You are on page 1of 3

ფილოლოგიაო, - ამბობს ლენორმანი,- ეს ალგებრა ენათა ცოდნის მეცნიერებისა

(ლინგვისტიკა), როგორც მას უწოდებენ, ეს მეტად ძლიერი და მაღალი საშუალება,


აღმადგინებელი ძველის ეთნოგრაფიისა, გვიმტკიცებს, რომ პირველნი მემკვიდრენი იმ
მიწისა, რომელსაც არმენია ჰქვიან, ქრისტეს წინ მეშვიდე საუკუნის ბოლომდე იყვნენ იგივე
ნათესავისა, რომელსაც ეკუთვნიან ქართველები და ზოგიერთი ეხლანდელი ხალხი
კავკასიისა. აშკარაა აქ ლენორმანს ამ სახეში ჰყავს თუშ-ფშავ-ხევსურნი, სვანნი, მეგრელნი,
ლაზნი, რადგანაც ყველა ესენი ქართველის ნათესაობისანი არიან. ამას იმ საბუთით ვამბობთ
– სწერს ილია ჭავჭავაძე – რომ ამავ წერილში იგი (ლენორმანი – ავტ.) ამტკიცებს, რომ
ურარტის ერნი სულ ერთისა და იმავე ნათესაობისანი, ერთისა და იმავე მოდგმისანი
იყვნენო, და რადგანაც მათ შორის ქართველებს პირდაპირ იხსენებს, სჩანს, აქ გულისხმობს
იმ ეხლანდელ ხალხს კავკასიისა, რომელნიც ქართველ ნათესაობას ეკუთვნიან და არა სხვა
მილეთისას, ნამეტნავად სომხებისას, რომელთაც ურარტუელებს არავითარი ნათესაობა არა
აქვთო.
ეს სწორედ ძველნი მემკვიდრენი არიან, რომელთაც დაბადება (ბიბლია, X, 3) უწოდებს
`თოგორმ~ და რომელთაც არარა იგი ერთობა არა აქვთ სომხებთან, ჰაოსიანთან. ამავე
სახელს, `თოგორმ~ სდებს არმენიის მკვიდრთა ეზეკიელ (XXVII, 14 XXXVIII, 6) იმ დროს,
როცა დიდი ნაწილი ლურსმული წარწერებისა უკვე ამოჭრილი იყო ქვებზე, იმ წარწერებისა,
რომელთაც აქამდის ვანის წარწერებს უწოდებენ“.

ფული, ჩაყრილი მიწისმოქმედების გასაძლიერებლად, ისე შეუხორცდება ხოლმე მიწასა,


რომ მისი იქიდამ ერთბაშად ამოღება შეუძლებელია.
  
 ამის გამო მიწისმოქმედება სამკვიდროდ ნაქმნარს ხარჯს ერთადერთს დროს კი არ
გვიბრუნებს ხოლმე, არამედ ცოტ-ცოტობით და თანდათან გვაწვდის, იმ დროის
განმავლობაში, რაც მისი მსვლელობისათვის საჭიროა. ეგ მსვლელობა 30, 40, 50 წელს
მოითხოვს ხოლმე.

ფრიტრედერობა წარმომდგარია ინგლისურის სიტყვისაგან free trade და სიტყვა- სიტყვით


რომ ითარგმნოს, ჰნიშნავს: აღებ-მიცემობის თავისუფლებას.

ფული იმისთანა ბუნებისაა, რომ თვითონ თავისთავად მიიზიდება ხოლმე ამისთანა


გამოსარჩენ საქმისაკენ, თუკი დაიმედებული იქნება, რომ პატიოსან კაცის ხელში ჩავარდება,
საქმეს მოხმარდება და არა სიხარბეს და ანგარობას ავზნეობისას.
ფული, როგორც ყოველივე ეკონომიური ძალ-ღონე, ისეთი თვისებისაა, რომ თითონ ეძებს
საქმეს, თითონ მიეზიდება საქმისაკენ, რადგანაც უქმად დება ეწინააღმდეგება ეკონომიურს
ბუნებას ყოველი ეკონომიურის საგნისას და მაშასადამე ფულისაც.
   
ფული ფრთხილია, წინდახედული და მარტო კარგად და საიმედოდ აგებულს საქმეს
ენდობა.
  
 კარგად და საიმედოდ ააგეთ ეს საქმე ღვინის გამძლეობისა, საბუთი მიეცით ქვეყანას, რომ
თუ ფული გექნებათ, ღვინოს საბაზრო საქონლად გაჰხდით, რომ ყველასაგან ცნობილი
სიკეთე აქაურის ღვინისა ღვინოს ხანგრძლივად რჩება, შორს გზას აიტანს, და მაშინ ფული
თითონ დაგიწყებთ ძებნას, თითონ შემოგეხვეწებათ, საქმეში წილი დამიდეთო.
   
იმიტომ, რომ მაშინ ბაზარიც დიდი ექნება ღვინოს და მოგებასაც აღებ-მიცემობისას წინ
ბევრი არა დაუდგება-რა.
   
ფულზედ ნუ ჰფიქრობთ, ოღონდ თითონ საქმეს საიმედო საფუძველი დაუდეთ და ფული
თითონ მოგნახავთ.
ფუქსინიით შეზავებულ ღვინოზედა რას ამბობს ერთი მეცნიერი ჰუსსონი: „ერთი ჭიქა
დავლიე თუ არა, მაშინვე ყელი გამიშრა და შემეკუმშა, ტუჩებზედ და ტუჩის კუთხეებში
რაღაც უგემურობა ვიგრძენი ასე, რომ იძულებული გავხდი ენით მესველები- ნა წამდაუწუმ.
გემო შაბით ნაკეთებს ღვინოს უგვანდა, ენა და ტუჩები ცოტაოდნად შემე- ღება, გულის
ზიდილი ვიგრძენი უფრო იმისაგან, რომ მაგისთანა ღვინო უნდა დამელია“.
   
ეს ფუქსინით ნაკეთები ღვინო ისეთი მაწყინარია, რომ - უკაცრაოდ არ ვიყოთ - შარდსა
წითლადა ჰღებავს და ადამიანს ტანში ხსნის, მოდით და ამას იქით გვითხარით რატომ
ფუქსინით ღვინოს არ აკეთებთ!.. რატომ „ფუქსინიზაცია“ - ეს მაღალხმოვანი სისტემა,
მიღებული არა გაქვთ-თქო.
ფულის საჭიროებას, რასაკვირველია, სულ სხვა გზა უნდა მიეცა ჩვენებურ მიწათ-
მოქმედებისათვის, რომელიც დღეს ერთადერთი სახსარია, ერთადერთი წყაროა,
ერთადერთი საეკონომიო მოქმედებაა ცხოვრების გასაძღოლად ჩვენში.

ფული რომ გვქონდეს, რომ გავმდიდრდეთ, საჭიროა `გავისარჯოთ, ვიამაგოთ~; `საზოგადო


საქმეს მარტო შრომა უნდა, ჯაფა უნდა, ბეჯითი და გულდადებითი ჯაფაცა. უამისოდ
საზოგადო საქმე, რაც უნდა კარგი იყოს თვალად, შიგნით ფუღუროა, დღემოკლეა, სუსტია.
წარამარად ბარბაცი საზოგადო საქმეში იქნება უსაქმო კაცისთვის სასაცილოდ იყოს, მაგრამ
საქმიანისათვის საწყენოა

ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო.


ფრანსუა ლენორმანი, რომელიც დიდად გამოჩენილი და ყველასაგან ცნობილი სწავლულია
და მცოდნე ძველად-ძველის ისტორიისა, დიდად სახელმოპოებული მკვლევარია იმგვარ
საბუთებისა, რომელსაც წარმოადგენენ ლურსმულნი წარწერანი, ნამეტნავად ასურულ-
ბაბილონურნი, საცა-კი აღმოჩენილან. სწორედ იგი ლურსმულნი წარწერანი ქვებზედ,
რომელთაც ბ-ნი გოლმსტრემი აღაღადებს სომხებისათვის, განსაკუთრებით გამოძიებულია ამ
სახელოვან ლენორმანისაგან.

You might also like