You are on page 1of 21

 მიიხედ-მოიხედეთ, თუ თვითოეული ჩვენგანი მარტო დღიურ ლუკმის საშოვნე- ლად არ

აღამებდეს დღეს და სადღა აქვს დრო  და მოცალეობა, გონება და ქონება, რომ ერის საერთო
განკარგებას და გაძლიერებას მოახმაროს, შესწიროს.

 მიწა გვაქვს, ხოლო ორივ ხსენებული განძი, ურომლისოდაც მიწა უქმია, უნდა ვიშოვოთ,

უნდა მოვიხერხოთ. საცა მთელს ერზეა ლაპარაკი, იქ, რა თქმა უნდა, ცალ- ცალკედ,
თვითეულად გარჯა და მეცადინეობა ბევრს არაფერს დააჩნევს მთელის ერის ცხოვრებასა,
ბევრს არასფერს მოუმატებს იმ განძს, რომელიც ასე საჭიროა ჩვენთვის საერთოდ,
საზოგადოდ.

მარტო ლენორმანი არ ამბობს, რომ მთლიანი ქვეყანა, რომელსაც ლურსმული წარწერანი


ურარტად ასახელებენ, ჯერ კიდევ 721 წელს ქრისტეს წინათ სამკვიდრო იყო ქართველებისა
და თვით ურარტუელნი ქართველის ნათესაობის ერი იყო.

მეორე დიდი მცოდნე და მკვლევარი ძველის-ძველის ისტორიისა მასპერო ამბობს: `მთიანი


ქვეყანა (ურარტუ), საიდამაც გამოდიან ტიგრი და ევფრატი, ჯერ კიდევ ასურელთა მეფის
სარგონის დროს (721 წ.) დასახლებული იყო ერთის მოდგმის ერთა (იხ. პასპერო: ძველი
ისტორია აღმოსავლეთის ერთა, გამოცემა მე-4), რომელიც მთლად განსხვავებულია
ეხლანდელ სომეხთაგან და ეკუთვნის ნათესაობით ქართველებსა. ეს დასკვნა ლენორმანისა
სახელგანთქმულად დამტკიცებულ იქმნა სეისის და გუიარისმეცნიერულ ღვაწლითაო” (იხ.
მასპერო, იქვე).

მათი პროფესორი (სომხების – ავტ.) ბატკანოვი, აწ გარდაცვალებული, მთელის თავისის


მეცნიერების ზარბაზნებით მოგვესია და ლამის ზურგზე მტვერი აგვადინოს. ჯერ მოგვდგა
და თავზე დაგვაფხრიწა ჩვენი `ქართლის ცხოვრება~. ეს ვახტანგ VI-ის დროს არის
შეთითხნილიო და არავითარი ცნობა არ არის, რომ ვახტანგის წინად `ქართლის ცხოვრება~
ყოფილიყოსო. ერთადერთი წერილია `სომხური ქრონიკა~ ჰქვიანო და თუ რამ მასალა
ქართველების ისტორიისა, იქ თუ იპოვებაო. მართალია ეს `ქრონიკა~ ქართულიდან
ნათარგმნიაო, მაგრამ დედანი უნდა იყოს შეთხზული, ანუ შედგენილი უსწავლელისა და
უმეცარის სომხისაგან მეთორმეტე საუკუნეს, როდესაც ქართველებმა იგრძნეს ისტორიის
საჭიროებაო”.
მართალი და საბუთიანი სიტყვა თუ ხმა ისე სჭრის, როგორც ბასრი ხმალი, და თვით ღონეც,
ციხე-სიმაგრეც საზოგადო საქმისა, სწორედ ამისთანა კაცთა ხელშია ყველგან და ჩვენშიაც
სწორედ ამათს მფარველობას უნდა მიენდოს. სხვაფრივ ხსნა საზოგადო საქმისა
შეუძლებელია. დასთა ბრძოლაში სწორე ლარი მარტო ამისთანა კაცებს გააქვთ, როცა ერთად,
კრებულად მოქმედობენ და არა დაქსაქსულად ცალ-ცალკე.

მოკლევადიანი და ერთხანად მოსაშორებელი კრედიტი-კი სწრაფია და დაუყოვნებე- ლი.


მოსავლიდამ მოსავლამდეც ხომ იმისთანა ხანაა, რომ სწრაფს და დაუყოვნებელ მიშველებას
თხოულობს. ამგვარი კრედიტი ემყარება მხოლოდ მსესხებელის ან კეთილ- სინდისიანობას
და შეძლებას, ან მის წარდგენილს მოძრავს გირაოს.

მწერლობას არ შეჰფერის საქმე განსაჯოს და განიკითხოს მარტო მით, რასაც ამბობს და


ჰლაპარაკობს ას თუ ათასენოვანი მითქმა-მოთქმა.
   
აქ მარტო გულახდილობა და პირდაპირი, კუდგამოუბმელი საუბარიღაა საჭირო.
   
ნუთუ ურემი რომ გადაუბრუნდათ, მარტო მაშინ დაინახეს გზა და საფლობი!...

მამულის სასყიდლად ფული მიეცემათ სესხად ცალკე გლეხსაც, ამხანაგობასაც, (ხოლო როცა
ამ ამხანაგობაში სამზედ ნაკლები კაცი არ იქნება),  ცალკე სოფელსა სოფლეულად, მთელს
სასოფლო საზოგადოებას, თუნდა საზოგადოებაში რამდენიმე ცალკე სოფელი იყოს, ანუ
რომელისამე დიდის სოფლის ერთს ნაწილსაცა, და რამდენსამე სასოფლო საზოგადოებასაც
ერთად, როცა მამულს საერთოდ ჰყიდულობენ.
 
 ამ სახით ცალკე გლეხი იქნება, თუ რამდენიმე გაამხანაგდებიან, ცალკე სოფელი, დიდი
სოფლის რომელიმე ნაწილი, მთელი საზოგადოება, თუ რამდენიმე საზოგადოება ერთად,
საგლეხო ბანკი ყველას მიაწვდის სესხსა მამულის სასყიდლად.

მიწათმოქმედობა და ერთობ ყოველივე მრეწველობა, რომელიც დამოკიდებულია მიწასა და


მის ბუნებაზედ, იმისთანა რამ არის, რომ ხარჯს განკარგებისას და მომცემლო- ბის
გაძლიერებისას მალე და ერთბამად არ უბრუნებს პატრონსა.
   
მეცნიერთაგან გამოკვლეულია, რომ მიწაზედ დამოკიდებული მრეწველობა, ყველა- ზედ
უმაღლესად დამბრუნებელი თავნისა თავისის სარგებლით, პირუტყვთ-მოშენებაა. და ამასაც
კი უნდება თვრამეტი წელიწადი და არა ნაკლებ. სხვა ყოველი მრეწველობა, მიწაზედ
დამოკიდებული, თხოულობს თითქმის ოცდაათს, ორმოცს და ორმოცდაათს წელიწადსა,
რომ ამ ხნის განმავლობაში განკარგულებისათვის დახარჯული თავნი ფული და სარგებელი
მისი თანდათანობით ააყენოს და დაუბრუნოს დამხარჯველსა. ესეთია ბუნება მიწისა და
მიწათმოქმედობისა.
მეტისმეტი სიფრთხილეა კაცმა კეთილი იმითი დაიწუნოს, რომ ჩვენ მისდა მისაღებად
მომზადებულნი არა ვართო, ჩვენთვის ახალი ხილიაო. ბატონ-ყმობის გაუქმების საქმე
იქიდამ წარმოსდგა, რომ კაცმა კაცი კაცად იცნო და ამ კეთილის ცნობისათვის იქნება ბევრი
მომზადებული არ იყო, იქნება იმათ, ვისაც ეს შეეხებოდა, არ იცოდნენ, როგორ უნდა
მოეხმარათ თავისუფალი, არა-ბატონყმური შრომა, იქნება იმათ, ვინც ყმობიდამ
გამოდიოდნენ, არ იცოდნენ, როგორ უნდა შეეშვნიათ მინიჭებული თავისუფლება, იქნება
არც იმათ, ვისაც ჩამოერთვათ ბატონობა, არ იცოდნენ, როგორ განწყობილიყვნენ და
მოთავსებულიყვნენ უყმოდ, მაგრამ სიკეთის და სიმართლის ძლევამოსილობამ ამაებს ყური
არ ათხოვა და თავისუფალი, არა-ბატონყმური შრომა დაიდვა საფუძვლად ეკონომიურ
ცხოვრებისად.

მაშ სხვის ნაკვლევს, სხვის ნაცადს, სხვის ნამოქმედარს არავითარი ღირსება არ უნდა
ჰქონდეს ჩვენში? მაშ ჩვენ ჩვენს გალავნებში უნდა ვიყვნეთ შეკეტილნი, როგორც ჩინელნი
არიან, და ველოდეთ, აცა, როცა მოვემზადებით, მაშინ მოვიწვიოთ კეთილიცაო?მარტო იგი
შრომაა, იგი გარჯაა ნაყოფიერი, რომლის საძირკველიც ანუ სათავე საკუთა- რი თაოსნობაა,
და ძალ-ღონე კიდევ საკუთარი მარჯვენა.

მრავალკეცი და რთული პასუხისგება საზოგადო მოღვაწისა, დიდი ჭირიც არის


მისთვის და დიდი ლხინიცა. ხოლო ვიდრე პასუხისგება ლხინად გადაექცევა, ჯერ ათასს
უსიამოვნობას, ათასს ვაი-ვაგლახს, ათასს კიცხვას და კილვას გამოივლის ხოლმე. იგი ამ
მხრით მეიდანზედ გამოკიდებული ნიშანია და, საჭიროება ითხოვს თუ არ ითხოვს, ყველა
უმიზნებს და ესვრის თავის ისარს, ზოგჯერ ტყუილუბრალო კიცხვაში ამოვლე- ბულს და
მტრობის გულქვაობაზედ პირგალესილსა.
  
ესეთი ყოფა აუცილებელია საზოგადო მოღვაწისათვის, და სწორედ აუტანელი იქნებო- და,
რომ ბოლოსდაბოლოს სამართლიანის განკითხვის იმედი არ ასულდგმარებდეს და მაგ
განკითხვაში არა ჰპოულობდეს ჯილდოს გამოვლილის მწუხარების სამაგიეროდ. იგი
სამართლიანი განკითხვაა მისი ფარი, როცა ზედ  მოესევიან, და მისი ხმალი, როცა თვით
მიესევა.

მთელს ქვეყნიერებაზედ მიწისა და მამულის დაფასების საფუძვლად მიღებულია მისი


შემოსავლის ღონიერება.
   
მიწისსამოქმედო კრედიტსა სხვა დედაბოძი არა აქვს, თუ არა უძრავი ქონება, რომელ-
ზედაც უსათუოდ მტკიცე და კანონიერი საბუთი უნდა ჰქონდეს პატრონსა. გამოაცალეთ ეგ
ერთადერთი დედაბოძი და ნახავთ, რა მშვიდობიანად მოუღებთ ბოლოს თვით ბანკსა.
მიწისსამოქმედო კრედიტს სამი უსათუო თვისება უნდა ჰქონდეს: 1) ხანგრძლივი იყოს,  2)
ცოტ-ცოტაობით და თანდათან გადასახადი და 3) მიწით დაიმედებული.

მიწისმოქმედება იმისთანა თვისების ეკონომიური წარმოებაა, რომ ჯერ თავისის


გაუმჯობესობისათვის დიდსა და ხანგრძლივს დროსა თხოულობს და მერე თავნსა,
რომელსაც მასზედ ვხარჯავთ, გვიბრუნებს ჩვენ თანდათან და ცოტ-ცოტად და არა
ერთბაშად.

კრედიტიც, რომელიც ამ თვისების წარმოებაზედ უნდა იყოს მიქცეული, პირველი


ხანგრძლივი უნდა იყოს, მეორე - ისეთი, რომ ცოტ-ცოტაობით და თანდათან
გადიხდებოდეს.

მიწისმოქმედება იმისთანა ეკონომიური წარმოებაა, რომლისაც მკვიდრი და სამუდამო


გაუმჯობესობა ხანგრძლივს დროს ითხოვს. ამგვარის წარმოების მსვლელობა თავიდამ
შესრულებამდე დიდის დროის განმავლობაში მოხდება. არა კაცის ღონეს და მოხერხებას არ
შეუძლიან ამ წარმოებას ფეხი აუჩქაროს, იმიტომ რომ აქ ყოველივე დამოკიდებულია იმ
ნივთთა ბუნებაზედ, რომელნიც მიწისმოქმედების ქვემდებარე თანამავალნი არიან და
რომელთ თვისების შეცვლა კაცთაგან შეუძლებელია. მაგალითებრ, ხეს ვერ გაზდი იმ
დროზედ ადრე, რაც ბუნებას დაუნიშნავს.

მოძღვრება მეცნიერობისა, რომელიც ჰქადაგებს აღებ-მიცემობის თავისუფლებასა, იმაში


მდგომარეობს, რომ სააღებ-მისაცემო საქონელი, შინაური თუ გარედამ შემოსული, ყოველის
ბაჟისა და გადასახადისაგან დახსნილი იყოს და არა რომელისამე კანონმდებ- ლობისაგან
შეხუთული არ უნდა იქმნას.
   
ეს მოძღვრება იმაზეა დაფუძნებული, რომ თავისუფლად მოარული საქონელი, არ-
შეხუთული არც ბაჟისა და არც რაიმე ფორმალობისაგან, ყველასათვის ადვილად
მოსაპოვებელი და მისაწვდენი, - ჯერ იმის გამო, რომ გახშირებულია, და მერე იეფია,
რადგანაც ბაჟისა და ან რაიმე შევიწროებისაგან განგებ ფასაწეული არ არის.

მეცნიერნი, რომელთაც ამ ორ სხვადასხვანაირს გარემოებას ნავთის წყაროებისას ყურადღება


მიაქციეს, ამბობენ, რომ აქ შინაგანი მიზეზი მოქმედობსო. ამ შინაგან მიზეზად სთვლიან
გეოლოგიურ წყობას მიწისას ბაქოსას და ამერიკისას.ამბობენ რომ ამერიკაში დიდი ხანია
მიწისქვეშ ნავთი კეთებულა და გაჩენილაო. იგი ნივთნი, რომელთაგანაც ნავთი კეთდება
მიწისქვეშეთის ძალთაგან, ამერიკაში სულ მოილია და აღარ არსებობენო, და, ამიტომ, რაც
წინა დროთაგან ნავთი კეთებულა და დარჩენილა მიწის ქვეშ, დღეს ამერიკაში მარტო ისღა
ამოაქვთ, და რაკი ამოსწურავენ, რასაკვირველია, მას მერმედ ჭა შრებაო.
მთელს მოქმედებას ფულიან კაცებისას ჩვენში რომ თვალი დააკვირვოთ, ჰნახავთ, რომ
იგინი მარტო ერთის ჯიბიდამ მეორეში ფულის გადატანისათვის იღვწიან და მათგან სხვა
არაფერი გამორჩენა არ იცის ქვეყანამ.
   
აბა ერთი მიიხედ-მოიხედეთ ჩვენს გარშემო და გვიჩვენეთ, რომ ერთს ვისმეს მათგანს თითი
გაენძრიოს ქვეყნის სიმდიდრის წასამატებლად ამ ყოვლად და მრავალგვარად მდიდარს
ქვეყანაში, საცა ათასგვარი ფაბრიკა, ქარხანა და ერთობ ამის მაგვარი მრეწველობა დიდს
ხელს მისცემს მრეწველსაც და ქვეყანასაც გაამდიდრებს, არც ერთს ფულიანს კაცს
გუნებაშიაც არ გაუტარებია, აზრადაც არ მოსვლია, რომ შეიძლება კაცმა თვითონაც იხეიროს
და ქვეყანასაც არგოს რამე.

მთელს ევროპაში ყოველის ხალხის მთავრობას დიდი ყურადღება, დიდი ზრუნვა


აქვს მიქცეული თვისის ხალხის სოფლის მეურნეობა- ზედ და დიდს ფულსაც
ხარჯავენ, რომ მაგ უმთავრესს წყაროს ხალხის სიმდიდრისას ფართო, რიგიანი და
შეუფერხებელი დენა ჰქონდეს.

მგონი არც ერთს ქვეყანას ისე არ ეჭირვება კარგი გზები, როგორც საქართველოს. ჩვენი
ქვეყანა თითონ ბუნებითვე მთიანი ადგილია, გაზაფხულობით მთებიდამ მოვარდნილი
ნიაღვრები სრულიად აფუჭებს, ჰხრამავს იმ საცოდავობის გზებსაც კი, რომელიც გვაბადია.
ადგილის უსწორ-მასწორობა, აღმართ-დაღმართი, ოღროჩოღროები, ჩახრამული ადგილები
დიდს დაბრკოლებას წარმოადგენენ და უძნელებენ ხალხს ურთიერთ შორის მისვლა-
მოსვლასა.

მიეცით ამნაირს ქვეყანას იეფი და სწრაფი გზა საქონლის გასატანად, გასასაღებლად, და


მაშინ ჰნახავთ, დღეს უნუგეშოდ ყოფილი მხარე ხვალ  რამ-სიგანედ გადიშლის ფრთებს და
რა მრავალფერს საქონელს გამოიტანს საქვეყნო ბაზარში.

მებატონე დღევანდელს კვერცხს ხვალინდელ ქათამს არ ამჯობინებს და იმ განძს, რომელსაც


ტყე წარმოადგენს, ხვალინდელ დღისათვის ინახავს და უფრთხილდება.მებატონე
დღევანდელს კვერცხს ხვალინდელ ქათამს არ ამჯობინებს და იმ განძს, რომელსაც ტყე
წარმოადგენს, ხვალინდელ დღისათვის ინახავს და უფრთხილდება.

მიწათმოქმედება და საზოგადოდ სოფლის მეურნეობა ჩვენი სხვა იმისთანა საგანზე უნდა


მიიქცეს, რომლის გამოც ჩვენთან ცილობის გაწევა საქვეყნო ვაჭრობაში ძნელია.  ადგილი და
ჰავა ამის ნებას გვაძლევს. სხვა რომ არა ვსთქვათ-რა, აი თუნდ ავიღოთ მაგალითად ღვინო.
ამაში ჩვენ ბევრნი მოცილენი ვერ ამოგვიჩნდებიან და თუ ამოგვიჩნდებიან, აქაურის ღვინის
სიკეთე - ღონეს გვაძლევს ბრძოლისათვის და იმედს გამარჯვებისას.
მეცნიერებამ გამოარკვია, რომ ამ სნეულების მიზეზი სხვადასხვა მიკრობებია, რომელნიც
ღვინოს ეწვევიან ხოლმე აქეთ-იქიდამ და ღვინოში ჰპოულობენ თავისს ხელშემწყობს
საზრდოს სიცოცხლისა და გამრავლებისათვის, და თვით ღვინოს კი ახდენენ და პირვანდელ
ფერსა და გემოს უფუჭებენ.
  
მაშასადამე, თუ გვინდა, რომ ღვინოს ეს უბედურება არ დაემართოს, პირველ ყოვლისა
საჭიროა იმისთანა ხელის შეწყობა, რომ ეს მიკრობები გაწყდნენ და ამოიხოცნენ.
 
დაუძინებელმა ბეჯითობამ მეცნიერებისამ გვიპოვა, ღვთის მადლით, ამისი წამალიც.
   
ყველამ იცის, რომ წყალიც მიკრობების ბუდედ შეიქმნება ხოლმე, წყალიც ფუჭდება და
სასმელად არამცთუ არ ვარგულობს, არამედ მავნებელიც არის, როცა ეს ჭირი გაუჩნდება.
მინამ ქინაქინის ხეს და ჩაის ბუჩქსა ჩვენში ვახეირებდეთ, რომ ამას, რაც დღეს ხელში გვაქვს,
ხელი შეუწყონ და გზა მისცენ, არ იქმნება ურიგო.

მთელს ევროპაში ვერც ერთს ადგილს ვერ გვიჩვენებთ, რომ წმინდა ყურძნის წვენის ღვინო,
შეურევნელი და სხვადასხვა წამლებით არ შედგენილი, ისე იეფი იყოს, როგორც ჩვენში.

მართალის ღვინის კეთებისათვის ჩვენშიაც იგივე ცოდნაა, რაც ევროპაში, და თუ ამაში ცოტა
რამ მეტნაკლებობაა, იმოდენად ღირსშესანიშნავი არა არის-რა, რომ კაცმა მისდა მიხედვით
ან ერთი აქოს, ან მეორე დაიწუნოს. თქმა არ უნდა, რომ დიდი ბაზარი ევროპი- სა, საცა
მართალს ევროპულს ღვინოებს დიდი ფასი აქვთ, დიდს ღონეს და შეძლებას აძლევს იქაურს
მკეთებელს მართალის ღვინისას უფრო მომეტებული შრომა და ხარჯი გასწიოს, ღვინის
კეთებას უფრო ბევრი ფული მოახმაროს, უფრო უკეთესი იარაღი და ჭურჭელი ახმაროს,
გარემოება უფრო სახერხული მოუწყოს, რომ მართალს ღვინოს მთელი თავისი ბუნებური
თვისება და ღირსება შეარჩინოს როგორც სიკეთისა, ისეც გამძლეობისათვის.
  
 თუ ამ მხრით ევროპიელნი ჩვენზედ წინ არიან, ესე იგი  თუ ამ მხრით ევროპიელნი
ჩვენზედ უკეთეს ღონესა, ხერხსა და იარაღსა ჰხმარობენ - ეგ მარტო საეკონომიო მიზეზით
აიხსნება: იქ დიდს ხარჯს კეთებისას დიდი ფასი ჰფარავს და მოგებასაც აძლევს; ჩვენში კი
ჩვენებური ღვინო, მარტო ჩვენს შინაურს ვიწროდ შემოფარგლულს ბაზარში მომწყვდეული,
დიდს ხარჯს კეთებისას ვერ აიტანს და ზარალის მეტი არა გამოვა-რა.
  
 ამას უნდა მიეწეროს ზოგიერთი ჩვენი უხერხულობა ღვინის კეთებაში და არა იმას, ვითომ
არ ვიცოდეთ, რა გზით შესაძლოა ღვინის კარგად დაყენება და კეთება. ეს ერთი. მეორე
მიზეზი, ისევ საეკონომიო თვისებისა, ის არის, რომ ჩვენში ღვინო საყოველთაო სახმარი
სასმელია: დიდი და პატარა, ღარიბი და მდიდარი, ჩვეულია ღვინის სმასა. ამის გამო აქ
ჩვენში ღვინის კეთების საეკონომიო ანგარიში უფრო მრავალთათვის უნდა იყოს დაჭერილი,
ვიდრე ევროპაში, საცა ღვინოს, ნამეტნავად მართალს, მარტო მდიდარი კაცი თუ სვამს და
ეღირსება.
მიწის კეთება ვენახისათვის - ბარვა და თოხნაა და ამაზედ დამოკიდებული გაწმენდა
ვენახისა, დაწვენა და დამუხლვა ვაზისა; სხვა რა არის, გვიბრძანონ.
 
 ავტორი რომ ვენახის მიწის კეთებას გვიწუნებს, ნუთუ ამით იმისი თქმა უნდა, რომ ბარვა
და თოხნა და მათზე დამოკიდებული მუშაობა ვენახის მიწისა ჩვენში ჯერ საჭიროდ
ცნობილი არ არის? ან თუ ცნობილია, ნუთუ ჰგონებია, ბარვა და თოხნა არ ვიცით, როგორც
რიგია? ყველაფერში შეუძლიან მჩვარში გაგვახვიოს კაცმა, მაგრამ სთქვას კი, რომ
ქართველმა კაცმა ბარვა, თოხნა, გაწმენდა ვენახისა, ვაზის დამუხლვა და დაწვენა არ
იცოდეს, - ეს მთქმელის მტკნარი უმეცრობა იქნება და არა ჩვენის ხალხისა.
მაშინ, როცა საქართველოს და ერთობ ამიერკავკასიას  გარს მტრები ეხვია, როცა
სამეზობლოდ მდგომარე ხალხი სამტროდ იყო დამოკიდებული, როცა საქართველო
მტერთაგან შინ ჩაკეტილი იყო, გასვლა-გამოსვლის გზები ან სრულიად შეკრული ჰქონდა, ან
იმისთანა, რომ დიდის გაჭირვებით, ხარჯით და დროს დაკარგვით, საქართველო, არამც თუ
სხვა ქვეყნებს, თავისს საკუთარ ნაწილებსაც-კი თვალს და ხმას ძლივ მიაწვდიდა ხოლმე. -
მაშინ, რასაკვირველია, ჩვენი მიწათმოქმედება უნდა ძალაუნებურად მიქცეულ ყოფილიყო
მასზე, რომ ყველაფერი თავისი საკუთარი ჰქონიყო. მაშინ ჩვენი ქვეყანა სააღებმიცემოდ
ჭირნახულის გაჩენას ფიქრადაც ვერ გაიტარებდა, რადგანაც აღებ-მიცემობა თხოულობს
მშვიდობიანს, იეფს და მსწრაფლ გზასა საქონლის გადასატან-გადმოსატანად.
   
ამ გარემოების ძალმომრეობით ჩვენი მართლა-და მდიდრად შემკული ქვეყანა იძულებულ
იყო, რაც საცხოვრებლად ადამიანისათვის საჭიროა, შინ თვითონვე ეკეთები- ნა და მიწისაგან
ამოეღო, თუ არა და, მშიერი და შიშველი დარჩებოდა. მაშინ არამცთუ საჭირო იყო ჩვენი
საკუთარი პური გვქონოდა და სხვა საჭირო მარცვლეულობა, არამედ სამოსელიც-კი. 
მართალია, გულგაშლილი ქართველი ჩვეულს არის, რომ თუ მოსახვეტია რამე, კაბდოთი
მოხვეტოს, და თუ არ ასე, მცირეზე ხელს არ წაიწვდენს, მაგრამ პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ
გაკეთდება და ძალიან შესაძლოა ცოტ-ცოტაობისაგან დიდი საქმე გამოვიდეს. აქ საჭიროა
მოთმინება და ამაზედ ცოტა უკაცრავად გახლავს გულჩქარი ქართველი, რომელიც სჩივის
და ჰყვირის ხოლმე, როცა განზრახული იმავ დღესვე სავსებით არ ეძლევა, ის კი ავიწყდება,
რომ ღმერთი ყოვლადშემძლებელია და იმანაც კი ექვსი დღე მოანდომა ქვეყნის აშენებას.
მტერთაგან და უგზოობისაგან შინ ჩაკეტილი ქართველობა იძულებულ იყო ის მოეყვანა, ის
ემუშავნა თავისს მიწაზე, რასაც დღეს უფრო იეფად სხვაგან ვიყიდით, სხვიდამ მოვიტანთ.
იგი ძვირფასი ჭირნახული, რომლის მოყვანასაც ასე ხელს უწყობს ჩვენებური დალოცვილი
ჰავა და მიწა, მაშინ ფიქრადაც მოსასვლელი არ იყო. ეხლა სულ სხვაა. დღეს რა გვიშლის,
მაგალითებრ, ჩვენს მიწათმოქმედებას ის ნაყოფი გამოვაღებინოთ, რაც რუსეთში არ მოდის
ბუნებურ გარემოებათა გამო და იქიდამ ის ვეზიდოთ, რაც იქ ბევრი მიდის და უფრო იეფიც
არის.
მიწა გვაქვს, ხოლო ორივ ხსენებული განძი, ურომლისოდაც მიწა უქმია, უნდა ვიშოვოთ,
უნდა მოვიხერხოთ. საცა მთელს ერზეა ლაპარაკი, იქ, რა თქმა უნდა, ცალ- ცალკედ,
თვითეულად გარჯა და მეცადინეობა ბევრს არაფერს დააჩნევს მთელის ერის ცხოვრებასა,
ბევრს არასფერს მოუმატებს იმ განძს, რომელიც ასე საჭიროა ჩვენთვის საერთოდ,
საზოგადოდ.

მძიმე საცხოვრებელია ეს ჩვენი ქვეყანა გონიერი კაცისათვის, იმ კაცისათვის, რომელიც


თავის-თავის გარეითად, სხვაზედაცა ფიქრობს, სხვაზედაცა სწუხს. ის ჩვენში ფრთას ვერ
გაშლის, სულს ვერ მოიბრუნებს. შევა დიდკაცის სახლში, თუ თითონ დიდი კაცია _ პატივი
აქვს, ე. ი. კანონიერად გაუღიმებენ, კანონიერად ხელს ჩამოართმევენ. თუ პატარა კაცია, მაშინ
წელს გაუშინჯვენ, კარგად იგრიხება თუ არა; თუ გაჭირდა, თავს ისე დაუკრავს, რომ შუბლი
მიწას დაჰკრას თუ არა; თავი მზეუჭვრიტისა აქვს თუ არა: როგორც მზეუჭვრიტე მზისკენ
მიბრუნდება, ისე თავიც იმისაკენ უნდა მიბრუნდეს, ვინც ორი თუ სამი სტრიქონით თავად-
აზნაურობის სიაში წინ არის მოხსენებული. ვინც ესე არ არის მოწყობილი და აგებული, ის
იმათ ხელს არ მისცემს. ის დიდკაცობა, როგორც სხვაგან, ისე ჩვენში, სწორედ კუბოა,
რომელიც გარედამ ხავერდით არის მოსილი და ბუზმენტებით გაბრწყინვებული, მაგრამ
ახსენით ის ბუზმენტები და ახადეთ თავი, შიგ ძვლების და სულის და ხორცის გახრწნილების
მეტს ვერას დაინახავთ. ისინი მართალია მათ შორის ცხოვრობენ და შურსა მოჰგვრიან ხოლმე
ღარიბსა, რომელიც ოფლით შოობს ლუკმასა, მზესთვის ვერ შეუხედნია, იმიტომ რომ თუ
თავის საქმეს თვალი მოარიდა, შიმშილით სული ამოუვა. მაგრამ ნუ გშურს, ღარიბო! შენი
ძონძები, შენი ცრემლში ამომბალი ლუკმა, გამხმარი პური ირჩიე იმათ ბრწყინვალებასა. შენს
ოფლით ჩამწვარ თვალებზედ და მზემოკიდებულ სახეზედ ის მაინცა ჩანს, რომ შენ მოცლა
არა გქონია, რომ შენს კაცობაზედ გეფიქრნა, გონება გაგეხსნა, გული გაგეთბო; იმათ ეგეც არა
აქვთ.

მრავალი, მრავალი წელიწადია, ჩვენო დავრდომილო ქვეყანავ, რაც შენს შვილს ერთი
ცოცხალი აზრი, ერთი პატიოსნური გრძნობა არ ჩავარდნია გულში. შენ გადაჩვეულხარ
ერთსაც და მეორესაც, იმიტომ რომ სიპ ქვაზედაც რომ წვეთი მუდამ, დაუყოვნებლივ
სწვეთდეს, იმასაც გაარღვევს. მერე ასე გადაჩვეულხარ, რომ ნახო კიდეც ცოცხალი აზრი,
პატიოსნური გრძნობა, ვერ იცნობ. ეს კიდევ არაფერი, რომ ვერ იცნო, აიღებ და იმასაც ლაფში
გასვრი, იმ მიზეზით, რა მიზეზითაც დიდხანს ბნელს საპყრობილეში დამწყვდეული კაცი,
როცა მზეზედ გამოვა, თვალებზედ ხელს იფარებს, რადგანაც სინათლე თვალებსა სტკენს, _
იგი გადაჩვეულია, და რაც ნათელია _ იმას თვალებზედ ხელის აფარებით აბნელებს.

მეცნიერება და ხელოვნება, რომელნიც მუდამ-დღე ზედ დასტრიალებენ ცხოვრებასა და მის


მცირედსა ცვლილებასა ცნობიერად გარდმოიცემენ, იკისრებენ ხოლმე ამა ყოველისფერის
ახსნასა და ცნობაში მოყვანასა. ამათი უკეთესნი წარმომადგენელნი, ხალხის დაწინაურებული
თაობა, მაშინვე მიხვდება ცხოვრების ნაყოფის შემოსვლასა, ჰგრძნობს რომ ამის შემდეგ უნდა
მოვიდეს მახარობელიც ახალ გაზაფხულისა, განახლებისა; ჰგრძნობს რომ ძველი ცხოვრება
აივსო, დამწიფდა და ჭკნება, მის დამწიფებულ ნაყოფთა მოგროვება, გარჩევა, გაჩხრეკა უნდა
და თესლის გამოკრება ახალის ცხოვრებისათვის. ეს თავგანწირულნი მოჭირნახულენი
ცდილობენ აღასრულონ დროების მოთხოვნილება, შეაგროვონ მოსავალი, რომ მეცნიერების
და ხელოვნების შემწეობით მოიყვანონ ცნობაში თვითეული მარცვალი იმ მოსავლისა,
ყოველი მათგანი გაარჩიონ და დაუნიშნონ თავისი შესაფერი ადგილი, რათა თავის დროზედ
ყოველმა მარცვალმა მოიტანოს ახალი ნაყოფი, იმ ნაყოფმა _ ახალი თესლი სხვა ახალ
ცხოვრებისათვის. მაგრამ ძალიან ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ეგ თავგანწირულნი
მოჭირნახულენი ვერ სძლევენ ცხოვრებისაგან მოყვანილ მოსავლის სიმრავლესა, ხშირად
მოხდება ხოლმე, რომ თვით მეცნიერება და ხელოვნება უღონონი არიან ერთობ მოსავლის
ცნობაში მოყვანისა. თუმცა ზოგიერთს ახსნიან, ზოგიერთს გაგვაგებინებენ, მაგრამ უფრო
მომეტებულს ვერ დასდებენ ფასს, ვერ დაუნიშვნენ შესაფერ ადგილსა. მაშინ გამოჩნდება
გენიოსი.

ჩვენ არ გვინდა ამით ვსთქვათ, რომ ვითომც სწორედ იმ წამს იბადებოდეს გენია. ის იქნება
აქამდინაც იყო და უთუოდაც უნდა ყოფილიყო, რომ ცხოვრებას თავისთან გამოეცადა,
შეეზარდა, მოემზადებინა თავის ვითარებისვე ასახსნელად, თავის საჭიროებისვე
დასაკმაყოფილებლად. თუ აქამდინ არ გამოჩნდა იგი, იმიტომ, რომ იმის ძლიერის სულის
შესაფერი საქმე არსად იყო. გამოჩნდა თუ არა საქმე, იმანაც გაშალა თავისი ძლიერი ფრთები
და გამობრწყინდა ცხოვრების გასანათლებლად. ეს გოლიათი გონიერებისა თავის ძლიერის
მკლავით გადასწვდება ხოლმე მთელ ცხოვრების მოსავალსა, შეაგროვებს ერთად რაც
ცხოვრებას გამოუჩენია, თავის გამჭრიახ თვალით თავიდამ ბოლომდინ განსჭვრიტავს ამ
შემოგროვილსა, გაანათლებს თავის ჭკვის სხივებითა, ყოველ ცხოვრების კითხვას მისცემს
თავის შესაფერ პასუხსა, ყოველ ფაქტსა _ ჭეშმარიტ მნიშვნელობას, ყოველ საჭიროებას _
კუთვნილ გზასა და ღონისძიებასა; ერთის სიტყვით, ახსნის და ცნობაში მოიყვანს მას, რაც
იმის მოსვლამდინ გაუგებარი და უცნობი იყო მეცნიერებისათვის და ხელოვნებისათვის.

მეცნიერება და ხელოვნება _ ეგ სახელოვანნი სალარონი კაცის გონიერებისა _ არიან


კანონიერნი მემკვიდრენი გენიისაგან დაშთომილ საუნჯისა. იგინი მადლობით მიიღებენ
ხოლმე გენიის ახალ გამოკვლეულ ცნობაებს, ახალ აზრებსა, ახალ ახსნასა, რომელზედაც
დაწინაურებული თაობა ხალხისა დაამყარებს ხოლმე თავის შემდეგსა გამოკვლევასა და
ცნობიერების წინწაწევასა. მაგათგან, მაგ გამომკვლეველთაგან, ცხოვრებისაგან დაბადებულნი
ფაქტები, მეცნიერების და ხელოვნების შემწეობით ცნობაში მოყვანილნი, გადადიან დანარჩენ
ხალხშიაც, რომელიც თანდათან მტკიცდება მათ სიმართლეზედ, ამის გამო აძლევს თავის
ცხოვრებაში ადგილსა და ამით სცვლის თვით ცხოვრებასა. რამოდენადაც ეს ახალი აზრები,
ცნობაები, ადვილად გასაგებნი არიან ხალხისათვის, იმოდენად იგინი განსდევნიან
უწინდელებსა, რომ თითონ დაიჭირონ ცხოვრებაში იმათი ადგილი და იწარმოვონ
შემდგომში. ეგრე ცხოვრებისვე მოღებულსა, გენიით გადაკეთებულ და ცნობაში მოყვანილს,
ცხოვრებავე მიიღებს ხოლმე თავის წარმატებისათვის. რასაკვირველია, მინამ ეს ასე მოხდება
და ხალხი, თუ არ სრულიად, უფრო მომეტებული ნაწილი მაინც მიიღებს განახლებასა, _
დიდი დრო გადის.

მრავალმა ბოროტებამ, მრავალმა ღალატმა, გმობამ, მტრობამ და შურმა ქართველი იქამდინ


დააშინა, რომ ყოველი კაცი მიაჩნივა გველად, რომელიც ძნელად მოგეკარება და თუ მოგეკარა,
ჯერ გულში ჩაგიძვრება, რომ მერე უფრო კარგად დაგშხამოს. ჩვენი ცხოვრება ათას მაგალითს
აჩვენებდა.

მრავალი წელიწადია, რაც ჩვენს საზოგადოებას ერთი ცოცხალი აზრი, ერთი ფხიზელი
გრძნობა არ ჩავარდნია გულში. ასეთნაირად დავნამცეცდით, რომ დიდი სიტყვა `მამულიც~
გავანამცეცეთ. მამული ერთობ ჩვენ სამშობლო ქვეყანას კი არა ნიშნავდა, არამედ თვითეულის
სოფლის საკუთრებასა. არ იქნება ხუთი წელიწადი, რაც მაგ საოცარმა და საყვარელმა სიტყვამ,
რომლის ხსენებაზედაც სხვა ბედნიერ ქვეყნებში უღონოსაც ძალი მიეცემა ხოლმე და მტლად
დაედება საყვარელს მამულს, არ იქნება ოთხი-ხუთი წელიწადი, რაც მაგ სასწაულთ-მოქმედმა
სიტყვამ თავისი დაკარგული მნიშვნელობა ჩვენში ისევ დაიბრუნა. ღმერთმა უშველოს
`ცისკარს~, ეგ იმისი მეოხება არის. სიტყვა აღვადგინეთ, ჩვენ-კი ვეღარ აღვდეგით, ვეღარ
ავყევით თანა.

მოლექსეთა შორის მარტო რუსთაველის გენიამ შეიძლო შექმნა ეპოპეისა, თუმცა იმის
პოეზიაშიც ურევია ბევრი ლირიკა.

მიკვირს, რომ ქართულ ენის კანონების დამცველები ცოდვად მითვლიან, რომ მივდევ წერაში
უკეთესს კანონს ჩვენის ენისას.

მამაკაცი კიდევ ბევრს არას დაჰკარგავს, რომ `ვაჟამდე~ ჩამოხდეს. ვაჟს კიდევ მიეკერება
სახელი კაცისა, `ვაჟი-კაციაო~. ქალს-კი ჩამოეცალა სახელი კაცისა. `ქალი-კაცი~ არ ითქმის, არ
მოდის, არ ეხერხება ენას, იქნება იმიტომაც, რომ ქალი მეტად სუსტია და თან ვერ ატარებს,
ვერა ჰზიდავს `კაცის~ მძიმე სახელს. თუნდ ეგეც არ იყოს, აქ სიტყვა არ უხდება საგანს და
საგანი სიტყვას.

მაღალი სიყვარული უნდოდა, შეჰხედა ამ სიყვარულს და ვერ იცნა; თავისუფლება უნდოდა


და არა იგი ჭეშმარიტი თავისუფლება, რომელიც ბოროტებისათვის რკინის ბორკილია.

მხიარულობა, სიცილი კარგია, მაგრამ ვერც მხიარულება, ვერც სიცილი, ვერც ვერაფერი სხვა
სიამოვნება ვერ გაუძლებს მომაბეზრებელს თვისებას ხანგრძლივობისას, ერთნაირობისას და
უაზრობისას. ხანგრძლივი და ერთნაირი ლხინი ბოლოს ჭირად გარდექმნება ხოლმე კაცსა. ეგ
იმიტომ, რომ ისე მალე არა ჰღალავს რა კაცს და, მასასადამე, ისე არა უხდენს რა გუნებასა,
როგორც გრძელი, გაუთავებელი უაზრო ლხინი და სიცილი. ყველას თავისი საზღვარი აქვს
და თავისი მიზეზი. მოკლე ვოდევილის მხიარულს უაზრობას სიამოვნებით აიტანს
მაყურებელი, მაგრამ სამ და ოთხ მოქმედებიანს სიცილის გუდას არა გვგონია გაუძლოს
ადამიანის გულმა.

მარილიანს, ჯანიანს და მარგებელს სიცილს აზრი უნდა, მომავლინებელად საბუთი უნდა,


ადამიანის გულის ძარღვთაგან მოქსოვილი იმ მრავალფერობით, რითაც ასე მდიდარია
ცხოვრება და ადამიანის გული, ეს უტყუარი სარკე ცხოვრებისა.

მეცნიერებას ხელოვნებისას, რომელსაც ესტეტიკას ეძახიან, შენიშნული აქვს ზოგიერთი


თვისებანი ხელოვნებისა, რომელნიც ყოველს გრძნობაგახსნილს კაცს უნდა ერთნაირად
ესიამოვნებოდეს და ურომლისობა კი უნდა უსათუოდ სწყინდეს და უუგემურებდეს
გუნებასა. ამ სახით წუნი ყველასათვის წუნი უნდა იყოს და მოსაწონი _ მოსაწონი. აი, როცა
რეცენზენტი თავის წუნსა სდებს რომელსამე ნამოქმედარს ხელოვნებისას, მისი სიტყვა და
წუნისდება ამ მხრით უნდა აიწონ-დაიწონოს სიმართლის სასწორზედა.
მადლი ხომ მადლია, მაგრამ ამასაც მოვლა უნდა, უნდა პატრონობა, ხელის შეწყობა, გაზრდა
და დავაჟკაცება, თუ ესე ითქმის. ეგ ისეთი აზიზი, მზეთუნახავი ყვავილია, რომ მალე ჭკნება,
თავის სუნნელებას ჰკარგავს, თუ მეცნიერების შუქი არ ადგია, თუ მეცნიერება თავის
უკვდავების წყაროს არ ასხურებს და სიბრძნის ხელი კიდევ დღე-მუდამ არა ჰფურჩქნის.

მსოფლიო სული _ ზღვაა უძირო, არამც თუ თვალ, ფიქრმიუწვდომელიცა. ამ ზღვისათვის


კაცი გემია, ნიჭი _ აფრა და მეცნიერება _ საჭე, გემის მომმართველი. ადამიანი ამ ზღვაზედ
სიარულს გამარჯვებით შესძლებს მხოლოდ მაშინ, როცა სწავლითა და ცოდნით განსწმენდია
`თვალნი ზე ზეცისა და ქვეყნისა საიდუმლოთა მხედველად, ყურნი ზესკნელისა და
ქვესკნელისა უცნაურთა ხმათა მსმენელად~, ხელნი ცისა და ქვეყნის მაჯისცემის შემტყობად
და ენა ყოველ ამის აღმომთქმელად და მთარგმნელად.

მეცნიერების ნათარგმნი ჯერ უნდა, რაც შეიძლება ბლომად, მოგროვდეს გულის სიგანძეში,
რომ მერე პოეტის მხატვრობითმა სიტყვამ აღბეჭდოს, სული ჩაუდგას, ხორცით შემოსოს
ადამიანის გასატაცებლად, აღსაფრთოვანებლად და გასაოცებლად.

მე რა მაქვს შენთან საერთო, რომ ერთად გვეაზრნა, რომ ერთმანეთის აზრის აღებ-
მიცემობისათვის საერთო მნიშვნელობის სიტყვა და ენა შეგვექმნა? შენ შენთვისო, მე
ჩემთვისო, ძმებმა ერთმანეთს ვუთხარით, ცივად ერთმანეთს თავი დავუკარით, უცრემლოდ
ძმა ძმას გამოვესალმენით, უკანასკნელი საერთო სიტყვა `მშვიდობით~ უკანასკნელადღა
ვახსენეთ, შენ იქით წახველ და მე აქეთ, თვითეულად, თავთავად, და ვინ იცის, როდისღა
შევხვდებით ერთმანეთს, რომ კიდევ ძმური, ერთიანი, განუყოფელი ქართული `გამარჯვება~
მითხრა შენ _ მე, და მე _ შენ, ჩემო დაკარგულო ძმაო, თუ დაო!..

მეტყველების ნიჭს ისეთი ვარჯიშობა უნდა, როგორც ყველაფერს სხვას.


მეტყველების წყარო აზრია და აზრის წყარო გონებითი ცხოვრებაა. ჩვენ განკერძოვების
შემდეგ გონებითად აღარ გვიცხოვრია და რადგანაც ენას მაინც პირში ტოკვა უნდოდა
ჩვეულებისამებრ, ავიღეთ და უაზრო ხმები, რომელიც ჩვენი ხუხულაების გარშემო
პირუტყვის ბუნებაში ისმოდა, ენის სალაქლაქო ქართულ სიტყვებად ვაქციეთ, და მადლობა
ღმერთსა, დღევანდელამდე ამ-გვარის სიტყვებით იოლად მივდივართ. ამიტომაც პირუტყვ-
ბუნების ხმის მსგავსის სიტყვებით აივსო ჩვენი ენა. და დახე, თუ ერთი გონებითი აზრის
მცველი სიტყვა ემატნა. მაგალითები ათასია: ფრიალი, კრიალი, ბრიალი, პრიალი, გრიალი,
ქრიალი, ღრიალი, ჭრიალი, ხრუტუნი, ღრუტუნი, სრუტუნი, წრუტუნი, ჟრუტუნი,
ფრუტუნი, და ათასი ამისთანით აივსო აზრმოკლებული, უნიადაგო ჩვენი უბედური ენა.
სადღაა ქართული ენა?

მამული!.. ამ სიტყვის ყოვლად-მპყრობელი მნიშვნელობა ვრცელია და ფართო. იქ, საცა


ხალხობა დარღვეული არ არის და განთვითეულება _ ეგ ჭირთაჭირი არა მეფობს, იქ მაგ-
სიტყვის აზრი ცხოვრების მიმნიჭებელი სულია, მთელის ხალხის ერთიანი მაჯის ერთიანი
ძარღვია. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ თვითეულსა _ მთელის ხალხისა და მთელს ხალხს _
თვითეულისა ჭირი და ლხინი წარმოუდგება ხოლმე. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ დიდი და
პატარა, ქალი და კაცი თავის ქვეყნის ნაღვლითა ნაღვლობს, ლხენითა ლხინობს, დღეობითა
და დიდებითა _ დღესასწაულობს. იქ მაგ სიტყვაში ყოველია და ყოველში ყველა არის.
ხორცის დაუძლურებას სულის დაუძლურებაც ზედ მოსდევს. განვთვითეულდით, და
რამოდენადაც თვითეული ჩვენგანი მთელს ქართველობაზედ უძლურია და პატარა,
იმოდენად თვითეულის ჩვენგანის აზრი საყოველთაო საგანზედ დაუძლურდა, დაპატარავდა.
ჩვენს დაფუყებულს და შევიწროებულს გონებას სადღა შეეძლო ექონია ის ვრცელი და
დიდებული აზრი დიდებული სიტყვისა.

მამულის ხსენებაზედ ეხლანდელს ქონდრის-კაცს თავისი ნეხვდაყრილი სახნავი მიწა


წარმოუდგება ხოლმე.

მამულისათვის ბრძოლა ეხლა სასამართლოში შეტანილი ღერბიან ქაღალდზედ სადავო


საჩივარია; მამულისათვის ძლევამოსილობა _ მოგებულის საქმის განაჩენის პირია,
ჯეროვანად შემოწმებული; მამულის სიმაგრე _ ტყრუშული ღობეა, ვენახ გარშემო
შემორტყმული; მამულის პატივი _ ნეხვია, სახნავ მიწაზედ სასუქად დაყრილი; მამულის-
შვილობა _ მხვნელისა და მთესველის სახელიღაა.

ჩვენში? ჩვენშიაც მაგ სიტყვას მაგეთი მნიშვნელობა ჰქონია თურმე. იცი როდის? როცა ჩემი
`მე~ და შენი `მე~ ჩვენის ერთიანის ხალხის ცხოვრების საყევარში ერთად ბმულა.

განა შენ თითონ არ იცი, რომ ეხლა ეგ დიდებული სიტყვა თვითეულის ჩვენგანის
გათავთავებულს უძრავს ქონებასა ნიშნავს და არა მთელის ხალხის სამშობლოს, _ ბინასა,
რომელიც ქვისა და კირის მაგიერ ჩვენის მამა-პაპის სისხლითა და ძვლებით დამყარებულია.
სადღაა მამული?

მეცნიერებას და ხელოვნებას ჩვენ მოვსთხოვთ არსებითსა პურსა ცხოვრებაში გამომცხვარსა


და მშიერთათვის მოსახმარესა და გამოსადეგსა.

მეცნიერებამ უნდა გვიშველოს თავის გამოცნობილ ჭეშმარიტებაებით ცხოვრების ახსნა და


გაგება. მან უნდა მოგვცეს პირდაპირი პასუხი ყოველ საჭირო კითხვაზედა. რაც კიპირდაპირ
მოედგმება ცხოვრების ვითარებასა, რაც კი გადმოიღება ცხოვრებისათვის _ ის იქნება უფრო
საჭირო ჩვენის ჟურნალისათვის. სხვა რაღაც წარტოლვილ ცნობაებში გაბმა და ტრიალი
ჩვენთვის სრულიად უფასო იქნება და გამოუსადეგი. ეგ იმან ინდომოს, ვინც სიტკბოებას
ხედავს უქმის ჭკვის ვარჯიშობაში და ფრენაში.

მეცნიერებას და ხელოვნებას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ცხოვრების გასამჯობინებელ


ღონისძიებათა. დაე ზოგიერთმა მწიგნობარმა მეცნიერების სახელითა გაიწყალოს თვალი და
გონება იმის გამოძიებაში, რომ ამა და ამ ეგვიპტის პირამიდაზედ ეს იეროგლიფი ისე არ უნდა
იყოსო, ან წარტოლვილ ჭეშმარიტების ძებნაში ავარჯიშოს თავისი გონიერება; ან ზოგიერთმა
უნაყოფო პოეტმა ხელოვნების სახელითა უკუარიდოს პირი თავის ხალხის ცხოვრებასა,
მეშვიდე ცას შეაჩეროს გაბეცებული თვალები და ბულბულსავით უაზრო შტვენა დაიწყოს და
აღარ გაათავოს, ჩვენ იმათთან საერთო გზა არა გვაქვს. ისინი მარცხნივ მიდიან გატკეპნილ
გზაზედ და ჩვენ კი მარჯვნივ გავწევთ.

მარტო ის საქმეა მკვიდრი და მტკიცე, რომლის ფესვიც შიგ ცხოვრებაშია გამოკვანძილი;


უამისოდ ვერა საქმე ვერ გასძლებს, ვერ მოიტანს ნაყოფსა, როგორც თესლი უდედამიწოდ.

მართალია, ყოველ ცოტაოდენ განათლებულ ხალხში არის ღონისძიება, საშუალობა, რომ


მეცნიერების ნაყოფი გადიტანოს ხალხშია; მართალია, არიან სკოლები, სხვა-და-სხვა
სასწავლებლები, რომელნიცა ავრცელებენ ხალხში, მის გამო ცხოვრებაშიაც, სასარგებლო და
გამოსაყენ სწავლასა და ცოდნასა, და მით შველიან ხალხსა. მაგრამ იმათამდინ ისე ცოტას
მიუწვდება ფეხი, რომ დანარჩენ ხალხის რიცხვთან რომ შევადაროთ ის ცოტა _ წვეთი იქნება
ზღვაში.

მეცნიერება და ხელოვნება _ ეგ საკვირველნი სალარონი კაცის გონიერებისა _ არიან


კანონიერნი მემკვიდრენი გენიოსისა. იგინი თავის უკეთეს წარმომადგენლების ხელით
გენიოსისაგან ნაჩვენებ საძირკველზედ განაგრძელებენ ხოლმე მუშაობასა, გენიოსის ახალს
აზრზედა, ახსნაზედა დაამყარებენ ხოლმე შემდგომსა გამოკვლევასა და ცნობიერების წინ
წაწევასა. მაგ წარმომადგენელთაგან ცხოვრებისაგან დაბადებულნი ფაქტები, გენიოსის
ჭკვისგან ახსნილნი და ცნობაში მოყვანილნი, მეცნიერებისაგან მიღებულნი, როგორც კანონნი
და ხელთმძღვანებელი მომავლისათვის, გადადიან დანარჩენ ხალხშიაცა.

მეცნიერება და ხელოვნება, რომელნიც დღე-მუდამ ზედ დასტრიალებენ ცხოვრებასა, რომ


ყოველი ცვლილება მისი ცნობიერად გადმოიღონ, რომ ყოველი ყვავილი მისი მოჰკრიფონ,
შეიტყონ, რისთვის არიან იგინი და რანი არიან, _ მეცნიერება და ხელოვნება სხვა-და-სხვა
გზით იკისრებენ ახალის ვითარების ახსნასა, ცნობაში მოყვანასა. ამათი უკეთესი მიმდევარი,
ხალხის დაწინაურებული თავობა, მაშინვე მიხვდება, _ რომ დრო იცვლება, ჰგრძნობს, რომ ეცა
სული ახალის გაზაფხულისა, განახლებისა, ჰგრძნობს, რომ ძველი ცხოვრება აივსო,
დამწიფდა, რაც დათესილი იყო, იმის ნაყოფი მოიტანა და ეხლა ამ ნაყოფიდამ უნდა
გამოიკრიფოს ახალი თესლი ახალის ცხოვრების გამოსაკვანძავად, რათა მადლობით
გაისტუმროს ძველი და სიხარულით მიეგებოს და გზა დაუთმოს ახალსა.

მართალია, ეს დაწინაურებული თავობა ხშირად თავგადადებით ცდილობს აღასრულოს


დროების მოთხოვნილება, შეაგროვოს მოსავალი, მეცნიერების და ხელოვნების შემწეობით
მოიყვანოს ცნობაში თვითეული მარცვალი, ყოველს მათგანს დაუნიშნოს შესაფერი ადგილი,
რათა თავის დროზედ, შვილებისათვის მაინც ყოველმა მარცვალმა მოიტანოს ნაყოფი და იმ
ნაყოფმა ახალი თესლი ახალის ცხოვრებისათვის, _ მართალია, ხშირად თავგანწირულად
ჯაფასა სწევენ, ებრძვიან ძველსა ახლის სიყვარულისაგან და შეჰხარიან ფაქტსა, რომელსაც
აზრი უნდა გამაატანინონ, მაგრამ უფრო ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ვერ სძლევენ
მოსავლის სიმრავლესა; ხშირად თვით მეცნიერებაც და ხელოვნებაც უღონონი არიან ერთობ
ცხოვრების მოსავლის ცნობაში მოყვანისათვის. თუმცა ზოგიერთს ახსნიან, ზოგიერთს
გაგვაგებინებენ, მაგრამ უფრო ბევრს ვერ დასდებენ ღირებულს ფასსა, ვერ დაუნიშვნენ
შესახვედრს და შესაფერს ადგილსა. მაშინ ეგ თავგამოდებულნი მოჭირნახულენი რჩებიან,
როგორც მუშაკნი, რომელთაც ზოგიერთი მასალა მოუმზადებიათ ახალის შენობისათვის,
მაგრამ გამგებელი არა ჰყავთ; არ არის ძლიერი ხელი, რომ დასძრას პირველი ქვა ძველის
შენობისა, და გაამაგროს პირველივე ქვა ახალის საძირკველშია. საძირკველის ამოყვანაა
ძნელი, თორემ სხვას ისინიც გააკეთებენ. საძირკველის ამომყვანელიც არ დაიგვიანებს ხოლმე
მოსვლას. მაშინ გამოჩნდება გენიოსი.

მაგ ცხოველს იმედს, რომელიც განგებას მოუვლენია კაცობრიობისათვის, რომ ზედ დაერთოს
ადამიანის გაუთავებელი ნდომა უკეთესობისა _ შედგება ის ძალა, ის იდუმალი ხმა, რომელიც
ყოველთვის ეძახის ადამიანს: წინ წადეგ! წინ წადეგ!

მე `ოსტროვები~, `ლინიები~ და სხვა გარმიანული სიტყვები (და არა გარმონიული, როგორც


რედაქციას გადაუსახვაფერებია) ამისთვის დავძრახე, რომ მაგის თანასწორ მნიშვნელობის
სიტყვები არიან ჩვენს ენაში და ისინი, რომელნიც ჩემს აპრილის სტატიაში მე მიხმარია, ვერ
იპოვიან თავიანთ მნიშვნელობის სიტყვებს. მე რომ ახალი სიტყვები მომეგონა და შემედგინა
მაგ სიტყვების მნიშვნელობისათვის, ისინიც ისე გაუგებარნი იქნებოდნენ ყველასათვის,
როგორც ეხლა ეგენი არიან გაუგებარნი ზოგიერთისთვის: განათლებულს კაცს მაინც ესმის ეგ
სიტყვები და იმ ქართულსა, რომელსაც მე შევადგენდი, ვერც განათლებული გაიგებდა და
ვერც გაუნათლებელი. თუნდ რომ მე არ ვიხმარო ეგ სიტყვები, მაინც კიდევ უთუოდ
შემოგვეპარებიან, როგორც შემოგვეპარნენ: პოემა, პოეზია, ფილოსოფია, კრიტიკა, სტატია,
ლოღიკა და სხვანი მრავალნი. ეგ არა ხალხს არ დაეძრახება, ის სცრუობს, _ რომელიცა ძრახავს
მაგ-გვარ სიტყვების შემოტანას ენაში.

მე მარტო კარამზინზედ ისა ვსთქვი, რასაც თითონ რუსები ამბობენ.


მე ჭკვიანობა კაზლოვის შეშლილს შევსწამე და მართალიც არის; თქვენ რა უფლება გქონდათ,
რომ ეგრე უწყალოდ შეშალეთ კაზლოვის შეშლილი, როცა თითონ მწერალს ვერ შეუშლია?

მწერალს აქვს უფლება თქვას ისრე, როგორც მოსწონს, როგორც ეხერხება, კრიტიკოსსა _
შენიშნოს, და ხალხსა _ მიიღოს მწერლის ნათქვამი: ხოლო ეს უფლება ხალხს ეკუთვნის.

მაღალ სასწავლებელს დაბალი გონება ვერ მისწვდება, ტყუილია.


მიბრძანდით, მიბრძანდით, ამ მწერალ ქალის მოძმენო მწერალნო! თუ ნიჭი არა გაქვსთ
წერისა, ნუ გეშინიანთ, უნიჭოდაც გამოსჩნდებით, როგორც გამოსჩნდა თითონ ჩვენი
მწერალი ქალი. თუ ცოდნა არა გაქვსთ, ნურც მაგისი გეშინიანთ, უცოდინარობითაც სახელს
დაიგდებთ: ხომ ხედავთ, სწავლასაც დასცინიან, უნივერსიტეტსაც და შინიდგან
გამოუსვლელობით და უსწავლელობით მოჰკვეხენ! თუ ხელოვნება არ იცით, მაგის წამალიც
ხელთა აქვს ჩვენ მწერალ ქალს _ ანბანთ თეორეტიკა. გზა მშვიდობისა, ჩვენ მწერალ ქალის
მოძმენო მწერალნო! გზა მშვიდობისა!

მოვა დღე კრიტიკის განკითხვისა და მართალთ მარჯვნივ დააყენებენ და ცოდვილთ


მარცხნივ, მაშინ ბევრიც რომ იძახოთ, დაპატიჟებულები ვიყავითო და ანბანთ თეორეტიკაც
ვიცითო, მაინც კიდევ დაუნდობელი სიმართლე კრიტიკისა გაგგზავნით თავის დაუნდობელ
ჯოჯოხეთში. აბა, იქ იქნება `ღრჭენა კბილთა და ხორცის გლეჯა~!

მე ყიზილბაშობა არც მყვარებია და არც მიყვარს, მე როგორც მესმის, ისე ვლაპარაკობ და


პირდაპირ ვეუბნები კაცსა: ეს ცუდია და ეს კარგია-მეთქი. ჩემს განხილვას ლანძღვას ისინი
დაარქმევენ, ვისაც ანბანის თეორეტიკის მეტი არა წიგნი არ უნახავს თვალით და ვისაც
მართალი სიტყვა, პირდაპირ ნათქვამი არ გაუგია თავის-დღეში.

მიუტევე, მამაო, რამეთუ არ იციან, რას იტყვიან~.


მერე ჩვენი მწერალი ბრძანებს, `ერთის ფრთით ვინა ფრინავსო~? თქვენ თითონ, ჩემო ბატონო,
ესე იგი, მარტო ანბანის თეორეტიკით დაფრინავთ ჩვენ სალიტერატურო ჟურნალში.

მაგათ არც წახდენა შეუძლიანთ რისამე და არც გაკეთება.


მეც იმიტომ ესე პირდაპირ ვლაპარაკობ, რომ ვინც წინდაუხედავად ბღაჯნის, აღარა ბღაჯნოს;
რადგანაც იგინი თავის ბღაჯნითა ამდაბლებენ ჩვენს ენას.

მე იმისთვის ვლაპარაკობ ეგრე სასტიკად, პირმოუფერებლად, რომ უნიჭონი და ამასთან


უსწავლელნიც თავის ოთახიდგან ფეხს ნუ გამოდგამენ გარეთ, ლიტერატურაში; ამას ვთხოვთ
ხალხის სახელითა, ხალხისავე სახელის დაცვისათვის!..

მეც ჯერ კაზლოვის ნიჭიერება განვიხილე, მერე მისი პოეზიის მიმართულება, მერე მისი
`შეშლილი~, შემდეგ თარგმანი და ბოლოსა ვსთქვი, რომ არც კაზლოვი ვარგა მეთქი, არც მისი
`შეშლილი~ და არც ამ `შეშლილის~ თარგმანი.

მე ადამიანის წვრილმანობით თუ გავამართლებ ამ სიტყვებს: `მე ქვეყნიერებისა არა მესმის-


რაო, ცოდნის გლახა ვარო, მისწავლიაო ორიოდე სიტყვები, რომელნიც ხან საჭმელად
მგონიაო და ხან სასმელად, მაგრამ მაინც-კი გამოვდივარ მოედანზეო, რათა კენჭებით მაინც
ქვეყანა დავანგრიოო~. ჭიდილი რომ იქნება, იქაც-კი იმ კაცს, რომელიც ეგრე
გულწრფელობით აღიარებს: არაფერი შემიძლიანო, მოედანს ჩამოაცლიან.

მელას რაც აგონდებოდა, ის ეზმანებოდაო, ნათქვამია.


მაშ, როგორ უნდა გავსწორდეთ, თუ ჩვენი სიმრუდე არ გვეცოდინება?
მართალია, რომ კაზლოვის `შეშლილი~ სრულად შეშლილა ქართულ ენაზედ; ერთი ბეწო
შებრალება და სიყვარული არა ჰქონია იმის მთარგმნელს _ არც იმისი, რაც უთარგმნია, არც
თავისივე ამორჩეულ პოეტისა, არც ხელოვნებისა, არც თავის მშობლიურ ენისა. მარტო ჩანს,
რომ საკვირელად ჰყვარებია თ. ერისთავს რითმების რახარუხი.

მთელი კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდამ


ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ. რაც მამა-პაპას უქნია, ის ჩვენ უნდა ვქნათო, _ ეგ
ჩინეთის ფილოსოფია არის; თუ მაგას მივყევით, ჩვენც ჩინებსავით შევსდგებით ერთ
ალაგზედ და წინ ფეხს ვეღარ წავსდგამთ.

მართლა-და საკვირველია! თუ კაცს რუსულიდგან თარგმნა უნდა რისამე, პუშკინი,


ლერმონტოვი, გოგოლი როგორ უნდა დაავიწყდეს და მივარდეს წირპლიანს კაზლოვსა, მერე
ნეტავ იმის ცუდ პოემებში უცუდესი მაინც არ ამოერჩივა თავად ერისთავს. ეს `შეშლილი~ _
მართალა, რომ შეშლილი _ რა სათარგმნელია?

მიიღეთ შრომა, გადაშალეთ კაზლოვის გაბერილი წიგნი და ყურადღებით განიხილეთ


ლექსები ანდრე შენიესი, ფრანციის პოეტისა; ძლივს-ღა იცნობთ კაზლოვის ლექსებში იმ
შენიეს, რომელმაც წარსულ საუკუნეში თითქმის პირველად დაანახვა ფრანციას, და მის გამო
ევროპასაც, ჭეშმარიტი, ნამდვილი პლასტიკა საბერძნეთის მშვენიერებისა. და ამით, თუ არ
დასცა ზარი, შეარყია მაინც თვის საფუძველში ცრუ-კლასიკური მიმართულება ფრანციის
ლიტერატურისა. კაზლოვის თარგმანში ისე ცხადად არ ისმის ის ნაზი და წრფელი სიტკბოება
მშვენიერებისა, ის უმანკო, უცოდვილო და ნამდვილი ბგერა გულისა, ის ქროლა პოეზიისა,
რომლითაც ანდრე შენიე ჯადოსავით მოჰხიბლავს ხოლმე კაცსა.

მე ხომ იმ ქვეყნისათვის ტიალ-ოხერი ვიყავ და იმ ქვეყნისა კეთილი არა მახსოვდა-რა, მაგრამ


მაინც კიდევ თავისი მიწა-წყალი დიდი რამ ყოფილა კაცისათვის. ვინც თავის მიწა-წყალს არ
მოჰშორებია, - ეგ იმას ვერ უცვნია. ჩემ და ქვეყნის შუა ხომ ეხლა ხიდი ჩატეხილია და, დღესა
თუ ხვალე, სულაც გავშორდები, მაგრამ ღვთის მოწყალებად ჩავთვლიდი, რომ მე ჩემის მიწა-
წყლის კალთაში სული დამელია. ვაი, სადაური სადა ვკვდები!~

მაშინ რა ვქნა, რომ ჩემმა ქვეყანამ მამაყოლოს და მიამბოს თავის გულის-ტკივილი, თავისი
გლოვის დაფარული მიზეზი, თავისი იმედი და უიმედობა, და მე კი, მის ენას გადაჩვეულმა,
ვერ გავიგო მისი ენა, მისი სიტყვა? იქნება მიმიღოს კიდეც და, როგორც თავისი შვილი,
გულზედაც მიმიკრას და ხარბად დამიგდოს ყური, მაგრამ მე შევიძლებ კი, რომ მას ღვიძლი
სიტყვა ვუთხრა და იმ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო,
უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო; იმ
სიტყვით ვასმინო: რომ არის მრავალი ქვეყნები, ჩვენზედ უფრო უბედურად გაჩენილნი,
მაგრამ უფრო ბედნიერად მცხოვრებნი; და ის თითოეული ნაპერწკალი, რომელიც არ
შეიძლება რომ ყოველს კაცში არა ჟოლავდეს, ერთ დიდ ცეცხლად შევაგროვო ჩემის ქვეყნის
გაციებულის გულის გასათბობლად~.

მომიჯდა გვერდით, გადამიშალა თითონვე რამდენიმე ფურცელი და მომცა.


დავხედე იმ ადგილას, სადაც თითი დამიდო, ეწერა: `ამბავი პირველი როსტევან არაბთა
მეფისა~. მე ვუთხარი:

- რატომ თავიდამ არ მაწყებინებ?

- ნუ აჩქარდები, ყველაფერი თავის დროზედ უნდა. თავი უფრო ძნელია, მგონი,


შენთვისაც და ჩემთვისაც; თუნდ ეგ არ იყოს, ამბავი აქედამ იწყება. მერე, როცა მე და შენ
კარგად მივხვდებით, მაშინაც მოვესწრობით მაგის გადაკითხვასა.
მეც დავიჯერე. იმ დღიდამ დავიწყეთ მე და იმან `ვეფხისტყაოსნის~ კითხვა...

მკვდარი არ გაცოცხლდება და ყორანი არ გათეთრდება, რაც გინდა ჰხეხო ქვიშითა.


მთქმელს გამგონი უნდა და კარგი გამგონიცა, და თუ მთქმელს და გამგონს ერთმანეთის ენა
არ ესმით, იქ არც თქმაა და არც გაგონება, მაშასადამე არც განკითხვაა და არც სამართალი.

მოსამართლე და მოჩივარი, რომელთაც ერთმანეთისა არ ესმით, ერთმანეთის ენა არ იციან,


ერთმანეთისათვის მუნჯებიც არიან და ყრუნიცა.

ამისთანა მოსამართლე და მოჩივარი ერთმანეთისათვის აღარ არიან და ამათი ერთად შეყრა


სწორედ იმასა ჰგავს, რომ მკვდარი მკვდარს აეკიდა, საფლავამდე წამიღეო.

მინამ პეტრე მოვიდაო, პავლეს ტყავი გასძვრაო, ნათქვამია.


მწერალს ჩაილულის წყლისაგან ვერც ნიჭი იხსნის, ვერც სხარტული და მოსწრებული
სიტყვა-პასუხი, თუ ეგ გრძნობა ადამიანის ღირსებისა მისდა ჯეროვანს სიმაღლეზედ არა
ჰყავს დაყენებული ყოველგან და ყოველს შემთხვევაში.

მუხას ვაშლი ასხიაო~, _ არც სათქმელად არის სასიამოვნო, არც სასმენლად. ამისთანა თქმა
არც მკითხველს მოუკლავს ცნობისმოყვარეობის წყურვილსა და არც თითონ `ივერიას~
გაუმგელებს საღერღელსა თქმისას და საუბრისას.

მაზრა დაყოფილი უნდა იქმნას არა სოფლის საზოგადოებებად, არამედ სათემოებად,


რომელთშიაც მოექცევა რამდენიმე ეხლანდელი ცალკე სოფლის საზოგადოება. ცალ-ცალკე
საზოგადოებას სოფლისას დარჩება მხოლოდ თავისი საკუთარი ცალკე სასოფლო კრება და
თავის საკუთარი ცალკე მამასახლისი ზოგიერთა საქმეთა განსაგებლად, სახელდობრ იმა
საქმეთა, რომელნიც საკუთრად ცალკე სოფლის საზოგადოებას შეეხება. სხვა ყველა საქმეებში
თვითეული წევრი სოფლის ცალკე საზოგადოებისა და თვითონ ცალკე საზოგადოებანიც კი
ექვემდებარებიან სათემო მმართველობას.

მუქთი სასოფლო მოხელეობა, რომელიც დღევანდლამდე კისრად ადევს გლეხკაცობას, მძიმე


ტვირთია, და კეთილსინიდისიანი გლეხი, რომელიც სოფლის მოხელეობას არა ჰხადის
წყაროდ გამორჩომისად, ერიდება ამ მოხელეობას, როგორც ერთს რასმე ბეგარასა. ამ
მიზეზით, არჩევანის წრეში ძნელად ჩადგება ხოლმე ამოსარჩევად კეთილსინიდისიანი
გლეხი და ბურთი და მოედანი იმათ რჩებათ, ვინც კანონით დაუწესებელს გამორჩომას
გულში ჩაიდებს ხოლმე. ამაშია, სხვათა შორის, სათავე სასოფლო მმართველობის უხეიროდ
მსვლელობისა, რომლისა გამოც თითქმის ყოველის მხრიდამ ისმის ხშირად სამართლიანი
დრტვინვა და ჩივილი.

მიზეზი კეთილის ცუდად ახდენისა ჩვენი გულგრილობა და განთვითეულება არის, წამალი


კიდევ ამ მიზეზის მოსპობისათვის ურთიერთთან კავშირია, ურთიერთობისათვის
გულმტკივნეულობაა, ურთიერთის გამოსარჩლებაა. მაშინ ვერა მოხელე კაცი კანონს ვერ
დაგვირღვევს. მართალს ტყუილის ფეხებს ვერ გამოაბამს, თეთრს შავად ვერ შეგვიცვლის,
სიკეთეს ჭირად ვერ გადაგვიქცევს.

კეთილად განზრახული საქმე ჭირად გაუხდება ხოლმე უბედურს გლეხსა.

მომრიგებელნი მოსამართლენი არც იმას მოჰრიდებიან, რომ იგი ვენახები და ბინადრების


ადგილი სახელმწიფო, საეკლესიო და საბატონო ყოფილა და გლეხს სჭერია მხოლოდ
სახმარად.

მეფე ერეკლე მეორე რომ დაბრუნებულა შამქორის ომიდამ, თან გადმოუყვანია რამდენიმე
კომლი სომეხი, ოტებულნი ყიზილბაშებისაგან, და დაუსახლებია ავლაბარში. აქ უბოძებია
მათთვის, სხვათა ავლაბრელებთან ერთად, ავლაბრის გარეშემო მამული სახნავ-სათესად და
საძოვარად. ეს გადმოსახლებულნი ჯერ პირველად სამეფო გლეხებად ჩაურიცხავთ და მერე
სახასოდ. თვითონ ავლაბრის მამული-კი დედოფლის დარიას წილადხდომილი მამული
ყოფილა და ამ ავლაბრის გლეხთა საზოგადოებას უძლევია ღალა ერთი მეათედი მოსავლისა.
შემდეგ დარია დედოფლისა ხაზინა დაჰპატრონებია ამ მამულს და ღალა ხაზინას უღია. ამ
საუკუნის პირველ მეოთხედში ვიღაცა შაღუბათოვს წაუტანებია ხელი ამ მამულებისათვის და
საკუთრებად დაჩემებისათვის დავა გაუმართავს.

მთელი ერი სომხებისა აქ არაფერს შუაშია. იგი, ვითარცა მშვიდობიანად მშრომელი და


გამრჯელი, თავისს საქმეს ადგია _ ვაჭრობაა თუ ხვნა-თესვა _ და ფიქრადაც არ მოსდის და
არც ეჭირება პასუხისმგებელი იყოს იმ ზოგიერთთა ცოდვების გამო, რომელნიც არამკითხე
მოამბესავით მეტიჩარობენ და გარს დასტრიალებენ, როგორც მუმლი მუხასაო.

მსჯავრადაუდებელი ბოროტი _ მაცდურების მახეა და შიგ ადვილად გაიბამს თავს


გულლბილი და ხასიათდაუდგრომელი კაცი. `უსირცხვილოს თუ არ არცხვენ, ბაძით
მორცხვიც გაურცხვდება~.

მას აქეთ, რაც საქართველო შეუერთდა რუსებს, იმ დღემდე, რაც ეს უცნაური ჭორი გამოაცხო
სენკოვსკიმ, სულ არ გასულა 37 წელიწადი და ნუთუ ამ შედარებით მოკლე ხანში ისტორია
ისეთს ბნელში გაეხვია, რომ აღარავის ახსოვდა, _ რუსეთს რა ქვეყანა შეუერთდა _
საქართველო, თუ სომხეთი, ან ტფილისი ვისი დედაქალაქი იყო.

მარტო ეს ვიკითხოთ: რაღა პირით გვეუბნება, რომ თქვენი `ქართლის ცხოვრება~ არაფრის
მაქნისიაო, როცა ამისთანა საქმეებში სახელდადებულნი სწავლულნი ჟან სენ-მარტენი, ვივიან
დე-სენ-მარტენი, დუბუა დე- მონპერე ცხადად და გარკვევით ამბობენ, რომ ქართულნი
ისტორიულნი მოთხრობანი ღირსშესანიშნავნი წყარონი არიან არა მარტო კავკასიისა, არამედ
აზიის ისტორიისათვისო. დუბუა დე-მონპერე იხსენიებს ქართველებს, ვითარცა ძველისძველ
ერს, რომელიც უხსოვარ დროთაგანვე ამიერკავკასიას დარაჯად სდგომია და ყველა სხვა
ცნობილთა ერთა თანა ურთიერთობა ჰქონიაო.

მეცნიერი სომეხი ამათაც ეურჩება, ამათს სიტყვას აბათილებს და მაინც თავისას გაიძახის. აკი
ვთქვით: ალიას დარდი ფლავიაო. საბუთად და მოწმად მოჰყავს სენკოვსკი, კოხი და
ლანგლუა. რამოდენა ავტორიტეტები არიან ამისთანა საქმეში სენკოვსკი და კოხი, რომელთ
შორის უკანასკნელი მარტო ბოტანიკოსად არის ცნობილი და არა ისტორიკოსად, _ ეს თითონ
პატკანოვის მართლმოყვარეობას მივაჩემოთ. ლანგლუა-კი პატივსაცემი მეცნიერია.
შესანიშნავია აქ ერთი რამ, თუმცა სომხის მწიგნობარისაგან-კი საკვირველი არ არის: თურმე
ლანგლუაც ჩვენს `ქართლის ცხოვრებაზე~ იმასვე ამბობს, რასაც სენ-მარტენი და სხვები და
მართლმოყვარე პროფესორს იმის თქმული თავისს გულნადებსა და სურვილზედ გამოუჭრია.

მართალია, ერეკლე მეფე დაგვიბერდა, მართალია, იგი ბოლოს აღა-მაჰმადხანისაგან


დაგვიმარცხდა კიდეც, მერე ხომ (1798 წ.) სამუდამოდაც გამოეთხოვა თავისს საყვარელს
საქართველოს, მართალია, შეგვეხსნა იგი რკინის კარი, მაგრამ საიმისოდ-კი მაინც საქმე არ
გაგვხდომია, რომ დიდსა და პატარას ხორცი ეგლიჯნა საქართველოსათვის. თვით
გამარჯვებულმა აღა-მაჰმად-ხანმაც-კი ვერ გაბედა წაგლეჯა რისამე.

მართალია, მეფე ერეკლეს შემდეგ დავუძლურდით, ღონე მიგვეხადა შინაურ


არეულობისაგან, მაგრამ საჭე ხომალდისა კვლავ ხელთ გვეჭირა და ზღვის ღელვას არ
დავამსხვრევინეთ, არ გამოვარიყინეთ, და გიორგი მეფემ, როგორც მიიღო მამისაგან, ისე
ჩააბარა რუსეთს საქართველო, მთლად და დაუგლეჯელად, _ უპატრონე და შეინახე შენი
ერთმორწმუნე ერიო.

მართალია, ეს გაზეთი Петербургские Ведомости


„- -„ერთი იმისთანა გაზეთია რუსეთში,
რომელიც ესარჩლება ყოველ დაჩაგრულ ერსა და ამისთანა მართლა პატიოსნურს
მიმართულებას გაზეთისას არ შეიძლება სრულის სიამოვნებით არ მიეგებოს ყოველი
ჭკვათამყოფელი და გულთამყოფელი კაცი, რა თესლითაც გინდ იყოს. იგი დაუცხრომელად
ჰღაღადებს თავის სასახელოდ და ჩაგრულთა საოხად, რომ სიმტკიცე სახელმწიფოსი, რაც
გინდ დიდი და ძლიერი იყოს, უნდა ემყარებოდეს ერთსულობაზე და არა ერთსახობაზე,
ერთფერობაზე.

მარტო სიყვარული და ტკბილად მოქცევაა იგი ქვითკირი, იგი დუღაბი, რომლითაც ჰშენდება
და მყარდება ციხე-სიმაგრე ერთობისა სახელმწიფოში.

მართალია, ქვანი არა სტყუიან, მაგრამ, კიდევ ვიტყვით, კარგს მთქმელს კაი გამგონიც უნდა.
ცეცხლის ასოებით მოგვითხრობენო, _ ამბობს იგივე ცეცხლმოკიდებული გოლმსტრემი, _
ზედწარწერანი კლდეებისა ამბებს ძველისძველს, ასურ-ბაბილონის დროებისასაო. ჩვენმა
ასირიოლოგ-არქეოლოგმა ბ-მა ნიკოლსკიმ, რომელსაც ეს ადგილები დაუვლია 1893 წ., დიდი
ამბები აღმოაჩინაო. ლურსმული წარწერანი, იმ ადგილებში ნაპოვნი, რაღაც განსაკუთრებულ
ენას ეკუთვნიან და გვაუწყებენო, რომ ტიგრისა და ეფრატის სათავეში, ვანისა, ურმიის და
გოქჩის ტბების ახლომახლო ერთი რიცხვმრავალი ერი ყოფილა. ასირიის ნაშთთა სიტყვით,
რომელნიც ეკუთვნიან მეათე და მეცხრე საუკუნეს ქრისტეს წინათ, იმ ერს რქმევიაო `ნაირი~.

მერე მეცხრე საუკუნის მეორე ნახევარში, როცა მთელს ამ ერს ერთი სახელმწიფო შეუდგენია,
ქვეყანა ეს ურარტად არის ხსენებული, აქედამ არის წარმომდგარი ებრაული სახელწოდება
`არარატიო~. ეს ერთი და იგივე სახელიაო.
შუაგული ამ ურარტთა სახელმწიფოსი ჯერ ერევნის დაბლობებში ყოფილა და მერე მტრის
უფრო უკეთ მოსაგერებლად სამხრეთისაკენ დაუწევიათ, ვანის ტბის აღმოსავლეთითაო.

ურარტთა მეფეების ქვეყანა თუმცა კულტურის მხრით ასურელთა ზედგავლენის ქვეშ


ყოფილაო, მაგრამ არა-ერთხელ ურარტელნი ძლევამოსილობით შესცილებიან ასურელთა
სამსოფლიოდ ხელმწიფობასაო.

ასურელთა მეფის თიგლათპილასარის III დროს, მერვე საუკუნის პირველ ნახევარშიო,


გამარჯვება ურარტელების მხრივ იყოო. მთელი ჩრდილო და ნაწილი დასავლეთისა
ურარტელებმა წაართვეს ასურელებსაო. სასწორმა ბრძოლისამ ტოკვა დაიწყო და
მოსალოდნელი იყო ურარტელებს დაეპყრათ მთელი მაშინდელი ქვეყნიერება და სამსოფლიო
ისტორიისათვის სხვა მიმართულება მიეცათო, ხოლო მერე როცა ასურეთში სხვა მეფე
დამჯდარა, ხელახლად გაძლიერებულან ასურელნი და მტრები დაუმარცხებიათ. ურარტის
მეფეს ურსას მთელი ჩრდილო-დასავლეთი ფეხზე წამოუყენებია და მისევია ასურელთაო,
მაგრამ დამარცხებულანო.

გარდა ყოველ ამისა ბ-ნი ნიკოლსკი მოგვითხრობსო, რომ ზედწარწერანი გვეუბნებიან, რა


კულტურა ჰქონიათ ურარტელებს, რა ქალაქები, სრა-სასახლეები, არხები და სხვა ამისთანა. ეს
ზედწარწერანი ზოგი ასურელთა მეფეების ბრძანებით არის ნაწერნი, ზოგი ურარტელთა,
იმისდა მიხედვით, ვინ იმარჯვებდა ომშიაო. ეს წარწერანი ძველად-ძველის დროისანი
გვაუწყებენო ორის მოძღვრების ბრძოლასაო, ერთი მოძღვრება მხეცურია და მეორე უფრო
კაცებურიო. პირველი ეკუთვნით ასურელთ და მეორე ურარტელთაო.

ურარტელებმაო, ამბობს მერე იგივე ავტორი, დიდი სამსახური გაუწიეს მთელს მაშინდელს
მსოფლიო ცივილიზაციას და აქედამ მთელს ქვეყანასაო. ჯერ იმითი, რომ ჩრდილოეთიდამ
მიწოლილი ურარტი ძალიან აბრკოლებდა ასურელთ, _ მხეცურის მოძღვრების ერს, _ და
საკმაო მოცალეობას არ აძლევდა მისეოდნენ სირიას, პალესტინას და ეგვიპტეს და ერთობ
მთელს სამხრეთ-დასავლეთსაო.

მეორე დიდი ღვაწლი ქვეყნიერობის წინაშე ურარტისა ის არისო, რომ ერთის მხრით სკვითებს
და სხვას ჩრდილოეთის ბარბაროსებს გულდაგულ წინ ედგნენ და კავკასიის მთებს აქეთ არ
უშვებდნენ და ამით სამხრეთ-დასავლეთის ცივილიზაციას არ ათელვინებდნენო, და მეორეს
მხრით _ გზაში ედგნენ და ფეხს წინ არ ადგმევინებდნენ ეულს ხალხს სამხრეთის
მინდვრებისას, საიდამაც გამოვიდა სისხლისმღვრელი რჯული _ ისლამიო.

მაშ საბუთი გვაქვს ვიკითხოთ: რად სდომებიათ, რომ ძველი წარწერა ასურეთის ხანასი
აქემენიდების წარწერისთვის განგებ მიემსგავსებინათ, როგორც ბ-ნ ნიკოლსკის სიტყვებიდამა
სჩანს.

აი რა ანგარიში უნდა ვიგულისხმოთ: უკვე ვიცით, _ რა დიდი საბუთია მართალ


მეცნიერთათვის ის გარემოება, რომ ვანის ლურსმული წარწერანი, რადგანაც ეკუთვნიან
აქემენიდების წინა დროს და სომხები მარტო აქემენიდების დროს მოსულან არმენიაში და
მინამდე მათი ჭაჭანებაც იქ არ ყოფილა, აშკარაა, ანგარიშია სომეხთა მეცნიერთათვის
დაამტკიცონ, რომ წარწერები ასურელთა დრონისანი-კი არ არიან, არამედ აქემენიდების
დროინდელნი. იგი წარწერანი რომ ასურეთის ხანასი იყვნენ, ესე იგი იმ დროინდელი, როცა
იმ ადგილებში, საცა იგი წარწერანი უპოვნიათ, სომხების ხსენებაც არ ყოფილა, სომხები ისე
ადვილად ვერ დაიჩემებდნენ _ იქ ჩვენი ისტორიაა მოთხრობილიო. და თუ აქემენიდების
დროისანი აღმოჩნდებოდნენ, მაშინ ოინბაზობის და თაღლითობის ქსელი ადვილად
გაიბლანდებოდა, ადვილად გაიბმოდა სხვისის სახელის და ისტორიის დასაჩემებლად და
იმას ვეღარ უსაბუთებდნენ გასამტყუვნებლად, რომ თქვენ ჯერ სად იყავით, როცა ეს
წარწერანი ქვებზე ამოუჭრიათო.

მთელი გუნდია, რომლესაც თითქოს პირი შეუკრავთ, გაფიცულან, რომ ქვეყანა ატყუონ,
მელა-ტურა ლომად აქციონ, ლომი-კაცად, და ფრთაგაქუცულ , უხეირო კრუხ-ქათამსავით
წიწილები სჩეკონ არწივის ნაბუდარზედა.

მარტო ერთი ბ-ნი ეზოვი საკმაოა, ადამიანი შეუშინდეს თავის-თავსა და


სასოწარკვეთილებით[ ჰკითხოს: ნუთუ ადამიანი მართლა ღვთის სახისა და მსგავსებისაა?
ღმერთმა მოჰკითხოს ყველას მისნი შეცოდებანი და შეუნდოს, თუ ამისთანა საქციელი
შესანდობარია.

მას აქეთ, რაც ვახტანგმა გორგასლანმა ჩრდილოეთით უშიშარ და უზრუნველ ჰყო


მაშინდელი საქართველო, მთელი ჩვენი ისტორია მიიმართა იმაზე, რომ სამხრეთით
გაგვემაგრებინა ჩვენი თავი.

მინამ სომხეთი იყო, საქართველოს რომ თათრობა მოსევოდა, ჯერ სომხეთი უნდა
გადმოელახა. ამიტომაც ჩვენნი უდიდესნი მეფენი და სამეფოს კაცნი არაფერს არა
ჰზოგავდნენ, რომ ეშველნათ სომხეთისათვის, როცა-კი გაუჭირდებოდათ.

სამწუხაროდ, ზოგიერთს ჩვენს მეფეებს არ ესმოდათ _ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა


ქართველებისათვის სომხეთის არსებობას.

You might also like