქართველებსა, მოდი აქაც ხელი შევუშალოთო. ვინ მოგახსენათ, რომ
ქართველები გულკეთილები არიანო, თითქო იძახის პროფესორი პატკანოვი, როცა გვწამებს
ფანატიკოსობას. დიაღ, იგი ეფიცება ქვეყანას, რომ ქართველები ფანატიკოსები არიანო, ესე
იგი სხვა უცხო კაცისა და რჯულის მიუკარებელნი, შეუწყნარებელნი და მდევნელნიო.

ფანატიკოსობა, რასაკვირველია, სიბრიყვისა და გონებადახშულობის ავზნეობაა და ამ


სიკეთეს როგორ დაიშურებდა ჩვენთვის სომეხთა მეცნიერი.

რაკი სომეხს პროფესორს ჩვენთვის ფანატიკოსობა შეუწამებია, აშკარაა იმ აზრით იქცევა ასე,
რომ სომეხს ამისთანაებში ხელს აბანინებს, მითამდა ქართველები არიან ასეთნი ბრიყვნი და
ავის ზნისანი და სომხები-კი არაო.

როცა ქალკიდონის მსოფლიო კრებულს (596 წ.) ემოწმა ქართველობა და ამით სარწმუნოებით
ერთმანეთს დაჰშორდნენ ქართველები და სომხები, სომხებმა ცალკე კრება მოახდინეს დვინს
და დადგინეს განაჩენი. ამ განაჩენის ძალით სომეხთა მაშინდელმა პატრიარქმა აბრაამმა ასე
შეაჩვენა და კრულვა-წყევლას მისცა ქართველობა: `ჩვენ დავწყევლეთ და პირქვე დავამხეთ
ქართველთა კათალიკოზი კირიონი და ქართველებზედ ვბრძანებთ, რომ სომხებმა ამის
შემდეგ არ იქონიონ არავითარი მისვლა-მოსვლა ქართველებთან, არავითარი ურთიერთობა,
არც ლოცვითა, არც ჭამა-სმითა, არც მეგობრობითა და არც შვილების აღზდითა; არ გაბედონ
წასვლა სალოცავად არც სახელგათქმულ მცხეთის ჯვარისა, არც მანგლისის ჯვარისა, არ
მისცენ ნება სიარულისა ჩვენს ეკლესიებში, ერიდდნენ იმათთან დამოკიდებულებას ცოლ-
ქმრობისას, ნება ეძლევათ მხოლოდ აღებმიცემობა იქონიონ, როგორც ურიებთან. ვინც ამ
ბძანებას გადავა, წყეულიმცა არს იგი სულითა და ხორცითა და ყოვლის ცხოვრებითა~. სართი
დასწრებისააო, სწორედ ამას ჰქვიან. ამაზე უდიდესი ფანატიკოსობა არა გვგონია სხვა იყოს
სადმე. ამ სახელოვანის განაჩენის პატრონს განა ხმაღა ამოეღებოდა ჩვენს ფანატიკოსობაზე,
რომ ქვეყანაზე გამკითხავი ვინმე იყოს!

რა ნიშნის მოგებაა, ღარიბი და ღატაკი ხარო? რა წასაყვედრებელია და საყვირი დღე-მუდამ


ამისთანა ამბავი?
რა საძრახისია სიღარიბე, თუმცა-კი არც ბედნიერებაა?
რუსები იტყვიან: бедность не порок. განა კაცს კაცად ჰხდის მარტო სიმდიდრე და სხვა
არაფერი?

რა იმისთანა ალალმა დაჰქროლა, რომ ჭკუა-გონება დაჰბნევია. სხვა არა იყოს-რა, სომხების
მეისტორიეთაგან მაინც უნდა შერცხვენოდა!.. მოსე ხორენელს აღარ ვიტყვით და განა
სტეფანოზ ასოღიკი და არისტაკეს ლასტივერი მეთერთმეტე საუკუნეში, მათეოს ედესელი
მეთორმეტე საუკუნეში, ვარდან დიდი მეცამეტე საუკუნეში და ბევრნი სხვანი საქართველოს
სამეფოდ არ იხსენიებენ და მისთა მპყრობელთ _ მეფეებად, როცა აღტაცებით მოგვითხრობენ
საქართველოს მეფეების მზრუნველობას სომხების კეთილდღეობისა და მათის
მონასტრებისათვის?

ახია ჩვენზე, ახია!

რასაკვირველია, ჩვენ არც არავისის ქებით არა მოგვემატება-რა და რაც არა გვაქვს, არ
მოგვეცემა, და არც ბ-ნის ეზოვის ძაგებით არა დაგვაკლდება-რა და რაცა გვაქვს, არ
წაგვერთმევა. და თუ ამაებს გამოვეკიდენით, მარტო იმისთვის, რომ გვეჩვენებინა, სადა
ჰფრენს გონება ბ-ნ ეზოვისა, როცა ჩვენს სანუგეშოზე პირს უჭერს და ძაგებაზე პირსა ჰხსნის.

რა შემაგრება უნდა იმას, რაც არ არის და კაცს ხელში არ უჭირავს.


რა თქმა უნდა, ერს რომ გზა შეუკრან წარმატებისა, _ რაც გინდ პატარა ერი იყოს _
არავისათვის არც მოსაწონია, არც გამოსაყენებელი.

`რაც უკვე დარგულია და ჰხარობს, ფეხით ნუღარა დასთრგუნავ, ეცადე გაიზარდოსო~,


ნათქვამია.

You might also like