You are on page 1of 342

წიგნის ელექტრონული ვერსია

მოამზადა: აკაკი ციცქიშვილმა


www.ChiaturaINFO.GE
აგათა კრისტი
დეტექტიური მოთხრობები
თარგმნა: ნინო წულუკიძემ

წითელი სიგნალი

მთავარი შეცდომა ის იყო, რომ საუკეთესო მეგობრის ცოლი შეუყვარდა. კლერი


დანახვისთანავე მოეწონა. ისეთი ჰაეროვანი იყო, ნაზი და გამჭვირვალე, მისი ხელში აყვანა და
გულში ჩაკვრა მოგინდებოდა. მაგრამ კლერს ქმარი ჰყავდა – სტეტჰემის დიდი ხნის მეგობარი.
კლერი უნდა დაევიწყებინა... თუმცა... სტეტჰემმა თავი ასწია და ქალისკენ გაიხედა... ოხვრა
თავისთავად აღმოხდა... უცებ იგრძნო, რომ მკლავზე ვიღაც შეეხო.

– ბიძია...

– ჰო, მე ვარ, ჩემო ბიჭო, – დერმონტმა, სახელგანთქმულმა ფსიქიატრმა, ძმისშვილს თვალებში


ჩახედა და მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა. სტეტჰემს გული შეუქანდა. მიხვდა, რომ ბიძას
რაღაც ძალიან სერიოზული ჰქონდა სათქმელი, მაგრამ, არ შეიმჩნია.

– სალაპარაკო მაქვს შენთან, – დერმონტს მტკიცე, ცოტათი მკაცრი ტონიც ჰქონდა, – მოდი,
დავსხდეთ.

სტეტჰემი მორჩილი ბავშვივით გაჰყვა.

– საყვარელო, შენ ხომ ჩემი ერთადერთი მემკვიდრე ხარ... ერთადერთი, ვინც ამქვეყნად
დამრჩა. არ მინდა, ვხედავდე, როგორ იტანჯები. კლერი საშენო არ არის, ის შენთვის დიდ
პრობლემად გადაიქცევა, ძალიან დიდ პრობლემად. ნუთუ ინტუიცია არაფერს გეუბნება?

– „წითელი სიგნალი“? – ამოიოხრა სტეტჰემმა, – არა, ბიძია, „წითელი სიგნალი“ არ ჩართულა.

– შეუძლებელია. უნდა გრძნობდე, რომ სახიფათო თამაში წამოიწყე.

– ვიცი, მეგობრის ცოლი შევიყვარე, მაგრამ, გულს ვერ უბრძანებ. თუმცა, შეგიძლია, მშვიდად
იყო – კლერი ამის შესახებ ვერაფერს გაიგებს, არ დავუშვებ ამას. თუმცა, ჩემი სიყვარული
ძალიან ძლიერია.

– მეც სწორედ ამის მეშინია. შენ ყველაფერი არ იცი... – დერმონტმა ისევ გაიხედა ქალისკენ.
სტეტჰემს შეაჟრჟოლა – „წითელი სიგნალი“ ჩაირთო. საფრთხის მოახლოება იგრძნო.
ინტუიცია საკმაოდ კარგად ჰქონდა განვითარებული. ცნობილ ფსიქიატრთან, დერმონტთან
ცხოვრებამ ბევრი რამე ასწავლა... ნუთუ კლერი ფსიქიკურად იყო ავად? დერმონტის მათთან
ვიზიტი, ალბათ, ამის მანიშნებელი იყო. სტეტჰემმა მხოლოდ ახლა გააცნობიერა, რომ მასთან
ერთად, რაღაც მიზეზის გამო, ბიძიაც მიიპატიჟეს ვახშამზე. ის საუბარიც მოაგონდა,
რომელსაც, კლერის ყურებაში გართულმა, გულისყური ვეღარ დაატანა. ბიძიამ, მგონი,
მემკვიდრეობით დაავადებებზე ილაპარაკა. ისიც თქვა, შეშლილობა მემკვიდრეობითიაო.
„ესე იგი, კლერი შეშლილია? მერე რა, ეს მაინც ვერ შემაჩერებს. თუ ჯეკი უარს იტყვის თავის
შეშლილ ცოლზე, ეს მხოლოდ გამახარებს. წავიყვან შორს, ძალიან შორს და ბედნიერები
ვიქნებით“.

– სტეტჰემ, ძვირფასო... ეს იმაზე გაცილებით საშიშია, ვიდრე შენ წარმოგიდგენია... არსებობს


შეშლილისთვის დამახასიათებელი მანია, მაგალითად, მკვლელობის მანია. ეს, ერთი
შეხედვით, სრულიად შეუმჩნეველია, მაგრამ, დგება მომენტი, როცა მთელი სისრულით იჩენს
ხოლმე თავს.

– არაფრის მოსმენა არ მინდა. მე კლერს აქედან წავიყვან. სისულელეა, ძალიან დიდი


სისულელე. მას არავისთვის შეუძლია ზიანის მიყენება, არავისთვის! – სტეტჰემი უკვე
ყვიროდა, და თუ შენ მემკვიდრეობას წამართმევ, არც ამაზე ვიდარდებ. დაუხმარებლადაც
გავიტან თავს! – სტეტჰემმა კარი გაიჯახუნა. გადაწყვეტილება იმ მომენტში მიიღო: კლერი
უნდა ენახა და ყველაფერი ეთქვა, მერე კი მასთან ერთად გადაკარგულიყო. იცოდა, ჯეკი ამ
დროს სახლში არ იქნებოდა – ჩვევად ჰქონდა საღამოობით ბრიჯის თამაში.

კარი კლერმა გაუღო. შეშფოთებული სახე ჰქონდა.

– რატომ მოხვედი, სტეტჰემ? ბიძაშენმა არაფერი გითხრა? მე მას ვთხოვე, დაგლაპარაკებოდა.

– შენ სთხოვე? მე კი მეგონა... მეგონა... თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. კლერ, ძვირფასო, ესე
იგი იცი ჩემი სიყვარულის შესახებ? ოო, გულიდან ლოდი მომეხსნა. წავიდეთ, მე შენ წაგიყვან
ძალიან შორს, სადაც ვერავინ გვიპოვის.

– სტეტჰემ, მოიცადე, მომისმინე! მეც არ ვარ გულგრილი შენ მიმართ, მაგრამ, ჩვენი
ურთიერთობა არ გამოვა, ეს სახიფათოა, ძალიან სახიფათო.

– მე არ მეშინია! – მგზნებარედ წარმოთქვა სტეტჰემმა, – შენ გამო მზად ვარ, მთელ სამყაროს
ავუმხედრდე.

– აი, ეს მესმის! ყოველთვის მქონდა შენი მამაცობის იმედი! – მოისმა ჯეკის ხმა და კლერმა
წამოიკივლა. სტეტჰემი კარისკენ შებრუნდა და ზღურბლზე მდგარი მოღიმარი მეგობარი
დაინახა. უკან დახევას აზრი არ ჰქონდა. ან ახლა უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი, ან...

სტეტჰემმა ღრმად ჩაისუნთქა:

– კარგია, რომ აქ ხარ, ჯეკ. მე ვიცი კლერის შესახებ და ყველაფრისთვის მზად ვარ.
ყველასთვის ასე აჯობებს. წარმომიდგენია, როგორი რთულია შეშლილთან ერთ ჭერქვეშ
ცხოვრება. მე მესმის შენი.

ჯეკმა ხმამაღლა გადაიხარხარა.


– შენ გესმის ჩემი?! როგორი გულუბრყვილო ხარ... პრინციპში, სულ ასეთი იყავი. კლერი
გიყვარს და, გგონია, ეს სიყვარული გაგამართლებს. შენ მე გამყიდე. საძაგლად მოიქეცი და
ამისთვის დაისჯები. კლერიც დაისჯება, მაგრამ, მოგვიანებით; ჯერ შენს წამებას უნდა
უყუროს, მერე კი იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა.

– საგიჟეთში გამოკეტავ? ამის თქმა გინდა? მე კი მომკლავ? – შეჰყვირა სტეტჰემმა, – არ გინდა,


ჯეკ, უკეთეს ვარიანტს გთავაზობ. ციხეში ყოფნა საშინელებაა. კლერს წავიყვან და ორივე
გავქრებით შენი თვალსაწიერიდან.

ჯეკმა ისევ გადაიხარხარა:

– წარმოდგენა არ გაქვს, რაზე ლაპარაკობ. ციხეში მე კი არა, შენ ჩაჯდები, თანაც, მკვლელობის
ბრალდებით – საკუთარ ბიძას მოკლავ და სიკვდილით დაგსჯიან. უფრო სწორად, მე მოვკლავ
მაგ ბრიყვ ბებერს და, ისე მოვაწყობ, პოლიციამ ადვილად იპოვოს სამხილები შენს
წინააღმდეგ. სულელი, სულელი ბებერი!.. ეგეც, ვითომ მყავს პროფესიონალი ფსიქიატრი –
ჩემი ცოლის მონაჩმახით დამისვა დიაგნოზი! ამ პატარა ძუკნას დიდი ხანია, უნდა, სულით
ავადმყოფთა თავშესაფარში გამომკეტოს და ამ გზით მომიშოროს თავიდან. არ იცის, რომ,
ინგლისური კანონმდებლობით შეშლილობა არ არის მიზეზი, რომლის გამოც,
მეუღლეებიდან ერთ- ერთი, ქორწინების პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. ახლა
ორივეს ამ ოთახში გამოგკეტავთ. მანამდე კი, შენი ჯიბიდან, ძვირფასო სტეტჰემ, გასაღებს
ამოვიღებ და ჩემს ჩანაფიქრს განვახორციელებ. იმედია, წინააღმდეგი არ იქნები.

გაოგნებული სტეტჰემი, რომელიც ბოლომდე ვერ ჩასწვდა სიტუაციის არსსა და სიმძიმეს,


კლერისკენ დაიძრა, მაგრამ, ჯეკმა დაასწრო – ეცა და ჯიბეები ამოუტრიალა. წამში გასაღები
ხელში ეჭირა.

– პოლიცია მკვლელობის იარაღს შენს ბინაში, კომოდის უჯრაში იპოვის. მალევე, როგორც კი
ბიძაშენის გვამს იპოვიან. მე ვიტყვი, რომ საყვარელმა ბიძიამ ანდერძის გადაწერა
გადაწყვიტა, როგორც კი ჩემი ცოლისადმი შენი სიყვარულის ამბავი შეიტყო – მორალის
დამცველი ადამიანები ასე იქცევიან. მგონი, მოტივი ცხადზე ცხადია: ერთადერთი მემკვიდრე
კლავს თავის კეთილისმყოფელს, რომელიც, მასზე იმედგაცრუებული, თავის მემკვიდრეობას
სხვას უტოვებს. დიახ, სტეტჰემ, ამჯერად ყველაფერი სწორად გაიგე. შეიძლება, ჩემი
მკვლელობის მანია მემკვიდრეობითიც იყოს – ბიძაშენთან ამაზე დავას არ ვაპირებ, მაგრამ,
ამის შესახებ არავინ არაფერი იცის, სახელგანთქმული ფსიქიატრი კი ამ საიდუმლოს
საფლავში ჩაიტანს... – ჯეკი კმაყოფილი სახით შებრუნდა კარისკენ და სწორედ ამ დროს
იქუხა რევოლვერმა. სტეტჰემმა მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, რაც მოხდა, როცა კლერის
ხელში რევოლვერი დაინახა. რომელსაც ჯერ კიდევ ასდიოდა კვამლი.

– კლერ, ეს რა ჩაიდინე?

– მე მიყვარხარ, სტეტჰემ, ძალიან მიყვარხარ და, ვერ დავუშვებდი, ჩემი პრობლემის გამო
დაზარალებულიყავი. სანამ ეს ამბავი მარტო მე მეხებოდა, ვიტანდი. თუმცა ვიცოდი, რომ,
ადრე თუ გვიან, მასში მკვლელი აუცილებლად გაიღვიძებდა და მომკლავდა. ამის შესახებ
ბიძაშენმაც გამაფრთხილა. ეს უნდა გამეკეთებინა.
– კლერ, საყვარელო, ესე იგი, ბიძაჩემი შენ არ გგულისხმობდა, როცა მემკვიდრეობით
შეშლილობაზე ლაპარაკობდა?! კლერ, იცხოვრებ ისეთ კაცთან, რომელიც ვერაფერს ხვდება?!

აჩქარება მკვლელია

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ, დილით, როცა ქმარი სამსახურში გააცილა და ბაღში
ყვავილებს რწყავდა, ალექსმა ქმრის უბის წიგნაკი იპოვა, სადაც მარტინი ჩანაწერებს
აკეთებდა ხოლმე. ალექსი სამი თვის გათხოვილი იყო და თავს ბედნიერად გრძნობდა. ქმარი
ძალიან უყვარდა. მართალია, დაქორწინებამდე მხოლოდ ორი კვირა იცნობდნენ ერთმანეთს,
მაგრამ, ის მაშინვე მოიხიბლა ამ მამაკაცით. მანამდე თითქმის ექვსი წელი ხვდებოდა თავის
თანამშრომელს, ბილი სტივენსონს. ბილი სულ უმტკიცებდა, რომ ძალიან უყვარდა, მაგრამ,
დაქორწინებაზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ალექსი ამას იმით ხსნიდა, რომ მათი შემოსავალი
ოჯახის შესანახად საკმარისი არ იყო. მერე უცებ ალექსის შორეული ნათესავი გარდაიცვალა
და, სრულიად მოულოდნელად, ქალს მემკვიდრეობა დაუტოვა. თანხა ძალიან ბევრი არ იყო,
მაგრამ, ერთი სახლის ყიდვასა და ოჯახის მოწყობას თავისუფლად ეყოფოდა. ალექსმა ეს
სასიხარულო ამბავი მაშინვე აცნობა ბილის, რაც, ფაქტობრივად, წინადადებას ნიშნავდა,
მაგრამ კაცი არ აღფრთოვანებულა – მისთვის მიუღებელი იყო ცოლის ხარჯზე ცხოვრება.
ალექსს ლამის დეპრესია დაეწყო და სწორედ ამ დროს გამოჩნდა მარტინი – სიმპათიური და
მტკიცე ხასიათის მამაკაცი, რომელმაც სამ დღეში სიყვარული აუხსნა, ორ კვირაში კი
დაქორწინდნენ და ვინდიფორდის საგრაფოში ულამაზესი პატარა სახლი შეიძინეს.
ერთადერთი ნაკლი ამ სახლს ის ჰქონდა, რომ დაბას საკმაოდ იყო მოშორებული და
მეზობლები პრაქტიკულად არ ჰყავდათ. მაგრამ ალექსი ამას არ შეუწუხებია. ის თავით
გადაეშვა საოჯახო საქმეებში: ხან სამზარეულოში ფუსფუსებდა და მეუღლეს გემრიელ
კერძებს ახვედრებდა, ხან ულამაზეს ბაღს უვლიდა. მის ბედნიერებას ჩრდილი მხოლოდ
ორჯერ მიადგა და მიზეზი ორჯერვე ბილი იყო, რომელმაც დაურეკა და საყვედურებით
აავსო: როგორ გაჰყევი ცოლად კაცს, რომლის შესახებაც საერთოდ არაფერი იცოდი, იქნებ
მკვლელი ან ყაჩაღია... თაღლითი და მანიაკიო... ჩემი ამდენი წლის სიყვარული როგორ
უარყავი, ცუდ დღეში ვარ, მხოლოდ შენზე ვფიქრობ, სხვაზე ვერაფერზეო... ალექსს ეს ამბავი
ქმრისთვის არ უთქვამს, მაგრამ, აფორიაქდა... რამდენჯერმე გაახსენდა ფრაზა – როგორ
გაჰყევი ცოლად კაცს, რომლის შესახებაც არაფერი იცოდიო და, მიუხედავად იმისა, რომ
მარტინის საქციელში არაფერი იყო საეჭვო, მაინც უსიამოვნო განცდა დაეუფლა. მართლაც, რა
იცოდა ქმრის წარსულზე? სრულიად არაფერი. არადა, 43 წლის მამაკაცის ცხოვრებაში
აუცილებლად იქნებოდნენ სხვა ქალები. რა თქმა უნდა, სისულელე იქნებოდა იმ ქალებზე
ეჭვიანობა, მაგრამ, იქნებ მათზე ქმრისთვის რაღაც მაინც უნდა ეკითხა?! და, უცებ – ეს
წიგნაკი... ალექსმა გადაშალა და პირველივე ჩანაწერი წაიკითხა: „სახლის არენდა – ათასი
ფუნტი, ათასი ფუნტი დანაზოგი – პოზიტივია“. ალექსი შეფიქრიანდა. რა დანაზოგზე იყო
ლაპარაკი? ქმარმა უთხრა, რომ სახლში ორი ათასი ფუნტი გადაიხადეს. ეს მისი ფული იყო,
რომელიც ქმარს ანდო... ხელები აუკანკალდა. შემდეგი ფურცელი გადაშალა – ისევ ციფრები
და ჩანაწერები, გაუგებარი თარიღები და უცებ, მომავალი დღის რიცხვი და დრო – საღამო, 9
საათი. ეს რაღას უნდა ნიშნავდესო, – შეიფქრიანდა, – ნეტავი, რისი გაკეთება უნდა ხვალ
საღამოს ჩემს ქმარსო. ან, ეს ციფრები რას ნიშნავდა? ზოგიერთს გვერდით ეწერა: „დანაზოგი“,
ზოგს – „პოზიტივი“... ალექსი კედელს მიეყრდნო. აშკარად რაღაც ხდებოდა. ინტუიცია
გაუაქტიურდა... შინაგანი ხმა თითქოს განგაშის ზარებს რეკავდა... უცებ, გაიგონა, ვიღაც
ეძახდა. მათი მებაღე აღმოჩნდა – სასიამოვნო მოხუცი, რომელიც მათთან შაბათობით
მოდიოდა ხოლმე. დღეს კი სამშაბათი იყო. გაკვირვებული მივიდა და ნაძალადევად გაუღიმა.

– როგორ მეწყინა, რომ აქ აღარ იცხოვრებთ, მისის. თქვენი ქმარი დაბაში შემხვდა და მითხრა,
რომ ლონდონში გადადიხართ საცხოვრებლად, სახლს კი ყიდით. ჰოდა, ვიფიქრე, რადგან
ხუთშაბათს უკვე მიემგზავრებიან, მივალ და ბაღს მოვაწესრიგებ, ახალ მობინადრეებს
ყველაფერი ლამაზად რომ დახვდეთ-მეთქი. მყიდველების ამბავი ხომ იცით, ყველაფერს
აკვირდებიან. საკმაოდ დაბალი ფასი გადაიხადა – ათასი ფუნტი. ორმაგად კი გაყიდით,
მაგრამ, მე მაინც გული მწყდება.

ალექსი გაოგნდა:

– ჩემმა ქმარმა გითხრათ, რომ სახლს ვყიდით და ლონდონში გადავდივართ? ეს მარტინმა


თქვა?

– დიახ, მემ... არადა, ისე შეგეჩვიეთ, ეს სახლიც მიყვარს. აქ ყოველთვის კარგი ადამიანები
ცხოვრობდნენ, – განაგრძო მოხუცმა ისე, რომ ქალის გაფითრებული სახე არც შეუნიშნავს.

– დარწმუნებული ხართ, რომ არაფერი გეშლებათ? მგონი, ამ სახლშიც ორი ათასი ფუნტი
გადავიხადეთ.

– რას ბრძანებთ, მემ. მე კარგი მახსოვრობა მაქვს, მიუხედავად ჩემი ასაკისა. სახლის ფასიც
ზუსტად ვიცი. მე თავად ვიყავი მოწმე, როცა თქვენმა მეუღლემ ძველ მეპატრონეს თანხა
გადასცა. გამიკვირდა კიდეც, ასე იაფად როგორ მოურიგდა-მეთქი...

ალექსს სმენა დაეხშო და ყურებში თითქოს ზარებმა დაიწყეს რეკვა. მუხლებში სისუსტე
იგრძნო. მებაღისთვის არაფერი უთქვამს და გადაწყვიტა, იმ საღამოსვე დალაპარაკებოდა
ქმარს...

მარტინის რეაქცია წარმოუდგენელი იყო. როგორც კი ალექსმა ჰკითხა, რატომ უთხარი


მებაღეს, რომ ქალაქში გადავდივართ საცხოვრებლადო, კაცი ჭარხალივით გაწითლდა,
თვალებში ბოროტი ნაპერწკალი გაუჩნდა და შეშლილივით წამოხტა ფეხზე:

– სად, სად ნახე მებაღე? ჩუმად დაბაში იყავი, ხომ?! ჩემს დაუკითხავად წახვედი...
საინტერესოა, რას იძიებდი, კიდევ რა გაიგე? როგორ არ გრცხვენია, რომ ვიღაც
გამოშტერებულ მოხუცს ენდობი და საკუთარ ქმარს არა, რომელსაც ასე უყვარხარ?!
– მარტინ, რა დაგემართა, ასე რამ გადაგრია? მე შენ გენდობი. არც დაბაში ვყოფილვარ და არც
არაფერი გამომიკითხავს. უბრალოდ, კითხვა გაჩნდა და დავინტერესდი. ამაში საშინელებას
რატომ ხედავ?!

– შენ არ მენდობი... დილას ჩემი უბის წიგნაკიც ვერ ვიპოვე – ალბათ, ისიც შენ ამომაცალე.

– აი, შენი წიგნაკი, – ცრემლი მოერია ალექსს, – ბაღში ვიპოვე. საინტერესოა, ხვალ საღამოს
რის გაკეთებას აპირებ? გული მატკინე...

ქალმა წიგნაკი მიუგდო და ოთახიდან გავიდა. უკვე სერიოზულად შეეშინდა. ამ კაცს აშკარად
არ იცნობდა... „საფრთხე! საფრთხე!“ – ჰკარნახობდა ინტუიცია. იმასაც გრძნობდა, რომ
საშიშროება სულ ახლოს იყო. უცებ მარტინის ხმა შემოესმა – ბაღიდან ეძახდა...
სასოწარკვეთილმა მიმოიხედა. ხსნას არსაიდან ელოდა. ვერავინ უშველიდა. მთლიანად ამ
კაცის ტყვეობაში იყო... გარეთ გავიდა. კაცი ვარდების ბუჩქთან იდგა, ხელში ახალთახალი
ნიჩაბი ეჭირა და უღიმოდა:

– მაპატიე, რომ ავღელდი, საყვარელო... არ ვიცი, რა დამემართა. გეტყვი, რის გაკეთებას


ვაპირებდი ხვალ შენთვის – იაპონური ვარდის ნერგი ვიყიდე და, მინდა, ჩვენი სიყვარულის
ნიშნად დავრგოთ. ლონდონში გავგზავნე ადამიანი მის ჩამოსატანად. სწორედ ეს ვუთხარი
ჩვენს სულელ, ბებერ მებაღეს და იმან ყველაფერი არასწორად გაიგო...

ალექსს „მექანიზმი“ ჩაერთო: ღმერთო!.. ბუჩქი, ბაღი, ნიჩაბი... ის ახლა მომკლავს მიწაში
ჩამფლავს და ვეღარავინ მიპოვის...

– ალექს, ჩქარა, რაღას აყოვნებ? თუ, მე მოვიდე და ხელში აყვანილმა ჩამოგიყვანო ბაღში? ხომ
იცი, რომ მოგერევი...

ქალს უკვე პასუხის გაცემის თავიც აღარ ჰქონდა, უცებ ნიჩბის სიმძიმეც კი იგრძნო საკუთარ
თავზე, მუხლი მოეკვეთა და გონება დაკარგა... ბუნებრივია, არც გასროლის ხმა გაუგია.

თვალი რომ გაახილა, ბილ სტივენსონს ჰყავდა ჩაბღუჯული და მაგრად ჰკოცნიდა.

– ჩემი სულელი გოგო... სულზე მოგისწარი... ცოტა რომ დამეგვიანა, საკუთარ თავს
ვერასოდეს ვაპატიებდი. ყველაფერი ვიცი შენს ნაძირალა ქმარზე. ტყუილად კი არ შემეპარა
მის მგზნებარე სიყვარულში ეჭვი. შენამდე სამი ცოლი ჰყავს მოკლული – ისინი უკვალოდ
გაუჩინარდნენ და ვერც ვერაფერი დაუმტკიცეს. აი, საიდან ჰქონდა ფული. ნუ გეშინია,
საყვარელო, ის უკვე მკვდარია და ვეღარასოდეს შეგაწუხებს... რაც ცოლად გაჰყევი, ერთი
წუთითაც არ მომიდუნებია ყურადღება – სულ ვეძებდი, ვქექავდი და ამოვქექე კიდეც...

– ბილ... – ამოიკნავლა ქალმა სუსტი ხმით, – მეც მიკარნახა ინტუიციამ, რომ მკვლელი იყო,
მაგრამ, დაგვიანებით. მართლაც, როგორ გავყევი ცოლად კაცს, რომლის შესახებაც არაფერი
ვიცოდი?!
ორმაგი აფერა

სანამ საუბარს დაიწყებდა, ქალიშვილმა რამდენჯერმე ამოიოხრა და უხერხულად ჩაახველა,


თან შესამჩნევად გაწითლდა. მისტერ პარკერ პაინი მოთმინებით ელოდა, როდის ამოიღებდა
ხმას მისი კლიენტი.

– იმედი მაქვს, ჩვენი საუბრის შესახებ ვერავინ გაიგებს. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

– დიახ, მის, რა თქმა უნდა. ეს ჩემი ვალია.

– მისის... მე გათხოვლი ვარ და პრობლემაც ამაშია. იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ ჩემი
ქმარი ამ ყველაფრის შესახებ გაიგებს. დავიღუპები. წინდაუხედაობა გამოვიჩინე – მისგან
დაფარულად კაზინოში ვითამაშე. ჯერალდს სძულს აზარტული თამაშები. სულ ცოტა
იღბალი და ყველაფერი შესანიშნავად იქნებოდა, მაგრამ... მოკლედ, ვალები დამედო. რა უნდა
მექნა? – ქალიშვილი გაჩუმდა, – არც კი ვიცი, ყველაფერი უნდა გითხრათ თუ არა...

– თუ არ მეტყვით, ვერ დაგეხმარებით. საიდუმლოს შენახვა ვიცი, ეს ჩემი პროფესიაა –


გაამხნევა პაინმა.

– კარგი, – ქალიშვილმა მოსასხამის ჯიბიდან ხავერდის ძვირფასი ფუტლარი ამოიღო და


გახსნა. ბრილიანტის ბრწყინვალებამ თვალი მოსჭრა დეტექტივს. მან ბეჭედი ფუტლარიდან
ამოიღო და სინათლესთან ახლოს მიიტანა.

– შესანიშნავია, არაჩვეულებრივი! მისი ღირებულება რამდენიმე ათასი ფუნტია. იშვიათია


ასეთი სუფთა ბრილიანტი.

– მართალი ბრძანდებით. ამიტომაც გავბედე და მოვიპარე, მერე კი დავაგირავე. მის ჭეშმარიტ


პატრონს კი ყალბი ბრილიანტი – მისი ზუსტი ასლი გავუგზავნე. ადრე თუ გვიან, ჩემი
მეგობარი ამ სიყალბეს აუცილებლად შეამჩნევს, მე კი ელენ დორტგეიმერის დაკარგვა არ
მინდა. თანაც ის მაშინვე მიხვდება, რომ ეს მე გავაკეთე და აბსოლუტურად ყველა ნაცნობს
მოუყვება. არ მინდა, ოჯახი დამენგრეს.

– რანაირად მიხვდება, რომ თქვენ შეუცვალეთ ბრილიანტი?

– მე ბონდ-სტრიტზე ვცხოვრობ. მისი იუველირიც იქ არის. მთხოვა, თვალი ცოტათი


მოძრაობს და იქნებ გაამაგრებინოო. ახლა რა უნდა ვქნა? ვალები უკვე გავისტუმრე –
სრულიად მოულოდნელად ბიძა გარდამეცვალა და მემკვიდრეობა დამიტოვა.

– მივხვდი: გინდათ, რომ ბეჭედი დააბრუნოთ, თანაც შეუმჩნევლად. ხომ მართალია?

– დიახ, მაგრამ, ამას ვერ შევძლებ, გამორიცხულია.

– არც ისე რთული იქნება ყალბი ბრილიანტის ორიგინალით შეცვლა. მით უმეტეს, თუ
მეგობრობთ.
– არა, არა, არა! – ჯიუტად გააქნია თავი ქალიშვილმა – მისტერ პაინ, მე გადაგიხდით, კარგად
გადაგიხდით. დამაბრუნებინეთ ბრილიანტი!

– კარგი, კარგი. ვიფიქროთ. თქვენ რამე გეგმა გაქვთ?

– ორ დღეში დორტგეიმერებთან მეჯლისია. მე ვერ მივდივარ – ჩემს ქმარს არ უყვარს


მეჯლისები. ვიცი, რომ მოცეკვავეებს ეძებდნენ.

– ძალიან კარგი. იქნებ, ისიც მითხრათ, სად არის დორტგეიმერების სახლში სინათლის
ამომრთველი?

– მგონი, პირველ სართულზე, ჰოლში გასასვლელთან. ერთხელ როგორღაც შევნიშნე.

– ძალიან კარგი. ბეჭედს უკვე დამიტოვებთ?

ქალიშვილი შეცბუნდა.

– ხომ არ გეწყინებათ, თუ ზეგ დილამდე ჩემთან დავიტოვებ? რატომღაც მგონია, რომ ჩემთან
უფრო უსაფრთხოდ იქნება.

პარკერმა თავი დაუქნია.

... ელენ დორტგეიმერი მაშინვე მოხიბლა მოცეკვავის აღნაგობამ და ქათქათა,


მომაჯადოებელმა ღიმილმა. ამიტომ, გამოწვევასაც დაუფიქრებლად დასთანხმდა. მამაკაცის
ძლიერ მკლავს ბოლომდე მიენდო... მისი ნატიფი, არისტოკრატული თითები რომლებსაც
ბრილიანტის ბრწყინვალება ჰფენდა სხივებს, მორჩილად მინებდა მოცეკვავის მბრძანებლურ
ხელისგულს. მერე უცებ სინათლე გამოირთო, მაგრამ, ელენი ამას არ შეუშფოთებია, პირიქით,
ესიამოვნა კიდეც. თითქოს წაიფორხილა და კაცს მხარზე მიეყრდნო...

– ბეჭედი დაგივარდათ, მისის, – ალერსიანად წასჩურჩულა მან. სინათლე აინთო და


ბრილიანტმაც გაიბრწყინა. ელენმა თითი მორჩილად გაუწოდა და მოცეკვავემაც ბეჭედი
წამოაცვა...

პარკერმა სიამოვნებით მოიფშვნიტა ხელები:

– როგორც ვხვდები, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, – გაუღიმა ქალიშვილმა, – ბეჭედი


შეცვალეთ?

– დიახ, ჩემმა ასისტენტმა საქმეს თავი კარგად გაართვა. აი გამომართვით – პაინმა ქალიშვილს
ფუტლარი გაუწოდა.

– ო, როგორი მადლობელი ვარ!.. რამდენი უნდა გადაგიხადოთ?

პაინმა ჩეკი გაუწოდა.

– მხოლოდ თექვსმეტი ფუნტი და თერთმეტი შილინგი?

– სულ ეს არის?

– დიახ, მისის ნაომი, ეს არის ის ხარჯები, რომლებიც კომპანიამ ამ საქმეში გასწია.


– კი მაგრამ, თქვენი ჰონორარი?

– ჰონორარი არ მინდა.

ქალიშვილი შეიჭმუხნა.

– არ გინდათ? ეს რას ნიშნავს?

– ფუტლარი გახსენით, მისის ნაომი. შიგნით ზუსტად ის ბეჭედი დევს, რომელიც პირველი
ვიზიტისას მაჩვენეთ და არა ის, რომელიც მერე მომიტანეთ, – პაინმა დაჟინებული მზერა
მიაპყრო ქალიშვილს, რომელიც ჯერ გაწითლდა, მერე კი ცარცივით გათეთრდა.

– რაო?! რისი თქმა გინდათ ამით? – წამოიყვირა და წამოხტა.

– დაბრძანდით ნაომი, თქვენ ჭკვიანი ქალიშვილი ბრძანდებით და ზუსტად ამოირჩიეთ


ადამიანი, რომელიც თქვენი გენიალური ჩანაფიქრის, უფრო სწორად – აფერის
განხორციელებაში შეგიწყობდათ ხელს. დიახ, დიახ, თქვენ არც გათხოვილი ბრძანდებით და
არც არანაირი ვალები არ გქონიათ. ზოგადად, მომწონს ჭკვიანი და მოხერხებული ქალები,
მაგრამ, საკუთარი რეპუტაცია ძალიან ძვირად მიღირს. არა, არა, ნუ გამაჩერებთ. თქვენ იმ
ქალბატონთან მოახლედ მუშაობდით. მიხვდით, რომ ერთი ბრილიანტი მთელ თქვენს
ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა. მთავარი ისეთი გეგმის მოფიქრება იყო, რომელიც
მიზნამდეც მიგაღწევინებდათ და თქვენზეც არავინ მიიტანდა ეჭვს. ჩემ შესახებ საჭირო
ინფორმაცია შეკრიბეთ, მშვენიერი სცენარი დაწერეთ და ხელსაყრელ მომენტს დაელოდეთ.
მალე თქვენს ქალბატონს მოეჩვენა, რომ ბეჭდის თვალი ოდნავ მოძრაობდა და იუველირთან
თქვენ გაგატანათ. როგორ იქცევით თქვენ? – ჯერ მოდიხართ ჩემთან და მაჩვენებთ ნამდვილ
ბრილიანტს და თან გულისამაჩუყებელ ამბავს მიყვებით. მერე იუველირთან მიდიხართ და
ყალბ ბრილიანტს უკვეთავთ, ხოლო ნამდვილს ქალბატონს უბრუნებთ. დანარჩენი უკვე
ჩემზეა. ყალბი კი არ უნდა შევცვალოთ ნამდვილით, არამედ, პირიქით – ნამდვილი ყალბით
და ამ დავალებას პირნათლად ვასრულებ. მაგრამ, ძვირფასო, მე ხომ პარკერ პაინი ვარ და
ყველაფერს მივხვდი: ეს ის ყალბი ბრილიანტია, რომელიც წვეულების დილას მომიტანეთ და
მე ჩემს დამხმარეს მივეცი. ცეკვისას მას უნდა შეეცვალა ბეჭდები, მაგრამ, ეს არ გააკეთა – ჩემი
მითითებით, რა თქმა უნდა: ხომ გითხარით, ჩემი რეპუტაცია ძვირად მიღირს-მეთქი. წაიღეთ
თქვენი ყალბი ბრილიანტი, მისის; საკმაოდ კარგი ნამუშევარია, ნებისმიერს შეიყვანს
შეცდომაში, ოღონდ, მე არა – სიყალბეს პირველივე წუთიდან ვცნობ. ადრე თუ გვიან
ქალბატონი სიყალბეს აღმოაჩენდა და გაახსენდებოდა წვეულებაზე თავაზიანი, მომხიბლავი
ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თითიდან მომძვრალი ბრილიანტი მიაწოდა. ხოლო იმის
დადგენას, რომ ეს კაცი ჩემთან კავშირშია, დიდი დრო სულაც არ სჭირდება...

უნიჭო დუბლიკატი
მისის პეტერე საბერძნეთის პატარა კუნძულზე შვილის, ჩვიდმეტი წლის უილიარდის
ხათრით ჩამოვიდა. ახალგაზრდა კაცს ძალიან აინტერესებდა ძველი ბერძნული კულტურა და
ხელოვნება. ქალბატონი სიამოვნებით დაისვენებდა კანში ან სადმე ლაჟვარდოვან
სანაპიროზე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, მაგრამ შვილი ძალიან უყვარდა. ის კი არა,
სცადა, საკუთარ თავში სიძველეების ინტერესი გაეღვიძებინა, მაგრამ მეორე ექსკურსიის
შემდეგ, თავის ტკივილი მოიმიზეზა და სასტუმროში დარჩა. ბიზანტიური მოზაიკის
სანახავად კლდეზე ფეხით ხეტიალი, ბოლო წვეთი იქნებოდა მისი მოთმინების ფიალაში...

მისის პეტერემ ამოიოხრა და სასაუზმოდ ვერანდაზე გავიდა. მაგიდასთან რამდენიმე


ადამიანი იჯდა. მისტერ ტომპსონი მოსაუბრედ არ გამოდგებოდა – მეტისმეტად სიტყვაძუნწი
და თავდაჭერილი ჩანდა. მხოლოდ გაეცნო და სულ ეს იყო. იქვე ისხდნენ დედა-შვილი
იულიამსები – სხვათა შორის, ქალიშვილი კარგად უგებდა უილიარდს. ხელოვნებაზე
მსჯელობდნენ ხოლმე. მისის პეტერეს ვერ გაეგო, რატომ იცვამდნენ ეს ქალები უცნაურ
სამოსს – ბერძნული ტუნიკების მსგავსს სარაფნებს... და კიდევ იყო ერთი, მელოტი
ჯენტლმენი, თავაზიანი ღიმილით. მისის პეტერეც მას მიეკედლა. ისიც ხალისით აჰყვა
საუბარში, თან მისტერ ტომპსონს აკვირდებოდა.

„რაღაც ნაცნობი სახე აქვს, თითქოს სადღაც მინახავს, მაგრამ შეიძლება, მეშლება...“

ილაპარაკეს ცოტა ხელოვნებაზე, ცოტა უილიარდზე, ცოტა მისის პეტერეს განსვენებულ


ქმარზე... შუადღისას მისის პეტერე აივანზე წიგნით ხელში განმარტოვდა და სწორედ იქ
მიუტანა შიკრიკმა წერილი. კონვერტი ისეთი ჭუჭყიანი იყო, მისის პეტერემ ძლივს გახსნა და
ორად მოკეცილი ფურცელი ამოიღო. შინაარსი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა: „... ქალო! ამას
რომ მიიღებ, იცოდე, შენი შვილი ჩვენ გვყავს. ტყვეა, მაგრამ არაფერი დაუშავდება. კარგად
მოვექცევით, თუ მისი დედა, ანუ შენ, ჩვენს ყველა მითითებას შეასრულებს. 10 000 ფუნტი
სტერლინგი უნდა გადაიხადო და შვილი დაგიბრუნდება. იფიქრე, ქალო, იფიქრე – ფულს თუ
არ მოგვცემ, მოგკლავთ. ფულის მაგივრად შენი ბრილიანტის ყელსაბამიც გამოდგება. ვიცით,
რომ თან გაქვს. პოლიციაში მიხვალ და ვინმეს მოუყვები? – ჯერ ორივე ყურს მოვაჭრით და
გამოგიგზავნით, მერე მკვდარს ნახავ.

დიმიტრიუს შეუბრალებელი“

მისის პეტერე არ იყო სუსტი ქალი, მაგრამ ამ წერილმა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. ერთი
სული ჰქონდა, მთელი სასტუმრო ფეხზე დაეყენებინა და მშველელისთვის ეხმო...
ბრილიანტები არაფრად უღირდა, მაგრამ მისი ბიჭი, მისი არაჩვეულებრივი შვილი მაინც რომ
მოეკლათ?! ბევრი მსგავსი ისტორია გაეგონა. ლამის პოლიციაში წასვლა გადაწყვიტა, რომ
სასტუმროს ჰოლში თავის დილანდელ თანამოსაუბრეს გადააწყდა. მან გაუღიმა. მერე უცებ,
მაჯაზე მოჰკიდა ხელი და ვერანდაზე გაიხმო.

– რა მოხდა, მისის პეტერე? ვხედავ, რაღაც ნამდვილად მოხდა.

– ო, ღმერთო, არც კი ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა.


– უნდა თქვათ. მე შევეცდები, გიშველოთ.

– კი მაგრამ, როგორ?

– ო, მისის, ეს ჩემი პროფესიაა. მე პარკერ პაინი ვარ.

ვერანდაზე ვიღაცის ჩრდილი გაკრთა. კაცი სწრაფად წამოდგა და იქაურობა დაათვალიერა.

– მომეჩვენა, რომ აქ, ახლა ტომპსონი იყო. კარგი... თქვენი შვილის გამო ხართ შეშფოთებული?

– დიახ. როგორ გამოიცანით?

– უკვე გვიანაა. ის კი არ ჩანს. დედამისის თვალებში გამოუთქმელი შიშია. გავაგრძელო?!

– არა. აი, ნახეთ! – მისის პეტერემ წერილი გაუწოდა.

პაინმა ჩაახველა.

– ვიღაც კარგად არის ინფორმირებული. ბრილიანტები მართლა თან გაქვთ?

– დიახ. ჩემმა ქმარმა მიყიდა. იშვიათი ბრილიანტებია, მაგრამ ჩემი შვილის სიცოცხლე
გაცილებით ძვირად მიღირს.

– ეს გასაგებია, – მაგრამ მაინც დასანანია, ასეთი განძი ვიღაც შანტაჟისტებს დაუთმოთ. გული
არ გწყდებათ?

– რას მირჩევთ? ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დავაყენო?

– არა. ერთი იდეა მაქვს. აქ კარგ იუველირს ვიცნობ. დავურეკავ, მოვიყვან და თქვენს
ბრილიანტებს ყალბი თვლებით შევაცვლევინებ. ვერავინ მიხვდება.

– დიახ. როცა მეორე წერილს მივიღებ, მაშინ მეცოდინება, ყელსაბამი სად უნდა მივიტანო.

– ძალიან კარგი. მე ახლა სასტუმროს ადმინისტრატორის ოთახიდან დავრეკავ. თქვენ


ყურადღებით იყავით, რომ არავინ მომისმინოს.

მისის პეტერემ შეთქმულივით დაუქნია თავი. მიუახლოვდნენ თუ არა ადმინისტრატორის


მაგიდას, თითქოს მიწიდან ამოძვრაო, მათ წინ მისტერ ტომპსონი გაჩნდა. მისი ჭკვიანი,
მოუსვენარი თვალები დაკვირვებით ათვალიერებდნენ მისის პეტერეს და პარკერ პაინს.
მისის პეტერემ ტომპსონს ხმამაღლა გაუბა საუბარი და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა იმ
მიდამოებში მდებარე კერძო ვილებზე, რომელიმე ხომ არ ქირავდებაო? ტომპსონმა უთხრა,
მეც მაინტერესებდა ეგ ამბავი და მითხრეს, აქ ერთი ამერიკელი აქირავებს ვილას, მაგრამ
ამჯერად გაქირავებულიაო... მერე გაუღიმა და წავიდა.

იმავე საღამოს, გვიან პარკერ პაინის მეგობარი იუველირი მივიდა. პაინმა პეტერეს ყელსაბამი
გამოართვა. ორი საათის შემდეგ კი, უკანვე დაუბრუნა, პატარა, შავ ტომსიკასთან ერთად.

– ტომსიკაში თქვენი ბრილიანტებია. აბა, როგორი ნამუშევარია. მისის პეტერემ ხელი ხელს
შემოჰკრა.
– წარმოუდგენელია! ვერაფრით მიხვდები, რომ ყალბი თვლებია.

– ახლა დაველოდოთ, როდის და სად მოითხოვენ ყელსაბამის გადაცემას.

– უკვე მივიღე წერილი, – მისის პეტერემ მეორე, პირველზე არანაკლებ ჭუჭყიანი კონვერტი
გამოიტანა, – იცით, სად არის რაღაც ორაკული?

– დიახ. ხომ არ გნებავთ, ყელსაბამი იქ მე მივიტანო?

მისის პეტერემ სიხარულით დაუქნია თავი.

– ო, როგორი მადლობელი ვიქნები. მინდოდა, მეთხოვა და ვერ ვბედავდი.

– არაფერზე ინერვიულოთ. მალე დავბრუნდები, თანაც თქვენს ვაჟთან ერთად...

დილის შვიდ საათზე, მისის პეტერეს ნომრის კარი დაუკაკუნებლად გაიღო. ქალს მთელი
ღამე კოშმარები ესიზმრებოდა და ზღურბლზე მისტერ ტომპსონის დანახვაზე მთელი ხმით
იყვირა.

– როგორ ბედავთ, სერ?!.. ახლავე მიბრძანდით აქედან!

– მომიტევეთ, მადამ, ასეთი ადრიანი ვიზიტისთვის, მაგრამ...

ქალს უცებ გონება გაუნათდა.

– ესე იგი, არანაირი ავაზაკები არ ყოფილან... ჩემი შვილი თქვენ მოიტაცეთ... მისტერ
ტომპსონის უკან ქალმა საკუთარი შვილი დაინახა.

– უილიარდ, საყვარელო...

– დედა, უსამართლო ნუ იქნები, ამ კაცმა მე გადამარჩინა.

– რანაირად? როგორ?

– მადამ, კინაღამ თაღლითების მსხვერპლი გახდით. ინებეთ თქვენი ყელსაბამი, ის ტომსიკა


კი, თქვენმა „მეგობარმა“, ვინმე პარკერ პაინმა რომ მოგცათ, გადააგდეთ. ყალბი ქვებია.

მისის პეტერეს თვალები გაუფართოვდა.

– ეს როგორ მოხდა?

– იცით, რაშია საქმე? – გაეღიმა მისტერ ტომპსონს, – როცა ინკოგნიტოდ მოგზაურობ და უცებ
გესმის, შენი სახელით როგორ ეცნობა ვიღაც საეჭვო ჯენტლმენი ქალბატონს, ბუნებრივია,
კარგს არაფერს იფიქრებ. დანარჩენი კი ლოგიკის საქმეა. ნაძირლების ამოცნობა ხომ ჩემი
პროფესიაა.

– არამზადა! – ესღა აღმოხდა ქალს, – მე კი როგორ მივენდე...

– ქალბატონო, ბერძნები სტუმართმოყვარე ხალხია და მათ ძალიან უყვართ ტურისტები, მით


უმეტეს, არანაირი „დიმიტრიუს შეუბრალებელი“ ამ მიდამოებში არ არსებობს. შეგიძლიათ,
მენდოთ. მე კი, როგორც ვატყობ, ინკოგნიტოდ მოგზაურობაზე უარის თქმა მომიწევს.
მოერიდე ქალებს

ჯორჯ როულენდი ბიძამ გააბრაზა. მისი ერთადერთი მემკვიდრე იყო და, მემკვიდრეობის
დაკარგვის შიშით, კარგა ხანს მშვიდად იტანდა მოხუცის აბეზარ ხასიათს. მაგრამ, შობის წინა
საღამოს კლუბში მეგობრებთან ცოტა მეტი დალია და მეორე დღეს სამსახურში წასვლა
დაეზარა. ეს საკმარისი აღმოჩნდა სერ როჯერს როულენდისთვის, რომ ძმისშვილი კარგად
გამოეთათხა. ჯორჯი ნაბახუსევი გახლდათ, ამიტომ ბევრი არ უფიქრია, გაცეცხლებულმა
თავისი ნივთები მოხვეტა, პროვინციაში როულენდების საგვარეულო მამულის გასაღები
აიღო და სახლიდან წავიდა... მოხუცი არც კი ამდგარა თავისი საყვარელი სავარძლიდან,
თავისთვის კი ჩაიბურტყუნა – არა უშავს, გამოგელევა ფული და მომადგებიო...

სახლიდან გაქცეულმა ჯორჯმა უცებ ისეთი შვება იგრძნო, რომ რკინიგზის სადგურამდე
ღიღინ-ღიღინით მივიდა. ვატერლოოს ვაგზალი თითქმის ცარიელი იყო. თავს ფუფუნების
უფლება მისცა და პირველი კლასის კუპეს ბილეთი იყიდა. ხავერდის ბალიშებზე ნებივრად
მოკალათდა და ფანჯარა ჩამოსწია... დაიძრა თუ არა მატარებელი, გამაოგნებელი რაღაც
მოხდა: კუპეში ქარიშხალივით შეიჭრა ქალიშვილი, მისი სავარძლის ქვეშ უცერემონიოდ
შეძვრა და ტუჩებზე თითი მიიფარა. ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა, მაგრამ
ჯორჯმა მოასწრო მისი გარეგნობის შეფასება და იმის შემჩნევა, რომ წარმოუდგენლად
ლამაზი იყო. ქალიშვილი დაიმალა თუ არა, კუპეში შუა ხანს მიტანებული მამაკაცი შევარდა
ქოშინით.

– სად არის? – იკითხა აგრესიული ხმით.

– ბატონო ჩემო, როგორ იქცევით? უცერემონიოდ მივარდებით ჩემს სამფლობელოში! მე ამ


კუპეს ბილეთი ვიყიდე და თქვენ არანაირი უფლება არ გაქვთ, შემომეჭრათ და მყუდროება
დამირღვიოთ. ახლავე გამცილებელს დავუძახებ!

– ქალიშვილი... ის ხომ აქ შემოვიდა! თქვენთვისთვე აჯობებს, თქვათ, – კაცი უკან დახევას არ


აპირებდა.

– ახლავე მიბრძანდით აქედან! მე სერ ჯორჯ როულენდი ვარ და მწარედ განანებთ ამ


თავხედობას!

კაცმა ხმადაბალი გინებით დატოვა ვაგონი. ჯორჯმა ფანჯრიდან დაინახა, როგორ ჩახტა
მატარებლიდან და ერთხანს როგორ მისდევდა ბაქანზე. მერე გაუჩინარდა.

– შეგიძლიათ, გამოხვიდეთ, თქვენ ის ვეღარ შეგაწუხებთ.

ქალიშვილი სავარძლის ქვემოდან გამოძვრა.


– ო, რომ იცოდეთ, როგორი მადლობელი ვარ თქვენი! ძალიან დამეხმარეთ.

– როგორ გეკადრებათ, განსაკუთრებული არაფერი ჩამიდენია, მხოლოდ ჩემი ჯენტლმენური


ვალი მოვიხადე.

ჯორჯი თვალებს არ უჯერებდა. ასეთი სილამაზე არასოდეს ენახა. ქალიშვილი ზეციურ


არსებას ჰგავდა ოქროსფერი თმითა და ნაცრისფერი თვალებით. ჯორჯმა იფიქრა, რომ ასეთი
ქალისთვის ეშაფოტზეც კი თვალის დაუხამხამებლად ავიდოდა.

– ალბათ, მიზეზი გაინტერესებთ, ხომ ასეა?

– არა, არაფერი არ მაინტერესებს, აბსოლუტურად არაფერი.

– ის კაცი ბიძაჩემია, მე კი ერთი პატარა ქვეყნის პრინცესა ვარ. მაგათ, ანუ ბიძაჩემს, უნდა, რომ
მდიდარ ნავთობმაგნატზე გამათხოვოს. ამით ჩვენი ქვეყანა საგარეო ვალებს დაფარავდა.
ვიცი, რომ ეგოისტურად ვიქცევი, მაგრამ, არ მინდა, მთელი დარჩენილი სიცოცხლე ფულის
ტომარასთან გავატარო. მე სიყვარული მინდა.

ჯორჯს შეაჟრჟოლა. საიდანღაც მოვარდნილმა გრძნობამ ფეხის თითებიც კი გაუთბო.

– საგვარეულო მამულზე და ახალგაზრდა ვიკონტზე რას იტყვით? – ჰკითხა ათრთოლებული


ხმით.

ქალიშვილმა გადაიკისკისა.

– ელეონორა-ვიქტორია მქვია. სად არის თქვენი საგვარეულო მამული?

– გარეუბანში, როულენდში. წამოხვალთ ჩემთან ერთად? ახლა სწორედ იქ მივდივარ.

ქალიშვილმა ისევ გადაიკისკისა. ჯორჯის გული საბოლოოდ იყო განგმირული და


მონადირებული.

– ელეონორა... ვიქტორია... რა შესანიშნავია! ესე იგი, პრინცესა ხართ?

– დიახ და ეს ჩემი ჯვარია, – ამოიოხრა ქალიშვილმა – შეგიძლიათ, კიდევ ერთი სამსახური


გამიწიოთ?

– ო, ჩემო ძვირფასო, თუნდაც ათი იყოს... ასი... ათასი...

– არა, არა, ისედაც ძალიან შეგაწუხეთ. მხოლოდ ერთი და, პირობას გაძლევთ, ხმას აღარ
ამოვიღებ.

– რას ბრძანებთ, თქვენ რომ ლაპარაკობთ, ჩიტების ჭიკჭიკი მესმის.

– ვაგონ-რესტორანში მინდა გასვლა და მეშინია, ბიძაჩემს ჩასაფრება არ ჰქონდეს მოწყობილი.


გამომყვებით?

– დიახ, რა თქმა უნდა... დიახ... – ჯორჯი მეცხრე ცაზე იყო სიხარულით. მან თავისთვის უკვე
გადაწყვიტა, რომ უფლის ამ საჩუქარს ხელიდან არ გაუშვებდა და თან წაიყვანდა
როულენდში... ბიძა, ალბათ, გადაირეოდა სიხარულით, მემკვიდრეობასაც დაუტოვებდა და
ძვირფას საჩუქარსაც მიართმევდა პრინცესას...

ელეონორა ვაგონ-რესტორანში შევიდა. ჯორჯმა აქაც ჯენტლმენობა გამოიჩინა და მისთვის


მსუბუქი ლანჩი შეუკვეთა ყავასთან ერთად. ელეონორა ხელების დასაბანად გავიდა... ჯორჯი
სკამზე ცქმუტავდა. მან უკვე ისიც წარმოიდგინა, როგორ გაემგზავრებოდა იმ პატარა
სახელმწიფოში თავის პრინცესასთან ერთად. ესეც რომ არ ყოფილიყო, მარტო იმის
გაცნობიერებას, რომ ეს შესანიშნავი არსება მის გვერდით დაიძინებდა და გაიღვიძებდა,
ნეტარების მწვერვალზე აჰყავდა. ტკბილი ოცნებების ბურანში გახვეულმა ვერ გაიგო, დრო
როგორ გავიდა. უცებ მატარებელში ჩოჩქოლი ატყდა. გამცილებლები, ვიღაც შავებში
ჩაცმული მამაკაცები, გარბოდნენ და გამორბოდნენ.

– კი მაგრამ, რა ხდება? – იკითხა ჯორჯმა ისე, რომ საეჭვო არაფერი უგრძნია.

– პრინცესა ელეონორა-ვიქტორია გაქურდეს – მისი ძვირფასი მარგალიტები მოიპარეს.

ჯორჯი შეშლილივით წამოხტა. იმ წუთში ვერც კი გაიაზრა, რატომ იცოდა თითქმის მთელმა
მატარებელმა პრინცესის იქ ყოფნის შესახებ.

– პრინცესა გაქურდეს? ჩემი პრინცესა?

სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ორი კუნთმაგარი ჯეელი აქეთ-იქიდან ამოუდგა.


სიტყვაც არ ათქმევინეს, ისე მიაბრძანეს საკუთარ ვაგონში. იქაურობა უკვე გადაექოთებინათ
და ერთმა ტანდაბალმა მამაკაცმა, რომელშიც ჯორჯმა დილანდელი დაუპატიჟებელი
სტუმარი იცნო, შავი ხავერდის კოლოფი ცხვირწინ დაუტრიალა.

– ასეც ვიცოდი, თანამზრახველები ხართ! ელიზაბეტ მეინს ძალიან ეადვილება შენისთანა


ყმაწვილი კაცების გაბრიყვება. აბა, სად არის მარგალიტები?

– რომელი მარგალიტები? რა სისულელეს მელაპარაკებით! არანაირ ელიზაბეტ მეინს მე არ


ვიცნობ. ვიცი მხოლოდ პრინცესა ელეონორა-ვიქტორია, რომელიც თქვენგან დავიცავი და
რომელიც ჩემი მეუღლე გახდება – ჩემთან ერთად იცხოვრებს როულენდის მამულში.

– სულელი ნუ ხართ! აღიარეთ, რომ გაგაცურეს. ნამდვილი პრინცესა სამოცდათექვსმეტი


წლისაა და წარმოდგენა არ აქვს როულენდის მამულზე. ან იტყვით, სად წაიღეთ ის, რაც ამ
ფუტლარში იდო, ან ახლავე დაგაპატიმრებთ!

ჯორჯს სუნთქვა შეეკრა. არაფრით უნდოდა იმის დაჯერება, რომ ეს ზეციური არსება ქურდი
და თაღლითი იყო...

ტანდაბალმა კაცმა ამოიოხრა:

– ისევ დაგვისხლტა ხელიდან. მე კი თითქმის დავიჯერე, რომ შემეშალა და საქმე


კეთილშობილ ბატონთან მქონდა... სხვა გზა არ მრჩება, უნდა დაგაპატიმროთ...
შეყვარებული ალფონსი

მისტერ პარკერ პაინს ბევრი გულნატკენი, იმედგაცრუებული და ქმარზე გამწარებული ქალი


უნახავს, მაგრამ მისის პაკინგტონი განსაკუთრებული შემთხვევა აღმოჩნდა.

– ჩემს ქმარს ჩემი მოკვლა უნდა, – პირდაპირ განუცხადა, როგორც კი მის წინ სავარძელში
ჩაეშვა.

პარკერ პაინმა სათვალე შეისწორა:

– იქნებ, ჯერ მომიყვეთ, რაშია საქმე?

– უკვე გითხარით. ალბათ, ფიქრობთ, რომ პირდაპირ პოლიციაში უნდა მივსულიყავი, მაგრამ,
იქ დამცინებენ. მხოლოდ ჩემი ეჭვების საფუძველზე ვინ რას ეტყვის?

– ალბათ, მის ცხოვრებაში სხვა ქალი გამოჩნდა. ხომ ასეა?

– თქვენ რა, იცით?

პაინმა გაიცინა:

– ძვირფასო მისის, იცით, ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენი თქვენნაირი კლიენტი
მყავდა?

ქალმა ერთბაშად იფეთქა:

– ნაგავი, იაფფასიანი ძუკნა, შეღებილი თოჯინა!.. გაასულელა და გამოაშტერა, თავის ნება-


სურვილზე დაარბენინებს, ეს შტერი კი ამბობს, საეჭვიანო არაფერი გაქვსო. დამცინის.
მარტოსული, საწყალი ქალიშვილია და, უბრალოდ, ვეხმარები დეპრესიის დაძლევაშიო.
როგორი არამზადა უნდა იყო, ეს რომ თქვა!.. საჩუქრებს ყიდულობს, თანაც, ძვირფას
საჩუქრებს. თავისი გარდერობი მთლიანად განაახლა და პატარა ბიჭივით ამჩატებულია.
მთელ ჩემს ქონებას, რაც სიმწრით დავაგროვე, ქარს ატანს. საკუთარი თავისთვის ზედმეტად
არაფერი დამიხარჯავს, ახლა კი, როგორც უსარგებლო ნივთს, როგორც მოძველებულ ჩვარს,
ისე მექცევა. ორი დღის წინ კი მოვუსმინე, როგორ ელაპარაკებოდა იმ ძუკნას ტელეფონით:
ცოტაც მოითმინე, ძვირფასო, და მალე დავიხსნი თავს ბორკილებისგან, მერე კი სულ შენთან
ვიქნებიო... ეს რას ნიშნავს? ჩემი მოკვლა უნდა! ისე ვარ შეშინებული, სახლში საჭმელს ვერ
ვჭამ – მაგისგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი...

– შესანიშნავად მესმის თქვენი.

– ისეთი უბედური ვარ... – ცრემლები წამოუვიდა ქალს, – მართლა მიშველით?

– დიახ. თქვენი შემთხვევა სტანდარტულია, არაფრით არ არის განსაკუთრებული.

– შეუძლებელია... ჩემი შემთხვევა განსაკუთრებულია! – გაჯიუტდა ქალი.


– ენდეთ ჩემს გამოცდილებას, ქალბატონო... მაგრამ, ჩემი მომსახურება სამასი გინეა
დაგიჯდებათ...

ქალი შეკრთა.

– სამასი გინეა? ეს ხომ მთელი ქონებაა?! – შეიცხადა ქალმა.

– თქვენი სიცოცხლე და სიმშვიდე რამდენი ღირს, ქალბატონო?

ქალმა ამოიოხრა. ჩანთიდან ჩეკის წიგნაკი ამოიღო და გამოწერა.

– ახლა რა ვქნა?

– მშვიდად წაბრძანდით შინ, დილით კი ჩემს ინსტრუქციას მიიღებთ. იმოქმედებთ ამ


ინსტრუქციის მიხედვით, უსიტყვოდ დამემორჩილებით და, კიდევ – არავითარი
თვითშემოქმედება. ნუ გეშინიათ. თუ თქვენს ქმარს თქვენი მოკვლა მართლა აქვს
გადაწყვეტილი, რაშიც ეჭვი მეპარება, ის ამას ასე მალე არ გააკეთებს. უფრო იმ ქალის
დასამშვიდებლად და „დასაბმელად“ თქვა ის, რაც თქვა.

მისის პაკინგტონი სახლში დაბრუნდა. ქმარმა, როგორც ბოლო ხანს სჩვეოდა, დაურეკა და
უთხრა, რომ გვიან მივიდოდა – ფირმაში საქმეები გამომიჩნდაო. მისის პაკინგტონს არაფერი
უთქვამს, ისე დაკიდა ყურმილი. პარკერ პაინთან საუბარმა იმედი ჩაუსახა. მოუთმენლად
ელოდა დილის ფოსტას...

ინსტრუქცია საკმაოდ უცნაური შინაარსის აღმოჩნდა. ქალმა რამდენჯერმე გადაიკითხა ის და


ქმარს გახედა, რომელიც საუზმობდა და, თან, ვითომ რადიოსაც უსმენდა, სინამდვილეში კი
იმაზე ფიქრობდა, როგორ შეეთავაზებინა ჯეინისთვის ქურქის ყიდვა ისე, რომ ქალიშვილს
თავი შეურაცხყოფილად არ ეგრძნო.

– დღესაც, ალბათ, გვიან მოვალ, – უთხრა ცოლს და შესაძლო სკანდალის მოლოდინში


დაიძაბა.

– კარგი, გავიგე.

კაცს ცოტა გაუკვირდა, მაგრამ, რადგან სახლიდან იოლად „გაძრომის“ შანსი მიეცა, ხელიდან
აღარ გაუშვა – პალტო აიღო და კარი გაიხურა. მისის პაკინგტონმა სიას ჩახედა. საათების
მიხედვით იყო ჩამოწერილი: ვიზიტი სილამაზის სალონში, სტილისტთან; ფეხსაცმელების
მაღაზიაში... ბოლოს კი მიწერილი იყო: ვახშამი რესტორან „რიცში“. ქალმა დააპირა, დაერეკა
პარკერთან, მაგრამ, გაახსენდა, როგორი მკაცრი ტონით მოსთხოვა დამორჩილება და
გადაიფიქრა. მით უფრო, რომ ინსტრუქციაში გარკვევით ეწერა, ყველაფერი გადახდილიაო...

საღამოს 6 საათისთვის მისის პაკინგტონი გაოგნებული ათვალიერებდა საკუთარ


გამოსახულებას სარკეში... იქიდან სულ სხვა ქალი იყურებოდა: სიმპათიური, ლამაზიც კი;
მოდურად, ელეგანტურად ჩაცმული... გული სიამაყით აევსო და ის წლები დაენანა,
თითოეულ კაპიკს რომ უფრთხილდებოდა და გაცვეთილი, ფართხუნა სამოსით დადიოდა...
„რიცში“ კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი ელოდა: შამპანურითა და დელიკატესებით
გაწყობილ მაგიდასთან ახალგაზრდა, გასაოცარი გარეგნობის მამაკაცი იჯდა და მას ელოდა.
უცნობი გრაციოზულად ეამბორა ხელზე.

– მე კლოდ ლატრე ვარ, მადამ... გეგმის მიხედვით, თქვენზე ზრუნვა მაქვს დავალებული.
თქვენი ქმარი უნდა ვაეჭვიანოთ.

– ეს გაჭრის?

– მერე როგორ... ყოველთვის ჭრის. თქვენი ქმრისნაირი მამაკაცები ძალიან სწრაფად მოდიან
ხოლმე აზრზე. ჩვენ ყოველდღე შევხვდებით ერთმანეთს და საღამოებს სხვადასხვა გასართობ
ადგილას გავატარებთ, სანამ თქვენს ქმარსა და მის გულის ვარდს არ გადავაწყდებით.
ცეკვავთ?

– ახალგაზრდობაში ძალიან კარგად ვცეკვავდი... მაგრამ მას შემდეგ იმდენი წელი გავიდა...

– არა უშავს, ყველაფერი კარგად იქნება.

მეთერთმეტე დღეს, რაც კლოდ ლატრე ქალის ცხოვრებაში გამოჩნდა, ისინი საცეკვაოდ
„პროპოიცეში“ წავიდნენ – ყველაზე მოდურ საცეკვაო კლუბში... ამ ხნის განმავლობაში მისის
პაკინგტონი მთლიანად შეიცვალა – გაიფურჩქნა თავისი ახალგაზრდა კავალერის გვერდით,
რომელსაც უნებლიეთ ქმარს ადარებდა და უკვე ეცინებოდა, ამ ღიპიან, თმაგაცვენილ,
უბადრუკ არსებაზე რომ ეჭვიანობდა. ქალს სახეზე მუდმივად დასთამაშებდა ბედნიერი
ღიმილი, რაც, ბოლოს და ბოლოს, შეუმჩნეველი არ დარჩა მისტერ პაკინგტონსაც. იმასაც
ხედავდა, როგორ შეიცვალა მისი ცოლი გარეგნულად. პირადი გეგმები რომ არა, უფრო მეტ
ყურადღებას მიაქცევდა და, შეიძლება, თავისი აღფრთოვანებაც გამოეხატა, მაგრამ, ახლა
მხოლოდ კმაყოფილი იყო იმით, რომ ცოლი ზედმეტ შეკითხვებს არ აძლევდა და არანაირ
ემოციას არ გამოხატავდა საღამოობით მის დაგვიანებაზე...

მისტერ პაკინგტონი გაშეშდა... ისეთი შოკი დაემართა ახალგაზრდა მამაკაცის


საზოგადოებაში ცოლის დანახვაზე, რომ ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა. სამაგიეროდ,
მისის პაკინგტონი იყო მეცხრე ცაზე. ფრთაშესხმული ცეკვავდა და დაცინვით უყურებდა
ქმრის თანმხლებ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც სახეზე ეტყობოდა, რომ მხოლოდ ითმენდა
თავის მოსაწყენ, მოუხერხებელ, ბებრობაში ფეხშედგმულ კავალერს... იმ საღამომ კი ჩაიარა
მშვიდად, მაგრამ, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა – მისტერ პაკინგტონში რაღაც მოხდა:
საღამოობით ადრე დაიწყო სახლში დაბრუნება... როცა ცოლი ტელეფონზე საუბრობდა,
კისერწაგრძელებული ცდილობდა, მისთვის მოესმინა... სახლიდან წასულს რამდენჯერმე
უკან აედევნა და მოწმე გახდა მისი რომანტიკული შეხვედრისა...

მისტერ პარკერ პაინი ხელებს იფშვნეტდა. კლოდის ინფორმაციით, რომელსაც წარმატებით


იყენებდა ასეთ საქმეებში, სიტუაცია კულმინაციურ მომენტს უახლოვდებოდა. ხარჯი
ზომიერი იყო. მოგებაც – სოლიდური... მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი: მისტერ
პაკინგტონი გაქრა, ხოლო ორი დღის შემდეგ გაზეთებში მისი გარდაცვალების შესახებ გაჩნდა
ცნობა... პარკერ პაინმა კი მისის პაკინგტონის წერილი მიიღო.
„ძვირფასო პაინ... მე ახლა თავისუფალი, ბედნიერი ქალი ვარ და ამისთვის მადლობას თქვენ
გიხდით. გვერდით მყავს მამაკაცი, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი და ესეც
თქვენი წყალობით. თქვენს ინსტრუქციას ზედმიწევნით ზუსტად ვასრულებდი, მაგრამ,
ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა რთული ყოფილა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ
ჩავიდენდი იმას, რაც მე ჩავიდინე და რის გაკეთებაშიც ქმარს ვდებდი ბრალს... იმედია,
ხვდებით, რასაც ვგულისხმობ... დე, ეს უბედურ შემთხვევად დარჩეს. მით უმეტეს, რომ ჩემმა
ქმარმა კლუბებში ცეკვებით გული მართლაც გადაიღალა. რაც იყო, იყო... იმედი მაქვს ჩემი
საიდუმლო თქვენთან დარჩება. კლოდი არაჩვეულებრივია... დიდი მადლობა და
მშვიდობით...

კეთილშობილი მკვლელი

დეიდა ჯეინმა რეიჩელის დაპატიმრების ამბავი მისი ადვოკატისგან გაიგო. დეიდაშვილის


შვილის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობა ჰქონდა და პატარაობიდანვე ხშირად
იყო ხოლმე მასთან. გოგონას ჯიუტი ხასიათი მასში ინტერესს იწვევდა. მერე რეიჩელი
გაიზარდა და გათხოვდა ვინმე მისტერ დეიმენზე. დეიდა ჯეინს არ მოსწონდა ეს ქორწინება.
მიაჩნდა, რომ ძალიან შეუფერებელი წყვილი ერთად დიდხანს ვერ გაძლებდა, თუმცა,
ქორწინებამ ათ წელიწადს გასტანა. მაგრამ, უცებ გარდაიცვალა მისტერ დეიმენი –
ჯანმრთელი ადამიანი, რომლის სიკვდილსაც არავინ ელოდა. კიდევ უფრო მოულოდნელი კი
ის იყო, რომ მალე, ძირითადად, გავრცელებული ჭორების საფუძველზე, მისი მეუღლე
დააპატიმრეს ქმრის მოწამვლის ბრალდებით. დეიდა ჯეინი მეტისმეტად კარგად იცნობდა
თავის ნათესავს, რომ მისი მკვლელობის ამბავი დაეჯერებინა. ამიტომ, დაივიწყა ის წყენა,
რომელიც მის მიმართ ჰქონდა და რეიჩელთან შესახვედრად გაემართა, რადგან, რეიჩელი
დაჟინებით სთხოვდა მასთან მისვლას. ჯეინმა იცოდა, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთში დიდად
ვერ რიგდებოდა, მაგრამ, მკვლელობა მეტისმეტი იყო.

რეიჩელი სავალალო მდგომარეობაში დაუხვდა – ქალი ნერვული აფეთქების ზღვარზე იყო.


ჯეინი მოეფერა და ყველაფრის მოყოლა სთხოვა.

– წარმოგიდგენიათ? დასახლებაში ყველა ჩემკენ იშვერს თითს, რომ ქმარი მოვწამლე! ეს


უსამართლობაა!

– საყვარელო, ეს ისე არ მოხდებოდა... შეუძლებელია, რამე მიზეზი არ არსებობდეს.

– მიზეზი იცი. მძიმე ხასიათის ადამიანი იყო და ხშირად ვჩხუბობდით. სკანდალები ჩვენს
ოჯახში ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ბუნებრივია, მოსამსახურეები ჩვენზე ჭორაობდნენ –
პირს ხომ ვერ ამოვუკერავდი? იმ დღესაც, როცა გარდაიცვალა, დილით მაგრად ვიჩხუბეთ.
– მიზეზი?

– ხომ გითხარი? დეიმენს მძიმე ხასიათი ჰქონდა, ყველაფერზე შეეძლო სკანდალი მოეწყო.
ოთახში ავედი და ჩავიკეტე. მისი დანახვაც არ მინდოდა. მოსამსახურემ რომ დამიძახა და
ექიმიც მოვიყვანეთ, უკვე გვიან იყო – ცოცხალს ვეღარ მივუსწარი.

– ექიმმა რა თქვა?

– სოკოთი მოიწამლაო. მაგრამ, რატომღაც, ინსპექტორი დარწმუნებულია, რომ მე მოვწამლე.


მიუხედავად იმისა, რომ გოდფრი ზოგჯერ აუტანელი იყო, მაინც მიყვარდა. მოკვლაზე ხომ
არც მიფიქრია. რა სისულელეა!

– იქნებ, თავი მოიწამლა? – ვარაუდი გამოთქვა დეიდა ჯეინმა, – მე ვიცი, რომ შენს
გარდაცვლილ ქმარს სულით ავადმყოფები ჰყავს გვარში. იქნებ, შენი გოდფრი სუიციდისკენ
იყო მიდრეკილი?

– არა, სრულიად ნორმალური იყო. ფეთქებადი ხასიათით, მაგრამ, ნორმალური. აი, ჩემს
მამამთილს კი ზოგჯერ აქვს რაღაც „ჩავარდნები“. ჯანმრთელია, მაგრამ, ხომ გესმის... დეიდა
ჯეინ, მე არ მაწუხებდა ეს ადამიანი. მას თავისი მომვლელი ჰყავს. გოდფრის კი უნდოდა, ის
სულით ავადმყოფების თავშესაფარში მოეთავსებინა.

დეიდა ჯეინი დაფიქრდა. რეიჩელს ცრემლები გადმოსცვივდა.

– არაფერი არ მიშველის, გარდა სიკვდილისა. მე ციხეში ვერ გავძლებ. უბედურება ისაა, რომ
იმ დილით აფთიაქში ცოტა დარიშხანი ვიყიდე თაგვებისთვის და აფთიაქარმა დამიმახსოვრა.
ეს საშინელი დაბაა. ადამიანები მხოლოდ ჭორებით სულდგმულობენ. რამდენჯერ ვთხოვე
გოდფრის, გავყიდოთ სახლი და გავემგზავროთ აქედან-მეთქი.

დეიდა ჯეინმა, როგორც შეეძლო, ანუგეშა ქალი და უპირველესად იმ ექიმის მონახულება


გადაწყვიტა, რომელმაც მისტერ დეიმენის სიკვდილის დასკვნა დაწერა. ექიმი როულინსონი
ასაკში შესული კაცი აღმოჩნდა. მან თქვა, რომ, როცა შეშინებულმა მოახლემ მასთან დარეკა
და ის პაციენტთან მივიდა, ეს უკანასკნელი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო –
ბოდავდა და რაღაც გაუგებარ სიტყვებს ამბობდა. თვალის გუგები გაფართოებული ჰქონდა
და, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ის სოკომ მოწამლა.

– როგორც ჩანს, ის ვახშმის მერე გახდა ცუდად და ცოლს უხმო საშველად, მაგრამ, ვერ
გააგონა. ხმაურზე მოახლეს გაეღვიძა და მოხუცი დეიმენის მომვლელთან ერთად სასტუმრო
ოთახში ჩავიდნენ, ბატონის დანახვაზე შეშინებულებმა კი მე დამირეკეს.

– ექიმო, რადგან მოხუცი ჯენტლმენი ახსენეთ, მას თქვენ მკურნალობთ?

ექიმმა როულინსონმა მხრები აიჩეჩა:

– სამკურნალო არაფერი სჭირს, საკმაოდ ჯანმრთელია ფიზიკურად. მხოლოდ მხედველობის


წვეთებს ვუწერ და მისი დაავადების გამაკონტროლებელ დამამშვიდებელ საშუალებებს.
– თქვენც ფიქრობთ, რომ საცოდავი გოდფრი დეიმენი ცოლმა მოწამლა? – ჰკითხა დეიდა
ჯეინმა.

– რეიჩელი კარგი გოგოა. მიუხედავად იმისა, რომ ქმართან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა,
ვეჭვობ, მკვლელობაზე წასულიყო. თუმცა, ვერაფრით ავხსნი მის გულგრილობას, როცა ქმარი
საშველად უხმობდა და თავისი ოთახიდან არ გამოვიდა.

– თქვენ თქვით, რომ როცა პაციენტთან მიხვედით, ის ბოდავდა. ხომ ვერ გაიხსენებთ, რას
ამბობდა?

– გაუგებარ სიტყვებს. – მე ვერ მივხვდი, რისი თქმა უნდოდა, თუკი, საერთოდ, უნდოდა
რამის თქმა. როცა მზარეულს ველაპარაკე, მან თქვა, რომ რამდენიმე სოკო ცოტა საეჭვოდ
მოეჩვენა და ისინი გადაყარა. ვფიქრობ, მოწამვლა მაინც სოკომ გამოიწვია. გუგების
გაფართოება ამ მოწამვლის პირველი ნიშანია.

– დიახ, ასევე, ატროპინით მოწამვლის, – ჩაილაპარაკა დეიდა ჯეინმა, – თვალის წვეთები,


რომელსაც მოხუც ჯენტლმენს უწერდით, ალბათ, შეიცავს ატროპინს, ხომ ასეა?

– დიახ, რა თქმა უნდა, – ექიმმა გაოცებით შეხედა ქალს, – ამით რისი თქმა გინდათ?

– არაფრის. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. თუმცა, არცთუ უსაფუძვლო.

მოსამსახურე გოგონასაც და მზარეულსაც, დეიდა ჯეინმა პირველად ის ჰკითხა, ხომ ვერ


დაიხსომეს, რას ამბობდა მომაკვდავი.

– ისეთი შეშინებულები ვიყავით, რომ ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია.


თითქოს რაღაცას გვთხოვდა და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ შველას ითხოვდა. ექიმთან დავრეკეთ
და ქალბატონს დავუძახეთ, რომელიც მაშინვე არ გამოვიდა თავისი ოთახიდან.

– იქნებ, მაინც გაიხსენოთ, რა სიტყვა იყო? – ჩააცივდა დეიდა ჯეინი.

– მგონი, თევზის ბრიკეტიო, ახსენა, – ყოყმანით ჩაილაპარაკა მოახლემ.

– თევზის ბრიკეტი?

– ჰო, გაყინული თევზის ბრიკეტები რომაა. საწყალი, აგონიაში იყო.

– მისტერ დეიმენი, თუ არ ვცდები, ქიმიით იყო გატაცებული. შეიძლება მისი ბიბლიოთეკა


ვნახო?

მოახლემ მხრები აიჩეჩა, მაგრამ, კაბინეტამდე მაინც მიაცილა. ეჭვით უყურებდა ამ


ცნობისმოყვარე, ხანში შესულ ქალბატონს, გამომძიებელივით რომ სვამდა შეკითხვებს.
დეიდა ჯეინმა ორ საათზე მეტი გაატარა კაბინეტში. ლექსიკონებსა და ცნობარებში
იქექებოდა, მერე კი მოზეიმე სახით გამოვიდა და მოხუცი ჯენტლმენი დეიმენის ნახვა
მოინდომა.
– პირდაპირ გკითხავთ, – დაიწყო დეიდა ჯეინმა ოთახში შესვლისთანავე, – რატომ მოწამლეთ
საკუთარი შვილი? თქვენ მას სასმელში თქვენი თვალის წვეთების დიდი დოზა შეურიეთ.
ახლა პასუხი უდანაშაულო ადამიანმა, რეიჩელმა უნდა აგოს. ეს ხომ უსამართლობაა!

მოხუცს ყოყმანი დაეტყო.

– რეიჩელი მართლაც კარგი გოგოა. ის ყოველთვის მესარჩლებოდა, როცა ჩემი შვილი


ამბობდა, რომ სულით ავადმყოფთა თავშესაფარში უნდა გადავეყვანე. წინააღმდეგობას
უწევდა და ამის გამო ძალიან ჩხუბობდნენ. ერთხელაც, ვეღარ გაუწევდა წინააღმდეგობას და
ამიტომ მოვწამლე. ის ცუდი ქმარი და ცუდი შვილი იყო, მაგრამ, მართალი ხართ, რეიჩელმა
პასუხი არ უნდა აგოს იმისთვის, რაც არ ჩაუდენია. მზად ვარ, ინსპექტორთან იგივე
გავიმეორო.

დეიდა ჯეინი რეიჩელს თმაზე მიეფერა:

– ჩემი ჯიუტი და სულელი გოგო... ხომ გეუბნებოდი, რომ ეს კაცი შენი შესაფერისი არ იყო.
ბრიკოკარპინი – ეს არის ატროპინის გამანეიტრალებელი საშუალება. აი, რას ითხოვდა შენი
ქმარი და ვერავინ მიუხვდა.

მაგიური მკვლელი

ახალგაზრდა, 23 წლის კაცი, ფილიპ კარმაიკლი, მოულოდნელად უცნაურ მდგომარეობაში


აღმოჩნდა. მისმა ექიმმა შეშფოთებულმა მიმართა პუაროს და სთხოვა, კრიტიკული
სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში დახმარებოდა.

– ვშიშობ, ამ კეთილშობილ ახალგაზრდას სერიოზული საფრთხე ემუქრება. ის აწ


განსვენებული სერ უილიამ კარმაიკლის შვილია, უოლდის გრაფის. ბოლო თერთმეტი წელი
საფრანგეთში ცხოვრობდა. ბარონეტი ინგლისში მხოლოდ მამის გარდაცვალების შემდეგ
დაბრუნდა. ხუთი წლის წინ, უილიამმა მეორედ იქორწინა. ახალი ლედი კარმაიკლი
ეფექტური გარეგნობის, თუმცა, ძალიან უცნაური ქალია.

– რაში გამოიხატება მისი უცნაურობა?

– როგორ გითხრათ... – ექიმმა პენსნე მოიხსნა და უხერხულად შეიშმუშნა, – როცა მას


ველაპარაკები და ვუყურებ, უცნაური, აუხსნელი შიში მიპყრობს, გაუგებარი შიში,
მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგი ვარ. თუმცა, თავადაც ნახავთ.

– ახალგაზრდა ბარონეტზე მიამბეთ, – პუარო უფრო მოხერხებულად მოკალათდა


სავარძელში და თვალები მოჭუტა.
– 23 წლის არის, აბსოლუტურად ნორმალური, საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობის,
განათლებული, მდიდარი, ბრწყინვალე მომავლით. რომ იტყვიან, ინგლისის ნაღები
საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელია... ულამაზესი საცოლეც ჰყავს და, უცებ, ერთ
დილით, ვეღარ ცნობს ნაცნობ-ახლობლებს, ვერც ოჯახის წევრებს...

– ოჰო, საინტერესოა! თქვენ რა დასკვნა გააკეთეთ, ექიმო?

– ვერანაირი და პრობლემაც ესაა. არანაირი წინაპირობა არ ყოფილა, არანაირი. ვერც იმას


ვიტყვი, რომ რამეს მალავს.

– ექიმო, ყოყმანს გატყობთ, რაღაცას არ მეუბნებით. ყველაფერი უნდა ვიცოდე.

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა... ეს თავად ბარონეტს არ ეხება. თვითონ სახლშია რაღაც მძიმე,
იდუმალი ატმოსფერო და ამას ვერ ვხსნი. ამიტომაც მოვედი თქვენთან და, მინდა, რომ
გამომყვეთ.

– მდაა... ასეთ სიტუაციებში, ათიდან ცხრა შემთხვევაში, საქმე თაღლითობასთან გვაქვს


ხოლმე. მაგრამ, სერ უილიამ კარმაიკლს ვიცნობდი. თან, თქვენც ამბობთ, რომ ბარონეტს
საფრთხე ემუქრება. თავი ვალდებულად მიმაჩნია, ინგლისის ნაღებ საზოგადოებას
თვალსაჩინო წარმომადგენელი შევუნარჩუნო.

კარმაიკლების სასახლე ულამაზესი, საგულდაგულოდ მოვლილი ეზოს შუაგულში იდგა და


თეთრად ქათქათებდა.

– აი, ეს არის სახლი, რომელშიც აშკარად რაღაც ხდება. მესიე პუარო, დარწმუნებული ვარ,
თქვენ ახდით ფარდას ამ საიდუმლოს, – თქვა ექიმმა, – სახლში ოთხი წლის ბიჭუნაც არის.
ლედი კარმაიკლს სერ უილიამისგან შეეძინა. მშვენიერი ბავშვია.

– აჰა, უკვე მეორე მემკვიდრეც გამოიკვეთა. კარგი, მოდი, ადგილზე ვნახოთ ყველაფერი.

– წარმოიდგინეთ, მომავალ თვეში ქორწილი უნდა ყოფილიყო. საწყალი მის ფელისია


პატერსონი ახლა აქ არის.

პუარომ თანაგრძნობით დაუქნია თავი. ლედი კარმაიკლი მართლაც ლამაზი, ორმოც წლამდე
ასაკის ქალი აღმოჩნდა. ის ქედმაღლურად მიესალმა პუაროსა და ექიმს.

– კარგია, რომ ჩამოხვედით, ექიმო არსტარს. ძალიან შეწუხებულები ვართ. საწყალი ფილიპის
მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. მე არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ, მგონია, რომ პიროვნების
გაორება სჭირს. ეს არსება ფილიპი არ არის და ფელისიაც ამას ამბობს.

– იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი მოგვარდება.

– ჰო, რა ვიცი... – ლედი კარმაიკლმა თეატრალურად ამოიოხრა და პუაროს შეხედა. იყო მის ამ
გამოხედვაში რაღაც ავბედითი.

– შეიძლება, ბარონეტს ველაპარაკო? – იკითხა პუარომ.


– ვშიშობ, ვერ დაელაპარაკებით. იშვიათად გამოდის თავისი ოთახიდან. სადილზე ჩამოვა და
სცადეთ.

სადილობამდე პუარო ბარონეტის საცოლეს, მის ფელისიას შეხვდა.

– ექიმო, როგორ მიხარია, თქვენი ნახვა. ძალიან ცუდად ვარ ფილიპის გამო, – ჰაეროვანი
არსება ჩურჩულზე გადავიდა, – იცით, მგონი, ჩემს საქმროში კატის სული ჩასახლდა.

– კატის? – ექიმმა პუაროს გადახედა, – მის ფელისია, გესმით, რას ამბობთ?

ქალიშვილმა თავი დაუქნია:

– თქვენ ხომ იცით, რომ ლედი კარმაიკლს კატა ჰყავდა, დიდი, ციმბირული ჯიშის, რომელიც
მოულოდნელად გაუჩინარდა, ლედი კარმაიკლი ამტკიცებს, რომ კატა არხში დაიხრჩო...
ხოლო მისი მოხეტიალე სული ფილიპში ჩასახლდა. ჩემი საცოდავი ფილიპი... მას ხომ ჩვევად
ჰქონდა საღამოობით არხის პირას სეირნობა. იცით, რომ ღამით დგება და დახეტიალობს?
რძეს სვამს და წუხელ სახლის პარაპეტზეც ნახეს.

– ექიმო, თქვენ გსმენიათ ფსიქოლოგიაში მსგავსი შემთხვევის შესახებ?

ექიმმა მხრები აიჩეჩა:

– არსებობენ ადამიანები, რომლებიც ღამით დგებიან და დადიან, მაგრამ, ისინი ამას


შეუცნობლად აკეთებენ, დღისით კი აბსოლუტურად ჩვეულებრივად ცხოვრობენ. ასეთი
ფაქტი კი არ მახსენდება.

ფილიპი პუარომ სადილობისას ნახა. ახალგაზრდა კაცმა სწრაფად, ხმის ამოუღებლად


დახვრიპა რძე და მერე, მთელი საღამოს განმავლობაში, მალულად ათვალიერებდა ოთახში
მყოფებს. მხოლოდ დედინაცვალს უმზერდა სხვანაირი, ალერსიანი მზერით. თავად ლედი
კარმაიკლი თითქოს შეეცადა, სუფრასთან გამეფებული მძიმე ატმოსფერო გაენეიტრალებინა
და რამდენჯერმე საუბრის წამოწყება სცადა. მოგვიანებით, პუარომ ექიმს უთხრა:

– ლედი კარმაიკლის შესახებ რაც თქვით, მართალი იყავით. მის ძარღვებში აშკარად ჩქეფს
აღმოსავლური სისხლი. მეტსაც გეტყვით, ოკულტისტურ ძალასაც უნდა ფლობდეს.
დარწმუნებული ვარ, ის თავს გვაჩვენებს, რომ შეწუხებუ ლია გერის მდგომარეობით. თუ
ფილიპი ცოცხალი და მით უმეტეს, საღ გონებაზე დარჩება, მისი შვილი ვერც მამის ტიტულს
ეღირსება და ვერც მემკვიდრეობას მიიღებს; მხოლოდ უმნიშვნელო ნარჩენებს უნდა
დასჯერდეს... რას იტყვით, მოტივი გამოიკვეთა?

– მოტივი? დიახ, მაგრამ, ფილიპის მდგომარეობასთან დედინაცვლის სურვილებსა და


ამბიციებს რა კავშირი აქვს? გინდათ, მითხრათ, რომ ჯადოქარია, ბარონეტი მოაჯადოვა და
თავისი მკვდარი კატის სული მასში ჩაასახლა?

– ექიმო, თქვენ ეს რეალობად მიგაჩნიათ?

– მეცნიერების თვალსაზრისით, არა. თუმცა, თუ ამბობთ, რომ ქალში ოკულტისტური


შესაძლებლობები შეამჩნიეთ...
– დიახ. ოკულტისტური შესაძლებლობები და ჰიპნოზის უნარი, მაგრამ, ეს საკმარისი არ არის
ადამიანის მოსაკლავად.

– მოსაკლავად? გინდათ, თქვათ, რომ ლედი კარმაიკლი გერს მოკლავს?

– აუცილებლად და ეს არავის გაუკვირდება.

– კი მაგრამ, რანაირად?

პუარომ გაიცინა:

– როდისმე გინახავთ, როგორ იქცევა ადამიანი, რომელიც ოპიუმშერეულ რძეს სვამს?

– რა?!

– დიახ. თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ ფილიპი ამ საშუალებით ჰყავს გაბრუებული, მერე კი
– ჰიპნოზი. ამაღამ აქ უნდა დავრჩე და ვნახო, რა ხდება.

– თქვენ როგორ გგონიათ, რა უნდა ხდებოდეს?

– წეღან მის ფელისიას ვთხოვე და ფილიპის ოთახი მანახვა. იქ სულ დგას გრაფინი რძით.
ლედი კარლმაიკლი ღამითაც ასმევს ოპიუმიან რძეს გერს. ჩვეულებრივ, ამ გზით
მოწამლულებს წყურვილის დაუოკებელი სურვილი აქვთ. იცით, რა მოხდება? მკვლელი
ოპიუმის დოზას ნელ-ნელა გაზრდის. მერე ბარონეტი სახლის პარაპეტიდან ჩამოვარდება ან
არხში ჩაიხრჩობა – ერთი სიტყვით, უბედური შემთხვევების ფართო სპექტრია...

– ახლა რა უნდა ვქნათ?

– ღამეს უნდა დაველოდოთ. რაც შეეხება ბარონეტს, როცა ის ნარკოტიკის, თანაც, რძეში
შერეული ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ აღარ იქნება, თქვენ სწრაფად შეძლებთ ამქვეყნად
მის მობრუნებას.

პუარო მართალი აღმოჩნდა. ლედი კარმაიკლი იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ


ძლევამოსილებაში, რომ ელემენტარული სიფხიზლეც არ გამოუჩენია. პუარო და ექიმი იმ
დროს დაადგნენ თავზე, როდესაც გრაფინში მუქ სითხეს ასხამდა. ქალმა წარმოუდგენელი
წინააღმდეგობა გაუწია: მთელი ხმით წიოდა. გრძელი ფრჩხილებით პუაროსთვის სახის
დაკაწვრას ცდილობდა. ექიმის გასაოცრად, მას ჰიპნოზითა და ოპიუმით გაბრუებული
ფილიპიც წამოეშველა – როგორც ჩანს, დედინაცვალმა ის საკუთარ პერსონაზე
დამოკიდებული გახადა. საბედნიეროდ, პოლიციის ლეიტენანტმაც მოუსწროთ, რომელიც
პუარომ გააფრთხილა.

მიუხედავად იმისა, რომ ლედი კარმაიკლი გერის დაბინდულ გონებას სისტემატურად


აპროგრამებდა – ჩააგონა მას, რომ კატა იყო და ტკბებოდა მოსალოდნელი გამარჯვების
განცდით, ბარონეტი მაინც გადარჩა. რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ კი მან მის
ფელისიაზე იქორწინა...
შენიღბული ქურდობა

მის მარპლს უყვარდა, როცა მასთან ინსპექტორი ჯეპი მიდიოდა და საკუთარი მარცხის
შესახებ უყვებოდა. ამჯერადაც რაღაც ამბის გასამხელად მივიდა – ოლდ-ჰოლში ქურდობა
მოხდა. ამ ძველისძველ, ვიქტორიანული ეპოქის შენობაში ოთხი მობინადრე ცხოვრობდა.
ერთი ფლიგელი მდიდარმა, ექსცენტრიკულმა შუა ხნის ქალბატონმა დაიკავა, რომელსაც
ჩიტები ისე ძალიან უყვარდა, რომ ბაღში მათ ნადიმებსაც კი უწყობდა; მეორე ბინაში
გადამდგარი მოსამართლე და მისი ცოლი ცხოვრობდნენ. მესამეში – ახალგაზრდა წყვილი
შესახლდა. რაც შეეხება მეოთხე საცხოვრებელ ფართს, სახლის მფლობელმა ის ორ, შინაბერა
დას მიაქირავა. მეზობლებს ერთმანეთთან საერთო არაფერი ჰქონდათ და, შესაბამისად, არც
ეკონტაქტებოდნენ. შინაბერა დებს ერთადერთი მოსამსახურე გოგო ჰყავდათ, რომელიც დიდ
კმაყოფილებას არ გამოთქვამდა თავისი ქალბატონების მიმართ და მათი უცნაურობების
შესახებაც ყველასთან ყვებოდა. ორი დიდან უფროსი იყო მის ლავინია, რომელიც
გულმოდგინედ ზრუნავდა თავის ორი წლით უმცროს დაზე – ემილიზე. ემილია იმით იყო
გამორჩეული, რომ საკუთარი თავი უმძიმეს ავადმყოფად ჰყავდა გამოცხადებული. იმდენ
შესაძლო და ვირტუალურ დაავადებას იგონებდა, სხვა ადამიანი მის ადგილას, მკვდარი თუ
არა, ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მაინც იქნებოდა. მაგრამ, როგორ
უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, მის ემილიას ერთხელაც არ მიუმართავს დოქტორი
ჰეიდოკისთვის, იჯდა თავის ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში და საკუთარი დის გარდა
არავის ეკონტაქტებოდა. მის ლავინია კი ყველას უმტკიცებდა, ჩემი დაიკოს შემთხვევა
განსაკუთრებულია და, საწყალი, საშინლად იტანჯებაო... მერე, მოულოდნელად, დებმა
ძვირფასი ყელსაბამი დაკარგეს და ქურდად ლამის მოსამსახურე გოგო გამოაცხადეს. საწყალი
გლედისი კინაღამ მოკვდა ნერვიულობით. შეიძლება, ცოტათი ქარაფშუტა კი იყო, მაგრამ, მის
პატიოსნებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. საბედნიეროდ, რამდენიმე დღის შემდეგ ყელსაბამი
გამოჩნდა – სამკაულების ყუთის ერთ-ერთ უჯრაში, კუთხეში იყო მიგდებული. თუმცა,
გლედისი მაინც გაუშვეს იმ ბრალდებით, რომ მთელი ჭურჭელი დაამტვრია. ინსპექტორი
ჯეპი თავს იტეხდა ამ ყველაფრის გამო: ნუთუ ყელსაბამი მართლა მოსამსახურემ მოიპარა,
მერე კი შეშინებულმა დააბრუნა? თუ გლედისი ქურდი იყო, მაშინ, უახლოეს მომავალში,
ოლდ-ჰოლში კიდევ ექნებოდა მსგავს შემთხვევას ადგილი. მის მარპლმა მოინახულა დები და
ლავინიას მოსამსახურის ამბავი „შეაპარა“. ურჩია, დღეს პატიოსანი მოსამსახურის შოვნა
ისეთი ძნელია, ორი-სამი თეფშის გატეხას კი უნდა შეელიოო. გლედისის მშობლებს ვიცნობ,
პატიოსანი, წესიერი ხალხიაო... მის ლავინიამ ჯიუტად გააქნია თავი და ჯეპის სიტყვები
გაიმეორა. ყელსაბამი მაგან აიღო და მერე დააბრუნა: ამიტომ, ვეღარ ვენდობითო. ბოლოს კი
მისის მარპლს ჰკითხა, ჩემს საწყალ დას ხომ არ მოინახულებთ, გაუხარდებაო...

მის ემილიას ოთახში მუქი ფერის ფარდები ბოლომდე იყო დაშვებული, თავად ავადმყოფი კი
საწოლზე იწვა და სიბნელეში სახე წესიერად არ უჩანდა. მის მარპლს სუსტი ხმით გადაუხადა
მადლობა ყურადღებისთვის. მის მარპლმა მხოლოდ მისი გახუნებული, ყვითელი თმის
აწეწილი ბუჩქი გაარჩია ბალიშზე... და, კიდევ, არწივისებური ცხვირი. ოთახის ჰაერი
ოდეკოლონის, ქაფურისა და მიქსტურების სუნით იყო გაჟღენთილი. მის ემილიმ მომენტით
ისარგებლა და კიდევ ერთხელ იწუწუნა თავის მძიმე მდგომარეობაზე და იმაზე, როგორ
ტვირთად აწვა თავის დას.

რამდენიმე დღეში მთელ დასახლებას იმედი გაუცრუა ცნობამ იმის შესახებ, რომ დებმა მაინც
იპოვეს ახალი მოსამსახურე, თანაც, უმწიკვლო რეპუტაციით. ყველას ეგონა, რომ ოლდ-
ჰოლში მისვლას არავინ გარისკავდა, მაგრამ, სიტუაცია საეჭვოდ სწრაფად ჩადგა კალაპოტში.
მის მარპლი ყოყმანით აქნევდა თავს, როცა დების ახალი მოსამსახურის ქება-დიდება ესმოდა.
მერი ჰიგინსი – სკინერების „საგანძური“ – ოცდაათი წლისა თუ იქნებოდა. საკმაოდ
სანდომიანი გარეგნობა ჰქონდა, შავი თმა და ჯანმრთელი, გადატკეცილი კანი. თანაც, ძალიან
გემოვნებით, აკურატულად იყო ჩაცმული. მის მარპლმა ერთხელ ნახა ის და კიდევ უფრო
გაუმძაფრდა ეჭვი, რომ ახალი მოახლე უჩვეულოდ უნაკლო იყო. სამაგიეროდ, დები იყვნენ
აღფრთოვანებულები. ლავინია ყვებოდა, ჩემს დას მერი ისე უვლის, ლამისაა, ცხოვრების
ხალისი დაუბრუნდესო. მის მარპლმა ინსპექტორი თავისთან დაიბარა და უთხრა:

– ეჭვი მაქვს, ეს მერი ჰიგინსი მალე აორთქლდება. ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ ყველაზე
სერიოზულ უსიამოვნებას სწორედ ასეთი უნაკლო ადამიანისგან უნდა ელოდე, თანაც,
სრულიად მოულოდნელად.

მის მარპლის „წინასწარმეტყველება“ ახდა: ზუსტად ოცდაერთი დღის შემდეგ „მერი-


საოცრება“ გაქრა – ისე აორთქლდა, როგორც ვარდის ფოთლიდან დილის ნამი; თანაც, მარტო
კი არ გაქრა, თან სოლიდური რაოდენობის განძეულიც გაიყოლა. იმ დღესვე ნათელი გახდა,
რომ დების მოსამსახურემ მეზობლებთანაც „წაიმუშავა“ – როგორც ჩანს, მისთვის პრობლემას
არ წარმოადგენდა ოთხივე ბინის გასაღებების ასლების გაკეთება. ახალგაზრდა მისის
დევერიემ თავისი საყვარელი ბრილიანტები დაკარგა, რომელიც ქორწილის დღეს აჩუქა
მეუღლის ოჯახმა. ბრილიანტებთან ერთად გაუჩინარდა მისი ძვირფასი ქურქიც.
მოსამართლემ და მისმა ცოლმა ძვირფასეულობა და საკმაოდ სოლიდური თანხა დაკარგა.
ყველაზე მეტად კი მაინც მისის კარმაიკლი დაზარალდა: მას თავისი ჩიტებისთვის
ყველაფერი საუკეთესო ემეტებოდა და გალიები მთლიანად ოქროთი და ძვირფასი თვლებით
ჰქონდა მოჭედილი. მისის კარმაიკლი ოქრო-ბრილიანტს იმდენად არ დარდობდა,
რამდენადაც თავის საყვარელ ჩიტუნიებს. დარდისგან ლოგინადაც კი ჩავარდა. მის ლავინია
გამუდმებით ტიროდა. მისი დის ავადმყოფობა ისე გართულდა, რომ უკვე ოთახიდანაც აღარ
გამოდიოდა. ინსპექტორი ჯეპი შეშლილივით დარბოდა აქეთ-იქით. მოსამსახურე თითქოს
ცამ ჩაყლაპაო და, სწორედ ამ დროს, მის მარპლმა ის ჩაიზე დაპატიჟა. მასპინძელს თვალები
საეჭვოდ უბრწყინავდა.

– რა ოსტატურად არის მოფიქრებული, არა, ჯეპ?

– ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ, მის მარპლ.

– ამ ქურდობაზე მოგახსენებთ და უზადო რეპუტაციის მოახლეზე. მის კვალს ხომ ვერ


მიაგენით? ჰოდა, ვერც მიაგნებთ, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი ბუნებაში არ არსებობს.
– რაო?! ეგ როგორ?!

– ახლავე მოგიყვებით. შეიძლება, შოკშიც ჩავარდეთ, მაგრამ ფაქტს ვერსად წაუვალთ – ქურდი
მის ემილია.

ჯეპი გველნაკბენივით შეხტა:

– მის მარპლ, ეს წარმოუდგენელია!

– სრულიად წარმოსადგენი და რეალურია. ჯერ მომისმინეთ. დავიწყოთ იმით, რომ


„სასოწარკვეთილი“ დები ლონდონში გადასაბარგებლად ემზადებიან. არგუმენტები გულის
ამაჩუყებელი აქვთ – მათ მორალური პასუხისმგებლობა აწუხებთ, მეზობლები რომ
დააზარალეს. თანაც, მის ლავინიამ თქვა, რომ ამ ამბავმა მისი და სიკვდილის პირას მიიყვანა
და კვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაცია სჭირდება.

– ჰო, ყველა მის მძიმე მდგომარეობაზე ლაპარაკობს.

– ჰოდა, ძაღლის თავიც მანდ არის დამარხული. ეს დები გაქნილი თაღლითები არიან. როცა
მათთან ბოლოს ვიყავი სტუმრად, პალტო მერიმ მომაწოდა, მოსამსახურემ. მე ხელჩანთა
სპეციალურად დავაგდე ძირს, ისიც მერიმ მომაწოდა და, ბუნებრივია, თითების ანაბეჭდებიც
დატოვა. ჩანთას ახლავე მოგართმევთ და ადვილად დარწმუნდებით, რომ მეზობლების
ბინაში აღმოჩენილი თითების ანაბეჭდების იდენტურია. მე ეჭვი მის ემილიზე ადრევე
გამიჩნდა. ის საცოდავი გოგო, პირველი მოახლე, ტყუილად კი არ მოიშორეს თავიდან.
ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ, თანაც, უმნიშვნელო დეტალებამდეც კი. ერთადერთი, მე
ვერ გამითვალისწინეს. გინახავს ავადმყოფი, რომელიც ექიმს არასოდეს აკითხავს? მის ემილი
წესიერად თვალით არავის უნახავს. მუდმივად ჩაბნელებულ ოთახში, ლოგინში მწოლარე
იღებდა სტუმრებს. ქერა თმა კი მხოლოდ პარიკი იყო. ავადმყოფის ნიღაბს მიღმა, ჩემო
ძვირფასო ჯეპ, ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე არსება იმალებოდა. გეუბნებით, თავს
დავდებ, რომ მის ემილის პარიკი ახურავს. იმაზეც თავს დავდებ, რომ მის ემილი და მისი
სუპერმოწესრიგებული მოსამსახურე ერთად არავის უნახავს, იმიტომ, რომ ისინი ერთნი
არიან – ერთი ქალი ორ როლში. ახლა თქვენ ყველაფერი იცით, ჯეპ და იმოქმედეთ –
ლონდონის მატარებლის გასვლამდე ერთი საათია დარჩენილი...

უჩინარი ანდერძი

მისტერ პეტერიკმა ახალგაზრდობის წლები ადვოკატურას შეალია. მას პატიოსან და წესიერ


კაცად იცნობდნენ. თუმცა, ერთმა შემთხვევამ ლამის მისი რეპუტაცია შეიწირა. საქმე მოხუც,
მდიდარ ჯენტლმენს, მისტერ კლოუდს ეხებოდა. მას ერთადერთი შვილი ადრე
გარდაეცვალა. რძალი შვილიშვილის მშობიარობას გადაჰყვა და ბაბუამ ჩვილის აღზრდაზე
თავად დაიწყო ზრუნვა. შვილიშვილი, პატარა, საყვარელი გოგონა მისთვის სიცოცხლის
აზრად გადაიქცა. საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ. ამიტომ, მისტერ კლოუდისთვის
შოკისმომგვრელი აღმოჩნდა თორმეტი წლის პატრიციას მოულოდნელი გარდაცვალება.
გოგონა უეცრად გაცივდა, ამას თან დაერთო ფილტვების ანთება და ბავშვი გარდაიცვალა. იმ
დღიდან მისტერ კლოუდი მხოლოდ ფიზიკურად არსებობდა. დინებას მექანიკურად
მიჰყვებოდა, მაგრამ აშკარად აღარ უნდოდა სიცოცხლე. მერე ისე მოხდა, რომ ძმა
გარდაეცვალა. ის კაცი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა. მის სამ შვილზე მეურვეობა მისტერ
კლოუდს დაეკისრა. მან საკმაოდ თბილად მიიღო ძმისშვილები. მაგრამ, თავისი გული მას
უკვე აღარ ეკუთვნოდა, ის პატრიციას გაატანა. მოხუცმა ანდერძი ადრევე შეადგენინა
ადვოკატს, რომლის მიხედვითაც, მთელ ქონებას თავის სამ ძმისშვილს უტოვებდა. გრეისი,
მერი და ჯორჯი ჯეროვან პატივს სცემდნენ ბიძიას. განსაკუთრებულ სითბოს მოხუცის
მიმართ მერი იჩენდა. გრეისი მალე დაინიშნა ვინმე ფილიპ ჰაროლდზე – ახალგაზრდა,
თუმცა უკვე საკმაოდ იმედისმომცემ ქიმიკოსზე. ქორწილიც უახლოეს მომავალში იყო
მოსალოდნელი, რომ ერთ დღეს, ჯორჯი ბიძის ადვოკატთან მივიდა. საკმაოდ შეშფოთებული
ჩანდა.
– მისტერ პეტერიკ, იქნებ, თქვენ მაინც მოახერხოთ მასზე ზეგავლენის მოხდენა. ძალიან ცუდ
მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ბიძაჩვენი სპირიტული სეანსებით ისეა გატაცებული, ვშიშობ,
ეს ამბავი სიკეთეს არ მოიტანს. ის ქალი მას ჭკუიდან შეშლის. ნეტავ განახათ, ნამდვილი
შარლატანია, მაგრამ ბიძაჩვენზე საოცარი ზეგავლენა მოიპოვა. ჩვენს სახლში მოიპატიჟა,
ძმასთან ერთად და ისიც ისე იქცევა, თითქოს იქაურობის ბატონ-პატრონი იყოს... მე მეშინია,
რომ...
– ვხვდები, ჩემო კარგო... გეშინიათ, რომ ბიძია ანდერძს მის სასარგებლოდ შეცვლის... იცი,
მგონი, ტყუილად შფოთავთ, მეეჭვება, ბიძათქვენმა საკუთარ სისხლს და ხორცს უღალატოს
ვიღაც უცხო ადამიანის გამო, როგორი სიმპათიითაც არ უნდა იყოს განწყობილი მის მიმართ.
– ამას იმიტომ ამბობთ, რომ ეს ქალი და ბიძაჩემთან მისი ურთიერთობა არ გინახავთ.
– კარგი. როგორმე შემოგივლით... – უთხრა მისტერ პეტერიკმა... ზუსტად ერთი დღის შემდეგ
კი, თავად მისტერ კლოუდმა უხმო. სახლში შესვლისთანავე დაინახა ის ქალი და მიხვდა, რომ
ჯორჯი მართალი იყო, როცა მოსალოდნელ საშიშროებაზე ლაპარაკობდა. ამიტომ, კლოუდს
პირდაპირ საქმეზე დაუწყო ლაპარაკი.
– ჩემო კარგო, იცით, რომ სპირიტიზმი საუკეთესო საშუალებაა თაღლითობისთვის. თუ აქ
ანდერძის შესაცვლელად დამიბარეთ, როგორც თქვენი ადვოკატი, გეტყვით, რომ
წინააღმდეგი ვარ. თქვენს ძმისშვილებს გულწრფელად უყვარხართ...
სავარძელში მიწოლილმა მოხუცმა თავი წამოსწია.
– ვიცი... ყველაფერი ვიცი... მაგრამ, ამ სამი თვის განმავლობაში ამ ქალმა უდიდესი
ბედნიერება მომანიჭა. ჩემი პატარა გოგონა, ჩემი ერთადერთი სიხარული... მე მისი ხმა
მესმოდა, პეტერიკ. ჩვენ შორის კავშირი აღდგა და მე არ შემიძლია, ეს არ დავაფასო. გამიგე,
პეტერიკ, მას შემდეგ, რაც ჩემი ანგელოზი ხელიდან გამიფრინდა, მხოლოდ ამ სამი თვის
განმავლობაში, მეძინა ისე, როგორც მის სიცოცხლეში. სისტემატურად ვგრძნობდი მის
სიახლოვეს. ანდერძი უნდა შევცვალო. დაუძახე ჩემს მზარეულს და მოსამსახურეს. ისინი
მოწმეები იქნებიან. ანდერძი თითქმის უკვე დავწერე. ხელმოწერებიღა დარჩა.
– არა, არა, ასე არ გამოვა. მე ეს ანდერძი სპეციალურ ფურცელზე უნდა გადავწერო.
– კალამი მანდ არის, ჩემი საწერი მაგიდის მარჯვენა უჯრაში...
ადვოკატმა უჯრა გამოაღო, მაგრამ კალამი იქ არ აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს ოთახში
მოსამსახურე გოგო შემოვიდა. მან მაგიდის მარცხენა უჯრიდან ამოიღო კალამი და ადვოკატს
გაუწოდა, რაზეც მოხუცი აღშფოთდა.
– მერი, რა დაუდევარი ხარ, ხომ იცი, რომ ვერ ვიტან, როცა ნივთებს ადგილს უცვლიან!
რატომ იდო ეგ კალამი მარცხენა და არა მარჯვენა უჯრაში?
– მაპატიეთ, სერ, ეტყობა, უყურადღებობით დამემართა, შემიძლია, წავიდე?
– არა. აქ იყავი. მისტერ პეტერიკი ანდერძს გადაწერს და თქვენ ორნი დაამოწმებთ მას. ჰო,
მართლა, ის ფილიპი ხომ არ მოსულა კიდევ? პეტერიკ, წარმოგიდგენია? გრეისის საქმრო
ცდილობდა, დავერწმუნებინე, რომ ჩემი მხსნელი სახლიდან გამეგდო. ჰოდა, სწორედ თავად
აღმოჩნდა გაგდებული.
ადვოკატმა კალამი აიღო. ანდერძი სპეციალურ ფურცელზე გადაწერა. იქ მყოფებს ხელი
მოაწერინა და ამ შემთხვევისთვის განკუთვნილ ლურჯ კონვერტში ჩადო. კონვერტი პალტოს
ჯიბეში ჩაიდო. როცა ოთახიდან აპირებდა გასვლას, მოხუცს უცაბედად საშინელი ხველა
აუტყდა. პეტერიკმა ინსტინქტურად გაიწოდა ხელი პატარა მაგიდისკენ, სადაც წყლით სავსე
გრაფინი იდგა. როცა დაიხარა, კონვერტი პალტოს ჯიბიდან ამოუვარდა. მოსამსახურე მერი
სწრაფად დაიხარა, კონვერტი აიღო და აკურატულად ჩაუდო პალტოს ჯიბეში. მოხუცის
ახალი ანდერძის თანახმად, ხუთ-ხუთი ათასი ფუნტი მის ძმისშვილებს ერგებოდათ, ორას-
ორასი – მსახურებს გადაეცემოდათ საჩუქრად, ხოლო დანარჩენი ქონება, მათ შორის
უზარმაზარი სახლი და ფერმა, მედიუმ ქალბატონს, მისის სპრაგს რჩებოდა. მისტერ პეტერიკი
გულწრფელად წუხდა ამაზე. ის მისტერ კლოუდის ძმისშვილების მიმართ კეთილად იყო
განწყობილი. სასტუმრო ოთახში ჩასულს ჯორჯმა და მერი კლოუდებმა ჩაი შესთავაზეს. მან
პალტო გაიხადა და ჯორჯს გაუწოდა. კონვერტი ანდერძით ისევ ამოვარდა პალტოს ჯიბიდან.
ამჯერად ჯორჯმა შეამჩნია, თუმცა რამდენიმე წუთის დაგვიანებით. აიღო და ადვოკატს
გაუწოდა. პეტერიკს კონვერტი ჯერ ისევ ხელში ეჭირა, როცა სასტუმრო ოთახში მისის სპრაგი
შემოვიდა. ის ძალიან მოუხერხებლად მიეჯახა ადვოკატს და კონვერტი ხელიდან
დააგდებინა. შეჰკივლა და გაწითლებულმა მოუბოდიშა. კონვერტი რამდენიმე წუთით
ხალიჩაზე რჩებოდა. ქალი თითქოს ელოდა, დაიხრებოდა თუ არა ადვოკატი მის ასაღებად.
მერე თავად აიღო, მისტერ პეტერიკს კიდევ ერთხელ მოუბოდიშა და კონვერტი გადასცა.
ორი თვის შემდეგ მოხუცი გარდაიცვალა. დაკრძალვიდან ორი დღის შემდეგ ადვოკატმა
კონვერტი სეიფიდან გამოიღო და გახსნა. მისდა გასაოცრად მასში მოთავსებული ფურცელი
აბსოლუტურად ცარიელი აღმოჩნდა. მისტერ პეტერიკი კინაღამ შოკში ჩავარდა... სეიფში
კონვერტს ვერავინ გაეკარებოდა. მაშინ, ვინ შეცვალა ანდერძი?! კონვერტს ადვოკატის გარდა
სამი ადამიანი შეეხო: მოსამსახურე გოგო, ჯორჯი და მისის სპრაგი. პირველ ორს მოტივი
ჰქონდა. მესამეს მათზე მეტი შესაძლებლობა, მაგრამ მოტივი? ანდერძი ხომ მის
სასარგებლოდ იყო შეცვლილი. მართალია, მან ეს არ იცოდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში
გრძნობდა... პეტერიკმა ბევრი იფიქრა, მიემართა თუ არა პოლიციისთვის და ოჯახში
წასაკითხად ძველი ანდერძი მიიტანა. ერთი კვირის შემდეგ კი წერილი მიიღო
სოლიდურთანხიანი ჩეკით. წერილში ეწერა: „თქვენში ეჭვი არასდროს მეპარებოდა. იმედია,
მაპატიებთ ამ პატარა სიცელქეს. ბავშვობაში ჩემი მასწავლებლების გათამაშება მიყვარდა
სიმპათიკური მელნით. მოგეხსენებათ, ამ მელნით დაწერილი წარწერები ოცდაოთხ საათში
უკვალოდ ქრება. შეიძლება, ამანაც გადამაწყვეტინა ქიმიკოსობა. მიხარია, რომ იუმორის
გრძნობაც გქონიათ და ყველაფერი სწრაფად გაიგეთ. რა ვქნა, მეცნიერი კაცი ვარ და
სულებთან საუბრების არ მჯერა. მგონი, ამაშიც მეთანხმებით... მარად თქვენს სამსახურში
მიგულეთ... პატივისცემით, ფილიპ ჰაროლდი...

ყურმილი – მოწმედ

პუარო ჩვეულ ამპლუაში იყო. რამდენიმე წუთის წინ გრაფ ფოსკატონის პირადმა ექიმმა
დაურეკა და გრაფის საცხოვრებელ ბინაში სასწრაფოდ მისვლა სთხოვა. პრესტიჟული სახლის
მდიდრულ ფოიეში პუაროს აღელვებული ექიმი, პორტიე და სახლის მეპატრონე დახვდნენ.
– მესიე პუარო, რა კარგი ჰქენით, რომ მოხვედით! ვშიშობ, რომ დავაგვიანეთ... მისი
განწირული ხმა ახლაც ჩამესმის... სულ ორი სიტყვა მითხრა – „მიშველეთ, მე ის მომკლავს!“...
მერე ხმა გაწყდა და დაიკარგა...
– გრაფი თქვენი პაციენტია?
– დიახ, მესიე... ძალიან კარგი ადამიანია. განსაკუთრებულად გამორჩეული, ნამდვილი
გრაფი... სამი დღის წინ ვინახულე... გაცივდა და მიქსტურა დავუნიშნე...
– დროს ნუღარ დავკარგავთ... – პუარო პორტიეს მიუბრუნდა, – რომელ ოთახში ცხოვრობს
გრაფი?
– მეთერთმეტეში, მაგრამ იქ სიმშვიდეა. ნახევარი საათის წინ გრაფის მსახური, მისტერ
გრეივსი სადღაც წავიდა და არაფერი უთქვამს.
პუარო სახლის მეპატრონეს მიუბრუნდა.
– მეთერთმეტე ოთახს მეორე გასაღები აქვს?
– რა თქმა უნდა, ახლავე მოვატანინებ.
– გრაფი ოთახში მარტო უნდა იყოს?
– არ ვიცი, სერ. პორტიემ თქვა, რომ გრაფთან ერთად ორმა პიროვნებამ ისადილა –
ქალბატონმა და მამაკაცმა. სხვა არაფერი ვიცი.
ექიმმა და პუარომ გრაფის ბინაში ზარი მაინც დარეკეს, მაგრამ შიგნიდან ჩამიჩუმი არ
ისმოდა.
– ასეც ვიცოდი, – ჩაიბურტყუნა პუარომ, – ექიმო, თქვენი პაციენტი, დიდი ალბათობით, უკვე
მკვდარია...
სასადილო ოთახში შესულებს თვალწინ საშინელი სურათი წარმოუდგათ. დიდი, წითელი
ხის ძვირფასი მაგიდა ყავის მოოქრული ჭურჭლით იყო გაწყობილი. მაგიდის თავში პირქვე
ჩამხობილი იჯდა გრაფი, რომელსაც ცალი ხელი ჯერაც ტელეფონის ყურმილზე ედო. თავი
მძიმე, ბლაგვი საგნით ჰქონდა გახეთქილი. დანაშაულის იარაღის მოძებნაც არ გასჭირვებიათ.
მაგიდის ფეხთან ეგდო სისხლში მოსვრილი ბრინჯაოს სტატუეტი. პოლიციიდან
გამოძახებულმა დეტექტივმა ბინის შემოწმება დაიწყო. ექიმი გვამის დათვალიერებას
შეუდგა. ერთადერთი, პუარო არ იღებდა ამ ყველაფერში მონაწილეობას. იდგა და მაგიდაზე
განლაგებულ ნივთებს ათვალიერებდა. ცენტრში ვარდებით სავსე დიდი ლარნაკი იდგა.
ჭურჭელი მაქმანებიან ხელსახოცებზე ელაგა. იქვე იდო კუბური სიგარებით სავსე კოლოფი
და საფერფლე... ინსპექტორმა ვეღარ მოითმინა...
– მესიე პუარო, რატომ აკვირდებით ასე დაჟინებით მაგიდაზე დაწყობილ ნივთებს?
– ძვირფასო, ვცდილობ, დავინახო ის, რაც არ უნდა დავინახო... მაგალითად, მკვლელის
მხრიდან დაშვებული შეცდომა – თუნდაც სრულიად პატარა და ერთი შეხედვით
უმნიშვნელო.
– როგორი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, – თქვა ექიმმა, რომელმაც ის იყო, გვამის
დათვალიერება დაამთავრა, – საოცარია, როგორ მოასწრო დარეკვა და ჩემი გაფრთხილება.
ფაქტობრივად, მყისიერად არის მკვდარი.
– ჰო. ეგ მართლაც საყურადღებო ფაქტია, – ორაზროვნად ჩაილაპარაკა და გაიცინა პუარომ.
მერე სახლის მეპატრონეს მიუბრუნდა.
– ერთი მითხარით, თქვენი მობინადრეები საჭმელს აქვე უკვეთავენ?
– დიახ. რესტორანი ზედა სართულზეა. მობინადრეები რეკავენ, უკვეთავენ საკვებს და მას
უკვე სპეციალური ლიფტ-სარკმელიდან იღებენ. ჭუჭყიანი ჭურჭელიც ამავე გზით ბრუნდება
უკან. ბინებში მხოლოდ ბარია, სადაც ყავისა და ჩაის მომზადებაც არის შესაძლებელი.
– აჰა! – წამოიძახა პუარომ, – სწორედ ეს მაინტერესებდა. ინსპექტორო, შენიშნეთ, რომ
ფინჯნებში ჩარჩენილი ყავის ნალექი საკმაოდ ინფორმაციულია?
– ყავის ნალექი? – განცვიფრდა ინსპექტორი, – ამით რის თქმა გინდათ, მესიე პუარო?
– ორ ფინჯანში შავი ყავის ნარჩენია, მესამეში კი – რძიანი ყავის.
– მერე, რას ნიშნავს ეს? ანუ, იმის თქმა მინდოდა, რა არის ამაში განსაკუთრებული-მეთქი.
– რადგან თქვენ განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავთ, უფლებას დავიტოვებ, ჩემი აზრი
მოგვიანებით მოგახსენოთ. პრინციპში, ჩემთვის მკვლელობის საერთო სურათი ნათელია.
რამდენიმე პატარა დეტალი დამრჩა გასარკვევი და გეტყვით, ვინც არის მკვლელი.
ექიმმა და დეტექტივმა ერთმანეთს გაოცებით გადახედეს, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ
მოასწრეს. კარი გაიღო და ოთახში ახალგაზრდა კაცი შემოვარდა, შეშლილი სახით.
– მე გრეივსი ვარ, გრაფის მსახური. რა მოხდა აქ? მე ის სრულიად ჯანმრთელი დავტოვე...
– თქვენი ბატონი მოკლეს. მოყევით იმ ადამიანების შესახებ, ვინც გრაფს სადილად ჰყავდა
სტუმრად.
– მე არ ვიცნობ მათ. ბატონის ძველი მეგობარი იყო თავისი მეუღლით. ისინი იტალიიდან
ჩამოვიდნენ. გრაფმა მთხოვა, სადილი შემეკვეთა, სუფრა გამეშალა და სტუმრებთან მარტო
დამეტოვებინა. მითხრა, სერიოზული სალაპარაკო მაქვსო, – ამ სიტყვების წარმოთქმისას
მსახური ცოტა შეყოყმანდა, – არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, მაგრამ, მგონი,
გრაფს და იმ ქალბატონს ახლო წარსულში რომანი ჰქონდათ. შემთხვევით მოვისმინე,
ტელეფონზე როგორ ეუბნებოდა, ნუ გეშინია, შენი ქმარი ვერაფერს შეიტყობს. მასთან
კამათსაც არ ვაპირებ. ჩვეულებრივ, მეგობრულ სადილზე შევიკრიბოთო.
დეტექტივმა და სერჟანტმა ბინის დათვალიერება დაამთავრეს. პუარო დატექტივთან მივიდა
და ხმადაბლა წასჩურჩულა:
– დააპატიმრეთ გრაფის მოსამსახურე, თანაც გირჩევთ, ეს სწრაფად გააკეთოთ.
დეტექტივმა ეჭვით შეხედა.
– მაგრამ, მესიე პუარო... მე თქვენს ნიჭიერებასა და ალღოში ეჭვი არ მეპარება, თუმცა,
ვერაფერი გავიგე. მგონი, სურათი ნათელია, გრაფი საყვარლის ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე
მოკლა, სავარაუდოდ, არაწინასწარგანზრახვით – რადგან, მკვლელობის იარაღად პირველივე,
ხელში მოხვედრილი ნივთი გამოიყენა – შანდალი.
– თქვენ ასე ფიქრობთ? – შანდალი უკვე გარდაცვლილს ჩაარტყეს თავში. გრაფი მოწამლეს.
სადილამდე ორი საათით ადრე მაინც, საწამლავით, რომლის მოქმედების სისწრაფეც რძემ
შეაფერხა. მე გითხარით, ყურადღება მიგექციათ ყავის ფინჯნებისთვის... რაც შეეხება
სატელეფონო ზარს, რომელიც ექიმთან გაისმა, ეს მკვლელი იყო. მან დარეკა და ამით
საკუთარი ალიბი უზრუნველყო. კარგად გაქექეთ გრაფის წარსული, დეტექტივო და
დარწმუნებული ვარ, მკვლელობის მოტივსაც მარტივად აღმოაჩენთ.
... პუარო, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მართალი აღმოჩნდა. მსახური გრეივსი გრაფის
უკანონო შვილი იყო, რომელსაც ბოლო მომენტამდე სჯეროდა, რომ მამა აღიარებდა და თავის
მემკვიდრეობასაც დაუტოვებდა. მაგრამ, გრაფმა ცოლის შერთვა გადაწყვიტა. სწორედ თავისი
მომავალი საცოლე და მისი ბიძაშვილი ჰყავდა სადილად სტუმრად. გრეივსმა ამ ვიზიტის
შესახებ ადრევე გაიგო და შესაფერისადაც იმოქმედა. ყველაფერი გააკეთა, რათა დანაშაულში
სტუმრებისთვის დაედოთ ბრალი, მაგრამ მკვლელი ყოველთვის უშვებს შეცდომას. ისეთ
შეცდომას მაინც, რომელიც პუაროსთანა მაძებრებს შეუმჩნეველი არ რჩებათ...

მოახლე – გამომძიებელი

მისტერ პარკერს რთული საქმეების გამოძიებისას ხმამაღლა ფიქრი უყვარდა. ამჯერად კი


სერიოზული თავსატეხი ჰქონდა ამოსახსნელი: მის კლიენტს ცოლის მკვლელობაში
სდებდნენ ბრალს. ყველა სამხილიც მის წინააღმდეგ იყო, უფრო სწორად, სამხილები არ
არსებობდა, უბრალოდ, ყველანაირი ლოგიკის თანახმად, მკვლელი ქმარი უნდა ყოფილიყო...
პარკერმა ამოიოხრა და ფურცელზე რაღაც გაურკვეველი ფიგურების ხაზვა დაიწყო.
– მაშასადამე, ხელახლა განვიხილოთ მოცემულობა: მისის და მისტერ როშეები ქალაქში
საღამოს ჩამოვიდნენ და სასტუმრო „კორონაში“ დაბინავდნენ. ეს სასტუმრო ბარნჩესტერშია.
საგულისხმოა მისის როშეს ნატურა – მგრძნობიარე, მდიდარი ფანტაზიის, ემოციური არსება,
რომელიც ქმარს ხშირად უყვებოდა ამბებს, რომლებსაც მისტერ როშე ყურადღებას არ
აქცევდა... ცოლ-ქმარს ოროთახიანი აპარტამენტები ეკავა. მისტერ როშემ გადაწყვიტა, ცოტა
კიდევ წაემუშავა თავის წიგნზე, ცოლი კი დაწვა. ღამის თერთმეტ საათზე მისტერ როშემ
მეუღლის საძინებელში შეიხედა. თავადაც უკვე დაძინებას აპირებდა და, იფიქრა, ვკითხავ,
რამე ხომ არ სჭირდებაო... ქალი ლოგინში იწვა, მკერდში ხანჯალგარჭობილი. მისი სხეული
უკვე ცივდებოდა. მისტერ როშემ განგაში ატეხა. მისის როშეს ოთახს მეორე კარიც ჰქონდა,
რომელიც დერეფანში გადიოდა, მაგრამ ეს კარი გასაღებითაც და ურდულითაც ჩაკეტილი
აღმოჩნდა. მეორე გზა, რომლითაც ამ ოთახში შეიძლებოდა მოხვედრა, იმ ოთახზე გადიოდა,
რომელშიც მისტერ როშე თავის წიგნზე მუშაობდა. ის ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში ოთახში
არავინ შესულა მოსამსახურე ქალის გარდა, რომელმაც ნომერში სუფთა პირსახოცები
შეიტანა. იმავე სართულზე ცხოვრობდა ორი ხანდაზმული წყვილი, კიდევ, კომივოიაჟერი.
სართულზე პატარა ბუდუარივით ოთახიც იყო მოწყობილი, სადაც ჩამოჯდომა და ყავის
დალევა შეიძლებოდა. იმ სავარაუდო პერიოდში, როცა დანაშაული იყო ჩადენილი,
დერეფანშიც და ბუდუარშიც სრული სიმშვიდე სუფევდა. კაციშვილი არ ჭაჭანებდა, გარდა
ელექტრიკოსისა, რომელმაც გადამწვარი ნათურა გამოცვალა. მასაც არავინ დაუნახავს, გარდა
მოსამსახურე ქალისა. ერთი სიტყვით, ყველაფერი მისტერ როშეს საწინააღმდეგოდ
მეტყველებს... მკვლელობის იარაღად გამოიყენეს წიგნის ფურცლების საჭრელი დანა,
რომელიც მისის როშეს ყოველთვის ტუალეტის მაგიდაზე ედო... მდაა... – ჩაილაპარაკა
მისტერ პარკერმა და მხოლოდ მაშინ დაინახა ოთახში მყოფი ეკონომი ქალი. მისის მელოუნი
სავარძელთან იდგა და უსმენდა.
– მერი, შენ აქ ხარ? ჩაი მომიტანე?
– დიახ და უკვე გაცივდა კიდეც. ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდებათ? ან, იქნებ, ხელს
გიშლით?
– არა, არა, პირიქით. ადამიანი მჭირდება, ვისთანაც ამ დეტალებს განვიხილავ. მდგომარეობა
მისტერ როშესთვის უიმედო ჩანს. ფაქტია, რომ მისის როშეს მკვლელს მხოლოდ ერთადერთი
გზით – მისტერ როშეს ოთახის გავლით შეეძლო მსხვერპლამდე მიღწევა. მისტერ როშე კი
თავადვე ამტკიცებს, მოსამსახურე გოგოს გარდა, არავინ შემოსულა და არც გასულაო.
ელექტრიკოსმაც მხოლოდ ის დაინახა დერეფანში.
– მოსამსახურე გოგო რას წარმოადგენს?
– აქაური ქალია. რვა წელია, სასტუმროში მუშაობს. არაფრითაა გამორჩეული.
– თქვენ რაღაც წერილები ახსენეთ თუ მომესმა?
– რომელი წერილები? ა, თუმცა, გამახსენდა: მისის როშე ქმარს ეუბნებოდა, რომ
პერიოდულად მუქარის წერილებს იღებდა.
– ვისგან?
– არავინ იცის. თავად ამბობდა, ვიღაც ქალისგანო. მწერს, რომ ჩემი ბედნიერება დაანგრიე და
ამაზე საკუთარი სიცოცხლით აგებ პასუხსო.
მისის მელოუნმა მხრები აიჩეჩა და მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა:
– მისტერ პარკერ, მე თქვენ არ გასწავლით, მაგრამ, მგონი უკვე იცით, რომ მკვლელი ქალია.
სასტუმროს მობინადრეები გადაამოწმეთ?
– დიახ, – პარკერმა შუბლი მოისრისა.
– მერე?
– იქ მხოლოდ ორი მარტოხელა ქალია: ერთი საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობის,
ცხენოსნობით გატაცებული მისის კარპენტერი და მეორე – მისის მენელი, ჩვეულებრივი,
არაფრით გამორჩეული ქალბატონი, რომელიც სასტუმროში რამდენიმე დღით გაჩერდა
დასასვენებლად. მაგრამ, თქვენ ეს რატომ გაინტერესებთ?
– ახლავე მოგახსენებთ. შეგიძლიათ, ამიწეროთ მოსამსახურე ქალი? თქვენ ხომ ნახეთ ის?
მისტერ პარკერი დაფიქრდა:
– ჩვეულებრივი ქალია. სოფლელი. ჯანმრთელი გარეგნობის, ლოყაწითელი.
– მისტერ როშეს სთხოვეთ, აღწეროს მოსამსახურე ქალი – ის ხომ ამბობს, რომ ოთახში დროის
იმ მონაკვეთში მოსამსახურე ქალის გარდა არავინ შესულა!
– შეგიძლია, უფრო კონკრეტულად ამიხსნა, რისი თქმა გინდა?
– მინიშნებას გიკეთებთ, ბატონო ჩემო, მამაკაცები ძალიან დაბნეული ხალხია. ისინი მხოლოდ
იმას აქცევენ ყურადღებას, რისი დანახვაც უნდათ. ანუ, დარწმუნებული ვარ, მისტერ როშე
მოსამსახურე ქალს სრულიად სხვანაირად აღწერს. მოსამსახურე პერსონალს ისედაც არავინ
უყურებს სახეზე. მით უმეტეს – მამაკაცები. ისინი ხომ მხოლოდ ეფექტურ, სექსუალურ
ქალებს არ ტოვებენ ყურადღების მიღმა. მისტერ პარკერ, მკვლელი სასტუმროში უნდა
ეძებოთ, იმ ორი ქალიდან ერთ-ერთი იქნება.
– კი მაგრამ, რომელი? თანაც, მოტივი?
– მისტერ პარკერ, დარწმუნებული ვარ, უჩემოდაც გაართმევთ თავს ამ ამოცანას, რომელიც
თითქმის უკვე ამოხსნილია...
მისტერ პარკერმა აღარაფერი უპასუხა, უსიტყვოდ შეხვრიპა ცივი ჩაი და წავიდა. იმავე დღეს,
გვიან საღამოს, პარკერი გახარებული იფშვნეტდა ხელებს. მისის მელოუნმა რძიანი ყავა
შეუტანა.
– მერი, ჩემო კარგო, როგორი კმაყოფილი ვარ! მკვლელი მისის მენელი აღმოჩნდა. ერთ დროს
მისტერ როშეს საყვარელი ყოფილა და კაცს მისის როშეს – წარსულში კაბარეს მომღერლის
გამო მიუტოვებია. წარმოგიდგენია? მან მოსამსახურის ტანსაცმელი ჩაიცვა და ისე შევიდა
ცოლ-ქმრის ნომერში, მისტერ როშეს ეჭვიც არ აუღია, რომ მის ზურგს უკან მკვლელმა გაიარა.
მან უკვე ყველაფერი აღიარა. როგორი დაუკვირვებელი და უყურადღებო აღმოვჩნდი! ხომ
ცხადი იყო, რომ მკვლელობას მოსამსახურე ქალის გარდა, სხვა ვერავინ ჩაიდენდა!
– გინდოდათ, გეთქვათ, რომ მოსამსახურე ქალის სამოსში გამოწყობილი ადამიანის გარდა, –
გაიღიმა მისის მელოუნმა, – მკვლელმა მშვენიერი შურისძიება ჩაიფიქრა – მისტერ როშეს
ცოლის მკვლელობაში აუცილებლად გაასამართლებდნენ. ოჰ, როგორი დაუკვირვებლები
ხართ ეს კაცები! მოსამსახურე რომ ქერა, გრძელფეხება ლამაზმანი ყოფილიყო, დანაშაულს
ჩემს დაუხმარებლადაც გახსნიდით. თუმცა, მე მხოლოდ მიხარია, რომ, ბოლოს და ბოლოს,
გამოგადექით.

ოსტატური მკვლელობა

ჯოისს ყოველთვის უყვარდა უკაცრიელი ადგილები, კლდიანი სანაპიროები უცნაური


პეიზაჟებით და ამაში არაფერი იყო გასაკვირი – ის ხომ სწორედ თავისი პეიზაჟებით იყო
ცნობილი! იმ წელსაც მეთევზეთა სოფელი აირჩია. ცნობისმოყვარე არ იყო, მაგრამ, იმ
ახალგაზრდა წყვილს ყურადღება მაინც მიაქცია. ჯერ ერთი, საკმაოდ ორიგინალური,
სპორტული მანქანიდან გადმოვიდნენ; მეორეც – ქალს მუქი, უფრო კი, მყვირალა იისფერი
კაბა ეცვა, ისეთივე, ოდნავ მუქი ფერის შლაპით. ისინი იმავე პატარა სასტუმროში
დაბინავდნენ, რომელშიც ჯოისი ცხოვრობდა. იმ საღამოს წყვილი არ გამოჩენილა. მეორე
დღეს, დილით, ჯოისი სასტუმროს წინ მოლბერტის დასადგმელად ადგილს ეძებდა, როცა
სასტუმროს კვერცხისგულისფერი პატარა ავტომობილი მოადგა. იქიდან ქალი გადმოვიდა
ვერცხლისფერი, გამომწვევი კაბითა და პლატინისფერი თმით. წინა დღეს ჩამოსულმა
მამაკაცმა მის დანახვაზე ხელი ხელს შემოჰკრა და წამოიძახა:
–კეროლ, ძვირფასო! რამდენი წელი არ მინახავხარ და, აი, სად შევხვდით! როგორი უცნაურია!
ეს ჩემი მეუღლეა, მარჯორი... მშვენიერია, აღარ მოვიწყენთ. კარგი საცურაო ადგილები ვიცი,
ვისაუზმოთ და იქითკენ გავწიოთ. კლდეებზე გაირუჯებით კიდეც...
მიუხედავად იმისა, რომ ჯოისი ცნობისმოყვარე არ იყო, მხატვრის თვალმა სწრაფად აღიქვა
მაკიაჟის სქელი ფენა კეროლის სახეზე და მისი უგემოვნოდ შეღებილი, პლატინისფერი თმა,
მაგრამ, მერე ხატვამ გაიტაცა. როცა ფუნჯი დადო და სასტუმროსკენ გაიხედა, დაინახა, რომ
მარჯორი აივანზე საცურაო კოსტიუმს ფენდა. ქალი მისკენ ზურგით იდგა. ქვემოდან
დევიდმა – ქმარმა ასძახა, კეროლი ხომ არ გინახავსო, ქალმა კი ისე გააქნია თავი, არ
შემობრუნებულა და ოთახში შევიდა. ქმარმა ისევ ასძახა – ცოტა ხანს კეროლს დაველოდოთ
და მერე წავიდეთ, პეპრაიტერში გველიან, მანქანას მოვიყვანო...
ჯოისს უცნაური, ავბედითი განცდა გაუჩნდა და ხატვის გაგრძელება ვეღარ შეძლო, თითქოს
მალე მოსახდენი ცუდის მოლოდინმა აიტანა... დაახლოებით ორი საათის მერე სასტუმროდან
წყვილი გამოვიდა – ახალგაზრდა, სიმპათიური მამაკაცი, მყვირალა იისფერ კაბაში
გამოწყობილი ცოლითურთ. მისის კეროლი – მათი მეგობარი, რომელსაც ცოლ-ქმარი ამაოდ
ელოდა, გვიან საღამოს გამოჩნდა სოფელში. ჯოისმა თავად დაინახა ის, კლდოვანი
სანაპიროდან მანქანების სადგომისკენ მიმავალი. ჯოისს, ალბათ, დაავიწყდებოდა კიდეც
უცნაური წყვილი და მათი მეგობარი, მაგრამ, სამი დღის შემდეგ გაზეთში საინტერესო
სტატიას წააწყდა, სათაურით: „სასიკვდილოდ საშიში ბანაობა“. ინფორმაციაში ნათქვამი იყო,
რომ მისის დეკრი, კაპტან დევიდ დეკრის მეუღლე, ცურვისას ლენდორის ბუხტაში დაიხრჩო
პატარა საკურორტო დაბასთან ახლოს. ჯოისს შეაჟრჟოლა. ჯერ ერთი, მაშინვე გაახსენდა
ცოლ-ქმარი, თანაც, განცხადებაში აღნიშნული დაბა ძალიან ახლოს იყო იმ სოფელთან, სადაც
მან ეს წყვილი ნახა. საკუთარი სინდისის წინაშე მართალი რომ ყოფილიყო, ადგილობრივი
პოლიციის განყოფილებაში მივიდა და თავისი უცნაური ეჭვების შესახებ მოუთხრო.
პოლიციაში, რა თქმა უნდა, აუხსნეს, რომ მხოლოდ ეჭვების, ისიც, გაურკვეველი ეჭვების
საფუძველზე, საქმეს ვერ აღძრავდნენ და თავაზიანად გამოისტუმრეს. მხატვარმა კიდევ
ერთხელ გადაიკითხა გაზეთი. ფაქტობრივი დეტალები ძალიან მწირი იყო: ცოლ-ქმარი
კურორტზე ჩასვლისთანავე გაემართა საბანაოდ, მაგრამ, რადგან მალევე ამოვარდა ცივი ქარი,
კაპიტანმა დეკრმა ცურვას გოლფის თამაში ამჯობინა, მისი ცოლი კი პლაჟზე მარტო დარჩა და
გაცურა. საშინელებაც მაშინ მოხდა... როცა მისის დეკრი სასტუმროში აღარ დაბრუნდა, ქმარმა
გოლფის თამაშს თავი ანება და მისი ძებნა დაიწყო. პლაჟზე ქალის ტანსაცმელი იპოვეს,
საცოდავი ქალის გვამი კი ზღვამ მხოლოდ სამი დღის მერე გამორიყა. სიკვდილის მიზეზი,
სავარაუდოდ, თავზე ღრმა ჭრილობა გახდა. ეტყობა, ქალმა ცურვისას ჩაყვინთა და, რადგან
იქაურობა წყალქვეშა რიფებითა და კლდეებით იყო სავსე, თავი გაიტეხა. ჯოისმა გონებაში
გამოთვალა თარიღი და გულში ისევ უსიამოვნოდ გაკენწლა ეჭვმა – უბედური შემთხვევა
ცოლ-ქმრის სოფლიდან გამგზავრების ზუსტად ერთი დღის თავზე მოხდა. ყველაფერი
საშინელებათა ზღაპარს ჰგავდა. გული უგრძნობდა, რომ ქალი მოკლეს, რომ მისი სიკვდილის
მიზეზი, წყალქვეშა კლდე არ ყოფილა, მაგრამ, პოლიციაში ხელახლა მისვლისგან თავი
შეიკავა – შეეშინდა, რომ დასცინებდნენ...
ერთი წლის შემდეგ ჯოისი ისევ გაემგზავრა ეტიუდების დასახატად მეთევზეთა პატარა
სოფელში. ეს სოფლები ყველა ერთმანეთს ჰგავდა თავისი პატარა, სოფლური სასტუმროებით,
კლდოვანი სანაპიროთი და წყალქვეშა რიფიანი პლაჟებით და... ჯოისს სუნთქვაც კი შეეკრა,
როცა მის თვალწინ ერთი წლის წინანდელი სურათი გაცოცხლდა: სპორტული მანქანიდან
გადმოსული ცოლ-ქმარი – მკვეთრ, უგემოვნო ლილისფერ კაბაში გამოწყობილი ქალი და კაცი
– კაპიტანი დეკრი. ქალი თითქმის იმ ტიპაჟის იყო, როგორც შარშანდელი მისის დეკრი –
ოდნავ პუტკუნა, ქერა და სულელურღიმილიანი... ჯოისი დაიძაბა. წესით, აქ მესამე
პერსონაჟიც უნდა გამოჩენილიყო, და, მანაც არ დააყოვნა – ჟოლოსფერ კაბაში გამოწყობილი,
წითურთმიანი ქალი, რომლის არშემჩნევა ან ვერ დამახსოვრება შეუძლებელი იყო – კაპიტან
დეკრის „ძველისძველი“ ნაცნობი... ჯოისი უკანმოუხედავად გაიქცა პოლიციის
განყოფილებაში მტკიცე გადაწყვეტილებით – არ დაეშვა მკვლელობა. დარწმუნებული იყო,
ამჯერად მაინც შეძლებდა სამართალდამცველების დარწმუნებას. ადგილობრივი პოლიციის
კომისარმა ყურადღებით მოუსმინა და სკოტლანდ-იარდის თანამშრომელი გააცნო, რომელიც
საგანგებოდ ჩამოვიდა კაპიტან დეკრის სათვალთვალოდ. გვარი, რა თქმა უნდა, გამოგონილი
იყო. ეს ნაძირალა ცოლად ირთავდა მორიდებულ, შეუმჩნეველ გოგონებს და მათ სიცოცხლეს
დიდი თანხის საფასურად აზღვევდა. სინამდვილეში კი მისი ცოლი კეროლი იყო, სცენარი
ერთი და იგივე ჰქონდათ: კაცს მსხვერპლი მიყრუებულ კურორტზე ჩაჰყავდა, აქ ვითომ
შემთხვევით ხვდებოდა კეროლს და სამივე ერთად საცურაოდ მიდიოდა. ცოლ-ქმარი საცოდავ
ქალს კლავდა და გვამს ზღვაში აგდებდა, კეროლი კი მის ტანსაცმელს იცვამდა და წყვილი
ისევ სასტუმროში ბრუნდებოდა... ჯერ ვითომ მეგობარს „ეძებდნენ“, მერე კი
მიემგზავრებოდნენ. სინამდვილეში, მანქანა, უბრალოდ, მიეფარებოდა ხოლმე
ადგილობრივების თვალს, კეროლი ისევ თავის კაშკაშა ფერის ტანსაცმელს იცვამდა,
იკეთებდა ასეთივე კაშკაშა ფერის პარიკს და სასტუმროში ბრუნდებოდა. ასე ჩაცმულ და
შეღებილ ქალს ყველა ამჩნევდა. ვის გაუჩნდებოდა ეჭვი, რომ ცოტა ხნის წინ სწორედ მან
შეასრულა კაპიტნის დამხრჩვალ-მოკლული ცოლის როლი?! კაპიტანი თითქმის
შეუცდომლად არკვევდა, ზღვა მოკლულის გვამს სად გამორიყავდა. კეროლი კიდევ ერთხელ
შეასრულებდა მოკლულის როლს: კაპიტანთან ერთად ბინავდებოდა სასტუმროში, მერე კი
წყვილი მაშინვე მიდიოდა საცურაოდ, რომ ადგილობრივებს ქალისთვის სახეზე შეხედვაც
ვერ მოესწროთ. მოკლულის ტანსაცმელს პლაჟზე აწყობდნენ და მშვიდად ელოდნენ გვამის
გამორიყვას....

ამოხსნილი საიდუმლო

პუაროს გრიპი სტანჯავდა, ამიტომ, დერბშირში, მონადირის სახლში მომხდარი მკვლელობის


დეტალებში გასარკვევად კაპიტანი ჰასტინგსი გაემართა. როჯერ ჰერინგტონი, რომლის ბიძაც
მოულოდნელად მოკლეს, თანაც, გაურკვეველ გარემოებაში ძალიან დაამწუხრა პუაროს
ავადმყოფობამ. იმედი ჰქონდა, რომ ცნობილი დეტექტივი ნათელს მოჰფენდა ამ
საიდუმლოებით მოცულ საქმეს. პუარომ მეგობარს მოსთხოვა, ყველა დეტალის შესახებ
დეპეშებით ეცნობებინა მისთვის და, როცა ჰასტინგსისგან გულწრფელი დასტური მიიღო,
ბუზღუნით მოიკალათა სავარძელში და ბალახების ჩაი მოხვრიპა.
პირველი დეპეშა, რომელიც პუარომ მიიღო, ასეთი შინაარსის იყო: „მოკლულია მისტერ
ჰერინგტონ პეისი, საკმაოდ შეძლებული, შუახნის ჯენტლმენი. ქონება ამერიკაში დააგროვა.
ცოლი არ შეურთავს. მისი ერთადერთი მემკვიდრე როჯერ ჰერინგტონია, ჩვენი კლიენტი.
ისინი ერთად ცხოვრობდნენ. როჯერი და მისი ცოლი ვალების გამო ხელმოკლედ იყვნენ
და ბიძია მათ ყველანაირად ეხმარებოდა. დერბშირში მონადირის სახლიც მისტერ პეისმა
იყიდა. იქ გარბოდა ხოლმე, როცა მაღალი წრის ხმაურიანი წვეულებები ჰბეზრდებოდა.
პატრონების არყოფნის პერიოდში სახლს ეკონომი ქალი უვლიდა. მეგობრებსაც ხშირად
ეპატიჟებოდა სანადიროდ. ტრაგედიის დღეს სახლში მხოლოდ მოხუცი ჯენტლმენი, მისის
ჰერინგტონი და ეკონომი ქალი იყვნენ. როჯერ ჰერინგტონი იმ დილით ადრიანად გაემგზავრა
ლონდონში. მეორე დილას კი ცოლისგან შეტყობინება მიიღო: „სასწრაფოდ ჩამოდი. გუშინ
საღამოს ბიძია მოკლეს. თუ შეძლებ, იპოვე კარგი დეტექტივი. ნებისმიერ შემთხვევაში,
სასწრაფოდ დაბრუნდი. ზოია“. შემთხვევის ადგილზე ჰასტინგსს სკოტლანდიარდელი ჯეპი
დახვდა. ისიც როჯერ ჰერინგტონს ელოდა. ეკონომი ქალი და მისის ჰერინგტონი უკვე
დაკითხული ჰყავდა. მან მისტერ ჰერინგტონი გვერდზე გაიხმო, ჰასტინგსს კი გულითადად
მიესალმა. როჯერ ჰერინგტონმა გააპროტესტა – ჯერ ცოლი უნდა ვნახოო, მაგრამ,
ინსპექტორმა არ გაუშვა და ჰასტინგსმა მარტომ შეაბიჯა ცუდად განათებულ ჰოლში. ეკონომი
თმაშევერცხლილი, შუახანს მიტანებული, წელგამართული ქალი აღმოჩნდა, შავ, ბოლომდე
შეკრულ კაბაში გამოწყობილი. სავარაუდოდ, მკვლელი პირისპირ მან ნახა. მოყვა, რომ ის კაცი
სადილის მერე მოვიდა და თქვა, რომ მისტერ პეისის ნახვა უნდოდა. თავისი ვინაობა არ
დაუსახელებია. ბატონი მისის ზოიასთან ერთად ბიბლიოთეკაში ყავას სვამდა ეკონომი ქალი
მისტერ პეისის დასაძახებლად გაემართა, მერე კი ქალბატონთან ერთად სამზარეულოში
ჩავიდა. ათი-თხუთმეტი წუთის შემდეგ, სრულ სიჩუმეში გასროლის ხმა გაიგონეს. ხმა
იარაღების ოთახიდან გაისმა. კარი დაკეტილი აღმოჩნდა. ეკონომმა ქალმა და მისის
ჰერინგტონმა ოთახს ეზოს მხრიდან შემოურბინეს. ფანჯარა ღია იყო. ბატონი იატაკზე ეგდო
და სისხლში ცურავდა. კედელზე ჩამოკიდებული იარაღების კოლექციას ერთი დამბაჩა
აკლდა. მკვლელი, სავარაუდოდ, ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა. ვერც ეკონომმა ქალმა და
ვერც მისის ჰერინგტონმა, რომლის სილამაზემაც მოხიბლა კაპიტანი ჰასტინგსი, იდუმალი
სტუმრის გარეგნობა ვერ აღწერეს.
პუარომ მაშინვე აფრინა საპასუხო დეპეშა, რომელშიც ცოტა უცნაურ შეკითხვებს სვამდა.
ნახეთ თუ არა შენ ან ჯეპმა ეკონომი ქალი და მისის ჰერინგტონი ერთადო და მათი
ჩაცმულობით დაინტერესდა. ჰასტინგსს გაუკვირდა, მაგრამ მაინც მისწერა: მისის
ჰერინგტონს საცხენოსნო შარვალი და ტანზე მომდგარი ალისფერი ჯემპრი ეცვა, თავზე კი
ტყავის პატარა, მხედრული ქუდი ეხურაო. თანაც დაუმატა, რომ მისტერ ჰერინგტონის ალიბი
ეჭვს არ იწვევს – ის ნამდვილად გაემგზავრა ლონდონში. ჯერ ბანკში იყო, მერე მთელი საღამო
დახურულ კლუბში გაატარაო. პუაროს მორიგი პასუხი ასეთი იყო: „არ მაინტერესებს
ჰერინგტონის ალიბი. გაიგე, რა ტრანსპორტით ჩავიდა ეკონომი ქალი მონადირის სახლში და
რომელი საშუამავლო კომპანიის საშუალებით იქირავეს ის ჰერინგტონებმა“. აი, აქ კაპიტანი
„გაიჭედა“. დილით ადრე ცოლ-ქმარმა ჰერინგტონებმა აცნობეს, რომ მათი ეკონომი ქალი
უკვალოდ გაქრა – ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, არავინ იცოდა. მონადირის სახლიდან დასახლებულ
პუნქტამდე მხოლოდ ორი ძველისძველი „ფორდით“ შეიძლებოდა მისვლა. ორივე „ფორდი“
იმ ღამით სადგურზე მორიგეობდა. ამ აღწერილობის ქალი იქ საერთოდ არ უნახავთ, არც
უცხო მამაკაცი შეუნიშნავს ვინმეს წინა დღის განმავლობაში. იმედგაცრუებული კაპიტანი
ჰასტინგსი პუაროსთან დაბრუნდა და ცოლ-ქმარი ჰერინგტონები სასოწარკვეთილები
დატოვა. ჯეპი კი ნანობდა, რომ ეკონომი ქალი მაშინვე არ დააპატიმრა...
პუაროს საეჭვოდ უციმციმებდა თვალები:
– ჩემო მეგობარო, კარგად იმგზავრე? ვწუხვარ, რომ შენ გვერდით არ ვიყავი.
კაპიტანმა ამოიოხრა:
– მაინც ვერაფერს გახდებოდი, საშინელი საქმეა. თუ ფიქრობ, რომ მკვლელი ეკონომი ქალია,
ხელიდან გაგვისხლტა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ.
– ნუთუ? მე ზუსტად ვიცი, მკვლელი ვინ არის. სხვა რამ მაფიქრებს – მტკიცებულებები.
– ეკონომი ქალი უკვალოდ გაქრა-მეთქი. მტკიცებულება რომც გვქონდეს...
ეკონომი ქალი ვერ გაქრებოდა, იმიტომ, რომ არც არასოდეს არსებობდა, – თქვა
მოულოდნელად პუარომ. კაპიტანმა გაოცებისგან პირი დააღო:
– მაგით რისი თქმა გინდა?
– მკვლელი მისის ჰერინგტონია. მაცადე, ყველაფერი ვთქვა. მოტივი ის ქონებაა, რომელიც
მათ ამ მკვლელობით ჩაიგდეს ხელში. რა ფუნქცია ეკისრებოდა ეკონომ ქალს? – ერთადერთი:
მას უნდა გაემყარებინა მისის ჰერინგტონის ალიბი. მკვლელობის მომენტში ის ქალბატონის
გვერდით იყო. უცნობსაც, ანუ მკვლელსაც, კარი მან გაუღო. ჰასტინგს, თქვენ სამხედრო ხართ.
გაგიგიათ, ვინმეს კედელზე დატენილი დამბაჩა ეკიდოს? ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ
მისტერ პეისს ტყვია ზურგიდან ესროლეს კეფაში.
– ჰო, მაგრამ მე ვნახე ის და, შემიძლია, დავიფიცო, – აღშფოთდა კაპიტანი.
– ჩემო მეგობარო, ქალებისადმი თქვენი დამოკიდებულება, ერთხელაც იქნება, დაგღუპავთ.
ახალგაზრდებს აკვირდებით, ხანში შესულებს კი ზედაც არ უყურებთ. არც გაზეთებიდან
ამონაჭრებს კითხულობთ. სხვათა შორის, მშვენიერი კოლექცია დამიგროვდა...
– ეგ ამ საქმესთან რა კავშირშია?
– იმ კავშირში, რომ ზოი, იგივე ზოია ჰერინგტონი, სანამ ბარონესა გახდებოდა, მსახიობი იყო.
არც შენ და არც ჯეპს ქალბატონი და მოახლე ერთად არ გინახავთ და ამას ვერც
მოახერხებდით, რადგან, იმ სახლში მარტო ერთი ქალი იყო – ზოი ჰერინგტონი. მან,
უბრალოდ, კარგად შეასრულა ეკონომი ქალისა და გულდათუთქული ჭირისუფლის როლი.
ალისფერი, ტანზე მომდგარი ჯემპრი საკმარისი აღმოჩნდა შენი ეჭვის ბოლომდე
გასანეიტრალებლად, თუკი საერთოდ გქონდა ასეთი ეჭვი. მე იმაზე ვდარდობ, რომ მკვლელი
შეძლებს თავისი ნამოქმედარით დატკბობას, მხოლოდ ღმერთი თუ გადაუხდის სამაგიეროს,
რადგან, არანაირი მტკიცებულება არ გამაჩნია... არანაირი...
პუაროს შეშფოთება საფუძველს მოკლებული არ აღმოჩნდა – ცოლ-ქმარმა ჰერინგტონებმა
სრულად მიიღეს მემკვიდრეობა, მაგრამ, ხუთი თვის შემდეგ პუარომ გაზეთში ინფორმაცია
წააკითხა კაპიტან ჰასტინგსს: ცოლ-ქმარი ჰერინგტონები ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ,
როცა რივიერაზე თავიანთ ვილაში მიფრინავდნენ... სამართალი მაინც აღსრულდა.
ოქროს აფერა

ინგლისში, კორნუოლის დასავლეთ სანაპიროზე, მდებარეობს სოფელი პოლპერანი.


ლეგენდის მიხედვით, მის ნაპირებთან, დედოფალ ელისაბედის ეპოქაში, ოქროთი და
ძვირფასეულობით დატვირთული ხომალდი ჩაიძირა. ამ ლეგენდის ბევრს სჯეროდა და
ბევრმა იოლად გამდიდრების მსურველმა დაიწყო განძის მოძიება, თუმცა, უშედეგოდ. ჯეიმს
ლამპიერმა ვინმე ჯონ ნიუმენი შემთხვევით გაიცნო და მაშინვე გადაწყვიტა, რომ ძალიან
საინტერესო ადამიანთან ჰქონდა საქმე. ჯონმა კარგად იცოდა ისტორია და, კონკრეტულად,
ვიქტორიანული ეპოქა. ესპანური ოქროს სურვილით შეპყრობილმა იყიდა უფლება,
ეწარმოებინა სამძებრო სამუშაოები და რადგან გაიგო, რომ ჯეიმსი რომანებს წერდა,
შესთავაზა, მასთან ერთად უშუალო მონაწილეობა მიეღო განძეულის ძიებაში. ჯონს
სჯეროდა, რომ ესპანურ ხომალდს მიაგნებდა და ოქროც მას დარჩებოდა. ამბობდა, საქმე
მარტო საჭირო ტექნიკაშია და ოქრო ჩვენი გახდებაო. ჯეიმსსაც საქმე არაფერი ჰქონდა და
სიხარულით დასთანხმდა, მონაწილეობა მიეღო სამძებრო სამუშაოებში. სოფელში პარასკევს
დილით, პადინგტონის სადგურიდან გაემგზავრა. შემთხვევით, მასთან ერთად, კუპეში,
ძველი ნაცნობი ინსპექტორი ბაგვორტი აღმოჩნდა, რომელსაც ერთი თავისი დეტექტივის
წერისას, კარგი კონსულტაცია გაუწია. როცა ინსპექტორმა ლამპიერის მგზავრობის მიზეზი
გაიგო, გაეღიმა. გამოირკვა, რომ თავადაც იქ მიდიოდა, სადაც ჯეიმსი, ანუ, დაკარგული
ოქროს საძებრად, თუმცა, სრულიად სხვა ოქროსი.
– რა დროს „ხუან ფერნანდესი” და მისი საგანძურია! თქვენი ნაცნობი ისეთივე რომანტიკოსია,
როგორც სხვა ყველა, ვისაც ამ ზღაპრების სჯერა! – წამოიძახა მან, – მე გაცილებით
სერიოზული საქმე მაქვს: ოთხი თვის წინ, სწორედ მაგ მიდამოებში, ჩაიძირა გემი „ოტრანტო”.
მას ოქრო გადაჰქონდა. მგზავრები არც ჰყოლია და, ბუნებრივია, არც არავინ დაზიანებულა.
მაგრამ, ოქრო უკვალოდ დაიკარგა. მაშინვე დაიქირავეს მყვინთავები, თუმცა, უშედეგოდ.
ჩამოსხმული ოქროს ზოდები წყალქვეშ ასე ადვილად არ ქრება. ორი ვარიანტია: ან გემზე
საერთოდ არ იყო ოქრო, ან ვიღაცამ მოიპარა. სავარაუდოდ, ძალიან ეშმაკ და გაქნილ
ქურდთან გვაქვს საქმე. ოქროს ზოდებს ჯიბეში ვერ ჩაიდებ და ვერც ისე გადაიტან ერთი
ადგილიდან მეორეზე, რომ ეს შეუმჩნეველი დარჩეს. მოკლედ, სამუშაო საკმარისზე მეტი
მაქვს. უნდა ამოვხსნა თავსატეხი: ოქრო გემზე საერთოდ არ დაუტვირთავთ თუ გემის
ჩაძირვის მერე მოიპარეს.
ნიუმენი ახალშეძენილ მეგობარს სადგურზე დახვდა. მეთევზეების პატარა სოფელში მალევე
ჩავიდნენ. „პოლ-ჰაუზი”, სადაც ნიუმენი ცხოვრობდა, კლდეზე აშენებულ ციხესიმაგრეს
ჰგავდა. გრანიტით იყო ნაშენები და ერთი მხრიდან ღრმა ხევს გადაჰყურებდა. იმავე საღამოს
მასპინძელი ჯეიმსს ძველისძველი ვისკითა და გემრიელი ვახშმით გაუმასპინძლდა, თან
ესპანური ხომალდის მაკეტი აჩვენა და სიამაყით განუცხადა, „ხუან ფერნანდესის” ზუსტი
ასლიაო. მერე შესთავაზა, სოფელში გავისეირნოთ და ჩემს მყვინთავს გაგაცნობო. ჯეიმსი
დასთანხმდა და, თავის მხრივ, მოუყვა, როგორ შეხვდა მატარებელში ინსპექტორს. ნიუმენს
განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუხატავს. მყვინთავი საკმაოდ უხეში და სიტყვაძუნწი
ზორბა ირლანდიელი აღმოჩნდა, როგორც იტყვიან, „საინტერესო ექსპონატი“, მაგრამ, ჯეიმსი
უფრო იმ ბარის მეპატრონემ დააინტერესა, რომელშიც ლუდის დასალევად შეიარეს და
მყვინთავს შეხვდნენ. ნიუმენს ძალიან მტრულად ათვალიერებდა. ხარივით თვალები
სისხლით ჰქონდა სავსე. ჯეიმსს ეს არ მოეწონა, მაგრამ მასპინძლისთვის არაფერი უთქვამს.
მეორე დღეს კი ნიუმენი დაიკარგა. ჯეიმსს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, რაღაც არ
ასვენებდა. გათენდა, თუ არა, ნიუმენი მოიკითხა. მოსამსახურემ უთხრა, არ მინახავსო.
მაშინვე მის საძინებელ ოთახში გავიდა და მიხვდა, რომ მისი მასპინძელი ღამით საწოლში
არც კი დაწოლილა. შეშფოთებულს, მაშინვე ბარის მეპატრონის თვალები გაახსენდა. ეჭვი
თითქმის არ ეპარებოდა, რომ ნიუმენის გაუჩინარებაში სწორედ მას ექნებოდა დიდი წვლილი.
დრო აღარ დაუკარგავს და ინსპექტორი მოძებნა. თავისი ეჭვების შესახებ რომ მოუყვა,
ინსპექტორმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია:
– დიახ, ეგ კელვინი, „სამი იალქნის” მეპატრონე, არც მე მომეწონა. იცოდით, რომ წარსულში
მყვინთავ-მაძიებელი იყო? თანაც, ჩხუბისთავი. სულ რაღაც ოთხი წელია, რაც კოლონიიდან
გამოვიდა. ადგილობრივი მცხოვრებლები თქვენს მეგობარზე ამბობენ, ძალიან უყვარს სხვის
საქმეებში ცხვირის ჩაყოფაო. ვეძებოთ, ვინძლო უკიდურესობას გადავურჩეთ და ცოცხალი
ვნახოთ.
დიდი ხნის ძებნის შემდეგ, ნიუმენი სახლთან ახლოს, პატარა ხევში იპოვეს ხელფეხშეკრული
და ნახევრად გონებამიხდილი. სავარაუდოდ, იქ თექვსმეტი საათი გაატარა. ცოტა ბრენდი და
– ნიუმენი სვენებ- სვენებით ალაპარაკდა. როგორც გაირკვა, წინა ღამით, დაახლოებით ღამის
11 საათზე, სასეირნოდ გავიდა; ფიქრში გართული იმ ადგილს მიუახლოვდა, რომელსაც
ბევრი გამოქვაბულის გამო, ადგილობრივები „კონტრაბანდისტების თავშესაფარს”
ეძახდნენ. უეცრად რამდენიმე ადამიანი დაინახა, რომლებიც ნავებიდან რაღაცას
ტვირთავდნენ და გამოქვაბულებისკენ მიათრევდნენ. ტვირთი აშკარად მძიმე იყო. ნიუმენმა
მეტი ვერაფრის დანახვა ვეღარ მოასწრო – თავში რაღაც მძიმე მოხვდა და გაითიშა. როცა
გამოერკვა, მიხვდა, რომ სატვირთო მანქანაში, ძარაზე ეგდო ხელფეხშეკრული, პირზე კი
სკოჩი ჰქონდა დაწებებული. მანქანა გაჩერდა და გამტაცებლებმა ნიუმენი ხრამში გადააგდეს,
ალბათ, იმ იმედით, რომ ვერავინ იპოვიდა და ღამით მოკვდებოდა.
ინსპექტორი აწრიალდა:
– დარწმუნებული ვარ, ეს ის დაკარგული ოქროა. ამოიღეს ჩაძირული ხომალდიდან და
გადამალეს რომელიღაც მიყრუებულ გამოქვაბულში. მაგ არამზადებმა იციან, რომ
გამოქვაბულები ერთხელ უკვე გადავჩხრიკეთ და მეორედ იქ აღარ მივალთ. მით უმეტეს,
ახლა იქ რამის ძებნას აზრი საერთოდ აღარ აქვს – საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ ოქრო
საიმედო ადგილას გადაეტანათ. მაინც უნდა ვეძებო. თუ რამეს გაიგებთ, ან გაიხსენებთ,
შემატყობინეთ!
– ინსპექტორო, გამახსენდა, – თქვა უცებ ნიუმენმა, – იმ გზაზე ძალიან იშვიათად დადიან
მანქანები. მით უმეტეს, სატვირთო მანქანა დასახლებაში მარტო მე და „სამი იალქნის”
მეპატრონეს გვყავს. შეგიძლიათ, მისი მანქანის საბურავები და ალიბი შეამოწმოთ. ისიც ხომ
იცით, რომ წარსულში ეგ კაცი მყვინთავი იყო.
ინსპექტორმა კეფა მოიქექა, მერე ორივეს ნაჩქარევად დაემშვიდობა და წავიდა. მეორე დღეს,
შუადღისას კი ჯეიმსს ბიჭი გამოუგზავნა და შეუთვალა, შენთან ლაპარაკი მინდაო.
– აბა, რა ქენით, დაიჭირეთ დამნაშავე? – მისვლისთანავე ჰკითხა ჯეიმსმა, – ჯონი
მეუბნებოდა, ინსპექტორს ბევრი წვალება არც დასჭირდება, კელვინის მანქანის ერთ-ერთ
საბურავს ისეთი ნაჭდევი აქვს, გზაზე ნაკვალევი აუცილებლად დარჩებოდაო.
– მართალია, – თავი დაუქნია ინსპექტორმა, – ნაკვალევი ვნახე და, ისიც ზუსტად ვიცი, ვინ
არის ქურდი: ოქრო სწორედ მაგ თქვენმა მეგობარმა მოიპარა და მერე ეს სპექტაკლი მოაწყო.
ისე, კარგად კი მოიფიქრა. სხვათა შორის, სახელიც და გვარიც აბსოლუტურად სხვა აქვს და
ცოტა ხანში პრინსტაუნის ციხეშიც მიაბრძანებენ. თქვენ კი გამოგიყენათ.
– რანაირად? – განცვიფრდა ჯეიმსი, – საერთოდაც, იქნებ, უკეთ ამიხსნათ, რა ხდება?
– სიამოვნებით. ლიემ მაკდაუელი – ეს მისი ნამდვილი სახელი და გვარია, ხუთი წლის
წინ ლონდონის ერთ-ერთი ბანკის საცავის გაქურდვის გამო აიყვანეს. გამოვიდა თუ არა,
მაშინვე ძველი მეგობრები მოძებნა და ახალი რაღაც მოიფიქრა. ესპანური ოქრო კარგი
საფარველი აღმოჩნდა, თქვენ კი, თქვენი რეპუტაციის წყალობით – მშვენიერი ალიბი. მისი
ვითომ მყვინთავი ხომ გაიცანით? ბარის მეპატრონეც ნახეთ და არ მოგეწონათ. ბუნებრივია,
მან ვერ აიტანა ნიუმენი, იმიტომ, რომ რაღაც ისეთი გაიგო მის შესახებ. მოკლედ, საკუთარი
გატაცება მან თავად დაგეგმა. როცა თქვენ შეგხვდათ, ჩაძირული „ოტრანტოდან” ოქრო უკვე
ამოღებული ჰქონდა და მხოლოდ ალიბიღა სჭირდებოდა, რომ მისი მოულოდნელი
გამდიდრება თვალში არავის მოხვედროდა. ჩვენ მცდარ კვალს დავადგებოდით და
„დამნაშავეს” დავიჭერდით. ის რამდენიმე ოქროს ზოდს თქვენ თვალწინ ამოაღებინებდა
ვითომდა ჩაძირული ესპანური ხომალდიდან და მერე გაქრებოდა. ისეთი გაოცებული სახით
მიყურებთ, მგონი, არ გჯერათ. შემიძლია, მასთან შეხვედრა მოგიწყოთ და ყველაფერს თავად
მოგიყვებათ. დასაკარგი, პრინციპში აღარაფერი აქვს.
– კი, მაგრამ, საბურავის კვალი? ამას გამორიცხავთ? – მაინც შეეწინააღმდეგა ჯეიმსი.
– ღმერთო, როგორი გულუბრყვილო ხართ! საბურავის შეცვლას რაღა უნდოდა?! მან, ან,
უფრო კი მისმა თანამზრახველმა, ნიუმენისა და კელვინის სატვირთო მანქანებს საბურავები
შეუცვალა – ეს ხომ რამდენიმე წუთის საქმეა!..

მილიონები ქვაში

პუარო საუზმობდა, როცა ეკონომმა ქალმა სტუმრის მოსვლის შესახებ აუწყა.


– ღმერთო ჩემო, სწორედ რომ დროული იყო, თორემ ლამისაა მოწყენილობამ მომკლას.
უსაქმურობისგან სულ ვჭამ და ვჭამ, მალე მოძრაობა გამიჭირდება. ჰასტინგს, ნახეთ ერთი, ეს
სავიზიტო ბარათი... მის ესმე ფარკუარი. საინტერესო ვინმე უნდა იყოს... თან ახალგაზრდაც.
მხოლოდ ახალგაზრდა ქალს თუ ექნება ასეთი ვარდისფერი, სურნელოვანი სავიზიტო
ბარათი.
რამდენიმე წუთში ოთახში მომხიბვლელი ოცდახუთიოდე წლის მაღალი ქალიშვილი
შემოვიდა, უზადო აღნაგობით და ულამაზესი თვალებით. პუარო აღტაცებული მიეგება.
– მესიე პუარო, ჩემი საქმროს პრობლემის მოსაგვარებლად მოვედი. მან არაფერი იცის. მე
გადავწყვიტე, რომ თქვენ დამეხმარებით.
– მიყვარს, როცა ქალიშვილი ლამაზთან ერთად ჭკვიანიც არის.
– ჰო. სასოწარკვეთილი ვარ. საქმე ჩემი საქმროს რეპუტაციას ეხება. ფილიპ როჯვეი – ალბათ,
გსმენიათ.
– აა, დიახ. გაზეთებში ამოვიკითხე... დაკარგული ბრილიანტები, რომელშიც ბანკმა, თუ არ
ვცდები, შოტლანდიურმა, მსხვილი კაპიტალი დააბანდა.
– დიახ, დიახ... ბანკის ერთ-ერთი დირექტორი, მისტერ როჯვეი ფილიპის ბიძაა და რადგან
ფილიპს თავის მემკვიდრედ მოიაზრებს, ბრილიანტების გადატანა სწორედ მას დაავალა.
ამერიკაში თავისი კრედიტების გასამყარებლად, ფილიპს ბრილიანტები კონტინენტზე უნდა
ჩაეტანა გემით, მაგრამ ისინი გემზე დაიკარგა. როცა ფილიპი ნიუ-იორკში ჩავიდა, საკვოიაჟი
ცარიელი აღმოჩნდა. იმავე დღეს კი, რამდენიმე ქვა გაიყიდა.
– მდა, საინტერესოა. როგორმე ფილიპს უნდა შეგვახვედროთ. თქვენს საქმროს დაითანხმებთ
ჩემთან შეხვედრაზე?
– ვეცდები, – ქალიშვილმა პუაროს გაუღიმა და ოთახიდან გავიდა.
– აბა, რას იტყვით, ჰასტინგს? – მიუბრუნდა მეგობარს პუარო.
– ძალიან ლამაზია.
– ეგ გავიგე. სხვა არაფერი?
– სხვა ის, რომ თვალები აგიციმციმდათ. ესე იგი, ამ საქმით დაინტერესდით.
– ვნახოთ, ფილიპი რას გვეტყვის.
... ფილიპმა თითქმის სიტყვა-სიტყვით გაიმეორა საცოლის ნათქვამი.
პუარომ თვალები მოჭუტა.
– მითხარით, გეთაყვა, საკვოიაჟის საკეტი გატეხილი იყო?
– დიახ. ჯერ ვიღაცამ აწვალა. ვერ გააღო და მერე გატეხა. გასაღები მე არ მქონია. სულ ორი
ცალი იყო. ერთი ბიძაჩემს ჰქონდა, მეორე მის პარტნიორს უნდა დაეხვედრებინა ნიუ-იორკში.
– აჰა, ეს უკვე საინტერესოა... გამოდის, გემზე ყოფნისას, თქვენ საკვოიაჟში არ ჩაგიხედავთ.
– არა. არც კი მივკარებივარ. საკვოიაჟი გემიდან ჩამოსვლისთანავე, კიბესთან უნდა გაგვეხსნა.
მე მანამდე ვნახე ცარიელი, იატაკზე რომ ეგდო. მაშინვე განგაში ავტეხე. მთელი გემი
გაიჩხრიკა, მაგრამ ბრილიანტები უკვალოდ გაქრა. მესიე პუარო, წარმოიდგინეთ ჩემი
მდგომარეობა.
– გემიდან ნამდვილად არავინ ჩასულა?
– არა. ჩხრეკაც მაშინვე დაიწყო. ისიც კი ვიფიქრე, მძარცველმა მყვინთავი ხომ არ დაიქირავა
და იმას ხომ არ გაატანინა ბრილიანტები-მეთქი... მოკლედ, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო.
ახალგაზრდა კაცმა თავზე იტაცა ხელები...
– დამშვიდდით. მე ჯერ არ მითქვამს, რომ მდგომარეობა უიმედოა. ესე იგი, გატეხილი და
გაძარცვული საკვოიაჟი კაიუტაში იპოვეთ...
– დიახ.
– მისტერ როჯვეი, ბრილიანტები თქვენ თვალწინ ჩააწყვეს საკვოიაჟში?
– არა. ბიძაჩემმა რომ გამომიძახა, ბრილიანტები უკვე საკვოიაჟში ეწყო და დაკეტილი
გადმომცეს. უსაფრთხოების მიზნით, მან ექსკლუზიური საკეტი შეუკვეთა.
– მაგრამ ამან ვერ უშველა... ბრილიანტები მაინც დაიკარგა...
– ამაზე ფიქრმა, ლამის გამაგიჟოს...
– მისტერ როჯვეი, როგორმე ბიძათქვენს უნდა შემახვედროთ.
– რაიმეს მოეჭიდეთ? – გაუხარდა ახალგაზრდა როჯვეის.
– ჯერ არა. მხოლოდ ვცდილობ... – ჩაიბურტყუნა პუარომ.
– მგონი, ტყუილად მოცდებით, – უთხრა პუაროს ჰასტინგსმა, – ძალიან უინტერესო საქმე
ჩანს. ბრილიანტები გემიდან ვერ გაქრებოდა. ისინი მოიპარეს და როგორც როჯვეიმ თქვა,
სავარაუდოდ, მყვინთავის საშუალებით შეიტანეს კონტინენტზე.
– და ეს გემის ჩამოსვლამდე მოხდა? როჯვეიმ თქვა, ბრილიანტების რაღაც ნაწილი, ნიუ-
იორკში გემის ჩასვლამდე ოთხი საათით ადრე გაიყიდაო.
– მაგრამ ისიც თქვა, მე ამის არ მჯერაო, – დაუზუსტა ჰასტინგსმა.
– სამაგიეროდ, მე მჯერა, – წაუსტვინა პუარომ, – წავიდეთ, „ოლიმპიაში“ ვივახშმოთ. თავი
დაისვენებს, კუჭი კი იმუშავებს.
როცა პუარომ ბანკის დაცვის უფროსს თავისი ვინაობა დაუსახელა, ის მაშინვე აიყვანეს
მისტერ როჯვეის კაბინეტში. ოთახში მეორე მამაკაციც დაუხვდა, მისტერ ვავასერი,
რომელსაც კმაყოფილება არ გამოუხატავს კერძო დეტექტივის დანახვაზე.
– ჩვენ სრულიად ვენდობით სკოტლანდ-იარდს. სამწუხაროდ, მე ვერაფრით დაგეხმარებით.
ზუსტად ფილიპის გამგზავრების წინ ბრონქიტი გამიმწვავდა. სახლში ვიყავი გამოკეტილი. მე
ეჭვიც არ შემპარვია, რომ მისტერ როჯვეი ბოლომდე ენდობოდა ძმისშვილს.
– ასეც არის, – ცხარედ წამოიძახა მისტერ როჯვეიმ, – ფილიპი წესიერი ახალგაზრდაა. რაღაც
გაუთვალისწინებელი მოხდა.
პუარომ კიდევ რამდენიმე უმნიშვნელო შეკითხვა დასვა და ჯენტლმენებს გამოემშვიდობა.
– ძალიან რთული საქმეა, თქვენც კი დაიბენით.
პუარომ ჩაიქირქილა:
– ვინ მოგახსენათ, ძვირფასო ჰასტინგს. საქმე იმდენად მარტივია, მოლოდინი სრულიად
გამიცრუვდა. ახლა ისევ მოწყენილობა მომკლავს.
ჰასტინგს თვალები გაუფართოვდა.
– რაო? გინდათ თქვათ, რომ იცით, ვინ მოიპარა ბრილიანტები?
– რა თქმა უნდა. მხოლოდ ერთი, პატარა დეტალი მაქვს დასაზუსტებელი. გემს ველოდები...
– რომელ გემს?
– რომლითაც ფილიპ როჯვეის ბრილიანტები გადაჰქონდა.
– ფიქრობთ, რომ მძარცველი ისევ იმ გემზეა?
– ჰასტინგს, მოთმინება იქონიე. მალე ყველაფერს გაიგებ. რადგან, თავად ვერ ხვდები,
მოთმინება მაინც უნდა გამოიჩინო... ერკიულ პუაროსთვის ყველაფერი სრულიად ნათელია.
თქვენი ტვინის ნაცრისფერი უჯრედები კი, ისე სწრაფად ვერ მუშაობს, – პუარომ მკერდზე
დაირტყა ხელი და გაიცინა.
სამშაბათს ლივერპულში გაემგზავრნენ პირველი კლასის ვაგონით. პუარო, ჰასტინგსის
გულის გასახეთქად დუმდა და მეგობარს არაფერს უყვებოდა. გემზე ასულმა პუარომ
სტიუარდები შეკრიბა და წინა რეისის მგზავრების შესახებ გამოჰკითხა. კონკრეტულად
აინტერესებდა, იყო თუ არა გემზე ხანშიშესული, ულვაშებიანი ჯენტლმენი მუქმინიანი
სათვალით. დადებითი პასუხი მიიღო და გახარებულმა ხელები მოიფშვნიტა.
– ეს ჯენტლმენი გემიდან პირველი ჩავიდა?
– არა, მესიე, ყველაზე ბოლოს...
– ესეც ასე, – ხელები მოიფშვნიტა პუარომ, – ახლა უკვე ყველაფერი ვიცი.
– რა იცით, ღმერთო ჩემო! – ვეღარ მოითმინა ჰასტინგსმა.
– გემზე ჩვენი ბრონქიტიანი მისტერ ვავასერი იმყოფებოდა. ეს მან გატეხა მისტერ როჯვეის
საკვოიაჟი.
– და... ბრილიანტები?
– ბრილიანტები, გემზე საერთოდ არ ყოფილა... საერთოდ... ახლაც ვერ მიხვდით?
ბრილიანტები ფილიპს არ უნახავს. ვავასერმა ისინი გადამყიდველს მისცა და ნიუ-იორკში
ჩქარი მატარებლით გაგზავნა... ამიტომ გაიყიდა რამდენიმე ბრილიანტი გემის ჩასვლამდე.
ჩვენმა მეგობარმა ეს არ დაიჯერა, ფილიპ როჯვეის ვგულისხმობ. საწყალი ბიჭი... კინაღამ
ბოროტად გამოიყენეს მისი პატიოსნება და რეპუტაცია. სულ ვამბობდი, მწვავე ბრონქიტი
საშიშია-მეთქი, მით უფრო, გემით მოგზაურობისას. გემბანზე მუდამ უბერავს ზღვაური...

მკვლელობა-გამოცანა

ერკიულ პუარო ზღვაზე მოგზაურობას ვერ იტანდა, მაგრამ, ხომალდი, რომელზეც ის


აღმოჩნდა, განსაკუთრებული ადამიანებით იყო დაკომპლექტებული. თითოეული მათგანის
განწყობა საზეიმო და ამაღლებული იყო. ათდღიანი ტურის მთავარი „მარგალიტი“
– ალექსანდრია – განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის იყო მომხიბვლელი საცდური.
მათში ორ ახალგაზრდა ვაჟს გამოარჩევდით – ათლეტური აღნაგობის ყმაწვილებს,
შორიდანვე რომ იტაცებდნენ თვალს. თუმცა, პუაროს ინტერესის სფერო უფრო ოჯახური
წყვილები იყო, მაგალითად, გენერალი კლეპერტონი და მისი მომხიბვლელი მეუღლე; ასევე,
მისის ჰენდერსონი – ორმოცდაათ წელს მიტანებული ქალი, რომელსაც ძნელად თუ
მისცემდით ორმოც წელს, ისეთი ეფექტური და ელეგანტური გარეგნობა ჰქონდა. პუარომ
შორიდანვე შენიშნა გემბანზე მოსეირნე ქალი და მისკენ გაემართა.
– მშვენიერი ამინდია, არა?
მისის ჰენდერსონმა გაუღიმა.
– ერკიულ პუარო გახლავართ... ეგვიპტეში აქამდე არასდროს ვყოფილვარ. თქვენ?
ქალმა თვალები მოჭუტა, თითქოს რაღაცას ფიქრობდა:
– აა, გამახსენდა, თქვენ ის სახელგანთქმული ფრანგი დეტექტივი ბრძანდებით...
– ბელგიელი, მისის, ბელგიელი...
– თუნდაც, რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ის არის, რომ გემზე ტყუილუბრალოდ არ
აღმოჩნდებოდით. დანაშაული მოხდება?
– ძალიან ჭკვიანი ბრძანდებით... დანაშაული ყველგან ხდება, სადაც კი ადამიანები არიან.
– და მაინც, როგორ გგონიათ, ვინ ვის მოკლავს? – არ მოეშვა მისის ჰენდერსონი.
– მე დეტექტივი გახლავართ და არა წინასწარმეტყველი.
– მე მაინც შევეცდები, ვივარაუდო. მაგალითად, ის უცნაური წყვილი გენერალი და მისი
მეუღლე... აშკარად ეტყობათ, რომ მათ შორის სიყვარული არ არის. ქალი სრულიად ნორჩია.
გენერალსაც, მეეჭვება, კეთილშობილური წარმომავლობა ჰქონდეს. რას დახარბდა
ახალგაზრდა ქალი? – ფაქტია, რომ საქმროს ქონებას.
– მშვენიერი მონაცემებია დამწყები დეტექტივისთვის. ბარში გეპატიჟებით, მისის...
ბარში გენერლის მეუღლე იმ ორ ახალგაზრდა ჯენტლმენთან ერთად მიირთმევდა
„მარტინის“ და ხმამაღლა კისკისებდა. მისის ჰენდერსონმა პუაროს მრავალმნიშვნელოვნად
გაუღიმა, თითქოს ეუბნებოდა, აქ ყველაფერი წესრიგში არ არის და თავადაც
დარწმუნდებითო. პუარომ არ შეიმჩნია და მისის კლეპერტონს გვერდით მიუჯდა.
შემთხვევით იდაყვი ქალის პაწაწინა, ლამაზ ხელჩანთაზე მოუხვდა და ძირს ჩამოაგდო.
ხელჩანთა გაიხსნა და შიგთავსი იატაკზე გადმოიბნა... პუარო, როგორც ღირსეული
ჯენტლმენი, სწრაფად დაიხარა, რომ ნივთების შეგროვებაში დახმარებოდა და უცებ
წამოიძახა:
– წამლები, მისის?! გული გაწუხებთ? თქვენს ასაკში?!
– დიახ, ასეა. მართალია, ძალიან ენერგიული ვარ, მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, –
ქალმა ხელჩანთა შეკრა და აფორიაქებულმა მიმოიხედა, – ჯონი არ გინახავთ? ჩემი ქმარი
უნდა მოვძებნო. მაპატიეთ, ჯენტლმენებო...
ახალგაზრდებმა დანანებით გააყოლეს თვალი ბარიდან გასულს.
– როგორი მომხიბვლელია... შეუდარებელია... რა სამწუხაროა, რომ იმ საზიზღარი მოხუცის
ცოლია. ნეტავი, ან გენერალი როგორ გახდა. ძალიან საეჭვოა... მისი მანერებისა და ღაჟღაჟა
სიფათის პატრონი... აი, მისის კლეპერტონი კი, მართლაც, შესანიშნავია...
– მაგრამ, მას ერთი დიდი ნაკლი აქვს, – შეახსენა მეგობარს მეორე ახალგაზრდამ, – ქმრის
ერთგულია.
– ჰო, ეგ მართალია... – ამოიოხრა პირველმა, – ვერაფრით დავიყოლიეთ ალექსანდრიაში
ჩვენთან ერთად გასეირნებაზე. ამბობს, ჯონი თუ არ წამოვა, მეც გემზე დავრჩებიო. სულაც არ
მსიამოვნებს მისი ქმრის ყურება, მაგრამ, ავიტან ცოლის ხათრით. თქვენც წამობრძანდებით,
მესიე პუარო?
– ალბათ, არა... სიცხეს ვერ ვიტან... ისე, მისის კლეპერტონისთვისაც არ არის სასურველი
მზის გულზე სეირნობა. მისი სუსტი გულისთვის ეს სერიოზული დარტყმა იქნება.
ახალგაზრდებმა გაიცინეს.
– სუსტი გული?! რას ბრძანებთ, მესიე პუარო. ენერგიას ასხივებს, როგორ შეიძლება, სუსტი
გული ჰქონდეს?!
პუარომ მხრები აიჩეჩა:
– არ ვიცი, არ ვიცი... ეტყობა, ზოგჯერ საკუთარ თვალებსაც არ უნდა ენდო ადამიანი.
– შეიძლება... ჰო, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ეს მშვენიერი არსება ვიხსნათ – ცოტა ხნით მაინც
გამოვტაცოთ მოხუცი ქმრის კლანჭებს... – ყმაწვილკაცებმა ერთხმად გაიცინეს და ბარმენს
მორიგი პორცია ვისკი შეუკვეთეს.
მეორე დღეს, გამთენიისას, სამგზავრო თბომავალი ალექსანდრიას მიადგა. მგზავრები
გემბანზე შეგროვდნენ და ქალაქში გასასვლელად მოემზადნენ. მშვენიერი მისის
კლეპერტონი მარტო იყო. თუმცა, მალევე მიაკითხეს „მხსნელებმა“. პუარო თვალს ადევნებდა
მათ საუბარს.
– ედელინ, ნაპირზე არ ჩამოხვალთ? ალექსანდრია საოცრებაა... ნამდვილ აღმოსავლურ
ბაზარს გაჩვენებთ...
ქალმა დანანებით აიჩეჩა მხრები:
– იცით, ჩემი ქმარი გუშინ ძალიან დათვრა და დღეს გამოძინებას აპირებს. ვკითხავ, თუ
შეიძლება, მარტო წამოვიდე...
– ჩვენც ვთხოვთ თქვენთან ერთად... – მაშინვე აჰყვნენ ყმაწვილებიც.
მხიარული კამპანია კლეპერტონების კაიუტისკენ გაემართა. კარი დაკეტილი აღმოჩნდა.
ედელინმა ქმარს გარედან დაუძახა:
– ჯონ, არ ადგები? ქალაქში მინდა გასვლა. არ გესმის, ჯონ?
– ედელინ, რა დაგემართა, რატომ მაღვიძებ? წადი, თუ ასე გინდა. მე კი უნდა დავისვენო, –
დაგვიანებით და უკმაყოფილო ტონით გამოსძახა კაცმა. ედელინმა გაიღიმა და თანმხლებ
მამაკაცებს ქალაქში გაჰყვა.
... ტრაგედიის შესახებ კი, საღამოს გახდა ცნობილი, როცა მისის კლეპერტონმა კივილით
აუწყა მგზავრებს ქმრის ტრაგიკული სიკვდილის ამბავი. კაიუტაში შესულ გემის პერსონალს,
ექიმსა და ცნობისმოყვარე მგზავრებს თვალწინ საზარელი სურათი გადაეშალათ: მისტერ
კლეპერტონი საწოლში ხანჯლით გულგანგმირული იწვა. იატაკზე მისის კლეპერტონის
ძვირფასეულობის ცარიელი ყუთი ეგდო. მისის კლეპერტონი ატირდა. პუარომ ეჭვით გახედა
მას.
– ოთხი-ექვსი საათის მკვდარია, – განაცხადა გემზე მომუშავე ექიმმა, – ხანჯალი გულში
მოურტყამთ. ნუთუ ეს იმ ბოშებმა გააკეთეს, წვრილმანმა მოვაჭრეებმა, ალექსანდრიაში გემზე
რომ ამოვიდნენ?!
პუარომ მაგრად მოკუმა წვრილი ტუჩები და ექიმს მრავალმნიშვნელოვნად შეხედა.
– მესიე პუარო, მგონი, სხვა აზრისაა, – მიხვდა ექიმი.
– დიახ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს ბატონი ხანჯლით განგმირეს. მას ის უკვე მკვდარს გაურჭეს
და, ეს ბოშებმა კი არა, სუსტმა, ნაზმა არსებამ გააკეთა. მისის კლეპერტონ, ნუ ეცდებით,
გაოცებული სახე მიიღოთ ან გული წაგივიდეთ. ქმარი სწორედ თქვენ მოიშორეთ თავიდან.
შეიძლება, საამისო მიზეზი გქონდათ კიდეც, მაგრამ, კონკრეტულ შემთხვევაში ეს ნაკლებად
საინტერესოა.
– რა სისულელეა... მე არაფერ შუაში ვარ! მკვლელობის მომენტში მე ალექსანდრიაში ვიყავი.
თქვენც ხომ იცით, ერთი ნაბიჯითაც არ მოგცილებივართ... – ქალმა სასოწარკვეთით შეხედა
თავის ახალგაზრდა თანამგზავრებს, რომლებიც, ამ ამბით გაოგნებულები, ხმაამოუღებლად
იდგნენ.
– მისის, პუარომ ყოველთვის იცის, რას ლაპარაკობს. თქვენს ქმარს ნელ-ნელა აძლევდით
წამლის დიდ დოზებს, რაც, სავარაუდოდ, ადრე თუ გვიან, გულის გაჩერებას გამოიწვევდა.
ამას დაუმატეთ ზღვის ავადმყოფობაც, რომელიც თქვენს ქმარს სტანჯავდა... გემზე რომ
დაბრუნდით, ის მკვდარი დაგხვდათ... დილით უკვე ცუდად იყო – ფეხები წაერთვა და
საწოლიდან ვერ დგებოდა... ხანჯალი აიღეთ, გულში შეურჭეთ და ძვირფასეულობის ყუთი
დააცარიელეთ – აი, ეს არის მთელი საიდუმლო. მომიტევეთ, მაგრამ, ყოველთვის
სიმართლის მხარეზე ვარ...

ყალბი მწუხარება
სადაზღვევო კომპანიამ პუაროს მიმართა თხოვნით, გადაემოწმებინა რამდენიმე დღის წინ
მომხდარი უბედური შემთხვევა. საქმე ეხებოდა მათ კლიენტს, რომელმაც სულ ცოტა ხნის
წინ სიცოცხლე ორმოცდაათი ათას დოლარად დააზღვია, მერე კი, უცებ, შინაგანი
სისხლდენით გარდაიცვალა – ყოველ შემთხვევაში, ასე ეწერა ექიმის დასკვნაში. ეს რომ
ინფარქტი ყოფილიყო, ყველაფერი ნათელი იქნებოდა, მაგრამ მისტერ მალტრევერსს
ოცდაათი წლით უმცროსი ცოლი დარჩა, რომელსაც მთელი ეს ფული უნდა მიეღო და
რომელიც, სულ რაღაც, ათი თვის წინ შეირთო – მაშინ, როცა საკმაო ქონებას ფლობდა.
თუმცა, მერე საქმეები აერია და ვალები დაედო. ერთი სიტყვით, სადაზღვევო კომპანიას
სურდა, ყველაფერში ბოლომდე ყოფილიყო დარწმუნებული. პუაროც, თავის განუყრელ
მეგობართან ერთად, მასდონ მეინორში გაემგზავრა. სასტუმროში დაბინავებამდე ჯერ ექიმს
ესტუმრა. ექიმი, რალფ ბერარდი, შუა ხანს გადაცილებული პედანტი, მკაცრი მამაკაცი
აღმოჩნდა; ეტყობოდა, დიდად არ სიამოვნებდა პუაროს შეკითხვები. „დიახ, ეჭვს არ იწვევს
ის ფაქტი, რომ მისტერ მალტრევერსი შინაგანი სისხლჩაქცევით გარდაიცვალა“; „არა, ის მისი
პაციენტი არ ყოფილა“; „არ გაკვეთა გვამი, რადგან, ქვრივის ზედმეტად აღელვებას მოერიდა“,
„გარდაცვლილს მხოლოდ ტუჩები ჰქონდა სისხლიანი. მერე რა, რომ გვამის გვერდით
მცირეკალიბრიანი შაშხანა იპოვეს – ის ბაღში შაშვების დასაფრთხობად იყო ჩასული. ერთ-
ერთმა მებაღემ ნახა და მაშინვე გამოიძახეს“... „დიახ, თავის დიაგნოზში დარწმუნებულია“...
პუარომ, როგორც კი ექიმის სახლიდან გამოვიდა, ბრაზით ჩაილაპარაკა:
– ბებერი, ჯიუტი ვირი! არ მომწონს ასეთი პედანტები!
– თქვენ ფიქრობთ, ის მოკლეს? – ჩაეკითხა ჰასტინგსი.
– არ მგონია. ჯიუტი კი არის, მაგრამ, არც ისეთი სულელია, ნატყვიარი ვერ შეემჩნია.
მეგობარო, ქვრივის მონახულება მოგვიწევს...
მისის მალტრევერსი ოცდახუთიოდე წლის, გასაოცარი სილამაზის ქალი აღმოჩნდა. სახეზე
ღრმა მწუხარების კვალი აჩნდა და ლამაზ თვალებთან წამდაუწუმ მიჰქონდა ქათქათა
ცხვირსახოცი ცრემლების მოსაწმენდად.
– ნუთუ არ შეიძლებოდა, ეს შეხვედრა რამდენიმე დღით გადაგვედო? ჩემი საწყალი ქმარი
ჯერ კარგად არც გაცივებულა. მე ისე მიყვარდა ის... – ქალი ასლუკუნდა.
– მომიტევეთ, მისის, კარგად მესმის თქვენი, მაგრამ, სადაზღვევო კომპანიებს თავისი მკაცრი
წესები აქვთ. თავისი ინტერესების დამცველად კი, მე დამიქირავეს. რამდენიმე კითხვას
დაგისვამთ, თავს დიდხანს არ შეგაწყენთ.
ჰასტინგსს ეტყობოდა, რომ ქვრივით მისი პირველი დანახვისთანავე მოიხიბლა და პუარომ
უკმაყოფილოდ უბიძგა მეგობარს.
– მისის, თქვენი მეუღლე რამეს უჩიოდა? ჯანმრთელობას ვგულისხმობ.
– არა. თუმცა, გამახსენდა... ერთხელ მომიყვა, რომ შეტევა ჰქონდა. საერთოდ არ
უფრთხილდებოდა თავს...
– სიცოცხლეც რამდენიმე დღის წინ დააზღვია, ანუ, ვიდრე ეს ტრაგედია მოხდებოდა.
– ეტყობა, რაღაცას გრძნობდა. ღმერთო, რად მინდა ფული, თუკი ის არ იქნება? თავს
საშინლად მარტოსულად ვგრძნობ...
– მისის, თოფი სად არის?
– არ ვიცი, ალბათ, შემოსასვლელში. მე ის არ მაინტერესებს.
პუარომ მოახლეს თოფი მოატანინა და გასინჯა.
– ორი ტყვია არ არის... მდაა... ჰასტინგს, წავედით. ნახვამდის, მისის!
– მშვიდობით... – ამოიოხრა ქალმა.
ეზოში გამოსულმა პუარომ ხელები მოიფშვნიტა:
– აბა, რას იტყვით, ჰასტინგს?
– ვერაფერს. თქვენს მეგობრებს სადაზღვევოდან თანხის გადახდა მოუწევთ. ტრაგედია
მოხდა. ქვრივიც ნამდვილად უნუგეშოდ დამწუხრებულია.
– ჰმ, მე ასე არ ვფიქრობ. რაღაც ეჭვები მაქვს და უნდა გადავამოწმო.
პუარო მებაღესთან მივიდა:
– გვამი თქვენ იპოვეთ, არა?
– დიახ... საწყალი მისტერ მალტრევერსი...
– გასროლის ხმა არ გაგიგონიათ?
– არა. ბალახის საკრეჭი მანქანა მქონდა ჩართული, ისინი კი მოშორებით იყვნენ.
– ვინ ისინი? – თვალები აუციმციმდა პუაროს.
მებაღემ კეფა მოიქექა:
– ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ, მგონი, დავინახე, რომ მისის და მისტერ მალტრევერსები
ერთად წავიდნენ სასეირნოდ...
– აჰა... ესე იგი, დარწმუნებული არ ხართ.
– არა, სერ, არ ვარ.
– ცოლ-ქმარი შეხმატკბილებულად ცხოვრობდა?
– მგონი, კი. როცა ქმარი ძალიან მდიდარია, ცოლი კი მასზე ოცი წლით უმცროსი, რაზე უნდა
იჩხუბონ?
– რომ ამბობენ, ფინანსური პრობლემები ჰქონდაო?
მებაღემ მხრები აიჩეჩა:
– მე ამის შესახებ არაფერი ვიცი, სერ...
ჰასტინგსმა კითხვით სავსე მზერა მიაპყრო პუაროს, რომელსაც სახეზე ეტყობოდა, რომ
რაღაცამ ჩააფიქრა.
ლონდონში ვბრუნდებით?
– არა, ჯერ კიდევ მაქვს რაღაც საქმე. საღამოს მისის მალტრევერსს ჩაიზე უნდა ვესტუმროთ.
ჰასტინგსმა მხრები აიჩეჩა.
ქვრივს აშკარად არ ესიამოვნა დილანდელი სტუმრების დანახვა.
– მისის, მგონი, ჩემი ხელჯოხი დამრჩა... აი, თურმე, სად ყოფილა. ჩაიზე ხომ არ
დაგვპატიჟებთ?
– დიახ, რა თქმა უნდა... – უხალისოდ თქვა ქალმა.
პუაროს მეტი მიპატიჟება არ დასჭირვებია, სწრაფად მიუჯდა მაგიდას და ხელები
მოიფშვნიტა:
– მიყვარს სურნელოვანი ინგლისური ჩაი... თუ ძალიან არ შეწუხდებით, ერთ ამბავს
მოგიყვებით... თვითმკვლელობაზე.
– ჩემს ქმარს თავი არ მოუკლავს, ის შინაგანი სისხლდენით გარდაიცვალა, – მკაცრად თქვა
ქვრივმა და გაფითრდა.
– ჰო, რა თქმა უნდა, მაგრამ, მე მაინც მოვყვები ამ ამბავს... მოკლედ, ერთმა ფერმერმა,
რომელსაც ექიმებმა საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, მცირეკალიბრიანი შაშხანით მოიკლა
წიგნის ელექტრონული ვერსია
მოამზადა: აკაკი ციცქიშვილმა
www.ChiaturaINFO.GE
თავი – თოფის ლულა პირში ჩაიდო, ქვემოთ მიმართა და სასხლეტს გამოჰყრა თითი.
არანაირი ნატყვიარები... მხოლოდ ცოტაოდენი სისხლის კვალი ტუჩებზე... ექიმები
გაოცებულები იყვნენ. ყველაფერი ძალიან ჰგავდა შინაგან სისხლდენას. ეს ამბავი თქვენც ხომ
არ გაქვთ გაგონილი, მისის? ჰასტინგს, წყალი მოიტანეთ, ქალბატონი ცუდადაა!
პუარომ ჩიბუხი გააწყო და კმაყოფილმა ჩაიღიმა.
– ჰასტინგს, თქვენ, როგორც ყოველთვის, ძალიან უყურადღებო ხართ, მით უფრო, როცა
გვერდით ლამაზი ქალია. ჩვენი პირველი ვიზიტისას არც კი შეგინიშნავთ მაგიდაზე
გადაშლილი გაზეთი. სხვათა შორის, ამბავი ფერმერის თვითმკვლელობაზე სწორედ იქ
ამოვიკითხე. ახლა კი წარმოიდგინეთ: ცხოვრობდა ერთი არცთუ სულელი ახალგაზრდა,
ლამაზი ქალი. გათხოვდა ასაკით უფროს მამაკაცზე, ფულისთვის, რა თქმა უნდა. მერე, უცებ
გაიგო, რომ ქმარს ფინანსური პრობლემები აქვს და ურჩევს მას, სიცოცხლე დააზღვიოს.
ალბათ, იცით, რომ ასეთი ქმრები ასეთ ცოლებს უარს არაფერზე ეუბნებიან... მერე, ცოლი
გაზეთში შემთხვევით კითხულობს ფერმერის ამბავს და ჩნდება იდეა – სასეირნოდ თუ
შაშვების დასაფრთხობად წასულ ქმარს მიჰყვება და მიამიტი სახით ეკითხება: „ნუთუ ასეთი
რაღაც შესაძლებელია? არა, არ მჯერა! შეგიძლია, მაჩვენო?“ მიამიტი, გულუბრყვილო, მისი
სილამაზით მოხიბლული კაციც სურვილს უსრულებს – თოფის ლულას პირში იდებს და...
არა, სასხლეტზე თითი მას არ გამოუკრავს, ეს ქალმა გააკეთა... ეჰ, ჰასტინგს, ჰასტინგს... არ
იცით, რომ ყველაზე ხშირად დანაშაულს სწორედ ასეთი, ანგელოზისსახიანი ქალბატონები
სჩადიან?! მგლოვიარე ცოლის როლი კი მართლაც კარგად შეასრულა, თუ იმას არ ჩავთვლით,
რომ საგულდაგულოდ იყო შეპუდრული...

ორიგინალური თვითმკვლელი

ჯონ ჰარისონი სახლიდან გამოვიდა და ტერასაზე მდგარ მოწნულ სავარძელზე ჩამოჯდა.


საკმაოდ სიმპათიური შუახნის მამაკაცი იყო, სახის ოდნავ მკაცრი, მაგრამ, ვაჟკაცური
ნაკვთებით – შეიძლება ითქვას, მიმზიდველი გარეგნობა ჰქონდა. აგვისტოს თბილი საღამო
იყო. ერთბაშად მისი ყურადღება ჭიშკრის ჭრიალმა მიიქცია. ჰარისონმა სახლისკენ მიმავალ
ბილიკს გახედა და წამოიძახა:

– წარმოუდგენელია! ერკიულ პუარო? აქ, ჩემს კარმიდამოში?!

მერე კიბეზე ჩაირბინა და სტუმრის შესაგებებლად გაეშურა.

– საიდან აღმოჩნდით ჩვენს მხარეში, მესიე პუარო? არ მითხრათ, რომ ქარმა გადმოგაგდოთ,
ასეთ სიცხეში ქარიც არ ქრის.

– საქმეები, ჩემო მეგობარო, საქმეები.

– საქმე აქ, ამ უკაცრიელ მხარეში?! – გაიოცა ჯონ ჰარისონმა.


– ჩემო მეგობარო, არ იცით, რომ დანაშაული ძირითადად უკაცრიელ ადგილებში ხდება?!

– სისულელე ვთქვი, არა? – გაიცინა ჯონმა, – მაგრამ, მაინც მიკვირს და, იძულებული ვარ,
შეკითხვები დაგისვათ.

– საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. პირიქით, კარგიც არის, შეკითხვები რომ გიჩნდებათ.

– რაიმე დანაშაულს იძიებთ?

– დიახ, საკმაოდ მძიმე დანაშაულს – მკვლელობას.

პუარომ ისეთი ტონით წარმოთქვა ეს სიტყვა, რომ ჰარისონი შეკრთა და უსიამოვნოდ


შეაჟრჟოლა:

– მკვლელობა მოხდა? აქ, ჩვენს მხარეში? ვინ არის მოკლული? მეტყვით მის ვინაობას?

– ჯერ არავინ მოუკლავთ, – თავი გააქნია პუარომ.

– ეს როგორ?! – გაოგნდა ჰარისონი.

– ისე. მე ვიძიებ მკვლელობას, რომელიც ჯერ არ მომხდარა, მაგრამ, მოხდება.

– ეს ხომ უაზრობაა, მესიე პუარო, თქვენ ხუმრობთ!

– პირიქით, ძალიან სერიოზული ვარ. თანაც, თქვენ მიმართ რაღაც სიმპათია გამაჩნია და
ამიტომაც ვარ აქ. რა შესანიშნავი ვარდებია... ოჰო, აქ კრაზანების ბუდეც ყოფილა. უნდა
გაანადგუროთ. კრაზანის ნაკბენი აგვისტოს სიცხეში სასიამოვნო ნამდვილად არ არის.

– აქ ამის სათქმელად მოხვედით?

– არა, მარტო ამისთვის არა. კიდევ იმის, რომ მესიმპათიურებით. როგორ ებრძვით ხოლმე
კრაზანებს? – ისევ შეცვალა საუბრის თემა პუარომ.

– ხან – როგორ, ხან – როგორ. ბენზინით, დაწვით, ბოლიც კარგი საშუალებაა. ახალგაზრდა
ლენგტონმაც შემომთავაზა დახმარება. კლოდ ლენგტონი ხომ გახსოვთ? ისიც იმ ოჯახში იყო
სტუმრად, სადაც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით. შემპირდა, საღამოს მოვალ და მოვსპოთო.

– მართლა? იმას რა მეთოდი აქვს? გამიგია, რომ კალიუმციანიდიც კარგი საშუალებაა.

ჰარისონი მოიღუშა:

– კალიუმციანიდი? ეს ხომ საშიში შხამია, სახლში მისი შენახვა დიდ რისკთან არის
დაკავშირებული.

– მართალი ხართ, კალიუმციანიდი სასიკვდილო შხამია. თუმცა, ძალიან სასარგებლო, როცა


სიდედრის თავიდან მოშორება გაქვს გადაწყვეტილი, – იხუმრა პუარომ.

ჰარისონს არ გაღიმებია:

– ვერ ვიგებ, ამას რატომ მელაპარაკებით?


პუარომ ვარდი დაყნოსა და მხრები აიჩეჩა.

– საქმე ისაა, რომ მე შემთხვევითობას გამოვრიცხავ და წვრილმანებსაც დიდ ყურადღებას


ვაქცევ. დღისით აფთიაქში შევიარე ბარჩესტერზე და წამალი ვიყიდე. სარეგისტრაციო
წიგნში, სადაც გაყიდული შხამების აღნუსხვა ხდება, ამოვიკითხე, რომ კლოდ ლენგტონს
კალიუმციანიდი შეუძენია.

ჰარისონი სტუმარს გაოცებულ მზერას არ აცილებდა, ბოლოს ნაჩქარევად და ნაძალადევად


ჩაილაპარაკა:

– რა უცნაურია! რამდენიმე დღის წინ სწორედ ლენგტონი მარწმუნებდა, არასდროს მომივა


აზრად კრაზანების შხამით განადგურება. კალიუმციანიდიც აფთიაქში აშკარად არ უნდა
იყიდებოდესო.

პუარომ ვარდებს თავი ანება, მისკენ შეტრიალდა და მხარზე მეგობრულად დაარტყა ხელი:

– მეგობარო, გულახდილად მითხარით, როგორი ურთიერთობა გაქვთ ამ ახალგაზრდა


კაცთან?

– ჩვეულებრივი.

პუარომ თავი გააქნია:

– ჩვეულებრივი? თქვენ ხომ მის ყოფილ შეყვარებულზე ხართ დანიშნული. ვითომ,


ახალგაზრდა კაცმა დაივიწყა ეს ამბავი და გაპატიათ? ვითომ? ზოგჯერ სიძულვილი მხოლოდ
მიძინებულია და მოულოდნელად იფეთქებს ხოლმე.

ჰარისონი ერთბაშად შეხტა:

– გეშლებათ, მესიე პუარო, ეს ინგლისია! აქ უარყოფილი თაყვანისმცემლები შურისძიების


სურვილით ანთებულები შხამს არ ყიდულობენ და ჯენტლმენობას არ ივიწყებენ, მით უფრო
– ლენგტონი, ის ბუზსაც არ გააღვიძებს.

– ბუზები ჩემი სფერო არ არის, – თქვა პუარომ, – თქვენთან კამათს აღარ ვაპირებ. ისე,
მაინტერესებს, როგორ ანადგურებთ ბზიკებს ჯენტლმენი ინგლისელები...

იმავე დღეს, საღამოს ათის ნახევარზე, პუარო ისევ მივიდა ჰარისონთან და ყვავილნარის
ბილიკზე ახალგაზრდა ლენგტონს გადააწყდა. მას დაბნეული და რაღაცით შეწუხებული სახე
ჰქონდა:

– მესიე პუარო... საღამო მშვიდობის.

– როგორ არის საქმე, გაანადგურეთ ბზიკები?

– არა, ჯერ არა. გადავდეთ. ჰარისონთან ერთად ლუდი დავლიე და ცოტა ვილაპარაკეთ.
მომიტევეთ, მეჩქარება, უნდა წავიდე.

პუარომ უცნაურად გაიღიმა, კიბეზე ავიდა და ტერასაზე მჯდარი ჰარისონისკენ გაემართა.


– აბა, როგორ გრძნობთ თავს?

ჰარისონი შეკრთა:

– მშვენივრად. რატომ უნდა ვიყო ცუდად?

– პრინციპში, გეთანხმებით – საჭმელი სოდა სრულიად უსაფრთხოა.

– რაო? სოდა რა შუაშია? არაფერი მესმის.

– აბა, თქვენ რა გეგონათ, საშუალებას მოგცემდით, თავი კალიუმციანიდით მოგეწამლათ და


მერე ეს საცოდავი ლენგტონისთვის დაგებრალებინათ?! ჩანაფიქრი ხომ ეს იყო? მე დილით
აღვკვეთე თვითმკვლელობაც და მკვლელობაც. ასეთი თვალებით ნუ მიყურებთ. გიკვირთ,
საიდან მივხვდი ყველაფერს? მოგახსენებთ: დილით თქვენი ჯიბიდან შეხვეული
კალიუმციანიდი ამოვიღე და პატარა პარკით საჭმელი სოდა ჩაგიდეთ. ერთ დროს ჯიბის
ქურდებთან ვმეგობრობდი და ეს საქმე კარგად გამომდის. როგორც გითხარით, სააფთიაქო
წიგნში ლენგტონის გვარის წაკითხვამ გამაოცა. მერე შემხვდა და, როცა ვკითხე, მითხრა, რომ
შხამი თქვენი თხოვნით იყიდა. უცებ გამახსენდა, ორი კვირის წინ, ასევე შემთხვევით, ჩვენი
საერთო ექიმის სახლთან რომ დაგინახეთ. მოუსვენარი კაცი ვარ. ამიტომ, დავურეკე მას და
თქვენ შესახებ ვკითხე. სამწუხარო ამბავი მითხრა – რომ თქვენ მოურჩენელი სენი გჭირთ და,
მაქსიმუმ თვე-ნახევარი იცოცხლებთ. ჰარისონ, ხომ გითხარით, მესიმპათიურებით-მეთქი.
მეწყინა, მაგრამ, ცოტა რომ ვიფიქრე, მივხვდი, რისი გაკეთება გადაწყვიტეთ: ვერ შეეგუეთ იმ
აზრს, რომ თქვენი სიკვდილის შემდეგ მშვენიერი ნეილი პრისტონე ისევ თავის ძველ
შეყვარებულს, ანუ ლენგტონს დაუბრუნდებოდა და ამიტომ თვითმკვლელობა გადაწყვიტეთ,
თანაც, ისე, რომ კიდევ ერთი სიცოცხლე გაგეყოლებინათ თან. თქვენს ჭიქაში პოლიცია
იპოვიდა შხამს და მარტივად დაადგენდა იმასაც, რომ ეს შხამი სწორედ ლენგტონმა შეიძინა
აფთიაქში. სახრჩობელაზე უშვებდით ასეთ უწყინარ ახალგაზრდას, ჰარისონ?! მე კი თქვენ
ისე მესიმპათიურებოდით...

სასიკვდილო სამკუთხედი

ერკიულ პუარო არ ელოდა, რომ სეზონის ამ დროს ნახევარკუნძულზე ამდენი ხალხი


მოიყრიდა თავს. სასტუმროც პატარა და მყუდრო შეარჩია. დასვენება უნდოდა, მაგრამ,
პირველივე დღეს მიხვდა, რომ სიმშვიდე არ ეწერა. კურორტზე შეკრებილი საზოგადოება
ამის ნათელი დადასტურება იყო.
ორი მეგობარი – 30 წლამდე ასაკის, კეკლუცი, გასათხოვარი ქალბატონები პამელა და სარა
ბლეიკი გიჟდებოდნენ გარუჯვაზე. მათ დაუფარავად ეპრანჭებოდა გენერალი გოლდი – სულ
უკან დასდევდა და მათთან ერთად იხრუკებოდა მზეზე. კიდევ, იყო ორი წყვილი:
ბომონდური ქალბატონი ვალენტინა დუკრე – სილამაზით განთქმული მდიდარი ავაზა,
თავის მეოთხე ქმართან – მისტერ ჩენტრისთან ერთად. ეს პირქუში, გაუცინარი მამაკაცი
თითქმის არ იღებდა ხმას. მეორე წყვილი – მისტერ და მისის კამერონები – იმით
გამოირჩეოდა, რომ ცოლი განსაკუთრებით აქტიურობდა, ქმარი კი წარმოუდგენლად
სიმპათიური იყო. ამბავი ერთ თბილ საღამოს დაიწყო, როცა ყველა ზღვის ნაპირზე იყო
შეკრებილი. ერკიულ პუარო პამელას, სარასა და გენერლის ახლოს იჯდა; ჩენტრი და მისი
ულამაზესი მეუღლე – ოდნავ მოშორებით, უფრო ზუსტად, „შანელის“ საცურაო კოსტიუმში
გამოკვალთული სხეული ცოლს საჯარო სამზერად ჰქონდა გამოფენილი, ხოლო ქმარი
მტაცებელი ნადირივით ეჯდა გვერდით და თითქოს ამ თავის ნადავლს სდარაჯობდა.
პუარომ შენიშნა, როგორი აღფრთოვანებით უყურებდა ვალენტინას მისტერ კამერონი და
გაეღიმა. მისის კამერონი იმ ქალების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც გარეგნობით
არ ბრწყინავენ, მაგრამ, ღმერთმა ჭკუა მისცა ამის საკომპენსაციოდ. თან, მისის კამერონი
არაჩვეულებრივად ცურავდა. ქმარს რამდენჯერმე დაუქნია ხელი და დაუძახა, მოდი,
შესანიშნავი წყალიაო, მაგრამ კაცმა ყურადღება არ მიაქცია. სამაგიეროდ, ყურადღებიდან არ
გამორჩენია ვალენტინას არც ერთი მოძრაობა. ქალი მიხვდა, რომ კაცს ჭკუიდან შლიდა და
რამდენჯერმე ისეთი მზერით დაასაჩუქრა, მამრობითი სქესის ნებისმიერ არსებას მოჰგვრიდა
ჟრუანტელს.
პუარომ გაიგონა, როგორ ხითხითებდნენ პამელა და სარა. მერე პამელამ თავი ასწია და
პუაროს მიმართა:
– მესიე პუარო, ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენ აქ საქმე გამოგიჩნდებათ? თქვენს პროფესიას
ვგულისხმობ... სამკუთხედი იკვრება.
პუარომ მხრები აიჩეჩა:
– ჩვეულებრივი ამბავია: ლამაზი, სულელი ქალი და უპასუხისმგებლო მაჩო –
განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.
– აბა, რას ამბობთ?! ვერ ამჩნევთ, როგორ აბრიალებს თვალებს მისტერ ჩენტრი? ისე, მაგ
ველურს როგორ გაჰყვა ცოლად, რა მოეწონა? მგონი, მისის ვალენტინას ფულიც ბევრი აქვს –
წინა ქმრებმა დაუტოვეს.
– ქალებისას რას გაიგებ? მით უმეტეს, ვალენტინასნაირი ქალებისას. აი, მისის კამერონი კი
საკმაოდ ჭკვიანია, მე ვიტყოდი, საბედისწეროდ ჭკვიანიც კი.
– ჰმ, და რანაირი ჭკვიანია, ქმარს ცხვირწინ ახევენ – ტუჩი აიბზუა პამელამ.
გენერალმა „ტკბილად“ მოსაუბრე წყვილს გახედა და მოწონებით ჩაეცინა:
– მაგარი ქალია, ვერაფერს იტყვი... არაჩვეულებრივი. თუმცა, მესიე პუაროს ვეთანხმები –
ცოტათი სულელი ნამდვილად არის. მიუხედავად იმისა, რომ მე მომწონს ქარაფშუტა,
ადვილად დასათანხმებელი ქალები.
პუარომ პასუხად მხოლოდ გაიღიმა და საავდრო ღრუბელივით მოქუფრულ მისტერ ჩენტრის
გახედა – კაცი გაუნძრევლად იჯდა და ერთი შეხედვით იფიქრებდი, რომ ტალღებში
მონავარდე მისის კამერონს შეჰყურებდა. მომდევნო დღეებში სიტუაცია უფრო დამძიმდა.
მისტერ კამერონი უკვე აშკარად ეკურკურებოდა ვალენტინას და ისიც ალერსიანად
უღიმოდა. მისის კამერონი არ იმჩნევდა, სამაგიეროდ, მისტერ ჩენტრი ხდებოდა სულ უფრო
პირქუში.
– მარადიული სამკუთხედი იკვრება, – ამბობდა პამელა, – მე ვფიქრობ, ჩენტრისგან
რადიკალურ საქციელსაც უნდა მოველოდეთ. ის ისე ბოროტად უმზერდა მისტერ კამერონს,
რომ, სარამ დაასკვნა, გამორიცხული არ არის, მოკლას კიდეცო.
პუარომ მხრები აიჩეჩა.
– არაფერს მოიმოქმედებთ? – ჰკითხა გენერალმა, – ნუთუ დაუშვებთ, რომ ტრაგედია ჩვენს
თვალწინ გათამაშდეს?
პუარომ ისევ აიჩეჩა მხრები:
– რას იზამთ. ადამიანები ყოველთვის თვითონ არიან პასუხისმგებლები საკუთარ არჩევანზე.
მისის კამერონს თავი გმირულად ეჭირა: გაღიმებული დადიოდა და არ იმჩნევდა ქმრის
გატაცებას ვალენტინა დუკრეთი. თუმცა, მოგვიანებით ნერვებმა მასაც უმტყუნა: ერთ
დილით, აივანზე მზეს მიფიცხებულ პუაროს გული გადაუშალა. ქალს თვალები მშრალი
ჰქონდა, მაგრამ, გაწითლებული და დასიებული. პუაროს მიესალმა და გვერდით მიუჯდა.
– ეს მისის ჩენტრი... არ ფიქრობთ, რომ კარგი ადამიანი არ არის? ის... ის ბოროტია... თუმცა,
მეცოდება, – მისის კამერონს ხელები უკანკალებდა, – ვაღიარებ, ძალიან ლამაზია, მაგრამ,
რატომ აკეთებს ამას?! მეტი აღარ შემიძლია... კაცები ხომ პატარა ბავშვებივით არიან...
– თანაგიგრძნობთ, მადამ... მხოლოდ ერთი რამე შემიძლია, გირჩიოთ: გაემგზავრეთ აქედან,
გაემგზავრეთ, სანამ უბედურება არ მომხდარა.
ქალმა უცნაურად შეხედა. მერე გენერალი გამოვიდა აივანზე და მისის კამერონი საერთოდ
წავიდა. გენერალმა გახედა მიმავალს და პუაროს გვერდით მიუჯდა:
– საინტერესო ქალია. მის ქმარს ჭკუა არა აქვს თავში. ჩამოეკიდა იმ შუშისთვალებიან
თოჯინას და, აღარც კი იცის, რას აკეთებს. გავიგონე, ხვალ საღამოს ჯვაროსნების გალავნის
დასათვალიერებლად რომ მიიპატიჟა. როგორ არ ფიქრობს იმაზე, რომ, შეიძლება, ეჭვიანი
ქმრის მსხვერპლი გახდეს? ზოგჯერ ისე უყურებს... არაფერს გააკეთებთ?
– რაც შემეძლო, უკვე გავაკეთე, – ჩაიბურტყუნა პუარომ, – მისის კამერონს ვუთხარი, აქედან
უნდა გაემგზავროთ-მეთქი.
– მკვლელობა? ხომ არ ფიქრობთ, რომ... – გენერალმა თვალები მოჭუტა, – მკვლელობაზე
იფიქრეთ?
– მე არა, მაგრამ, ვიღაც აუცილებლად იფიქრებს ამაზე, – პირქუშად ჩაილაპარაკა პუარომ.
მეორე დღეს, საღამოსკენ, ყველას გასაოცრად, მშვიდობამ დაისადგურა. მისტერ ჩენტრიც კი
აღარ ჩანდა ისეთი ბოროტი და აგრესიული. ბარში იჯდა და ლიქიორს სვამდა. პუაროც
დაპატიჟა სასმელზე. ქალები მისტერ კამერონთან ერთად სასეირნოდ იყვნენ წასულები და
კმაყოფილები დაბრუნდნენ. მისტერ ჩენტრიმ ყველანი სასმელზე დაპატიჟა.
– მე „ვარდისფერი ჯინი“ მინდა, ძვირფასო, – სთხოვა ცოლმა.
– ჩემი ჯინი აიღე. ჩემთვის სხვას შევუკვეთავ...
ტრაგედია წამებში მოხდა: ვალენტინა ჩენტრიმ დაიხავლა და მისტერ ჩენტრი კამერონს ეცა:
– ეს ჩემი ჯინი იყო... ნაძირალა! მითხარი, მითხარი, შიგ რა ჩამიყარე! იფიქრე, მომკლავდი და
ჩემი ცოლი, ჩემი ვალენტინა შენ დაგრჩებოდა, მოგკლავ... დაგახრჩობ...
– მე... მე... არაფერი მიქნია, გეფიცებით!..
პოლიციის ექიმმა სიკვდილი დაადასტურა. მისტერ კამერონი დააპატიმრეს. პუარო მთელი
დღე არ ჩანდა, მხოლოდ გვიან საღამოს გავიდა აივანზე და მაშინვე პამელას ჩაუვარდა
კლანჭებში...
– საწყალი ქალი... ეტყობა, კამერონს უთხრა, რომ ქმარი არასდროს გაეყრებოდა და იმანაც
ჩენტრის გზიდან ჩამოშორება გადაწყვიტა. სამკუთხედი საბედისწეროდ შეიკრა...
პუარომ თავი გააქნია:
– არა, მისტერ კამერონის ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ მეტისმეტად სულელია და
ორმაგად სულელდება, როცა ლამაზ ქალს ხედავს. სინამდვილეში, სამკუთხედი მის ცოლსა
და მისტერ ჩენტრის შორის შეიკრა. ეს კარგად დაგეგმილი მკვლელობა იყო. იმ ქალმა
შესანიშნავად შეასრულა თავისი როლი.
– რომელმა ქალმა? – გაოცდა პამელა.
– მისის კამერონმა. სინამდვილეში ის არის მისტერ ჩენტრის საყვარელი, თანაც, დიდი ხანია.
მისტერ ჩენტრიმ ვალენტინა დუკრეზე ფულის გამო იქორწინა, მერე კი საყვარელთან ერთად
მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. მისტერ კამერონი კი მეორე მსხვერპლია.
სინამდვილეში, სასმელში სტროფანტონი მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო ჩაეყარა – მისტერ
ჩენტრის და ჩაყარა კიდეც. ცარიელი შუშა კი მისტერ კამერონს შეუმჩნევლად ჩაუდო ჯიბეში,
როცა ის ვალენტინას შესციცინებდა... აი, ასე, ჩემო კარგო... საშიში ყოველთვის ჭკვიანი ქალია
და არა სულელი. მე მივახვედრე მისის კამერონი, თითქმის გავაფრთხილე კიდეც, მაგრამ,
მეტისმეტად თავდაჯერებული აღმოჩნდა... პოლიციას უკვე მოვუყევი ყველაფერი... მისტერ
კამერონს გაათავისუფლებენ... არადა, როგორ კარგად დააწყვეს ყველაფერი?! შეყვარებული
მამაკაცი თავიდან იშორებს მთავარ მეტოქეს – საყვარელი ქალის ეჭვიან ქმარს, რომელიც არ
აპირებს, ცოლი სხვა კაცს დაუთმოს... საწყალი ვალენტინა დუკრე, გულწრფელად
მეცოდება... რაში გამოგადგება სილამაზე, თუ ღმერთმა ცოტა ჭკუაც არ გიბოძა?!.
პოლიციისთვის მე ყველაზე სანდო მოწმე ვარ – აი, რა ვერ გაითვალისწინა მისის კამერონმა...

ინტელექტუალური მკვლელები

რეიმონდი ყოველთვის ფიქრობდა, რომ გრინშოების მთელი საგვარეულო საკმაოდ უცნაური


ხალხი იყო. ჯერ მარტო მათი წინაპრის, ედუარდ გრინშოს აგებული ციხესიმაგრე რად
ღირდა – რამდენიმე სტილის უშნო ნაზავი, რომელიც ერთბაშად გამდიდრებულ გრინშოს
მთელი ქონება დაუჯდა. მერე გაკოტრდა კიდეც. თუმცა, ციხესიმაგრე და მამული, რაღაც
სასწაულით, გადაურჩა გაყიდვას და იქ ახლა მის გრინშო ცხოვრობდა. უცნაური, მარტოხელა
ქალი, თავისი, გრინშოსთვის დამახასიათებელი ახირებებით. რეიმონდი შორიდან იცნობდა
მას, მაგრამ იმ დღეს ბაღში ყვავილების მორწყვით გართული დაინახა და გამოელაპარაკა.
უთხრა, თქვენი სახლი ძალიან მომწონსო თუ რაღაც ამისი მსგავსი. ქალი გაიბადრა.
– ჰო. მართლა კარგია. ბაბუაჩემმა ააშენა. ამბობენ, ადგილობრივების შოკში ჩაგდება
უნდოდაო.
– ჰო, თქვენი ბაბუა მაგარი ვინმე ყოფილა, მსმენია ყურმოკვრით. თუმცა, მისი რეალური
ისტორიები არ ვიცი.
– მემუარები დატოვა. ჩანაწერებია. ვერაფრით მოვიცალე მათ ჩასასწორებლად და
გამოსაცემად. კარგი კი იქნებოდა.
– მერე დაავალეთ ვინმეს.
– ვის? ჩემი ეკონომი მხოლოდ ნერვებს მიშლის. ნეტავი, საერთოდ რატომ ავიყვანე? მებაღე
ზარმაცია. ჩემი და ვიღაც ცირკის მსახიობს გადაეკიდა... შვილიც გააჩინა და ერთი სიტყვით...
მერე მოკვდა, მშობიარობისას. მისმა ქმარმა სხვა ცოლი ითხოვა. დისშვილი არც მინახავს...
რანაირი გრინშო ეგ არის? მე უკანასკნელი ვარ ჩვენს გვარში...
მის გრინშოს საუბარი მისმა ეკონომმა, ქალბატონისგან აბსოლუტურად განსხვავებული
გარეგნობის ქალმა შეაწყვეტინა. მისის კრესუილი განსაკუთრებული ვარცხნილობითა და
ჩაცმის სტილით მარკიზას უფრო ჰგავდა, ვიდრე ეკონომ ქალს.
– ალფრედი ისევ მაბრაზებს, ქალბატონო, უარს ამბობს, თევზის მოსატანად წავიდეს...
ალფრედი, რომელსაც გრინშომ დაუძახა, ძალიან ლამაზი ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა...
გრინშომ ის დატუქსა და უცებ რეიმონდს ჰკითხა.
– დრო გაქვთ, რომ დამეხმაროთ?
– დიახ. რაშია საქმე?
– უბრალოდ, ანდერძი დავწერე და მინდა დამიმოწმოთ. იძულებული ვარ, ყველაფერი ჩემს
ეკონომს დავუტოვო. სამაგიეროდ, ხელფასს აღარ გადავუხდი და ესეც შეღავათია. ხელი
ვინმე უცხო, გარეშე პირმა უნდა მოაწეროს...
რეიმონდი საღამოს დეიდას, მის მარპლს და ბიძაშვილ ლორენს უყვებოდა მომხდარის
შესახებ. ლორენი ქმარს გაშორდა და შვილთან ერთად მამიდასთან ცხოვრობდა. უცებ
რეიმონდს გრინშოს ნათქვამი გაახსენდა.
– ლორენ, მის გრინშოს უნდა ბაბუამისის ჩანაწერები წიგნად გამოსცეს და მდივანი
სჭირდება. გინდა, მივწერ და რეკომენდაციას გაგიწევ, საშენო საქმეა. ფული არ გაწყენდა.
– მართალი ხარ, რეიმონდ, უცნაური ქალია, მაგრამ მე ჩემს საქმეს გავაკეთებ.
– კარგი. ხვალვე მივწერ. თუმცა, ვერაფერს დაგპირდები... ისე კი, როცა მის გრინშოს
ბიბლიოთეკაში ვიყავი, რატომღაც ვიფიქრე, რომ სწორედ ასეთ კაბინეტში ხდებოდა
მკვლელობები. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და ასე ნუ მიყურებ, მამიდა...
გრინშოს იმ ძველისძველი სახლის იქით არაფერი აბადია.
მის მარპლმა თავი გააქნია.
– ასე ნუ იტყვი, რეიმონდ. გრინშოები უცნაური ხალხია და მის გრინშოს კაპიკი არ
დაუხარჯავს ზედმეტად. რადგან ანდერძი დატოვა, თანაც ასეთი, ესე იგი, რაღაც ხდება.
პასუხი მის გრინშოსგან რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა. ლორენი მის გრინშოსთან წავიდა,
საღამოს კი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა.
– მე ის არ მინახავს. იმ ქალმა მიმიღო, ეკონომმა. ჩამაბარა ხელნაწერები და მერე ყავა
მომიტანა. არა, მაგ სახლში ყველაფერი რიგზე არ არის. თუმცა, რა ჩემი საქმეა.
ორი დღის შემდეგ ლორენმა ვახშმობისას თქვა:
– დილას მის გრინშომ მთხოვა, მისი დისშვილისთვის დამერეკა, წარმოგიდგენიათ?
თავისთანაც დაპატიჟა. მგონი, მსახიობია. მე მასთან თეატრში დავრეკე და ლანჩზე მიწვევა
დავუტოვე, ხვალისთვის. ხომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ახალი ანდერძი შეადგინოს.
მის მარპლი შეიჭმუხნა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ლორენმა გაიღიმა და დაამატა:
– ის მებაღე მაოცებს. ძალიან ლამაზია და ზარმაცი. თან, ვიღაცას ვამსგავსებ, ოღონდ ვის, ვერ
ვხვდები...
მეორე დღეს ლორენი საკმაოდ კარგ გუნებაზე გამოცხადდა სამსახურში. კარს მის გრინშო
არასოდეს კეტავდა. ლორენი ჰოლში შევიდა და რატომღაც მისი ყურადღება ედუარდ
გრინშოს უზარმაზარმა პორტრეტმა მიიპყრო. მოეჩვენა, რომ ისიც ვიღაცას აგონებდა.
ბიბლიოთეკაში შესულმა საბეჭდი მანქანა გადმოიღო და მუშაობას შეუდგა. ძალიან გაერთო.
შუადღისას ეკონომმა ქალმა ყავა შემოუტანა და გავიდა. ყავა ჩვეულებისამებრ ღია
ფანჯარასთან დალია. მის გრინშო თავის ყვავილნარში ფუსფუსებდა. ლორენი მის მოხრილ
ზურგს ხედავდა... მერე ისევ ხელნაწერებს მიუბრუნდა... უცებ ბაღიდან კივილი მოესმა.
წამოხტა და ფანჯარასთან მიირბინა. მის გრინშო ბარბაცით მოდიოდა სახლისკენ. ორივე
ხელი ყელთან ჰქონდა მიდებული და რაღაც უცნაური საგანი მოუჩანდა... ლორენი
შეძრწუნდა, როცა მიხვდა, რომ ეს ისარი იყო. „მიშველეთ... მან მე... მშვილდიდან...“ – მოესმა
ლორენს მის გრინშოს სასოწარკვეთილი ხმა და კარს ეცა. მაგრამ კარი დაკეტილი აღმოჩნდა.
ვიღაცას ის გარედან ჩაეკეტა... ლორენი მთელი ხმით აყვირდა. ის ეკონომ ქალს უხმობდა.
მისის კრესუილმა ბიბლიოთეკის გვერდით მდებარე ოთახიდან გამოიხედა.
– რა მოხდა?
– უბედურება... მის გრინშო... ვშიშობ, მას ესროლეს... ვიღაცამ ჩამკეტა. გამომიშვით აქედან.
– არ შემიძლია, მეც ჩამკეტეს... ალფრედ! ალფრედ!.. ეტყობა, სასადილოდ წავიდა, რა
გვეშველება?!
ხსნა ერთი საათის შემდეგ გამოჩნდა. ლორენმა ფანჯრიდან პოლიციის სერჟანტი დაინახა და
მთელი ხმით აყვირდა.
პირველი, რაც უნებლიე პატიმრობიდან გამოსულმა ლორენმა იკითხა, მის გრინშოს
მდგომარეობა იყო.
– სამწუხაროდ, მკვდარია, – თქვა სერჟანტმა და ინსპექტორი გამოიძახა... ინსპექტორთან
ერთად, თითქმის ფეხდაფეხ მოვიდნენ – მის გრინშოს ლანჩზე მოწვეული მისი დისშვილი,
ფლეტჩერი და ალფრედიც გამოჩნდა... ლორენმა შეხედა და მაშინვე მიხვდა, ვისაც
ახსენებდა... ის მამიდა მარპლის მოსაყვანად გაიქცა.
– მამიდა მარპლ, მკვლელობა მოხდა... თანაც, გამახსენდა, ვის მაგონებდა მებაღე. თქვენ
მართალი იყავით.
მის მარპლმა ამოიოხრა.
– ლორენ... გაგიკვირდება და, მე ვიცი, ვინ არის მკვლელი. ინსპექტორს უნდა დაველაპარაკო.
ინსპექტორი უელში იდაყვს დაეყრდნო და მოსასმენად მოემზადა. თუმცა, მის მზერაში
უნდობლობასა და მსუბუქ ირონიას შეამჩნევდით.
– დავიწყებ იმით, რომ მის გრინშო დღეს კი არა, სავარაუდოდ, გუშინ საღამოს მოკლეს... არ
გამაწყვეტინოთ, ინსპექტორო... ის საკმაოდ ჭკვიანი ქალი იყო და თავის ქონებას ვიღაც
ეკონომ ქალს არ დაუტოვებდა.
– ეგ მეც ვივარაუდე, როცა დისშვილის მიპატიჟების ამბავი გავიგე, – თქვა ინსპექტორმა, –
ეტყობა, ანდერძის შეცვლა უნდოდა. მაგრამ ეკონომი ქალი ეჭვგარეშეა. ის ოთახში იყო
ჩაკეტილი, როგორც თქვენი ძმისშვილი.
– რა თქმა უნდა. მას ალიბიც სჭირდებოდა და მოწმეც. ამიტომაც აიყვანა მდივნად ლორენი.
ყველაფერი გათვალა. დიახ, ლორენი ეკონომმა დაიქირავა და არა მის გრინშომ, რომელიც
უკვე გრძნობდა საფრთხეს და მკვლელის დასამშვიდებლად, ვითომ ახალი ანდერძი დაწერა,
რითაც მთელ ქონებას ეკონომ ქალს უტოვებდა. ნახავთ, რომ სხვა ანდერძიც გამოჩნდება,
რადგან ამ სახლში ერთი გრინშო კიდევ ცხოვრობს – მებაღე ალფრედი. სავარაუდოდ, ის მის
გრინშოს ნახევარძმაა. მამამისის უკანონოდ შობილი ვაჟი, რომელსაც უყვარს ეს სახლი და
მამული. მის გრინშომ ეს დაინახა, მოძებნა, მოიყვანა და მებაღედაც აიყვანა. იცით, რომ
ეკონომი ქალი ვერ იტანდა ალფრედს? ამისი მოწმე ჩემი ძმისშვილი და დისშვილია.
– ჰო, მაგრამ მისის კრესუილიც ჩაკეტილი იყო... თუ მის გრინშო წუხელ მოკლეს, თან
მოწამლეს, დღეს დილით ბაღში თქვენმა ძმისწულმა ვინ დაინახა?
– სწორედ რომ, მისის კრესუილი. მან ჩაიცვა მის გრინშოს კაბა და ყვავილნარში დაიხარა.
მერე ისრიანი სცენა გაითამაშა, სახლში შემოირბინა და ოთახში შევიდა, სადაც გამოიცვალა
კიდეც.
– კარი ვინ ჩაუკეტა გარედან? ის მართლა დაკეტილი იყო, სერჟანტმა საკუთარი ხელით
გაუღო, – წამოიძახა მის მარპლის ლოგიკით გაოგნებულმა ინსპექტორმა უელშმა.
– მე მიგანიშნებთ, დამტკიცება კი თქვენი საქმეა. მას თანამზრახველი ჰყავდა. მე ვფიქრობ,
რომ ეს მის გრინშოს ეგრეთ წოდებული დისშვილია. შეიძლება, საყვარლები არიან...
შეიძლება, მათ შორის უფრო მჭიდრო კავშირია... ამის გარკვევა არ გაგიჭირდებათ. მე
არასოდეს ვცდები, ინსპექტორო. ლოგიკა პლუს ქალური ინტუიცია, ყოველთვის ამართლებს.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ ფლეტჩერი მსახიობია. ასე რომ, მე თარგი მოგეცით, გამოჭრა
თქვენზეა...

დუბლი... ორი...

ჯეინ კლივლენტი მთელი თვე სამუშაოს ეძებდა. უცებ გაზეთში რაღაც განცხადებას წააწყდა:
სამუშაოდ იწვევდნენ 25-30 წლის ქალებს მუქი ნაცრისფერი თვალებითა და ჩალისფერი
თმით, შავი წარბებითა და წამწამებით, მაღლებს და გამხდრებს, სწორი ცხვირითა და
ფრანგული ენის კარგი ცოდნით. ანაზღაურება საკმაოდ დამაკმაყოფილებელიაო – იქვე ეწერა
და ჯეინი აღფრთოვანდა. ახლა მთავარი ის იყო, რამდენი კონკურენტი გამოჩნდებოდა ამ
ვაკანტური ადგილის დასაკავებლად და გაუმართლებდა თუ არა მას.

მსურველებს ლონდონის ყველაზე პრესტიჟულ უბანში მდებარე ფეშენებელურ სასტუმრო


„ჰერიჯში“ იბარებდნენ და ჯეინიც გულმოდგინედ მოემზადა. შორიდანვე დაინახა
ქერათმიანთა მთელი არმია და გული შეუქანდა. შანსი დიდი არ ჰქონდა, მაგრამ ბედი მაინც
უნდა ეცადა... ოთახში, რომელშიც ის აღმოჩნდა, ძვირფასი ავეჯი იდგა და ფუმფულა
ხალიჩები ეფინა. მუხის ხის მძიმე მაგიდას მაღალი, ხანში შესული მამაკაცი უჯდა.

– გრაფი სტრე პეოჩი ვარ, – გაეცნო ჯეინს და მერე ისე გულდასმით დააკვირდა, ქალიშვილმა
უხერხულობა იგრძნო. ბოლოს თავი გადააქნია და სახეზე კმაყოფილება აესახა, – მშვენიერია,
მშვენიერი... მაგრამ გადაწყვეტილებას მარტო მე არ ვიღებ... უნდა შევათანხმოთ. მოცდა
მოგიწევთ, მადმუაზელ.
– იქნებ მითხრათ, რა უნდა გავაკეთო? – ვეღარ მოითმინა ჯეინმა, – განცხადებაში ამის
შესახებ არაფერი ეწერა. ანაზღაურებაც მაინტერესებს. კონკრეტული ინფორმაცია ვერც ამაზე
მივიღე.

– მადმუაზელ, საკმაოდ ჭკვიანი და წინდახედული ბრძანდებით. ეს კიდევ ერთი პლუსია


თქვენ სასარგებლოდ. მიუხედავად ამისა, ამ კითხვებზე მაშინ გიპასუხებთ, როცა საბოლოოდ
მივიღებთ გადაწყვეტილებას, აგიყვანოთ თუ არა.

გრაფი ცოტა ხანს ფიქრობდა. მერე უცებ ადგა და კარს მიღმა გაუჩინარდა. უკან რამდენიმე
წუთში დაბრუნდა, შუა ხანს გადაცილებულ, საშინლად შეუხედავ ქალთან ერთად.
ეტყობოდა, ძალიან მნიშვნელოვანი ვინმე უნდა ყოფილიყო, რადგან გრაფი, ჯეინისთვის
გაუგებარ ენაზე, დიდი მოწიწებით ელაპარაკებოდა, თან ჯეინზე უთითებდა. ქალი ნელი
ნაბიჯებით მიუახლოვდა ჯეინს და ჩააშტერდა. მერე გარშემოც შემოუარა.

– კართან მიდით და შემობრუნდით, მადმუაზელ, – თითქოს უბრძანა ჯეინს ფრანგულად.

„ჯანდაბა! მოდელად ხომ არ ვჭირდები, ნეტავი. მგონი, აქ ყველაფერი წესრიგში არ უნდა


იყოს“, – გაიფიქრა ჯეინმა, თუმცა ქალის ბრძანებას მაინც დაემორჩილა.

– არა უშავს. ყოველ შემთხვევაში, დანარჩენებს სჯობია. რაღაც შენიშვნები მაქვს, თუმცა
ვფიქრობ, თავს გაართმევს. ფრანგულად ლაპარაკობს?

– არაჩვეულებრივად.

– უკვე უთხარით, რისი გაკეთებაც მოუწევს?

– არა. ამას თქვენ გააკეთებთ.

– კარგი, – ქალმა წვრილი ტუჩები მოპრუწა და ჯეინს გამომცდელი მზერა შეავლო.

– არა. სულელი არ ჩანხართ. რისკიანი თუ ხართ? ორიათასი ფუნტის გამომუშავება


შეგიძლიათ ერთ კვირაში და გასაკეთებელიც ბევრი არფერია.

– ანაზღაურებამ მომხიბლა. მშიშარა არ ვარ. პირიქით, რისკი თავდაჯერებულობას მმატებს.


მითხარით, რა უნდა გავაკეთო.

ქალმა პირქუშად ახედ-დახედა, თითქოს ცოტას ყოყმანობდა. მერე გადაჭრით თქვა:

– გამომყევით.

ჯეინი მექანიკურად გაჰყვა. ორი მდიდრულად მორთული ოთახი გაიარეს და პატარა


ბუდუარში შევიდნენ. სარკესთან, პუფზე ახალგაზრდა ქალი იჯდა. ფეხის ხმაზე
შემობრუნდა. ქერა იყო, მუქი წამწამებით და წარბებით. სწორი ცხვირითა და ნაცრისფერი
თვალებით... ჯეინი რაღაცას მიხვდა...

– ეს მისი ბრწყინვალება მარკიზა ფეოდორა პოლინეზსკაიაა. ამ დინასტიის უკანასკნელი


წარმომადგენელი, – წარუდგინა ჯეინს ქალმა ქალიშვილი.

– თქვენო ბრწყინვალებავ, მგონი, გაგვიმართლა.


მარკიზა მკვირცხლად წამოხტა და ჯეინს მიეგება.

– მშვენიერია, მშვენიერი... მგონი, მართლაც მგავს. შეხედეთ, პოლინა, თმა რომ ჩემსავით
დავვარცხნოთ და კაბაც ჩემნაირი ჩავაცვათ, ვერავინ მიხვდება, მე რომ არ ვარ.

– დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ. ერთადერთი, რაც მაფიქრებს, ის არის, რომ ცოტა დაბალია.

– ეგ მოგვარდება, – საუბარში ჩაერთო ჯეინი, რომელმაც სიტუაციას სწრაფად აუღო ალღო.


როგორც მივხვდი, მისი ბრწყინვალების ორეული გჭირდებათ. თქვენ უნდა შეგცვალოთ.
ასეა? მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ჩავიცვამ.

მარკიზამ ხელი ხელს შემოჰკრა და გაიცინა.

– ძალიან ჭკვიანია. ძალიან... პოლინა, მე ის ძალიან მომწონს. ჩემო კარგო, მე ჩემი გვარის
ერთადერთი და უკანასკნელი წარმომადგენელი ვარ. ერთადერთი გამოსავალი
პოლინეზსკაიების გვარის გადასარჩენად ისაა, რომ გავთხოვდე და ორი ვაჟი მაინც გავაჩინო,
მაგრამ ერთ კვირაში ნამდვილად ვერ მოვასწრებ ამას. მტრები მყავს. საზოგადოებაში
იშვიათად ვჩნდები, მხოლოდ მაშინ, როცა ამას აუცილებლობა მოითხოვს. ახლა სწორედ
ასეთი შემთხვევაა. გრაფინია ანჩესტერი საქველმოქმედო წვეულებას მართავს
მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის. ცნობილი ქალბატონები საკუთარ სამკაულებს
გამოფენენ და გაყიდიან. მთელი თანხა ბავშვებს გადაეცემათ. გრაფინიასთან ვალში ვარ. თან,
მინდა, ბავშვებს მეც დავეხმარო და საგვარეულო მარგალიტები აუქციონზე გავიტანო.
პრობლემა ის არის, რომ ჩვენმა ინფორმატორებმა გვაცნობეს, შეიძლება, გატაცება
იგეგმებოდეს... თქვენ უნდა შემცვალოთ. ხომ დამთანხმდებით?

– დიახ, – ჯეინმა თავი დააქნია, – რისკი არის, მაგრამ ეს პრობლემა არ არის.

– პოლინა, მადმუაზელს ჩემი ფეხსაცმელები აჩვენე და ფულიც მიეცით, რომ ზუსტად


ასეთები შეუკვეთოს, ოღონდ მაღალ ქუსლზე. ჩვენ უკვე ყველაფერი მოვიფიქრეთ. თქვენ
სასტუმროში დაბინავდებით, ამერიკელ ჟურნალისტად გაასაღებთ თავს და რაღაცნაირად
იმიჯს შეიცვლით. ალბათ, დიდი სათვალე კარგი იქნება.

– მეც მაგას ვფიქრობდი, – თავი დაუქნია ჯეინმა, – ასეთი სათვალე სახეს ძალიან ცვლის.

– კარგი იქნებოდა, თუ მკვეთრი ფერის, თვალშისაცემ კაბასაც შეუკვეთავდით. როცა


ადგილებს გავცვლით, ეს ნაკლებად შესამჩნევი იქნებოდა.

– ყაყაჩოსფერ კოსტიუმს შევუკვეთავ...

– მშვენიერია, – გახალისდა მარკიზა, რომელსაც აშკარად კარგი ხასიათი ჰქონდა, – სულ


უფრო მომწონხართ და გრაფს ვეტყვი, სამი ათასი ფუნტი გადაგიხადოთ...

ორიონ-ჰაუზში, სადაც საქველმოქმედო ბაზრობა-აუქციონი იმართებოდა, უამრავი ხალხი


შეიკრიბა. გამოფენილი სამკაულები მზეზე თვალს ჭრიდა მნახველს. მარკიზა
პოლინეზსკაიას ულამაზესი, ჰაეროვანი, თეთრი კაბა ეცვა, შავი ნაქარგებით. ის საგანგებოდ
წარუდგინეს ამერიკელ ჟურნალისტს, რომელსაც დიდი სათვალე და ალისფერი კაბა ემოსა.
მარკიზას სახეს ნაზი ვუალი უფარავდა... წარდგენა მარკიზას მარჯვენა ხელის, პოლინას
დახმარებით მოხდა. მან მოასწრო და ჯეინს წასჩურჩულა: „გატაცება უკანა გზაზე იგეგმება.
ადგილები ახლა უნდა გაცვალოთ“... ინტერვიუს მისაცემად მარკიზა და ამერიკელი
ჟურნალისტი სახელდახელოდ მოწყობილ საზაფხულო კარავში განმარტოვდნენ. იქიდან
გამოსულმა მარკიზამ აუქციონი მალევე დატოვა. ჟურნალისტი კი სტუმრებს შეერია...

... ჯეინმა მანქანაში ვუალი მოიხსნა და პოლინას მიუბრუნდა.

– მარკიზა ხომ კარგად იქნება? მგონი, გრაფი დარჩა მასთან, რაღაც ვერ შევნიშნე...

პასუხად პოლინამ სწრაფად ამოიღო ხელჩანთიდან ცხვირსახოცი და ჯეინს სახეზე ააფარა...


ქალიშვილმა გონება დაკარგა... თვალი რომ გაახილა, პოლიციის განყოფილებაში მაგარ
ტახტზე იწვა და რამაც კიდევ უფრო გააკვირვა. ტანთ თეთრი კი არა, ცისფერი კაბა ემოსა.

– ღმერთო ჩემო, ეს რას ნიშნავს?

– იმას, რომ ორივე ფეხით გაებით, მის. ნახეთ, რას წერენ დილის გაზეთები, – ოთახში მყოფმა
ახალგაზრდა, სიმპათიურმა მამაკაცმა გაოგნებულ ჯეინს გაზეთი გაუწოდა.

„ამერიკელი განგსტერი ინგლისში... ქალიშვილი წითელ კაბაში. თავხედური ძარცვა ორიონ-


ჰაუზის აუქციონზე“. სტატიაში მოთხრობილი იყო, თუ როგორ იძრეს რევოლვერები ქერა,
წითელკაბიანმა, სათვალიანმა ქალიშვილმა და მისმა თანმხლებმა მამაკაცმა და გაიტაცეს
რამდენიმე ასეული ათასი ფუნტი სტერლინგის ძვირფასეულობა...

ჯეინს შეაჟრჟოლა.

– ესე იგი, გავები. ის ქალიშვილი მე გგონივართ, ვინ დამიჯერებს, რომ ოსტატურად


გამაცურეს.

გამომძიებელს გაეღიმა.

– ნამდვილად, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იქნებოდით მის, რომ არა თქვენი


მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. მამაჩემი და ბაბუაჩემი მთელი ცხოვრება ამ საქმით იყვნენ
დაკავებულნი. ანუ, ფეხსაცმელებს კერავდნენ. მეც ინსტინქტურად ყველას ფეხსაცმელებზე
ვუყურებ. ჩვენმა აგენტებმა გვაცნობეს, რომ ნამდვილ მარკიზას თავისი პარიზის მამულიდან
ფეხი არ გამოუდგამს. ამიტომ, მადმუაზელ პოლინეზსკაია განსაკუთრებული ყურადღების
ქვეშ გვყავდა. მისმა ნიანგის ტყავის გრაციოზულმა ფეხსაცმელმა მაშინვე მომხიბლა. მაგრამ
შევამჩნიე, რომ ფაქტობრივად, უქუსლო იყო. კარვიდან გამოსულს კი იგივე ფეხსაცმელი
ეცვა, ოღონდ, საკმაოდ მაღალ ქუსლზე. ეჭვი გამიჩნდა და მანქანას, რომლითაც მარკიზა
გაემგზავრა, უკან გამოვყევი... ჰოდა, თქვენ გიპოვეთ გონდაკარგული და გზის პირას, ხის
ძირში მიტოვებული მაღალი ქუსლები, აი, თქვენი ალიბი, მის...
ქალური ინტუიცია

მოძღვრის ცოლი ტაძარში თავისი სამუშაოს შესასრულებლად შევიდა. ადრიანი დილა იყო
და ვიტრაჟებიდან შემოსული მზის სხივი საკურთხეველზე ათასფრად ირეკლებოდა და
ბრწყინავდა. იატაკზე მოკუნტული ფიგურა მაშინვე არ შეუნიშნავს. კაცი თითქმის
საკურთხევლის წინ იწვა მოკრუნჩხული და თითქმის არ სუნთქავდა. შეშფოთებულმა ქალმა
მის წინ ჩაიმუხლა, მხარში მოჰკიდა ხელი და გადმოატრიალა. ორმოცდახუთი წლის
იქნებოდა, გაქექილი ძველი კოსტიუმი და ასეთივე ძველი პალტო ეცვა. ცალი ხელი მკერდზე
ჰქონდა მაგრად მიჭერილი. მუჭიდან სისხლის ლაქებით აჭრელებული ჩვარი მოუჩანდა,
მეორე ხელი კი უსიცოცხლოდ გაფშეკოდა. ქალმა პულსი გაუსინჯა. ის თითქმის არ ცემდა,
თუმცა, ცოცხალი იყო, რადგან ადამიანის სიახლოვე რომ იგრძნო, თვალები გაახილა. მერე
თქვა: „თავშესაფარი“... – და თითქოს სახეც გაუნათდა, თავშესაფარი... წმინდა... – თვალები
ისევ დაეხუჭა და თითქოს უკანასკნელ ძალას იკრებსო, ტუჩები ააცმაცუნა. ქალი მიხვდა, რომ
მომაკვდავს რაღაცის თქმა უნდოდა, მისკენ დაიხარა და გაიგონა სიტყვა „ჯულიანი“.

– ჯულიანი? – ჩაეკითხა მომაკვდავს, – თქვენ აქ ჩემი ქმრის, მოძღვარი ჯულიანის სანახავად


მოხვედით? – მაგრამ, პასუხი ვეღარ მიიღო. დაჭრილმა უკანასკნელად ამოისუნთქა და სული
უფალს მიაბარა...

... პოლიციამ გვამი გულდასმით გასინჯა... ის დროებით მოძღვრის კელიაში გადაასვენეს.

– შეიძლება, თვითმკვლელობაც იყოს. აქაური არ არის. თუ მოკლულია, მაშინ, ძალიან ახლო


მანძილიდან არის ნასროლი. უცნაურია, თავის მოსაკლავად ჩვენს მხარეში რატომ უნდა
ჩამოსულიყო? ჯიბეში ლონდონში დასაბრუნებელი ბილეთი უდევს.

– ეს იმას ნიშნავს, რომ აქ სიკვდილს არ აპირებდა, – წამოიძახა მისის ბლანჩმა, მოძღვრის


ცოლმა, – რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ, ვერ მოასწრო.

– ჩვენ ამ საქმეს მივხედავთ, – თქვა ინსპექტორმა, – ბევრი დეტალი ბუნდოვანია. არც


მოძღვარი იცნობდა, ხომ ასეა?

– არა, ჩემმა ქმარმა ის ვერ ამოიცნო, – თქვა მისის ბლანჩმა, – ესე იგი, რაღაც სხვა სიტყვა თქვა.
მე „ჯულიანი“ გავიგონე.

გარდაცვლილს პალტოს ჯიბეებში, გარდა მატარებლის ბილეთისა, აღმოაჩნდა პორტსიგარი,


ინიციალებით „უ. ს.“ და ძველი საათი. ასევე, გაქუცული, ძველი საფულე წვრილი ფულით.
ორ საათში პოლიციის განყოფილებაში ვინმე მისტერ და მისის ეკლსებმა დარეკეს და
განაცხადეს, რომ გარდაცვლილი იყო, მისის ეკლსის ძმა, გვარად სენიბერნი. მათ ასევე,
თქვეს, რომ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო და სუიციდისკენ მიდრეკილებაც ჰქონდა.
ისინი მისის ბლანჩთან შეხვედრას ითხოვდნენ.

– საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ, სერჟანტო, იმ კაცს თვითმკვლელის არაფერი


ეტყობოდა. თუმცა, გამიხარდება, რომ ეს მკვლელობა არ აღმოჩნდეს.
მისის და მისტერ ეკლსები მოძღვრის ცოლს თავიდანვე არ მოეწონა: ქალს ცბიერი და ვერაგი
გამოხედვა ჰქონდა, კაცი კი გაუთლელ ხეპრეს ჰგავდა.

– ისეთი მადლობელი ვარ თქვენი... – თქვა მისის ეკლსმა, – საწყალი ჩემი ძმა!.. ის დიდხანს
მოგზაურობდა და დეპრესიით დაბრუნდა. სულ ველოდებოდი, რომ რაღაც საშინელებას
ჩაიდენდა. თუმცა, ასეთ დასასრულს მაინც არ ველოდით. თუ არ შეგაწუხებთ, მისი ნივთების
წაღება მინდა, სამახსოვროდ რომ დამრჩეს.

– ნივთები პოლიციამ წაიღო.

– დიახ, დიახ, ისინი უკვე მოგვცეს, – ქალი აწრიალდა, – თქვენ ხომ სიკვდილის წუთებში
მასთან იყავით. ხომ არაფერი უთქვამს, ან, ბარათი მაინც ხომ არ დაუტოვებია? ხომ ხვდებით,
ახლა ჩემთვის ყველაფერი ძვირფასია, მისი ხელით დაწერილი ქაღალდის ნაგლეჯიც კი.

მოძღვრის მეუღლე შეიჭმუხნა:

– არა, არაფერი მახსენდება, ის უკვე უგონოდ იყო.

– პალტო დარჩენილა თქვენთან...

– დიახ, პალტო უკვე მკვდარს გახადეს, რომ ნატყვიარი დაეთვალიერებინათ. სადღაც აქ უნდა
იყოს, მოვძებნი და მოგიტანთ...

მისტერ ეკლსმა ყალბად ამოიოხრა:

– საწყალი, საწყალი... რა უფლება მაქვს განვსაჯო...

მეორე დილით, გათენდა თუ არა, მოძღვრის ცოლმა თავის მოვალეობებს უღალატა და


პოლიციის განყოფილებაში მივიდა. სერჟანტი გააოცა მისმა ვიზიტმა.

– რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრათ. ეს მკვლელობაა. მე ის ორი თავიდანვე არ მომეწონა.


მეეჭვება, რომ იმ უბედურის ნათესავები იყვნენ. ისიც კი არ იცოდნენ, რა ერქვა
გარდაცვლილს. თქვენ ნახეთ, რა ეწერა მის პორტსიგარს შიგნითა მხრიდან? – „უოლტერს
მამისგან“. ისინი კი გაიძახოდნენ – უილიამიო. კიდევ არის რამდენიმე საეჭვო დეტალი. მე
ჩემს ქმარს ველაპარაკე... ის ეკლესიაში თავშესაფრის საპოვნელად მოვიდა. თუმცა, ალბათ, ეს
არ იყო ერთადერთი მიზეზი, რამაც ის ჩვენს მხარეში მოიყვანა. სულ ვფიქრობ, რა სიტყვა
მითხრა უკანასკნელად და ვერაფერს ვუკავშირებ. ახლა, რაც შეეხება მოკლულის პალტოს.
ძალიან საეჭვოდ მომეჩვენა, ძველისძველ პალტოს ასეთი თავგამოდებით რომ ითხოვდნენ.
სანამ დავუბრუნებდი, კარგად დავათვალიერე და ერთ ადგილას სარჩული სახელდახელოდ
იყო ამოკერილი სხვა ფერის ძაფით. გავარღვიე და ეს ვიპოვე, – ქალმა ფურცლის პატარა
ნაგლეჯი გაუწოდა.

სერჟანტს სახე გაუბრწყინდა:

– თქვენ ძალიან, ძალიან ჭკვიანი ქალი ბრძანდებით. ღმერთო, ამ მზეზე, თქვენი ღილები
ძვირფასი ქვებივით ბრჭყვიალებს.
– ძვირფასეულობა! – წამოიძახა ქალმა და წამოხტა, – გმადლობთ, რომ სწორ გზაზე
დამაყენეთ! ეს ინგლისური ჟღერადობა... დიახ, მან თქვა – „ძვირფასეულობა”...

– ეს ხომ შემნახველი საკნის ქვითარია! – აღმოხდა სერჟანტს, – არაჩვეულებრივია,


შესანიშნავი!

– მგონი, ჩემი დახმარება კიდევ გჭირდებათ. მეეჭვება, თქვენ შეუმჩნევლად მოახერხოთ


შემნახველ საკნამდე მისვლა.

– შეიძლება, თქვენც გითვალთვალებდნენ. საშიში ხალხია, – სერჟანტი შეყოყმანდა, – ჩვენც


დავეჭვდით, რომ მოკლულს არანაირი და არ ჰყოლია და ინფორმაციები მოვაგროვეთ.

ქალს თვალები აუციმციმდა:

– მომყევით... რაც შეეხება თვალთვალს, ამის არ მეშინია – იქვე იქნებით და დამნაშავეებს


პირდაპირ ფაქტზე დაიჭერთ... აბა, გისმენთ.

სერჟანტს ქალის საქმიან იერზე გაეღიმა.

– თქვენ მაინც ვერაფერს გამოგაპარებთ...

მოძღვრის ცოლმა საკნიდან გაქუცული ჩემოდანი გამოიღო. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა


ძლივს მოასწრო, რომ ზორბა მამაკაცი ეცა და წართმევა დაუპირა. ქალმა კივილი ატეხა. ერთი
პოლიციელი და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი რამდენიმე მამაკაცი მძარცველს
მივარდნენ და გაქცევის საშუალება არ მისცეს – ის მისტერ ეკლსი აღმოჩნდა.

ჩემოდანი პოლიციის განყოფილებაში გახსნეს. მასში აღმოსავლური ცეკვისთვის შესაფერისი


კოსტიუმი აღმოჩნდა, თვალისმომჭრელი ქვებით მორთული ლიფით. იქვე იყო კონვერტი
ქორწინებისა და დაბადების მოწმობებით.

– ძვირფასო მისის, თქვენ, ალბათ, გაინტერესებთ მთელი ეს ისტორია და, ისე დაგვეხმარეთ,
რომ, სრული უფლება გაქვთ, ყველაფერი იცოდეთ. მისტერ და მისის ეკლსები სულაც არ
არიან ცოლ-ქმარი. კაცი ერთ-ერთ ღამის ბარში დარაჯად მუშაობდა, ქალი კი იმავე ბარში
მოცეკვავე, საკმაოდ შთამბეჭდავი გარეგნობის მსახიობის კოსტიუმერი იყო. ამბობენ, რომ ამ
მსახიობმა ლონდონში გასართობად ჩამოსულ ერთ მდიდარ რაჯას თავი დააკარგვინა და
ერთად რამდენიმე ვნებიანი ღამე გაატარეს. მადლობის ნიშნად, რაჯამ ქალს უძვირფასესი
ყელსაბამი აჩუქა. ერთ დღეს კი ეს ყელსაბამი გაქრა და მის კვალს ვერსად მიაგნეს. ახლა, რაც
შეეხება მოკლულს: ის უოლტერ სენტ-ჯონია. ციხეში ყალბი ძვირფასეულობით
ვაჭრობისთვის აღმოჩნდა და ერთი კვირის წინ გაათავისუფლეს. ის მისის ეკლსს ესტუმრა და
ის ჩემოდანი წამოიღო, რომელიც მას დაპატიმრებამდე მიაბარა.

– რად უნდოდა მამაკაცს მოცეკვავე ქალის სასცენო კოსტიუმი? – იკითხა მოძღვრის ცოლმა.

– ქორწინების მოწმობა ნახეთ და მიხვდებით: იგი იმ მსახიობი ქალის ქმარი იყო და


ქალიშვილიც ჰყავდათ, რომლის დაბადების მოწმობაც აქვეა. ჯეულ სენტ-ჯონ მოსი. ის ახლა
ხუთი წლის უნდა იყოს...
– ღმერთო, ჯეული... პატარა ჯეული!.. ის ჩემს მეზობლად იზრდება ძიძასთან თუ
მეურვესთან. შესანიშნავი ბავშვია, საცოდავი... აი, თურმე, რატომ ჩამოვიდა ჩვენს მხარეში –
თავისი შვილის წაყვანა უნდოდა. ის არამზადები კი, თურმე, ფეხდაფეხ მოჰყვებოდნენ... –
აღმოხდა ქალს.

სერჟანტმა თავი დაუქნია:

– ასეა. ცოლ-ქმარ სენტ-ჯონსებს, ალბათ, ეშინოდათ, რომ ყელსაბამს ვინმე აუცილებლად


მოიპარავდა. ამიტომ, ის დაშალეს და თვლები ქალის საცეკვაო კოსტიუმს დააკერეს,
ყელსაბამში კი ყალბი თვლები ჩასვეს. ლიფზე დაკერებულ ქვებში ვერავინ ამოიცნობდა
რაჯას ნაჩუქარ ყელსაბამს, რომელიც ძალიან მალე მართლაც დაიკარგა. ვინ იყო ქურდი,
ალბათ, უკვე მიხვდით, მაგრამ, მალევე გაუცრუვდა იმედი, რადგან ყელსაბამი ყალბი
აღმოჩნდა. მერე მოცეკვავე მოკვდა, მისი ქმარი კი ციხეში აღმოჩნდა. როცა ციხიდან
გამოსულმა უოლტერმა ჩემოდნის წამოსაღებად კოსტიუმერს მიაკითხა, სავარაუდოდ, ის
მაშინ მიხვდა, რომ ნამდვილი განძი ამდენ ხანს სახლში ჰქონდა. საწყალი სენტ-ჯონი ამ
ბრჭყვიალა ქვებს ემსხვერპლა, რომლებიც, ალბათ, შვილის ღირსეული მომავლისთვის
სჭირდებოდა.

– მის შვილს აუცილებლად ექნება ღირსეული მომავალი, ამაზე პირადად ვიზრუნებ, – თქვა
მოძღვრის ცოლმა და თვალები აუცრემლდა...

მკვლელის სახელი

დერმოტი უკვე ნანობდა, ბიძას ტრენტების ოჯახში სადილზე რომ გამოჰყვა. სადილის
შემდეგ მედიუმის მოსვლას ელოდებოდნენ. ის ოჯახის უფროსმა ჯეკ ტრენტმა მიიპატიჟა და
უნდოდა, დერმოტის ბიძაზე, სახელგანთქმულ ფსიქიატრზე მოეხდინა შთაბეჭდილება.
მთავარი პრობლემა კი მაინც სხვა იყო. დერმოტს ჯეკის ცოლი, კლერი ტრენტი უყვარდა,
სიფრიფანა, ჰაერივით არსება. თავს ებრძოდა, რადგან ჯეკი დიდი ხნიდან ემეგობრებოდა,
მაგრამ გრძნობას ვერაფერი მოუხერხა. კლერი სულ თვალწინ ჰყავდა და, ამიტომ,
ცდილობდა, ქალი რაც შეიძლება იშვიათად ენახა, თანაც, იმ დღეს დილიდანვე უცნაური
განწყობა დაეუფლა – შინაგანი ხმა საფრთხეზე მიანიშნებდა. ასეთი რაღაცეების არ სჯეროდა,
მაგრამ განცდა საკმაოდ მკვეთრი იყო. ფსიქიატრი მრგვალი მაგიდის გარშემო შეკრებილ
სტუმრებს წინათგრძნობისა და ქვეცნობიერის კავშირზე ელაპარაკებოდა. უხსნიდა მათ
შორის არსებულ განსხვავებას. ის მხოლოდ იღიმებოდა ქალბატონების მოსაზრებებზე, რომ
ზოგიერთ ადამიანს შეუძლია, წინასწარ იგრძნოს საფრთხე და თავიდან აიცილოს ის.
მედიუმი ალისფერ, კაშკაშა კაბაში ჩაცმული, ჯანმრთელი გარეგნობის ქალბატონი აღმოჩნდა.
მან იქ მყოფებს რაღაც მითითებები მისცა და სეანსისთვის მოემზადა. დერმოტი ჩუმად იჯდა.
შინაგანი ხმა ისევ ეჩურჩულებოდა: „საფრთხე! საფრთხეა ახლოს! პირდაპირ შენს ზურგს
უკან!” რა საფრთხე ელოდა მას აქ, მეგობრების წრეში? ნუთუ, ჯეკ ტრენტმა შეიტყო მისი
სიყვარულის შესახებ? ჩუმად ამოიოხრა. კლერი... მხოლოდ ფიქრი მის შესახებ, მისი სახელი,
ფიქრში წარმოთქმული, ტკივილს აყენებდა. ეს უნდა გადაელახა. კლერი უფრო ზეციურ
არსებას ჰგავდა, ვიდრე მიწიერს. არა, მასზე ფიქრი ტკივილი იყო და არა გაფრთხილება.
ბიძამისი და კლერი რაღაცაზე კამათობდნენ. სერ ელინგტონმა მოულოდნელად ასეთი რაღაც
თქვა:

– ჩემო ძვირფასო ქალბატონო, მე ერთი ვიცი: თუ ადამიანი, რომელიც შეშლილობით არის


დაავადებული იმდენად ჭკვიანია, ენას კბილი დააჭიროს, ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ, ის
ნორმალურისგან გავარჩიოთ.

მედიუმს ეს სიტყვები არ მოუგონია. ის თავისი საქმით იყო დაკავებული. სამაგიეროდ,


კარგად გაიგონა დერმოტმა და ისევ აფორიაქდა. მედიუმმა სული გამოიძახა და იქ
შეკრებილმა ქალებმა მას სულელური შეკითხვები დაუსვეს. დერმოტს ასეთი რამე ადრეც
ჰქონდა ნანახიც და მოსმენილიც, ამიტომ, არ აინტერესებდა. მედიუმი სეანსს ამთავრებდა,
რომ უცებ რაღაც ხმა მოესმა და ეს უკვე აღარ ჰგავდა გამოძახებული სულის ხმას, ხმამაღლა
და გარკვევით წამოიძახა:

– ჰა, ჰა, ჰა! გირჩევნია, სახლში საერთოდ არ მიხვიდე! ენდე ჩემს რჩევას, არ მიხვიდე
სახლში...

– ვის ეხება ეს სიტყვები? – იკითხა ტრენტმა. მედიუმმა მის სიტყვებზე თვალები გაახილა და
სერ ელინგტონს, დერმოტსა და ტრენტს შეხედა! – თქვენ სამიდან ერთ-ერთს. მე
დავიჯერებდი იმას, რაც ახლახან მოისმინეთ. სისხლი... მე ვხედავ სისხლსაც. ბევრი არ არის,
მაგრამ საკმარისია, რომ სიკვდილი მოყვეს. არა, არ წახვიდეთ სახლში!

სერ ელინგტონმა ხმამაღლა გაიცინა, მას ტრენტიც აჰყვა. კლერმა მედიუმი გააცილა და
ოთახში დაბრუნდა.

– ჩემი წასვლის დროა, – თქვა ფსიქიატრმა – დერმოტ, ჩემო ბიჭო, ხომ გამაცილებ?

– რა თქმა უნდა! სახლში მაინც არ მიმესვლება, თურმე, – გაეცინა დერმოტს.

– ჩვენ კლუბში მივდივართ, ცეკვებზე – უთხრა ტრენტმა, – ხომ მოხვალ?

დერმოტმა თავი დაუქნია.

სერ ელინგტონმა ჯიბეში სახლის გასაღები ვერ იპოვა და იძულებული გახდა, მსახური
გაეღვიძებინა. უსიამოვნო საუბარი მასა და დერმოტს შორის მსახურის თანდასწრებითვე
გაიმართა. სერ ელინგტონმა პირდაპირ უთხრა, რომ იცოდა, მისი გრძნობის შესახებ კლერის
მიმართ და მემკვიდრეობას აღარ დაუტოვებდა, თუკი ამ სისულელეს თავიდან არ
ამოიგდებდა. დერმოტმა უთხრა, რომ ვერანაირი მემკვიდრეობა ვერ ათქმევინებდა კლერის
სიყვარულზე უარს.
– კი მაგრამ, ის ხომ შეშლილია, შეშლილი. გგონია, მართლა იმ სულელი მედიუმისთვის
მივედი მათთან? კლერმა მთხოვა.

– არაფრის მოსმენა არ მინდა! შეცვალეთ ანდერძი, მე კლერს ვერავინ წამართმევს! – იყვირა


დერმოტმა და სახლიდან ისე გავარდა, ბიძის ბოლო სიტყვებისთვის, კვალად რომ დაადევნა,
ყურადღება აღარ მიუქცევია.

დერმოტი ტაქსიში ჩაჯდა და გრაფტონ-გალერეაში წავიდა. დარბაზში შესვლისთანავე


დაინახა კლერი და ბიძასთან ის საშინელი საუბარი მაშინვე გადაავიწყდა. შეშლილიო... მან
თქვა, შეშლილი არისო. როგორ შეიძლება ეს ციური არსება შეშლილი იყოს? კლერმაც
დაინახა ის და მიუახლოვდა. დერმოტმა ღიმილით გაუწოდა ხელი, მაგრამ ქალის მშვენიერ
სახეზე შიში აღიბეჭდა.

– წადით აქედან, ამ ქალაქიდან, ჩემგან რაც შეიძლება შორს. ძალიან გთხოვთ, თუკი მართლა
გიყვარვართ, – ჩაიჩურჩულა ქალმა და ხელზე მოებღაუჭა.

– კლერ... – დერმოტს გული გამალებით უცემდა.

– გთხოვთ. თქვენ ხომ ჯენტლმენი ხართ, დამიჯერეთ. წადით შორს და აღარასოდეს მნახოთ.
ახლავე წადით. მე ვერასდროს ვიქნები თქვენი. მიუხედავად იმისა, რომ... რომ... – უცებ
კლერი მოსცილდა და მოცეკვავეებს შეერია. დერმოტმა ჯეკი დაინახა და გუნება საბოლოოდ
მოეშხამა.

– წავედი სახლში.

– სახლში? განა, ახლა არ მოხვედი? თანაც, სულმა ხომ გაგაფრთხილა? – გაიცინა ჯეკმა და
ხელკავი გამოსდო. დერმოტმა ხელი გაითავისუფლა:

– სულების არ მეშინია. კარგად იყავი.

გზაში ისევ გაუჩნდა საფრთხის შეგრძნება. საფრთხე! ის საფრთხეში იყო. მსახური მილსონი
სახლში არ იქნებოდა – გაახსენდა, დილით რომ დაეთხოვა. პალტო გაიხადა და
სამზარეულოში გავიდა ჩაის ასადუღებლად.

ერთი შეხედვით, ყველაფერი წესრიგში ჩანდა. ზარმა მოულოდნელად დარეკა. დერმოტმა


ისევ იგრძნო საფრთხის სიახლოვე. ვინ უნდა ყოფილიყო ასეთ დროს? კართან ორი
პოლიციელი იდგა.

– მისტერ ვესტ? – იკითხა ერთმა.

დერმოტს მოეჩვენა, რომ სანამ უპასუხებდა, მთელი საუკუნე გავიდა.

– არა, მისტერ ვესტი ჯერ არ მოსულა. მე მსახური ვარ, ჩაის ვადუღებდი.

– თქვენი ბატონი მალე გამოჩნდება. მან ბიძამისი მოკლა. სახლი უნდა გავჩხრიკოთ.
დერმოტს შეაჟრჟოლა. პოლიციელებმა უცერემონიოდ დაიწყეს კარადებსა და უჯრებში ქექვა.
დერმოტი მექანიკურად დაჰყვებოდა უკან. რევოლვერი საძინებელ ოთახში, კომოდის
უჯრაში იდო, პირდაპირ ზემოდან. პოლიციელმა მოზეიმე სახით ამოიღო:

– აი, ესეც იარაღი. ახალგაზრდა ვესტმა ბიძასთან იჩხუბა. მსახური მოწმეა, როგორ დაემუქრა
სერ ელინგტონი, რომ მემკვიდრეობას წაართმევდა. ჰოდა, იმანაც...

დერმოტი მძიმედ სუნთქავდა. მისი ტვინი გამალებით მუშაობდა. მაგრად გაება. ვერაფერს
დაამტკიცებდა. იმან, ვინც ეს ჩაიდინა, იმაზეც იზრუნა, რომ დერმოტს გამოსავალი აღარ
დარჩენოდა.

– ჩაის შემოგთავაზებთ – უთხრა პოლიციელებს... მათ უარი არ უთქვამთ. დერმოტი


სამზარეულოში გავიდა. ფანჯარა გააღო, გადახტა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გაიქცა.
გარბოდა უკანმოუხედავად. ვიღაცამ გზა გადაუღობა, ეს ტრენტი იყო.

– ჩემთან წამოდი. კლუბში რომ მოვიდნენ და გიკითხეს, მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა.
საწყალი სერ ელინგტონი.

დერმოტი მექანიკურად დაჰყვა მის ნებას. ჯეკმა ის სახლში შეიყვანა. ზემოთ, კაბინეტში
აიყვანა, კარი ჩაკეტა და შემობრუნდა.

– ესეც ასე. ახლა კი პოლიციას დავურეკოთ. აბა, რა გეგონა? აქედან ვეღარ გაიქცევი. ბიძაშენი,
ის სულელი მოხუცი, მე ჩავაძაღლე. იდიოტი! ჩემი საგიჟეთში გამოკეტვა უნდოდა. რა, არ
იცოდი, რომ მე შეშლილი ვარ? დედაჩემი სულით ავადმყოფთა თავშესაფარში მოკვდა.
ვგიჟდები, როცა ადამიანს ვაწამებ. ეს ნეტარებას მანიჭებს. კლერი იმიტომ არის ასეთი
ფერმკრთალი, რომ მე მას ნელ-ნელა ვწოვ სისხლს. სწორად მიხვდი, ვამპირივით. სადგისით
ვჩხვლეტ ხოლმე. თუმცა, ეს უკვე აღარ არის საინტერესო. მე ამის კეთებას ვერავინ
დამიშლის. შენ ციხეში გამოგკეტავენ, მერე კი ჩამოგახრჩობენ. როცა შენს კისერზე თოკს
დავინახავ, დიდ სიამოვნებას მივიღებ. მაგ კარს ტყუილად უყურებ, კლერის ოთახში გადის.
ის ვერასოდეს გაბედავს, შემოვიდეს და ხელი შემიშალოს...

ჯეკ ტრენტმა სიტყვის დასრულება ძლივს მოასწრო, რომ ზღურბლზე კლერი გამოჩნდა.
რევოლვერის ლულა პირდაპირ ქმრის თავში ჰქონდა დამიზნებული. დერმოტს სუნთქვა
შეეკრა.

– შენ ამას არ იზამ, კლერ... ვერ გაბედავ... – ჯეკმა ცოლისკენ გადადგა ნაბიჯი და
რევოლვერმაც იქუხა. ტყვია პირდაპირ მოხვდა მიზანს.

– დერმოტ, მოვკალი? მიყვარხარ... – და კლერს გული წაუვიდა.

„შინაური“ მკვლელი
სამეფო ადვოკატი, სერ ედვარდ პელისერი პენსიაზე იყო და სიმშვიდით ტკბებოდა, როდესაც
სახლში ერთი ახალგაზრდა ლედი ეწვია და დახმარება სთხოვა. გოგონას მაგდალენ ვოენი
ერქვა. იგი თავის ძმასთან, მეთიუსთან ერთად დეიდის სახლში ცხოვრობდა. ამავე სახლში
ცხოვრობდნენ ასევე, მათი ნათესავები – ცოლ-ქმარი უილიამი და ემილი. დაახლოებით სამი
კვირის წინ დეიდა, მის კრებტრი თავის ოთახში თავგატეხილი იპოვეს. თუმცა, მკვლელის
კვალზე პოლიცია ჯერ ვერ გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ დადასტურებული
ინფორმაციით, სახლში ნაღდი ფული იყო და მის კვალს ვერსად მიაგნეს, პოლიციამ ძარცვის
ვერსია თავიდანვე გამორიცხა. დაადგინა, რომ სახლში მკვლელობის მომენტში უცხო არავინ
ყოფილა და ვერც ვერავინ შევიდოდა. ამიტომ, მკვლელის ძებნა სახლის მობინადრეებს შორის
დაიწყეს. გამოდიოდა, რომ მკვლელი მის კრებტრის ოთხი ნათესავიდან ერთ-ერთი უნდა
ყოფილიყო. მაგდალენს სურდა, სერ ედვარდ პელისერს მოეკიდა ხელი ამ საქმისთვის და
სიმართლე გამოერკვია. მაგდალენი იმედს არ კარგავდა, რომ მკვლელი მაინც ვინმე გარეშე
პირი აღმოჩნდებოდა. როგორც მაგდალენი მოყვა, მკვლელობის დღეს, ჩაის დალევის შემდეგ,
ყველა თავ-თავის ოთახში გაიკრიფა. მაგდალენი კერავდა, მეთიუ სტატიას ბეჭდავდა,
უილიამი თავის მარკებს ახარისხებდა, ხოლო ემილი საერთოდ ჩაიზეც არ ჩამოსულა, რადგან
თავი სტკიოდა. წამალი მიიღო და ოთახში დარჩა. როდესაც რვის ნახევარზე მოახლე
ვახშმისთვის სუფრის გასაწყობად ჩამოვიდა, დეიდა ლილი უკვე მკვდარი იყო. მკვლელმა მას
თავში პრეს-პაპიე ჩასცხო, შემდეგ კი ანაბეჭდები წაშალა. მოახლემ თქვა, რომ სახლში უცხო
არავინ შემოსულა. ყველა ფანჯარა შიგნიდან იყო ჩაკეტილი და არანაირი კვალი არ ჩანდა,
რომ მათი კარის გაღებას ვინმე ცდილობდა. ვერც იმას იტყოდა ვინმე, რომ მის კრებტრის
სიკვდილით ოთხი ნათესავიდან, რომელიმემ სარგებელი ნახა. მან ოთხივეს ერთნაირი თანხა
უანდერძა, სულ 80 ათასი ფუნტი. რაც მთავარია, არც ერთს აქამდე წარმოდგენა არ ჰქონდა,
რომ დეიდა ასეთი მდიდარი იყო. ისინი ყოველთვის ხელმომჭირნედ ცხოვრობდნენ.

მკვლელობის ადგილზე სერ ედვარდი მეორე დღეს გამოცხადდა. უპირველესად, იკითხა,


გარდაცვლილი ბოლოს ვინ ნახაო. როგორც გაირკვა, ბოლოს დეიდა ლილი მოახლემ ნახა.
წერილები და ხურდა მიუტანა. დღისით ის ბანკში იყო და გადასახადები გადაიხადა.
მაგდალენმა აღნიშნა, რომ მოახლეს ბოლომდე ენდობოდნენ. მართა მათ სახლში 30 წელი
მსახურობდა და პატიოსნების განსახიერება იყო. მაგდალენთან საუბრის შედეგად კიდევ
გაირკვა, რომ ლანჩის დროს დეიდამ და ემილიმ იჩხუბეს. დეიდამ ხშირად წვრილმანებზე
იცოდა გამოკიდება. ერთმანეთს შეყვნენ და საქმე იქამდე მივიდა, რომ ემილიმ განაცხადა, ამ
სახლში აღარ ვიცხოვრებო. დეიდამაც არ დაუთმო; რაც მალე წახვალ, მით უკეთესიო. თუმცა,
ეს ყველაფერი ცარიელი სიტყვები იყო, მხოლოდ ცხელ გულზე ნათქვამი. შემდეგ ემილიმ
წამლები დალია და დაწვა. კიდევ ერთი დეტალი: მაგდალენის ძმა, მეთიუ ყელამდე ვალებში
იყო.

უილიამისა და ემილის დაკითხვამ შედეგი არ გამოიღო, ორივენი აცხადებდნენ, რომ


საკუთარ ოთახებში იყვნენ და არაფერი გაუგიათ. რაც შეეხება მეთიუს, ის სერ ედვარდს
საერთოდ არ დაელაპარაკა. გამოაცხადა, შეხვედრაზე მეჩქარება და ეს ყველაფერი უკვე ყელში
ამომივიდაო. სერ ედვარდს ისღა დარჩენოდა, მოახლეს გამოლაპარაკებოდა. მართა
სამზარეულოში თეთრეულს აუთოებდა.

– მკვლელობას ამ სახლში მცხოვრებთაგან ვერც ერთი ვერ ჩაიდენდა ისე, რომ მე არ გამეგო, –
უთხრა მან სერ ედვარდს, – კიბის საფეხურები ისე ჭრიალებს, ზევიდან რაც უნდა ფრთხილად
ჩამოსულიყო ვინმე, აუცილებლად გავიგონებდი. მართალია, მისტერ მეთიუ ზედა
სართულზე არ ყოფილა, აქვე, სამზარეულოს გვერდით ოთახში იყო, მაგრამ საბეჭდ მანქანაზე
ბეჭდავდა და მანქანის ხმა ერთი წამითაც არ გაჩერებულა.

– დარწმუნებული ხართ, რომ სახლში არავინ შემოსულა?

– ჩემს გარეშე ამას როგორ გააკეთებდა? კარი ხომ მე უნდა გამეღო?

– თუ მის კრებტრი ვინმეს ელოდებოდა და კარი თავად გააღო? ასეთი რამ ხომ
შესაძლებელია?

– შესაძლებელია, მაგრამ საეჭვოა...

მართა ამ კითხვამ ცოტა დააბნია. ეს უცნაური იყო. თუმცა, სერ ედვარდს მის
უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარებოდა, ადამიანებს კარგად იცნობდა. ნუთუ სახლის
რომელიმე ბინადარს აფარებდა ხელს?

– მაშ ასე, იგი ბოლოს თქვენ ნახეთ, არა?

– დიახ. მას ანგარიშები და ხურდა მივუტანე.

– ფულს სად ინახავდა?

– ზუსტად არ ვიცი. ალბათ, თან ატარებდა საფულით, თუმცა ქეშად ბევრი არასდროს ჰქონდა.
შესაძლებელია, საძინებელშიც ჰქონოდა რომელიმე უჯრაში ჩაკეტილი. ზუსტად რამდენი? არ
ვიცი. როგორც გითხარით, მე მხოლოდ ხურდა მივუტანე. მახსოვს, წუწუნებდა, ეს ახალი
ექვსპენსიანი რას ჰგავს, ძველი ჯობდაო. ძლივს დავარწმუნე, რომ ყალბი არ იყო.

სერ ედვარდი მაგდალენთან ერთად გარდაცვლილის ოთახში შევიდა. იქაურობა


დეტალურად დაათვალიერა. გარდაცვალების დღეს მიღებული წერილებიც ნახა, საფულეც
ამოატრიალა და იქ მართლაც ხურდის მეტი არაფერი იყო. ხელჩასაჭდი ვერაფერი იპოვა.

სახლიდან გამოვიდა და ქუჩას ჩაფიქრებული გაუყვა. ამოცანის პასუხი სადღაც ახლოს იყო,
მაგრამ ხელიდან უსხლტებოდა. რაღაც აკლდა, პატარა დეტალი. ამ დროს ვიღაც მხარზე
შეეხო. სერ ედვარდი შეხტა. ეს მეთიუ იყო.

– სერ ედვარდ, – წარმოთქვა მან, – მინდა, წეღანდელი უხეშობისთვის ბოდიში მოგიხადოთ.


რაც გინდათ მკითხეთ, მზად ვარ გიპასუხოთ.

– თქვენ მე უკვე დამეხმარეთ, – უპასუხა სერ ედვარდმა. თან, სადღაც მეთიუს უკან, სივრცეში
იყურებოდა, – დამეხმარეთ იმით, რომ ამ ადგილზე გამაჩერეთ. მე ისეთ რამეს მივაქციე
ყურადღება, რასაც სხვა შემთხვევაში არ მივაქცევდი.
მან ქუჩის მეორე მხარეს რესტორანზე მიუთითა. რესტორანს „ოცდაოთხი შაშვი” ერქვა.

– სახელი ცოტა უცნაური აქვს, მაგრამ სამზარეულოს არა უშავს, – უთხრა მეთიუმ.

– გასინჯვას ვერ გავბედავ, – გამოეხმაურა სერ ედვარდი, – თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ
ჩემი ბავშვობა იმაზე ადრე დასრულდა, ვიდრე თქვენი დაიწყო, მაშინდელი ლექსები მაინც
მახსოვს. თუ არ ვცდები, ორიგინალში ეს ასე ჟღერს: „გაუმარჯოს ექვს პენს, ჭვავს და
ოცდაოთხ შაშვს”.

სერ ედვარდი შემობრუნდა და ისევ უკან, სახლში შევიდა. სახლში შესული პირდაპირ
გარდაცვლილის ოთახისკენ გაემართა, კომოდიდან მისი საფულე გამოიღო და
გადმოაპირქვავა. დიახ, მეხსიერებამ არ უღალატა. ზარი დარეკა. მართა მაშინვე იქ გაჩნდა.
მეთიუს სთხოვა დაგვტოვეო და მოახლეს მიმართა:

– თუ არ მეშლება, თქვენ თქვით, რომ ცოტა იჩხუბეთ კიდეც, რაღაც ახალი


ექვსპენსიანისთვის.

– დიახ, სერ.

– ჰოდა, უცნაურია, რომ ამ ხურდებში ახალი ექვსპენსიანი არ არის. ორი კი ვიპოვე, მაგრამ
ორივე ძველია. ხვდებით, ეს რას ნიშნავს? იმ საღამოს ამ სახლში ვიღაც იყო. ვიღაც, ვისაც
თქვენმა პატრონმა ექვსპენსიანი მისცა. ყველაფერი დამთავრდა მართა. თავადაც ხედავთ,
მთავარი უკვე ვიცი. ახლა წყნარად შეგიძლიათ დანარჩენი მოყვეთ.

ქალი სკამზე მძიმედ დაეშვა. ცრემლი წამოუვიდა.

– თავიდან მართლაც ვერ გავიგონე. ზარი თითქმის არ ისმოდა. თუმცა, მაინც გადავწყვიტე,
გავსულიყავი, ყოველი შემთხვევისთვის. სასტუმრო ოთახში კართან იმ დროს მივედი, როცა
მან თავში ჩაარტყა. ქალბატონის წინ, მაგიდაზე დაგორგლილი ხუთფუნტიანები ეწყო. მან ეს
სწორედ ფულის გამო გააკეთა. ეგონა, სახლში მარტო იყო, რადგან კარი თავად გააღო.
შიშისგან გავქვავდი. შემდეგ ის მობრუნდა... ჩემი ბიჭი. ის ყოველთვის რთული ბავშვი იყო. მე
მას მთელ ჩემს ფულს ვაძლევდი. უკვე ორჯერ იჯდა ციხეში. იგი, ალბათ, ჩემთან მოვიდა,
ქალბატონმა კი, რომ დაინახა, მე არ გამოვედი, ეტყობა, კარი თავად გაუღო. ქალბატონს
ყოველთვის კეთილი გული ჰქონდა. ალბათ, შემოუშვა და ის ექვსპენსიანი მისცა. ფული კი
მაგიდაზე ეყარა. მაშინაც, როცა მე ქალბატონს საჭმელი შევუტანე... და ეშმაკი შეუჩნდა ჩემს
ბენს... მან, მან ის მოკლა.

– შემდეგ?

– ოჰ, სერ, რა უნდა მექნა? ის ხომ ჩემი შვილია. მე ის გარეთ გავაგდე, თავად სამზარეულოში
დავბრუნდი და ჩვეულ დროს ვახშამი მოვამზადე. ძალიან ცუდად მოვიქეცი, სერ?! იგი
ქვეყნიდან გაიქცა. არც კი ვიცი, ახლა სადაა.

– მაშინ შეიძლება, სახრჩობელას გადაურჩეს, თუმცა ამის იმედი მცირეა. მართა, მაგდალენს
დაუძახეთ. უთხარით, ყველა მოვიდეს. სიმართლე მათაც უნდა იცოდნენ.
სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე

პუაროსთვის ეს საქმე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. მასთან დასალაპარაკებლად


ინგლისის ცნობილი პოლიტიკოსები – ლორდი ესტერი და სამხედრო კაბინეტის წევრი
ბერნარდ დოჯი მოვიდნენ. სწორედ მათგან გაიგო მაძებარმა, რომ ინგლისის პრემიერ-
მინისტრი გაურკვეველ ვითარებაში გაქრა. პრემიერ-მინისტრი მეორე დღეს სიტყვით უნდა
გამოსულიყო მოკავშირეთა შეკრებაზე და მთავრობის წევრები შიშობდნენ, რომ მისი
მოტაცება ინგლისის მტრებმა მოაწყვეს.

– როგორც ვიცი, ეს გერმანიასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ეხება, – თქვა


პუარომ.

– დიახ. ახლა ხომ ხვდებით, რატომაც ვღელავთ ასე? ჩვენს განკარგულებაში მხოლოდ
ოცდაოთხი საათი და თხუთმეტი წუთია. პრემიერ-მინისტრს ორი ქვეყნის – საფრანგეთისა და
ინგლისის პოლიცია ეძებს და, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ლორდის იდეა იყო თქვენთან
მოსვლა და, აი, აქ ვართ, – თქვა დოჯმა.

– ყველაფერი მომიყევით. თუ გაზეთებს ვერწმუნებით, დღეს დილით პრემიერზე თავდასხმაც


მოხდა.

– დიახ, მის მანქანას ესროლეს, მაგრამ, გადავრჩით – ტყვიამ პრემიერს მხოლოდ ლოყა
გაუკაწრა. ის სოფლის საავადმყოფოში მივიდა და ჭრილობა შეახვევინა, მერე კი მან ლა-მანში
გადაკვეთა. ბულონში მანქანა დახვდა ერთი ადიუტანტით. ამის მერე მისი კვალი გაქრა,
მოსიე პუარო! მანქანაც და ადიუტანტიც მოგზავნილები იყვნენ, ალბათ, გერმანული მხარის
მიერ. ჯაშუშებს ინფორმაცია ჰქონდათ და პრემიერი გაიტაცეს და, იქნებ, უკვე მოკლეს კიდეც.
ამაზე ფიქრიც არ მინდა!

– დამშვიდდით, თქვენო ბრწყინვალებავ. დეტალები გამაცანით.

მინისტრმა ჯიბიდან კონვერტი ამოიღო:

– ეს ერთადერთი ახალი ამბავია საფრანგეთიდან. ერთ-ერთ ფერმაში აღმოაჩინეს მეორე


მანქანა და პრემიერის მდივანი დენიელსი, რომელიც ქლოროფორმით დააძინეს, შემდეგ კი
გაკოჭეს და პირში ჩვარი ჩასჩარეს. მას მხოლოდ ის ახსოვს, რომ სახეზე ნაჭერს ადებდნენ. ის
კი უძალიანდებოდა. პოლიციას მიაჩნია, რომ მისი ჩვენება სარწმუნოა.

– თუ მეტი აღარაფერია ნაპოვნი, ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრის გვამს, მაშინ, იმედი არის,


– პირქუშად წარმოთქვა პუარომ – ისედაც, მეეჭვება, რომ ვინმეს მისი მოკვლა უნდოდეს. აქ
სხვა ჩანაფიქრია, მაგრამ, ჯერ არაფერი მაქვს საგულისხმო. რას წარმოადგენს ეს კაპიტანი
დენიელსი? მისი დოსიე მაინტერესებს.
– ვიცოდი, რომ ამას შემეკითხებოდით. წარჩინებული ოჯახიდან არ არის. პრემიერ-
მინისტრმა ის ენების განსაკუთრებული ცოდნის გამო გამოარჩია. შვიდი ენა იცის. ინგლისში
ორი დეიდა ჰყავს. მისის ევერარდი ჰემპსტედში ცხოვრობს, მის დენიელსი კი – ასკოტთან
ახლოს.

– ასკოტი? ეს ხომ უინძორების სასახლესთან არის ახლოს?

– ჩვენ ეს გარემოებაც გავითვალისწინეთ, მაგრამ, არაფერი მოგვცა, – თქვა მინისტრმა.

– ჩვენი ყველა უწყება თქვენს განკარგულებაშია. როცა იტყვით, საფრანგეთში მაშინ


გაემგზავრებით.

– ჯერჯერობით ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ.

მაღალჩინოსანმა სტუმრებმა ერთმანეთს გადახედეს.

– ვინ იყო პრემიერ-მინისტრის მძღოლი, რა იცით მის შესახებ? – პუარო დაკითხვას


განაგრძობდა.

– ო`მერფი სკოტლენდ-იარდის კაცია, – თქვა მინისტრმა.

– ანუ, დენიელსი პრემიერ-მინისტრის გვერდით იჯდებოდა, მერფი – საჭესთან. გაურკვეველი


მიზეზით, მანქანამ ისე გადაუხვია, რომ უკაცრიელ გზაზე აღმოჩნდა, – განმარტა დოჯმა, –
სწორედ იქ ესროლეს პრემიერ-მინისტრს, როცა მან ფანჯრიდან თავი გამოყო. შესაძლებელი
იყო მეორე გასროლაც, მაგრამ, მძღოლმა ივაჟკაცა და მთელი სიჩქარით გაუსხლტა ბრბოს.
პრემიერ-მინისტრმა ეს ამბავი მშვიდად „გაატარა”, მსუბუქი ჭრილობა გზაზევე, ერთ-ერთი
სოფლის საავადმყოფოში შეიხვია და წინასწარ შედგენილ გრაფიკს მიჰყვა. როგორც
გითხარით, მისი კვალი საფრანგეთში, ბულონში გაქრა.

– მძღოლი სად არის? წესით, მას მანქანა გარაჟში უნდა მიეყვანა, მაგრამ, ეს არ გააკეთა –
მანქანა მოგვიანებით საეჭვო რეპუტაციის მქონე რესტორნის წინ იპოვეს. იქ ხშირად
იკრიბებიან ხოლმე გერმანელი ჯაშუშები.

– ანუ, დაკარგულია ორი ადამიანი. მძღოლი ლონდონიდან და პრემიერ-მინისტრი –


საფრანგეთში... – პუარო შეიჭმუხნა. ეტყობოდა, როგორ ძაბავდა გონებას. მერე მინისტრს
შეხედა:

– თქვენ, ალბათ, გიკვირთ, ჩვეულებრივი მაძებარივით რომ არ ვიქცევი – შემთხვევის


ადგილას რომ არ გავრბივარ, გამადიდებელი შუშით ნაფეხურებს არ ვაკვირდები და
სამხილებს არ ვეძებ. მინდა მოგახსენოთ, ბატონებო, რომ სამხილები ყოველთვის აი, აქ მაქვს,
– პუარომ შუბლზე მიიკაკუნა თითი, – და ჯერ არასდროს შევმცდარვარ. მოტაცება – ეს
სწორედ ის არის, რაც ჩვენს მტრებს ყველაზე მეტად აწყობთ. გაუგებრობა შობს პანიკას.
პრემიერ-მინისტრის სიკვდილი საშინელი კატასტროფა იქნებოდა, მაგრამ, ამ შოკიდან
ქვეყანაც და მთავრობაც გაცილებით სწრაფად გამოვიდოდა; გატაცების შემთხვევაში კი,
პრემიერ-მინისტრი ოთხი-ხუთი დღით რომ გადამალონ სადმე წყნარ ადგილას, საკმარისი
იქნება იმისთვის, რომ გერმანელებმა მოკავშირეებს საკუთარი პირობები უკარნახონ.
– მაშინ, რაღა საჭირო იყო, მკვლელობის მცდელობა? – ხელები გაშალა ლორდმა ესტერმა.

– სწორედ ეგ არის მთავარი შეკითხვა და, როცა ამ კითხვის პასუხს ვიპოვი, იმასაც გეტყვით,
სად არის პრემიერ-მინისტრი.

– იქნებ, ეს ორი შემთხვევა არაფერ კავშირშია ერთმანეთთან?

– ასეთი დამთხვევები არ არსებობს. ახლა უნდა გადავწყვიტოთ, რომელია მოღალატე. ამ


საქმეში მოღალატის გარეშე ვერაფერს გახდებოდნენ. მაგრამ, რომელია – დენიელსი თუ
ო`მერფი? ფაქტია, რომ მესამე ვერ იარსებებდა. მაშინ, რატომ გადაუხვია მანქანამ
მარშრუტიდან? ან ო`მერფიმ თავად მიიღო გადაწყვეტილება, ან დენიელსმა უბრძანა. ახლა
კარგად უნდა დავფიქრდე და გავაანალიზო, რა კომპრომატები გვაქვს თითოეულის
წინააღმდეგ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ო`მერფი სკოტლენდ-იარდის თანამშრომელია.
სამაგიეროდ, დენიელსის წარმოშობაა გაურკვეველი, თანაც, ამდენი ენის ცოდნა, ტიპური
ინგლისელისთვის ძალიან უცნაურია. ასეა თუ ისე, დრო არ უნდა დავკარგოთ.

– საფრანგეთში გამგზავრებას არ ფიქრობთ? – გაკვირვება ვეღარ დამალა მინისტრმა.

– ვერ ვხედავ ამის საჭიროებას. საფრანგეთის პოლიციამ იცის თავისი საქმე და, თუ პრემიერ-
მინისტრს ინგლისის ტერიტორია დაატოვებინეს, რაშიც ეჭვი მეპარება, ისინი მიხედავენ. მე
იმ სოფლის საავადმყოფოებს დავათვალიერებ, რომლებიც ლონდონთან არის ახლოს.

მინისტრმა მხრები აიჩეჩა, მაგრამ პუაროსთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. სპეცმანქანა


გამოიძახეს და ისიც უზრუნველყვეს, მისი გადაადგილება არავის და არაფერს შეეზღუდა.
პუარო ერთი საავადმყოფოდან მეორეში გადადიოდა და სულ უფრო უუმჯობესდებოდა
გუნება: ბოლოს ღიღინიც კი დაიწყო. მერე ასკოტში გამგზავრება მოითხოვა. დენიელსის
დეიდის სახლის პარმაღზე ერთ დეტექტივთან ერთად აღმოჩნდა და ზარი დარეკა. მერე
მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა: სკოტლენდ-იარდის ბიჭები სახლში შეცვივდნენ
და იქიდან ერთი ქალი და ორი მამაკაცი გამოიყვანეს. გაოგნებული მინისტრისა და სხვა
მაღალჩინოსნების წინ თავად პრემიერ-მინისტრი და მისი მძღოლი – ო`მერფი აღიმართნენ.
კმაყოფილი პუარო ხელებს იფშვნეტდა:

– ბატონებო, გაიცანით კაპიტან დენიელსის „დეიდა”, საკმაოდ ცნობილი ქალბატონი


ჯაშუშურ წრეებში. ახლა პრემიერ-მინისტრის საფრანგეთში სასწრაფოდ გამგზავრებაზე
ვიზრუნოთ და მერე მოგიყვებით ამ საქმის დეტალებს.

– ღვთის გულისთვის, ერთი სული მაქვს, როდის გავიგებ, როგორ შეიტყვეთ ყველაფერი! –
წამოიძახა ლორმა ესტერმა.

– პრემიერ-მინისტრის მოკვლის მცდელობა – სწორ კვალზე სწორედ ამან დამაყენა, ნამდვილი


პრემიერ-მინისტრი კი მანამდე გაიტაცეს, როცა ის ბუკინგემის სასახლეში მივიდა, ასკოტის
სიახლოვეს. დენიელსმა მას ქლოროფორმიანი ქსოვილი ააფარა სახეზე და მძღოლს, რომელიც
ვერ ხედავდა, რა ხდებოდა უკანა სალონში, გზიდან გადახვევა უბრძანა. იქ მათ ცრუ პრემიერ-
მინისტრი, ანუ ნამდვილი პრემიერ-მინისტრის აღნაგობის მამაკაცი და ცრუ-მძღოლი
ელოდნენ. ო`მერფისაც ქლოროფორმით „გაუმასპინძლდნენ” და დენიელსის „დეიდის”
სახლში მიიყვანეს. ყალბ პრემიერ-მინისტრზე კი თავდასხმა მოაწყვეს „დაჭრეს” კიდეც
მსუბუქად და იქვე, სოფლის საავადმყოფოში გაამწესეს – მიაქციეთ ამ დეტალს ყურადღება –
სოფლის ექიმი პრემიერ-მინისტრის ნამდვილობაში ვერაფრით დაეჭვდებოდა, მით უფრო,
თუ მას სახის ნახევარზე დოლბანდი ექნებოდა აფარებული. აი, რატომ არ მოინდომა პრემიერ-
მინისტრმა მასზე თავდასხმის გახმაურება და არჩია, დადგენილ მარშრუტს დაბრუნებოდა.
მანქანამ გზა განაგრძო. ყალბმა პრემიერ-მინისტრმა და მისმა ადიუტანტმა ლა-მანში
გადალახეს. იქ კი, საფრანგეთის მიწაზე ყალბმა პრემიერ-მინისტრმა თავისი „მოღვაწეობა“
დაასრულა: მოიშორა გრიმი, ნაკაწრზე, ალბათ, პლასტი დაიკრა და ხალხს შეერია. დენიელსმა
კი ცოტა მეტი იშრომა, რათა საფრანგეთის პოლიციას ის გაკოჭილი, პირში ჩვრითა და
ქლოროფორმის სუნით გაჟღენთილი ეპოვა. აი, რატომ არ დაბრუნდა პრემიერ-მინისტრის
მანქანა გარაჟში. თქვენ მას სადმე, ასკოტსა და ბუკინგემს შორის გზაზე იპოვით.

– მესიე პუარო, თქვენ გენიოსი ხართ! – ვეღარ მოითმინა ლორდმა და მაძებარს გადაეხვია.

უიღბლო ექსპერიმენტი

პარკერ პაინს უცნაური კლიენტი ჰყავდა იმ დილით – ვინმე მისტერ რეჯინალდ ვეიდი. ეს
იყო მაღალი, ფართომხრებიანი მამაკაცი, ოდნავ გარუჯული სახითა და დაბნეული, მორცხვი
ღიმილით. პარკერ პაინს ისე უყურებდა, როგორც უენო პირუტყვი, რომელიც დახმარებას
ითხოვს.

– თქვენი განცხადება წავიკითხე, – თქვა ბოლოს, – ვიფიქრე, რატომ არ უნდა მივიდე, იქნებ,
დამეხმაროს-მეთქი.

– რა თქმა უნდა, – დაეთანხმა პაინი, – იმიტომაც ვარ აქ, რომ ადამიანებს დავეხმარო. მე
ადამიანური პრობლემების ექსპერტი ვარ.

მისტერ ვეიდს სახე გაუნათდა:

– ჩემი პრობლემა რთულია, მისტერ პარკერ, ძალიან რთული.

– მოყევით, – საქმიანად მოიფშვნიტა ხელები პაინმა.

– მოსაყოლი თითქმის არაფერია: ჩემმა ცოლმა გადაწყვიტა, მიმატოვოს და სხვასთან წავიდეს.


განქორწინებას ითხოვს.

– თქვენ კი გინდათ, ყველაფრის გარეშე დატოვოთ, ერთი ხელი ტანსაცმლის ამარა...


მისტერ ვეიდმა პროტესტის ნიშნად ენერგიულად აიქნია ხელები.

– არა, არა, როგორ გეკადრებათ, ეს როგორ იფიქრეთ! მე მისთვის სიცოცხლეც არ მენანება, არ


მინდა, რომ მიმატოვოს. არ შემიძლია, მოვკვდები მის გარეშე.

– ოო, ეს უკვე სხვა რამეა. სიყვარული კარგია.

– ჰო, სიყვარული კარგია, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში ეს სირთულეებთან არის დაკავშირებული.


მე ძალიან უინტერესო ადამიანი ვარ. ჩემი ცოლი იმიტომ ანიჭებს უპირატესობას იმას, რომ
იგი საინტერესო და მრავალმხრივ ნიჭიერი პიროვნებაა. ერთად დადიან თეატრებში,
გამოფენებზე, ოპერაში, ჩვენებებზეც კი. მე კი ასეთი რაღაცეები არ მაინტერესებს, გოლფის
თამაში მიყვარს, ფეხბურთი, ჩოგბურთში კარგად ნათამაშები პარტია ჩემთვის დიდი
სიამოვნების მომგვრელია. როგორ უნდა მოეწონოს ქალს ისეთი გაუთლელი ხეპრე, როგორიც
მე ვარ? მით უმეტეს, ჩემი ცოლისთანა დახვეწილ, ინტელექტუალურ არსებას!..

პაინმა მაშინვე გააპროტესტა მისი სიტყვები:

– არავითარ შემთხვევაში, არავითარ შემთხვევაში! თვითშეფასების ასეთი დონით ვერაფერს


მივაღწევთ. როგორ უნდა შეგიყვაროთ თქვენმა ცოლმა, როცა საკუთარი თავი თავად არ
მოგწონთ? უპირველესად ამას უნდა მივხედოთ.

– თქვენ ფიქრობთ, რომ რამე შანსი მაქვს? – მოწყენით ჩაილაპარაკა მისტერ ვეიდმა.

– შანსი ყოველთვის არის, მთავარია, როგორ გამოიყენებ მას.

მისტერ ვეიდმა დაიგმინა.

– მოკლედ, ასე, ჩემი დახმარება 200 ფუტი ეღირება. თქვენ კატასტროფული შეცდომა
დაუშვით, როცა ცოლს მისი უპირატესობა აგრძნობინეთ. რამდენი წელია, რაც ცოლ-ქმარი
ხართ?

– ცხრა წელი.

– და, თავიდანვე ასე იმცირებდით თავს? ღმერთო ჩემო! თქვენ უბიძგეთ საცოდავ ქალს
ღალატისკენ, საკუთარი თავი კი უსარგებლო, უფერულ ნივთად აქციეთ, რომელიც
აბსოლუტურად არავის სჭირდება! კიდევ დიდხანს მოუთმენია თქვენს ცოლს.

– ანუ, ახლა რას უნდა ველოდე?

– თანახმა ხართ ჰონორარზე? მზად ხართ, ეს თანხა გადამიხადოთ?

– რა თქმა უნდა, ეგ რა საკითხავია, – მისტერ ვეიდმა ჩეკის წიგნაკი ამოიღო, – რის გაკეთებას
აპირებთ?

– მე თქვენ გამოგიწერთ ფლირტს ახალგაზრდა, მომხიბვლელ ქალთან.

– გამორიცხულია! ვერავისთან ვერ დავიწყებ ურთიერთობას, სხვა ქალი ჩემთვის არ


არსებობს.

– და არც არის საჭირო. ჩემს თანაშემწეს დაგახმართ.

– აირისი, ჩემი მეუღლე, შეუდარებელია. მის წინაშე ყველა ქალი იცრიცება და ხიბლს კარგავს.
თუ ნახავს, რომ ვიღაცას ვეკურკურები, მხოლოდ გაუხარდება.

– ძალიან ცდებით, მეგობარო, ძალიან ცდებით, არც ასეა საქმე! არ გაუხარდება, დამერწმუნეთ.
ეს ახლა, როცა არავის სჭირდებით, არის არხეინად, მაგრამ, თუ ღირსეული მეტოქე
გამოუჩნდება, აზრს მაშინვე შეიცვლის. რამდენი წლის არის თქვენი მეუღლე?

– ოცდათექვსმეტის.

– ჩემი თანაშემწე კი ახლა გახდა ოცდახუთის. მომენდეთ და ყველაფერი კარგად იქნება.


თქვენი ცოლი არ დაუშვებს, რომ ქმარმა მიატოვოს მასზე ახალგაზრდა და მიმზიდველი
ქალის გამო.

– თქვენ ასე ფიქრობთ?

– იცით, რა არის მთავარი? თქვენ ახლა ხართ „საცოდავი, ბებერი რეჯი”, მე გადაგაქცევთ
„რეჯი – საყვარლად”, ქალების გულთამპყრობელად. განსხვავებას ხედავთ? ცოლი
ყველაფერს გააკეთებს, რომ „საწყის პოზიციაზე” დაგაბრუნოთ და თვითონაც
დაგიბრუნდებათ.

– თქვენი გეგმა იმუშავებს?

– აუცილებლად. ეფექტს ძალიან მალე ნახავთ, სულ რაღაც ორ კვირაში.

... ერთი კვირის შემდეგ პარკერ პაინი თავისი თანაშემწის მონაყოლს ისმენდა. მადლენ დე
სარა ძალიან მომხიბლავი იყო; მაღალი, ხვეული შავი თმით, მომაჯადოებელი ღიმილით და
ვარდისფერი, ყვავილივით ნაზი კანით. იცვამდა ყოველთვის განსაკუთრებული გემოვნებით
და ძვირფასად.

– აბა, როგორ არის საქმე?

– ფანტასტიკურად. ყველაფერი ისე გამოვიდა, უკეთესი რომ არ შეიძლება. როგორც


დამარიგეთ, მისტერ ვეიდმა თავისთან დამპატიჟა, მამულში. უნდა ვაღიარო, რომ
არაჩვეულებრივი სახლი აქვს, ნამდვილი სასახლე, გოლფის და ჩოგბურთის მოედნებით,
ულამაზესი პარკითა და შადრევნებით. ცოლმა მეორე დღესვე დაიწყო ეჭვიანობა, თუმცა, ამას
ძალიან ოსტატურად მალავდა. იქ ვიღაც დაქალიც ჰყავდა – ცხვირაწეული კოხტაპრუწა. ვერ
გავიგე, რისთვის თხოვდებიან ასეთი ქალები, რომ მერე საკუთარი ქმრები ლანძღონ და
აგინონ?

– მერე, მერე?..

– მე და მისტერ ვეიდმა შესანიშნავად გავუგეთ ერთმანეთს. არანაირი პრობლემა არ გვქონია.


სხვათა შორის, ძალიან საინტერესო კაცია. მართალია, თავიდან ძალიან შებოჭილი და
დაკომპლექსებული იყო, მაგრამ, ერთი პარტია ჩოგბურთის შემდეგ მთლიანად გაიხსნა.
ხელიხელჩაკიდებულები ვსეირნობდით მათ მშვენიერ პარკში და ბევრს ვიცინოდით. ჯერ,
ჩაის რომ ვსვამდით და მერე – სადილობისას მისის ვეიდს ბევრს ველაპარაკებოდი იმაზე, რომ
ასეთი არაჩვეულებრივი ქმარი ჰყავს, რომ მას ძალიან გაუმართლა.

ის ყალბი ღიმილით მისმენდა და ნელ-ნელა წითლდებოდა აღშფოთებისგან, მესამე დღეს კი


ვეღარ გაუძლო და თავისი საყვარელი ჩამოიყვანა, თან, ნებართვა ქმარს სთხოვა. მისტერ
ვეიდი, როგორც გაფრთხილებული მყავდა, საკმაოდ ხალისიანად დაეთანხმა. კარლ
შერინგტონი ისეთი უფერული, უინტერესო და მოსაწყენი ვინმეა... მაშინვე დაფეთდა ჩემზე,
ლეკვივით დამდევდა უკან. თან, ჩემი ტანსაცმლის შემხედვარემ, მგონი, გადაწყვიტა, რომ
ბევრი ფულიც მაქვს... ერთი სიტყვით, საწყალი მისის ვეიდი ძალიან ცუდ დღეში ჩავაგდე.
მისთვის ყველაზე მძიმე გუშინდელი საღამო იყო, როცა მისტერ ვეიდმა უთხრა, რომ მზად
არის განქორწინებისთვის და მოცდა აღარ არის საჭირო. უნდა გენახათ, როგორ გადაირია.
თავი ვეღარ შეიკავა, მომვარდა და ისტერიკა მომიწყო – ქმარს მართმევო. მე ღირსება არ
დამიკარგავს, ბოლომდე მშვიდი და მოღიმარი ვიყავი. კოცნამაც თავისი საქმე გააკეთა.

– ერთი სიტყვით, დავალება ბრწყინვალედ შეასრულეთ.

– რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის. მისტერ ვეიდი მალე მოვა და მადლობას გეტყვით,
დარწმუნებული ვარ.

მის მადლენს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კარი ფართოდ გაიღო და ოთახში
მისტერ ვეიდი შემოვარდა. მას პარკერ პაინისთვის არც კი შეუხედავს, პირდაპირ
ახალგაზრდა ქალისკენ გაიქცა და შესძახა:

– საყვარელო! ვიცოდი, ვიცოდი, რომ აქ იქნებოდი! გუშინ მე არ ვთამაშობდი. არც ერთი


წუთი. შენ ერთადერთი ქალი ხარ, ვინც მე მიყვარს და მჭირდება. გამომყევი ცოლად,
ძვირფასო, გამაბედნიერე, არც ერთ ქალთან არ მიგრძნია თავი ისე, როგორც თქვენთან. ცოლს
მალე გავეყრები და მერე ერთად ძალიან ბედნიერები ვიქნებით, ძალიან...

მადლენი განცვიფრებული მიაშტერდა მღელვარებისგან გაწითლებულ კაცს.


– მე... მე... არ მინდა, თქვენი ცოლი გავხდე. არ მინდა, ეს დავალება იყო.

– დავალება? თქვენ მე მამაკაცად მაგრძნობინეთ თავი. თქვენ მე მიყვარხართ. მხოლოდ ახლა


მივხვდი, რა ყოფილა ნამდვილი სიყვარული.

პარკერ პაინი ხან კლიენტს უყურებდა, ხან – თანაშემწეს. მისტერ ვეიდი აშკარად არ
ხუმრობდა. უცებ კარი ისევ გაიღო, თანაც ხმაურით, თითქოს ვიღაცამ შემოგლიჯა. ოთახში
თმაგაწეწილი მისის ვეიდი შემოვარდა:

– აჰა, ასეც ვიცოდი! ეს ქუჩის ქალი, გარყვნილი და სხვისი ქმრების მიმტაცებელი. ამას
გამოეკიდე, არა? ახლავე წამოდი სახლში და პირობა მომეცი, რომ მისკენ აღარასოდეს
გაიხედავ!

მისტერ ვეიდი ცოლს მიუბრუნდა:

– ყველაფერი მორჩა, აირის, ჩვენ უნდა დავშორდეთ. შენ შენს საყვარელთან წახვალ. მე მის
მადლენთან შევქმნი ოჯახს.

– არავითარ შემთხვევაში! – იკივლა აირის ვეიდმა. როდის იელვა მის ხელში პისტოლეტმა,
პარკერ პაინს არ შეუნიშნავს. მოულოდნელად, გაისმა გასროლის ხმა და მისტერ ვეიდი
იატაკზე გაიშხლართა.

– რა სამწუხარო შემთხვევაა, რა საბედისწერო გაუგებრობა! – თქვა მისტერ პაინმა, როცა


პოლიციამ მის ვეიდი დააპატიმრა და გვამიც გაიტანეს. არასდროს შევმცდარვარ საკუთარ
კლიენტში ასე...

დანდობა? – არა!

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერკიულ პუაროს, ვინმე ამელია ბაროუბისგან წერილი
მოუვიდა. ქალბატონი შეწუხებული ჩანდა და ერთ დელიკატურ საქმეში დახმარებას
სთხოვდა. თუმცა, საქმის დეტალებზე არაფერს ამბობდა. მხოლოდ წერდა, საქმე ძალიან
დელიკატურია და თუ ფაქტები დადასტურდება, მირჩევნია, ის პირადად მოვაგვაროო.
პუარომ თანხმობა მისწერა, პასუხი კი აღარ მიუღია. ერთ მშვენიერ დღეს, გაზეთში სრულიად
შემთხვევით ამოიკითხა: „26 მარტს, ჩერმანს გრინში, სახლში, რომელსაც „ვარდის ბაღი”
ჰქვია, სამოცდაცამეტი წლის ასაკში, ამელია ჯეინ ბაროუბი მოულოდნელად გარდაიცვალა.
გთხოვთ, ყვავილები არ მოიტანოთ”.
პუარომ კიდევ ერთი წერილი გაამზადა:

„ძვირფასო მის ბაროუბი! სამწუხაროდ, ჩემს წერილზე პასუხი ვერ მივიღე, მაგრამ ხუთშაბათს
ჩერმანს გრინში ვიქნები. შემოგივლით და განვიხილოთ ის პრობლემა, რაზეც თქვენს
წერილში წერდით.”

პასუხმა არ დააყოვნა:

„პატივცემულო სერ! გაცნობებთ, რომ ჩემი დეიდა მის ბაროუბი, 26 მარტს გარდაიცვალა. ასე
რომ, საქმეს, რომელსაც თქვენ ახსენებთ, უკვე აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. თქვენი,
მერი დელაფონტენი.”

– უკვე აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს... – პუარომ ჩაიღიმა, – ამას კიდევ ვნახავთ.

„ვარდის ბაღი” თავის სახელს სავსებით შეესაბამებოდა, რასაც ასეთ სახლებზე ხშირად ვერ
იტყვი. ჭიშკრიდან სახლამდე ვიწრო გზა მიდოდა, რომლის ორივე მხარეს ყვავილნარი
გაეშენებინათ. გზის ერთი კიდე ნაწილობრივ ნიჟარებით იყო მოკირწყლული. პუაროც
სწორედ ამ ყვავილნარს ათვალიერებდა, როდესაც სახლიდან მოახლე გამოვიდა. სტუმარი
სახლში შეიპატიჟა და დიასახლისის დასაძახებლად წავიდა. დიასახლისის მოსვლამდე,
ოთახში ახალგაზრდა ქალი შემოვიდა და სტუმარს დაეჭვებული მიაჩერდა. შემდეგ კი
პირდაპირ მიახალა:

– რატომ ჩამოხვედით? ადვოკატი ხართ, არა?! მას სურდა, რომ ფული მე დამრჩენოდა და მე
მას მივიღებ! ფული ჩემია! მან ასე დაწერა და ასე იქნება!

გოგონა თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ქალი შემოვიდა.

– კატრინა, – ხმადაბლა თქვა მან.

გოგონა მაშინვე გავიდა. პუარო მიხვდა, რომ მის წინაშე ამ სახლის დიასახლისი – მერი
დელაფონტენი იდგა.

– მესიე პუარო? მე თქვენ მოგწერეთ. ჩემი წერილი არ მიიღეთ?

– სამწუხაროდ, ლონდონში არ ვიყავი.

– გასაგებია! ნება მომეცით, გაგეცნოთ. მე მერი დელაფონტენი ვარ. ეს ჩემი ქმარია. მის
ბაროუბი ჩემი დეიდა იყო.

მისტერ დელაფონტენი ოთახში ისე ჩუმად შემოვიდა, პუარომ მისი შემოსვლა ვერც კი
შეამჩნია. სამაგიეროდ, შენიშნა, რომ ის ხშირად აპარებდა ცოლისკენ თვალს და სავარაუდოდ,
ოჯახში „დაქვემდებარებული პირი” უფრო იყო, ვიდრე მისი უფროსი. პუარომ
შეწუხებისთვის ბოდიში მოიხადა და წასვლა დააპირა. ქალმა შეაჩერა:

– ხომ ვერ გვეტყვით, რა საქმეზე უნდა დალაპარაკებოდით დეიდას? იქნებ დაგეხმაროთ?

– ძალიან პირადული საკითხია, – უპასუხა პუარომ, – მე დეტექტივი ვარ.

– დეტექტივი? – გაკვირვებით იკითხა მისის დელაფონტენმა, – და თქვენ დეიდასთან


გქონდათ შეხვედრა დანიშნული? რა უცნუარია! უფრო დაწვრილებით ვერ მოგვიყვებით? ეს,
უბრალოდ, წარმოუდგენელია!

– ვშიშობ, რომ ამ მომენტისთვის ვერაფერს გეტყვით.

პუარო გასასვლელისკენ გაემართა. ბაღში შეჩერდა და დიასახლისს მიმართა:

– მგონი, ბაღი ძალიან გიყვართ, მადამ.

– დიახ, აქ თავად ვაკეთებ ყველაფერს.

– მიიღეთ ჩემი კომპლიმენტები.

სახლიდან გამოსული პუარო, პირდაპირ პოლიციის განყოფილებისკენ გაემართა. იქ მას


თავაზიანად შეხვდა ინსპექტორი სემსი. აი, რა უამბო მან პუაროს:

– მოხუცი სამშაბათ საღამოს, სადილის შემდეგ გახდა ცუდად. კონვულსიები... სპაზმი... და


ასე შემდეგ. ვიდრე ექიმი მოვიდა, ლედი გარდაიცვალა, თითქოს გულის შეტევისგან. ექიმი ამ
ახსნამ ვერ დაარწმუნა და გარდაცვალების მოწმობის გაცემაზე უარი თქვა. გაკვეთამ აჩვენა,
რომ მოხუცი სტრიქინინისგან გარდაიცვალა. ახლა საკითხავი ისაა, ვინ გააკეთა ეს. თავიდან
ვიფიქრეთ, რომ სტრიქინინი კერძში ჩაუყარეს, თუმცა ეს ძნელი წარმოსადგენია. სადილზე
სუპი, თევზი და ნამცხვარი ყველამ ჭამა. მათ სახლში ცხოვრობს ერთი, რუსული
წარმომავლობის გოგონა – კატრინა რიგერი, რომელიც მის ბაროუბის კომპანიონიც იყო,
მომვლელიც და მოახლეც. სახლში კიდევ ცხოვრობს ერთი მოახლე, მაგრამ სამშაბათს მას
დასვენების დღე ჰქონდა. მან სუპი და თევზი მომზადებული დატოვა. სუფრასთან ყველამ
ერთი და იგივე საჭმელი ჭამა. ამას გარდა, ამ კერძებში სტრიქინინის ჩაყრა შეუძლებელია. ის
საშინლად მწარეა. ყავაში კიდევ შეიძლება, მაგრამ მოხუცს ყავა არ უყვარდა. ყველაზე
საინტერესო კი ის არის, რომ მოხუცმა ჭამის წინ რაღაც ფხვნილი მიიღო, რომელიც საჭმლის
მონელებას აუმჯობესებს. აი, ფხვნილის შეცვლა კი ნამდვილად არ იქნებოდა პრობლემა.
მწარე გემოსაც, მოხუცი ყურადღებას არ მიაქცევდა. ფხვნილი მას სწორედ იმ რუსმა გოგომ
დაალევინა. მთავარი კი ის არის, რომ მის ბაროუბიმ თავის ნათესავებს – დელაფონტენებს
თანხის ძალიან მცირე ნაწილი უანდერძა, დანარჩენი კატრინა რიგერს დაუტოვა. არც თავად
გოგონა უარყოფს, რომ ფხვნილთან შეხება მის გარდა არავის ჰქონდა. მას, ალბათ,
დავაპატიმრებთ. არ მინდა, გავრისკოთ. შეიძლება, მეგობრებიც აღმოაჩნდეს, რომლებიც მის
გადამალვაზე იზრუნებენ.
– არა მგონია, მას მეგობრები ჰყავდეს, – თქვა პუარომ, შემდეგ კი დაამატა, – არა, ვცდები, მას
შეიძლება, ერთი მეგობარი ჰყავდეს. კიდევ რაიმეს თქმა ხომ არ შეგიძლიათ?

– როგორც ჩანს, მის ბაროუბი, ბოლო დროს, თავისი აქციებით რაღაც საეჭვო ოპერაციებს
ახორციელებდა და ბევრი ფული დაკარგა.

მეორე დღეს ინსპექტორმა სემსმა პუაროს აცნობა, რომ კატრინას საწოლში სტრიქინინის
პაკეტი იპოვეს.

– ეს საქმეს დაასრულებს, – უთხრა მან პუაროს.

– კი, – დაეთანხმა პუარო, – ვფიქრობ, ეს საქმეს დაასრულებს.

პუარო ისევ პოლიციაში მივიდა და დაპატიმრებულ კატრინა რიგერთან დალაპარაკება


მოითხოვა. კატრინა კიდევ უფრო ფერმკრთალი და მოღუშული ჩანდა, ვიდრე იმ დღეს, როცა
პუარომ იგი პირველად ნახა. პუარო გოგონას რამდენიმე წუთი ესაუბრა. დამშვიდობების წინ
კი უთხრა:

– გამაგრდით, მადმუაზელ! თქვენ თავისუფლება, ფული და უზრუნველი ცხოვრება


გელოდებათ!

როდესაც პოლიციის განყოფილებიდან გადიოდა, ინსპექტორმა სემსმა გააჩერა:

– რაღაც ვერ გავიგე, გუშინ თქვენ ამბობდით, რომ გოგონას ვიღაც მეგობარი ჰყავს...

– რა თქმა უნდა, ჰყავს. ეს მე ვარ.

ვიდრე „ვარდების ბაღში” მივიდოდა, პუარომ იმ თევზით მოვაჭრესთან შეიარა, რომელიც ამ


სახლს ამარაგებდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა. შემდეგ „ვარდებს ბაღში” მივიდა. მისის
დელაფონტენი სტუმარს ბაღში შეეგება.

– მესიე პუარო, დაბრუნდით?

– კი დავბრუნდი, – პუარო ცოტა ხანით გაჩუმდა, – მადამ, პირველად რომ ვნახე თქვენი ბაღი,
თვალში ნიჟარებით მოპირკეთებული გზის კიდე მომხვდა. თუმცა, უცნაური ნიჟარები
შეგირჩევიათ. ეს ხომ ხამანწკების ნიჟარებია?

მან გაიგონა, რა სწრაფად შეისუნთქა ქალმა ჰაერი, თვალებში კი კითხვა გამოესახა. პუარომ
განაგრძო:

– ვიცი, რომ მოახლემ წინასწარ მომზადებული სადილი დაგიტოვათ, რადგან იმ საღამოს


ისვენებდა. თქვენ მარტო ის ჭამეთ, რაც იმ ქალმა მოამზადა. ამას მოახლეც და კატრინაც
დაადასტურებენ. თუმცა, მხოლოდ თქვენ და თქვენმა ქმარმა იცით, რომ სახლში დამატებით
ხამანწკებიც მოიტანეს. რა მარტივია სტრიქინინის ხამანწკაში ჩაყრა... და რა მარტივია
ხამანწკის გადაყლაპვა!.. მაგრამ, რჩება ნიჟარები... ნაგვის ყუთში მათი ჩაყრა შეუძლებელია.
მოახლე დაინახავს. სწორედ მაშინ თქვენ იპოვეთ გამოსავალი და ნიჟარებით გზის კიდე
მოკირწყლეთ. თუმცა, როგორც ჩანს, ნიჟარები არ გეყოთ და რიგი ბოლომდე ვერ
დაასრულეთ, რამაც თქვენ ბრწყინვალე ბაღში სიმეტრია დაარღვია. ეს ხამანწკის ნიჟარები აქ
ნამდვილად უადგილოა... ისინი მაშინვე თვალში გხვდება...

– თქვენ ყველაფერს წერილიდან მიხვდით? – ჰკითხა მერი დელაფონტენმა, – მე ვიცოდი, რომ


წერილი დაიწერა, მაგრამ არ შემეძლო მცოდნოდა, რამდენად გაგენდოთ.

– ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ეს საქმე ოჯახს ეხებოდა, – უპასუხა პუარომ, – საუბარი
კატრინაზე რომ ყოფილიყო, დეიდათქვენს ყველაფრის საიდუმლოდ შენახვის საჭიროება არ
ექნებოდა. როგორც ვხვდები, მის ბაროუბის ფასიან ქაღალდებს თქვენი ინტერესებისთვის
იყენებდით და მან ამის შესახებ გაიგო.

მერიმ თავი დააქნია.

– ჩვენ ეს რამდენჯერმე გავაკეთეთ. არ მეგონა, თუ მას იმის ჭკუა ეყოფოდა, ყველაფერს


მიმხვდარიყო. შემდეგ გავიგე, რომ დეტექტივი მოიწვია... რომ მთელ ფულს კატრინას
უტოვებს... იმ საცოდავ ქმნილებას.

– და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა სტრიქინინის პაკეტი კატრინას საძინებელში. გასაგებია.


თქვენ შეგეშინდათ, რომ ყველაფერს მიხვდებოდნენ და შეეცადეთ, ეს უდანაშაულო
გოგოსთვის დაგებრალებინათ. ძალიან დაუნდობელი ხართ, მადამ.

მერი დელაფონტენმა მხრები აიჩეჩა. მისი ცისფერი თვალები პუაროს დაჟინებით და ავად
მისჩერებოდნენ.

– დანდობა? – თქვა მან, – იმ საცოდავი არსების? იმ უსინდისო ინტრიგანის? – მის ხმაში


ზიზღი იგრძნობოდა.

– ვფიქრობ, მადამ, – ნელა წარმოთქვა პუარომ, – ცხოვრებაში თქვენ მხოლოდ ორი რამ
გიყვარდათ: ერთი თქვენი ქმარია... მან შეამჩნია, როგორ შეირხა მისი ტუჩები.

– მეორე – თქვენი ბაღი.

პუარომ ირგვლივ მიმოიხედა. თითქოს, ყვავილებს პატიებას სთხოვდა იმის გამო, რაც უკვე
გააკეთა და იმის გამოც, რაც უნდა გაეკეთებინა.
ბანქოს საიდუმლო

– გაზეთები იმპრესარიო ჰენრი რიდბერნის მკვლელობაზე წერენ, – ვუთხარი პუაროს, –


წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი ოჯახი სტეტჰემის შემოგარენში. წუხელ მთელი ოჯახი,
სასტუმრო ოთახში „ბრიჯის“ სათამაშოდ შეიკრიბა. მოულოდნელად ბაღში გამავალი კარი
გაიღო და ოთახში ახალგაზრდა ქალი შემოვარდა. მას აბრეშუმის კაბაზე წითელი ლაქა აჩნდა.
მხოლოდ ერთ სიტყვა თქვა – „მკვლელობა” – და გონება დაკარგა. ოჯახმა ქალი იცნო:
ვალერია სენტკლერი – ბალეტის მოცეკვავე, რომელიც თავისი ნიჭით ლონდონს ატყვევებდა.
პოლიციამ მონ-დეზირში, რიდბერნის დიდებულ ვილაში, რომელიც ხსენებული ოჯახის –
ოუგლანდერების კოტეჯის ახლოს მდებარეობს, იმპრესარიოს გვამი ბიბლიოთეკაში იატაკზე
იპოვა – თავი ჰქონდა გახეთქილი...

ამ დროს პუაროს პრინც პოლ მორანიელის სტუმრობის შესახებ მოახსენეს. პრინცი სწორედ იმ
საქმესთან დაკავშირებით იყო მოსული, რომლის შესახებაც ჩემს მეგობარს ვუყვებოდი.
მადმუაზელ სენტკლერი მისი საცოლე იყო.

– იმედი მაქვს, მე და ვალერია მალე დავქორწინდებით, – უთხრა პუაროს, – პირველი მე არ


ვარ ჩვენს ოჯახში, ვინც დაბალი წრის წარმომადგენელზე ქორწინდება. თუმცა, მადმუაზელ
სენტკლერის ძარღვებში კეთილშობილი სისხლიც ჩქეფს: ამბობენ, რომ მისი დედა რუსი
თავადის ქალი იყო. მისტერ რიდბერნი მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი იყო, თუმცა
ვალერია მის გრძნობას არ პასუხობდა. უფრო მეტიც გაურბოდა მას. მიუხედავად ამისა, არ
მჯერა, რომ ის ვალერიამ მოკლა! მოჰკიდებთ ხელს ამ საქმეს?

მონ-დეზირი წარმოუდგენლად თანამედროვე და კოხტა სახლი აღმოჩნდა. ირგვლივ ბაღი


ერტყა, პარმაღისკენ კი ხეივანი იყო გაჭიმული. ბიბლიოთეკა, სადაც მკვლელობა მოხდა,
ძალიან დიდი ოთახი იყო. მას სხვადასხვა მხარეს ორი მოზრდილი ფანჯარა ჰქონდა. ერთი
ფანჯრიდან ხეივანი და გზა მოჩანდა, მეორიდან კი – ბაღი. სწორედ ამ ფანჯარასთან იპოვეს
გვამი. რომ მოვედით, გვამი უკვე წაეღოთ, მოსამსახურემ გვითხრა, რომ ოთახში დანარჩენი
ყველაფერი ისე იყო, როგორც მკვლელობის მომენტში. სახლის პატრონი ამ ოთახში ხშირად
იღებდა ქალებს. ისინი იმ კარიდან შემოდიოდნენ, რომელიც ტერასაზე გადიოდა და ამიტომ
მსახურები მათ ვერ ხვდებოდნენ. სავარაუდოდ, მასთან სტუმრად ქალი წუხელაც იყოო, –
თქვა მსახურმა.

ჩვენ მისტერ რიდბერნის ექიმსაც ველაპარაკეთ. მისი განმარტებით, რიდბერნი ფანჯრის


გვერდით იწვა. ცხვირის ძვალი გატეხილი ჰქონდა, კეფა კი – ჩაჩეჩქვილი.

პუარომ ფანჯრის რაფა დაათვალიერა – ეს იყო მარმარილოს სკამები, სახელურებად ლომის


თავები ჰქონდა გაკეთებული. პუარომ კარს გახედა, რომელიც ტერასაზე გადიოდა. ექიმმა
განუმარტა, რომ მადმუაზელ სენტკლერი სწორედ ამ კარიდან გავარდა.

– თუ დააკვირდებით, ხეებს შორის ოუგლანდერების კოტეჯს შეამჩნევთ. ის აქედან საკმაოდ


შორსაა, მაგრამ ამ მხრიდან სხვა სახლი არ ჩანს.

მე და პუარო მადმუაზელ სენტკლერის კვალს გავყევით. ბაღზე გავიარეთ, შემდეგ ცოტა ხანს
ტყეში ვიბორიალეთ და ბოლოს ოუგლანდერების ჭიშკარს მივადექით. მოახლემ სასტუმრო
ოთახში შეგვიპატიჟა. ეტყობოდა, რომ გუშინდელს მერე ეს ოთახი არავის დაელაგებინა –
ბანქოც ისევ ისე ეყარა მაგიდაზე. ვიდრე მასპინძელი გამოჩნდებოდა, კედელზე ოჯახურ
პორტრეტებს ვათვალიერებდით. ერთზე ბაკენბარდებიანი მამაკაცი, ქალი, კარგად ნაკვები
ბიჭუნა და ორი პატარა გოგო იყო გამოსახული. ამ დროს კარი გაიღო და ახალგაზრდა ქალი
შემოვიდა. მან თავიდანვე მოგვიბოდიშა:

– ბოდიშს ვიხდი ასეთი უწესრიგობისთვის, მაგრამ, მოსამსახურეები მომხდარის გამო ისე


აღელდნენ, საკუთარი მოვალეობების შესრულებაც კი ვერ შეძლეს.

– წუხელ ამ ოთახში იჯექით? – ჰკითხა პუარომ, – პირადად თქვენ რომელ მხარეს იჯექით?

– ფანჯრისკენ და კარისკენ სახით ვიჯექი. მოულოდნელად კარი გაიღო და...

ზედა სართულზე ავედით. მის სენტკლერი ჯერ ისევ ლოგინში იწვა. პუარომ მას წუხანდელი
ამბის გახსენება სთხოვა.

– საქმე ისაა, რომ ამ კაცმა, რიდბერნმა, – დაიწყო თხრობა მის სენტკლერმა, – ჩემი ერთი
საიდუმლო იცოდა და მაშანტაჟებდა. მხოლოდ პოლის სიყვარულის გამო გადავწყვიტე
მასთან მოლაპარაკება. პოლის დაკარგვის მეშინოდა... რიდბერნს ფული შევთავაზე, მან
შეხვედრა დამინიშნა და მეც მივედი.

– მაპატიეთ, მადმუაზელ, მაგრამ, ღამით იმ კაცთან მარტო წასვლის არ შეგეშინდათ? – ჰკითხა


პუარომ.

– შემეშინდა, მაგრამ, სხვა გამოსავალი არ მქონდა. არავინ იყო, ვისაც გაყოლას ვთხოვდი.
სასოწარკვეთილი ვიყავი. რიდბერნმა ბიბლიოთეკაში მიმიღო. იგი როგორც კატა თაგვს, ისე
მეთამაშებოდა, დამცინოდა. მე მთელი ჩემი ძვირფასეულობა შევთავაზე, ბოლოს მან თავისი
ფასი დაასახელა... ალბათ, ხვდებით, რაც მოითხოვა. მე დავწყევლე, ის კი ისევ დამცინოდა.
მოულოდნელად რაღაც ხმა გავიგონე, რომელიც ბაღის მხარეს არსებული ფანჯრიდან
მოდიოდა. რიდბერნმაც გაიგონა, ფანჯარასთან მივარდა და ფარდები გასწია. იქ ვიღაც კაცი
იმალებოდა, საშინელი გარეგნობა ჰქონდა – ალბათ, მაწანწალა იყო. ის რიდბერნს ეცა და
მანამდე ურტყა, ვიდრე არ დააგდო. მერე მაწანწალამ გასისხლიანებული ხელი წამავლო. მე
გავუსხლტი და გავიქეცი. რომელიღაც სახლის განათებული ფანჯრები დავინახე, იქითკენ
გავქანდი და ეს ხალხი დავაფეთე.
ოთახიდან რომ გავდიოდით, პუარო მოულოდნელად გაჩერდა და ლაკის ფეხსაცმელზე
მიუთითა:

– ესენი თქვენია, მადმუაზელ?

– დიახ, მესიე, მოახლემ ახლახან გაწმინდა და ამომიტანა.

– რა უცნაური მსახურები არიან ამ სახლში, – შენიშნა პუარომ, როდესაც კიბეზე


ჩამოვდიოდით, – აღელვებისგან ოთახების დალაგება ავიწყდებათ, მაგრამ ფეხსაცმელების
მოწესრიგება ახსოვთ.

ჰოლში მის ოუგლანდერი გველოდა. მან გვითხრა, რომ ჩვენთან საუბარი დედამისს სურდა.
პუარომ მაგიდიდან ბანქო აკრიფა და თავისი კოტიტა თითებით არევა დაიწყო და უცებ
ადგილზე გაშეშდა.

– ჰასტინგს, შეხედეთ! დასტაში ჯვრის მეფე არ არის! – წამოიძახა მან.

ამ დროს ოთახში მისის ოუგლანდერი შემოვიდა.

– მითხარით, მადამ, წუხელ ჟალუზები ჩამოშვებული იყო?

– არა და, ალბათ, ამიტომაც დაინახა ჩვენს ფანჯარაში სინათლე მის სენტკლერმა.

– წუხელ ხომ მთვარიანი ღამე იყო? უცნაურია, რომ თქვენ ვერ შეამჩნიეთ მადმუაზელ
სენტკლერი, თუმცა, ფანჯრისკენ სახით იჯექით.

– მართალი ხართ. ვფიქრობ, თამაშში ძალიან ვიყავით გართულები.

ჩვენ ისევ მკვლელობის ადგილას დავბრუნდით. როდესაც ბიბლიოთეკაში შევედით, პუარო


იმ ფანჯრისკენ დაიხარა, რომელიც ხეივნისა და გზისკენ გადიოდა. ცოტა ხანში მეც მიხმო და
ლომის თავზე მიმითითა. მარმარილოს მბრწყინავ ზედაპირზე ძლივს შესამჩნევი ლაქა
მოჩანდა, ასეთივე ლაქა იყო იატაკზეც.

– ვიღაცამ რიდბერნს მუშტი დაარტყა ცხვირში. ის წაიქცა, თავი მარმარილოს ლომს


ჩამოარტყა და იატაკზე დავარდა. შემდეგ ის მეორე ფანჯარასთან გადაათრიეს და იქ
დააწვინეს. მე იმ ადამიანს მკვლელსაც ვერ დავარქმევ. ის მის მოკვლას არც აპირებდა,
ყველაფერი შემთხვევით მოხდა. საქმე დამთავრებულია!

– ო, არა! – წამოვიძახე მე, – არის კიდევ ერთი რაღაც, რაც თქვენ არ იცით. სად არის
დაკარგული ჯვრის მეფე.

– საქმე ისაა, რომ ჯვრის მეფე მე მაქვს ჯიბეში, – პუარომ გამარჯვებული სახით ამოიღო
ჯიბიდან ნახსენები ბანქო. „მისი უდიდებულესობა“ მთელი გუშინდელი საღამო ბანქოს
ყუთში იყო ჩარჩენილი. იქიდან მისი ამოღება დაბნეულობის გამო დაავიწყდათ. სწორედ იქ
ვიპოვე.

როდესაც მივედით, ოუგლანდერები სადილობდნენ. მალე ჩვენთან მისის ოუგლანდერი


გამოვიდა.

– მე აქ იმისთვის ვარ, რომ უბედური დედა დავაწყნარო, – მიმართა პუარომ გაკვირვებულ


ქალს, – მისტერ რიდბერნის მკვლელს ვერასდროს დაიჭერენ. ხომ მართალი ვარ, დედას რომ
მივმართავ, თუ, ცოლს ველაპარაკები?

წუთიერი დუმილის შემდეგ მისის ოუგლანდერმა წყნარად უპასუხა:

– როგორ მიხვდით? ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ, არ შემცდარხართ.

– სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა, – უთხრა მას პუარომ, – არ იდარდოთ, თქვენი
ინგლისელი პოლიციელები, რომლებიც სულაც არ ჰგვანან ერკიულ პუაროს, ამ ამოცანის
ამოხსნას ვერ შეძლებენ.

ეს რომ თქვა, პუარომ თითით კედელზე ჩამოკიდებულ პორტრეტს მიუკაკუნა:

– თქვენ კიდევ ერთი ქალიშვილი გყავდათ. ის გარდაიცვალა?

– დიახ, გარდაიცვალა.

– გასაგებია. ნება მომეცით, ქალბატონო, ეს ბანქოს ქაღალდი ადგილზე დავაბრუნო. არადა, ეს


თქვენი ერთადერთი „ჩავარდნა” იყო. „ბრიჯს“ თამაშობდით და ვერ შეამჩნიეთ, რომ დასტას
ჯვრის მეფე აკლდა, – ამას ვინ დაიჯერებს?!

– ვინ მოკლა რიდბერნი? ვერაფერი გავიგე, – ვუთხარი პუაროს, როდესაც გარეთ გამოვედით.

– ჯონ ოუგლანდერ-უმცროსმა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ოუგლანდერების ოჯახის


რომელიღაც მამაკაცმა გააკეთა, თუმცა, არ ვიცოდი, მამამ, თუ შვილმა. შემდეგ შვილზე
შევჩერდი, როგორც უფრო ახალგაზრდასა და ძლიერზე. ვალერიამ გასაქცევად იმ კარით
ისარგებლა, რომელიც ბაღში გადიოდა, ამიტომ, საჭირო გახდა, ისეთი შთაბეჭდილების
შექმნა, რომ ის ოუგლანდერებთან შემთხვევით მოხვდა, არადა, ვალერიამ გონება იქვე
დაკარგა და ჯონს კოტეჯამდე მისი ხელით ტარება მოუწია. სწორედ ამიტომ არ დასვრილა
მისი ფეხსაცმელი. გახსოვთ, როგორ დაიბნა, როდესაც ვკითხე, ღამით რიდბერნთან მარტო
მისვლის არ შეგეშინდა-მეთქი? მან ჯონ ოუგლანდერი წაიყვანა, რამაც, ვფიქრობ, რიდბერნს
ხასიათი ძალიან გაუფუჭა. მათ იჩხუბეს. რიდბერნმა, ალბათ, ვალერიას შეურაცხყოფა
მიაყენა, ჯონი აფეთქდა და დაარტყა. დანარჩენი იცით. ალიბის შესაქმნელად კი განაცხადეს,
რომ მთელი ოჯახი „ბრიჯს“ თამაშობდა. მოგეხსენებათ, ამ თამაშს ოთხი კაცი სჭირდება.
– ვერ ვხვდები, რა საერთო აქვს მოცეკვავე ვალერია სენტკლერს ბურჟუების ოჯახთან?

– შეიძლება, მისის ოუგლანდერის მეორე ქალიშვილი მთელი ოჯახისთვის მკვდარია, მაგრამ


დანარჩენი სამყაროსთვის ის აღდგა, როგორც ვალერია სენტკლერი! როგორ ვერ შეამჩნიეთ
როგორ ჰგავდნენ დები ერთმანეთს? ყველაზე შოკის მომგვრელი ისაა, რომ ვალერიას ოჯახს
რცხვენია მის გამო და ისიც ამითვე პასუხობს. მიუხედავად ამისა, საფრთხის დროს მან მაინც
საკუთარ ოჯახს მიმართა. მე, ისევე, როგორც პრინც პოლს, მჯერა მემკვიდრეობითობის. მათ
კინაღამ მეც მომატყუეს, მაგრამ, ბედნიერი შემთხვევის და ერთი კითხვის წყალობით,
რომელიც ორივე ქალს დავუსვი, მათ ეს ვერ შეძლეს. გამოდიოდა, რომ ორივე, დედაც და
შვილიც „ბრიჯის“ დროს ფანჯრისკენ სახით იჯდა, ეს კი ვერაფრით მოხდებოდა. პრინცი
მართალია – ამ გოგოს ძარღვებში მართლაც კეთილშობილი სისხლი ჩქეფს.

გამოცანა-მკვლელობა

გენერალმა ფორბსმა ზღვას გახედა და პუაროს უთხრა – მე რომ ამ ქალის ქმარი ვიყო, მის
წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს დავიწყებდი. კლეპერტონმა საკუთარი თავი უნდა დაიცვას!
იგი საერთოდ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს ცოლს.

– როგორც იტყვიან, სეიფის გასაღები ქალს აქვს ჯიბეში, – სერიოზული სახით შენიშნა
პუარომ.

– ჰა, ჰა! – ჩაიცინა გენერალმა, – პირდაპირ მიზანში მოარტყით! იცით, თუ არა, რომ ეგ
პოლკოვნიკი კლეპერტონი ადრე მიუზიკ-ჰოლში გამოდიოდა. მერე არმიაში მოხვდა და
საფრანგეთში აღმოჩნდა. ვაშლისა და ქლიავის კონსერვის ქილებს ითვლიდა. იქ გერმანული
ნაღმი რომ აფეთქდა, ხელში მსუბუქად დაიჭრა და სახლში დაბრუნდა. ჰოდა, ლედი
კარინგტონის ჰოსპიტალში აღმოჩნდა. ასე შეხვდა კლეპერტონი თავის მომავალ ცოლს. ის
დაჭრილ გმირს ასახიერებდა. ლედი კარინგტონს თავში გრამი ტვინი არ ჰქონდა,
სამაგიეროდ, ფულიანი გახლდათ. მან ქვრივის სტატუსი მხოლოდ ექვსი თვე ატარა.
კლეპერტონმა პირდაპირ „ჰაერში მოხსნა”. მერე ქალმა თავდაცვის სამინისტროში სამსახური
უშოვა...

ამ დროს გემბანზე ორი გოგო შემოვარდა.

– გადავარჩენთ! გადავარჩენთ! – ყვიროდა კეტი მუნი, – მე და პემი ვაპირებთ, ვიხსნათ


პოლკოვნიკი კლეპერტონი.

– საკუთარი ცოლისგან უნდა ვიხსნათ, – ამოიქშინა პამელა კრეგანმა, – ის ისეთი საყვარელია...


იცით, ბანქოთი როგორ ფოკუსებს აკეთებს?! ცოლი კი პირდაპირ საშინელება ჰყავს. ქმარს
არაფრის უფლებას არ აძლევს, ყველაფერს უკრძალავს!

– თუ ცოლი მასთან ერთად არ არის, – გააგრძელა კეტმა, – მაშინ ირგვლივ ის ქალბატონი


ჰენდერსონი უტრიალებს. მაგ ქალს არა უშავს, მაგრამ ძალიან ბებერია.

გოგონები სიცილით გაიქცნენ.

მეორე დღეს, გამთენიისას, გემი ალექსანდრიის ნავსადგურში შევიდა. საუზმის შემდეგ


პუარომ აღმოაჩინა, რომ ორივე გოგო ხმელეთზე ჩასვლას აპირებდა. ისინი პოლკოვნიკ
კლეპერტონს ელაპარაკებოდნენ.

– ჩვენ ახლავე უნდა წავიდეთ, – არწმუნებდა კეტი, – ხომ წამოხვალთ ჩვენთან ერთად? მარტო
ხომ არ გაგვიშვებთ?

– რა თქმა უნდა, თქვენი მარტო წასვლა არ შეიძლება, – გაიღიმა პოლკოვნიკმა, – თუმცა,


დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩემი ცოლი თავს კარგად გრძნობს.

– ძალიან სამწუხაროა, – შენიშნა პემმა, – მაგრამ მას შეუძლია, დარჩეს და კარგად დაისვენოს.

პოლკოვნიკი შეყოყმანდა. ეტყობოდა, სურდა თავი გაკვეთილებიდან გაქცეული


მოსწავლესავით ეგრძნო. სამივენი მისის კლეპერტონის კაიუტისკენ გაეშურნენ. პუარო,
ცნობისმოყვარეობის გამო, უკან გაჰყვა. პოლკოვნიკმა კაიუტის კარზე ცოტა ნერვიულად
დააკაკუნა.

– ედელინ, ძვირფასო, უკვე ადექი?

– ჯანდაბა... ახლა რაღა ხდება? – შიგნიდან მისის კლეპერტონის ნამძინარევი ხმა მოისმა.

– ჯონი ვარ. ქალაქში გასეირნება არ გინდა?

– რა თქმა უნდა, არა, – ხმა მკვეთრად და კატეგორიულად გაისმა, – ცუდად მეძინა და მინდა,
გამოვიძინო.

პოლკოვნიკმა კარის სახელური დაწია. კარი დაკეტილი აღმოჩნდა.

– რა გინდა, ჯონ, კარი ჩავკეტე, რომ სტიუარდებმა არ შემაწუხონ. თავი დამანებე, –


გაღიზიანებულმა გამოსძახა ცოლმა.

– რა თქმა უნდა, ძვირფასო, რა თქმა უნდა!

გოგონებმა პოლკოვნიკს ხელკავი გაუკეთეს და წაიყვანეს. პუარო თვალს ადევნებდა, როგორ


ჩავიდა სამი ადამიანი ნაპირზე. უკნიდან ოხვრა გაიგონა. შემოტრიალდა და მის ჰენდერსონი
დაინახა. იგი დაჟინებით აკვირდებოდა მიმავალ სამ ფიგურას. შემდეგ შეტრიალდა და
საკუთარი კაიუტისკენ წავიდა. პოლკოვნიკი და მისი თანმხლები გოგონები გემზე მხოლოდ
ოთხი საათისთვის დაბრუნდნენ. პუარო ამ დროს ისვენებდა. გაიგონა, როგორ
მორიდებულად დააკაკუნა პოლკოვნიკმა კაიუტის კარზე. კაკუნი განმეორდა. შემდეგ კარის
სახელურმა გაიჭრიალა. ბოლოს გაიგონა, როგორ უხმო პოლკოვნიკმა სტიუარდს. პუარო ადგა
და გარეთ გამოვიდა.

მისის კლეპერტონი საკუთარ საწოლში მკვდარი იპოვეს. გულში ხანჯალი ჰქონდა გაყრილი.
კაიუტის იატაკზე ქარვის მძივების აცმა ეგდო.

ჭორები ერთმანეთს მიჰყვა... „ყველა მძივებით მოვაჭრე, რომელსაც იმ დღეს გემზე ასვლის
ნება დართეს, დაჭერილია და ჰკითხავენ!” „კაიუტიდან ბევრი ფული დაიკარგა!”

– ამ ჭორებში სიმართლის მარცვალი მაინც არის? – ჰკითხა პუაროს ელი ჰენდერსონმა,


რომელიც მას გემბანზე შეხვდა, – თქვენ ხომ გამომძიებელი ხართ. აუცილებლად
გეცოდინებათ. მართალია, რომ ძვირფასეულობა მოიპარეს?

– არა, ეგ მართალი არ არის, მაგრამ ფული მართლაც დაიკარგა.

– გამოდის, მკვლელი ვიღაც ადგილობრივი მცხოვრებია. წვრილმანებით მოვაჭრე.

– არა, – უპასუხა პუარომ, – მივყვეთ ფაქტებს: როდესაც გვამი იპოვეს, მისის კლეპერტონი,
მინიმუმ, ხუთი საათის მკვდარი იყო. ძალიან ცოტა ფული დაიკარგა. კაიუტის კარი
დაკეტილი გახლდათ, გასაღები კი არ ჩანდა. ფანჯარა, რომელიც გემბანზე გამოდის (და არა
ილუმინატორი) ღია აღმოჩნდა. დაკეტილი კარი ყველაფერს ცვლის.

– ვერაფერს უცნაურს აქ ვერ ვხედავ, – თქვა მის ჰენდერსონმა, – მკვლელი კარიდან გავიდა,
დაკეტა და გასაღები თან წაიღო, რომ გვამი მალე არ ეპოვათ.

– არა, არა, მადმუაზელ! მე ის კი არ მადარდებს, მკვლელი კაიუტიდან როგორ გამოვიდა,


არამედ ის, თუ როგორ შევიდა.

– ფანჯრიდან, რა თქმა უნდა!

– შესაძლებელია, მაგრამ ძალიან სარისკო იქნებოდა. გემბანზე, ხომ უამრავი ადამიანი


ტრიალებს.

– მაშინ კარიდან.

– მისის კლეპერტონმა კარი შიგნიდან ჩაკეტა და ეს მან მანამდე გააკეთა, ვიდრე პოლკოვნიკი
ხმელეთზე ჩავიდოდა. იგი მის გაღებას ცდილობდა, ცოლმა კი უთხრა, რომ დაკეტილიაო. ეს
ჩვენც გავიგონეთ. ანუ, მისის კლეპერტონმა მკვლელს კარი თავად გაუღო და შეუშვა. როგორ
ფიქრობთ, მძივებით მოვაჭრისთვის ამას გააკეთებდა?

– შეიძლება, არ იცოდა, იქ ვინ იყო. კაკუნზე კარი გააღო, მკვლელი კი შევარდა და მოკლა.

– არაფერი მსგავსი. ის მაშინ მოკლეს, როდესაც ლოგინში წყნარად იწვა. ის მკვლელს


იცნობდა.

– გინდათ თქვათ, რომ მკვლელი ერთ-ერთი მგზავრთაგანია, ხოლო იატაკზე დაგდებული


მძივების აცმა, მხოლოდ კვალის ასაბნევი ფანდია?

– ზუსტად ასეა.

– მე მისის კლეპერტონი ძალიან არ მესიმპათიურებოდა, – ნელა დაამატა ელიმ, – და არ


მგონია, გემზე ვინმე მის მიმართ კეთილად ყოფილიყო განწყობილი... მაგრამ, მის
მოსაკლავად მიზეზი არავის ჰქონდა.

– ქმრის გარდა, – შენიშნა პუარომ.

– ნუთუ, თქვენ ფიქრობთ, რომ...

– მას ალიბი აქვს. იგი მთელი დღე ხმელეთზე იმ ორ გოგოსთან ერთად იყო. გემზე კი,
მხოლოდ ოთხი საათისთვის დაბრუნდა. ამ დროისთვის მისის კლეპერტონი უკვე დიდი ხნის
მკვდარი იყო.

– გამოდის სხვა იყო, – ჩაიცინა ელიმ, – თქვენს ვერსიას მტკიცებულებები სჭირდება. გემზე
ძალიან ბევრი მგზავრია.

– თქვენი საყვარელი მწერლის სიტყვებით გიპასუხებთ, – თავი დაუკრა პუარომ, – „მე ჩემი
მეთოდები მაქვს, უოტსონ.”

მეორე საღამოს, სადილის დროს, ყველა მგზავრმა თავის თეფშთან მოსაწვევი იპოვა. ყველას
მთავარ სალონში ეპატიჟებოდნენ. როდესაც ყველა შეიკრიბა, სცენაზე, სადაც ორკესტრანტები
ისხდნენ, პუარო ავიდა.

– მადამ, მესიე! – დაიწყო მან, – დიდი თავაზიანობაა თქვენი მხრიდან, რომ ჩემი მოსმენა
გადაწყვიტეთ. იმან, რის გაკეთებასაც ვაპირებ, შეიძლება, ცოტა გაგაოცოთ. თუმცა, ეს
გარკვეული მეთოდია.

ერთი წამით პუაროს მზერა მის ჰენდერსონის თვალებს შეხვდა. შემდეგ მის ნიშანზე,
სტიუარდმა სცენაზე რაღაც ძალიან დიდი საგანი აიტანა. პუარომ შემოატრიალა ის და ყველამ
დაინახა კაცის სიმაღლის ხის თოჯინა.
– ეს ჩემი მტკიცებულებაა, – თქვა პუარომ და თოჯინას მიუბრუნდა, – მაშ ასე, არტურ,
შეგიძლია, გვითხრა რაიმე მისის კლეპერტონის მკვლელობის შესახებ?

თოჯინის თავი ოდნავ მობრუნდა, ქვედა ყბა ჩამოიწია, შეირხა და ქალის გამყინავი ხმა გაისმა:

– რა გინდა, ჯონ? კარი ჩავკეტე, რომ სტიუარდებმა არ შემაწუხონ...

გაისმა ხმამაღალი ყვირილი, რასაც გადაბრუნებული სკამის ბრაგუნი მოჰყვა.. ადამიანი იდგა,
ირხეოდა და ხელები ყელზე ჰქონდა მიდებული... იგი რაღაცის თქმას ცდილობდა...
მოულოდნელად კი დაეცა. ეს პოლკოვნიკი კლეპერტონი იყო. მას გულმა უმტყუნა.

– შოკმა მოკლა, – თქვა მოგვიანებით პუარომ, როდესაც ექიმმა მისი სიკვდილი დაადასტურა,
– შოკი იმან გამოიწვია, რომ მისი ტრიუკი გამოიცნეს. სხვათა შორის, იდეა თქვენ მომაწოდეთ,
გენერალო, როდესაც მითხარით, პოლკოვნიკი ადრე მიუზიკ-ჰოლში გამოდიოდაო. ბევრი
ვიფიქრე და ბოლოს მივხვდი – ომამდე კლეპერტონი მუცლითმეზღაპრე იყო. ასეთ
შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია, სამმა ადამიანმა მისის კლეპერტონის ხმა თითქოს
კაიუტის შიგნიდან გაიგონოს. ამ დროს კი, იგი უკვე მკვდარი იყოს. მისი ხმით პოლკოვნიკი
ლაპარაკობდა.

– თქვენ იცოდით, რომ მას სუსტი გული ჰქონდა? – ჰკითხა პუაროს მის ჰენდერსონმა.

– ვხვდებოდი, ერთხელ ხელში წამლები დავუნახე.

– ანუ, ვარაუდობდით, რომ შეიძლებოდა, ყველაფერი ასე დასრულებულიყო?

– ეს საუკეთესო გამოსავალია, მადმუაზელ, – რბილად უთხრა პუარომ.

– თქვენ იცოდით, რომ მე მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი, – მის ჰენდერსონს თვალები
აუწყლიანდა, – მაგრამ ეს ჩემს გამო არ გაუკეთებია. ეს იმ გოგონების გამო გააკეთა...
ახალგაზრდობა! აი, რამ აგრძნობინა მას, რომ ძალიან იყო სხვაზე დამოკიდებული... და
თავისუფლება მოუნდა... როდის მიხვდით, რომ ეს მისი გაკეთებული იყო?

– მისმა სიმშვიდემ თავიდანვე გამაოცა, – თქვა პუარომ, – მთელი გზა ვაკვირდებოდი: რაც არ
უნდა უხეშად მოქცეოდა ცოლი, გეგონებოდა, საერთოდ არ აღელვებსო. ეს ორ რამეს
ნიშნავდა: ან უკვე მიჩვეული იყო, ან... მე მეორე ავირჩიე. თან, გოგონებმა თქვეს, ბანქოთი
კარგ ფოკუსებს აკეთებსო. ანუ, მან საკუთარი თავი გასცა, რომ ადრე სცენაზე იდგა. აქ რაღაც
საეჭვო იყო. ის, ალბათ, ფიქრობდა, თუ ხალხს ყოფილი ილუზიონისტი ეგონებოდა, აღარავის
გაუჩნდებოდა ეჭვი, რომ მუცლითმეზღაპრეც ყოფილიყო.

– წეღან ვისი ხმა გავიგონეთ, თითქოს მისის კლეპერტონი რომ ლაპარაკობდა?


– ერთ-ერთ სტიუარდესას მისი მსგავსი ხმა აქვს. სწორედ მას ვთხოვე, ჩემს ნიშანზე სიტყვები
წარმოეთქვა.

– ეს დიდი სისასტიკე იყო, დიდი! – წამოიძახა ელიმ.

– მე ვერ ვამართლებ მკვლელობას! – თქვა ერკიულ პუარომ მკაცრად.

„სულების მკურნალი“

ჯეკ ჰარინგტონს გოლფის თამაში ისე უყვარდა, რომ სტორტონ ჰიტში, გოლფის სათამაშო
მოედნის სიახლოვეს, პატარა ოტელში ნომერიც კი იქირავა. დილის ექვს საათზე დგებოდა,
რომ ერთი საათით წავარჯიშება მოესწრო, შემდეგ კი ქალაქში მატარებლით მიემგზავრებოდა.

ჯეკი ბურთს მიუახლოვდა და დარტყმისთვის მოემზადა. უცებ ხელი ჰაერში გაუშეშდა.


დილის მყუდროება განწირულმა კივილმა დაარღვია: „მკლავენ... მიშველეთ! მკლავენ!”
ქალის ხმა იყო. ხმა მიწყდა და კვნესა მოისმა.

ჯეკმა ჩოგანი გადააგდო და იმ მხარეს გაიქცა, საიდანაც კივილი ისმოდა. ახლო-მახლო


მხოლოდ ერთადერთი კოტეჯი იდგა. რამდენიმე წამში, ჯეკი მის ჭიშკართან გაჩნდა. ღობის
იქით, ბაღში გოგონა საქმიანობდა. თავიდან ჯეკმა იფიქრა, სწორედ ეს გოგონა უხმობდა
მშველელს, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ცდებოდა. გოგონა ჯეკს გაკვირვებული მიაჩერდა.

– ყვირილი არ გაგიგიათ? – მკლავენ, მიშველეთო? – ჰკითხა ჯეკმა

– არანაირი ყვირილი. ეტყობა, ვიღაც გეხუმრათ. აქ ვინ უნდა მოეკლათ?

ჯეკმა გოგონას მოუბოდიშა და ღობეს მოშორდა. ცოტა ხანს ტყეშიც იბოდიალა, მაგრამ საეჭვო
ვერაფერი იპოვა.

მეორე დილა წვიმიანი იყო და ჯეკი გოლფის სათამაშოდ აღარ წასულა. მესამე დღეს კი,
ოტელიდან კვლავ დილაუთენია გამოვიდა. საათს დახედა. რვის ოცდახუთი წუთი იყო. წინა
დღეს ყვირილი ზუსტად ამ დროს გაიგონა. უცებ ყვირილი ისევ გაისმა: „მკლავენ...
მიშველეთ, მკლავენ!” ჯეკმა სასწრაფოდ გორაკს შემოურბინა. გოგონა ბაღში იდგა და
ყვავილებს რწყავდა. ჯეკს გაფართოებული თვალებით მიაჩერდა. ცოტა შეშინებულიც ჩანდა
და სახლისკენ ისე იყურებოდა, თითქოს დასამალავ ადგილს ეძებსო. ჯეკის შეკითხვაზე ისევ
უპასუხა:

– არაფერი გამიგონია.
მისმა პასუხმა ჯეკი შოკში ჩააგდო. გოგონა ისეთი გულწრფელი იყო, არ შეეძლო, მისი არ
დაეჯერებინა. თუმცა, ხომ არ მოელანდებოდა? ამ დროს მან გოგონას დაბალ ხმაზე ნათქვამი
გაიგონა: „თქვენ, ალბათ კანტუზია გქონდათ.” მაშინვე მიხვდა, გოგონას მის დანახვაზე
შეშფოთებული სახე რატომ ჰქონდა. ეგონა, ჯეკი ჰალუცინაციის ტყვეობაში იყო. „და თუ
მართლა ჰალუცინაციები დაეწყო?” გაიფიქრა კაცმა და საოცარი დაბნეულობა დაეუფლა.
არაფერი უთქვამს. ღობეს მოშორდა და სასტუმროსკენ წავიდა.

დილით კინაღამ ჩაეძინა. უკვე რვის ოცი წუთი იყო, როდესაც სასტუმროდან გამოვარდა.
გოლფის მინდვრისკენ გაიქცა. გარბოდა და თან, საათს უყურებდა. ოცდახუთი წუთი...
შორიდან ექოსავით მოისმა ქალის განწირული ხმა. სიტყვები ვერ გაარჩია, მაგრამ მიხვდა,
რომ იგივე ხმა იყო და იმავე მხრიდან მოდიოდა, კოტეჯის მხრიდან.

უცნაურია, მაგრამ ამან დაამშვიდა. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება ეს ხუმრობა ყოფილიყო და


სწორედ ის გოგონა ეხუმრებოდა. გოლფის პარტია დაასრულა და სასტუმროში საუზმეზე
დაბრუნდა. ჭამის დროს, შენიშნა რომ მეზობელ მაგიდასთან მჯდომი მამაკაცი ყურადღებით
ათვალიერებდა. მამაკაცი შუახნის იქნებოდა. ჯეკმა იცოდა, რომ ის ლევინგტონი იყო. და
ცნობილი ექიმი გახლდათ. იმ დღეს საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მას უთვალთვალებდნენ
და ძალიან შეეშინდა. ნუთუ, ყველაფერი სახეზე ეწერა? და ექიმმა, როგორც პროფესიონალმა,
მის ფსიქიკაში გადახრა შეამჩნია. „იქნებ მართლა ჭკუიდან ვიშლები?”

თუმცა, უმალვე, მოიფიქრა, როგორ გაეფანტა საკუთარი ეჭვი. თამაშის დროს მარტო არ უნდა
ყოფილიყო.

ლევინგტონი ადვილად გაიცნო. სათამაშოდ წასვლაზეც დაითანხმა და მეორე დილით, უკვე


ორივენი გოლფის მინდორზე იყვნენ. ექიმი კარგად თამაშობდა. ჯეკი – ცუდად. იგი სულ
მოსალოდნელ ყვირილზე ფიქრობდა, თუმცა რვის ოცდახუთი წუთი ისე შესრულდა,
ჩამიჩუმიც არ ისმოდა. ჯეკს გულზე მოეშვა და ყალიონი გააბოლა. როგორც კი ექიმმა ბურთს
დაარტყა, ქალის კივილი გაისმა: „მკლავენ... მიშველეთ! მკლავენ!” ჯეკს ყალიონი გაუვარდა
ხელიდან. ლევინგტონისკენ შებრუნდა. იგი აუღელვებლად ემზადებოდა დარტყმისთვის.
ცხადია, არაფერი გაუგონია. ჯეკთან ერთად თითქოს სამყაროც დატრიალდა, ნაბიჯი
გადადგა და... როდესაც გონზე მოვიდა, აღმოაჩინა, რომ ბალახზე იწვა. თავზე კი
ლევინგტონი ადგა.

– რა დაგემართათ? – ჰკითხა მან.

– ჭკუიდან ვიშლები, თქვენ ხომ ექიმი ხართ, ფსიქიატრი?

– მე ჩემს თავს სულების მკურნალს ვუწოდებ. აბა, მოყევით, რა ხდება?

ჯეკმა ყველაფერი დაწვრილებით უამბო. ლევინგტონმა ყურადღებით მოუსმინა და უთხრა:


– ნუ ინერვიულებთ. წადით სამსახურში. მე კი შევეცდები, იმ კოტეჯის შესახებ ცნობები
მოვაგროვო. დარწმუნებული ვარ, ძაღლის თავი იქაა დამარხული.

ექიმის სიმშვიდე ჯეკსაც გადაედო. ამ ადამიანის მიმართ გარკვეული ნდობა გაუჩნდა. ექიმმა
ყველაფერი ისე ბუნებრივად მიიღო, ისეთი საქმიანი და აუღელვებელი იყო, რომ ჯეკზე
დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

– ცნობები კოტეჯის ყველა მეპატრონეზე შევაგროვე, – უთხრა საღამოს ექიმმა, – წინა


მფლობელები ვინმე ტერნერები ყოფილან. ქმარი ინგლისელი, ხოლო ცოლი, როგორც
აქაურები ვარაუდობენ – რუსი. ძალიან კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ. ერთ მშვენიერ
დღეს მოულოდნელად გაუჩინარდნენ და აღარავის უნახავს. ადგილობრივმა სააგენტომ
მისტერ ტერნერისგან ლონდონიდან წერილი მიიღო, სადაც მეპატრონე სახლის გაყიდვას
ითხოვდა. ავეჯი და სხვადასხვა ნივთები ბაზრობაზე გაიტანეს, ხოლო სახლი მისტერ
მოლევერმა იყიდა. მან სახლში მხოლოდ ორი კვირა იცხოვრა... შემდეგ სახლი გააქირავა.
ამჟამად მანდ ტუბერკულოზით დაავადებული ფრანგი პროფესორი და მისი ქალიშვლი
ცხოვრობენ. ვფიქრობ, მეტი ინფორმაცია უნდა მოვაგროვოთ ტერნერებზე. ისინი დილით
ადრე გაემგზავრნენ. არავის მათი გამგზავრება არ უნახავს. მას შემდეგ კი მხოლოდ ქმარი
ნახეს, მაგრამ მე ვერავინ ვიპოვე ისეთი, ვინც მისის ტერნერს შეხვედროდეს, – ექიმმა
ჩაახველა – სიკვდილის დროს ცოცხალი არსების გარემოზე ზემოქმედება ძალიან დიდია;
განსაკუთრებით ძალადობრივი სიკვდილის დროს. თეორიულად თუ ვიმსჯელებთ, გარემოს
შეეძლო გამოყოფილი ენერგია შთაენთქა, შემდეგ შესაბამისად განწყობილი ობიექტისთვის
გადაეცა. ამ შემთხვევაში, ასეთი ობიექტის როლში თქვენ გამოხვედით, ჩემო კეთილო.

მეორე დღეს, მოულოდნელად, სასტუმროში ჯეკთან სტუმრად ის გოგონა მოვიდა, რომელიც


კოტეჯის ბაღში ყვავილებს რწყავდა. ის ჯეკს მადმუაზელ მარშოდ გაეცნო და უცნაური
ისტორია მოუყვა:

– მოჩვენებების არ მჯერა, მაგრამ მესიე, ბოლო ოთხი ღამეა, ერთი და იგივე სიზმარი
მესიზმრება. ვხედავ ლამაზ ქალს, რომელსაც ხელში ცისფერი, ჩინური ლარნაკი უჭირავს. იგი
უბედურია, მაწვდის ლარნაკს და თითქოს რაღაცას მთხოვს, მაგრამ ვერ ლაპარაკობს.
გუშინწინ სიზმარი შეიცვალა. ჩვენება გაქრა და მე მოულოდნელად მისი კივილი გავიგონე. ის
ქალი ზუსტად იმ სიტყვებს იძახდა, რაც თქვენ გაიგონეთ: „მკლავენ... მიშველეთ, მკლავენ!”
წუხელ სიზმარი კიდევ განმეორდა. ეს რას უნდა ნიშნავდეს?

ჯეკმა გოგონას შესთავაზა, ყველაფერი ლევინგტონისთვის მოეყოლათ. ლევინგტონმა


მადმუაზელ მარშოს ყურადღებით მოუსმინა და განაცხადა:

– ეს მოწმობს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ, მადმუაზელ მარშო, კიდევ რაიმე ხომ არ გაქვთ
სათქმელი?

– კი, – თქვა გოგონამ, – აი, რა ვიპოვე დღეს კომოდის უჯრაში.


გოგონას ხელში მუყაოს ბინძური ნაჭერი ეჭირა. მასზე აკვარელით ქალი იყო გამოსახული.
ქალის გვერდით მაგიდა დაეხატათ. მაგიდაზე კი ცისფერი ჩინური ლარნაკი იდგა.

– ნახატზე ზუსტად ის ქალია გამოსახული, რომელიც დამესიზმრა. ლარნაკიც იგივეა, – თქვა


გოგონამ.

– შეიძლება საიდუმლოს გასაღები სწორედ ეს ლარნაკია, – განაცხადა ლევინგტონმა, – ეტყობა,


ის ჩინურია და ალბათ, საკმაოდ ძველიც.

– კი, ლარნაკი ჩინურია, – დაემოწმა ჯეკი, – ზუსტად ასეთი ლარნაკი ბიძაჩემის კოლექციაში
მაქვს ნანახი. ბიძია ჩინური ფაიფურის დიდი კოლექციონერია. მახსოვს, არც ისე დიდი ხნის
წინ, ზუსტად ასეთი ლარნაკი მაჩვენა.

– დიდი ხანია, ბიძათქვენს ეს ლარნაკი აქვს? – ჰკითხა ლევინგტონმა.

– ცოტა ხნის წინ იყიდა, ორი თვეც არ იქნება.

– ჰოდა, ტერნერებმა კოტეჯი სწორედ ორი თვის წინ დატოვეს. ბიძათქვენს ხომ შეეძლო, ეს
ლარნაკი სოფლის ბაზრობაზე ეყიდა. უცნაური დამთხვევა კია, მაგრამ ეს, ალბათ, ისაა, რასაც
მე ბრმა სამართალს ვუწოდებ. ჰარინგტონ, თქვენ ეს ლარნაკი უნდა მოიტანოთ და თუ
მადმუაზელი ნებას დაგვრთავს, ღამეს მის კოტეჯში გავათევთ, ლარნაკს კი თან წავიღებთ.
დარწმუნებული ვარ, მიზანს მივაღწევთ. ალბათ, ლარნაკში სამალავია და იქ რაღაც არის
დამალული. შეძლებთ, ლარნაკის მოტანას?

– ალბათ კი, – დაბნეულად უპასუხა ჯეკმა, – მართალია, ბიძაჩემი სახლში არაა, საფრანგეთში
გაემგზავრა, მაგრამ ლარნაკის აღებას უმისოდაც მოვახერხებ.

საღამოს თერთმეტი საათი იქნებოდა, როდესაც ის და ლევინგტონი ლარნაკთან ერთად,


კოტეჯში მივიდნენ. გოგონამ კარი მათ ფრთხილად გაუღო და სთხოვა, არ ეხმაურათ, რადგან
მეორე სართულზე ავადმყოფ მამას ეძინა. მადმუაზელ მარშომ ყავა მოადუღა. ლევინგტონმა
ოთახის ცენტრში მდგარი მაგიდა მოასუფთავა. მის შუაგულში ლარნაკი დადგა და ყველას
სთხოვა მაგიდას შემოსხდომოდნენ. მერე შუქი ჩააქრო.

– სცადეთ, არაფერზე იფიქროთ... მოეშვით. შეიძლება, ერთ-ერთ ჩვენგანს სულებთან


ლაპარაკის უნარი აქვს. მაშინ ის ადამიანი ტრანსში ჩავარდება.

ლევინგტონი გაჩუმდა. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. წუთი წუთს მისდევდა. ჯეკი შიშმა
კი არა, პანიკამ აიტანა, მაგრამ მადმუაზელ მარშოს წინაშე ვერაფერს გაამხელდა. ცოტა ხანში
ჯეკს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ახრჩობდნენ. ყევლაფერი ერთმანეთში აირია და...
თითქოს ღრუბლებში გაცურდა...…

როდესაც თვალი გაახილა, მოწმენდილი ცა დაინახა. ბალახზე იწვა. თავბრუ ეხვეოდა, საათს
დახედა. შუადღეს გადაცილებული იყო. ჯეკი წამოდგა და კოტეჯისკენ გაემართა. სახლში
არავინ დახვდა. სასტუმროში მივიდა და ლევინგტონი იკითხა. უთხრეს, რომ ექიმი გვიან
ღამით მანქანით გაემგზავრა და რომ მისთვის წერილი დატოვა. ჯეკმა სასწრაფოდ წაიკითხა
ბარათი:

„ჩემო ძვირფასო ახალგაზრდა მეგობარო! გვაპატიეთ, რომ მოგატყუეთ. ეს ლარნაკი მინიმუმ


ათი ათასი ფუნტი ღირს. გულითადი სალამი მადმუაზელ მარშოსგან, მისი არარსებული
მამისგან და ჩემგან. ჩვენ თორმეტი საათის წინ გავემგზავრეთ, დრო, ალბათ გვეყოფა,
თქვენგან შორს რომ ვიყოთ... მარად თქვენი, ემბროუზ ლევინგტონი, – სულების მკურნალი”.

სახელმძღვანელო გაუბედავებისთვის

ჯეიმსი ხელმოცარული ადამიანი იყო. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე მიაჩნდა. ძალიან
უნდოდა, ძლიერიც ყოფილიყო და წარმატებულიც, მაგრამ... ძლიერი ადამიანები სიტუაციის
ბატონ-პატრონები არიან, ჯეიმსი კი ყოველთვის მისი მსხვერპლი აღმოჩნდებოდა ხოლმე.
საკუთარ უნიათობაზე გულმოსულმა, საგანგებოდ შეიძინა სახელმძღვანელო ერთ შილინგად,
რომ ესწავლა, როგორ მიეღწია წარმატებისთვის. მართალია, ახლა შვებულებაში იყო, მაგრამ
ამას დასვენებას ნამდვილად ვერ დაარქმევდა. მისთვის რომ გეკითხათ, მოდური და ძვირად
ღირებული კურორტი კიმპტონ-ონ-სი სულაც არ იყო მისთვის სასურველი ადგილი, სადაც
დასვენებას შეძლებდა. მაგრამ, გრეისმა, ქალიშვილმა, რომელზეც ჯეიმსი ჭკუას კარგავდა,
აიხირა და კაციც დაჰყვა მის ნებას. თუმცა, კიმპტონ-ონ-სიში ჩამოსულმა გრეისმა
საცხოვრებლად ყველაზე ფეშენებელური სასტუმრო „ესპლანადა” შეარჩია და იქ დაბინავდა.
ჯეიმსის ჯიბე კი ამას ვერ შესწვდა – მან ზღვიდან მოშორებით, იაფფასიან სასტუმროში
იქირავა ნომერი და, გულზე გახეთქილი, გამწარებული გასცქეროდა ჰორიზონტს, სადაც
ზღვის სანაპიროზე, მოდური ბუნგალოები იყო ჩამწკრივებული. ჯეიმსი ვერც იოცნებებდა
ასეთ ფუფუნებაზე. ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური ბუნგალო, თავისი გასახდელებითა
და საშხაპეებით, თავად ლორდ ედუარდ ჯემპონს ეკუთვნოდა. ამ სეზონზე მასთან თავად
რაჯა მარაპუტნი იყო სტუმრად. რაჯას სიმდიდრეზე ლეგენდები დადიოდა. ჯეიმსმა დილის
გაზეთში წაიკითხა, რომ მარაპუტნის ეკუთვნოდა მსოფლიოში ყველაზე დიდი, მტრედის
კვერცხის ზომის ზურმუხტი, რომელსაც არასდროს იშორებდა და სულ თან დაჰქონდა.
ჯეიმსი ოცნებებში წავიდა. ეჰ, მას რომ ჰქონოდა ასეთი ზურმუხტი...

გრეისსა და მის მეგობრებს სანაპიროზე შეხვდა. გოგონები ყველაფერზე იცინოდნენ. ნერვებს


უშლიდა ჯეიმსს მათი სულელური ქირქილი. აი, კიდევ ის კუდაბზიკა კლოდ სოპვორსი,
თეთრი, გაქათქათებული ფლანელის შარვლით, გვერდიდან აღარ შორდებოდა გრეისს. ისინი
ერთად მუშაობდნენ ეროვნულ ფინანსდეპარტამენტში – დიახ, გრეისი ნელ-ნელა აღწევდა
წარმატებას. ჯეიმსმა ამოიოხრა.
– ერთმანეთს თითქმის ვერ ვხედავთ, – უსაყვედურა გრეისს.

– ჰო, მაგრამ, ახლა ხომ ერთად ვართ, შეგიძლია, ჩვენთან ერთად გაცურო. მაგრამ, ძვირფასო,
ამ გასახდელით ვერ ისარგებლებ. აქ მხოლოდ ის ადამიანები იცვლიან, ვინც სასტუმრო
„ესპლანადაში” ცხოვრობს. რიგში მოგიწევს ჩადგომა, აი, იქით – და გრეისმა არაპრესტიჟული,
უფასო გასახდელებისკენ გაიშვირა ხელი.

ჯეიმსმა კარგად გაარჩია გრეისის ხმაში ირონია, მაგრამ მხოლოდ ის შეეძლო, საკუთარ თავზე
გაბრაზებულიყო. რიგი მართლაც შთამბეჭდავი იყო. თანაც, ქალები ისე თავხედობდნენ...
ზღვიდან კი უკვე გრეისის კისკისი და იმ იდიოტი კლოდის ჭიხვინი ესმოდა. ჯეიმსი მიხვდა,
რომ კიდევ დიდხანს ვერ შეძლებდა ზღვაში შესვლას. ისე, რა მოხდებოდა, თუ რომელიმე
ბუნგალოში გამოიცვლიდა? ჯეიმსმა საათს დახედა – ჯერ 10 საათიც არ იყო. ასეთ დროს
ლორდ ჯემპონთან ხალხს ისევ ეძინა. ისინი 12 საათზე ცოტა ადრე ჩამოდიოდნენ პლაჟზე.
მერე ის წყეული სახელმძღვანელოც გაახსენდა – წარმატებული ქალები ძლიერი ადამიანების
შესახებ და... გარისკა. ბუნგალო სახელწოდების მიხედვით შეარჩია. „მინდეზირი” – ამაზე
სულელურ სახელს ვერაფრით მოიფიქრებდი და ჯეიმსიც ბუნგალოში შეძვრა. კარი ღია
დახვდა. გასახდელები მის მარცხენა ფლიგელში იყო. კომფორტული, ორად გაყოფილი –
ქალებისთვის და მამაკაცებისთვის. გასახდელში საკიდზე თითქმის ისეთივე ტილოს
შარვალი ეკიდა, როგორიც თავად ჯეიმსს ეცვა. იქვე იდო საზღვაო ქუდი, პულოვერი და
ფეხსაცმელები. ჯეიმსმა სწრაფად გამოიცვალა და საკუთარი თავით უზომოდ კმაყოფილი,
პლაჟზე გავიდა. წარმატებამ ისე გაააქტიურა, რომ გრეისს ცურვის გაკვეთილებიც კი ჩაუტარა.
ინგლისური წყლების ტემპერატურამ მთელი კამპანია მალე „ამოყარა” წყლიდან. გრეისი და
მისი მეგობრები სასტუმროს რესტორანში აპირებდნენ ლანჩზე წასვლას, ჯეიმსმა კი ისევ
ბუნგალოს მიაშურა. სწრაფად გამოიცვალა და გარეთ გამოვიდა. მაგრამ გრეისი და მისი
მეგობრები აღარსად ჩანდნენ. ჯეიმსი გაბრაზდა – ხომ შეეძლო გრეისს, დალოდებოდა?!
სასტუმროს რესტორანში წასვლა გადაიფიქრა, გადაწყვიტა, ქალაქში, რომელიმე იაფფასიან
კაფეში ესადილა. უკვე კაფესთან იყო მისული, რომ მარჯვენა ჯიბეში, ბარძაყთან, რაღაც
სიმაგრე იგრძნო. მანამდე ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ჯიბეში ხელი რომ ჩაიყო,
თითები რაღაც კვერცხისებრსა და მაგარს მოხვდა. კაფეში აღარ შესულა, იქვე კედელს
ამოეფარა და ხელისგული გაშალა. ზურმუხტის ბრწყინვალებამ თვალი მოსჭრა. ძვირფას
ქვებში კარგად ვერ ერკვეოდა, მაგრამ ზურმუხტის ორიგინალობაში ეჭვი ოდნავაც არ
შეჰპარვია. ქვა შეუდარებელი სილამაზის იყო. ჯეიმსს კანი დაუბუსუსდა. ღმერთო! ეს ხომ
რაჯას სახელგანთქმული ზურმუხტი იყო, მაგრამ, როგორ აღმოჩნდა მისი შარვლის ჯიბეში?!
და ჯეიმსს უცებ გონება გაუნათდა: ეს მისი შარვალი არ იყო. გასახდელში შეცდომით სხვისი
შარვალი ჩაიცვა. ღმერთო, ახლა, ალბათ, მთელი ადგილობრივი პოლიცია ზურმუხტის
ქურდს ეძებდა. რა უნდა ექნა? პოლიციაში რომ მისულიყო, ვინ დაუჯერებდა რომ ზურმუხტი
სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა მასთან? მიიხედ-მოიხედა, ქუჩის მეორე მხარეს გაზეთებს
ყიდდნენ, ზურმუხტიანი მუჭი ღრმად ჩაიტენა ჯიბეში და გაზეთების გამყიდველთან მივიდა.
ყველა გაზეთის პირველივე გვერდებზე, ვეება ასოებით ეწერა მყვირალა სათაურები: „რაჯას
სახელგანთქმული ზურმუხტი დაიკარგა”, „რაჯა სასოწარკვეთილია და მპოვნელს დიდ

წიგნის ელექტრონული ვერსია


მოამზადა: აკაკი ციცქიშვილმა
www.ChiaturaINFO.GE
ჯილდოს ჰპირდება”, „არავინ იცის, ვინ მოიპარა მსოფლიოში ყველაზე დიდი ზურმუხტი”.
ჯეიმსმა შუბლზე მოისვა ხელი. ერთადერთი შანსი შარვლის დაბრუნება იყო. პლაჟზე ახლა
ხალხიც არ იქნებოდა, სასწრაფოდ უნდა მოეშორებინა თავიდან ეს ავბედითი ქვა. ეჭვი აღარ
ეპარებოდა, რომ ბუნგალო „მინდეზირი” ლორდის საკუთრება იყო. ესე იგი, ვინმე ისეთმა
იქურდა, ვინც ლორდთან იყო დაახლოებული. თუმცა, ჯეიმსს ეს ნაკლებად აინტერესებდა.

ბუნგალოს კარი ისევ ღია დახვდა, მისი შარვალიც იქვე ეკიდა. ის იყო, საკიდიდან ჩამოხსნა,
რომ ზურგს უკან ვიღაცის ხმა გაიგონა:

– ვიცოდი, რომ მოხვიდოდი. ჩავარდი?

ჯეიმსი ნელა შემობრუნდა, მის წინ საშუალო სიმაღლის ჩაფსკვნილი მამაკაცი იდგა.

– ინსპექტორი მერდესი ვარ სკოტლანდ-იარდიდან. ზურმუხტი უნდა მომცე.

– რა ზურმუხტი? – დრო გაწელა ჯეიმსმა, – არაფერი მესმის.

– გესმის და მომცემ კიდეც, თორემ, საქმე უარესად წაგივა. მაგრამ, თუ ჭკუას მოუხმობ და
ზურმუხტს დააბრუნებ, გაგიშვებ. ლორდს ამ ამბის გახმაურება არ სჭირდება. რაჯას – მით
უმეტეს. დააბრუნე ქვა და წადი შენს გზაზე.

– რატომ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ნამდვილად სკოტლანდ-იარდიდან ხართ?

წამის უსწრაფესად მერდესმა ლაბადის კალთა გადაიწია და ნიშანი აჩვენა.

– კარგი, დავიჯერე, – თქვა ჯეიმსმა, – მაგრამ, ზურმუხტი თან არ მაქვს, საიმედო ადგილას
შევინახე.

– ერთად წავიდეთ და ავიღებ, – თქვა მერ- დესმა და ჯეიმსს მკლავში მოჰკიდა ხელი. მათ
ერთად ჩაუარეს სასტუმრო „ესპლანადას” და ქალაქისკენ აიღეს გეზი. როცა პოლიციის
განყოფილებას გაუსწორდნენ, მოხდა გაუთვალისწინებელი რამ – ჯეიმსი ინსპექტორს
მკლავებში ჩააფრინდა და მთელი ხმით იბღავლა:

– ქურდი, ქურდი! მიშველეთ, მიშველეთ! – რამდენიმე წუთში მათ გარშემო პოლიციელების


გუნდი შეიკრა და ორივე შენობაში შეიყვანეს.

– ეს კაცი ჯიბეში ჩამიძვრა და საფულე ამომაცალა, – თქვა ჯეიმსმა. მერდესი გაწითლდა:

– ნუ უსმენთ, გიჟია. გამჩხრიკეთ და ნახავთ, რომ ცრუობს.

ინსპექტორს დიდი წვალება არ დასჭირვებია, ისე ამოიღო მერდესის ჯიბიდან ჯეიმსის


საფულე და მასთან ერთად მბრწყინავი მწვანე ქვა.
– დასწყევლოს ეშმაკმა! ეს ხომ რაჯას ზურმუხტია, რომელიც მოჰპარეს!

– ეს მან, მან ჩამიდო ჯიბეში თავის საფულესთან ერთად! – აყვირდა მერდესი – ის არის
ქურდი, მე კი არა!

ინსპექტორმა შუბლი მოისრისა:

– აქ რაღაც-რაღაცეები უნდა გაირკვას. ახლა ბატონი ლორდი მობრძანდება და ვნახოთ, რას


გვეტყვის.

მერდესი ცარცივით გათეთრდა:

– მე მეჩქარება, უნდა წავიდე, ქურდი ეს ჯენტლმენია. მე პატიოსანი მოქალაქე ვარ.

– ვერსად ვერ წახვალთ. აი, მისი ბრწყინვალებაც. ოთახში მაღალი, ძალიან სიმპათიური
მამაკაცი შემოვიდა და აღელვებული მივიდა ინსპექტორთან:

– შეუძლებელია! თქვენ ის იპოვეთ? რანაირად?

– მილორდ, ძალიან გაგვიმართლა. ამ ორი ჯენტლმენიდან, რომელიმე ხომ არ გეცნობათ?

ლორდმა ზურმუხტიდან მზერა ჯეიმსსა და მერდესზე გადაიტანა.

– ჯონ, აქ რას აკეთებ? ეს ჩემი კამერდინერია. ერთი თვის წინ ავიყვანე სამსახურში. ჯონ, ეს
შენ იქურდე, შენ მოიპარე ქვა?

– სავარაუდოდ, ასეა, სერ. აი, ეს ჯენტლმენი კი ძალიან დაგვეხმარა, – მოახსენა ინსპექტორმა.

ლორდმა აღფრთოვანებით ჩამოართვა ხელი ჯეიმსს:

– თქვენ ჩემთან ერთად წამოხვალთ, რაჯა უნდა გაგაცნოთ. სადილზე გეპატიჟებით. უარს არ
მივიღებ.

ჯეიმსმა თავი დაუქნია. მანქანაში კი ლორდს ყველაფერი უამბო.

– კი, მაგრამ, როგორ მიხვდით, რომ სკოტლანდ-იარდიდან არ იყო?

– ო, სერ... მისი ნიშანი... მეც იმ კლუბის წევრი ვარ. საიდან უნდა სცოდნოდა...

– შესანიშნავია, შესანიშნავი! – ლორდმა ხელები მოიფშვნიტა, – ძალიან მომწონხართ,


ახალგაზრდავ, სწორედ თქვენნაირი თანაშემწე მჭირდება პარლამენტში!
ჯეიმსმა ბედნიერებით გაიღიმა – აი, ახლა კი ნამდვილად ფლობდა სიტუაციას.

კრიმინალი უიქენდზე

სოფლად დასასვენებლად ჩასულ სკოტლანდ იარდის ყოფილ მაღალჩინოსანს, სერ ჰენრის,


ძალიან გაუკვირდა როდესაც მოახლემ მოახსენა, რომ მასთან სტუმრად მის მარპლი იყო
მოსული.

– თქვენთან იმ სამწუხარო შემთხვევის გამო მოვედი, – დაიწყო საუბარი მის მარპლმა


მისალმების შემდეგ, – როზა ემოტის დაღუპვას ვგულისხმობ. ალბათ, უკვე იცით ამის
შესახებ. იგი ხიდიდან გადავარდა და მდინარეში დაიხრჩო, მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ,
რომ ეს თვითმკვლელობა არ იყო. ის მოკლეს და მე ვიცი, ეს ვინ გააკეთა.

– ძალიან სერიოზული განცხადებაა, – უთხრა სერ ჰენრიმ, – თქვენ, ალბათ, ჩემთან კი არა,
პოლიციაში უნდა წასულიყავით, მე ხომ უკვე მხოლოდ კერძო პირი ვარ.

– პოლიციაში ვერ წავალ, რადგან არანაირი მტკიცებულება არ მაქვს. უბრალოდ ზუსტად


ვიცი, რომ ასეა. ჩემს დასკვნებს ინსპექტორ დრუიტს თუ გავაცნობ, სიცილით მოკვდება.
ამიტომ, მინდა, თქვენ გთხოვოთ, რომ ამ საქმით დაინტერესდეთ. ინსპექტორი დრუიტი ამას
პატივადაც კი ჩათვლის, ხოლო პოლიციის უფროსი მელჩეტი თქვენ ბოლომდე გენდობათ. მე
მკვლელის სახელს ქაღალდზე დავწერ და თქვენ მოგცემთ. თუ გამოძიების შედეგად
აღმოჩნდება, რომ ეს ადამიანი არაფერ შუაშია, მაშინ... ვაღიარებ, რომ ძალიან ვცდებოდი.

სერ ჰენრიმ შინაბერას ცნობისმოყვარედ შეხედა. მის მარპლმა ბლოკნოტი ამოიღო,


ფურცელზე რაღაც დაწერა და მას გადასცა. სერ ჰენრის ეს სახელი და გვარი არაფერს
ეუბნებოდა, მაგრამ საქმემ დააინტერესა.

ცოტა ხანში სერ ჰენრი პოლიციის უფროსის, მელჩეტის კაბინეტში იჯდა. იქვე იყო
ინსპექტორი დრუიტიც.

– ჩვენ თქვენი მადლობლები ვართ, სერ ჰენრი, ოღონდ ვშიშობ, რომ აქ ყველაფერი ისედაც
ნათელია, – უთხრა პოლიციის უფროსმა, როდესაც მისი მისვლის მიზეზი გაიგო, – თავიდან
გვეგონა, რომ გოგონამ თავი დაიხრჩო, ის ხომ ორსულად იყო. მაგრამ, ჩვენმა ექიმმა,
ჰეიდოკმა, გოგონას ხელებზე ჩალურჯებები აღმოაჩინა. როგორც ჩანს, მას ხელი სტაცეს და
ხიდიდან გადააგდეს. გვყავს მოწმე – პატარა ბიჭი, ჯიმი ბრაუნი, რომელიც იქვე, ტყეში იყო.
მან ჯერ ქალის კივილი გაიგონა, შემდეგ კი წყალში ჩავარდნის ხმა. უკვე ღამდებოდა, ამიტომ
ბავშვმა მხოლოდ იმის გარჩევა მოახერხა, რომ წყალში რაღაც თეთრი ცურავდა. მან
მშველელებს უხმო, მაგრამ უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. ჩვენ, ასევე, გვაქვს წერილი,
რომელიც გოგონას კაბის ჯიბეში აღმოვაჩინეთ. მართალია, წყალმა გადღაბნა, მაგრამ
წაკითხვა შესაძლებელი აღმოჩნდა. წერილი ახალგაზრდა არქიტექტორის – სენდფორდის
მიერაა გამოგზავნილი. ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ. სანდფორდი ლონდონელია, აქ
დროებით, ვალინგტონის სახლის ასაშენებლად ჩამოვიდა. როზა ემოტს იგი თავდავიწყებით
შეუყვარდა და, სავარაუდოდ, ფეხმძიმედაც მისგან იყო. წერილში წერია: „კარგი. შევხვდეთ
ხიდზე, რვა საათსა და ოცდაათ წუთზე. რ. ს.” სწორედ დროის ამ მონაკვეთში გაიგონა ჯიმი
ბრაუნმა წყალში საგნის ჩავარდნის ხმა.

– ყველაფერი დღესავით ნათელია, – წამოიძახა ინსპექტორმა დრუიტმა, – იმ ნაძირალამ გოგო


ჯერ შეაცდინა, შემდეგ კი ლონდონში გაპარვა გადაწყვიტა. იქ საცოლე ჰყავს – დანიშნულები
არიან. თუ ის ქალი როზას შესახებ გაიგებდა, რა თქმა უნდა, ქორწილიც ჩაიშლებოდა. ჰოდა,
მან როზას პაემანი ხიდზე დაუნიშნა. ისარგებლა იმით, რომ სიახლოვეს არავინ იყო, მხრებში
ხელი მოჰკიდა და... – ასეთია ჩემი აზრი!

სერ ჰენრი დიდხანს იყო ჩუმად. ბოლოს იკითხა:

– როგორ დავიჯერო, რომ ასეთ ლამაზ გოგოს ადგილობრივებიდან არავინ ეტრფოდა?

– თქვენ მხედველობაში ჯო ელისი გყავთ? –ჩაეკითხა ინსპექტორი, – შესანიშნავი


ახალგაზრდა კაცია, დურგალი. მასთან რომ დაეჭირა საქმე, დღეს ცოცხალი იქნებოდა.
ყველაფერი აპატია როზას, ბოლომდე იმედი ჰქონდა, რომ დაუბრუნდებოდა.

– მისი ნახვა მინდა, – თქვა სერ ჰენრიმ.

– სიამოვნებით, ოღონდ, ჩვენ ჯერ სენდფორდთან ვაპირებთ მისვლას და მერე ელისთან, –


უპასუხა პოლკოვნიკმა მელჩეტმა.

რექს სენდფორდი მაღალი, გამხდარი მამაკაცი იყო, მეოცნებე ცისფერი თვალებით. ხმა
რბილი და ხავერდოვანი ჰქონდა.

– სად იყავით გუშინ საღამოს? – ჰკითხა პოლკოვნიკმა.

– სასეირნოდ გავედი.

– შეხვდით მის ემოტს?

– არა. ტყეში ვსეირნობდი მარტო.

– მაშინ, ამ წერილს როგორ ახსნით, რომელიც გარდაცვლილის ჯიბეში ვიპოვეთ?

– კი, ეს ჩემი წერილია, – თქვა სენდფორდმა, – როზა შეხვედრას მთხოვდა. არ ვიცოდი, რა


მექნა და ეს დავწერე, თუმცა, შეხვედრაზე არ წავედი. ვგრძნობდი, სჯობდა არ მივსულიყავი.
ხვალ ლონდონში უნდა დავბრუნდე. ვაპირებდი, იქიდან მომეწერა. რაღაც მომეგვარებინა.

– საქმე ისაა, რომ როზას თავი არ მოუკლავს, იგი ხიდიდან გადააგდეს. იქნებ, მოგვიყვეთ, რა
მოხდა თქვენსა და როზას შორის?

– იგი ისეთი კარგი იყო, ისეთი დამატყვევებელი! – დაიწყო სენდფორდმა, – მას თავად სურდა
ეს. ღმერთის წინაშე ვფიცავ, მართალს ვამბობ. მან კარგად იცოდა, რისი მიღწევაც სურდა –
უნდოდა, რომ ცოლად მომეყვანა. მე კი, არ ვიცოდი, რა მექნა. მე საცოლე მყავს. რა თქმა უნდა,
ნაძირალა ვარ. შემდეგ როზას გავურბოდი. ვფიქრობდი, ლონდონში რომ დავბრუნდები,
ადვოკატს დაველაპარაკები და გარკვეულ თანხას დავუნიშნავ, თავი რომ ირჩინოს-მეთქი.

– ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებთ, – უთხრა სერ ჰენრიმ პოლკოვნიკს მას შემდეგ რაც
გარეთ გამოვიდნენ, – ვფიქრობ, ჯო ელისის ნახვაც ღირს. მოგეხსენებათ, ეჭვიანობა საკმაოდ
სერიოზული მიზეზია მკვლელობისთვის.

– რა თქმა უნდა, – უპასუხა მელჩეტმა, – მაგრამ ელისი ისეთი წყნარი ტიპია, ბუზსაც კი არ
გააბრაზებს. თუმცა, მაინც მივიდეთ და გავარკვიოთ, სად იყო გუშინ საღამოს. იგი ოთახს
მისის ბარტლეტთან ქირაობს. ძალიან წესიერი ქალია, ქვრივი.

კარი მათ სწორედ მისის ბარტლეტმა გაუღო. ვიდრე ჯო ელისი სტუმრებთან გამოვიდოდა,
მათ ქალის გამოკითხვა გადაწყვიტეს.

– სად იყო გუშინ საღამოს თქვენი მდგმური? – ჰკითხა მას პოლკოვნიკმა.

– სახლში. როგორც წესი, ის ამ დროს სახლშია ხოლმე. სწორედ გუშინ საღამოს


სამზარეულოში კარადას მიკეთებდა.

ოთახში ელისიც შემოვიდა. მისის ბარტლეტი სამზარეულოში გავიდა.

– თავი არ უნდა მოეკლა, – დაიწყო ელისმა, – ის კაცი ამად არ ღირდა. მე მზად ვიყავი,
ყველაფერი მეპატიებინა და მიმეღო. რომ დაბრუნებულიყო, ვიზრუნებდი მასზე...

– გუშინ საღამოს რვიდან ცხრის ნახევრამდე სად იყავით?

– აქ ვიყავი, სამზარეულოში რაღაცას ვაკეთებდი. მისის ბარტლეტს ჰკითხეთ, მან იცის.

„რაღაც, ძალიან სწრაფად თქვა ეს ყველაფერი“, – გაიფიქრა, სერ ჰენრიმ. როდესაც სახლიდან
გადიოდნენ, გასასვლელში ბავშვის ეტლი შენიშნეს. მისის ბარტლეტმა, როდესაც
ჯენტლმენებს გაკვირვება შეამჩნია, აუხსნა, რომ იგი შეკვეთით თეთრეულს რეცხავს, შემდეგ
კი ამ ეტლით მიაქვს დამკვეთებთან.
– მგონი, ყველაფერი გაირკვა, – თქვა ინსპექტორმა, როდესაც გარეთ გამოვიდნენ, – ელისს
ალიბი აქვს. გამოდის, მკვლელი სენდფორდია. ჩემი აზრით, გოგონა და მისი მამა მას
აშანტაჟებდნენ, მას კი ფული არ ქონდა; თან, ეშინოდა, საცოლეს არ გაეგო და... რას იტყვით?

– როგორც ჩანს, ასეა, – დაეთანხმა სერ ჰენრი, – თუმცა, მიჭირს სენდფორდის მკვლელის
როლში წარმოდგენა. მაინც მგონია, ღირს იმ ბიჭს დაველაპარაკოთ, ვინც ხიდიდან კივილი
გაიგონა.

ჯიმი ბრაუნს სერ ჰენრიმ ჰკითხა, მდინარის მეორე ნაპირზე ხომ არავინ შეგიმჩნევიაო.

– კი, ვიღაც ტყეში სეირნობდა, მგონი, მისტერ სენდფორდი იყო. რამდენიმე წუთით ადრე,
ვიდრე წყლის ხმას გავიგონებდი.

– მდინარის მეორე ნაპირზე, სოფლის მხარეს, არავინ დაგინახავს?

– ვიღაც კაცი ბილიკს მიუყვებოდა და უსტვენდა. ვფიქრობ, ჯო ელისი უნდა ყოფილიყო.


ნისლი კი იყო, მაგრამ ელისი ყოველთვის ერთსა და იმავე მელოდიას უსტვენს.

სერ ჰენრიმ გადაწყვიტა, მის მარპლისთვის შეევლო.

– ვფიქრობ, ჩვენი საქმე კარგად ვერ მიდის, – უპატაკა სერ ჰენრიმ, – სენდფორდს მალე
დაიჭერენ და, სიმართლე გითხრათ, მეც ვეთანხმები.

– ჩემი ვერსიის სასარგებლოდ არაფერი მეტყველებს? ნუთუ შევცდი?

– ჯო ელისს ალიბი აქვს. მთელი საღამო სამზარეულოში კარადას აკეთებდა, მისის ბარტლეტი
კი ეხმარებოდა.

– შეუძლებელია. ეს ამბავი ხომ ხუთშაბათს მოხდა? ხუთშაბათობით მისის ბარტლეტი


დამკვეთებს თეთრეულს ურიგებს, თან, ამას საღამოს აკეთებს.

სერ ჰენრი სკამის საზურგეს მიეყრდნო. გაახსენდა, რომ ბიჭი ყვებოდა კაცზე, რომელიც
უსტვენდა... ყველაფერი ემთხვეოდა..

ხუთი წუთის შემდეგ იგი ისევ მისის ბარტლეტის სახლში იყო.

– თქვენ მოგვატყუეთ, ელის, – მტკიცედ უთხრა მან, – თქვენ სამზარეულოში არ იყავით და


არც კარადას აკეთებდით. თქვენ ხიდთან დაგინახეს რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე როზა
ემოტს მოკლავდნენ.

– მე არ მომიკლავს, არა... – ამოღერღა ელისმა, – ის თავად გადახტა. მე მას არაფერს


დავუშავებდი. მისის ბარტლეტმა დამინახა იქ. შემდეგ, როდესაც ეს ამბავი გავიგეთ, მან
იფიქრა, რომ, შეიძლებოდა, ეს ჩემთვის ცუდად დასრულებულიყო.

სერ ჰენრის სიტყვა აღარ უთქვამს, პირდაპირ სამზარეულოში გავიდა.

– მისის ბარტლეტ, – მიმართა ქალს, – მე ყველაფერი ვიცი. ვფიქრობ, უკეთესი იქნება,


ყველაფერი აღიაროთ. თუ არ გინდათ, რომ ჯო ელისი იმის გამო ჩამოახრჩონ, რაც მას არ
გაუკეთებია. თქვენ თეთრეულს არიგებდით და ამ დროს როზა ემოტს შეხვდით. თქვენ
იცოდით, რომ მან ჯო მიატოვა და რომანი ჩამოსულ არქიტექტორთან გააბა, მაგრამ ჯო მზად
იყო, ისევ უკან მიეღო... ჯო უკვე ოთხი წელია თქვენთან ცხოვრობს და ამ ხნის განმავლობაში
მისი შეყვარება მოასწარით. თქვენ იმ გოგოს ვერ იტანდით. ვერ დაუშვებდით, რომ მას
თქვენთვის ჯო წაერთმია. ფიზიკურად ძლიერი ქალი ხართ და თქვენთვის მისი მდინარეში
გადაგდება პრობლემა არ იყო. რამდენიმე წუთში კი ჯო ელისს შეხვდით. დაარწმუნეთ ის,
რომ შეიძლებოდა, ეჭვი მასზე მიეტანათ და უთხარით, რომ მას ალიბი სჭირდებოდა,
სინამდვილეში ეს თქვენი ალიბი იყო. ხომ მართალი ვარ?

– არ ჰქონდა იმ ქალს უფლება, ჩემთვის ჯო წაერთმია, – დუმილის შემდეგ უპასუხა მისის


ბარტლეტმა, – ჯერ ორმოცი წლის ვარ. ჯოს მსგავსი ათასში ერთი თუ იქნება... მისთვის
ყველაფერს გავაკეთებდი. პატარა ბავშვივითაა, სერ. მე მასზე ვზრუნავდი... და, უცებ – ის
ქალი... არ მეგონა, თუ ვინმე მიხვდებოდა. ვერ ვხვდები, როგორ გაიგეთ...

სერ ჰენრიმ თავი გადააქნია.

– მე არა, – თქვა მან და ჯიბეში ჩაკუჭული ფურცელი გაახსენდა, სადაც წვრილი ასოებით
ეწერა: „მისის ბარტლეტი, რომელთანაც ჯო ელისი ცხოვრობს.”

ეშმაკობის შედეგი

არტურ პაიკს, ცნობილ თეატრალურ კრიტიკოსს მოსწონდა, რომ ადამიანების ბედი მასზე იყო
დამოკიდებული. საკმარისია, რომელიმე სპექტაკლზე გამანადგურებელი რეცენზია დაწეროს,
რომ შეიძლება, მსახიობის, რეჟისორის, თუ დრამატურგის კარიერას ჯვარი დაესვას.

იმ საღამოს პაიკს ბევრი საქმე ჰქონდა. გვიან დაწვა, თუმცა მის იმედს, სადილამდე არ
ამდგარიყო, ასრულება არ ეწერა. ძილი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა. მზად იყო, ადამიანი,
ვინც ძილი დაუფრთხო, შუაზე გაეგლიჯა, მაგრამ ყურმილში ქალის ნაზი ხმა გაისმა:

– მისტერ პაიკ?

– დიახ, – ფრთხილად უპასუხა მან, – ვის ველაპარაკები?


პაიკი სასწრაფოდ წელში გასწორდა. უცებ გამოფხიზლდა. დიდი ხანია ასე სწრაფად არ
გაუღვიძია. ალბათ, მხოლოდ ახალგაზრდობაში, როდესაც ეჩვენებოდა, რომ მისთვის
მიუღწეველი აღარაფერია. ახლა ქალები მას ძალიან იშვიათად ურეკავდნენ. მამაკაცმა
შეთხელებულ თმებზე ხელი მექანიკურად გადაისვა, თითქოს თანამოსაუბრე გვერდით ეჯდა.
მხრებშიც ახალგაზრდულად გაიშალა.

– ბარბარა გარდნერი გაწუხებთ, – თავი წარუდგინა გოგონამ, – ვშიშობ, აღარც გახსოვართ...


„შუაღამის სიმღერაში”, რომელიც გასულ წელს „მაგნუმში” დადგეს, მთავარ როლს
ვასრულებდი. თქვენ ჩვენს სპექტაკლზე და განსაკუთრებით ჩემს თამაშზე გამანადგურებელი
რეცენზია დაწერეთ. რა თქმა უნდა, ახლა ვხვდები, რომ თქვენ მართალი იყავით და მე არცთუ
ისე კარგად ვითამაშე. თავიდან ძალიან გავბრაზდი და რეპორტიორებს თქვენზე უამრავი
ცუდი რამ ვუთხარი, მაგრამ ახლა, როდესაც ყველაფერი გავაანალიზე, სრულად
გეთანხმებით. არ დამიჯერებთ და ამის შემდეგ მშვიდად აღარ მძინავს. სინდისი დიდხანს
მაწუხებდა და აი, ბოლოს და ბოლოს სითამამე მოვიკრიბე და დაგირეკეთ. მაპატიეთ, მისტერ
პაიკ, თქვენს მიმართ უსამართლო ვიყავი.

ბარბარა გარდნერი, როგორ შეეძლო დაევიწყებინა! რა თქმა უნდა, მას უცებ გაახსენდა ეს
მაღალი, ცეცხლოვანი შავგვრემანი ქალი ბრწყინვალე ფიგურით. თითებს ჩაიკვნეტ! მასში
ყველაზე მეტად მაღალი მკერდი და გრძელზე გრძელი ფეხები მოეწონა. ეს ქალი მას დღემდე
ეროტიკულ სიზმრებში ეცხადებოდა. რა თქმა უნდა, მაშინ ცოტათი გადაამლაშა, – აღიარა
არტურ პაიკმა. დებიუტანტისთვის ბარბარამ ცუდად არ დაიწყო. მას კარგად ახსოვდა
„შუაღამის სიმღერაც” და ისიც, რომ ბარბარა კარგად თამაშობდა. თუმცა, თეატრალურ
სამყაროში არსებობდა დაუწერელი კანონი, რომელიც არ დაარღვია: ახალბედებმა პირველივე
სპექტაკლში საქებარი რეცენზიები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღონ. თეატრში
მთავარია, ქებაში არ გადააჭარბო. არტური ამ აზრს სრულად იზიარებდა. ვარსკვლავურმა
დაავადებამ არაერთი იმედისმომცემი მსახიობი დაღუპა. ასე რომ, გარკვეულწილად, მან ამ
ქალს სამსახურიც კი გაუწია, როდესაც გააკრიტიკა.

მეორე დღესვე, როდესაც გაზეთში მისი რეცენზია გამოჩნდა, „შუაღამის სიმღერა”


რეპერტუარიდან მოხსნეს. ასეთი რამ ხშირად ხდებოდა. არტური კმაყოფილი იყო, რომ ამ
დრომდე შეეძლო მაყურებელთა აზრის ფორმირება და ათეულობით ადამიანის ბედის
განსაზღვრა. რამდენიმე მსახიობმა მის „შხამიან ისარს” ვერ გაუძლო და სიცოცხლე
თვითმკვლელობით დაასრულა. მერე რა, თუ მათ სიკვდილში ვიღაცეები, მას და მის
რეცენზიებს ადანაშაულებდნენ? მას ეს საყვედურები სულაც არ ადარდებდა. პაიკი
დარწმუნებული იყო, რომ მსახიობს უფლება არ აქვს ცუდად ითამაშოს და მისი აზრით,
სუსტი ხასიათის ადამიანების ადგილი სცენაზე არ არის. თუ ადამიანი ცუდ გამოხმაურებაზე
ასე მტკივნეულად რეაგირებს, თეატრში არაფერი ესაქმება. დიდხანს მაინც ვერ გაძლებდნენ.
ასე რომ, თეატრს მათი სიკვდილით არაფერი დაუკარგავს.

ახსოვდა, რომ ბარბარა გარდნერი მაშინ დიდი ხნით გაქრა სცენიდან. არტურმა მაშინ
გაიფიქრა კიდეც, ჩემის სტატიის გამო თავი ხომ არ მოიკლაო... და აი, ზარი. ესე იგი,
ცოცხალია...

– მისტერ პაიკ, მისტერ პაიკ! – ფიქრებიდან ბარბარას ხმამ გამოარკვია, – გესმით ჩემი?

– რა თქმა უნდა, მესმის. საბოდიშო არაფერი გაქვთ. კარგად მესმის, მაშინ რასაც განიცდიდით.
ლანძღვა-გინება ბევრჯერ მომისმენია. მართალია, კრიტიკოსი ვარ, მაგრამ ჩემი მისამართით
გამოთქმულ კრიტიკას უკვე დიდი ხანია, ყურადღებას აღარ ვაქცევ. სხვანაირად დიდხანს ვერ
გაძლებ.

– ძალიან კეთილი ხართ. მინდა, ჩემი დანაშაული როგორმე გამოვისყიდო. მინდა ბოდიში
პირადად მოგიხადოთ. ხვალ შობაა. ერთი იდეა მაქვს. მოდი, დღეს საღამოს ერთად
ვივახშმოთ. მე ნიუ-არკში ვცხოვრობ. ჩვენს „პალას ოტელში”. მისი ხელოვნებით
დასატკბობად არა მარტო ნიუ-იორკიდან ჩამოდიან. გარწმუნებთ არ ინანებთ.

პაიკი უცებ არ დათანხმებულა. ნიუ-იორკიდან ნიუ-არკამდე, მინიმუმ, ორი საათის სავალი


იყო, ხოლო ბროდვეიზე რვა საათზე „ძველი ისტორიის” პრემიერაა. ნორა ამსტერსია მთავარ
როლში. ასეთ სპექტაკლს ვერაფრით გამოტოვებდა. აუცილებლად ექნება რეცენზია
დასაწერი. მეორე მხრივ, ძალიან სიამოვნებდა, რომ ასეთი ლამაზი ქალი ეპატიჟებოდა.
არჩევნის წინაშე რომ აღმოჩნდა, დიდხანს არ უყოყმანია. რა თქმა უნდა, ვახშამი აირჩია.
როგორ შეეძლო, ასეთ ქალთან ვახშამი უნიჭო ამსტერსის რეცენზიაზე გაეცვალა, რომელსაც
წესიერად თამაშიც კი არ შეეძლო. მისი წარმოსახვა ერთმანეთზე უკეთეს სურათებს ხატავდა.
თუ გაუმართლებს, საქმე ვახშმით არ დამთავრდება და ნიუ-არკში ღამის გათევაც მოუწევს.
უკვე დაავიწყდა, ბოლოს როდის დარჩა მთელი ღამით ქალთან.

– მაშინ – თანხმობის მიღების შემდეგ უთხრა ბარბარამ, – „პალას ოტელის” რესტორანში


შევხვდეთ. ცხრის ნახევარზე. რესტორანში ვივახშმოთ, ხოლო ყავა ჩემთან სახლში დავლიოთ.

არტურ პაიკმა ყურმილი დადო, სავარძელში გადაწვა და ტკბილ ოცნებებს მიეცა. რა თქმა
უნდა, დროდადრო ისიც წერდა რეცენზიებს, ისე რომ სპექტაკლი ნანახი არ ჰქონდა, მაგრამ
ცდილობდა, ეს, რაც შეიძლება, იშვიათად გაეკეთებინა. ეს ძალიან სარისკო საქმე იყო. თუ
გაგიგებდნენ, შეიძლება დრამატურგმა, მსახიობებმა, გაზეთმაც, სადაც მუშაობ, უბრალოდ,
სასამართლოში გიჩივლონ. ასეთი რამ მის რამდენიმე ნაცნობს უკვე დაემართა. ხმაურიანი
პროცესი ისეთ დარტყმას აყენებს რეპუტაციას, რომ ჩათვალე, კრიტიკოსის კარიერას
წერტილი დასმული აქვს. კარიერას და რეპუტაციას კი არტურ პაიკი ძალიან
უფრთხილდებოდა. თუმცა, იგი ჩავარდნას არ აპირებდა. ნორა ამსტერსს, რომელსაც დიდი
ხანია, ვერ იტანდა, უნიჭო და ადვილად გამოსაცნობ მსახიობად მიიჩნევდა. ასეთებს
შთაგონების შემოტევა არასოდეს ემართებათ და საკუთარ თავს არ ახტებიან. ამსტერსის
მსგავსი მსახიობები ყოველთვის ერთნაირად ცუდად თამაშობენ. მას არ სჭირდება დღეს
სპექტაკლის ნახვა, რომ მის უნიჭობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდეს. სწრაფად ისაუზმა და
რეცენზიის დასაწერად დაჯდა. ერთ საათში სტატია უკვე მზად იყო. შემდეგ ჯეკ ანდერსს
დაურეკა. ჯეკი ზედმეტი კითხვების გარეშე დათანხმდა, რეცენზია რედაქციაში ზუსტად
თერთმეტ საათზე მიეტანა. როდესაც სტატიას სპექტაკლის დამთავრებიდან ნახევარ საათში
მიიღებენ, ყველა იფიქრებს, რომ ახალი დაწერილია.

შეხვედრის ადგილზე ცოტა ადრეც კი მივიდა. რესტორანში შევიდა. ლოდინი დიდხანს


გაგრძელდა. ბარბარა ძალიან აგვიანებდა. პაიკმა უკვე რამდენიმე ჭიქა მარტინი გამოცალა.
ბოლოს ადგა და ტელეფონებთან მივიდა. დიდხანს ფურცლავდა სატელეფონო ცნობარს,
მაგრამ ბარბარა გარდნერის სახელი და გვარი ვერ აღმოაჩინა. მხრები აიჩეჩა და სატელეფონო
სადგურში დარეკა. იქაც უპასუხეს, რომ მათთან არანაირი ბარბარა გარდნერის ნომერი არ
იყო.

– სულელი! – წამოიძახა მან და ყურმილი დაახეთქა.

ისეთი მთვრალი იყო, რომ ნიუ-იორკში დაბრუნებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო.


საბედნიეროდ, სასტუმროში თავისუფალი ნომრები აღმოჩნდა. პორტიემ ზედა სართულზე,
პენტჰაუზში მოათავსა, საიდანაც ქალაქის მშვენიერი ხედი იშლებოდა.

რა თქმა უნდა, პაიკი მიხვდა, რომ ბარბარა გარდნერი მასთან ვახშმობას საერთოდ არ
აპირებდა. ეს სულელური ხუმრობა, მისი შურისძიება იყო. სულელმა ქალმა სამაგიეროს
გადახდის სხვა საშუალება ვერ მონახა, გარდა იმისა, რომ მოხუცი მეორე ქალაქში ჩამოეყვანა.
იგი არა მარტო ქალზე, არამედ საკუთარ თავზეც ბრაზობდა. პაიკი საკუთარ თავს დაჰპირდა,
რომ ბარბარა ძალიან ინანებდა ამ საქციელის გამო. თავი ბალიშზე როგორც კი დადო, მაშინვე
ჩაეძინა.

მეორე დილით არტურ პაიკს თავი საშინლად სტკიოდა. ტელევიზორი წვალებით ჩართო.
სწორედ კულტურის ახალ ამბებს აცხადებდნენ. „... ხმამაღალი წარმატება. ახალგაზრდა,
მაგრამ იმედისმომცემი მსახიობი ბარბარა გარდნერი, რომელმაც გუშინ ბროდვეის
სპექტაკლში „ძველი ისტორია” მთავარი როლი შეასრულა, ბისზე ათჯერ გამოიძახეს. გუშინ
დილით ნორა ამსტერსი, რომელსაც მისის უოლტერსი უნდა ეთამაშა, ავარიაში მოხვდა. იგი
დუბლიორმა, ბარბარა გარდნერმა შეცვალა. კრიტიკოსები ვენის თეატრალურ კაბადონზე
ახალი ვარსკვლავის გამოჩენის შესახებ ალაპარაკდნენ…”

როდესაც ამ სიტყვების აზრი მის ტვინამდე დავიდა, არტურ პაიკს სუნთქვა შეეკრა. თავის
ტკივილის მიუხედავად, უცებ მიხვდა ბარბარა გარდნერს რაში დასჭირდა მისი ნიუ-
იორკიდან გამოტყუება.

შემდეგ თავისი დაწერილი რეცენზია გაახსენდა, რომელსაც ახლა, ალბათ, ხალხი


გაკვირვებული კითხულობს. გუშინ ეშმაკობის ხასიათზე იყო და ამიტომაც, ნორა ამსტერსს
კარგადაც გადაუარა. პაიკმა იქედნურად დაწერა, რომ მის უნიჭობას მაყურებელი უკანა
რიგებშიც კი ვერ დაემალაო.
ფიქრი დიქტორის ხმამ შეაწყვეტინა, თავისი გვარი რომ გაიგონა, ეკრანს შეხედა. დიქტორი
აცხადებდა, რომ ცნობილ თეატრალურ კრიტიკოსს არტურ პაიკს, მალე სასამართლოში
დაიბარებდნენ. გაზეთის რედაქციამ, სადაც მუშაობდა, დრამატურგმა და მსახიობებმა
სასამართლოში უჩივლეს.

პაიკი ტელევიზორთან მიხოხდა და გამორთო. შემდეგ როგორღაც ფანჯრამდე მიაღწია,


გამოაღო და... გადააბიჯა.

ქურდობა ჯენტლმენურად

პუარომ დეპეშა წაიკითხა და ჰასტინგსს მიუბრუნდა.

– მოემზადე. შარპლში მივდივართ. ნახევარ საათში მანქანა მოგვაკითხავს.

– ახლა? კი, მაგრამ შუაღამეა. ვის დავჭირდით, ასე სასწრაფოდ.

– ლორდ ელოვეის დავჭირდით. შენ იცი, რომ ის მალე პრემიერ-მინისტრი გახდება. იმედის
მომცემი პოლიტიკოსია და მინისტრთა კაბინეტის ყველაზე თვალსაჩინო წევრი.

– მახსოვს, ლორდი რალფ კერტისი, მაშინ ასე ერქვა, ერთ სერიოზულ სკანდალში გაეხვია,
მერე თითქოს მოგვარდა ეს ამბავი. ოღონდ, როგორ, არ ვიცი, – ჩაიბურტყუნა ჰასტინგსმა.

– ეს ამბავი დავიწყებულია. „როლს-როისი” იცდის, წავედით.

კაბინეტში ლორდი ელოვეი სტუმრებს უკვე ელოდა. საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი იყო. მის
გამოხედვაში ენერგია და ძალა იგრძნობოდა. ის მარტო არ იყო.

– ბატონებო, გაიცანით, ადმირალი სერ ჰარი ვაირდელი. პირველი ლორდი. სერ ჰარი, მესიე
ერკიულ პუარო და ჰასტინგსი. დიახ, მათ არაჩვეულებრივი სამსახური გაუწიეს ინგლისს,
ერთ დელიკატურ საქმეში.

– სალაპარაკოდ არ ღირს, თქვენო ბრწყინვალებავ, – გაიღიმა პუარომ, – აჯობებს, პირდაპირ


საქმეზე გადავიდეთ.

– ო, დიახ, – ლორდი ელოვეი ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, – მესიე პუარო, საშინელება
მოხდა. წყალქვეშა ნავის ნახაზები დაიკარგა. ეს სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლო
ნახაზებია. ხვდებით, ალბათ, რა მდგომარეობაში ვართ. ნახაზები აქ იყო, ჩემს კაბინეტში.
პირდაპირ მაგიდიდან მოიპარეს.

პუარო შეიჭმუხნა.

– ყველაფერი დალაგებით მომიყევით, თუ შეიძლება და თანმიმდევრობით.

– რა თქმა უნდა. ეს დაახლოებით სამი საათის წინ მოხდა. სტუმრები მყავდა – სერ ვაირდელი
ცოლით და ვაჟიშვილით, ასევე მისის კონრადი – ლონდონის მაღალ წრეებში საკმაოდ
მიღებული ქალბატონი. ვახშმის შემდეგ, დაახლოებით, ათი საათი იქნებოდა, ქალბატონები
დასაძინებლად გაემართნენ მათთვის განკუთვნილ ოთახებში. რამდენიმე წუთში, მათ
მაგალითს ახალგაზრდა ლეონარდ ვაირდელმაც მიჰბაძა. სერ ჰარის და მე კი წყალქვეშა ნავის
პარამეტრები უნდა განგვეხილა. ჩემს მდივანს, ფიცროის ვთხოვე, მოემზადებინა
დოკუმენტები – გამოეღო სეიფიდან და საწერ მაგიდაზე დაეწყო. მე და ადმირალი სიგარის
მოსაწევად ტერასაზე გავედით. იქ ვსეირნობდით და უცებ მომეჩვენა, თითქოს აივნის
კარიდან რაღაც ჩრდილი გასხლტა. ბაღში გადახტა და სიბნელეს შეერია.

– არავითარი ჩრდილი იქ არ ყოფილა, – საუბარში ჩაერია ადმირალი.

– მე ზღვაზე დავბერდი და არაჩვეულებრივი მხედველობა მაქვს. ვინმე რომ ყოფილიყო,


აუცილებლად შევნიშნავდი.

– ჩვენ ამაზე თქვენს მოსვლამდეც ვდავობდით, – თქვა ლორდმა.

– განაგრძეთ, სერ... – პუარო ყურადღებით უსმენდა.

– დიახ. კაბინეტში ტერასიდან შევედით. სწორედ იმ მომენტში, ფიცროიც შემოვიდა


კაბინეტში ჰოლიდან. ვკითხე, რამე ხომ არ დაგავიწყდა-მეთქი და მითხრა, რომ სულ ორი
წუთით გავიდა ჰოლში, რადგან ქალის კივილის ხმა გაიგონა.

– ვინ კიოდა?

– მისის კონრადის მოსამსახურე გოგო. ფიცროის უთხრა, რომ თეთრებში ჩაცმული მოჩვენება
დაინახა. ფიცროიმ, რა თქმა უნდა, ბევრი იცინა ამაზე და კაბინეტში დაბრუნდა. რაც შეეხება
ნახაზებს, ის მაგიდიდან, სწორედ იმ დროს გაქრა, როცა ფიცროი მოსამსახურე გოგოს
კივილზე კაბინეტიდან გავიდა.

– ანუ, 3-4 წუთის განმავლობაში – ჩაილაპარაკა პუარომ.

– შეიძლება, ნაკლებშიც, რადგან მე და ადმირალი ფიცროიზე ცოტა ადრე შევედით კაბინეტში.


– ფიცროიზე რას მეტყვით?

– თავს დავდებ მასზე, – ცხარედ წამოიძახა ლორდმა ელოვეიმ, – ყველაზე შეიძლება ეჭვის
მიტანა, ოღონდ მასზე არა.

– ჰო, მაგრამ მოსამსახურე გოგომ რაღაც როლი აუცილებლად შეასრულა ამ ისტორიაში. თუ


თქვენც გჯერათ, რომ მან მოჩვენება დაინახა... თქვენო აღმატებულებავ, მომიტევეთ, მაგრამ
თქვენი სტუმრების გაღვიძება და მათთან გასაუბრება მომიწევს. რა თქმა უნდა, არ ვეტყვი, რა
დოკუმენტები დაიკარგა, მაგრამ ამას, უბრალოდ, გვერდს ვერაფრით ავუვლი.

– დიახ, აუცილებლად. მოსამსახურეს ვეტყვი, ისინი სასადილო ოთახში მოიწვიოს. ძალიან


დამავალებთ, თუ დაკონკრეტებისგან თავს შეიკავებთ.

– მესმის, მილორდ, მაქსიმალურად ფრთხილი ვიქნები, – დაჰპირდა პუარო.

სანამ ლორდი ელოვეის სტუმრები სასტუმრო ოთახში შეიკრიბებოდნენ, პუარო ტერასაზე


გავიდა და რამდენიმე წუთი, ბაღში ყურადღებით ათვალიერებდა ბალახს.

– მილორდ, თქვენ აშკარად შეცდით აჩრდილთან დაკავშირებით. ბატონი ადმირალი კი


სიმართლეს ამბობდა, როცა თქვა, რომ თქვენ ეს მხოლოდ მოგეჩვენათ. დღეს საღამოს ისეთი
წვიმა იყო, გაზონზე კი არავითარი კვალი არ არის.

– ნუთუ მომეჩვენა, – წამოიძახა ლორდმა, – შეუძლებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ


დოკუმენტების მოპარვა, მხოლოდ სახლში მყოფთაგან შეეძლო რომელიმეს?!

– დიახ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვის უფრო ჰქონდა კაბინეტში შესვლის შესაძლებლობა, სანამ
ფიცროი მოსამსახურე გოგოს ელაპარაკებოდა?

– გამორიცხულია, ვინც უნდა შესულიყო კაბინეტში, ფიცროი მას აუცილებლად დაინახავდა.

– დასაწყისში ყველაფერი შეუძლებლად გვეჩვენება ხოლმე... – მოიღუშა პუარო, – ვნახოთ,


თქვენს სტუმრებთან გასაუბრება რას მოგვიტანს.

– დიახ, ალბათ, მართალი ბრძანდებით, – უხალისოდ დაეთანხმა ლორდიც.

პუარო სასტუმრო ოთახში შევიდა. იქ მას უკვე ელოდნენ პენუარში გამოწყობილი


ქალბატონები. ლორდის მეუღლე მშვენიერი იყო, შავი თმითა და მოციმციმე თვალებით. მის
ვაჟიშვილს ტიპური მექალთანის გარეგნობა და გამოხედვა ჰქონდა. რაც შეეხება მისის
კონრადს, ჰასტინგსი აღაფრთოვანა მისმა გარეგნობამ.

– მილორდ, – ჩუმად ჰკითხა პუარომ ლორდს, – ეს ქალბატონი იმიტომ ხომ არ მოიპატიჟეთ,


რომ მასზე უფრო მეტის გაგება გინდოდათ?
– დიახ. მის წარსულ ცხოვრებაზე არაფერია ცნობილი. დაახლოებულია დიპლომატიურ და
სამთავრობო წრეებთან. აწყობს მდიდრულ წვეულებებს და ერთი სიტყვით...

– გასაგებია, – თავი დაუქნია პუარომ და ქალბატონებს მიუბრუნდა, – ძალიან გვიან


შეგაწუხეთ, მაგრამ სიტუაცია ვერ იცდის. რამდენიმე საათის წინ, კაბინეტიდან რაღაც
დაიკარგა. მინდა ვიცოდე, თქვენ სად იყავით ამ დროს. მისის კონრად, თქვენგან დავიწყოთ.

– არაფერი საინტერესო, ავედი ოთახში და დავუძახე ჩემს მოსამსახურეს. ამოსვლას


აგვიანებდა. მგონი, ვიღაცას ელაპარაკებოდა კიბეზე. სულ ეს არის. არაფერი გამიგონია. ღრმა
ძილი ვიცი. თან, ძალიან დავიღალე.

– თქვენ?

– მეც ავედი და მაშინვე დავიბანე – თქვა ადმირალის მეუღლემ და გაწითლდა.

– კი, მაგრამ თქვენი წიგნი? – შეახსენა მისის კონრადმა. თქვენ ხომ თქვით, სასტუმრო ოთახში
წიგნი დამრჩა და ჩავბრუნდიო.

– აჰ, დიახ. გამახსენდა. ჰო, ავიღე და მაშინვე უკან ამოვბრუნდი. არაფერი დამინახავს და
არაფერი გამიგონია.

– მეც ადრე დავწექი დასაძინებლად და ჩემი ოთახიდან ახლა გამოვედი, რადგან თქვენ
დამიძახეთ, – სწრაფად თქვა ლეონარდ ვაირდელმა.

პუარომ გაიღიმა, ოთახი დატოვა და ჰოლში გასულმა მოსამსახურე გოგო თითით მოიხმო...

– აბა, პატარავ, ყველაფერი გულახდილად უნდა მითხრა. გაკოცა, არა?

– დიახ, მესიე... ზურგიდან მომეპარა და... ძალიან მოულოდნელი იყო. იმიტომაც ვიკივლე,
მერე იძულებული გავხდი, ის სულელური ტყუილი მომეგონებინა, მოჩვენებაზე.

– აჰა, ასეც ვიცოდი, – პუარომ ხელები მოიფშვნიტა, – ჰასტინგს, ჩვენ აქ აღარაფერი გვესაქმება.
მასპინძლებს გამოვემშვიდობოთ და წავიდეთ.

– როგორ, ნახაზები? – ჰასტინგსს თვალები გაუფართოვდა.

– ნახაზებს ქურდი მალევე დააბრუნებს, მილორდ, კარგია, რომ გამოხვედით, ყველაფერი


რიგზეა.

– მისიე პუარო...
– მილორდ... ნახაზებს არაფერი ემუქრება და კიდევ... ჩემი თქვენდამი პატივისცემიდან
გამომდინარე, პირობას გაძლევთ, რომ ამ საქმეს არ ჩავუღრმავდები.

ლორდმა გაიღიმა და პუაროს მაგრად ჩამოართვა ხელი.

ჰასტინგსმა მთელი გზა ხმა ვერ ამოაღებინა პუაროს. მხოლოდ მოგვიანებით, როცა უკვე ჩაის
მიირთმევდნენ, პუარომ მოწყალება გაიღო და დააკმაყოფილა მისი ცნობისმოყვარეობა.

– ჰასტინგს, დამშვიდდით. ნახაზები არ დაკარგულა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ


ლორდზე უკეთეს პრემიერ-მინისტრს ინგლისი ვერ იშოვის. მან თავად გაათამაშა ეს
ყველაფერი.

– რაში დასჭირდა?

– მახსოვს, მითხარით, რამდენიმე წლის წინ, რაღაც სკანდალში იყო გახვეულიო. ჰოდა, ვიღაც
აშანტაჟებდა. სანაცვლოდ კი, ნახაზებს სთხოვდა. ამ დროს, ნახაზებს „იპარავენ”. ის ქალი –
მის კონრადი აგენტია, მაგრამ მოწმეა, როგორ დამიძახა ლორდმა ნახაზების ქურდობის
საქმეზე, საუკეთესო მაძებარი ანუ მე. ახლა მიხვდით? გენიალურია... გენიალური.

რამდენიმე დღის შემდეგ, პუარომ ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრისგან სოლიდური


თანხის ჩეკი და მადლობის წერილი მიიღო.

გამოცანის გასაღები

ქალი ძალიან შეუხედავი იყო, თითქმის ორმოცდაათ წელს მიტანებული. ჰასტინგსი


ასეთებზე ამბობდა, როგორი უფერული ქალიაო. თითქოს ძვირფასი ტანსაცმელი ეცვა, მაგრამ
საშინლად არ უხდებოდა. ჭაღარა თმა სასაცილოდ მოუჩანდა მოდური შლაპიდან. პუარომ ის
ჩვეული თავაზიანობით მიიღო.

– მისის ჰენგელი ვარ. ძალიან მიჭირდა, მისტერ პუარო, აქ მოსვლა, მაგრამ პოლიციაში
საერთოდ ვერ წავიდოდი. ხომ ხვდებით, შეიძლება, ჩემს ეჭვებში ვცდები და
ტყუილუბრალოდ ვადანაშაულებ ჩემს მეუღლეს... საქმე ისაა, რომ... რომ...

– დამშვიდდით, მადამ... მე ერკიულ პუარო ვარ და შეგიძლიათ, ჩემთან სრულიად


გულახდილი იყოთ. პოლიციასთან საერთო არაფერი მაქვს.

– დიახ, სწორედ ეს მჭირდება – კერძო გამოძიება! – გამოცოცხლდა ქალი, – ისეთი


საშინელებაა, როცა ცოლი ქმარს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს...
– არა უშავს. ასეთები მომხდარა?! თუ სწორად მივხვდი, თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენი
მეუღლე თქვენს მოკვლას ცდილობს.

– დიახ. ძალიან მძიმეა ეს ჩემთვის, მაგრამ, უნდა ვთქვა: ბოლო დროს სულ ცუდად ვარ,
თავბრუ მესხმის და გული მერევა. საკმარისია, რამე შევჭამო, რომ მაშინვე ექიმს ვიძახებ.

– მერე, რას ამბობს ექიმი? – პუარო შეიჭმუხნა და ნიკაპი მოისრისა.

– ამბობს, რომ ეს გასტრიტია. მაგრამ მე არ მჯერა, რადგან, როცა ედუარდი შაბათ-კვირას


სადღაც გაემგზავრება, მსგავსი არაფერი ხდება. თანაც, მისი ქერათმიანი მედდა... ჩემი ქმარი
კბილის ექიმია და მიმტკიცებს, რომ პაციენტების მოსაზიდავად სწორედ ასეთი გარეგნობის
მედდა სჭირდება. მე კი ვფიქრობ, მათ რომანი აქვთ და ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, თავიდან
მომიშოროს.

– თქვენ თქვით, რომ შეძლებული ხალხი ხართ, სად ცხოვრობთ?

– კორნულაში, კერძო მამულში.

– თქვენს სახელზე არის რამე ქონება?

– არანაირი. ყველაფერი ჩემი ქმრის საკუთრებაა. ჩემი ქონება, სულ რაღაც, ასი ფუნტია
წელიწადში.

პუარომ თავაზიანად გაიღიმა.

– მომიტევეთ, მაგრამ... მე მოტივის დადგენას ვცდილობ და ამიტომ, შეიძლება, უხერხული


შეკითხვა დაგისვათ.

– დიახ, რა თქმა უნდა. მე მზად ვარ ამისთვის.

– ანუ, თქვენი ქმარი დანტისტია და, შესაბამისად, დარიშხანი მისთვის საკმაოდ


ხელმისაწვდომია... კიდევ ვინ ცხოვრობს თქვენთან? შვილები?

– მე და ჩემს მეუღლეს შვილები არ გვყავს. რამდენიმე წელია, ჩემი მეუღლის ძმისშვილი,


ფრიდა სტენტინი ცხოვრობს ჩვენთან. მას მშობლები დაეხოცა და ედუარდი მფარველობს.
მოსამსახურეც გვყავს, ის ძალიან კარგი, პატიოსანი გოგოა. ფრიდა უკვე ერთი თვეა, ჩვენგან
გადავიდა – რაღაც ეწყინა და წავიდა. განაცხადა, ყველასთვის ასე აჯობებსო. ედუარდმაც ბინა
უქირავა ქალაქში.

– ფრიდა გათხოვილია? – დაინტერესდა პუარო.


– არა, რა თქმა უნდა. ცუდი გოგო არ არის, მაგრამ ჭირვეულია და არაფრით არ სჯერა, რომ
ბიძამისს ცუდის გაკეთება შეუძლია. ამაში რედნოლიც ეთანხმება.

– რედნოლი ვინ არის? – იკითხა პუარომ.

ქალი ოდნავ გაწითლდა და ენა დაება:

– ეე... რედნოლი ოჯახის მეგობარია, ისეთი თავაზიანი ახალგაზრდა კაცია...

– ფრიდასა და მას რომანი ხომ არ აქვთ?

– არა, არა... ის, უბრალოდ, მეგობარია...

პუარომ შუბლი მოისრისა:

– აი, რა, ძვირფასო ქალბატონო! ჩვენ თქვენთან ჩამოვალთ, რომ ადგილზე გავეცნოთ
სიტუაციას და თქვენს ქმარსაც შევხვდებით. შეგიძლიათ, როგორც თქვენი შორეული
ნათესავები ისე წარგვადგინოთ. ჩვენს ჩამოსვლამდე კი ქენით სიკეთე და არაფერი მიირთვათ,
გარდა იმისა, რასაც საკუთარი ხელით მოამზადებთ.

ქალი რომ წავიდა, პუარომ ჰასტინგს ჰკითხა:

– აბა, რას ფიქრობ ამ ყველაფერზე?

ჰასტინგსმა მხრები აიჩეჩა:

– რა გითხრათ! ეჭვიანი ცოლის ჰალუცინაციებია.

– არა, ეს ქალბატონი ნევრასთენიკსა და პათოლოგიურად ეჭვიანს არ ჰგავდა. ისეთებიც ბევრი


მინახავს, შენ რომ თქვი. მაგრამ ისინი სხვანაირად იქცევიან და სხვანაირი გამოხედვა აქვთ.
თუმცა, გამორიცხული არაფერია. ახლა კი, ქენით სიკეთე, დარეკეთ სადგურში და
კორნულისკენ მიმავალი მატარებლების განრიგი იკითხეთ.

ჰენგელების სახლი გზიდან ოდნავ მოშორებით იდგა, წინ კი პატარა, ლამაზი ბაღი ჰქონდა.
პუარომ ზარი დარეკა, მერე დააკაკუნა... კარი საკმაოდ გვიან გაიღო. მოახლეს შეშფოთებული
სახე და ნამტირალები თვალები ჰქონდა.

– ჩვენ მისის ჰენგელის ნახვა გვინდოდა.

– დააგვიანეთ, ქალბატონი ამ დილით გარდაიცვალა, – დაისლუკუნა მოახლემ.

პუარო გაფითრდა:
– ჯანდაბა! ეს როგორ დამემართა! რა მოუვიდა ქალბატონს?

მოახლემ თავი გადააქნია:

– მე არაფერი არ მინდა ვთქვა, თუმცა, ბევრი რამე ვიცი და ბევრსაც ვხვდები. ექიმი ამბობს, ეს
გასტრიტის შეტევა იყოო. რაც უნდა, ის თქვას, მაგრამ მე ხომ დავინახე ბატონის ხელში
დარიშხანიანი ბოთლი, ქალბატონის პუდინგი კი იქვე იდო. მერე, როგორ შეკრთა, როცა
მიხვდა, რომ დავინახე... ერთ წუთსაც აღარ გავჩერდებოდი ამ ბოროტებით სავსე სახლში,
მაგრამ, მიცვალებულს მარტო ხომ არ დავტოვებ! თუმცა, მშიერიც რომ მოვკვდე, სანამ აქ ვარ,
ერთ ლუკმასაც არ გადავყლაპავ.

– სად ცხოვრობს მის ფრიდა, ბატონის ძმისწული?

მოახლემ მისამართი უთხრა და სახლში შეიმალა.

პუარომ მხრები აიჩეჩა:

– ვითომ, არაფერი არ უნდოდა, ეთქვა, ყველაფერი კი თქვა. წავიდეთ. მადმუაზელი


მოვინახულოთ.

ფრიდა წარმოუდგენლად ლამაზი ქალიშვილი აღმოჩნდა. მასთან ერთად იყო ახალგაზრდა


მამაკაცი, ჯეკობ რედნოლი – სწორედ ის, მისის ჰენგელმა რომ ახსენა.

– საწყალი ბიცოლა, – ამოიოხრა მის ფრიდამ, – ეს საშინელებაა. ახლა უკვე სინდისი მაწუხებს.
ბიძაჩემს, ალბათ, დააპატიმრებენ. უკვე მთელი ქალაქი ჭორაობს, რომ მან მოკლა თავისი
ცოლი, არადა, ბიძია ყოველთვის თბილი და ყურადღებიანი იყო მის მიმართ.

– თქვენ და ეს ჯენტლმენი დანიშნულები ხართ. ასე არ არის?

– დიახ, – ფრიდა გაწითლდა, – ამის გამო მოგვივიდა ჩხუბი მე და ბიცოლას. მას არ სჯეროდა,
რომ... – ქალიშვილი გაჩუმდა – არა, არ შემიძლია, ის ხომ მკვდარია, მაგრამ, მეჩვენებოდა, რომ
ბიცოლა ყურებამდე იყო შეყვარებული ჯეკობზე.

პუარომ თანაგრძნობით დაუქნია თავი და თავაზიანად გამოემშვიდობა. გარეთ რომ


გამოვიდნენ, ჰასტინგსმა ჰკითხა:

– რის გაკეთებას აპირებთ?

– არაფრის. დავიცდი, სახლში წავალ და დაველოდები, როგორ განვითარდება მოვლენები...

ერთი კვირის შემდეგ ჰასტინგსმა პუაროს გაზეთი აჩვენა.


– ნახეთ, აქ რა წერია... მისტერ ჰენგელს ცოლის მკვლელობისთვის ასამართლებენ. მას, ალბათ,
სიკვდილი ელის. მოტივიც გამოიკვეთა – მისმა მედდამ ჩვენება მისცა, რომ რომანი ჰქონდათ
და ექიმი ცოლად მოყვანასაც დაჰპირდა, როცა მისი ცოლი გარდაიცვლებოდა.

– უკვე ვიცი და ზომებიც მივიღე: ის ახალგაზრდა – ჯეკობ რედნოლი დავიბარე. მგონი, უკვე
მოვიდა კიდეც...

განცვიფრებული ჰასტინგსის თვალწინ პუარომ ოთახში შეიპატიჟა სტუმარი.

– ჩემი ნახვა გინდოდათ? – ჰკითხა ჯეკობმა, – უცნაურია, რისთვის?

– პატარა ფორმალობაა – მინდა, ამ ქაღალდზე მოაწეროთ ხელი.

– ხელი მოვაწერო? კი მაგრამ, ეს რა არის? – ახალგაზრდა კაცმა უკმაყოფილოდ დახედა


ფურცელს.

– ეს თქვენი აღიარებაა. აქ წერია, რომ თქვენ მოწამლეთ მისის ჰენგელი.

– რა სისულელეა! – იბღავლა ჯეკობ რედნოლმა, – წარმოუდგენელი სისულელეა!

– სულაც არა. თქვენ დიდი ხანია, გინდათ, საკუთარი საქმე წამოიწყოთ. მკერავი ხართ და
ატელიეზე ოცნება ოცნებად რომ არ დარჩენილიყო, ფული გჭირდებოდათ. ფრიდა ლამაზია,
კი, მაგრამ ბიძის ქონებას ის მაშინ მიიღებდა, თუ ბიცოლა მოკვდებოდა, ბიძას კი ცოლის
მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯიდნენ. ჰოდა, მშვენიერი გეგმა მოიფიქრეთ: თავი
შეაყვარეთ იმ საბრალო ქალს – მისის ჰენგელს. შეყვარებული კაცის როლი შესანიშნავად
ითამაშეთ და საკუთარი ქმრის მიმართ ეჭვი ჩაუნერგეთ. საწამლავს კერძში მარტო მაშინ
უყრიდით, როცა მისი ქმარიც სახლში იყო. აი, ფრიდასთან თამაში კი არ დაგჭირდათ – ის
ისეთი ლამაზია... მოკლედ, მე შანსს გაძლევთ: მოაწერეთ ამას ხელი და ოცდაოთხი საათის
განმავლობაში პოლიციაში არ მივალ. თუ უარს იტყვით, ჩემს თანაშემწეებს ვთხოვ, აქვე
შეგბოჭონ...

ახალგაზრდა კაცი ჯერ გაფითრდა, მერე კალამს ეცა, ფურცელზე ხელი მოაწერა და
უკანმოუხედავად გავარდა..

– ეს რა ქენით, რატომ გაუშვით? – შეჰყვირა ჰასტინგსმა.

– იმიტომ, რომ არანაირი თანაშემწეები არ მყავს. არც სამხილები გამაჩნდა ამ არამზადის


წინააღმდეგ. რა უნდა მომეყოლა პოლიციისთვის? მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. ნუ
ღელავთ, სკოტლანდ-იარდის ყოჩაღი ბიჭები მას მაინც დაიჭერენ. მისტერ ჰენგელი იჯდება
კიდევ 24 საათი ციხეში – ასეც მოუხდება, ცოლს რომ ღალატობდა... მე სიტყვის კაცი ვარ...
დანაშაული სამხილით

– ჯორჯ პრიტჩარდი ბრწყინვალე ადამიანია, – დაიწყო თხრობა პოლკოვნიკმა ბანტრიმ, – მისი


ცოლი, საცოდავმა უკვე დაგვტოვა, მისთვის ძალიან მძიმე ტვირთი იყო. ის ისეთი
ავადმყოფების რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც ყველას სისხლს უშრობენ: დილიდან
საღამომდე წუწუნებდა და ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ჯორჯი მუდამ მის სრულ
განკარგულებაში უნდა ყოფილიყო. თუმცა, რაც უნდა გაეკეთებინა ქმარს, ყველაფერს
უწუნებდა. შემიძლია, დავიფიცო, რომ ჯორჯის ადგილზე, ყველა ნაჯახს აიღებდა და იმ ქალს
ერთხელ და სამუდამოდ გაათავისუფლებდა ტანჯვისგან. მისის პრიტჩარდს სხვადასხვა
ჯურის ნათელმხილველების, წინასწარმეტყველებისა და მკითხავების სწამდა და ჯორჯი
ამასაც მშვიდად იტანდა.

მომვლელები მასთან დიდხანს არ ჩერდებოდნენ. მისის პრიტჩარდი მათ ხელთათმანებივით


იცვლიდა. თუმცა, იყო ერთი ახალგაზრდა ექთანი, რომელსაც მკითხავებისა და
წინასწარმეტყველების სჯეროდა და, ალბათ, ამიტომ, ის მისის პრიტჩარდს მგონი, უყვარდა
კიდეც. შემდეგ, მოულოდნელად, გული მასზეც აიცრუა და ერთ-ერთი ძველი მომვლელით
შეცვალა, რომელიც ერთხელ უკვე გაგდებული ჰყავდა. მედდა კოპლინგი ხანში შესული ქალი
იყო. აღელვება არასდროს ეტყობოდა და მისის პრიტჩარდის ისტერიკებს იოლად
უმკლავდებოდა.

როდესაც მისტერ პრიტჩარდი საღამოს სადმე მიდიოდა, მას სამუშაო საათების შემდეგაც
სთხოვდა ხოლმე დარჩენას. იმ დღესაც გოლფის სათამაშოდ უნდოდა წასვლა, მაგრამ,
გაირკვა, რომ კოპლინგი ნათესავთან მიდიოდა, თუმცა მისტერ პრიტჩარდი დაამშვიდა:

– დღეს ჩვენ საჭირონი არ ვიქნებით. თქვენმა ცოლმა სახლში მედიუმი, ვინმე ზარიდა
მოიწვია. როგორც ვიცი, მას რეკომენდაცია ჩემმა წინამორბედმა, მედდა კარსტერსმა გაუწია.
თქვენმა ცოლმა მთხოვა, მედიუმთან წერილი მიმეწერა და მომეწვია.

ჯორჯი დამშვიდდა და გოლფის სათამაშოდ წავიდა. როდესაც სახლში დაბრუნდა, ცოლი


უკიდურესად აღელვებული დახვდა. დივანზე იწვა და ცხვირთან წამდაუწუმ მიჰქონდა
სურნელოვანი მარილით სავსე ფლაკონი.

– ჯორჯ! – წამოიძახა მან, – ხომ გეუბნებოდი, რომ ეს სახლი არ მომწონს-მეთქი! როგორც კი ის


ქალი შემოვიდა, გამოაცხადა: „აქ ბოროტებაა, ბოროტება და ხიფათი!” შეგიძლია, გაიცინო,
მაგრამ ზარიდამ პირდაპირ მითხრა, ეს სახლი მოგკლავსო. ასევე, ამ იებზე მიმითითა და
მითხრა, რომ სახლში არავითარი ლურჯი ყვავილი არ უნდა გავაჩერო – ლურჯი ფერი
თქვენთვის სიკვდილიაო.
ამ ამბიდან ორ დღეში ცოლმა ჯორჯს წერილი აჩვენა, რომელმაც ის ძალიან ცუდ გუნებაზე
დააყენა. წერილში ეწერა: „მომავალი დავინახე. დამიჯერეთ, დრო მოვიდა... სავსე მთვარის
გეშინოდეთ. ლურჯი ფურისულა – გაფრთხილებაა, ლურჯი ვარდი – საფრთხე, ლურჯი
ნემსიწვერა – სიკვდილი...”

ჯორჯს უნდოდა, გაეცინა, მაგრამ ცოლს რომ შეხედა, გადაიფიქრა და თქვა:

– ეგ ქალი, უბრალოდ, შენს შეშინებას ცდილობს, მერი. ხომ იცი, რომ არც ლურჯი ფურისულა
არსებობს და არც ლურჯი ნემსიწვერა?!

მისტერ პრიტჩარდის ყველა მცდელობა, ცოლი ამ ყველაფრის უაზრობაში დაერწმუნებინა,


უშედეგო აღმოჩნდა. ის კი არა, მისის პრიტჩარდი ამტკიცებდა, ზარიდა ვიღაცას მაგონებსო.

გავიდა კიდევ ოთხი დღე და პირველი ინციდენტი მოხდა: მისის პრიტჩარდის ოთახი
მთლიანად მოდური შპალერით იყო გაწყობილი – ყვავილები, ყვავილები და კიდევ
ყვავილები. ამ ყვავილების ზღვაში ერია ვარდისფერი და ყვითელი ფურისულებიც... იმ
დილით მისის პრიტჩარდმა ზარის რეკვა მანამდე არ შეწყვიტა, ვიდრე მასთან ოთახში
მოახლე არ ავიდა. ქალი საწოლში წამომჯდარიყო და თითს ისტერიკულად ურტყამდა
შპალერს. იქ კი, ფურისულებს შორის ერთ-ერთი, ახლა უკვე ლურჯი გამხდარიყო. ჯორჯი
შეეცადა, ცოლი დაერწმუნებინა, რომ ეს ყვავილი აქ ადრეც იყო, მაგრამ ვერ მოახერხა. ამას
ისიც დაერთო, რომ იმ ღამეს სავსემთვარეობა იყო და მისის პრიტჩარდს შიშისგან გონი
ჰქონდა დაკარგული.

– იმ დღეს მისის პრიტჩარდის დასაწყნარებლად, მეც ვიყავი მისული, – სიტყვა ჩამოართვა


ქმარს მისის ბანტრიმ, – მაგრამ, არაფერი გამომივიდა. სახლისკენ რომ მოვდიოდი, ჯინ
ინსტოუს შევხვდი და ახალი ამბავიც ვუამბე. ვუთხარი, მისის პრიტჩარდი იმდენად
ცრუმორწმუნეა, რომ სავსებთ შესაძლებელია, შიშისგან მოკვდეს-მეთქი. ჯინმა კი პირდაპირ
მომახალა:

– იქნებ ასე უკეთესიც იყოს. განა მაგ ქალის ცხოვრებას ცხოვრება ჰქვია? ქმარსაც სიცოცხლეს
უმწარებს.

შოკში ჩავვარდი და ძლივს ამოვღერღე: – ჯორჯი მას ისე მოთმინებით ექცევა.

იმან კი: – ჰო, ჯორჯი შექებას ნამდვილად იმსახურებს, მიმზიდველი ტიპია. მათი ბოლო
მომვლელიც ასე ფიქრობდა. როგორ ერქვა? მგონი, კარსტერსი? სიმპათიური გოგო იყო. ჰოდა,
ცოლმა გააგდო კიდეც.

ძალიან არ მომეწონა, როგორი ტონით წარმოთქვა ეს ყველაფერი ჯინმა. უნებურად


გამახსენდა, რომ მის ინსტოუ და მისტერ პრიტჩარდი ერთ დროს... ანუ, მოვლენები
სხვანაირად რომ განვითარებულიყო... არადა ისინი ერთმანეთს ისე უხდებოდნენ. ინსტოუ
ულამაზესი ქალია. სხვათა შორის, ისინი მერეც მეგობრობდნენ...

– იქნებ, თხრობა დამასრულებინო, – უთხრა ცოლს მისტერ ბანტრიმ, – გასაგებია, რომ მას
შემდეგ მისის პრიტჩარდი სულმოუთქმელად ელოდა მომდევნო სავსემთვარეობას. როდესაც
დრო მოვიდა, ქმარი და მოახლე აიძულა, შპალერი ზედმიწევნით გამოეკვლიათ. როცა
დარწმუნდა, რომ იქ ვარდები ვარდისფერი, ან, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, წითელი იყო,
ოთახიდან ორივენი დაითხოვა და კარი ჩაკეტა. მაგრამ, დილით ერთი ვარდი ლურჯი
დახვდათ. ამ ამბავმა ჯორჯიც კი შეძრა, თუმცა ყველას არწმუნებდა, რომ ეს ვიღაცის
სულელური ხუმრობა იყო. თავად კი მშვენივრად იცოდა, რომ ცოლმა კარი საგულდაგულოდ
ჩაკეტა და ცვლილებაც ყველაზე ადრე შეამჩნია, მანამდეც კი, ვიდრე მედდა კოპლინგი
მოვიდოდა.

გავიდა კიდევ ერთი თვე. მისის პრიტჩარდი დაწყნარდა და დამშვიდდა, სავარაუდოდ


იმიტომ, რომ ბედს შეეგუა. მთელი დღები იჯდა და შპალერზე წითელ ნემსიწვერებს
ათვალიერებდა. სახლში მდგომარეობა აბსოლუტურად გაუსაძლისი ხდებოდა. მისის
პრიტჩარდის განწყობა მომვლელსაც გადაედო. სავსემთვარეობამდე ორი დღით ადრე ის
ჯორჯთან მივიდა და ცოლის სახლიდან წაყვანა სთხოვა. ჯორჯი გაცოფდა:

– ყველა ყვავილიც რომ გალურჯდეს და ეშმაკის სახე მიიღოს, ამისგან არავინ მოკვდება! –
უყვირა მან ქალს. ეჭვი მაქვს, ჯორჯი ფიქრობდა, რომ ამ ყველაფერს თავად ცოლი უწყობდა.

იმ ღამეს მისის პრიტჩარდი ისევ საძინებელში ჩაიკეტა. იგი არაბუნებრივად მშვიდი იყო.
ყოველთვის დილის 8 საათზე იღვიძებდა, მაგრამ დილით ზარი არ დაირეკა. მომვლელი
ავიდა და კარზე დაუკაკუნა. პასუხი რომ ვერ მიიღო, ჯორჯს დაუძახა. მან კარი შეამტვრია.
ლოგინზე გართხმული სხეული ეჭვს აღარ ტოვებდა. როგორც მერე ექიმმა განაცხადა, მისი
გული რვა საათის წინ გაჩერდა. მისის პრიტჩარდის ხელთან საყნოსი მარილის ფლაკონი
ეგდო, ხოლო კედელზე ერთი წითელი ნემსიწვერა უკვე ლურჯი გამხდარიყო. ექიმმა
შეამჩნია, რომ ოთახში გაზის მსუბუქი სუნი იდგა. გაზის ონკანი ოდნავ მოტრიალებული
აღმოჩნდა, თუმცა სუნი ისეთი სუსტი იყო, ეს სიკვდილის მიზეზი ვერაფრით გახდებოდა.

ყველა ჩურჩულებდა, რომ ცოლი მისტერ პრიტჩარდის მოკლული იყო. რაც შეეხება
წინასწარმეტყველ ზარიდას, იგი ამ ამბის შემდეგ არავის უნახავს. მის შესახებ არავინ არაფერი
იცოდა და რაც ყველაზე საინტერესოა, იმ ახალგაზრდა მომვლელს, კარსტერსს, ვინც თითქოს
ზარიდას რეკომენდაცია გაუწია, ამ ქალის შესახებ საერთოდ არაფერი გაეგონა.

– და მისტერ პრიტჩარდმა ცოლად მის ინსტოუ მოიყვანა? – იკითხა მის მარპლმა.

– სიმართლე გითხრათ, – უპასუხა მისტერ ბანტრიმ, – ჩვენ ამას ველოდით, მაგრამ უკვე
წელიწად-ნახევარი გავიდა და ისინი, მგონი, ერთმანეთს აღარც ნახულობენ.

– ჩემი აზრით, – განაცხადა მისის ბანტრიმ, – წინასწარმეტყველი ზარიდა გადაცმული მის


ინსტოუ იყო. თქვენც ხომ ეს იფიქრეთ, მის მარპლ? – არა, მთლად ასე არაა, – თქვა მის
მარპლმა, – საქმე ისაა, რომ, მე თუ ვინმეს მოკვლა მომინდებოდა, მარტო შიშის იმედად არ
ვიქნებოდი, რაიმე უფრო სანდოს შევარჩევდი.

– თუ ვინმეს ჯორჯზე გაქვთ ეჭვი, – თქვა მისტერ ბანტრიმ, – მე ეს წარმოუდგენლად


მეჩვენება, მიუხედავდ იმისა, რომ ექთანიც მას ადანაშაულებს. პირდაპირ არაფერს ამბობს,
მაგრამ, ნათელია, რომ ცოლის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ჯორჯს აკისრებს.

– საერთოდ, გამოცანის პასუხი ფურისულებში იმალება, – თქვა მის მარპლმა, – მისტერ


ბანტრიმ თქვა, რომ ზოგი ნემსიწვერა ყვითელი იყო, ზოგი – ვარდისფერი. თუ ვარდისფერი
ფურისულა გალურჯდა, მაშინ ყველაფერი გასაგებია, თუ ყვითელი...

– ვარდისფერი, – დაემოწმა მისის ბანტრი და მის მარპლს გაკვირვებულმა შეხედა.

– მაშინ, გასაგებია, – ამოიოხრა მის მარპლმა, – ამ მედდებს რას გაუგებ...

– თქვენ მხედველობაში მედდა კარსტერსი გყავთ? – ჰკითხა სერ ჰენრიმ.

– არა, სხვა – მედდა კოპლინგი. ხომ სწორედ ის მსახურობდა მათ სახლში ადრე. ჰოდა, მისტერ
პრიტჩარდი ძალიანაც მოეწონა. ვფიქრობ, მის ინსტოუს არსებობის შესახებ მას ეჭვიც არ
ჰქონდა. როდესაც გაიგო, შურისძიება გადაწყვიტა, თუმცა, წერილმა გასცა – იმ წერილმა,
რომელიც მან ვითომდა მისის პრიტჩარდის თხოვნით გაუგზავნა წინასწარმეტყველს.
წინასწარმეტყველი კი მოვიდა, მაგრამ, შემდეგ გაირკვა, რომ მითითებულ მისამართზე იგი
საერთოდ არ ცხოვრობდა. გასაგებია, რომ მედდა კოპლინგს არანაირი წერილი არ დაუწერია.
გამოდის, ზარიდა თავად იყო. სარისკო ნაბიჯი კი გადადგა, რადგან მისის პრიტჩარდს
შეეძლო, ეცნო, მთელი ეს ლურჯი ყვავილები და გაფრთხილებები კომუფლაჟი იყო... თუ
კალიუმციანიდს საყნოსი მარილის ფლაკონში ჩაასხამ და იქ დადგამ, სადაც დგას ხოლმე...
გახსოვთ, თქვენ თქვით, რომ ფლაკონი ქალის ხელთან იპოვეს. ხოლო როდესაც მისტერ
პრიტჩარდი ექიმის გამოსაძახებლად დაბლა ჩავიდა, მედდამ ბოთლი შეცვალა და გაზის
ონკანი ცოტათი მოუშვა – გაზი ნუშის სუნს კარგად ახშობს. გამიგია, რომ კალიუმციანიდი
ორგანიზმიდან ძალიან მალე გამოდის.

– რაც შეეხება ყვავილების გალურჯებას? – იკითხა მის ჰელერმა.

– მედდებს ყოველთვის თან აქვთ ლაკმუსის ქაღალდი. მჟავასგან ქაღალდი წითლდება, ხოლო
ტუტესგან – ისევ ლურჯდება. ასეთ გაწითლებულ ქაღალდს შპალერზე ყვავილზე
გადააგლისავ და, როდესაც საცოდავი ქალი თავის საყნოს მარილს გამოიყენებს, ნიშადურის
სპირტის ორთქლი ასეთ ყვავილს მაშინვე გაალურჯებს – გენიალური იდეაა!

– ისე ყვებით, თითქოს იქ იყავით, – აღფრთოვანება ვერ დამალა სერ ჰენრიმ.

– ერთადერთი, რაც მაშფოთებს, – გააგრძელა მის მარპლმა, – ეს მისტერ პრიტჩარდი და მის


ინსტოუა. მათ ხომ, ალბათ, ერთმანეთზე აქვთ ეჭვი... ხომ ხედავთ, აღარც კი ხვდებიან.
– შეგიძლიათ არ ინერვიულოთ, – გაიღიმა სერ ჰენრიმ, – მე თავიდანვე მქონდა რაღაც,
თქვენთვის შემონახული. მედდა კოპლინგი ცოტა ხნის წინ მოხუცი პაციენტის მკვლელობის
ბრალდებით დააკავეს. იმ საცოდავმა მას ქონება დაუტოვა. დანაშაული კალიუმციანიდით
ჩაიდინა, რომლითაც საყნოსი მარილი შეუცვალა – როგორც ხედავთ, მეთოდი იგივეა. ასე,
რომ მისტერ პრიტჩარდსა და მის ინსტოუს შეუძლიათ, საკუთარი ეჭვები როგორც სიზმარი,
ისე დაივიწყონ.

როცა ღმერთები იცინიან

– კარგად გამიგეთ, – უთხრა ექიმმა მეინელმა ჩარლზ რიჯვეის, რომელიც მასთან თავის
ნათესავს, მისის ჰარტერს მოჰყვა, – დეიდათქვენმა შეიძლება, ძალიან დიდხანს იცოცხლოს,
მაგრამ შოკი, ან ემოციური აღელვება მაშინვე მოკლავს! ამიტომ, ძალიან მშვიდ გარემოში
უნდა იყოს. არავითარი დატვირთვა, არავითარი გადაღლა. რა თქმა უნდა, არავითარი
უარყოფითი ემოცია. სასურველია, დაეხმაროთ, რომ სევდიანი ფიქრებიდან ყურადღება
უფრო სასიამოვნო რამეზე გადაიტანოს.

იმავე საღამოს ჩარლზმა მოხუც ნათესავს სახლში რადიოს დაყენება შესთავაზა. მისის
ჰარტერი ამ წამოწყებას ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა. ფიქრობდა, რომ რადიოტალღები
ჯანმრთელობისთვის საშიში იყო. ჩარლზი შეეცადა აეხსნა, რომ ამ ტალღებში საშიში
არაფერია. მთელი ლექცია წაუკითხა ელექტრონულ მილებზე, გამაძლიერებლებზე, მაღალ და
დაბალ სიხშირეებზე, ტრანზისტორებსა და კონდენსატორებზე. ბოლოს მისის ჰარტერი
დანებდა.

სხვანაირად არც შეეძლო. თავისი ახალგაზრდა ნათესავი ძალიან უყვარდა. რამდენიმე წლის
განმავლობაში მასთან სხვა ნათესავი – მირიამ ჰარტერი ცხოვრობდა. აპირებდა კიდეც, ეს
გოგო თავის მემკვიდრედ გამოეცხადებინა, მაგრამ მირიამმა იმედები გაუცრუა. ძალიან
მოუთმენელი აღმოჩნდა. თან, აშკარად ეტყობოდა, რომ მისის ჰარტერის საზოგადოება არ
სიამოვნებდა. როგორც მისის ჰარტერს უყვარდა თქმა – „მუდამ სადღაც დაწანწალებდა”.
ბოლოს ვიღაც ბიჭს გადაეყარა, რომელიც მისის ჰარტერს სასტიკად არ მოეწონა. მირიამი
დედას დაუბრუნეს, მოკლე წერილის თანხლებით, როგორც უვარგისი საქონელი. იგი თავის
რჩეულს გაჰყვა ცოლად და მისის ჰარტერი, როგორც წესი, ყოველ შობას ცხვირსახოცებს, ან
ხელსახოცებს უგზავნიდა. მას შემდეგ, რაც მდედრობითი სქესის ნათესავებმა იმედები
გაუცრუეს, მისის ჰარტერი ვაჟებზე გადაერთო. ჩარლზი მას თავიდანვე მოეწონა. იგი
ყოველთვის ყურადღებიანი იყო და მისი ახალგაზრდობის მოგონებებსაც ისეთი ინტერესით
ისმენდა, ხოლმე... ჩარლზი ყოველთვის კარგ გუნებაზე იყო და დღეში ხუთჯერ იმეორებდა,
როგორი საოცარი მოხუცი ჰყავდა გვერდით. მალე მისის ჰარტერმა ადვოკატს მისწერა, რომ
ახალი ანდერძი მოემზადებინა. ადვოკატმაც არ დააყოვნა და მისის ჰარტერმა სულ მალე ახალ
ანდერძს მოაწერა ხელი, ჩარლზის სასარგებლოდ.

მისის ჰარტერი თავიდან იყო რადიოს წინააღმდეგი, თორემ ცოტა ხანში მისით ისე
დაინტერესდა, აღარც სცილდებოდა – ხან ერთ ტალღას იჭერდა, ხან მეორეს. როდესაც
ჩარლზი სახლში არ იყო, რადიო მოხუცს უზარმაზარ სიამოვნებას ანიჭებდა. ჩაჯდებოდა
მაღალზურგიან სავარძელში, მყუდროდ მოეწყობოდა და საღამოს პროგრამებს უსმენდა.

რადიოს დაყენებიდან, დაახლოებით სამი თვე იქნებოდა გასული, როდესაც პირველი


უცნაური მოვლენა მოხდა. მისის ჰარტერი სახლში მარტო იყო. ჩარლზი მეგობრებთან ბრიჯს
თამაშობდა. საღამოს პროგრამაში ძველი შოტლანდიური ბალადების კონცერტს
გადმოსცემდნენ, როდესაც მოულოდნელად, რაღაც ხმაური გაისმა, სიმღერა შეწყდა და
რადიომიმღები აშიშინდა. შემდეგ ყველაფერი დადუმდა. ოთახში სიჩუმემ დაისადგურა.
თუმცა, ცოტა ხანში შიშინი ისევ გაისმა. მისის ჰარტერს მოეჩვენა, რომ ხმა სადღაც შორიდან
მოდიოდა... შემდეგ კი ნათლად გაიგონა მამაკაცის ხმა, რომელსაც მსუბუქი ირლანდიური
აქცენტი ჰქონდა:

– მერი.., გესმის ჩემი? პატრიკი ვარ... მალე მოგაკითხავ. მზად ხომ იქნები, მერი? და ოთახი
ისევ შოტლანდიური ბალადის ხმამ გაავსო. მისის ჰარტერი გაქვავდა.. ეს მისი ქმრის,
პატრიკის ხმა იყო! არა, ეს ან სიზმარია, ან ჰალუცინაცია. ალბათ, ჩათვლიმა. რა უცნაურია,
რომ სიზმარში ქმარი მას რადიოთი ელაპარაკებოდა. იქნებ ეს წინათგრძნობა იყო? მას ხომ
გული აწუხებს და აღარც ახალგაზრდაა?

ქალს ამ ამბის შესახებ არავისთვის უთქვამს, მაგრამ მალე ყველაფერი განმეორდა. მისის
ჰარტერი ისევ მარტო იყო ოთახში. საორკესტრო მუსიკას გადმოსცემდნენ. რადიო, როგორც
წინა შემთხვევის დროს, ახლაც მოულოდნელად დადუმდა. ისევ სიჩუმე, ისევ დიდი
მანძილის შეგრძნება და ისევ პატრიკის ხმა, ოღონდ არა ისეთი, როგორიც ცხოვრებაში
ჰქონდა, არამედ, შორეული და არამიწიერი.

– მერი, პატრიკი გელაპარაკება. მალე მოგაკითხავ... მისის ჰარტერმა საათს დახედა. არა,
ამჯერად არ სძინავს. დარწმუნებულიცაა, რომ ეს არც ჰალუცინაციაა. გაიხსენა, რას უყვებოდა
მას ჩარლზი სიხშირეებსა და ტალღებზე. შესაძლებელი იყო, თუ არა, პატრიკი მასთან
კონტაქტზე იმ ქვეყნიდან მართლაც გამოსულიყო? ჩარლზი რაღაცას ყვებოდა „დაკარგული
ტალღების” შესახებ, სკალაში არსებულ რაღაც ხვრელებზე. შეიძლება, ეს „დაკარგული
ტალღებია” პარაფსიქოლოგიური მოვლენების მიზეზი? ალბათ, ასეცაა. მას პატრიკი
ელაპარაკა. მან მეცნიერების უახლესი მიღწევით ისარგებლა, რათა ცოლი გარდაუვალისთვის
შეემზადებინა.

მისის ჰარტერმა მოახლე, ელიზაბეთი გამოიძახა და სთხოვა მისი დაკრძალვისთვის


ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც ეტყოდა. ელიზაბეთი ატირდა. ეს ქალი საოცრად
ერთგული იყო. ლამის მთელი ცხოვრება მასთან გაატარა.
– რამდენი ვუანდერძე ელიზაბეთს? – გაიფიქრა მისის ჰარტერმა, როდესაც ასლუკუნებული
მოახლე გავიდა, – ასი ფუნტი, თუ მხოლოდ ორმოცდაათი? არა, ასი უნდა მეანდერძებინა.

ამაზე ფიქრმა მოხუცი გააწვალა და მეორე დღეს თავის ადვოკატს წერილი მისწერა. სთხოვა,
ანდერძი გამომიგზავნე, უნდა გადავხედოო. ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც სადილზე ჩარლზმა
ისეთი ამბავი მოყვა, რომელმაც მოხუცი შოკში ჩააგდო. ჩარლზს თავადაც არ სჯეროდა, რომ
რაც ნახა, სინამდვილეში მოხდა, მაგრამ მოხუცის დაჟინებული თხოვნით, მაინც მოყვა.
ჩარლზის მონათხრობიდან გაირკვა, რომ სახლის ერთ-ერთ ფანჯარაში მან ვიღაც კაცის
გამოსახულება დაინახა. თავიდან ვერ მიხვდა, ვინ იყო, მაგრამ შემდეგ, სასტუმრო ოთახში,
ბუხრის თავზე ახალგაზრდა კაცის პორტრეტი დაინახა და მიხვდა, რომ ფანჯრიდან სწორედ
ის ჩანდა. მისის ჰარტერმა ფერი დაკარგა, პორტრეტზე სწორედ მისი ქმარი, პატრიკი იყო
გამოსახული, რომელიც ოცდახუთი წლის წინ გარდაიცვალა. თუმცა, მისის ჰარტერი გაჩუმდა
და არაფერი უთქვამს.

იმავე საღამოს ჩარლზი ისევ სტუმრად წავიდა. მისის ჰარტერმა სასწრაფოდ რადიო ჩართო...
თუ მესამედაც გაიგონებდა, იმ იდუმალ ხმას, მაშინ ყველაფერი მართალი ყოფილა და
ნამდვილად იმ ქვეყნიდან ელაპარაკება... მას აღარ გაკვირვებია, როდესაც ნაცნობი ხმაური
შემოესმა, რასაც გრძელი პაუზა მოჰყვა და სუსტი შორეული ხმაც ისევ ალაპარაკდა
ირლანდიური აქცენტით: – მერი... ახლა შენ უკვე მზად ხარ. პარასკევს მოგაკითხავ...
პარასკევს ათის ნახევარზე... ნუ გეშინია, ტკივილს ვერ იგრძნობ... მზად იყავი... რამდენიმე
წუთი მისის ჰარტერი გაუნძრევლად იჯდა. სახე გაფითრებოდა, ტუჩები უკანკალებდა.

ხუთშაბათ საღამოს ყველაფერი წყნარად და მშვიდობიანად იყო. მისის ჰარტერი როგორც


ყოველთვის, ბუხართან, თავის მაღალსაზურგიან სავარძელში მოკალათდა. იგი მზად იყო,
რადგან ანდერძის ჩასწორების დრო არ ჰქონდა, დილით თავად წავიდა ბანკში, ორმოცდაათი
ფუნტი ანგარიშიდან მოხსნა და ელიზაბეთს გადასცა. მერე კიდევ ერთხელ აიღო ხელში
ანდერძი და გადაათვალიერა. ყველაფერი გარკვევით ეწერა: ორმოცდაათი ფუნტი ელიზაბეთ
მარშალს, ხუთას-ხუთასი ფუნტი დას და ბიძაშვილს, ყველაფერი დანარჩენი კი – მის
ფავორიტს, ჩარლზ რიჯვეის. ქალმა საათს დახედა. უკვე ათის ნახევარი იყო. გული
გამალებით უცემდა. რადიო ჩართული იყო, მაგრამ მისი ყურადღება შემოსასვლელი კარის
ჭრიალმა მიიპყრო. მისის ჰარტერმა მწვავედ შეიგრძნო შიში. პანიკამ მოიცვა. კარს უკან
ნაბიჯების ხმა გაისმა. მისის ჰარტერი ნელა წამოდგა, ღია კარს თვალს არ აშორებდა. უნდოდა,
ეყვირა, მაგრამ ვერ შეძლო. ბუხრის მიმქრალ შუქზე კარში ნაცნობი ფიგურა გამოჩნდა.
წაბლისფერი ბლანჟეთი და ბაკენბარდებით. პატრიკმა მოაკითხა!.. მისი გული უკანასკნელად
შეიკუმშა და გაჩერდა. მოხუცი ქალი ბუხართან დავარდა...

ორი საათის შემდეგ იგი ელიზაბეთმა იქვე იპოვა. გვამი ექსპერტიზაზე წაიღეს. იმავე ღამეს,
როდესაც სახლში უკვე არავინ იყო, ჩარლზმა აიღო მავთულები, რომლებიც რადიოდან მისი
საძინებლისკენ მიდიოდა. შემდეგ ბუხარში დაწვა წაბლისფერი წვერი და ბაკენბარდები.
შეეძლო, აღარაფრის შეშინებოდა. იმ ქვეყანასთან „კავშირის დამყარების” იდეა, მაშინ
გაუჩნდა, როდესაც ექიმმა მეინელმა უთხრა, რომ კარგი მოვლის შემთხვევაში, დეიდამისი
კიდევ დიდხანს იცოცხლებდა. ამას კი ვერ დაუშვებდა, რადგან იმ საქმეებს, რომლებშიც
გაეხვია, პირდაპირ ციხეში მიჰყავდა. თუ ფულს სასწრაფოდ არ იშოვიდა, სირცხვილი და
გაკოტრება ელოდა. ახლა კი ყველაფერი რიგზე იყო. ის უკვე მდიდარი კაცი გახდა.

მეორე დღეს ჩარლზმა ადვოკატი, მისტერ ჰოპკინსი დაიბარა და პირდაპირ საქმეზე


გადავიდა:

– როგორც ვიცი, დეიდაჩემის ანდერძი თქვენთან ინახება.

– უფრო სწორად ინახებოდა, – უთხრა ადვოკატმა, – მისის ჰარტერმა წინა სამშაბათს მთხოვა,
ანდერძი მისთვის გამომეგზავნა.

ჩარლზს გააცია, რადგან უკვე ზუსტად იცოდა, რომ ანდერძი სახლში არ იყო. მან ხომ
ყველაფერი გადააქოთა და ვერსად იპოვა. იგრძნო, ცივმა ოფლმა როგორ დაასხა. ადვოკატმა
ელიზაბეთის მოყვანა შესთავაზა. ელიზაბეთმა უთხრა, რომ ანდერძი ცისფერ კონვერტში
იდო და ის ბოლოს, მისის ჰარტერის ხელში ნახა. მოულოდნელად ჩარლზს სისხლი გაეყინა,
რადგან თვალწინ წუხანდელი სურათი დაუდგა. როდესაც იგი გარდაცვლილი მისტერ
ჰარტერის როლში მყოფი მოხუცთან შევიდა. ქალს მარცხენა ხელი გულთან ჰქონდა
მიჭერილი, მარჯვენა ხელიდან კი რაღაც გაუვარდა და ბუხარში, გავარვარებულ
ნაკვერჩხლებზე დავარდა. ჩარლზს სახე სულ გაუთეთრდა. მან ძლივს გაიგონა სკუთარი ხმა,
როდესაც იკითხა:

– თუ ანდერძს ვერ ვიპოვით, რა იქნება?

– იმოქმედებს ძველი ანდერძი. იმ ანდერძის თანახმად, მისის ჰარტერი მთელ ქონებას მირიამ
ჰარტერს უტოვებს, – აუხსნა ადვოკატმა.

„მირიამი? მირიამი თავისი დებილი ქმრით და ოთხი საზიზღარი ბაჭყატით... გამოდის,


მირიამის გამო იწვალა ამდენი?! მას კი ციხე არ ასცდება”... ამ დროს ტელეფონმა დარეკა.
ექიმი რეკავდა:

გაკვეთის შედეგები მივიღე. სიკვდილის მიზეზი, როგორც ვვარაუდობდი, გულია. როგორც


ჩანს, შევცდი, როდესაც ვთქვი, კარგი მოვლის პირობებში, მისის ჰარტერი კიდევ დიდხანს
იცოცხლებს-მეთქი. მისი გული უფრო ცუდ მდგომარეობაში ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა.
თავი არ დაიდანაშაულოთ, საუკეთესო პირობებშიც კი, მაქსიმუმ, ორი თვე გაექაჩა.

ჩარლზი მიხვდა, რომ იქ ზეცაში ვიღაც დასცინოდა მას...

გაცხადებული საიდუმლო
– აბა, სადილობის დროა! – დაიძახა მისტერ აიზეკ პოინცმა და რესტორანში გაყოლა სთხოვა
სტუმრებს, რომლებიც, ის-ის იყო, საკუთარი იახტით ასეირნა. წინდახედულმა მასპინძელმა
რესტორან „როიალ ჯორჯში” სუფრა ადრიანად შეუკვეთა და ახლა უკვე ყველაფერი მზად
იყო. მისტერ პოინცის სტუმრები იყვნენ: მისი კომპანიონი ლეო შტეინი, სერ ჯორჯი და ლედი
მერუეი, მისტერ სამოელ ლეზერნი და მისი ქალიშვილი ევა, მისის რესტინგტონი და ევან
ლეველინი. ამ უკანასკნელს დილიდანვე უცნაური ქცევა შეამჩნიეს და მიზეზსაც ყველა
ხვდებოდა – ევან ლეველინი გულგრილი არ იყო ჟანეტ რესტინგტონისადმი. აბსოლუტურად
გაურკვეველი რჩებოდა, რას ფიქრობდა თავის თაყვანისმცემელზე ქალი. მისის რესტინგტონი
გულჩათხრობილი ადამიანი გახლდათ. ის ადრე გათხოვდა და მისი ქორწინება უიღბლო
გამოდგა – ერთ წელიწადსაც ვერ გასტანა, ამან მის ხასიათს გარკევული დაღი დაასვა.

რესტორანში ისინი ოფიციანტმა კერძო აპარტამენტებში შეიყვანა. მრგვალი მაგიდა უკვე


გაწყობილი იყო.

– მისტერ პოინც, – სიჩუმე დაარღვია ევამ, რომელიც მხოლოდ თხუთმეტი წლის იყო და
ყველაფერი უხაროდა, – ის დიდი ბრილიანტი ახლაც თან გაქვთ? აი, ის, წუხელ რომ
გვაჩვენეთ და თქვით, რომ არასდროს იშორებთ?

– სწორედაც, – მისტერ პოინცმა კეთილად გაიცინა, – ის ჩემი თილისმაა. რა თქმა უნდა, თან
მაქვს.

– ასე მგონია, ეს ძალიან სახიფათოა. ხომ შეიძლება, ვიღაცამ მოგპაროთ?

– არა მგონია, – თქვა მისტერ პოინცმა. – „დილის ვარსკვლავს” ვერავინ მისწვდება –


სპეციალურ შიდა ჯიბეში მიდევს და მას ვერავინ მოიპარავს.

ევამ გადაიკისკისა:

– აჰა! დავნაძლევდეთ, რომ მე მოვიპარავ!

– დავნაძლევდეთ, რომ ვერ მოიპარავთ! – თვალი ჩაუკრა ახალგაზრდა ლედის მისტერ


პოინცმა.

– გეფიცებით, შევძლებ! ყველაფერი წუხელ მოვიფიქრე, როდესაც დასაძინებლად დავწექი.


მას შემდეგ, რაც თქვენ ვახშმის დროს ეს ქვა ყველას გვაჩვენეთ, მე საოცრად
გონებამახვილური გეგმა შევადგინე. რაზე დავნაძლევდეთ?

– ნახევარ დუჟინ ხელთათმანზე.

– მოსულა. თქვენ რა გინდათ?


– ახალი ქისა.

– მშვენიერია, მაგრამ, ახალ ქისას თვალით ვერ ნახავთ. ახლა მომისმინეთ, რა უნდა
გააკეთოთ: ბრილიანტი, როგორც წუხელ, წრეზე უნდა გაუშვათ, რათა მისი ნახვა ყველამ
შეძლოს.

– მოსულა! – თქვა მისტერ პოინცმა, რომელსაც აშკარად თავისი ახალგაზრდობა გაახსენდა.


მან საიდანღაც ამოაძვრინა მბრწყინავი ქვა, რომელიც, სულ ცოტა, ოცდათი ათასი ფუნტი
ღირდა.

მისტერ პოინცმა ბრილიანტი პირველად ლედი მერუეის გაუწოდა, რომელმაც


აღფრთოვანების ნიშნად ამოიგმინა და მისტერ ლეზერნს გადასცა, მან შეათვალიერა და
ლეველინს მისცა.

ამ ადგილას პროცედურა დროებით შეწყდა. ოთახში ოფიციანტები შემოვიდნენ. როდესაც


ისინი გავიდნენ, ევანმა შენიშნა: „ძალიან დიდი ქვაა”, – და ლეო შტეინს გადასცა, რომელსაც
სიტყვაც არ უთქვამს, ისე მიაწოდა ევას.

– რა ლამაზია! – წამოიძახა ახალგაზრდა ლედიმ თეატრალური ხმით, რომელიც მაშინვე


შიშნარევი წამოძახილით შეიცვალა, რადგან ბრილიანტი მას ხელიდან გაუვარდა: – უი,
დამივარდა!

ევამ სკამი უკან გააჩოჩა და მაგიდის ქვეშ „ჩაყვინთა”. დაიხარა, ასევე, სერ ჯორჯიც, რომელიც
მისგან მარცხნივ იჯდა. საერთო არეულობაში ვიღაცამ მაგიდიდან ჭიქა გადმოაგდო. ძებნაში
მონაწილეობა შტეინმა, ლეველინმა და მისის რესტინგტონმაც მიიღეს. ბოლოს მათ ლედი
მერუეიც შეუერთდათ. მისტერ პოინცი განზე იდგა და ამ ყველაფერს თვალს სარკასტული
ღიმილით ადევნებდა. სტუმრები სათითაოდ გამოძვრნენ მაგიდის ქვემოდან.

– ისე გაქრა, თითქოს არც ყოფილა, პოინც, – ღიმილით გამოაცხადა სერ ჯორჯმა.

– ცუდი მოფიქრებული არაა, – დაეთანხმა მისტერ პოინცი, – თქვენგან კარგი მსახიობი გამოვა,
ევა. საკითხავი მხოლოდ ისაა, ბრილიანტი თქვენ გაქვთ თუ სადმე ოთახში დამალეთ?

– გამჩხრიკეთ, – დრამატული ტონით წარმოთქვა ევამ.

ოთახის კუთხეში დიდი მწვანე შირმა იდგა. ჩხრეკის პროცედურის ჩატარება ლედი მერუეიმ
და მისის რესტინგტონმა ითავეს. ქალები შირმის იქით გავიდნენ. ოთახში ძალიან ჩამოცხა და
ევან ლეველინმა ფანჯარა გამოაღო. ქვევით გაზეთების დამტარებელი დაინახა, მონეტა
ჩაუგდო და გაზეთი მოხერხებულად დაიჭირა.

– უნგრეთში არეულობაა, – გამოაცხადა, როდესაც გაზეთი გაშალა – ძირითადად კი რეგატის


ახალი ამბებია.

მალე ქალებიც გამოვიდნენ.

– არაფერი არ აქვს, – გამოაცხადა ჟანეტ რესტინგტონმა.

– მოიცადე, ევა, შემთხვევით ხომ არ გადაყლაპე? – ანერვიულდა მისტერ ლეზერნი, – იმიტომ,


რომ, თუ ასეა, ეს, ალბათ, მავნებელია.

– რომ გადაეყლაპა დავინახავდი, – ჩუმად შენიშნა ლეო შტეინმა, – სულ ვუთვალთვალებდი.


მას პირში არაფერი ჩაუდევს.

კაცებმა ოთახის ჩხრეკა დაიწყეს. კარი ჩაკეტეს, რომ ოფიციანტებს არ შეეწუხებინათ. შემდეგ
მაგიდა გაასუფთავეს და ყველა დიუმი შეამოწმეს. მალე მისტერ პოინცმა ფარ-ხმალი დაყარა:

– ევა ვაღიარებ, ძვირფასეულობის ქურდობაში ბადალი არ გყავს, დავმარცხდი.

– ხელთათმანები ჩემია? – დაინტერსდა ევა.

– თქვენია, თქვენი.

– ახლა გაჩვენებთ, სად დავმალე და შეგრცხვებათ! – თქვა ევამ. მაგიდიდან თავისი პატარა,
საღამოს ჩანთა აიღო და გამოაცხადა: – თქვენ ცხვირწინ იყო, პირდაპირ... – ის გაქრა, –
ჩაიჩურჩულა უცებ მან. – ის გაქრა...

– რა ხდება? – მკაცრად იკითხა მისტერ პოინცმა და ახლოს მივიდა.

– საქმე ასე იყო, – დაიწყო მოყოლა ევამ. – ამ ჩანთას საკეტზე დიდი შუშის თვალი ჰქონდა. ის
წუხელ ამოვარდა და, როდესაც თქვენ ბრილიანტი გვაჩვენეთ, შევამჩნიე, რომ ისინი თითქმის
ერთი ზომის იყო. ღამით ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა. თქვენი ბრილიანტის იმ შუშის ბუდეში,
პლასტელინის მეშვეობით ჩამაგრება. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას ვერავინ შეამჩნევდა.
ასეც მოვიქეცი. ბრილიანტი დავაგდე და მაგიდის ქვეშ შევძვერი. თან ჩანთაც ხელში მეჭირა.
იქ პლასტელინით უცებ მივაწებე, ჩანთა მაგიდაზე დავდე და ისეთი სახე მივიღე, თითქოს
ძებნას განვაგრძობდი. ვიფიქრე, სასაცილო იქნებოდა, ბრილიანტი ცხვირწინ გიდევთ, თქვენ
კი ფიქრობთ, რომ ეს ჩვეულებრივი შუშაა.

მისტერ პოინცმა ჩანთა აიღო და ცარიელი ბუდე დაათვალიერა – იქ მხოლოდ პლასტელინის


ნამცეცი იპოვა და ნელა წარმოთქვა:

– ბრილიანტი ოთახში არაა და აქედანაც არავინ გასულა.

– ამიტომ ყველა უნდა გაიჩხრიკოს, – წარმოთქვა სერ ჯორჯმა, – ვიღაცამ, როგორც ჩანს, მაინც
დაინახა, სად დამალა ევამ ბრილიანტი. ბრილიანტს ოთახიდან ვერ გაიტანდნენ.

მის წინადადებას ყველა დათანხმდა. ქალები შირმის იქით გავიდნენ. კაცები აქეთ დარჩნენ.
ჩხრეკამ შედეგი ვერ გამოიღო – „დილის ვარსკვლავი” თითქოს ჰაერში აორთქლდა.

რამდენიმე დღის შემდეგ ევან ლეველინი მისტერ პარკერ პაინის კაბინეტში იჯდა.
ახალგაზრდა კაცს ეტყობოდა, რომ ძალიან ნერვიულობდა.

– დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მომიყევით? – ჰკითხა პარკერ
პაინმა.

– რა თქმა უნდა, – ამოიოხრა ლეველინმა, – ოთახში ჩვენ გარდა არავინ იყო. ბრილიანტის
დაკარგვის შემდეგ ოფიციანტებიც კი აღარ შემოსულან, კარი გვქონდა ჩაკეტილი. ქურდი ჩვენ
შორისაა. იმ დამპალი გაზეთის გამო კი ყველა ჩემზე ეჭვობს. მე ფანჯარა გავაღე და გაზეთის
დამტარებელს მონეტა გადავუგდე. ალბათ, ხვდებით, ეს ერთადერთი საშუალება იყო
ოთახიდან ბრილიანტის გასაქრობად. ეს ხმამაღლა არავის უთქვამს, მაგრამ, ვგრძნობ, ყველა
ეჭვის თვალით მიყურებს. ოფიციალურად ბრალი არავის დაუდევს. უბრალოდ, ერთი
პოლიციელი მოვიდა და დაინტერესდა, როგორ მოხდა, რომ ფული ყოველთვის გაკლდა,
ახლა კი გაგიჩნდაო. დოღზე გამიმართლა და რამდენჯერმე მოვიგე. თუმცა, ბუნებრივია, ეს
ყველას საეჭვოდ ეჩვენება.

– ეს საკმარისი არაა, რომ ბრალი ოფიციალურად წაგიყენონ.

– ბრალის წაყენების ყველაზე ნაკლებად მეშინია. შეიძლება, ეს უკეთესიც იყოს. როცა არავინ
არაფერს ამბობს, მაგრამ გრძნობ, რომ ყველას ქურდი ჰგონიხარ, ნამდვილი საშინელებაა. მით
უმეტეს, როდესაც შეიძლება, ამას შენზე ფიქრობდეს ქალი, რომელიც მოგწონს – მე მისის
რესტინგტონს ვგულისხმობ. თან, მას ცუდი გამოცდილება აქვს – მისი ქმარი ნამდვილი
ნაძირალა აღმოჩნდა. თუ ის ჩემზე ფიქრობს, რომ... მოკლედ, ხვდებით. დამეხმარებით?

– აუცილებლად, – უპასუხა პარკერ პაინმა, სუფრის ყველა წევრი დეტალურად ამიწერეთ.

ევანმა მას უნდობლად შეხედა და აღწერას შეუდგა.

– მშვენიერია, – უთხრა პაინმა, როდესაც ევანმა აღწერა დაასრულა. – თქვენ, მგონი, თქვით,
რომ ჭიქა გატყდა. ვისი იყო?

– მგონი, ევასი.

– გასაგებია. ორ დღეში შემომიარეთ. ვფიქრობ, მაგ დროისთვის საქმეს ნათელი მოეფინება.

ხუთშაბათს დილით ევან ლეველინი მისტერ პარკერ პაინის ოფისში იყო. პაინი მას ღიმილით
შეხვდა.
– წუხელ პოლიციამ მთელი ბანდა დაიჭირა, – ახარა მან.

– რომელი ბანდა?

– ამალფების, რა თქმა უნდა. მე მაშინვე მათზე ვიფიქრე. ხოლო, როდესაც სტუმრები


აღმიწერეთ, ეჭვიც აღარ დამრჩა. სამნი არიან – მამა-შვილი და რძალი. მართალია, გვარი
იტალიურია, მაგრამ, ამალფი-უფროსი ამერიკაში დაიბადა. როგორც წესი, ერთ სტილში
მუშაობს. ხალხს, როგორც მსხვილი ბიზნესმენი, ისე ეცნობა, განსაკუთრებით ისეთ ტიპებზე
ნადირობს, რომლებიც ძვირფასეულობით ვაჭრობენ. ამ შემთხვევაში მათ მისტერ პოინცი და
მისი „დილის ვარსკვლავი” ამოარჩიეს. რძალმა, მარია ამალფიმ მისი ქალიშვილის როლი
შეასრულა. სინამდვილეში მინიმუმ ოცდაშვიდი წლისაა და თითქმის ყოველთვის თექვსმეტი
წლის გოგოს როლს თამაშობს.

– ოღონდ ევა არა! – წამოიძახა ლეველინმა.

– ზუსტად ის. ბანდის მესამე წევრი „როიალ ჯორჯში” ოფიციანტად მოეწყო, ან ვინმე
მოისყიდა, რომ ერთი დღით მისი ადგილი დაეკავებინა. სპექტაკლისთვის ყველაფერი
მომზადდა. ევამ პოინცი სათამაშოდ გამოიწვია. ისიც დათანხმდა და ბრილიანტი წრეზე
„გაუშვეს“. იმ დროს, როდესაც ოთახში ოფიციანტები შემოვიდნენ, ბრილიანტი ლეზერნს
ჰქონდა, მაგრამ, როდესაც ისინი გავიდნენ, ერთ-ერთმა ბრილიანტიც გააყოლა, რომელიც
თეფშის ძირზე კევით იყო მიწებებული.

– ჰო, მაგრამ როდესაც ოფიციანტები შემოვიდნენ, ბრილიანტი მე მქონდა!

– არა, არა, თქვენ უკვე ყალბი ბრილიანტი გქონდათ. ევას სინამდვილეში შუშა დაუვარდა
მაგიდის ქვეშ. იმავე წუთს ჭიქასაც აგდებს, ყველაფერს ერთად ფეხით სრესს და
„ბრილიანტიც” ქრება! ევაც და ლეზერნიც გაჩხრეკის უფლებას ყველას მშვიდად აძლევენ.
აღწერილობის გარდა, მე პლასტელინმაც დამაეჭვა. ნაძლევი ხომ სპონტანური იყო, გოგოს კი
პლასტელინი მაინც წინასწარ მომარაგებული აღმოაჩნდა. ამიტომ, მაშინვე ეჭვი მასზე ავიღე...

ვითომ შემთხვევითობა

ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის წინათ მოხდა, – დაიწყო მოყოლა ექიმმა ლოიდმა, – ალბათ
იცით, კანარის კუნძულები. იმ დროს სწორედ იქ გადავედი საცხოვრებლად. კლიენტურაც
გავიჩინე და მშვენივრად მოვეწყვე. იქ ათასი ჯურის ხალხს შეხვდები. ერთ დღეს სასტუმრო
„მეტროპოლში“ ორი ინგლისელი ქალი გაჩერდა. მეგობართან ერთად ვსადილობდი, როცა
ისინი პირველად დავინახე. ერთი მერი ბარტონი იყო მეორე – მის ეიმი დარანტი. მათი
სახელები შემდეგ გავიგე, თორემ იმ დღეს ყურადღება არც მიმიქცევია.

მეორე დღეს მე და ჩემი მეგობრები კუნძულის მეორე ბოლოში წავედით საბანაოდ. მხოლოდ
საღამოს დავბრუნდით, სანაპიროზე ხალხი დაგვხვდა შეგროვილი. მე რომ დამინახეს,
სასწრაფოდ მიხმეს. თურმე, ორი ქალი ბანაობდა, ერთ-ერთმა ძალიან შორს გაცურა და
იძირებოდა. მეორე მისაშველებლად წავიდა და ისიც კინაღამ დაიხრჩო. კიდევ კარგი, ნავი
იყო და ორივე ნაპირზე გამოათრიეს.

მაშინვე იქ გავჩნდი. თავიდან ისინი ვერც ვიცანი. ერთი იწვა, მეორე კი მისთვის ხელოვნური
სუნთქვის ჩატარებას ცდილობდა. როდესაც ვუთხარი, რომ ექიმი ვიყავი, შვებით
ამოისუნთქა. ვურჩიე, სასწრაფოდ ნომერში ასულიყო და მშრალი ტანსაცმელი ჩაეცვა, თავად
კი მის მეგობარს მივუბრუნდი. თუმცა ყველა ჩემი მცდელობა, მისთვის სიცოცხლე
დამებრუნებინა, უშედეგო აღმოჩნდა.

სასტუმროში წავედი, რომ მისი მეგობრისთვის სამწუხარო ამბავი მეცნობებინა. მან ეს ამბავი
საკმაოდ მშვიდად მიიღო. ეტყობა, შოკი ისეთი ძლიერი იყო, რომ მომხდარს ბოლომდე ვერც
აცნობიერებდა.

– ჩვენ დაახლოებით ოცი წუთი ვიცურეთ, – დაიწყო მან, – ორივე კარგად ვცურავთ. ბოლოს
ვიგრძენი, რომ ვიღლებოდი და ნაპირისკენ გამოვბრუნდი. ეიმიმ მითხრა, რომ კიდევ ცოტა
ხანს დარჩებოდა. უცებ გავიგონე, საშველად მიხმობდა. ორივე ფსკერისკენ წავედით. ნავით
მოსული მამაკაცი რომ არა, არც კი ვიცი, რა მოხდებოდა.

მის ბარტონს ვთხოვე, დაწვრილებით მოეყოლა დაღუპულის შესახებ, რომ ესპანეთის


პოლიციას აღარ დაებარებინა და მსგავსი ფორმალობები ამერიდებინა მისთვის. დაღუპულს
ეიმი დარანტი ერქვა. ხუთი თვე ხდებოდა, რაც მის ბარტონის კომპანიონი იყო. ერთმანეთს
მშვენივრად უგებდნენ. ეიმს საკუთარი ბავშვობისა და ნათესავების გახსენება არ უყვარდა.
მათ შესახებ მის ბარტონმა ბევრი ვერაფერი მითხრა. იცოდა მხოლოდ, რომ ეიმი ადრე
დაობლდა და მისი აღზრდა ბიძამ იკისრა. ოცდაერთი წლის შემდეგ, თავი თავად გაჰქონდა.
მომხდარის შესახებ მეთევზეები და სხვა მცხოვრებნიც გამოვკითხე. ერთმა ქალმა საინტერესო
რამ მითხრა, თუმცა მაშინ მას ყურადღება არ მივაქციე. ირწმუნებოდა, რომ მის დარანტი
საერთოდ არ იძირებოდა, როდესაც შველას ითხოვდა. პირიქით, მეგობარი მიცურდა, თმაში
სტაცა ხელი და წამოათრიაო. ეს იმით ავხსენი, რომ ნაპირიდან ისე კარგად არ ჩანს, ზღვაში რა
ხდება. მის ბარტონი, ალბათ, ცდილობდა, გათავისუფლებულიყო, რომ ერთად არ
დაღუპულიყვნენ. ეს კი შეიძლებოდა ვიღაცას ისე მოჩვენებოდა, თითქოს ერთი მეორის
დახრჩობას ცდილობდა.

იმის გამო, რომ ეიმი დარანტს ნათესავები არ დარჩა, მის შესახებ რამის გაგება გაჭირდა.
მხოლოდ ორი მომენტი მეჩვენებოდა საეჭვოდ: ის, რომ ეიმი დარანტის შესახებ არავინ
არაფერი იცოდა და იმ ქალის სიტყვები. თანაც, რატომღაც ჩემს მეხსიერებაში აღიბეჭდა მის
ბარტონის სახე, როდესაც მე მისი გარდაცვლილ მეგობრის სხეულიდან თავი ავწიე და
გავხედე. მობრუნდა და მის სახეზე დიდი სასოწარკვეთა ამოვიკითხე. მაშინ ეს ბუნებრივად
მივიჩნიე. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან პირადული
არაფერი არ აკავშირებდათ. მათ შორის არც მეგობრობა იყო. მის ბარტონს არავითარი მიზეზი
არ ჰქონდა ასე გადარეულიყო. კომპანიონის სიკვდილს შეეძლო, იგი დაემწუხრებინა და მეტი
არაფერი. მაშინ საიდან გაჩნდა ეს მტანჯველი შეშფოთება? ერთი აზრი არაფრით მასვენებდა...
იქნებ, ის ქალი მართალს ამბობდა? იქნებ, მერი ბარტონმა მართლა დაახრჩო ეიმი დარანტი?
დაუკვირდით: ისინი წყლიდან ამოჰყავთ, არც მაშველები და მით უმეტეს, არც ექიმები არ
არიან... და ამ დროს მოვდივარ მე, ადამიანი, რომელსაც იგი ყველაზე ნაკლებად ელოდება –
ექიმი! ვიდრე იგი კუნძულზე იყო, ყველანაირად ვეხმარებოდი. მიუხედავად ამისა, იგი
აშკარად გრძნობდა, რომ მას ეჭვის თვალით ვუყურებდი. კუნძულზე სულ ორი კვირა დარჩა.

– შემთხვევით, ეგ ქალი ამ ხნის განმავლობაში ცოტათი ხომ არ მოსუქდა, არ შეგიმჩნევიათ? –


ჰკითხა ექიმს მის მარპლმა.

– არ მიფიქრია მაგაზე... მგონი კი... თუმცა, ეს ამბავი აქ არ დამთავრებულა. მისი


გამგზავრების შემდეგ, გაზეთებში ასეთი რამ წავიკითხე: „ეს კორნოულის ერთ-ერთ კერძო
კურორტზე მოხდა. ცოტა დამსვენებელი იყო. ამიტომ, ვინმე მის ბარტონის უცნაური ქცევა
მალევე ყველას სასაუბრო თემა გახდა. იგი მთელი ღამეები თავის ოთახში დადიოდა,
საკუთარ თავს ხმამაღლა ელაპარაკებოდა და მეზობლებს დაძინებაში ხელს უშლიდა. შემდეგ
ადგილობრივ მღვდელთან მივიდა და განუცხადა, რომ დანაშაული ჩაიდინა. მერე კი, უცებ
წამოხტა და წავიდა. თქვა, რომ მოგვიანებით შეივლიდა. მღვდელმა ეს ვიზიტი მის
უცნაურობას დააბრალა და არანაირი ზომისთვის არ მიუმართავს.

მეორე დილით კი მის ბარტონი გაქრა. მის ნომერში ასეთი შინაარსის ბარათი იპოვეს: „გუშინ
ვცდილობდი, ყველაფერი მოძღვრისთვის მომეყოლა... უფლება არ მომცეს. იმან ამიკრძალა.
მითხრა, რომ ყველაფრის გამოსასწორებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს – სიკვდილი.
სიკვდილი სიკვდილის წილ. მე მისი ბედი უნდა გავიზიარო და ზღვაში დავინთქე.
ვფიქრობდი, გარემოებები გამამართლებდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ვცდებოდი. ეიმისგან
შენდობას მხოლოდ ერთ შემთხვევაში მივიღებ, თუ მის კვალს გავყვები... გთხოვთ ჩემს
სიკვდილში არავინ დაადანაშაულოთ. მერი ბარტონი.”

ნაპირზე, ერთ-ერთ გამოქვაბულში მისი ტანსაცმელი იპოვეს. ყველაფერი იმაზე


მეტყველებდა, რომ ქალმა ტანზე გაიხადა და ზღვაში შეცურა. იქ ძალიან ძლიერი დინებაა...
გვამი ვერ იპოვეს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მერი ბარტონი გარდაცვლილად
ჩაითვალა. რადგან არანაირი ანდერძი არ დაუტოვებია, მთელი მისი ქონება – ის კი ძალიან
მდიდარი ქალი იყო, უახლოეს ნათესავს ერგო. მის ბიძაშვილს, რომელიც ოჯახთან ერთად
ავსტრალიაში ცხოვრობდა. გაზეთებმა მისი გარდაცვალება და კანარის კუნძულებზე
მომხდარი ტრაგედია უმალვე ერთმანეთს დაუკავშირეს. კომპანიონის დაღუპვა, შერყეული
ფსიქიკა და... მერი ბარტონის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ
სტანდარტული გადაწყვეტილება გამოიტანა: თვითმკვლელობა დროებითი ფსიქიკური
აშლილობის ნიადაგზე.
ასეთია ეიმი დარანტის და მის ბარტონის ტრაგედია. აქ ფარდა ეშვება.

სიჩუმე სერ ჰენრიმ დაარღვია.

– მოდით, ექიმი ლოიდის გამოცანა ამოვხსნათ. რატომ მოკლა მერი ბარტონმა თავისი
კომპანიონი?

– მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, – სწრაფად გამოეხმაურა ჯეინ ჰელერი, – ათასი მიზეზის
მოფიქრება შეიძლება... იქნებ კომპანიონმა უბრალოდ წყობიდან გამოიყვანა... ან ეჭვიანობა.
მართალია, ექიმ ლოიდს მამაკაცი არ უხსენებია, მაგრამ თავად ხვდებით – გემი,
მოგზაურობა... ბევრს აღარ გავაგრძელებ!

– მეც მაქვს რამდენიმე ვერსია, – თქვა მისის ბანტრიმ, – თუმცა, რადგან მდიდარმა ქალმა
მოკლა თავისი ხელქვეითი, ანუ უფრო ღარიბი, ფულის ვერსია გამოირიცხა.

საუბარი მის ჰელერმა გააწყვეტინა:

– რა თქმა უნდა, თავიდანვე როგორ ვერ მივხვდი! შანტაჟი! კომპანიონი მას აშანტაჟებდა. არ
მეთანხმებით, მის მარპლ?

– არა, – დაიწყო მის მარპლმა, – როდესაც ექიმმა ლოიდმა ეს ორი ინგლისელი ქალი
პირველად დაინახა, მას არანაირად არ ეცოდინებოდა, რომელი რომელი იყო. ვფიქრობ, ეს
ოტელშიც არ იცოდნენ. რამდენიმე დღეში ყველაფერი გაირკვეოდა, მაგრამ, რადგან მეორე
დღესვე ერთი დაიხრჩო, მეორეს რომ ეთქვა, მის ბარტონი მე ვარო, ეჭვს ვერავინ აიღებდა.
მისის ბანტრიმ სწორად შენიშნა, მდიდარმა ღარიბი რატომ უნდა მოკლასო. ცხოვრება
გვკარნახობს, რომ უფრო ლოგიკური პირიქით იქნება. მას მის ბარტონის ტანსაცმლის ჩაცმა
მოუწია. ტანსაცმელი ალბათ, პატარა მოუვიდა, რის გამოც შეიძლებოდა მოგჩვენებოდათ, რომ
მან წონაში მოიმატა. ამიტომაც ვკითხე ექიმს.

– ჰო, მაგრამ რა აზრი ჰქონდა ეიმი დარანტისთვის თავისი უფროსის მოკვლას? ხომ უნდა
მიმხვდარიყო, რომ სხვის როლს მუდამ ვერ ითამაშებდა და ტყუილი, ადრე თუ გვიან,
გამოაშკარავდებოდა..

– როლის თამაში მას მხოლოდ რამდენიმე თვე დასჭირდა, – შეახსენა მის მარპლმა. – ეს
თვეები მან მოგზაურობაში გაატარა და ცდილობდა, შორს ყოფილიყო იმ ადამიანებისგან,
ვისაც მისი ცნობა შეეძლო. გარკვეულ ასაკში ქალები ერთმანეთს ემსგავსებიან. ვფიქრობ,
ვერავინაც შეამჩნია, რომ პასპორტში მისი სურათი არ იყო. ხომ იცით, ეს საპასპორტო
სურათები! როდესაც მის წერილსა და ნაპირზე დატოვებულ ტანსაცმელს პოულობენ, არავის
უჩნდება კითხვა: სად არის გვამი? ამ ქალმა სხვადასხვა მინიშნებით ოსტატურად მოახერხა
ყველას ყურადღება სხვა მხარეს გადაეტანა. თუმცა, ეს ხომ არსს არ ცვლის: გვამი ვერ იპოვეს,
ეს ყველაზე მთავარია... ვფიქრობ, იგი უბრალოდ თავის ავსტრალიაში გაემგზავრა.
– როგორც ყოველთვის, თქვენს სიმაღლეზე ხართ, მის მარპლ, – შენიშნა ექიმმა ლოიდმა, – ამ
ისტორიამ კიდევ ერთი სიურპრიზი შემომთავაზა. მის ბარტონს, ან ეიმი დარანტს, როგორც
გენებოთ, ძალიან არ გაუმართლა. ერთი პერიოდი გემზე ვმუშაობდი ექიმად და ერთხელ
მელბურნში, როდესაც ხმელეთზე გადავედი, პირისპირ შევეჩეხე ქალს, რომელიც
დარწმუნებული იყო, რომ კორნუოლში „დაიხრჩო”. იგი მიხვდა, რომ დასაკარგი არაფერი
ჰქონდა და თამამი ნაბიჯი გადადგა: ყველაფერი მომიყვა... იგი ცხრა და-ძმიდან უფროსი იყო.
ძალიან ღარიბები იყვნენ. ინგლისში კი, მათი მდიდარი ბიძაშვილი ცხოვრობდა და მას მის
ბარტონი ერქვა. მშობლების სიკვდილის შემდეგ ბავშვებმა მას დახმარებისთვის მიმართეს,
მაგრამ უარი მიიღეს. სამ პატარას მკურნალობა სჭირდებოდა. სწორედ მაშინ, ეიმი ბარტონის
თავში მკვლელობის გეგმა მომწიფდა. იგი ინგლისს გაემგზავრა და გარკვეული დრო
გუვერნანტად მსახურობდა. საჭირო რეკომენდაციების მიღების შემდეგ მან შეძლო ეიმი
დარანტის სახელით მის ბარტონთან მუშაობა დაეწყო. მხოლოდ ხელსაყრელ მომენტს უნდა
დალოდებოდა.... დანარჩენი იცით. ყველაფრის დასრულების შემდეგ იგი ავსტრალიაში
დაბრუნდა და მემკვიდრეობაც მიიღო.

– თქვენ როგორ მოიქეცით, ექიმო? – ჰკითხა მისის ბანტრიმ.

– კანონის თვალსაზრისით, მე საკმარისი მტკიცებულებები არ მქონდა. მასთან სახლში ვიყავი,


მისი ოჯახი გავიცანი.... ძალიან მეგობრული ოჯახია. ისინი თავიანთ დას უბრალოდ,
აღმერთებდნენ და ოდნავი წარმოდგენაც არ ჰქონდათ, თუ რა საშინელი დანაშაული ჩაიდინა.
ვერაფრის დამტკიცებას შევძლებდი, ღირდა კი მათი ცხოვრების დანგრევა საკუთარი
ამბიციების გამო? ესეც არ იყოს, ვიცოდი, რომ ამ ქალის დღეები დათვლილი იყო. არაფერი
შემიცვლია. მის ეიმი დარანტი ჩვენი შეხვედრიდან ნახევარ წელიწადში გარდაიცვალა.
მოინანია, თუ არა დანაშაული სიკვდილის წინ, არ ვიცი.

ხელოვნური ვარდი

მისტერ ისტვუდის მოხეტიალე მზერა ჭერზე შეჩერდა, იქიდან იატაკზე გადმოინაცვლა,


ბოლოს მინანქრისა და ვერცხლის ჭურჭლის კოლექციასაც მისწვდა. მხოლოდ ნებისყოფის
დაძაბვით აიძულა, რომ მზერა მის წინ მდგარ საბეჭდ მანქანას დაბრუნებოდა. ფურცლის
უბიწო სისუფთავე დიდი ასოებით დაბეჭდილ სათაურს დაერღვია: „მეორე კიტრის
საიდუმლო“. მშვენიერია, ვისაც გინდა, იმას დააინტრიგებს. ასეთ მოთხრობას ყველა
წაიკითხავს. ენტონი ისტვუდმა იცოდა, როგორი უნდა ყოფილიყო ახალი მოთხრობა, მაგრამ
წერას ვერაფრით იწყებდა. ყველა მოთხრობაში მთავარი სათაური და სიუჟეტია. სათაური
მოფიქრებული ჰქონდა, მაგრამ სიუჯეტს არ დაადგა საშველი.
მოულოდნელად, ტელეფონმა დარეკა. ყურმილი უხალისოდ აიღო. ყურმილში ქალის ხმა
გაისმა. ეტყობოდა უცხოელი იყო:

– ეს, შენ ხარ, ძვირფასო?

– ე-ე-ე... – დაბნეულმა გაწელა მისტერ ისტვუდმა, – ვინ ლაპარაკობს?

– მე ვარ კარმენი. მემუქრებიან... ისე მეშინია... გთხოვ, რაც შეიძლება, სწრაფად მოდი, ყოველ
წუთს შეიძლება, მომკლან.

– მაპატიეთ, – ზრდილობიანად თქვა მისტერ ისტვუდმა, – ვშიშობ, სხვა ნომერი აკრიფეთ...

მაგრამ ქალმა დასრულება არ აცადა:

– ისინი უკვე ახლოს არიან. მომკლავენ, თუ გაიგებენ, რომ დაგირეკე. ნუთუ ეს გინდა? იჩქარე.
თუ არ მოხვალ, მეტად ვეღარ მნახავ. იმედი მაქვს, გახსოვს: კერკ-სტრიტი, 320, პაროლია
„კიტრი“...

ქალმა ყურმილი დაკიდა. მისტერ ისტვუდი გაოგნებული იდგა. „ნუთუ მან მართლა თქვა
კიტრი? იქნებ ჩემი ქვეცნობიერის ოინებია? ქალი ვიღაცას ელოდება. ემუქრებიან. ნეტა, რა
ხდება?“ – შემდეგ საბეჭდ მანქანას გახედა, – ავტორმა სიუჟეტები ცხოვრებიდან უნდა აიღოს.
ჰოდა, ახლა მეც წავალ და მოვიპოვებ სიუჟეტს.“

ლონდონელების უმეტესობამ იცის, რომ კერკ-სტრიტი უგრძესი ქუჩაა, სადაც ანტიკვარებით


ვაჭრობენ. 320-ე სახლში მინის ძველი ნაკეთობები იყიდებოდა. ოთახის ბოლოში ერთი
ბებრუხანა იჯდა. ენტონიმ დიდხანს ვერ გაბედა წარმოეთქვა პაროლი. ის კი არა, ლიქიორის
სერვიზიც კი შეიძინა. ბოლოს გაბედა და თქვა: „კიტრი“. ქალი გაბრაზდა, თუ ამისთვის იყავი
მოსული, ამდენი რას მალაპარაკეო და დაუყოვნებლივ მეორე სართულზე აუშვა.

იქ ერთი მოცუცქნული ოთახი იყო. ოთახში სკამზე გოგონა იჯდა. თან რა გოგო! მას ისეთივე
ხავერდოვანი კანი ჰქონდა, როგორსაც ენტონი თავის ნაწერებში აღწერდა ხოლმე და
თვალები?! მათში ჩაძირვა შეიძლებოდა! ეტყობოდა, ინგლისელი არ იყო.

გოგონა მის დანახვაზე აღფრთოვანებული წამოხტა და კისერზე ჩამოეკიდა.

– მოხვედი! – წამოიძახა მან, – მაინც მოხვედი!

ასეთ საქმეში ენტონი უკან არასდროს იხევდა და გოგონას მხურვალედ მოეხვია. კოცნის
შემდეგ, გოგონამ უკან დაიხია და თვალებში ჩახედა.

– ვერაფრით გიცნობდი, – თქვა მან, – თვალებიც კი სულ სხვანაირი გაქვს და საერთოდ


გაცილებით ლამაზი ხარ, ვიდრე მეგონა. შეიძლება კიდევ გაკოცო?

– რა თქმა უნდა, შეიძლება, – გრძნობით წარმოთქვა ენტონიმ, – რამდენიც გინდა.

მაგრამ გოგონამ მოულოდნელად უკან დაიხია და თვალებში შიში ჩაუდგა.

– ხომ არავინ აგედევნა?

– არა.

– იცი, როგორი ეშმაკები არიან. ბორისი ნამდვილი მხეცია.

– მაგათ ყველას გავუსწორდები.

– ლომი ხარ, ნამდვილი ლომი. მომისმინე, ის მე მაქვს. მომკლავდნენ, რამე რომ ეყნოსათ...
ჩუმად, ეს რა არის?

დაბლიდან რაღაც ხმები ისმოდა. გოგონა კიბეზე გავიდა და მაშინვე გაფითრებული


დაბრუნდა.

– პოლიციაა. ისინი აქ ამოდიან. დანა გაქვს? რევოლვერი?

– ძვირფასო, ნუთუ ფიქრობ, რომ პოლიციელს მოვკლავ?

– გიჟი ხარ, გიჟი! დაგიჭერენ და ჩამოგახრჩობენ... მოდიან... ყველაფერი უარყავი. მხოლოდ ეს


გიშველის.

ენტონიმ ზურგზე სიცივე იგრძნო. ოთახში ორნი შემოვიდნენ. დაბალმა და შავთმიანმა ხმა
ამოიღო:

– კონრად ფლეკმან, თქვენ დაპატიმრებული ხართ ანა როზენბერგის მკვლელობის


ბრალდებით. რასაც იტყვით, ყველაფერი შეიძლება თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ. აი,
დაპატიმრების ორდერი და უკეთესი იქნება, თუ წინააღმდეგობას არ გაგვიწევთ.

გოგონას ბაგეებს ყრუ ოხვრა მოსწყდა. ენტონიმ მშვიდი ღიმილით გადმოდგა ნაბიჯი.

– თქვენ ცდებით, სერჟანტო, – ზრდილობიანად თქვა მან, – მე ენტონი ისტვუდი ვარ.

ამ განცხადებამ მოსულებზე ვერანაირი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

– იქ გავარკვევთ, – თქვა მეორემ, – უნდა გამოგვყვეთ.


– კონრად! – იყვირა გოგომ, – კონრად, არ დათანხმდე!

ენტონიმ დეტექტივებს შეხედა:

– იმედი მაქვს, უფლებას მომცემთ, ამ ახალგაზრდა ლედის დავემშვიდობო.

მათთვის მოულოდნელი დელიკატურობით ორივე მამაკაცმა კარისკენ დაიხია. ენტონიმ


გოგონა კუთხესთან მიიყვანა და სწრაფად მიაყარა:

– მომისმინე, მე მართლა არ ვარ კონრად ფლეკმანი. შენ სხვა ნომერზე დარეკე. მე ენტონი
ისტვუდი მქვია. მაგრამ, შენ დამიძახე და არ შემეძლო არ მოვსულიყავი... მე ახლა ამათ
გავიტყუებ და მოასწრებ კონრადის გაფრთხილებას... ჩემი ტელეფონია: 17-43.

ქალმა მას ცრემლიანი თვალებით გაუღიმა. კაცი მოეხვია და მათი ტუჩები ისევ შეერთდა.

– არ დავივიწყებ, მართლა არ დავივიწყებ... მართლა მომეწონეთ. გახსოვდეთ ეს, რაც უნდა


მოხდეს. დამპირდით.

ენტონი ქალს მოცილდა და პოლიციელებს გაჰყვა. მანქანაში რომ ჩასხდნენ, ენტონიმ მათ
კიდევ ერთხელ აუხსნა, რომ იგი სხვა იყო, თან მწერალი. ამის დასამტკიცებლად
პოლიციელებს მასთან სახლში მისვლა შესთავაზა. მოულოდნელად პოლიციელები
დათანხმდნენ.

– კი ბატონო, – წარმოთქვა მაღალმა, რომელიც უფრო კეთილი ჩანდა, – ბოლოს და ბოლოს,


სამმართველოში არ შეგვაქებენ, თუ სხვა ადამიანს დავიჭერთ.

ისინი სახლში ავიდნენ. ენტონიმ მათ ანგარიშები და წერილები აჩვენა.

– მშვენიერია, – თქვა მაღალმა, – მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ხომ შეიძლება ერთი პიროვნება
ორი სახელით სარგებლობდეს. ამიტომ ბინა უნდა გავჩხრიკოთ და თქვენი თითის
ანაბეჭდები ავიღოთ. მოდი, ჩვენ მეორე ოთახში გავიდეთ, ვიდრე კარტერი აქ საქმეს
მიხედავს.

კარტერი საქმეს მაშინვე შეუდგა. მასპინძელმა სტუმარს ვისკი შესთავაზა. შემდეგ


გაუბედავად ჰკითხა:

– ალბათ, ხვდებით, ცნობისმოყვარეობა მკლავს. ვინ არის ანა როზენბერგი და რატომ


მოვკალი?

– ო, ეს ძალიან ჩახლართული ისტორიაა, – უპასუხა ინსპექტორმა, – ანა როზენბერგი


წარმოშობით გერმანელი ებრაელი, ჰემპსდედში ცხოვრობდა. არანაირი შემოსავალი არ
ჰქონდა, მაგრამ წლიდან წლამდე მდიდრდებოდა. მანამდე მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობდა.
დაახლოებით, ათი წლის წინ, ლონდონში რამდენიმე ესპანელი პოლიტიკური დევნილი
გადმოსახლდა. მათ შორის იყო, ვინმე დონ ფერნანდო ფერნანდესი, ახალგაზრდა ცოლით და
ბავშვით. ისინი ძალიან ღარიბულად ცხოვრობდნენ. ერთ დღეს ანა როზენბერგი მათთან
მივიდა და დაინტერესდა, რამე ხომ არ ჰქონდათ გასაყიდი. დონ ფერნანდო სახლში არ იყო და
ცოლმა გადაწყვიტა ბრწყინვალედ მოქარგულ ესპანურ შალს შელეოდა. დონ ფერნანდომ
შალის გაყიდვის ამბავი რომ გაიგო, გაცოფდა და მისი დაბრუნება სცადა. ბოლოს, როგორც
იქნა, ანა როზენბერგი მოძებნა, მაგრამ მან განაცხადა, რომ შალი ვიღაცას მიჰყიდა, ვისი
სახელიც არ იცოდა. დონ ფერნანდო სასოწარკვეთილი იყო. ორ თვეში მას თავს დაესხნენ და
მოკლეს. და აი, იმ დროიდან მოყოლებული ანა როზენბერგს საეჭვოდ ბევრი ფული გაუჩნდა.
ათი წლის განმავლობაში, მისი სახლის გაძარცვა ათჯერ სცადეს. ერთ-ერთი მცდელობის
დროს მოქარგული შალიც წაიღეს. ცოტა ხნის წინ, კარმენ ფერნანდესი, დონ ფერნანდესის
ქალიშვილი საფრანგეთიდან ინგლისში დაბრუნდა და მაშინვე ანა როზენბერგის ძებნა
დაიწყო. ამბობენ, მან მოხუცს საშინელი სკანდალი მოუწყო და მსახურმა გაიგონა მისი
სიტყვები: „თქვენ მას მალავთ. ამ წლების განმავლობაში თქვენ მისი საშუალებით
მდიდრდებოდით, მაგრამ, ვფიცავ, ის თქვენ უბედურებას მოგიტანთ და დადგება დღე,
როდესაც მწარედ ინანებთ, რომ საერთოდ ნახეთ“. სამი დღის შემდეგ, კარმენ ფერნანდესი
მოულოდნელად იმ სასტუმროდან გაქრა, სადაც ცხოვრობდა. მის ოთახში კონრად ფლეკმანის
სახელი და მისამართი იპოვეს. ასევე, ანტიკვარისგან გამოგზავნილი წერილი, სადაც
გამომგზავნი კარმენს შალის დათმობას სთხოვდა. წერილში მითითებული მისამართი ყალბი
აღმოჩნდა. ნათელია, რომ ეს ყველაფერი შალის გამო ხდებოდა. გუშინ დილით, კონრად
ფლეკმანი ანა როზენბერგთან მიიწვიეს. ისინი ერთი საათით განმარტოვდნენ. მისი წასვლის
შემდეგ ქალი ლოგინში ჩაწვა, თუმცა, მსახურებს უბრძანა, კონრად ფლეკმანი
მოსვლისთანავე, დაუბრკოლებლად შემოეშვათ. საღამოს ცხრა საათისთვის მოხუცი
სახლიდან გამოვიდა და აღარ დაბრუნდა. დღეს დილით, გულში დანით, კონრად ფლეკმანი
სახლში იპოვეს. იატაკზე, მის გვერდით... აბა, თუ გამოიცნობთ რა იყო?

– შალი? – ჩაიჩურჩულა ენტონიმ.

– არა, რაღაც უფრო მეტად მიმზიდველი. რამაც ყველა საიდუმლოს ფარდა უცებ ახადა. უცებ
გახდა გასაგები, რაში იყო მისი ფასი. მაპატიეთ, მგონი მოვიდნენ...

მართლაც, კარზე ზარი გაისმა. ენტონის ცნობისმოყვარეობისგან სული ელეოდა, მაგრამ


ინსპექტორს მაინც მორჩილად ელოდა. საკუთარი თავი უკვე აღარ ადარდებდა. ახლა
ანაბეჭდებს აუღებენ და ყველაფერი გაირკვევა. მერე, ალბათ, კარმენიც დაურეკავს... ენტონი
ოცნებამ გაიტაცა

ინსპექტორი დიდხანს, რომ არ გამოჩნდა, ადგა და მისაღებში გავიდა. სახლში საოცარი


სიწყნარე იყო. ნუთუ წავიდნენ? ოთახი დაცარიელებული და გაშიშვლებული მოეჩვენა.
ღმერთო დიდებულო! მისი მინანქარი, ვერცხლეული!

ყველა ოთახი შემოირბინა. ყველგან რაღაც აკლდა. სახლი გაასუფთავეს. ყველა ძვირფასი
ნივთი წაიღეს. არადა, ენტონის კარგი გემოვნება და კოლექციონერის ალღო ჰქონდა.
ყველაფერი წაიღეს...

ცოტა ხანში კარზე დააკაკუნეს. ზღურბლზე პატარა ბიჭი იდგა, ხელში ყუთი ეჭირა.

– თქვენს სახელზე გზავნილია, სერ.

ენტონიმ ყუთი გამოართვა. ოთახში შებრუნდა და გახსნა. ლიქიორის სერვიზი! ერთი ჭიქის
ფსკერზე ხელოვნური ვარდი ეგდო. ფიქრებში იმ ოთახში დაბრუნდა. „თქვენ მე მართლა
მომწონხართ. გახსოვდეთ ეს, რაც არ უნდა მოხდეს“.

შემთხვევითი მხსნელი

ნისლსა და წვიმაში დაკარგული მორტიმერ კლივლენდი საკუთარ ბედს და მანქანას


სწყევლიდა. ათ წუთში ბორბალში ორი ნახვრეტი, თანაც, ამ დაკარგულში ღამით... იმედი
არაფრის ჰქონდა. თუმცა, მოულოდნელად შუქის სუსტი ციალი შენიშნა.

განმარტოებით მდგარ სახლამდე ძლივს მიაღწია. კარი თხუთმეტიოდე წლის ბიჭმა გაუღო.
მრგვალი მაგიდის ირგვლივ, სანთლების შუქზე, ოჯახი ვახშმობდა. მაგიდის ერთ მხარეს
ჩაფსკვნილი მამაკაცი და პატარა ჭაღარა ქალი ისხდნენ, მოპირდაპირე მხარეს ორი გოგონა
იჯდა, ერთი ფართოდ გახელილი თვალებით უყურებდა და ფინჯნიანი ხელი პირთან
გაშეშებოდა. ულამაზესი იყო. ოქროსფერი თმა და სახის ნაზი ნაკვთები ჰქონდა. კლივლენდმა
მოსვლის მიზეზი აუხსნა. ჯერ იყო გრძელი პაუზა, შემდეგ ოჯახის უფროსი წამოდგა და
სტუმარი სახლში შეიპატიჟა:

– მობრძანდით. მე დინსმიდი ვარ, ეს ჩემი ბიჭია, ჯონი, ეს – ჩემი ცოლი, ხოლო ესენი ჩემი
ქალიშვილები არიან – შარლოტა და მაგდალენა.

კლივლენდი ბუხართან ჩამოჯდა და მეორე გოგონას სახეც დაინახა. იგი დაზე არანაკლებ
ლამაზი იყო, თუმცა მას საერთოდ არ ჰგავდა: შავი თმა, მარმარილოსავით თეთრი პირისახე
და წვრილი ცხვირი ჰქონდა.

მასპინძელმა ჩაი შესთავაზა. სტუმარი დათანხმდა. მისტერ დინსმიდი წამოდგა, მაგიდასთან


მივიდა, ხუთივე ფინჯანი წამოკრიფა და ყველა ონკანში გადაყარა.

– ეს უკვე გაცივდა, – თქვა მან, – დედაკაცო, თავიდან აადუღე!

მისის დინსმიდი წამოდგა, ჩაიდანი აიტაცა და სამზარეულოში გავიდა. მორტიმერს მოეჩვენა,


რომ ქალს ოთახიდან გასვლა გაუხარდა.

ვიდრე ჩაის სვამდნენ, მისტერ დინსმიდი წუთითაც არ გაჩუმებულა. საკუთარ თავზე


სტუმარს ყველაფერი უამბო: ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ, რაც საკმარისი ქონება დააგროვა,
მუშაობას თავი დაანება და გადაწყვიტა, საცხოვრებლად ქალაქგარეთ გადმოსულიყო. რა თქმა
უნდა, გოგონებს ამ მიყრუებულში სწყინდებათ, მაგრამ ბედს მაინც არ ემდურიან. ბოლოს
მისტერ დინსმიდი გაჩუმდა, სტუმარმა ამით ისარგებლა, მასპინძელს მადლობა გადაუხადა
და დაძინების სურვილი გამოთქვა. მისტერ დინსმიდმა შარლოტასა და მაგდალენას
სტუმრისთვის ოთახის მომზადება უბრძანა და მისტერ კლივლენდი დასაძინებლად გაეშურა.
უკვე დაწოლას აპირებდა, რომ მისი მზერა წითელი ხის ტუალეტის მაგიდაზე შეჩერდა.
კლივლენდი მოულოდნელობისგან გაშეშდა: მტვრიან ზედაპირზე გარკვევით ჩანდა თითით
დაწერილი ასოები: SOS!

მორტიმერი თვალებს არ უჯერებდა. ვიღაც შველას ითხოვდა, მაგრამ ვინ? მაგდალენა თუ


შარლოტა? ამ ოთახში ორივე ამოვიდა. მარჩიელობას აზრი არ ჰქონდა, ამ შუაღამისას მაინც
ვერაფერს გაარკვევდა, ამიტომ ხვალისთვის გადადო.

დილით ადრე ადგა და ბაღში გავიდა. მშვენიერი დილა იდგა. ბაღის ბოლოს შარლოტა იდგა
და დილის პეიზაჟით ტკბებოდა. კლივლენდი რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ის სიტყვა
შარლოტამ დაწერა. გოგონას მიესალმა, მერე ერთ-ერთ ხეს ტოტი მოატეხა და სველ მიწაზე
ასოების ხაზვა დაიწყო. ჯერ ასო S, დახატა, შემდეგ OS-იც დაუმატა და გოგონას დაჟინებით
დააკვირდა, მაგრამ სახეზე ვერაფერი შეამჩნია.

– ვიღაცამ წუხელ ეს ჩემს საძინებელში დაწერა, – წყნარად თქვა მან, – მეგონა, ეს თქვენ
იყავით.

გოგონამ გაკვირვებით შეხედა:

– მე? არა, რა თქმა უნდა!

სწორედ ამ დროს სახლიდან ჯონი გამოვიდა, სტუმარს მიუახლოვდა და უხერხულად


ჩაიბურტყუნა:

– საუზმე მზადაა. წამოხვალთ?

ამ დროს შეამჩნია, რომ კლივლენდი მის ხელებს აკვირდებოდა და ხმამაღლა გაიცინა.

– ვერაფრით მოვიშორე, ქიმიკატებია. იცით? – აუხსნა მან, – ვგიჟდები ქიმიაზე.


გადაწყვეტილი მაქვს, მეცნიერი გამოვიდე.

ყველანი მაგიდასთან ისხდნენ. ის მისტერ დინსმიდისკენ შებრუნდა:


– ვხედავ, თქვენი ბიჭი ქიმიითაა გატაცებული, – თქვა მან მხოლოდ იმიტომ, რომ სიჩუმე
დაერღვია.

ჭურჭლის მსხვრევის ხმა გაისმა და მისის დინსმიდი სასწრაფოდ ფინჯნის ნამტვრევების


შეგროვებას შეუდგა.

საუზმის შემდეგ კლივლენდი ბაღში გავიდა. სამზარეულოს ფანჯარასთან ჩაიარა და


მკაფიოდ გაიგონა, როგორ წარმოთქვა მისტერ დინსმიდმა:

– ეს ხომ უზარმაზარი თანხაა!

– ადვოკატმა თქვა, თითქმის სამოცი ათასი ფუნტიაო!

მალე მისტერ დინსმიდი გარეთ გამოვიდა.

– მშვენიერი დილა გათენდა, – თქვა მან, – იმედი მაქვს, თქვენს მანქანას ყველაფერი წესრიგში
ექნება.

მასპინძელს ეტყობოდა, ერთი სული ჰქონდა სტუმარს თავიდან როდის მოიშორებდა.


კლივლენდმა მასპინძლობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. გარეთ გოგონებიც
გამოვიდნენ, კლივლენდმა მათ შეხედა. ოქროსფერი და კუპრივით შავი თმა – საოცარი
კონტრასტი იყო.

– როგორი სხვადასხვანაირები არიან! – აღმოხდა მას. მისტერ დინსმიდი შეხტა და ხელიდან


ასანთი გაუვარდა.

კლივლენდს ინტუიცია იშვიათად ღალატობდა.

– სინამდვილეში ისინი დები არ არიან, არა? – ვითომდა ისე, სხვათა შორის იკითხა.

მისტერ დინსმიდმა წარბებქვემოდან გამოხედა, ცოტა შეყოყმანდა და წარმოთქვა:

– მართალია, სერ, ერთი აყვანილია. სულ პატარა ვიშვილეთ და, როგორც საკუთარი, ისე
გავზარდეთ. თავად ამის შესახებ არაფერი იცის. ჯერჯერობით ვუმალავთ.

– მემკვიდრეობის მიღების დრო დადგა? – მშვიდად ივარაუდა კლივლენდმა.

– სიმართლე ითქვას, გოგონა ჩვენ დედამისის თხოვნის შემდეგ ვიშვილეთ. რა თქმა უნდა,
ფულის სანაცვლოდ... ხოლო რამდენიმე თვის წინ გაზეთში განცხადებას წავაწყდი. ისე ჩანდა,
რომ იქ საუბარი ჩვენს მაგდალენაზე იყო. ვუპასუხე და თავზე ეგრევე ადვოკატები
დამადგნენ. შემდეგ კვირაში მას ლონდონში წავიყვან. მან ჯერ არაფერი იცის... როგორც
გაირკვა, მამამისი ვიღაც მდიდარი ებრაელი იყო. ქალიშვილის არსებობის შესახებ
სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე შეიტყო. მთელი ფული მას დაუტოვა და დეტექტივები
დაიქირავა მის მოსაძებნად.

ამბავი სარწმუნო ჩანდა. კლივლენდმა გადაწყვიტა, რომ ახლა უკვე წასვლის დრო იყო და
მისტერ დინსმიდთან ერთად სახლში შევიდა. მისის დინსმიდი მათი ხმის გაგონებაზე შეხტა
და სწრაფად მოტრიალდა. მას ხელიდან რაღაც გაუვარდა. მორტიმერი სასწრაფოდ დაიხარა
და იატაკიდან შარლოტას ფოტო აიღო. გოგონას თავზე ისეთი ქუდი ეხურა, როგორიც 25
წლის წინ იყო მოდაში. მან სურათი მისის დინსმიდს დაუბრუნა, მადლობა გადაუხადა და
დაემშვიდობა.

კლივლენდმა ნახევარი მილის გავლაც ვერ მოასწრო, რომ გზისპირა ბუჩქებიდან მაგდალენა
გამოვიდა.

– უნდა დაგელაპარაკოთ, – თქვა გოგონამ.

– ამას ველოდი. ეს ხომ თქვენ დაწერეთ წუხელ SOS, ასეა?

გოგონამ თავი დააქნია.

– ოღონდ, არ ვიცი, ეს რატომ გავაკეთე, – უთხრა მან, – მართლა არ ვიცი. მე იმ ადამიანების


რიცხვს არ მივეკუთვნები, ვინც რაღაცეებს იგონებს. ჩვენს სახლში რაღაც ცუდი ხდება.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა აქ გადმოვედით. ჯონი ისევ იგივეა. ის ერთადერთია, ვისაც
ეს არ შეეხო. მე კი ახლა ყველაფრის მეშინია. მამა ძალიან უცნაური გახდა. გუშინ საღამოს,
ჩაის რომ ვსვამდით, მამამ სასწაულზე დაიწყო ლაპარაკი და მე ღმერთს ვევედრებოდი, რომ ეს
სასწაული მომხდარიყო და ამ დროს კარზე თქვენ დააკაკუნეთ. იმედია, გიჟი არ გგონივართ.
რაღაც საშიშროების მოახლოებას ვგრძნობ, მაგრამ, არ ვიცი, კონკრეტულად რა საშიშროებაა.

წადით სახლში, შევეცდები, დაგეხმაროთ.

მორტიმერი ბოლო ორი დღის შესახებ დაფიქრდა. მის თვალწინ მოვლენები ნაწყვეტ-
ნაწყვეტად გაცოცხლდა. ხან ერთი სახე გამოჩნდა, ხან მეორე... ჯონი! ყველაფერი ჯონიმდე
მიდიოდა. ისევ გაიგონა ფინჯნის მსხვრევის ხმა. რამ შეაშინა მისის დინსმიდი? მაშინ მისი
ქმრისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ახლა კი ნათლად წარმოუდგა თვალწინ მისტერ
დინსმიდი, რომელსაც ტუჩებთან მიტანილი ფინჯანი ხელში გაუშეშდა. ფინჯანი... მის
მეხსიერებაში სხვა მოგონებაც ამოტივტივდა: როგორ გადააქცია მისტერ დინსმიდმა ჩაი და
თქვა: „ეს უკვე გაცივდა;“ ორთქლი, რომელიც წყალს ასდიოდა... წარმოუდგენელია, ჩაი
მართლაც ასეთი ცივი ყოფილიყო.

ყველანი ისევ მრგვალი მაგიდის ირგვლივ ისხდნენ. ოჯახის უფროსმა სამზარეულოდან


საკუთარი ხელით მოიტანა მდუღარე. მისის დინსმიდმა ჩაი ფინჯნებში ჩამოასხა. კარზე
კაკუნის ხმა გაისმა. მისი ქმარი სასწრაფოდ შემოტრიალდა და გაღიმებული მორტიმერ
კლივლენდი დაინახა.
– მაპატიეთ, თუ შეგაშინეთ, – მოიბოდიშა მან. – რაღაცის გამო დაბრუნება მომიხდა.

– დაბრუნება? – გაცეცხლდა მისტერ დინსმიდი, – საინტერესოა, რისთვის?

– ჩაისთვის, – თქვა მორტიმერმა.

მან მაგიდიდან სწრაფად აიღო ერთი ფინჯანი და მისი შემადგენლობა პატარა სინჯარაში
ჩაასხა, რომელიც ჯიბიდან ამოიღო.

– რას... რას აკეთებთ? – სულს ძლივს ითქვამდა გაფითრებული მისტერ დინსმიდი.

– როგორ, თქვენ ხომ კითხულობთ გაზეთებს? – აუღელვებლად უპასუხა მორტიმერმა, – იქ


ზოგჯერ საინტერესო რაღაცეებს წერენ. მაგალითად, როგორ მოიწამლა მთელი ოჯახი. ვიღაც
გამოჯანმრთელდა, ვიღაცა – ვერა. ოღონდ, ჩვენს შემთხვევაში ერთი გვამი იქნება, სწორია?
საკუჭნაოში დარიშხანის პაკეტი გაქვთ მომარაგებული. ერთი თაროთი დაბლა კი, ჩაის
ინახავთ. არავის გაუკვირდება, თუ შემთხვევით ის დაბლა ჩამოიყრება. ჯონიმ შემთხვევით
წააქცია პაკეტი, მაგრამ, მას რა პასუხს მოსთხოვ?

– ვერ ვხვდები, რაზე საუბრობთ, – გამოსცრა მისტერ დინსმიდმა.

– ძალიანაც კარგად ხვდებით, – თქვა მორტიმერმა, მაგიდიდან კიდევ ერთი ფინჯანი აიღო და
სხვა სინჯარაში ჩაასხა, – ერთში შარლოტასთვის განკუთვნილი ჩაია, მეორეში – მაგდალენას
ფინჯნიდან გადმოვასხი. მზად ვარ, დავიფიცო, რომ პირველში დარიშხანი სამჯერ და
ოთხჯერ მეტი იქნება, ვიდრე მეორეში.

– თქვენ გაგიჟდით!

– გარწმუნებთ, არა. დღეს თქვენ ამბობდით მისტერ დინსმიდ, რომ მაგდალენა როგორც
საკუთარი შვილი, ისე გიყვართ. სწორედ ის არის თქვენი ნამდვილი შვილი. აყვანილი კი
შარლოტაა. ის ისე ჰგავს თავის დედას, ვის ფოტოსაც დღეს თქვენი ცოლი ნახულობდა, რომ
თავიდან შარლოტას ფოტო მეგონა. ყველა, ვინც დედამისს იცნობდა, მაშინვე მიხვდებოდა,
ვინ ვინ არის. მაგრამ თქვენ გინდოდათ, რომ მემკვიდრეობა თქვენს ღვიძლ შვილს,
მაგდალენას შეხვედროდა. რა გადაწყვიტეთ, ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით – ცოტა დარიშხანი
ჩაიში...

კლივლენდმა შარლოტას გაფართოებული თვალები დაინახა და ამ დროს იგრძნო ვიღაცამ


ხელზე როგორ დაქაჩა. მაგდალენამ მორტიმერი გვერდით გაიხმო:

– მისმინეთ..., – გოგონამ სინჯარებზე მიუთითა. – თქვენ ხომ არ აპირებთ.... მამა...

– შვილო ჩემო, – რბილად უთხრა მორტიმერმა. – მე ამ სინჯარებს შევინახავ შარლოტას


უსაფრთხოებისთვის. ამის გარდა, არაფერს გავაკეთებ. გასაგებია, მისტერ დინსმიდ? და
ხშირად ვივლი თქვენთან, ჩაიზე...

დრამატული სოპრანო

მისტერ კოუენი ოტელ „რიცში“ ფანჯარასთან იდგა. ეს ქალბატონი პაულა ნეზერკოფის –


ცნობილი საოპერო მომღერლის აპარტამენტები იყო. იგი ახლახან დაბრუნდა ნიუ-იორკიდან.
სწორედ მას ელოდებოდა მისტერ კოუენი, მისი იმპრესარიო. ქალი აგვიანებდა, მაგრამ
მისტერ კოუენი უკვე დიდი ხანია, შეეჩვია მომღერლის კაპრიზებს. ათი წუთის შემდეგ
საძინებლის კარი გაიღო და სასტუმრო ოთახში პრიმადონა შემოიჭრა. ოთახი მაშინვე
დაპატარავდა, მისტერ კოუენი კი აიწურა.

ქალი მაღალი და არც ისე სრული იყო. უკვე ახალგაზრდაც აღარ ეთქმოდა – ორმოცი წელი
შეუსრულდა, მაგრამ სახის ნაკვთებს მიმზიდველობა არ დაეკარგა. იცინოდა, როგორც ბავშვი
და ეშმაკის ტემპერამენტით გამოირჩეოდა. თავისი დროის საუკეთესო დრამატულ სოპრანოდ
იყო აღიარებული.

– ყველაფერი მოაგვარეთ, მეგობარო? – მიმართა მან მისტერ კოუენს.

– თითქმის, – შენიშნა მან, – „კოვენტ-გარდენში“ ხუთჯერ იმღერებთ: სამჯერ „ტოსკაში“,


ორჯერ „აიდაში“.

– ფუ, „აიდა“! – ჩაიფხუკუნა ქალმა, – ეს აუტანლად მოსაწყენი იქნება. აი, „ტოსკა“ სხვა საქმეა.

– ო, დიახ, – დაეთანხმა კოუენი, – ეს თქვენი პარტიაა.

– მე მსოფლიოში საუკეთესო ტოსკა ვარ, – უბრალოდ თქვა ქალმა.

– დიახ, – კვლავ დაეთანხმა იმპრესარიო, – ასევე, გექნებათ ცალკე კონცერტი „ალბერტ


ჰოლში“ და, კიდევ ერთი წინადადება გვაქვს: ლედი რასტონბერი გთხოვთ, რომ მასთან
გამოხვიდეთ.

– რასტონბერი? – ქალმა შუბლი შეჭმუხნა, – ეს სახელი სადღაც გამიგია, მგონი, ჟურნალში


შემხვდა... სოფელიც უნდა იყოს.

– დიახ, ძალიან საყვარელი ადგილია ჰართფორდშირში, ლორდ რასტონბერის სახლი ხომ


ნამდვილი ფეოდალური ხანის სასახლეა. საკუთარი თეატრიც კი აქვთ. ფულში ცურავენ.
რეგულარულად მართავენ კერძო კონცერტებს. გთავაზობენ, რომ მთელი ოპერა შესრულდეს.
მაგალითად, „ბატერფლაი“. კარგად იხდიან. დამიჯერეთ, ღირს. სტუმრად სამეფო ოჯახის
წევრებს ელოდებიან და ჩვენთვის კარგი რეკლამაც იქნება.

ქალი წამოდგა, მაგიდასთან მივიდა, ჟურნალი აიღო და ფურცვლას შეუდგა. მოულოდნელად


მისი ხელი ერთ-ერთ გვერდზე გაშეშდა. მერე ჟურნალი ხელიდან გაუვარდა. ხასიათიც უცებ
შეეცვალა. ახლა მისი სახე აბსოლუტურად მშვიდი და პირქუში იყო.

– მოელაპარაკეთ მათ. ვიმღერებ მაგ თქვენს სასახლეში, ოღონდ, ერთი პირობით – ეს


აუცილებლად „ტოსკა“ უნდა იყოს.

– სახლის თეატრისთვის რთული იქნება, – ჩაიბურტყუნა კოუენმა, – იქ ისეთი


დეკორაციებია...

– „ტოსკა“ ან არაფერი!

კოუენმა გაკვირვებით შეხედა. ქალი მის მიღმა, სივრცეში იყურებოდა უცნაურად. კაცი ამ
მზერამ შეაშფოთა. ქალის ტუჩები შეირხა და თითქმის უხმოდ ამოთქვა რაღაც სიტყვები.
კოუენმა ძლივს გაიგონა:

– როგორც იქნა! როგორც იქნა! ამდენი წლის შემდეგ!..

ლედი რასტონბერი არა მარტო პატივმოყვარე, არამედ კარგი გემოვნების ადამიანიც იყო. მის
ქმარს კი, ცხენების მეტი არაფერი აინტერესებდა. სამაგიეროდ, თავისი ცოლით ამაყობდა და
მზად იყო, მისი ყველა კაპრიზი შეესრულებინა. საკუთარი თეატრი, რომელიც ასი წლის
წინათ მისმა ბაბუამ ააშენა, ლედი რასტონბერის საყვარელი სათამაშო გახდა. მისი
ძალისხმევით ამ თეატრის სცენაზე რეგულარულად დგამდნენ სპექტაკლებს. ახლა ლედი
რასტონბერის სტუმრები „ტოსკას“ სანახავად შეეკრიბა – ლონდონის ბომონდს სრულად
მოეყარა თავი.

მადამ ნეზერკოფი ლანჩამდე ჩამოვიდა. ჰენსდეილი, ახალგაზრდა ამერიკელი ტენორი,


კავარადოსის პარტიას შეასრულებდა, ხოლო სკარპია – ცნობილი იტალიელი ბარიტონი –
როსკარი იქნებოდა. მათი ერთად თავმოყრა უამრავი ფული დაჯდა, მაგრამ ეს არავის
ადარდებდა.

პაულა ნეზერკოფი ბრწყინვალე გუნებაზე ჩანდა. არანაირი კაპრიზები. ყველას მიმართ


კეთილად იყო განწყობილი. სასიამოვნოდ განცვიფრებული კოუენი მხოლოდ იმაზე
ლოცულობდა, ეს დიდხანს გაგრძელებულიყო. ყველაფერი ისე კარგად მიდიოდა, რომ
შეშფოთდა კიდეც. სულ რაღაც უსიამოვნო სიურპრიზის მოლოდინი ჰქონდა.

მალე მისი პროგნოზი გამართლდა. საღამოს 7 საათი სრულდებოდა, რომ ვიღაცამ იყვირა,
როსკარი კვდებაო. ყველა საცოდავი იტალიელის ოთახში შეცვივდა. მომღერალი საწოლზე
იწვა და კრუნჩხვებისგან იკლაკნებოდა. მსახური ექიმის მოსაყვანად გაგზავნეს.

– არ მოკვდება, – თქვა პაულამ კოუენის დანახვაზე, – მაგრამ დღეს ნამდვილად ვეღარ


იმღერებს.

სპექტაკლის დაწყებამდე ძალიან ცოტა დრო რჩებოდა. მალე ლედი რასტონბერიც მოვარდა.
მასაც, როგორც პაულას, უპირველესად „ტოსკას“ ბედი აღელვებდა.

– ვინმე რომ გვაპოვნინა! – დაიკვნესა პრიმადონამ.

– ოჰ! – მოულოდნელად გაახსენდა მასპინძელს, – ბრეონი. რა თქმა უნდა, ბრეონი, ცნობილი


ფრანგი ბარიტონი! იგი აქ ახლოს ცხოვრობს. ამ კვირაში „ქანთრი ჰოუმსში“ მისი სახლის
ფოტო ვნახე.

– შესანიშნავია! – წამოიძახა ნეზერკოფმა, – ბრეონი სკარპიას როლში... კარგად მახსოვს, ეს


მისი ერთ-ერთი საუკეთესო პარტიაა. მაგრამ, იგი ხომ უკვე აღარ მღერის?

– დღეს იმღერებს, – თქვა ლედი რასტონბერიმ, – გარწმუნებთ.

როდესაც ლედი რასტონბერის რამე ძალიან სურდა, მიზანს ყოველთვის აღწევდა. მესიე
ბრეონი მალე მიხვდა, რომ მოულოდნელ სტუმარს უნდა დათანხმებოდა. სიმართლე რომ
ითქვას, თავადაც მონატრებოდა სიმღერა და აპლოდისმენტები. ოც წუთში ორივე
რასტონბერის სასახლის სასტუმრო ოთახში შედიოდა. მასპინძელი გახარებული იყო:

– მაინც დავითანხმე. მესიე ბრეონ, ეს მადამ ნეზერკოფია. სწორედ ის იმღერებს თქვენთან


ერთად.

– მადამ, – თქვა მესიე ბრეონმა და პაულას ხელს ეამბორა, – ადრე ჩვენ ერთად არასდროს
გვიმღერია და ეს ჩემი ასაკის ბრალია. ახლა ბედმა ეს უსამართლობა აღმოფხვრა და ეს
ჩემთვის დიდი პატივია.

– ამ როლს არა მარტო მომღერალი, არამედ კარგი მსახიობიც სჭირდება, – ჩააკვეხა სიტყვა
ლედი რასტონბერიმ.

– მართლაც, – დაეთანხმა ბრეონი, – მახსოვს, იტალიაში, ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა რომ
ვიყავი, მილანში ერთ მიყრუებულ თეატრში მოვხვდი. ბილეთი სულ რამდენიმე ლირა
დამიჯდა, მაგრამ იმ საღამოს ნიუ-იორკის „მეტროპოლიტანზე“ უკეთესი შესრულება
მოვისმინე. ტოსკას პარტიას სულ ახალგაზრდა გოგონა ასრულებდა და, როგორც ანგელოზი,
ისე მღეროდა, მაგრამ, დრამატიზმი აკლდა. მას ბიანკა კაპელი ერქვა. მაშინ მე გარკვეული
წვლილი შევიტანე მის კარიერაში, კარგ მომავალსაც შევუქმნიდი, მაგრამ, იგი ძალიან
ქარაფშუტა იყო, ძალიან...
– და ეს რაში გამოიხატა? – მოულოდნელად გაისმა ბლანშ ემერის – ლედი რასტონბერის 24
წლის ქალიშვილის ხმა.

– სამწუხაროდ, მადმუაზელ! – უპასუხა ბრეონმა, – ის ვიღაც ბანდიტს გადაეყარა. შემდეგ იგი


დაიჭირეს და სიკვდილი მიუსაჯეს. გოგონა ჩემთან მოვიდა, ჩემი გავლენის გამოყენებას და
თავისი შეყვარებულის გადარჩენას მთხოვდა, თუმცა ბიჭი ამად არ ღირდა. აი, გოგონასთვის
კი, რაც შემეძლო, გავაკეთე... – აქ ბრეონმა უცნაურად გაიღიმა, – ბიჭი ჩამოახრჩეს, გოგონა კი
მონასტერში წავიდა. სამწუხაროდ, მსოფლიომ ბრწყინვალე მომღერალი დაკარგა.

ნეზერკოფმა ჩუმად გაიცინა.

– ჩვენ რუსები უფრო გონიერები ვართ, – უდარდელად ჩაილაპარაკა მან.

მხოლოდ ბლანშ ემერიმ შეხედა ამ მომენტში კოუენს და დაინახა, როგორ გაუფართოვდა მას
თვალები და ყბა როგორ ჩამოუვარდა.

სპექტაკლი ბრწყინვალედ წავიდა. ნეზერკოფი შეუდარებელი იყო. მისი დრამატული ნიჭი


ცხადად გამოჩნდა, განსაკუთრებით მეორე აქტში. დგება დრამატული მომენტი, როდესაც
ტოსკა ღვინით სავსე ჭიქას იღებს, მაგიდაზე დანას ამჩნევს და მას ზურგსუკან მალავს. ცოტაც
და, ტოსკა სკარპიას ხანჯლით განგმირავს.

ნეზერკოფს შურისძიების ეს სცენა ასეთი გრძნობით არასდროს შეუსრულებია. გაისმა


ბოროტი ჩურჩული: მუორი დანნატო (მოკვდი, წყეულო)! შემდეგ კი უცნაურმა წყნარმა ხმამ
გაიჟღერა: ორგლი პერდონო (ახლა უკვე ვპატიობ)!..

სიკვდილის თემა შემოდის და ტოსკა მკვდრის თავთან სანთლებს ანთებს, მკერდზე ჯვარცმას
ადებს, კართან ჩერდება და სცენას გამოსათხოვარ მზერას მოავლებს... დოლის შორეული ხმა
ისმის და ფარდა ეშვება.

პუბლიკის აღფრთოვანება დიდხანს არ გაგრძელებულა – ვიღაც კულისებიდან გამოვარდა და


ლორდ რასტონბერისთან მიირბინა. მალე ახალი ამბავი მთელ დარბაზს მოედო: უბედური
შემთხვევა... ვიღაც სერიოზულად დაჭრეს. ერთ-ერთი მომღერალი გამოვიდა და გამოაცხადა,
რომ მისიე ბრეონს უბედურება შეემთხვა და სპექტაკლი ვეღარ გაგრძელდებაო. მაშინვე
გავრცელდა ხმა – ნეზერკოფმა თავი დაკარგა, როლში იმდენად შეიჭრა, რომ პარტნიორი
დაჭრაო.

ლორდმა ლეკონმიმ, რომელიც უცხოელ ელჩთან ერთად განიხილავდა მომხდარს, ხელზე


შეხება იგრძნო. ეს ბლანშ ემერი იყო.

– ეს უბედური შემთხვეევა არ ყოფილა, – თქვა გოგონამ, – ზუსტად ვიცი. თქვენც ხომ


მოისმინეთ ის ისტორია, რომელიც ბრეონმა სადილზე გვიამბო იტალიელი გოგონას შესახებ?
ის გოგო პაულა ნეზერკოფი იყო. მაშინ მან თქვა, რომ რუსია, მაგრამ მე დავინახე, მისტერ
კოუენს გაკვირვებისგან ყბა როგორ ჩამოუვარდა. მან მშვენივრად იცოდა, რომ პაულა
იტალიაში დაიბადა, თუმცა სასცენო ფსევდონიმად რუსული გვარი აირჩია – ამაში
დარწმუნებული ვარ. მის ოთახში დევს ჟურნალი, რომელიც იმ გვერდზეა გადაშლილი, სადაც
მისიე ბრეონისა და მისი სახლის ფოტოა. მან ყველაფერი წინასწარ გათვალა. დარწმუნებული
ვარ, საცოდავ იტალიელს სასმელში რაღაც ჩაუყარა, რათა სცენაზე ვერ გასულიყო.

– მაგრამ რისთვის? – წამოხტა ლორდი ლეკონმი, – რა საჭირო იყო?

– როგორ ვერ ხვდებით? ეს იგივე ტოსკას ისტორიაა: მაშინ იტალიაში მან მისი დაუფლება
გადაწყვიტა, მაგრამ ქალს სხვა უყვარდა და მასთან დახმარების სათხოვნელად მივიდა. კაცი
დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა, მაგრამ ბიჭის გადასარჩენად არაფერი გააკეთა. ახლა, ბოლოს
და ბოლოს, ქალმა შური იძია. ნუთუ ვერ გაიგონეთ, როგორ თქვა: „მე ტოსკა ვარ!“. იმ
მომენტში ბრეონის სახეს ვუყურებდი და გარწმუნებთ: იგი ყველაფერს მიხვდა, მან ქალი
იცნო!

თავის საგრიმიოროში პაულა ნეზერკოფი სავარძელში გაუნძრევლად იჯდა. კარზე


დააკაკუნეს. მისი მოახლე ელზა შემოვიდა. ის ტიროდა:

– მადამ, მადამ, ის მოკვდა! იქ ორი პოლიციელია და თქვენ გკითხულობთ.

– გავალ, – წყნარად თქვა მან. შემდეგ ყელიდან მარგალიტის ყელსაბამი მოიხსნა და ელზას
გაუწოდა: – ეს შენ, კარგი გოგო ხარ. იქ, სადაც მივდივარ, ეს არ დამჭირდება. მე ტოსკას
აღარავინ მამღერებს.

ქალი ცოტა ხნით კართან გაჩერდა და საგრიმიოროს მზერა მოავლო, თითქოს თავისი
ცხოვრების ბოლო ოცდაათ წელს გადმოხედა. შემდეგ ნელა და დამარცვლით წარმოთქვა
სიტყვები უკვე სხვა ოპერიდან: „ფინიტა! ლა კომმედია!“

ყალბი მარგალიტები

შაბათ საღამოს მე და პუარო „გრანდ-მეტროპოლიტენში“ ვსადილობდით. დასვენების


დღეების გასატარებლად ბრაიტონში ჩამოვედით. აქ კი მთელ მაღალ საზოგადოებას მოეყარა
თავი. ტანსაცმლის და სამკაულების ნამდვილი გამოფენა იყო.

– აი, სანახაობა! – ჩაილაპარაკა პუარომ, – გეგონება აქ თავი მხოლოდ სპეკულანტებმა


მოიყარეს, რომლებმაც ქონება სამხედრო გადაზიდვებით დააგროვეს. აი, იმ ქალს შეხედეთ,
ჰასტინგს, სვეტის გვერდით რომ დგას. სამკაულებით ისეა მორთული, საახალწლო ნაძვის ხე
წიგნის ელექტრონული ვერსია
მოამზადა: აკაკი ციცქიშვილმა
www.ChiaturaINFO.GE
გეგონება.

– ეს ხომ მისის ოპალზენია! – წამოვიძახე მე, – მისი ქმარი ბირჟის მდიდარი მაკლერია.

სადილის შემდეგ ოპალზენების ოჯახს ჰოლში შევხვდით. ცოტა ხანში, საუბარი, ბუნებრივია,
შეეხო ძვირფასეულობას.

– მე ერთი მარგალიტის ყელსაბამი მაქვს, – თქვა ქალმა, – მას საოცარი ისტორია აქვს... თუ
გსურთ, გაჩვენებთ.

ქალი პუაროს პასუხს არც კი დაელოდა, ისე გაემართა თავისი ნომრისკენ. თუმცა, ჩვენ მის
დაბრუნებას ამაოდ ველოდით. ცოტა ხანში, პუაროს მისის ოპალზენთან უხმეს. ოპალზენების
აპარტამენტი მეორე სართულზე იყო. იქ რომ ავედით, თვალწინ უცნაური სურათი
გადაიშალა. დიდ სავარძელში გაშოტილი მისის ოპალზენი მწარედ ტიროდა. გაბრაზებული
მისტერ ოპალზენი ოთახში წინ და უკან დადიოდა. იქვე იყო ორი პოლიციელი. ბუხართან
გაფითრებული და შეშინებული მოახლე იდგა. მის პირდაპირ, მისის ოპალზენის ფრანგი
მოსამსახურე ბღაოდა... ამ ქაოსში პუარომ გაღიმებული სახით შეაბიჯა. მისის ოპალზენი მისი
კომპლექციისთვის უჩვეულო სისხარტით წამოხტა და პუაროს ეცა:

– თუ თქვენ ვერ დამიბრუნებთ ჩემს მარგალიტებს, მაშინ ამას ვერავინ გააკეთებს.

პუარომ ქალის დამშვიდება სცადა და მომხდარის მოყოლა სთხოვა.

– ზევით რომ ამოვედი, – დაიწყო მისის ოპალზენმა, – ოთახში სასტუმროს მოახლე და


სელესტინა – ჩემი მოსამსახურე, დამხვდნენ. სელესტინას ვთხოვე, მოახლე ოთახში მარტო
არასდროს დაეტოვებინა. ახლაც ერთად იყვნენ. ტუალეტის მაგიდის ზედა უჯრა გამოვაღე და
ზარდახშა ამოვიღე. ყველაფერი თავის ადგილზე იყო, მხოლოდ მარგალიტის ყელსაბამი
დაიკარგა!

– ბოლოს როდის ნახეთ ყელსაბამი? – ჰკითხა ინსპექტორმა.

– სადილზე ჩასვლის წინ. დიდხანს ვყოყმანობდი, რა გამეკეთებინა, მარგალიტები, თუ


ზურმუხტები.

– ესე იგი, როდესაც თქვენ სადილზე ჩახვედით, ძვირფასეულობა ჯერ კიდევ აქ იყო. ხოლო
თქვენს მოსამსახურეს მას შემდეგ ოთახი არ დაუტოვებია?

მოულოდნელად, სელესტინა თავისი მდგომარეობის სიმძიმეს მიხვდა, პუაროს ეცა და


ფრანგულად მიაყარა:

– ისინი ფიქრობენ, რომ მადამი მე გავძარცვე! ყველამ იცის, რომ პოლიციელები სულელები
არიან! მაგრამ თქვენ, მესიე, როგორც ფრანგი...
– ბელგიელი, – გაუსწორა პუარომ, რისთვისაც სელესტინას ყურადღება არც მიუქცევია. იგი
დარწმუნებული იყო, რომ ყელსაბამი მოახლემ მოიპარა და მის გაჩხრეკას ითხოვდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები სწრაფად და თანაც, ფრანგულად იყო ნათქვამი, მოახლე
თანდათან მიხვდა, რაშიც იყო საქმე და გაცეცხლდა.

– თუ ეს ვიღაც უცხოელი ამტკიცებს, რომ მძივები მე ავიღე, ეს ტყუილია. ეტყობა, თავად


მოიპარა და მე მაბრალებს. ოთახში მხოლოდ სამი წუთით შემოვედი, ეს კი მთელი ეს დრო აქ
იჯდა, როგორც კატა თაგვის სოროს წინ.

– თქვენ მართლა არ გასულხართ ოთახიდან? – ჰკითხა სელესტინას ინსპექტორმა.

– ოთახი არ დამიტოვებია, – უხალისოდ აღიარა სელესტინამ, – მაგრამ ორჯერ მომიხდა ჩემს


ოთახში გასვლა: ერთხელ იმისთვის, რომ საქსოვი ძაფი მომეტანა და მეორედ
მაკრატლისთვის. მას შეეძლო, ამით ესარგებლა.

– შენ მხოლოდ ერთი წუთით გახვედი, – ბრაზიანად წარმოთქვა მოახლემ, – გახვედი და


მაშინვე დაბრუნდი. მოხარული ვიქნები, თუ გამჩხრეკენ. არაფრის მეშინია!

ვიდრე მოახლეს სპეციალურად გამოძახებული ქალი-პოლიციელი მეორე ოთახში ჩხრეკდა, მე


აპარტამენტის ნახაზს ვადგენდი.

– სად გადის ეს კარი? – იკითხა პუარომ და ფანჯრის გვერდით, კარზე მიუთითა.

– სხვა აპარტამენტში, – უპასუხა ინსპექტორმა, – ის ურდულით იკეტება.

პუარო კართან მივიდა, ურდული გასწია, სახელურს დააწვა და გაღება სცადა. კარი არ
დაემორჩილა.

– ეს იმას ნიშნავს, რომ ის მეორე მხრიდანაც ურდულითაა დაკეტილი, – შენიშნა მან. შემდეგ
ფანჯრებს ჩამოუარა, – არც ერთი აივანი არაა.

ამ დროს მოახლეც გამოიყვანეს. პოლიციელმა, რომელმაც ის გაჩხრიკა, განაცხადა, რომ


ვერაფერი იპოვა. ახლა სელესტინა გაიყვანეს მეორე ოთახში. შედეგი იგივე აღმოჩნდა.
ინსპექტორმა ოთახების გაჩხრეკა გადაწყვიტა.

– დარწმუნებული ვარ, ყელსაბამი სადღაც აქაა, – თქვა ინსპექტორმა, – ქურდს არ ჰქონდა იმის
დრო, ის აქედან გაეტანა. თქვენმა მოულოდნელმა დაბრუნებამ, მისის ოპალზენ, მისი გეგმა
არია. ყელსაბამი ან სელესტინამ მოიპარა, ან მოახლემ. თუმცა, მოახლე ნაკლებ სავარაუდოა.

– თითქმის გამორიცხულია, – დაეთანხმა პუარო, – ის დრო, რაც სელესტინას ძაფის, ან


მაკრატლის მოსატანად დასჭირდა, მოახლეს ყელსაბამის მოსაპარავად არ ეყოფოდა. თუმცა,
მოდი, ექსპერიმენტი ჩავატაროთ.

პუარომ სელესტინას თავის ოთახში გასვლა და ძაფის მოტანა სთხოვა. მე დრო დავინიშნე.
მოსამსახურეს ამისთვის 15 წამი დასჭირდა. შემდეგ პუარომ, რაც შეეძლო სწრაფად გამოაღო
უჯრა, დაკეტილი ზარდახშა გასაღებით გახსნა, მერე ისევ გასაღებით ჩაკეტა და უკან, უჯრაში
დააბრუნა. ამ მოქმედებას 41 წამი დასჭირდა. ცხადი იყო, მოახლე სელესტინას არყოფნაში, ამ
ოპერაციას ვერ განახორციელებდა.

ინსპექტორი ოთახების ჩხრეკას შეუდგა და ყველაფერი გადააქოთა. ბოლოს სელესტინას


საძინებელში შევიდა და რამდენიმე წუთში, იქიდან გაბრწყინებული სახით დაბრუნდა.
ხელში ყელსაბამი ეჭირა. მისის ოპალზენი გახარებული წამოხტა და ხელებში ეცა.

– სად იპოვეთ? – იკითხა მისტერ ოპალზენმა.

– სელესტინას საწოლში. ლეიბებს შორის. მან იქ მისი დამალვა მანამდე მოასწრო, ვიდრე
მოახლე შემოვიდოდა.

– მაჩვენეთ, ქალბატონო, – თქვა პუარომ, ქალს ყელსაბამი გამოართვა, გულდასმით


დაათვალიერა და უკან დაუბრუნა. შემდეგ ორივე გარეთ გამოვედით. ყველაფერი
დამთავრებული იყო – ყელსაბამი ნაპოვნი, ქურდი გამოვლენილი. როდესაც დერეფანში
გამოვედით, პუარო მოულოდნელად გაჩერდა.

– ძალიან მინდა, მეზობელი ოთახის დათვალიერება. სწორედ იმის, ურდულით დაკეტილი


კარი რომ გადიოდა.

ნომრის კარი ღია აღმოჩნდა. ამ დიდ, ორადგილიან ნომერში არავინ ცხოვრობდა. მთელი
ავეჯი მტვრის სქელი ფენით იყო დაფარული.

– დასუფთავების ხარისხი ამ სასტუმროში აშკარად მოიკოჭლებს, შენიშნა პუარომ, – უნდა


დავრწმუნდე, კარი აქეთა მხრიდანაც ურდულითაა დაკეტილი, თუ არა.

– დაკეტილია, ვუთხარი მე, – მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, საქმე ხომ დასრულდა.

– საქმე არ დასრულებულა. გამოძიება მანამ გაგრძელდება, ვიდრე არ გავარკვევთ ყელსაბამი


ვინ მოიპარა.

– როგორ თუ ვინ მოიპარა?! სელესტინამ. ყელსაბამი ხომ მის საწოლში იპოვეს!

– საიდან მოიტანეთ, რომ ყელსაბამი იპოვეს! ის ნამდვილი არაა. ეტყობა, ჩვენი ინსპექტორი
ძვირფასეულობაში ცუდად ერკვევა, მალე დიდი ხმაური ატყდება.
ჩვენ ოთახი დავტოვეთ. პუარომ მოახლე მოძებნა და ჰკითხა:

– მისტერ ოპალზენის ნივთებში ასეთი ბარათი ხომ არ გინახავთ?

ამ სიტყვებთან ერთად, მან ჯიბიდან თეთრი ქაღალდისგან დამზადებული რაღაც ბარათი


ამოიღო. ქალმა გამოართვა, დახედა და უპასუხა:

– არა, ასეთი ნამდვილად არ მინახავს. იქნებ ლაქიამ იცის რამე. ის ხომ მისტერ ოპალზენის
ოთახში უფრო ხშირად შედიოდა.

მოახლე რომ წავიდა, პუარომ ლაქიას გამოუძახა. ლაქია მოვიდა და პუარომ მასაც იგივე
ბარათი აჩვენა. არც მას ჰქონდა ნანახი ის. ლაქია გავიდა და პუარომ გამომიცხადა, ლონდონში
მივდივარ, რათა მტკიცებულებები შევაგროვოო.

– მთავარი ძაფი ჩემს ხელთაა. მისის ოპალზენის ოთახში, როდესაც უჯრებს ვათვალიერებდი,
ფრანგული კირი ვიპოვე, მას დურგლები იყენებენ, – მითხრა და გამიღიმა.

პუარო სასტუმროში მხოლოდ მეორე დღეს, საღამოს დაბრუნდა. როდესაც შევხვდი,


ოპალზენებს ელაპარაკებოდა. სახე კი უბრწყინავდა.

– ჰასტინგს, მეგობარო! – წამოიძახა მან, როდესაც დამინახა, – მომილოცეთ, ყველაფერი ისე


კარგად დასრულდა! ისინი დაკავებულები არიან.

– ვინ ისინი?

– მოახლე და ლაქია, ეშმაკმა დალახვროს! ნუთუ მას შემდეგაც ვერაფერს მიხვდით, როდესაც
ფრანგული კირი ვახსენე.

– თქვენ თქვით, რომ მას დურგლები იყენებენო...

– დიახ. იმისთვის, რომ უჯრები უკეთ იღებოდეს. ის ასევე აუცილებელია მისთვის, ვისაც
უნდა, უჯრა ყოველგვარი ხმაურის გარეშე გააღოს. ჩვენს შემთხვევაში, ეს ვის სჭირდებოდა?
რა თქმა უნდა, მოახლეს. მომისმინეთ, ლაქია მეზობელ ნომერში დაიმალა და დაელოდა.
სელესტინა რამდენიმე წამით რომ გავიდა, მოახლემ უჯრა ძალიან სწრაფად, გამოაღო,
ზარდახშა ამოიღო და მეორე ოთახში კარს მიღმა გადგა. ლაქიამ ზარდახშა წინასწარ
დამზადებული, გასაღების დუბლიკატით მშვიდად გახსნა, ყელსაბამი ამოიღო და ისევ
დაელოდა. როდესაც სელესტინა მეორედ გავიდა, ზარდახშა მომენტალურად ადგილზე
დააბრუნეს, ყალბი სამკაული კი მათ დილითვე დამალეს ფრანგი მოსამსახურის საწოლში.

– ლონდონში რატომღა წახვედით?

– თეთრი ბარათი ხომ გახსოვთ? ეს ხაფანგი იყო. ამ ბარათს სპეციალური საფარი ჰქონდა
თითის ანაბეჭდისთვის. პირდაპირ სკოტლანდ-იარდში მივედი. იქ ჩვენი მეგობარი ჯეპი
ვიპოვე. როგორც ვვარაუდობდი, ანაბეჭდები ორი ცნობილი აფერისტის აღმოჩნდა,
რომლებიც უკვე დიდი ხანია, იძებნებიან. ჯეპი ჩემთან ერთად ჩამოვიდა. ისინი უკვე
დააკავეს. ყელსაბამი ლაქიას აღმოაჩნდა.

– არადა, კარგი გეგმა ჰქონდათ, – ვთქვი მე, – სად დაუშვეს შეცდომა?

– გეტყვი. მათი გეგმა – მოახლედ და ლაქიად დაეწყოთ მუშაობა, კარგი იყო, მაგრამ საკუთარი
მოვალეობის შესრულებაზე უარი არ უნდა ეთქვათ. საჭიროდ არც კი ჩათვალეს, მეზობელ
ნომერში, რომელიც ცარიელი იყო, მტვერი გადაეწმინდათ. როდესაც, ლაქიამ ზარდახშა
პატარა მაგიდაზე დადგა, იქ მისი კვალი დარჩა. თავიდან, დარწმუნებული არ ვიყავი მათ
დანაშაულში, მაგრამ როცა ეს კვალი დავინახე, ყველა ეჭვი გამიქრა!

ორმაგი ალიბი

– ერთი ამბავი გამახსენდა, – დაიწყო თხრობა მის მარპლმა, – უფრო სწორად, ნამდვილი
ტრაგედია, რომელშიც, გარკვეულწილად მეც აღმოვჩნდი გარეული. ვფიქრობ, მაშინ
ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო... ალბათ იცით, ასეთი საკურორტო ქალაქი ჰიდროსი...
როდესაც ეს ოჯახი პირველად დავინახე, მაშინვე ვიგრძენი, რომ მისტერ სანდერსს ცოლის
თავიდან მოშორება უნდოდა. პირადად ჩემთვის, ეს ეჭვს არ იწვევდა. მისტერ სანდერსი
ახალგაზრდა კაცი იყო, საოცრად მომხიბვლელი. სანდერსებთან მიმართებაში ჩემთვის
ყველაფერი თავიდანვე ნათელი იყო. ამისთვის საკმარისი აღმოჩნდა, მათთან ერთად
ტრამვაით მემგზავრა. ბევრი ხალხი იყო და ჩვენ ზევით ავედით. როდესაც ჩამოვდიოდით,
მისტერ სანდერსმა, მოულოდნელად, წონასწორობა დაკარგა და პირდაპირ ცოლს დაეჯახა.
საცოდავი ზუსტად კიბის თავში იდგა... საბედნიეროდ, კონდუქტორი მოხერხებული კაცი
აღმოჩნდა და მისი დაჭერა მოასწრო. რა თქმა უნდა, შეიძლება იფიქრო, რომ ეს
შემთხვევითობა იყო, მაგრამ მისტერ სანდერსს წამოსცდა, რომ სავაჭრო ფლოტში
მსახურობდა, ხოლო ის ვინც გემით ცურავდა, არასდროს დაკარგავს წონასწორობას
ტრამვაიში, სადაც მეც კი მშვენივრად ვიჭერ თავს. ამის შემდეგ თუ კიდევ მრჩებოდა რაიმე
ეჭვი, ისიც გაქრა. რა უნდა მექნა? ჩემს წინ იყო სიცოცხლისმოყვარე ახალგაზრდა, ლამაზი
ქალი და მე ვიცოდი, რომ მისი მოკვლა უნდოდათ. საუბედუროდ, ჩემი შესაძლებლობები
შეზღუდული იყო. ჩემი ეჭვებით პოლიციაში ხომ არ წავიდოდი?! გაირკვა, რომ ისინი
ახალდაქორწინებულები იყვნენ. მალე ქმარს მემკვიდრეობა უნდა მიეღო, მაგრამ მანამდე
თავი ძლივს გაჰქონდათ. ქორწინების შემდეგ მას და მის ქმარს ანდერძები შეუდგენიათ.
თითოეული თავისი სიკვდილის შემთხვევაში ქონებას მეორე ნახევარს უტოვებდა.
სასტუმროში ოთახი ზედა სართულზე ჰქონდათ. იქ, სადაც როგორც წესი, მოახლეები
ცხოვრობენ. ოთახს აივანიც ჰქონდა და აივანთან სახანძრო კიბეც იყო. მე ძალიან
დელიკატურად ვთხოვე ქალს აივანზე არ გასულიყო. ვუთხარი, რომ ცუდი სიზმარი მქონდა
ნანახი. ამან იმოქმედა. როგორც ჩანს, ქალმა ჩვენი საუბრის შესახებ მაშინვე ქმარს უამბო. მან
რაღაც უცნაურად დამიწყო ყურება. ალბათ, ისიც გაახსენდა, რომ იმ ტრამვაიში მეც ვიყავი.

ვერაფრით მოვახერხე მომეფიქრებინა, როგორ შემეშალა ხელი მისი ჩანაფიქრისთვის.


მისთვის ხელის შეშლის ერთადერთი საშუალება, ხაფანგის დაგება იყო. ანუ, როგორმე
იძულებული უნდა გამეხადა თავდასხმა განეხორციელებინა, მაგრამ ისე, რომ თავი გაეცა. ეს
მისი ცოლისთვის საშინელი დარტყმა იქნებოდა, სამაგიეროდ, უბედურებას აგვაცილებდა.
მაგრამ სანდერსმა დამასწრო. მიხვდა, რომ მომდევნო უბედურ შემთხვევას ველოდებოდი და
მკვლელობა გაითამაშა!..

ყველაფერი შვეიცარის სიკვდილით დაიწყო. საცოდავს ბრონქიტი დაემართა, რაც


პნევმონიაში გადაიზარდა და ოთხ დღეში დაიღუპა. შობამდე ოთხი დღე რჩებოდა. შემდეგ
ერთ-ერთმა მოახლემ ხელი გაიჭრა და ერთ დღეში სისხლის მოწამვლისგან გარდაიცვალა. იმ
დღეს, მისაღებში, მის ტროპალთან და მისის კარპენტერთან ერთად ვიჯექი. მისის
კარპენტერი სულ ამ საშინელ შემთხვევებზე ყვებოდა.

„ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, – ამბობდა ის. – ეს დასასრული არაა. ღმერთი სამობითაა. კიდევ
ერთი სიკვდილი იქნება, ეჭვი არ შეგეპაროთ.“

როდესაც იგი ამას ამბობდა, თავი ავწიე და კარში მისტერ სანდერსი დავინახე. არასდროს
დამავიწყდება მისი სახის გამომეტყველება. იგი მაშინვე გამოერკვა და გაიღიმა. ვერავინ
გადამარწმუნებს, რომ სწორედ მისის კარპენტერის სიტყვებმა არ უბიძგა მას. როდესაც ის
წავიდა, რატომღაც ცუდი შეგრძნება დამეუფლა და დავინტერესდი, სად იყო მისის სანდერსი.
მისის ტროპალმა მიპასუხა, რომ თავის მეგობრებთან – მორტიმერებთან ბრიჯს თამაშობდა.
დავწყნარდი და ოთახში დავბრუნდი. საღამოს, როდესაც კიბეზე ჩამოვდიოდი, მისტერ
სანდერსს შევეჩეხე. ზუსტად ექვსის ნახევარი იყო. შვიდს თხუთმეტი აკლდა, მე ჯერ ისევ
ჩაის ვსვამდი, ოთახში მისტერ სანდერსი რომ შემოვიდა. მას ორი ჯენტლმენი ახლდა. სამივე
შეჟუჟუნებული ჩანდა. მისტერ სანდერსმა მეგობრები მიატოვა და პირდაპირ ჩვენსკენ
გამოემართა. ჩემთან ერთად მის ტროპალიც იყო. გვითხრა, რომ რჩევა სჭირდება, ცოლს
საშობაოდ როგორი ჩანთა უყიდოს. რამდენიმე ვარიანტი შემომთავაზეს, თუ წინააღმდეგები
არ იქნებით, ჩემთან ნომერში ავიდეთ და ამარჩევინეთო. გავყევით. მისტერ სანდერსმა კარი
გააღო და შუქი აანთო. მისის სანდერსი იატაკზე ჩამხობილი იწვა. მივირბინე, მაჯის გასინჯვა
მინდოდა. უკვე გაციებული იყო. თავთან ახლოს სილით სავსე წინდა ეგდო, რაც, როგორც
ჩანს, მას თავში ჩაარტყეს. სანდერსმა იყვირა და ცოლისკენ გაქანდა, ოღონდ მე შეხების ნება
არ მივეცი. მალე სასტუმროს მეპატრონეც გამოჩნდა. მან ოთახიდან ყველა გამოგვყარა, კარი
ჩაკეტა და პოლიციაში დასარეკად გაიქცა. ხაზი დაკავებული აღმოჩნდა და მეპატრონეს
სამმართველოში ბიჭის გაგზავნა დასჭირდა. სასტუმრო ქალაქიდან მოშორებით იდგა.
მომეჩვენა, რომ ვიდრე ისინი მოვიდნენ, მთელი საუკუნე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში
მისტერ სანდერსი ბაღში წინ და უკან დადიოდა და უნუგეშო ადამიანის როლს თამაშობდა.
ინსპექტორმა ყველა სათითაოდ დაგვკითხა. შემდეგ გვამი მაჩვენა, ყველაფერი ისევ ისე თუ
არის, როგორც მაშინ, როცა ის აღმოაჩინეთო. მე ავუხსენი, რომ ყველაფერი ხელუხლებელი
იყო, ქუდის გარდა. როდესაც პირველად შემოვედით ქუდი გლედისს თავზე ეხურა, ახლა კი
გვამის გვერდით იდო. ინსპექტორი გვამს დააკვირდა. როგორც ჩანს, მისის სანდერსი სადღაც
აპირებდა წასვლას. მას მუქი წითელი ტვიდის პალტო ეცვა. კარგად რომ დავაკვირდი
შევნიშნე, გლედისის საყურეებიც გამქრალიყო. ამან ინსპექტორს საშულება მისცა ევარაუდა,
რომ მკვლელი მძარცველი იყო, რომელიც იმდენად თავხედი აღმოჩნდა, უკან დაბრუნდა და
გვამს საყურეებიც მოხსნა. შეუძლებელი იყო მკვლელი ისევ ოთახში ყოფილიყო, რადგან
ყველა კარადა უკვე ნანახი გვქონდა. ერთადერთი, რაც ჩაკეტილი დაგვხვდა, ქუდების კარადა
აღმოჩნდა.

მართალია, დარწუნებული ვიყავი, რომ მკვლელი სანდერსი იყო, მაგრამ საკუთარ ვერსიაში
ეჭვი მეც შემეპარა. თუ მკვლელი სანდერსი იყო, რაში დასჭირდა მას სახანძრო კიბეზე აძრომა
და ცოლის საყურეების წაღება? ძიებამაც დაადასტურა, რომ მისტერ სანდერსი მკვლელი
ვერაფრით იქნებოდა. ამას ფაქტები მოწმობდა. როგორც თქვენთვის ცნობილია, მისის
სანდერსმა დღე მეგობრებთან – მორტიმერებთან გაატარა. ის მათგან დაახლოებით შვიდის
თხუთმეტ წუთზე წამოვიდა. მორტიმერების სახლიდან ჰიდროსამდე თხუთმეტი წუთის
სავალია. ესე იგი, სასტუმროში ის შვიდის ნახევრისთვის დაბრუნდა. შემდეგ გამოიცვალა და
როგორც ჩანს, ისევ სადღაც აპირებდა წასვლას. რაც შეეხება მისტერ სანდერსს, სასტუმროდან
ის დაახლოებით ექვსის ნახევარზე გავიდა. საყიდლებს მორჩა და ექვსი საათისთვის
სასტუმრო „გრანდ სპაში“ შეიარა, სადაც მეგობრებთან ერთად რამდენიმე პარტია ბილიარდი
ითამაშა და დალია. მისი მეგობრები მას არ მოშორებიან. შემდეგ ერთად დაბრუნდნენ
ჰიდროსში, როდესაც ექვს საათსა და 45 წუთზე იგი ჩვენთან რჩევის საკითხავად მოვიდა, მისი
ცოლი უკვე მკვდარი იყო.

კიდევ ერთი დეტალი გაირკვა. ბრიჯის დროს მისის სანდერსს ტელეფონთან უხმეს. მასთან
საუბარი ვინმე მისტერ ლიტვორტს სურდა. საუბარმა ქალი კიდეც გაახარა და კიდეც
ააფორიაქა. დროზე ადრე მიატოვა თამაში და წამოვიდა. მისტერ სანდერსმა მათ ნაცნობებში
ლიტვორტი ვერავინ გაიხსენა. არადა, მის ცოლს საერთოდ არ ეტყობოდა, რომ უცნობს
ელაპარაკა. როგორც ჩანს, იმ კაცმა მორტიმერებს გამოგონილი სახელი უთხრა, რაც უკვე
საეჭვო იყო. ერთი ვერსია კიდევ გაჩნდა: – მისის სანდერსმა ვიღაცას პაემანი დაუნიშნა. ხომ
შეიძლებოდა ეს ვიღაცა სახანძრო კიბით ოთახში ამძვრალიყო, შემდეგ კი ეჩხუბათ.

მისტერ სანდერსს ურყევი ალიბი ჰქონდა, ამიტომ მისი უდანაშაულობა ყველამ ირწმუნა. მე
ასე დანებებას არ ვაპირებდი. ორი დღე ვიმტვრევდი თავს და ბოლოს გონება გამინათდა.
გახსოვთ ქუდების დაკეტილი კარადა? იცით, ის დაკეტილი რატომ აღმოჩნდა? საცოდავი
გლედისი ქმრისთვის საჩუქრად სვიტერს ქსოვდა და არ უნდოდა მისტერ სანდერსს წინასწარ
ენახა. ამიტომ, საქსოვს ქუდების კარადაში ინახავდა, გასაღები კი ჯიბეში ედო. სწორედ ამ
გარემოებამ არია მკვლელის გეგმები. მე ინსპექტორს ვთხოვე, ის ქუდი, რომელიც გვამის
გვერდით იპოვეს გარდაცვლილისთვის მოერგოთ. ქუდი პატარა აღმოჩნდა. რატომ? იმიტომ,
რომ მისი არ იყო. თუმცა, ჩნდება კითხვა, მანამდე ხომ ეხურაო. საქმეც ისაა, რომ არ ეხურა...
ჩვენ ისე დარწმუნებულები ვიყავით, რომ ოთახში საცოდავი გლედისის გვამი იყო, რომ
სახეზე არც მიცვალებულისთვის შეგვიხედავს. ის ხომ ჩამხობილი იწვა. როდესაც ჩვენ
პოლიციაში ვრეკავდით, გლედის სანდერსი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. იგი მოგვიანებით
მოკლეს. ამაზრზენი გეგმაა, მაგრამ კარგად მოფიქრებული. ხომ გახსოვთ გარდაცვლილი
მოახლე. ისიც გახსოვთ ალბათ, რომ სანდერსების ოთახი ზედა სართულზე სწორედ
მოახლეების ოთახის გვერდით იყო. სანდერსმა სადღაც ხუთი საათისთვის მოახლის გვამი
აივნიდან თავის ოთახში გადაათრია. თავისი ცოლის ერთ-ერთი კაბა და წითელი პალტო
ჩააცვა და მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ქუდების განყოფილება ჩაკეტილია! მაშინ
იძულებული გახდა, საცოდავი მოახლის ქუდი აეღო. იგი დაწმუნებული იყო, რომ ამას
ვერავინ შეამჩნევდა. გვამის გვერდზე სილით გატენილი წინდა დააგდო და წავიდა. შემდეგ
მოვლენები ასე ვითარდება: ის ცოლს ურეკავს, ოღონდ გამოგონილ სახელს ამბობს. არავინ
იცის, რა უთხრა, მაგრამ დაარწმუნა, რომ თამაში სასწრაფოდ დაესრულებინა და ჰიდროსში,
შვიდ საათზე, სახანძრო კიბესთან მას შეხვედროდა. ალბათ, უთხრა, რომ მას სიურპრიზი
ელოდა.

ჰიდროსში მეგობრებთან ერთად დაბრუნებულმა სანდერსმა ისე მოაწყო, რომ მე და მის


ტროპალი იქ ვყოფილიყავით, როდესაც იგი გვამს იპოვიდა. მან ისიც კი გაითამაშა, თითქოს
გვამის გადაბრუნება უნდოდა და თავად გავაჩერე! შემდეგ კი, როდესაც პოლიციის
მოსაყვანად ბიჭი გააგზავნეს, იგი ვითომ ანერვიულებული ბაღში ჩავიდა. არავინ
დაინტერესებულა რას აკეთებდა ამ დროს. სწორედ მაშინ შეხვდა ცოლს და სახანძრო კიბით
ნომერში აიყვანა. ალბათ რაიმე ისტორიაც მოიგონა, რათა ოთახში მოახლის გვამის არსებობა
აეხსნა... და აი, ქალი იხრება, ის კი სილით სავსე წინდას იღებს და თავში ურტყამს. შემდეგ
სწრაფად ხდის ტანსაცმელს, გარდერობში კიდებს და ტანთ იმას აცმევს, რაც მანამდე მოახლეს
ჩააცვა, მაგრამ ქუდი არ ერგება. სანდერსი იძულებულია ქუდი გვამის გვერდით დადოს იმ
იმედით, რომ ამას ყურადღებას არავინ მიაქცევს. შემდეგ მოახლის გვამს უკან აბრუნებს.
გახსოვთ ალბათ, ტელეფონის ხაზი არ მუშაობდა. ესეც მისი ნამოქმედარი იყო, რათა
პოლიციის მოსვლამდე საკმარისი დრო ჰქონოდა.

იაფი „მახე“

ერთხელ ჩემს ძველ მეგობართან ჯერალდ პარკერთან ვიყავი სტუმრად. ჩვენ გარდა კიდევ
ექვსი ადამიანი იყო. საუბარი ბინების ქირაობის პრობლემას შეეხო. ბოლო სიტყვა ულამაზეს
მისის რობინსონს ერგო, რომელიც ქმართან ერთად იყო მოსული. ისინი
ახალდაქორწინებულები იყვნენ.

– თქვენ ჯერ არ გაგიგიათ, როგორ გაგვიმართლა? – იკითხა მან.

– ბოლოს და ბოლოს ვიქირავეთ ბინა. თან, იცით სად? – მონტეგიუში. ოღონდ, საქმე ისაა, რომ
იაფად ვიქირავეთ. უფრო იაფი არ არსებობს – ოთხმოცი ფუნტი წელიწადში.

– რა? ეს წარმოუდგენელია!

– იყვირა პარკერმა.

– რაღაც უცნაურობა ხდება.

– ბინების გაქირავების ფირმას მივაკითხეთ, მაგრამ რაც შემოგვთავაზეს, ყველაფერი ძალიან


ძვირი იყო.

– არანაკლები ოთხასი ფუნტისა წელიწადში. წამოსვლას ვაპირებდით, რომ კლერკს წამოსცდა,


არის ერთი ბინა ოთხმოცად, თუმცა ის უკვე დიდი ხანია ჩვენს სიაშია. უამრავი ადამიანი
გავაგზავნეთ და სავარაუდოდ, გაქირავებულიც იქნებაო. ჩვენც ვხვდებოდით, რომ შანსი არ
გვქონდა, მაგრამ ნახვა მაინც გადავწყვიტეთ, ყოველი შემთხვევისთვის. ეს ბინა – ნომერი
ოთხი მესამე სართულზე იყო და როდესაც ლიფტს ველოდებოდით, კიბეზე ეშლი
ფერგიუსონი ჩამორბოდა. იგი ჩემი მეგობარია და ისიც ბინას ეძებდა. „დაგასწარი საყვარელო,
– მითხრა მან, – და მაინც წარუმატებლად. უკვე გაქირავებულია”. მივხვდით, რომ
დავაგვიანეთ, მაგრამ ფასი ხომ ძალიან დაბალი იყო, ჩვენ კი შეგვეძლო მეტი
შეგვეთავაზებინა. ამიტომ, მაინც ავედით და თქვენ წარმოიდგინეთ, ბინა გაქირავებული არ
იყო. საქმე მომენტალურად მოგვარდა. ზეგ უკვე გადავდივართ.

– აბა, მისის ფერგიუსონს რა მოეჩვენა? – იკითხა პარკერმა.

– რას გკარნახობთ თქვენი დედუქცია, ჰასტინგს?

– „ეს ხომ ელემენტარულია, ძვირფასო უოტსონ”, – წარმოვთქვი ღიმილით.

– მას ბინა შეეშალა.

მთელი ეს ისტორია საინტერესოდ მომეჩვენა და მეორე დღეს, კურიოზის სახით პუაროს


ვუამბე. იგი ძალიან დაინტერესდა და დაწვრილებით გამომკითხა ლონდონში ბინების
ქირაობის პირობები. შემდეგ სადღაც გავარდა. ცოტა ხანში გაბრწყინებული სახით დაბრუნდა
და გამომიცხადა, ამ საქმის გამოძიებას ვიწყებთო.

– წარმოიდგინეთ, ასეთი ბინის რეალური ფასი სამას ორმოცდაათი ფუნტია. მიუხედავად


ამისა, ამ მშვენიერ ბინას ოთხმოც ფუნტად აქირავებენ, რატომ? და კიდევ, მეგობარმა რატომ
უთხრა, რომ ბინა უკვე გაქირავებულიაო. ბინა შეეშალა? შეიძლება, მაგრამ ფაქტია, მანამდეც
ბევრი მსურველი მივიდა, მაგრამ საოცარი სიიაფის მიუხედავად, ბინა არ გაქირავდა.
ამიწერეთ მისის რობინსონი.

– მაღალი ქალია.… სახის სწორი ნაკვთები აქვს და მშვენიერი, ოქროსფერი თმა. ასევე ცისფერი
თვალები და ბრწყინვალე აღნაგობა. პუარომ მონტეგიუში წასვლა შემომთავაზა, იქნებ, რამე
გავარკვიოთო. ამ მშვენიერ შენობას მთელი კვარტალი ეკავა. პუარომ კარისკაცს მიმართა:

– ვერ გვეტყვით, აქ ცხოვრობენ მისტერ და მისის რობინსონები?

– კი, მესამე სართულზე. უკვე ექვსი თვეა, რაც გადმოვიდნენ, – გვიპასუხა მან.

მე ყბა ჩამომივარდა. იქნებ გეშლებათ-მეთქი. არა, ზუსტად მახსოვს, წმიდა მიხაილის დღეს
გადმოვიდნენ. ქალი ძალიან ლამაზია. ოქროსფერი თმა აქვსო.

მეხუთე სართულზე ცარიელი ბინა აღმოჩნდა, კვირაში ხუთ გინეად. პუარომ ერთი თვით
იქირავა. ჩვენს დროებით საცხოვრებელში მეორე დღესვე გადავედით. ის ზუსტად
რობინსონების ბინის თავზე იყო. სამშაბათს პუარო მთელი დღე წასული იყო. საღამოს
დაბრუნდა და კმაყოფილი სახით ასეთი რაღაც მიამბო:

– დაახლოებით, ნახევარი წლის წინ, ვიღაცამ ამერიკის ერთ-ერთი სამთავრობო


დაწესებულებიდან ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები მოიპარა. ეს იყო, მეტ-ნაკლებად
მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზების თავდაცვითი ნაგებობების ნახაზები, რომლებიც სხვა
რომელიმე სახელმწიფოს აუცილებად დააინტერესებდა. მაგალითად, იაპონიას. ეჭვი
ახალგაზრდა იტალიელზე – ლუიჯი ვალდარნოზე მიიტანეს, რომელიც იმ დაწესებულებაში
წვრილი მოხელე იყო და იმავე დღეს დაიკარგა, რა დღესაც დოკუმენტები. ორი დღის შემდეგ,
ეს ტიპი ნიუ-იორკის ისტ-საიდში მოკლეს. დოკუმენტები თან არ აღმოაჩნდა. ამ ამბებამდე
ცოტა ხნით ადრე კი, ლუიჯი ვალდარნო ახალგაზრდა მომღერალთან, ვინმე მის ელზა
ჰარდტთან ერთად ნახეს. სცენაზე იგი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, მანამდე ძმასთან ერთად
ვაშინგტონში ცხოვრობდა. რაც შეეხება მის ჰარდტის წარსულს, იგი ბურუსითაა მოცული.
ლუიჯი ვალდარნოს სიკვდილის შემდეგ, ქალი გაქრა და ყველა საფუძველი არსებობს
იმისთვის, ივარაუდო, რომ სინამდვილეში იგი ერთ-ერთი ქვეყნის დაზვერვაზე მუშაობს.
ამერიკის სპეცსამსახურებმა კონტროლზე აიყვანეს ვაშინგტონში მცხოვრები ყველა საეჭვო
იაპონელი. ნათელი იყო, რომ ეს ქალი ერთ-ერთ მათგანთან კონტაქტზე გასვლას ეცდებოდა.
ჰოდა, ერთ-ერთი ვაშინგტონელი იაპონელი ორი კვირის წინ ინგლისში გამოემგზავრა, რაც
ირიბად ამტკიცებს, რომ ელზა ჰარდტი აქ არის. ელზა ჰარდტის აღწერილობაა: – სიმაღლე
ხუთი ფუტი და ექვსი დუიმი, ცისფერი თვალები, სწორი ცხვირი, ოქროსფერი თმები,
ბრწყინვალე აღნაგობა.

– მისის რობინსონი! – წამოვიძახე მე.

– სრულიად შესაძლებელია, – დააზუსტა პუარომ.

– ასევე გავარკვიე, რომ მეოთხე ნომერი ბინის მცხოვრებლებს დღეს დილით ვიღაც
შავგვრემანი ტიპი კითხულობდა, გარეგნულად უცხოელს ჰგავდა. ასე რომ, ვშიშობ, ჩემო
მეგობარო, დღეს ტკბილ ძილზე უარის თქმა და ჩემთან ერთად იმ საიდუმლო ბინაში ღამის
გატეხვა მოგიწევთ? ჰო, რევოლვერიც თან წამოიღეთ, ყოველი შემთხვევისთვის.
ზუსტად შუაღამისას, ნახშირის ამწეში გადავძვერით და მესამე სართულზე დავეშვით.
პუარომ კარი გახსნა და ჩვენ ბუფეტის ოთახში აღმოვჩნდით. იქიდან სამზარეულოში
გავედით და სკამებზე მოვთავსდით, ჰოლში გასასვლელი კარი კი შეღებული დავტოვეთ.
დაახლოებით საათ-ნახევარში რაღაც ფხაკუნის ხმა გაისმა. ვიღაც კარის კლიტეს აწვალებდა.
მალე კლიტე გამოვარდა. მე და პუარო ჰოლში გამოვედით და კედელს ავეკარით. როდესაც
შემოსულმა ფანარი აანთო, პუარომ მიჩურჩულა: დროა! ჩვენ ერთად გადავხტით. პუარომ მას
თავზე შარფი მოხერხებულად გადააფარა. მე კი ხელი ამოვუტრიალე, რომელშიც დანა ეჭირა.
რევოლვერი რომ დამინახა, მაშინვე დაწყნარდა. მიხვდა, რომ წინააღმდეგობას აზრი არ
ჰქონდა. პუარო მისკენ დაიხარა და დიდხანს ყურში რაღაცას ეჩურჩულებოდა. უცნობმა
პასუხად თავი დაუქნია. ჩვენ ყველანი დაბლა ჩავედით. პუარომ რევოლვერი გამომართვა,
მეტად აღარ დაგვჭირდებაო და ტაქსიში ჩავჯექით. პუარომ მძღოლს მისამართი უთხრა:

– სენტ-ჯონსვუდი. მე უკვე ვეღარაფერს ვხვდებოდი. ჩვენ ერთ პატარა სახლთან


გადმოვედით. პარმაღზე ავედით და პუარომ ზარი დარეკა. ჯერ არავინ გამოვიდა. მაგრამ,
რომ არ მოვეშვით, კარი ვიღაცამ ოდნავ შეაღო. გარეთ მამაკაცი გამოვიდა.

მკვეთრი დარტყმით პუარომ იგი ძირს დასცა. სამივენი ოთახში შევვარდით და კარი
შიგნიდან ჩავკეტეთ. პუარომ შუქი აანთო და ჩვენს თანმხლებ უცნობს, რომელიც იტალიელი
უნდა ყოფილიყო, ფარდის უკან დამალვა უბრძანა. დამალვა ძლივს მოასწრო, რომ ოთახში
ქალი შემოვარდა – მაღალი, ოქროსფერი თმით.

– სად არის ჩემი ქმარი? – იყვირა მან. თან შეშინებული მზერა მოგვავლო.

– თქვენ ვინ ხართ?

– ჩვენ მართლაც ვერ წარმოგიდექით, – წინ წამოიწია პუარო.

– ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი თქვენთან შესახვედრად ნიუ-იორკიდან


ჩამოვიდა.

ფარდა გადაიწია და სამალავიდან იტალიელი გამოვიდა. კანი დამიბუსუსდა, როდესაც


დავინახე, რომ მას ხელში ჩემი რევოლვერი ეჭირა. რა თქმა უნდა, პუაროს ტაქსიში
დაუვარდა. ქალმა გაქცევა სცადა, მაგრამ მის წინ პუარო იდგა. „მომკლავს”, – ყვიროდა ქალი.

– ვინ მოკლა ლუიჯი ვალდარნო? – ყვიროდა იტალიელი და რევოლვერს მორიგეობით


ყველას გვიმიზნებდა.

– ვფიქრობ, მის ელზა ჰარდტისთვის, ზედმეტი ახსნა-განმარტებებით შეურაცხყოფის


მიყენების აუცილებლობა არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, უკვე ყველაფერს მიხვდა. ქალი
სწრაფად ეცა ატლასის დიდ კატას, რომელიც ტელეფონის სადგამის ფუნქციას ასრულებდა.
– აქ არის, შიგნით.

– კარგად მოგიფიქრებიათ,

– ჩაილაპარაკა პუარომ.

– კარგად ბრძანდებოდეთ, მადამ. მე ჩვენს ნიუიორკელ მეგობარს დავაკავებ, ვიდრე თქვენ


წახვალთ.

– რა იდიოტი ხართ! – დაიქუხა იტალიელმა და რევოლვერი ქალს დაუმიზნა. ვიდრე მე მას


მივარდებოდა, სასხლეტს გამოკრა, თუმცა გასროლის მაგივრად მხოლოდ ჩხაკუნი გაისმა.

– ჰასტინგს, ძველ მეგობარს მაინც არ ენდობით? ნუთუ, შეგეძლოთ გეფიქრათ, რომ დატენილ
რევოლვერს თითქმის უცნობ ადამიანს ვანდობდი… არა, არა, მეგობარო, – მიუბრუნდა ის
იტალიელს, რომელმაც გინების კორიანტელი დააყენა.

– მადლობა უნდა მითხრათ. მე თქვენ სახრჩობელა აგაცილეთ. ფიქრობთ, რომ ჩვენი


მშვენიერი ლედი მართლმსაჯულებას გაექცევა? არა, არა, სახლი პოლიციელებითაა
გარშემოტყმული. ახლა კი შეგიძლიათ წახვიდეთ, ოღონდ ფრთხილად იყავით... რა
საყვედურით მიყურებთ ჰასტინგს, ყველაფერი ხომ ძალიან მარტივია. თავიდანვე ხომ
ნათელი იყო, რომ ბინის ქირაობის ასამდე მსურველიდან მხოლოდ რობინსონები გამოდგნენ.
რატომ? რითი გამოარჩიეს ისინი? მხოლოდ გვარით! ლიზა ჰარდტი და მისი ქმარი, ან ძმა,
ვინც არის, ნიუ-იორკიდან ჩამოდიან და ბინას მისტერ და მისის რობინსონის სახელზე
ქირაობენ. მოულოდნელად იგებენ, რომ მაფია, რომლის წევრიც ლუიჯი ვალდარნო იყო, მათ
კვალს დაადგა. რა უნდა ქნან? მათ თავში გენიალურობამდე უბრალო გეგმა მოსდით.
მდევრები მათ სახეზე არ იცნობენ, იციან მხოლოდ, რომ მონტეგიუში ბინა იქირავეს, მისტერ
და მისის რობინსონების სახელზე და, რომ ელზა ჰარდტს ოქროსფერი თმა აქვს. ისინი ბინას
საოცრად დაბალ ფასად აქირავებენ. ლონდონის ათასობით წყვილს შორის, არ შეიძლებოდა
რობინსონებიც არ აღმოჩენილიყვნენ. ეს ხომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გვარია.
ოქროსფერთმიანი მისის რობინსონი ადრე, თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა. მერე რა
მოხდებოდა? ალბათ, უკვე მიხვდით. ადამიანი ჩამოდის. იცის პიროვნების გვარი და
მისამართი. მიაქვს მასზე იერიში. ყველაფერი დამთავრებულია, შურისძიება აღსრულებული,
ხოლო მის ელზა ჰარდტი ისევ უვნებელი უძვრება მათ ხელიდან. სხვათა შორის, ჰასტინგს,
აუცილებლად უნდა გამაცნოთ ნამდვილი მის რობინსონი. რას იფიქრებენ, როდესაც
გაიგებენ, რა მოხდა მათ ბინაში?!

მკვლელობის იარაღი
როგორც იქნა დამასკოშია! ხვალ კი უზარმაზარი ექვსბორბლიანი ავტობუსი ბაღდადისკენ
წაიყვანს. გზაში მთელი 36 საათი უნდა გაატარონ... მისტერ პარკერ პაინთან ერთად
ბაღდადისკენ კიდევ ათი მოგზაური მიემგზავრებოდა: გენერალი პოლი, მის პრაისი და მისი
ახალგაზრდა ძმისშვილი, საჰაერო ძალების სამი ოფიცერი, მისტერ სმერტჰესი, მისტერ
ჰენსლი და სომეხი ქალი მცირეწლოვანი ბავშვით, გვარად პენტემიანი.

გამგზავრებამდე გზის უსაფრთხოებაზე ბჭობდნენ. ამ საკითხში ყველაზე კომპეტენტური


საჰაერო ძალების ერთ-ერთი ოფიცერი – რურკი აღმოჩნდა:

– ახლაც ხდება, რომ ბანდიტები ავტობუსს ცხრილავენ, ასევე, შეიძლება, ადამიანი


დაიკარგოს. მაშინ მის მოსაძებნად ჩვენ გვაგზავნიან. ამას წინათ ერთი კაცი იცით, როგორ
დაიღუპა? ავტობუსი ორმოში ჩავარდა, მას კი ეძინა და თავი ჭერს მიარტყა.

მერე ახალგაზრდა მის პრაისი რურკს, რომელიც მის მირათ გულგრილი აშკარად არ იყო,
სასეირნოდ გაჰყვა. მათ ჰენსლი და სმერტჰესიც მიყვნენ, ორივენი ერთ სამსახურში
მუშაობდნენ და მეგობრებიც იყვნენ. სმერტჰესი იტონის კურსდამთავრებულთა ჰალსტუხს
ატარებდა. მისტერ პარკერ პაინი ფრანგულენოვან გაზეთებს მიუბრუნდა, თუმცა იქ
საინტერესო ვერაფერი იპოვა, გარდა ერთი ცნობისა, სადაც ვინმე სამუელ ლონგის შესახებ
იყო მოთხრობილი. მას სხვადასხვა მაქინაციებით სამი მილიონი დაეგროვებინა და ჭორების
თანახმად, ახლა სამხრეთ ამერიკაში იმალებოდა.

საღამოს მისტერ პარკერ პაინი „გართობის სასახლეში“ შევიდა, სადაც ვიღაც ქალები მუცლებს
უხალისოდ ათამაშებდნენ. მოულოდნელად დარბაზში მან სმერტჰესი შენიშნა. მთვრალი
იყო. მისტერ პაინი გვედით მიუჯდა.

– ახლა პალმის არაყს მოიტანენ, – უთხრა სმერტჰესმა და თავი მწუხარედ გააქნია, – სულ
დავიბენი. თუმცა, ვნახავდი, ჩემს ადგილზე თავს როგორ იგრძნობდით. ხომ არ გავცემ?
მეორე მხრივ, სხვა რა გზა რჩება? – შემდეგ პარკერ პაინს გაკვირვებულმა შეხედა, – თქვენ ვინ
ხართ? რას საქმიანობთ?

– ადამიანების ნდობას ვიმსახურებ, – რბილად უპასუხა მისტერ პარკერ პაინმა.

– როგორ? თქვენც? – სმერტჰესმა მას გაკვირვებით შეხედა.

– მგონი, თქვენ რჩევა გჭირდებათ.

– წადი შენი... – აფეთქდა კაპიტანი სმერტჰესი. ეს ჩემი საქმეა და სხვას არავის ეხება.

მისტერ პარკერ პაინმა თავი მწუხარედ გადააქნია და სმერტჰესის შემთხვევა უიმედოების


კატეგორიაში ჩაწერა.

ავტობუსი დამასკოდან დილის შვიდ საათზე გავიდა. საღამო ხანს უკვე მიტოვებულ ფორტ
რუტბის მიაღწიეს. დასვენების დრო დადგა. ავტობუსი მხოლოდ შუაღამეს დაიძრა.
ახალგაზრდა მის პრაისი საკუთარი ჩემოდნების მოძებნას ითხოვდა. დარდობდა,
სათადარიგო წინდები არ მაქვსო.

– არც არაფერში დაგჭირდებათ. თუ ავტობუსი ტალახში ჩაეფლო, მისი ამოყვანა კაცებს


მოგვიწევს, – გამოეპასუხა მას სმერტჰესი.

– მე ზედმეტ წინდებს ყოველთვის ჯიბით ვატარებ, განაცხადა ჰენსლიმ და ხელი პიჯაკის


ჯიბეზე მიირტყა, ყოველი შემთხვევისთვის.

მგზავრობას სასიამოვნო არ ეთქმოდა. საშინელი გზა იყო და დროდადრო მგზავრებიც


ავტობუსთან ერთად ხტოდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, მისტერ პარკერ პაინის გარდა, ყველამ
დაიძინა. პარკერსაც, ის იყო ჩასთვლიმა, რომ ავტობუსი ისე შეხტა, მგზავრებმა თავები ლამის
ჭერს ასცხეს. ავტობუსმა გზა განაგრძო და მალე პაინსაც დაეძინა.

იმან გამოაღვიძა, რომ იგრძნო, ავტობუსი აღარ მოძრაობდა. თვალები გაახილა და აღმოაჩინა,
რომ ავტობუსი მართლაც გაჩერებულა და ვიღაც-ვიღაცეები უკვე დაბლაც ჩასულან.
ავტობუსი ლაფში ჩაფლულიყო. მძღოლები და მგზავრების ნაწილი მის ამოთრევას
ცდილობდნენ.

– ის პატარა სომეხი და სმერტჰესი სად არიან, აქ მოიყვანეთ, მოგვეხმარონ, – დაიძახა რურკმა,


– სმერტჰესს არც გაუღვიძია, რა ენაღვლება.

მფრინავი მის გასაღვიძებლად ავტობუსში ავიდა და რამდენიმე წუთში უკან რომ დაბრუნდა
ხმა შეცვლილი ჰქონდა.

– მგონი, ავად გახდა. ექიმი სადაა?

კიდევ ერთმა მფრინავმა, მაიორმა ლოფტუსმა თავი ასწია. ის ხომ სამხედრო ექიმიც იყო.
მისთვის მაშინვე ყველაფერი ნათელი გახდა.

– მკვდარია, – წყნარად თქვა მან, – ეტყობა, თავი მიარტყა, როდესაც ავტობუსი შეჯანჯღარდა.

მალე მაიორმა ლოფტუსმა თავისი ვერდიქტი გამოაცხადა:

– ტანზე არანაირი ჭრილობა არ აქვს. როგორც ვვარაუდობდი, ალბათ, სიკვდილი თავის


მირტყმამ გამოიწვია.

– დარწმუნებული ხართ, რომ ეს შემთხვევითობა იყო? – მოულოდნელად ჰკითხა მისტერ


პარკერ პაინმა.

– მხოლოდ ერთადერთი ალტერნატივა არსებობს: ვიღაცამ კეფაში ბლაგვი საგანი ჩაარტყა,


რაღაც რეზინის კეტის მაგვარი.

– ამას მხოლოდ ის თუ გააკეთებდა, ვინც მის უკან იჯდა, – განაცხადა გენერალმა პოლმა.

– მის უკან ჰენსლი იჯდა, – თქვა რურკმა, – მაგრამ ეს გამორიცხულია. ისინი მეგობრები
იყვნენ.

– იცით, – გაუბედავად დაიწყო მესამე მფრინავმა, კაპიტანმა უილიამსონმა, – რუტბიში,


როდესაც ავტობუსში დავბრუნდი, ავტობუსის გვერდით ორი ადამიანი გაჩერდა. ერთ-ერთი
სმერტჰესი იყო, მეორე ვერ გავარჩიე. სმერტჰესი ეუბნებოდა: მე მხოლოდ ბაღდადამდე
ვიქნები ჩუმად. ამიტომ, გირჩევნია, მალე აორთქლდეო.

– მე მაქვს სათქმელი, – განაცხადა მისტერ პარკერ პაინმა და დამასკოს ერთ-ერთ კლუბში მასსა
და სმერტჰესს შორის გამართული საუბრის შესახებ მოყვა.

– არ ვიცი უნდა ვთქვა, თუ არა, – გაუბედავად დაიწყო ექიმმა, – გავიგონე, სმერტჰესმა როგორ
უთხრა ჰენსლის: „ხომ ვერ უარყოფ, ჩვენ გადაჭარბება რომ გაქვს“. რამდენადაც მახსოვს,
ისინი ერთ დეპარტამენტში მსახურობდნენ...

– ეს არაფერს ნიშნავს, მკვლელი ის სომეხი ვირთხაც შეიძლება, იყოს, – თქვა ვიღაცამ.

– ის ძალიან პატარაა, – დარწმუნებით თქვა რურკმა. – ესეც რომ არ იყოს, არც ერთ სომეხს არ
ეყოფა გამბედაობა, ვინმე მოკლას.

– ექიმო, – თქვა მისტერ პარკერ პაინმა, – თქვენ რეზინის ხელკეტზე საუბრობდით. რითი
შეიძლებოდა, ის შეეცვალათ?

ექიმი დაიხარა და ქვიშა აიღო.

– აქ საკმარისი ქვიშაა, – შენიშნა მან.

– და თუ მას წინდაში ჩაყრი და კარგად გატენი... – ფრთხილად დაიწყო რურკმა.

აქ ყველას ჰენსლის სიტყვები გაახსენდა: „მე ყოველთვის თან დამაქვს ზედმეტი წინდები.“

ჰენსლი ბოლთას ცემდა მოშორებით. ყველამ იცოდა, რომ ისინი მეგობრები იყვნენ და გვამთან
რომ ვერ მოდიოდა, არც გაჰკვირვებიათ.

– მაიორო ლოფტუს, – მიმართა პარკერ პაინმა ექიმს, – რამდენადაც მახსოვს, ჰენსლის


ზედმეტი წინდები პიჯაკის ჯიბეში ჰქონდა. პიჯაკი ავტობუსში ჰკიდია. იქნებ გეპოვათ?

ლოფტუსი დამჯერედ შეტრიალდა და ავტობუსში ავიდა. უკან მალევე დაბრუნდა და


წინდები მოიტანა. ერთ-ერთზე ქვიშა იყო შერჩენილი.

– ახლა უკვე ვიცი! – წამოიძახა პარკერ პაინმა, – გვამი უნდა დავათვალიერო, თუ წინააღმდეგი
არ ხართ, – მიმართა ექიმს.

ისინი გვამთან მივიდნენ. მისტერ პარკერ პაინი სმერტჰესის ჰალსტუხს მიაჩერდა.

– ეტყობა, ამასაც იტონი დაუმთავრებია, – ჩაილაპარაკა მან. შემდეგ დაიხარა, ჰალსტუხი


მოუშვა და საყელოც გახსნა. კისერთან გვამს წითელი ლაქა ემჩნეოდა.

– იცით, ექიმო, ეს კაცი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით სულაც არ მოუკლავთ. – თქვა მან. –
იგი პირდაპირ თავის ქალის ფუძესთან მიყენებული დარტყმითაა განგმირული.

– ვერც შევამჩნიე!

– იმიტომ, რომ საკუთარმა ვერსიამ ძალიან გაგიტაცათ, – ჩაილაპარაკა მისტერ პარკერ პაინმა,
რადგან კაცი თავში ჩარტყმით მოკლეს, კისრის ნახვა რა საჭირო იყო? თან, ისეთი პატარა
ჭრილობაა, რაღაც ძალიან წვრილი იარაღი იხმარეს. მსხვერპლმა დაყვირებაც კი ვერ მოასწრო.

ამ დროს რურკიც მოვიდა.

– ჰენსლის უდანაშაულობაში ახლახან დავრწმუნდი, – უთხრა მას მისტერ პარკერ პაინმა, –


სმერტჰესი თავში ჩარტყმით არ მოუკლავთ, იგი რაღაც წვრილი საგნით განგმირეს. გახსოვთ,
ჩემი და მისი საუბრის შესახებ მოგიყევით. ჩემ ხუმრობაზე – ადამიანებთან ნდობაში
შევდივარ-მეთქი, მან წამოიძახა: „როგორ თქვენც?“ უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ, ხაზინის
ფული გაფლანგო და შემდეგ ვიღაცის ნდობის მოპოვება სცადო. ასეთი საქციელი უფრო სხვას
მიესადაგება... მაგალითად, გაქცეულ სამუელ ლონგს.

– ეს წარმოუდგენელია!

– რატომ? თქვენ რა იცით, თქვენს თანამგზავრებზე გარდა იმისა, რაც თავად თქვეს?
პასპორტის გაყალბებას რა უნდა. სმერტჰესი იტონში სწავლობდა, – ლონგიც. ასე რომ,
სმერტჰესი მას იცნობდა. მას შეეძლო იგი ეცნო. დიდხანს იტანჯებოდა, ვერ ხვდებოდა, რა
ექნა. ბოლოს კი გადაწყვითა ლონგისთვის დრო ბაღდადამდე მიეცა. ბატონებო, სულ
დამავიწყდა, ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ, მაიორი ლოფტუსი, იგივე სამუელ ლონგი.

ლოფტუსი შეკრთა.

– ყველაფერი თქვენმა უაზრო ვერსიამ გაამარტივა, – განაგრძო პარკერ პაინმა, – თითქოს


სმერტჰესი ავტობუსის ჭერზე თავის მირტყმით მოკვდა. ასეთი შემთხვევის შესახებ გუშინ
რურუკი ყვებოდა. თქვენ გაიფიქრეთ: „რა მარტივია!“, აქ თქვენს გარდა ექიმი არავინაა, რაც
უნდა გეთქვათ, ყველა დაგიჯერებდათ. თანაც, თქვენ ნამდვილი ლოფტუსის ჩემოდანი
გქონდათ, სადაც უამრავი წვეტიანი ნივთია. გითხრათ, ეს როგორ მოხდა? თქვენ
სმერტჰესისკენ ბრუნდებით, რაღაცაზე ელაპარაკებით, კისერში დარტყმას აყენებთ, შემდეგ
კიდევ რამდენიმე წუთი გარდაცვლილთან ხმადაბლა ლაპარაკობთ. ავტობუსში ბნელა. ვის
მოუვა თავში რამეზე იეჭვოს? მერე გარდაცვალების საკუთარ ვერსიას გვთავაზობთ. მას
მაშინვე უარყოფენ და თქვენ ახალ ვერსიას თხზავთ. ულიამსონი თქვენი და სმერტჰესის
საუბარს იმეორებს. ყველა ფიქრობს, რომ სმერტჰესის თანამოსაუბრე ჰენსლი იყო. თქვენ
პატარა, მაგრამ საკვანძო დეტალს ამატებთ გადაჭარბების შესახებ. თუმცა, მაინც ჩავარდით.
მე თქვენ ჰენსლის წინდების მოტანა გთხოვეთ, ოღონდ თქვენ ჩემი სიტყვები ვერ გაიგეთ. მე
ეს წინდები უკვე დათვალიერებული მქონდა და მათში არანაირი ქვიშა არ იყო. ქვიშა თქვენ
ჩაყარეთ.

მისტერ სამუელ ლონგმა სიგარეტს აუჩქარებლად მოუკიდა.

– გნებდებით, – თქვა მან, – როგორც ჩანს, ბედმა ამჯერად მიმუხთლა. ლოფტუსი ეგვიპტეში
გავიცანი. მე ის, ფაქტობრივად, ვიყიდე. ჩემთვის რა არის ოცი ათასი ფუნტი? თქვენ
შემოგიერთდით და ბედი არ გინდა?! – სმერტჰესს ცხვირით შევეჯახე. ასეთი დებილი
ცხოვრებაში მეორე არ მინახავს. ძალიან არ უნდოდა ჩემი გაცემა. დამთანხმდა, ბაღდადამდე
მოვიცდიო, მაგრამ მერე რა იქნებოდა? შანსიც კი არ მრჩებოდა. ამიტომ, მისი ლიკვიდაცია
გახდა საჭირო. ეს რომ თქვა, მოულოდნელად სახე დაემანჭა. შექანდა და მიწაზე დავარდა.

– სავარაუდოდ, რომელიღაც მჟავა იყო სიგარეტში, – ფლეგმატურად შენიშნა მისტერ პარკერ


პაინმა, – საცოდავმა თავისი უკანასკნელი სცენა გაითამაშა.

დამნაშავეა მეხსიერება

– ის არის. ეჭვი არაა! – წამოიძახა ევანსმა, პოლიციის ყოფილმა ინსპექტორმა.

კაპიტანმა ჰერდოკმა თავის ენერგიულ მეგობარს, გახედა და ამოიოხრა.

– სახეები იშვიათად მავიწყდება, – გაიმეორა ევანსმა. – მისის ენტონია! ზუსტად მისის


ენტონია. თუმცა, შენ თქვი, მისის მეროუდენიო, მაინც ვიცანი.

– რამდენი წელი გავიდა...

– ცხრა, – დააზუსტა პედანტურმა ევანსმა, – ცხრა წელი და სამი თვე. გახსოვთ, რაში იყო
საქმე?

– ისე, ბუნდოვნად.
– გაირკვა, რომ მისტერ ენტონი დარიშხანს იღებდა და ქალი გაამართლეს. ეს ერთადერთი
გადაწვეტილება იყო, რომელიც შეიძლებოდა სასამართლოს გამოეტანა.

– უბედურმა მისის მეროუდენმა ამდენი გადაიტანა, – წარმოთქვა კაპიტანმა. – ამიტომ სულაც


არ არის საჭირო მის წარსულში ქექვა. შენ ხომ თქვი, რომ იგი უდანაშაულო იყოო...

– არაფერიც. მე ვთქვი, რომ იგი გაამართლეს.

– რა განსხვავებაა?

– ზოგჯერ ძალიან დიდი. მისტერ ენტონი დიდი ხნის განმავლობაში იღებდა დარიშხანს.
წამალს ცოლი აძლევდა. ერთხელაც, შეცდომით, მან ზედმეტი დოზა მიიღო. ვისი შეცდომა
იყო, მისი, თუ მისი ცოლის, ამას ვერავინ დაამტკიცებდა და ნაფიცმა მსაჯულებმაც
გადაწყვეტილება ცოლის სასარგებლოდ გამოიტანეს.

– შეეშვი, – თქვა კაპიტანმა. – ეს არ არის ჩვენი საქმე.

– არ ვიცი, არ ვიცი ... – დაიწყო ევანსმა, – გახსოვს, დღეს მისტერ მეროუდენი დარიშხანზე
ჩატარებული ტესტების შესახებ რა მხიარულად საუბრობდა? ასე არ ილაპარაკებდა, რომ
სცოდნოდა, მისი ცოლი სწორედ ის მისის ენტონია.

– ჩემგან ამას ნამდვილად ვერ გაიგებს, – ცივად შენიშნა კაპიტანმა ჰერდოკმა.

– ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, – განაგრძო ევანსმა ისე, თითქოს ჰერდოკის რეპლიკა არც
გაეგონოს, – შემიძლია გითხრა, რომ არსებობს მკვლელობასთან დაკავშირებული ერთი
უტყუარი ტესტი: მკვლელი ერთი მკვლელობით იშვიათად კმაყოფილდება. მიეცით მას დრო,
რათა დარწმუნდეს, რომ აღარაფერი ემუქრება და იგი კიდევ გაიმეორებს იგივეს. თანაც
მახსოვს, მაშინ ამ ქალის წარსულიდან ერთი ფაქტიც ამოტივტივდა, რომელიც მის
მამინაცვალს უკავშირდებოდა. 18 წლის იყო, როდესაც ერთი ახალგაზრდა მოსწონდა.
მამინაცვალმა კი მასთან შეხვედრა აუკრძალა. ერთხელ, როცა მამინაცვალი და გერი
სეირნობდნენ. კაცი ხრამის პირთან ძალიან ახლოს მივიდა. მოულოდნელად, მიწა ჩავარდა და
მამინაცვალი დაიღუპა.

– იმედია, არ ფიქრობ, რომ...

– ჰო, ეს უბედური შემთხვევა იყო! მისტერ ენტონის ისტორიაშიც ზედმეტი დოზა


შემთხვევითობა აღმოჩნდა. სხვათა შორის, მის ცოლზე ეჭვს არც მიიტანდნენ, რომ არ
გარკვეულიყო, რომ მას სხვა მამაკაცი ჰყავდა, რომელიც შემდეგ გაიქცა... გეუბნები, ჰერდოკ,
სადაც ეს ქალი გამოჩნდება, იქ კიდევ ერთ შემთხვევითობას უნდა ველოდოთ. კაპიტანმა
ჰერდოკმა მხრები აიჩეჩა. ევანსმა კი ფოსტაში შეიარა, სადაც მოულოდნელად მისტერ
მეროუდენს გადააწყდა. ქიმიის ყოფილი პროფესორი პატარა ტანის კაცი იყო. ინსპექტორი
უცებ იცნო, მიესალმა და წერილების ასაღებად დაიხარა, რომლებიც შეჯახების დროს დაებნა.
ევანსიც დაიხარა და წერილები აკრიფა. როდესაც მათ პატრონს უბრუნებდა მექანიკურად
დახედა და ზედა კონვერტზე ცნობილი სადაზღვევო კომპანიის მისამართი დაინახა. ამან
მისტერ ევანსის შეშფოთება კიდევ უფრო გააძლიერა. ევანსმა ზედმეტი პრობლემების გარეშე
მოიპოვა საჭირო ინფორმაცია. პროფესორმა თავად უამბო, რომ ამ დღეებში საკუთარი
სიცოცხლე დააზღვია.

– გახსოვთ, ალბათ, რამდენჯერმე ფული წარუმატებლად დავაბანდე, – აუხსნა მან, ასე რომ,
თუ რამე დამემართება, ცოლი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. აი, ეს დაზღვევა კი
მას მდგომარეობიდან გამოიყვანს.

– ცოლი წინააღმდეგი არ იყო? – დაინტერესდა ევანსი, ზოგი ქალი, ამაზე უარს ამბობს.
მიაჩნია, რომ ცუდის ნიშანია...

– ო, მარგარეტი ძალიან პრაქტიკული ქალია, – ღიმილით უპასუხა მეროუდენმა,


ცრურწმენები არ აწუხებს. სიმართლე გითხრათ, მგონი, საერთოდ მისი იდეა იყო.

მაშ ასე, ევანსმა ყველაფერი გაიგო. მას კარგად ახსოვდა, რომ მისტერ ენტონიმ
გარდაცვალებამდე, რამდენიმე კვირით ადრე, ასევე დააზღვია საკუთარი სიცოცხლე. ახლა რა
უნდა ექნა? დანაშაული ჩადენამდე აღეკვეთა? ამოცანა საკმაოდ რთული იყო. არავის
დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა.

საღამოს ერთ წვეულებაზე აღმოჩნდა და უცებ მისის მეროუდენი დაინახა. ქალი მისკენ
მოემართებოდა. ენტონიმაც მეგობრულად გაუღიმა.

– როცა დაგინახეთ, მაშინვე ვიფიქრე, რომ იქ თქვენ იდექით, მისის ენტონი... მინდოდა
მეთქვა, მისის მეროუდენ, – ინსპექტორმა „შეცდომა” სპეციალურად დაუშვა და ქალის
გამომეტყველებას დააკვირდა. მას თვალები ოდნავ გაუფართოვდა. თუმცა, მზერა არ
მოურიდებია. ქალი ისევ მშვიდად უყურებდა.

– ქმარს ვეძებდი, – წყნარი ხმით თქვა მან, – არსად გინახავთ?

– ბოლოს რომ ვნახე, იქით მიდიოდა, – ინსპექტორმა ხელით აჩვენა და ისინიც იმ


მიმართულებით გაემართნენ.

ინსპექტორი გრძნობდა, რომ ეს ქალი მის აღფრთოვანებას იწვევდა. როგორ ინარჩუნებდა


სიმშვიდეს! საოცარი ქალია და ძალიან საშიში. მან ქალს გააგებინა, რომ იცნო. ახლა ქალი
უფრო ფრთხილად იქნებოდა. საეჭვოა, უახლოეს ხანებში, რაიმე სარისკო ნაბიჯის გადადგმა
გაებედა. რამენაირად მეროუდენის გაფრთხილება, რომ შეეძლოს...

პროფესორი მათ მალე იპოვეს. ცოლმა ქმარს სახლში წასვლა შესთავაზა. შემდეგ კი
ინსპექტორს მიუბრუნდა:
– ჩვენთან ხომ არ წამობრძანდებით, მისტერ ევანს? ჩაის დავლევდით...

ევანსმა მიიჩნია, რომ მის ხმაში გამოწვევა იყო.

– გმადლობთ, მისის მეროუდენ. დიდი სიამოვნებით.

როდესაც მეროუდენების შესანიშნავ, ძველმოდურ კოტეჯამდე მიაღწიეს, მისის მეროუდენმა


მობოდიშებით აუხსნა, რომ მოსამსახურე დღესასწაულის დღეებში გაათავისუფლა. ქალი
თავად შეუდგა სუფრის გაშლას. ბუხრის თავიდან სამი პატარა ფიალა ჩამოიღო.

– ჩვენ განსაკუთრებული ჩინური ჩაი გვაქვს, – აუხსნა მან, – და მას ყოველთვის ჩინური წესით
ვსვამთ, სპეციალური ფიალებით.

ქალმა ერთ ფიალაში ჩაიხედა, თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და მეორეთი შეცვალა.

– ჯორჯ, ხომ გთხოვე, არა... შენ ისევ გამოიყენე ეს ფინჯნები!

– მაპატიე, ძვირფასო, – ჩაილუღლუღა პროფესორმა, – რა ვქნა, ძალიან მოსახერხებელი


ზომისაა. ის ფიალები, რომლებიც ჩემი ცდებისთვის შევუკვეთე, ჯერ არ ჩამოსულა.

– ერთ მშვენიერ დღეს, ყველას მოგვწამლავ, – მსუბუქი ღიმილით უსაყვედურა ცოლმა, – მერი
მათ ლაბორატორიაში პოულობს და შემდეგ აქ, თაროზე დგამს, ისე, რომ არც კი რეცხავს.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი შენ ციანიდისთვის გამოიყენე. ჯორჯ, ეს ხომ ძალიან სახიფათოა.

პროფესორი ბუზღუნით გავიდა ლაბორატორიაში. ევანსი დაბნეული იყო. სრულიად


მოულოდნელად მისის მეროუდენმა მას „კარტები გადაუშალა“ და ეს ყველაფერი ქალმა
იმისთვის თქვა, წინასწარ ალიბი მოემზადებინა. შემდეგ, როცა უბედურება მოხდება, ევანსი
იძულებული იქნება ჩვენება მის სასარგებლოდ მისცეს.

უცებ ელდა ეცა. ქალმა სამივე ფიალაში ჩაი ჩამოასხა. ერთი მას მიაწოდა, მეორე თავად აიღო,
ხოლო მესამე იქ დადგა, სადაც მისი ქმარი უნდა დამჯდარიყო. როდესაც ამ ბოლო ფიალას
დგამდა, მისი ტუჩები წამით უცნაურმა ღიმილმა გააპო. ამ ღიმილმა ევანსს ყველაფერი
უთხრა. ახლა მან უკვე იცოდა – ქალი მკვლელობას ახლა, ამ წუთას ჩაიდენდა! ის კი მისი
მოწმე იქნებოდა. ასეთი უტიფრობისგან ევანსს ყელი გაუშრა. ეს ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი
იყო. ის ვერასოდეს ვერაფერს დაამტკიცებდა. როგორც ჩანს, ქალი ისე მოქმედებდა, რომ
წამსაც კი არ კარგავდა. ენტონიმ ამოისუნთქა და წინ გადაიხარა.

– მისის მეროუდენ, იცით, მე ზოგჯერ უცნაურობები მახასიათებს... შემინდეთ ერთ-ერთი


მათგანის გამო, კარგი?

კაცი ადგა, ქალის ფიალა აიღო, იქ დადგა, სადაც მისი ქმარი უნდა დამჯდარიყო, ხოლო
მისტერ მეროუდენისთვის განკუთვნილი ჩაი ქალს დაუდგა წინ.

– მინდა, რომ ეს თქვენ დალიოთ.

ქალმა ფიალა ტუჩებთან მიიტანა, შემდეგ სასწრაფოდ მოიცილა და გვერდით მდგარ


ყვავილის ქოთანში ჩაასხა. სკამის საზურგეს მიეყრდნო და მისტერ ევანსს გამომწვევად
შეხედა. ინსპექტორმა ამოისუნთქა და გულზე მოეშვა.

– თქვენ ძალიან ჭკვიანი ქალი ხართ, მისის მეროუდენ, – ჩაილაპარაკა ინსპექტორმა ევანსმა, –
ვფიქრობ, ჩემი გესმით. გამეორება არ შეიძლება. თქვენ ხომ იცით, რაზე ვსაუბრობ?

– ვიცი, უემოციოდ დაეთანხმა ქალი.

ევანსმა კმაყოფილმა დააქნია თავი. ის მართლაც ჭკვიანი ქალი იყო და სახრჩობელაზე


მოხვედრა არ სურდა.

– თქვენ და თქვენ ქმარს გაგიმარჯოთ. დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ, –


მრავალმნიშვნელოვნად თქვა ყოფილმა ინსპექტორმა და ჩაი მოსვა.

პირველივე ყლუპის შემდეგ სახე დაეღრიჯა. შეეცადა ამდგარიყო, მაგრამ არც სხეული და არც
ხმა არ ემორჩილებოდა. იგი უკან გადავარდა და სავარძელს მოებღაუჭა....

მისის მეროუდენი დაიხარა და დააკვირდა. მის ტუჩებზე ღიმილი გაკრთა. ქალმა წყნარად და
ნელა დაიწყო ლაპარაკი:

– თქვენ შეცდომა დაუშვით, მისტერ ევანს. საიდან მოიტანეთ, თითქოს ჯორჯის მოკვლა
მინდოდა? რა სისულელეა! ნამდვილი სისულელე.

ქალი ცოტა ხანი კიდევ იჯდა და მკვდარ კაცს დასჩერებოდა, – ის მესამე იყო, ვინც გზაზე
გადაეღობა და მისი იმ ადამიანთან დაშორება სცადა, ვინც ასე უყვარდა...

ქალმა ისევ გაიღიმა, შემდეგ ხმას ოდნავ აუწია და დაიძახა:

– ჯორჯ, ჯორჯ! მოდი სასწრაფოდ. ვშიშობ, საშინელი უბედურება მოხდა. საცოდავი მისტერ
ევანსი...

თამაში ბრილიანტებით
მისტერ ედვარდ რობინსონი თავისი ახალი მანქანით აღტაცებული იყო. ფული ერთ-ერთ
საგაზეთო კონკურსში მოიგო, თორემ მანქანას მისი შემოსავლების პატრონი კიდევ დიდხანს
ვერ იყიდდა. უკვე ოთხი დღე იყო, რაც ეს მანქანა ჰყავდა და ახლა აპირებდა პირველად
ქალაქგარეთ გასეირნებას.

შობის წინა დღე იყო. მშვენიერი ამინდი გამოვიდა. რობინსონს ყველაფერი ხელს უწყობდა.
თავდაპირველად ქალაქიდან გამოსვლა ცოტა გაუჭირდა, რამდენიმე მძღოლმა გალანძღა
კიდეც, თუმცა ახლა უკვე ტრასაზე მიჰქროდა. ლანჩისთვის ძველ სასტუმროში გაჩერდა,
შემდეგ კიდევ ერთხელ შეისვენა, ჩაის დასალევად და მერე უკან, ლონდონისკენ გამობრუნდა.
უკვე ბნელოდა. კაცი თავის ახალ „სიყვარულს“ ანთებული ფარებით მიაქროლებდა. რვა
საათისთვის ჰინდჰედს გასცდა და დევიდ-ლანჩ-ბოულის ბორცვებთან გაჩერდა. ორი დღის
წინ მოსულ თოვლს მთვარე ანათებდა. გადმოვიდა და გზის პირას დადგა. დაბლა,
სითეთრეში მიმზიდველად ეშვებოდა ბილიკი. ედვარდი ცდუნებას აჰყვა და მომდევნო
ნახევარი საათი, მოჯადოებულივით დაეხეტებოდა ბორცვებზე. ასეთ რამეს ადრე ვერც
წარმოიდგენდა და ეს ყველაფერი მისი ახალი „სიყვარულის“ დამსახურება იყო, რომელიც
ზევით, ერთგულად ელოდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, გზაზე ამოვიდა, მანქანაში ჩაჯდა
და წავიდა. ხელი „ბარდაჩოკში“ შეყო, სადაც თბილი შარფი შეინახა, მაგრამ იქ არ აღმოჩნდა.
ედვარდმა ხელი უფრო ღრმად შეყო და... ერთბაშად თავბრუსხვევა იგრძნო... ნივთი,
რომელიც აკანკალებულ ხელში ეჭირა, მთვარის შუქზე ცისარტყელას ფერებად აკიაფდა – ეს
ბრილიანტის კოლიე იყო. მისი ღირებულება რამდენიმე ათასი ფუნტი იქნებოდა, მაგრამ მის
„ბარდაჩოკში“ ვინ ჩადო? როდესაც ქალაქიდან გამოვიდა, იქ ის ნაღდად არ იდო. ალბათ,
მაშინ ჩადეს, როდესაც სეირნობდა, მაგრამ რისთვის? იქნებ კოლიეს პატრონს შეეშალა? ან... ან,
მოპარულია?!

უცებ ედვარდს გონება გაუნათდა და შეამცივნა. ეს მისი მანქანა არ იყო. რა თქმა უნდა, მას
ძალიან ჰგავდა. იმავე ფერის იყო, მაგრამ სხვა ბევრი წვრილმანით, ედვარდი მიხვდა, რომ ეს
ნამდვილად არ იყო მისი მანქანა. ეტყობოდა, რომ მანქანა ახალიც არ იყო...

ედვარდმა მანქანა მაშინვე მოაბრუნა. გაახსენდა, რომ მის მანქანასთან, შორიახლოს, კიდევ
იდგა სხვა მანქანა. თუმცა, მაშინ ყურადღება არ მიუქცევია. ალბათ, სეირნობიდან უკან სხვა
ბილიკით დაბრუნდა და იმ ბილიკმა კი, სხვა მანქანასთან მიიყვანა. ათ წუთში ადგილზე იყო,
მაგრამ იქ არანაირი მანქანა აღარ იდგა. როგორც ჩანს, მანქანის პატრონსაც შეეშალა და
ედვარდის ავტოთი გაემგზავრა. რა უნდა ექნა? პოლიციაში წასულიყო? კოლიე გადაეცა და
ეთქვა, რომ შეცდომით სხვის მანქანაში ჩაჯდა? თან საკუთარი მანქანის ნომერიც კი არ
ახსოვდა. ისეთი საზიზღარი ნომერი მისცეს ვერაფრით დაიმახსოვრა. ხომ დასცინებდნენ.
იდიოტად გამოჩნდებოდა.

იქ, სადაც ბრილიანტები იპოვა, კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა – ქაღალდის ნაგლეჯი,
რომელზეც ფანქრით რაღაც იყო დაწერილი. გაშალა და ფარების შუქზე წაიკითხა: „ათ საათზე
შემხვდები, გრინი, სალტერზ-ლეინის კუთხეში“. დაფიქრდა და გრინში გამგზავრება
გადაწყვიტა, რომ შეხვედროდა ადამიანს, რომელმაც ეს წერილი დაწერა, ყველაფერს
აუხსნიდა, ბრილიანტებს დაუბრუნებდა და თავის საკუთარ ახალ მანქანას უკან მოითხოვდა.
ეს უკეთესი იქნებოდა, ვიდრე პოლიციაში იდიოტის როლის თამაში.

გრინი ძლივს იპოვა, კიდევ უფრო გაუჭირდა სალტერზ-ლეინის მიგნება. როდესაც წერილში
მითითებულ ადგილს მიუახლოვდა, მოულოდნელად, სიბნელეში მის წინ ვიღაცის ფიგურა
აღიმართა.

– როგორც იქნა! – გაიგონა ქალის ხმა, – კაცი მარტო სასიკვდილოდ თუ გაგაგზავნის,


ჯერალდ!

ამ სიტყვებით ქალი მანქანის შუქზე გამოვიდა და ედვარდს სული შეეხუთა... ეს ყველაზე


მშვენიერი ქმნილება იყო, მათ შორის, რომელიც მას აქამდე ენახა. უცებ ქალი შეკრთა.

– ეს ხომ ჯერალდი არაა! – წამოიძახა მან.

– არა, – სასწრაფოდ უპასუხა ედვარდმა, – ყველაფერი უნდა აგიხსნათ, – მან მანქანიდან


ბრილიანტის კოლიე ამოიღო და ქალს გაუწოდა, – მე ედვარდი მქვია.

მეტი ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, ქალმა შეჰყვირა და ტაში შემოკრა:

– რა თქმა უნდა, ედვარდი! ისე მიხარია, მაგრამ იმ იდიოტმა ჯიმიმ ტელეფონში მითხრა, რომ
ჯერალდს გამოგზავნიდა. ძალიან მიხარია, რომ შენ მოხვედი, ძალიან მინდოდა, შენი ნახვა.
ბოლოს ხომ ერთმანეთი მაშინ ვნახეთ, როდესაც სულ რაღაც ექვსი წლის ვიყავი. ესე იგი,
კოლიე შენ გაქვს, ანუ, ყველაფერი რიგზეა. ჯიბეში შეინახე. თორემ შეიძლება, რომელიმე
პოლიციელმა შემთხვევით დაინახოს. როგორ ცივა. მოდი, წავიდეთ.

ედვარდმა, თითქოს სიზმარშიაო, ისე გამოაღო კარი და ქალი მანქანაში ჩასვა. მას არავითარი
გეგმა არ ჰქონდა. მთლიანად განგების ნებას მიენდო. ქალი მალე გაიგებდა, რომ იგი მისი
ნაცნობი ედვარდი არ იყო, მაგრამ მანამდე დაე, თამაში გაგრძელებულიყო.

– როგორაა ჯიმი? – ჰკითხა ქალმა, – ალბათ, ძალიან გაუსივდა.

– ო, ჯიმი კარგადაა, – უთხრა ედვარდმა.

– შენთვის იოლია ამის თქმა, მაგრამ, ალბათ, არცთუ სასიამოვნოა, როდესაც მყესი გაქვს
დაჭიმული. შენთვის არაფერი მოუყოლია?

– არაფერი. იქნებ შენ ამიხსნა.

– ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ქალის კაბაში გამოწყობილი ჯიმი მთავარი შესასვლელიდან


შევიდა. მე ფანჯარასთან მივიპარე. დავინახე, როგორ ამოიღო აგნეს ლორელის მოახლემ კაბა
და სამკაულები, მაგრამ ამ დროს ქვემოდან რაღაც ყვირილი მოისმა. შუშხუნა აინთო და ყველა
ცეცხლის ჩასაქრობად გავარდა. მე კი ფანჯარაში გადავძვერი, კოლიე უცებ ავიღე და წამებში
გარეთ ვიყავი, შემდეგ გზაზე გამოვედი, რომელიც პანჩ-ბოუნის უკან ჩადის. კოლიე და
წერილი „ბარდაჩოკში“ ჩავდე, შემდეგ კი ლუიზასთან ოტელში დავბრუნდი. ალიბი
გარანტირებული მაქვს. ის ვერც მიხვდა, რომ გასული ვიყავი.

– ჯიმის რაღა მოუვიდა?

– ჯიმიმ ქვედაბოლოზე ფეხი დაიდგა, წაიქცა და მყესი დაეჭიმა. მათ იგი მანქანაში ჩასვეს და
ლორელის მძღოლმა სახლში წაიყვანა. წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა მძღოლს შემთხვევით
„ბარდაჩოკში“ შეხედვა რომ მოენდომებინა?

ედვარდისთვის მეტ-ნაკლებად ყველაფერი გასაგები გახდა. მძღოლის თანდასწრებით ჯიმი


„ბარდაჩოკში“ ვერ შეიხედავდა, თუმცა სავსებით გასაგებია, რომ მოგვიანებით, მეორე
უცნობი, ჯერალდი ამას აუცილებლად გააკეთებდა და იქ მხოლოდ ედვარდის შარფს
იპოვიდა.

ქალმა იგი ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბ „რისტონში“ მიიყვანა. იქ კი მას
უთხრეს, რომ ჯერალდ ჩამპნეიზი ურეკავდა.

„დაგირეკავდა, აბა, რას იზამდა“, – გაიფიქრა ედვარდმა. ახლა მან თავისი „სრული სახელი“
იცოდა, – ედვარდ ჩამპნეიზი, მაგრამ ეს ქალი ვინაა?

პატარა მაგიდასთან კოქტეილს წრუპავდნენ. მოულოდნელად ქალი წამოდგა.

– ვიცეკვოთ.

მან კოლიე გამოართვა და ედვარდის გასაკვირად, ყელზე გაიკეთა. შემდეგ კი მომხიბვლელად


გაუღიმა. ედვარდი მშვენივრად ცეკვავდა. ღმერთო, რა საღამო იყო! ისინი ცეკვავდნენ და
„რისტონში“ ჯერ ასეთი არაფერი ენახათ.

ბოლოს დასხდნენ, ედვარდის თანამგზავრს ხანში შესული ჯენტლმენი მიუახლოვდა და


მიმართა:

– ლედი ნორინ, თქვენ როგორც ყოველთვის, შესანიშნავად ცეკვავთ. კაპიტანი ფოლიოტი


აქაა?

– ჯიმის ფეხი გადაუბრუნდა და ახლა კოჭი სტკივა. ჯერ ვერ გეტყვით, ეს როგორ დაემართა.

ქალმა გაიცინა, ადგა და დარბაზის ცენტრისკენ გაემართა. ედვარდი უკან გაჰყვა, უკვე
თავბრუ ეხვეოდა. ახლა მან მისი სახელი იცოდა: ნორინ ელიოტი, ცნობილი ლედი ნორინი,
რომლის შესახებაც ინგლისის მაღალ საზოგადოებაში ყველაზე მეტს ლაპარაკობდნენ. ეგრეთ
წოდებული „ოქროს ახალგაზრდების“ ლიდერი. სულ ახლახან მისი და კაპიტან ჯეიმს
ფოლიოტის ნიშნობის შესახებ გამოაცხადეს. ედვარდი ვერაფრით ხვდებოდა ასეთ ხალხს
კოლიეს მოპარვა რაში დასჭირდა.

– ეს ყველაფერი რა საჭიროა, ნორინ? – თქვა მან, – მომიყევი, რა ხდება?

– ვფიქრობ, შენთვის ეს რთულად გასაგები იქნება, – ქალმა გაიღიმა, – ყოველდღე ერთი და


იგივე ხდება. რა თქმა უნდა, „იპოვე განძის“ თამაში საინტერესოა, მაგრამ ესეც გბეზრდება...
ნამდვილი „ქურდობა და ძარცვა“ – ეს ჩემი იდეა იყო. ორმოცდაათ ფუნტს ჩამოდიხარ, შემდეგ
კენჭისყრა იწყება. ეს მესამე „ქურდობაა“. ჯიმის და მე აგნეს ლორელის „გაძარცვა“ გვერგო.
თამაშის წესები იცი? „ქურდობა და ძარცვა“ კენჭისყრიდან სამ დღეში უნდა ჩაიდინო და
მოპარული, სულ ცოტა, ერთი საათის განმავლობაში ხალხმრავალ ადგილზე უნდა
გამოაჩინო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასი ფუნტით დაგაჯარიმებენ. ჯიმის არ გაუმართლა და
ფეხი იტკინა, მაგრამ ახლა ყველაფერი წესრიგშია, ჩვენ ბანკს მოვხსნით.

– მესმის, – თქვა ედვარდმა და შვებით ამოისუნთქა, – მესმის.

ნორინმა ბრილიანტები მოიხსნა. გარეთ ასე ვერ გავიდოდა. ედვარდს გადასცა, შეინახეო და
ქუჩაში გამოვიდნენ. როგორც კი, კუთხეს მიუახლოვდნენ, მათ წინ მანქანა გაჩერდა და
იქიდან ახალგაზრდა კაცი გადმოხტა.

– მადლობა ღმერთს, ნორინ, როგორც იქნა, გიპოვე! – წამოიძახა მან, – ეშმაკმა დალახვროს, ეს
სულელი ჯიმი. სხვის მანქანაში ჩაჯდა. ერთმა ღმერთმა იცის, ახლა ბრილიანტები სადაა.

ნორინმა მას გაკვირვებულმა შეხედა:

– რას გულისხმობ? მე ბრილიანტები მივიღე და ახლა ისინი ედვარდს აქვს.

– ედვარდს?

– დიახ, – და მან ედვარდზე მიანიშნა.

„თუ ვინმე გაიჭედა, ეს მე ვარ, – გაიფიქრა ედვარდმა, – ეს, ალბათ, ჯერალდია“.

ახალგაზრდა კაცი მას დააკვირდა.

– ეს რას ნიშნავს? – ბრაზით წარმოსთქვა მან, – ედვარდი შოტლანდიაშია.

– ო! – წამოიძახა ქალმა და ახალგაზრდა კაცს მიაშტერდა. იგი ხან წითლდებოდა, ხან –


ფითრდებოდა, – ვინ ხარ სინამდვილეში?

ედვარდს რამდენიმე წამი დასჭირდა, რომ სიტუაცია შეეფასებინა. ქალის თვალებში შიში
გაკრთა, ან შეიძლება აღფრთოვანება. რამე უნდა აეხსნა? არა, ასეთი ბანალური ვერ იქნებოდა!
თამაში ბოლომდე უნდა მიეყვანა.

– მადლობა უნდა გითხრათ, მის ნორინ, – წარმოსთქვა მან, – მშვენიერი საღამოსთვის.

შემდეგ სწრაფად შეხედა მანქანას, საიდანაც ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა. ეს მისი მანქანა
იყო! ერთი ნახტომი და უკვე შიგნით იჯდა. მანქანა წინ გავარდა და მოსახვევში ბორბლების
ხრჭიალით შევარდა. ჯერალდი დამბლადაცემულივით გახევებულიყო. პირველად ქალი
გამოერკვა:

– მანქანის ნომერი მაინც თუ იცი?

– ერთხელ შევხედე, მაგრამ ისეთი საზიზღარი ნომერი აქვს, ვერ დავიმახსოვრე.

დახურული საქმე

ლედი გრელისს, მას შემდეგ რაც, „ფეიუმის“ გემბანზე ავიდა, ყველაფერი აღიზიანებდა. გემზე
მასთან ერთად იყვნენ: ქმარი – სერ ჯორჯი, ქმრის ნათესავი – პამელა, მომვლელი – მის
მაკნოუტონი და ქმრის პირადი მდივანი, – ბეზილ უესტი. უესტი ერთადერთი იყო, ვისაც
„ქარიშხალი“ გვერდს უვლიდა, ისეც მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე გაბრაზება შეუძლებელი
იყო. მის ღიმილს წინ ვერავინ დაუდგებოდა. სხვა ყველა, ლედი გრელისს დაცოფილი ჰყავდა.
მათ შორის, თარჯიმანი მუჰამედიც, რომელსაც ყველაზე მეტი ხვდებოდა. ამიტომ, საკმარისი
აღმოჩნდა, გემზე უცნობი შეენიშნა, რომ ლედი გრელისი მაშინვე მუჰამედს ეცა.

– ოფისში მითხრეს, რომ ჩვენ აქ მარტონი ვიქნებოდით – სეზონი მთავრდება და მეტი არავინ
მოემგზავრებაო.

მუჰამედი ეცადა აეხსნა, რომ დამნაშავე იმაში არავინ იყო – ადამიანმა ბოლო წუთს
გადაწყვიტა გამომგზავრება და თანაც, უცნობი წესიერი ჯენტლმენი გახლდათ, ლედი
გრელისი მაინც არ ცხრებოდა. ქმრისგან მოითხოვდა, უცნობი გემიდან გაეძევებინა. სერ
ჯორჯს ცოლის დანაბარები მის მაკნოუტონმა გადასცა. კაცი ძალიან შეწუხდა. აბა, ადამიანს
გემიდან როგორ გააგდებდა? ის იყო მის მაკნოუტონი უკან გაბრუნდა, რომ მალე თეთრებში
გამოწყობილი პამელა გამოჩნდა. ბიძამ ძმისშვილს მძივები აჩვენა, რომელიც ცოლისთვის
იყიდა.

– როგორ ფიქრობ, მოეწონება?

– მას არასდროს არაფერი მოეწონება. ვერ წარმომიდგენია, მასზე საერთოდ როგორ


დაქორწინდი. მასთან ერთად ცხოვრება ხომ წამებაა. დარწმუნებული ვარ, მის მაკნოუტონიც
ფიქრობს, რომ შენი ცოლი სიმულიანტია.

სერ ჯორჯი მოიღუშა. მის თვალწინ ჩაიქროლა წარსულის სურათებმა: მუდმივი წაგება
დოღზე, აბეზარი კრედიტორები, მომხიბვლელი და მდიდარი, თუმცა ძალაუფლების მოყვარე
ქალი...

– ვერც წარმომიდგენია, რას ვიზამდით, მის მაკნოუტონი რომ არ იყოს.

– კი, მან თავისი საქმე იცის, – დაეთანხმა პამელა, – თუმცა, მე მისით შენსავით
აღფრთოვანებული არ ვარ... შენ იგი სრულყოფილებად მიგაჩნია. შეიძლება ასეცაა, მაგრამ
მაინც ჩუმ-ჩუმელა მგონია. ვერასდროს მიხვდები, გულში რა უდევს.

სერ ჯორჯმა მაშინვე შეცვალა თემა:

– რა ვუყოთ ამ უცნობს? ბიცოლაშენს მისი დანახვაც არ უნდა.

– არა უშავს, გადაიტანს, – ცივად უპასუხა პამელამ, – ჩემი აზრით, ნორმალური ადამიანია.
ვინმე პარკერ პაინი. მგონი, სადღაც გამიგია ეს სახელი. ბეზილ! – ქალი შემოსწრებული
მდივნისკენ შებრუნდა, – სად შეიძლებოდა, შემხვედროდა სახელი პარკერ პაინი?

– „თაიმსის“ პირველ გვერდზე, საყვარელო, განცხადებების სვეტში, – არც დაფიქრებულა, ისე


უპასუხა ახალგაზრდა კაცმა, – „ბედნიერი ხართ? – თუ არა, მიმართეთ მისტერ პარკერ პაინს“.

სალონში მისტერ პარკერ პაინი შემოვიდა. უკვე საყელოს იხსნიდა, როდესაც სარკესთან
წერილი შენიშნა. გახსნა და წაიკითხა: „ღრმად პატივცემულო სერ. ძალიან დამავალებთ, თუ
აბიდოსის ტაძრის მონახულებისგან თავს შეიკავებთ და გემზე დარჩებით. თქვენი
კონსულტაცია მჭირდება. მზად ვარ ასი ფუნტი გადაგიხადოთ. თქვენი არიადნა გრელისი“

თავიდან ლედი გრელისი რაღაც გაურკვევლად ლაპარაკობდა. ვერაფრით ბედავდა საქმეზე


გადასვლას. ბოლოს პარკერ პაინს სთხოვა, რასაც აქ ვიტყვი, ყველაფერი ჩვენს შორის უნდა
დარჩესო და დაიწყო:

– მე მინდა, ვიცოდე, ქმარი ჩემს მოწამვლას ცდილობს, თუ არა.... რაღაც-რაღაცეები ძალიან


საეჭვოდ მეჩვენება. როგორც კი ჯორჯი მიემგზავრება, მე უკეთ ვხდები. თავს აშკარად უკეთ
ვგრძნობ. ამას რაღაც ახსნა უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ზუსტად უნდა ვიცოდე.

– მაპატიეთ, ლედი გრელის, მაგრამ მე მეჩვენება, რომ ყველაფერს არ ამბობთ, – უთხრა პარკერ
პაინმა, ჩემთვის საინტერესოა, თქვენ რას მთხოვთ. გინდათ, რომ მე თქვენი ეჭვები
დავადასტურო, თუ პირიქით, უარვყო?

ლედი გრელისი ასეთი პირდაპირობისგან დამუნჯდა. ოთახი გაცეცხლებულმა დატოვა.


წუთიც არ იყო გასული, რომ პაინთან მის მაკნოუტონი შემოვიდა. როდესაც დარწმუნდა, რომ
ლედი გრელისი იქ არ იყო პარკერ პაინს უთხრა:

– რჩევა მჭირდება, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. საერთოდ, ჩემი პაციენტების განსჯა


არ მჩვევია, მაგრამ ახლა ეს აუცილებელია. ლედი გრელისს მოსწონს, იფიქროს, რომ ავად
არის, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ის ტანჯვა, რომელსაც ლედი გრელისი ახლა
განიცდის, აბსოლუტურად რეალურია. მეჩვენება, რომ მის მოწამვლას ცდილობენ.

– რა ზომებს მიმართეთ?

– ახლა ყველაფერს ვამოწმებ, რასაც კი ჭამს, ან სვამს.

მის მაკნოუტონი წავიდა და მისტერ პარკერ პაინი ფიქრებში ჩაიძირა. ლედი გრელისი მან
მხოლოდ საღამოს ნახა, როდესაც სალონში შევიდა. ქალი ეწეოდა და უყურებდა, როგორ
იწვოდა საფერფლეში რაღაც ქაღალდი, რომელიც წერილს ჰგავდა. მან პარკერ პაინს
ყურადღება საერთოდ არ მიაქცია.

ღამით მისტერ პარკერ პაინი გააღვიძეს. ეს მუჰამედი იყო.

– ლედი ავადაა. მომვლელი ძალიან შეშინებულია, ექიმს ვერ ვპოულობ.

მისტერ პარკერ პაინმა სასწრაფოდ ჩაიცვა. ლედი გრელისის კაიუტასთან ბეზილ უესტთან
ერთად მივიდა. სერ ჯორჯი და პამელა უკვე შიგნით იყვნენ და დამწუხრებულნი
შესცქეროდნენ, როგორ ცდილობდა მის მაკნოუტონი თავისი პაციენტის გადარჩენას.
როდესაც მისტერ პარკერ პაინი კაიუტაში შევიდა, ყველაფერი დამთავრებული იყო.
უბედური ქალის სხეული დაიკრუნჩხა, წამით გაშეშდა და უკან გადავარდა. კაიუტიდან სერ
ჯორჯი გამოვიდა. იფიქრებდით, ახლა წაიქცევაო.

მისტერ პარკერ პაინი კაიუტაში შევიდა.

– სტრიქნინია? – იკითხა მან.

– დიახ. ეს კრუნჩხვები... შეცდომა შეუძლებელია. ღმერთო, არ მჯერა!

მოულოდნელად მისტერ პარკერ პაინი გაშეშდა. რაღაც გაახსენდა. სასწრაფოდ გამოვარდა


კაიუტიდან და სალონში შევიდა. ეგრევე საფერფლეს ეცა. ხელი ჩაყო და მხოლოდ ქაღალდის
მცირე ნაგლეჯი იპოვა, რაზეც რამდენიმე სიტყვას თუ გაარჩევდით: „ოცნებათა მხარ.... რომ
წაიკითხავ დაწვი!“

***

მისტერ პარკერ პაინი ქაიროში თავისი ნაცნობი ჩინოვნიკის კაბინეტში იჯდა.


– ყველაფერი ემთხვევა, – დაფიქრებით ჩაილაპარკა ჩინოვნიკმა, – ლედი გრელისი ჭიქა
„ბავრილს“ ითხოვს. მომვლელი მას ამზადებს. ლედი გრელისი ხერესის ჩამატებასაც ითხოვს.
სერ ჯორჯი ხერესს აწვდის და ორ საათში ქალი კვდება. სტრიქნინის ერთ პაკეტს სერ ჯორჯის
კაიუტაში ვპოულობთ, მეორეს – მისი პიჯაკის ჯიბეში. სტრიქნინის მარაგი მომვლელ ქალს
ჰქონდა, რომელიც აცხადებს, რომ რამდენიმე პაკეტი მართლაც დაიკარგა.... ჩემი აზრით,
ისინი ერთად მოქმედებდნენ. ერთმანეთის მიმართაც გულგრილნი არ არიან.

– შეიძლება, მაგრამ იმ ქალს, რომ ამაში მონაწილეობა მიეღო, უფრო პროფესიონალურად


იმოქმედებდნენ, ბოლოს და ბოლოს, ის ხომ მედიკოსია, – უთხრა მისტერ პარკერ პაინმა.

– ვნახოთ, აქ რისი გაკეთება შეიძლება.

მან ჯერ პამელა მოძებნა.

– ბიძაჩემი ამას არასდროს გააკეთებდა, – აღშფოთდა გოგო, – ვფიქრობ, ლედი გრელისმა ეს


თავად გააკეთა. ბოლო დროს საოცრად უცნაურად იქცეოდა... ათას სისულელეს ამბობდა...
მიგვანიშნებდა, რომ მასსა და ბეზილს შორის რაღაც ხდებოდა. არადა, მე და ბეზილი ერთად
ვართ. მე მგონია, რომ იგი საკუთარ ქმარზე იყო გაბრაზებული და ეს ისტორია იმიტომ
მოიგონა. შემდეგ ბიძაჩემს ჯიბეში სტრიქნინი ჩაუდო და თავი მოიწამლა. ხომ მომხდარა
ასეთი რამეები?

– მომხდარა, მაგრამ ეს მის სტილში არ არის. წავალ, მისტერ უესტს დაველაპარაკები, – თქვა
მისტერ პაინმა.

ახალგაზრდა კაცი სიამოვნებით ალაპარაკდა:

– კარგად მესმის, რა უცნაურადაც ჟღერს, მაგრამ იმ ქალს უბრალოდ შევუყვარდი. ამიტომაც,


ჩემსა და პამელას შესახებ ვერაფერი ვუთხარი. სერ ჯორჯს ჩემს თავს მაშინვე გააგდებინებდა.

– ვფიქრობ, აღიარება თქვენთვისვე იქნება უკეთესი, – უთხრა მისტერ პარკერ პაინმა.

ბეზილ უესტმა თვალები დაჭყიტა.

– მე? რას ბოდავთ! ამით რისი თქმა გსურთ?

– ძვირფასო ახალგაზრდავ, – ჩაილაპარაკა მისტერ პაინმა, თითქმის მამაშვილური ტონით, –


მე ხომ ისედაც ყველაფერი ვიცი. ვიცი, როგორ აუბნიეთ თავგზა მდიდარ ლედის, როგორ
იტანჯებოდა ის სინდისის ქენჯნით და როგორ შეგიყვარდათ მისი ლამაზი, მაგრამ ღარიბი
ნათესავი. შემდეგ გადაწყვიტეთ ლედი გრელისის თავიდან მოშორება და ჭიქაში სტრიქნინი
ჩაუყარეთ. მის სიკვდილს გასტროენტეროლოგს, ან სერ ჯორჯს დააბრალებდნენ. იმაზეც
იზრუნეთ, რომ ქალის შეტევები ქმრის გვერდით ყოფნას დამთხვეოდა. მოულოდნელად
აღმოაჩინეთ, რომ ლედიმ რაღაც იეჭვა და ეს ეჭვები მეც გამიზიარა. გეგმა მაშინვე შეცვალეთ.
მის მაკნოუტონის აფთიაქიდან სტრიქნინი მოიპარეთ. შემდეგ ერთი სერ ჯორჯის ჯიბეში
ჩადეთ, მეორე მის კაიუტაში დააგდეთ, დანარჩენი კი განწირულ ქალს გაუგზავნეთ, თან
დაარწმუნეთ, რომ ეს ფხვნილი მას „ოცნებათა მხარეში“ ამოგზაურებდა. ძალიან ცინიკურია,
მაგრამ ლედი გრელისს ეს რომანტიკულად მოეჩვენა. მომვლელის წასვლის შემდეგ ხსნარი
დალია. ასე რომ, ვერავინ ვერაფერს მიხვდა, მაგრამ, ეს თქვენი აზრით. საშინელი შეცდომა
დაუშვით, როცა დაიჯერეთ, რომ ლედი გრელისი თქვენს სასიყვარულო წერილს დაწვავდა.
იგი ამას არაფრის დიდებით არ გააკეთებდა! შედეგად კი მე თქვენი წერილების მთელი
შეკვრა მერგო, მათ შორის ბოლოც, სადაც თქვენ მას „ოცნებათა მხარეში“ გასეირნებას
სთავაზობდით.

ბეზილ უესტს სახე გაუმწვანდა. მთელი მისი მომხიბვლელობა სადღაც გაქრა.

– ჯანდაბა! – იყვირა მან, – ყველაფერი იცი, დამპალო მეძებარო!

მან წინ წამოიწია და მისი თავდასხმისგან მისტერ პარკერ პაინი კარს უკან წინასწარ
დამალული მოწმეების გამოჩენამ იხსნა, რომლებმაც ყველაფერი გაიგონეს.

მოგვიანებით, უკვე დახურულ საქმეს მისტერ პარკერ პაინი თავის ნაცნობ ქაიროელ
ჩინოვნიკთან ერთად განიხილავდა:

– ფაქტობრივად, მთელი ეს ისტორია გამოვიგონე და პირდაპირ მოვუყევი ბეზილს. არადა,


იმუშავა! წერილებმა მას ბოლო მოუღო. ამ დროს კი ლედი გრელისმა ყველაფერი დაწვა,
მაგრამ მან ხომ ეს არ იცოდა.

– ძმისშვილი მეცოდება, – შენიშნა ჩინოვნიკმა.

– გადაიტანს, – მკაცრად თქვა მისტერ პარკერ პაინმა, – ახალგაზრდაა. მე უფრო სერ ჯორჯზე
ვდარდობ, ცოლი მაინც უყვარდა. თუმცა, იმედი მაქვს, რომ მის მაკნოუტონი მასზე
იზრუნებს.

„პატარა“ საიდუმლო

პუაროს ქალიშვილი მაშინვე მოეწონა. წავის ქურქში გამოწყობილი, ერთი შეხედვით, ძალიან
უდარდელად მოაქნევდა პატარა, კოხტა ჩემოდანს. ოქროსფერი, ხვეული თმა ჰქონდა და
კოხტა ყურებთან კეკლუცად ეფინებოდა. სანამ მატარებლამდე მიაღწია, არაერთმა მამაკაცმა
დაასაჩუქრა აღფრთოვანებული მზერით. ორი საათის შემდეგ ისინი ერთმანეთს ვაგონ-
რესტორანში შეხვდნენ. ერთ მაგიდასთან დასხდნენ და ორივემ ყავა ნაღებით და შვედური
ფუნთუშები მოითხოვა. პუარომ შენიშნა, რომ მისის ელსი მალულად ათვალიერებდა მას.
კაცმა გამამხნევებლად გაუღიმა და ჰკითხა.
– ძვირფასო მადამ, თქვენ ჩემთვის რაღაცის თქმა გინდათ...

– ო, დიახ... თქვენ ერკიულ პუარო ხართ. ცნობილი პუარო. დეტექტივი. მე თქვენი ფოტო
გაზეთებში მინახავს.

– დიახ. ნამდვილად მე ვარ, მაგრამ თქვენ ჩემი სამსახური არ უნდა გჭირდებოდეთ. თვალები
ისე გიბრწყინავთ, პირად ცხოვრებაში პრობლემები არ უნდა გქონდეთ.

– ო, დიახ, მე ძალიან კარგი მეუღლე მყავს და ძალიანაც მიყვარს. ის ახლა თეირანშია,


საქმეებზე და მასთან მივდივარ. ორი კვირაა, რაც წასულია და უკვე ძალიან მომენატრა. მე
ჩემს მეუღლეში დარწმუნებული ვარ. ის ისეთი კეთილია და ყურადღებიანი, მაგრამ...

პუარო მაშინვე გამოცოცხლდა.

– აბა, მომიყევით, რაშია საქმე? თქვენ და თქვენი მეუღლე ამერიკელები ხართ, არა?

– დიახ. თუმცა უკვე დიდი ხანია, ინგლისში ვცხოვრობთ. სიტუაცია ასეთია, ცოტა სასაცილოც
კი... ედვარდი რომ გაემგზავრა, რამდენიმე დღის შემდეგ მის კაბინეტს ვალაგებდი. საშრობი
ქაღალდი ავიღე და ვნახე, რომ მასზე წარწერის კვალი შერჩენილიყო. ხუმრობით, მხოლოდ
ხუმრობით, მერწმუნეთ, მესიე პუარო, ქაღალდი სარკესთან მივიტანე და ასეთი რაღაც
ამოვიკითხე: „ცოლი“, მერე „სიმპლონის ექსპრესი“, ბოლოს კი ფრაზა: „საუკეთესო ვარიანტია,
ვენეციაში მატარებლის შესვლამდე“, – ელსიმ ხელები გაასავსავა, – მესიე პუარო, რას უნდა
ნიშნავდეს ეს. თავად ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი.

პუარო ჩაფიქრდა.

– ჰო, საინტერესოა, ძალიან საინტერესო... ეს ნამდვილად თქვენი ქმრის ხელწერაა?

– დიახ. მე ვცნობ ედვარდის კალიგრაფიას.

– ესე იგი, ვენეციაში მატარებლის შესვლამდე რაღაცას უნდა ველოდოთ... მაგრამ, თქვენ ნუ
შეგეშინდებათ, მადამ. მე თქვენ გვერდით ვიქნები. ერთი წუთითაც არ მოგცილდებით.
ერთადერთი, რაც ახლა მოგვეთხოვება, სიმშვიდე და ლოდინია.

ოთხის ხუთი წუთი იყო. ექსპრესი მხოლოდ 11 წუთით ჩამორჩებოდა განაწესს. ელსი
ჯეფრისის კუპეში ისხდნენ. თუ რამე მართლა იყო მოსალოდნელი, ეს წუთი-წუთზე უნდა
მომხდარიყო. უეცრად კორიდორში ქალის ყვირილი გაისმა.

– ვიწვით! გვიშველეთ, ჩქარა აქეთ!

პუარო და ელსი ერთი ნახტომით კორიდორში გაჩნდნენ. ვიღაც ქალი ისტერიკულად კიოდა,
აქეთ-იქით აწყდებოდა და ხელს იშვერდა ერთ-ერთი კუპისკენ, საიდანაც კვამლი ბოლქვებად
გამოდიოდა. პუარო და ელსი იქითკენ გაიქცნენ. სხვა ვაგონებიდანაც გამოვიდნენ მგზავრები.
გამოჩნდა გამცილებელიც. ბოლისგან უკვე ყველა ახველებდა.

– ქალბატონებო და ბატონებო, ძალიან გთხოვთ, დამშვიდდით, არავითარი ხანძარი არ არის! –


ყვიროდა გამცილებელი, – დაბრუნდით თქვენს კუპეებში! მალე ყველაფერს მოვაწესრიგებთ...
კუპეში არავინ ყოფილა. ვიღაცამ ცუდად იხუმრა.

პუარო ერთბაშად შემობრუნდა და მისის ჯეფრისის კუპეში შევიდა. სწორედ იმ დროს


მატარებელმა გადაიარა ხიდზე, რომელიც ვენეციას მატერიკთან აერთებდა. პუარომ კუპეს
ფანჯარაში გადაყუდებული ის ქალი დაინახა, რომელმაც მთელი ეს აურზაური ატეხა.

– მადამ, თქვენ კუპე შეგეშალათ.

– ვიცი, მაგრამ განა ეს გასაკვირია იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა?!

– საშიში არაფერია. უკვე ყველაფერი მორჩა. პრინციპში, ხანძარი არც ყოფილა.

– მართლა? – უყურადღებოდ იკითხა ქალმა, – კარგია. მაშინ ჩემს კუპეში დავბრუნდები.

პუარო კარში ჩადგა და გასასვლელი ჩახერგა.

– მესიე, ეს რას ნიშნავს? – წარბი შეიკრა ქალმა.

– ჯერ ვერსად წახვალთ. მოცდა მოგიწევთ, – ხმა გაიმკაცრა პუარომ.

– მესიე, როგორ ბედავთ?!

– მადამ, რადგან მე ვამბობ, დარჩებით, – პუაროს ხმა მტკიცედ და ცივად ჟღერდა. ქალი
გაშეშდა და მოძალადეს ჯიუტად მიაშტერდა.

მალე კუპეში ელსიც შემოვიდა.

– კვამლის გამშვები ხელყუმბარა შეუგდია ვიღაცას ვაგონში, – თქვა მან, – რა იდიოტური


ხუმრობაა. მესიე პუარო, რა ხდება აქ?

– მისის ჯეფრის, რას ინახავთ ამ პატარა ნესესერში.

ელსიმ შეჰყვირა.

– ჩემს ძვირფასეულობას, – მან ნესესერი გახსნა და კიდევ უფრო ხმამაღლა წამოიყვირა, –


ისინი გაქრა... ღმერთო, გამქურდეს...
– ახლავე წადით, მატარებლის პოლიციას და გამცილებელს დაუძახეთ. თქვენ კი მადამ,
უმჯობესია თქვათ, სად წაიღეთ ძვირფასეულობა.

– მე? თქვენ მგონი, გაგიჟდით! როგორ მაბრალებთ ქურდობას?! იცით, ვინ ვარ?

– ეგ ნაკლებად მაინტერესებს. ფაქტია, რომ ძვირფასეულობა განგაშის ატეხვამდე აქ იყო. თუ


არ იტყვით, სად დამალეთ, თქვენი გაჩხრეკა მოგვიწევს.

ჩხრეკამ შედეგი არ გამოიღო... პოლიცია იძულებული გახდა, ქალბატონისთვის ბოდიში


მოეხადა. პუარო თავს იმტვრევდა. ელსი იმედგაცრუებული ჩანდა.

– დარწმუნებული ხართ, რომ ძვირფასეულობა სწორედ მან მოიპარა?

– დიახ. მაგრამ ვერაფრით მივმხვდარვარ, სად უნდა წაეღო. თანამზრახველიც რომ ჰყოლოდა,
ვერ გადასცემდა, სწორედ იმ მომენტში ხიდი გადავიარეთ. ფანჯრიდან ხომ არ გადაყრიდა.
იქნებ, მანამდე გაქრა ძვირფასეულობა ნესესერიდან?

ელსიმ თავი გააქნია.

– არა, არა, ყველაფერი ნესესერში იყო. სადილობამდე გავხსენი და ჩემი საფირონის საყურე
მარგალიტის საყურეებით შევცვალე. ღმერთო ჩემო, ბრილიანტებიანი ყელსაბამი, ჩემი
ზურმუხტის სამაჯური, ედვარდმა რომ მაჩუქა დაბადების დღეზე... მესიე პუარო, თქვენ
შესახებ იმდენი მსმენია, დამეხმარეთ, ძალიან გთხოვთ...

– მადამ, პირდაპირ არ ვიცი, რა გიპასუხოთ. ცოტა ხნით დაგტოვებთ, დეპეშა მაქვს გასაგზავნი
და ახლავე დავბრუნდები.

ელსიმ ამოიოხრა და სტამბულამდე დარჩენილი გზა ჩუმად იყო. აშკარად ეტყობოდა, რომ
პუარომ მისი იმედები ვერ გაამართლა.

სტამბულში მის ჯეფრისს ქმარი დახვდა. მაღალი, სიმპათიური ახალგაზრდა კაცი, რომელმაც
თავაზიანად, თუმცა ცოტათი შეცბუნებულმა ჩამოართვა ხელი ერკიულ პუაროს. ცოლს
მკლავში ხელი გამოსდო და სწრაფად წაიყვანა მანქანისკენ. ზუსტად ერთი საათის შემდეგ, ის
და პუარო სტამბულის ერთ-ერთ კაფეში ისხდნენ.

– გონივრულად მოიქეცით, რომ ჩემთან შეხვედრას დათანხმდით – თქვა პუარომ, – ყავას არ


მიირთმევთ? აქ განსაკუთრებით კარგად ხარშავენ ყავას.

ედვარდმა თავი დაიქნია.

– ძვირფასეულობა მოიტანეთ?
– დიახ. ოღონდ საიდან მიხვდით, რომ ეს მე ვიყავი.

– ო, ძვირფასო მისტერ ჯეფრის, თქვენი მეუღლე არაჩვეულებრივი არსებაა, მაგრამ ძალიან


ცნობისმოყვარე. თქვენ წერილი მისწერეთ ქალს, რომელსაც გზაში თქვენი მეუღლე უნდა
გაეძარცვა. დაჟინებით სთხოვდით, ეს მაშინ გაეკეთებინა, როცა მატარებელი ხიდს
გადაივლიდა. რატომ? იმიტომ, რომ ნაძარცვი ფანჯრიდან გადაეყარა. ისინი ხომ თქვენ
გაცილებით ადრე შეცვალეთ ყალბი ასლებით, რაშია საქმე, ფული დაგჭირდათ? პრობლემები
გაქვთ?

ედვარდ ჯეფრისმა ამოიოხრა და ცივი ყავა ერთი გადაკვრით დალია.

– შანტაჟი. სანამ ელსის ცოლად მოვიყვანდი, რომანი მქონდა ერთ ქალთან, მათი ოჯახის
ახლობელთან. ელსის მამა ძალიან მდიდარია. ჰოდა, ის ქალი სისტემატურად მთხოვს ფულს
და მეუბნება, თუკი არ გადავიხდი, ელსის ყველაფერს მოუყვება. მე კი ამდენი ფული აღარ
მაქვს.

– მერე რა, ახალგაზრდობაში ვის არ გვიცელქია?!

– ამას თქვენ ამბობთ. მაგრამ, ქალების ამბავი ხომ იცით. შეიძლება, ელსიმ იფიქროს, რომ ისევ
მაქვს მასთან ურთიერთობა და მიმატოვოს. მე კი ამას ვერ გადავიტან.

– ეს რომ არ მოხდეს, დღესვე ყველაფერს მოუყვებით ცოლს, რა თქმა უნდა, იმიტირებული


ძარცვის გარდა. მას ისე უყვარხართ და ისეთი აღფრთოვანებულია თქვენით, გაპატიებთ.
ქალებს ცუდად იცნობთ, არც ერთ ქალს არ მოეწონება მამაკაცი, რომელიც მის გარდა, სხვას
არავის სჭირდება. ძვირფასეულობას კი მე დავაბრუნებ. ენდეთ, ერკიულ პუაროს...

ელსის თვალები გაუფართოვდა...

– ღმერთო, ყველაფერი აქ არის... საყურეები, ყელსაბამი, სამაჯური... ჩემო ძვირფასო ბატონო,


რა ცუდი ვარ, რომ თქვენში ეჭვი შემეპარა. კი მაგრამ, როგორ... როგორ იპოვეთ... სად იყო...

პუარომ ჩაიცინა და გაწითლებულ ედვარდს შეთქმულივით შეხედა.

– ჩვენ, დეტექტივებსაც გვაქვს პატარა საიდუმლო.

მაცდური სილამაზე
ძნელი აღმოჩნდა პუაროს დაყოლიება შერლოკ-ბეილში საექსკურსიო ავტობუსით წასვლაზე.
მას საერთოდ არ უყვარდა ბორბლებიანი ტრანსპორტი, რკინიგზა ერჩივნა და თავის მეგობარ
ჰასტინგსაც მის უპირატესობას უმტკიცებდა – უფრო უსაფრთხოაო.

– სამაგიეროდ, ზაფხულში ამ ავტობუსს ტენტი გადახსნილი აქვს და ძალიან კომფორტულია,


მით უმეტეს, თუ აქაურ ლანდშაფტსაც გავითვალისწინებთ, – უმტკიცებდა ჰასტინგსი.

– აჰ, ნეტავი ხვალ გაწვიმდებოდეს, – უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა პუარომ.

– თუ იწვიმებს, ტენტს ისევ დააფარებენ, ასე, რომ, ტყუილად წუწუნებთ, ძვირფასო მეგობარო,
– გაიცინა ჰასტინგსმა, – ლანჩი მონკჰემპტონში გვექნება. იქ გემრიელად ამზადებენ,
მოგეწონებათ. ერთი ცუდი ის არის, რომ ავტობუსი უკან დღესვე ბრუნდება, ჩვენ კი შერლოკ-
ბეილში დარჩენას ვაპირებთ.

– და ბილეთშიც ორმაგი თანხა უნდა გადავიხადოთ, – ისევ აბუზღუნდა პუარო, – მაგიჟებს ეს


ინგლისური ქარაფშუტობა! იქნებ, ის მაინც მოახერხოთ, მხოლოდ ერთი გზის ფული
გადაგვახდევინონ, ჩვენ ხომ უკან არ მოვყვებით ავტობუსს. ჰასტინგს, სად იყურებით?

ჰასტინგსი გაწითლდა.

– მომიტევეთ, მეგობარო, ფიქრებში გავერთე.

– ფიქრებში კი არ გაერთეთ, იმ წითურთმიან ქალიშვილს მიაშტერდით. საფულეც რომ


ამოგაცალოთ ჯიბიდან ვინმემ, ვერაფერს გაიგებთ. სულაც არ გადარდებთ ის, რომ ამდენ
ფულს ტყუილუბრალოდ ვიხდით!

ჰასტინგს ეტყობოდა, რომ მართლაც ნაკლებად ადარდებდა ეს ამბავი.

– რას ვიზამთ, აქ ასეთი კანონებია, – ჩაილაპარაკა გულგრილად.

– ჰმ, სათავისოდ ხელსაყრელი კანონები ჰქონიათ, ვერაფერს იტყვი! ჰასტინგს, გეყოფათ მაგ
გოგონას ცქერა, მეც მომაქციეთ ყურადღება!

– რა ვქნა, თუკი მისი ცქერა უფრო მსიამოვნებს, ვიდრე, მაგალითად, იმ უცნაური


ახალგაზრდა კაცის დანახვა?! რა უსიამოვნო გარეგნობა აქვს. ეტყობა ულვაშის გაზრდას
ცდილობას და რაღაც ღინღლისმაგვარი აქვს ტუჩზე.

პუარომ ახალგაზრდა კაცი შეათვალიერა.

– რატომ აქვს უსიამოვნო გარეგნობა? უბრალოდ, ძალიან გამხდარია. მე კი ყველა კაცი


მესიმპათიურება, ვინც ულვაშის გაზრდას ცდილობს, – პუარომ სიამაყით გადაისვა ხელი
თავის სანაქებო ულვაშზე, – მაგრამ, ეგეც ქარაფშუტაა თქვენსავით – ისე გადაიხადა ბილეთის
ფასი, წარბი არ შეუხრია, არადა, ნახევარ გზაზე ჩადის მონკჰემპტონში.

დილით მშვენიერი ამინდი გამოვიდა. ჰასტინგსიც არაჩვეულებრივ გუნებაზე იყო პუაროს


გულის გასახეთქად. მათ ბარგი არ ჰქონდათ. დანარჩენი მგზავრებიდანაც მხოლოდ
წითურთმიანმა ქალიშვილმა და ახალგაზრდა კაცმა სასაცილო ულვაშით, ისარგებლეს
საბარგულით. ჰასტინგსს გაუმართლა – წითურთმიან ქალიშვილს მათ გვერდით სავარძელზე
ჰქონდა ადგილი. ის 19 წლის იქნებოდა. საკმაოდ ენაწყლიანი და მხიარული არსება აღმოჩნდა
და ცოტა ხანში სამ მგზავრს შორის გულითადი საუბარი გაიბა. უფრო სწორად, ჰასტინგსი და
ქალიშვილი ლაპარაკობდნენ, პუარო კი უსმენდა. ქალიშვილმა, მას მერი დურანი ერქვა,
მთელი თავისი ოჯახის ამბავი მოყვა. მალე პუარომ იცოდა, რომ ქალიშვილი დეიდასთან
ერთად ცხოვრობდა ებერმუტში. დეიდამისს იშვიათი ანტიკვარიატის სალონი ჰქონდა. მისი
კლიენტები მთელ მსოფლიოში იყვნენ გაფანტული. საქმეები კარგად მიუდიოდათ. მერი
კლიენტებთან ურთიერთობაში ეხმარებოდა დეიდას. პუარო უსმენდა, უსმენდა და თავს
უკმაყოფილოდ აქნევდა. ბოლოს კი ვეღარ მოითმინა:

– მადმუაზელ, არ შემიძლია, არ გითხრათ: მეტისმეტად გულახდილი და მიმნდობი


ბრძანდებით ახალგაცნობილი ადამიანების მიმართ. ასე როგორ შეიძლება! მაგალითად, მე
უკვე ვიცი, რომ ჩემოდანში 800 ფუნტად შეფასებული მინიატურები გიდევთ, რომლებიც
კლიენტთან მიგაქვთ, იქიდან კი ფული უნდა წამოიღოთ. იქნებ მე და ჩემი მეგობარი
ნაძირლები ვართ?

ქალიშვილს განცვიფრებისგან თვალები დაუმრგვალდა. ჰასტინგსმა პუაროს სახელოზე


დაჰქაჩა:

– რატომ აშინებთ გოგონას? ეს რა ჯენტლმენის საქციელია!

– კი არ ვაშინებ, რჩევას ვაძლევ, რომ მეორედ ასე გაუფრთხილებლად აღარ მოიქცეს. მისი
მონაყოლი ჩვენთან ერთად ნახევარ ავტობუსს მაინც ესმის.

– თქვენ ხომ არ ხართ ნაძირლები?! – მიამიტურად დაახამხამა ქალიშვილმა წამწამები.

პუარომ თავი გადააქნია, მაგრამ, ვერ მიხვდებოდი, ამით რისი თქმა უნდოდა.

ლანჩი, როგორც დაგეგმილი იყო, მონკჰემპტონში ელოდათ. სამივენი ფანჯარასთან მდგარ


მაგიდასთან მოთავსდნენ. აქედან რესტორნის მთელი ეზო მოჩანდა. ქალიშვილი
დარბაზისკენ ზურგით დაჯდა და ფანჯარაში ინტერესით იყურებოდა, თან ჰასტინგსის
ხუმრობებზე იცინოდა. მერის კლიენტი ამერიკელი იყო – ჯონ ბეიკერ ვუდი. შერლოკ-ბეილში
საგანგებოდ ჩამოვიდა მინიატურებისთვის და იქ ერთი კვირა აპირებდა დარჩენას. მას
მინიატურები არც კი ენახა. მერის დეიდასთანაც სატელეფონო ურთიერთობა ჰქონდა. იგი
მერის 6 საათისთვის ელოდა. მერი უცებ დაიძაბა და ფანჯარას მიაშტერდა, სახეზე შიში
გამოეხატა და თითქოს წამოსახტომად მოემზადა. სანამ ჰასტინგსი და პუარო რამეს
ეტყოდნენ, მოეშვა, გაიღიმა და თითქოს შვებით ამოისუნთქა:
– მომიტევეთ, უცებ მომეჩვენა, რომ ვიღაც კაცი საბარგულიდან ჩემს ჩემოდანს იღებდა!

პუარო აწრიალდა:

– მინიატურები ჩემოდანშია?

– დიახ, სპეციალურ ფუტლარშია, ნიანგის ტყავის. რატომ მეკითხებით?

– რა გაუფრთხილებლობაა, მადმუაზელ! ვინ დებს რვაასი ფუნტის ღირებულების


მინიატურებს ჩემოდანში? ის კაცი იცანით?

– დიახ, ჩვენთან ერთად მგზავრობდა, ყავისფერკოსტიუმიანი. ახლა მომაგონდა, რომ ჩვენ


თითქმის ერთნაირი ჩემოდნები გვქონდა. კიდევ კარგი, დროზე მივხვდი საკუთარ შეცდომას,
თორემ, ძალიან შემრცხვებოდა, უდანაშაულო ადამიანისთვის ქურდობა რომ
დამებრალებინა.

პუარომ გაიღიმა:

– მადმუაზელ, თქვენ არ იცით, როგორ განასხვავოთ დამნაშავე უდანაშაულოსგან, ეგ ჩემი


პროფესიაა.

ჰასტინგსმა შენიშნა როგორ შეეცვალა ქალიშვილს გამომეტყველება და ჩაფიქრდა.

– აბა, გამოიცანით, რა პროფესიის არის ჩემი მეგობარი?

მერი შეყოყმანდა:

– ალბათ, ცირკში ფოკუსებს აკეთებს.

პუაროს ყავის ყლუპი გადასცდა ყელში და კინაღამ დაიხრჩო:

– ღმერთო, დიდებულო! მე და ფოკუსები?! რას ამბობთ, მადმუაზელ! თქვენ წინაშე თავად


ერიკულ პუაროა, ყველაზე ცნობილი დეტექტივი საფრანგეთსა და ინგლისში.

– მართლა? მსმენია თქვენი სახელი. მოხარული ვარ. დეიდაჩემი თქვენზე ძალიან დიდი
შთაბეჭდილების არის. აუცილებლად ვეტყვი, რომ გაგიცანით.

როცა შერლოკ-ბეილში ჩავიდნენ და სასტუმროში დაბინავდნენ, ჰასტინგსმა პუაროს უთხრა:

– ძალიან ლამაზია, არა, ჩვენი წითურთმიანი თანამგზავრი?


პუარომ თავი დაუქნია:

– ჰო. ლამაზია, მაგრამ, ცოტას მოისულელებს, როგორც ყველა ლამაზი ქალი.

მას სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კარზე კაკუნი გაისმა და ოთახში


დაუპატიჟებლად შემოიჭრა ქალიშვილი:

– მიშველეთ, მუსიე პუარო, გამქურდეს! მინიატურები ჩემოდნიდან გაქრა!

პუარო და ჰასტინგსი ქალიშვილის ნომერში შევიდნენ. ჩემოდნის საკეტი და ნიანგისტყავიანი


ფუტლარი გატეხილი დახვდათ. ქალიშვილი ხელებს იმტვრევდა:

– დავიღუპე! დეიდაჩემი გადაირევა! რა პასუხი უნდა გავცე? გამძარცვეს...

ჰასტინგსი ძალიან შეწუხდა:

– ნამდვილად იმ ახალგაზრდა კაცმა მოიპარა. პოლიციას უნდა შევატყობინოთ. თქვენ რას


იტყვით, პუარო?

– როგორც გენებოთ, მაგრამ, მე პირველ ყოვლისა, იმ თქვენს კლიენტთან წავიდოდი.

ამერიკელთან საუბარი ხანმოკლე იყო. მისი თქმით, დაახლოებით ორი საათის წინ მასთან
მივიდა მაღალი კაცი თხელი ულვაშებით და მინიატურები მიუტანა. მას ისინი მოეწონა და
ფული გადაუხადა – დაპირებული 800 ფუნტი.

– ღმერთო, ჩემო, ღმერთო ჩემო. მან, ალბათ, ავტომობილი დაიქირავა და ჩამოგვასწრო –


იმეორებდა ქალიშვილი – მორჩა, აღარაფერი მიშველის!

ჰასტინგსი ამაოდ ცდილობდა მის დამშვიდებას. პოლიციელებმაც ხელჩასაჭიდი ვერაფერი


იპოვეს.

– პუარო, ნუთუ, არ დაეხმარებით გოგონას? – საყვედურით ჰკითხა ჰასტინგსმა მეგობარს.

– აუცილებლად დავეხმარები, მაგრამ, როცა ებერმუტში ჩავალთ. სულ იმაზე ვფიქრობ, რაში
დასჭირდა ქურდს ფუტლარის გატეხა, როცა მისი მთლიანად აღება შეეძლო?

ჰასტინგსმა შენიშნა პუაროს იდუმალი ღიმილი, მაგრამ, არაფერი უთქვამს.

ებერმუტში მხოლოდ მეორე საღამოს ჩავიდნენ. ჰასტინგსის გასაოცრად, პუარომ პოლიციაში


შეიარა და ინსპექტორს სთხოვა, ეჭვი არ მიეტანათ იმ ახალგაზრდა კაცზე, რომელიც მათთან
ერთად მგზავრობდა საექსკურსიო ავტობუსით – სულ ჩემ თვალწინ იყო და ის ქურდი
ვერანაირად ვერ იქნებაო.
– პუარო, რას აკეთებთ? აქამდე ყოველთვის ეხმარებოდით გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს! –
აღშფოთდა ჰასტინგსი.

– ჰოდა, მეც სწორედ გაჭირვებულს ვეხმარები. წამომყევით ანტიკვარიატის სალონში და


ყველაფერს იქ მიხვდებით.

მერი დურანი გახარებული შეეგება მეგობრებს:

– პოლიცია დახმარებას დაგვპირდა, გვითხრეს, რომ ჩვენს კლიენტს ნაქურდალს


ჩამოართმევენ და დაგვიბრუნებენ, თან, ქურდსაც მოძებნიან.

პუარომ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი:

– არ გეკადრებათ, მადმუაზელ! ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხართ, მაგრამ, უნდა იცოდეთ, რომ
ასეთი თაღლითობისთვის, ერთხელაც, ციხეში აღმოჩნდებით. დეიდათქვენს დაუძახეთ!

პუაროს მაღალი, გამხდარი ქალი გამოეცხადა, მკაცრი სახითა და ქედმაღალი ღიმილით:

– ჩემი ნახვა გინდოდათ, ბატონო? რა თაღლითობაზე ლაპარაკობდით?

პუარო მეგობარს მიუბრუნდა:

– აი, ვინ ჩაუტანა მინიატურები ამერიკელ კლიენტს. ის მინიატურები არც კი ყოფილა


ჩემოდანში. რომელმა თქვენგანმა მოიფიქრა ეს გენიალური გეგმა – დეიდამ თუ დისშვილმა?
მინიატურებს, როგორც მოპარულს, უკან დაიბრუნებდით და ხელახლა გაყიდდით.
შეიძლება, იმავე კლიენტზე, რომელიც გადარეულია ასეთ რამეებზე. მადმუაზელ! – პუარომ
გაფითრებულ და ნირწამხდარ ქალიშვილს შეხედა, – ვეჭვობ, რომ ეს თქვენ მოიფიქრეთ, როცა
წინა დღეს ბილეთის ასაღებად მიხვედით და ის ახალგაზრდა კაცი ნახეთ. ნიჭი უდავოდ
გაქვთ, მაგრამ, თქვენ ჩემი ტალანტი ვერ შეაფასეთ ჯეროვნად. როგორც კი რესტორანში
დარბაზისკენ ზურგით დაჯექით, მაშინვე დავეჭვდი. ქალები ძალიან იშვიათად იქცევიან ასე.
ჩვეულებრივ, მათ უყვართ, როცა სიტუაციას აკონტროლებენ. თან, თქვენი მეტისმეტი
მიამიტობაც არაბუნებრივად მეჩვენა.

მილიონერის ქალიშვილი

პუარომ წერილი მიიღო. „ძვირფასო ბატონო! მოხარული ვიქნები, თუ გამონახავთ დროს და


მეწვევით. საქმე ექსპრესში მომხდარ მკვლელობას ეხება. მიხვდებით, რატომაც ვარ
დაინტერესებული მისი ობიექტური გამოძიებით.

მარად თქვენი ებენეზერ ჰოლიდეი...

პუარომ კითხვა დაამთავრა და თავის მეგობარს – ალექსს შეხედა.

– ვერაფერი გავიგე.

– შენ ეტყობა, დილის გაზეთები არ წაგიკითხავს. არც ებენეზერ ჰოლიდეის შესახებ გსმენია
რამე?

– თუ ეგ ის ებენეზერ ჰოლიდეია, ამერიკის „ფოლადის მეფეს” რომ უწოდებენ, მაშინ მსმენია.


გაზეთები რაღას წერენ?

პუარომ ახლა დილის გაზეთი გაშალა: „გუშინ საღამოს, საზღვაო ოფიცერმა, მატარებლის
ვაგონში, თავის კუპეში ახალგაზრდა ქალის გვამი იპოვა. ოფიცერი პლიმუტში ბრუნდებოდა,
დისლოკაციის ადგილიდან. მან მაშინვე გააჩერა მატარებელი „სტოპ-კრანით” და პოლიციას
შეატყობინა. მოკლული ოცდაათი წლის იქნება. აცვია ძვირფასი ტანსაცმელი, საკმაოდ
მოდური და ელეგანტური. მისი ვინაობა დგინდება.

– მაინც ვერაფერი გავიგე.

– ალექს, ძვირფასო, დროა ბომონდში გაერიო. მოკლული მის ჰოლიდეია – სწორედ


„ფოლადის მეფის” ქალიშვილი, ცნობილი არისტოკრატის, რუპერტ ქერინგტონის მეუღლე.

– აჰა, ახლა ვხვდები, რატომაც დასჭირდით მისტერ ჰოლიდეის. მაგ რუპერტ ქერინგტონის
შესახებ მსმენია. აბსოლუტურად უპრინციპო და ქარაფშუტა ადამიანია.

– ჰო, ასეა. მის ჰოლიდეის ჩვევად ექცა უპრინციპო მამაკაცებთან ურთიერთობა – ლამაზი
ქალები დიდი ჭკუით რომ არ გამოირჩევიან, მოგეხსენებათ. ქერინგტონს სანამ გაჰყვებოდა
ცოლად, ვინმე გრაფ დე როშფორს იყო გადაკიდებული. მან ადვილად დაახვია თავბრუ
რომანტიკულ ქალიშვილს და ქალის მამა დროზე რომ არ ჩარეულიყო, კარგად
გაუსუფთავებდა ჯიბეებს. თუმცა, მის ჰოლიდეიმ მაინც მოახერხა ქერინგტონს გაჰყოლოდა
ცოლად.

– ალბათ, მისტერ ჰოლიდეი ეჭვობს, რომ მკვლელობა მისმა სიძემ შეუკვეთა.

– ვნახოთ. გცალიათ, რომ მასთან გამომყვეთ?

– სიამოვნებით. საქმე მაინც არაფერი მაქვს. საინტერესოც იქნება, თვალყური ვადევნო, როგორ
მუშაობთ.
ტაქსი პარკ-ლეინზე, მდიდრული სახლის წინ გაჩერდა. ჩაფსკვნილი, მკვირცხლი მამაკაცი
მათ პარმაღზე მიეგება.

– მესიე პუარო, რომ იცოდეთ, რა დღეში ვარ. ჩემი საყვარელი გოგო, ჩემი ნიბლია... ხომ
დამეხმარებით მესიე... ძვირფასო, თქვენს მეტი ამას ვერავინ შეძლებს.

– აქ ამიტომაც ვარ, ჩემო მეგობარო, მაგრამ დამშვიდდით და ყველაფერი დალაგებით


მომიყევით... რატომ გაემგზავრა მის ჰოლიდეი პლიმუტში?

– საქმეც ისაა, რომ პლიმუტში სულაც არ მიდიოდა. ჰერცოგინია ხუონსელმა მიიპატიჟა


ევონმიდ-კორტში. მატარებელში ჩაჯდა თორმეტის თხუთმეტ წუთზე, პალინგტონის
ვაგზალზე და ორ საათში უკვე ბრისტოლში იყო. იქ წესით უნდა გადამჯდარიყო
ეკსეტერისკენ მიმავალ ექსპრესში. კუპეში მარტო იყო. მე ის მთლიანად ვიქირავე. მისი
პირადი მსახური ქალი, მეზობელ ვაგონში, მესამე კლასის კუპეთი მგზავრობდა.
ჰერცოგინიასთან მეჯლისი უნდა მოეწყოთ. იქ მთელი თვე აპირებდა დარჩენას. ამიტომ, ჩემმა
ქალიშვილმა თითქმის მთელი თავისი ძვირფასეულობა თან წაიღო. დაახლოებით, სამასი
ათასი დოლარის.

– სამკაული დაიკარგა? ვის ჰქონდა ისინი, თქვენს ქალიშვილს, თუ მის მოსამსახურეს?

– ჩემს ქალიშვილს. არასდროს იშორებდა – სპეციალური, საფირონებით მოჭედილი


ფუტლარიც კი შეუკვეთა.

– გააგრძელეთ, თუ შეიძლება.

– ბრისტოლში, მოსამსახურე ქალი, ჯეინ მეისონი თავისი ქალბატონის კუპეში შევიდა. ჩემმა
ქალიშვილმა კი უთხრა, რომ მისი გეგმები შეიცვალა. აღარ აპირებდა ბრისტოლში ჩასვლას და
უბრძანა, მას ბუფეტში დალოდებოდა, სანამ დღის მეორე ნახევარში უკან არ დაბრუნდებოდა.
ჯეინი დაემორჩილა მას. ბარგი შემნახველ საკანში ჩააბარა და ქალბატონს ლოდინი დაუწყო,
მაგრამ ის არ დაბრუნდა. ღამე იქვე, სასტუმროში გაათია. დილით კი, სახლში დაბრუნდა.
მომხდარის შესახებ მხოლოდ დილის გაზეთებიდან შეიტყო.

– შეიძლება, მაგ თქვენს მოსამსახურეს დაველაპარაკო?

– რა თქმა უნდა. ახლავე დავუძახებ. ჯეინმა მითხრა, მგონი, ფლორი კუპეში მარტო არ
ყოფილაო.

პუარომ შუბლი მოისრისა.

– მდა, თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენმა სიძემ მოკლა ცოლი?

მისტერ ჰოლიდეის ყოყმანი დაეტყო. პუარო მიუხვდა.


– ჩემო მეგობარო, შეგიძლიათ, ყველაფერი მომიყვეთ. რაშია საქმე?

– ის ნაძირალა როშფორი გამოჩნდა – გრაფი. წერილი მოსწერა ფლორს და შეხვედრას


სთხოვდა, ოღონდ არ მითხრათ, წერილი ხელში როგორ ჩამივარდა.

– არ გკითხავთ, ისედაც ვიცი. მოსამსახურე ქალმა მოგიტანათ. დაუძახეთ მას, გეთაყვა...

მისტერ ჰოლიდეი მოსამსახურე ქალის მოსაყვანად გავარდა. პუარომ მომენტით ისარგებლა


და თავის მეგობარს მიუბრუნდა.

– აბა, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

– იმას, რომ მოხუცი ძალიან შეწუხებულია და არაფერს დაიშურებს მკვლელის საკადრისად


დასასჯელად.

– მაგას არ გეკითხებით, მკვლელი ვინ გგონიათ?

– თუ ფლორის ქმრის ქერინგტონის „პორტრეტს” გავითვალისწინებთ, ალბათ, ცოლის


ქონების ხელში ჩაგდება მოუნდა. არც გრაფი როშფორის გამორიცხვა შეიძლება. მან შეხვედრა
დაუნიშნა ქალს. ისიც ძველი სიყვარულის ხათრით შეხვდა. როშფორმა მოკლა და გაძარცვა.

პუარომ თავი გააქნია.

– შეიძლება ქერინგტონიც და როშფორიც ნაძირლები არიან, მაგრამ მკვლელობაზე არც ერთი


არ წავიდოდა. ამ ტიპის მამაკაცები ქალებს არ კლავენ. მათგან ისედაც იღებენ იმას, რაც სურთ.
აქ საქმე სხვანაირად არის. ოღონდ ჯერ, ის ჯეინ მეისონი უნდა დავკითხო.

ოთახში მკაცრი სახის ქალი შემოვიდა და პუაროს წინ გაჩერდა.

– თქვენ მისტერ ჰოლიდეის უთხარით, რომ მისი ქალიშვილი კუპეში მარტო არ იყო.

– დიახ, სერ, მე კარგად ვიცნობდი ჩემს ქალბატონს და ბრისტოლში ის საკუთარ თავს არ


ჰგავდა. ნერვიულობდა და მთხოვა, მასთან არ შევსულიყავი. მეტსაც გეტყვით, სერ, მე ვნახე
ის კაცი.

პუარო შესამჩნევად გამოცოცხლდა.

– მართლა? მკვლელი ნახეთ? აბა, ამიწერეთ.

– ვერ დავამტკიცებ, რომ ქალბატონი მან მოკლა, მაგრამ ისინი ერთად იყვნენ.
– იცანით?

მოსამსახურე შეყოყმანდა.

– კარგი. მე გაგიმარტივებთ შეკითხვას. შეიძლებოდა, თუ არა, რომ ის მისტერ ქერინგტონი


ყოფილიყო?

– მე მისი სახე არ დამინახავს, მაგრამ აღნაგობა... შეიძლებოდა...

– მომისმინეთ, ჯეინ, თქვენს ქალბატონს შეხვედრა ჰქონდა გრაფ როშფორთან. ხომ გინახავთ
გრაფი როშფორი.

– დიახ, სერ, ვერ უარვყოფ.

– ის უცნობი ჰგავდა გრაფს?

– გრაფს და ბატონს ერთნაირი აღნაგობა აქვთ.

– ვინ ნახა თქვენი ქალბატონი ბრისტოლში? – იკითხა პუარომ.

– გაზეთების გამყიდველმა ბიჭმა დაიმახსოვრა ის, სერ. ფლორს ღია ყვითელი კოსტიუმი ეცვა,
მწვანე ბაფთებით...

– გასაგებია! – პუარო მისტერ ჰოლიდეის მიუბრუნდა, – შეგიძლიათ, გამოიძახოთ პოლიცია


და მკვლელი დააპატიმროთ. ის თქვენს წინაშეა.

– რაო? კი, მაგრამ როგორ...

– გრაფი როშფორი ორი წელია, ინდოეთშია. თქვენი მოსამსახურე, ჩემი მეგობარივით არ


კითხულობს ბომონდურ ქრონიკებს. სამაგიეროდ, დიდი ხანია, ეძებდა შესაფერის მომენტს,
თავისი ქალბატონი რომ გაეძარცვა. მან ფლორი ბრისტოლამდე მოკლა. მერე კი მისი ერთ-
ერთი ყველაზე თვალშისაცემი კოსტიუმი ჩაიცვა და ბაქანზე გამოვიდა. ვის არ
დაამახსოვრდება ყვითელ-მწვანებაფთებიან სამოსში გამოწყობილი ქალი. მის ჯეინ, სხვა
დროისთვის იცოდეთ, როცა მაღალი დონის ქალბატონებთან გაქვთ საქმე, ყოველთვის
წაიკითხეთ „ბომონდური ქრონიკები”. ის წერილიც ხომ თქვენ დაჯღაბნეთ და შეაჩეჩეთ
მისტერ ჰოლიდეის. იფიქრეთ, რომ მკვლელობას მისტერ ქერინგტონს, ან გრაფს
დააბრალებდნენ...

საყვარელი მკვლელი
მისის ბანტრიმ თავისი ამბის მოყოლა მხოლოდ მის მარპლის დაჟინებული თხოვნით დაიწყო.
საქმე კლოდერჰემ-კორტში მომხდარ ტრაგედიას ეხებოდა. მისის და მისტერ ბანტრები ამის
უშუალო თვითმხილველები იყვნენ. ისინიც მოიწამლნენ იმ ბალახით, რომელიც სალათაში
აღმოჩნდა შერეული.

– მე და არტური სერ ემბროზ ბერსისთან ვიყავით სტუმრად. ერთ საღამოს ვახშმად შემწვარი
იხვი მოგვართვეს, სალათის ფოთლებში გახვეული და მალე ყველანი ცუდად გავხდით. ის
საწყალი გოგო, სერ ემბროზის შვილობილი კი – გარდაიცვალა.

– ასე... ახლა ვნახოთ, რა იყო ეს, – უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა, – თქვა მისის
მარპლმა. – ექიმო, თქვენც მომეხმარებით? დავიწყოთ იმით, რა გაიგეთ მზარეული ქალის
შესახებ.

– არაფერი საინტერესო. ერთი სოფლელი ქალია. სულელი, მაგრამ თავისი საქმის


პროფესიონალი. ტიროდა და იფიცებდა, არ ვიცი სალათაში სხვა ბალახიც თუ იყოო.

– სასიკვდილო ბალახი, – ჩაილაპარაკა მის მარპლმა, – გამაცანით ამ ტრაგედიის მოქმედი


გმირები.

– დიახ, რა თქმა უნდა, ოღონდ, გაითვალისწინეთ, მე ცუდი მთხრობელი ვარ. მთავარ


სათქმელს ბოლოში ვამბობ ან საერთოდ არ ვამბობ. მაშ ასე: სერ ემბროზი; სილვია კინი
(გოგონა რომელიც გარდაიცვალა), მისი მეგობარი მოდ უცი, საკმაოდ უტიფარი და თამამი
ქალიშვილი, ერთ-ერთი იმათთგანი, კაცებს რომ ძალიან მოსწონთ; მისტერ კარლო, სერ
ემბროზის სწავლული მეგობარი; ჯერი ლიმერი – სერ ემბროზის მეზობელი და სილვიას
საქმრო; ასევე, მისის კარპენტერი – ორმოც წელს მიტანებული, სიბერეშეპარული ლამაზმანი,
სილვიას კომპანიონი. დავიწყოთ სერ ემბროზით: მე ის ძალიან მომწონდა, ისეთი
სიმპათიური მოხუცი იყო. თუმცა, რატომ მოხუცი, მაშინ ის მხოლოდ 62 წლის გახლდათ,
მაგრამ, გული აწუხებდა და სახლში ლიფტიც კი დააყენა, რომ კიბეზე სიარულით არ
დაღლილიყო. ისეთი დახვეწილი მანერები ჰქონდა, რომ... თუმცა, ვიღაც-ვიღაცეები აბეზარ
მოხუცადაც მიიჩნევდნენ. სილვია კინი კი ნამდვილი მზეთუნახავი იყო, სიფრიფანა,
ჰაეროვანი არსება. ბუნებრივად ქერა, მწვანე თვალებით. მაგრამ ღმერთმა მას ჭკუა არ მისცა.
იქნებ, არც სჭირდებოდა.

– საყვარელო, ის არც ისე სულელი იყო, – გააპროტესტა მისის ბანტრის ნათქვამი მისმა ქმარმა.

– ჰო, არტურ, შენ მასზე სხვა აზრის იყავი. მაგრამ, რატომღაც, მისი საქმრო არ მოგწონდა.
შენიშნა მისის ბანტრიმ.

– იმიტომ, რომ ვერასდროს ვიტანდი ზედმეტად მონდომებულ მამაკაცებს, ზუსტად


დასახული მიზნებით – თქვა არტურმა.
– თემას ნუ გადავუხვევთ, – გააპროტესტა მის მარპლმა.

– ჩემი მეუღლისგან განსხვავებით, ჯერი ყველას მოსწონდა. მართლაც მომხიბვლელი


ახალგაზრდა იყო, მაგრამ თავიდან სერ ამბროზი მათი ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი
იყო.

– რატომ? – მაშინვე იკითხა მის მარპლმა.

– სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, არ დავინტერესებულვარ ამით. იმიტომ რომ, როცა ჩვენ
ვესტუმრეთ, ეს პრობლემა აღარ არსებობდა.

– მის კარპენტერსა და სერ ემბროზს როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ. მაგალითად, ხომ


არ ნახავდა რამე სარგებელს ეს ქალი ემბროზის სიკვდილით? მე მახსოვს ერთი შემთხვევა,
როცა ერთმა გრაფმა მალულად იქორწინა ძალიან ახალგაზრდა ეკონომ ქალზე და, როცა
მოკვდა, თავისი მემკვიდრეები პირში ჩალაგამოვლებულები დატოვა.

– არა, არა. კარპენტერს არაფერი მიუღია. თანაც, გარდაიცვალა სილვია და არა სერ ემბროზი.
გინდათ, თქვათ, რომ ვიღაცას მისი მოკვლა უნდოდა და გოგონა შემთხვევით მოკვდა? –
წამწამები დააფახულა მისის ბანტრიმ.

– საყვარელო, შემთხვევით არაფერი ხდება, ჩემი ხანგრძლივი პრაქტიკიდან გამომდინარე


გეუბნებით ამას. არ შეიძლება, საჭმელმა რამდენიმე ადამიანი მოწამლოს და მხოლოდ ერთი
გარდაიცვალოს. ექიმო, დამიდასტურებთ?

– დიახ, ეს მეც უცნაურად მომეჩვენა. როგორც მივხვდი, მოწამვლა დიჰიტალისმა გამოიწვია,


რომელსაც ეს მცენარე შეიცავდა. დიჰიტალისი არ არის შხამი, მაგრამ გულის რიტმის
ცვლილებას იწვევს და ამიტომ ზოგჯერ სამკურნალო მიზნითაც იხმარება.

– მოკლედ, ასე: მე ეჭვი არ მეპარება, რომ შემთხვევითობას ადგილი არ ჰქონია. მოკვდა ის,
ვისი მოკვლაც უნდოდათ. მაგრამ, ვინ არის მკვლელი? – მის მარპლმა შეკრებილ
საზოგადოებას მოავლო მზერა.

– გამორიცხვის მეთოდი ხომ არ გამოგვეყენებინა? – შესთავაზა მისტერ ბანტრიმ.

– ეგეც შეიძლება, მაგრამ, ჯერ მისის ბანტრისთან მაქვს რამდენიმე შეკითხვა. მაგალითად, მის
მოდი... თქვენ ის იმიტომ არ მოგწონდათ, რომ მამაკაცები მისით იხიბლებოდნენ, თუ, იყო
კიდევ რაიმე კონკრეტული მიზეზი?

მისის ბანტრი შეყოყმანდა:

– დიახ, იყო მიზეზი. მე დავინახე, სრულიად შემთხვევით, არტურ, ასე ნუ მიყურებ... როგორ
კოცნიდნენ ერთმანეთს მის მოდი და ჯერი. შეიძლება, ეს მეგობრული კოცნა იყო, მაგრამ, თუ
გავითვალისწინებთ იმას, რომ სილვიას სიკვდილის შემდეგ, ჯერი მოდ უცზე დაქორწინდა,
მაშინ...

– ჰო, მაშინ, საქმის ვითარება იცვლება. ახალგაზრდა ქალს ჰქონდა რამე ქონება?

– არა, არავითარი. ის მხოლოდ სერ ემბროზის სიკვდილის შემდეგ მიიღებდა მისი


მემკვიდრეობის სოლიდურ ნაწილს.

– მაშინ, არაფერი მესმის, – ხელები გაშალა ექიმმა ლოიდმა, – გამორიცხვის მეთოდმა კრახი
განიცადა.

– რატომ? გააჩნია, თქვენ ვინ გამორიცხეთ. მისის ბანტრი, ვინ მოიტანა მწვანილი
სამზარეულოში?

– თავად სილვიამ, სერ ემბრიოზიმ მას მიანდო ეს საქმე.

– იმ დღესაც სილვიამ მოაგროვა მწვანილი? – დაინტერესდა მის მარპლი.

– ამის შესახებ არაფერი ვიცი, რადგან მე იმ დროს ვერანდაზე ვიჯექი მის კარპენტერთან
ერთად.

– აჰა, ესე იგი, მის კარპენტერიც გამოირიცხა, – შუბლი მოისრისა ექიმმა ლოიდმა.

– მე არც მქონდა მასზე ეჭვი, – გაიღიმა მის მარპლმა, – მისის ბანტრი, თქვენ ხომ იცით, ვინ
არის მკვლელი. არც მოყვებოდით ამბავს, მართლა უბედური შემთხვევა რომ ყოფილიყო.

– დიახ, მე ეს ვიცი, მაგრამ, ჯერ თქვენი ვერსია არ მომისმენია.

– სულ ვფიქრობ, რომ მკვლელმა სპეციალურად შეურია მომწამვლელი ბალახი სალათაში,


მკვლელობა რომ შეენიღბა. სილვიამ საწამლავის დამატებითი, გაცილებით დიდი დოზა
მიიღო და სწორედ ეს გახდა მისი სიკვდილის მიზეზი.

– კი მაგრამ, რანაირად? მის მარპლ, ამით რისი თქმა გინდათ? – გაკვირვებულმა არტურ
ბანტრიმ ცოლს გადახედა.

– ახლავე მოგახსენებთ: ორი ქალი და ერთი მამაკაცი – ძალიან ბანალური სამკუთხედია. მე


მას ასე შევცვლიდი: ერთი ქალი და ორი მამაკაცი.

– მის მარპლ, კიდევ უფრო დაგვაბნიეთ.

– ექიმო, თქვენც დაიბენით? – მიუბრუნდა დოქტორ ლოიდს მის მარპლი. ექიმმა გაუბედავად
ჩაახველა:

– ერთი შეხედვით, მკვლელი უცნაურად მოქმედებდა, ან, მას ბრმად სჯეროდა


შემთხვევითობის, მაგრამ, მის მარპლს ვეთანხმები, მან ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა.

– დიახ, საქმე დეჰიტალისშია და, კიდევ, სერ ემბროზის იმ დაავადებაში, რომელიც მას
აწუხებდა და, დარწმუნებული ვარ, სახლში ამ წამლის დიდი მარაგი ჰქონდა. მან
დეჰიტალისის დიდი დოზა სილვიას სასმელში, ან წვნიანში შეურია, ამას არ აქვს
მნიშვნელობა, დანარჩენებმა კი წამლის მცირე დოზა ბალახიდან მიიღეს.

– თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ სერ ემბროზმა თავად მოწამლა სილვია? კი მაგრამ, რატომ? –
შესძახა მისტერ ბანტრიმ.

– იმიტომ, რომ უყვარდა ის და ჯერისთვის არ ემეტებოდა. ძალიან ძნელია, როცა ამ ასაკის


მარტოხელა მამაკაცს ვინმე შეუყვარდება. ასეთ დროს ის ყველაფერზეა წამსვლელი. ჯერის
შესაძლებელია, არც კი სცოდნოდა სერ ემბროზის გრძნობების შესახებ. რომც სცოდნოდა, არც
იეჭვიანებდა, ასეთი ახალგაზრდა კაცები ზედმეტად თავდაჯერებულები არიან საკუთარ
შესაძლებლობებში. თანაც, მას რეზერვში მეორე ქალიშვილიც ჰყავდა.

– მის მარპლ, მე აღფრთოვანებული ვარ. როგორ ზუსტად მიხვდით ყველაფერს! დიახ,


მკვლელი სერ ემბროზია. ის სილვიას დაღუპვიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა და
სიკვდილის წინ წერილი მომწერა, – მისის ბანტრიმ ქმარს შეხედა: – მაპატიე, ძვირფასო,
შენთვის არ მითქვამს.

ხომ იცი, მე და მოხუცი ყოველთვის ვუგებდით ერთმანეთს. მისი წერილი დანაშაულის


აღიარება იყო. ეტყობა, ამ ამბავმა მისი აღსასრული დააჩქარა.

– სამოც წელს გადაცილებული რომეო... – ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა მის მარპლმა, – მან


ყველაფერი წინასწარ ჩაიფიქრა. ჯერ წინააღმდეგი იყო ახალგაზრდების ქორწინების, მაგრამ
ამით ვერაფერს მიაღწია და მაშინ მკვლელობაზეც კი წავიდა. მან თვითონ დაკრიფა მწვანილი
და სილვიას სამზარეულოში გაატანა... იცით, ის მაინც იმსახურებს ჩემს სიბრალულს.
სიყვარული ზოგჯერ საშინელებებს სჩადის...

ოთხი ეჭვმიტანილი
დანაშაული არასოდეს რჩება დაუსჯელი. ადრე თუ გვიან, დამნაშავეს კანონი თუ ვერ
მისწვდება, თავად განგება გამოუჩნდება მსაჯულად, მაგრამ, მთავარი იმ ადამიანების შველაა,
რომლებსაც ჭეშმარიტი დამნაშავის ძიებაში ეჭვმიტანილის სტატუსი აქვთ ხოლმე და მათ
რეპუტაციას, ხშირად სრულიად უსაფუძვლოდ, ჩრდილი ადგება... აი, სწორედ ამის
დამტკიცებას ცდილობდა გადამდგარი კომისარი სკოტლანდ-იარდიდან, სერ ჰენრი
კლოტერინგი. ცოლ-ქმარ ბანტრების, მშვენიერი მის ჯეინ ჰელერისა და დოქტორი
ლილისთვის. მათ საუბარს პატივცემული მის მარპლიც ესწრებოდა. მეგობრები ბანტრების
შესანიშნავ ფანჩატურში ისხდნენ და ჩაის მიირთმევდნენ.

– დაუსჯელობა სერიოზული სოციალური პრობლემაა, – თქვა მის ჯეინმა, – საშინელებაა.

– მე კი გიმეორებთ, რომ დანაშაული დაუსჯელი არასდროს რჩება, დამნაშავე კი ის ადამიანი


აღმოჩნდება ხოლმე, რომელსაც ყველაზე ნაკლებად აქვს საამისო მონაცემები. პრობლემა არის
ის, რომ ადამიანი რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდეს ეჭვის ქვეშ.

– რომელიმე კონკრეტულ შემთხვევას გულისხმობთ? – ჰკითხა მის მარპლმა.

– დიახ და მე თქვენი დახმარება მჭირდება. ვიცოდით, რომ დანაშაული მოხდა, მაგრამ


ყველაფერი ძალიან ჰგავდა უბედურ შემთხვევას – ადამიანი კიბეზე დაგორდა და კისერი
მოიტეხა. ამის მოწყობა ოთხ ადამიანს შეეძლო, მაგრამ დანაშაული ვერც ერთს ვერ
დავუმტკიცეთ.

– უფრო დაწვრილებით მოგვიყევით ეგ ამბავი, ძვირფასო, – მის მარპლმა საქსოვი გადადო და


მოსასმენად მოემზადა.

– გერმანიაში არსებობდა საიდუმლო ორგანიზაცია „შვარც ჰანდი“. მათი „ვიწრო სპეციალობა“


შანტაჟი, ტერორი და მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები იყო. ის ომის დამთავრებისთანავე
შექმნეს იატაკქვეშ გადასულმა ნაცისტებმა და მალე ამ ორგანიზაციის საცეცები მთელ
ევროპას მოედო. მისი მსხვერპლი ბევრი ცნობილი ადამიანი გახდა. ინგლისში ამ
ორგანიზაციის სახელი ცოტას თუ გაუგია, მაგრამ გერმანიაში მას დღესაც შიშით ახსენებენ.
როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ამ ძლევამოსილმა ორგანიზაციამ თავისი არსებობა
ერთი ადამიანის წყალობით დაასრულა. დოქტორი როზენი სპეცსამსახურების ისტორიაში
ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ფიგურაა. მან მოახერხა, შეეღწია ორგანიზაციის მმართველ
ბირთვში და, შეიძლება ითქვას, შიგნიდან „გახეთქა“. ბერლინის პოლიციამ გვთხოვა,
როზენის უსაფრთხოება ჩვენ უზრუნველგვეყო. მე პირადად დავხვდი მას, საკმაოდ მშვიდად
ეჭირა თავი და, როგორც მივხვდი, შეგუებულიც იყო თავის ხვედრს.

– მე ვიცი, რომ, ადრე თუ გვიან, ისინი ჩემამდე აუცილებლად მოვლენ და ამისთვის მზად ვარ.
უბრალოდ, ცოტა დრო მჭირდება, რომ მთელი ჩემი ცხოვრების ნაშრომი დავასრულო.
ორგანიზაცია „შვარც ჰანდი“ აღარ არსებობს, მაგრამ მისი რამდენიმე წევრი ჯერაც
თავისუფალია. მათ არ გაუჭირდებათ ჩემი პოვნა და ლიკვიდაცია, – ეს ყველაფერი ისეთი
ღირსებით წარმოთქვა, რომ ამ ადამიანით აღვფრთოვანდი. სოფელ კინგზ ნატონში პატარა
კოტეჯი შევურჩიეთ. ცოტა გადააკეთა, უფრო მოსახერხებელი და კომფორტული რომ
ყოფილიყო და იქ დასახლდა. როზენთან ერთად სახლში დაბინავდნენ: მისი ძმისშვილი, მის
გრეტა და პირადი მდივანი. ასევე, ეკონომი და მზარეული გერმანელი ქალი, რომელიც
როზენთან ორმოცი წელი მსახურობდა. კიდევ იყო მებაღე კინგზ ნატონიდან, რომელიც
როზენთან ყოველ მეორე დღეს მიდიოდა. უბედურება ხუთი თვის შემდეგ მოხდა, საუზმის
შემდეგ – დოქტორი როზენი კიბეზე დაგორდა.

– და ეს მკვლელობა იყო? – იკითხა მის მარპლმა.

– ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დიახ და, რაც მთავარია, ამისი ჩადენა
ოთხივე ეჭვმიტანილს შეეძლო, მაგრამ რომელზე გინდა თქვა, რომ სწორედ ის არის
მკვლელი?! იმ მომენტში არც ერთი არ იმყოფებოდა კოტეჯში: ეკონომი ქალი საყიდლებზე
იყო წასული, მის გრეტა – სასეირნოდ. მებაღემ მოსვლა დააგვიანა, მდივანი კი ფოსტაში
წავიდა იმ წერილზე პასუხის გასაგზავნად, რომელიც დილით მიიღო. არც ერთის ნათქვამის
გადამოწმება არ შეგვიძლია, ისინი არავის დაუნახავს.

– გამორიცხვის მეთოდმა არ გაამართლა? – დაფიქრებით ჩაილაპარაკა დოქტორმა.

– არა. და ახლავე გეტყვით, რატომაც: მის გრეტა – როზენის ძმისშვილია. შეიძლება, ის


მკვლელად მივიჩნიოთ? ეკონომი ქალი ორმოცი წელი ერთგულად ემსახურებოდა. მებაღე
საერთოდ არც იცნობდა როზენს და არც მისი წარსულის შესახებ შეიძლებოდა სცოდნოდა
რამე. რაც შეეხება მდივანს...

– დიახ, მდივანი მეც მაინტერესებს, – თქვა მის მარპლმა.

პოლკოვნიკმა ამოიოხრა:

– სულ ტყუილად. ის მე მივუგზავნე დოქტორ როზენს. ერთი სიტყვით, ის ჩემი კაცი იყო.

– მდა, რთული სიტუაციაა, – მის მარპლი ისევ საქსოვს მიუბრუნდა, მაგრამ, აშკარად
პოლკოვნიკის მონათხრობზე ფიქრობდა, – ოთხი უდანაშაულო დამნაშავე. თქვენ ამბობთ,
რომ არც ერთ მათგანს არ შეეძლო, მოეკლა როზენი, მაგრამ, მე ვიტყვი, რომ ოთხივე მათგანს
შეეძლო, ეს გაეკეთებინა.

– კი მაგრამ, რანაირად? – ერთხმად წამოიძახეს ბანტრებმა.

– ახლავე აგიხსნით: თქვენ არ იცით, ანუ, ჩვენ არაფერი ვიცით როზენის დისშვილის შესახებ.
ვინ გამორიცხავს, რომ ამ გოგოს ბიძა სძულებოდა? ერთი შეხედვით მოკრძალებული
გოგონები ხშირად არიან ბოღმიანი მკვლელები. ეკონომი ქალი – ორმოცი წლის
განმავლობაში მასაც შეიძლებოდა, ბოღმა დაჰგროვებოდა, მით უფრო, თუკი შინაბერა იყო.
რაც შეეხება მდივანს – ჩარლზ ტემპლტონს და მებაღეს, ბატონებო, ნუთუ მე უნდა აგიხსნათ,
რა შეუძლია ფულს?
– კი მაგრამ, მაინც რომელი იყო ამ ოთხიდან? – ვეღარ მოითმინა დოქტორმა.

– მე მისის მარპლის იმედი მაქვს. ძალიან ვშფოთავ ჩემი ტემპლტონის გამო.

– ჰო, ბიჭი აშკარად დაიჩაგრა. ერთი ეს მითხარით, პოლკოვნიკო, გრეტა პირადად ნახეთ? მის
როზენზე გეკითხებით.

– რა თქმა უნდა. მე რამდენჯერმე ვიყავი კოტეჯში როზენთან. თანაც, მომხდარის შემდეგ


გრეტა თავადაც იყო მოსული ჩემთან.

– მართლა? მაგრამ ამაზე მერე... ახლა მითხარით, იმ დღეს რა მოხდა?

– განსაკუთრებული არაფერი. თუმცა, მე მაქვს ორი წერილი, რომლებიც იმ დილით საუზმეზე


წაიკითხეს. ერთი მიიღო მის გრეტამ, ხოლო მეორე – თავად დოქტორმა როზენმა.

– წაგვიკითხეთ, თუ შეიძლება.

პოლკოვნიკმა წერილები ამოიღო.

– „ძვირფასო როზენ. მე ახლა სამუელ სპატთან ვარ. ამ დღეებში მაიკლ ბოუმენი ვნახე. ის და
ელიზავეტა ჯექსონი ახლახან დაბრუნდნენ განგუნედან, არცთუ ვისიამოვნეთო, მაგრამ
ტრადიცია ტრადიციაა. გაგვაგებინეთ, როგორ ხართ. მოერიდეთ იმ ადამიანს, ეს ჩემი
თხოვნაა და გაფრთხილება, რატომ არ მიჯერებთ? თქვენი გეორგინა“.

– საინტერესოა, ძალიან საინტერესო... როზენი როგორ მოიქცა, როცა ეს წერილი მიიღო?

– გაუკვირდა და მაგიდაზე დააგდო, ვიღაცას ეს რა აბდაუბდა მოუჩმახავსო.

– ჰო, რა თქმა უნდა, წერილი ხომ მისთვის არ იყო განკუთვნილი, – თავი გააქნია მის მარპლმა.

– რაო? აბა, ვისთვის იყო განკუთვნილი? – მამაკაცებმა ერთმანეთს გადახედეს.

– მკვლელისთვის. მაგრამ, ცოტა ხანს კიდევ დამაცადეთ და ყველაფერს გეტყვით. თქვენ


თქვით, რომ გრეტა როზენმა მოგაკითხათ. რისთვის?

– სათხოვარი ჰქონდა. მითხრა, რომ ჩარლზ ტემპლტონი უყვარს. არც ის არის მის მიმართ
გულგრილი. უკვე ნიშნობის შესახებ უნდა გამოგვეცხადებინა, მაგრამ, სანამ ჩარლზი ეჭვის
ქვეშ არის, ამას ვერ შევძლებთ. ცოლად ბიძაჩემის მკვლელს ვერ გავყვები. დაამტკიცეთ მისი
უდანაშაულობა, ეს არის ჩემი თხოვნაო.

– აჰა, – ხელი ხელს შემოჰკრა მის მარპლმა. ახლა უკვე ზუსტად შემიძლია, ვთქვა, რომ

წიგნის ელექტრონული ვერსია


მოამზადა: აკაკი ციცქიშვილმა
www.ChiaturaINFO.GE
მკვლელი მის გრეტაა. ეს მან დააგორა კიბეზე ბიძამისი. თქვენ რომ ყვავილების ენა იცოდეთ,
ძვირფასო პოლკოვნიკო, აღარაფერს ვამბობ ქალების ენაზე, აქამდეც მიხვდებოდით მაგ
წერილის შინაარსს. ყველა სახელი, რომელიც მანდ არის ჩამოთვლილი, სამუელ სპატი, მაიკლ
ბოუმენი და ელიზავეტა ჯექსონი, სხვათა შორის, ყველა ისინი დიდი ასოთია დაწერილი,
როგორც სიტყვა „ტრადიცია“, რამაც თავიდანვე დამაეჭვა. მოკლედ, თუ ამ ბარათს
„ყვავილების ენაზე“ გადავთარგმნით, მივიღებთ სიტყვას „სიკვდილი“ – გრეტამ ბრძანება
მიიღო და შეასრულა კიდეც. მერე თქვენთან მოვიდა და ჩარლზის წინააღმდეგ ეჭვი
ჩაგისახათ გულში. შესაძლოა, ქალიშვილს ის მოეწონა კიდეც, მაგრამ, თქვენი ნდობით
აღჭურვილმა სითბო და ყურადღება არ აგრძნობინა და ესეც ქალური შურისძიების ერთგვარი
გამოვლინებაა. ჩემო ძვირფასო პოლკოვნიკო, ყველაფერი გაიგეთ?

პოლკოვნიკმა თავი დააქნია:

– მე თქვენს შესაძლებლობებში ეჭვი არასოდეს მეპარებოდა.

– და კიდევ: მინდა, იცოდეთ, რას ნიშნავს „გეორგინა“. ყვავილების ლექსიკონში მას ასეთი
ახსნა აქვს: „ტყუილი და გამყიდველობა“.

ჯენტლმენი-მკვლელი

ჰარი ლექსტონის დაქორწინების ამბავმა მთელი საგრაფო ააფორიაქა. ყველა ამბობდა,


დაჭკვიანდა ბიჭი, მდიდარი, ლამაზი, ახალგაზრდა ქალი შეირთო და მშობლიურ მხარეში
დაბრუნდაო. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ძირითადად გაუთხოვარი შინაბერები, რომლებიც
სკეპტიკურად უყურებდნენ ჰარი ლექსტონის დაჭკვიანების ამბავს. საქმე ისაა, რომ
ყმაწვილობაში ჰარი ქვეყნის დამაქცევარი იყო. ბიჭი მეზობლებს ბაჭიებს და კურდღლებს
უხოცავდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ფანჯრების მტვრევაზე. მერე ბანქოში მთელი ქონება
გაანიავა და ბოლოს ადგილობრივი აფთიაქარის ქალიშვილიც შეაცდინა. აქედან უკვე ვეღარ
„გამოძვრებოდა“ და ისიც იძულებული გახდა, აფრიკაში გამგზავრებულიყო. იქ რა მოხდა,
არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ საქმეები კარგად წაუვიდა. „უძღები“ შვილი დაბრუნდა,
თანაც სავსე ჯიბით. ამბობდნენ, ცოლის, ანგლო-ფრანკების შთამომავალი ლამაზმანის
მზითევით, ლონდონში და რივიერაზე შესანიშნავი სახლები შეიძინა. კინგსდენ-ჰაუსი კი
მთლიანად გადაასხვაფერა. ძველი კოშკი და სახლი, რომელიც გაბარდულ ხეებს შორის
ჯადოქრის სახლს უფრო ჰგავდა, მთლიანად დაანგრიეს. მის ადგილას თეთრი, ქათქათა
სასახლე წამოიმართა. სამუშაოები სარეკორდოდ მოკლე დროში დამთავრდა. მერე მოვიდნენ
დეკორატორები, მებაღეები, ინტერიერის სპეციალისტები და იქაურობა სამოთხედ აქციეს.
ახალ სახლში ჯერ მსახურები გამოჩნდნენ, ბოლოს კი თავად მისტერ და მისის ლექსტონებიც
ჩამოვიდნენ მდიდრული „ლიმუზინით“. მთელი საგრაფო სულგანაბული ელოდა
ახალგაზრდა მისის ლექსტონს. ხმები გადაჭარბებული არ აღმოჩნდა. ის მართლაც
მშვენიერება იყო – ნაზი, ჰაეროვანი, მოკრძალებული... სათბურში გაზრდილი ყვავილივით...
სოფლის ჭორიკნებმა უკვე იმაზე დაიწყეს ბჭობა, რას მოიმოქმედებდა მისის ლექსტონი, როცა
თავისი ქმრის ახალგაზრდობის ცოდვების შესახებ გაიგებდა. ყველაზე მეტად მის ჰარმინი
აქტიურობდა.

– ჰარის ხომ იცნობთ. ეგ არ გაჩერდება. კიდევ მონახავს გასართობს.

– არ მგონია, – შეედავა მის ბრენტი, – ადამიანები იცვლებიან.

– არა ისეთი მამაკაცები, როგორც ჰარი ლექსტონია, – ჩაილაპარაკა მის მარპლმა და რატომღაც
ექიმის დისშვილს, მის კლარისა ბეინს შეხედა. ქალიშვილი დაძაბული უსმენდა შინაბერების
საუბარს და ბოლოს ვეღარ მოითმინა.

– მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი. ისეთი ახალგაზრდები არიან და საერთოდ, ჰარის ისეთი
არაფერი დაუშავებია. ახალგაზრდობაში ვის არ ჰქონია პატარა თავგადასავალი.

მის მარპლმა თავი გადააქნია, მაგრამ არაფერი უთქვამს. რამდენიმე დღეში კი ავად გახდა
ფილტვების ანთებით. დოქტორი ჰეიდოკი ხშირად მიდიოდა მასთან, ახალ ამბებს უყვებოდა.

ცოლ-ქმარმა ლექსტონებმა შესანიშნავი წვეულება მოაწყვეს. ჰარიმ ახალგაზრდა ცოლს


არაჩვეულებრივი, ჯიშიანი და ძვირფასი ცხენი აჩუქა. ლუიზა ლექსტონი, ჰარის მეუღლე,
საკმაოდ მოწყენილი იყო სოფლური ცხოვრებით და ცხენით სეირნობაში კლავდა დროს. ერთ
საღამოს, როცა ჰარისთან ერთად მანქანით ბრუნდებოდა სახლში, გზაზე მოულოდნელად
მოხუცი ქალი შენიშნა. წელში მოხრილი უცნობი მანქანას გადაუდგა და ხელებით ზეცას
რაღაც შეჰღაღადა. ჰარიმ ძლივს მოასწრო მანქანის დამუხრუჭება და შეიგინა.

– რა მოხდა, ჰარი? – წამოიყვირა ლუიზამ, – ვინ არის ეს ქალი, რა უნდა ჩვენგან?

– ეს მარგეტროიდია, ჩვენი ყოფილი მებაღის ცოლი. ქმართან ერთად ორმოც წელზე მეტხანს
იცხოვრა იმ ნანგრევებში, მე რომ მოვაშორე აქაურობას.

– მუშტებს მიქნევდა და მგონი, იწყევლებოდა კიდეც, – შიშით ჩაილაპარაკა ლუიზამ.

ჰარიმ გაიცინა.

– საყვარელო, მისმა წყევლამ რა უნდა დაგვაკლოს?

– თუკი უსამართლოდ მოექეცი... ის ახლა ქუჩაშია... მშიერი...

ჰარი აღშფოთდა.
– სულაც არ არის ქუჩაში და არც შია. რა სისულელეა? საიდან მოიტანე, მშვენიერი პენსია აქვს
და პატარა კოტეჯიც ვუყიდე.

– მაშინ, რას გვერჩის, რა უნდა, რატომ არის ასეთი გაბოროტებული?

– აბა, რა ვიცი. ცოტათი ჭკუაზე ვერ უნდა იყოს.

– ო, ჰარი... როგორი ცუდია ეს ყველაფერი... – ლუიზა აშკარად ვერ დაამშვიდა ქმრის


სიტყვებმა. იმ დღიდან მისი ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსა. შეშლილი მოხუცი ქალის
ფიგურა ლუიზას კოშმარად ექცა და ახალ სახლში ცხოვრების ბედნიერება ჩაუშხამა.
საკმარისი იყო, სასეირნოდ გამოსულიყო, რომ ჩასაფრებული ბებრუხუნა მის წინ
აღიმართებოდა და ზეცისკენ მუშტებაპყრობილი რაღაცას ბუტბუტებდა. ლუიზას ეჭვი არ
ეპარებოდა ქმრის სიტყვებში, რომ ქალი შეიშალა, მაგრამ შიშის განცდა მაინც არ ტოვებდა.
ყოველთვის, როცა ჰარის ამაზე ჩამოუგდებდა ლაპარაკს, კაცი იცინოდა და ეუბნებოდა, – ის
მხოლოდ შეშლილია. კუდიანი არ არის, რომ რამე გვავნოსო. ლუიზას ეს ვერაფრით
ამშვიდებდა, ნელ-ნელა ქალი საკუთარ თავში ჩაიკეტა. წყნარი, ინგლისური პროვინცია
ლონდონისა და რივიერას შემდეგ ყველაზე საშინელ ადგილად ეჩვენებოდა. ერთადერთი
მისი გასართობი ცხენით ჯირითი იყო. ჰარიმ ცოლს ახალი ულაყი „პრინცი ჰარი“ უყიდა.
ამაყი და თავნება, სუფთა სისხლის პირუტყვი სულ იმას ცდილობდა, პატრონის ნების
საწინააღმდეგოდ ევლო. ერთხელ ლუიზამ გაბედა და მოხუც მარგეტროიდს ჰკითხა:

– რატომ გვწყევლით, რა გინდათ ჩვენგან?

მოხუცმა ქალმა მუშტები შემართა.

– რა მოხდა? როგორ გამაძევეთ კინგსდენ-ჰაუსიდან? მე იქ ორმოც წელზე მეტხანს ვიცხოვრე.


შენ და შენი ქმარი აქ ვერასოდეს გაიხარებთ. ჩემი წყევლა არ მოგასვენებთ. წაეთრიეთ აქედან!
აქ მხოლოდ უბედურება დაგატყდებათ თავს.

აკანკალებული ლუიზა სახლში დაბრუნდა და ქმარს სთხოვა, გავყიდოთ აქაურობა და


გავემგზავროთო. ჰარი გაცოფდა.

– შეშლილი ის კი არა, შენ ყოფილხარ, ძვირფასო. კინგსდენ-ჰაუსი გავყიდო? – ასეთი


სისულელე აზრად როგორ მოგივიდა. კარგი, რადგან ასეა, მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო. მაგ
ბებრუხანას ბილეთს ვუყიდი და თავის შვილთან, ამერიკაში გავამგზავრებ.

რამდენიმე დღის შემდეგ კი უბედური შემთხვევა მოხდა. მის მარპლმა ამის შესახებ დოქტორ
ჰეიდოკისგან შეიტყო. სწორედ ის გამოიძახეს სასწრაფოდ კინგსდენ-ჰაუსში...

მის მარპლმა ეჭვით გადააქნია თავი.


– უცნაურია, ძალიან უცნაური... მარგეტროიდი ყოველთვის აღმერთებდა ჰარის. მომიყევით,
რა მოხდა.

ჰეიდოკმა დაიწყო:

– ორმა მამაკაცმა, რომლებმაც პურის ფურგონით მამულში ფქვილი მიიტანეს, ნახეს, როგორ
მოხდა ეს. ლუიზა „პრინც ჰარიზე“ ამხედრებული ჭიშკრიდან გამოდიოდა, როცა მას
მარგეტროიდი გამოეკიდა მუშტების ქნევით. ცხენი დაფრთხა, აიშვა და მხედარი გადმოაგდო.
ლუიზა იმ მამაკაცებიდან ერთ-ერთმა და თავად ჰარიმ შეიყვანეს სახლში. მისტერ ლექსტონი
ამ დროს ვერანდაზე იყო. მეორე მამაკაცი ჩემკენ გამოქანდა, მაგრამ სანამ მოვიდოდი, ლუიზა
გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

– რატომ ფიქრობთ, რომ ეს უბედური შემთხვევა არ ყოფილა? – გამომცდელად მიაშტერდა მის


მარპლი ექიმ ჰეიდოკს.

ექიმი გაწითლდა.

– მაქვს ამის საფუძველი.

– იცით, თქვენ არ სცდებით. ჰარიმ მოკლა ცოლი, ოღონდ ის გაქნილი ნაძირალაა და


ყველაფერი ზუსტად დაგეგმა. დარწმუნებული ვარ, რომ მარგეტროიდს ფულიც გადაუხადა
მთელი ამ სპექტაკლის მოსაწყობად და დროც შესაფერისი შეარჩია, მოწმეები რომ ჰყოლოდა.
თქვენ იცით, ბავშვობაში ჰარი როგორ ოსტატურად ისროდა შურდულს? მთელ საგრაფოში
ბადალი არ ჰყავდა. ჩემო ძვირფასო დოქტორო, ცხენი შურდულიდან ნასროლმა კენჭმა
გააგიჟა და არა ბებრუხანა მარგეტროიდის მუშტებმა, რომელსაც შეეჩვია კიდეც. ის ხომ
თითქმის ყოველდღე ხვდებოდა მისის ლექსტონს გზაზე. მაგრამ იცით, რა მიკვირს? რა
გარანტია ჰქონდა ჰარის რომ ქალი ჩამოვარდნით სასიკვდილოდ დაიმტვრეოდა. მე ვიცნობ
მას... თავს დაიზღვევდა. თქვენ თქვით, რომ ლუიზა თქვენს მისვლამდე გარდაიცვალა, გონზე
მოუსვლელად.

– დიახ, – ექიმმა ამოიოხრა და ოფლით დაცვარული შუბლი მოიწმინდა.

– შემთხვევით, შპრიცი ხომ არ გიპოვნიათ კინგსდენ-ჰაუსში?

– ღმერთო, თქვენ გულთმისანი ხართ. გვამში სენროფანტინის დიდი დოზა აღმოვაჩინეთ.


მთავარი კი ის არის, რომ ჩემი დისშვილი, კლარისა გამომიტყდა, ჰარის საყვარელი ვიყავი და
ცოლად შერთვას მპირდებოდაო.

მის მარპლმა ამოიოხრა.

– „საცოდავი მდიდარი გოგო“. ჰარის არასოდეს მოსწონდა ქერა, სიფრიფანა და ნაზი ქალები.
თქვენი დისშვილი ხომ შავგვრემანია და ეშხიანი, აფთიაქარის ქალიშვილივით. რა
სულელები იყვნენ ისინი, ვინც ფიქრობდა, რომ ჰარი ლექსტონი გონს მოეგო... ასეთები არ
იცვლებიან...

სამხილი შოკოლადებით

პუარო ცდილობდა, დაემტკიცებინა თავისი მეგობრისთვის, რომ წარმატება არ შეიძლება


მუდამ თან სდევდეს ადამიანს. შემოდგომის ცივ, ქარიან საღამოს ისინი ბუხართან ისხდნენ
და პუნშს სვამდნენ. მეგობარმა სთხოვა, გაეხსენებინა, თუნდაც ერთი წარუმატებელი საქმე და
პუარომაც დაიწყო...

– ეს ამბავი ბელგიაში მოხდა. მესიე პოლ დერუარი, ცნობილი დეპუტატი იყო. სავარაუდოდ,
მას მინისტრის პორტფელიც ელოდა. საფრანგეთის ანტიკათოლიკური პარტიის ერთ-ერთი,
ყველაზე აქტიური წევრი ბევრს სძულდა. საკმაოდ უცნაური ადამიანი იყო. არ სვამდა, არ
ეწეოდა. თუმცა, თავისი სისუსტეები მაინც ჰქონდა. ქალები, რა თქმა უნდა, ქალები, ჰასტინგს.
ამ ამბამდე რამდენიმე წლით ადრე ცოლი შეირთო – ახალგაზრდა ლედი ბრიუსელიდან. ქალს
შთამბეჭდავი მემკვიდრეობა მოჰყვა. შვილები არ შესძენიათ. ცოლი ქორწინებიდან ორ
წელიწადში ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა – კიბეზე დაგორდა და სასიკვდილოდ
დაიმტვრა. მესიე დერუარის ცოლისგან დარჩა სახლი ბრიუსელში, ძალიან პრესტიჟულ
ადგილას. სწორედ ამ სახლში უწია მას მოულოდნელად სიკვდილმა.

შემთხვევა მოხდა მაშინ, როცა მინისტრი, რომლის პორტფელიც დერუარის უნდა


დაეკავებინა, გადადგა. სიკვდილი ისე მოულოდნელად ეწვია, ექიმებმა მხოლოდ გულის
მწვავე შეტევის დიაგნოზი დასვეს. მე მაშინ ბელგიის კრიმინალური პოლიციის
თანამშრომელი ვიყავი. ამ შემთხვევას ჩემში განსაკუთრებული ინტერესი არ გაუღვიძებია. მე
ხომ ჭეშმარიტი კათოლიკე ვარ, მაგრამ სამი დღის შემდეგ მოულოდნელი სტუმარი მეწვია –
ახალგაზრდა ქალი, რომელიც სახეს თხელი ვუალით იფარავდა. დაჯდომა შევთავაზე.
დაჯდა და პირბადე მოიხსნა. ძალიან ლამაზი სახე ჰქონდა. თვალები ტირილისგან
დაწითლებოდა.

– მესიე, მინდა, დამეხმაროთ. დაიწყეთ გამოძიება. პოლიციაში წასვლა არ მინდა, მაგრამ


სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ პოლი მოკლეს. გაგეცინებათ, მაგრამ ქალური ინტუიციის
გარდა, არანაირი მტკიცებულება არ გამაჩნია...

– კი, მაგრამ ექიმები... – ჰასტინგს სიმართლე გითხრათ, დავიბენი.

– ექიმები ცდებიან ხოლმე, ის ძალიან ძლიერი კაცი იყო. გევედრებით, დამეხმარეთ.


– უარი ვეღარ ვუთხარი, ჰასტინგს. ვთხოვე, სახლის ბინადრების შესახებ მოეყოლა.
დეპუტატს სამი მოსამსახურე ჰყავდა. მათ შორის ერთი მზარეული – დენიზი, ასევე ჟანეტი
და ფელიცია, ჩვეულებრივი, სოფლელი გოგონები... მოხუცი მსახური ფრანსუა... ოჯახის
წევრია დერუარის დედა და თავადაც იქ ცხოვრობდა – განსვენებული მისტერ დერუარის
ნათესავი, ვირჯინია, ღარიბი ნათესავი. გარდა ამ ადამიანებისა, სახლში, ფაქტობრივად, სულ
იყო სტუმარი. იმ პერიოდში იქ დერუარის ფრანგი მეზობელი დე სენ ალარო და ინგლისელი
მეგობარი ჯონ ვილსონი იმყოფებოდნენ.

ვირჯინიამ შემომთავაზა, ცოტა ხანს მის სახლში მეცხოვრა ცნობისმოყვარე ჟურნალისტის


სტატუსით. ჩემ წინაშე რთული ამოცანა იდგა – განაგრძო პუარომ. უნდა გამერკვია, რა
მოუვიდა ადამიანს, რომელიც სამი დღის წინ გარდაიცვალა. შეიძლებოდა თუ არა, რომ ის
მოეწამლათ. სხეულის დათვალიერების იოტისოდენა შანსიც კი არ მქონდა. არანაირი
ხელჩასაჭიდი. არც ერთი დამხმარე, მოწმეზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. მხოლოდ
ვირჯინია, თავისი ეჭვებითა და ინტუიციით. საბედისწერო დღეს გვიან ისადილეს. წვნიანი
დიდ საწვნეში იყო ჩასხმული და ის ყველამ მიირთვა. ყავაც საერთო ყავადანიდან ჩამოასხეს.
სადილის შემდეგ დეპუტატის დედა თავის ოთახამდე ვირჯინიამ მიაცილა. მამაკაცები მესიე
დერუარის კაბინეტში შევიდნენ. ისინი მეგობრულად საუბრობდნენ, რომ უცებ დეპუტატი
ხმაურით დაეზღერთა იატაკზე. სასწრაფოდ ექიმი გამოიძახეს. კაბინეტიდან მესიე დე სენ
ალარო გამოვარდა ყვირილით. ექიმმა პაციენტს ცოცხალს ვეღარ მიუსწრო. კაბინეტის
დათვალიერებამ არაფერი მომცა. უკვე ვფიქრობდი, რომ მადმუაზელ ვირჯინიას
რომანტიკული გრძნობები ჰქონდა გარდაცვლილის მიმართ, რაც მას რეალობის აღქმაში
უშლიდა ხელს... და უცებ, პატარა მაგიდაზე შოკოლადებიანი ყუთი დავინახე... გულმა
გამეტებით დამიწყო ცემა. ავიღე და თავსახური ავხადე. ყველა შოკოლადი ადგილზე იყო,
მაგრამ მე სხვა რამემ დამაეჭვა, ყუთის თავსახურმა. ის სხვა ფერის იყო. განსხვავებული ფერის
ლენტით შეკრული შოკოლადებიანი კოლოფი ყველას გვინახავს, მაგრამ ის, რომ ყუთი
ვარდისფერი ყოფილიყოს, თავსახური კი – ლურჯი, დამეთანხმეთ, ეჭვს ბადებდა.

პირველად მოხუცი მსახური ფრანსუა დავკითხე. გავარკვიე, რომ დეპუტატი გიჟდებოდა


შოკოლადზე და სახლში სულ ჰქონდა რამდენიმე ყუთი.

– ფრანსუა, ეს ხომ სულ ახალი ყუთია?

– დიახ, მესიე. მე შემოვიტანე იმ დღეს, როცა ბატონი მოკვდა და გავხსენი. ძველი კი, უკვე
ცარიელია, გადავაგდე.

– როდის ჭამდა დერუარი შოკოლადს?

– სადილის შემდეგ. თუმცა დილითაც შეეძლო რამდენიმე ცალი შეეჭამა. ფრანსუას ვთხოვე,
ის ცარიელი კოლოფი მოეძებნა. სიბნელეში სანთლის სხივი გამოჩნდა... როგორც
ვვარაუდობდი, იმ ყუთს თავსახური ვარდისფერი ჰქონდა, თვითონ კი ლურჯი იყო.
ექიმთან საუბრისას შევიტყვე, რომ დეპუტატმა და მისმა ფრანგმა მეგობარმა, რომელიც
თავგადაკლული კათოლიკე იყო, მაგრად იჩხუბეს. ექიმი ვარაუდობდა, რომ ნოყიერი
სადილის შემდეგ, ასეთი ემოციური აფეთქება გახდა ტვინში სისხლის ჩაქცევის მიზეზი,
რამაც დერუარის სიკვდილი გამოიწვია. მესიე დე სენ ალაროს თვალში დერუარი ნამდვილი
ანტიქრისტე იყოო, დაამთავრა საუბარი ექიმმა. მე ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა, შოკოლადში
ვინმეს სასიკვდილო დოზა შხამი შეერია და დადებითი პასუხი მივიღე. მორფინი ან
სტრიქნინი ამ შემთხვევაში თავისუფლად გამოდგებოდა. ერთ-ერთ ახლომდებარე აფთიაქში
მითხრეს, რომ დერუარებს ხშირად მიჰქონდათ ატროპინის შემცველი თვალის წვეთები
დეპუტატის დედისთვის. მაგრამ ზეიმი ნაადრევი იყო, რადგან ატროპინით მოწამვლას
მკვეთრად გამოხატული სიმპტომები აქვს. ისევ აფთიაქარმა მიშველა, რომელმაც მითხრა,
რომ გოგონა, რომელმაც თვალის წვეთები წაიღო, კიდევ რაღაც წამალს ეძებდა და სხვა
აფთიაქშიც აპირებდა შევლას და, რა გავიგე?! – აღმოჩნდა, რომ დერუარის სიკვდილამდე
ერთი დღით ადრე, აფთიაქში მისტერ ვილსონის რეცეპტით ტრინიტრონის აბები დაამზადეს.
აფთიაქარს ვთხოვე, ეჩვენებინა ეს პატარა ტაბლეტები და როცა ვნახე, მათ გარედან
შოკოლადის გარსი ჰქონდა, ლამის შევყვირე. ეს არ იყო შხამი, მაგრამ რამდენიმე ცალის
დალევაც კი წნევის ისეთ ვარდნას იწვევდა, სიკვდილს თავს ვეღარ დააღწევდი. ახლა უკვე
ვიცოდი, რომ ინგლისელ ბატონს ჯონ ვილსონს სასიკვდილო იარაღი ჰქონდა. მაგრამ ვინ
გამოიყენა ის? რაში აწყობდა ამ ინგლისელს დერუარის სიკვდილი... თანაც ექიმს გული
აწუხებდა და ტრინიტრონის აბები აუცილებელი იყო მისთვის. მოტივი ფრანგს ჰქონდა.
ფელიციამ მითხრა, რომ ინგლისელმა ბატონმა თავისი აბების კოლოფი დაკარგა და ბრალი
მას დასდოო. როგორ დამემტკიცებინა, რომ კოლოფი სენ ალარომ მოჰპარა, აბები
შოკოლადებში შეურია და დერუარი ჯოჯოხეთში გაისტუმრა.

სასწრაფოდ სენ ალარო უნდა მენახა, რომ უცებ, ვირჯინიამ გამოძიების შეწყვეტა მთხოვა და
სენ ალაროს მისამართის მოცემაზეც უარი მითხრა. სამაგიეროდ, მოხუცი მსახური ფრანსუა
დამეხმარა. ფრანგი არისტოკრატის საგვარეულო კოშკში წყალგაყვანილობის ხელოსნის
კომბინეზონში გადაცმულმა შევაღწიე და როგორ გგონიათ, რა ვიპოვე აბაზანის კარადაში?
ფლაკონი ტრინიტრონის ეტიკეტით. თანაც იმ აფთიაქის წარწერით, სადაც ისინი დაამზადეს.
იმ აფთიაქში მე უკვე ვიყავი. ბელგიაში ჩავედი და პრეფექტთან წარსადგენ განცხადებას
ვწერდი, რომ მოულოდნელად მადამ დერუარმა თავისთან გამომიძახა და შვილის
მკვლელობა აღიარა. მანვე მითხრა, რომ ვირჯინიამ მონასტერში გადაწყვიტა წასვლა. ჩემი
შვილი ცოდვიანი ადამიანი იყო. მას სძულდა ეკლესია. სხვა სულებსაც რყვნიდა და
ღუპავდა... მთავარი კი ის არის, რომ მე ვნახე, როგორ დააგორა კიბეზე ჩემი რძალი, თავისი
ცოლი... ხელი ჰკრა, როცა ის წერილს კითხულობდა... ჩემი ვალი იყო, მომეკლა ის, რომ ახლა
ვირჯინიაც არ დაეღუპა. ასეთი ახალგაზრდა და უმანკო... ის ბატონობდა ქალებზე... საოცარი
გავლენა ჰქონდა მათზე... ვიცოდი, რომ ვირჯინიას ცოლად არ შეირთავდა... მე ისედაც ვიყავი
ერთი მკვლელობის თანამონაწილე, სანამ ვდუმდი... სინდისმა არ მომასვენა... შოკოლადს ამ
სახლში მის გარდა არავინ ჭამდა. ჰოდა, ვისარგებლე ამით. ცარიელი წამლის ფლაკონი კი სენ
ალაროს ჩავუდე ჯიბეში, იმ მოტივით, რომ მისი მსახურები იპოვიდნენ და გადააგდებდნენ.
მე ახლა მართალი ვარ, უფლის წინაშე...
დავიბენი ჰასტინგს... მე ერთგული პუარო... და საქმე დავხურე. ბარონესა დერუარი მალე
გარდაიცვალა. ვირჯინია კი მონაზვნად აღიკვეცა.

მაგრამ ამ ამბავში სულელი, იცით, რატომ გამოვედი? ვერ მივხვდი, ვინ იყო მკვლელი. არადა,
მასალები ხელში მეჭირა. შოკოლადებიანი ყუთი. ვის შეეშლებოდა კოლოფების თავსახურები,
ვარდისფერი ლურჯში, თუ არა ადამიანს, რომელსაც ცუდი მხედველობა ჰქონდა. მე ხომ
ვიცოდი, რომ მადამ დერუარს ორივე თვალის კატარაქტა ჰქონდა... და კიდევ, რომელი
მკვლელი გინახავთ, მკვლელობის იარაღს ან ნივთმტკიცებას თავის სახლში ინახავდეს. სენ
ალარო რომ მკვლელი არ იყო, ჩემითაც უნდა მივმხვდარიყავი. მან, უბრალოდ, იპოვა
კოლოფი და გადაგდება დაავიწყდა, მადმუაზელ ვირჯინიამ ხომ მითხრა, ძალიან დაბნეული
კაციაო...

უცნაური აფერა

მსახიობ ჯეინ ჰილერის ლამაზი სახე ბავშვურმა ღიმილმა გაანათა. ამ ღიმილზე გიჟდებოდა
ლონდონური პუბლიკა და დნებოდნენ ფოტოგრაფები.

– ერთი ამბავი გამახსენდა, – დაიწყო მან, – ეს ორი წლის წინ, მდინარის პირას, ლონდონთან
ახლოს მოხდა. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ არც ზუსტ ადგილს და არც მონაწილეების
ნამდვილ გვარებს არ დავასახელებ. მოდი, ამ ადგილს რივერბერი ვუწოდოთ. მაშ ასე: მე იქ
ჩემს დასთან ერთად ვიმყოფებოდი, როდესაც პოლიციაში გამომიძახეს. აღმოჩნდა, რომ
მდინარის პირას რომელიღაც ბუნგალო გაძარცვეს. ამასთან დაკავშირებით ერთი
ახალგაზრდა კაცი დააკავეს, რომელიც ძალიან უცნაურ ისტორიას ყვებოდა. მე ავუხსენი, რომ
იმ დროს რეპეტიციაზე ვიყავი და მისტერ ფალკნერის შესახებ საერთოდ არაფერი მსმენოდა.
მათ იგი ოთახში შემოიყვანეს და ჰკითხეს: – ეს არის მის ჰილერი?

საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცი იყო. რომ დამინახა, პირიც კი დააღო:
„არა, რა თქმა უნდა არა, ეს ის ქალი არ არის!“

მე გავუღიმე და ვაგრძნობინე, რომ ნაწყენი არ ვიყავი. როგორც გაირკვა, ამ ახალგაზრდამ, –


მას ლესლი ფალკნერი ერქვა, – პიესა დაწერა. საერთოდ, მანამდეც ჰქონდა რამდენიმე
დაწერილი, მაგრამ ისინი არც ერთმა თეატრმა არ დადგა. პიესა მან მე გამომიგზავნა. ასეთ
პიესებს ასეულობით მიგზავნიან და მხოლოდ იმას ვკითხულობ, რომელთა ავტორებზე
რაღაც მაინც გამიგია. ფალკნერზე იოტისოდენი წარმოდგენაც არ მქონდა, მაგრამ, მოხდა ისე,
რომ მან ჩემგან წერილი მიიღო... თუმცა, მერე გაირკვა, რომ სინამდვილეში წერილი ჩემგან
სულაც არ იყო. წერილში ეწერა, რომ მე პიესა წავიკითხე, ძალიან მომეწონა და ავტორი ჩემთან
მის განსახილველად უნდა ჩამოსულიყო. გახარებული მისტერ ფალკნერი ჩამოვიდა და
ბუნგალოც იპოვა. კარი მოახლემ გაუღო და სასტუმრო ოთახში გაიყვანა. მალე ქალიც
გამოვიდა. მას მე სწორედ ის ქალი ვეგონე, აღწერილობით ძალიან მგავდა. მასპინძელი მას
პიესის შესახებ ელაპარაკა – უთხრა, რომ მისი დადგმა სურდა. ვიდრე ისინი საუბრობდნენ,
კოქტეილი მოიტანეს. ფალკნერმა დალია, ჭიქა დადგა და ამის მერე აღარაფერი ახსოვს. გონს
რომ მოვიდა, გზის პირას ეგდო. თავბრუ ეხვეოდა და ისე ცუდად იყო, რომ, როდესაც ადგა,
თავადაც ვერ ხვდებოდა, სად მიდიოდა. ვიდრე ბოლომდე გამოფხიზლდა, დააკავეს კიდეც,
ბრალად კი ბუნგალოს გაძარცვა წაუყენეს.

ის ბუნგალო, სადაც ის მივიდა, ერთ მდიდარ კაცს, მისტერ სერ ჰერმან კოჰენს ეკუთვნოდა.
ბუნგალო მან ერთი მსახიობი ქალისთვის იქირავა, რომელსაც ქმარიც მსახიობი ჰყავდა.
მოდი, ქმარს კლოდ ლისონი დავარქვათ, ხოლო ქალს – მის მერი კერი. სერ ჰერმანს
ქალაქგარეთ სახლი ჰქონდა, სადაც ამ ქალს ეპატიჟებოდა ხოლმე. მისმა ცოლმა ამ
ურთიერთობის შესახებ, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა. კოჰენმა საყვარელს უამრავი
ძვირფასეულობა აჩუქა, მათ შორის ზურმუხტებიც. სპეციალურ ზარდახშაში ჩაკეტილი ეს
ძვირფასეულობა ბუნგალოში ინახებოდა. მძარცველმა იქ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და
ბოლოს ეს ძვირფასეულობაც იპოვა. პოლიციაში კი დარეკა ქალმა, რომელმაც განაცხადა, რომ
ის მის მერი კერი იყო. მისი თქმით, ბუნგალო გაძარცვეს და აღწერა ახალგაზრდა კაცი,
რომელიც მასთან დილით მივიდა. ისიც აღნიშნა, რომ მოახლეს იგი უცნაურად მოეჩვენა და
არ შეუშვა. ქალმა ახალგაზრდა კაცი ისე ზუსტად აღწერა, რომ პოლიციამ იგი მაშინვე დააკავა.
დაკითხვაზე მან ჩემი წერილი წარადგინა და სწორედ ამიტომ გამომიძახეს პოლიციაში.
როდესაც ფალკნერმა დამინახა, განაცხადა, რომ მე ის ქალი არ ვიყავი. ყველაზე საინტერესო
კი ის არის, რომ, როდესაც პოლიციელები დანაშაულის ადგილზე მივიდნენ, ამ დროს იქ
მივიდა მერი კერიც და განაცხადა, რომ მხოლოდ ახლა გაიგო ძარცვის შესახებ და,
ბუნებრივია, არც არსად დაურეკავს. მან დილით მენეჯერისგან დეპეშა მიიღო, რომელიც მას
მთავარ როლს სთავაზობდა. ქალიც მაშინვე ქალაქში გაემგზავრა, თუმცა, სულ ტყუილად –
აღმოჩნდა, რომ მენეჯერს არაფერი დაუწერია და, მით უმეტეს, არც გაუგზავნია. სახლში
მხოლოდ მოახლე იყო. მასაც ვიღაცამ მერი კერის სახელით დაურეკა და კლუბში ჩანთის
მიტანა სთხოვა. როდესაც მოახლე კლუბში მივიდა, მის კერი იქ არ აღმოჩნდა. სერ ჰერმანმა
საქმის ჩაფარცხვა სცადა, მაგრამ მას ეს არ გამოუვიდა – ვფიქრობ, მისმა ცოლმა ყველაფერი
გაიგო. ლესლი ფალკნერი გაათავისუფლეს, რადგან მის წინააღმდეგ სამხილები არ აღმოჩნდა.

– მოდი, სიტუაცია გავაანალიზოთ, – შესთავაზა დამსწრეებს სერ ჰენრიმ, – დამეთანხმეთ, რომ


მისტერ ფალკნერს თავისუფლად შეეძლო, მთელი ეს ისტორია მოეგონებინა. წერილიც თავად
დაეწერა და საქმის წარმატებით დასრულების შემდეგ რამე საძილე საშუალებაც დაელია.
თუმცა, ამას მხოლოდ მაშინ იზამდა, თუ დაინახავდა, რომ ძარცვის დროს რომელიმე
მეზობელმა შეამჩნია.

– თუ ფალკნერს მანამდე მის მერი კერი არასდროს უნახავს, ვფიქრობ, ამოცანა ამოხსნილია, –
თქვა მისის ბანტრიმ, – დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვერსია სწორია. იმაზე მარტივი
არაფერია, მოიფიქრო, ვითომ ქალაქში გამოგიძახეს, შემდეგ რომელიმე ვაგზლიდან მოახლეს
დაურეკო და, ვიდრე იგი შენკენ მოდის, შენ ბუნგალოში დაბრუნდე. იქ დანიშნულ დროს
წერილით გამოძახებული ახალგაზრდა კაცი მოვა და მხოლოდ სახლის არევა და ძარცვის
ინსცენირებაღა რჩება. შემდეგ დარეკავ პოლიციაში, ხაფანგში გაბმული მსხვერპლის
გარეგნულ ნიშნებს შეატყობინებ და ისევ ქალაქში დაბრუნდები, რომ მერე ჩამოხვიდე და
კომედია გაითამაშო, თითქოს არაფერი იცოდი.

– მაგრამ, რაში სჭირდებოდა ამ ქალს საკუთარი ძვირფასეულობის მოპარვა?

– მიზეზი ბევრი შეიძლება, არსებობდეს, შესაძლოა მას სასწრაფოდ დასჭირდა ფული, სერ
ჰერმანი კი არ აძლევდა; ან, შეიძლება, ვინმე აშანტაჟებდა. იქნებ, ქალს ძვირფასეულობა უკვე
გაყიდული ჰქონდა. სერ ჰერმანმა კი მათი წარმოდგენა მოსთხოვა და ისიც იძულებელი გახდა
ამ გზით დაეძვრინა თავი..

– მე უფრო სერ ჰერმანზე მაქვს ეჭვი, – შენიშნა პოლკოვნიკმა ბანტრიმ, – დეპეშა შეეძლო
თავად გამოეგზავნა, რათა ქალი სახლიდან გამოეტყუებინა. დანარჩენის მოწყობაც არ
გაუჭირდებოდა. აქვს ალიბი?

– შეიძლება, ჩემი აზრი მცდარია, – საუბარში ჩაერთო დოქტორი ლოიდი, – მაგრამ,


გამორიცხული არაა, ამ ამბავში სერ ჰერმანის ცოლი იყოს გარეული. თქვენ არ იცით, რისი
გაკეთება შეუძლია შეურაცხყოფილ ქალს.

– თქვენ რას ფიქრობთ მის მარპლ? – დაინტერესდა ჯეინი.

– არც ვიცი, რა გითხრათ. უცნაური ისტორიაა. ბევრი კითხვა ჩნდება, მაგალითად,


მოახლესთან დაკავშირებით. იმას ვგულისხმობ, რომ, წესიერი გოგო ასეთ სახლში სამუშაოდ
არ წავა. ანუ, ჩვენ თამამად შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მოახლე ანგელოზი არ იქნებოდა.
შეიძლება, მძარცველებთან შეკრულიც ყოფილიყო. მას შეეძლო, ლონდონში წასვლისას კარი
ღია დაეტოვებინა. თუმცა, თუ საქმე ჩვეულებრივ ქურდებს ეხება, მთელი ეს ისტორია ძალიან
უცნაურად გამოიყურება. არ მშორდება იმის განცდა, რომ აქ რაღაც პირადულია – შეიძლება
ვიღაცას ბოღმა ჰქონდა, მაგრამ, ვის? დამწყებ მსახიობს, ვისაც ცუდად მოექცნენ? თუმცა,
მთლად დამაჯერებელი ვერსია არც ეს არის.

– გნებდებით, მის ჰილერ, – წარმოთქვა სერ ჰენრიმ, – ვერ გამოვიცანით. გვითხარით, რა


მოხდა სინამდვილეში?

– ყველანი ნებდებით? – იკითხა გაკვირვებულმა ჯეინმა, – მაგრამ, მეც რომ არ ვიცი,


სინამდვილეში რა მოხდა? მეგონა, თქვენ დამეხმარებოდით.

– მაშინ, ამ ამბავში მონაწილე ადამიანების ნამდვილი სახელები მაინც გვითხარით, ეს საქმეს


გაგვიადვილებს, – შესთავაზა მის ბანტრიმ.

– ამის გაკეთება ჯეინს არ შეუძლია, – გამოექომაგა მსახიობს მის მარპლი, – თქვენ ბოლოს
რომელ პიესაში თამაშობდით?

– „სმიტში“,

– ჰო, ეს ხომ სომერსეტ მოემია, არა? მისი თითქმის ყველა პიესა მინახავს. დროა, სახლში
წავიდე, – მის მარპლი წამოდგა, თუმცა, ვიდრე გავიდოდა, ჯეინთან მივიდა და ყურში რაღაც
ჩასჩურჩულა. ჯეინს ხმამაღალი ოხვრა აღმოხდა, თუმცა, მალე გამოერკვა და მის ბანტრისთან
ერთად მეორე სართულზე დასაძინებლად ავიდა.

– მის მარპლისნაირები ბევრნი არიან? – თქვა მან მოულოდნელად, – იცით, იმ ქალმა ყურში რა
მიჩურჩულა? მითხრა: თქვენს ადგილზე მე ამას არ გავაკეთებდი. არასდროს გახდეთ სხვაზე
დამოკიდებული, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ის სხვა თქვენი საუკეთესო მეგობარიაო...
საოცარია, დოლი. როგორ მიხვდა?

– რას მიხვდა?

– საქმე ისაა, რომ მე ჩემს დუბლიორზე – ჰეტა გრინზე დამოკიდებული გავხდი. თქვენ ხომ
იცით, რომ სწორედ მან წამართვა ქმარი – კლოდმა იგი ცოლად მოიყვანა, ჰეტა კი დასვენების
დღეებს სერ ჯოზეფ სალმანის ბუნგალოში ატარებდა, მაგრამ კლოდი ვერაფერს ხვდებოდა...
მინდოდა, ჰეტა მემხილებინა. რომ ყველას გაეგო, სინამდვილეში როგორია. ჰოდა, ამ ძარცვის
შესახებ მალე ყველაფერი ცნობილი გახდება.

– ჯეინ! – კინაღამ დაიხრჩო მის ბანტრი. – ეს ყველაფერი თქვენ მოაწყვეთ?!

– დიახ. აი, რატომ ავირჩიე „სმიტი“ – ამ სპექტაკლში მოახლის როლს ვთამაშობ. როდესაც მე
პოლიციის განყოფილებაში გამომიძახეს, მარტივი იქნებოდა, მეთქვა, რომ სასტუმროში
დუბლიორთან ერთად როლს ვიმეორებდი. სინამდვილეში ჩვენ ორივენი ბუნგალოში
ვიყავით. მე გავაღე კარი და კოქტეილი მოვიტანე, ჰეტა კი მე მასახიერებდა. ჩვენ
ძვირფასეულობის ზარდახშა ავიღეთ და სასტუმროში დავრეკეთ – არ მინდოდა, ახალგაზრდა
კაცი დიდხანს დატანჯულიყო. იმედი მაქვს, ჰეტა გრინის სახელი გაზეთებში გამოჩნდება და
ყველაფერი გაირკვევა. მაშინ კლოდი, ბოლოს და ბოლოს, მიხვდება, რას წარმოდგენს მისი
ცოლუკა.

– ხვდები, ჩემო გოგო, რომ ნამდვილი დანაშაული ჩაიდინეთ და შეიძლება, დაგიჭირონ?

– მე მართლაც ჰეტაზე დამოკიდებული გავხდი. მას შეეძლო, ნებისმიერ დროს


დავეშანტაჟებინე. რა თქმა უნდა, დეტალების მოფიქრებაში თავად დამეხმარა და
ერთგულებას მიმტკიცებდა, მაგრამ, ვინ იცის, თავში რა უდევს... ქალი მაინც ქალია. მის
მარპლი აბსოლუტურად მართალია – ჯობია, არ გავრისკო.

– ჰო, მაგრამ, ახლა უკვე ძალიან გვიანია!


– ო, არა! – ჯეინმა ოდნავ მოწკურა თავისი დამატყვევებელი ცისფერი თვალები, – თქვენ ვერ
მიხვდით? ჯერ ხომ არაფერი მომხდარა! მე უბრალოდ, წინასწარ მოვყევი მთელი სიუჟეტი,
ასე ვთქვათ, პუბლიკაზე მოვსინჯე. მის განხორციელებას შემოდგომაზე ვაპირებდი. ახლა კი,
არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ალბათ, აღარ გავრისკავ. ხომ შეიძლება, კიდევ გამოჩნდეს მის
მარპლისნაირი მიხვედრილი...

ნაკლებად საინტერესო

საბერძნეთი მისის უილარდ პეტერეს ნაკლებად აინტერესებდა, ხოლო დელფოსის შესახებ,


სიმართლე გითხრათ, საერთოდ არაფერი გაეგონა. ის თავს გადასარევად გრძნობდა
ლონდონში, პარიზში, რივიერაზე. საბერძნეთის სიძველეებისადმი ინტერესი კი ვერაფრით
გაუღვივდა. თუმცა, ამას არ აღიარებდა, თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარი შვილის უილარდის
მხატვრული გემოვნება არ შეურაცხეყო. სწორედ მის გამო იტანდა ყველა ტანჯვას. 18 წლის
უილარდი მისის პეტერესის ერთადერთი შვილი იყო. სწორედ მას გაუჩნდა ვნება ანტიკური
ხელოვნებისადმი. სწორედ მან – გალეულმა, სახეგაცრეცილმა და სათვალეებიანმა უილარდმა
შემოატარა მისის პეტერეს მთელი საბერძნეთი და ახლა დელფოსში იყვნენ.

იმ დილით უილარდი დილიდანვე ბიზანტიური მოზაიკის სანახავად გაეშურა. მისის


პეტერემ სასტუმროში დარჩენა ამჯობინა. სასადილოში მხოლოდ ოთხი ადამიანი იყო. დედა
და ქალიშვილი, ერთი მსუქანი, შუახნის მამაკაცი, სახელად ტომპსონი და კიდევ შუახნის
მელოტი ჯენტლმენი, რომელიც ახალი ჩამოსული იყო. სწორედ ის დარჩა სასადილოში
ყველაზე დიდხანს და მისის პეტერესმაც მასთან გააბა საუბარი. იგი საკმაოდ განათლებული
და კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. თუმცა მისის პეტერემ მაინც ვერ მოახერხა იმის გარკვევა, ეს
ადამიანი რას საქმიანობდა.

შუადღისთვის ქალმა ჩრდილიანი კუთხე მონახა და წიგნის კითხვას შეუდგა. ოთხ საათზე
წიგნი გვერდზე გადადო და სასტუმროში შევიდა. უილარდი უკვე დიდი ხნის დაბრუნებული
უნდა ყოფილიყო. მისის პეტერემ შვილი ვერ იპოვა, მაგრამ ნახა წერილი, რომელიც მას,
პორტიეს თქმით, ვიღაც უცნაურმა ტიპმა დაუტოვა.

კონვერტი გულისამრევად ბინძური იყო. ზიზღით გახსნა და როდესაც პირველი სიტყვები


წაიკითხა, გათეთრდა. წერილი ინგლისურად იყო დაწერილი, მისთვის უცნობი
კალიგრაფიით: „ქალო! (ასე იწყებოდა). როდესაც ამას მიიღებ, იცოდე: შენი შვილი იმყოფება
ჩვენს ტყვეობაში. ამ კეთილშობილი ახალგაზრდის თავიდან თმის ერთი ღერიც არ
ჩამოვარდება, თუ შენ ზუსტად შეასრულებ ჩემს მოთხოვნებს. ანუ, გამოისყიდი მას ათი ათასი
ინგლისური ფუნტი სტერლინგით. საკმარისია უთხრა თუნდაც ერთი სიტყვა ან სასტუმროს
მეპატრონეს, ან პოლიციას და შენი შვილი მოკვდება. ინსტრუქციებს, როგორ გადმომცე
ფული, მიიღებ ხვალ. არ შეასრულებ მათ და კეთილშობილი ახალგაზრდის ყურები მოჭრილი
იქნება და შენთან ფოსტით გამოგზავნილი, ხოლო თუ მერეც არ შეასრულებ, იგი მოკლული
იქნება. დემეტრიუს გაშმაგებული.“

აზრი არ აქვს მცდელობას, აღწერო მდგომარეობა, რომელშიც საცოდავი დედა ამ წერილმა


ჩააგდო. უილარდი, მისი ნაზი და მეოცნებე უილარდი! მისი პატარა ყურები! ეჩვენებოდა,
რომ ჭკუიდან შეიშლებოდა. ვერაფრით ხვდებოდა, რა უნდა ექნა. ათი ათასი ფუნტი არც კი
ჰქონდა, ხელზე მხოლოდ რამდენიმე ასეული ფუნტი თუ მოეპოვებოდა.

სასადილოში ჩავიდა. რაც მოუტანეს, მექანიკურად შეჭამა. როდესაც ხილი მიართვეს, თეფშზე
აკურატულად დაკეცილი წერილი დაუდეს. მისის პეტერე შეხტა, თუმცა, როდესაც გაშალა,
ამოისუნთქა. კალიგრაფია რადიკალურად განსხვავებული იყო: „დელფოსში მისანი აღარაა,
მაგრამ აქ დროებით არის მისტერ პარკერ პაინი, ვისგანაც რჩევის მიღება შეიძლება“. წერილის
ქვემოთ გაზეთის ამონაჭერი და მისი დილანდელი მელოტი ნაცნობის პასპორტის ფოტო იყო
მიკრული. მისის პეტერემ ორჯერ გადაიკითხა ამონაჭერი: „ბედნიერი ხართ? თუ არა,
მიმართეთ მისტერ პარკერ პაინს...“ მისის პეტერემ სასწრაფოდ აიღო ხელსახოცი და დაწერა:
„გთხოვთ, დამეხმარეთ! ათი წუთის შემდეგ, სასტუმროს გვერდით დაგელოდებით.“

ათ წუთში ის და პარკერ პაინი ერთმანეთს სასტუმროს გვერდით, ნანგრევებთან შეხვდნენ.

– თავად ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი! – წამოიძახა მისის პეტერემ, – მაგრამ ჩემი
უბედურების შესახებ როგორ გაიგეთ?

– თქვენს სახეზე ამოვიკითხე, ძვირფასო ლედი, – რბილად უთხრა მისტერ პარკერ პაინმა.

მისის პეტერემ სიტყვები ტყვიამფრქვევივით მიაყარა. მისტერ პაინმა ჯერ წერილი ნახა,
შემდეგ კი მის დამშვიდებას შეეცადა.

– ფიქრობთ, რომ მის დაბრუნებას შევძლებ? – ჰკითხა ქალმა მუდარის ტონით.

– უდავოდ, – დაამშვიდა იგი მისტერ პარკერ პაინმა, – საკითხავი მხოლოდ ისაა: შევძლებთ,
თუ არა ამას უფასოდ.

– ფულს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. დამეხმარებით?

– ეს ჩემი სამუშაოა, – მოკლედ უპასუხა მისტერ პაინმა.

წასასვლელად რომ შემობრუნდნენ, კინაღამ ზედ შეასკდნენ ვიღაც ჩაფსკვნილ ტიპს,


რომელიც წყვდიადში მაშინვე გაუჩინარდა. მისის პეტერეს მოეჩვენა, რომ ეს მისტერ
ტომპსონი იყო.
დილით, როდესაც ქალი იცვამდა, შენიშნა, ფანჯარასთან, იატაკზე რაღაც ეგდო. მან შიშით
აიღო მისთვის უკვე ნაცნობი ბინძური კონვერტი. იგივე საძულველი კალიგრაფია: „დილა
მშვიდობისა, ქალო გადაწყვიტე? შენი შვილი ცოცხალი და ჯანმრთელია, მაგრამ ყველაფერი
შეიძლება შეიცვალოს. შენთვის მოთხოვნილი თანხის შეგროვება ალბათ რთულია, მაგრამ
ჩვენ შეგვატყობინეს, რომ შენ თან ბრილიანტის კოლიე გაქვს. ძალიან ლამაზი ქვებია. შენ, ან
ვისაც შენ ენდობი, მოვიდეს არენაზე და ეს კოლიე მოიტანოს. იქ დიდ კლდესთან არის ხე,
მაგრამ ყურები კლდეებსაც აქვს, ამიტომ იგი მარტო უნდა მოვიდეს. მაშინ ის მიიღებს შენს
შვილს. ეს ხვალვე უნდა გააკეთო, მზის ამოსვლისთანავე. თუ პოლიციას გარიგების შემდეგ
მაინც მიმართავ, ჩვენ შენს შვილს მაშინ მოვკლავთ, როდესაც თქვენ სადგურზე წახვალთ.
კეთილი სურვილებით, დემეტრიუსი.“

მისის პეტერემ სასწრაფოდ მისტერ პარკერ პაინი მონახა. პიკერმა წერილი დაკვირვებით
წაიკითხა.

– პატარა გეგმა მაქვს, – უთხრა ქალს და სასადილო მოათვალიერა. შეამოწმა, მარტონი იყვნენ,
თუ არა, – ათენში ნაცნობი იუველირი მყავს, რომელიც ხელოვნურ ბრილიანტებზე მუშაობს.
მას დავურეკავ. იგი კოლიედან ნამდვილ ქვებს ამოიღებს და ყალბს ჩააწყობს.

– ო! – აღფრთოვანებით წამოიძახა მისის პეტერემ, – ამას ხომ მოფიქრება უნდა, ჰოდა, მაშინ
ყურადღება მიაქციეთ, ვინმემ არ მომისმინოს, ტელეფონზე რომ ვილაპარაკებ, გააფრთხილა
პარკერმა.

ტელეფონი სასტუმროს მმართველის კაბინეტში იყო. მმართველი ისეთი დელიკატური


აღმოჩნდა, როგორც კი დარწმუნდა, სტუმარი ადრესატს დააკავშირეს, მისტერ პარკერ პაინი
მარტო დატოვა. გარეთ რომ გამოვიდა, მმართველი მისის პეტერეს შეეჩეხა. დერეფანში
მისტერ ტომპსონი გამოჩნდა და კართან ატუზულ კამპანიასთან საუბარი გამართა. მისის
პეტერე განგებ ხმამაღლა საუბრობდა.

სადილის შემდეგ ტურისტებით გაჭედილ ავტობუსს იუველირი ჩამოჰყვა. იგი მაშინვე საქმეს
შეუდგა. საღამოს თერთმეტ საათზე მისის პეტერეს ნომერში მისტერ პარკერ პაინმა შეიხედა
და ბრილიანტებით სავსე ტომსიკა გაუწოდა ქალს. შემდეგ კი ნაყალბევი კოლიე აჩვენა.
წარმოუდგენელი მსგავსება იყო.

– თქვენ წაიღებთ მას, ძალიან ბევრს ვითხოვ თქვენგან? – ჰკითხა ქალმა მისტერ პარკერ პაინს.

– რა თქმა უნდა, წავიღებ. არაფერზე ინერვიულოთ, საუზმეს უკვე შვილთან ერთად


მიირთმევთ, – დარწმუნებით უთხრა მისტერ პარკერ პაინმა.

მისის პეტერემ საშინელი ღამე გაატარა. როცა ჩაძინება მოახერხა, კოშმარები ესიზმრა.
ბოლოს, როგორც იქნა, მზის პირველი სხივები გამოჩნდა. მისის პეტერემ ჩაიცვა და ლოდინი
განაგრძო. დილის შვიდ საათზე კარზე დააკაკუნეს. მისის პეტერეს ყელი გაუშრა, თუმცა
მაინც ამოღერღა: „შემოდით“. კარი გაიღო და მისტერ ტომპსონი შემოვიდა. მან საკმაოდ
მშვიდად მიმართა მისის პეტერეს.

– მაპატიეთ, ასე დილაადრიან რომ შემოგეჭერით, მაგრამ თქვენთან საქმე მაქვს.

– ესე იგი თქვენ მოიტაცეთ ჩემი ბიჭი და არა ბანდიტებმა! – იყვირა მისის პეტერემ.

– რა თქმა უნდა. რა ბანდიტებმა. ყველაფერი ძალიან არადამაჯერებლად გაკეთდა. რბილად


რომ ვთქვა, დილეტანტობის ზეიმია, რა.

– სად არის ჩემი შვილი? – მისის პეტერე გაცეცხლებული იყო.

– საერთოდ, კარს უკანაა, – აუღელვებლად აცნობა მისტერ ტომპსონმა.

კარი გაირო და უილარდი დედის მკლავებში აღმოჩნდა. ცოტა ხანში მისის პეტერე გამოერკვა
და მისტერ ტომპსონს მიუბრუნდა:

– ამის გამო პასუხს მაინც აგებთ!

– დედა, შენ რაღაც გეშლება, – ჩაერია უილარდი, – ამ ჯენტლმენმა მიხსნა!

– ნება მომეცით, – დაამატა მისტერ ტომპსონმა, – თქვენი ნივთი დაგიბრუნოთ.

მისტერ ტომპსონის ხელში ბრილიანტის კოლიემ გაიელვა და.

შეგიძლიათ ის ტომსიკა გადააგდოთ, – ღიმილით დაამატა, – იქ მხოლოდ ნაყალბევია.


ნამდვილი ჯერ ისევ კოლიეშია.

– ვერაფერი გავიგე, – ამოღერღა მისის პეტერემ.

– ჩემი ყურადღება ერთმა სახელმა მიიპყრო, – უთხრა მისტერ ტომპსონმა, – მეყო გამბედაობა
და თქვენ და თქვენს ნაცნობს გარეთ გამოგყევით და საუბარს ყური მივუგდე. საუბარი
იმდენად საინტერესო მეჩვენა, საჭიროდ ჩავთვალე მის შესახებ სასტუმროს მმართველისთვის
მომეთხრო. მან ის ტელეფონის ნომერი დაიმახსოვრა, რომელზეც თქვენმა მეგობარმა დარეკა.
მანვე იზრუნა, რომ სასადილოში თქვენი საუბარი ოფიციანტის თანდასწრებით შემდგარიყო.
ყველაფერი მარტივადაა: თქვენ კინაღამ რამდენიმე გაქნილი ჯიბგირის მსხვერპლი გახდით.
მათ თქვენი ბრილიანტის კოლიეს შესახებ კარგად იცოდნენ. აქამდე გამოგყვნენ, თქვენი ბიჭი
მოიტაცეს. მათვე იზრუნეს, რომ გამოჩენილიყო ისეთი ადამიანი, ვისაც დახმარებისთვის
მიმართავდით. იცით, რომ დახმარებისთვის თქვენ ამ ოპერაციის იდეის ავტორს მიმართეთ?
მერე ამ კაცმა თქვენ ყალბი ბრილიანტებით სავსე ტომსიკა გადმოგცათ და
თანამზრახველებთან ერთად მიიმალა. დილით როცა შვილს ვერ იპოვიდით, პანიკაში
ჩავარდებოდით. თქვენი კეთილისმყოფელის გაქრობას კი, მის მოტაცებად ჩათვლიდით.
ალბათ, ვინმეს დაიქირავებდნენ, რომელიც ხვალ თქვენს შვილს აღმოაჩენდა. მასთან ერთად
ალბათ, ყველაფერს მიხვდებოდით, მაგრამ იმ დროისთვის ისინი უკვე შორს იქნებოდნენ.

– ახლა?

– მე ვიზრუნე, რომ ისინი ციხეში აღმოჩენილიყვნენ.

– დამპალი მატყუარა. როგორ გაშიფრეთ იგი?

– მარტივია, როდესაც ინკოგნიტოდ მოგზაურობ და ამ დროს გესმის, ვიღაც შენს სახელს და


გვარს იყენებს...

მისის პეტერემ მას გაკვირვებით შეხედა.

– რა გქვიათ? – ჰკითხა დაეჭვებით.

– პარკერ პაინი.

ალბათობის თეორია

მისტერ პარკერ პაინი დილის ექვს საათზე, მონოპლანით ბაღდადიდან ირანში გაფრინდა.
მისი თანამგზავრები ერთი „მოხეული“ ტიპი და გამხდარი ქალი იყვნენ. პაინი ირანში
ტურისტად მიდიოდა – თეირანის, ისპაჰანისა და შირაზის დათვალიერებას აპირებდა.
მფრინავი ახალგაზრდა, ქერა გერმანელი იყო. თეირანში პირველი საათისთვის ჩაფრინდნენ.

ქალაქმა მისტერ პარკერ პაინს იმედი გაუცრუა. ის ზედმეტად თანამედროვე აღმოჩნდა.


როდესაც საღამოს სასტუმროში დაბრუნდა, ჰოლში მისტერ შეილეგელს, გერმანელ პილოტს
შეეჯახა და თავისდა გასაკვირად, ვახშამზე დაპატიჟა. ისიც დათანხმდა. ქართველმა
ოფიციანტმა მათ შეკვეთა მოუტანა. როდესაც ვახშამი დესერტის სტადიაში შევიდა, პაინმა
გერმანელს ჰკითხა:

– დიდი ხანია აქ ცხოვრობთ?

– სამი წელია. ჩემი პირველი მგზავრები ორი ინგლისელი ქალბატონი იყო. ერთ-ერთი
ახალგაზრდა ლედი, კარგი გვარიშვილი, თქვენი ერთ-ერთი მინისტრის შვილი გახლდათ.
ლედი ესთერ კარი. ლამაზი ქალია, მაგრამ ცოტა გიჟი. შირაზში უზარმაზარი სახლი იყიდა და
იქიდან აღარ გამოდის. აღმოსავლურ ყაიდაზე ცხოვრობს და ევროპელების დანახვაც აღარ
უნდა. ნამდვილი გიჟია. თვალებზე ეტყობა.

მისტერ პარკერ პაინი გაკვირვებული იყო. ლორდი მიჩლდევერი კარგად ახსოვდა.


ხსენებული ქალბატონის მამა. მის ცოლსაც იცნობდა და ორივენი ნორმალური ადამიანები
იყვნენ, თუმცა სიგიჟე მაინც ბუდობდა მათ გვარში. ერთ თაობას, თუ დაინდობდა,
მოულოდნელად მეორეში იჩენდა თავს.

– მეორე ქალი? – ჰკითხა პაინმა ზრდილობის გამო.

– მეორე მოკვდა. იგი ჩემთვის ყველაზე ლამაზი არსება იყო დედამიწაზე. ყვავილივით ნაზი –
ნამდვილი ყვავილივით. ერთხელ მათ შირაზში შევუარე. ლედი ესთერმა მიმიწვია, ჩემი
ანგელოზი რაღაცით ძალიან შეშინებული ჩანდა. მეორეჯერ კი, როდესაც ბაღდადიდან
დავბრუნდი, მითხრეს, რომ გარდაიცვალა. ალბათ, ლედი ესთერმა მოკლა. ის ხომ გიჟია.

მან ამოიოხრა და მისტერ პარკერ პაინმა ორი ბენედიქტინი შეუკვეთა.

– კარგი არჩევანია, – დაეთანხმა ქართველი ოფიციანტი და რატომღაც ორი კურასაო მოიტანა.

მეორე დღეს, შუადღის მერე, მისტერ პარკერ პაინმა პირველად ნახა შირაზი და გაცილებით
მოეწონა, ვიდრე თეირანი. ერთ დღეს მისტერ პარკერ პაინმა ქალაქგარეთ გასვლაც მოახერხა,
რათა უდიდესი სპარსელი პოეტის, ჰაფეზის საფლავი ენახა. უკვე ბრუნდებოდა, როდესაც
დაინახა სახლი, რომელმაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ზღაპრული სახლი
იყო. საღამოს, როდესაც ინგლისის კონსულთან ვახშმობდა, ეს სახლი ახსენა.

– მომხიბლავი ადგილია, არა? – გამოეხმაურა კონსული, – ის ლურისტანის წინა


გუბერნატორმა ააშენა. ახლა ერთ ინგლისელ ქალს ეკუთვნის. ლედი ესთერ კარს, ალბათ,
გსმენიათ მის შესახებ. სულ გააფრინა: არც ინგლისის და არც ინგლისელების ხსენება აღარ
უნდა. არადა, ჯერ ოცდაათისაც არ არის. ცეცხლოვანი თაფლისფერი თვალები აქვს.

– მგონი, აქ ის მარტო არ ჩამოსულა. კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი ახლდა, რომელიც შემდეგ
მოკვდა, არა?

– კი, მას მერე უკვე სამი წელი გავიდა. ეს ჩემი დანიშვნიდან მეორე დღეს მოხდა. შიდა ეზოში
მეორე სართულის აივნიდან ჩავარდა. ლანგრით ლედი ესთერისთვის ყავა მიჰქონდა და ფეხი
დაუცდა.

საღამოს, როდესაც პაინი სასტუმროში დაბრუნდა, წერილის წერას შეუდგა: „მისტერ პარკერ
პაინი ლედი ესთერ კარს თავის პატივისცემას უდასტურებს და იმ შემთხვევისთვის, თუ მას
მისი სამსახური დასჭირდება, ატყობინებს, რომ უახლოეს სამ დღეს ოტელ „ფარსში“
გაატარებს.“ ამ წერილს განცხადების ამონაჭერიც დაურთო: „ბედნიერი ხართ? – თუ არა,
მიმართეთ მისტერ პარკერ პაინს, რიჩმონდ-სტრიტი, 17.“
მეორე დღეს, ოთხი საათისთვის მან პასუხი მიიღო: „ლედი ესთერ კარი მოხარული იქნება,
მისტერ პარკერ პაინი დღეს საღამოს 9 საათზე მიიღოს.“

დათქმულ დროს პაინი ადგილზე იყო. მასპინძელმა სტუმარი აივანზე, ტახტზე


ნახევრადწამოწოლილმა მიიღო.

– რატომ გამომიგზავნეთ ის წერილი? – ჰკითხა ქალმა მას შემდეგ, რაც ყავით გაუმასპინძლდა.

– იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, უბედური ხართ.

პაინის სიტყვებს პაუზა მოჰყვა. შემდეგ ქალმა გადაიხარხარა:

– თქვენ ალბათ, ფიქრობთ, რომ ყველა, ვინც თავის წრეს ტოვებს და სამშობლოსგან შორს
ცხოვრობს, ასე იმიტომ იქცევა, რომ უბედურია? როგორ ვერ ხვდებით, იქ ინგლისში მე თავს
უცხოდ ვგრძნობდი. აქ კი სახლში ვარ.

– და მაინც მომიწვიეთ.

– ვაღიარებ, რომ ცნობისმოყვარეობამ მძლია. თანაც მიუხედავად იმისა, რომ უკან


დაბრუნებას არ ვაპირებ, მაინც მაინტერესებს, რა ხდება ინგლისში.

მისტერ პარკერ პაინმა ახალი ამბების მოყოლა დაიწყო. იგი ლონდონის ამბებს ყვებოდა.
ახსენა ცნობილი ადამიანები, ახალი რესტორნებისა და ღამის კლუბების, მიღებების, დოღის,
ნადირობისა და სოფლის ჭორების შესახებ უამბო. იგი საუბრობდა პარიზული მოდის, ასევე
ცენტრისგან მოშორებით არსებული პატარა მაღაზიების შესახებ, რომლებშიც არარეალურად
დაბალ ფასებს მაინც ინარჩუნებდნენ. იგი საუბრობდა კინოს, თეატრის, ახალი პარკების,
ღამის ლონდონის შესახებ, თავისი ტრამვაებითა და ავტობუსებით.

ლედი ესთერის ნიკაპი სულ უფრო დაბლა ეშვებოდა, მისი ქედმაღლობა ცვილივით დადნა
და მალე მის ღაწვებზე ცრემლები გადმოგორდა. როდესაც მისტერ პარკერ პაინი, როგორც
იქნა, გაჩუმდა, ქალი უკვე ბღაოდა. ბოლოს ლედი ესთერმა თავი ასწია.

– ახლა, – დანანებით თქვა მან, – ახლა კმაყოფილი ხართ?

– ახლა კი.

– მაშინ რატომ არ მკითხავთ, თუ ასე გენატრებათ სახლი, რატომ არ წახვალთ იქ?

– თქვენთვის ეს ასე მარტივი არაა.

– იქნებ ისიც იცით, რატომ?


– ვფიქრობ, ვიცი.

– ცდებით, – თავი ასწია ქალმა, – ნამდვილ მიზეზს თქვენ ვერასდროს მიხვდებით.

– მომიწევს საწინააღმდეგოში თქვენი დარწმუნება, – კეთილი განწყობით წარმოთქვა მისტერ


პარკერ პაინმა, – თქვენ მეგობარი, თუ კომპანიონი გყავდათ, მიურიელ კინგი, რომელიც მალე
დაიღუპა. მისი სიკვდილის შემდეგ ბატონი შეილეგელი, რომელიც ერთხელ გესტუმრათ აქ
აღარ მოსულა, რომც მოსულიყო, მიიღებდით?

– რა თქმა უნდა, არა.

– სხვანაირად ვერც მიპასუხებდით, – ჩაილაპარაკა პაინმა.

– არ მესმის, რას გულისხმობთ.

– თქვენ იცოდით, რომ მას თქვენი კომპანიონი უყვარდა?

– კი... თქვენ საიდან იცით?

– თავად მითხრა. მას ყველაზე მეტად სტანჯავს იმაზე ფიქრი, თუ როგორ დაიღუპა მისი
რჩეული.

ლედი ესთერ კარი ფეხზე წამოხტა.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ის მე მოვკალი?

მისტერ პარკერ პაინი ფეხზე არ წამომხტარა.

– არა, შვილო ჩემო, – უპასუხა მან, – ასე არ ვფიქრობ და ამიტომაც მგონია, რომ რაც უფრო
სწრაფად დაასრულებთ ამ სპექტაკლს და სახლში დაბრუნდებით, მით უკეთესი იქნება. თქვენ
უბრალოდ შეგეშინდათ, რომ თქვენი ქალბატონის მოკვლაში დაგადანაშაულებდნენ. თქვენ
ხომ ლედი ესთერ კარი არ ხართ. ეს ეჭვი მანამდე გამიჩნდა, ვიდრე თქვენ გნახავდით. პატარა
ექსპერიმენტმა ჩემი ეჭვები დაადასტურა. როდესაც ლონდონურ ცხოვრებას მიმოვიხილავდი,
ყურადღებით გაკვირდებოდით. თქვენ რეაგირებდით, როგორც მიურიელ კინგი და არა
როგორც ლედი ესთერ კარი. იაფი მაღაზიები, კინოთეატრები, პარკები, ტრამვაი –
ყველაფერმა ამან თქვენ გულგრილი არ დაგტოვათ, ხოლო სოფლის ცხოვრებამ, ახალმა ღამის
კლუბებმა, დოღმა და არისტოკრატიულმა წრეებმა თქვენზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
ასე რომ, დაჯექით და ყველაფერი მომიყევით. მე ვიცი, რომ თქვენ არ მოგიკლავთ ლედი
ესთერი.

ქალი ნელა დაეშვა დივანზე, ღრმად ამოისუნთქა, საუბარი დაიწყო. სწრაფად ლაპარაკობდა,
თითქოს ეშინოდა, რომ გააჩერებდნენ.

– მე მისი მეშინოდა. იგი შეშლილი იყო, მთლად – არა, მაგრამ მაინც. თავად შემომთავაზა
მასთან ერთად გამოვმგზავრებულიყავი. გადავწყვიტე, რომ ეს რომანტიკული იქნებოდა. იგი
აქ იმ ისტორიის გამო გამოიქცა, მძღოლთან რომ შეემთხვა. კაცებზე ჭკუას კარგავდა,
პირდაპირ გიჟდებოდა. მძღოლს კი მისი დანახვაც არ უნდოდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო,
რომ ეს ამბავი გახმაურდა. ნაცნობები ლამის პირში დასცინოდნენ. მან ოჯახი მიატოვა და აქ
წამოვიდა. ეს ყველაფერი მისთვის ლამაზი ჟესტი იყო – ამაყი მარტოობა უდაბნოში. გონება
რომ არ დაეკარგა, საკუთარი ტანჯვით დატკბებოდა და უკან დაბრუნდებოდა. ყველაფერს ეს
პილოტიც დაემატა. იგი ლედი ესთერს მოეწონა. ჰოდა, როდესაც ის აქ ჩემთან მოვიდა, მან
წარმოიდგინა, რომ... თავადაც ხვდებით, ალბათ. როდესაც მფრინავმა ყველაფერი აუხსნა, იგი
აფეთქდა. ეს სრული კოშმარი იყო. გამოაცხადა, რომ მე სახლში ვეღარასდროს
დავბრუნდებოდი, რომ მე მისი საკუთრება ვიყავი, მისი მონა და რომ მას უფლება ჰქონდა,
ჩემი ცხოვრება განეკარგა. ერთხელაც, ვეღარ მოვითმინე და პასუხი გავეცი. ვუთხარი, რომ
ბოლოს და ბოლოს, მე ფიზიკურად მასზე ძლიერი ვიყავი და შემეძლო აივნიდან გადამეგდო.
ძალიან შეეშინდა. მე მისკენ ნაბიჯი გადავდგი. ალბათ, იფიქრა, რომ დარტყმას ვუპირებდი,
უკან დაიხია და... ისედაც კიდეში იდგა... შემდეგ მე თავი დავკარგე. დარწმუნებული ვიყავი,
ყველას ეგონებოდა, რომ მე ვკარი ხელი. ვფიქრობდი, რომ არავინ მომისმენდა და აქაურ
საშინელ ციხეში ჩამაგდებდნენ. შემდეგ ეს იდეა მომივიდა თავში. რა მოხდებოდა, მე რომ
მოვმკვდარიყავი? ახალი კონსული ჯერ ჩვენთან ნამყოფიც კი არ იყო. ასე რომ, მსახურების
მეტი ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. მსახურებთან კი ვიცოდი, პრობლემა არ შემექმნებოდა.
მათთვის ჩვენ ორი გიჟი ინგლისელი ვიყავით და ეჭვი მეპარება, იმის დარდი ჰქონოდათ,
რომელი ჩვენგანი მოკვდა. თითოეულს ფული მივეცი და კონსულის დაძახება ვთხოვე. ის
რომ მოვიდა, ლედი ესთერის საგვარეულო ბეჭედი გავიკეთე. ეჭვი არავის გასჩენია. მალე
მივხვდი, რომ სისულელე ჩავიდინე. თავი სამუდამო განდგომისთვის გავწირე. მუდამ სხვა
ადამიანი უნდა მეთამაშა. აღიარება უკვე გვიანი იყო. აი, ეს არის სიმართლე. რა გავაკეთო,
მისტერ პაინ, აღარ ვიცი.

– ჩემთან ერთად ინგლისის კონსულთან უნდა წამოხვიდეთ. ბუნებრივია, უსიამოვნო


ფორმალობებს ვერ ავცდებით, მაგრამ ყველაფერი მე მომანდეთ. მკვლელობის გამო, არ
ჩაგსვამენ. შეგიძლიათ, მენდოთ. გაიხსენეთ, ახალგაზრდა კაცი, რომელიც თეირანში
დაგტირით. ჯობია, იმაზე იფიქრეთ, როგორ მოვაწყოთ ისე, რომ სწორედ ის მართავდეს
თვითმფრინავს, რომლითაც ბაღდადში დაბრუნდებით.

ქალი გაწითლდა და ფეხზე წამოდგა.

– თქვენ თქვით, რომ ჩემს ნახვამდე იცოდით, მე რომ ესთერ კარი არ ვიყავი. საიდან? – ჰკითხა
მას ქალმა.

– სტატისტიკა, ჩემო კარგო. ლორდ მიჩლდევერს ცისფერი თვალები ჰქონდა, მის ცოლსაც.
როგორც კი კონსულმა მითხრა, მათ შვილს ცეცხლოვანი თაფლისფერი თვალები აქვსო,
მივხვდი, რომ აქ რაღაც ისე ვერ იყო. თაფლისფერთვალებიან ადამიანებს შეიძლება ჰყავდეთ
ცისფერთვალება ბავშვები, მაგრამ პირიქით, არაფრის დიდებით არ მოხდება. მეცნიერულად
დამტკიცებული ფაქტია. შეგიძლიათ, მენდოთ.

მკვლელობა მეჯლისზე

მშვენიერ გაზაფხულის დილას ჩვენ პუაროს ოთახში ვიჯექით, როდესაც ბინის მეპატრონემ,
ინსპექტორ ჯეპის მოსვლა გვაცნობა. ჯეპი ჩვენი ძველი ნაცნობი იყო და მას თბილად
შევხვდით.

– მესიე პუარო, – დაიწყო ჯეპმა, როდესაც სავარძელში მოკალათდა, – ახლა ერთ საქმეს
ვიძიებ, რომელიც აუცილებლად დაგაინტერესებთ – გამარჯვების მეჯლისს ვგულისხმობ.
გაზეთებიდან უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ წინა სამშაბათს გამარჯვების მეჯლისი
გაიმართა, განაგრძო ჯეპმა, – ეს შესანიშნავი ზეიმი იყო, რომელშიც მთელი ლონდონი იღებდა
მონაწილეობას. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდა ლორდი კრონშაუ და მისი მეგობრებიც. 25
წლის მდიდარი და უცოლო ვიკონტი კრონშაუ, ჭორებს თუ ვენდობით, მის კორტნეიზე იყო
დანიშნული. ქალი თეატრ ოლბანის მსახიობი გახლდათ. ლორდ კრონშაუს კომპანია ექვსი
კაცისგან შედგებოდა: თავად ლორდი, მისი ბიძა – უსტას ბელტეინი, კოხტა ამერიკელი
ქვრივი – ლედი მელბი, ახალგაზრდა მსახიობი – კრის დევიდსონი, მისი ცოლი და კოკო
კორტნეი. როგორც ცნობილია, ეს კოსტიუმირებული მეჯლისი იყო. კრონშაუს კომპანია
იტალიური კომედიის პერსონაჟებს განასახიერებდა. ყოველ შემთხვევაში, კოსტიუმები
იუსტას ბელტეინის ფაიფურის ქანდაკებების ძველი კოლექციის მიხედვით შეიკერეს.
ლორდი კრონშაუ არლეკინი იყო, ბელტეინი – პონჩინელო, მის მელბი – მისი მეგობარი
პოლჩინელა. დევიდსონები პიეროსა და პიერეტას განასახიერებდნენ, მის კორტნეი კი, რა
თქმა უნდა, კოლომბინა იყო. ლორდი კრონშაუ ცუდ ხასიათზე გახლდათ და უცნაურად
იქცეოდა. როდესაც მთელი კომპანია განცალკევებულ, პატარა კაბინეტში შეიკრიბა, ყველამ
შეამჩნია, რომ ლორდ კრონშაუ და მის კორტნეი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. ქალი
ისტერიკის ზღვარზე იყო. კაბინეტიდან ყველა რომ გამოვიდა, მის კორტნეიმ დევიდსონს
სახლში წაყვანა ხმამაღლა სთხოვა. ახალგაზრდა მსახიობი შეყოყმანდა, შემდეგ ორივე
კაბინეტში შეიყვანა, მაგრამ მათი შერიგება ვერ შეძლო. ტაქსი გამოიძახა და უკვე ატირებული
კორტნეი სახლში წაიყვანა. ქალი ძალიან გულგატეხილი იყო, მაგრამ ჩხუბის მიზეზებზე
დევიდსონისთვის არაფერი უთქვამს. უბრალოდ, მთელი გზა იმეორებდა, რომ კრონშაუ ამას
აუცილებლად ინანებდა. როდესაც დევიდსონმა ბოლოს და ბოლოს, მისი დაწყნარება შეძლო,
მეჯლისზე დაბრუნებას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. იგი სახლში წავიდა. მალე მისი ცოლიც
დაბრუნდა და საშინელი ტრაგედიის შესახებ ამცნო.

მის კორტნეის წასვლის შემდეგ, ლორდი კრონშაუ ცდილობდა კომპანიისგან განცალკევებით


ყოფილიყო. ამიტომ, მათ იგი თითქმის არ უნახავთ. დაახლოებით, ღამის ორის ნახევარზე,
როდესაც ყველას უკვე ნიღაბი უნდა მოეხსნა, კაპიტანმა დიგბიმ, კრონშაუს ჯარის მეგობარმა,
რომელმაც იცოდა, მას როგორი კოსტიუმიც ეცვა, მეგობარი ლოჟაში დაინახა და ჩამოსვლა
სთხოვა.

– ახლავე ჩამოვალ, – უპასუხა კრონშაუმ, შებრუნდა და ლოჟიდან გავიდა. კაპიტანი დიგბი,


რომელიც მისის დევიდსონთან ერთად იდგა, კარგა ხანს ელოდა, მაგრამ კრონშაუ არ
გამოჩნდა. ძებნა დაუწყეს, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს მის მელბიმ შესთავაზა, იმ კაბინეტში
მოეძებნათ, სადაც ივახშმეს. იქით გაემართნენ და რა ნახეს! – არლეკინი იატაკზე
გაშხლართულიყო და გულში სუფრის დანა ჰქონდა ჩარტყმული. მეორე დღეს უკვე ყველა
გაზეთი ამის შესახებ წერდა. ამასთან, გამოქვეყნდა მცირე განცხადებაც იმის შესახებ, რომ მის
კორტნეი საკუთარ ლოგინში იპოვეს გარდაცვლილი. გარდაცვალების მიზეზად კოკაინის
გადაჭარბებული დოზა დასახელდა. მისმა მოახლემ განაცხადა, რომ მის კორტნეი ნარკოტიკს
ეტანებოდა. გადაწყდა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, თუმცა ვერც თვითმკვლელობას
გამოვრიცხავთ. სხვათა შორის, კრონშაუს გვამის გაჩხრეკისას ემალის პატარა ყუთი იპოვეს,
რომელზეც კოკოს სახელი იყო ამოტვიფრული. ყუთში კოკაინი ეყარა. თავად ლორდი
ნარკომანი არ ყოფილა. პირიქით, იგი ამ ჩვევის გამო, მის კორტნეის ყოველთვის ჰკიცხავდა.
რას იტყვით?

– მკვლელობის ადგილზე მეტი არაფერი გიპოვიათ? – ჰკითხა პუარომ.

– აი, რა ვიპოვეთ, – უთხრა ჯეპმა და ჯიბიდან პატარა პაკეტი ამოიღო, პაკეტში ღია მწვანე
პომპონი იდო. ძაფებზე ეტყობოდა, რომ მოეგლიჯათ, – ჩვენ ის გარდაცვლილის ხელში
ჩაბღუჯული ვიპოვეთ.

პუარომ მას პომპონი ყოველგვარი კომენტარის გარეშე დაუბრუნდა და ჰკითხა:

– ლორდის სიკვდილის შემდეგ მის მემკვიდრეობას ვინ იღებს?

– ბიძამისი, ბატონი უსტას ბელტეინი. მას ერგება მისი ტიტულიც და მამულიც. არის
რამდენიმე საეჭვო გარემოება, რაც მის დანაშაულზე მიუთითებს. რამდენიმე ადამიანი
ამტკიცებს, რომ კაბინეტიდან, სადაც ვახშამი იმართებოდა, ხმამაღალი საუბრის ხმა გაიგონეს.
მათ შორის უსტას ბელტეინის ხმაც ისმოდა. სუფრის დანა კი ჩხუბის დროს შეიძლება
მაგიდიდანაც კი აეღო. თავად ბელტეინი ამბობს, რომ ერთ-ერთი ოფიციანტი ძალიან დათვრა
და მას ეჩხუბებოდა. ეს ღამის პირველ საათზე იყო და არა ორის ნახევარზე. კაპიტან დიგბის
ჩვენება კი, მკვლელობის დროს ზუსტად ადგენს. მისი და კრონშაუს საუბრიდან და გვამის
აღმოჩენამდე, მხოლოდ ათი წუთი გავიდა.

– იმ განცალკევებული კაბინეტის დარბაზიდან ფარდა ჰყოფდა, რომლის უკანაც საკმარისი


ადგილი იყო ადამიანის დასამალად, ასე არ არის?

– ზუსტად ასეა. როგორ გაიგეთ ამის შესახებ? იქ ხომ არ ყოფილხართ?

– ექიმს დაუძახეს? – მშვიდად განაგრძობდა პუარო, – ექიმს რაიმე უჩვეულო არ შეუმჩნევია?


– კი, – ჯეპმა თვალები დაჭყიტა, – არ ვიცი, ეს როგორღა გაიგეთ. ექიმმა თქვა, რომ გვამის
გაშეშება უცნაურად სწრაფად მოხდა, რაც ვერაფრით ახსნა.

– იმ ფაიფურის ქანდაკებების ნახვა მინდა, რომელთა მიხედვითაც კოსტიუმები შეკერეს, –


განაცხადა პუარომ.

ჩვენ ტაქსი დავიჭირეთ და ახალგამომცხვარ ლორდ ბელტეინისკენ გავეშურეთ. ლორდი


სახლში არ დაგვხვდა, თუმცა ფიგურების დათვალიერების საშუალება მაინც მოგვცეს. ჯეპი
სკოტლანდ-იარდში წავიდა. ჩვენ კი დევიდსონებთან გავემართეთ. თავად ბატონი
დევიდსონი სახლში არ დაგვხვდა. მისის დევიდსონი მაშინვე გამოგვეგება. პუარომ აუხსნა,
რომ მხოლოდ იმ კოსტიუმის სანახავად მივედით, რომელიც მას მეჯლისზე ეცვა. მართალია,
მისის დევიდსონს ჩვენი თხოვნა გაუკვირდა, მაგრამ კოსტიუმი მაინც გამოიტანა. პუარომ
გამოართვა, დაათვალიერა და უკან დაუბრუნა.

– მადლობა, მადამ. ვხედავ, მწვანე პომპონი დაგიკარგავთ, რომელიც აქ მხარზე უნდა


გქონოდათ.

– დიახ, ის მეჯლისზე მომწყდა. ავიღე და საცოდავ კრონშაუს მივეცი.

– აი, პომპონის საიდუმლოსაც ფარდა აეხადა, – ვუთხარი პუაროს, როდესაც გარეთ


გამოვედით.

– არ ვიცი. პომპონი, რომელიც ამ კოსტიუმს აკლდა, მოწყვეტილი არ ყოფილა. ის


აკურატულად იყო აჭრილი – ყველა ძაფი ერთი სიგრძისაა. სპექტაკლი დამთავრდა. ახლა
ვაპირებ მხოლოდ ერთი სცენა დავამატო – არლეკინის სცენა.

იდუმალი წარმოდგენა პუარომ მომავალ სამშაბათს დანიშნა. ოთახის კუთხეში თეთრი ეკრანი
დადგა და მის ორივე მხარეს მძიმე ფარდები ჩამოჰკიდა. გამნათებელი და მსახიობების
ჯგუფი მოიწვია. ცოტა ხანში ჯეპიც გამოჩნდა, რომელიც მხიარულ გუნებაზე იყო. მივხვდი,
პუაროს გეგმას აგდებულად უყურებდა. სტუმრებიც მალე მოვიდნენ: ახალი ლორდი, მისის
მელბი, შემდეგ დევიდსონები. პუარომ ოთახში შუქი ჩააქრო და განათებული მხოლოდ
ეკრანი დარჩა. მერე გამოაცხადა, რომ ახლა მათ წინაშე ექვსი ფიგურა ჩაივლიდა – იტალიური
კომედიის გმირები. ფიგურებმა ეკრანის წინ ჩაიარეს. შუქი აინთო და ყველამ ამოისუნთქა.
პუარომ იკითხა:

– თქვენ ახლა იტალიური კომედიის ექვსი პერსონაჟი ნახეთ, ასეა?

– რა თქმა უნდა, – დაეთანხმა ყველა.

– მინდა გითხრათ, რომ ყველანი შეცდით. თვალმა მოგატყუათ, ისევე როგორც მაშინ,
მეჯლისზე. თქვენ დღესაც, მაშინდელივით მხოლოდ ხუთი ფიგურა დაინახეთ და არა ექვსი!
სინათლე ჩაქრა. ეკრანის წინ პიეროს ფიგურა გამოჩნდა.

– ეს ვინ არის? – იკითხა პუარომ, – ეს პიეროა?

– კი, – იყვირა ყველამ.

– დაკვირვებით, შეხედეთ!

სწრაფი მოძრაობით მსახიობმა პიეროს უბრალო კოსტიუმი გაიხადა და შუქზე ყველამ


დაინახა არლეკინის ლამაზი ფიგურა. ვიღაცამ დაიყვირა და სკამი გადააბრუნა.

– ღმერთმა დაგწყევლოთ! – გაისმა დევიდსონის ხმა, – როგორ მიხვდით?

ხელბორკილებმა გაიჩხაკუნა და ჯეპმა დევიდსონს თავისი უფლებები წაუკითხა.

გვიხსნიდა პუარო, – მწვანე პომპონი, რომელიც გარდაცვლილის ხელში ნახეს აშკარად


აგლეჯილი იყო. თუმცა, პიერეტა ვიკონტს ვერაფრით ვერ მოკლავდა. მას ძალა არ ეყოფოდა,
რომ სუფრის დანა კრონშაუსთვის მკერდში ჩაერჭო. ამიტომ, ყურადღება პიეროზე
გადავიტანე. მაგრამ, პიერომ დარბაზი მკვლელობამდე ორი საათით ადრე დატოვა. გამოდის,
რომ ის ან მოგვიანებით დაბრუნდა უკან, ან კრონშაუ მანამდე მოკლა, ვიდრე მეჯლისს
დატოვებდა. ვინ ნახა კრონშაუ ვახშმის შემდეგ? მხოლოდ მისის დევიდსონმა. მან კი
მოიტყუა, რათა ამით პომპონის გაუჩინარება აეხსნა. ესე იგი არლეკინი, რომელიც ორის
ნახევარზე ლოჟაში ნახეს, ნამდვილი არ იყო. თავიდან ვფიქრობდი, რომ მკვლელი მისტერ
ბელტეინი იყო, მაგრამ პუნჩინელოს კოსტიუმი ძალიან რთულია, იმისთვის რომ
ერთდროულად პუნჩინელოსა და არლეკინის როლები შეასრულო. ძალიან რთული
კოსტიუმი აქვს – ნაკეცები, მაქმანები, კუზი, მაღალი ქუდი. დევიდსონი კი ახალგაზრდა
კაცია. დაახლოებით, კრონშაუს აგებულების. თანაც მსახიობი. მას ამის გაკეთება მარტივად
შეეძლო. ექიმის განცხადებაც გაიხსენეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ გვამი უჩვეულოდ სწრაფად
გაშეშდა. დევიდსონმა ლორდი კრონშაუ ვახშმის დასრულებისთანავე მოკლა, მაშინ როდესაც
ყველამ დაინახა, როგორ გაიყვანა იგი ცალკე კაბინეტში. შემდეგ მის კორტნეის
გასაცილებლად გაემგზავრა. ქალი სახლის კართან დატოვა და მეჯლისზე დაბრუნდა, ოღონდ
ამჯერად არლეკინის კოსტიუმში. მან უბრალოდ, პიეროს კოსტიუმი გაიძრო, რომელიც
არლეკინის კოსტიუმზე ეცვა.

– რაში დასჭირდა მას კრონშაუს მოკვლა? – იკითხა მოკლულის ბიძამ.

– აი! აქ სხვა ტრაგედია შემოდის. მის კორტნეის ტრაგედია. მის კორტნეი ხომ კოკაინის
ზედმეტი დოზისგან გარდაიცვალა. თუმცა, მისი კოკაინი იმ პატარა კოლოფში იყო, რომელიც
მოკლულს უპოვეს. მაშინ სად იშოვა მან კოკაინი, რომელმაც მოკლა? მხოლოდ ერთ ადამიანს
შეეძლო მისი ნარკოტიკით მომარაგება – დევიდსონს. ეს კი ყველაფერს ხსნის. ეს ხსნის ქალისა
და დევიდსონის მეგობრობას. ლორდ კრონშაუმ, რომელიც ნარკომანიის მოწინააღმდეგე იყო,
ქალის ნარკომანობის ამბავი გაიგო, გაიგო ისიც, რომ მას ნარკოტიკებით დევიდსონი
ამარაგებდა. დევიდსონი, რა თქმა უნდა, ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ კრონშაუმ
სიმართლის გარკვევა გადაწყვიტა. მას შეეძლო საცოდავი გოგოსთვის ეს ეპატიებინა, მაგრამ,
ალბათ, არ აპატიებდა ადამიანს, რომელიც ნარკოტიკების ვაჭრობით მდიდრდებოდა. ასე
რომ, დევიდსონს გამოაშკარავება და სავარაუდოდ, ციხე ემუქრებოდა. ის მეჯლისზე იმ
განზრახვით მივიდა, რომ კრონშაუ ყველა ხერხით გაეჩუმებინა. როდესაც მოკლა, გვამი
ფარდის უკან დამალა. თვითონ კი ყურადღება რომ მიექცია, ლოჟაში დაბრუნდა და ვიდრე
მეჯლისს საბოლოოდ დატოვებდა, გვამი სამალავიდან გამოათრია. რაც შეეხება კოკოს, მისი
სიკვდილი ალბათ, უბედური შემთხვევა იყო, მაგრამ, დევიდსონის დაგეგმილი.
გამორიცხული არაა, რომ მან განერვიულებულ ქალს დოზის გაზრდა ურჩია. შეგიძლიათ,
ამაშიც წაუყენოთ ბრალი.

მკვლელობის თეორია

მის პოლიტმა ხის ჩაქუჩს ხელი მოჰკიდა და კოტეჯის კარზე დელიკატურად დააკაკუნა.
იღლიის ქვეშ ამოდებული ფუთა კინაღამ გაუვარდა. ფუთაში მოსაზომებლად გამზადებული
მისის სპენლოუს ახალი კაბა იდო, ხოლო მისის პოლიტის მარცხენა ხელზე ჩამოკიდებულ შავ
ჩანთაში – ქინძისთავები, სამკერვალო სანტიმეტრი და დიდი მაკრატელი. კიდევ ერთხელ
დაკაკუნებას აპირებდა, როდესაც გზაზე მისკენ მომავალი ადამიანი შენიშნა. მის ჰარტნელმა
ჯერ კიდევ შორიდან გამოსძახა:

– შუადღე მშვიდობისა, მის პოლიტ!

– სალამი, სალამი, მის ჰარტნელ! – საჩქაროდ გამოეპასუხა მკერავი, – შემთხვევით, ხომ არ


იცით, მისის სპენლოუ სახლშია? თავად დამიბარა ოთხის ნახევარზე. ახალი კაბა უნდა
მოერგო. იქნებ, დაავიწყდა და სადმე წავიდა?

– ვერსად წავიდოდა, მე აუცილებლად შევხვდებოდი, – მიუგო მის ჰარტნელმა, – მოდი,


ფანჯარაში შევიხედავ. დაიხოცნენ, თუ რა არის?

ქალმა საკუთარ ხუმრობაზე გადაიკისკისა და ფანჯარაში შეიხედა. ოთახში, ხალიჩაზე,


უსიცოცხლო მისის სპენლოუ ეგდო.

– მე არ დავიბენი, – ყვებოდა შემდეგ მის ჰარტნელი, – პოლიტის ყურებაც კი საცოდაობა იყო,


ისე შეეშინდა. ამ დროს კუთხიდან მისტერ სპენლოუც გამოჩნდა. ისე გამოიყურებოდა, რომ
მაშინვე გულმა რეჩხი მიყო. რაღაც ძალიან მშვიდი ჩანდა ეს სპენლოუ. არც კი გაჰკვირვებია.
რაც გინდა, ის თქვით და, ეს ნორმალური არაა. იფიქრებდი, ყოველდღე ცოლს უკლავენო.

მისტერ სპენლოუს საქციელი ყველას საეჭვო ეჩვენებოდა. ვინმე მის მარპლი, რომელიც
მღვდლის სახლის გვერდით ცხოვრობდა, პირველი დაკითხეს. გვამის აღმოჩენიდან ნახევარი
საათიც არ იყო გასული, რომ კონსტებლი პოლკი უკვე მის ზღურბლზე იდგა და ჭკვიანური
გამომეტყველებით ფურცლავდა უბის წიგნაკს.

– ვიცი მხოლოდ ის, რაც თევზის გამყიდველმა მითხრა, – უთხრა მას მის მარპლმა, – რომ
გვამი იატაკზე ეგდო გაგუდული, სავარაუდოდ წვრილი თოკით ან ქამრით, რომელიც
მკვლელმა თან წაიღო. უკაცრავად და, თქვენ რა ქინძისთავი გიკეთიათ?

კონსტებლმა პოლკმა მუნდირს დახედა, ფართოდ გაიღიმა და მის მარპლს აუხსნა:

– წესია ასეთი. თუ ქინძისთავს იპოვი, აუცილებლად უნდა აიღო და მთელი დღე


წარმატებული გექნება. საქმეს დავუბრუნდეთ: მისტერ არტურ სპენლოუ, გარდაცვლილის
ქმარი, ამტკიცებს, რომ თქვენ მას 14 საათსა და ოცდაათ წუთზე დაურეკეთ და 15 საათსა და
თხუთმეტ წუთზე შეხვედრაზე შეთანხმდით. ეს მართალია?

– რა თქმა უნდა, არა, – უპასუხა მის მარპლმა.

– ანუ, თქვენ არ დაგირეკავთ მისტერ სპენლოუსთვის სამის ნახევარზე?

– არც სამის ნახევარზე და არც სხვა დროს.

– იგი ამტკიცებს, რომ დათქმულ დროს თქვენთან მოვიდა და მოახლისგან გაიგო, რომ სახლში
არ იყავით.

– ეს უკვე სიმართლეა, – თქვა მის მარპლმა, – იგი მართლაც იყო მოსული, მე კი ამ დროს
ქალთა კლუბის სხდომაზე ვიყავი.

მის მარპლს მისტერ სპენლოუ მოსწონდა. იგი პატარა, თავშეკავებული კაცი იყო, ნამდვილი
ქალაქელი კლერკი. გაუგებარიც კი იყო, როგორ მოხვდა სოფელში, თუმცა, მის მარპლმა ეს
იცოდა. „როდესაც პატარა ვიყავი, – გაენდო ერთხელ მას მისტერ სპენლოუ, – ძალიან
მინდოდა სოფელში ცხოვრება და პატარა ბაღის გაშენება. ყოველთვის მიყვარდა ყვავილები.
ჩემს ცოლს ადრე ყვავილების მაღაზია ჰქონდა. პირველად სწორედ იქ ვნახე.“

ახალგაზრდობაში მისის სპენლოუ ერთ მდიდართან მსახურობდა. შემდეგ მებაღის


დამხმარეზე გათხოვდა, სამსახური მიატოვა და ლონდონში ყვავილების მაღაზია გახსნა.
მაღაზიაში საქმე კარგად წავიდა, რასაც მის ქმარზე ვერ იტყოდი. იგი მალე ავად გახდა და
გარდაიცვალა. ქალი საქმეებს ისე გაუძღვა, რომ მალე ქონება გაიორმაგა, შემდეგ საკმაოდ
სარფიანად გაყიდა მაღაზია და ცოლად მისტერ სპენლოუს გაჰყვა. სპენლოუ იუველირი იყო
და საკმაოდ შემოსავლიანი საქმე ჰქონდა, თუმცა, მალე მათ ყველაფერი გაყიდეს და სენტ-
მერი-მიდში დასახლდნენ. მისის სპენლოუ ჭკვიანი ქალი იყო. ყვავილებით ნაშოვნი ფული
ისე დააბანდა, რომ კარგი მოგება მოჰქონდა.

პოლიციისთვის მთავარი ეჭვმიტანილი მისტერ სპენლოუ იყო.

– ეს ქმარმა გააკეთა, – უმტკიცებდა პოლკოვნიკ მელჩეტს ინსპექტორი სლეკი, – ერთი


შეგახედათ! დარდი და წუხილიც კი არ ეტყობა. როდესაც სახლში დაბრუნდა, ზუსტად
იცოდა, რომ ცოლი მკვდარი იყო. ცოლის ფინანსებით ცხოვრობდა. როგორც ჩანს,
გადაწყვიტა, ქალი მოეშორებინა და წყნარად ეცხოვრა. ყველაფერი დაგეგმა მოიგონა, ვითომ
დაურეკეს.

– იმ ვარიანტს არ უშვებთ, რომ მკვლელი სხვაა და ქმარი, უბრალოდ, ვიღაცამ სახლიდან


გაიტყუა?

– თქვენ ტედ ჯერალდს გულისხმობთ? ეს შესაძლებლობა მეც განვიხილე, მაგრამ მას მოტივი
არ აქვს, სუფთაა. მართალია, რაღაც-რაღაცეებში შემჩნეული გვყავს, მაგრამ ახლა ამბობს, რომ
გამოსწორების გზაზეა. ერთ-ერთ რელიგიურ დაჯგუფებაში გაერთიანდა და აცხადებს, რომ
ყველაფერს ინანიებს... კინაღამ დამავიწყდა. აქ რაღაცეები გავარკვიე. გარდაცვლილი
ახალგაზრდობაში სერ რობერტ აბერკომბისთან მსახურობდა. ვერაფრით გავიხსენე, ეს
სახელი საიდან მეცნობოდა... გაუხსნელ საქმეებში ირიცხება მისი ძვირფასეულობის
მოპარვის საქმე – უზარმაზარი ღირებულების ზურმუხტები გაქრა. ქურდობა მაშინ მოხდა,
როდესაც იქ ჯერ კიდევ მისის სპენლოუ მსახურობდა, მაშინ სრულიად ახალგაზრდა გოგო
იყო. ასე რომ, გამორიცხული არაა, ამ საქმეში გარეული იყოს. მისტერ სპენლოუ მაშინ
იუველირი იყო და შეეძლო, ნაქურდალი გაესაღებინა.

– არ მგონია, – პოლკოვნიკმა თავი გადააქნია. – ეჭვი მეპარება, რომ მაშინ ისინი ერთმანეთს
იცნობდნენ. მახსოვს ეს საქმე. ვერაფერი დაამტკიცეს, მაგრამ, სავარაუდოდ, ძვირფასეულობა
ჯიმ აბერკომბიმ, სერ რობერტის შვილმა მოიპარა. იგი ყელამდე ვალებში იყო ჩაფლული და
ქურდობიდან ცოტა ხანში ყველა ვალი გაისტუმრა. განაცხადა, რომ მის მაგივრად მისმა
მდიდარმა საყვარელმა გადაიხადა. ბუნებრივია, მისი არავინ დაიჯერა, მაგრამ მოხუცმა
აბერკომბიმ საქმე ჩაფარცხა.

სოფელი ორად გაიყო: ნაწილი ფიქრობდა, რომ მკვლელი მისტერ სპენლოუ იყო, მეორე
ნაწილი კი მკვლელობას ახალგაზრდა ტედ ჯერალდს აბრალებდა. მასზე ბევრ რამეს
ყვებოდნენ, მაგალითად ამბობდნენ, რომ იგი ბოლო დროს ხშირად სტუმრობდა მისის
სპენლოუსთან. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ორივე ერთ რელიგიურ დაჯგუფებას
ეკუთვნოდა. მიუხედავად ამისა, ხალხი ფიქრობდა, რომ ახალგაზრდა კაცმა ქალს ვნებები
გაუღვიძა და მოხიბლულმა მის სპენლოუმ ფული ასესხა, მაგრამ იქვე უმატებდნენ, რომ
გარდაცვლილს უცნაურად ეცვა, კონკრეტულად კი, ხალათში იყო გამოწყობილი, რაც
სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ზოგს რაღაც-რაღაცეები ეფიქრა.

– მგონი, ხალხი ფიქრობს, რომ საკუთარი ცოლი მოვკალი, – შესჩივლა მის მარპლს მისტერ
სპენლოუმ.

– დიახ, ნახევარი სენტ-მერი-მიდი. – მშვიდად უპასუხა მის მარპლმა.

– ღმერთო ჩემო, ეს თავში როგორ მოუვიდათ? მე იგი გულწრფელად მიყვარდა. დამიჯერეთ,


ძალიან განვიცდი ცოლის დაღუპვას!

– მე კი მჯერა ამის, მაგრამ, ზოგს უცნაურად ეჩვენება, რომ თქვენ შეწუხებულის არაფერი
გეტყობათ.

– ერთ ჩინელ ფილოსოფოსს ცოლი გარდაეცვალა, მაგრამ ის ძველებურად ქუჩაში


დასეირნობდა და გონგს უკრავდა. თანამოქალაქეები მისი სულის სიძლიერით გაოცებულები
იყვნენ...

– ჰო, მაგრამ სენტ-მერი-მიდში ჩინური ფილოსოფია მოდაში არაა, – შენიშნა მის მარპლმა, –
თუმცა, პირადად მე თქვენი მესმის. ბიძაჩემ ჰენრის ჰქონდა ასეთი დევიზი: არაფერს
გაამარჯვებინო შენზე.

პოლიციის უფროსისთვის მის მარპლის ვიზიტი სასაიმოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა.

– მაპატიეთ, პოლკოვნიკო, რომ გაწუხებთ, – ზღურბლიდან დაიწყო მის მარპლმა, – იცით, არ


მინდა, რომ ჩემ გამო კონსტებლ პოლკს უსიამოვნებები შეხვდეს, მაგრამ, მას ეს არ უნდა
გაეკეთებინა.

– რა არ უნდა გაეკეთებინა? – გაოცებულმა იკითხა პოლკოვნიკმა მელჩეტმა.

– იცით, მან ქინძისთავი აიღო და მუნდირში გაიკეთა. ჰოდა, ვიფიქრე, იქნებ მისის სპენლოუს
სახლში აიღო?

– გასაგებია, – ამოისუნთქა პოლკოვნიკმა მლეჩეტმა, – აქ სანერვიულო არაფერია.


ჩვეულებრივი ქინძისთავია და ის მართლაც გვამის გვერდით იპოვა. თუმცა გუშინ ინსპექტორ
სლეკს ამის შესახებ თავად უამბო. მესმის, რომ დანაშაულის ადგილზე ხელი არაფერს არ
უნდა ახლო, მაგრამ, ეს ხომ მხოლოდ ქინძისთავია, როგორიც ყველა ქალს ათეულობით აქვს.

– მე, რა თქმა უნდა, მესმის, რომ მამაკაცისთვის ის ჩვეულებრივი ქინძისთავია, მაგრამ,


სინამდვილეში ეს მთლად ასე არაა. ის ძალიან წვრილია. ასეთ ქინძისთავებს სპეციალური
კოლოფებით ყიდიან და მათ ძირითადად მკერავები იყენებენ.

პოლკოვნიკი მელჩეტი მის მარპლს თვალებგაფართოებული შესცქეროდა. ის უკვე რაღაცას


მიხვდა. ქალმა თავი დაუქნია.

– ყველაფერი გასაგები ხდება, არა? ქალი ხალათში იმიტომ იყო, რომ კაბის მორგებას
აპირებდა. მის პოლიტმა, როდესაც ზომას უღებდა, სანტიმეტრი მას ყელზე შემოახვია და...
შემდეგ გამოვიდა, კარი დაკეტა და კაკუნი დაიწყო, თითქოს ახალი მოსული იყო... მხოლოდ,
ქინძისთავი გვეუბნება, რომ იგი სახლში მანამდეა ნამყოფი.

– გამოდის, მან დაურეკა მისტერ სპენლოუს. მაგრამ, რატომ? რაში სჭირდებოდა?

– მოტივი არის. უბრალოდ, ის არა აწმყოში, არამედ წარსულში უნდა ვეძებოთ. ეს, როგორც
ჩემი ბიძაშვილების შემთხვევაშია: ენტონის ყველაფერი გამოსდიოდა, რასაც ხელს
მოჰკიდებდა, საცოდავ გორდონს კი არაფერში უმართლებდა.... რამდენადაც ვხვდები, ისინი
ორივენი, იმ საქმეში იყვნენ გარეული.

– რომელ საქმეში?

– ქურდობის. გამიგონია, ძალიან ძვირფასი ზურმუხტები იყო. მოახლე და მოსამსახურე...


არავის გასჩენია კითხვა – საიდან გაუჩნდა მას ყვავილების მაღაზიის გასახსნელი ფული?
არადა, მან ეს მაღაზია სწორედ მოპარული ზურმუხტების საკუთარი წილის გაყიდვით გახსნა.
შემდეგ ყველაფერი ბრწყინვალედ აეწყო – ფულს ფული მოჰქონდა... აი, მეორეს, მოახლეს კი,
იმდენად არ გაუმართლა, რომ სოფლის მკერავად მუშაობს. წარმოგიდგენიათ? ბედმა ისინი
ისევ შეახვედრა. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნებოდა, ტედ ჯერალდი რომ არ
გამოჩენილიყო. მისის სპენლოუ ძალიან რელიგიური გახდა ... მას ისედაც აწუხებდა სინდისი,
ხოლო, როგორც მას ეჩვენებოდა, სუფთა და ღვთისმოსავი ახალგაზრდის გამოჩენის შემდეგ,
ეს გრძნობა კიდევ უფრო გაუმძაფრდა. მოკლედ, ძალიან მალე მის პოლიტი მიხვდა, რომ საქმე
მონანიებისკენ და აღიარებისკენ მიდიოდა, რაც მათ, ორივეს თავს ციხეში ამოაყოფინებდა და
გადაწყვიტა, რომ უნდა ემოქმედა. ვშიშობ, იგი სულაც არ იდარდებს, თუ მის მაგივრად
გულუბრყვილო მისტერ სპენლოუს ჩამოახრჩობენ.

პოლკოვნიკმა მელჩეტმა დაფიქრებით ჩაილაპარაკა:

– ჰო, მაგრამ, რაღაცნაირად ხომ უნდა გადავამოწმოთ თქვენი თეორია? გავარკვიოთ,


მართლაც არის, თუ არა მის პოლიტი ლედი აბერკომბის მოახლე, ან...

– ყველაფერი გაცილებით მარტივია, – ხელი აიქნია მის მარპლმა, – ჯერ ერთი, როგორც მე
მგონია, იგი ისეთი ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც მაშინვე ნებდებიან,
როგორც კი მათ კუთხეში მიიმწყვდევ; მეორეც, მე წინა დღეს მასთან ვიყავი და სანტიმეტრი
ვითხოვე. როდესაც მის პოლიტი გაიგებს, რომ ის თქვენ გაქვთ, მაშინვე ყველაფერს აღიარებს.
იგი არც ისე განათლებულია, რომ მიხვდეს, ეს ნივთი, როგორც მტკიცებულება, არაფერში
გამოდგება. დამიჯერეთ, ყველაფერი გამოგივათ.

ბოლოს პოლკოვნიკ მელჩეტს ასეთი ტონით დეიდა ელაპარაკა, როდესაც არწმუნებდა, რომ
მისაღებ გამოცდებზე არ ჩაიჭრებოდა. იგი მართლაც არ ჩაჭრილა.

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.


უმწიკვლოების მსხვერპლი

ოთახში შემოსულმა ედნამ კარი მიხურა და მის მარპლის წინ გაჩერდა. იდგა და იატაკს
მიშტერებოდა, ხელით კი წინსაფრის კიდეს აწვალებდა.

– აბა, რა ხდება, ედნა? – ჰკითხა მის მარპლმა მოახლეს.

– აჰ, მემ, ჩემმა კუზინამ გლედისმა სამსახური დაკარგა.

– ღმერთო ჩემო! როგორც მახსოვს, იგი ოლდ-ჰოლში, დებ სკინერებთან მსახურობდა, არა?

– დიახ, მემ. ძალიან ნერვიულობს, ძალიან. საქმე ისაა, მემ, რომ ის გამოაგდეს და რაც
მთავარია, ძალიან ცუდი ამბის შემდეგ. მისის ემილიმ გულსაბნევი დაკარგა. გლედისი
ძალიან ცდილობდა მის პოვნას, ყველაფერი გადააქოთა, მაგრამ... მის ლავინია უკვე
პოლიციაში აპირებდა წასვლას, როდესაც გულსაბნევიც გამოჩნდა; ზარდახშაში იდო, თურმე,
ძალიან ღრმად. გლედისს ისე გაუხარდა... მეორე დღეს კი ერთი გატეხილი თეფშის გამო, მის
ლავინიამ სკანდალი ატეხა და გლედისი დაითხოვა. ყველასთვის გასაგებია, რომ გატეხილი
თეფში არაფერ შუაშია. უბრალოდ, მის ლავინია მიზეზს ეძებდა. ისინი ფიქრობენ, რომ
გლედისმა გულსაბნევი მოიპარა და შემდეგ, როდესაც პოლიციაში დარეკვა დააპირეს,
შეეშინდა და გამოაჩინა. გლედისი ამის გამკეთებელი არ იყო, დამიჯერეთ, მემ. ახლა დაიწყება
ჭორების გავრცელება და ჩურჩული, გლედისი კი ახალ სამსახურს ეძებს. იქნებ შეძლოთ მისი
დახმარება?

მის მარპლს თავდაჯერებული გლედისი არასოდეს მოსწონდა, მაგრამ მის პატიოსნებაში


დარწმუნებული იყო. ამიტომ გადაწყვიტა, ოლდ-ჰოლში წასულიყო. ოლდ-ჰოლში სულ ოთხი
ოჯახი ცხოვრობდა: მდიდარი ქალი თავისი მოახლით; პენსიაზე გასული მოსამართლე
ცოლთან ერთად; ახალდაქორწინებული წყვილი და შინაბერა დები სკინერები. მართალია,
მის მარპლი ოლდ-ჰოლის არც ერთ მცხოვრებს ახლოს არ იცნობდა, მაგრამ მათზე გარკვეული
წარმოდგენა მაინც ჰქონდა. სკინერებიდან უფროსი ლავინია იყო, ხოლო უმცროსი – ემილი,
რომელიც თითქმის მთელ დროს ლოგინში ატარებდა. ამის მიზეზი ათასი ჯურის
ავადმყოფობა იყო, რომელთაც, სოფლის მცხოვრებთა აზრით, ის თავად იგონებდა. მთელ
სენტ-მერი-მიდში ერთადერთი მის ლავინია იყო მყარად დარწმუნებული, რომ მისი და
„საშინლად იტანჯებოდა“ და ყველა მის კაპრიზს უსიტყვოდ ასრულებდა. სოფლის
მცხოვრებთ კი მიაჩნდათ, რომ, ადამიანი, ვისაც ჩამოთვლილი დაავადებების თუნდაც
ნახევარი აწუხებდა, დიდი ხნის მკვდარი უნდა ყოფილიყო. ემილი მაინც აცხადებდა, რომ
მისი შემთხვევა ერთადერთია და ამ საშინელმა დაავადებამ უკვე შეიყვანა ჩიხში
ლონდონელი ექიმები, რომ მხოლოდ ერთმა ექიმმა მოახერხა მისთვის მკურნალობის კურსის
დანიშვნა, რაც მას უმნიშვნელო შვებას აძლევდა. მის მარპლი ერთხელ იყო მათთან და მის
ემილი მაშინაც, ცუდად განათებულ ოთახში, საწოლში ჩაწოლილი დაუხვდა.

გლედისის გაგდების ამბავი სოფელში მალე გავრცელდა. მის უეტერბაიმ, რომელიც მის
მარპლს ფოსტაში შეხვდა, ბოროტად წაიჩურჩულა:

ძვირფასო, უკვე გაიგეთ? მათ გლედისს რეკომენდაციაში დაუწერეს, რომ მშრომელია,


სუფთაა და ასე შემდეგ, მაგრამ, ერთი სიტყვაც არ დაწერეს მის პატიოსნებაზე. აი, ასე!
ვფიქრობ, ამ გულსაბნევის ისტორიაში რაღაც იმალება. ახლა არ არის ის დრო, ასე უბრალოდ
გააგდო მოახლე. ახლის შოვნა ისედაც ჭირს. აქ სამუშაოდ ვინ ჩამოვა, თანაც ოლდ-ჰოლში?
იქიდან ღამე მარტო წამოსვლაც კი საშიშია. აი, ნახავთ ვერავისაც ვერ იპოვიან. ემილის
მოუწევს იპოჰონდრია დაივიწყოს, ლოგინიდან ადგეს და საქმეებს თავად მიხედოს.

ცნობამ, იმის შესახებ, რომ დებმა სკინერებმა რომელიღაც სააგენტოს მეშვეობით მოახლე
იპოვეს, თანაც ყველა თვალსაზრისით უმწიკვლო, სოფლის მცხოვრებლებში დიდი
იმედგაცრუება გამოიწვია. რეკომენდაციები ბრწყინვალე ჰქონდა – სოფელი ბავშვობიდან
უყვარდა და იმაზე ნაკლებ ანაზღაურებაზე იყო თანახმა, ვიდრე გლედისი. ყველაფერი
ზედმეტად კარგად იყო, საიმისოდ, რომ სიმართლე გარკვეულიყო. ამიტომ სენტ-მერი-მიდში
იმედოვნებდნენ, რომ ეს უმწიკვლო მოსამსახურე, როგორც კვამლი ჰაერში, ისე გაქრებოდა.
სენტ-მერ-მიდი შეცდა. მალე ყველამ ნახა განძი, სახელად მერი ჰიგინსი, ტაქსით როგორ
მიემართებოდა ოლდ-ჰოლისკენ.

როდესაც მის მარპლი ოლდ-ჰოლს, რაღაც საქველმოქმედო საღამოს ორგანიზების მიზეზით


ეწვია, კარი მას მერი ჰიგინსმა გაუღო. ეჭვს ვერაფერში შეიტანდი, იგი უმაღლესი კლასის
მოახლე იყო. ორმოცი წლის იქნებოდა, შავი აკურატულად დავარცხნილი თმები და
ჯანმრთელი ღაჟღაჟა ღაწვები ჰქონდა. მსუბუქი სიმსუქნე, მოხერხებულად იყო დამალული
შავი კაბისა და ქათქათა წინსაფრის ქვეშ. საუბარი ხმადაბალი და ღირსებით სავსე ჰქონდა,
რაც წიკვინა გლედისის ფონზე, განსაკუთრებით დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. მის ლავინია
მისი ქებით აღარ იყო. ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ ასეთი მოახლე გამოუგზავნა. მერე
ავადმყოფს როგორ უვლიდა?! მის ყველა კაპრიზს ასრულებდა.

– თქვენს ადგილზე მას მეტ ყურადღებას მივაქცევდი, – უთხრა ლავინიას მის მარპლმა.

– როგორ არა, – უპასუხა მის ლავინიამ, რომელიც მის მარპლის სიტყვების აზრს ბოლომდე
ვერ ჩასწვდა, – ტყავიდან ვძვრები, რომ ჩვენთან მოეწონოს.

მის მარპლმა, სასტუმრო ოთახიდან რომ გადიოდა, ემილის გაღიზიანებული ხმა გაიგონა. იგი
კომპრესის გამოცვლას ითხოვდა. საძინებლიდან „შეუცვლელი მერი“ გამოვიდა. მის
ლავინიას აცნობა, რომ და ეძახის და სტუმარს ჩაცმაში მიეხმარა. ოთახიდან გასვლის დროს,
მის მარპლის ქოლგა კარის სახელურს გამოედო. ჩანთა გაუვარდა და ყველაფერი ძირს
დაეყარა. მერი სწრაფად დაიხარა და სტუმრის ნივთები ერთ წუთში მოაგროვა. მის მარპლმა
მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.

მომდევნო ათი დღე სენტ-მერი-მიდში მხოლოდ იმაზე საუბრობდნენ, თუ რა „განძი“


ჩაუვარდათ დებ სკინერებს ხელში დაუმსახურებლად. მეთერთმეტე დღეს, დილით „განძი“
გაქრა! მასთან ერთად გაქრა მის ლავინიას კიდევ ორი გულსაბნევი და ხუთი ბეჭედი, მის
ემილის სამი ბეჭედი, მედალიონი, სამაჯური და ოთხი გულსაბნევი დაიკარგა. ეს მხოლოდ
დასაწყისი იყო. მალე გაირკვა, რომ ახალგაზრდა მისის დევერეს ბრილიანტები და ქურქი
დაეკარგა. მოსამართლეს და მის ცოლს ფული და ძვირფასეულობა გაუქრათ. ყველაზე მეტად
მაინც მის კარმაიკლი დაზარალდა, რომელიც სახლში არა მხოლოდ ძვირფასეულობას, მთელ
თავის ფულს ინახავდა. აღარავითარ ეჭვს არ იწვევდა, რომ მერიმ, ამ იდეალურმა მოახლემ,
ათ დღეში ყველა კარისთვის გასაღების შერჩევა მოასწრო. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ
ახალმა ამბავმა სენტ-მერი-მიდის მცხოვრებლებში ბოროტი სიხარული გამოიწვია.

ინსპექტორი სლეიკი დარწმუნებული იყო, რომ ქურდს მალე დაიჭერდა, თუმცა კვირა კვირას
მისდევდა და შედეგი არ ჩანდა. მის ლავინია სულ ტიროდა. მის ემილიზე ლაპარაკიც არაა.
ნერვიულობის ნიადაგზე მისი ჯანმრთელობა ისე შეირყა, რომ იკადრა და ექიმი ჰეიდოკი
გამოიძახა. ექიმმა ავადმყოფს მხოლოდ დამამშვიდებლები გამოუწერა. გასაკვირი არაა, რომ
ასეთი მკურნალობით უკმაყოფილო მის ემილიმ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის
მდგომარეობა, უბრალოდ აიძულებს, საცხოვრებლად ლონდონში გადავიდეს, სადაც ისეთ
ექიმს იპოვის, რომელიც მის ავადმყოფობაში გაერკვევა.

რამდენიმე დღის შემდეგ, შეწუხებული და აღელვებული მის მარპლი მაჩ-ბენჰემის პოლიციის


განყოფილებაში გამოჩნდა და ინსპექტორი სლეიკი იკითხა. ინსპექტორს მის მარპლი დიდად
არ უყვარდა, მაგრამ იცოდა, რომ საგრაფოს კონსტებლი, პოლკოვნიკი მიტჩელი სლეიკის
აზრს არ იზიარებდა, ამიტომ, სტუმარი მაშინვე მიიღო.

– რით გემსახუროთ?

– შევეცდები ყველაფერი, რაც შეიძლება მოკლედ აგიხსნათ, – დაიწყო მის მარპლმა, – მე მის
სკინერის მოახლის გლედისის თაობაზე გაწუხებთ. გარწმუნებთ, იგი აბსოლუტურად
პატიოსანია.

– როგორც მახსოვს, მას ბრალი არაფერში ედება, – გაიკვირვა ინსპექტორმა.

– ზუსტადაც, არაფერში ედება. სწორედ ეს არის ცუდი. იმიტომ, რომ ჭორები მაინც
ვრცელდება. სასწრაფოდ მერი ჰიგინსი უნდა ვიპოვოთ.

– უნდა ვიპოვოთ, – უხალისოდ დაეთანხმა ინსპექტორი, – იქნებ, ისიც იცით, ეს როგორ


გავაკეთოთ?

– საერთოდ, ვიცი, – უთხრა მის მარპლმა, – მაპატიეთ, რომ სხვის საქმეში ვერევი, მაგრამ
ნუთუ მისი თითის ანაბეჭდები არაფერს გაძლევთ?
– ოჰ, ანაბეჭდები! – გაწელა ინსპექტორმა სლეიკმა, – აქ მან გვაჯობა. მთელ სამუშაოს
ხელთათმანებით ასრულებდა. აი, იმ ხელთათმანებით, დიასახლისები რომ ხმარობენ. ძალიან
აკურატულად მოქმედებდა. ყველა ანაბეჭდი წაშალა, როგორც საძინებელში, ისე ონკანზეც.
მოკლედ, მთელ სახლში ერთი ანაბეჭდიც კი ვერ ვიპოვეთ.

მის მარპლმა ჩანთა გახსნა და იქიდან მუყაოს ყუთი ამოიღო, სადაც ბამბაში გახვეული სარკე
იდო.

– ჩემი ჩანთიდან გადმოვარდა, – განუმარტა მის მარპლმა, – აქ მისი თითების ანაბეჭდებია.

ინსპექტორმა გაკვირვებულმა შეხედა.

– თქვენ ეს სპეციალურად გააკეთეთ?

– რა თქმა უნდა.

– ესე იგი მასზე ეჭვი გქონდათ.

– იცით, მომეჩვენა, რომ ძალიან კარგი იყო. ამაზე მის ლავინიასაც ვუთხარი, მაგრამ ვერ
გამიგო. მე საერთოდ, არ მომწონს ადამიანები ნაკლის გარეშე.

– ძალიანაც კარგი, – თქვა ინსპექტორმა, – თქვენ ძალიან დაგვეხმარეთ. ანაბეჭდებს


სკოტლანდ-იარდში გავაგზავნი, ვნახოთ რა პასუხი ჩამოვა.

– ასე შორს წასვლა რა საჭიროა ინსპექტორო?

– რას გულისხმობთ?

– რთული ასახსნელია. გლედისი პატიოსანი გოგოა. ეს მის სკინერს ჩემზე უკეთ უნდა
სცოდნოდა. მან კი კარგი მოახლე მაინც გააგდო. ეს მაშინ, როდესაც მოახლის პოვნა,
ფაქტობრივად, შეუძლებელია. არ არის უცნაური? მის ემილის ჰიპოქონდრია სჭირდა. მე
პირველად ვნახე ჰიპოქონდრიკი, რომელიც ექიმს არ მიმართავს. ისინი ხომ ექიმებზე ჭკუას
კარგავენ!

– რაზე მიანიშნებთ, მის მარპლ?

– იმაზე, რომ მის ლავინია და მის ემილი უცნაური ხალხია. მის ემილი, მაგალითად, სულ
სიბნელეში ზის და თუ მისი ვარცხნილობა პარიკი არ არის, მაშინ მე არაფერი გამეგება. და
საერთოდ: რატომ არ შეიძლება, სუსტი, გაჭაღარავებული ქალი, კარგი დაკვირვების შემდეგ,
შავთმიანი და ღაჟღაჟა ღაწვებიანი მსუქანა აღმოჩნდეს? რამდენადაც ვიცი, მის ემილი და
მერი ჰიგინსი ერთად არავის უნახავს. ამასთან მას საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, ყველა
მეზობლის გასაღების დუბლიკატი დაემზადებინა, შემდეგ კი... შემდეგ ჩვენი თანასოფლელი
მოახლე სახლიდან გაეგდო. ერთ ღამეს მის ემილი სახლიდან გამოდის, სწრაფად მიდის
სადგურამდე და მერი ჰიგინსის სახით ბრუნდება. მერე ქრება და ყველა ყვირის: „დაიჭირეთ
ქურდი!“. ქურდი კი თავისთვის საწოლში წევს. შემდეგ აცხადებს, რომ საცხოვრებლად
ლონდონში გადადის. ეჭვი თუ გეპარებათ, მისგან თითის ანაბეჭდები აიღეთ.
დარწმუნებული ვარ, მათ ეს სქემა კარგად აქვთ დამუშავებული, მაგრამ ამჯერად ვერსად
გაიქცევიან! წარმოგიდგენიათ, ჩვენი თანასოფლელი გოგოს ასე გასვრა?! არ ვაპატიებ.
გლედის ჰოლმსი პატიოსანი გოგოა. დაე, ყველამ იცოდეს.

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

დეტალები არ ხმაურდება

ყველა თავგადასავალს შორის, რომელიც კი პუაროსთან ერთად გადამხდა, ერთ-ერთი


ყველაზე საინტერესო მკვლელობების უჩვეულო სერიის გამოძიება იყო, რომელიც ფარაონ
მენ-ჰენ-რას სამარხის გათხრებს მოჰყვა. სერ ჯონ უილიარდი და ნიუ-იორკელი მისტერ
ბლაინბერი, რომლებიც ქაიროსთან ახლოს, გიზის პირამიდების შემოგარენში გათხრებს
აწარმოებდნენ, მოულოდნელად, სამარხს წააწყდნენ. აღმოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია.
გაირკვა, რომ სამარხი, მერვე დინასტიის ერთ-ერთ ყველაზე პირქუშ ფარაონს მენ-ჰენ-რას
ეკუთვნოდა. მალე ისეთი რამ მოხდა, რომელმაც საზოგადოების უფრო ფართო ფენების
ყურადღება მიიპყრო: სერ ჯონ უილიარდი მოულოდნელად, ინფარქტისგან გარდაიცვალა.
ორი კვირის შემდეგ, სისხლის მოწამვლით მისტერ ბლაინბერიც დაიღუპა, ხოლო კიდევ
რამდენიმე დღის შემდეგ, ნიუ-იორკში მისმა ძმისშვილმა მოიკლა თავი. „მენ-ჰენ-რას წყევლა“
ყველას პირზე ეკერა. სწორედ იმ დღეებში პუარომ ლედი უილიარდისგან წერილი მიიღო.
ქვრივი მისვლას სთხოვდა.

ლედი უილიარდს ეშინოდა, რომ ეს ყველაფერი ასე არ დასრულდებოდა. იგი თავისი შვილის
გამო ნერვიულობდა. როდესაც მისტერ უილიარდი დაიღუპა, ბიჭმა გადაწყვიტა, მამის საქმე
გაეგრძელებინა და დედის თხოვნის მიუხედავად, ეგვიპტეში გაემგზავრა.

– თქვენ შეგიძლიათ სულელად ჩამთვალოთ, – უთხრა ლედი უილიარდმა პუაროს, – მაგრამ


მეშინია, რომ ფარაონის სული ამით არ დაკმაყოფილდება. თქვენ ფიქრობთ, რომ სისულელეს
ვლაპარაკობ?

– რა თქმა უნდა, არა, – სწრაფად წარმოთქვა პუარომ, – მეც მწამს ზებუნებრივი ძალების. არ
იქნებოდა სწორი მათი უარყოფა.
პუაროს გაკვირვებით შევხედე. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მას ასეთი რაღაცეების
სჯეროდა. პუარო კი მშვიდად განაგრძობდა:

– ვიცი, რომ თქვენი ქმარი ყოველთვის ეგვიპტოლოგიით იყო გატაცებული, ხოლო მისტერ
ბლაინბერი მოყვარული იყო, არა?

– დიახ. იგი ძალიან მდიდარი ადამიანი გახლდათ და სხვადასხვა იდეით ინტერესდებოდა.


ჩემმა ქმარმა მოახერხა და იგი არქეოლოგიითაც დააინტერესა. ექსპედიცია სწორედ მისი
ფულით დაფინანსდა.

– ექსპედიციის სხვა მონაწილეები ვინ იყვნენ?

– დოქტორი ტოკსვილი – ბრიტანეთის მუზეუმის ოფიციალური წარმომადგენელი და


ექსპერტი; მისტერ შნაიდერი – მისი კოლეგა მეტროპოლიტენის მუზეუმიდან; მისტერ
ბლაინბერის ახალგაზრდა ამერიკელი მდივანი – ჰარპერი; დოქტორი ეიმსი, ექიმი და ჰასანი –
ჩემი ქმრის ერთგული მსახური.

იმით დავიწყეთ, რომ ტელეგრაფით ნიუ-იორკიდან ახალგაზრდა ბლაინბერის სიკვდილის


დეტალებზე ინფორმაცია გამოვითხოვეთ. პასუხი სწრაფი და ამომწურავი იყო. ახალგაზრდა
რუპერ ბლაინბერი რამდენიმე წელი ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა. ბოლოს ეგვიპტეში
გასამგზავრებლად ფულს ეძებდა. ამბობდა, იქ კეთილი მეგობარი მყავს, ვინც ფულს
მასესხებსო. თუმცა, ამ გეგმებს ასრულება არ ეწერა. ნიუ-იორკში რომ დაბრუნდა, ბიძამისს
აგინებდა, რომელიც ფარაონების გახრწნილ ძვლებზე უფრო ზრუნავდა, ვიდრე საკუთარ
ნათესავებზე. სერ უილიარდი მისი ეგვიპტეში ყოფნის დროს დაიღუპა. ნიუ-იორკში
დაბრუნების შემდეგ ბლაინბერი ძველებურად ქარაფშუტულ ცხოვრებას ეწეოდა და ერთ
დღეს, ყველასთვის მოულოდნელად თავი მოიკლა. მის მიერ დატოვებულ წერილში ის
საკუთარ თავს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა და აცხადებდა, რომ მისნაირები
ცოცხლები არ უნდა იყვნენ.

პუაროს მოთხოვნით მეორე დღესვე ეგვიპტეში გავემგზავრეთ.

სასტუმროში დავბინავდით, თუ არა, მაშინვე გათხრების ადგილისკენ გავემართეთ. ადგილზე


მისულებს მზისგან დამწვარი ჭაღარაწვერიანი კაცი შეგვეგება. ეს ტოკსვილი იყო,
ბრიტანეთის მუზეუმის წარმომადგენელი.

– მესიე პუარო და კაპიტანი ჰასტინგსი? მივიღეთ თქვენი ტელეგრამა. გვაპატიეთ, რომ


ქაიროში ვერ დაგხვდით. საშინელი ამბავი მოხდა, რომელმაც მთელი ჩვენი გეგმები არია.

პუარო გაფითრდა.

– კიდევ ერთი სიკვდილი? – იკითხა მან.


– დიახ.

– სერ გაი უილიარდი? – წამოიძახა მან.

– არა, ჩემი ამერიკელი კოლეგა, მისტერ შნაიდერი.

– მიზეზი?

– ტეტანუსი.

ბანაკი გავიარეთ და დიდ კარავთან მივედით. დოქტორმა ტოკსვილმა სერ გაის წინაშე
წარგვადგინა. მან თავის მხრივ თავისი ორი კოლეგა – დოქტორი ეიმსი და მისტერ ჰარპერი
გაგვაცნო. მალე კარავში მე, პუარო, სერ გაი და დოქტორი ეიმსი დავრჩით. გაირკვა, რომ
მისტერ შნაიდერი სამი დღის წინ დაიღუპა. დოქტორი ეიმსი დარწმუნებული იყო, რომ
სიკვდილის მიზეზი ტეტანუსი გახდა.

– არ შეიძლებოდა, ეს მოწამვლა ყოფილიყო, მაგალითად, სტრიქინინით? – ჰკითხა მას


პუარომ.

– არა, მესიე პუარო. ეს ტეტანუსის ნათელი შემთხვევა იყო.

– ტეტანუსის სხვა შემთხვევაც იყო ბანაკში?

– არა, მისტერ ბლაინბერმა მუხლი გაიკაწრა, ინფექცია შეეჭრა და სეფსისი განვითარდა.


შეიძლება, იურისტისთვის ეს ორი შემთხვევა ერთნაირი იყოს, მაგრამ მათ ერთმანეთთან
საერთო არაფერი აქვს.

– გამოდის, ჩვენ გარდაცვალების ოთხი ფაქტი გვაქვს, ერთმანეთისგან აბსოლუტურად


განსხვავებული: ერთი – ინფარქტი, მეორე – სისხლის მოწამვლა, მესამე – თვითმკვლელობა
და ერთიც – ტეტანუსი. დარწმუნებული ხართ, რომ მათ საერთო არაფერი აქვთ? მაგალითად,
ამ ოთხ ადამიანს ისეთი არაფერი გაუკეთებია, რაც მენ-ჰენ-რას სულს შეაწუხებდა?

– თქვენ უცნაურად ლაპარაკობთ, მესიე, პუარო, – უთხრა ექიმმა, – იმედი მაქვს მთელ ამ
აბდაუბდას სერიოზულად არ აღიქვამთ.

– თქვენ არ გჯერათ, ამის მესიე დოქტორო? – ჰკითხა პუარომ.

– არა, სერ, არ მჯერა. მე მეცნიერი ვარ და მხოლოდ იმის მჯერა, რასაც მეცნიერება
გვასწავლის.

სერ გაი წინ გაგვიძღვა.


– მართლაც, – ჩაილაპარაკა მან, – ამის დაჯერება შეუძლებელია... ეს ხომ აბსურდია! თუ
მართლაც ასე ფიქრობთ, ეგვიპტეზე არაფერი გცოდნიათ.

პასუხის მაგივრად პუარომ ჯიბიდან პატარა წიგნი ამოიღო: „ეგვიპტელების და


ქალდეველების მაგია“. შემდეგ კი მისტერ ჰარპერის გამოკითხვას შეუდგა:

– მომიყევით მისტერ ბლაინბერის ძმისშვილზე.

– აქ ერთ მშვენიერ დღეს გამოჩნდა. სასიამოვნო ახალგაზრდა იყო. ვფიქრობ, დოქტორი ეიმსი
და დოქტორი შნაიდერი მას ადრეც იცნობდნენ. მოხუცი მას არცთუ თავაზიანად ექცეოდა.
ერთმანეთს მაშინვე წაეკიდნენ. „ცენტსაც ვერ მიიღებ! – უყვიროდა მოხუცი, – არც ახლა და
არც ჩემი სიკვდილის მერე! მინდა, ჩემი ქონება მთლიანად ჩემი ცხოვრების საქმის
დამთავრებას მოხმარდეს. ამის შესახებ დღეს მისტერ შნაიდერს ველაპარაკე“. ახალგაზრდა
ბლაინბერი მაშინვე ქაიროში გაემგზავრა.

– მისტერ ბლაინბერმა ანდერძი დატოვა?

– არა, რამდენადაც ვიცი. პირადად მე, საქმეებს რომ მოვრჩები, აქედან აუცილებლად წავალ.
არ მსურს მენ-ჰენ-რას სულის შემდეგი მსხვერპლი გავხდე. თუ დავრჩები, მეც მომწვდება.

პუარომ მას უცნაური ღიმილით მიუგო:

– ნუ დაგავიწყდებათ, იგი თავის ერთ-ერთ მსხვერპლს ნიუ-იორკშიც მიწვდა.

ჩვენთვის განკუთვნილ კარავში მიგვიყვანეს. იქ ჰასანი დაგვხვდა, ჯონ უილიარდის ყოფილი


მსახური. გამოგვიცხადა, რომ ახლა მის შვილს სერ გაის ემსახურებოდა და სურდა,
ახალგაზრდა ბატონს, რაც შეიძლება, მალე დაეტოვებინა აქაურობა, რადგან ბოროტი
სულებით იყო სავსე.

ვახშამმა დუმილში ჩაიარა. უკვე დაშლას ვაპირებდით, რომ სერ გაიმ პუაროს ხელი სტაცა და
წინ გაახედა. კარვებს შორის შავი ფიგურა მოძრაობდა. ეს ადამიანი არ იყო: კარგად ჩანდა
ძაღლის თავი.

– ღმერთო ჩემო, – ჩაილაპარაკა პუარომ, – ეს ანუბისია, გარდაცვლილების ტურისთავიანი


ღმერთი.

– იგი ჩვენი კარვისკენ გაემართა, ჰარპერ, – ჩაილაპარაკა გაფითრებულმა სერ გაიმ.

– არა, – შეეწინააღმდეგა პუარო, – დოქტორ ეიმსის კარვისკენ.

დოქტორმა მას უნდობლად შეხედა და შემდეგ წამოიძახა: ვიღაც გვასულელებს.! წამოდით,


დავიჭიროთ! იგი პირველი გავარდა. მეც გავყევი, მაგრამ რამდენიც არ ვეძებეთ, ვერსად
ვიპოვეთ. როცა დავბრუნდით, აღმოვაჩინეთ, რომ პუარო საკუთარი უსაფრთხოებისთვის
საგანგებო ზომებს იღებდა. კარვის ირგვლივ სხვადასხვა ნიშანს და დიაგრამას ხატავდა. მისმა
საქციელმა ექსპედიციის წევრების გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია. როდესაც მე და
პუარო მარტო დავრჩით, შევატყვე, საკუთარი თავით კმაყოფილი იყო.

– ახლა შეგვიძლია, წყნარად დავიძინოთ, – მხიარულად გამოაცხადა მან, – წავიძინებდი,


მაგრამ თავი საშინლად მტკივა. კარგი იქნებოდა, რაიმე მცენარეული ნაყენის დალევა.

თითქოს მისი თხოვნის პასუხად, კარვის ფარდა გადაიწია და ჰასანი შემოვიდა. მას ხელში
სავსე ფინჯანი ეჭირა. ეს გვირილის ნაყენი იყო. ჰასანი, რომ გავიდა, გავიხადე და კარვის
შესასვლელთან დავდექი. უდაბნოს ვაკვირდებოდი. როცა მოვბრუნდი პუარო საწოლზე
გარდიგარდმო გართხმული აღმოვაჩინე. კრუნჩხვებისგან კანკალებდა. გვერდით ცარიელი
ფინჯანი ეგდო. მე სასწრაფოდ დოქტორ ეიმსის კარვისკენ გავიქეცი. ექიმი ჩვენ კარავთან
თვალის დახამხამებაში გაჩნდა. პუარო ისევ საწოლზე ეგდო.

– საოცარია! – წამოიძახა დოქტორმა ეიმსმა, – ეს ეპილეფსიის შეტევას ჰგავს, თუმცა თქვენ


თქვით, რომ მან რაღაც დალია, არა?

ექიმმა ცარიელი ფინჯანი აიღო.

– არაფერიც არ დამილევია, – მოგვესმა მშვიდი ხმა. გაკვირვებულები მოვბრუნდით. პუარო


საწოლზე იჯდა და იღიმებოდა.

– არაფერიც არ დამილევია, ვიდრე ჩემი მეგობარი ჰასტინგსი უდაბნოს ხედებით ტკბებოდა,


დრო მქონდა ეს ნაყენი პატარა ბოთლში ჩამესხა. ის ქიმიურ ანალიზზე გაიგზავნება.

ექიმმა სწრაფი მოძრაობა გააკეთა.

– არა, ექიმო, თქვენ ხომ გონიერი ადამიანი ხართ და იცით, ძალადობა აქ ვერ გიშველით.
ვიდრე ჰასტინგსი თქვენ გეძებდათ, საკმარისი დრო მქონდა, რომ ბოთლი დამემალა.
ჰასტინგს დაიჭირეთ!

მე პუაროს დასახმარებლად გავიქეცი, თუმცა ექიმმა დამასწრო, სწრაფად მიიტანა ხელი


პირთან, რაღაც გადაყლაპა და ძირს დაენარცხა.

– კიდევ ერთი მსხვერპლი, – მწუხარედ წარმოთქვა პუარომ, – მაგრამ უკანასკნელი. ალბათ, ეს


საუკეთესო გამოსავალი იყო. მის სინდისზე სამი სიცოცხლეა.

– ექიმი ეიმსი? – წამოვიძახე მე, – თითქმის დავიჯერე, მეგონა, რომ თქვენ ზებუნებრივი
ძალების გჯეროდათ.
– ჰასტინგს, თქვენ არასწორად გამიგეთ. ეს მას სჯეროდა ამის და ამის ნიადაგზე გაგიჟდა.
ჩავთვალოთ, რომ სწორედ ის იყო ფარაონის მსხვერპლი. გამოძიების დეტალები არ
ხმაურდება.

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

ტუჩებზე სისხლი ეცხო

რამდენიმე დღე ქალაქში არ ვიყავი და, როდესაც დავბრუნდი, პუარო მგზავრობის


სამზადისში დამხვდა.

– სადაზღვევო კომპანია „ჩრდილოეთის კავშირმა“, – განმიმარტა მან, – მთხოვა მისტერ


ტრავერსის სიკვდილის ვითარება გამომერკვია. დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე, მან
საკუთარი სიცოცხლე 50 ათას ფუნტად დააზღვია. რა თქმა უნდა, ხელშეკრულება
თვითმკვლელობასთან დაკავშირებით ჩვეულებრივ პუნქტს შეიცავს, ასეთ დროს, ერთი წლის
განმავლობაში დაზღვევას არ ანაზღაურებენ. მისტერ ტრავერსი სადაზღვევოს ექიმმა
გამოიკვლია და მიუხედავად იმისა, რომ იგი არც ისე ახალგაზრდა იყო, დაასკვნა,
ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდაო. ოთხშაბათს, ანუ გუშინწინ მისტერ ტრავერსი
საკუთარ მამულში, მასდონ მეინორში მკვდარი იპოვეს. სიკვდილის მიზეზად შინაგანი
სისხლდენა დასახელდა. ამაში უცნაური არაფერი იქნებოდა, სადაზღვევო კომპანიას, რომ არ
გაერკვია – მისტერ ტრავერსი გაკოტრების პირას იყო. ეს, რა თქმა უნდა, საქმის ვითარებას
ცვლის. მას ლამაზი და ახალგაზრდა ცოლი ჰყავს. ვარაუდობენ, რომ ქმარმა უკანასკნელი
თანხით სიცოცხლე მის სასარგებლოდ დააზღვია და შემდეგ თავი მოიკლა. მოკლედ, მასდონ
მეინორში მივდივართ.

ადგილზე ჩასულები პირდაპირ იმ ექიმისკენ გავემართეთ, რომელმაც გვამი დაათვალიერა.


პუაროს კითხვაზე, ექიმმა განაცხადა, რომ მისტერ ტრავერსს ადრე მისთვის არასოდეს
მიუმართავს, რადგან იგი ერთ-ერთი სექტის „ქრისტიანული მეცნიერების“ წარმომადგენელი
იყო. ეს სექტა თავის მიმდევრებს ექიმთან მისვლას უკრძალავს. ექიმი სიკვდილის მიზეზში
დარწმუნებული იყო:

– ტუჩებზე სისხლი ეცხო. ეს მიუთითებს, რომ შინაგანი სისხლდენა ჰქონდა. დარწმუნებული


ვარ, ამის მიზეზი კუჭის წყლული იყო. იგი მამულში, პატარა ტყის პირას იპოვეს. როგორც
ჩანს, ყვავების დასაფრთხობად წავიდა. მის გვერდით იარაღი ეგდო.

– იქნებ, ესროლეს? – ჰკითხა პუარომ.


– როგორ გეკადრებათ, სერ! – თქვა ექიმმა წყენით, – მისტერ ტრავერსს სხეულზე არანაირი
ჭრილობა არ ჰქონდა.

ექიმს დავემშვიდობეთ და მასდონ მეინორისკენ გავემართეთ. ქვრივი სახლში დაგვხვდა.


მიუხედავად იმისა, რომ ფეხზე ძლივს იდგა და თვალები ცრემლებისგან დაწითლებოდა,
მაინც საოცრად ლამაზი იყო. პუარომ ბოდიშის მოხდით, ტრაგედიის დღის გახსენება სთხოვა.

– ჩაისთვის ვემზადებოდი, რომ ჩემთან მსახურმა მოირბინა. იგი ერთ-ერთ მებაღეს უპოვია... –
ქალს ეტყობოდა, რომ საუბარი ძალიან უჭირდა, – ბოლოს ლანჩზე ვნახე. მერე სოფელში
საფოსტო მარკების საყიდლად წავედი. მეგონა, ბაღში იყო.

– ყვავების დასაფრთხობად გავიდა?

– ჩემს ქმარს იარაღი ყოველთვის თან ქონდა. იმ დღეს ერთი-ორი გასროლა გავიგონე.

– იცოდით, თუ არა თქვენი ქმრის ფინანსური მდგომარეობის შესახებ?

– არა, მე ამ საქმის არაფერი გამეგება. თავის დაზღვევა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ
დარწმუნებული იყო, დიდხანს ვერ იცოცხლებდა. მას ადრეც დაემართა სისხლდენა.... ჩვენ
ერთად მხოლოდ ერთი წელი ვიყავით!

როდესაც გამოვდიოდით პუარომ ხელი უიმედოდ ჩაიქნია.

– ლონდონში უნდა დავბრუნდეთ. მგონი, ჩიხში შევედით. ტრავერსი მოწამლული არაა,


რადგან არ არსებობს ისეთი შხამი, რომლის მიღების შემდეგ ტუჩებზე სისხლი ჩნდებოდეს.
ყველა ეჭვი უნდა დავივიწყო... ეს ვინღაა?

ჭიშკრის მხრიდან ჩვენსკენ ახალგაზრდა კაცი მოემართებოდა. გვერდით ისე ჩაგვიარა,


ჩვენთვის ყურადღება არც მოუქცევია. მებაღემ მას თვალი გააყოლა. პუარომ მებაღესთან მისი
ვინაობის გარკვევა გადაწყვიტა.

– მისი სახელი არ მახსოვს, სერ, – უპასუხა მებაღემ, – სამშაბათი ღამე ჩვენთან გაათია.

მე და პუარო ახალგაზრდას ჩუმად გავყევით.

– თქვენ... – მის დანახვაზე მისის ტრავერსი აშკარად შეშფოთდა, – მე უკვე ზღვაში მეგონეთ.

ამ დროს ჩვენც შეგვამჩნიეს და ქალი იძულებული გახდა, ახალგაზრდა ჩვენთვის გაეცნო. მას
კაპიტანი ბლეიკი ერქვა. პუარომ გაარკვია, რომ იგი სასტუმრო „ღუზაში“ ცხოვრობდა.
წამოვედით და პუარო პირდაპირ იმ სასტუმროსკენ გაემართა.
კაპიტანი ბლეიკი ნახევარ საათში მოვიდა. პუარომ მას ჩვენი ჩამოსვლის მიზეზი აუხსნა.

– თქვენ აქ, მის სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე იყავით. ამიტომ, თქვენი ჩვენება
მნიშვნელოვანი იქნება, – უთხრა პუარომ. – იქნებ გაიხსენოთ რაზე საუბრობდით სამშაბათ
საღამოს.

– კარგად არც მახსოვს. ჩვეულებრივი საუბარი იყო. ტრავერსმა ოჯახზე მკითხა. მერე მისის
ტრავერსმა საუბარი აღმოსავლეთ აფრიკაზე დაიწყო. ომის შემდეგ იქ ვცხოვრობ. მე მათ
რამდენიმე ამბავი მოვუყევი. მგონი სულ ეს იყო.

– რა ამბები?

– ერთი თვითმკვლელობას ეხებოდა. მე მათ მოვუყევი, ერთმა ჩემმა ნაცნობმა


მცირეკალიბრიანი თოფით თავი როგორ მოიკლა. მან ლულა პირში ჩაიდო და გაისროლა.
ტყვია ტვინში ჩარჩა. ექიმები ძალიან დაიბნენ. გვამზე არანაირი ჭრილობა არ იყო. მხოლოდ
ცოტა სისხლი ტუჩებზე... ეს რატომ გაინტერესებთ?

– თქვენ არ იცით, რომ მისტერ ტრავერსის გვერდით მცირეკალიბრიანი იარაღი იპოვეს?

– ფიქრობთ, რომ ჩემმა ნაამბობმა მას თვითმკვლელობის იდეა შთააგონა?

– თავს ნუ დაიდანაშაულებთ. ეს მაინც მოხდებოდა. ახლა კი ლონდონში უნდა დავრეკო.

პუარო გავიდა და დიდხანს აღარ გამოჩნდა. მხოლოდ შვიდ საათზე დაბრუნდა და პირდაპირ
ზღურბლიდან დაიძახა: ქვრივს სასწრაფოდ რაღაც უნდა ვაცნობოო.

ჩვენი საუბარი მძიმე გამოდგა. ქალს არ სჯეროდა იმის, რასაც პუარო ეუბნებოდა, ხოლო
როდესაც მის სიმართლეში დარწმუნდა, ტირილი აუვარდა. გვამის გაკვეთის შემდეგ, ჩვენი
ეჭვები დადასტურდა. დამშვიდობებისას მისის ტრავერსს პუარომ უთხრა:

– მადამ, თქვენ სხვებზე უკეთ უნდა იცოდეთ, რომ მკვდრები სიმშვიდეს ვერ პოულობენ!

– ამით რისი თქმა გსურთ? – შეშინებულმა ჰკითხა ქალმა?

– ნუთუ არასოდეს მიგიღიათ მონაწილეობა სპირიტულ სეანსებში? ამბობენ, რომ თქვენ კარგი
მედიუმი ხართ.

– ჰო, ბევრს ასე მიაჩნია, მაგრამ თქვენ გჯერათ სპირიტიზმის?

– მადამ, მე ცხოვრებაში ბევრი უცნაურობა მინახავს. იცით, სოფელში საუბრობენ, რომ


თითქოს ამ სახლში მოჩვენებები ჩნდებიან.
ქალმა თავი დააქნია. ამ დროს მსახურმა მას აცნობა, რომ სუფრა გაშლილი იყო და
მასპინძელმა სადილზე დარჩენა შემოგვთავაზა. ჩვენ სიამოვნებით დავთანხმდით. სუპს
მივირთმევდით, კივილი რომ შემოგვესმა, შემდეგ ფაიფურის მსხვრევის ხმა გაისმა. ოთახში
შეშინებული მსახური შემოვარდა.

– იქ, დერეფანში ვიღაც კაცია! მომეჩვენა, რომ მისტერ ტრავერსი იყო, – ჩურჩულით თქვა
გოგონამ.

მისის ტრავერსი გაფითრდა. მე გამახსენდა ძველი ცრურწმენა იმის შესახებ, რომ


თვითმკვლელები მოსვენებას ვერ პოულობენ და სახლში ბრუნდებიან. ქალსაც იმავე აზრმა
გაუელვა და პუაროს აკანკალებული ხელი ჩაჭიდა.

– გაიგონეთ? ფანჯარაზე ვიღაცამ სამჯერ დააკაკუნა! იგი სულ ასე აკაკუნებდა, როდესაც
სახლთან ჩაივლიდა.

მალე შიში ყველას დაგვეუფლა. როდესაც სადილი დასრულდა, მისის ტრავერსმა პუაროს
სთხოვა დაეცადა. მას მარტო დარჩენის ეშინოდა. ჩვენ პატარა სასადილო ოთახში ვიჯექით.
ქარი ამოვარდა. ორჯერ კარი თავისით გაიღო. ყოველ ჯერზე ქალი პუაროს ხელს ხელზე
უჭერდა. პუარო ადგა და კარი გასაღებით ჩაკეტა.

– ეს არ გააკეთოთ, – ჩაიჩურჩულა მისის ტრავერსმა, – თუ კარი ისევ გაიღება...

ქალმა წინადადების დასრულება ვერ მოასწრო, რომ გასაღებმა გაიჩხაკუნა. კარი ნელა გაიღო
და უცებ ქალმა იყვირა:

– მე მას ვხედავ, – ჩემს ქმარს!.. ო, ღმერთო!

მოულოდნელად, თითქოს უბრძანესო, ყველა ნათურა ჩაქრა. სიბნელიდან სამჯერ მოისმა


დარტყმის ხმა. მე მისის ტრავერსის კვნესა გავიგონე. მერე მეც დავინახე მამაკაცი, ვისი
პორტრეტიც ცოტა ხნის წინ, ზედა ოთახში ვნახე. მისი მოჩვენება ჩვენ წინ იდგა. მისგან სუსტი
სინათლე მოდიოდა. ტუჩებზე სისხლი ეცხო. შემდეგ ხელი წინ გამოიწვდინა და თითით
ჩვენზე აჩვენა. მოულოდნელად სინათლემ, რომელიც მისგან მოდიოდა, მკვეთრად მოიმატა
და თვალები დაგვიბნელა. სხივმა ჩემზე გადაიარა, შემდეგ პუაროზე და მისის ტრავერსზე
გაჩერდა.

მე ქალის სახე დავინახე. ცარცივით თეთრი იყო. კიდევ ერთი რაღაც შევნიშნე...

– პუარო! – წამოვიძახე, – მისის ტრავერსის მარჯვენა ხელს შეხედეთ, ის სულ წითელია!

საკუთარ ხელს მისის ტრავერსმაც დახედა და იატაკზე დავარდა.

– სისხლი! – შიშით წამოიძახა მან, – კი, ეს სისხლია. ის მე მოვკალი! მე! იგი მაჩვენებდა როგორ
შეიძლებოდა ამის გაკეთება, მე კი სასხლეტს ხელი გამოვკარი. მისგან მიხსენით,
გევედრებით!.. იგი დაბრუნდა! – ქალი ისტერიკაში ჩავარდა.

– შუქი! – მოულოდნელად ბრძანება გასცა პუარომ. ნათურები ისევ აინთო...

– აბა, ყველაფერი გაიგონეთ, ჰასტინგს? თქვენ მისტერ ევერეტ? ჰო, სხვათა შორის, ეს მისტერ
ევერეტია, თეატრის მსახიობი. იგი მე გამოვიძახე. კარგი გრიმი გაუკეთებია, არა?
ზედგამოჭრილი მისტერ ტრავერსია! ხოლო ფანარმა და საღებავებმა ეფექტი მხოლოდ
გაამძაფრა. თქვენს ადგილზე მე ქალბატონის მარჯვენა ხელს არ მივეკარებოდი. ეს საღებავი
ცუდად შორდება. როდესაც ნათურები ჩაქრა, მე მას ხელი ვტაცე. მთელი ფოკუსიც ეს იყო...
ჩვენ მატარებელზე გვაგვიანდება. ინსპექტორი ჯეპი ქუჩაში გველოდება. საშინელი ამინდია,
მაგრამ, იმედი მაქვს, ცოტათი მაინც გაერთო, როდესაც ფანჯარაზე აკაკუნებდა.

ლონდონისკენ რომ მივემართებოდით, პუარომ გვიამბო – ექიმს მიაჩნდა, რომ მისტერ


ტრავერსი ერთ-ერთი სექტის წევრი იყო და ამიტომ არ დადიოდა ექიმთან. ცოლის გარდა, ვის
შეეძლო ეს მისთვის ეთქვა? ჩვენ კი მისის ტრავერსმა დაგვარწმუნა, რომ გარდაცვლილს
სიკვდილის წინათგრძნობა აწუხებდა. რამდენადაც მე ვიცი, „ქრისტიანული მეცნიერების“
მიმდევრები, სიკვდილს საკმაოდ ფილოსოფიურად უყურებენ. ან, კიდევ რატომ შეაშფოთა
იგი ასე კაპიტან ბლეიკის დაბრუნებამ? ამას გარდა, ქალს, რომელმაც ქმარი დაკარგა, ძაძები
უნდა ეცვას, მაგრამ საჭიროა კი, ამ დროს ფერუმარილის წასმა? თქვენ ეს ვერ შენიშნეთ,
ჰასტინგს? ორი ვარიანტი არსებობდა: ან კაპიტან ბლეიკის ისტორიამ მისტერ ტრავერსს
თვითმკვლელეობა შთააგონა, ან მის ცოლს – მკვლელობა. მე მეორე ვერსიაზე შევჩერდი.
კიდევ იმიტომ, რომ ასეთ მდგომაროებაში სასხლეტამდე ხელის მიწვდენა ძალიან ძნელია.
თუმცა, მე არანაირი მტკიცებულება არ მქონდა. ამიტომაც დღეს საღამოს ამ პატარა
სპექტაკლის დადგმა დამჭირდა.

– მაინც ვერ ვხვდები ნათლად ეს როგორ მოხდა? – ვაღიარე მე.

– არაფერი განსაკუთრებული. ქმარს სასეირნოდ გაჰყვა. „ეს რა უცნაური ამბავი გვიამბო


გუშინ ჩვენმა სტუმარმა? რა სისულელეა! ეს როგორ შეიძლება... შეგიძლია მაჩვენო, როგორ
შეეძლო მას ამის გაკეთება?“ – კეკლუცად ეუბნება ქმარს. საცოდავიც მორჩილად იდებს პირში
იარაღის ლულას. ქალი იხრება და თითს სასხლეტს ადებს. დანარჩენი კი თქვენთვის
ცნობილია.

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

შეცდომა გამორიცხულია
ჯგუფი ამანიდან, სადაც 50 გრადუსი სიცხე ჩვეულებრივი ამბავი იყო, ადრე დილით
გამოვიდა და ქალაქ პეტრას მხოლოდ დაღამებისას მიაღწია. ისინი შვიდნი იყვნენ: მისტერ
კალებ ბლანდელი – წარმატებული ამერიკელი მეწარმე; მისი მდივანი – შავგვრემანი,
სიმპათიური, ოღონდ, სიტყვაძუნწი ჯიმ ჰერესტი; სერ დონალდ მარველი – პოლიტიკისგან
დაღლილი პარლამენტის წევრი; მოხუცი დოქტორი კარვერი – მსოფლიო სახელის მქონე
არქეოლოგი; ნამდვილი ფრანგი პოლკოვნიკი დიუბოში; მისტერ პარკერ პაინი და, ბოლოს,
მის კეროლ ბლანდელი – კოხტა, განებივრებული და თავდაჯერებული ლამაზმანი – ასეთები
არიან ქალები, როდესაც მამაკაცთა კომპანიაში მგზავრობენ.

მას შემდეგ, რაც გაარკვიეს, ვინ დაიძინებდა კარავში, ვინ კი – გამოქვაბულებში, ყველანი
დიდი ტენტის ქვეშ სავახშმოდ შეიკრიბნენ და, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, რაზე არ
ილაპარაკეს.

– გამოდის, თქვენ არ გჯერათ, რომ მოულოდნელ საცდურს შეუძლია, კრისტალივით სუფთა


ადამიანიც კი აცდუნოს? – დაინტერესდა პარკერ პაინი.

– ეს შეუძლებელია, – მოუჭრა კარვერმა.

– ასეთი კატეგორიულობა ამ საქმეში მიუღებელია. ადამიანის პატიოსნება ბევრი


ფაქტორისგან შედგება. მაგალითად, ავიღოთ კრიტიკული დაძაბულობა. ადამიანის ტვინს
შეუძლია, გარკვეულ დაძაბულობას გაუძლოს და, სრულიად წარმოუდგენელია იმის
გარკვევა, რა იქნება ის ბოლო წვეთი, რომელიც მას დამნაშავედ აქცევს. ეს კი, შეიძლება,
უმნიშვნელო რამ იყოს.

– თქვენ უკვე ფსიქოლოგიაში გადავარდით, – ღიმილით წარმოთქვა ფრანგმა.

– ოჰ, რამდენ საშუალებას მისცემდა დამნაშავეს ფსიქოლოგიის ცოდნა! – წამოიძახა მისტერ


პარკერ პაინმა, – სწორი მიდგომის შემთხვევაში, შეგიძლია, ადამიანების 90 პროცენტს ის
გააკეთებინო, რაც შენ გსურს.

– ეჭვი მეპარება ვინმემ შეძლოს ჩემთვის ასეთი რამის გაკეთება, – თქვა კეროლმა და ყველას
დაემშვიდობა. – წავედი, დავიძინე, ღამე მშვიდობისა. უი, ჩემი საყურე!

პოლკოვნიკმა დიუბოშმა მოხერხებულად დაიჭირა მაგიდაზე გაგორებული საყურე და


პატრონს გალანტურად გაუწოდა.

– ნამდვილია? – საქმიანი სახით დაინტერესდა სერ დონალდი.

– დარწმუნებული იყავით, – უპასუხა ქალმა.


– ორმოცი ათასი დოლარი – საყვედურით უთხრა მამამისმა, – მაგიდაზე გაგორდა მხოლოდ
იმიტომ, რომ საყურის საკეტი ცუდად ჩაკეტე. შენ მე გამაკოტრებ!

– ეს შენ არ გემუქრება, ახლის ყიდვაც რომ დაგჭირდეს, – რბილად უპასუხა ქალმა.

– საერთოდ, არ მემუქრება, – დაეთანხმა მისტერ ბლანდელი, – შემიძლია, სამი ასეთი წყვილი


გიყიდო და ჩემს ანგარიშში ცვლილება ვერც კი შევამჩნიო. მეც მეძინება, ღამე მშვიდობის.

მისტერ ბლანდელი ქალიშვილს კვალდაკვალ მიჰყვა, რაღაცის თვალიერებით გართულმა


არქეოლოგმა კი წამოიძახა:

– გირჩევნიათ, ამას შეხედოთ. აქ მარგალიტებზე ასჯერ უფრო საინტერესო რამ მაქვს – ეს


უძველესი ბეჭედია, მასზე მსხვერპლშეწირვის სცენაა ამოტვიფრული და არანაკლებ ოთხი
ათასი წლისაა, – მან ჯიბიდან პლასტელინის ნაჭერი ამოიღო, მაგიდაზე გააბრტყელა და მას
უძველესი ბეჭედი დააჭირა. შემდეგ კი ხელში სათუთად აიღო – პლასტელინზე მართლაც
მსხვერპლშეწირვის სცენა იყო გამოსახული.

მეორე დილით ყველანი ზემოთ, სამსხვერპლოს სანახავად გაემართნენ. როცა დანიშნულების


ადგილს მიაღწიეს, მზე შუბის ტარზე იდგა. სიცხე სულ უფრო აუტანელი ხდებოდა.

– საოცარი ადგილია მსხვერპლშეწირვისთვის! – აღფრთოვანებით წამოიძახა კეროლმა. –


მაგრამ, ალბათ, იმ საწყლებს მსხვერპლის აქ ამოსაყვანად გვარიანი ოფლის დაღვრა
სჭირდებოდათ... – მას სიტყვა ოდნავ გასაგონმა ხმამ გააწყვეტინა. თითქოს პაწაწინა ზარმა
დარეკაო.

– მგონი, საყურე ისევ დაგივარდათ, მის ბლანდელ, – თქვა ექიმმა.

კეროლმა ხელი ყურზე ავტომატურად წაივლო.

– ო, კიდევ? – ამოიოხრა მან.

დიუბოშმა და ჰერესტმა მაშინვე საყურის ძებნა დაიწყეს.

– აქ იქნება, – ჩაილაპარაკა ფრანგმა, – ღმერთს მადლობა, აქედან ვერსად გაგორდებოდა. აქ,


როგორც თეფშზე, ისეა.

მაგრამ პოლკოვნიკმა სამსხვერპლოზე მხოლოდ პატარა კენჭი იპოვა.

– დარწმუნებული ხარ, აქ რომ ამოხვედი კიდევ გეკეთა? – ბუზღუნით ჰკითხა კეროლს მამამ, –
ადრე ხომ არ დაკარგე?

– არა, აქ რომ ამოვედი, მქონდა. როდესაც ამოვდიოდით, დოქტორმა კარვერმა შენიშნა, რომ
მისი საკეტი გახსნილი იყო და შეკვრაშიც დამეხმარა.

დოქტორმა დაუმოწმა.

– ამას რომ ბოლო მოეღოს, ვითხოვ, გამჩხრიკონ, – გამოსცრა პოლკოვნიკმა დიუბოშმა, – კი არ


ვითხოვ, მოვითხოვ!

– მეც გიერთდებით, ჯენტლმენებო, – განაცხადა ბლანდელმაც, – დამიჯერეთ, ამის მიზეზი


არსებობს, თუმცა, დაკონკრეტება არ მინდა.

ჩხრეკა გულდასმით ჩატარდა, მაგრამ შედეგი არ გამოიღო.

მისტერ პარკერ პაინი უკვე სადილობისთვის ემზადებოდა, როდესაც მისი კარვის ფარდა
გადაიწია და გოგონას ფიგურა გამოჩნდა. პარკერმა სტუმარი შეიპატიჟა. კეროლი შევიდა და
გასაშლელ ლოგინზე ჩამოჯდა.

– თუ არ ვცდები, უბედური ხალხი თქვენი კომპეტენციაა, არა? – გაბედულად დაიწყო მან.

– აქ მე ვისვენებ, მის ბლანდელ, საქმეს ხელს არ ვკიდებ.

– ამას მოჰკიდებთ, – ცივად განაცხადა გოგონამ, – დამიჯერეთ, ჩემზე უბედურ ადამიანს


ვეღარ იპოვით. ჯიმ ჰერესტს საყურე არ მოუპარავს, ზუსტად ვიცი.

– რამდენადაც მახსოვს, მისთვის ეს არც არავის დაუბრალებია.

– ჯერ არ დაუბრალებიათ, მისტერ პაინ, მაგრამ, აუცილებლად დააბრალებენ, როდესაც


გაიგებენ, რომ ნასამართლევია. ის მაშინ დაიჭირეს, როდესაც ჩვენს სახლში შემოიპარა, მე კი
შევიცოდე. ის ისეთი ახალგაზრდა იყო და ისეთი უბედური... და ისეთი სიმპათიური, –
დაამატა გულში მისტერ პარკერ პაინმა. მე მამას ვთხოვე, მისთვის შანსი მიეცა. მამაჩემი ყველა
სურვილს მისრულებს და მან ჯიმი სამსახურში აიყვანა. დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ
ჯიმი პატიოსანი ადამიანია, სულ უფრო მეტად ენდობოდა, შემდეგ კი თავის მარჯვენა ხელად
აქცია. საბოლოოდ, ჩვენ დავქორწინდებოდით, რომ არა ეს იდიოტური შემთხვევა...

– მე, მეგონა, სერ დონალდი...

– არავითარ შემთხვევაში! ეს მამას იდეაა, მაგრამ გაბერილ ინდაურს ცოლად როგორ


გავყვები? ის, ალბათ, ამ გზით თავისი ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს.

– გუშინ მამათქვენმა გაჩხრეკა რატომ მოითხოვა?

– ვერ მიხვდით? მას ეშინოდა, რომ მე არ მეფიქრა, თითქოს ეს თავად გააკეთა, რათა ჯიმი
გაეშავებინა.
– ჩემგან რას ითხოვთ?

– მტკიცებულებებს, რომ ეს ჯიმს არ გაუკეთებია.

– კარგი, შევეცდები, დაგეხმაროთ, – თქვა მისტერ პაინმა. გოგონამ თავი დაუქნია და


კარვიდან გავიდა. მისტერ პარკერ პაინი ლოგინზე ჩამოჯდა და მოულოდნელად
ჩაიხითხითა.

სადილზე ის მშვენიერ ხასიათზე იყო. ხუთის თხუთმეტ წუთზე მან ცენტრალურ კარავში
შეიხედა, იქ მარტო დოქტორი კარვერი დახვდა, რომელიც თავის სიძველეებს
ჩაჰკირკიტებდა.

– აჰა! – ჩაილაპარაკა მისტერ პარკერ პაინმა და მის მოპირდაპირედ ჩამოჯდა, – სწორედ თქვენ
გეძებდით. როგორც გატყობთ, თქვენ პლასტელინი სულ თან გაქვთ. ცოტას ხომ ვერ
მომცემდით?

დოქტორმა ჯიბეები მოიჩხრიკა და პარკერს პლასტელინის ნაწილი წყნარად გაუწოდა.

– არა, – გააპროტესტა მისტერ პაინმა, – მე სხვა მინდოდა. ის, რომელიც წუხელ გქონდათ.
სიმართლე გითხრათ, მე თავად პლასტელინი კი არა, მისი შიგთავსი მაინტერესებს.

– ვერ ვხვდები რას გულისხმობთ, – სწრაფად და მშვიდად თქვა დოქტორმა კარვერმა.

– დარწმუნებული ვარ, ხვდებით. საყურეზე ვლაპარაკობ.

ამჯერად პაუზა გრძელი გამოვიდა. ბოლოს კარვერმა ჯიბეში ხელი ისევ ჩაიყო და
პლასტელინის უფორმო ნაჭერი ამოიღო.

– ახლა, მინდა მოგისმინოთ, – თქვა მისტერ პარკერ პაინმა, თან პლასტელინი საქმიანი სახით
გაშალა. დასვრილი მარგალიტი ხელში შეათამაშა და კმაყოფილმა ჩაიცინა, – ძალიან
ცნობისმოყვარე ვარ.

– ეს შემთხვევითობა იყო. დღეს დილით მე ყველაზე ბოლოს მოვდიოდი და მოულოდნელად


ამ საყურეს წავაწყდი, მის კეროლს დაუვარდა, მაგრამ მას ეს არ შეუნიშნავს. ავიღე და ჯიბეში
ჩავიდე, რათა დამებრუნებინა, როცა დავეწეოდი. მერე ვიფიქრე: რას დააკლებს ამ გოგოს
ერთი მარგალიტის დაკარგვა? მამამისი არც დაფიქრდება, ისე უყიდის ახალს, ჩემთვის კი ეს
მთელი ქონებაა, ამ ფულით ერთი ახალი ექსპედიციის მოწყობა შეიძლება. ჩვენს დროში
რთულია გათხრებისთვის ფულის შოვნა. ვიფიქრე რომ, მიუხედავად კეროლის
თავდაჯერებულობისა, მისთვის ამ ოინის მოწყობა მარტივი იქნებოდა. როდესაც ზევით
ავედით, ვუთხარი, თითქოს მის საყურეს საკეტი გაეხსნა და ისეთი მოძრაობები გავაკეთე,
ვითომ ვუკრავდი. სინამდვილეში, მის ყურს ფანქრით შევეხე. რამდენიმე წუთში პატარა ქვა
დავაგდე და თავად ნახეთ, იგი დარწმუნდა, რომ საყურე ამ დროის განმავლობაში ეკეთა და
მხოლოდ მაშინ დაუვარდა. ვიდრე საყურეს ეძებდნენ, მე ის ჯიბეში პლასტელინის ნაჭერში
ჩავჭყლიტე, – ეს არის მთელი ამბავი. ახლა თქვენი ჯერია.

– მე მოსაყოლი თითქმის არაფერი მაქვს, – უპასუხა მისტერ პარკერ პაინმა, – თქვენ


ერთადერთი იყავით, ვინც მიწიდან რაღაც აიღო. ამიტომ, კენჭმა, რომელიც პოლკოვნიკმა
პლატოზე იპოვა, ბევრი რამ მითხრა. წუხელ განსაკუთრებული მონდომებით საუბრობდით
პატიოსნების შესახებ, ზედმეტი მონდომებით კი, როგორც შექსპირი ამბობს, ადამიანი
საკუთარი თავის დარწმუნებას ცდილობს.

– რა გაეწყობა, ჩემი საქმე წასულია. თქვენ, ალბათ აპირებთ მარგალიტი პატრონს ახლავე
დაუბრუნოთ.

– თქვენ მის კეროლს არ აფასებთ, – თქვა მისტერ პარკერ პაინმა, – დამიჯერეთ: მას თავი
უმუშავებს; მეტიც – მას გულიც აქვს. ვფიქრობ, იგი ამჯობინებს, მთელი ეს ამბავი დაივიწყოს.

– რასაც მამამისზე ევრ ვიტყვით, – შენიშნა არქეოლოგმა.

– ვფიქრობ, აქაც ცდებით. მამას მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს, რომ ხმა არ ამოიღოს. საქმე ისაა,
რომ ამ მარგალიტის ფასი ხუთი დოლარია.

– თქვენ გინდათ, თქვათ, რომ...

– დიახ. სხვათა შორის, გოგონამ ამის შესახებ არაფერი იცის, ნამდვილი ჰგონია. მეც ეჭვი
მხოლოდ გუშინ გამიჩნდა: როდესაც ადამიანი გაკოტრებულია, მას ისღა დარჩენია,
„იბლეფაოს“. ნამდვილი მარგალიტის საყურე მან გაყიდა. ამიტომაც აწყობდა, თუკი მას ვინმე
მოიპარავდა ან კეროლი დაკარგავდა – მაშინ ის ვერ გაიგებდა, როგორ გაძარცვა საკუთარმა
მამამ.

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

საიდუმლო ოთახი

რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა გაზეთი პატარა ჯონი უეივერლის გატაცების


სენსაციურ ამბავს იუწყებოდა. სამი წლის ჯონი, სურეის გრაფის, მარკუს უეივერლის
ერთადერთი მემკვიდრე გახლდათ. ახლა გრაფი და მისი მეუღლე ჩვენს წინაშე იდგნენ და
პუაროს ბავშვის გატაცების დეტალებს უყვებოდნენ:

– ყველაფერი ათი დღის წინ დაიწყო. ანონიმური წერილი მივიღე, – დაიწყო მოყოლა მისტერ
უეივერლიმ, – ვიღაც ნაძირალა ჩემგან 25 ათას ფუნტს ითხოვდა. უარის თქმის შემთხვევაში,
კი ჯონის გატაცებით იმუქრებოდა. მე, რა თქმა უნდა, ეს წერილი ნაგავში გადავაგდე.
ვიფიქრე, სულელური ხუმრობა იყო. ხუთ დღეში კიდევ ერთი წერილი მოვიდა. უკვე
კონკრეტული თარიღის მითითებით: „თუ არ გადაიხდით, 29-ში თქვენს შვილს მოიტაცებენ“.
ეს წერილი 27-ში მივიღე. ადამ გასაქანი არ მომცა და, მიუხედავად იმისა, რომ თავს იდიოტად
ვგრძნობდი, სკოტლანდ-იარდს მაინც მივმართე. თუმცა, სერიოზულად არც მათ აღუქვამთ.
28-ში მესამე წერილი მივიღე: „თქვენ არ გადაიხადეთ. ხვალ 29-ში, შუადღისას, შვილს
მოგტაცებენ და უკვე 50 ათასი ფუნტის გადახდა მოგიწევთ“. წერილი სკოტლანდ-იარდში
წავიღე. ამჯერად ისინი შეშფოთდნენ და გადაწყვიტეს, რომ წერილებს ვიღაც გიჟი წერდა.
სავარაუდოდ, მოტაცების მცდელობაც ექნებოდა. დამარწმუნეს, რომ სიფრთხილის ყველა
ზომას მიმართავდნენ. დილით, თავის ბიჭებთან ერთად, ინსპექტორი მაკნეილი მოვიდოდა
სახლში. დამშვიდებული წავედი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, ჩვენ ალყაში ვიყავით.
ბრძანება გავეცი, სახლში არც არავინ შემოეშვათ და არც არავინ გაეშვათ. საღამომ მშვიდად
ჩაიარა. დილით ცოლმა თავი შეუძლოდ იგრძნო. დოქტორ დაკერის მოსაყვანად გავგზავნე.
ექიმი სიმპტომებმა შეაშფოთა. მართალია, ვერ გაბედა ეთქვა, მოწამლესო, მაგრამ ვგრძნობდი,
რომ მან სწორედ ასეთი დიაგნოზი დასვა. დამარწმუნა, საშიში არაფერია. რამდენიმე დღეში
გაუვლისო. ექიმი გავაცილე და ჩემს ოთახში რომ დავბრუნდი, ბალიშზე წერილი დამხვდა.
მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა: „შუადღისას“. აი, აქ კი გავცეცხლდი! ამ ამბავში ვიღაც
მსახურებიდან იყო გარეული. ყველა დავკითხე, მაგრამ ხელი არავის დაადეს. ჩემი ცოლის
კომპანიონმა, მის კოლინზმა მაცნობა, რომ დაინახა დილით ჯონის ძიძა ქუჩაში როგორ
გავიდა. ძიძამ ყველაფერი აღიარა. აღმოჩნდა, რომ მან ბავშვი მოახლეს დაუტოვა და
შეყვარებულთან პაემანზე გავარდა. იგი უარყოფდა, რომ ჩემს ბალიშზე წერილი დადო...
დარწმუნებული ვიყავი, მსახურებიდან რომელიღაც ცრუობდა. ბოლოს, წყობიდან გამოვედი
და ყველა ერთიანად გავყარე, გავათავისუფლე – ძიძაც და დანარჩენებიც. მათ ერთი საათი
მივეცი იმისთვის, რომ ნივთები ჩაელაგებინათ და წათრეულიყვნენ. სახლში მხოლოდ ისინი
დავტოვე, ვისაც ბოლომდე ვენდობოდი: მის კოლინზი – ჩემი ცოლის მდივანი და ტრედუელი
– მსახურთუფროსი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ.

ინსპექტორი მაკნეილი თერთმეტის ნახევარზე მოვიდა. პოლიციელები შემოსასვლელებში


განალაგა და დამარწმუნა, რომ აუცილებლად დაიჭერდნენ დამნაშავეს. მე და ჯონი,
ინსპექტორის თანხლებით, იმ ოთახში გავედით, რომელსაც „კონსულის ოთახს“ ვეძახდით.
ინსპექტორმა კარი ჩაკეტა. ოთახში ძველი საათი იდგა. არ დავმალავ, როდესაც ისრები 12-ს
მიუახლოვდა, ნერვიული კანკალი ვერ შევიკავე. საათმა 12-ჯერ ჩამოჰკრა. ჯონს ხელები
მოვხვიე და მაგრად ჩავიკარი. უცებ კარს მიღმა ყვირილი გაისმა. ვიღაცეებმა სირბილი
დაიწყეს. ინსპექტორმა ფანჯარა გამოაღო. მასთან კონსტებლი მივიდა, და აცნობა, რომ
დამნაშავე დაიჭირეს. ჩვენ ტერასაზე გავვარდით, სადაც ორ კონსტებლს ვიღაც
ჩამოფხავებული ტიპი დაეჭირა. დაკავებულს კონსტებლებმა ქლოროფილით სავსე ბოთლი
აღმოუჩინეს. მას ჰქონდა ასევე ჩემს სახელზე დაწერილი წერილი. გავხსენი და წავიკითხე:
„გადახდა მოგიწევთ. გამოსასყიდი 50 ათასი ფუნტია. თქვენს მიერ მიღებული ყველა ზომის
მიუხედავად, იგი, როგორც დაგპირდით, ზუსტად შუადღისას გაიტაცეს“. მე გადავიხარხარე.
გულზე მომეშვა, მაგრამ იმავე წამს ძრავის ხმა და ყვირილი გავიგონე. შემოვტრიალდი და...
გრძელი, რუხი მანქანა სამხრეთის გასასვლელისკენ მიჰქროდა. მძღოლი ყვიროდა. მის
გვერდით კი ჯონის ქერა კულულები მოჩანდა. ინსპექტორი ცოფებს ჰყრიდა. ვერ გავიგეთ
ბავშვი თვალსა და ხელს შუა როგორ მოგვტაცეს. მეკითხებოდა, სად დატოვეო. მე ახსნა
დავაპირე, მაგრამ ამ დროს გაისმა ხმა, რომელმაც ყველა გაგვაშეშა. ტაძრის საათი რეკდა.
ინსპექტორმა საკუთარ საათს დახედა. ზუსტად 12 იყო. „კონსულის კაბინეტში“ შევვარდით.
იქ საათი პირველის ათ წუთს უჩვენებდა. ცხადი იყო, ის ვიღაცამ გადასწია.

ინსპექტორი მაკნეილი პოლიციას ტელეფონით სასწრაფოდ დაუკავშირდა და ყველას


მანქანის და მძღოლის აღწერილობა დაუგზავნეს. თავიდან პოლიცია თითქოს სწორ კვალზე
იყო. მსგავსი მანქანაც თითქოს ლონდონის მიმართულებით მოძრავი ნახეს. როდესაც
შეგვატყობინეს, რომ მანქანა დააკავეს, შვებით ამოვისუნთქე. მაგრამ, სხვა მანქანა აღმოჩნდა
და მანქანაშიც სულ სხვა ბავშვი იჯდა. პოლიციის უხეში შეცდომის გამო, კვალი დავკარგეთ.

რაც შეეხება დაკავებულს, მან განაცხადა, რომ წერილი და პაკეტი ვიღაც უცნობმა გადასცა,
რათა უეივერლი-კორტში მოეტანა. იმ კაცმა მას 10 შილინგი მისცა და ამდენივეს მიცემას
კიდევ შეჰპირდა თუ პაკეტს ადგილზე მიიტანდა თორმეტს რომ ზუსტად ათი წუთი
დააკლდებოდა. მისი არც ერთი სიტყვის არ მჯერა. თავხედობა ეყო და განაცხდა, რომ
ტრედუელი იყო ის კაცი, ვინც მას პაკეტი გადასცა. მხოლოდ ულვაშები მოუპარსავსო.
დაადანაშაულო ტრედუელი, რომელიც ამ სოფელში დაიბადა და მთელი ცხოვრება
უეივერლის ოჯახთან ერთად გაატარა, ეს ცალკე დანაშაულია.

– სახლში სამალავი თუ არის? – იკითხა პუარომ, რომელიც გრაფს ყურადღებით უსმენდა –


ვთქვათ, საიდუმლო ოთახი. ძველ სახლებში ასეთი რაღაცეები არის, ხოლმე.

– ეშმაკმა დალახვროს, სახლში არის ასეთი ოთახი.

– „კონსულის კაბინეტთან“ ახლოს?

– პირდაპირ კარს იქით, მაგრამ მისი არსებობის შესახებ მარტო მე და ჩემმა ცოლმა ვიცით...
შეიძლება, ტრედუელმაც.

ჩვენ უეივერლი-კორტში წავედით. მისტერ უეივერლიმ „კონსულის კაბინეტი“ გვაჩვენა.


პუაროს თხოვნით, მან კედელში რომელიღაც ზამბარას დააჭირა ხელი და პანო გაიწია. ჩვენ
წინ კი მოკლე კორიდორი გამოჩნდა, რომლითაც საიდუმლო ოთახში გავედით. პატარა ოთახი
ცარიელი იყო. იატაკზე არანაირი კვალი არ შეიმჩნეოდა, თუმცა პუარომ კუთხეში რაღაც
მაინც იპოვა. კვალი ძალიან პატარა ძაღლისას ჰგავდა.

ჩვენ ჯერ მის კოლინზი დავკითხეთ, რომელმაც თქვა, რომ სახლში არანაირი ძაღლი არ იყო.

წიგნის ელექტრონული ვერსია


მოამზადა: აკაკი ციცქიშვილმა
www.ChiaturaINFO.GE
– როგორ ფიქრობ, რაში დაჭირდათ გამტაცებლებს უეივერლის წინასწარი გაფრთხილება,
მოსალოდნელი გატაცების შესახებ? – მკითხა პუარომ, როდესაც მსახურთუფროსი
გაისტუმრა, ხომ შეიძლებოდა, უბრალოდ, მოეპარათ ბავშვი და ფული მოეთხოვათ? ზუსტი
დრო და ადგილი წინასწარ რომ არ დაეთქვათ, მათთვის პრობლემა არ იქნებოდა, ბავშვი
სეირნობის დროს მოეტაცებინათ. ამის მაგივრად, ჩვენს წინაშე სპექტაკლს თამაშობენ. ყველა
ფაქტი მიანიშნებს, რომ სახლში თანამზრახველი იყო. ჯერ ერთი, საიდუმლოებითაა მოცული
მისის უეივერლის მოწამვლა, მეორე – ბალიშზე დადებული წერილი, მესამე – გადაწეული
ისრები საათზე. ეს ყველაფერი მხოლოდ სახლში მცხოვრებს შეეძლო გაეკეთებინა. კიდევ
ერთი გარემოება, რომელსაც თქვენ ალბათ, ყურადღება არ მიაქციეთ. საიდუმლო ოთახში არ
იყო მტვერი. ის ვიღაცამ საგულდაგულოდ გამოხვეტა. მაშ ასე, სახლში ოთხი ადამიანი
რჩებოდა. მისის და მისტერ უეივერლები, ტრედუელი და მის კოლინზი. ჯერ მის კოლინზი
განვიხილოთ. მის წინააღმდეგ თითქმის არაფერი გვაქვს, გარდა იმისა, რომ მასზე არაფერი
ვიცით. გადავიდეთ ტრედუელზე. აქ რამდენიმე საეჭვო მომენტია. პირველი, მაწანწალამ
განაცხადა, რომ სწორედ მან გადასცა ბარათი. მას ასევე შეეძლო – მისის უეივერლის
მოწამვლა, ბალიშზე წერილის მიკვრა, ისრების გადაწევა და საიდუმლო ოთახში იატაკის
დაგვა. მეორეს მხრივ, მან მთელი ცხოვრება ამ მამულში გაატარა და უცნაური იქნებოდა,
ბავშვის მოტაცებაში რომ მიეღო მონაწილეობა. ახლა მისის უეივერლიზეც ვთქვათ. სხვათა
შორის, მთელი ფული მისია, მამამისი ხომ მდიდარი ვაჭარი იყო. რაში დასჭირდებოდა მას
საკუთარი შვილის მოტაცება და საკუთარი თავისთვის გამოსასყიდის გადახდა? აი, მის
ქმართან დაკავშირებით სიტუაცია სხვანაირადაა. მართალია, მას მდიდარი ცოლი ჰყავს,
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავადაც მდიდარია. ვვარაუდობ, რომ ლედი საკუთარ
ფულს დიდი ხალისით არ ელევა. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იმეტებს რაღაცას
ქმრისთვის. მისტერ უეივერლი კი, როგორც შეამჩნევდით, საკმაოდ სიცოცხლისმოყვარეა.

– ეს წარმოუდგენელია, – ჩავილუღლუღე მე.

– რატომ? ვინ მოიშორა მსახურები? მისტერ უეივერლიმ. მასვე შეეძლო წერილები დაეწერა,
გადაეწია საათი და თავისი ერთგული მსახურისთვის, ტრედუელისთვის ალიბიც შეექმნა.
ტრედუელს არ უყვარს მისის უეივერლი. იგი თავისი ბატონის ერთგულია და სიამოვნებით
შეასრულებს მის ყველა ბრძანებას. ეს საქმე სამმა მოაკვარახჭინა: უეივერლიმ, ტრედუელმა
და მისტერ უეივერლის რომელიღაც მეგობარმა. პოლიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც იმ
რუხი მანქანის მძღოლის მიმართ ძიება შეწყვიტა. სწორედ ის იყო მესამე. მან სოფელში ვიღაც
ქერაკულულებიანი ბავშვი აიყვანა. მამულში აღმოსავლეთის კარიბჭიდან შევიდა, საჭირო
დროს რაღაც დაიყვირა, ხელი დაიქნია და სამხრეთის ჭიშკრიდან გავარდა. ბუნებრივია, არც
მისი და არც ბავშვის სახე არავის დაუნახავს. მან პოლიცია მცდარ კვალზე დააყენა.
ტრედუელმა კი მაწანწალის ისტორიას გაუკეთა ორგანიზება. რაც შეეხება თავად მისტერ
უეივერლის, როდესაც ეზოში ჩოჩქოლი ატყდა და ინსპექტორი გარეთ გავარდა, მან ბავშვი
საიდუმლო ოთახში დამალა, შემდეგ კი ინსპექტორს გაჰყვა. როდესაც ინსპექტორი წავიდა,
მისთვის რთული აღარ იყო ბავშვი საკუთარი მანქანით სადმე წაეყვანა და დაემალა.

– რაც შეეხება ძაღლის კვალს? – ვიკითხე მე.


– მის კოლინზს არ მოვუტყუებივართ, როდესაც თქვა, სახლში ძაღლი არ ჰყავთო. იგი მას არ
უნახავს. ცხადია, ძაღლი პატარა იყო. ალბათ, ლეკვი. ჯონის რომ არ ეტირა, მისტერ
უეივერლიმ მას საიდუმლო ოთახში ძაღლი დაუტოვა.

– მესიე პუარო, – ოთახში მისტერ უეივერლი შემოვიდა, – რაიმე იპოვეთ? გაქვთ მოსაზრება,
სად შეიძლება იყოს ჩემი შვილი?

პუარომ მას ფურცელი მიაწოდა:

– აი, მისამართი.

– კი, მაგრამ ეს ცარიელი ფურცელია.

– დიახ. თქვენ თავად დაწერთ მანდ მისამართს.

– რა? – მისტერ უეივერლი წამოწითლდა.

– მესიე, მე ყველაფერი ვიცი. 24 საათს გაძლევთ რომ ბავშვი დააბრუნოთ. თუ თქვენს


გამომგონებლურ ნიჭს გავითვალისწინებთ, ალბათ, მოახერხებთ მისი უეცარი გამოჩენა,
რამენაირად ახსნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული გავხდები, მის უეივერლის
ყველაფერი მოვუყვე.

მისტერ უეივერლი სავარძელში ჩაეშვა, სახე ხელებში ჩარგო.

– იგი ჩემს მოხუც ძიძასთანაა, აქედან ათ მილში, მაგრამ სკანდალი...

– ზუსტად ასეა. თქვენ ძველი და ცნობილი გვარის წარმომადგენელი ხართ. ასე რომ, ნუ
გასვრით თქვენს სახელს კიდევ ერთხელ სკანდალში. კარგად იყავით მისტერ უეივერლი. ჰო,
სხვათა შორის, ერთი რჩევა მინდა მოგცეთ: როცა დაგვით, ყოველთვის გამოხვეტეთ ოთახის
კუთხეებიც!

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

მტკიცებულების გარეშე
მისტერ ჰენერინგის წინ ვიჯექი, პირველი კლასის ვაგონში და მატარებელი, დერბშირისკენ
მიგვაქანებდა. მისტერ ჰენერინგს ცოლმა ტელეგრაფით აცნობა, რომ ბიძამისი გუშინ
მონადირის სახლში მოკლეს. პუაროს რამდენიმე დღე გრიპი ტანჯავდა და ლოგინიდან ვერ
დგებოდა. ამიტომ, მისი თხოვნით, საქმეზე წასვლა მარტოს მომიწია. საქმის ყველა დეტალი
მისთვის ტელეგრაფით უნდა მეცნობებინა.

– ახლა ჩვენ დერბშირის ცენტრში მონადირის სახლში მივალთ, სადაც ტრაგედია მოხდა.
ჩვენი საცხოვრებელი სახლი ნიუმარკეტის ახლოსაა, ხოლო სეზონის განმავლობაში
ლონდონში ბინას ვქირაობთ ხოლმე. ამ სახლს ყურადღებას ჩვენი ეკონომი აქცევს. ბიძაჩემი
ჰერინგტონ პეისი (დედაჩემი მის პეისი იყო) ბოლო სამი წელი ჩვენთან ცხოვრობდა, მანამდე
კი ამერიკაში იყო. მას არც მამაჩემთან და არც უფროს ძმასთან არასდროს ჰქონია კარგი
ურთიერთობა. ჩემთან კი, პირიქით. რა თქმა უნდა, მე ღარიბი კაცი ვარ, ბევრი არც ჩემს ცოლს
აბადია. იგი გათხოვებამდე მსახიობი იყო, ბიძა კი მდიდარი გახლდათ და ყველა ხარჯს ის
ფარავდა. ორი დღის წინ, მე და ჩემი ცოლი დაგვარწმუნა, რომ რამდენიმე დღით დერბშირში
წავსულიყავით. ცოლმა ეს მისის მიდლტონს, ჩვენს ეკონომს, ტელეგრაფით შეატყობინა და
ჩვენ იმავე დღეს გავემგზავრეთ. გუშინ საღამოს მე ლონდონში დაბრუნება მომიხდა. დღეს
დილით კი, ცოლისგან დეპეშას ვიღებ: „სასწრაფოდ ჩამოდი. ბიძია გუშინ საღამოს მოკლეს.
თუ შეძლებ კარგი დეტექტივი იპოვე. ზოია.“

სამი საათი იქნებოდა, როდესაც პატარა სადგურ ელმერს დეილზე ჩამოვედით. მანქანით
კიდევ ხუთი მილი გავიარეთ და რუხი ქვისგან ნაგებ პატარა სახლთან აღმოვჩნდით. სახლში
უკვე დაგვხვდა ჩვენი ნაცნობი ინსპექტორი ჯეპი. ჯეპმა მეგობრულად გამიღიმა. ჩემს
თანამგზავრს კი, სახლში შესვლა და ცოლის ნახვაც არ აცალა, მაშინვე გვერდზე გაიხმო. კარზე
მე დავრეკე. რამდენიმე წუთში კარი შავებში ჩაცმულმა ქალმა გამიღო. ვუთხარი, ვინც ვიყავი,
სახლში შევედით და ცუდად განათებულ ჰოლში აღმოვჩნდით. ქალს მომხდარის შესახებ
მოყოლა ვთხოვე.

– ეს გუშინ საღამოს მოხდა, – დაიწყო მან, – ის კაცი სადილის შემდეგ მოვიდა. თქვა, რომ
მისტერ პეისის ნახვა სურდა. მას ისეთივე აქცენტი ჰქონდა, როგორიც მისტერ პეისს და
ვიფიქრე, მისი ამერიკელი მეგობარი არის-მეთქი. ამიტომ, იარაღების ოთახამდე მივაცილე.
თავისი სახელი არ უთქვამს, მაგრამ მაშინ რატომღაც ამას ყურადღება არ მივაქციე. სტუმრის
შესახებ მისტერ პეისს ვაცნობე. იგი მასთან შევიდა. მე კი სამზარეულოში გავედი. რამდენიმე
წუთში გავიგონე, რომ ისინი ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, თითქოს ჩხუბობდნენ.
მაშინვე ჰოლში გამოვედი. მისის ჰენერინგიც დაბლა ჩამოვიდა. უცებ სროლის ხმა გაისმა.
ორივენი საიარაღოს კარს ვეცით, მაგრამ ჩაკეტილი აღმოჩნდა. გარეთ გამოვვარდით და სახლს
შემოვუარეთ. ფანჯარა ღია დაგვხვდა. ოთახში სისხლის გუბეში მისტერ პეისი იწვა. სტუმარი
ალბათ, ფანჯრიდან გაიქცა. ვიდრე ჩვენ გარეთ გამოვედით და სახლს შემოვუარეთ, მან
მიმალვაც მოსწრო.

– როგორ გამოიყურებოდა სტუმარი? – ჩავეკითხე მე.


– მას შავი წვერი ჰქონდა. არც მოხუცი იყო და არც ახალგაზრდა. ღია ფერის პალტო ეცვა.
გარდა იმისა, რომ ამერიკული აქცენტით საუბრობდა, სხვა განსაკუთრებული ვერაფერი
შევნიშნე.

ეკონომს მისის ჰენერინგის დაძახება ვთხოვე. ისიც ზევით ავიდა. მალე მისის ჰენერინგიც
გამოჩნდა. ჩემს წინაშე მშვენიერი ქალი იდგა. ალისფერი სვიტერი ეცვა, რომელიც მისი ტანის
უზადოობას უსვამდა ხაზს. თავი წარვუდგინე და დეტალების მოყოლა ვთხოვე.

– ეს ცხრა საათისთვის მოხდა, – მითხრა მისის ჰენერინგმა, – ჩვენ სადილობა ახალი


დამთავრებული გვქონდა. ჩემი ქმარი უკვე წასული იყო, 18 საათსა და 15 წუთზე გაემგზავრა.
სტუმარზე ვერაფერს გეტყვით, რადგან არც კი მინახავს. იგი მისს მიდლტონმა შეიყვანა
საიარაღოში. ხმამაღალი საუბარი მეც გავიგონე. ჰოლში გავვარდი და კინაღამ მის მიდლტონს
დავეჯახე. შემდეგ გასროლის ხმა გავიგეთ. საცოდავი ძია, აქ მას ხმა აუკანკალდა, – პირდაპირ
თავში ჰქონდა ნასროლი.

– იარაღს რა დაემართა?

– კედელზე ჩემი ქმრის ორი, ზუსტად ერთნაირი პისტოლეტი ეკიდა. ერთ-ერთი დაიკარგა,
მეორე პოლიციამ წაიღო.

საიარაღოში გავედით. ამ დროს ჰოლში მისტერ ჰენერინგი შემოვიდა და ცოლი მისკენ გაიქცა.
გვამი ოთახში აღარ იყო. ოთახის დათვალიერებამ განსაკუთრებული შედეგი ვერ გამოიღო.
საინტერესო იქ ვერაფერი ვიპოვე. ფანჯრის ქვეშ მიწაც შევამოწმე, მაგრამ ის ისე იყო
დატკეპნილი, ამაზე დროის დაკარგვაც არ ღირდა.

ინსპექტორმა ჯეპმა მორგში წამიყვანა. ჰერინგტონ პეისს კეფა ჰქონდა გახვრეტილი.

– თავიდან ეჭვი მისტერ ჰენერინგზე მივიტანე, – მითხრა ჯეპმა, – წარსულში ჰენერინგს


რამდენიმე საეჭვო ისტორია უკავშირდება. როდესაც ოქსფორდში სწავლობდა, მამამისის
ჩეკზე ხელმოწერა გააყალბა. საქმე, რა თქმა უნდა, ჩაფარცხეს. ამას გარდა, იგი ყელამდე
ვალებშია ჩაფლული და რაც მთავარია: ანდერძით ყველაფერი მას რჩება. ეჭვი ბუნებრივია,
უპირველესად, მასზე მივიტანე. მანამდე მინდოდა მასთან გასაუბრება, ვიდრე ცოლს ნახავდა.
თუმცა, მათი ჩვენებები დაემთხვა. იგი მართლაც შვიდის 15 წუთზე გაემგზავრა. ლონდონის
ვაგზლიდან კი პირდაპირ კლუბში გაემართა. მას არაფრით არ შეეძლო შავი წვერის მიწებება
და საკუთარი ბიძის მოკვლა. როდესაც მკვლელობა მოხდა, იგი მატარებელში იყო. ამიტომ,
ვფიქრობ, მკვლელი მისტერ პეისის ამერიკელ ნაცნობებს შორის უნდა ვეძებოთ.

მალე სენსაციური აღმოჩენაც გაკეთდა: – ილინგის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ვაგზალთან


ახლოს, რელსებთან ქაღალდში გახვეული პისტოლეტი იპოვა. საღამოსთვის უკვე დადგინდა,
რომ იმ იარაღით მოკლეს საწყალი მოხუცი. მას ერთი ტყვია აკლდა. ყველაფერი, რაც ვიცოდი,
დავწერე და პუაროს ტელეგრაფით გავუგზავნე. დილით პუაროსგან პასუხი მივიღე: რა თქმა
უნდა, ადამიანი შავი წვერით ჰენერინგი არ არის. მარტო თქვენ ჰასტინგს და ჯეპს თუ
მოგივიდოდათ თავში ასეთი აზრი. მომწერეთ ეკონომის გარეგნული აღწერილობა, როგორი
კაბა ეცვა. იგივე ეხება მისის ჰენერინგსაც.

ქალების ტანსაცმლისადმი გამოჩენილი ასეთი ინტერესი ხუმრობად მივიჩნიე, მაგრამ მაინც


გავუგზავნე დეტალური აღწერილობა. 11 საათზე პუაროსგან პასუხი მოვიდა: ჯეპს ურჩიეთ,
ვიდრე გვიან არ არის ეკონომი დააპატიმროს.

ამ დეპეშამ კიდევ უფრო გამაოცა, მაგრამ ჯეპს მაინც ვაჩვენე. ჯეპმა თქვა, პუარო ტყუილად
არაფერს იტყოდაო და გადაწყვიტა, ეკონომისთვის მეთვალყურე მიეჩინა. ყოველგვარი
საბუთის გარეშე, მას ვერ დააპატიმრებდა, მაგრამ დავაგვიანეთ. მისის მიდლტონი ცამ
ჩაყლაპა. მისის ჰენერინგმა მასზე შემდეგი გვიამბო:

– სამი კვირის წინ დავიქირავე. ეს ქალი მისის სელბურნის სააგენტოდან გამომიგზავნეს.


რამდენიმე ქალი მოვიდა, მაგრამ მისის მიდლტონი ყველაზე მეტად მომეწონა. თან, ისეთი
რეკომენდაციები ჰქონდა... მაშინვე ავიყვანე.

საქმე კიდევ უფრო ჩაიხლართა. გასაგები იყო, რომ თავად ეკონომი მკვლელობას ვერ
ჩაიდენდა; იმ დროს ხომ ჰოლში, მასთან ერთად მისის ჰენერინგიც იყო. მე ახალი ამბავი
მაშინვე პუაროს ვაცნობე და შევთავაზე, სელბურნის სააგენტოში ინფორმაცია
გადაემოწმებინა. პასუხმა არ დააყოვნა: თქვენს მიერ ნახსენებ სააგენტოში მასზე ალბათ,
არაფერი გაუგიათ.

სააგენტოდან მოსულმა პასუხმა პუაროს ეჭვები დაადასტურა. მათ სიაში მისის მიდლტონი არ
ფიგურირებდა. მისის ჰენერინგისგან მოთხოვნა მიიღეს და რამდენიმე ქალი გაუგზავნეს. მან
მომსახურების გადაიხადა, მაგრამ იმის შეტყობინება დაავიწყდა, სამსახურში რომელი
მათგანი აიყვანა.

ლონდონში დავბრუნდი. პუარო ბუხართან, სავარძელში მოკალათებული დამხვდა. იგი


მხურვალედ მომესალმა.

– მონ ამი, ჰასტინგს! როგორ მიხარია თქვენი დანახვა. როგორ ხასიათზე ხართ?
გამოძიებისგან სიამოვნება მიიღეთ?

– თქვენი ამომწურავი ანგარიშები საკმარის ფაქტებს შეიცავდა. მივყვეთ თანმიმდევრობით:


მისტერ ჰერინგტონ პეისს სოლიდური ქონება ჰქონდა, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ,
მის დისშვილს რჩებოდა – ეს პირველი. ცნობილია, რომ მის დისშვილს მძიმე ფინანსური
მდგომარეობა ჰქონდა – ეს მეორე. ასევე ცნობილია, რომ მისი დისშვილი მორალური
პრინციპებისადმი დიდი ერთგულებით არ გამოირჩეოდა – ესეც მესამე.

– კი მაგრამ, უკვე დადასტურებულია, რომ როჯერ ჰენერინგი მკვლელობის დროს


მატარებელში იჯდა.
– რა თქმა უნდა. აქედან ვასკვნით, რომ მისტერ ჰენერინგს არ შეეძლო, ბიძისთვის ესროლა.
მაგრამ, სახლში მისის ჰენერინგი ხომ იყო.

– ეს შეუძლებელია! გასროლის დროს მასთან ერთად ეკონომიც იყო.

– რომელიც გაქრა, არა? მისი როლი, იცით, რა იყო? არც მკვლელობის ჩადენა და არც
მკვლელისთვის დახმარება. მისი როლი მხოლოდ მისის ჰენერინგისთვის ალიბის შექმნით
შემოიფარგლებოდა. მას ვერავინ ვერასოდეს იპოვის, რადგან ის სინამდვილეში არც
არსებობს.

– რას გულისხმობთ?

– იმას ვგულისხმობ, რომ ზოია ჰენერინგი გათხოვებამდე მსახიობი გახლდათ. თქვენც და


ჯეპმაც ეკონომი მხოლოდ ნახევრად განათებულ ჰოლში ნახეთ. გაიხსენეთ, არც თქვენ და არც
ჯეპს მისის ჰენერინგი და მისი ეკონომი ერთად არ გინახავთ. ჭკვიანი ქალისთვის ეს მხოლოდ
ბავშვური გასართობი იყო. იმის მომიზეზებით, რომ დიასახლისისთვის უნდა დაეძახა, იგი
ზევით ადიოდა, შავი კაბის მაგივრად მყვირალა ფერის ჯემპრს იცვამდა, პარიკს იკეთებდა,
ქუდს იხურავდა, ძველ გრიმს იშორებდა და მომხიბვლელი ზოია ჰენერინგი დაბლა
ჩამოდიოდა.

– რაც შეეხება, პისტოლეტს, რომელიც ილინგში იპოვეს, მისის ჰენერინგს მისი იქ დაგდება არ
შეეძლო.

– არა. ეს უკვე როჯერ ჰენერინგის ნამუშევარია. აი, ეს კი სულ ტყუილად გააკეთეს. სწორედ
რელსებთან დაგდებულმა პისტოლეტმა დამაყენა სწორ კვალზე. ადამიანი, რომელიც ხელში
შემთხვევით მოხვედრილ იარაღს გამოიყენებს, მას იქვე გადააგდებს, ლონდონში კი არ
წაიღებს. გასაგებია, რომ მათ სურდათ, პოლიციის ყურადღება დერბშირისგან შორს
გადაეტანათ. რა თქმა უნდა, ის პისტოლეტი, რომელიც ილინგში იპოვეს სულაც არ არის ის,
რომლიდანაც მისტერ პეისი მოკლეს. როჯერ ჰენერინგმა ერთხელ ჰაერში გაისროლა,
პისტოლეტი ლონდონში ჩამოიტანა, ვაგზლიდან პირდაპირ კლუბში წავიდა (რადგან ალიბის
დამტკიცება შეძლებოდა), შემდეგ კი ელექტრომატარებლით სასწრაფოდ ილინგში
გაემგზავრა. ამ მოგზაურობამ მხოლოდ ოცი წუთი წაართვა. პაკეტი დააგდო და ლონდონში
დაბრუნდა. იმ მშვენიერმა ქალმა კი სადილობის შემდეგ, მისტერ პეისს უკნიდან წყანარად
ესროლა. შემდეგ ისევ დატენა იარაღი, კედელზე ჩამოკიდა და მთელი ეს კომედია გაითამაშა.
ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა, მაგრამ მთელი პრობლემა იცით, რაშია? რა უნდა გავაკეთოთ,
რომ ეს წყვილი სასამართლოს წინაშე წარდგეს? მე ჯეპს ყველაფერი მივწერე, მაგრამ ვშიშობ,
მოგვიწევს მათი ბედი ღმერთს მივანდოთ.

პუაროს შიში უსაფუძვლო არ აღმოჩნდა. პოლიციამ დაპატიმრებისთვის საკმარისი


მტკიცებულებების მოგროვება მაინც ვერ მოახერხა. მისტერ პეისის უზარმაზარი ქონება მის
მკვლელებს დარჩათ, მაგრამ შურისძიებამ მაინც არ დააყოვნა. როდესაც ერთ დღეს,
ავიაკატასტროფაში დაღუპულებს შორის მისტერ და მისის ჰენერინგების გვარიც ამოვიკითხე,
მივხვდი, სამართალმა პური ჭამა.

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

გაუჩინარებული მზარეული

ერთხელ ერკიულ პუაროს დილის გაზეთის „დეილი ბლეირის“ სათაურებს ხმამაღლა


ვუკითხავდი: „ბანკის თანამშრომელი 50 ათასი ფუნტის ფასიან ქაღალდებთან ერთად გაქრა.“;
„აუტანელი ოჯახური ცხოვრების გამო, უბედურმა ქმარმა თავი გაზის ღუმელში შეჰყო“
„დაიკარგა 21 წლის სიმპათიური მემანქანე გოგო“.

– მაშ ასე, პუარო, ასარჩევადაც კია საქმე. იმდენი რამ მომხდარა, – ვუთხარი მეგობარს.

ამ დროს კარზე დარეკეს. ჩვენი მყუდროება ღაჟღაჟასახიანმა ქალმა დაარღვია.

– მინდა, რომ ჩემი მზარეული ქალი იპოვოთ, – განუცხადა მან პუაროს.

– რაღაც გეშლებათ ქალბატონო, – უპასუხა პუარომ, – მე ოჯახის პრობლემებს არ ვაგვარებ. მე


კერძო დეტექტივი ვარ.

– თქვენ რა, მხოლოდ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს და ძვირფასეულობის


გაუჩინარების საქმეებს იძიებთ? – აღშფოთდა სტუმარი, – იცით, რას გეტყვით? მზარეული
ჩემნაირ ქალს იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე რომელიმე ჰერცოგინიას დიადემა. ჩემი
მზარეული კი ოთხშაბათს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ მის შესახებ არაფერი გამიგია.

პუარომ მცირეხნიანი დუმილის შემდეგ უპასუხა:

– რა თქმა უნდა, მართალი ხართ, მადამ. ანუ, ეს ფასდაუდებელი მზარეული ქალი ოთხშაბათს
წავიდა და აღარ დაბრუნდა...

– დიახ. იმ დღეს მას დასვენება ჰქონდა. ვიფიქრე, ავად ხომ არ გახდა და სადმე
საავადმყოფოში, ხომ არ მოხვდა-მეთქი. მაგრამ, დღეს დილით კაცი გამოგზავნა თავისი
ზანდუკის წასაღებად. ელიზა დინი ჰქვია. ჩვენთან ათი წელი იმუშავა.

– სხვა მსახურიც გყავთ?

– კიდევ მყავს მოახლე ანი. ცოტა დაბნეული და ჭკუათხელია, მაგრამ საქმეს კარგად უძღვება.
ჩვენს კლიენტს მის ტოდი ერქვა და პრინც-ალბერტ-როუდზე ცხოვრობდა. ჩვენ მასთან
გავემგზავრეთ. პუარომ მოახლის ნახვა მოითხოვა. პუარომ მის ტოდს ოთახიდან გასვლა
მოსთხოვა და საქმეს შეუდგა. გოგოს წარმოდგენა არ ჰქონდა, სად უნდა წასულიყო
მზარეული.

– ტანსაცმელი თქვენ ჩაულაგეთ?

– არა, სერ. ზანდუკი უკვე ჩალაგებული იყო.

– აჰა, ესე იგი, ოთხშაბათს სახლიდან რომ გადიოდა, იცოდა, რომ უკან აღარ დაბრუნდებოდა.

– მას წასვლა არასოდეს უხსენებია. მშვენივრად ვიყავით აქ. ელიზას სხვაგან გადასვლა რომ
მოენდომებინა, ასე მაინც არ წავიდოდა. თვის ბოლომდე იმუშავებდა. სხვანაირად ამ თვის
ხელფასს ხომ კარგავს?!

– რა თქვა წასვლამდე?

– რა და – სადილიდან ატმის კომპოტი, თუ დარჩება, ვახშამზე გამოგვადგება. კიდევ ცოტა


ბეკონი და შემწვარი კარტოფილიაო.

პუარომ რამდენიმე კითხვა კიდევ დაუსვა და გაარკვია, რომ გოგოს დასვენების დღე
ხუთშაბათს ჰქონდა და გაუშვა. ოთახში ცნობისმოყვარეობისგან გატანჯული მის ტოდი
შემოვარდა, პუარომ საუბარი მის ქმარზე გადაიტანა. გაირკვა, რომ სახლში კიდევ მდგმური
ცხოვრობდა – მისტერ სიმპსონი. 27 წლის, ბანკის კლერკი. მის ტოდმა ბანკის სახელი რომ
წარმოთქვა, უნებურად შევხტი, რადგან „დეილი ბლეირის“ დილანდელი სათაური
გამახსენდა.

პუარო ქალს დაჰპირდა, რომ საღამოს მისი ქმრის და მისტერ სიმპსონის სანახავად
აუცილებლად დაბრუნდებოდა და წამოვედით.

– საინტერესო დამთხვევაა, – ვთქვი მე, – ის გაქცეული კლერკი, დევისი, იმავე ბანკში


მსახურობდა, რომელშიც სიმპსონი.

საღამოს პრინც-ალბერტ-როუდზე დავბრუნდით. ტოდს და სიმპსონს გავესაუბრეთ. მეორე


დილით პუარომ წერილი მიიღო. მის ტოდი გამოთქვამდა მწუხარებას, რომ იძულებული იყო,
პუაროს მომსახურებაზე უარი ეთქვა. ქმართან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, რომ არ
ღირდა ოჯახის საქმეებში დეტექტივის ჩარევა. ჰონორარის სახით წერილს ერთ გინეაზე
გამოწერილი ჩეკი მოჰყვა.

– ასე! – აღშფოთებით წარმოთქვა პუარომ, – ისინი ფიქრობენ, ასე მომიშორონ თავიდან!


უდავოა, აქ მისტერ ტოდის ხელი ურევია. თუ საჭირო გახდა, საკუთარ ფულს დავხარჯავ,
ათას გინეასაც კი, მაგრამ საქმეს გავხსნი!
პუარომ უპირველესად, ყველა გაზეთში შემდეგი შინაარსის განცხადების გამოქვეყნება
დამავალა: „თუ ელზა დინი მითითებულ მისამართზე მივა, მნიშვნელოვან ცნობას მიიღებს“.
ჩვენ მხოლოდ საღამოს შევხვდით ერთმანეთს. პუაროს ცნობები იმ ფირმაში შეეგროვებინა,
სადაც მისტერ ტოდი მუშაობდა. გაირკვა, რომ ოთხშაბათს ის სამსახურიდან არსად გასულა,
თანაც უზადო რეპუტაციით სარგებლობდა. რაც შეეხება სიმპსონს, გაირკვა, რომ ხუთშაბათს
ავადმყოფობდა, მაგრამ ოთხშაბათს სამსახურში იყო. დევისთან ჩვეულებრივ, ნორმალური
ურთიერთობა ჰქონდა. მოკლედ, ხელჩასაჭიდი არაფერი იყო. ერთადერთ იმედად განცხადება
რჩებოდა, რომელიც პუაროს დავალებით ყველა გაზეთში მთელი კვირა უნდა გასულიყო.
მეხუთე დღეს სახლის მეპატრონემ გვაცნობა, რომ ჩვენთან ვინმე ელზა დინი მოვიდა.

პუარომ სკამი მიუჩოჩა.

– საქმე ისაა, – აუხსნა მან, – რომ თქვენი ყოფილი დიასახლისი მისის ტოდი, ძალიან
ნერვიულობს. მან არ იცის, რა დაგემართათ.

ელზა დინი ძალიან გაკვირვებული ჩანდა:

– მას ჩემი წერილი არ მიუღია?

– მისთვის არაფერია ცნობილი. იქნებ, ყველაფერი თანმიმდევრობით მოყვეთ?

ელზა დინს ხვეწნა არ დასჭირვებია:

– ოთხშაბათს საღამოს, როდესაც სახლში ვბრუნდებოდი, ქუჩაში ვიღაც ჯენტლმენმა გამაჩერა.


„მის ელზა დინი?“ – მკითხა მან. – „კი, ეს მე ვარ-მეთქი. – ჩემი გვარია კროჩეტი, – თქვა მან –
ავსტრალიიდან სპეციალურად ჩამოვედი, რათა თქვენ მომეძებნეთ. შემთხვევით, დედის
მხრიდან თქვენი ბებიის ქალიშვილობის გვარი ხომ არ გახსოვთო. ჯეინ ემოტი-მეთქი“. –
სწორია, დამემოწმა იგი და განაგრძო. – მის დინ, შეიძლება ამის შესახებ არც გაგიგიათ, მაგრამ
თქვენს ბებიას ახლო მეგობარი ჰყავდა, ელიზა ლიჩი. თავის დროზე იგი ავსტრალიაში
წავიდა, სადაც ცოლად ძალიან მდიდარ ფერმერს გაჰყვა. მისი შვილები პატარები დაიხოცნენ.
ქმრის გარდაცვალების შემდეგ კი მთელი ქონება მას დარჩა. რამდენიმე თვის წინ ელიზა
ლიჩიც გარდაიცვალა. მისი ანდერძის თანახმად, თქვენ კამბერლენდში პატარა სახლს და
გარკვეულ წლიურ შემოსავალს მიიღებთო“. მე გაოცებული ვიყავი, – განაგრძობდა მის დინი,
– თავიდან, უბრალოდ, არ დავიჯერე. უცნობმა მელბურნის ერთ-ერთი საადვოკატო ფირმის
წერილი და თავისი სავიზიტო ბარათი მაჩვენა. „ჩვენი კლიენტი ცოტა ექსცენტრიკული
ადამიანი იყო, – ისევ განაგრძო მისტერ კროშეტმა – ანდერძში რამდენიმე პირობაა
წამოყენებული: უპირველესად, სახლში სწრაფად უნდა გადახვიდეთ. ხვალ ბოლო ვადაა და
კიდევ ერთი: აღარასოდეს არ უნდა იმუშაოთ მოსამსახურედ.“ გული დამწყდა. „სამწუხაროა,
მისტერ კროჩეტ! – ვთქვი მე, – მე მზარეული ვარ. ეს არ გითხრეს?“ – „ღმერთო ჩემო,
დარწმუნებული ვიყავი, რომ თქვენ ეკონომი, ან გუვერნანტი იქნებოდით. რა სამწუხაროა!“ –
„დავკარგე ფული?“ – ვკითხე შეშფოთებით. იგი დაფიქრდა. „ყოველთვის შეიძლება
გამოსავლის პოვნა, – თქვა ბოლოს, – მაგრამ დღესვე უნდა დატოვოთ თქვენი სამუშაო.
მატარებლით სასწრაფოდ უნდა გაემგზავროთ. ათ ფუნტს მოგცემთ, გზაში გეყოფათ. თქვენს
დიასახლისს წერილს გაუგზავნით. წერილს პირადად გადავცემ და ყველაფერს ავუხსნი.“
ბუნებრივია, მე დავთანხმდი და ერთ საათში, უკვე მატარებელში ვიჯექი. თავიდან ვიფიქრე,
ხომ არ მატყუებენ-მეთქი, მაგრამ ადგილზე რომ ჩავედი, იქ ხალხი დამხვდა. სახლის
გასაღებიც მომცეს და პირველი ნახევარი წლის ხარჯებისთვის – 150 ფუნტიც. მისტერ
კროჩეტმა ჩემი ნივთები გამომიგზავნა, მაგრამ დიასახლისმა ერთი სიტყვაც არ მომწერა და
რატომღაც ჩემი ზანდუკი დაიტოვა. ტანსაცმელი ქაღალდებში გახვეული გამომიგზავნა.

პუარომ კარგად მოუსმინა და უთხრა:

– გმადლობთ, მადმუაზელ, როგორც ვფიქრობდით, პატარა გაუგებრობას ჰქონია ადგილი.


კამბერლენდში ბრუნდებით? ერთი პატარა რჩევა მინდა მოგცეთ. ეცადეთ, საჭმელების
მომზადება არ დაგავიწყდეთ. შეიძლება, ყოველ წუთს დაგჭირდეთ.

როცა ქალი წავიდა, პუარომ ინსპექტორი ჯეპის სახელზე წერილი დაწერა. მერე, კი
სასწრაფოდ პრინც-ალბერტ-როუდზე გავემგზავრეთ.

– სიმართლე გითხრათ, ჰასტინგს, დარწმუნებული ვარ უკვე დავაგვიანეთ და ჩვენი ჩიტი


გაფრინდა, – მითხრა გზაში პუარომ და როდესაც ჩემი გამომეტყველება დაინახა, განმიმარტა,
– მისტერ სიმპსონზე ვამბობ.

– ჰო, მაგრამ სიმპსონს მზარეულის თავიდან მოშორება რაში დასჭირდა? მისი ავსტრალიური
ფული უნდოდა?

– სიმპსონს მისი ზანდუკი სჭირდებოდა.

– ზანდუკი შეეძლო ეყიდა.

– ახალი ზანდუკი არ აწყობდა. მას ძველი, შელახული და რკინით მოჭედილი ზანდუკი


სჭირდებოდა. შაბათს საღამოს გადაცმული სიმპსონი მზარეულს ქუჩაში აჩერებს. წარმატების
მისაღწევად მზადაა 150 ფუნტი და კამბერლენდის სახლის წლიური ქირის საფასური
გადაიხადოს. ალბათ, ხვდებით, რაც მოხდა. მან 50 ათასი ფუნტი მოიპარა.

– სიმპსონმა? ეს ხომ დევისმა გააკეთა...

– მაცადეთ, ჰასტინგს! სიმპსონმა იცოდა, რომ ქურდობის შესახებ ხუთშაბათს სადილის


შემდეგ გაიგებდნენ. ამ დროს დევისს ჩაუსაფრდა და სახლში მიიპატიჟა. შეიძლება, იგი მას
ქურდობაშიც გამოუტყდა და თითქოს სინანულში ჩავარდნილი ფასიანი ქაღალდების
გადაცემასაც დაჰპირდა. ხუთშაბათს მოახლე გოგოს დასვენების დღე აქვს, მის ტოდი
საყიდლებზეა, ასე რომ სახლში არავინაა... როდესაც ქურდობის შესახებ ცნობილი
გახდებოდა, ხოლო დევისს ვერსად იპოვიდნენ, ყველა იფიქრებდა, რომ ქურდი სწორედ ისაა!
მკვლელისთვის ერთადერთი სირთულე გვამის თავიდან მოცილება იყო, მაგრამ სიმპსონმა
ყველაფერი წინასწარ გათვალა. თავიდანვე ერთმა გარემოებამ დამაეჭვა: იმ საღამოს ელზა
დინი აშკარად აპირებდა უკან დაბრუნებას. ამაზე მოახლისთვის კომპოტზე ნათქვამიც
მეტყველებს, მაგრამ, როდესაც მისი ზანდუკის წასაღებად მოვიდნენ, იგი უკვე ჩალაგებული
იყო. ეს სიმპსონმა ჩაალაგა მზარეულის ნივთები. ვერაფერს იეჭვებ. მოსამსახურე სამსახურს
ტოვებს და საკუთარი ნივთების გამოგზავნას ითხოვს. ზანდუკი ალბათ, მის სახელზე
ლონდონთან ახლოს რომელიმე სადგურზე გააგზავნეს. შაბათ საღამოს გადაცმული სიმპსონი
მიდის ვაგზალზე და ზანდუკს კიდევ სადმე ამისამართებს – ისევ „მოკითხვამდე“. თუ ვინმეს
ეჭვი გაუჩნდება და ზანდუკს გახსნიან, რას დაადგენენ? მხოლოდ იმას, რომ ვიღაც
ავსტრალიელმა ამა და ამ სადგურიდან გამოგზავნა და მას პრინც-ალბერტ-როუდზე მდებარე
სახლთან ვეღარაფრით დააკავშირებენ.

პუარო ინტუიციამ არ მოატყუა. სიმპსონი უკვე ორი დღის გამქრალი იყო. თუმცა, გაქცევა
მაინც ვერ მოახერხა. ტელეგრაფის მეშვეობით ამერიკისკენ მიმავალი თბომავლის
„ოლიმპიის“ მგზავრებში იპოვეს. ზანდუკმა კი, რომელიც ჰენრი უინტერინის სახელზე იყო
გაგზავნილი, რკინიგზელების ყურადღება გლაზგოში მიიპყრო. გატეხეს და იქ საცოდავი
დევისის გვამი იპოვეს.

მისის ტოდის ჩეკი პუაროს არ გაუნაღდებია. ჩარჩოში ჩასვა და კედელზე ჩამოკიდა.

თეატრალიზებული მკვლელობა

მღვდელმა, დოქტორმა პანდერმა გაიღიმა, სავარძელში მოხერხებულად მოეწყო, პენსნე მოიხ-


სნა და რბილი ხმით თხრობა დაიწყო.

– რომელიმეს გაქვთ, წარმოდგენა დარტმუტზე? ეს ის ადგილია, სადაც ამბავი მოხდა.


ბრწყინვალე ბუნებაა. მამულიც მშვენიერი იყო. ის ჩემმა კოლეჯის ნაცნობმა, სერ რიჩარდ
ჰეიდონმა შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია, აღარ მენახა, როდესაც თავის
მამულში დამპატიჟა, სიამოვნებით დავთანხმდი.

წვეულება გრანდიოზული არ ყოფილა. სულ რამდენიმე ადამიანი იყო: რიჩარდის ბიძაშვილი


ელიოტ ჰეიდონი, ლედი მანერეინგი ქალიშვილთან, ვიოლეტთან ერთად, კაპიტანი როჯერსი
და მისი ცოლი. სტუმრებს შორის იყვნენ, ახალგაზრდა ექიმი საიმონდსი და მის დიანა ეშლი.
დიანა ენით აღუწერელი სილამაზის იყო. თან საოცარი ხმა ჰქონდა – ზარივით წკრიალა.
თავიდანვე მივხვდი, რომ ჩემი მეგობარი რიჩარდი ამ ქალით ძალიან იყო გატაცებული და
მთელი ეს წვეულებაც მისთვის დეკორაციად იყო ჩაფიქრებული. ქალის გრძნობებში
დარწმუნებული არ ვიყავი.

დილით მასპინძელმა მამული დაგვათვალიერებინა. სახლის ფანჯრებიდან გორაკებიანი


ლანდშაფტის ხედი იშლებოდა. უახლოესი კლდის ფერდი ყორღანი გახლდათ, სადაც ცოტა
ხნის წინ გათხრები აწარმოეს და ბრინჯაოს რამდენიმე ნივთიც აღმოაჩინეს. ჰეიდონს
სიძველეები ძალიან აინტერესებდა და ჩვენც ამ სამარხის შესახებ დიდი ენთუზიაზმით
გვიყვებოდა. სახლიდან დაახლოებით, ას იარდში, ხშირი ტყიანი ადგილი იყო. სწორედ ამ
ადგილის გამო დაარქვა მან მამულს „წყნარი ჭალა“.

– შეხედეთ ამ სურათს, – გვითხრა ჰეიდონმა და ხელი ჭალისკენ გაიშვირა, – ზოგი ხე გახმა,


ახალი ამოვიდა, მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი ისე დარჩა, როგორიც შეიძლება
ფინიკიელი ახალმოსახლეების დროს იყო. წამოდით, გაჩვენებთ.

ტყეში შევედით, თუ არა, უცნაური სისუსტე ვიგრძენი. ალბათ, საოცარი სიჩუმის გამო, ჩიტის
ხმაც კი არ ისმოდა. ირგვლივ ყველაფერი შიშით იყო გაჟღენთილი.

– აქ არ მომწონს, – ვთქვი მე.

– ეს სავსებით გასაგებია. აქ თქვენი რწმენის უძველესი მტრების ერთ-ერთი ციტადელი იყო.


ეს „ასტარტას ჭალაა“.

– ასტარტას?

– კი ასტარტას. ეს მისი ფინიკიური სახელია. ვფიქრობ, ეს ერთადერთი ადგილია


შემოგარენში, რომელიც ასტარტას კულტს უკავშირდება. მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ
მინდა მჯეროდეს, რომ აქ წმინდა რიტუალები ტარდებოდა. ჭალის ცენტრში ტაძარი უნდა
ყოფილიყო. თავს უფლება მივეცი, ჩემი პატარა ფანტაზია განმეხორციელებინა.

ამ ლაპარაკში ჭალის ცენტრში, პატარა მდელოზე გამოვედით. მდელოს შუაგულში ქვის


პატარა სახლი იდგა. დიანა ეშლიმ ჰეიდონს კითხვის გამომხატველი მზერით შეხედა.

– მე მას „ასტარტას ტაძარი“ დავარქვი, – განმარტა ჰეიდონმა.

იგი სახლს მიუახლოვდა. შიგნით, პატარა კვარცხლბეკზე უცნაური ქანდაკება იდგა; ლომზე
შემომჯდარი ქალი, რომელსაც ნახევარმთვარის რქები ჰქონდა.

– „ასტარტა“ ფინიკიელი მთვარის ღვთაებაა, – წარმოგვიდგინა ჰეიდონმა.

– მთვარის ღვთაება! – წამოიძახა დიანამ, – მოდით, დღეს მის პატივსაცემად ნამდვილი ორგია
მოვაწყოთ.

ამ დროს ჩემთან ვიოლეტ მანერეინგი მოვიდა:


– მეშინია, – ზლუქუნებდა იგი, – მეშინია აქ დარჩენის. სწრაფად წავიდეთ.

ჩვენ პირველები წავედით, დანარჩენები ჩვენ მოგვყვნენ. მხოლოდ დიანა ეშლი შეჩერდა.
მოვტრიალდი და დავინახე, რომ იგი ტაძრის წინ იდგა და ღმერთქალის გამოსახულებას
თვალის მოუშორებლად მიშტერებოდა.

მშვენიერი დღე იყო, ცხელოდა, ამიტომ დიანას წინადადება კოსტიუმირებული კარნავალის


შესახებ ყველამ გაიზიარა. როდესაც ვახშამზე ჩამოვედით, ყველა უკვე მზად იყო. როჯერსი
და მისი ცოლი ნეადერტალელების ფორმაში გამოეწყვნენ. რიჩარდ ჰეიდონმა თავი ფინიკიელ
ოსტატად გამოაცხადა, ხოლო მისმა ბიძაშვილმა – ყაჩაღების ატამანად. ექიმი საიმონდსი შეფ-
პოვრად წარმოგვიდგა, ლედი მანერეინგი – საავადმყოფოს მომვლელად, მისი ქალიშვილი –
მოსამსახურედ. მე ქურუმად გამომაცხადეს. დიანა ეშლი ვახშამზე შავი კაბით ჩამოვიდა და
გამოაცხადა, რომ უცნობი ქალი იყო.

ვახშამის შემდეგ სახლიდან გამოვედით. ვსეირნობდით, ვლაზღანდარობდით. ერთ საათში


შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ დიანა ეშლი ჩვენთან ერთად აღარ იყო. ვიოლეტმა გვითხრა,
რომ დაინახა, ჭალისკენ როგორ მიდიოდა. ცოტათი დაინტრიგებულები ჭალისკენ
გავემართეთ, უკვე ღამდებოდა და ყველას ცოტა გვეშინოდა. ბოლოს, როგორც იქნა,
მდელომდე მივაღწიეთ და გაოცებისგან ადგილზე გავქვავდით. ტაძრის ზღურბლთან, გამჭ-
ვირვალე ნაჭერში გახვეული, მთვარის შუქით ნახევრად განათებული ფიგურა იდგა. მის
თავზე თმების ნაწნავისგან გაკეთებული ორი ნახევარმთვარე აღმართულიყო. დიანამ ნაბიჯი
წინ გადმოდგა, ხელი ასწია და სასიამოვნო ხმით წარმოთქვა:

– მე ასტარტას ქურუმი ვარ! მოერიდეთ ჩემთან მოახლოებას, რადგან ჩემს ხელში სიკვდილი
ბუდობს.

ჰეიდონი მისკენ გაქანდა:

– ღმერთო ჩემო, დიანა! თქვენ მშვენიერი ხართ!

– ფრთხილად იყავით! – გააფრთხილა ქალმა, – არ მიუახლოვდეთ ღმერთქალს! ყველას ვინც


მომეკარება, სიკვდილი ემუქრება.

ჰეიდონს ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ქალისკენ სვლას განაგრძობდა. ქალმა


უცებ მისკენ ხელი გამოიშვირა და წამოიძახა:

– შეჩერდი! კიდევ ერთი ნაბიჯი და გაგანადგურებ!

რიჩარდ ჰეიდონმა გაიცინა და ნაბიჯს აუჩქარა. ამ დროს რაღაც უცნაური მოხდა: ის შექანდა,
შემდეგ თითქოს ფეხი წამოჰკრაო, მთელი ტანით მიწაზე დაენარცხა. დიანამ ისტერიკული
სიცილი დაიწყო. ელიოტი წინ გავარდა.
– ადექი, დიკ. ადექი! – იყვირა მან. რიჩარდ ჰეიდონი გაუნძრევლად იწვა. ელიოტმა მასთან
მიირბინა, მუხლებზე დაეშვა და რიჩარდი ფრთხილად გადააბრუნა. მისკენ დაიხარა და
ბიძაშვილს სახეში ჩახედა. შემდეგ სასწრაფოდ წამოხტა.

– ექიმო! ღვთის გულისათვის მოდით. მე ვფიქრობ, იგი მოკვდა.

საიმონდსი ადგილიდან მოწყდა, ელიოტი კი ჩვენსკენ გამოემართა. ამ დროს დიანამ ველური


კივილი ამოუშვა:

– მე მოვკალი იგი! ღმერთო ჩემო, მე ეს არ მინდოდა, მაგრამ მოვკალი!

დიანამ გონება დაკარგა და მიწაზე გაიშხლართა.

ამ დროს ელიოტი ჩემთან მოვარდა და ხელისგული მაჩვენა, ის სისხლიანი იყო.

– დიკი, თავისი სიკვდილით არ მომკვდარა, მას გულში ხანჯალი ჩაარტყეს.

ამ დროს ექიმიც მოვიდა. მან სიკვდილის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ ჭრილობა
სავარაუდოდ, გრძელი ხანჯლით მიაყენეს, მაგრამ იქ არანაირი ხანჯალი არ ეგდო. ჩვენ
გულწასული დიანა სახლში გადავიყვანეთ, მოგვიანებით რიჩარდიც გადმოვასვენეთ.
პოლიციაშიც დავრეკეთ. ცოტა ხანში ელიოტ ჰეიდონმა გამოაცხადა, რომ მკვლელობის
იარაღი აუცილებლად უნდა მოეძებნა. მას არ სჯეროდა, რომ ამ მკვლელობაში ზებუნებრივი
ძალები იყო ჩარეული.

მთელი ღამე თვალი არავის მოუხუჭავს, პოლიციას დიანას დაკითხვა უნდოდა, მაგრამ ექიმმა
მათ ამის ნება არ მისცა. ელიოტი მხოლოდ დილის შვიდი საათისთვის გაგვახსენდა. მის
მოსაძებნად მე და ექიმი წავედით. იქ, სადაც წუხელ მთვარის შუქზე მამაკაცის გართხმული
სხეული დავინახეთ ახლა მზის სხივების ქვეშ იგივე სურათი წამროგვიდგა. ოღონდ ამჯერად
იქ ელიოტ ჰეიდონი იწვა. ჩვენ მასთან მივცვივდით. ელიოტი უგონოდ იყო, მაგრამ
სუნთქავდა. ჭრილობიდან გრძელი და წვრილი ხანჯალი ამოჩრილიყო.

– რა ბედნიერებაა, რომ მხარში მოხვდა და არა გულში, – თქვა ექიმმა, – არც ვიცი, რა ვიფიქრო.
ყოველ შემთხვევისთვის, ის ცოცხალია და შეძლებს მოყვეს რა მოხდა.

თუმცა, ელიოტს ზუსტად ამის გაკეთება არ შეეძლო. მისი მონაყოლი ძალიან ბუნდოვანი იყო.
როდესაც ადგილზე მივიდა და გაჩერდა, მოეჩვენა, რომ ხეებიდან ვიღაც უთვალთვალებდა.
აქ, მისი სიტყვებით, ძლიერმა ცივმა ქარმა დაუბერა, მაგრამ არა ხეების მხრიდან, არამედ
შენობიდან. როდესაც შემობრუნდა და ტაძარში შეიხედა, დაინახა, რომ ღმერთქალის
ქანდაკება დიდდებოდა და დიდდებოდა. უცებ მას თითქოს თავში ჩაარტყეს და უკან
გადავარდა. როდესაც ვარდებოდა, მარცხენა მხარში მწვავე ტკივილი იგრძნო... ხანჯალი
ყორღანის გათხრების დროს ნაპოვნი აღმოჩნდა.
პოლიციას ჰქონდა ვერსია, რომ რიჩარდი წინასწარგანზრახვით მის ეშლიმ მოკლა. თუმცა,
ისინი იძულებულნი გახდნენ ბრალდება მოეხსნათ, რადგან ყველამ განვაცხადეთ, რომ ქალი
მისგან სამ იარდზე იმყოფებოდა. მკვლელობის საიდუმლო ასევე საიდუმლოდ დარჩა.

მღვდელმა თხრობა დაასრულა და სიჩუმე ჩამოვარდა.

ჯოისმა გამოთქვა ვერსია, რომ დიანას მართლა ეგონა თავი ასტარტას ქურუმი და ხანჯალი
რიჩარდს შორიდან ესროლა. რაიმონდ უეტსიც მას დაეთანხმა. სერ ჰენრის აზრით, გამორიცხ-
ული არ იყო, რომ დანის პროფესიონალი მსროლელი ხეების უკან იმალებოდა და იქიდან
ესროლა.

– ყველა ამ თეორიაში, – ჩაახველა მისტერ პეტერიკმა, – ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი


გვავიწყდება: სად გაქრა იარაღი? თუ ვინმემ შორიდან ესროლა ხანჯალი, ის ჭრილობაში უნდა
დარჩენილიყო. მასთან ახლოს ამ დროს არავინ იმყოფებოდა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს
თვითმკვლელობაა. თავად ჩაირტყა ხანჯალი და მერე სიბნელეში ხეების უკან მოისროლა.

– უდავოა, მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს, რომლითაც რიჩარდ ჰეიდონის მოკვლა


შეეძლოთ, – საუბარში მის მარპლი ჩაერია, – მე ახლა ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, რატომ
წაიქცა. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი ხის ფესვიც შეიძლებოდა გამხდარიყო. არ მგონია, იმ
უბედურ ელიოტ ჰეიდონს ამ საშინელი დანაშაულით ბევრი მოეგო.

– ელიოტ ჰეიდონს! – წამოიძახა რეიმონდმა, – თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მან ჩაიდინა?!

– სხვას ვერ ვხედავ, ვისაც ამის გაკეთება შეეძლო, – მის მარპლმა ხელები გაშალა, – ის
პირველი მივიდა ბიძაშვილთან, გადააბრუნა და რა თქმა უნდა, შეეძლო ყველაფერი ექნა, რაც
უნდოდა, რადგან სხვებთან ზურგით იმყოფებოდა. ის ხომ ყაჩაღების ატამანის ფორმაში იყო
გამოწყობილი, რა თქმა უნდა, ქამარში იარაღიც ექნებოდა გარჭობილი.

ყველა სტუმარმა მზერა დოქტორ პანდერისკენ მიაპყრო.

– მე სიმართლე ხუთი წლის შემდეგ გავიგე, – ჩაილაპარაკა მან, – ის ჩემთან ელიოტ ჰეიდონის
წერილის სახით მოვიდა. იგი წერდა, რომ მე ყოველთვის მასზე მქონდა ეჭვი. მასაც უყვარდა
დიანა ეშლი, მაგრამ მხოლოდ ღარიბი იურისტი იყო. მას გზაზე რიჩარდი რომ არ
გადაღობებოდა, ბიძაშვილის ტიტული და ქონება მას დარჩენოდა, წინ მშვენიერი
პერსპექტივა გადაეშლებოდა. როდესაც წაქცეული ბიძაშვილისკენ დაიხარა, ხანჯალი მას
ქამრიდან ამოუვარდა. ფიქრის დრო არ იყო. ხანჯალი ჩაარტყა, შემდეგ კი ისევ ქამარში
გაიკეთა. ეჭვები, რომ გაეფანტა, მოგვიანებით თავადაც ჩაირტყა. მან ეს წერილი სამხრეთ
პოლუსზე გამგზავრებამდე გამომიგზავნა, იმ შემთხვევისთვის, თუ არ დაბრუნდებოდა. ამ
დანაშაულს მისთვის მართლაც არანაირი სარგებელი არ მოუტანია. „ხუთი წელი – ჯოჯოხ-
ეთში ვცხოვრობ. იმედი მაქვს დანაშაულს ღირსეული სიკვდილით გამოვისყიდი. წერდა
იგი.“
– და ის ღირსეულად მოკვდა, – თქვა სერ ჰენრიმ, თქვენ გვარები შეცვალეთ, დოქტორო
პანდერ, მაგრამ ვვარაუდობ, რომ მე მივხვდი ვისზეცაა საუბარი.

– და მაინც, – განაგრძო მოხუცმა მღვდელმა, – მე დღემდე მიმაჩნია, რომ საცოდავი ელიოტის


მოქმედებებს წარმართული ღვთაების, ასტარტას ბოროტი სული წარმართავდა.

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

საოცარი აფერა
მე და პუარო ჩაიზე ჩვენს მეგობარ ინსპექტორ ჯეპს ველოდებოდით. მალე ისიც გამოჩნდა.

– იმედი მაქვს, არ დავაგვიანე, – წარმოთქვა მან, – მილერთან საუბარი გამიგრძელდა, სწორედ


ის იძიებს დავენჰეიმის საქმეს.

ყური ვცქვიტე. ბოლო სამი დღეა, გაზეთები, მისტერ დავენჰეიმის – ცნობილი საბანკო ფირმა
„დავენჰეიმის და სალმონის“ უფროსი კომპანიონის უცნაური გაუჩინარების ამბებით იყო
აჭრელებული.

– მილერი ჭკვიანი ბიჭია, – თქვა ჯეპმა, – დარწმუნებული ვარ, მას არც ერთი დეტალი არ
გამოეპარება.

– დეტალებს ყოველთვის ნუ ენდობით, მათი უმრავლესობა უმნიშვნელოა ხოლმე. საქმის


გახსნისთვის აუცილებელი, მხოლოდ ტვინის ნაცრისფერი უჯრედებია, – თქვა პუარომ და
ხელი შუბლზე მიირტყა.

– თქვენ რა, მესიე პუარო, გინდათ თქვათ, რომ შეგიძლიათ საქმე ისე გახსნათ, სავარძლიდან
არც კი წამოდგეთ?

– რა თქმა უნდა, თუ ფაქტებს გამაცნობენ.

ჯეპმა ხელი მუხლზე დაირტყა.

– წყეულიმც ვიყო, თუ სიტყვაზე არ დაგიჭიროთ! ხუთ ფუნტს ჩამოვდივარ, რომ ერთი კვირის
ვადაში თქვენ ვერ მიმითითებთ დავენჰეიმის ადგილსამყოფელს.

– აბა, მოიტანე ფაქტები! – წამოიძახა პუარომ.


– წინა შაბათს მისტერ დავენჰეიმი ჩვეულებისამებრ მატარებელში ჩაჯდა, რომელიც 12 საათსა
და 40 წუთზე ვაგზალ „ვიქტორიადან“ ჩინგსაიდისკენ გადიოდა. იქ მას ვილა ჰქონდა. ლანჩის
შემდეგ პარკში სასეირნოდ წავიდა, მანამდე კი მებაღეს დავალებები მისცა. ვისაც კი
ველაპარაკეთ, მის საქციელში უცნაური ან ნევროზული არაფერი შეუმჩნევია. ჩაის შემდეგ
ცოლს უთხრა, რომ სოფელში წერილების გასაგზავნად მიდიოდა. თან, დაამატა, რომ ვინმე
მისტერ ლოვენს ელოდებოდა. შემდეგ მთავარი კარიდან გავიდა და ნელი ნაბიჯით
ჭიშკრისკენ გაემართა. მეტად მისტერ დავენჰეიმი აღარავის უნახავს. 15 წუთში შავთმიანმა
კაცმა, კარზე ზარი დარეკა და განაცხადა, რომ მისტერ დავენჰეიმთან პაემანი ჰქონდა. იგი
ბანკირის კაბინეტში შეიყვანეს. გავიდა ერთი საათი, დავენჰეიმი არ ბრუნდებოდა. მის
დავენჰეიმმა სტუმარს ქმრის მაგივრად ბოდიში მოუხადა და ლოვენი წავიდა.

როგორც იცით, დავენჰეიმი არ დაბრუნდა. კვირა დილით, ეს ამბავი პოლიციაში განაცხადეს,


თუმცა ვერაფრის გარკვევა ვერ მოხერდა: დავენჰეიმი უბრალოდ აორთქლდა. მისი ფოტო და
აღწერილობა თითქმის ყველა გაზეთში გამოქვეყნდა. ჯილდოდ მსხვილი თანხაც დაწესდა,
მაგრამ არანაირი გამოხმაურება და დამატებითი ინფორმაცია არ ყოფილა... ორშაბათ დილით
სენსაციური აღმოჩენა გაკეთდა: დავენჰეიმის კაბინეტში გატეხილი და გაძარცვული იყო
სეიფი. თუმცა, კაბინეტის ფანჯრები – დაკეტილი. ასე რომ, გარედან ვერავინ შეიპარებოდა. არ
არის გამორიცხული ქურდს სახლშიც ჰყოლოდა თანამზრახველი, რომელსაც ფანჯრების
დაკეტვა მერეც შეეძლო.

– გასაგებია, – თქვა პუარომ, – რა მოიპარეს?

– ზუსტად არ ვიცი. მისის დავენჰეიმის აზრით, იქ ბოლო გარიგების შედეგად მიღებული


აქციების დიდი ნაწილი და ფული ინახებოდა. მისის დავენჰეიმის ბრილიანტებიც სეიფში
იყო. ბოლო წლებში მისი ქმარი ბრილიანტების შეგროვებამ გაიტაცა და ლამის თვეში
ერთხელ, ცოლს რაღაც არაჩვეულებრივს სჩუქნიდა.

– მშვენიერი ნადავლია, – ჩაფიქრებით წარმოთქვა პუარომ, – ლოვენს რა საქმე ჰქონდა?

– ლოვენი წვრილი სპეკულანტია. ერთი-ორჯერ მოახერხა და დავენჰეიმის ხარჯზე, ბირჟაზე


დიდი კუში მოხსნა, თუმცა ერთმანეთს არც შეხვედრიან. მათი შეუმდგარი პაემანი სამხრეთ
ამერიკულ აქციებს ეხებოდა. მისის დავენჰეიმმა ახსენა, რომ მისმა ქმარმა მთელი შემოდგომა
ბუენოს-აირესში გაატარა.

– მტრები ჰყავდა?

– ფინანსურ ასპარეზზე ბევრი კონკურენტი ჰყავდა, მაგრამ მტერი – არ მგონია. რომც


მოეკლათ, სად არის გვამი? სხვათა შორის მებაღემ ვიღაც კაცი დაინახა, რომელმაც სახლთან
ჩაიარა და საყვავილესკენ გაემართა. თუმცა, ძალიან შორს იყო და დარწმუნებით ვერ ამბობს,
ეს პატრონი იყო, თუ არა.
– დავენჰეიმი როდის წავიდა?

– ექვსის ნახევარზე.

– სახლის უკან რა არის?

– წყალსატევი.

– ნავებით და ნავების შესანახი შენობით?

– კი. თქვენ რა, თვითმკვლელობაზე ფიქრობთ? თუ ასეა, მილერი იქ ხვალვე წავა და იმ გუბეს
გულმოდგინედ გამოიკვლევს.

პუარომ გაიღიმა, შემდეგ „დეილი მეგაფინის“ ერთი ნომერი აიღო, რომელშიც დავენჰეიმის
ფოტო იყო დაბეჭდილი. დაკარგულს გრძელი თმა, ულვაშები, წვეტიანი წვერი და ხშირი
წარბები ჰქონდა. ჯეპი დაგვპირდა, რომ, თუ რამეს გაარკვევდა, მაშინვე გაგვაგებინებდა და
ახალ ფაქტებსაც მოგვაწვდიდა.

ჯეპი მეორე დღეს, საღამოს გამოჩნდა.

– მისი პიჯაკი ვიპოვეთ, ის რომელიც იმ დღეს ეცვა, – გამოგვიცხადა ჯეპმა, – და კიდევ, ჩვენ
ლოვენი დავაპატიმრეთ. ერთ-ერთი მოსამსახურე ამტკიცებს, რომ იგი წასვლამდე ათი
წუთით ადრე, ბაღში ნახა. ლოვენი თავიდან უარყოფდა, რომ სახლიდან სადმე გავიდა,
მაგრამ, მერე აღიარა, რომ ცოტა ხნით უცნაური ვარდების სანახავად გარეთ გამოვიდა. მის
წინააღმდეგ კიდევ ერთი მტკიცებულებაა. დავენჰეიმი ყოველთვის ოქროს მასიურ ბეჭედს
ატარებდა, ბრილიანტის თვლით. ჰოდა, ეს ბეჭედი შაბათს საღამოს ლონდონში, ვინმე ბილი
კელეტმა დააგირავა! პოლიციისთვის იგი ცნობილია. წინა შემოდგომაზე სამი თვე საათის
მოპარვისთვის ციხეში გაატარა. ბეჭედი რომ დააგირავა, დათვრა, პოლიციელს თავს დაესხა
და დაიჭირეს. ამბობს, შაბათს ენტფილდში დოღზე იყო. როცა უკან ბრუნდებოდა, ჩიგსაიდის
გზაზე, არხთან დასასვენებლად ჩამოჯდა. კაცი შეამჩნია, რომელიც გზაზე მოდიოდა. ის
შავგვრემანი იყო და დიდი შავი ულვაშები ჰქონდა. აღწერილობით დავენჰეიმია. ამ კაცმა
ჯიბიდან რაღაც ამოიღო და გადააგდო. კელეტი დაინტერესდა. მოძებნა ნივთი და ბეჭედი
იპოვა. ეს ალბათ, მონაჩმახია. კელეტის ნდობა არ შეიძლება. ვფიქრობ, იგი დავენჰეიმს
შეხვდა, მოკლა და გაძარცვა.

– ნაკლებსავარაუდოა. პირველი, მას არანაირი საშუალება არ ჰქონდა გვამი დაემალა. იმავე


დღეს გადაწყვიტა ბეჭდის დაგირავება, რაც იმას ამტკიცებს, რომ ნივთი მკვლელობის გზით
არ მოუპოვებია. მესამე, ჯიბის ქურდი მკვლელობაზე იშვიათად წავა.

– შეიძლება, მართალი ხართ, – თავი დააქნია ჯეპმა, – უცნაურია, რომ ლოვენმა სხვა გზა ვერ
იპოვა ბეჭდის მოსაშორებლად.
– საერთოდ, რა საჭირო იყო გვამისთვის ბეჭდის მოხსნა? – ვიკითხე მე.

– შეიძლება, ამისთვის კონკრეტული მიზეზი არსებობდა, – მიპასუხა ჯეპმა, – იცით, თუ არა,


რომ წყალსატევის ახლოს, სპეციალური გამოსაწვავი ღუმელია?

– ღმერთო, ჩემო! – წამოვიძახე მე, – თქვენ გინდათ თქვათ, რომ ცეცხლი, რომელიც გვამს
გაანადგურებდა, ბეჭედს ვერ მოერეოდა?

– დიახ.

მოულოდნელად პუარო ჯეპს მიუბრუნდა და ჰკითხა:

– ცოლ-ქმარს ერთ ოთახში ეძინა?

კითხვა იმდენად უცნაური გვეჩვენა, რომ პუაროს მდუმარედ მივაშტერდით. მერე ჯეპმა
გაიცინა.

– არ ვიცი, მესიე პუარო, მაგრამ გაგიგებთ.

ჯეპმა ჩაიცინა და მალევე დაგვტოვა. მე გადავწყვიტე პუაროსთვის ჩემი დასკვნები გამეცნო:

– ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სეიფი ლოვენმა გატეხა. მას დავენჰეიმთან თავისი
ანგარიში ჰქონდა. ლოვენი ამ საქმეში უდავოდ გარეულია.

– მონ ამი, თქვენ მთავარი დეტალები გამოგრჩათ, პირველი – მისტერ ლოვენი წინასწარ ვერ
იქნებოდა დარწმუნებული, რომ სეიფის გატეხვის საშუალება მიეცემოდა. ამიტომ საამისოდ
ინსტრუმენტები არ ექნებოდა თან. მეორეც – გაბრაზებული, არა ლოვენი, არამედ დავენჰეიმი
უნდა ყოფილიყო, რადგან ბირჟაზე სწორედ ლოვენმა აჯობა მას რამდენჯერმე. მხოლოდ
იმაში დაგეთანხმებოდით, რომ თუ კელეტის მონათხრობი მართალია, მაშინ ამ საქმეში
ლოვენი უდავოდ გარეულია. მაგრამ, თქვენ ორი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი
გამოგრჩათ: – დავენჰეიმის ძვირფასეულობის შესყიდვით გატაცება და გასულ შემოდგომაზე
მისი ბუენოს-აირესში გამგზავრება.

მოახლემ ჯეპის გამოგზავნილი დეპეშა შემოგვიტანა, რომელიც გვატყობინებდა, რომ:

„გასული ზამთრიდან მოყოლებული, ცოლ-ქმარი სხვადასხვა ოთახში ცხოვრობდა“.

– აი! – წამოიძახა პუარომ, – ახლა ივლისია. ყველაფერი ნათელია! იმედი მაქვს, თქვენ არანარი
დანაზოგი არ გაქვთ „დავენჰეიმის და სალმონის“ ბანკში, მონ ამი?

– არა. რაშია საქმე?


– უახლოეს დღეებში ამ ბანკის გაბანკროტებაა მოსალოდნელი.

პუარომ ჯეპს საპასუხო ტელეგრამა მისწერა: „გირჩევთ დავენჰეიმის ბანკში შენახული ფული
სასწრაფოდ უკან გამოიტანოთ“.

მეორე დილით, ყველა გაზეთი სენსაციური ცნობით აჭრელდა: ბანკირი დავენჰეიმი


გაკოტრდა. საუზმის დასრულება ვერ მოვასწარით, რომ ოთახში ჯეპი შემოვარდა.

– როგორ გაიგეთ ეს, პუარო?

პუარომ გაიღიმა.

– თქვენი დეპეშის შემდეგ ეს სავსებით ნათელი იყო. სეიფის უცნაურმა გაძარცვამ თავიდანვე
დამაფიქრა. ბრილიანტები, აქციები, ფული – თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ გაამზადეს.
ვისთვის? – ეს ყველაფერი მისტერ დავენჰეიმს თავისთვის ჰქონდა მომზადებული. ფულს
ბრილიანტებში აბანდებდა, რომლებსაც მერე ყალბი ასლებით ცვლიდა. ამგვარად, მან სხვა
სახელზე გვარიანი თანხა გადარიცხა. მთელი ქონება, რომლითაც უნდა დამტკბარიყო, იმ
დროს, როდესაც ყველა მისი ძებნით იქნებოდა დაკავებული. ამის შემდეგ, იგი ლოვენს
საქმიან პაემანს უნიშნავს, ტეხს სეიფს და სახლიდან მიდის. სად? რა თქმა უნდა, თავის
თავშესაფარში... – პუარო გაჩუმდა. მას სახეზე ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა – მე რომ
მდომებოდა პოლიციას დავმალვოდი, იცი, სად წავიდოდი? ციხეში! თქვენ ეძებთ დავენჰეიმს,
რომ ის ციხეში ჩასვათ, მაგრამ აზრადაც არ მოგივათ, რომ ის უკვე იქ არის.

– ამით რისი თქმა გსურთ? – ამოღერღა ჯეპმა.

– დარწმუნებული ვარ, თუ მისის დავენჰეიმს ციხეში მიიყვანთ და ბილი კელეტს აჩვენებთ,


საკუთარ ქმარს იცნობს! მიუხედავად იმისა, რომ მან წვერი და ულვაშები გაიპარსა, თმაც
მოკლედ შეიჭრა.

– ბილი კელეტი? ჰო, მაგრამ იგი ადრეც იყო პოლიციისთვის ცნობილი.

– მე ხომ გითხარით, დავენჰეიმი ჭკვიანი კაცია-მეთქი? ადრევე იზრუნა ალიბის შექმნაზე.


გასულ შემოდგომაზე იგი ბუენოს-აირესში ყოფილა. სწორედ მაგ დროს ქმნიდა ბილი
კელეტის პერსონაჟს. მან სამთვიანი სასჯელიც მოიხადა, რათა პოლიციას არანაირი ეჭვი არ
გასჩენოდა, როდესაც გადამწყვეტი მომენტი დადგებოდა. მან დიდი თამაში წამოიწყო.
ყველაფერი გათვალა, თუმცა მიწებებული წვერის და პარიკის ტარება, მას შემდეგ, რაც იგი
ისევ საკუთარ თავს დაუბრუნდა, ცოტა რთული აღმოჩნდა. განსაკუთრებით ძილის დროს
ქმნიდა პრობლემებს. დავენჰეიმს შეეშინდა, რომ ცოლი მიხვდებოდა, რაშიც იყო საქმე,
ამიტომაც მისი ვითომცდა ბუენოს-აირესიდან ჩამოსვლის შემდეგ, მას და მისის დავენჰეიმს
სხვადასხვა ოთახებში ეძინათ. დავენჰეიმი ნავების ფარდულში შევიდა, გახუნებული
ტანსაცმელი ჩაიცვა, თავისი კი არხში ჩააგდო და გეგმის განხორციელებას შეუდგა. მან
იცოდა, რომ ციხეში ძებნას არ დაუწყებდნენ... წაიყვანეთ მისის დავენჰეიმი ამოცნობაზე.
P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

თუთის ტორტის მსხვერპლი

ერიკულ პუარო ჩელსიში, კინგ-როუდზე თავის მეგობართან, ჰენრი ვონინგტონთან ერთად


რესტორან „გმირების თავშესაფარში“ სადილობდა. მისტერ ვონინგტონს უყვარდა ეს
რესტორანი. მოლი, მისი საყვარელი ოფიციანტი ვონინგტონს როგორც ძველ მეგობარს ისე
მიესალმა და ფილე მოუტანა.

– თქვენ ჩემი გემოვნება იცით, საყვარელო!

– რა თქმა უნდა, თქვენ ხომ აქ ხშირად ხართ, სერ.

– განა ადამიანები ყოველთვის ერთსა და იმავეს ჭამენ? – იკითხა პუარომ, – სხვა კერძს
არასოდეს უკვეთავენ?

– მამაკაცები საკუთარი ჩვევების ერთგულები არიან. მრავალფეროვნება ქალებს უყვართ.

– რას გეუბნებოდით? – თქვა ვონინგტონმა, – ქალები აბსოლუტურად უტვინოები არიან,


როდესაც საქმე საჭმელს ეხება! – მან ირგვლივ მიმოიხედა, – შეხედეთ, წვერიან მოხუცს, იმ
კუთხეში. უკვე ათი წელია აქ სამშაბათობით და ხუთშაბათობით მოდის. თითქმის ავეჯის
ნაწილად იქცა, თუმცა არავინ იცის, არც მისი სახელი, არც პროფესია და არც მისამართი.

– დიახ სერ, – დაეთანხმა მოლი, – სამშაბათს და ხუთშაბათს მოდის, მაგრამ წინა კვირას
ორშაბათს მოვიდა. შევშფოთდი: ნუთუ დღეს სამშაბათია-მეთქი? მეორე დღესაც ისევ მოვიდა,
ასე რომ ორშაბათი გამონაკლისი იყო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას პრობლემები
აქვს.

– რატომ?

– როდესაც ათი წელი კლიენტს ემსახურები, იცი, რა უყვარს და რა – არა. ვერ იტანდა
პუდინგს ცხიმით, ასევე თუთას და არასოდეს შეუკვეთავს სქელი სუპი. ორშაბათს კი მან
ტომატის სოუსი, ბიფშტექსი, პუდინგი ცხიმში და თუთა შეუკვეთა. შეიძლებოდა, გეფიქრათ,
თავადაც არ იცის, რას აკეთებსო!
– ჩემი აზრით, ამას ერთი ახსნა აქვს, – განაცხადა ვონინგტონმა, – ალბათ ძალიან ღელავდა.
ისე იყო დადარდიანებული, რომ ყურადღება არ მიუქცევია, რას ჭამდა.

პუარო შეშფოთებული ჩანდა.

სამი კვირის თავზე ის და ვონინგტონი ერთმანეთს მეტროში შეხვდნენ. ვონინგტონმა სხვათა


შორის უთხრა, ის მოხუცი კაცი უკვე ერთი კვირაა, რესტორანში აღარ გამოჩენილაო.

სახლში დაბრუნებული პუარო გაზეთში გამოქვეყნებულ გარდაცვლილთა სიას ჩაუჯდა.


რაღაცას ეძებდა.

– „ჰენრი რასკოინი, 69 წლის“, – შემიძლია მისგან დავიწყო.

იმავე დღეს, ცოტა მოგვიანებით, დეტექტივი ექიმ მაკ-ენდრიუს მისაღებში იჯდა კინგ-
როუდზე.

– რასკოინი? – იკითხა მან, – კი, მახსოვს. ექსცენტრიკული მოხუცი. ერთ ძველ სახლში
ცხოვრობდა. ყოფილი მსახიობი. მე არ ვმკურნალობდი, მაგრამ როცა შემთხვევა მოხდა,
გამომიძახეს და გავიგე ვინც იყო. კიბიდან დაგორდა და კისერი მოიტეხა. ძველი ხალათი
ეცვა, გრძელი ქამრით... ეტყობა ფეხი ქამარზე დააბიჯა.

– ნათესავები ჰყავდა? – ჰკითხა პუარომ.

– კი, ძმისშვილი. იგი ბიძას დაახლოებით, თვეში ერთხელ აკითხავდა. მას ჯორჯ ლორიმერი
ჰქვია. ისიც ექიმია. უიმბლდონში ცხოვრობს.

– რამდენი ხნის მკვდარი იყო მისტერ რასკოინი, როდესაც თქვენ ნახეთ?

– არანაკლებ 48 და არაუმეტეს 72 საათისა. იგი დილის ექვს საათზე ნახეს, მაგრამ ხალათის
ჯიბეში წერილი აღმოაჩნდა, რომელიც სამში იყო დაწერილი და იმავე დღეს 9 საათსა და 20
წუთზე მიღებული. კუჭის შიგთავსის გამოკვლევისას გაირკვა, რომ მან საჭმელი
სიკვდილამდე ორი საათით ადრე ჭამა. მე იგი დილის ექვს საათზე გამოვიკვლიე. ისე, ჩანდა,
რომ სამოცი საათის მკვდარი იყო. ყველაფერი ემთხვევა.

– ბოლოს როდის ნახეს?

– სამში საღამოს, დაახლოებით შვიდზე, კინგ-როუდზე. სამშაბათი იყო და იგი რესტორანში


სადილობდა.

– იმ კაცის გარდა, სხვა ნათესავი ჰყავდა?

– ტყუპისცალი ძმა. საინტერესო ისტორიაა: მათ ერთმანეთი წლების განმავლობაში არ


ჰყავდათ ნანახი. მერე ძმამ, ენტონი რასკოინმა ცოლად მდიდარი ქალი მოიყვანა და
მსახიობობას თავი დაანება. ამის გამო ძმებმა იჩხუბეს და მეტად ერთმანეთი აღარ უნახავთ.
თუმცა, საოცარი დამთხვევაა: ერთ დღეს გარდაიცვალნენ. მეორე ძმა სამ რიცხვში სამ საათზე
დაიღუპა. ბევრჯერ გამიგია, რომ ტყუპები ერთ დღეს კვდებიან. მეორე ძმის ცოლი ადრე
გარდაიცვალა. რატომ დაინტერესდით ამ საქმით ბატონო დეტექტივო?

– თქვენთვის ეს უბედური შემთხვევაა, ჩემთვის კი საინტერესო თავსატეხი.

– ასეთი ეჭვი რის საფუძველზე გიჩნდებათ, თუ იმ ნათესავზე გაქვთ ეჭვი, გეტყვით, რომ მას
ალიბი აქვს. ლორიმერი იმ დღეს ბრიჯს თამაშობდა უიმბლდონში, ცხრის ნახევრიდან
შუაღამემდე.

პუარო წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.

– ჰენრი რასკოინს ხელოვნური კბილები ჰქონდა? – მოულოდნელად ჰკითხა ექიმს.

– არა, საკუთარი და მშვენიერ მდგომარეობაში.

– თეთრი და მოვლილი?

– ჰო, ამას მეც მივაქციე ყურადღება, მოხუცებს, ზოგადად, კბილები ჩაყვითლებული აქვთ,
ხოლმე. ამას კი თეთრი ჰქონდა. არც ეწეოდა.

„გმირების თავშესაფარში“ პუარომ ის მაგიდა აირჩია, რომელთანაც თავის მეგობართან


ერთად იჯდა. იმ საღამოს მასთან ამჯერად სხვა ოფიციანტი მივიდა.

– მოლი შვებულებაშია, – უთხრა მან.

დეტექტივმა მასთან საუბარი მოხუც მისტერ რასკოინზე გააბა.

– მან თქვენთან გარდაცვალების დღეს ისადილა?

– კი, სამშაბათს, სამ რიცხვში.

– გახსოვთ, რა მიირთვა?

– მოიცადეთ... სუპი ბრინჯით, პუდინგი... ტორტი თუთით, ვაშლი და ყველი.

მცირე წინააღმდეგობის შემდეგ პუარომ ამელ ჰილთან, განსვენებული ენტონი რასკოინის


სახლმმართველთან შეხვედრას მიაღწია. ის მისტერ რასკოინთან 14 წელი მუშაობდა და
ერთგულად ემსახურებოდა. ბუნებრივია, პატრონისგან მცირე საჩუქარს ელოდა, მაგრამ
არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ანდერძის თანახმად, მისტერ რასკოინი მთელ ფულს ცოლს
უტოვებდა. თუ ცოლი მასზე ადრე მოკვდებოდა, მაშინ – თავის ძმას ჰენრის. ანდერძი
მრავალი წლის წინ იყო დაწერილი. მის ჰილმა ისიც უამბო, როგორ არ ისურვა მისტერ
რასკოინმა თავისი ძმის სახელის გაგონება, ერთადერთ ძმასაც კი უთხრა უარი დახმარებაზე.

იმავე დღეს პუარო სადილობის დროს უიმბლდონში, დორეთ როუდზე, ექიმ ლორიმერის
რეზიდენციაში გამოჩნდა. ექიმი სახლში იყო. დეტექტივი კაბინეტში შეიყვანეს. ექიმი
საშუალო სიმაღლის გახლდათ, სუფთად გაპარსული, თმები შავი, ხოლო წამწამები თითქმის
თეთრი ჰქონდა. პუარომ ექიმს თავისი სავიზიტო ბარათი გაუწოდა. ლორიმერმა თეთრი
წამწამები აახამხამა.

– ჩემი კლიენტურა ძირითადად ქალებისგან შედგება, – წარმოთქვა დეტექტივმა, – ქალები


პოლიციას არ ენდობიან, არ სურთ, მათი საქმეები საზოგადოების განსჯის საგანი გახდეს.
რამდენიმე დღის წინ, ჩემთან ერთი ხანშიშესული ქალი მოვიდა. იგი დიდი ხნის წინ თავის
ქმარს წაეჩხუბა და ამის გამო უბედური იყო. ეს ქმარი თქვენი გარდაცვლილი ბიძა, მისტერ
რასკოინი იყო.

ჯორჯ ლორიმერი გაწითლდა.

– ბიძაჩემი? სასაცილოა! მისი ცოლი დიდი ხნის წინ მოკვდა.

– საუბარი ენტონი რასკოინზე კი არა, ჩვენს საერთო მეგობარზე ჰენრი რასკოინზეა.

– ძია ჰენრი? იგი დაქორწინებული არ ყოფილა.

– არა იყო, – დარწმუნებით წარმოთქვა პუარომ. იგი ისე იყურებოდა, რომ სინდისის ქენჯნასაც
არ გრძნობდა, ამის შესახებ არავინ იცოდა. ამ ქალმა საქორწინო მოწმობა მაჩვენა.

– ფალსიფიცირებულია! – წამოიძახა ჯორჯ ლორიმერმა. მისი სახე შინდისფერი გახდა, – მე ეს


არ მჯერა. თქვენ მატყუარა ხართ!

– სამწუხაროა, არა? – ჰკითხა პუარომ. – მკვლელობა სულ ტყუილად ჩაიდინეთ...

– მკვლელობა? – ჩაიბურტყუნა ექიმმა.

– დიახ, – თქვა პუარომ, – ვხედავ, რომ თქვენ დღესაც ტორტი მიირთვით. ცუდი ჩვევაა. რა
თქმა უნდა, ამ კენკრაში ბევრი ვიტამინია, მაგრამ სასიკვდილოც შეიძლება აღმოჩნდეს. თუთა,
თქვენს კისერზე თოკს ჩამოგაცვამთ, ექიმო ლორიმერ...

პუარომ მაგიდის მეორე მხარეს მჯდომ მისტერ ვონინგტონს გაუღიმა, – აღელვებულ


მდგომარეობაში, ადამიანი არასოდეს აკეთებს იმას, რაც მას არ ახასიათებს. ძალიან
აფორიაქებული შეიძლება, სადილზე პიჟამათიც გამოცხადდეს, მაგრამ ეს მისი პიჟამა იქნება
და არა სხვისი. ადამიანს არ უყვარს სუპი და მას იმიტომ უკვეთავს, რომ იმ დროს სხვა რამეზე
ფიქრობს? – სისულელეა. მე გეუბნებით: ფიქრით დამძიმებული ადამიანი ავტომატურად
უკვეთავს იმას, რასაც ჩვეულებრივ უკვეთავდა. ამიტომ, მენიუს არევამ მაშინვე დამაფიქრა.
რასკოინი ბოლოს საღამოს შვიდ საათზე რესტორანში ნახეს, სიკვდილამდე ორი საათით
ადრე. ყველაფერი ემთხვევა: კუჭის შიგთავსი, წერილი... ერთგულმა ნათესავმა წერილი
მისწერა, თავად მას კი იმ დროისათვის შესანიშნავი ალიბი ჰქონდა. ყველაფერი უბედურ
შემთხვევაზე მეტყველებდა. მართალია, ძია ჰენრი აბსოლუტური ბანკროტი იყო, მაგრამ მას
ჰყავდა ძმა, რომელმაც თავის დროზე მდიდარი ქალი მოიყვანა ცოლად. ცოლმა ფული
ენტონის დაუტოვა, ენტონიმ ჰენრის, მან კი ნათესავს... ჯაჭვი შეიკრა.

ჰენრი სადილიდან ორ საათში მოკვდა, ან იქნებ საუზმიდან ორ საათში? წარმოიდგინეთ:


ჯორჯი სიმდიდრეს ელოდება... ენტონი რასკოინი სადაცაა მოკვდება, მაგრამ მარტო მისი
სიკვდილი ჯორჯს არაფერს აძლევს. ჰენრიმ შეიძლება, კიდევ დიდხანს იცოცხლოს. ამიტომ,
ის რაც შეიძლება, მალე უნდა მოკვდეს, მაგრამ მხოლოდ ენტონის სიკვდილის შემდეგ და
ჯორჯიც ალიბს იმზადებს. ჰენრის ჩვევად ჰქონდა კვირაში ორჯერ, განსაზღვრულ დღეებში
ამ რესტორანში ესადილა. ჯორჯი გეგმას ადგენს: იგი ორშაბათს მიდის რესტორანში
გადაცმული და შენიღბული. ისე რომ ბიძისგან ვერ გაარჩევ. აინტერესებს, ყველაფერი
კარგადაა, თუ არა – იგი ყველას ჰენრი ჰგონია?! ასეა. ახლა კი, უნდა დაელოდოს, როდის
ინებებს ძია ენტონი სიკვდილს. იგი ჰენრის წერილს ორში წერს, მაგრამ სამით ათარიღებს.
სამში ჰენრისთან მიდის და გეგმა სისრულეში მოჰყავს. ერთი კარგი პანღური და და მოხუცი
კიბეზეა დაგორებული. ჯორჯი თავის წერილს პოულობს და გარდაცვლილს ჯიბეში უდებს.
შვიდ საათზე იგი გადაცმული, შენიღბული და წვერმიწებებული ისევ რესტორანში მოდის.
შემდეგ კი უიმბლდონში გარბის, სადაც მთელი საღამო ბრიჯს თამაშობს. თუმცა, მთავარი
მაინც თუთაა.

– თუთა რა შუაშია?

– ჯორჯს დაავიწყდა, რომ მარტო გარეგნული მსგავსება საკმარისი არაა. საჭირო იყო ის ეჭამა,
რასაც ბიძამისი მიირთმევდა, ხოლმე. მან კი ის კერძები შეუკვეთა, რომლებიც თავად
უყვარდა. თუთა ჩვეულებრივ კბილებს ღებავს. გარდაცვლილის კბილები კი ქათქათა თეთრი
იყო, მიუხედავად იმისა, რომ იმ საღამოს ჰენრი რასკოინმა თუთის ტორტი ჭამა. ვიკითხე და
ისიც გავარკვიე, რომ მის კუჭში ეს ხილი არ აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ჯორჯი სულელი
გამოდგა და ფალსიფიცირებული წვერი და ულვაშები სახლში შეინახა. მტკიცებულება
საკმარისზე მეტი იქნება. მე ვეწვიე მას და ყველაფერი მოვუყევი. ამან გაანადგურა. სხვათა
შორის, მაშინაც თუთას ჭამდა. საკუთარმა ღორმუცელობამ დაღუპა.

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.


თავსატეხი მემკვიდრეებისთვის

როდესაც ყველანი დასხდნენ, ჩერმინმა თხრობა დაიწყო:

– ყველაფერი ჩვენი ბიძის, მეთიუს გამო დაიწყო. ის ძალიან მოხუცი იყო. ჩემი და ედვარდის
გარდა, სხვა ნათესავი აღარ ჰყავდა. ამიტომ, ჩვენ გვაღმერთებდა და სულ გვიმეორებდა,
როდესაც მოვკვდები, მთელი ფული თქვენ დაგრჩებათო. ქონებას მე და ედვარდი თანაბრად
გავიყოფდით. მარტში ის მართლაც გარდაიცვალა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გასაყოფი არც
არაფერი იყო.

ედვარდმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და მის მარპლს მიუბრუნდა:

– იცით, საქმე ისაა... ასაკთან ერთად ძია მეთიუ უფრო და უფრო საეჭვოდ იქცეოდა. ბოლოს
საერთოდ აღარავის ენდობოდა. სულ იმას გაიძახოდა, ფულის შენახვის საუკეთესო
საშუალება, მათი ოქროდ ქცევა და ბაღში ჩამარხვააო.

– როდესაც ის მოკვდა, – განაგრძო ჩერმინმა, – აღმოჩნდა, რომ არაფერი დატოვა. ვიფიქრეთ,


იქნებ ფული მართლაც ბაღში ჩამარხაო. მთელი ორი აკრი გადავთხარეთ, მაგრამ ვერაფერი
ვიპოვეთ. ახლა მთელი მამული დიდ ბოსტანს ჰგავს.

– ჩვენ შევძელით გაგვერკვია, რომ დროგამოშვებით ის თავისი ანგარიშიდან მსხვილ თანხას


ხსნიდა, – განმარტა ედვარდმა, – თანხის შემდგომი ბედის შესახებ კი, უცნობია. ბუნებრივია,
ჩვენც ვიფიქრეთ, რომ იგი ოქროს ყიდულობდა და მარხავდა.

– სიკვდილის წინ არაფერი უთქვამს, არც არანაირი წერილი არ დაუტოვებია?

– არა. ჩვენც ეს გვაგიჟებს. ბოლო დღეებში უგონოდ იყო. მხოლოდ სიკვდილის წინ მოვიდა
აზრზე, ერთი შემოგვხედა, ჩაიხითხითა და ასე ჩაილაპარაკა: „თქვენ, ჩემო მტრედებო,
ყველაფერი კარგად გექნებათ“ – სულ ეს იყო...

– არანაირი აზრი თავში არ მომდის, – თქვა მის მარპლმა.

– ჯეინმა კი გვითხრა, თქვენ უცებ გვეტყოდით, სად უნდა ამოგვეთხარა. – ჩაილაპარაკა


ჩერმინმა წყენით.

– დამიჯერეთ, სიამოვნებით გავაკეთებდი ამას... მაგრამ, მე ხომ საერთოდ არ ვიცნობდი


თქვენს ძია მეთიუს. მე ისიც კი არ ვიცი, როგორ გამოიყურება თქვენი სახლი. სახლი მაინც
რომ მენახა, უფრო მარტივი იქნებოდა.

– მარტივი! – ჩაიდუდღუნა ჩერმინმა, – ჩამოდით ჩვენთან ენსტიში და ვნახავთ, როგორი


მარტივია.

ჩერმინი მართალი გამოდგა. საქმე არ იყო მარტივად. ყველა კუთხე-კუნჭული მოჩხრიკეს,


როგორც გარეთ, ისე სახლში. ყველა კედელზე დააკაკუნეს, მაგრამ – არაფერი!

ყველა ქაღალდი, რომელიც განსვენებულმა მეთიუ სტრაუნდმა დატოვა, მის საძინებელში,


საწერ მაგიდაზე, დიდ გროვად ეყარა. ჩერმინმა და ედვარდმა, იმის იმედით, რომ რაღაც
მინიშნებას მაინც ნახავდნენ, ყველა მათგანი რამდენჯერმე გადაათვალიერეს. მერე მაგიდას
მის მარპლი მიუჯდა. ქაღალდების თვალიერებას რომ მორჩა, ედვარდმა მოუთმენლად
ჰკითხა:

– რამე იპოვეთ?

– ისეთი არაფერი. სამაგიეროდ, მგონი, ვხვდები, რა კაცი იყო თქვენი ძია მეთიუ.
ზედგამოჭრილი ბიძაჩემი ჰენრია.

ჩერმინმა ხელით ისეთი მოძრაობა გააკეთა, მის მარპლს რომ დაენახა, აუცილებლად
ეწყინებოდა. რადგან არაფერი შეუმჩნევია, მოხუცი საკუთარ ბიძაზე საუბარს განაგრძობდა.

– ისიც ეჭვიანობით იტანჯებოდა. ყოველთვის ეჩვენებოდა, რომ მოსამსახურეები


ქურდავდნენ. ბოლოს ეჭვი გაუჩნდა, რომ საჭმელში რაღაცეებს უყრიდნენ და მოხარშული
კვერცხის გარდა, აღარაფერს ჭამდა. ამბობდა, ჯერ ვერავინ შეძლო მოხარშულ კვერცხში რამე
ჩაეყარაო. სხვათა შორის, უჭკუო კაცი სულაც არ ყოფილა. მთელ ფულს სახლში ინახავდა.
უზარმაზარი სეიფი გააკეთებინა. ყველას აჩვენებდა. ბუნებრივია, ბოლოს ვიღაც შეძვრა
სახლში და სეიფი გატეხა. თუმცა, იქ არაფერი აღმოჩნდა. სინამდვილეში მთელ თავის ფულს
ბიძაჩემი ბიბლიოთეკაში, წიგნების უკან ინახავდა.

– მოიცადეთ! – აღელვებით წამოიძახა ედვარდმა, – ბიბლიოთეკა როგორ დაგვავიწყდა?

ჩერმინმა თავი გადააქნია.

– პირადად მე, ყველა წიგნი ვნახე. იქ არაფრია.

ედვარდმა ამოიოხრა, შემდეგ მთელ თავის დელიკატურობას მოუხმო და შეეცადა სტუმარი,


რომელმაც იმედები ვერ გაამართლა, თავიდან მოეშორებინა.

– ვშიშობ, ისედაც ბევრი დრო წაგართვით, მის მარპლ. გმადლობთ, რომ ეცადეთ
დაგვხმარებოდით. სამწუხაროა, რომ არაფერი გამოვიდა. მოდით, მანქანას მოვიყვან და
სადგურამდე გაგაცილებთ.

მის მარპლი გულწრფელად გაოცდა.


– თქვენ რა, ფულის მოძებნა გადაიფიქრეთ?

– როგორ, აპირებთ ძებნა გააგრძელოთ?

– სიმართლე გითხრათ, ჯერ არც დამიწყია, – მორიდებულად აცნობა მის მარპლმა, – ჩვენ
მხოლოდ ის უნდა დავადგინოთ, სად დამალა ფული თქვენმა ძია მეთიუმ. ვიცნობდი რა,
ბიძაჩემ ჰენრის, დარწმუნებული ვარ, არც ბიძათქვენი მოიკლავდა თავს ბევრი ფიქრით.
ალბათ, ფული სადმე საიდუმლო უჯრაში შეინახა.

– ოქროს ზოდებს საიდუმლო უჯრაში ვერ შეინახავ, – შენიშნა ედვარდმა.

– ვერ შეინახავ, – დაეთანხმა მის მარპლი, – მაგრამ რატომ ფიქრობთ, რომ მან ფული
მაინცდამაინც ოქროდ აქცია?

– თავად სულ ამაზე ლაპარაკობდა...

– აი, ბიძაჩემი ჰენრიც სულ თავის სეიფზე ლაპარაკობდა... საიდუმლო უჯრაში კი ყველაზე
უკეთ ბრილიანტები ინახება.

– ჩვენ უკვე ყველა სავარაუდო სამალავი მოვჩხრიკეთ, – ბრაზიანად წარმოთქვა ჩერმინმა, –


სპეციალური ხელოსანიც კი გამოვიძახეთ.

– მართლა საყვარელო? რა წინდახედულობაა! და შემთხვევით მას არ უთქვამს, რომ აი, ის


„სეკრეტერი“ რაღაც საეჭვოდ გამოიყურება?

ჩერმინმა მხრები აიჩეჩა. „სეკრეტერთან“ მივიდა და კარი გადმოაღო.

– ინებეთ!

შიგნით რამდენიმე თარო იყო ქაღალდისთვის და ამდენივე – დახურული უჯრა. ჩერმენმა


გახსნა შუა უჯრა, შეუმჩნეველ ზამბარას ხელი შეახო, უჯრის ძირი წინ გამოვარდა და პატარა
სამალავი გამოჩნდა. ის ცარიელი იყო.

– საოცარია! – გამოცოცხლდა მის მარპლი, – არ დაიჯერებთ და ძია ჰენრისაც ზუსტად ასეთი


„სეკრეტერი“ ჰქონდა. თქვენ ალბათ, დამწყები სპეციალისტი შეგხვდათ.

მის მარპლმა თმიდან სარჭი გამოიძრო და საიდუმლო განყოფილების ცენტრში პატარა, ჭიის
გამოჭმულის მსგავს, ძლივს შესამჩნევ ნახვრეტში შეარჭო. რაღაცამ ყრუდ გაიჩხაკუნა და
პატარა ყუთი გამოჩნდა, რომელშიც ფერგადასული წერილების შეკვრა და დახვეული
ქაღალდი იდო. ქაღალდს ედვარდი და ჩერმინი უცებ დააცხრნენ. აკანკალებული ხელებით
გახსნეს. იმედგაცრუებისგან ედვარდი კინაღამ აკვნესდა.
– ეს კულინარიული რეცეპტია... ტყუილი სუპის!

ჩერმინმა წერილების შეკვრას ზონარი შემოაცალა, ერთი ამოიღო და დააცქერდა.

– სასიყვარულო წერილია.

წერილში ვიღაც ქალი ჰავაიდან წერდა ძია მეთიუს, რომ ძალიან ენატრებოდა. მოკლედ,
ჩვეულებრივი სასიყვარულო წერილი იყო. ვიდრე ჩერმინი და ედვარდი წერილს
კითხულობდნენ, შეამჩნიეს, რომ მის მარპლი სიხარულს გაჭირვებით მალავდა. მის მარპლის
აღტაცების წყარო სამალვში აღმოჩენილი რეცეპტი გამოდგა. მან რეცეპტი ახალგაზრდებსაც
წაუკითხა: „ტყუილი სუპი“. „მოვთუშოთ ხახვი, შევურიოთ დაჭრილი სტაფილო, დაჭრილი
კარტოფილი, ბულგარული წიწაკა, პილპილი, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. შეიძლება
მაკარონის დამატებაც“.

– აბა, რას იტყვით ამაზე? – იკითხა მის მარპლმა.

– არც კი გავსინჯავდი, – უპასუხა ედვარდმა.

– მე ვფიქრობ ორიგინალურია. რაიმეს ხომ არ გკარნახობთ?

ედვარდს სახე გაუნათდა.

– ნუთუ დაშიფრული ტექსტია?

მან მის მარპლს რეცეპტი გამოსტაცა.

– ჩერმინ მომისმინე, მართლაც და რა საჭიროა კულინარიული რეცეპტის სამალავში შენახვა?

– ვიცი! – წამოიძახა ჩერმინმა, – ქაღალდი უნდა გავაცხელოთ და უჩინარი მელნით


დაწერილიც გამოჩნდება!

– ყველაფერს ართულებთ, – ჩაილაპარაკა მის მარპლმა, – რეცეპტი უფრო მინიშნებაა. მთავარი


წერილებშია. უფრო სწორად კონვერტებში.

– ჩერმინ, შეხედე! მის მარპლი მართალია. კონვერტები ძველია, წერილები კი ისე


გამოიყურება, თითქოს ახლა დაწერესო! – აღელვებულმა წამოიძახა ედვარდმა.

– მართალია, – დაუდასტურა მის მარპლმა.

– ნაძლევს დავდებ, ეს წერილები ძია მეთიუმ თავად დაწერა.

– ასეა, – დაეთანხმა მის მარპლი.


– ეს ყველაფერი თამაშია. არანაირი ქალი არ არსებობდა. ეს ალბათ შიფრია...

– საყვარელო ბავშვებო, რატომ ართულებთ ყველაფერს. თქვენ ფული ხელში გიჭირავთ.


რეცეპტი საყვარელო, რეცეპტი ხომ ყველაფერს გეუბნებათ. მოაშორეთ სუპი და დაგრჩებათ,
რა? – ტყუილი. ჩვეულებრივი ტყუილი. როგორც უკვე თქვით არანაირი შეყვარებული ქალი
არ არსებობდა. წერილები თავად ბიძათქვენმა დაწერა და ეჭვი მაქვს კარგად გაერთო.
როგორც შეამჩნიეთ, ისინი გაცილებით გვიანაა დაწერილი, ვიდრე კონვერტებია
გამოშვებული. რომ არაფერი ვთქვათ მარკებზე. მაგალითად ის, ზევიდან რომელიცაა, 1851
წელსაა გამოშვებული. ეს თქვენ არაფერს გეუბნებათ?

– აბსოლუტურად არაფერს.

– არც არის გასაკვირი, – დაემოწმა მას მის მარპლი, – მეც არაფერი მეცოდინებოდა, რომ არა
ჩემი ნათესავი ლაიონელი. თავგადაკლული ფილატელისტია. მარკებზე ყველაფერი იცის.
ერთხელ, მახსოვს, სხვადასხვა იშვიათ ეგზემპლარებზე მიყვებოდა; რამდენად ყიდიან მათ
აუქციონებზე და ასე შემდეგ. მაგალითად, რომელიღაც ორცენტიანი მარკა – 1851 წლის
გამოშვების, თითქმის 25 ათას დოლარად გაიყიდა. წარმოგიდგენიათ? როგორც ვხვდები,
ბიძათქვენი მათ შუამავლების მეშვეობით ყიდულობდა.

ედვარდმა ამოიკვნესა და სკამზე დაეცა.

– რა გჭირს? – შეეშინდა ჩერმინს.

– ღმერთო ჩემო! რომ არა მის მარპლი... წარმოიდგინე, ჩვენ, როგორც ეს მოსიყვარულე
ნათესავებს შეეფერებათ, ძია მეთიუს პირად წერილებს ცეცხლს მივცემდით!

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

ბარონესას წყევლა

მე და პუარო ჩარლტონში ვსადილობდით, როდესაც დარბაზში კაპიტანი ვინსენტ


ლემესიურე შემოვიდა. მას ერთხელ საფრანგეთში შევხვდი. თან ერთი ბატონი ახლდა,
რომელიც, როგორც მერე გაირკვა, ბიძამისი ჰუგო ლემესიურე იყო. მე და პუაროს არსად არ
გვეჩქარებოდა, ამიტომ, როდესაც თავიანთ მაგიდასთან მიგვიპატიჟეს, სიამოვნებით
დავთანხმდით. უფროსი ლემესიურე მეცნიერი აღმოჩნდა და ამჟამად, ხელისუფლების
დაკვეთით, რაღაც ქიმიურ კვლევებს ატარებდა.

ცოტა ხანში საუბარი ახალგაზრდა, მაღალმა კაცმა შეგვაწყვეტინა. მან ვინსენტს სამწუხარო
ამბავი შეატყობინა. ვინსენტის მამა ცხენიდან გადმოვარდნილა და ექიმები მისი გადარჩენის
იმედს ვერ იძლეოდნენ, არ იცოდნენ დილამდე გაატანდა, თუ არა. მასპინძლებმა რამდენიმე
წუთში დაგვტოვეს. ამბის მომტანი – როჯერ ლემესიურე, როგორც ვინსენტის კუზენი, ისე
გაგვეცნო. აღმოჩნდა, რომ მან პუარო იცნო. საუბარს, რომ შევყევით, აი, რა გვიამბო:

– ალბათ, შეატყობდით ვინსენტი როგორ გაფითრდა. ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ მამის


გამო აღელდა. მამასთან ცუდი ურთიერთობა აქვს. საქმე წყევლას ეხება. ლემესიურე ძალიან
ძველი გვარია. რამდენიმე ასწლეულის წინ, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, ერთმა ლემესიურემ
ცოლს საეჭვო ვითარებაში წაასწრო და ღალატში დაადანაშაულა. ქალი იფიცებოდა, რომ
უდანაშაულო ვარო, მაგრამ მოხუც ბარონს – ჰუგოს არაფრის გაგონება არ სურდა. მათ შვილი
ჰყავდათ. ბარონმა გადაწყვიტა, რომ ბავშვი მისი არ იყო და მემკვიდრეობის ჩამორთმევით
დაემუქრა. ზუსტად აღარ მახსოვს, მერე რა მოხდა, მაგრამ საბოლოოდ, ბარონმა ცოლიც და
შვილიც კედელში ცოცხლად ჩაატანა. ქალმა სიკვდილის წინ ლემესიურეს გვარი დაწყევლა.
წყევლის თანახმად, იმ დღიდან ლემესიურეს გვარში ვერც ერთი უფროსი შვილი
მემკვიდრეობას ვერ ეღირსებოდა. რამდენიმე ხანში გაირკვა, რომ ლედი მართლაც არ იყო
დამნაშავე. ჰუგომ მონანიების მიზნით, სიცოცხლე მონასტრის კელიაში გაატარა. რაც უნდა
უცნაური იყოს, მას შემდეგ, ვერც ერთი უფროსი შვილი ლემესიურეს გვარში, ცოცხალი ვერ
აღწევდა იმ ასაკამდე, მემკვიდრეობა რომ უნდა მიიღოს. მამულები უმცროს ძმებს, ან
ნათესავებს რჩებათ, მაგრამ არასოდეს – უფროს შვილს. ვინსენტის მამა მეორე იყო ხუთ ძმაში,
უფროსი ჩვილობის ასაკში დაიღუპა. ომის დროს ვინსენტის ორი უმცროსი ძმა დაიღუპა,
თუმცა მას ეგონა, რომ თავად იყო განწირული.

– საინტერესო ისტორიაა, – დაფიქრებულმა წარმოთქვა პუარომ, – მაგრამ ახლა მამა


სიკვდილის პირასაა. ვინსენტი კი, როგორც უფროსი ვაჟი მემკვიდრეობას მაინც მიიღებს.

– ზუსტად. თანამედროვე ცხოვრებაში წყევლა არ „მუშაობს“.

ამ ამბავს გაგრძელება მეორე დღესვე მოჰყვა, როდესაც ჩვენ კაპიტან ვინსენტ ლემესიურეს
ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი გავიგეთ. ღამით, დაძრული მატარებლიდან გადავარდა.
ფიქრობდნენ, რომ გონება დაებინდა, რაც ფრონტზე მიღებულმა კონტუზიამ და სამწუხარო
ცნობამ გამოიწვია. მემკვიდრედ ვინსენტის ბიძა გამოცხადდა, რომლის ერთადერთი შვილი
ქალაქ სომთან დაიღუპა. ორი წლის შემდეგ, ჩვენ გავიგეთ, რომ ისიც გარდაიცვალა და მალე
მას ძმაც მიჰყვა. ჯონი საკმაოდ ჯანმრთელი ადამიანი იყო. მისი სიკვდილის მიზეზი
ფუტკრის ნაკბენი გახდა. წყევლა თავის საქმეს აკეთებდა: ჯონის შვილმა, რომელიც იტენში
სწავლობდა, გაურკვეველ სიტუაციაში, იარაღით მოიკლა თავი. ახლა უკვე მამული ხუთი
ძმიდან უმცროსს, ჰუგოს რჩებოდა, იმას, რომელიც ჩვენ იმ ღამეს ჩარლტონში გავიცანით.
ერთხელ, მოულოდნელად პუაროსთან მადამ ლემესიურე – ჰუგოს ცოლი მოვიდა, მან პუაროს
დახმარება სთხოვა. ქალის მონაყოლიდან გაირკვა, რომ მას უფროსი შვილის ბედი
აღელვებდა. ორი შვილი ჰყავდა: რონალდი – რვა წლის და ჯერალდი – ექვსის. მისი თქმით,
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რონალდი სიკვდილს სამჯერ ბეწვზე გადაურჩა. პირველად,
როდესაც კორნუოლში ისვენებდნენ, კინაღამ დაიხრჩო; მეორედ – ბავშვთა ოთახის
ფანჯრიდან გადავარდა; მესამედ კი – კინაღამ სოკოთი მოიწამლა. მის ქმარს ჰუგოს ამ თემაზე
საუბარი არ უნდოდა. იგი დარწმუნებულია, რომ მათ გვარს წყევლა არ ასვენებს და შვილს
ვერაფრით უშველის. ჰუგოს თქმით, ბედს ვერ გაექცევიან. პუარო ამ ამბავს გულგრილად
ისმენდა და ეტყობოდა, რომ არანაირი წყევლის არ სჯეროდა. მხოლოდ მაშინ შეშფოთდა,
როდესაც ქალმა უთხრა, რომ არც მას სჯეროდა წყევლის. წყევლა სუროს ღეროს ხომ ვერ
გადაჭრიდა სანახევროდ.

– განა წყევლას შეუძლია ასეთი რამის გაკეთება? – იკითხა ქალმა, – სუროსთან


დაკავშირებული ამბავი წყევლას არ უნდა უკავშირდებოდეს. ბიჭები ხშირად თამაშობდნენ
ასე: აძვრებოდნენ და ჩამოძვრებოდნენ სუროზე, ვიდრე ერთხელ (იმ დროს ჯერალდი სახლში
არ იყო) სურო არ გაწყდა და რონალდი არ ჩამოვარდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად
დამთავრდა. მე მაშინვე დავათვალიერე სუროს ღერო და იგი ღრმად იყო ჩაჭრილი. გესმით,
მუსიე პუარო, ჩაჭრილი... – თქვენს სახლში ვინ ცხოვრობს? – უკვე შეშფოთებულმა ჰკითხა
პუარომ.

– მის სონდერსი – გუვერნანტი, ჯონ გარდნერი – ჩემი ქმრის მდივანი და მაიორი როჯერ
ლემესიურე. თქვენ ისიც იმ ღამეს გაიცანით, როდესაც ჩემ ქმარს შეხვდით. ის ჩვენს შტოს არ
ეკუთვნის, მაგრამ თუ არ ვცდები, ახლა ის ითვლება ჩემი ქმრის უახლოეს ნათესავად. ძალიან
საყვარელი ადამიანია. ბავშვები მასზე გიჟდებიან.

– საფრთხე რეალურია, – თქვა პუარომ, – თქვენი ქმარი წინააღმდეგი ხომ არ იქნება, რომ
რამდენიმე დღით გესტუმროთ?

– არა მგონია, უბრალოდ იტყვის, რომ ამას აზრი არ აქვს.

როდესაც ლემესიურებს ვესტუმრეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ჰუგო, ჩვენი შეხვედრის შემდეგ,


საგრძნობლად შეცვლილიყო. ძალიან ფერმკრთალი და გამხდარი ჩანდა.

– დიდი მადლობა ჩვენზე რომ ზრუნავთ, – გვითხრა მან, როდესაც ჩვენი ჩასვლის მიზეზი
მოვახსნეთ, – მაგრამ რაც მოსახდენია, იმას ვერ ავცდებით.

პუარომ მას ჩაჭრილი სურო შეახსენა.

– ეს ალბათ, მებაღის წინდაუხედაობის ბრალია. რა თქმა უნდა, საქმეში დანა ჩაერია, მაგრამ
მასაც ბედისწერა მართავდა. წყევლის ასრულებას დიდი ხნით ვერ გადავდებთ. მე
განწირული ვარ. განუკურნებელი სენი მჭირს, მაგრამ ჩემს სიკვდილამდე, რონალდს
წაიყვანენ. მემკვიდრე ჯერალდი გახდება.
ჩვენი ჩასვლიდან მეოთხე დღეს, სტუმრად მაიორი როჯერ ლემესიურე ჩამოვიდა. ის
საერთოდ არ შეცვლილიყო. ისეთივე მხიარული იყო, როგორც იმ ვახშამზე. ბავშვები მას
ჟივილ-ხივილით შეხვდნენ. მეორე დღეს ყველა, მათ შორის ბავშვებიც, ლედი კლეიჰეიტთან
ჩაიზე დაპატიჟეს. მე და პუარო არ წავედით. როდესაც ყველა გაიკრიფა, პუარომ მუშაობა
დაიწყო. მეძებარი ძაღლივით ყველა კუთხე-კუნჭული მოჩხრიკა. თუმცა, ამან არავითარი
შედეგი არ გამოიღო. საღამოს მის სონდერსთან ერთად, რომელიც დაპატიჟებული არ
ყოფილა, ვერანდაზე ვისხედით და ჩაის ვსვამდით. ამ დროს მის სონდერსმა ფუტკრები
ახსენა. თქვა, რომ კარგი იქნება, თუ ბავშვები კლეიჰეიტებთან სკებს სიახლოვეს არ
გაეკარებიანო. პუაროს ხელში ფინჯანი გაუშეშდა.

– ფუტკრები! – წამოიძახა პუარომ. წამოხტა, თავზე ხელები დაილაგა და წინ და უკან


სიარულს მოჰყვა. მალე მასპინძლებიც დაბრუნდნენ. გაირკვა, რომ როლანდს ფუტკარმა
უკბინა. დედამისმა თქვა, საშიში არაფერია და ნაკბენი სპირტით დავუმუშავეთო. პუარომ
ნაკბენს მაინც დახედა.

– აქ, კისერზე მიკბინა, – სერიოზული სახით წარმოთქვა რონალდმა, – სულ არ მტკივა. მამამ
მითხრა: არ გაინძრე, ფუტკარი დაგაჯდაო. და კისრიდან ფუტკარი მომაცილა, თუმცა
სასიზღარმა კბენა მაინც მოასწრო. არც მიტირია.

პუარო ნაკბენს დააკვირდა, ხელი მომკიდა და ჩამჩურჩულა:

– დღეს... დღეს, მეგობარო, ცოტა წამუშავება მოგვიწევს!

ძილის წინ მთხოვა, ტანთ არ გამეხადა და ჩემს ოთახში შუქი ჩამექრო. თავად კი კიბეზე
დამელოდებოდა. ჩუმად შევიპარეთ როლანდის ოთახში და ბნელ კუთხეში დავიმალეთ.
ბავშვს მშვიდად ეძინა.

– ბავშვი სპეციალურად წამლით დააძინეს, რომ, ნემსის გაკეთებისას არ იყვიროს, –


მიჩურჩულა პუარომ.

ათი წუთიც არ იყო გასული, რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა და ლოგინისკენ გაემართა. ფანრის
ანთების ხმა გავიგონეთ, შუქმა მძინარე ბავშვი გაანათა. შემოსულმა ფანარი იატაკზე დადო,
მარცხენა ხელით ბავშვის კისერს შეეხო, მარჯვენათი კი შპრიცი მიუახლოვა... ჩვენ
წამოვხტით და შემოსულს დავეტაკეთ... ფანარი გაგორდა და ჩაქრა. სიბნელეში დიდხანს
ვიბრძოდით. ეს კაცი ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ბოლოს მაინც ვძლიეთ. ვიდრე ფანარს
მოვიტანდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის საძაგელი კუზენი, როჯერი დავიჭირეთ,
რომელსაც ყველაზე მეტად აწყობდა ბავშვის სიკვდილი. ფანარი რომ ავანთე და ჰუგო
ლემესიურეს – ბავშვების მამის სახე დავინახე, ფანარი ხელიდან კინაღამ გამივარდა.
ლემესიურე უგონოდ იყო და თავის საძინებელში გადავიყვანეთ. პუარომ ხელიდან შპრიცი
გამოართვა და მე მაჩვენა.
– ეს ალბათ ჭიანჭველას მჟავაა. თუ გახსოვთ, პროფესიით ის ქიმიკოსია. შეიძლება, მან მჟავა
სახლის პირობებშიც კი დაამზადა, ხოლო სიკვდილს ფუტკრის ნაკბენს დააბრალებდნენ.

– ღმერთო დიდებულო! – წამოვიძახე მე, – საკუთარ შვილს! თქვენ მასზე ეჭვი გქონდათ?

– კი, – პუარომ თავი დააქნია, – გიჟია. ოჯახური ლეგენდის საფუძველზე გააფრინა.


დაუძლეველმა სურვილმა, მამულის მფლობელი გამხდარიყო, მას დანაშაულებების
ჩადენისკენ უბიძგა. შეიძლება, პირველად მას ეს აზრი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ვინსენტთან
ერთად ჩრდილოეთისკენ მიემგზავრებოდა. მას არ შეეძლო იმის დაშვება, რომ
წინასწარმეტყველება არ ახდენილიყო. რონალდის შვილი დაიღუპა, თავად რონალდი
ისედაც სიკვდილის პირას იყო. თავისი ძმა ჯონი, მან იმავე ხერხით მოკლა, რომლითაც
საკუთარი შვილის მოკვლას აპირებდა – ჭიანჭველას მჟავა შეუყვანა. შემდეგ ჯონის შვილს
ესროლა. ბოლოს და ბოლოს მისი ამბიციები დაკმაყოფილდა და იგი საგვარეულო მამულების
მფლობელი გახდა, მაგრამ მისი ტრიუმფი ხანმოკლე გამოდგა. მან გაიგო, რომ კვდება.
უბედურება კი ისაა, რომ ამ დროისთვის იგი უკვე შეპყრობილი იყო მანიაკალური იდეით,
რომლის თანახმადაც, ლემესიურების გვარის არც ერთი უფროსი ვაჟი მემკვიდრეობის
მფლობელი არ უნდა გახდეს. ამიტომ, საკუთარი შვილის მოკვლა სცადა.

– მე კიდევ როჯერზე ვეჭვობდი.

– ბუნებრივია! მას მოტივი ჰქონდა, თუ ორივე ბავშვი მოკვდებოდა, მემკვიდრე ის ხდებოდა,


მაგრამ რამდენიმე მომენტმა დამაეჭვა; რატომ ჩაჭრეს სურო, მაშინ, როდესაც სახლში
მხოლოდ რონალდი იყო. როჯერს ხომ ორივე ბავშვის სიკვდილი აწყობდა! დღეს, კი როდესაც
ბავშვმა თქვა, რომ ფუტკარი კისრიდან მამამ მოაშორა, ფუტკრის ნაკბენით გარდაცვლილი
კიდევ ერთი ლემესიურე გამახსენდა და ყველაფერს მივხვდი.

რამდენიმე თვეში ჰუგო ლემესიურე სულით ავადმყოფთა კერძო კლინიკაში გარდაიცვალა.

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

ჩაძირული განძი

– ეს ამბავი ორი წლის წინ მოხდა, – დაიწყო თხრობა რეიმონდ უესტმა. – როდესაც სამების
დღესასწაულზე კორნუოლში, სოფელ პოლპერენში გავემგზავრე. ჯონი გამგზავრებამდე
რამდენიმე დღით ადრე გავიცანი. იგი თავიდანვე საინტერესო ადამიანად მეჩვენა, ბუნებით
რომანტიკოსი იყო და სწორედ ამ თვისების გამო იქირივა „პოლ ჰაუსი“. მან მიამბო, რომ
ელიზავეტას დროინდელი ესპანური „არმადის“ ერთ-ერთი გემი, რომელსაც ოქრო
გადაჰქონდა, სწორედ კორნუოლის ნაპირებთან ჩაიძირა. მრავალი წლის განმავლობაში გემის
ამოყვანისა და განძის პოვნის მცდელობებმა უშედეგოდ ჩაიარა. ნიუმენი განძის ამბავმა
ძალიან გაიტაცა. მას სწამდა, რომ „არმადის“ განძი მითი სულაც არ იყო და მისი აზარტი მეც
გადამედო.

ხუთშაბათს გავემგზავრე კორნუოლში. კუპეში ჩემთან ერთად ინსპექტორი ბადგვორტი


აღმოჩნდა. თავი გავახსენე და საუბარი გავაბით. მე ჩემი მგზავრობის მიზანი გავაცანი.
როგორც გაირკვა, განძის ამბავი მასაც გაეგონა.

„ჰო, მანდ „ხუან ფერნანდესი“ ჩაიძირა!“ – წამოიძახა მან, – თქვენი ნაცნობი პირველი არ
იქნება, ვინც ამ საქმეს დიდ ფულს მიაჭყლეტს. გემები აქ ყოველთვის იძირებოდა, მაგრამ
მთელი ეს „ესპანური ოქრო“ რომანტიკული ბოდვაა. სხვათა შორის, მეც ერთი გემის ჩაძირვის
გამო მივემგზავრები კორნუოლში. შარშან, გახსოვთ ალბათ, მანდ განიცადა კატასტროფა
„ოტრანტომ“. ბევრმა არ იცის, რომ „ოტრანტოს“ ოქრო გადაჰქონდა. აი, ეს კი სულაც არ არის
მითი. ჩვენ მაშინვე გავაგზავნეთ მყვინთავების სპეციალური ჯგუფი, თუმცა, ოქრო უკვე
გამქრალი დაგვხვდა – ვიღაცამ დაგვასწრო, მაგრამ ოქროს ზოდები, ხომ ბრილიანტის კოლიე
არ არის, რომ ჯიბეში დამალო?! ახლა საქმის გამოსაძიებლად მივდივარ“.

ვაგზალზე ნიუმენი თავისი სატვირთო მანქანით დამხვდა. რამდენიმეწუთიანი მგზავრობის


შემდეგ „პოლ ჰაუსშიც“ მივედით. მთელი საღამო ჩაძირულ ესპანურ გალიონებზე
ვსაუბრობდით.

მეორე დილით ნიუმენმა ჯერ თავისი მყვინთავი გამაცნო, შემდეგ კი პოლპერენში „სამ
ღუზაში“ წამიყვანა. მითხრა, საინტერესო ტიპს გაგაცნობო. ლუდს რომ ვსვამდით, ჩვენთან
„სამი ღუზის“ მეპატრონე მისტერ კელვინი მოვიდა – მხარბეჭიანი კაცი ჩაწითლებული
თვალებით. ეჭვი გამიჩნდა, რომ სწორედ ეს იყო ის „საინტერესო ტიპი“. იგი სოფელში უცხო
ხალხის მომრავლების გამო ჯავრობდა, მათ შორის ინსპექტორიც ახსენა. არაფერში
გვჭირდება აქ უცხო ხალხის ჩამოთრევაო, ამბობდა ტრაქტირის მეპატრონეში რაღაც
ბოროტული იგრძნობოდა.

ამინდი მხოლოდ კვირას გამოვიდა და ჩვენ ნიუმენის ნავით ზღვაში გავედით, მაგრამ,
მოულოდნელად ისეთი წვიმა წამოვიდა, რომ მხოლოდ ერთი სურვილი გვქონდა: სახლში
დავბრუნებულიყავით და მშრალი ტანსაცმელი ჩაგვეცვა.

იმ საღამოს ადრე დავიძინე. მთელი ღამე კოშმარები მესიზმრებოდა. როდესაც გავიღვიძე,


საათი რვას უჩვენებდა. თავი მისკდებოდა. ჯერ ისევ ღამის კოშმარების ტყვეობაში ვიყავი.
იმდენად, რომ, როდესაც ფანჯრიდან გადავიხედე, ვიფიქრე, კოშმარი გრძელდებოდა:
პირველი, რაც დავინახე, იყო კაცი, რომელიც საფლავს თხრიდა. უკან დავიხიე და გარკვეული
დრო დამჭირდა, რომ თავი ხელში ამეყვანა. ფანჯარაში კიდევ ერთხელ გადავიხედე და
შვებით ამოვისუნთქე – მესაფლავე ნიუმენის მებაღე აღმოჩნდა, ხოლო „საფლავი“ – ვარდების
სამი ბუჩქისთვის განკუთვნილი ორმო.
სასაუზმოდ დაბლა ჩავედი. ნიუმენი არ გამოჩნდა. ავფორიაქდი. მის საძინებელში შევედი და
აღმოვაჩინე, რომ ღამე სახლში არც გაუთევია. ოთახში არც ის სმოკინგი იყო, რომელიც
ნიუმენს წუხელ ეცვა. ესე იგი, ნიუმენი სასეირნოდ დილით კი არა, წუხელ წავიდა და,
რატომღაც, არ დაბრუნდა. რა უნდა მოსვლოდა? ცუდი წინათგრძნობა არ მშორდებოდა.
გადავწყვიტე, სასწრაფოდ ძებნა დამეწყო.

რამდენიმე საათში დამხმარეების დიდი ჯგუფი შევკრიბე და ყველა მხარეს ძებნას


შევუდექით – ხრამშიც, ქვევით, კლდეებთანაც, მაგრამ ნიუმენი იქ ვერ ვიპოვეთ.

ბოლოს, როდესაც ყველა იმედი გადამეწურა, ინსპექტორი ბადგვორტი მოვძებნე.

„ცუდი სუნი მცემს, – ჩაილაპარაკა მან, – არის აქ რამდენიმე საეჭვო ტიპი. ნახეთ კელვინი,
„სამი ღუზის“ მეპატრონე?“

მე ვუპასუხე, რომ მქონდა ამის ბედნიერება. ინსპექტორმა მაცნობა, რომ იგი მხოლოდ ოთხი
წლის წინ გამოვიდა კოლონიიდან. არც გამკვირვებია.

ჩვენ ძებნა გაორმაგებული ძალებით განვაგრძეთ. წარმატებას მხოლოდ საღამოსთვის


მივაღწიეთ: ნიუმენი მისივე მამულის შორეულ ნაწილში, ღრმა არხში ვიპოვეთ. მას ხელ-ფეხი
ძალიან მაგრად ჰქონდა შეკრული, პირში კი ცხვირსახოცი ჰქონდა ჩატენილი. ძალა საერთოდ
გამოსცლოდა და ტკივილისგან სულ კვნესოდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მაჯები შეუხსნეს
და ვისკი დაალევინეს, შეძლო ამბის მოყოლა.

წუხელ, დაახლოებით 11 საათისთვის, იგი გასასეირნებლად გავიდა. ხრამის პირას გაისეირნა


და ბოლოს იმ ადგილთან მივიდა, რომელსაც გამოქვაბულების სიმრავლის გამო,
„კონტრაბანდისტთა თავშესაფარს“ ეძახიან. იქ მან რამდენიმე ადამიანი შეამჩნია, რომლებიც
ნავიდან რაღაცას ტვირთავდნენ და დაბლა დაეშვა. ცდილობდა არ შეემჩნიათ. უნდოდა
გაეგო, რას ეზიდებოდნენ. შემდეგ ვიღაცამ დაიყვირა და მას თავზე რამდენიმე ადამიანი
დააცხრა, რომლებმაც გონების დაკარგვამდე სცემეს. როდესაც გონს მოვიდა, აღმოაჩინა, რომ
სატვირთო მანქანის ძარაზე იწვა. მანქანა დიდი სიჩქარით მიდიოდა. ის დარწმუნებული იყო,
რომ სოფელში მიჰყავდათ, მაგრამ, ძალიან გაუკვირდა, როდესაც ავტომობილმა მისი სახლის
ჭიშკარში შეუხვია. აქ გამტაცებლებმა ითათბირეს და არხში ჩააგდეს, სადაც ადამიანის ძებნას
არავინ დაიწყებდა. მას მოეჩვენა, რომ სატვირთო ავტომობილი მამულიდან სხვა
გასასვლელით გავიდა – იმით, რომელიც სოფელთან უფრო ახლოსაა. გამტაცებლების აღწერა
მას არ შეეძლო.

ინსპექტორი ბადგვორტი გამოცოცხლდა.

– დარწმუნებული იყავით, რომ ოქრო იქ დამალეს! – წამოიძახა მან, – ჩაძირული გემიდან


ამოიღეს და სადმე მოფარებულში ინახავენ. იციან, რომ „კონტრაბანდისტების თავშესაფარში“
ყველა გამოქვაბული გავჩხრიკეთ და ახლა სხვაგან ვიწყებთ ძებნას. ამიტომ, ტვირთი იქ
გადმოიტანეს, სადაც უკვე ვიყავით. იციან, რომ იქ აღარ მოვძებნით. მისტერ ნიუმენმა ისინი
მინიმუმ 18 საათის წინ აღმოაჩინა. ესე იგი, მათ საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ სხვაგან
გადაეტანათ!

ინსპექტორს ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდა, რომ ოქროს ახალი ადგილსამყოფელი გამოეცნო,


თუმცა, მეორე დღეს რაღაც მაინც იპოვა.

„ამ გზაზე მანქანა იშვიათად დადის, – ამიხსნა მან, – ჩვენ კი, რამდენიმე ადგილზე სატვირთო
მანქანის მკვეთრი კვალი აღმოვაჩინეთ. ერთ საბურავზე პროტექტორია დაზიანებული და
განსხვავებულ კვალს ტოვებს. რატომ გავიდა ეს მანქანა იმ კარიდან, რომელიც უფრო ახლოს
იყო სოფელთან? იმიტომ, რომ სოფელში ბრუნდებოდნენ. სოფელში კი საკუთარი სატვირთო
მანქანა მხოლოდ ორ ადამიანს ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთი კელვინია, „სამი ღუზის“
მეპატრონე. სხვათა შორის, ადრე კელვინი მყვინთავი იყო.

ინსპექტორმა ნება დამრთო, მასთან ერთად წავსულიყავი „სამ ღუზაში“. ავტოფარეხის პატარა
კარი ღია დაგვხვდა. საბურავების ზედაპირული დათვალიერება ინსპექტორისთვის
საკმარისი აღმოჩნდა – შესაბამისი დეფექტი უცებ იპოვა.

თუმცა, ინსპექტორის სიხარული ნაადრევი გამოდგა. პოლიციამ ვერც ოქრო იპოვა და


კელვინიც ვერ დააპატიმრა. ავტოფარეხის წინ კოტეჯი იდგა, რომელიც ერთმა მხატვარმა
ქალმა იქირავა. ისე მოხდა, რომ ეს ქალი ავად გახდა და მასთან მთელი ღამის განმავლობაში
მომვლელი რჩებოდა. მომვლელი ქალი იფიცებოდა, რომ მთელი ღამე ფანჯარასთან მჯდარმა
გაატარა და, შეუძლებელი იყო, არ დაენახა გამომავალი სატვირთო მანქანა. იმ ღამეს კი ასეთი
არაფერი დაუნახავს. აბა, რას იტყვით, მეგობრებო?

– და მერე რა? – ჩაიხითხითა ჯოისმა, – ალბათ, ჩაეძინა. მათ ყოველთვის ეძინებათ.

– მხატვარი ქალის ჩვენებაც არსებობს, – განაგრძო რეიმონდმა, – მას ძლიერი ტკივილები


აწუხებდა და ვერ დაიძინა. ამიტომ, აუცილებლად გაიგონებდა, სატვირთო რომ
გამოსულიყო.

– იცით, მე ეს კელვინი მესიმპათიურება კიდეც, – თქვა ექიმმა პანდერმა, – ალბათ, მის


წინააღმდეგ, გარდა საეჭვო წარსულისა და გაფუჭებული საბურავისა, არანაირი სამხილი არც
ჰქონდათ.

– დეიდა ჯეინი რას იტყვის? – მიმართა რეიმონდმა მის მარპლს.

– მე ვფიქრობ, რომ მეგობრები უფრო ფრთხილად უნდა შეარჩიო. ისეთი მიმნდობი ხარ,
ყველა გატყუებს... რა ესპანური გალიონები, შენ ხომ უკვე დიდი ბიჭი ხარ! სულ ერთი კვირა
იცნობდი მაგ კაცს.

სერ ჰენრი მოულოდნელად ახარხარდა და ხელი თავში წაიშინა.


– კარგად გითხრეს, რეიმონდ, – იცინოდა ის, – მის მარპლ, თქვენ შეუდარებელი ხართ!
რეიმონდ, თქვენს მეგობარს სინამდვილეში სხვა სახელი ჰქვია და ამჟამად ის კორნუოლში
საერთოდ არ ცხოვრობს. ახლა ის დევონშირში, ციხეში იმყოფება. მართალია, იგი ჩვენ
„ოტრანტოს“ ოქროს ქურდობისთვის არ დაგვიჭერია, მაგრამ, როცა ბოლომდე ჩავყევით,
აღმოვაჩინეთ, რომ დაკარგული ოქროს დიდი ნაწილი მას ჰქონდა. ოქრო „პოლ ჰაუსის“ ბაღში
იყო დაფლული. კარგად მოიფიქრა: კორნუოლში ყველა ჩაძირულ გალიონებსა და დაკარგულ
ოქროზე ლაპარაკობს. ეს კარგად ხსნიდა მყვინთავის გამოჩენას, რაც შემდეგ ოქროს
გამოჩენასაც ახსნიდა. საჭირო იყო მხოლოდ განტევების ვაცი, ამ როლს კი კელვინი
იდეალურად შეესაბამებოდა. ნიუმენმა მშვენივრად ითამაშა თავისი პატარა კომედია,
რომელშიც ჩვენს მეგობარ რეიმონდს, ცნობილ მწერალს, სანდო მოწმის როლი ერგო.

– ნიშანი მანქანის ბორბალზე? – არ ნებდებოდა ჯოისი.

– მე, რა თქმა უნდა, ძრავებში ვერ ვერკვევი, – დაიწყო მის მარპლმა, – მაგრამ, ხშირად
მინახავს, საბურავებს როგორ ცვლიან. სავსებით შესაძლებელი იყო კელვინის სატვირთოდან
საბურავის მალულად მოხსნა და მისტერ ნიუმენის მანქანაზე დაყენება. მანქანით ერთი
ჭიშკრიდან შესვლა და მეორე ჭიშკრიდან ოქროს გატანა, შემდეგ ბორბლის ისევ კელვინის
მანქანაზე დაყენება. ამ დროს ვინმე მისტერ ნიუმენს შებოჭავდა და თხრილში ჩააგდებდა.
ვფიქრობ, ეს იმ ეგრეთ წოდებულმა მებაღემ გააკეთა.

– რატომ ფიქრობთ, რომ მებაღე ეგრეთ წოდებული იყო, დეიდა ჯეინ? – გაიკვირვა
რეიმონდმა.

– როგორ იქნებოდა ნამდვილი? მებაღეები „სულების ორშაბათს“ არ მუშაობენ. ვისაც გინდა,


ჰკითხეთ. სწორედ ამ ფაქტმა დამაყენა კვალზე. საკუთარი სახლი და საკუთარი ბაღი რომ
გქონოდა, შენც მიხვდებოდი.

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

განკარგულება საიქიოდან

– ამბავი ჩემს ძველ კლიენტს ეხება, – დაიწყო თხრობა მისტერ პატერიკმა, – მე მას საიმონ
კლოუდის სახელით მოვიხსენიებ. იგი ძალიან შეძლებული ადამიანი იყო. მისი ერთადერთი
შვილი ომში დაიღუპა, რომელსაც პატარა გოგონა დარჩა. ბავშვის დედა მშობიარობას
გადაჰყვა. ბუნებრივია, გოგონა ბაბუასთან იზრდებოდა, ბაბუას კი მასზე მზე და მთვარე
ამოსდიოდა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რა დაემართა, როდესაც გოგონამ 12 წლის ასაკში
ფილტვების ანთება აიკიდა და გარდაიცვალა.
შეიძლება ითქვას, საიმონ კლოუდი ცხოვრებას ინსტინქტურად განაგრძობდა. მალე მისი
ერთ-ერთი ძმაც გარდაიცვალა, რომელმაც შვილებს თითქმის არაფერი დაუტოვა. საიმონ
კლოუდმა ბავშვები თავისთან წაიყვანა. ასე აღმოჩნდნენ მის სახლში გრეისი, მერი და ჯორჯი.
მალე ჯორჯისთვის ბანკში სამსახურიც გამოიძებნა, გრეისი გათხოვდა – ცოლად ვინმე ფილიპ
ჰაროლდს გაჰყვა, მერი კი სახლში დარჩა და ბიძაზე ზრუნვას განაგრძობდა. საიმონ კლოუდი
ჩემთან მოვიდა და ანდერძის შედგენა მთხოვა. ამ ანდერძით, მთელი მისი ქონება დებსა და
ძმას შორის თანაბრად იყოფოდა.

დრო გადიოდა. ერთხელ მისტერ კლოუდი შემთხვევით სპირიტული სეანსებით


დაინტერესდა და ამან თანდათან ძალიან გაიტაცა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მან
ამერიკელი ქალი, ვინმე ევრიდიკა პლატი გაიცნო, რომელიც თავს მედიუმს უწოდებდა. საქმე
სულ უფრო სერიოზულ სახეს იღებდა. ამ თაღლითმა ქალმა საიმონ კლოუდზე ძალაუფლება
მოიპოვა. ქალი მუდმივად მის სახლში იყო და დაუსრულებლად მართავდა სეანსებს,
რომელთა დროსაც, საიმონს, რომელსაც ჭკუის დაკარგვამდე ენატრებოდა შვილიშვილი, მისი
სული ევლინებოდა. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამ საქმეზე, მით მეტად ვშფოთავდი.
მიყვარდა ახალგაზრდა კლოუდები – მერი და ჯორჯი და მშვენივრად ვხვდებოდი, რით
შეიძლებოდა ეს მათთვის დამთავრებულიყო.

ჩემთვის ცხადი იყო, რომ მისის პლატი ამ სახლში, ფაქტობრივად, დასახლდა. ამას გარდა, მან
მალე თავისი ქმარიც ჩამოიყვანა – მისტერ აბესალომ პლატი. მათი დანახვაც საკმარისი იყო
იმის მისახვედრად, თუ რას წარმოადგენდა ეს წყვილი, საიმონი კი აღფრთოვანებული იყო.
ევრიდიკა პლატი ღმერთმა გამომიგზავნაო – მითხრა, – მას ფული კი არა, მხოლოდ
ადამიანების დახმარება აინტერესებსო. პატარა კრისტი (ასე ერქვა მის გარდაცვლილ
შვილიშვილს) შვილივით უყვარსო. ისიც კი მითხრა, თითქოს კრისტიმ მას აცნობა, რომ
ბედნიერია იქ, დედასთან და მამასთან და რომ ძალიან უყვარს მისის პლატი. ჩემს არანაირ
შეგონებას ნაყოფი არ გამოუღია, პირიქით, მოხუცი გამიბრაზდა კიდეც.

მალე კლოუდი ლოგინად ჩავარდა. ერთ დღესაც თავისთან დამიძახა. ის ლოგინში იწვა და
მივხვდი, რომ სიცოცხლე ბევრი აღარ დარჩენოდა.

– მე მალე მოვკვდები, – მისუსტებული ხმით წარმოთქვა მან, – სიკვდილის წინ კი, მინდა,
ვალი მოვიხადო იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე მეტი გააკეთა.
მინდა, ანდერძი გადავწერო. აქ მე უკვე დავწერე, რაც მინდოდა – მან ქაღალდი ამოიღო.
ნაწერი ძლივს გავარჩიე: თავის ძმისშვილებს ხუთ-ხუთი ათას ფუნტს უტოვებდა, ხოლო
დანარჩენ ქონებას – ევრიდიკა პლატს, „სიყვარულით და მადლიერებით“. აღშფოთებული
ვიყავი, მაგრამ ვერაფერს გავაწყობდი.

კლოუდმა მოსამსახურეებსაც დაუძახა. მაშინვე მოვიდნენ მოახლე ემა კონტი – შუახნის ქალი
და მზარეული ლუსი დევიდი – მათ ანდერძი უნდა დაემოწმებინათ. კლოუდმა ემას
უჯრიდან კალმის ამოღება უბრძანა. მოახლემ უჯრა გამოაღო.
– არა, მაგაში არაა! – გაღიზიანებულმა წამოიძახა მოხუცმა, – ვითომ არ იცი, რომ ყოველთვის
მარცხენა ყუთში დევს!

– არა, სერ, ზუსტად მარცხენაში არ დევს, – უპასუხა მოახლემ.

– ესე იგი, იქ არ ჩადე, სადაც საჭირო იყო! – ჩაიბურტყუნა მოხუცმა, – ვერ ვიტან, როდესაც
საგნებს თავის ადგილზე არ დებენ!

ბუზღუნის მიუხედავად, მან ჩემ მიერ ჩასწორებული, ანდერძის „შავი“ ვარიანტი


გადაათეთრა და ხელი მოაწერა, ამის შემდეგ ემა კონტმა და ლუსი დევიდმაც იგივე გააკეთეს.
ანდერძი დავკეცე და ლურჯ კონვერტში ჩავდე, რომელიც ყოველთვის თან დამაქვს. ემამ
თვალებით მკითხა – წავიდეო? მე თავი დავუქნიე. მოულოდნელად ემა შეჩერდა და
იატაკიდან რაღაც აიღო. ეს იყო ცისფერი კონვერტი. რომელიც, როგორც ჩანს, ჯიბიდან
ამომივარდა. მან მომაწოდა და მეც პალტოს ჯიბეში ჩავიდე.

მერი კლოუდი ჰოლში შემხვდა. ჩაის დალევა შემომთავაზა და პალტოს გახდაში მომეხმარა.
შემდეგ მისი ძმა ჯორჯიც შემოვიდა. მან პალტო გამომართვა და ოთახის მეორე ბოლოში,
სკამზე დადო. დაახლოებით საათის მეოთხედის შემდეგ წასვლა გადავწყვიტე და
პალტოსთვის გავედი. ოთახში მისის პლატი იყო. იგი იმ სკამის გვერდით, რომელზეც ჩემი
პალტო იდო, მუხლებზე ჩაჩოქილიყო და რაღაცას აკეთებდა. როდესაც დამინახა, გაწითლდა
და ფეხზე წამოხტა.

– ეს ხალიჩა, სულ იკეცება, – დაიწუწუნა მან, – იყოს ისე დაფენილი, როგორც არის და მორჩა!

მე უხმოდ ავიღე პალტო, ჩავიცვი და მხოლოდ მაშინ დავინახე, რომ ანდერძიანი კონვერტი
იატაკზე ეგდო. მე ის ისევ ჯიბეში ჩავიდე, დავემშვიდობე და წამოვედი.

კანტორაში რომ დავბრუნდი, ჩემს კაბინეტში შევედი და ანდერძი ჯიბიდან ამოვიღე.


კონვერტი ჯერ ისევ ხელში მეჭირა, რომ მდივანი შემოვიდა და მითხრა, ვიღაცას ჩემთან
ტელეფონით საუბარი სურდა. რადგან ჩემი აპარატი გაფუჭებული იყო, მდივანთან მისაღებში
გავედი და იქ ხუთ წუთს გავჩერდი. როდესაც ლაპარაკი დავასრულე, მდივანმა მითხრა, რომ
ჩემი ნახვა ვინმე მისტერ პლატს სურდა, რომელიც კაბინეტში მელოდებოდა.

მისტერ პლატი მაგიდასთან იჯდა. იგი წამოხტა, ხელი მხურვალედ ჩამომართვა და დიდი
მონოლოგი წარმოთქვა. ის საკუთარი თავისა და ცოლის გამართლებას ცდილობდა. მას
ეშინოდა, რომ ხალხი ჭორაობას დაიწყებდა, ამიტომ, რაღაცეებს ბოდავდა: რომ, ყველამ იცის,
მის ცოლს როგორი მგრძნობიარე გული აქვს, როგორი კეთილი ზრახვები ამოძრავებს და ასე
შემდეგ. ბოლოს ვაგრძნობინე, რომ მისი ვიზიტი უადგილო იყო და ისიც წავიდა. ერთბაშად
გამახსენდა, რომ ანდერძი მაგიდაზე დავტოვე. ავიღე, დავაწებე კონვერტი და სეიფში
შევინახე.

ორი თვის შემდეგ მისტერ საიმონ კლოუდი გარდაიცვალა. და, რა მოხდა?! როდესაც
კონვერტი გავხსენი, იქ ცარიელი ქაღალდი დამხვდა. ორი თვე დაბეჭდილი კონვერტი ჩემს
სეიფში იდო და მას ვერავინ მიეკარებოდა. მაინც, ვის შეეძლო ამის გაკეთება, ვის
ინტერესებში იყო და ვის ჰქონდა ამისი საშუალება? როდესაც მე მერისთან და ჯორჯთან
ერთად ჩაის ვსვამდი, მისის ევრიდიკა პლატს საკმარისი დრო ჰქონდა, რომ მეორე ოთახში
ჩემი პალტოს ჯიბიდან კონვერტი ამოეღო და ანდერძის შინაარსს გასცნობოდა. ის, რომ
კონვერტი იატაკზე აღმოჩნდა და არა ჯიბეში, იმაზე მეტყველებს, რომ სწორედ ასე მოხდა.
ანუ, ფაქტია, მას ჰქონდა საშუალება, რომ ანდერძი გაენადგურებინა, მაგრამ არ ჰქონდა
მოტივი – ანდერძი მის სასარგებლოდ იყო დაწერილი და, თუ გაანადგურებდა, ქონების
გარეშე დარჩებოდა. მის ქმარსაც ჰქონდა ანდერძის განადგურების საშუალება, როდესაც იგი
ჩემს კაბინეტში მარტო იჯდა, მაგრამ მოტივი არც იმას ჰქონდა. ასე რომ, გვყავს ორი ადამიანი,
ვისაც ანდერძის შეცვლის საშუალება ჰქონდა, მოტივი კი – არა... და, ორი ადამიანი, ვისაც
მოტივი ჰქონდა, სამაგიეროდ, საშუალებას იყვნენ მოკლებულნი. რაც შეეხება მოახლეს, მასაც
შეეძლო, ეს გაეკეთებინა, მაგრამ მან კონვერტი მაშინვე მომაწოდა და ამისთვის დრო არ
ჰქონდა. ასეთია ჩემი პატარა გამოცანა. აბა, რას ფიქრობთ?

მის მარპლმა ქაღალდზე რაღაც დაწერა და მისტერ პატერიკს გადასცა. მან წაიკითხა და მის
მარპლს შეხედა.

– გასაოცარია! – ჩაილაპარაკა მან, – თქვენთვის საერთოდ არსებობს ამოუხსნელი ამოცანა?

– უბრალოდ, მე ყველა ეს ფოკუსი კარგად ვიცი, – უპასუხა მის მარპლმა.

– მგონია, ანდერძი ჯორჯ კლოუდმა შეცვალა, როდესაც პალტო მიჰქონდა, – განაცხადა


რაიმონდ უეტსმა.

– მე ვფიქრობ, რომ – გოგონამ! – გააპროტესტა ჯოისმა, – ალბათ მოახლემ, მას ყველაფერი


უამბო, მან კი სხვა ცისფერი კონვერტი იპოვა და შეცვალა.

ადვოკატმა თავი გააქნია:

– იქიდან განვაგრძობ, სადაც გავჩერდი: – ნელა დაიწყო მისტერ პატერიკმა, – ჩიხში


აღმოვჩნდი. ალბათ, თავად ვერასოდეს მივხვდებოდი, რა მოხდა, მაგრამ ამოხსნეს და, თან,
ძალიან დელიკატურად. ამ ამბიდან ერთი თვის შემდეგ, მე ფილიპ ჰაროლდთან ერთად
ვსადილობდი და მან ასეთი რაღაც მიამბო.

„ერთმა ჩემმა ნაცნობმა, რომელსაც ნათესავისგან დიდი მემკვიდრეობის მიღების იმედი


ჰქონდა, გაარკვია, რომ ამ ნათესავმა ქონების დატოვება ერთი უღირსი ადამიანისთვის
გადაწყვიტა. სახლში მოახლე იყო, რომელიც კანონიერი მემკვიდრეების ერთგული გახლდათ.
კაცმა მოახლეს სპეციალური მელნით გავსებული კალამი მისცა. გოგოს ის საწერი მაგიდის
უჯრაში უნდა ჩაედო, მაგრამ, არა იქ, სადაც საერთოდ ინახავდნენ კალამს, არამედ ოდნავ
გვერდზე, რათა ის, შემთხვევით სხვას არ ეპოვა. როდესაც მის პატრონს დოკუმენტზე ხელის
მოწერა მოუნდებოდა, მოახლეს მისთვის სწორედ ის კალამი უნდა მიეცა, რომელიც ჩემმა
ნაცნობმა გადასცა. გოგომაც დავალება ზუსტად შეასრულა. თქვენ, რა თქმა უნდა, ჩემს
მეგობარს არ იცნობთ“, – გამიცინა ჰაროლდმა და მეც თავი დავუქნიე.

მიხვდით, საქმე რაშია?! კალამი სიმპატიკური მელნით იყო შევსებული – სახამებლის ხსნარში
დამატებული იოდი. ის გარეგნულად მელნისგან არ განსხვავდება, უბრალოდ, ამ სითხით
ნაწერი სამ-ოთხ დღეში ქრება.

მის მარპლმა გაიღიმა.

– სიმპატიკური მელანი, – თავი დააქნია მან, – ძველი ტრიუკია. რამდენი სისულელე


დამიწერია მისი მეშვეობით, როდესაც ქარაფშუტა გოგო ვიყავი! ისე, ეს თქვენი მხრიდან
მთლად პატიოსანი საქციელი არ იყო, მისტერ პატერიკ, მაგრამ ადვოკატისგან, თანაც ოჯახის
ერთგულისგან, მეტს რას უნდა ელოდო?

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

თავდაჯერებული მკვლელი

ჩვენი მეზობელი ექიმი ჰოკერი ჩვენთან რამდენიმე წუთის მოსული იყო, რომ ოთახში მისი
ეკონომი, მისის რაიდერი შემოვარდა:

– ო, ექიმო, თქვენ გთხოვენ! ძალიან ვნერვიულობ. ტელეფონმა დარეკა და ყურმილი რომ


ავიღე, ვიღაცის საშინელი ხმა გავიგონე. „მიშველეთ, ექიმო... მიშველეთ! მათ მომკლეს!“ „ვინ
ლაპარაკობს?” – ვკითხე. – „ფოსკანტი“ – მიპასუხეს ჩურჩულით.

– გრაფი ფოსკანტი! – წამოიძიხა ექიმმა. – რამდენიმე დღის წინ გამომიძახა, გაციებული იყო.
ახლავე უნდა წავიდე!

რა თქმა უნდა, მე და პუაროც გავყევით. სახლის ვესტიბიულში არავინ იყო. ლიფტიორმაც


არაფერი იცოდა მომხდარის შესახებ. მხოლოდ ის გვითხრა, რომ გრაფის მსახური ნახევარი
საათის წინ წავიდა, გრაფს კი, მისი ინფორმაციით, ორი უცხოელი ჰყავდა სტუმრად. როდესაც
მესამე სართულზე ავედით, კარი დაკეტილი დაგვხვდა და ზარზეც არავინ პასუხობდა.
ლიფტიორი პორტიესთან გავგზავნეთ ბინის სათადარიგო გასაღები მას უნდა ჰქონოდა. მასვე
ვთხოვეთ პოლიციის გამოძახებაც. ლიფტიორი სახლის მეპატრონესთან ერთად დაბრუნდა,
მეპატრონემ კარი გააღო და ბინაში შევედით.

სასადილო ოთახში ასეთი სურათი დაგვხვდა: მრგვალ მაგიდაზე სუფრა იყო გაშლილი.
ეტყობოდა, ყავა ცოტა ხნის წინ დაელიათ. სამი სკამი უკან იყო გაწეული იმის ნიშნად, რომ
ახლახან ადგნენ სუფრიდან. კუთხეში დიდი საწერი მაგიდა იდგა, რომელთანაც კაცი იჯდა.
მას მარჯვენა ხელი ტელეფონის აპარატზე ედო და ყურმილს ჩაბღაუჭებოდა, სახით კი
მაგიდაზე იყო დამხობილი. ვიღაცას მისი კეფა ბლაგვი საგნით ჩაემტვრია. მკვლელობის
იარაღი დიდხანს არ გვიძებნია იქვე ეგდო მარმარილოს ქანდაკება, რომლის ძირი სისხლით
იყო მოსვრილი.

პუაროს ბინის დათვალიერებაში მონაწილეობა არ მიუღია, იგი მხოლოდ სასადილო მაგიდას


ათვალიერებდა: მაგიდაზე სამი ფინჯანი იდგა. ეტყობოდა, რომ ამ ფინჯნებიდან ყავა
დალიეს: ორი მათგანიდან შავი ყავა დაელიათ, ერთიდან – რძიანი; პორტვეინი კი სამივეს
დაულევია – ნახევრად დაცლილი ბოთლი იქვე იდგა; ერთი სიგარას ეწეოდა, ორი – სიგარეტს.
პუარო სამზარეულოში გავიდა, დაათვალიერა და თავი გადააქნია.

– მესიე, – იგი სახლის პატრონს მიუბრუნდა, – ამიხსენით, რა სისტემით აწვდით


მობინადრეებს საჭმელს?

სახლის მეპატრონე კედელში გაკეთებულ პატარა ფანჯარასთან მივიდა.

– აქ, – განმარტა მან, – სპეციალური ლიფტია, რომელიც ზემო სართულზე ადის, სადაც
სამზარეულოა განთავსებული. თქვენ ტელეფონით უკვეთავთ კერძს და საკვები თქვენთან
ლიფტით ჩამოდის. ამავე გზით გვიგზავნით დასარეცხ ჭურჭელს.

პუარომ თავი დააქნია და იკითხა:

– ანუ, თეფშები და კერძები, რომლებიც აქ გამოიყენეს, ახლა ზევით, სამზარეულოშია? ნებას


მომცემთ, იქ ავიდე?

ყველანი სამზარეულოში ავედით და ის ადამიანი დავკითხეთ, რომელმაც შეკვეთა მიიღო.

– სამ ადამიანზე შეუკვეთეს, – განმარტა მან, – სუპი, ჟულიენი, ფილე და ენა ნორმანდიულად,
ასევე, საქონლის ხორცი და ბრინჯის სუფლე. დაახლოებით რვა საათი იყო. ვშიშობ, ყველა
თეფში უკვე გარეცხილია. შემიძლია, ის გითხრათ, რომ თითქმის ყველაფერი შეჭმული იყო,
ერთადერთი, ბრინჯის სუფლესთვის არ დაუკარებიათ პირი.

როდესაც ისევ დავბრუნდით ბინაში, იქ უკვე პოლიცია დაგვხვდა. ხუთი წუთი იქნებოდა
გასული, რომ ოთახში აღელვებული, შუახნის მამაკაცი შემოვარდა. სახეზე შეშფოთება და
მწუხარება აღბეჭდვოდა. ეს გრეივზი იყო, გარდაცვლილი გრაფ ფოსკანტინის მსახური. მის
მიერ მონათხრობმა ამბავმა განგვაცვიფრა.

წინა დღეს, დილით, ორი ჯენტლმენი ესტუმრა. ორივე იტალიელი იყო. უფროსს, რომელიც
40 წლის იქნებოდა, ასკანიო ერქვა. მეორეს 24 წელს თუ მისცემდი. გრაფი ფოსკანტინი,
როგორც ჩანს, ელოდა მათ და გრეივზი მაშინვე თავიდან მოიშორა. იმის გამო, რომ გრეივზს
ცნობისმოყვარეობა კლავდა, პატრონის ბრძანება მაშინვე არ შეასრულა, დარჩა და მალულად
უსმენდა. ხმადაბლა საუბრობდნენ, თუმცა, ცალკეული ფრაზების მიხედვით მიხვდა, რომ
საუბარი რაღაც ფინანსურ წინადადებას, ამ წინადადების ირგვლივ შექმნილ პრობლემასა და
მუქარას ეხებოდა. ბოლოს გრაფმა ცოტა ხმას აუწია და მსახურმა კარგად გაიგონა მისი
სიტყვები:

„ჯენტლმენებო, მე კამათის დრო არ მაქვს. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მოდი, ხვალ


შევიკრიბოთ, 8 საათზე, ისევ ჩემთან. ვისადილებთ და ჩვენს საუბარსაც მაშინ
დავასრულებთ!“

სტუმრები მეორე დღეს, ზუსტად 8 საათზე მოვიდნენ. როდესაც გრეივზმა მაგიდაზე


პორტვეინი დადგა და ყავა მოიტანა, პატრონმა უთხრა, რომ აღარ მჭირდებიო. გრეივზიც
წავიდა.

არავის დაუნახავს, როგორ დატოვა სახლი ორმა მამაკაცმა, თუმცა მკვლელობის დრო
ზუსტად იყო დაფიქსირებული: 8 საათი და 47 წუთი მაგიდის პატარა საათი, რომელსაც
ფოსკანტინიმ წაქცევისას ხელი გაჰკრა და გადმოაგდო, სწორედ ამ დროზე იყო გაჩერებული,
რაც ზუსტად ემთხვეოდა იმ დროს, როდესაც მისის რაიდერთან დარეკეს.

– მაშ, ასე! – შეაჯამა ინსპექტორმა და ბლოკნოტი დახურა, – ყველაფერი გასაგებია. როგორც


ჩანს, საქმე ვენდეტასთან გვაქვს. მთელი სირთულე ახლა ისაა, როგორ ვიპოვოთ ეს სინიორ
ასკანიო. შემთხვევით, მის მისამართს მოკლულის უბის წიგნაკში ვერ ვიპოვით?

გრაფის უბის წიგნაკში ჩვენ ვიპოვეთ ჩანაწერი: „სენიორ ასკანიო, სასტუმრო „გროსვენარ-
ოტელი“. სენიორ ასკანიო დააკავეს და მას ბრალად გრაფ ფოსკანტინის მკვლელობა წაუყენეს.
იგი ამტკიცებდა, რომ გრაფს საერთოდ არ იცნობდა და რიჯენსკორტს არც იმ საღამოს და არც
შემდეგ, საერთოდ არ მიახლოებია. მეორე, უფრო ახალგაზრდა იტალიელი უკვალოდ გაქრა.

საბოლოოდ ასკანიომ სასამართლოს თავი მაინც დააღწია. თავად იტალიის ელჩი გამოვიდა
მოწმედ და განაცხადა, რომ მკვლელობის საღამოს რვიდან ცხრა საათამდე ასკანიო საელჩოში
იმყოფებოდა მიღებაზე. დაკავებული გაათავისუფლეს. რასაკვირველია, ბევრმა მიიჩნია, რომ
დანაშაულს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა და ამიტომაც მიჩქმალეს.

ერთ მშვენიერ დღეს, პუარომ განმიცხადა, რომ სტუმარი გვეყოლებოდა და ეს სტუმარი


თავად ასკანიო იქნებოდა. იგი მალე მოვიდა. ეს იყო საშუალო სიმაღლის გამხდარი მამაკაცი,
რომლის თვალებშიც რაღაც იდუმალება და სიეშმაკე იმალებოდა.

– დაბრძანდით, სენიორ, – მიმართა მას ჩემმა მეგობარმა, – ვხედავ, ჩემი წერილი მიიღეთ.
გადავწყვიტე, ამ იდუმალებით მოცულ საქმეში გავერკვე, ამაში კი თქვენ შეგიძლიათ,
დამეხმაროთ. მაშ ასე, დავიწყოთ: სამშაბათს, დილის 9 საათზე, თქვენს მეგობართან ერთად,
გრაფ ფოსკანტინის ეწვიეთ...
იტალიელმა ხელი გაბრაზებით აიქნია:

– არაფერიც! მე პოლიციას ჩვენება ფიცის ქვეშ მივეცი...

– ჰო, მაგრამ, ეჭვი მაქვს, რომ თქვენ ცრუ ჩვენება მიეცით.

– თქვენ რა, მემუქრებით? თქვენი არ მეშინია. მე ხომ გამამართლეს.

– რა თქმა უნდა! მე არც ისეთი სულელი ვარ, რომ თქვენ სახრჩობელით დაგემუქროთ, მაგრამ
მე შემიძლია, საზოგადოების ყურადღება მივაპყრო თქვენკენ, ანუ, გავახმაურო ყველაფერი!
ვხედავ, ეს არც ისე გსიამოვნებთ. თქვენი ერთადერთი შანსია, ჩემთან გულწრფელი იყოთ. მე
ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენ ინგლისში ერთი კონკრეტული მიზნით ჩამოხვედით –
გრაფთან შესახვედრად.

– იგი სულაც არ არის გრაფი, – ჩაიბურტყუნა ასკანიომ.

– ეს ფაქტი უკვე ცნობილია ჩემთვის, მაგრამ ეს არ არის მთავარი. პროფესიონალი


შანტაჟისტები ხშირად სარგებლობენ გრაფის ტიტულით. მაშ ასე, თქვენ განსვენებულს
სამშაბათს დილით ეწვიეთ, არა?

– დიახ, მაგრამ მე გულშიც კი არ გამივლია მეორე დღეს ისევ მასთან მისვლა. ამის საჭიროება
არც იყო. ყველაფერს აგიხსნით: მაგ არამზადას ხელში ჩაუვარდა გარკვეული ინფორმაცია,
რომელიც იტალიის მთავრობის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ეხებოდა. მან მაკომპრომეტებელი
მასალის დაბრუნება მხოლოდ დიდი თანხის სანაცვლოდ შემოგვთავაზა. ინგლისში
მოსალაპარაკებლად ჩამოვედი. მასთან რომ მივედი, თან საელჩოს ახალგაზრდა მდივანი
მახლდა. მე ფული გადავეცი და მან მასალები დაგვიბრუნა. ამის მერე აღარ მინახავს.

როდესაც ასკანიო გავაცილეთ, პუარო სავარძელში მოთავსდა და გამიღიმა:

– გაიხსენეთ, ჰასტინგს, იმ საღამოს რაზე მიგაქცევინეთ ყურადღება – იმაზე, რომ ფანჯარაზე


შტორები არ იყო დახურული. ივლისის შუა რიცხვებია, რვაზე ჯერ ისევ დღეა, შებინდებას
ცხრის ნახევარზე იწყებს. ყავა, რომელიც მაგიდაზე დაგვხვდა, ძალიან მაგარი იყო.
ფოსკანტინის კი კბილები საოცრად თეთრი ჰქონდა, არადა, ყავა კბილებს ღებავს. აქედან –
დასკვნა: ფოსკანტინის იმ საღამოს ყავა საერთოდ არ დაულევია, თუმცა ყავა სამივე ფინჯანში
ჩამოასხეს. რატომ დასჭირდა ვიღაცას, რომ ჩვენ გვეფიქრა, თითქოს ფოსკანტინიმ ყავა
დალია? მოდი, დაგეხმარებით: რა საბუთი გვაქვს, რომ ასკანიო და მისი მეგობარი, ან ვინმე
სხვა ორი კაცი, იმ საღამოს ფოსკანტინისთან მივიდნენ? არავის უნახავს, როგორ შევიდნენ და
როგორ წავიდნენ ისინი. ამას მხოლოდ ერთი კაცი აცხადებს და, კიდევ, რამდენიმე საგანი
ამტკიცებს – მხედველობაში მაქვს ჩანგლები, დანები და დასვრილი თეფშები. არა, ეს
მართლაც არაორდინარული იდეა იყო. გრეივზი ქურდი და ნაძირალაა, მაგრამ მისი თავი
აშკარად მუშაობს. დილით მან საუბრის მხოლოდ ნაწილის მოსმენა მოახერხა, მაგრამ ეს
საკმარისი აღმოჩნდა, ჭკვიანური გეგმა რომ შეემუშავებინა. ის მიხვდა, რომ ასკანიო რთულ
ვითარებაში აღმოჩნდებოდა და ალიბის დამტკიცება გაუჭირდებოდა. მეორე დღეს,
დაახლოებით საღამოს რვა საათზე, მიდის პატრონთან და ეუბნება, რომ ტელეფონთან
ეძახიან. ფოსკანტინი მაგიდასთან ჯდება, ყურმილისკენ ხელს იწვდის და ამ დროს, გრეივზი
მას თავში მარმარილოს ქანდაკებას ურტყამს. შემდეგ შიდა ტელეფონით სამი პირისთვის
სადილს უკვეთავს. სუფრას ისე აწყობს, რომ შთაბეჭდლება დარჩეს, თითქოს იქ სამმა
ადამიანმა ისადილა. მადას რომ არ უჩივის, სამი შეჭმული ბიფშტექსიც მოწმობს, მაგრამ
სუფლეს შეჭმა მისთვისაც რთული აღმოჩნდა. სრული ილუზიის შესაქმნელად, მან ერთი
სიგარა და ორი სიგარეტიც კი მოსწია. შემდეგ საათის ისრები 8 საათსა და 47 წუთზე დააყენა
და იატაკზე დააგდო. ერთადერთი, რაც დაავიწყდა, შტორების დახურვა იყო – სადილი
მართლაც რომ შემდგარიყო, ამას აუცილებლად გააკეთებდნენ. 8 საათსა და 47 წუთზე შევიდა
სატელეფონო ჯიხურში, დარეკა ექიმთან და პატრონის ხმით ელაპარაკა. მისმა იდეამ ისე
კარგად იმუშავა, რომ ეჭვი არავის გასჩენია. ამიტომ, ფული მიითვისა და გაქცევაც კი არ
უფიქრია.

პოლიციას ისღა დარჩენოდა, თავდაჯერებული მსახური დაეჭირა...

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

სინდისის „მსხვერპლი“

გოგონა სკამზე ჩამოჯდა და მისტერ პარკერ პაინს გაუბედავად შეხედა. ძალიან ახალგაზრდა
და ლამაზი გოგონა იყო, მაგრამ საშინლად ნერვიულობდა. ბოლოს დაიწყო:

– ძალიან გამიჭირდა თქვენთან მოსვლა... ნერვიულობისგან კინაღამ გავგიჟდი. არ ვიცოდი,


სად წავსულიყავი. შემდეგ თქვენი განცხადება წავიკითხე გაზეთში და ვიფიქრე, შევივლი,
იქნებ მართლაც დამეხმაროს-მეთქი... მე დაფნი სენტ-ჯონი მქვია... ყველაფერი ამის გამო
მოხდა...

გოგონამ ხელი ჩანთაში ჩაყო, იქიდან პატარა, მრგვალი საგანი ამოიღო და მაგიდაზე დააგდო.
საგანი პლატინის ბეჭედი აღმოჩნდა დიდი ბრილიანტის თვლით. მისტერ პარკერ პაინმა
ბეჭედი აიღო, ფანჯარასთან მივიდა და ქვა მინას გაუსვა. შემდეგ ლუპით დააკვირდა და
ბრილიანტი გულდასმით დაათვალიერა.

– საოცარი სისუფთავის ქვაა, – შენიშნა მან, – მე მას მინიმუმ, ორი ათას ფუნტად შევაფასებდი.

– დიახ. ოღონდ ეს ბეჭედი მოპარულია. ის მე მოვიპარე და ახლა არ ვიცი, რა ვქნა.


– ოჰო! – გაიოცა მისტერ პარკერ პაინმა, – ეს უკვე საინტერესოა.

გოგონას ნერვებმა უმტყუნა და ტირილი დაიწყო. პარკერ პაინმა დააწყნარა და ყველაფრის


დაწვრილებით მოყოლა სთხოვა.

– ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ვალებში ჩავეფალი. ძალიან არაპრაქტიკული ვარ. ჩემი
ქმარი, ჯერალდი ამის გამო ჭკუიდან გადადის. მისთვის ვალები სამყაროს დასასრულს
ნიშნავს. მოკლედ, მას ვალების შესახებ ვერ ვეტყოდი და მეც კაზინოში წავედი... თავიდან
გამიმართლა, მოვიგე. შემდეგ ყველაფერი წავაგე. ჯერალდს ამას უკვე ვეღარ ვეტყოდი.
სწორედ ამ დროს დორტჰეიმერებმა სტუმრად დაგვპატიჟეს. ისინი ძალიან მდიდრები არიან.
ნაომის, რომელსაც რაღაც დაემართა, როდესაც ვემშვიდობებოდით მთხოვა, ეს ბეჭედი ბონდ-
სტრიტზე, იუველირთან დამეტოვებინა. ბონდ-სტრიტზე მოგეხსენებათ, ბევრი საიუველირო
მაღაზიაა და ერთ-ერთ მათგანში ძვირფასეულობის ასლებს აკეთებენ. შევედი და იმ ბეჭდის
ზუსტი ასლის გაკეთება ვთხოვე. შემდეგ კი... შემდეგ კი ნამდვილი ბეჭედი დავაგირავე...

გოგონამ სახე ხელებში ჩამალა.

– ღმერთო, როგორ შემეძლო ამის გაკეთება? მე ალბათ, ქუჩის ქურდზე უკეთესი არაფრით
ვარ!

მისტერ პარკერ პაინმა დელიკატურად ჩაახველა.

– ამ ამბიდან ექვსი თვე გავიდა, – განაგრძო გოგონამ, – ვალები დავაბრუნე, მაგრამ მას შემდეგ
ადგილს ვერ ვპოულობ. ცოტა ხნის წინ ჩემი შორეული ნათესავი გარდაიცვალა და ცოტა
თანხა მიანდერძა. პირველი, რაც გავაკეთე, ბეჭედი გამოვისყიდე. მის დაბრუნებას
ვაპირებდი, რომ ერთი უსიამოვნო ამბავი მოხდა. სწორედ იმ დღეებში დორტჰეიმერებს
წავეჩხუბეთ. სერ რუბენმა ჯერალდს ერთ-ერთი ფირმის აქციების ყიდვა ურჩია. რამდენიმე
დღეში ეს აქციები გაუფასურდა და ჯერალდმაც სერ რუბენს ყველაფერი უთხრა, რასაც მასზე
ფიქრობდა. აღმოჩნდა, რომ კარგი აზრის მათზე ნამდვილად არ იყო. მთავარი ის არის, რომ
ახლა ბეჭედს ვერ ვაბრუნებ. შეიძლება, ნაომიმ პოლიციაში არ განაცხადოს, მაგრამ ყველას
მოუყვება. ამას ციხეში ჩაჯდომა, ჯობია. ჯერალდი გაიგებს და არასოდეს მაპატიებს. მისტერ
პაინ, იქნებ თქვენ მირჩიოთ, რა ვქნა?

– რა პრობლემაა, ბეჭედი ჩუმად უნდა შევცვალოთ.

– ყველაზე ცუდი ისაა, რომ ახლახან, შემთხვევით, ჩვენი საერთო ნაცნობისგან გავიგე, რომ
ნაომი აპირებს, ბეჭედში ქვა გამოცვალოს...

– ანუ, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. ამისთვის კი საჭიროა, სახლში შესვლა მოვახერხოთ.


თქვენ გაქვთ რაიმე იდეა ამასთან დაკავშირებით, მისის სენტ-ჯონ?

– ოთხშაბათს ნაომი დიდ მიღებას მართავს. იმავე საერთო ნაცნობისგან ვიცი, რომ
პროფესიონალ მოცეკვავეებს ეძებს, თუ უკვე არ იპოვა...

– ამის მოგვარება შეიძლება, – შენიშნა პარკერ პაინმა, – თუ უკვე იპოვა, უფრო ძვირი
დაგვიჯდება, ესაა და ეს. ბეჭედს ახლავე მომცემთ, თუ ოთხშაბათამდე თქვენ გექნებათ?

– მირჩევნია, მე მქონდეს, – უპასუხა ქალმა.

ლედი დორტჰეიმერი მიღებისთვის მზადებით კმაყოფილი იყო. მართალია, ბოლო მომენტში


მიშელმა დარეკა და განაცხადა, რომ მისმა პარტნიორმა ხუანიტამ კუნთი იტკინა და ვერ
მივიდოდნენ, მაგრამ თავადვე მოუძებნა სხვა მოცეკვავეები.

ახალი მოცეკვავეებიც მოვიდნენ. ლედი დორტჰეიმერმა ნახა ისინი და მოეწონა. საღამო


მშვენიერი გამოვიდა. ჟიული და ალექსანდრა ნამდვილ სენსაციად იქცნენ. შემდეგ უკვე
ყველამ იცეკვა. მომხიბვლელმა ჟიულიმ საცეკვაოდ ლედი დორტჰეიმერი გაიწვია და
დაატრიალა. აქამდე მას არასოდეს ჰყოლია ასეთი პარტნიორი. სერ რუბენი მონდომებით
ეძებდა ალექსანდრას, მაგრამ ის ოთახში არ იყო და აზრადაც არ მოსვლია, ჰოლში,
გამომრთველ მოწყობილობასთან მოეძებნა.

ის იყო, ჟიულიმ ლედი დორტჰეიმერს თავბრუ დაახვია, რომ მოულოდნელად, შუქი ჩაქრა.
ჟიულიმ თავი დახარა და ტუჩები დორტჰეიმერის ხელს შეეხო, რომელიც ქალს მის მხარზე
ედო. ხელი ნერვიულად შეტოკდა, მაგრამ ჟიულიმ ის დაიჭირა და ტუჩებთან კიდევ ერთხელ
მიიტანა. ბეჭედი, როგორც ცოცხალი არსება თითიდან ჩამოცურდა. რამდენიმე წამში შუქი
ისევ აინთო.

– თქვენი ბეჭედი, – გაუღიმა ქალს ჟიულიმ, – მოგძვრათ. ნებას მომცემთ გაგიკეთოთ?

ხუთშაბათს, როდესაც მისის სენტ-ჯონი მოვიდა, მისტერ პარკერ პაინმა, პირველი რაც
გააკეთა, ქალს ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა:

– მგზავრობა, კოსტიუმები, 50 ფუნტი მიშელის და ხუანიტასთვის... სულ სამოცდახუთი


ფუნტი და ჩვიდმეტი შილინგი.

– ოჰ, ესე იგი, მან მართლაც მიიღო თავისი ბეჭედი და ვერაფერს მიხვდა? – მისის სენტ-ჯონი
სიხარულს ვერ მალავდა, – გულიდან ლოდი მომეხსნა.

ქალმა ჩანთა გახსნა და კაცს თანხა გადასცა.

– აიღეთ, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ხარჯებია. რაც შეეხება თქვენს ჰონორარს?

– ამ შემთხვევაში ჰონორარს არ ავიღებ. ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება. – უპასუხა


მისტერ პარკერ პაინმა და მაგიდაზე ბეჭედი დადო.
– ეს საზიზღრობა! – ქალმა ცხვირი აიბზუა, – როგორ ვერ ვიტან! ფანჯარაში გადავაგდებ.

– თქვენს ადგილზე ამას არ ვიზამდი, – შენიშნა პარკერ პაინმა, – გამვლელები ვერ გაგიგებენ.

– ის ხომ ასლია, არა? – დაინტერესდა დაფნი.

– რა თქმა უნდა. ახლა ლედი დორტჰეიმერი იმ ბეჭედს ატარებს, რომელიც გუშინ მომეცით.

– მაშინ ყველაფერი რიგზე ყოფილა, – მხიარულად წამოიძახა დაფნიმ.

– სხვათა შორის, საინტერესოა, რომ თქვენ ამის შესახებ მკითხეთ. ხომ შეიძლებოდა ჟიულის
შეშლოდა. ამიტომ, ყველაფერში დასარწმუნებლად ბეჭედი იუველირთან წავიღე.

– იუველირთან? – შეშფოთებით იკითხა მისის სენტ-ჯონმა, – და, რა გითხრათ მან?

– რომ ეს საოცრად კარგი იმიტაციაა, – გაბრწყინებული სახით აცნობა მისტერ პარკერ პაინმა, –
საუკეთესო ნამუშევარია. ახლა ალბათ დაწყნარდით.

მისის სენტ-ჯონმა რაღაცის თქმა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. პარკერ პაინი მის წინ სავარძელში
მშვიდად მოკალათდა და ქალს მიმართა:

– ერთ ამბავს მოგიყვებით. მასში ერთი ახალგაზრდა ლედი ფიგურირებს. მოდით, იგი
ქერათმიანი და გაუთხოვარი იყოს. დავარქვათ მას ერნესტინ რიჩარდი – ლედი
დორტჰეიმერის ყოფილი მდივანი.. ერთ მშვენიერ დღეს, ლედი დორტჰეიმერი ამჩნევს, რომ
ბრილიანტი მის ბეჭედში ამოვარდნაზეა და თავის მდივანს იუველირთან აგზავნის. ჰგავს ხომ
თქვენს შემთხვევას? შემდეგ მის რიჩარდს იგივე აზრი გაუჩნდა, რაც თქვენ. მანაც გააკეთა
ასლი, მაგრამ ის წინდახედული გოგო იყო. კარგად ესმოდა, რომ ადრე, თუ გვიან ლედი
დორტჰეიმერი სიყალბეს აღმოაჩენდა და მიხვდებოდა, ეს ვინც გააკეთა. როგორ გგონიათ, რას
აკეთებს ჩვენი მის რიჩარდი? თმას შავად იღებავს და ჩემთან მოდის. მაჩვენებს ბეჭედს.
უფლებას მაძლევს დავრწმუნდე, რომ ნამდვილია. ამის შემდეგ მიაქვს იუველირთან, ის კი მას
ლედი დორტჰეიმერს უგზავნის. მის რიჩარდი კი ჟიულის აძლევს მშვენივრად შესრულებულ
ასლს. თუმცა, მან არ იცის, რომ მე ერთ ჩემს ნაცნობ იუველირს ამ ბეჭდის შემოწმებას ვთხოვ,
ის კი დაადასტურებს, რომ ბეჭედი ყალბია.

უკვე ხვდებით, რაშიცაა საქმე? ვის გაიხსენებდა ლედი დორტჰეიმერი, როდესაც სიყალბეს
აღმოაჩენდა? ახალგაზრდა მოცეკვავეს, რომელმაც სიბნელეში თითიდან ბეჭედი მოხსნა.
ცნობების შეგროვებას რომ დაიწყებდა, უპრობლემოდ გაარკვევდა, ვინ გადაუხადა მის მიერ
მოწვეულ მოცეკვავეებს, რათა ისინი მასთან არ მისულიყვნენ. ასე კვალი მას ჩემს ოფისში
მოიყვანდა, სადაც მოისმენდა ისტორიას, მისის სენტ-ჯონის შესახებ, რომელიც მის
ნაცნობებს, შორის არც კი არსებობს. და ლედი დორტჰეიმერი მივიდოდა დასკვნამდე, რომ
მის წინაშე თაღლითია. იმედი მაქვს, ხვდებით, რომ ამას ვერ დავუშვებდი. ამიტომ
იძულებული გავხდი, ჩემი მეგობრისთვის მეთხოვა ლედი დორტჰეიმერის თითზე იგივე
ბეჭედი წამოეცვა, რომელსაც მოხსნიდა.

მის რიჩარდი სკამიდან წამოხტა.

– ბებერი მატყუარა! როგორ გამაბითურა! თან ხარჯებიც ამანაზღაურებინა!...

ქალს სიბრაზისგან ხმა ჩაუწყდა.

– ბეჭედი არ დაგავიწყდეთ, – მშვიდად შეახსენა მისტერ პარკერ პაინმა.

ქალმა ბეჭედი გამოსტაცა, ფანჯრიდან გადააგდო და კარი გაიჯახუნა.

მისტერ პარკერ პაინი ფანჯარასთან მივიდა და გადაიხედა.

– როგორც ვფიქრობდი, – ჩაიბურტყუნა მან, – ნამდვილი გაურკვევლობაა. შეხედეთ,


ჯენტლმენს, რომელიც სათამაშოებს ყიდის, ვერც წარმოუდგენია თავზე ნამდვილი
ბრილიანტი რომ დაეცა.

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

მოწამვლის თეორია

სერ ჰენრიმ, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ სკოტლანდ-იარდის კომისარი იყო, ღრმად
ამოისუნთქა, ფეხი ფეხზე გადაიდო და დაიწყო:

– ერთი წლის წინ ამის შესახებ გაზეთებშიც წერდნენ. საქმე ვერ გახსნეს და, წარმოიდგინეთ,
რამდენიმე დღის წინ ახსნა თავისით ჩამივარდა ხელში... ვახშმობდნენ სამნი –
დაკონსერვებული ხამანწკები მიირთვეს. მალე სამივე ცუდად გახდა. ექიმი გამოიძახეს, ორი
„გამოძვრა“, ხოლო მესამის გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა, ერთი შეხედვით,
ტრივიალურია: სიკვდილი ჩვეულებრივი საკვებით მოწამვლამ გამოიწვია – ასე ჩაწერეს
გარდაცვალების მოწმობაში. თუმცა, ისტორია ამით არ დასრულებულა.

– ჭორები გავრცელდა, არა? – იკითხა მისის მარპლმა, – ყოველთვის ასე ხდება ხოლმე.

– დიახ, ჭორები გავრცელდა. მე ახლა დრამის მონაწილეებს გაგაცნობთ: ცოლ-ქმარი მისტერ


და მისის ჯონსები და ცოლის კომპანიონი, მის კლარკი. მისტერ ჯონსი ფარმაცევტული
ფირმის კომივოიაჟერი, საინტერესო კაცია, 50 წლის. ცოლი 45 წლის წყნარი ქალია, მისი
მეგობარი მის კლარკი კი, სიცოცხლის მოყვარული მსუქანა – 60 წლისაა.
წიგნის ელექტრონული ვერსია
მოამზადა: აკაკი ციცქიშვილმა
www.ChiaturaINFO.GE
საქმე მოულოდნელად გართულდა: წინა ღამით მისტერ ჯონსს ბირმინჰემში დარჩენა
მოუხდა. სასტუმროს ნომრებში პრეს-პაპიეებზე იმ დღეს შეცვალეს საშრობი ქაღალდები. მისი
გამგზავრების შემდეგ, მოახლემ, რომელიც ოთახს ალაგებდა, უსაქმურობისგან სარკის
დახმარებით საშრობზე გადასული სიტყვების ამოკითხვა დაიწყო. აღმოჩნდა, რომ მისტერ
ჯონსი წერილს წერდა. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც მისის ჯონსის გარდაცვალების
შესახებ გაზეთებში გამოჩნდა განცხადება, მოახლემ თავის დაქალებს უამბო იმის შესახებ, რაც
წაიკითხა: „მთლიანად ცოლზე ვარ დამოკიდებული... მისი სიკვდილის შემდეგ მე...
ვიქნები..., ასობით და ათასობით...“ მოახლეების წარმოსახვა მაშინვე ამუშავდა. მათთვის
ყველაფერი ცხადი გახდა: მისტერ ჯონსმა ცოლის მოშორება და ასობით ათასი ფუნტის
დაპატრონება გადაწყვიტა. ქალაქში, სადაც ჯონსები ცხოვრობდნენ, ერთ-ერთ მოახლეს უცებ
ნათესავებიც აღმოაჩნდა, რომლებსაც მან მაშინვე გაუზიარა თავისი ეჭვი. მათ კი, თავის
მხრივ, ეს ეჭვები თავისებურად განავრცეს. მისტერ ჯონსისა და ექიმის 33 წლის ქალიშვილის
ურთიერთობის შესახებ სკანდალიც მომწიფდა. შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე
პეტიცია შემოვიდა და ჩვენც თანხმობა განვაცხადეთ მისის ჯონსის გვამის ექსჰუმაციაზე.
განმეორებითმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სიკვდილის მიზეზი დარიშხანით მოწამვლა
გახდა. ახლა სკოტლანდ-იარდი დაინტერესდა, როგორ მოხვდა დარიშხანი ქალის
ორგანიზმში.

ბუნებრივია, მთავარი ეჭვმიტანილი ქმარი იყო, რომელიც მდედრობითი სქესის მიმართ


გულგრილობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. ცოლის სიკვდილს მისთვის, მართალია,
ასობით ათასი ფუნტი არ მოუტანია, მაგრამ რვა ათასი კი დარჩა. გავარკვიეთ ისიც, რომ მას
ექიმის ქალიშვილთან ურთიერთობა მართლაც ჰქონია, მაგრამ ისინი მისის ჯონსის
გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე დაშორებულან. ექიმის განცხადებით, როდესაც ის
ჯონსებთან გამოიძახეს, მუცელი სამივეს სტკიოდა, მაგრამ მისის ჯონსის მდგომარეობა
ყველაზე მძიმე იყო და მან მაშინვე მსახური გაგზავნა სახლში ოპიუმის მოსატანად, რომ
მისთვის როგორმე გაეყუჩებინა ტკივილი. ვახშამზე ხამანწკების გარდა, სალათა, კრემიანი
ნამცხვარი, პური და ყველი ეწყო. ექიმმა მოახლეც გამოკითხა, მაგრამ იგი მხოლოდ ტიროდა
და იმეორებდა, რომ კონსერვები ვიზუალურად სავსებით ნორმალურად გამოიყურებოდა.

ასეთია ფაქტები. თუ ჯონსმა ცოლს შხამი ჩაუყარა, საეჭვოა, ეს ვახშმის დროს გაეკეთებინა,
რადგან სამივემ ერთი და იგივე ჭამა. და კიდევ: იგი ბირმინჰემიდან მაშინ დაბრუნდა,
როდესაც მაგიდა უკვე გაწყობილი იყო. შესაბამისად, ჯონსი ვერ შეძლებდა საჭმელში შხამის
წინასწარ ჩაყრას.

– კომპანიონი? – იკითხა ჯოისმა. – ის სიცოცხლის მოყვარული ქალი?

– იგი არც ჩვენ დაგვვიწყებია, – თქვა სერ ჰენრიმ, – მაგრამ მას არანაირი მოტივი არ ჰქონდა.
მისის ჯონსმა მას ერთი ცენტიც კი არ უანდერძა. უფრო მეტიც, მისი გარდაცვალების შემდეგ
მისის კლარკს ყველაფრის თავიდან დაწყება და ახალი სამსახურის ძებნა მოუხდა. მალე ჩემმა
ერთმა თანაშემწემ ერთი საინტერესო ფაქტი აღმოაჩინა: ვახშმის შემდეგ მისტერ ჯონსი
სამზარეულოში შევიდა და განაცხადა, რომ მისი ცოლი თავს ცუდად გრძნობს და ბრინჯის
ნახარში მოითხოვა, რომელიც თავადვე წაუღო მას საძინებელში. მოკლედ, სახეზეა მოტივი,
იგი ფარმაცევტულ ფირმაში მუშაობდა და შხამზეც მიუწვდებოდა ხელი!

რეიმონდ ჰეტსმა სერ ჰენრის გახედა:

– მაშინვე რატომ არ დააპატიმრეთ?

– ერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა, – გაიღიმა სერ ჰენრიმ, – უკვე ვაპირებდით მისტერ ჯონსის
აყვანას, როცა მის კლარკმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ ნახარში არა მისის ჯონსმა,
არამედ მან დალია.

გაირკვა, რომ იგი საღამოს, ჩვეულებისამებრ, მისის ჯონსის საძინებელში შევიდა.

– „რაღაც თავს ვერ ვგრძნობ კარგად, – უთქვამს მისის ჯონსს, – ამ სოკოს ჭამა არ ღირდა.
ალბერტს ნახარშის მოტანა ვთხოვე, მაგრამ აღარ მინდა.“

– სულ ტყუილად, – უპასუხია მისის კლარკს, – შესანიშნავი ნახარშია. გლედისი დიდებული


მზარეულია. სიამოვნებით დავლევ, – და მისის კლარკს მაშინვე დაულევია მთელი ნახარში
და ჩვენი ვერსიაც იმის შესახებ, რომ მისის ჯონსი ქმარმა მოწამლა, ნამსხვრევებად აქცია.
ამასთან, ჯონსმა მოახერხა, აეხსნა საშრობ ქაღალდზე აღბეჭდილი სიტყვების მნიშვნელობა –
მან თქვა, რომ წერილს ძმას სწერდა ავსტრალიაში, რომელმაც ფული სთხოვა სესხად. მან კი
შეახსენა, რომ მთლიანად ცოლზეა დამოკიდებული და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ
თუ დაეხმარება. ამან ჩვენი ვერსია მთლიანად გააქარწყლა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ
სკოტლანდ-იარდმა ამ ისტორიის ამოხსნა მაინც შემთხვევით შეძლო. სამ-ოთხ დღეში ამის
შესახებ გაზეთებშიც დაიწერება.

– მოდი, მანამდე ჩვენ ვცადოთ მისი ამოხსნა, – წყნარად თქვა ჯოისმა, – ჩემი აზრით,
დამნაშავე კომპანიონია. რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ მოტივი არ ჰქონდა?
მსუქანი, ბებერი, ულამაზო... – ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მას არ შეეძლო, ჯონსი
ჰყვარებოდა. ასევე, შეეძლო, მისის ჯონსი სხვა მიზეზითაც სძულებოდა. წარმოიდგინეთ,
როგორია, იყო კომპანიონი: მუდამ უნდა ეცადო პატრონს ასიამოვნო, ზედმეტი არ უნდა
წამოგცდეს, ყოველდღე ხმისამოუღებლად უნდა გადაყლაპო წყენა. ბოლოს ვეღარ გაუძლო
ამდენს და პატრონი მოკლა. ალბათ, დარიშხანი ნახარშში ჩაყარა და მერე განაცხდა, რომ
თავად დალია. თქვენ რას იტყვით, მისტერ პეტერიკ?

– რთული სათქმელია, – ჩაფიქრებით წარმოთქვა ადვოკატმა, – მე მაინც ქმარზე ვფიქრობ. რაც


შეეხება მისის კლარკს, იგი, როგორც ჩანს, რაღაც მიზეზით მას ხელს აფარებს. შესაძლოა მათ
მოილაპარაკეს კიდეც. ვთქვათ, მას მშვენივრად ესმის, რომ, თუ მისტერ ჯონსს
გაასამართლებენ, იგი სიღარიბეში აღმოჩნდება, ამიტომ თანხმდება, რომ დაკითხვის დროს
ნახარშთან დაკავშირებით მოიტყუოს და თქვას, რომ თავად დალია. შეიძლება, ამაში
გადაუხადეს კიდეც.
– ვერც ერთს ვერ დაგეთანხმებით, – წარმოთქვა რეიმონდმა, – თქვენ ექიმის ქალიშვილი
დაგავიწყდათ! ჩემი ვერსია ასეთია: სამივემ თავი ცუდად იგრძნო. დაუძახეს ექიმს რომელმაც,
როგორც გახსოვთ, ბიჭი სახლში ოპიუმის მოსატანად გაგზავნა და, ვინ აძლევს მას ოპიუმს? რა
თქმა უნდა, მისი ქალიშვილი. მას ჯონსი უყვარს და ხვდება, რომ შეუძლია, ჯონსი
თავისუფალი კაცი გახადოს, ამიტომ დარიშხანის აბებს ატანს.

– სერ ჰენრი, ჩვენ ჩვენი ვერსიები ვთქვით. ახლა სინამდვილე გვითხარით!

– ერთი წუთით, – თქვა სერ ჰენრიმ. – ჩვენ ჯერ მის მარპლისთვის არ მოგვისმენია.

მის მარპლმა თავი გადააქნია.

– რა სევდიანი ისტორიაა, – თქვა მან, – მე მაშინვე მისტერ ჰარგრევი გამახსენდა. მისი ცოლიც
ვერაფერს ხვდებოდა, ვიდრე ქმარი არ მოკვდა. სიმართლე მხოლოდ მაშინ გაირკვა, როცა
კაცმა მთელი ქონება ვიღაც ქალს დაუტოვა, ვისთანაც ხუთი შვილი ჰყავდა. ოდესღაც ეს ქალი
მათთან მოახლედ მსახურობდა, შემდეგ კი მისტერ ჰარგრევმა მას მეზობელ სოფელში სახლი
უქირავა...

– საყვარელო დეიდა, რა შუაშია აქ მისტერ ჰარგრევი? – გააწყვეტინა რეიმონდმა.

– მე, უბრალოდ, მომეჩვენა, რომ გარემოებები ერთმანეთს ემთხვევა... განა არა? –


მორიდებულად იკითხა მის მარპლმა, – ვვარაუდობ, რომ გოგონამ ყველაფერი აღიარა.

– რომელმა გოგომ? – გაოცდა რეიმონდი.

– გლედის ლინჩმა, მზარეულმა, რა თქმა უნდა. იმედი მაქვს, ჯონსს ჩამოახრჩობენ, რომ
საცოდავი გოგო მკვლელად აქცია. უბრალოდ, ვშიშობ, რომ მასაც სიკვდილით დასჯიან.

– რაღაც გეშლებათ, მის მარპლ, – რბილად წარმოთქვა მისტერ პეტერიკმა.

– ყველაფერი ხომ ნათელია, – დარწმუნებით წარმოთქვა მის მარპლმა, – სიტყვები „ასობით და


ათასობით“ – საშრობ ქაღალდზე... შემდეგ კი – ნამცხვარი დესერტად... ეს ხომ ცხადია!

– რა არის ცხადი? – სულ გაშტერდა რეიმონდი.

– ჩვეულებრივ, მზარეულები ამ ხაშხაშის მარცვლებს კრემიან ნამცხვრებს აყრიან. როდესაც


კრემიანი ნამცხვრების შესახებ გავიგონე, მაშინვე „ასობით და ათასობით“ გამახსენდა ჯონსის
წერილიდან – დარიშხანი ხომ მარცვალში იყო! ჯონსმა ის გოგოს დაუტოვა და ნამცხვარზე
მოყრა უბრძანა.

– მაგრამ, როგორ? – წამოიძახა ჯოისმა. – ნამცხვარი ხომ ყველამ ჭამა!


– არა, – თქვა მის მარპლმა, – კომპანიონი დიეტაზე იყო, თავად ჯონსმა კი მხოლოდ ნამცხვრის
ზედა ფენა მიირთვა, კრემი არ უჭამია. ყველაფერი გათვლილი იყო, მაგრამ, რა უგულობაა!

ყველამ სერ ჰენრის შეხედა.

– მის მარპლმა ათიანში მოარტყა, – წყნარად ჩაილაპარაკა მან, – გლედისი, როგორც ხდება
ხოლმე, დაფეხმძიმდა და ჯონსმა ცოლის მოშორება გადაწყვიტა. მისი სიკვდილის შემდეგ
ისინი დაქორწინებას აპირებდნენ. გლედის ლინჩი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა –
მშობიარობას გადაჰყვა. ბავშვიც ვერ გადარჩა. და, რადგანაც ჯონსს ამასობაში უკვე სხვა ქალი
ჰყავდა ნაპოვნი, სიკვდილის წინ გლედისმა ყველაფერი აღიარა.

– მშვენიერია, დეიდა! – წამოიძახა რეიმონდმა.

– საყვარელო, ჯონსისნაირები მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობენ, – თქვა მის


მარპლმა, – როგორც კი გავიგე, რომ სახლში კოხტა მზარეული ქალი იყო, მაშინვე გავიფიქრე,
რომ ჯონსს არ შეეძლო მისთვის გვერდის ავლა. საცოდავი პატარა გოგო და, ცოლიც, რა თქმა
უნდა!...

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

ქურდობა ძარცვით

მარკუს ჰარდმენმა ირგვლივ მყოფთ მზერა მოგვავლო და თხრობა დაიწყო.

– გუშინ ჩემთან სტუმრები მოვიდნენ, რომლებიც ფინჯან ჩაიზე დავპატიჟე, სულ ხუთი-ექვსი
კაცი იქნებოდა. ჩაის დალევამდე, სტუმრებს შუა საუკუნეების სამკაულთა ჩემი კოლექცია
ვაჩვენე. მათ აი, იმ კედლის სეიფში ვინახავ. სეიფი შიგნით ისეა მოწყობილი, როგორც კარადა.
წითელხავერდგადაკრული თაროები აქვს. მერე სტუდიაში მუსიკის მოსასმენად გავედით.
მხოლოდ იმის შემდეგ, რაც სტუმრები წავიდნენ, აღმოვაჩინე, რომ სეიფი ცარიელი იყო. ჩანს,
სეიფი კარგად არ დავკეტე და ვიღაცამ ამით ისარგებლა... ლალები, მესიე პუარო,
ზურმუხტები... მე მათ მთელი ცხოვრება ვაგროვებდი. ხომ დამეხმარებით, მაგრამ გთხოვთ,
არ გაახმაუროთ. ყველა სტუმარი ჩემი ახლო მეგობარია და სკანდალი არ მინდა.

– თქვენ რომ სტუდიაში გახვედით, ოთახი ვინ დატოვა ბოლოს? – ჰკითხა პუარომ.

– მისტერ ჯონსონმა. ის სამხრეთ აფრიკელი მილიონერია. კაბინეტში ცოტა ხნით დაყოვნდა,


მაგრამ მასზე ეჭვს ვერ მივიტან.
– თქვენი სტუმრებიდან, დღის განმავლობაში, ვინმე იმ ოთახში აღარ შესულა?

– სამი მათგანი. თავადის მეუღლე ვერა როსაკოვა, მისტერ ბერნარდ პარკერი და ლედი
რანკორნი. თავადის მეუღლე როსაკოვა მომხიბვლელი რუსი თავადია, ემიგრანტი. ჩვენს
ქვეყანაში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. ჩემი სხვა კოლექციის მიმართ გამოამჟღავნა ინტერესი და
მის სანახავად შებრუნდა. თავიდანვე საეჭვოდ მომეჩვენა მისი ეს საქციელი. პარკერი კი ჩემი
დავალებით შევიდა. მინიატურების კოლექციის ყუთის გამოტანა ვთხოვე. მინდოდა, ის
ლედი რანკორნისთვის მეჩვენებინა. რაც შეეხება ლედი რანკორნს, იგი მოხუცი ქალია,
ძლიერი ხასიათით. ოთახში ჩანთის გამო დაბრუნდა, რომელიც შემთხვევით დარჩა.

– მაშ ასე, ჩვენ ოთხი ეჭვმიტანილი გვყავს. რუსი თავადის მეუღლე, ინგლისელი გრანდ-დამა,
სამხრეთ აფრიკელი მილიონერი და ბერნარდ პარკერი. მართლა, მისტერ პარკერი ვინღაა?

– ის... ე... ის ახალგაზრდა კაცია. ერთი ჩემი ნაცნობი, – მისტერ ჰარდმენს ეტყობოდა, რომ ამ
კაცზე ლაპარაკი არ სურდა, მაგრამ პუარომ ისე შეხედა, მიხვდა, ჯობდა, ყველაფერი ეთქვა.

ზოგჯერ საგვარეულო ძვირფასეულობების გაყიდვის აუცილებლობა ჩნდება. ის ასეთ დროს,


საჭირო ადამიანებს პოულობს ჩემთვის. კიდევ ერთი დეტალი, ლედი რანკორნის შესახებ.
მისი აწ გარდაცვლილი ბიცოლა კლეპტომანიით იყო ავად.

– აჰა, ძალიან საინტერესოა. შეიძლება, სეიფი ვნახოთ?

თანხმობა რომ მიიღო, პუარომ სეიფის კარი გამოაღო. ის ცარიელი იყო.

– ახლაც კი, კარი სათანადოდ არ იკეტება, – ჩაილაპარაკა პუარომ და კარის დაკეტვა სცადა, –
ნეტავ რატომ? ეს რა არის? საგდულში მამაკაცის ხელთათმანია ჩაყოლილი.

– ეს ჩემი ხელთათმანი არაა, – განაცხადა ჰარდმენმა.

– ეს კიდევ რაღაა? – პუარო დაიხარა და სეიფის ქვედა თაროდან პატარა ნივთი აიღო. შავი
პორტსიგარი აღმოჩნდა.

– ჩემსას ძალიან ჰგავს, – თქვა ჰარდმენმა. მაგრამ ინიციალები სხვაა, – „ბ“ და „პ“. ღმერთო
ჩემო, ბერნარდ პარკერი!

– ეტყობა დაბნეული ახალგაზრდაა, – წარმოთქვა პუარომ, – მით უმეტეს, თუ ხელთათმანიც


მისია. ეს უკვე ორმაგი სამხილი იქნებოდა.

– მესიე პუარო, ახლა მაქვს იმედი, რომ ჩემს ძვირფასეულობას მალე დამიბრუნებთ.

მისტერ ბერნარდ პარკერი სახლში იყო.


– დილა მშვიდობისა, მესიე, – მიესალმა პუარო, გუშინ მისტერ ჰარდმენი გაქურდეს. ნება
მომეცით, გკითხოთ: ეს თქვენი ხელთათმანია?

– სად იპოვეთ? – ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ წარმოთქვა პარკერმა, ჩემი არ არის.

– არც ეს პორტსიგარი?

– რა თქმა უნდა, არა. მე ყოველთვის თან მაქვს ჩემი და ის ვერცხლისფერია.

– მშვენიერია მესიე, მე საქმეს პოლიციას გადავცემ.

– არა. მომისმინეთ, თქვენს ადგილზე მე ამას არ გავაკეთებდი! – წამოიძახა მისტერ პარკერმა, –


შეუბრალებელი ხალხია ეს პოლიციელები. ცოტა მოიცადეთ. მე მოხუც ჰარდმენს
ვინახულებ...

პუარო მაინც შემოტრიალდა და გარეთ გამოვიდა.

რამდენიმე საათის შემდეგ, პუაროს სასტუმრო ოთახის კარი ფართოდ გაიღო და ოთახში
ქარივით შემოვარდა ქალი. თავადის მეუღლე ვერა როსაკოვა ძალიან იმპულსური ადამიანი
აღმოჩნდა.

– თქვენ ხართ მესიე პუარო? ეს რა ჩაიდინეთ, ბრალი იმ საცოდავ ბიჭს დასდეთ! რა


სკანდალია. მე მას ვიცნობ. ის პატარა კრავია. მან ჩემთვის იმდენი გააკეთა!

– მითხარით, მადამ, ეს მისი პორტსიგარია? – პუარომ ჯიბიდან პორტსიგარი ამოიღო.

– კი მისია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. თქვენ ის ოთახში ნახეთ, სადაც ჩვენ ყველანი ვიყავით?
თქვენ, პოლიციელები წითელარმიელებზე უარესები ხართ!

ქალმა ისევე უცერემონიოდ დაგვტოვა, როგორც შემოგვივარდა. პუარომ კი მისი წასვლის


შემდეგ ჰარდმენის სახლში ნაპოვნი ხელთათმანის მეორე ცალი მაჩვენა. მან ის პარკერის
სახლიდან მოიპარა.

– ახლა პროფილაქტის გამო პარკლეინზე სტუმრად მივალ, – განაცხადა მან.

ჯონსონი სახლში არ დაგვხვდა, მაგრამ მის პირად მდივანს შევხვდით. გაირკვა, რომ ჯონსონი
სამხრეთ აფრიკიდან სულ ახლახან ჩამოვიდა. გავარკვიეთ ისიც, რომ იგი ძვირფასი ქვებით კი
არა, უფრო ოქროს მოპოვებით იყო დაინტერესებული. იმავე საღამოს, ჩემდა გასაკვირად,
აღმოვაჩინე, რომ პუარო რუსულ ანბანს სწავლობდა.

– თქვენ რა, აპირებთ კნიგინიასთან რუსულ ენაზე ილაპარაკოთ? – გავიკვირვე მე, – ყველა
რუსი დიდგვაროვანი ფრანგულად ბრწყინვალედ ლაპარაკობს.

– ჰასტინგს, ეს რა ხასიათი გაქვთ. ადამიანს ყველაფრის ხალისს მოუკლავთ, ვწყვეტ რუსულის


სწავლას. – თქვა პაურომ და წიგნი თეატრალური ჟესტით მოისროლა. თუმცა, ვგრძნობდი,
რომ იგი რაღაცას ბოლომდე არ ამბობდა.

– იქნებ ეჭვი გეპარებათ, რომ ის ნამდვილად რუსია და გამოცდის მოწყობას უპირებთ? –


ვუთხარი ცოტა ირონიულად.

– ო, არა, ის რუსია, – პუარომ გაიცინა და მეტი არაფერი თქვა.

მეორე დილით ჩვენ მისტერ ჰარდმენთან წავედით. იგი გაცილებით მშვიდი იყო, ვიდრე
გუშინ. პუარომ ფურცელი გაუწოდა.

– აი, ადამიანი, ვინც თქვენი ძვირფასეულობა მოიპარა. უნდა გადავცე თუ არა ეს საქმე
პოლიციას? ან იქნებ, გსურთ ნაქურდალი ისე დაიბრუნოთ, რომ საქმეში
სამართალდამცველები არ ჩარიოთ?

მისტერ ჰარდმანი თვალებდაჭყეტილი დაჰყურებდა ფურცელს. ბოლოს მას მეტყველების


უნარი დაუბრუნდა.

– წარმოუდგენელია... მე არანაირი სკანდალი არ მინდა. მესიე პუარო, მე მთლიანად ვენდობი


თქვენს დელიკატურობას.

შემდეგ ჩვენ ტაქსი გავაჩერეთ და რამდენიმე წუთში უკვე თავადის მეუღლე როსაკოვას
ნომერში ვიყავით.

– მესიე პუარო! – წამოიძახა მან, – გაამართლეთ ის ბავშვი?

– თქვენს მეგობარ, მისტერ პარკერს დაჭერა არ ემუქრება.

– რა ყოჩაღი ხართ!

– მოითმინეთ, მე მისტერ ჰარდმენს დავპირდი, რომ ძვირფასეულობას რაც შეიძლება მალე


დავუბრუნებდი. ამიტომ, კარგს იზამთ, თუ გამატანთ. დაბლა ტაქსი მელოდება, იმ
შემთხვევისთვის, თუ სკოტლენდ-იარდში წასვლა დამჭირდება.

კნიგინიამ სიგარეტს მოუკიდა, რამდენიმე წამი გაუნძრევლად იჯდა. შემდეგ


მოულოდნელად, ახარხარდა და ადგა. კომოდთან მივიდა, გამოაღო. იქიდან შავი ჩანთა
გამოიღო და პუაროს გაუწოდა. მისი ხმა მხიარული და წყნარი იყო:

– შეგიძლიათ, არ ჩაიხედოთ, ყველაფერი მანდაა.


პუარო ადგა.

– მშვიდობით ქალბატონო! ო... მაპატიეთ კინაღამ დამავიწყდა! თქვენი პორტსიგარი, – მან


მოწიწებით გადასცა ქალს სეიფში ნაპოვნი პატარა შავი პორტსიგარი. ქალმა გამოართვა და
ჩაიჩურჩულა: გასაგებია!

– პირველად როდის დაეჭვდით თავადის მეუღლეში? – ვკითხე პუაროს უკვე გარეთ.

– მონ ამი, თავიდანვე. იმან დამაეჭვა, რომ სეიფში ხელთათმანიც ეგდო და პორტსიგარიც.
როგორ გითხრა? ეს ორმაგი სამხილი იყო. ბერნარდ პარკერს შეიძლებოდა ან ერთი
დავარდნოდა, ან მეორე. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ორივე ერთად დაეკარგა. ეს ძალიან
დაბნეული ადამიანისთვისაც კი, ნამეტანი იქნებოდა – იმ შემთხვევაშიც კი – თუ ეს ნივთები
ვიღაცამ იქ სპეციალურად დააგდო, რათა ეჭვი პარკერზე მიგვეტანა. ორი სამხილი, მაინც
ზედმეტი იქნებოდა. ამიტომ, მე იძულებული გავხდი გამომეტანა დასკვნა, რომ ამ
ნივთებიდან ერთ-ერთი პარკერს არ ეკუთვნოდა. თავიდან ვიფიქრე, რომ პორტსიგარი იყო
მისი, ხელთათმანი კი – არა. თუმცა, შემდეგ მის მისაღებში მეორე ხელთათმანი ვიპოვე და
მივხვდი, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. მაშ ვის ეკუთვნოდა პორტსიგარი? ცხადი
იყო, რომ ის ლედი რანკორნის ვერ იქნებოდა; ინიციალები მისი არ იყო. მისტერ ჯონსონის
წარსული ეჭვს არ იწვევდა. დარჩა თავადის მეუღლე. ყველამ ხომ იცოდა, რომ მან რუსეთიდან
ძვირფასეულობა ჩამოიტანა. საკმარისი იქნებოდა ძვირფასი ქვები ბუდიდან ამოეღო და მათ
ვეღარავინ ამოიცნობდა. მისთვის ძნელი არ იყო ჰოლიდან მისტერ პარკერის ერთი
ხელთათმანი აეღო და სეიფში დაეგდო. მაგრამ, პორტსიგართან დაკავშირებით მოუვიდა
იაღლიში. როგორც ჩანს, როდესაც სეიფში ხელთათმანს აგდებდა, მაშინ დარჩა.

– ჰო, მაგრამ, თუ პორტსიგარი მისია, მაშინ რატომ არის მასზე ასოები ბ. პ.? მისი ინიციალები
ხომ ვ. რ-ა?

– ზუსტადაც. მაგრამ რუსულ ანბანში ბ არის 3, ხოლო პ – რ სწორედ ამიტომ ჩავუჯექი რუსულ
ანბანს, – თქვა პუარომ, შემდეგ კი გაიღიმა: ბრწყინვალე ქალია. დარწმუნებული ვარ, სადღაც
ერთმანეთს კიდევ გადავეყრებით, საინტერესოა, სად?!

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

უცნობი ქალის ვიზიტი


– ბოლო დროს, რაღაც არაფერი ხდება ისეთი, რაც დამაინტერესებდა, – შენიშნა
გაღიზიანებულმა პუარომ და გაზეთი გვერდზე მიაგდო, – მგონი, ჰასტინგს, ამ თქვენს
ინგლისელ დამნაშავეებს ჩემი ეშინიათ.

– ეჭვი მაქვს, უმეტესობამ თქვენი არსებობის შესახებ არაფერი იცის, – ვუთხარი სიცილით, –
დღისით, მზისით საიუველირო მაღაზიის გაქურდვაზე რას იტყვით?

–კარგი მოფიქრებულია, – განაცხადა პუარომ მას შემდეგ, რაც გაზეთში საიუველირო


მაღაზიის გაქურდვის ამბავი წაიკითხა, – მაგრამ ჩემს გემოვნებას არ აკმაყოფილებს. კაცი
ტროსტით საიუველირო მაღაზიის ვიტრინას ამტვრევს და ძვირფასეულობას იტაცებს.
კეთილსინდისიერი მოქალაქეები კი მას მაშინვე აკავებენ. დამნაშავე დაჭერილია,
ძვირფასეულობა თან აქვს. ის პოლიციის განყოფილებაში მიჰყავთ, იქ კი ირკვევა, რომ
ძვირფასეულობა ყალბია! ნამდვილი კი მან თანამზრახველს გადასცა, რომელიც იმ
კეთილსინდისიერი მოქალაქეებიდან ერთ-ერთი იყო. რა თქმა უნდა, ის ციხეში ჩაჯდება,
მაგრამ, როდესაც გამოვა, დიდი თანხის პატრონი იქნება. კი, ცუდად არ არის ჩაფიქრებული,
მაგრამ მე რამე უკეთესს მოვიფიქრებდი...

პუაროს ლაპარაკი დასრულებული არ ჰქონდა, რომ კარზე დააკაკუნეს. ოთახში ახალგაზრდა


ლედი შემოვიდა. ქალი საოცრად ლამაზი იყო. ძვირფასი ტანსაცმლიდან გამომდინარე
დავასკვენი, რომ ის საზოგადოების მაღალ ფენას ეკუთვნოდა.

– მესიე პუარო, – ჩაილაპარკა ლედიმ თავისი ნაზი ხმით, – გასაჭირში ვარ. თქვენ ჩემი
უკანასკნელი იმედი ხართ. ალბათ, გაგიგონიათ ლედი მილისენტ კასლ ვოგანის შესახებ.

განცხადება ლედი მილისენტის და საუთშირის ჰერცოგის დანიშვნის შესახებ გაზეთებში


რამდენიმე დღით ადრე გამოჩნდა. ლედი მილისენტი გაღარიბებული ირლანდიელი პერის
მეხუთე შვილი იყო, ხოლო საუთშირის ჰერცოგი – ერთ-ერთი საუკეთესო სასიძო ინგლისში.

– ლედი მილისენტი მე ვარ, – განაგრძო ქალმა, – მე მსოფლიოში უბედნიერესი ქალი უნდა


გავმხდარიყავი, მესიე პუარო, მაგრამ საშინელება დამემართა! ეს საშინელი კაცი, გვარად
ლავინგტონი... მან... არც კი ვიცი, როგორ გითხრათ. წერილი დავწერე... მე მაშინ მხოლოდ 16
წლის ვიყავი... წერილი ერთ ახალგაზრდა ჯარისკაცს მივწერე... მე ის მიყვარდა... იგი ომში
დაიღუპა. ეს სულელური წერილი იყო, მაგრამ მასში იყო ფრაზები, რომლებიც შეიძლება,
სხვანაირადაც გაიგო. ეს წერილი ხელში მისტერ ლავინგტონს ჩაუვარდა და მემუქრება, რომ,
თუ კარგად არ გადავუხდი, ჰერცოგს აჩვენებს.

– უკეთესი ხომ არ იქნება, რომ თქვენს საქმროს ყველაფერი უთხრათ?

– მეშინია. ჰერცოგი ძალიან თავისებური ადამიანია. ის ეჭვიანია და ცუდს უფრო იჯერებს,


ვიდრე კარგს. ვიფიქრე, მისტერ ლავინგტონისთვის თქვენთან შეხვედრა მეთხოვა. ვეტყოდი,
რომ თქვენ ჩემი წარმომადგენელი ხართ და ჩემი საქმეების გაძღოლა თქვენ გევალებათ. ის
ოცი ათას ფუნტს ითხოვს.
– ჩემთვის იმის გაფიქრებაც კი აუტანელია, რომ თქვენ თანხის გადახდა მოგიწევთ, –
წარმოთქვა პუარომ, – გამომიგზავნეთ ეს მისტერ ლავინგტონი. თქვენ დარწმუნებული ხართ,
რომ წერილი მას აქვს?

–კი, თავად მაჩვენა, როდესაც მასთან სახლში მივედი. ბუანა ვისტაში ცხოვრობს,
უიმბლდონში. წერილი მაჩვენა და მითხრა: ის ჩინურ ზარდახშაში იქნება, რომელსაც
საიდუმლო საკეტი აქვს. თავად ზარდახშას კი მახვილგონივრულ სამალავში დავმალავ,
რომელსაც ვერაფრით იპოვითო. კედელში ჩამონტაჟებულ სეიფს გავხედე, – უკეთესი სეიფიც
მაქვსო, – მითხრა მან. მესიე პუარო, როგორ ფიქრობთ, შეძლებთ დამეხმაროთ?

– ენდეთ მამიკო პუაროს, გამოსავალს ვიპოვი.

როგორც შევთანხმდით, მისტერ ლავინგტონი ლანჩის შემდეგ გვეწვია. მბრძანებლური და


მუქარის შემცველი ტონი ჰქონდა. პუარო მის სინდისზე შეგდებას ცდილობდა, მაგრამ იგი
მხოლოდ იღიმებოდა და ეტყობოდა, რომ თავს ამ სიტუაციის ბატონ-პატრონად გრძნობდა.
მომეჩვენა, რომ პუაროც ჩვეულ ფორმაში არ იყო.

– მაშ ასე, ჯენტლმენებო, – თქვა ლავინგტონმა, როდესაც ქუდი აიღო, – საუბრის გაგრძელების
აზრს ვერ ვხედავ. დღეს პარიზში მივფრინავ. სამშაბათს დავბრუნდები. თუ იმავე დღის
საღამოს ფულს არ მივიღებ, წერილს ჰერცოგს გავუგზავნი.

ლავინგტონმა გამასწრო, თორემ სისხლი უკვე ყელში მაწვებოდა.

– ალბათ, კანონის დარღვევა მოგვიწევს, – ჩაილაპარაკა პუარომ.

– თქვენ მის არყოფნაში ლავინგტონის სახლის გაჩხრეკას აპირებთ?

– ჰასტინგს, ზოგჯერ თქვენ ძალიან სწრაფად აზროვნებთ.

შუაღამე გადასული იყო, როდესაც ჩვენ ლავინგტონის სახლს მივადექით. სახლში სიბნელე
და სიჩუმე გამეფებულიყო. პუარო მაშინვე სახლის უკან გავიდა. ფანჯარა უხმაუროდ ასწია
და მეც სახლში შემიპატიჟა.

– საიდან იცოდით, რომ ფანჯარა ღია იქნებოდა? – წავჩურჩულე მე.

– იქიდან, რომ ურდული თავად გადავხერხე.

– რა?

– ეს ძალიან ადვილი იყო. დღისით მოვედი. მოსამსახურეს ინსპექტორ ჯეფის ფიქტიური


სავიზიტო ბარათი ვაჩვენე. ვუთხარი, რომ სკოტლანდ-იარდის რეკომენდაციით მოვედი,
რათა სახლში სიგნალიზაცია დავაყენო, რაც მისტერ ლავინგტონმა თავად მოითხოვა-მეთქი.
მოსამსახურეს ჩემი გამოჩენა გაუხარდა კიდეც, ახლახან სახლის გაქურდვა ორჯერ სცადესო..

– ვფიქრობ, სეიფი ერთ-ერთ კედელში იქნება ჩადგმული, – გამოვთქვი ჩემი ვარაუდი. პუარომ
ჩაიფრუტუნა.

– სეიფი? სისულელეა! არანაირი სეიფი არ არსებობს. მისტერ ლავინგტონი ჭკვიანი კაცია. მას
წერილი უფრო მოულოდნელ სამალავში ექნება დამალული. ყველა ხომ სეიფში დაუწყებს
წერილს ძებნას!

რამდენიმე საათიანმა საგულდაგულო ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო. პუაროს სახეზე


სასოწარკვეთა გამოეხატა, თუმცა მალევე შვებით ამოისუნთქა.

– რა სულელი ვარ! სამზარეულო დამავიწყდა.

მეც გავყევი, თუმცა სამზარეულოში რამის პოვნის იმედი არ მქონდა. პუარომ ყველა ქვაბს
ჩამოუარა, ბოლოს კი თავი გაზის ღუმელში შერგო. ქვანახშირის კალათაშიც ჩაძვრა, თუმცა
კარგად რომ დავაკვირდი, დავინახე, რომ კალათის გვერდზე რამდენიმე შეშის ნაჭერს
ჩაჰკირკიტებდა. მოულოდნელად დაიძახა:

– დანა, ჰასტინგს!

დანა მივეცი. მან ის შეშის ერთ ნაჭერში შეარჭო და ისიც შუაზე გაიყო. აღმოჩნდა, რომ შეშა
შუაში იყო ამოჭრილი. იქიდან პუარომ პატარა ხის ზარდახშა ამოიღო.

– რა უცნაური ადგილია სამალავისთვის! – გავიკვირვე მე, – შეშის ნაჭერი ხომ შეიძლებოდა


ვინმეს დაეწვა?

– ივლისში, ჰასტინგს? ამასთან ის ყველაზე ქვემოთ იდო. ძალიან ჭკვიანური სამალავია.

მეორე დილას, როცა გავიღვიძე, დავინახე პუაროს ზარდახშა გაეხსნა და წერილს


კითხულობდა.

– ლედი მილისენტი მართალია, ჰერცოგი ასეთ წერილს არასოდეს აპატიებდა! მასში


სიყვარულის ისეთი ექსტრავაგანტური ახსნაა, როგორიც აქამდე არ შემხვედრია.

– რა ხდება, პუარო? – აღვშფოთდი მე, – არ მგონია, რომ ამ წერილს უნდა კითხულობდეთ.

– კიბეზე ფეხის ხმა ისმის, – თქვა პუარომ, – ეტყობა, ლედი მილისენტი ამოდის.

ჩვენი მშვენიერი კლიენტის სახეზე სასოწარკვეთა იმავ წუთს სიხარულით შეიცვალა, როგორც
კი წერილი გადავეცით. მან ათასი მადლობა გადაიხადა და დაინტერესდა, სად იყო
დამალული წერილი. პუარომ ყველაფერი უამბო.

– რა ჭკვიანი ხართ! – ქალმა ზარდახშას დახედა, – ამას სუვენირად წავიღებ.

– მილედი, იმედი მქონდა, რომ ნებას მომცემდით, ის მე დამეტოვებინა... სუვენირად.

– უკეთეს სუვენირს გამოგიგზავნით ჩემი ქორწილის დღეს, გპირდებით. უმადურად ხომ არ


ჩამთვლით?!

– ჩემთვის თქვენთვის სამსახურის გაწევაც ბედნიერებაა, ანუ, ზარდახშას ვიტოვებ?

– ო, არა, მესიე პუარო, ის ჩემი უნდა იყოს, – სიცილით წამოიძახა ქალმა.

– ვფიქრობ, რომ არა, – პუარომ ტონი შეიცვალა.

– რას გულისხმობთ? – ქალს ხმა აუთრთოლდა.

– მომეცით უფლება, ის კარგად დავათვალიერო. ალბათ, შეამჩნიეთ, რომ ის უფრო დიდი ჩანს,
ვიდრე სინამდვილეშია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას ორმაგი ძირი უნდა
ჰქონდეს...

პუარომ სწრაფი მოძრაობა გააკეთა და წამში მის ხელისგულზე ოთხი ბრჭყვიალა ქვა და ორი
რძისფერი მარგალიტი აღმოჩნდა.

– შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ეს არის რამდენიმე დღის წინ ბონდ-სთრიტზე მოპარული


ძვირფასეულობა, მაგრამ ჯეფი უფრო კარგად იტყვის.

ჩემდა გასაოცრად, პუაროს საძინებლიდან ინსპექტორი ჯეფი გამოვიდა.

– თქვენი ძველი მეგობარია, როგორც ვხვდები, – პირვანდელი ზრდილობიანი ტონი


დაუბრუნდა პუაროს.

– ო, ღმერთო ჩემო, მაინც ჩამავლეს! – წამოიძახა ლედი მილისენტმა. მისი არისტოკრატული


მანერებიც მაშინვე შეიცვალა, – ყოჩაღ, ბებერო ეშმაკო! – ქალი პუაროს დაუფარავი
აღფრთოვანებით უყურებდა.

– აბა, გრეტა, ძვირფასო, – თქვა ჯეფმა, – ვფიქრობ, ამჯერად თამაში დასრულებულია. ჩვენ
უკვე ავიყვანეთ შენი თანამზრახველი, ის, რომელიც აქ ლავინგტონის სახელით მოვიდა. რაც
შეეხება თავად ლავინგტონს, საინტერესოა, თქვენი ბანდიდან რომელმა მოკლა ის
ჰოლანდიაში? ჯერ გეგონათ ძვირფასეულობა მას თან ჰქონდა, არა? მან კი არ წაიღო,
მოგატყუათ, საკუთარ სახლში დამალა. თქვენ, რა თქმა უნდა, მისი სახლი გაჩხრიკეთ, მაგრამ
უშედეგოდ. შემდეგ კი საქმეში პუარო ჩართეთ.
– როგორ მიხვდით, რომ საქმე ნამდვილ ლედისთან არ გქონდათ?

– საქმე ფეხსაცმელშია, – წარმოთქვა ჩაფიქრებულმა პუარომ, – ინგლისური საზოგადოების


ზოგიერთი ჩვევა კარგად შევისწავლე და მივხვდი, რომ აქ ყველა ლედი გულდასმით არჩევს
ფეხსაცმელს. შეიძლება, კარგად არ იყოს ჩაცმული, მაგრამ ფეხსაცმელი ყოველთვის
გამონაკლისია... ჩვენს ძვირფას ლედი მილისენტს კი, მოდური ძვირფასი კაბა ეცვა, ფეხზე კი
– იაფფასიანი ფეხსაცმელი. ეჭვები სწორედ ფეხსაცმლის გამო გამიჩნდა, შემდეგ – მთელი ამ
წერილის ისტორიის გამო. ჩინური ზარდახშა, მაკომპრომეტირებელი წერილით, მთელი
ბანდისთვის უნდა ყოფილიყო ცნობილი, ხოლო შეშის სამალავი განსვენებული
ლავინგტონის გამოგონება იყო. სხვათა შორის, ჰასტინგს, იმედი მაქვს, მეტად ჩემს გრძნობებს
აღარ შეეხებით, როგორც ეს გუშინ გააკეთეთ, როდესაც თქვით, რომ დამნაშავეთა სამყაროში
ჩემი არსებობის შესახებ არც კი იციან. ხომ ხედავთ, როდესაც თავად არაფერი გამოსდით,
ისინი ჩემთან დახმარების სათხოვნელადაც კი მოდიან!

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

მკვლელი ოჯახში

– ამბავი, რომელმაც შეიძლება თქვენ დაგაინტერესოთ, ჩემს ნათესავ მეიბლის შეემთხვა, – მის
მარპლი გაჩუმდა, საქსოვი მოიმარჯვა და თხრობა განაგრძო, – იგი საყვარელი გოგო იყო.
ოღონდ ცოტა ჩერჩეტი. 22 წლისა ცოლად მისტერ დენმენს გაჰყვა. მისტერ დენმენი
ფეთქებადი კაცი იყო, ხოლო ისეთებს, როგორიც მეიბლია კეთილი ქმარი სჭირდებათ,
რომელიც მის ნაკლოვანებებზე თვალს დახუჭავს. გათხოვების შემდეგ მეიბლი,
ფაქტობრივად, არც მინახავს. მათ ერთად ათი წელი იცხოვრეს, ვიდრე მისტერ დენმენი
მოულოდნელად არ გარდაიცვალა. შვილები არ ჰყოლიათ, ამიტომ მთელი ქონება მეიბლის
დარჩა. ამ ამბიდან სამი თვეც არ იყო გასული, რომ მეიბლისგან წერილი მივიღე. იგი
სასოწარკვეთილი იყო და მასთან ჩასვლას მთხოვდა.

მეიბლი ცუდ მდგომარეობაში დამხვდა; დეპრესიის ზღვარზე იყო. სახლში მასთან ერთად
მზარეული ქალი და მოსამსახურე, ასევე მოხუცი მისტერ დენმენის, მეიბლის მამამთილის
მომვლელი ქალი ცხოვრობდნენ. მოხუც მისტერ დენმენს, როგორც იტყვიან, თავში
ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა. როგორც გავარკვიე, მათ გვარში სულით ავადმყოფები
ჰყოლიათ.
მეიბლის პრობლემები კი ქმრის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. როგორც თავად მითხრა,
შემოგარენში არც ერთ სულიერს მასთან ურთიერთობა აღარ უნდოდა. მას, როგორც
კეთროვანს ისე გაურბოდნენ. მიზეზი კი გავრცელებული ჭორები ყოფილა. როგორც გაირკვა,
გოდფრი უცაბედად დაიღუპა, სრულიად მოულოდნელად. ამიტომ დაიწყეს ლაპარაკი იმის
შესახებ, რომ მეიბლმა ქმარი მოწამლა. ასეთ ჭორებთან შებრძოლება ძალიან ძნელია. როდესაც
ხალხი შენს უკან ლაპარაკობს, შენ ვერც უარყოფას ახერხებ, ვერც აღშფოთებას, ხოლო ჭორი
ვრცელდება და ვრცელდება, ივსება ახალ-ახალი დეტალებით. ძალას იკრებს. მე მხოლოდ
ერთ რამეში ვიყავი დარწმუნებული: მეიბლი ვერავის მოწამვლას ვერ შეძლებდა. მაგრამ
კვამლი ხომ უცეცხლოდ არ არსებობს. მისი აზრით, ჭორების ერთადერთი მიზეზი გოდფრის
უცაბედი სიკვდილი იყო. ვახშამზე მისი ქმარი მშვენივრად გამოიყურებოდა, ხოლო ღამით
მოულოდნელად ცუდად გახდა. მსახური ექიმის მოსაყვანად გაგზავნეს, მაგრამ საცოდავი,
ექიმის მოსვლიდან რამდენიმე წუთში მოკვდა. ექიმის აზრით, სიკვდილი სოკოთი მოწამვლამ
გამოიწვია. „ნუ, ეს ასეთი ჭორებისთვის საკმარისი არაა“ – ვთქვი მე. მეიბლიმ მითხრა, რომ
ვახშმის დროს ქმართან იჩხუბა. ახლა უკვე გასაგები გახდა, მოსამსახურეებმა ჩხუბის ამბავი
გარეთ გაიტანეს. ისინი ხშირად ჩხუბობდნენ. იმ ღამით განსაკუთრებით ხმამაღლა
ყვიროდნენ. გარდა ამისა, მეიბლი თავიდან უარყოფდა, მაგრამ შემდეგ გამოტყდა, რომ იმ
დილით აფთიაქში დარიშხანი იყიდა. ბუნებრივია, აფთიაქარმა ყველაფერი დაფქვა.

მათი ოჯახის ექიმი მისტერ როულინსონი იყო. მოფამფალებული მოხუცი. მე მის სანახავად
წავედი. ექიმმა მითხრა, რომ მან მზარეული ქალი გამოჰკითხა და იმან უთხრა, რომ
რამდენიმე სოკო თავიდანვე საეჭვოდ მოეჩვენა, მაგრამ, რადგან მაღაზიაში იყო ნაყიდი,
ყურადღება აღარ მიაქცია. ექიმიდან ისევ მეიბლისთან დავბრუნდი და პირდაპირ ვკითხე,
რისთვის დასჭირდა დარიშხანი.

– სიკვდილი მინდოდა. ისეთი უბედური ვიყავი, რომ თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი, –


მიპასუხა მან.

– დარიშხანი ისევ გაქვს?

– არა, გადავაგდე.

– რა მოხდა, როდესაც შენი ქმარი ცუდად გახდა? დაგიძახა?

– არა, – მან თავი გააქნია, – ზარი დარეკა. დარეკვა რამდენჯერმე დასჭირდა, ვიდრე
მოსამსახურემ გაიგონა. იმან კი მზარეული გააღვიძა. როდესაც დოროთიმ გოდფრი დაინახა,
ძალიან შეეშინდა და მე გამაღვიძა. როგორც კი შევხედე, მაშინვე მივხვდი, რომ უიმედო იყო.
სამწუხაროდ, ბრიუსტერი, ვინც მოხუც მისტერ დენმენს უვლიდა, წასული იყო და სახლში
არავინ აღმოჩნდა, ვისაც ეცოდინებოდა, რა უნდა გვექნა. დოროთი ექიმის მოსაყვანად
გავგზავნე, თავად კი ისე ცუდად გავხდი, ჩემს ოთახში ჩავიკეტე.

– „რა უსულგულობაა, – ვთქვი მე, – ასეთმა საქციელმა, ალბათ, ძალიან გავნო. მზარეულმა
ამის შესახებ, ალბათ, ყველას უამბო“.

მოსამსახურეებს გავესაუბრე. ორივემ მითხრა, რომ მათი პატრონი უკვე აგონიაში იყო.
რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ ეს ერთმანეთთან დაუკავშირებელი ლუღლუღი იყო
რომელიღაც თევზს ახსენებდა, – თევზის ბრიკეტიო, თუ რაღაც ამის მსგავსს გაიძახოდა.

ბოლოს ბრიუსტერთან წავედი.

რა სამწუხაროა, რომ იმ ღამეს იქ არ ვიყავი, – სინანულით წარმოთქვა მან, – ვიდრე ექიმი არ


მოვიდა, ეტყობა, არც არავის უცდია რაიმეს გაკეთება.

– „თქვენი ავადმყოფი თავს როგორ გრძნობს?“ – ვკითხე მე. – ფიზიკურად თავს კარგად
გრძნობს, აი, მხედველობა კი ცოტა ღალატობს. თუმცა, ეს ხელს არ შეუშლის, ჩვენზე დიდხანს
იცოცხლოს, მაგრამ სულიერად არის მძიმე მდგომარეობაში, თავის დროზე მე ვუთხარი
მისტერ და მისის დენმენებს, რომ იგი საავადმყოფოში დაეწვინათ, მაგრამ მისის დენმენს ამის
გაგონებაც არ უნდოდა. ქალბატონს კეთილი გული აქვს და ეცოდებოდა მოხუცი.

ასეთი იყო საქმის ვითარება. პათოლოგანატომმა, ვინც გვამი გაკვეთა, მხოლოდ ის მითხრა,
რომ სოკოთი მოწამვლას გამორიცხავდა. დავუშვათ, გოდფრი სულით ავადმყოფი იყო,
შეეძლო კი მას ამ შემთხვევაში თავი მოეკლა? ახალგაზრდობაში იგი მედიცინას სწავლობდა
და, ალბათ, შხამებიც შეისწავლა, მაგრამ, ვერ დავუშვი, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო.
მოკლედ, ჩიხში შევედი.

ერთ დილით ჰაი-სტრიტზე მივდიოდი და ღმერთს დახმარებას ვთხოვდი, ამ დახლართული


საქმის თავი და ბოლო გამეგო. უცებ, გამახსენდა, რომ მზარეული ქალი და მოსამსახურე
თევზს ახსენებდნენ, რომლის შესახებაც მომაკვდავი ლაპარაკობდა. დარწმუნებული ვიყავი,
რომ გასაღები სწორედ ამ სიტყვებში უნდა მეძებნა. როგორც წესი, ადამიანები ყველა
საუბრიდან საერთო აზრს ვიჭერთ და არ ვაქცევთ ყურადღებას თავად სიტყვებს,
რომლებითაც ეს აზრი გამოხატეს. ბუნებრივია, რომ მოსამსახურის სხვათა შორის ნათქვამი
სიტყვები, სულ გადამავიწყდა.

ხელახლა გავესაუბრე მზარეულსაც და მოსამსახურესაც, ოღონდ, ამჯერად თითოეულს ცალ-


ცალკე. მზარეულს ვკითხე, დარწმუნებული იყო თუ არა, რომ მისმა პატრონმა ზუსტად
თევზის ბრიკეტი ახსენა? მან მიპასუხა, რომ სავსებით დარწმუნებულია. დოროთიმ ასევე
გაიხსენა, რომ მათი პატრონი კონკრეტულ თევზის სახეობას ახსენებდა, თუმცა, სახელწოდება
არ ახსოვდა – რაღაც „კ“-ზე იწყებოდაო. შემდეგ, რითაც ძალიან ვამაყობ, რამდენიმე
სამედიცინო წიგნი მოვიძიე. ყველა შხამის დასახელება ვნახე ასო „კ“-ზე, შემდეგ ასო „ბ“-ზე
გადავედი და წავაწყდი სიტყვას „ბრიკოკარპინი“. განა შესაძლებელია, გაარჩიო ეს სიტყვა,
როდესაც ადამიანი ძლივს ლაპარაკობს?! რასთან შეიძლებოდა, მზარეულ ქალს და
მოსამსახურეს ეს სიტყვა მიემსგავსებინათ, მათ ხომ ასეთი შხამის სახელწოდება საერთოდ არ
გაეგონათ?! ყველაფერი წავიკითხე ამ ბრიკოკარპინზე: თვალებზე მისი სასარგებლო
მოქმედების შესახებ და ასე შემდეგ, ბოლოს ძალიან მნიშვნელოვან ფრაზას მივადექი:
„წარმატებით გამოიყენება როგორც შხამსაწინააღმდეგო საშუალება ატროპინით მოწამვლის
დროს“ – და ყველაფერს მივხვდი. არასდროს მჯეროდა, რომ გოდფრის თავის მოკვლა
შეეძლო, ამიტომ ჩვენი თავსატეხის ეს ახალი ახსნა იყო, ერთადერთი სწორი ვარიანტი.

ვერასდროს ვერკვეოდი მედიცინაში, მაგრამ, როდესაც მხედველობის პრობლემები გამიჩნდა,


ექიმმა თვალში ატროპინ-სულფატის ჩაწვეთება მირჩია. ბევრი ფიქრის გარეშე მოხუცი
მისტერ დენმენისკენ გავემართე. მიკიბვ-მოკიბვა არ დამიწყია, პირდაპირ ვკითხე, – „მისტერ
დენმენ, ყველაფერი ვიცი. რატომ მოკალით საკუთარი შვილი?“ იგი რამდენიმე წუთით
დამაკვირდა და შემდეგ ახარხარდა. ეს ყველაზე საშინელი სიცილი იყო, რომელიც ოდესმე
გამეგონა. მხოლოდ ერთხელ გავიგონე ასეთი სიცილი, როდესაც საცოდავი მის ჯონსი
ჭკუიდან შეიშალა. „დიახ, – მიპასუხა მან, – მე გოდფრის გავუსწორდი. მე მასზე ჭკვიანი ვარ.
ის ჩემს მოშორებას აპირებდა, ასე არ არის? ჩემი საგიჟეთში გამომწყვდევა სურდა. მე
გავიგონე, ისინი ამის შესახებ როგორ საუბრობდნენ. მეიბლი კარგი გოგოა, იგი მე მიცავდა,
მაგრამ, ვიცი, გოდფრის ვერ გაუმკლავდებოდა. საბოლოოდ, იგი თავისას გაიტანდა, როგორც
ყოველთვის გაჰქონდა... მაგრამ მე მას გავუსწორდი. მოვკალი ჩემი კეთილი, მოსიყვარულე
შვილი. ჰა-ჰა! ღამით დაბლა ჩავიპარე. ჩემს შვილს ეძინა. მის ლოგინთან, როგორც
ყოველთვის, წყლით სავსე ჭიქა იდგა. ჩვეულებრივ, იგი ღამით იღვიძებდა და წყალს სვამდა.
ჭიქიდან ცოტა წყალი გადავასხი და ჰა-ჰა! – შიგნით თვალის წამლის მთელი ფლაკონი
ჩავცალე. მან გაიღვიძა და ჭიქა ბოლომდე გამოცალა. მხოლოდ ერთი სადილის კოვზი
აღმოჩნდა საკმარისი, საკმარისზე მეტიც კი. მეიბლი ჩემთან დილით მოვიდა და ძალიან
ფრთხილად მაცნობა მომხდარის შესახებ ეშინოდა, არ მენერვიულა, ჰა-ჰა!“

რა თქმა უნდა, საცოდავი მოხუცი საგიჟეთში მოათავსეს. სიმართლე ყველამ გაიგო. მეიბლი
ყველას შეეცოდა, მაგრამ, სცადეთ და ჭორებით გამოწვეული ტკივილი გამოისყიდეთ! არადა,
გოდფრი რომ ვერ მიმხვდარიყო, რა დალია და შხამსაწინააღმდეგო საშუალება არ მოეთხოვა,
სიმართლეს ვერც გავიგებდით. ატროპინით მოწამვლის დროს, რა თქმა უნდა,
დამახასიათებელი სიმპტომები ჩნდება: გუგების გაფართოება და ასე შემდეგ. მაგრამ, როგორც
უკვე გითხარით, ექიმი როულენსონი მოხუცი იყო და ცუდად ხედავდა. ვერ მიუხვდა
მოწამლულს.

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

ანდერძი არავისთვის

მის ვაიოლეტ მარშისგან. პუარომ მოკლე და საქმიანი წერილი მიიღო, რამაც ჩვენს მოსაწყენ
ყოველდღიურ საქმიანობაში სასიამოვნო მრავალფეროვნება შემოიტანა. ქალი ზუსტად 11
საათზე მოვიდა.
– ჩემი საქმე ცოტა უცნაური ხასიათისაა, მუსიე პუარო, – დაიწყო მან და სავარძელში ჩაჯდა, –
ჯობია, სულ თავიდან დავიწყო და ყველაფერი თანმიმდევრობით გიამბოთ: ობოლი ვარ. ჩემი
ერთადერთი, ნათესავი ბიძაჩემი ენდრიუა, რომელიც ავსტრალიაში გამდიდრდა, შემდეგ
დაბრუნდა და იყიდა პატარა მამული, სახელად „ველური ვაშლის ხეები“. ჩემს აღზრდას
ხელი მან მოჰკიდა და ისე მეპყრობოდა, როგორც საკუთარ შვილს. თავისი კეთილი ბუნების
მიუხედავად, მას ცოტა უცნაური, თუმცა კი მტკიცე შეხედულება ჰქონდა ქალის განათლების
შესახებ. ის დარწმუნებული იყო, რომ გოგონებმა მხოლოდ სახლში ან ფერმაში საქმიანობა
უნდა ისწავლონ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიცრუვდა იმედი, როდესაც გავიგე, რომ იგი
ჩემს აღზრდას სწორედ ამ კუთხით აპირებდა. ავჯანყდი. მეც საკმაოდ ჯიუტი ვარ, თანაც,
არანაირი მიდრეკილება არ მქონდა სახლის საქმეებისადმი. ჩვენს ურთიერთობაში კრიზისი
მაშინ დადგა, როდესაც სასწავლებლად წასვლა გადავწყვიტე. მან პირდაპირ მითხრა, რომ ჩემ
გარდა არავინ ჰყავს და მთელი თავისი ქონების დატოვებას ჩემთვის აპირებდა. როგორც უკვე
გითხარით, ძალიან მდიდარი იყო... თუმცა, თუ მე მაინც ჩემსას დავიჟინებდი, ერთ პენსსაც
ვერ მივიღებდი. მე ძალიან ზრდილობიანად, მაგრამ მტკიცედ ვუპასუხე, რომ მისდამი
პატივისცემას სამუდამოდ შევინარჩუნებდი, მაგრამ საკუთარ ცხოვრებას დამოუკიდებლად
მოვაწყობდი. ამის გამო დავშორდით.

– შენ შენს შესაძლებლობებსა და ჭკუას გადამეტებულად აფასებ, – მითხრა დამშვიდობებისას,


– მე წიგნების მიხედვით არასოდეს მისწავლია, მაგრამ ას ქულა ფორას მოგცემ. დრო აჩვენებს,
ვინ არის ჩვენ შორის მართალი.

მას შემდეგ ცხრა წელი გავიდა. ზოგჯერ მივდიოდი მასთან და დასვენების დღეებს იქ
ვატარებდი. ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად მეგობრული იყო, თუმცა ჩვენი
შეხედულებებისგან არც ერთს უკან არ დაგვიხევია. მას სიტყვაც არ უთქვამს, არც მაშინ,
როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე და არც მაშინ, როდესაც ბაკალავრის ხარისხი მივიღე.
ბოლო სამი წელი ავადმყოფობდა და ერთი თვის წინ გარდაიცვალა. უკვე მივადექი
მთავარსაც: ბიძაჩემმა ძალიან უცნაური ანდერძი დატოვა. მისი პირობის თანახმად, მთელი
მამული ჩემს განკარგულებაში ერთი წლის განმავლობაში იქნებოდა. „ეს დრო სრულიად
საკმარისია, რათა ჩემმა ჭკვიანმა ნათესავმა, თავისი სიბრძნე საქმით დაამტკიცოს”, – ასე ეწერა
ანდერძში და შემდეგ გრძელდებოდა: „თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ გაირკვევა, რომ ჩემი
ჭკუა უფრო გამჭრიახია, სახლი მთელი თავისი ქონებით სხვადასხვა საქველმოქმედო
ორგანიზაციას გადაეცემა“.

– ანდერძი იურისტმა შეადგინა? – იკითხა პუარომ.

– არა. მაგრამ სტანდარტულ ბლანკზეა დაწერილი და დამოწმებულია იმ ცოლ-ქმრის მიერ,


რომელიც მამულში ცხოვრობს და ბიძაჩემს ემსახურებოდა.

– სრულიად შესაძლებელია, – წარმოთქვა პუარომ, – რომ სადღაც, იმ ძველ სახლში,


ბიძათქვენმა დიდი ფული დამალა, ან დამალა მეორე ანდერძი. თქვენ კი ერთი წელი მოგცათ,
რათა თქვენი გონიერება გამოავლინოთ და ის იპოვოთ.

– აბსოლუტურად მართალია, მუსიე პუარო, მაგრამ მე თქვენს ჭკუაზე უფრო მეტ იმედს
ვამყარებ.

– ო, რა სასიამოვნოა თქვენი მხრიდან! ანდერძი ან მისი ასლი თან ხომ არ გაქვთ?

მის მარშმა ჩანთიდან ქაღალდი ამოიღო. პუარომ ის დაკვირვებით წაიკითხა.

– სამი წლის წინაა შედგენილი, 25 მარტს. დროც კია მითითებული – დილის 11 საათი. ეს
ძალიან მნიშვნელოვანია, დაგვეხმარება გავიგოთ, რა უნდა ვეძებოთ. რა თქმა უნდა, საუბარია
მეორე ანდერძზე. თუ ის თუნდაც ნახევარი საათით გვიანაა დამოწმებული, თავის
წინამორბედს გააუქმებს. მე და ჰასტინგსი თქვენს მამულში უნდა წამოვიდეთ.

მამულში მომსახურე ბეიკერების წყვილი, რომლებიც მის მარშმა ტელეგრამით გააფრთხილა,


უკვე გველოდებოდა. ჩვენ პატარა, ხით მოპირკეთებულ ოთახში ავედით, რომელიც
განსვენებული მისტერ მარშის კაბინეტიც იყო და საძინებელიც. იქ იდგა ბიურო, გამოწეული
ყუთით, რომელიც საქაღალდეებით იყო გატენილი.

– შეხედეთ, როგორ აკურატულად არის დანიშნული ყველა საქაღალდე, როგორი იარლიყები


ჰკიდია ყველა გასაღებს, ბუფეტის გასაღებებსაც კი. ბიძათქვენი ძალიან მოწესრიგებული
ადამიანი ყოფილა, – თქვა პუარომ და სწორედ ამ დროს მისი მზერა ბიუროდან გამოშვერილ
გასაღებს წააწყდა, რომელზეც ბინძური, დაჭმუჭნული კონვერტი იყო მიმაგრებული.

– რა საზიზღრობაა, – ჩაიდუდღუნა პუარომ – მზად ვარ, დავიფიცო, რომ ეს მისტერ მარშს არ


გაუკეთებია. მაგრამ, კიდევ ვინ იყო სახლში?

ზარზე ცოლ-ქმარი ბეიკერებიც მოვიდნენ. პუარო მათ დაკითხვას შეუდგა. მისტერ და მისის
ბეიკერებს კარგად ახსოვდათ, როგორ მოაწერეს ხელი ანდერძს. მისტერ ბეიკერი ხომ
ქალაქშიც გაგზავნეს ბლანკის საყიდლად. უფრო სწორად, ორი ბლანკის საყიდლად, იმ
შემთხვევისთვის, თუ მისტერ მარში ერთს გააფუჭებდა. ანდერძს ხელი 11 საათისთვის
მოაწერეს, თუმცა ერთ საათში მათ ისევ დაუძახეს. პატრონმა უთხრა, რომ რაღაც შეეშალა და
იძულებული გახდა, ყველაფერი დაეხია. თავიდან მოაწერეთო, სთხოვა და მათაც მოაწერეს.
პუარო დაფიქრდა.

– და, რა გააკეთა მისტერ მარშმა მას შემდეგ, რაც ანდერძს ხელი მოაწერეთ?

– სოფელში გაემგზავრა, კონდიტერისთვის ვალი უნდა დაებრუნებინა.

– ამ ოთახში ვინმე უცხო ხომ არ შემოსულა?

მისის ბეიკერმა აგვიხსნა, რომ დაახლოებით, ორ-ნახევარი წლის წინ, სახლში მუშები
მოიწვიეს. ისინი კაბინეტში მუშაობდნენ, მაგრამ იქ რას აკეთებდნენ, მან არ იცოდა.

– ჩვენ წინ მივიწევთ, ჰასტინგს, – განაცხადა პუარომ, როდესაც ბეიკერები გავიდნენ, – ეჭვი
არაა, მან მეორე ანდერძი დაწერა და მისთვის სამალავის გასაკეთებლად ქალაქიდან მუშები
მოიწვია. იმის მაგივრად, რომ კედელზე ვაკაკუნოთ, პირდაპირ ქალაქში წავალ.

რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ საჭირო ინფორმაცია მოვიპოვეთ. ვიპოვეთ ფირმა,


რომელსაც მისტერ მარშმა სამუშაოს შესრულება დაუკვეთა. მუშებს კარგად ახსოვდათ, მაშინ
რა სამუშაოს ჩატარება მოუხდათ. მათ კედლიდან აგური გამოიღეს და ისეთი სამალავი
გააკეთეს, რომ გარედან არაფერი შეტყობოდა. სამალავის გაღება მეზობელ აგურზე ხელის
დაჭერით შეიძლებოდა.

მამულში კარგ ხასიათზე დავბრუნდით და კაბინეტში შიგნიდან ჩავიკეტეთ. კედელზე რაიმე


ნიშნის პოვნა შეუძლებელი იყო, მაგრამ, როდესაც ხელი იქ დავაჭირეთ, სადაც მიგვითითეს,
ღრმა ორმო დავინახეთ. პუარომ ხელი შეჰყო და მისი თვითკმაყოფილება ჯერ გაკვირვებამ,
შემდეგ კი შიშმა შეცვალა. სამალავში ქაღალდის პატარა ნაგლეჯი აღმოჩნდა, მეტი არაფერი.

– ჯანდაბა! – გაბრაზებულმა წამოიძახა პუარომ. – ვიღაცამ დაგვასწრო!

ნაგლეჯზე მხოლოდ ბეიკერის ხელმოწერა იყო შემორჩენილი. არავითარი ანდერძი არ ჩანდა.

– ვერ ვიგებ, – ამოიკვნესა პუარომ. – ეს ვინ გააკეთა, ან რატომ?

– შეიძლება, მოხუცმა, უბრალოდ, გადაიფიქრა და თავად გაანადგურა? – შევნიშნე მე.

– სავსებით შესაძლებელია, – აღიარა მან, – აქ ჩვენ აღარაფერი გვესაქმება. რაც ჩვენს


შესაძლებლობებში იყო, გავაკეთეთ. ტვინების ამ ომში ჩვენ გავიმარჯვეთ. მაგრამ, ჩვენი
კლიენტის სამწუხაროდ, ეს გამარჯვება ცარიელი სიტყვებია.

ლონდონის მატარებელი, რომელშიც ჩავსხედით, უკვე დაძრული იყო, როდესაც პუაროს


გამყინავი ყვირილი აღმოხდა:

– ჰასტინგს, ჩავდივართ! გადმოხტით, ჩქარა, მე თქვენ გეუბნებით!

ვიდრე რამე გავიაზრე, ჩვენ უკვე პლატფორმაზე ვიდექით.

– რა სულელი ვიყავი! – ბობოქრობდა პუარო. – სამგზის სულელი!

– რაშია საქმე?

– კონდიტერის ვალი! თავიდან საერთოდ ამომივარდა! მაგრამ სად? სად? – ბურტყუნებდა


იგი. – უნდა დავბრუნდეთ!
წარმოიდგინეთ ბეიკერების გაკვირვება, როდესაც შუაღამეზე უკან მივადექით. პუაროს
მათთვის ყურადღება არ მიუქცევია, პირდაპირ კაბინეტში შევარდა.

– სამჯერ სულელი კი არა, – წამოიძახა მან, – მე ვიყავი სამჯერ სულელი კვადრატში.


შეხედეთ!

ბიუროსთან მივიდა, საკეტიდან გასაღები გამოიღო, მასზე დამაგრებული დაჭმუჭნული


კონვერტი მოაძრო, ფრთხილად გახსნა ამოაბრუნა და გაასწორა. შემდეგ სანთელი აანთო და
ქაღალდის გათბობა დაიწყო. რამდენიმე წუთში კონვერტის ცარიელ შიდა მხარეზე ასოები
გამოიკვეთა.

– ხედავთ, მონ ამი! – გამარჯვებული სახით წამოიძახა პუარომ. სამი ფერმკრთალი ხაზი
იუწყებოდა, რომ იგი მთელ თავის ქონებას ვაიოლეტ მარშს უტოვებდა. ანდერძი
დამოწმებული იყო ალბერტ პაიკის, კონდიტერისა და ჯესი პაიკის მიერ. – რა ჭკვიანურია! მან
ყველა ის ნაბიჯი გათვალა, რომელსაც ანდერძის მძებნელი გადადგამდა: მან აიღო ორი
ბლანკი, მოსამსახურეებს სთხოვა, რომ ორივეზე ხელი მოეწერათ, შემდეგ კი ქალაქში
გაემგზავრა, თან მესამე ანდერძი წაიღო, რომელიც სიმპატიკური მელნით ბინძურ კონვერტზე
დაწერა. რაღაც მიზეზი მოიგონა, კონდიტერსა და მის ცოლს ქაღალდზე ხელი მოაწერინა,
მისგან კონვერტი გააკეთა და გასაღებზე დაკიდა.

– პუარო, ეს სამართლიანი არაა, – ნელა წარმოვთქვი მე, ამოცანა მის ძმისშვილს ხომ არ
ამოუხსნია, ესე იგი ნაძლევი მაინც მოხუცმა მოიგო.

– არა, ჰასტინგს. მის მარშმა თავისი გამჭრიახობა იმით დაამტკიცა, რომ საქმე პირდაპირ მე
ჩამაბარა. ყოველთვის სპეციალისტს მიმართეთ, ჰასტინგს, ეს ყველაზე ჭკვიანურია.

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

სტუმარი გამოძახებით

ჯონ ჰარისონი სახლიდან გამოვიდა, ტერასაზე გაჩერდა და ბაღისკენ გაიხედა. ყველაზე


ნაკლებად ის სტუმრის გამოჩენას ელოდა.

– წარმოუდგენელია! – წამოიძახა ჰარისონმა, – მუსიე პუარო!

– გახსოვთ მითხარით: ჩვენს მხარეში თუ მოხვდებით, აუცილებლად შემომიარეთო. აი, მეც


შემოგიარეთ.
– ძალიან მიხარია, – გულითადად წარმოთქვა ჰარისონმა, – დაბრძანდით. რა მოგართვათ?

– თუ სიროფი არ გაქვთ, სოდიანი მომიტანეთ, ოღონდ ვისკის გარეშე.

– ჩვენს მხარეში რამ ჩამოგიყვანათ? – ჰკითხა ჰარისონმა, როდესაც მაგიდაზე ჭიქა დადგა, –
ისვენებთ?

– არა. მკვლელობას ვიძიებ.

– აქ არანაირი მკვლელობის შესახებ არ გამიგია.

– ვერც გაიგებდით. ჯერ არავინ მოუკლავთ.

– როგორ?!

– ასე. მე ვიძიებ დანაშაულს, რომელიც ჯერ არ მომხდარა.

– ამას სერიოზულად ამბობთ მუსიე პუარო?

– კი, შეიძლება მკვლელობა მოხდეს, თუ ჩვენ მისი აღკვეთა ვერ მოვახერხეთ. თქვენი
დახმარება დამჭირდება.

– ჩემთან ამიტომ მოხვედით?

– მე თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ მომწონხართ, – წარმოთქვა პუარომ და უცებ საუბარი


სხვა თემაზე გადაიტანა, – ვხედავ, თქვენს ბაღში ბზიკებს ბუდე გაუკეთებიათ. უნდა
გაანადგუროთ.

ამ მოულოდნელმა გადასვლამ ჰარისონი გააკვირვა:

– სწორედ დღეს ვაპირებდი ამის გაკეთებას. უფრო სწორად, მე კი არა ახალგაზრდა


ლენგტონი. გახსოვთ, კლოდ ლენგტონი? იგი იმ სადილზე იყო, სადაც ჩვენ ერთმანეთი
გავიცანით. დღეს საღამოს შემოივლის და ბენზინის დახმარებით ამ საქმეს მოაგვარებს.

– სხვა საშუალებებიც არსებობს. მაგალითად, წყალში გახსნილი ციანიდი.

ჰარისონი აშკარად გაკვირვებული იყო.

– ეს ხომ ძლიერი შხამია. მისი სახლში გაჩერება სახიფათოა.

– მართალი ხართ, – დაეთანხმა პუარო, – ეს სასიკვდილო შხამია. თქვენ დარწმუნებული


ხართ, რომ ლენგტონი ბენზინს გამოიყენებს?

– რა თქმა უნდა. რატომ მეკითხებით?

– არის ერთი გარემოება. დღისით ბარჩესტერში ერთ აფთიაქში შევედი და იქ ისეთი წამალი
ვიყიდე, რომლის გამოც შხამების გაყიდვის სარეგისტრაციო წიგნში ხელის მოწერა მომიხდა.
ყურადღება ციანიდის ყიდვის ბოლო ჩანაწერს მივაქციე და იქ კლოდ ლენგტონის ხელმოწერა
აღმოვაჩინე.

ჰარისონი სტუმარს გაკვირვებულ მზერას არ აცილებდა.

– უცნაურია, – ჩაილაპარაკა მან, – ამ დღეებში ლენგტონი მარწმუნებდა, რომ მას აზრად არ


მოუვიდოდა ბზიკების ასეთი საშიში მეთოდით განადგურება.

– თქვენ ლენგტონი მოგწონთ? – მოულოდნელად ჰკითხა პუარომ, – მინდა ვიცოდე, მასაც თუ


მოსწონხართ.

– რაზე მიმანიშნებთ, მუსიე პუარო?

– გულახდილი ვიქნები. თქვენ დანიშნული ხართ და დაქორწინებას აპირებთ. მე ვიცნობ


მოლი დინს. ადრე იგი კლოდ ლენგტონზე იყო დანიშნული. შემდეგ თქვენს გამო საქმრო
მიატოვა. არა მგონია, ლენგტონს ყველაფერი დაევიწყებინა და ეპატიებინა.

– ცდებით, მუსიე პუარო, ლენგტონი ისე მოიქცა, როგორც ნამდვილი მამაკაცი, როგორც
ნამდვილი ჯენტლმენი. მან ყველაფერი გააკეთა, რომ მეგობრული ურთიერთობები
შენარჩუნებულიყო.

– თქვენ ეს უცნაურად არ მოგეჩვენათ? სიძულვილი შეიძლება, რაღაც დროით დამალოს


ადამიანმა.

– ესე იგი, თქვენ ჩემს გადარჩენას ცდილობთ? – ჰარისონმა ხმას დაუწია.

პუარომ თავი დაუქნია. ჰარისონი სავარძლიდან წამოხტა.

– მგონი, შეიშალეთ. ეს ხომ ინგლისია! აქ ასე არ იქცევიან. უარყოფილი თაყვანისმცემლები


თავიანთ კონკურენტებს დანით და საწამლავით არ იშორებენ. ლენგტონთან დაკავშირებითაც
ცდებით. ეს ბიჭი ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს.

– ჭიანჭველები მე არ მაინტერესებს, – წყნარად უპასუხა პუარომ, – ისე, დღეს ეგ ბიჭი


რამდენიმე ათასი ბზიკის განადგურებას აპირებს.

ჰარისონმა ვერც კი მოიფიქრა, რა ეპასუხა. პუარო ადგა, ჰარისონთან მივიდა, ხელი მხარზე
დაადო და ჩურჩულით უთხრა:

– გამოფხიზლდით, ჩემო მეგობარო, გამოფხიზლდით! შეხედეთ, იქ, ხის ფესვებთან ბზიკები


ბუდეში ბზუილით ბრუნდებიან და წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ ერთ საათში მათ
გაანადგურებენ. რომელ საათზე უნდა მოვიდეს, მუსიე ლენგტონი?

– ცხრა საათზე. მაგრამ, გარწმუნებთ, ცდებით. ლენგტონი არასოდეს...

პუარომ აღარ დაამთავრებინა და ფეხზე წამოდგა:

– ცხრისთვის აუცილებლად დავბრუნდები. მაინტერესებს ბზიკების ბუდეს, როგორ


ანადგურებენ.

პუაროს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ყოყმანობდა, ეჭვები ღრღნიდა. თითქოს ფიქრობდა: ხომ
არ აჯობებს დავრჩეო, მაგრამ ბოლოს მაინც წასვლა გადაწყვიტა.

ცხრას რამდენიმე წუთი აკლდა, როდესაც იგი ბაღის კარს ისევ მოადგა. ამ დროს კარი გაიღო
და გზაზე სწრაფი ნაბიჯით კლოდ ლენგტონი გამოვიდა. პუაროს დანახვაზე შეკრთა.

– ო... საღამო მშვიდობისა!

– საღამო მშვიდობისა, მუსიე ლენგტონ, რაღაც ადრე მოსულხართ. გაანადგურეთ უკვე


ბზიკების ბუდე?

– არა, ჯერ არ გამინადგურებია.

– გასაგებია. აბა, რას აკეთებდით?

– არაფერს. მე და ჰარისონმა ცოტა ვისაუბრეთ. მაპატიეთ, ძალიან მეჩქარება. ჰარისონს


ტერასაზე ნახავთ. მაპატიეთ, მაგრამ უნდა წავიდე.

პუარო ბილიკს გაუყვა. ჰარისონი ვერანდაზე მაგიდასთან იჯდა. მას თავიც კი არ


მოუტრიალებია, როდესაც პუარო მიუახლოვდა.

– ო, mon ami, კარგად ხართ?

კითხვას გრძელი პაუზა მოჰყვა. შემდეგ ჰარისონმა თითქოს ძალდატანებით წარმოთქვა:

– რა თქვით? კარგად, თუ ვარ? კი, კი. ცუდად რატომ უნდა ვიყო?

– არანაირი ცუდი შეგრძნებები არ გაქვს?


– რატომ უნდა მქონდეს ცუდი შეგრძნებები?

– სოდის გამო.

ჰარისონი შეირხა.

– სოდის გამო? ამით რისი თქმა გსურთ?

– ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე იძულებული ვიყავი თქვენს ჯიბეში ცოტა სოდა ჩამეყარა.

– სოდა? ჩემს ჯიბეში? რატომ?

– უნდა გითხრათ, – თითქოს ლექციას კითხულობსო, ისე დაიწყო პუარომ, – ჩემთვის არანაირ
სიძნელს არ წამოადგენს სხვის ჯიბეში ჩაძვრომა. ეს ერთმა ჯიბის ქურდმა მასწავლა,
რომელსაც ერთხელ დავეხმარე. ერთ ხელს მხარზე გადებთ, ისეთ სახეს ვიღებ, თითქოს
რაღაცით ძალიან შეწუხებული ვარ. თქვენ ყურადღება ამაზე გადმოგაქვთ, მე კი
შეუმჩნევლად ვახერხებ, რაც თქვენს ჯიბეში დევს, ჩემს ჯიბეში გადმოვიტანო და მის
მაგივრად თუნდაც სოდა ჩაგიყაროთ. თუ ვინმეს სურს, ჭიქაში შხამი სწრაფად და
შეუმჩნევლად ჩაყაროს, ის პიჯაკის მარჯვენა ჯიბეში უნდა ჩაიდოს. ვიცოდი, რომ იქ
იქნებოდა.

პუარომ ხელი ჯიბეში ჩაიყო და იქიდან რამდენიმე მსხვილი, თეთრი კრისტალი ამოიღო.
ჰარისონმა, როგორც იქნა, ხმა გასცა:

– თქვენთვის კონკრეტულად რა არის ცნობილი?

– როგორც უკვე გითხარით, კლოდ ლენგტონის სახელი აფთიაქის სარეგისტრაციო წიგნში


ამოვიკითხე, მაგრამ არაფერი ვთქვი იმის შესახებ, რომ ამის შემდეგ მას შემთხვევით შევხვდი.
მან მითხრა, რომ კალიუმის ციანიდი ბზიკების ბუდის გასანადგურებლად, თქვენი თხოვნით
იყიდა. ეს უცნაურად მომეჩვენა, რადგან თქვენ მიერ ნახსენებ სადილზე, თქვენ
ამტკიცებდით, რომ ასეთ საქმეში ციანიდის გამოყენება დაუშვებელიაო. ამას გარდა, მე კლოდ
ლენგტონს და მოლი დინს თვალს ვადევნებდი, როცა იმათ ეგონათ, ვერავინ გვხედავსო. არ
ვიცი, რა მოხდა მათ შორის, რამაც მოლის თქვენსკენ უბიძგა, მაგრამ მივხვდი, რომ
გაუგებრობა წარსულს ჩაბარდა და შეყვარებულები ისევ ერთად იყვნენ. და კიდევ, ამ
დღეებში ჰარლი-სტრიტზე ვიყავი და დავინახე, როგორ გამოხვედით სახლიდან, სადაც ერთი
ჩემი ნაცნობი ექიმი ცხოვრობს. ჩემთვის ცნობილია, მასთან რა დაავადებების გამო მიდიან.
თქვენმა სახის გამომეტყველებამ ყველაფერს მიმახვედრა. ასეთი სახე მხოლოდ იმ ადამიანს
აქვს, ვისაც სულ ახლახან სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ვცდები?

– არ სცდებით. ორი თვე დამრჩა. განაგრძეთ.

– ყველაფერი უკვე ვიცოდი. აქ ჩამოვედი, შემთხვევით, დავინახე სარეგისტრაციო წიგნში


ლენგტონის სახელი, მერე მას შემთხვევით შევხვდი და ამის შემდეგ თქვენთან წამოვედი.
რამდენიმე კითხვა დაგისვით, თქვენ კი არ აღიარეთ, რომ ციანიდის ყიდვა ლენგტონს თქვენ
სთხოვეთ. ლენგტონისგან ვიცოდი, რომ თქვენთან ცხრის ნახევარზე უნდა მოსულიყო. თქვენ
კი მითხარით ცხრაზეო, იმ იმედით, რომ როცა დავბრუნდებოდი, ყველაფერი
დასრულებული იქნებოდა...

– ჩემთან რატომ მოხვედით? – იყვირა ჰარისონმა.

– მე გითხარით, რომ მკვლელობის საქმეს ვიძიებდი.

– მკვლელობის? თქვენ გინდათ თქვათ, თვითმკვლელობის?

– არა, – პუაროს ხმა მკვეთრი გახდა, – მე მინდა ვთქვა, მკვლელობის. თქვენი სიკვდილი
სწრაფი და იოლი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სიკვდილი, რომელსაც ლენგტონს უმზადებდით
ნამდვილად საშინელი იქნებოდა. თქვენი გეგმა ასეთი იყო: იგი იყიდიდა შხამს და თქვენთან
მოვიდოდა. ერთად დალევდით ჩაის. უცებ თქვენ მოკვდებოდით, თქვენს ჭიქაში კი შხამს
იპოვნიდნენ. კლოდ ლენგტონს სიკვდილს მიუსჯიდნენ.

– რატომ ჩამოხვედით, ჩემთან რატომ მოხვედით?

– თქვენ მე მომწონხართ. თქვენ განწირული ხართ. დაკარგეთ ქალი, რომელიც გიყვარდათ. ეს


ყველაფერი ასეა, მაგრამ არ მინდა სული მკვლელობით დაიმძიმოთ. ახლა მითხარით,
გიხარიათ, თუ არა, რომ ჩამოვედი?

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

მომიყევი მკვლელობის შესახებ

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ საღამოს ჩემი აწ გარდაცვლილი მეგობარი და ადვოკატი
მისტერ პარკერი, ვიღაც ჯენტლმენთან ერთად მესტუმრა. იგი, მისტერ როდსად გამეცნო.
დაახლოებით, 40 წლის იქნებოდა და ცოტა უცნაურად იქცეოდა. როდესაც მოსამსახურემ ჩაი
მოგვიტანა, მისტერ პარკერმა ამიხსნა, თუ რამ მოიყვანა ისინი ჩემთან.

– მის მარპლ, – დაიწყო მან, – თქვენთან რჩევისთვის მოვედით. საქმე ბრანჩესტერში მომხდარ
მკვლელობას ეხება. გაიგებდით, ერთ-ერთ სასტუმროში ქალი მოკლეს. ეს ქალი მისტერ
როდსის ცოლი იყო. ამ ერთ უბედურებას ისიც დაემატა, რომ იგი მკვლელობაში მთავარი
ეჭვმიტანილიცაა.

წიგნის ელექტრონული ვერსია


მოამზადა: აკაკი ციცქიშვილმა
www.ChiaturaINFO.GE
მისტერ როდსს დახმარებისთვის მისტერ პარკერისთვის მიუმართავს, პარკერს კი საქმეში
ჩემი ჩართვა გადაუწყვეტია. ვამჩნევდი, რომ მისტერ როდსი ჩემდამი ძალიან სკეპტიკურად
იყო განწყობილი. თუმცა მოყოლას მაინც განაგრძობდა.

მისტერ და მისის როდსები ბრანჩესტერში ოტელ „კორონაში“ გაჩერდნენ. მისის როდსი,


რომელიც ცოტა ნერვიული გახლდათ, დასაძინებლად ადრე დაწვა. ცოლ-ქმარს ორი,
ერთმანეთთან დაკავშირებული ოთახი ეკავა. მისტერ როდსმა ცოტა წამუშავება გადაწყვიტა.
იგი წიგნს წერდა პირველყოფილი ადამიანების იარაღებზე. სანამ დაწვებოდა, ცოლის ოთახში
შეიჭყიტა, რამე ხომ არ სჭირდებაო და დაინახა, რომ მისი ცოლი ლოგინზე გულში
დანაგარჭობილი იწვა. მისის როდსის ოთახში კიდევ ერთი კარი იყო – დერეფანში
გასასვლელი. ეს კარი გასაღებით და შიგნიდან ურდულითაც კი იყო დაკეტილი. მისტერ
როდსის სიტყვებით, მის ოთახში არავის გაუვლია, მოსამსახურე გოგოს გარდა, რომელსაც
სათბუნები მიქონდა. სასიკვდილო ჭრილობა იმ დანით იყო მიყენებული, რომელიც მისის
როდსს ტუალეტის მაგიდაზე ედო და წიგნის გვერდებს ჭრიდა, ხოლმე. მასზე თითის
ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. მისტერ როდსის და მოსამსახურე ქალის გარდა, გარდაცვლილის
საძინებელში არავინ შესულა. მოსამსახურე ქალი, იმ სასტუმროში უკვე ათი წელია, მუშაობდა
და არანაირი მიზეზი არ ჰქონია სტუმარს თავს დასხმოდა. თანაც ისეთი სულელი იყო,
ვერავინ დაიჯერებდა, მკვლელობის ჩადენა თუ შეეძლო.

მისტერ პარკერის მონაყოლიდან გავიგე, რომ სასტუმროში, მეორე სართულზე ასასვლელ


კიბის ბაქანზე, ერთი მოსასვენებელი ოთახი იყო, სადაც ჩამოჯდომა და ჭიქა ყავის დალევა
შეიძლებოდა. დერეფნის მარჯვენა მხარეს, ბოლო კარი მისტერ როდსის ოთახის იყო, შემდეგ
დერეფანი უხვევდა და პირველი კარი უკვე მისის როდსის ოთახში შედიოდა. როგორც
აღმოჩნდა, ორივე კარს მკვლელობის დროს ვიღაც უთვალთვალებდა. მისტერ როდსის
ოთახის კარი მოსასვენებელ ოთახში მსხდომი ოთხი ადამიანის თვალთახედვის არეში იყო.
ესენი იყვნენ, ორი კომივიაჟორი და ერთი მოხუცებული წყვილი. მათი თქმით, პირველ კარში
მხოლოდ მისტერ როდსი და მოსამსახურე ქალი შევიდნენ. მეორე კარის ახლოს კი
ელექტრიკოსი მუშაობდა, რომლის თქმითაც, ამ კარში მოსამსახურე ქალის გარდა, არავინ არც
შესულა და არც გამოსულა.

დაკითხვაზე მისტერ როდსმა ერთი არადამაჯერებელი ისტორია მოყვა, თითქოს ვიღაც ქალი
მის ცოლს მუქარის წერილებს უგზავნიდა. მისტერ პარკერმა სთხოვა ჩემთვისაც იგივე
მოეყოლა.

– სიმართლე გითხრათ, – დაიწყო მან, – ამის თავადაც არ მჯეროდა. ვფიქრობდი, ემი


ყველაფერს იგონებს-მეთქი.

როგორც გაირკვა, ემი ბუნებით რომანტიკული და ფანტაზიორიც იყო. ასეთ ადამიანებს


საერთოდ სჩვევიათ თავიანთი რუხი და მოსაწყენი ცხოვრების გამოგონილი ამბებით
შელამაზება. საკმარისი იყო, ბანანის ქერქზე ფეხი დასცდენოდა, რომ ირწმუნებოდა, თითქოს
სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. ქმარი უკვე მიჩვეული იყო, ცოლის ნაამბობი სერიოზულად არ
აღექვა. ამიტომ, როცა ემიმ გაანდო, როგორ დაიფიცა ვიღაც ქალმა, რომლის ბავშვიც მანქანით
გაიტანა, მასზე შურს იძიებდა, არ დაიჯერა. ეს მანამდე მოხდა, ვიდრე ისინი
დაქორწინდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქალი ქმარს წერილებსაც კი უკითხავდა,
რომელთა ავტორსაც ფსიქიკური გადახრები უნდა ჰქონოდა, მაინც ფიქრობდა, ქალი მათ
თავად წერდა. მისის როდსი ისტერიული ადამიანი იყო და მას მძაფრი შეგრძნებები აკლდა.

მე ვიკითხე, ხომ არ ცხოვრობდნენ იმ სასტუმროში მარტოხელა ქალები. აღმოჩნდა, რომ ასეთი


ორი იყო: ვინმე მისის გრენბი, ქვრივი, ვისი ქმარიც ინდოეთში მსახურობდა და იქვე
გარდაიცვალა და მისის კრუტერსი, უკვე არც ისე ახალგაზრდა. მას საცხენოსნო სპორტი
უყვარდა და მონადირეთა ჟარგონზე ლაპარაკობდა – სიტყვებს კბილებს შორის რომ სცრიან
და ნახევარს ვერც გაიგებ. მისის გრენბის მოწითალო, არც ისე აკურატულად დავარცხნილი
თმა ჰქონდა. მისის კრუტერსი კი ორმოცი წლის იქნებოდა, პენსნეს ატარებდა, მოკლედ
შეკრეჭილი თმა ჰქონდა. ერთი შეხედვით, ამ საქმესთან, არც ერთს არანაირი შეხება არ უნდა
ჰქონოდა. არც იმ სართულზე უნახავს ვინმეს იმ დღეს ისინი.

მისის როდსის ოთახის კარს მიღმა, იყო კიდევ პატარა დერეფანი, საიდანაც აბაზანაში და
საპირფარეშოში მოხვდებოდით. სწორედ ამ დერეფანში გამავალი კარი იყო დაკეტილი
გასაღებითაც და ურდულითაც.

– რადგან საქმის ვითარება ასეთია, – ვთქვი მე, – მგონი, ყველაფერი ნათელი უნდა იყოს.

მისტერ პარკერმა და მისტერ როდსმა ისე შემომხედეს, თავი უხერხულად ვიგრძენი.

– ეტყობა, – თქვა მისტერ როდსმა, – მის მარპლს მხედველობიდან რამდენიმე, ძნელად


ასახსნელი ფაქტი გამორჩა.

– ისინი არც ყოფილა, – ვუპასუხე, – ჩვენს წინაშე სამი შესაძლებელი ვარიანტია. მისის როდსი
ქმარმა მოკლა, მისის როდსი მოსამსახურემ მოკლა, ან ვიღაც უცხომ, რომელიც ვერავინ
დაინახა.

– ეს შეუძლებელია! – წამოიძახა მისტერ როდსმა, – ჩემს ოთახში შეუმჩნევლად ვერავინ


გაივლიდა. თუ ვინმე, ჩემი ცოლის ოთახში, მეორე კარიდან ელექტრიკოსის თვალწინ
შეიპარა, მაშინ როგორ გამოვიდა იქიდან ისე, რომ კარი შიგნიდან ჩაკეტილი დარჩა?

– ერთ კითხვას დავსვამდი, – დავიწყე მე, – მისტერ როდსს, როგორ გამოიყურებოდა


მოსამსახურე ქალი?

მიპასუხა, რომ კარგად არ შეუთვალიერებია. მე იგივე მისტერ პარკერს ვკითხე. მან თქვა, რომ
საშუალო სიმაღლის იყო, ღია ფერის თმით. შემდეგ მე ორივეს ჩემი მოსამსახურის აღწერა
ვთხოვე. ეს ვერც ერთმა ვერ შეძლო.

– ნუთუ, თქვენ აქამდე ვერ მიხვდით რას ვგულისხმობ? – ვთქვი მე, – თქვენ აქ საკუთარ
საქმეზე კონცენტრირებული მოხვედით და გოგო, რომელმაც კარი გაგიღოთ თქვენთვის
შეუმჩნეველი დარჩა. როგორ გამოიყურებოდა, არც შეგიმჩნევიათ. იგივე დაემართა მისტერ
როდსსაც. მაშინ სასტუმროში მან მხოლოდ მოსამსახურე ქალი დაინახა. უფრო ზუსტად,
მხოლოდ მისი უნიფორმა და წინსაფარი. აი, მისტერ პარკერი მას სულ სხვა სიტუაციაში
შეხვდა, იგი მას როგორც პიროვნებას ისე უყურებდა. სწორედ ეს გათვალა ქალმა, რომელმაც
მისის როდსი მოკლა.

მათ ისევ ვერაფერი გაიგეს და მე იძულებული გავხდი დაწვრილებით ამეხსნა.

– აი, ყველაფერი როგორ იყო. მოსამსახურე მისტერ როდსის ოთახის გავლით მისის როდსის
საძინებელში გავიდა, მისცა მას სათბურა და აბაზანის გვერდზე არსებული გასასვლელით
დერეფანში გავიდა. ამ დროის მონაკვეთში მკვლელი მეორე კარით შემოვიდა იმავე პატარა
დერეფანში, იქვე სადღაც დაიმალა და დაელოდა ვიდრე მოსამსახურე წავიდოდა. შემდეგ იგი
მისის როდსის ოთახში შევიდა, ტუალეტის მაგიდიდან დანა აიღო (დარწმუნებული ვარ
წინასწარ ჰქონდა შეთვალიერებული სად რა იდო), საწოლთან მივიდა, უკვე მთვლემარე მისის
როდსს სასიკვდილო დარტყმა მიაყენა, დანის ტარი გაწმინდა, და ის კარი საიდანაც
შემოვიდა, საკეტით და ურდულით დაკეტა. ხოლო გასვლით იმ ოთახიდან გავიდა,
რომელშიც მისტერ როდსი მუშაობდა.

მისტერ როდსმა იყვირა:

– მე ხომ მას დავინახავდი! ელექტრიკოსიც დაინახავდა, შემოსვლისას.

– აი, სწორედ აქ ცდებით, – ვთქვი მე, – თქვენ მას ვერ დაინახავდით, იმიტომ, რომ იგი
მოსამსახურესავით იყო ჩაცმული. თქვენ კი საქმეში იყავით ჩაფლული. მხოლოდ თვალი
მოჰკარით, რომ მოსამსახურე შემოვიდა და თქვენი ცოლის ოთახში გავიდა. შემდეგ უკან
გამოვიდა. კაბა იგივე იყო, ქალი კი – სხვა. იგივე დაინახა იმ ოთხმა მოწმემაც: მოსამსახურე
შევიდა და გამოვიდა. ელექტრიკოსსაც არაფერი შეუმჩნევია. მოსამსახურე ლამაზი, ან
ახალგაზრდა რომ ყოფილიყო, შეიძლება მისთვის ყურადღება მიექციათ, მაგრამ როცა ის
უფერული, ასაკში შესული ქალია, ყველა მხოლოდ იმას ხედავს, რაც ტანზე აცვია. მაგრამ, არა
მის სახეს.

– და ვინ არის მკვლელი, ვინ? – წამოიძახა მისტერ როდსმა.

– მოითმინეთ, – ვუპასუხე მე, – რა თქმა უნდა, მკვლელი ან მისის გრენბია ან მისის კრუტერსი.
პირადად მე, ვფიქრობ, რომ ეს მისის კრუტერსი იყო.

მის მარპლი არც ამჯერად შემცდარა. რა თქმა უნდა, მას სინამდვილეში მისის კრუტერსი არ
ერქვა, მაგრამ მკვლელი მაინც ის აღმოჩნდა. მისის როდსმა ოდესღაც მის ქალიშვილს
მართლაც დააჯახა მანქანა. გოგონა ინვალიდი დარჩა, მაგრამ დედის ცნობიერებამ ეს მაინც
ვერ გადაიტანა... იგი მას დიდხანს უთვალთვალებდა და ბოლოს ჩანაფიქრი აასრულა.
მკვლელობა საკმაოდ ოსტატურად დაგეგმა. ის კი არა, იმდენი მოახერხა, პარიკი და
მოსამსახურის ტანსაცმელი მეორე დილით, სადღაც ფოსტითაც გააგზავნა. თუმცა, როდესაც
მას ფაქტები წარუდგინეს, დანაშაული მაშინვე აღიარა.

რამდენიმე დღის შემდეგ, მისტერ პარკერმა შემომიარა და მისტერ როდსის წერილი


გადმომცა. მე მისი სამადლობელო სიტყვებისგან უხერხულობაც ვიგრძენი, მისტერ პარკერმა
კი მკითხა:

– მითხარით, როგორ მიხვდით, რომ ეს მისის კრუტერსი იყო? თქვენ ხომ არც ერთი მათგანი
თვალით არ გინახავთ.

– იცით, – ვუპასუხე მე, – საქმე ისაა, რომ თქვენი სიტყვებით, იგი სიტყვებს თითქოს კბილებს
შორის სცრიდა და ცალკეულ ასოებს ყლაპავდა. ასეთი პერსონაჟები მხოლოდ რომანებში
გვხვდება, ცხოვრებაში კი თუ შემთხვევით სადმე გადააწყდი, 60 წელზე ნაკლების არ იქნება.
ის კი, თქვენი თქმით, ორმოცზე მეტის არ იქნებოდა. ამიტომ მომეჩვენა, რომ იგი უბრალოდ,
როლს თამაშობდა, თანაც ძალიან თეატრალურად. ეჰ, კაცებო, კაცებო, ჯერ კიდევ რამდენი
რამ უნდა ისწავლოთ...

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

უაზრო კაპიტალდაბანდება

– თქვენ რა, ფული უაზროდ არასოდეს დაგიბანდებიათ? – ვკითხე ერთხელ პუაროს.

– არა, „მონ ამი“, – მიპასუხა პუარომ. – საერთოდ არასდროს დამიბანდებია. მართალია, 14


ათასის აქცია მაქვს „ბირმის საბადოებში”, მაგრამ მათში პენიც არ გადამიხდია. პირიქით, ეს
თანხა ჩემი პატარა რუხი უჯრედების მუშაობის საფასურია. გინდათ, ეს ისტორია
მოისმინოთ?

– რა თქმა უნდა, მინდა.

– ეს საბადოები ბირმის შუაგულში მდებარეობს. მათ თავიდან ჩინელები ამუშავებდნენ,


ვიდრე მუსლიმანების აჯანყება მოხდებოდა. 1816 წლისთვის საბადოები მიტოვებული
აღმოჩნდა. ჩინელები იქ ვერცხლითა და ტყვიით მდიდარ ქანებს მოიპოვებდნენ. იმის გამო,
რომ ძველი მაღაროები წყლით და გადამუშავებული ქანებით იყო სავსე, ტყვიის საბადოს
პოვნის ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ბოლოს ერთ-ერთი სინდიკატის
წარმომადგენელი ერთ-ერთი ჩინური კლანის კვალზე გავიდა, რომელსაც, სავარაუდოდ,
დღემდე ჰქონდა შემორჩენილი ჩანაწერები საბადოს ადგილმდებარეობის შესახებ. იმ დროს
კლანის მეთაური ვინმე ვუ ლინგი იყო. მოძებნეს ეს ვუ ლინგი და მან დაადასტურა, რომ
მართლაც ფლობდა ასეთ დოკუმენტს და თანახმა იყო გაეყიდა ის. მაგრამ, მოითხოვა,
მოლაპარაკებები ხელმძღვანელობასთან ეწარმოებინა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ იგი თავად
წავიდოდა ინგლისში და კომპანიის დირექტორებს შეხვდებოდა.

– ვუ ლინგი ინგლისში გემ „ესანტათი” გაემგზავრა, რომელიც ნოემბრის ცივ და ნისლიან


დღეს საუთჰემპტონის პორტში შევიდა. „ესანტას” დასახვედრად კომპანიის ერთ-ერთი
დირექტორი – მისტერ პირსონი გაემგზავრა, მაგრამ ნისლის გამო მისმა მატარებელმა
დააგვიანა და, როდესაც მისტერ პირსონი პორტში მივიდა, ვუ ლინგი უკვე ლონდონისკენ
მიმავალ ექსპრესში იჯდა.

დირექტორთა საბჭო დილის 11 საათზე შეიკრიბა. 12-ის ნახევარზე, როდესაც ვუ ლინგი აღარ
გამოჩნდა, მდივანმა სასტუმროში დარეკა და გაარკვია, რომ იგი ერთი საათის წინ მეგობართან
ერთად გასულიყო. ვუ ლინგი არც შეხვედრაზე მივიდა და ღამით სასტუმროშიც აღარ
დაბრუნდა. ორ დღეში კი ტემზაში ჩინელის გვამი იპოვეს. არც გვამის ტანსაცმელში და არც
სასტუმროს ნომერში, საბადოებთან დაკავშირებული დოკუმენტები არ აღმოჩნდა.

მე მისტერ პირსონმა მიმიწვია. მართალია, ვუ ლინგის სიკვდილით შეძრული იყო, მაგრამ


მთელი ფიქრები მაინც დოკუმენტების მოძიებისკენ ჰქონდა მიმართული. გავარკვიეთ, რომ
მგზავრობის დროს ვუ ლინგს მხოლოდ ორ მგზავრთან ჰქონდა ურთიერთობა: ერთი იყო
ვინმე დაიერი, რომელსაც არასახარბიელო რეპუტაცია ჰქონდა; მეორე კი – ბანკის
ახალგაზრდა თანამშრომელი ჩარლზ ლესტერი. საბედნიეროდ, პოლიციის კარტოთეკაში
ორივეს სურათი აღმოჩნდა. ლესტერი ეჭვქვეშ არ იდგა, აი, დაიერის საქმე კი სხვაგვარად იყო.

სასტუმროს მომსახურე პერსონალმა ფოტოზე ვუ ლინგი უცებ იცნო. შემდეგ დაიერის


სურათი ვაჩვენეთ, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, პორტიე დარწმუნებით გვიმტკიცებდა, რომ
იგი არ იყო ის ადამიანი, რომელმაც სასტუმროში იმ დილით ჩინელს მოაკითხა. მაშინ, უფრო
ფორმალობის დასაცავად, მას ლესტერის ფოტო ვუჩვენე. პორტიემ მაშინვე იცნო: დილის 11
საათზე მოვიდა, ვუ ლინგი იკითხა და მასთან ერთად წავიდაო.

საქმე წინ მიიწევდა. ჩარლზ ლესტერს მივაკითხეთ. მისი მონათხრობი მოკლე აღმოჩნდა: 10
საათსა და 30 წუთზე, როგორც „ესანტაზე” შეთანხმდნენ, მან სასტუმროში ვუ ლინგს
მიაკითხა, თუმცა ჩინელი არ გამოჩნდა. მის მაგივრად მისი მსახური ჩამოვიდა და აუხსნა,
რომ პატრონი სადღაც გავიდა. მერე იქ გაყოლა შესთავაზა, სადაც მისი ნახვა შეიძლებოდა.
ლესტერი დასთანხმდა და მსახურმა ტაქსი გამოიძახა. თუმცა, როცა ცხადი გახდა, რომ ისინი
პორტის დოკებისკენ მიემართებოდნენ, ლესტერმა რაღაც ცუდი იგუმანა, ტაქსი გააჩერა და
გადმოვიდა. როგორც ის ირწმუნებოდა, ამის მეტი არაფერი იცოდა. მაგრამ, მალე გაირკვა,
რომ მისი მონათხრობი მთლად ზუსტი არ იყო. ჯერ ერთი, ვუ ლინგს არანაირი მსახური არ
ჰყავდა. მეორეც, პოლიციამ იპოვა ტაქსის მძღოლი, რომელმაც იმ დილით ორი კაცი წაიყვანა.
ლესტერი შუა გზაზე არ ჩამოსულა. მან ჩინელი ჯენტლმენი ჩინური კვარტლის ცენტრში,
ლაიმ-ჰაუსის რაიონში, მეტად საეჭვო დაწესებულებაში წაიყვანა. ლონდონის პოლიციამ
იცოდა, რომ ეს დაწესებულება ოპიუმის მწეველთა თავშესაფარი იყო. ორივე კაცი შიგნით
შევიდა, ერთი საათის შემდეგ კი მხოლოდ ერთი გამოვიდა. ტაქსისტმა ფოტოდან იმ ერთში
ჩარლზ ლესტერი ამოიცნო. მალევე გაირკვა, რომ ლესტერი აზარტული თამაშების
მოყვარული იყო და ვალებიც ბლომად ჰქონდა. დაწესებულების მეპატრონე, ბუნებრივია,
ყველაფერს უარყოფდა: არც ვუ ლინგი და არც ლესტერი უნახავს ოდესმე და მასთან
ოპიუმსაც არავინ ეწეოდა. ლესტერს მისმა ჩვენებამ ვერ უშველა. იგი მკვლელობის
ბრალდებით დააკავეს. მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, მაგრამ საბადოებთან დაკავშირებული
ვერანაირი დოკუმენტი ვერ აღმოაჩინეს. საეჭვო დაწესებულების მეპატრონეც დაიჭირეს,
ჩხრეკამ შედეგი ვერც იქ გამოიღო. ოპიუმის ნამცეციც კი ვერ იპოვეს.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემი მეგობარი პირსონი ძალიან აღელვებული იყო. იგი ჩემს
ოთახში წინ და უკან დადიოდა და ცხოვრების უსამართლობაზე მოთქვამდა.

– ნუთუ არც თქვენ გაქვთ რაიმე იდეა, მუსიე პუარო?

– სამწუხარო ისაა, რომ ბევრი იდეა მაქვს. ის, რომ ორი მამაკაცი საეჭვო დაწესებულებამდე
მივიდა, მხოლოდ ტაქსისტის ჩვენებიდან ვიცით. შემდეგ, მათ თავისუფლად შეეძლოთ
გადმოსულიყვნენ ტაქსიდან, შესულიყვნენ სახლში, შემდეგ უკანა გასასვლელიდან
გამოსულიყვნენ და სადაც სურდათ, იქით წასულიყვნენ.

პუაროს მოსაზრებამ მისტერ პირსონი სახტად დატოვა. მეორე დღეს მან კიდევ გაიგო ახალი
ამბები: მისმა აგენტებმა გაარკვიეს, რომ იმ დღეს ორი მამაკაცი მართლაც შევიდა იმ საეჭვო
სახლში, მაგრამ იქიდან მდინარესთან არსებულ პატარა სასაუზმეში გავიდნენ. დაინახეს,
როგორ შევიდნენ ისინი იქ და შემდეგ როგორ გამოვიდა იქიდან მარტო ლესტერი. აქ, პირსონს
გაუგონარი იდეა მოუვიდა: მას არაფერი უნდოდა, გარდა იმისა, რომ წავსულიყავით იმ
სასაუზმეში და ადგილზე გვეწარმოებინა გამოძიება. საღამოს პირსონი მეზღვაურის ფორმაში
გამოწყობილი მოვიდა. ჩემს გარეგნობაშიც შევცვალე რაღაცეები და წავედით.

მივედით. მისტერ პირსონმა საუბარი რაღაც გაურკვეველ, მეზღვაურებისთვის ნაცნობ ენაზე


დაიწყო. ეს ყველაფერი პატარა დაწესებულებაში ხდებოდა, სადაც უამრავი ჩინელი
იმყოფებოდა. ჩვენთან ეშმაკური ღიმილით. მოვიდა კაფეს მეპატრონე, წაგვიყვანა სადღაც
სარდაფში, შემდეგ კიბით ქვევით ჩაგვიყვანა, ბოლოს ერთ ოთახში აღმოვჩნდით. იქ
ჩამოვსხედით და პატარა ბიჭმა მოსაწვევი მოგვიტანა. ჩვენც ისეთი სახე მივიღეთ, ვითომ
ვეწეოდით და ნელ-ნელა ტრანსში ვვარდებოდით. როგორც კი მარტონი დავრჩით, მისტერ
პირსონმა დამიძახა და მეორე ოთახში იატაკზე ხოხვით გავიდა. იქ უკვე ყველას ეძინა. შემდეგ
კიდევ რამდენიმე ოთახი გავიარეთ, ვიდრე ორი მამაკაცის ხმა არ გავიგეთ. ჩვენ გავჩერდით
და ყური მივუგდეთ. საუბარი ვუ ლინგს შეეხებოდა.

– „რა მოუვიდა დოკუმენტებს?“ – იკითხა ერთმა.

– „მისტერ, იმათმა ყველაფერი წაიღო, – უპასუხა მეორემ, ნამდვილად ჩინელმა. – მათ თქვეს
იმათი იმედიან ადგილზე დადება, სადაც ვერავითარი პოლისა ვერ ნახულობს”
„ჰო, მაგრამ ის ხომ დააკავეს?“ – თქვა ისევ პირველმა ხმამ.

„უკვე გამოუშვეს. პოლისა დარწმუნებული არ არის, რომ მისი ბრალია”...

იქიდან მშვიდობიანად გამოვაღწიეთ. ლაიმ-ჰაუსს რომ გამოვცდით, პირსონმა ამოისუნთქა:

„კარგია, რომ ყველაფერი დამთავრდა, – განაცხადა მან. ვფიქრობ, ახლა ადვილად შევძლებთ
იმის პოვნას, რასაც ვეძებდით.”

„ნამდვილად, – დავეთანხმე მე – ასეთი მასკარადის შემდეგ...”

– და არც არანაირი სირთულე აღარ ყოფილა, – მოულოდნელად დაასრულა პუარომ თხრობა.

კვანძის ასეთმა გახსნამ მაიძულა, თვალები დამეჭყიტა.

– მაგრამ სად იყო დოკუმენტები?

– მის ჯიბეში.

– ვის ჯიბეში?

– მისტერ პირსონის!

ჩემი გაკვირვება რომ შენიშნა, განაგრძო.

– ჯერ ისევ ვერ გაიგეთ? მისტერ პირსონი, ისევე, როგორც ჩარლზ ლესტერი, ყელამდე
ვალებში იყო ჩაფლული. მან გადაწყვიტა, ჩინელისთვის დოკუმენტები მოეპარა.
სინამდვილეში ის შეხვდა მას საუთჰემპტონში. მასთან ერთად ლონდონში ჩამოვიდა და
პირდაპირ ლაიმ ჰაუზში წაიყვანა. ეჭვი მაქვს, მისტერ პირსონი იმ დაწესებულების ხშირი
სტუმარი იყო და კარგი ნაცნობობაც ჰქონდა. ეჭვი მეპარება, მას მკვლელობა დაეგეგმა. მისი
იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ რომელიმე ჩინელს დირექტორთა საბჭოს წინაშე თავი ვუ
ლინგად გაესაღებინა და დოკუმენტების სანაცვლოდ ფული აეღო. მაგრამ სინამდვილეში
უფრო ცუდი რამ მოხდა. აღმოსავლური აზროვნებისთვის უფრო მარტივი აღმოჩნდა ვუ
ლინგის მოკვლა, ვიდრე მისი სადმე დამალვა. პირსონის ჩინელი თანამზრახველები ასეც
მოიქცნენ, თანაც იგი არც გააფრთხილეს. ახლა, წარმოიდგინეთ მისტერ პირსონის
მდგომარეობა. შეიძლებოდა, ვიღაცას იგი მატარებელში ვუ ლინგთან ერთად დაენახა, ხოლო
მოტაცებასა და მკვლელობას შორის ძირეული განსხვავებაა. ჩინელი, რომელიც სასტუმროში
ვუ ლინგის განსახიერებას განაგრძობდა, მისი ხსნა იყო. ერთი ეგაა, გვამი ძალიან სწრაფად
იპოვეს. როგორც ჩანს, ვუ ლინგმა პირსონთან მისი და ლესტერის შეთანხმება ახსენა, რომლის
თანახმადაც ისინი ერთმანეთს სასტუმროში უნდა შეხვედროდნენ. პირსონი მშვენიერ შანსს
ჩაეჭიდა, რომლითაც მას შეეძლო, ეჭვი სხვისკენ მიემართა. უკანასკნელი ადამიანი, ვინც ვუ
ლინგთან ერთად ნახეს, ლესტერი უნდა გამხდარიყო. ორეულს უბრძანეს, ლესტერს ვუ
ლინგის მსახურად გასცნობოდა და, რაც შეიძლება სწრაფად წაეყვანა ლაიმ-ჰაუზში. იქ,
როგორც ჩანს, ლესტერი დაათვრეს, სასმელში რაღაც შეურიეს და, როდესაც ერთ საათში
გარეთ გამოვიდა, აღარაფერი ახსოვდა. ვუ ლინგის სიკვდილის შესახებ რომ გაიგო, პანიკაში
ჩავარდა და გადაწყვიტა, საერთოდ უარეყო, რომ ლაიმ-ჰაუზში იყო. რა თქმა უნდა, ეს
ყველაფერი პირსონს აწყობდა. თქვენ ფიქრობთ, რომ ამის შემდეგ იგი დაწყნარდა? არაფერიც.
ჩემმა საქციელმა ის გაანერვიულა და მიიღო გადაწყვეტილება, ამ ისტორიაში ბოლო შტრიხი
შეეტანა. იმაზე უკეთესი ვერაფერი მოიგონა, რომ ის მასკარადი მოაწყო. იფიქრა, რომ
გამასულელა და სახლში საოცრად კმაყოფილი დაბრუნდა. დილით კი კარი გააღო და
პარმაღზე ინსპექტორი მილერი დაინახა, რომელმაც ის გაჩხრიკა და დოკუმენტები იპოვა და
ყველაფერი დასრულდა. ასე მწარედ გადაიხადა იმის გამო, რომ გაბედა და თვით ერკიულ
პუაროსთან თამაში გადაწყვიტა! თუმცა ამ საქმეში ერთი სირთულე მაინც იყო.

– რომელი? – დავინტერესდი მე.

– ინსპექტორი მილერი. სულელი რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ ჯიუტიც აღმოჩნდა. ბოლოს
ყველა ჩემი დამსახურება მიიწერა, თუმცა რაღაც მაინც მერგო – „ბირმის საბადოების”
დირექციამ, ჰონორარის სახით, 14 ათასი აქცია გადმომცა. არც ისე, ცუდია, არა?!

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

უცნაური შემთხვევა

– არა, მაინც არაფერია ჩვენს ინგლისურ პროვინციაზე უკეთესი... – შენიშნა ინსპექტორმა


ჯეპმა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა.

მე და პუარომ ერთად დავუქნიეთ თავი. ეს ინსპექტორის იდეა იყო – დასვენების დღეებში


პატარა ქალაქ მარკეტ-ბეისინგში წავსულიყავით. სკოტლანდ-იარდის ზღურბლს იქით,
ინსპექტორი ჯეპი ბუნების დიდი მოყვარული ხდებოდა.

– ჩვენ იქ არავინ გვიცნობს, – განმარტა მან, – და ამაშია მთელი მომხიბვლელობა.

მაგრამ მისი იმედები არ გამართლდა. კვირას, სასტუმროში ვსადილობდით, როცა თავზე


ადგილობრივი კონსტებლი პოლარდი დაგვადგა.

– მომიტევეთ ჯენტლმენებო, მაგრამ ინსპექტორის რჩევა მჭირდება.


– მე დღეს ვისვენებ, – სასწრაფოდ წარმოთქვა ჯეპმა, – არავითარი სამუშაო! მითხარით მაინც,
რაშია საქმე?

– ლეი-ჰაუზში ერთმა ჯენტლმენმა თავი მოიკლა.

– ალბათ ვალები, ან ქალი, – უინტერესოდ წარმოთქვა ჯეპმა.

– საქმე ისაა, რომ მას არ შეეძლო, თავი მოეკლა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს დოქტორი
ჰაილზი. ირწმუნება, რომ ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა.

ტაფამწვარის მორიგი ულუფა გვერდზე გადავდეთ და ლეი-ჰაუზისკენ გავეშურეთ.


გარდაცვლილს უოლტერ პროტერო ერქვა. იგი მარკეტ-ბეისინგში რვა წლის წინ გამოჩნდა და
ლეი-ჰაუზი იქირავა. თავად მას ერთი ოთახი ეკავა. სახლს კი ეკონომი ქალი პატრონობდა,
რომელიც თავადვე ჩამოიყვანა. ქალს მის კლეგი ერქვა და სოფელში მხოლოდ კარგს
ამბობდნენ მის შესახებ.. იმ დღეებში, ბატონ პროტეროსთან ლონდონიდან მისტერ და მისის
პარკერები სტუმრობდნენ. დილით მის კლეგს ოთახის კარი დაკეტილი დახვდა. ხმა რომ
არავინ გასცა, შეშფოთდა და პოლიციას და ექიმს დაურეკა. კონსტებლი პოლარდი და ექიმი
ჰაილზი ერთდროულად მოვიდნენ. საერთო ძალისხმევით კარის შემტვრევა მოახერხეს და
ნახეს, რომ პროტერო იატაკზე იწვა, მარჯვენა ხელში პისტოლეტი ეჭირა. ერთი შეხედვით,
ეჭვს ვერ შეიტანდით, რომ ეს თვითმკვლელობა იყო. თუმცა, გვამის დათვალიერების შემდეგ,
ექიმმა კონსტებლი გვერდზე გაიყვანა და საკუთარი ეჭვი გაუმხილა.

როდესაც კონსტებლმა თხრობა დაასრულა, ჩვენ ლეი-ჰაუზს მივადექით. მისაღებ ოთახში


ოთხი ადამიანი იყო: მისტერ და მისის პარკერები, მის კლეგი და ექიმი. ექიმთან ერთად მე,
ჯეპი და პუარო ზევით ავედით. პოლარდი ჯეპის მითითებით დაბლა დარჩა, პროტეროს
სტუმრებთან.

გვამი ჯერ ისევ ოთახში იყო. ჯეპი მისკენ დაიხარა.

– ჰმ! – თქვა ჯეპმა, – შემავალი ჭრილობაა მარცხენა ყურსუკან.

– აბსოლუტურად მართალია, – უპასუხა ექიმმა, – ცხადია, რომ იგი ამას თავად ვერ იზამდა.
მაშინ მოუწევდა მარჯვენა ხელის მარცხენა ყურს უკან გადაწვდენა. ეს კი შეუძლებელია.

– მიუხედავად ამისა, როდესაც გვამი აღმოვაჩინეთ, მას პისტოლეტი ჯერ ისევ მარჯვენა
ხელში ჰქონდა.

– ხელში ჰქონდა, მაგრამ თითები შემოჭერილი არ იყო.

– გასაგებია, შემდეგ ჩაუდეს, – შენიშნა ჯეპმა. ის იარაღს ათვალიერებდა, – საეჭვოა, აქ თითის


ანაბეჭდები ვიპოვოთ.
პუარო ჩუმად იყო და ჯეპს თვალს ადევნებდა, მხოლოდ დროდადრო ჰაერს ყნოსავდა. მეც
იგივე გავაკეთე, მაგრამ ვერაფერი ვიგრძენი. ჰაერი სუფთა იყო, მაგრამ პუარო მაინც
ყნოსავდა. როდესაც ჯეპი გვერდზე გავიდა, პუარო გვამზე დაიხარა. ჭრილობისთვის არც
შეუხედავს. დავინახე, რომ მისი ყურადღება პიჯაკის სახელოში არსებულმა ცხვირსახოცმა
მიიქცია. როცა პუარო გვამს მოშორდა, დრო ვიხელთე და სახელოდან ცხვირსახოცი
გამოვაძრე. ჩვეულებრივი თეთრი ცხვირსახოცი იყო, არანაირი ნიშანი, ან ლაქა ზედ არ აჩნდა.
ცხვირსახოცი უკან, სახელოში შევჩურთე.

ჯეპმა და პუარომ კარის გასაღების ძებნა დაიწყეს, მაგრამ უშედეგოდ.

– ეს საქმეს აიოლებს, – განაცხადა ჯეპმა, – ფანჯარა შიგნიდანაა დახურული, მკვლელი


კარიდან გავიდა, დაკეტა და გასაღები თან წაიღო. მას იმედი ჰქონდა, რომ გასაღების
არარსებობას ვერავინ შეამჩნევდა და არავის გაუჩნდებოდა ეჭვი, რომ პროტერომ თავი
მოიკლა.

მომეჩვენა, რომ პუარო დაბნეული იყო. მან კიდევ ერთხელ მოათვალიერა ოთახი და
ფრთხილად წარმოთქვა:

– ის ბევრს ეწეოდა.

მართლაც ბუხარი და საფერფლე ნამწვავებით იყო სავსე.

– მკვლელობამდე, ეტყობა, მინიმუმ, ოცი ღერი სიგარეტი მოსწია, – შენიშნა ჯეპმა, – ყველა
ერთი მარკისაა. როგორც ჩანს, ერთი ადამიანი ეწეოდა. აქ საინტერესო აღარაფერია. მოიცა, ეს
რა არის? – მან იატაკიდან რაღაც აიღო. პერანგის სახელოს შესაკრავი გატეხილი, –
საინტერესოა, ვისია? ექიმო, აქ თქვენი და კონსტებლის გარდა ვინმე შემოვიდა?

– არა. პარკერები დაბლა იცდიდნენ, – უპასუხა ექიმმა და ეკონომი ქალის მოსაყვანად წავიდა.

– საინტერესოა, ვინ მოკლა ეს საცოდავი? – დაიწყო ჯეპმა, – ცხადია, ვიღაცამ ამ სამიდან.


თუმცა, არა მგონია, ეს მის კლეგი იყოს. ამის გასაკეთებლად მის განკარგულებაში მთელი რვა
წელი იყო. აი, რაც შეეხება პარკერებს... საინტერესოა, საიდან არიან და აქ რა უნდათ?

ამ დროს მის კლეგიც მოვიდა. ჯეპის კითხვაზე განაცხადა, რომ ბატონ პროტეროსთან უკვე 14
წელი მსახურობდა. მისტერ და მისის პარკერები სამი დღის წინ გაიცნო, როდესაც
მოულოდნელად ჩამოვიდნენ. მისი აზრით, ისინი აქ არავის მოუწვევია, საკუთარი
ინიციატივით ჩამოვიდნენ და პატრონი მათი ჩამოსვლით კმაყოფილი არ იყო. პერანგის
სამაჯურის სამაგრი, რომელიც ჯეპმა აჩვენა, მის პატონს არ ეკუთვნოდა. როდესაც
პისტოლეტზე ჰკითხეს, უპასუხა, რომ მისტერ პროტეროს იარაღი ჰქონდა. გასროლის ხმა არ
გაუგია, რადგან მისი ოთახი სახლის მეორე ბოლოში იყო. როცა უკანასკნელად პატრონი ნახა,
მას ისევ ეღვიძა. საერთოდაც გვიან წვებოდა. შუაღამემდე კითხულობდა და ეწეოდა.
აქ პუარო ჩაერთო:

– თქვენს ბატონს ღია ფანჯარაში ეძინა, თუ დახურულში?

– საერთოდ, ფანჯარა ღია იყო ხოლმე, ყოველ შემთხვევაში სარკმელი მაინც.

– არ ვიცი. შეიძლება, ორპირი იყო.

ჯეპმა მას კიდევ რამდენიმე კითხვა დაუსვა და გაუშვა. შემდეგ ცოლ-ქმარი პარკერები ცალ-
ცალკე დაკითხა. მისის პარკერი ისტერიკის ზღვარზე იყო. თვალები ცრემლებით ჰქონდა
სავსე. მისტერ პარკერი ილანძღებოდა და იმუქრებოდა. ის უარყოფდა, რომ პერანგის სამაგრი
მას ეკუთვნოდა. მაგრამ, მისმა ცოლმა აღიარა, რომ მისი ქმრის იყო. ჯეკმა ეს საკმარისად
ჩათვალა, რომ მისი დაჭერის ორდერი მოეთხოვა.

გამოძიება უკვე დასრულებული იყო, როდესაც საქმეში დამატებითი გარემოება გაჩნდა:


ერთმა მაწანწალამ, რომელიც ლეი-ჰაუზის ბაღის, დანგრეულ ფარდულში ღამეს ხშირად
ათევდა, განაცხადა, რომ ღამის 12 საათზე გაიგონა, ორი მამაკაცი სახლის პირველ სართულზე
როგორ ჩხუბობდა. ერთი ფულს ითხოვდა, მეორე უარს ეუბნებოდა. ერთ-ერთი მათგანი –
სახლის პატრონი მაშინვე იცნო. გამოდიოდა, რომ პარკერები პროტეროს აშანტაჟებდნენ.
ყველაფერი ნათელი გახდა, როდესაც პროტეროს ნამდვილი სახელი გაირკვა – ვენდევორი.
წარსულში ფლოტის ლეიტენანტი, 1910 წელს კრეისერ „მერიზოტის” აფეთქების საქმეში
გადიოდა. გამოძიებამ მიიჩნია, რომ პარკერმა, რომელმაც იცოდა აფეთქების საქმეში მისი
მონაწილეობის შესახებ, მოძებნა იგი და სიჩუმის სანაცვლოდ ფული მოსთხოვა. ჩხუბის დროს
ვენდევორმა იარაღი ამოიღო, მაგრამ პარკერმა მისი განიარაღება მოახერხა და მოკლა, შემდეგ
შეეცადა მომხდარი თვითმკვლელობად წარმოეჩინა.

პარკერი სასამართლოს გადასცეს. ერთ დღეს, როდესაც პროცესიდან ვბრუნდებოდით პუარომ


თავი დააქნია და ჩაიბურტყუნა:

– ასე უნდა იყოს. კი, კი, ზუსტად ასეა. დროა ვიმოქმედო.

იგი ფოსტაში გაემართა და სპეციალური კურიერის მეშვეობით იქვე დაწერილი წერილი


სადღაც გააგზავნა. შემდეგ სასტუმროში დავბრუნდით. პუარო წინ და უკან ნერვიულად
დადიოდა. ჩემდა გასაკვირად, უცებ ოთახში მის კლეგი შემოვიდა. მის გამოხედვაში შიში
დავინახე.

– დაბრძანდით, მადმუაზელ, – ღიმილით მიმართა პუარომ, – მე მართალი აღმოვჩნდი, არა?

პასუხის მაგივრად ქალმა ტირილი დაიწყო.

– ეს რატომ გააკეთეთ? – რბილად ჰკითხა პუარომ, – რისთვის?


– ის მე ისე მიყვარდა, – უპასუხა ქალმა, – მე მათ ოჯახში დიდი ხანია ვმუშაობ... ის მაშინ სულ
პატარა იყო. იყავით ჩემს მიმართ შემწყნარებელი.

– მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ არ შეიძლება,
უდანაშაულო ადამიანის დასჯა დავუშვათ, თუნდაც ის უკანასკნელი ნაძირალა იყოს.

ქალმა ტირილი შეწყვიტა.

– ალბათ, მართალი ხართ. გააკეთეთ, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ.

ქალი ადგა და წავიდა.

– ამ ქალმა მოკლა? – ვკითხე პუაროს უკიდურესად დაბნეულმა.

პუარომ გაიღიმა და თავი გააქნია.

– მან მართლა თავი მოიკლა. გახსოვთ, ცხვირსახოცი მისი პიჯაკის მარჯვენა სახელოში. ამან
მიკარნახა, რომ იგი ცაცია იყო. მისტერ პარკერთან ჩხუბის შემდეგ, ყველაფრის
გამოაშკარავებით შეშინებულმა თავი მოიკლა. დილით მის კლეგი ოთახში შევიდა და ნახა,
რომ იგი მკვდარი იყო – მისი გაზრდილი, რომელიც ძალიან უყვარდა. ქალი სიძულვილმა
შეიპყრო... სიძულვილმა პარკერებისადმი, რომლებიც მისი საყვარელი არსების სიკვდილის
მიზეზი გახდნენ. ისინი ამ ქალისთვის ჩვეულებრივი მკვლელები იყვნენ და მან გადაწყვიტა
დამნაშავეები დაესაჯა. მარტო მან იცოდა, რომ ვენდევორი ცაცია იყო. პისტოლეტი მარჯვენა
ხელში გადაუტანა, ფანჯარა დახურა, კარი ჩაკეტა და გასაღები დამალა.

– პუარო, – ვთქვი მე აღრთოვანებულმა, – ბრწყინვალეა. მთელი თქვენი ვერსია ერთ პატარა


დეტალზეა აგებული, – ცხვირსახოცზე.

– და სიგარის კვამლზე. თუ ფანჯარა დახურული იყო და ოთახში ამდენი პაპიროსი მოწიეს, იქ


თუთუნის სუნი უნდა დარჩენილიყო. ოთახში კი პირიქით, ჰაერი აბსოლუტურად სუფთა
იყო. აქედან დავასკვენი, რომ ფანჯარა მხოლოდ დილით დაკეტეს. დიდხანს ვიმტვრევდი
თავს, მკვლელს ფანჯრის დაკეტვა რაში დასჭირდა-მეთქი. მისთვის ხომ უკეთესი იყო,
ფანჯარა ღიად დაეტოვებინა, იმ შემთხვევისთვის, თუ თვითმკვლელობის ვერსიას
უარყოფდნენ, ეფიქრათ, მკვლელი ფანჯრიდან გაიპარაო. მაწანწალას ჩვენებამ ჩემი ეჭვი
მხოლოდ დაადასტურა. იმ საუბარს ხომ ვერ გაიგონებდა, ფანჯარა დახურული რომ
ყოფილიყო?!

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.


მილიონის ქურდი

– ღმერთო დიდებულო, ერთი შეხედე ამ ბოლო შეტყობინებას. ლიბერტის მილიონის


ღირებულების ობლიგაციები დაიკარგა, რომელიც ლონდონურმა და შოტლანდიურმა ბანკმა
ნიუ-იორკში, გემ „ოლიმპიით“ გააგზავნა. ზღვის ავადმყოფობა რომ არა, – მეოცნებე სახით
ჩაილაპარაკა ერკიულ პუარომ, – მეც სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ასეთი გემით.

გამეცინა.

– რა ჩაიფიქრე! გინდა, იმ ადამაინს შეეჭიდო, ვინც გემიდან ობლიგაციები მოიპარა?

საუბარი ბინის პატრონმა შეგვაწყვეტინა.

– მისტერ პუარო, თქვენი ნახვა ვიღაც ქალს სურს, მის ესმე ფარქუარს.

ერთ წუთში სასტუმრო ოთახში 25 წლის მომხიბლავი ქალიშვილი შემოვიდა. მისმა


თაფლისფერმა თვალებმა და უზადო ფიგურამ მაშინვე მომაჯადოვა.

– ეს ჩემი მეგობარია, კაპიტანი ჰასტინგსი, რომელიც წვრილმანი პრობლემების მოგვარებაში


მეხმარება, – წარმადგინა მოსულთან პუარომ.

– ვშიშობ, მესიე პუარო, პრობლემა, რომელიც მე მაწუხებს, ძალიან რთულია, – თქვა ქალმა და
სავარძელში ჩაჯდა, გაზეთებში უკვე წაიკითხავდით, მხედველობაში მაქვს გემი „ოლიმპია“
და ობლიგაციების გაქრობა. ალბათ მკითხავთ, რა მაკავშირებს ისეთ სერიოზულ
დაწესებულებასთან, როგორიც ლონდონური და შოტლანდიური ბანკია. ერთი შეხედვით
არაფერი, მაგრამ მეორე მხრივ კი, – ყველაფერი. მე ფილიპ რიჯვეიზე ვარ დანიშნული.
სწორედ ის აგებდა პასუხს ამ ობლიგაციებზე. მისი ბიძა, მისტერ ვავუსერი, ბანკის ერთ-ერთი
გენერალური დირექტორი, დარწმუნებულია, რომ ფილიპმა ობლიგაციების შესახებ
ვიღაცასთან წამოაყრანტალა. ვშიშობ, მისი კარიერა დასრულდა.

– მის ფარქუარ, ყველაფერი დაწვრილებით მომიყევით, – პუარომ გადმომხედა და ხელები


კმაყოფილებით მოიფშვნიტა.

– თქვენ იცით, რომ ბანკს ამერიკაში საკუთარი კრედიტების გაზრდა სურდა და ამისთვის
მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ობლიგაციების გამოშვება გადაწყვიტა. მისტერ
ვავუსერმა ობლიგაციების წასაღებად საკუთარი ნათესავი შეარჩია, მეტი სანდოობისთვის.
„ოლიმპია“ ლივერპულიდან ოცდასამში გავიდა, ხოლო ობლიგაციები ფილიპს ბანკის
გენერალურმა დირექტორებმა მისტერ ვავუსერმა და მისტერ შოუმ დილით, გამგზავრების
წინ გადასცეს. ობლიგაციები ფილიპის თანდასწრებით გადაითვალეს, კონვერტში ჩადეს,
დაბეჭდეს და საკვოიაჟში ჩაკეტეს.

– საკვოიაჟს ჩვეულებრივი საკეტი ჰქონდა?

– არა. მისტერ შოუმ მოითხოვა, რომ მასზე სპეციალური, ჰაბსების საკეტი დაეყენებინათ.
ფილიპმა ობლიგაციების შეკვრა საკვოიაჟის ფსკერზე დადო. ის გემის ნიუ-იორკში
ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მოიპარეს. გემი მაშინვე გაჩხრიკეს, მაგრამ უშედეგოდ.
ობლიგაციები, თითქოს აორთქლდა.

პუარომ სახე დამანჭა:

– მიუხედავად ამისა, არსადაც არ აორთქლებულა. „ოლიმპიას“ ნავსადგურში შესვლიდან


ნახევარ საათში ისინი უკვე გაყიდეს. ახლა მე მისტერ რიჯვეი უნდა ვნახო.

მისტერ რიჯვეისთან შესახვედრად ტაქსით გავემართეთ. ქალი ჩვენთან მის


გაუფრთხილებლად წამოსულიყო, ამიტომ ძალიან გაიოცა, როდესაც საცოლესთან ერთად,
ორი უცნობი მამაკაცი დაინახა. მის ფარქუარმა ყველაფერი აუხსნა. რიჯვეიმ აღტაცება ვერ
დამალა.

– რა თქმა უნდა, გამიგია თქვენს შესახებ მესიე პუარო! – წამოიძახა მან და დიდ გამომძიებელს
ხელი ჩამოართვა, – მაგრამ აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ესმე თქვენთან მოვიდოდა....
იმედი მაქვს, თქვენ მაინც შეძლებთ, ამ საქმეს ნათელი მოჰფინოთ.

– მისტერ რიჯვეი, როგორ გაიგეთ, რომ ობლიგაციები დაიკარგა? – ჰკითხა, პუარომ, როცა
რიჯვეი ამბის მოყოლას მორჩა.

– ჩემი საკვოიაჟი თაროდან ნახევრად გადმოწეული დამხვდა. საკეტთან კი სულ დაჩხაპნილი


იყო.

– მაგრამ, როგორც მე მითხრეს, საკვოიაჟი გასაღებით გააღეს.

– ზუსტად. ქურდმა კლიტე ვერ გატეხა, მაგრამ ბოლოს რაღაცნაირად მან მისი გაღება
მოახერხა.

– საინტერესოა, – თქვა პუარომ. მის თვალებში ჩემთვის კარგად ნაცნობი მწვანე შუქი გაკრთა,
– ძალიან საინტერესოა! ჯერ უამრავი დრო იკარგება საკეტის გასატეხად, შემდეგ კი ქურდს,
უცებ გასაღები აღმოაჩნდება. ჰაბსების ყველა საკეტი ხომ უნიკალურია! თუ ამ საქმეს
გავხსნით, სწორედ ამ დეტალის დახმარებით. საინტერესოა, ქურდმა მოპარულ ობლიგაციებს
რა უქნა, ნაპირზე როგორ ჩავიდა?

– საქმეც მაგაშია! – იყვირა რიჯვეიმ. – ქურდობის შესახებ საბაჟო სამსახურს ვაცნობეთ და


ყველა მგზავრი თავიდან ფეხებამდე გაჩხრიკეს. ობლიგაციებს ვერც გემზე დამალავდნენ,
თუმცა არც დაუმალავთ, ნახევარ საათში, ის მცირე პარტიებით გაიყიდა.

– „ოლიმპიასთან“ ახლოს ჩქაროსნულ კატარღას ხომ არ ჩაუვლია?

– არა. ამას ვაკონტროლებდი. მესიე პუარო, ხალხი უკვე ფიქრობს, რომ მილიონი მე მოვიპარე.

– მაგრამ თქვენც ხომ გაგჩხრიკეს, როდესაც გემიდან ჩამოდიოდით? – დელიკატურად იკითხა


პუარომ.

– რა თქმა უნდა.

პუარომ წყვილს მადლობა გადაუხადა და ჩვენ ტრენდილ სთრითისკენ გავემართეთ, სადაც


ლონდონური და შოტლანდიური ბანკი მდებარეობდა. კაბინეტში ორივე გენერალური
დირექტორი დაგვხვდა.

– თქვენი ნებართვით, რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, – დაიწყო პუარომ მისალმების შემდეგ,


– მაინტერესებს, ჰობსებს საკეტი რომელმა თქვენგანმა დაუკვეთა?

– პირადად მე, – თქვა მისტერ შოუმ, – ამ საქმეს ვერც ერთ კლერკს ვერ ვანდობდი. ერთი
გასაღები ჰქონდა მისტერ რიჯვეის, თითო-თითო, მე და მისტერ ვავუსერს. გასაღებები სეიფში
ინახებოდა, სამწუხაროდ, ფილიპის გამგზავრების დღეს ბრონქიტი დამემართა და
სამსახურში ახლა გამოვედი...

პუარომ რამდენიმე კითხვა კიდევ დასვა, გაარკვია, რომ მისტერ ვავუსერის ნათესავს,
რიჯვეის, ვალი და ფულთან დაკავშირებული არანაირი პრობლემები არ ჰქონია. იგი ბანკის
ნდობით აღჭურვილი თანამშრომელი იყო.

– იმედგაცრუებული ვარ, – თქვა პუარომ, როდესაც გარეთ გამოვედით, – საქმე ძალიან


მარტივი აღმოჩნდა.

– მარტივი? იცი ვინ მოიპარა ობლიგაციები?

– ვიცი, მაგრამ ჯერ არ გეტყვი. ნიუ-იორკიდან „ოლიმპიას“ დაბრუნებას დაველოდები.

სამშაბათს ჩვენ უკვე ლივერპულში მივდიოდით. როგორც კი ნავსადგურში მივედით, სადაც


ტრანსოკეანური ლაინერი იდგა, პუარო უცებ გამოცოცხლდა. ჩვენ სათითაოდ გამოვკითხეთ
ოთხი სტიუარტი, პუაროს მეგობრის შესახებ, რომელიც ამ გემით ნიუ-იორკში გაემგზავრა.

– ალბათ, გაინტერესებთ ჯენტლმენი სათვალეებით, – გვითხრეს ჩვენ, – სრული ინვალიდი,


საკუთარი კაიუტიდან ძლივს გამოვიდა.

აღწერილობა მთლიანად ემთხვეოდა მისტერ ვენტნორისას, რომელსაც ფილიპ რიჯვეის


კაიუტის გვერდით 24-ე კაიუტა ეკავა. თუმც, მე ვერაფრით მივხვდი, პუარომ საიდან იცოდა,
მისტერ ვენტორის არსებობის და მისი გარეგნობის შესახებ.

– მითხარით გეთაყვა, – მივმართე ერთ-ერთ სტიუარტს, – ეს ჯენტლმენი ნიუ-იორკში


პირველი ხომ არ ჩავიდა გემიდან?

– არა, სერ. პირიქით, ის ერთ-ერთი ბოლო ჩავიდა.

მე იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ შევამჩნიე, რომ პუარო ჩემზე ხალისობდა.

– გატყობ, ცნობისმოყვარეობით კვდები. მაშ ასე, დაბეჭდილი შეკვრა დაკეტილი


საკვოიაჟიდან გაქრა. ეჭვი არ არის, რომ შეკვრის ნაპირზე ჩატანა შეუძლებელი იყო. ორი
ვარიანტი რჩება: შეკვრა ან გემზე დამალეს, რაც ძალიან რთული იქნებოდა, ან წყალში
გადააგდეს.

– აა! გადააგდეს ტივტივამიბმული!

– არა. ყოველგვარი ტივტივას გარეშე.

პუაროს გაკვირვებულმა შევხედე.

– თუ ობლიგაციების შეკვრა წყალში გადააგდეს და ის ჩაიძირა, მაშინ ნიუ-იორკში, როგორღა


გაყიდეს?

– ამიტომ გამოდის, რომ ობლიგაციების შეკვრა წყალში არ გადაუგდიათ. ხვდები, საითაც


მივდივართ? თუ კონვერტი წყალში გადააგდეს და ობლიგაციები ნიუ-იორკში იყიდებოდა, ეს
იმას ნიშნავს, რომ ობლიგაციები კონვერტში არ იყო. განა გვაქვს რაიმე საბუთი, იმის
დასადასტურებლად, რომ ობლიგაციები კონვერტში ნამდვილად იყო? გაგახსენებ, რომ
მისტერ რიჯვეის, მას შემდეგ რაც გადასცეს, შეკვრა ერთხელაც არ გაუხსნია. ობლიგაციები
ბოლოს კაბინეტში ნახეს, 23-ში დილით. შემდეგ ისინი უკვე ნიუ-იორკში გამოჩნდა. თუ
დავუშვებთ, რომ ისინი საერთოდ არ იყო „ოლიმპიას“ გემბანზე, მაშ, როგორ მოხვდა ნიუ-
იორკში? – სხვა გემით. მე გავარკვიე, რომ გემი „ჯაიგენტიკი“ საუთჰემპტონიდან იმავე დღეს
გავიდა, მაგრამ მისი სიჩქარე გაცილებით დიდია, ვიდრე „ოლიმპიასი“. თუ ობლიგაციებს
„ჯაიგენტიკით“ გააგზავნიდნენ, ნიუ-იორკში „ოლიმპიაზე“ ერთი დღით ადრე
აღმოჩნდებოდა. აი, მთელი გამოცანაც. დაბეჭდილი კონვერტი ფალსიფიკაცია იყო და ეს
ბანკში გაკეთდა. მეორე პაკეტით პირველის შეცვლა სამ ადამიანს შეეძლო – რიჯვეის, ან
რომელიმე დირექტორს. შემდეგ ობლიგაციები ნიუ-იორკში პარტნიორს გაუგზავნეს და
დაავალეს „ოლიმპიას“ ჩამოსვლიდან ნახევარ საათში გაეყიდა. ვიღაცას „ოლიმპიაზე“
ქურდობის ინსცენირებაც უნდა მოეწყო. რიჯვეის პაკეტი, რომ გაეხსნა და იქ ვერაფერი ეპოვა,
ეჭვს უკვე ლონდონზე მიიტანდნენ. ადამიანმა, რომელიც რიჯვეის მეზობელ კაიუტაში
ცხოვრობდა, საკეტის გატეხვა გაითამაშა, სინამდვილეში კი ის სათადარიგო გასაღებით გააღო
და კონვერტი წყალში გადააგდო. დაელოდა, ვიდრე გემიდან ყველა არ ჩავიდა, შემდეგ კი
ლონდონში დაბრუნდა.

– მაგრამ ვინ იყო ეს ადამიანი?

– ის, ვისაც სათადარიგო გასაღები ჰქონდა, ის ვინც საკეტი შეუკვეთა, ის ვინც ბრონქიტით
ავად სულაც არ ყოფილა – მისტერ შოუ! დიახ, მილიონი სწორედ მის ჯიბეში უნდა
მოვძებნოთ. დაურეკავთ იმ საწყალ რიჯვეის, თუ ესეც მე გავაკეთო?!

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

წიგნის ელექტრონული ვერსია


მოამზადა: აკაკი ციცქიშვილმა
www.ChiaturaINFO.GE

You might also like