You are on page 1of 1

 წყალის შევედრება, წყალის მომადლება, ჩვენს ქართველს კაცს უპირველეს სავედრებლად

და სახვეწარად ჰქონია გამხდარი.


წიგნით ცოდნის გავრცელებას არა ჰკმარობს „კავშირი“ და საბუთიანადაც. წიგნი ამ
შემთხვევაში ისე მალე მისაწვდომი და შესათვისებელი არ არის, როგორც მაგალითი,
როგორც ის, რასაც კაცი თვალით ჰხედავს, რასაც გამოცდა აჩვენებს, ნამეტნავად თუ სახეში
ვიქონიებთ იმ უმეტესობას ერისას, რომლის ფეხზე დაყენება ასე სანატრელია ჩვენთვის და
რომელიც მკვიდრი ბურჯია ქვეყნისა.

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო~, ნათქვამია; დაე, მოეჭიდოს, მე და თქვენ კარგად ვიცით,


რომ ხავსი ვერას უშველის, მაინც წყალი წაიღებს.

წაიკითხეთ გრაფ პლატენის ლექსების გარჩევა სახელოვან ჰეინესი, აბა, განიხილეთ


ბელინსკის სტატიები, სადაც უნიჭო მწერლებზედ ლაპარაკობს და სხვათა შორის
ბულგარინზედ და ბარონ ბრამბეუსზედ. ლანძღვა ის არის, რომ იტყვი და არას დაამტკიცებ:
დაუმტკიცებელი და უსაფუძვლო ქებაც კი ლანძღვაზედ საწყენია პატიოსან კაცისათვის. მე
რაც ვსთქვი, ის დავამტკიცე კიდეცა, როგორც შემეძლო; რომ დავამტკიცე, ამის მოწმად
მომყავს ის ფაქტი, რომ არც ერთი ჩემი კრიტიკოსები არ არღვევენ არც ერთს ჩემს აზრსა.

წინდაუხედავმა, ულმობელმა და უკანონო ქცევამ მოსამართლისა ის მოახდინა, რომ


აუარებელი რიცხვი გლეხთა ცის ანაბრად დააგდო, აჰკიდა ზურგზედ მთხოვარის გუდა, წადი
და ყველგან დარჩები, ქვეყანა ღონიერიაო.

ეს მით უფრო გულის ამღვრევი და შეუნდობელი ბოროტებაა, რომ კანონით აკრძალულია


კაცს ის გაეყიდოს, რაც მისი კუთვნილება არ არის.

You might also like