You are on page 1of 30

საცა მიზეზი ჭირისა ზედმიწევნილად მიგნებულია, იქ მკურნალობა ერთი-ორად 

გაადვილებულია. 

 სოფლური მეურნეობა საზოგადოდ და მიწათმოქმედება საკუთრად, ჩვენში ჯეროვანს

სიმაღლეზე არა სდგას. ამას ბევრი მიზეზი აბრკოლებს, ზოგი სოციალური, ზოგი
იურიდიული, ზოგი წმინდა ეკონომიური.

 საქმე ის არის, რომ ჩვენმა მემამულეებმა პირველშივე გული არ გაიტეხონ და პირველშივე

სულითა და გულით მიეგებნენ ამ დაწყობილებას. ყველგან ამ გზით ჰშველებიათ, ამ გზით


დაუხსნიათ თავი იმ  გაჭირებულ მდგომარეობისაგან, როგორშიაც დღეს ჩვენა ვართ
ჩაცვივნულნი.
    დროა, რაც ცალკე მეცადინეობით ვერ შევძელით, იმას შეერთებულის ღონით
შევეჭიდნეთ.

სპეციალისტ-ჰერალდიკოსები გაიკვირვებენ, რომ ორთავიანი არწივი გერმანიის, რუსეთის


და ავსტრიის ღერბისა წარმომდგარიახეტტელების აწ გამქრალ ხელოვნებისა და
სიმბოლოობისაგანაო.

ეჭვს გარეშეა, რომ გამოხატულება ორთავიანი არწივისა ყველა გამოხატულებაზედ უფრო


ხშირია, რაც კი ხეტტელების სახსოვარია ზედ ამჩნევიათ. ეს ორთავიანი არწივი ჯერ
თურკომანების მეფეებს შეუთვისებიათ და მერე ჯვაროსანთ შემოუტანიათ ევროპაში და
აქედამ გამხდარა გერმანიის იმპერატორების ემბლემად და გერმანიის იმპეერატორებისგან
გასულა რუსეთსა და ავსტრიაში’ (იხ. რ. ანდერსონი, ისტორია აღმოსავლეთის გარდასულის
ცივილიზაციებისა, რუს. ინგლისურიდამ თარგმნილი).

„ზოგნი დიდბუნებოვანნი ძველის საბერძნეთისაო, – ამბობს მერე ანდერსონი, – მცირე


მცირე აზიის შვილნი არიანო, მაგალითებრ ჰომიროსი, თალესი, პითაგორი, ჰეროდოტე და
ვისაც ამის ხსენებაზე აგონდება ეგვიპტის ქალაქები, იმას შეუძლიან უფრო ღრმად შეხედოს
საქმეს – სახელდობრ, კულტურას გიტტებისას, ანუ ხეტტებისასაო“.
“ანდერსონი იხსენებს რა ერთს საბუთს, განაგრძობს, რომ ეს საბუთი ცხადად გვანიშნებს,
რომ ხიტა ხეტტა ანუ გიტტა ქვეყანა თავისი მდებარეობით, მდგომარეობითა და ძლიერებით
თვით ეგვიპტის თანასწორი და ტოლი იყოო. როგორც ანდეროსნი, ისევ მასპერო დიდ ქებაში
არიან ხეტტების კულტურისა, სიმდიდრისა, აღებ-მიცემობისა, ვაჟკაცობისა და
გაძლიერებისა”

საიდამ არის ეს ერი (ურარტუელნი) _ დღეს ეს საგანი ბნელით არის მოცულიო, _ ამბობს
იგივე მასპერო: _ ზოგი მეცნიერნი ამბობენ, ჩრდილოეთიდამ და აღმოსავლეთიდამ
მოსულან და პირველნი დამკვიდრებულან არმენიაში არა ხატირძირობაზე, ტიგროსისა და
ევფრატის და მტკვრის (კუპ, კუპა) სათავეების ჩაყოლებაზე და ზოგნი კი პირველს მათს
სამკვიდროს გვაჩვენებენ სამხრეთისაკენ არაბიის ნახევარკუნძულზეო .

სახელოვანი ბოდენდენშტეტი, რომელიც დიდს ხანს იყო საქართველოში და არა


გზადაგზად, როგორც შარდენი, რასა სწერს ჩვენს ავკარგიანობაზე: `ქართველი
უზრუნველია, სახვალიოდ არა ჰფიქრობს, დიდს ფასს არა სდებს მიწიერს მოსახვეჭსა, არა
აქვს დაუძინებელი წყურვილი მოხვეჭისა, ამიტომაც ვაჭრობა განსაკუთრებით სომეხის
ხელშია. სამაგიეროდ, ქართველები ყველაზე უფრო ზნეობიანნი, ყველაზე უფრო
პატიოსანნი კაცნი არიან ამ მხარეში. სტუმართმოყვარეობა დიდი იციან – როგორც სხვა
კავკასიელთაც, ერთგულნი არიან – როგორც მათნი ხმალნი, სწრაფნი და მარდნი – როგორც
მათნი ტაიჭნი, ვაჭკაცნი ომში, შინ თავაზიანნი, საამურნი“ (იხ. ბოდენშტეტი, კავკასიის
ერნი, მიუნხენი, 1847 წ. ფრანგულიდან თარგმნილი).

სახელდებულნი სწავლულნი ჟან-სენ-მარტენი, ვივიანდე-სე-მარტენი, დებუა დე-მონპერე


ცხადად და გარკვევით ამბობენ, რომ ქართულნი ისტორიულნი მოთხრობანი
ღირსშესანიშნავნი წყარონი არიან არა მარტო კავკასიისა, არამედ აზიის იატორიისათვისო.
ამასთან დებუა დე-მონპერე იხსენებს ქართველებს, ვითარცა ძველის-ძველ ერს, რომელიც
უხსოვარ დროითგანვე ამიერკავკასიას დარაჯად სდგომია და ყველა სხვა ცნობილთა
ერთათანა ურთიერთობა ჰქონიაო”.
“მეცნიერი სომეხი ამათაც ეურჩება, ამათს სიტყვას აბათილებს და მაინც თავისას გაიძახის.
საბუთად და მოწმედ მოჰყავს სენკივსკი, კოხი და ლანგლუა.“

სტრაბონი ჯერ კიდევ პირველი საუკუნის დასაწყისში (საქართველოს) აღყვავებულს


მდგომარეობაში გვიხატავს, რომელმაც გასაოცარის ხელოვნების, ეკლესიებით და
მონასტრებით მოჰფინა ძველის-ძველთაგანვე თავისი მხარე, რომელმაც გაავსო როგორც
საქართველო, აგრეთვე საბერძნეთი და პალესტინა ქართულის სამკაულებით და
მანუსკიპტრებით, რომელმაც ძველადვე ჰთარგმნა ფაჯლაეურ ენაზე შედგედნილი
სანსკრიტული მოთხრობა `ქილილა და მანა~, `ვის-რამიანი~ და შეჰქმნა დიდებული პოემა
`ვეფხის-ტყაოსანი“, რომ სხვა აღარა იყოს-რა“.

სოფლის მეურნეობა ერთი იმისთანა საქმეა, რომელსაც ორი დიდი გაჭირება აქვს თავის
გაძლიერებისათვის. ერთია სამუდამოდ განკარგება მამულისა, რომელიც დიდხანს
დაბანდებას ფულისას ჰთხოულობს და ამასთან დაბანდებულს ფულს წვრილწვრილად და
თანდათანობით აბრუნებს უკან და არა ერთხანად და მთლად. ამ საჭიროებას იმისთა- ნა
კრედიტი უნდა, რომელიც ხანგრძლივია და წვრილწვრილად გადასახდელი. აი სწორედ
ამისთანა კრედიტს იძლევა საადგილმამულო ბანკი.

სოფლის მეურნეობას, მიწათმოქმედებას სხვა მოკლე ვადის საჭიროებაცა აქვს. მაგ.,


საჭიროების მანძილია მოკლე ხანა მოსავლიდამ მოსავლამდე. ამ მოკლე ხანში მეურნეობას
ხშირად უჭირს ხოლმე ხარჯის გასაძღოლად ფული. ხან იმიტომ, რომ წინა წლის მოსავალი
თავის დროზე და თავის ფასად ვერ გაუყიდნია, ხან იმიტომ, რომ წინა წლის მოსავალი
ნაკლებია და არა სწვდება ხარჯსა. რა ჰქმნას ამ სოფლის მეურნემ? უნდა სადმე იშოვოს
ფული ახალ მოსავლამდე. რადგანაც ამ მოსავლიდამ მოსავლამდე ხარჯს ახალი მოსავალი
მთლად და ერთხანად უბრუნებს ხოლმე, ამიტომაც მეურნისათვის საშიშარი არ არის სესხის
ვადად ახალი მოსავალი დაიდოს და პირობად ერთხანად და მთლად დაბრუნება ნასესხისა.
ამ გაჭირებას უნდა სწორედ იმისთანა კრედიტი, რომელიც მოკლევადიანია და ერთხანად
მოსაშორებელი.
   
საადგილმამულო კრედიტი ბუნებითად ხანგრძლივია, რთული, მრავალის აუცილე- ბელ
ფორმალობით დატვირთული, და კაცი, მინამ მის მოთხოვნილებას აასრულებს,
მოსავლიდამ მოსავლამდე გაჭირებას ვერას უშველის.
სოფლის ნაწარმოების ფასის ნაკლებობას მიზეზადა აქვს უქონლობა გლეხკაცთათვის
შესაფერ კრედიტისა.

სასურველია, რომ ჩვენთა იმიერ და ამიერ მოძმეთა თავის-დღეში არ იფიქრონ, რომ ძმურად
გამოწვდილი ხელი ძმურადვე გულმხურვალებით ჩამორთმეული არ იქნება. ღმერთმა
გვიხსნას ამისთანა ფიქრისაგან!...
   
საგლეხკაცო ბანკის განსაკუთრებული და ერთადერთი აზრი ის არის, რომ გლეხკაცო- ბას,
რა უწყებისაც გინდ იყოს, გაუადვილოს მამულების სყიდვით შეძენა, როცა მამულის
პატრონს გასყიდვა უნდა და გლეხკაცობას სყიდვა. მთელი მოქმედება ამ ბანკისა იმაზეა
მიქცეული, რომ გლეხკაცობას სესხად აძლიოს ფული მამულის სასყიდლად და ამნაირად
ნასყიდი მამული გირაოდ იქონიოს ნასესხის გადახდამდე.

საადგილმამულო ბანკის სიკეთე სხვაგან ბევრგან უცდიათ. საცა პირველ გაჩნდა მაგისთანა
ბანკი, იქ მაშინ მიწათმფლობელთა საქმე ჩვენზედ ბევრად უარესს დღეში იყო და მით იგი
არავის დაუწუნია. აი რას ამბობს ერთი მეცნიერი*:
   შვიდწლიანი ომი რომ გათავდა, მამულ-დედულის საქმე პრუსიის მემამულეთა სულ პირქვე დამხო-
ბილი იყო, პროვინციები, საცა კი ჯარი იდგა, სულ აოხრდა და გავერანდა. მარტო ერთი ქონებაღა  შერჩათ
ცარიელი მიწა.სახლები და საოჯახო შენობანი გადიწვნენ და დაიქცნენ, პირუტყვ-საქონელი ან სულ არსად
იყო, და საცა იყო, სულ გაწყდა შიმშილისა და უჭმელობისაგან, სახნავი მიწები რამდენსამე წელს უქმად
იყვნენ დარჩენილნი. მამულების ფასმა ორ მესამედს და ნახევარზედ ძირს დაიწია.ეს გარე- მოებანი ომის
დროს არ იჩენდნენ თავს, და რაკი 1763 წელს შერიგება ჩამოვარდა, მაშინ წარმოუდგნენ ყველას თვალწინ.
თუმცა საზარელი ომები იყო, მაგრამ მებატონენი ამ ომებს ბევრს გამორჩნენ; დიდი ფული დაუტრიალდათ
ხელში. ამ გამორჩომამ წაიტყუა ისინი და ფლანგვას და ტყუილ-უბრალო ხარჯს ბოლო აღარა ჰქონდა.
ბოლოს რომ თავისი შემოაკლდათ, ვალების აღებას მიჰყვეს ხელი და დიდძალი ვალი დატყდათ.
   სწორედ ამ დროს, ამისთანა უნუგეშოდ ყოფილს მიწათმფლობელობას მოაშველა პრუსიის
მთავრობამ საადგილმამულო კრედიტი, რადგანაც უკეთესი სახსარი სხვა ვერა იპოვა-რა.
1770 წელს სილეზიაში გამართა პირველი საადგილმამულო ბანკი, მერე 1777 წ. გაიმართა
ბანკი ბრანდერბურგს, პომერანიაში 1780 წ., დასავლეთს პრუსიაში 1787 წ., აღმოსავლეთს
პრუსიაში 1788 წ. და1821 წ. პოზნანში. რომ ამ ქვეყნებს დიდი შეღავათი მისცა
საადგილმამულო კრედიტმა და თითქმის ფეხზედ წამოაყენა, ეს ამბავი დღეს ეჭვგარეთ
არის. მაშასადამე, საადგილმამულო ბანკს თვის არსებასა და ბუნებაში არავითარი საწამლავი
არა აქვს მემამულეთა დასაღუპავად.

საქმე ის-კი არ არის - გაჭირვებულის გული მოიგო ცარიელის სიტყვით, არამედ ის, რომ თუ
საშველია რამ, ეშველოს, თუ არა და მოურიდებლად, პირდაპირ, ღობე-ყურეს მოუდებლად,
უთხრათ: საშველი არ არის და ტყუილად გაგიზვიადებია სურვილი-თქო.
  
 ღობე-ყურეს მოდება ღალატია საქმისა. საჭიროა გულახდილად ლაპარაკი, პირდაპირი,
პირმოუფერებელი თქმა.
საითაც უნდა მიიხედოთ, რომელი ქვეყანაც გინდათ გასინჯოთ, ყველგან ერთს უცილობელს
ჭეშმარიტებას დაინახავთ: იგი ქვეყანაა უფრო ბედნიერი, უფრო ღონიერი სულითა და
ხორცით, რომელსაც თვითმოქმედება გაძლიერებული აქვს და ყოველის მოძრაობის სათავედ
შეჰქმნია. პირიქით, საცა ეგ  თვითმოქმედება გაღვიძებული არ არის, იქ კერძო კაციც და
საზოგადოებაც საერთოდ ფერმკრთალია, უღონო და ცოცხალ- მკვდარი.

საზოგადო მოღვაწის ბურჯი თვითონ საზოგადოებაა და საზოგადოების გაუბრუდებე-


ლი სამართლიანობა. ამაშია იგი წყარო ღონისა, მხნეობისა და გულმოდგინეობისა, იგი
წყარო, რომელსაცა სვამს საზოგადო მოღვაწე, როცა კიცხვა და კილვა, ათასნაირი მწუხა-
რება და უსიამოვნოება გულს უშრობს ხოლმე რთულისა და მძიმე მოვალეობის ასრულე- ბის
გზაზედ. ამით იგრილებს იგი დამწვარს გულს და იფონებს კიცხვა-კილვისაგან შეხუთულს
სულსა, და ერთი წუთი ამისთანა მოფონებისა მთელის წლების მწუხარებას გადააჭარბებს
ხოლმე თვისის ღირსებითა და სიკეთითა.
   
საწამლავით ოხუნჯობა საშიშარია.

სახელმწიფო, რომლის მიზეზი და საბუთი არსებობისა სხვა არა არის რა, თუ არ მკვიდრთა
კეთილდღეობისათვის მზრუნველობა, უნდა იმასა ჰცდილობდესო, ამბობენ
ფრიტრედერობის მომხრენი, რომ ცხოვრებისათვის საჭირო საქონელი ადვილად და იეფად
მოსაპოებელი იყოს ყოველის მკვიდრისათვისო, რადგანაც მკვიდრი კაცი მით უფრო
ეკონომიურად ბედნიერია, რამოდენადაც უფრო სავსედ, უფრო მთლად ჰშოულობს სარჩო-
საბადებელსა და რამოდენადაც უფრო ბევრს საჭიროებას ცხოვრებისას იკმაყოფილებს
ადვილად და გაუჭირებლადო.
   
დროთა მიმავლობაში ამ მოძღვრებამ ისეთი სახელი გაითქვა, რომ ერთაშორისმა
კანონმდებლობამაც კი შეიწყნარა და სათავედ დაუდვა ყოველს თვისმოქმედებასა. ამ
მოძღვრების საფუძველზედ შესდგა 1861 წ. აღებ-მიცემობის კონვენცია (ხელშეკრულება)
ინგლისსა და საფრანგეთს შორის და 1865 წ. გერმანიასა და საფრანგეთს შორის.
  
 ევროპაში არსებობდა და მოქმედებდა უფრო თავისუფალი აღებ-მიცემობის სისტემა იმ
დრომდე, ვიდრე გერმანია და საფრანგეთი ერთმანეთს გადაეკიდებოდნენ.

საშინაო და საგარეო პოლიტიკამ თვითეულის ცოტად თუ ბევრად შემძლებე- ლის


სახელმწიფოებისამ თავისი ზომა მიიღო, რომ სახელმწიფომ, რაც შესაძლოა, დიდი და ბევრს
ადგილას ბაზარი იქონიოს თავის საქონლის გასასაღებლად ქვეყნის მოედანზე და სხვისას კი
კარი შიგნიდამ ურდულით მაგრა გამოუკეტოს.
   
პირველის აზრის მისაღწევად ის ღონე იხმარეს, რომ საგარეო პოლიტიკა სახელმწიფო- სი
კოლონიების და სხვა ქვეყნების დაპყრობაზედ მიჰმართეს, სახელდობრ იმისთანა
ადგილებისაზედ, საცა და საიდამაც საქონლის მიტანა და მიწვდენა თავისუფლად შეიძ-
ლებოდა აღებ-მიცემობის გასამართავად, - და მეორის მისაღწევად ისა, რომ  თავ- თავის
სახელმწიფოებს საბაჟო ზღუდეები შემოავლეს.
   
პირველ ხანებში პირველს მიმართულებას უფრო უპირატესი და უაღრესი ადგილი ეჭირა
ევროპის პოლიტიკაში და ყოველი სახელმწიფო, რომელსაც კი (როგორც, მაგალი- თებრ,
ისპანიას, საფრანგეთს, ინგლისს, იტალიას) გზა თავისუფალი ჰქონდა ზღვებზედ
სავლელად, მიესია სხვა შორეულს ქვეყნებს დასაპყრობად, და ვისაც ზღვის გზა არა ჰქონდა,
როგორც, მაგალითებრ, რუსეთს, მან ზღვებისაკენ გაიწია, რომ კარი გაიღოს შინიდამ გარეთ
გასასვლელად.
   
ეს მიმართულება ერთს დროს ისე გაძლიერებული იყო, რომ თვითეული დიდი სახელმწიფო
თითქმის მარტო ამისათვის იყო მოცლილი და თითქმის მარტო ამას ალევ- და თავის ძალ-
ღონესა. მაშინ, ვინც რა მოასწრო და შეირჩინა, დღეს თვითეულს ხელთ უპყრია და მაგრად
ეჭიდება.
   
მას აქეთ ეს მიმართულება ცოტად თუ ბევრად განელდა, დაწყნარდა, ჯერ იმიტომ - რომ
თითქმის რაც სახარბიელო ადგილები იყო, უკვე დაჭერილია, და მერე იმიტომ - რომ
თვითონ კვლავ დასაჭერი ქვეყნები თავგამოდებით ეურჩებიან უცხოთა ზედმისევასა და ისე
ადვილად აღარ უვარდებიან სხვას ხელში, როგორც უწინ.
   
ამას გარდა, თვით სახელმწიფოთა შორის ცილობა და შური ყველგან მოსარჩლეს უჩენს
დასაჭერად ნიშანში ამოღებულს ქვეყანასა, თუ ერთი მათგანი სხვის დაუკითხავად წაეტანა.
დასაჭერი ქვეყნები ამ სარჩლში, შურისა და ცილობისაგან გამოწვეულში, თავის დასახსნელს
ღონესა ჰპოებენ, როცა გაუჭირდებათ ხოლმე.
  
 ამის გამო, თუ სხვა მიზეზით, ამ მიმართულებისაგან მოიცალა სახელმწიფოთა პოლიტიკამ
და ცოტად თუ ბევრად სხვა პოლიტიკისათვის ადგილი დაათმობინა.

საადგილმამულო გადასახადი იმავე არსებისაა, რაც სხვა ყოველი გადასახადი, რომელ- საც
ერთობ ეძახიან გადასახადს შემოსავლისას*  და რომელიც პირდაპირთა გადასახადთა
შორის უფრო სამართლიანია და უფრო სასურველად ცნობილი მეცნიერებისაგან. კომლზე
გადასახადი, როგორადაც დღევანდლამდე ჩვენშია, ანუ ქუდზე-კაცად, როგორა- დაც აქამდე
იყო რუსეთში, მეტნაკლებობას ქონებისას არ დაგიდევდათ, იმიტომ რომ ხარჯის მხდელი
იყო კომლი, ანუ ქუდზე-კაცი, იმისდა მიუხედავად, რა ქონებისაა ან ერთი, ან მეორე. ამ
უკანასკნელ შემთხვევაში ხარჯის ფული ერთნაირად გაიწერებოდა ხოლმე ან კომლეულად
ან ქუდზე-კაცად და მერე თვით ხარჯის მხდელებზე იყო მინდობილი გაწერილი ფული
გაინაწილონ ერთმანეთში, როგორც უნდათ, და ამ განაწი- ლებაში ღარიბი უფრო
იჩაგრებოდა, ვიდრე მდიდარი. ეხლა-კი განზრახულია ეს პირდაპირი ხარჯი ახდევინონ
მარტო ქონების კვალობაზე.თვით სახელწოდება საადგილ- მამულო გადასახადისა
გვიჩვენებს, რომ აქ ქონებად იგულისხმება ადგილ-მამული და არა სხვა რაიმე მოძრავი
კუთვნილება და მარტო ამით განირჩევა სხვა იმგვარ პირდაპირ გადასახადისაგან, რომელსაც
ჩვენ ერთობ გადასახადი შემოსავლისა ვუწოდეთ.

საცა მთავრობას სოფლის მეურნეობის საჭიროების გამომთქმელ ორგანოდ თვით


საზოგადოება ჰყავს და ამ საჭიროების პასუხის საგებად და დასაკმაყოფილებლად მარტივი
მთავრობითი წყობილება, იქ სოფლის მეურნეობა დღედადღე წინ მიდის ხალხისა და
მთავრობის საკეთილდღეოდ.
   
აქედამ სჩანს, რა ნერგზედაც შეუძლიან აყვავება ჩვენს კავკასიის სასოფლო მეურნეობის
საზოგადოებას. იგი უნდა იყოს ჭეშმარიტი წარმომადგენელი ადგილობრივთა
მიწათმომქმედთა და სასოფლო მეურნეობის მოწარმოეთა, რომ ამ გზით მთავრობას
საშუალება ჰქონდეს სცნოს ნამდვილი, უტყუარი და აუცილებელი საჭიროება ჩვენის
მეურნეობისა.
   
მეორის მხრით - იგი უნდა იყოს შუამდგომელი მთავრობის წინაშე, რომ, საცა საჭიროა
მთავრობის მუდამი მზრუნველობა და შემწეობა იქით მიჰმართოს. მხოლოდ მაშინ ეს
საზოგადოება გაუწევს ჯეროვანს სამსახურს თვით მთავრობასა და, მთავრობის შემწეობით,
ქვეყანასაცა.
   
თუ ეს ასე არ იქმნა, ეს „საზოგადოება“ ისევ ისე მკვდარი იქნება, როგორც აქამომდე იყო.
  
ტყუილი გამართლებაა, რომ ჩვენებური სასოფლო მეურნეობის მოწარმოენი მონაწილეობას
არ იღებენ „საზოგადოებაშიო“ და ამიტომ „საზოგადოებას“ ის ვერ შეუძლიან ჰქმნას, რის
ვალდებულიც არისო.

სოფლის მეურნეობის მოწარმოეთა უფრო ბევრი უფლება აქვსთ ჰოლანდიაში და


ნამეტნავად ინგლისში თვისის საჭიროების ვრცლად გამოთქმისათვის და მთავრობის წინაშე
შუამდგომლობისათვის. ამ ქვეყნებში მთავრობა მარტო იმის ცდაშია, რომ საცა სოფლის
მეურნეობას უჭირს, იქ მიეშველოს დაუყოვნებლივ: ამაში არასფერს არა ზოგავს და არა
ხარჯს არ ერიდება.
   
რობერტ პილის წარდგენითა 1846 წელსა ინგლისის მთავრობამ გადაჰსდვა სოფლის
მეურნეობის მოწარმოეთა ხელის გასამართავად 18.750.000 მანეთი. 1846 წლიდამ 1850
წლამდე ინგლისის მთავრობამ სოფლის მეურნეობის მოწარმოეთ ორმოცდათოთხმეტ
მილიონზედ მეტი მანეთი მიაშველა სესხობით.
   
ჰოლანდიაში, თუმცა პატარა ქვეყანაა, მაგრამ აქაც მთავრობა მილიონებით შველის სოფლის
მეურნეობასა. მაგალითად ჰარლემის ტბის დასაშრობლად 4.200.000 მანეთი მთავრობამ
დახარჯა და ეხლა ეგ ტბის ალაგი მთელის ჰოლანდიის ბოღაზია. ზუიდერზის ტბის
დაშრობისათვის 30 მილიონია გამოყვანილი. საცა სოფლის მეურნეობას თვისის საჭიროების
გამოსათქმელად თვისი საკუთარი საზოგადოება ჰყავს, საცა ამ საზოგადოებას
დაუბრკოლებელი შუამდგომლობა აქვს მთავრობის წინაშე და საცა მთავრობა მარტო იმის
ცდაშია, რომ ყველგან საზოგადოების ჩვენებით და დანიშვნით თავისი შემწეობის ხელი
მიაწვდინოს.

სოფლის მეურნეობას, ადგილ-მამულის პატრონობის წარმოებას, დიდი მნიშვნელობა აქვს


ხალხის სიმდიდრისათვის ყველგან და ჩვენში უფრო განსაკუთრებით. იმიტომ რომ ჩვენში
სხვა თვალსაჩინო ეკონომიური წარმოება არა არის რა, თვინიერ სოფლის მეურნეობის
წარმოებისა. თავი და ბოლო ხალხის ცხოვრებისა, საზრდოებისა, სიმდიდრისა, მაგაზედ
არის დამყარებული. ჩვენ ვიმეორებთ, რომ ეს ყველგან ასეა და ნამეტნავად ჩვენში მეთქი.
ხალხის სიმდიდრეზედ კიდევ დაფუძნებულია ყოველის მთავრობის სულიერი და
ხორციელი კეთილდღეობა.

საცა ბუნებური გარემოება, თვისება ჰავისა და მიწისა ხელშემწყობია ადამიანისა, იქ


ერთადერთი მიზეზი მოქმედების, მრეწველობის გაძლიერების, ადვილად და იეფად
მისაწვდენი ბაზარია.

საზოგადოდ, დიდი შეცდომაა იმისთანა ქვეყანაზედ, როგორიც კახეთია, რომელსაც


ბუნებური სიკეთე ჰავისა და დედამიწისა ასე უხვად ჰრგებია, კაცმა ჰსთქვას, რომ საქონელი
არ ექნება ბაზარში გამოსატანიო. თუნდაც დღეს კახეთი სწორედ ამ უნუგეშო ყოფაში იყოს,
მაინც სახვალიოდ ეგ არ ითქმის.

სისწრაფეს და სიიეფეს გზისას საქონლის გასასაღებლად ვერაფერი ვერ უპირდაპი-


რებს.
  
თვით სიკეთე და მაღალი ხარისხოვნება საქონლისა უღონოა ამ პირდაპირობის წინაშე.
საკვირველი გახშირება სამიწათმომქმედო მაშინებისა ამერიკაში ხარჯს პურის მოყვანისას
მეტისმეტად აცოტავებს. თითქმის არ არის იმისთანა სამუშაო მიწისა, რომ მაშინით არა
კეთდებოდეს. გარდა ამისა, რომ ხარჯი იქ ამ გზით შემოკლებულია, თითონ მოსავალიც
პურისა დიდია, იმიტომ რომ ცოდნით ეკიდებიან საქმეს და ყოველს სახსარს და ღონეს
მეცნიერებისას ჰხმარობენ შემოსავლის განდიდების და გაძლიერებისათვის.
   
რა თქმა უნდა, ეს ყოველი იმოდენად გააიეფებს პურსა, რომ ჩვენ ამაში ცილობის გაწევა არ
შეგვიძლიან, თუნდ ესეც არ იყოს, მარტო ის გარემოება, რომ ყოველი კუნჭული ამერიკისა
რკინისგზით არის შეერთებული ნავთსადგურებთან და რკინისგზებით პურის გადატანა
დაუყოვნებელია, სწრაფია და იეფი, - მარტო ეს გარემოება საკმაოა დააფოლოს ჩვენი პური
საქვეყნო ბაზარში და იქიდამ როგორც მეტიჩარა გამოდევნოს.
   
საზოგადოდ რუსეთში რკინისგზებზედ საქონლის გადატან-გადმოტანის წესები მეტად
ხელს უშლის გადამტანელს და მერე თითონ ფასიც გადატანისა ძვირია.
  
 ჩვენში ხომ წესებიც უარესია და ფასიც მეტი. ფასს კიდევ როგორმე აუვიდოდა კაცი, რომ
წესები არა ჰხუთავდნენ და საქონლის მოძრაობას არ აბრკოლებდნენ. მოიტან რომელსამე
რკინისგზის სადგურზედ სოფლიდამ პურსა, თუ ამის მსგავს რასმე, და არ იცი, ერთი დღე
მოგიგვიანდება, ერთი კვირა, თუ ერთი თვე საქონლის დადებამდე და გასტუმრებამდე.
მინამ მოტანილს საქონელს სადგურიდამ დასძრავ და გაისტუმრებ, შენ შენი გემართება.
კიდევ კარგი იქნებოდა, რომ საქონელისათვის წვიმისა და მზისაგან შესაფერი ალაჩუხი
მაინც რამ იყოს, რომ ლოდინში არ დაგილპეს და არ წაგიხდეს. ჩვენდა სამწუხაროდ, არც ეს
არის. აბა როგორ იხეიროს ამგვარ ყოფაში ვაჭრობამ? აბა რა ანგარიში იქონიოს მსყიდველმა
თუ გამსყიდველმა ან ფულისა და ხარჯისა, ან დროსი და პაემანისა, რომელიც ასე საჭიროა
ჭეშმარიტის აღებ-მიცემობისათვის და მარჯვედ ვაჭრობის წარმართვისათვის?
   
ამასაც თუნდა თავი დავანებოთ. რკინისგზის სადგურამდე პურს მოტანა არ უნდა? არის კი
გზები ამისათვის სოფლიდამ?
   
არის, როგორ არა, მაგრამ ვაი ამ გზებზედ მატარებელთ და საქონლის მზიდავთა. ჯერ როცა
მშრალობაა, ჩვენი ძველებური ფეხმძიმე ურემი კიდევ ვაი და ვაგლახით, როგორც არის,
ახერხებს საპალნეების ზიდვასა, მაგრამ ვაი მაშინ, როცა ატალახდება ხოლმე, მაშინ ხომ
ძაღლიც არ გაიგდება ჩვენებურს გზებზედ.

საქვეყნო ბაზარში დიდი ცილობაა, რომელსაც მეცნიერნი „კონკურენციას“ ეძახიან. რომ ამ


ცილობაში ჩვენმა პურმა თავი გაიტანოს და საქვეყნო ბაზრის მოედანზედ თავისი შესაფერი
ადგილი დაიჭიროს, ორი აუცილებელი სიკეთე უნდა სჭირდეს: ერთი რომ თვისებით და
ღირსებით სხვაზედ კარგი იყოს და მეორე სხვაზედ იეფი, თვისებისა და ღირსების
კვალობაზედ.

საცა მოგებაა, ფული დაკეტილ ზანდუკიდამაც თავისთავად ამოძვრება და თქვენ დაგიწყებთ


ხვეწნას.
  
 ესეთია ბუნება ფულისა, როგორც ყოველ საეკონომიო ნივთისა,- იქით მიიზიდება, საცა
გამორჩენა ხეირია.

სად ქართველი კაცი და სად ერთიანი გარჯა! სად ქართველი კაცი და სად საყოველთაო
საქმისათვის ერთად, კრებულად თავის მოყრა და ერთად უღლის წევა!
   
ასე იცის წყეულმა დაქსაქსულობამ, ასე იცის ერთმანეთის მიუკარებლობამ და
გაუტანლობამ, ასე იცის იმ საყოველთაო გრძნობის არ ქონვამ, რომელიც საკრებულო არსებას
უნდა ჰქონდეს  აზარმაცსავით, რომ ამ წუთისოფლის საპალნე ადვილად ასწიოს და
ჰზიდოს.
   
წარმოუდგენელია, რამ-სიდიდე უბედურება დაგვატყდება თავს, თუ მართლა ჩვენს
ქვეყანაში ამოწყდება ვაზი.
  
 მართალია ჯერ ამაზედ, ღვთის მადლით, შორსა ვართ, მაგრამ ჩვენის უთაურობის ამბავი
რომ ვიცით, ამ სიშორესაც  შევიმოკლებთ. რომ არას დავდევთ და ყველაფერი ღვთის
ანაბრობაზედ მიგვიგდია, მაშ რა კეთილი დაგვეყრება?

სამი მიზეზი ერთად მოქმედობს, ჩვენის ფიქრით, თუ მართლა ვენახის მიმდევარი


გლეხკაცი უფრო ვალში ჩაფლულია, უფრო შეუძლებელია, ვიდრე ხვნა- მთესველი,
რომელიც უფრო ცოტაზედ, მაგრამ უფრო ნაკლებ განსაცდელიანს და უფრო დიდად
საიმედო მოსავალზედ დამყარებულია. ერთი მიზეზი ის უნდა იყოს, რომ ვენახის კეთების
ხარჯი იმოდენაა, რომ თუ ვინიცობაა მოსავალი მოსცდა, გლეხი უვალოდ ამ ხარჯს ვერ
გადურჩება; მეორე ისა, რომ დიდი მოგება ვენახისა ვალის შიშს უფრთხობს გლეხსა და
ძნელად საკისრებელს ადვილად კისრად აღებინებს; მესამე ისა, რომ იგივ დიდი მოგება
ვენახისა ფულის პატრონს უფრო ადვილად ამეტებინებს სასესხებლად ფულსა ვენახის
პატრონისათვის. ხოლო ყოველსავე ამ მიზეზს და ვენახის პატრონების ღარიბად ყოფნას
მაშინა აქვს ადგილი, როცა დამტკიცებული იქნება, რომ რიგიანი მოსავალი ვენახისა ძალიან
იშვიათია ჩვენში და ნაკლები ხშირი.

სიმდიდრეს ქვეყნისას შეადგენს ის ძალ-ღონე ჰავისა და მიწისა, რომელიც შესაძლოდა


ჰხდის მოცემის მრავალგვარიანობას, და რამოდენადაც ეს მრავალგვარიანობა დიდია,
იმდენად მდიდარია ქვეყანა.

საფრანგეთის მინისტრმა ქიმიკოსმა შანტალმა აღმოაჩინა, რომ შესაძლოა მჟავე ღვინოს


სიმჟავე დაუკარგოს კაცმა; თუ ფხვნილი მარმარილო ჩააყარა, სიმჟავეს მარმარილო  შეისვამს
და მერე ძირს დაილექებაო. მერე მარმარილოს მაგიერად ამისათვისვე თაბაშირს დაუწყეს
ხმარება და ამ თაბაშირით ნაკეთობას საფრანგეთში platrage-ს ეძახიან და თვითონ სისტემას
კი „შანტალიზაციას“.

საჭიროა ავნუსხოთ, - რა წუნსა სდებენ ჩვენს ღვინოს და რა წამალს გვირჩევენ; მაშინ


დავინახავთ, სადამდე მიდის მართალი და ტყუილი. საზოგადოდ უნდა ვსთქვათ, რომ
წუნმდებელთა თქმული ამ საგანზედ არასფერზედ არ არის დაფუძნებული და სულ იქიდამ
არის წარმომდგარი, რომ ჩვენ ყველაფერში ჩამორჩენილი ვართ სხვებზედ, და რაკი
ყველაფერში უკანა ვართ, ღვინის საქმეშიაც უკან უნდა ვიყვნეთ, მაშასადამე, ჩვენი, რაც კია,
არ უნდა ვარგოდეს. ამ საბუთით შეიარაღებულნი საკმარისად ჰხედვენ მარტო ზოგადის
ფრაზებით წუნის დადებას და ამით იოლად წასვლასა.

სამხრეთ რუსეთში, საცა მდინარეებს საწყლე დაბლები აქვთ, ძნელია წყლების ამოყვანა
მაღლა და იქიდამ მიშვება. ამისათვის იქ ცალკე მოწყობა უნდა, ცალკე მანქანები წყლის
მაღლა ამოსაყვანად და მერე არხში ჩასაშვებად. ჩვენში ეს არ დასჭირდებათ, რადგანაც
თითქმის ყველა ჩვენებურს წყალს სათავე მაღალი აქვს და კარგი ავალა. ამიტომაც ჩვენში
ოღონდ არხი იყოს, წყალი ადვილად და გაუჭირებლად მიეგდება და წავა.

საითაც კი მიიხედავთ ჩვენში, ყველგან ნახავთ ნაშთს ზოგან უზარმაზარის არხისასაც, შორს
რომ არ წავიდეთ, საკმაოა ვანიშნოთ უშველებელი არხი ფშავის არაგვიდამ წამოღებული,
რომლის კვალი დღესაც ატყვია თბილისიდამ დაწყებული თითქმის ფშავის არაგვის დიდ
არაგვთან შესართავამდე, და მეორე არხი კიდევ ალაზნის მარჯვენა მხარეზედ. ეტყობა ჩვენს
მამა-პაპას არაფერი არ დაუზოგავთ, რომ არ შეჰშინებიან და ამოდენა არხების გაჭრისათვის
თავი დაუდვიათ. რამოდენა ჯაფა, ხარჯი და ხალხი დასჭირებია, იქიდამა სჩანს, რაც
ხალხის ხსოვნაში დღესაც დარჩენილია. მივიღებთ რა სახეში, რომ ყოველს დიდს საქმეს
ჩვენში თამარ მეფეს ვაწერთ, ხალხი ალაზნისა და არაგვის პირისანი დღესაც ამბობენ, რომ
როცა თამარ მეფემ გაიყვანა ეს არხები და ბოლოში წისქვილი დააბრუნა, წისქვილის
ქვებიდამ სისხლი გადმოსკდაო. ეს ამბავი გვაუწყებს,- რამოდენად ძვირად დასჯდომია
ხალხს ეს დიდებული საქმე, რომ მის წარმოდგენით მის მიერ დაღვრილი ოფლი სისხლად
გადმომსკდარა წისქვილის ქვებიდამ.

სადაც ჩაი, სორგო, ალისარჩული, აბრეშუმი მოდის, საცა ბამბა ხეირობს, საცა ყოველგვარი
ხეხილია შესაძლებელი, საცა ყურძენი მოდის, ღვინო დგება, საცა შესაძლოა გაჩენა თითქმის
ყოველგვარ საზეთე, სამღებრო და სააფთიაქო მცენარეებისა, იქ მიწისა და ხელის მოცდენა
იმისთანა ფასმოკლე ჭირნახულისათვის, როგორც, მაგალითებრ, პურია, ჩვენის ფიქრით,
დიდი შეცდომაა.

სწორედ წყლის ნაყვა იქნება, ვიდრე ან არ ვისწავლით ერთისა და იმავე შრომით და ხარჯით
ახლანდელზე ბევრად მეტი გამოვაღებინოთ მიწას, ან არ ვისწავლით სხვა უფრო ძვირფასი
რამ მოსავალი მოვაღებინოთ იმისთანა, რომლის შეძლებასაც უხვად გვაძლევს აქაური ჰავა
და მიწა, და რომელსაც ყოველთვის მუშტარი ჰყავს რუსეთში და საზღვარგარეთაც.

საქმე ის არის, რომ დღევანდელმა დღემ კაცობრიობა იქამდე მიიყვანა, რომ თუ ერს ქონება
შეძენილი არა აქვს და მის გაძლიერების გზაზე არა სდგას, იგი ღონემიხდილი ლომია,
უხორთუმო სპილოა იმ მწვავს და დაუნდობელ ომში, რომელსაც არსებობისათ- ვის
ბრძოლას ეძახიან.
  
 ამ ბრძოლაში „ ყურთმაჯთ ბრიალი, ხმალთა ტრიალი, ცხენიდამ ხტომა და კვლავ შეხტომა“
ვერაფერი თამასუქია გამარჯვებისა, ვერაფერი ღონეა.

საცა მიზეზი ჭირისა ზედმიწევნილად მიგნებულია, იქ მკურნალობა ერთი-ორად


გაადვილებულია.
სოფლური მეურნეობა საზოგადოდ და მიწათმოქმედება საკუთრად, ჩვენში ჯეროვანს
სიმაღლეზე არა სდგას. ამას ბევრი მიზეზი აბრკოლებს, ზოგი სოციალური, ზოგი
იურიდიული, ზოგი წმინდა ეკონომიური.
       

 ერთიცა და მეორეც იგი განძია, ურომლისოდაც არავითარი წარმოება საზოგადოდ და


მიწათმოქმედება საკუთრად ფეხსაც წინ ვერ წასდგამს.

საწყალო ქვეყანავ! შენს ღონიერს დედამიწაზედ იქნება ორიოდე კაცი იმისთანა დადიოდეს,
რომელიც სადმე მარტო ჩუმად სტირის შენს მაგ ყოფაზედ, ჩუმადა სტირის იმიტომ, რომ შენ
შვილებს რომ თავისი ცრემლი დაანახოს, ის პატიოსანი, მდუღარე ცრემლი, _ შენი კეთილი
შვილები თითონვე დასცინებენ და პატიოსანს ცრემლს უპატიოდ გაუხდიან. რა გამოვა, რომ
შენთვის მტირალთა ხმამ შენ შვილებამდინ მოახწიოს?..

...სჩანს თითონ ჟურნალსა არა ჰქონია იმოდენა ღონე და მიხვედრა, რომ მიეგნო, რა უჭირს
საზოგადოებას, ცხოვრებას, რომ იმას უშველოს; ან მიუგნია და ვეღარ შესძლებია შველა; ან
კიდევ ცხოვრებას არ მოუთხოვნია და ის კი ადრეულად გამოსულა ცხოვრების საშველადა.
ამას გარდა კიდევ არის სხვა მიზეზიც, რის გამოც ჟურნალი არ მოეწონება ხოლმე ხალხსა. ეგ
იმისთანა ჟურნალია, რომელიც დაგვიანებულა და უკან დარჩომია ცხოვრებასა: ცხოვრება წინ
წასულა და ის კი უკან მოსჩანჩალებს, როგორც ფეხმოტეხილი ცხვარი თავის ფარასა. თავის
ჩანჩალში ის კოჭლი ჟურნალი არამც თუ არჩევს და ხსნის, რაც თვალწინ უტრიალებს
საზოგადოებასა, არამედ თავმოწონებით ჰკრეფს, რაც თვით საზოგადოებას თავის
განვითარების გზაზედ გადუყრია, როგორც უვარგისი და გამოუსადეგი.

სენტიმენტალური ჩვენებურად არისო _ სათუთი მგრძნობელი. იქნება თქვენებურად ეგრე


იყოს, და სწავლაში და ესტეტიკაში მაგ სიტყვით აღნიშვნენ იმ მწერალთ, რომელნიც მეტად
სჭიმავდნენ გრძნობას, ძალად ტიროდნენ, როგორც თქვენი მარმონტელი.

საკვირველი კაცია ქართველი!.. ძალიან თვალების აბმა იცის, სხვის თვალებისა კი არა,
მაგოდენა არ შეუძლიან, თავის საკუთარის თვალებისა. თუ მოინდომა, და თუნდაც არ
მოინდომოს, ისე ხელობად დასჩემებია, რომ რაც უნდა კეთილ-სვინიდისიანი საქმე იყოს,
ასეთს კუდს გამოაბამს, ასეთნაირად წაშლის-წამოშლის, რომ შენი გაკეთებული საქმე შენვე
ვერ იცნო, შენი ნათქვამი სიტყვა შენვე ვეღარ გაიგო.

სიკეთეს ყველანი გადავჩვეულვართ, კეთილი არა გვწამს, სული და გული ამოგვშრობია.


კაცმა რომ პატიოსანს და კეთილს საქმეს თავი შესწიროს, ერთი ჩვენგანი არ დაიჯერებს.
რატომ? იმიტომ, რომ ყოველი ჩვენგანი იმ კაცის ალაგას თავის თავსა დააყენებდა და იტყოდა:
მე უანგაროდ იმას ვიქმოდი? ამის პირდაპირი პასუხი `არა~ იქნებოდა, რასაკვირველია... `მაშ
არც ის იქმოდა~, _ დაასკვნის გონიერი ქართველი; და გამოვიდა, რომ პატიოსანი
თავგანწირული კაცი გაუპატიურებული იქნებოდა ქართვლის თვალში. რისთვის? მარტო
იმისთვის, რომ თითონ ქართველი იმის ადგილას პატიოსნებისთვის თავს არ გაიწირავდა, თუ
რომ სხვა დაბალი განზრახვა გულში არა ჰქონდეს. მე ვიცნობ ერთს კაცს, რომელმაც
სიმართლისათვის სამსახური დაჰკარგა, მაგრამ არც ერთმა ქართველმა ეს არ დაიჯერა, და
იგი, სიმართლისათვის გამოგდებული სამსახურიდამ, საზოგადოებაში არამცთუ თუ ნუგეშსა,
შეურაცხყოფას პოულობდა. ქართვლის შეუსყიდებელი გული ეხლა შეისყიდება ხოლმე.
თითონ რომ სიკეთეს გადაჩვეულა, სხვისაგანაც სიკეთე აღარა სჯერა; აღარა სჯერა, რომ იმ
დედამიწაზედ, საცა თითონა სცხოვრობს და ათასი კიდევ სხვა მის მსგავსი, აღარა სჯერა _
რომ იმ დედამიწაზედ კაცი არის, რომელსაც სიკეთე სიკეთისათვის უყვარს, რომელსაც
იმოდენა სულის ძალაცა აქვს, რომ თუ გაჭირდა, სიკეთისათვის თავსაც დასდებს.

საკვირველი კაცი ბრძანდება ეს თ. მ. მაჩაბელი. შეჯდება ხოლმე მეტყველების ჯაგლაგს


მერანზე, დაეშვება თავთავქვე და როცა საძუე შემოაწყდება, ყირამალა გადადის, თავი ცალკე
მიგორავს იქით, ენა ცალკე ლაყლაყებს აქეთ, თავს ენა ვეღარ უპოვნია და ენას თავი. მე როცა
თ. მ. მაჩაბელსა ვხედავ მოლაპარაკეს, მამლაყინწა მაგონდება. თ. მ. მაჩაბელიც ისე დახუჭავს
ხოლმე თვალებს და ჰყივის უპრაგონოდ, თითქო არ უნდა დაინახოს, რა არის მოსარიდებელი
და რა გვერდასაქცევი. იმისთვის სულ ერთია, მართალი და ტყუილი, შესაძლებელი და
შეუძლებელი, ოღონდ ნუ დაუშლით-კი, ქვეყნის დასასრულამდე გააბამს და აღარ გაათავებს.
ენა რომ გასატეხი იყოს, აქამდე ათას ალაგას გადუტყდებოდა. არც გასაცვეთია ეს
ოჯახდაქცეული, თორემ ეს მაინც გვექნებოდა ნუგეშად.

საახალწლოდ:
ჩვენ გვესმის, და ადვილად გამოსაცნობიც არის, რისთვის გვიხარიან იესო ქრისტეს შობის
დღე, გვესმის ეს დიდი დღე რისთვის არის დიდი, რისთვის არის ყოველ-წლივ სიხარულით
და მილოცვით მისაგებებელი, რისთვის არის სადღესასწაულო დიდისა და პატარისათვის. იმ
დღეს დაიბადა სიკვდილითა სიცოცხლის დამთრგუნველი და ცხოვრების მომნიჭებელი
მაცხოვარი ქვეყნისა, ღმერთი ყოვლად მოწყალებისა და ყოვლად მხსნელის სიყვარულისა.
ღმერთი ნუგეშის-მცემელი უძლურისა და უღონოსი, დავრდომილთა აღმადგენელი,
სნეულთა მაურვებელი, ცოდვილთა შემწყნარებელი, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა მეოხ-
პატრონი და მწყალობელი. მან აღამაღლა ღირსება და პატივი ადამიანისა იქამდე, სანამდინაც
მისდა მოსვლამდე ვერ მიმწვდარიყო ადამიანის შეშინებული გონება და გაუღვიძებელი
გრძნობა. `ვით მამა ზეცის იყავ შენც სრულიო~, უმოძღვრა კაცს და ამით გვამცნო, რომ კაცი
შემძლებელ არის აღსლვად ღვთაების სისრულემდე.

რაოდენი დიდებაა და პატივი კაცის ბუნებისა ამ ექვსს სიტყვაში, ღვთისა ბაგეთაგან


წარმოთქმულში!.. იღვაწე და ღვთის სისრულემდე შენც შეგიძლიან ახვიდე და მიახწიოო.
ესოდენი განდიდება და აღმატება ადამიანის ღირსებისა ჯერ მინამდე არა ადამიანს არ
გაეგონა და საკვირველია განა, რომ ყოველ ამის შემდეგ ყოველ-წლივ იესო ქრისტეს შობის
დღეს დიდებით ვადიდებთ, ერთმანეთს სიხარულით ვულოცავთ, ვმხიარულობთ და
თვითოეულის გული მოწყალებისათვის და მადლისათვის სძგერს.

ხოლო არ გვესმის, რა მიზეზით ამისთანავე, თუ არ მეტის, სიხარულით ვეგებებით ხოლმე


პირველ დღეს ახალის წლისას. აი, ესეც ახალი წელიწადი და არ ვიცით რა მოგილოცოთ:
წასვლა ძველისა, თუ მოსვლა ახლისა. ან ერთში რა ყრია, ან მეორეში, ვერ გამოგვიცვნია.
წასვლა ძველისა თავის-თავად ბევრი არაფერი სასიხარულოა. პირიქით, სანაღვლელი უფროა.
ჯერ იმიტომ, რომ კარგი იყო თუ ავი, მაინც შეჩვეული ჭირი იყო და შეჩვეული ჭირი ხომ
ზოგჯერ ქართველისათვის შეუჩვეველ ლხინსა სჯობია. მეორე იმიტომ, რომ ძველი
წელიწადი წავიდა და სასიცოცხლოდ მოთვლილ დღეთაგან თვითოეულს ჩვენგანს მოაკლდა
მთელი სამას-სამოც-და-ხუთი დღე და სამას-სამოც-და-ხუთის დღით ახლო მიუვედით იმ
აუცილებელს სადგურს, საცა შესვლაა და გამოსვლა-კი აღარა. ნუთუ ეს მისალოცველია და
სასიხარულო!.. ხუმრობაა მთელი სამას-სამოც-და-ხუთი თორმეტ-საათიანი დღე და მთელი
სამას-სამოც-და-ხუთი თორმეტ-საათიანივე ღამე!..

წავიდა და დაიღუპა ეს ამოდენა დღე და ღამე, ეს ამოდენა დრო და ჟამი იქ, საცა სიცოცხლე
უამოსოდაც წუთია. დროთა ბრუნვამ რომ ეს ამოდენა ღალა წაართვა ჩვენს სიცოცხლესა,
სამაგიეროდ რა ნუგეში მოგვცა, რა გვათესინა, რა მოგვამკევინა, რა დაგვამუნათა? რომ
გვეთქმოდეს _ ბევრი არაფერიო, ცოტა მაინც საგულვებელი გვექნებოდა.

საქმე ის არის, რომ სულ არაფერი მოუცია, და ეს რა ნუგეშია. მიდიან დღენი, მიდიან წელნი
და ჩვენ ისევ ისე პირდაღებულნი ვართ, ისევ ისე ხელცარიელნი, როგორც ვყოფილვართ, და
ვიძახით: სად წავიდეთ, ვის შევჩივლოთ, ვის ვუთხრათ, ვინ განგვიღებს დახშულ კარსა
ბედისას?..

ბედის კარის გაღებას ვინ სჩივის. ეს ის ძეხვია ჩვენთვის, რომელსაც მშიერი კატა ვერ შესწვდა
და თავი იმით ინუგეშა, რომ პარასკევიაო. ჩვენთვის ისიც დიდი ბედნიერება იქნებოდა, რომ
უბედურობის კარის დახურვას და შიგნიდამ ჩაკეტას მაინც ვღირსებოდით. ეს რომ მაინც
ეწყალობებინა ძველს წელიწადს, კიდევ ღმერთს მადლობას ვეტყოდით და არ დავინანებდით
ამისათვის იმ ძვირფას საფასურის გაცემას, რომელსაც დღენი სიცოცხლისანი ჰქვიან, და
რომელიც მით უფრო ძნელი გასამეტებელია, რომ ჩვენდა დაუკითხავად მიდის და აღარ
ბრუნდება უკან.

სხვა ყველა გაცემული ისევ ხელახლად მოიხვეჭება და სიცოცხლის წარსულნი დღენი-კი


აღარა.

ვაი ფუჭად განვლილს სამას-სამოც-და-ხუთს დღეს და ღამეს! ჩვენს სიცოცხლეს ეს ამოდენა


ხანი მოაკლდა და ერთის ბეწვის ოდენიც-კი არა შეგვიმატნია-რა. უნდა ვტიროდეთ და არ
გვიხაროდეს-კი, რომ ესე უგემურად, ურგებად დღენი ჩვენნი დავლიეთ. აქ სინანულს უფრო
მეტი ადგილი აქვს, ვიდრე სიხარულს, გლოვას და სამძიმარს, ვიდრე მხიარულებასა და
მილოცვ-მოლოცვას.

სინანულიც კაი საქმეა, კაი საქონელია, თუ მართლა საგონებელში რაშიმე ჩაგვაგდო და


ნამუსი და სინიდისი თავისის უტყუარის სასწორით ხელში კარზე მოგვაყენა ჩვენდა
განსაკითხავად. განკითხვა თავის-თავისა ბევრს მიზეზს დაგვანახვებდა ჩვენის
უბედურობისას და ქარისაგან მოტანილს სიხარულს ძველის წასვლისას და ახლის მოსვლისას
ქარსვე გაატანდა, მაგრამ სად არის.
სინანულისა და განკითხვისათვის აღარც გული გვაქვს გულის ადგილას და აღარც ჭკუა
ჭკუის ადგილას და ვიძახით წარამარად `დრონი მეფობენო მაშინ, როდესაც დრო მხოლოდ
იგი ქვევრია, რომელიც მარტო იმას ამოიძახებს ხოლმე, რასაც თითონ კაცი ჩასძახებს.

რაღა საკვირველია, რომ ჩვენ, ძველის წელიწადისაგან გულგატეხილნი და ასე უნუგეშოდ


დარჩენილნი, ახალ წელიწადს რაღაც იმედით ვებღაუჭებით, რაღაც სიხარულით შევნატრით.
მეტი რა გზაა, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ჩვენც ასე მოგვდის. ხოლო საკითხი ეს
არის: ეს კარზე მოსული ახალი წელიწადი ჯერ ხომ გაუჭრელი ნესვია და რა საბუთია, რომ
შევხარით. ქრისტეს აქეთ სრული ათას-რვაას-ოთხმოც-და-თვრამეტი წელიწადი გასთენებია
ადამიანს საერთოდ და ჩვენ, ქართველებს, ცალკე და ათას-რვაას-ოთხმოც-და-თვრამეტჯერ
სიხარულით და მილოცვით მივგებებივართ და ამდენჯერვე მოვტყუებულვართ, იმედი და
სიხარული გაგვცრუებია და ათას-რვაას-ოთხმოც-და-მეცხრამეტე წელიწადისაგან რაღას უნდა
მოველოდეთ, ჩვენ, ქართველები მაინც.

მართალია, დღევანდელის დღით გამწარებული კაცი ხვალის იმედზეა ხოლმე, მაგრამ ესეც კი
უნდა ვიცოდეთ, რომ ხვალე შვილია დღევანდელის დღისა და დღევანდელი დღე შვილია
გუშინდელისა. რაკი ესეა, მაშ დედა ვუნახოთ, მამა ვუნახოთ და შვილი ისე გამოვნახოთ,
ქართულის ანდაზისამებრ, და მაშინ დავინახავთ, _ რა წითელი კოჭი უნდა ბრძანდებოდეს
ჩვენთვის ეს ახლად შობილი ახალი წელიწადი, რომლის მზე და მთვარე, ნათელი და ბნელი
პირველ შეხედვით თვალად არა სჩანს. აბა ერთი გვიბრძანეთ, _ რა მოვუხანით, რა
მოვუთესეთ, რომ რა მოგვამკევინოს.

`ყოველი მსგავსი მსგავსსა ჰშობსო~, ნათქვამია, და უხეირო, უსაქმურ წელიწადისაგან ნაშობი


რა ხეირს მოგვიტანს. განა ამისთანა წელიწადი ერთი და ორია!.. ეს რამდენი დრო და ჟამია,
რაც ჩვენ ვიძახით: `წახდნენ ყოველნი ჩვენთვისა, რაიც გვქონდა ქონებანიო~. ვინ არის ამისი
მიზეზი? არავინ, ჩვენის მეტი, და იმის მაგიერ, რომ ყოველმა ახალმა წელიწადმა ჩვენს თავზე
მიგვახედოს, დაგვიჟინია `შემოვდგით ფეხი და გწყალობდეს ღმერთიო~ და გვგონია, რომ,
რაკი ესა ვთქვით, ციდამ მანანა ჩამოვა და პირში ჩაგვივარდება. ის-კი აღარ გვახსოვს, რომ
ღმერთი მარტო გამრჯელის მწყალობელია და უხეიროს, უქმს, უსაქმურს პირს არიდებს.
დღენი დღესა სცვლიან, წელიწადნი წელიწადს, და ჩვენი თავი კი ისევ ისე წყალს მიაქვს,
ანდაზისა არ იყოს, _ ურია წყალს მიჰქონდა და გზაც ის იყოვო.

გაურჯელს კაცს წყალი წაიღებს, მაშ რა მოუვა. ამას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა.

`ღმერთმა ტკბილად დაგაბეროსო~, ერთმანეთისათვის ვნატრულობთ ხოლმე, როცა-კი ახალი


წელიწადი კარს დაგვირაკუნებს. რა დიდად სანატრელი რამ არის ეს დაბერება.

დაბერებიდამ ერთი ფეხის გადადგმა-ღაა სიკვდილამდე, და რაკი ამაზე მიდგება საქმე, მაშინ
ყოველისფერი მწარეა. ან თითონ სიბერე თავის-თავად მწარეზე უმწარესი არ არის განა? თუ
ესეა, აბა ეხლა სთარგმნეთ, რას ნიშნავს ტკბილად დაბერება? აშკარაა, ტკბილად დამწარებას
და ნუთუ ამაზე უკეთესი სანატრელი აღარა გაგვაჩნია-რა, ამაზე უკეთესი სანატრელი ვეღარა
გვიპოვია-რა. ნატვრის უნარიც-კი დაგვკარგვია, მოდი და წყალი ნუ წაგიღებს ამისთანას. სხვა
რა გზაა?
გზა ის არის, რომ ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუგულადოთ და ამისათვის ღონე ღონეს
გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ, ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ და ამ წინდებულს
ახალს წელიწადს იმას ვაქმნევინებთ, რაც ჩვენ გვინდა, და არა იმას, რაც მასა ჰსურს. ვიმხნეოთ
ერთად-ერთის გულით, ერთის სულით, ერთმანეთის ნდობით.

ვინც მხნეა, ის ძლიერია. მაშ მხნე იყავ და გაძლიერდი~!.. აი ჩვენი საახალწლო მოლოცვა,
ჩვენი საახალწლო ნატვრა.

სხაპასხუპით ლაპარაკი ცუდი ჩვეულებაა, თუ ეს არტისტს დასჩემდა. მართალია, ზოგან


აჩქარება გრძნობისა ლაპარაკის აჩქარებასა ჰთხოულობს, მაგრამ აქ გადაჭარბება არ ვარგა და
სიტყვა უსათუოდ უნდა ისმოდეს თვითეულად და გარკვევით. ამ ნაკლს ვერა თამაშობა ვერ
შეავსებს.

სულგრძელება თვისებაა გმირისა.


სად ჩვენებური მითამდა განათლებული ქალი და სად სულიერად სასიამოვნო ნატვრა და ამ
ნატვრის გაცუდება!..

სამართლიანად ჰნატრულობენ ბევრნი ჩვენგანნი, რომ ჩვენმა ქართულმა სცენამ რაც


შეიძლება ხშირად გაგვიტაროს თვალწინ ჩვენის ცხოვრების ხატი და ამ ხატში
გაგვიხორციელოს აზრი და საგანი ასე თუ ისე მიმავალ წუთისოფლისა.

საშინელია, როცა გული სტირის და კაცი ტირილის მაგიერ სიცილით ქვითინებს; მეტის-
მეტად მომხიბლავია და დამატკბობელი, როცა გული სიხარულით უმღერის კაცს და
ცრემლით კი იცინის და მხიარულობს. უდიდესი გამოცხადება, უდიდესი ზემოქმედება
ადამიანის გულზედ, თავით-ფეხებამდე ზარდამცემი ძლიერება ცრემლისა და სიცილისა
სწორედ მაშინ არის, როცა ერთს მეორის ადგილას ჰხედავთ, თუმცა მიზეზი მოვლინებისა
ერთისაა და არა მეორისა.

სისხლისმსმელი, კაცის-მკვლელი მაკბეტის აფთარი ცოლი ისეთივე მშვენიერებაა


ხელოვნების თვალით და ესტეტიურის გრძნობის შეხედულობით, როგორც გულკეთილი,
გულწრფელი და კეთილმომქმედი კორდელია. თუმცა ერთი გძულს და მეორე გიყვარს,
მაგრამ აქ ძულებაც და სიყვარულიც ერთსა და იმავე საგანზეა მიმართული, ერთსა და იმავე
ძარღვს ადამიანის გულისას სძრავს ერთი ბოროტის უარყოფის გზით და მეორე სათნოების
დამტკიცებითა. ერთიც და მეორეც, მართლად მიმავალი, ესტეტიურს გრძნობას საამურად
მიაჩნია, და იქნება პირველს შემთხვევაში სიტკბოება უფრო მეტიც იყოს ესტეტიურ
გრძნობისათვის, ვიდრე მეორეში, იმიტომ რომ პირველ შემთხვევაში უფრო ძლიერ იძვრის
ადამიანის გული, უფრო დიდს ჭრილობას და ტკივილს ადამიანის გულისას აყუჩებს იგი
დიადი ძულება, რომელიც იბადება დიდის ბოროტის დანახვაზედ. ხორცის ტკივილიც განა
ამავე კანონს არ ექვემდებარება? რამოდენადაც დიდია ტკივილი ხორცისა, იმოდენად
საამურია მისი დაყუჩება და დაამება.
სწორედ მოგახსენოთ, ქების თქმაშიაც ამავე გზით უნდა დაჰფასდეს რეცენზენტის სიტყვა.
ჩვენის ფიქრით, წუნი თუ ქება რეცენზენტისა, ამ წრეს გადაცილებული, ორივე სათაკილოა და
ტყუილად ქებულმა კაცმაც ისე უნდა იწყინოს, როგორც ტყუილად დაწუნებულმაცა.

სამწუხარო ის არის, რომ საწყენად და საფიქრებლად ის კი არა აქვთ _ საწუნარი რადა გვაქვსო
და შემდეგისათვის როგორ მოვიშოროთო, არამედ ის, თუ რად შეგვნიშნეს, რად
გამოგვიმჟღავნეს იგი წუნიო. წუნი კი ამის გამო ისევ წუნად ჰრჩება, თითქო ბოროტი თვითონ
წუნში კი არ იყოს, არამედ იმაში, რომ რად შეგვამჩნიესო. კიდევ ვიტყვით, რომ გონება და
გრძნობაგაუხსნელი კაცი ამაში უფრო სცოდავს, ვიდრე განათლებული და მიხვედრილი.

სულ სხვა ყოფაშია თეატრის რეცენზენტი. აქ ბევრი კაცია ხელშესახები და სიმართლის


სასწორზედ ასაწონი: პიესის ავტორი, რეჟისორი, არტისტები, ქალი თუ კაცი, ერთის სიტყვით,
მთელი ჯგუფი. თუ კარგი რამ არის ამათზედ სათქმელი, ღვთის წყალობა თქვენა გქონდეთ,
რეცენზენტი სიხარულით და სიამოვნებით ჰკისრულობს კარგის თქმასა, მაგრამ ვაი
უბედურს მაშინ, როცა სიმართლე ავალებს შენიშნულის ავის თქმასაც. არა სთქვას, ცოდვაა
საზოგადოების წინაშე და სთქვას, ვინ იცის როგორ ჩამოართმევენ ისინი, ვისზედ ცუდია
ნათქვამი, თუნდაც ეგ ნათქვამი მართალზედ უფრო მართალი იყოს და ცხადზედ ცხადი.
დასაფიქრებელი ის არის, რომ ერთზედ თქმული ბევრს სხვასაც შეეხება ხოლმე ერთსა და
იმავე დროს, _ სასცენო ხელოვნება ამისთანა რამ არის, _ და ბევრის ერთად წყენა ჰხუთავს
ადამიანის გამბედაობასა ცოტად თუ ბევრად. ამას კიდევ შეიძლება არ შეუშინდეს
რეცენზენტი, მაგრამ ამაო წარამარა ლაპარაკს, სულმოკლედ ჩხრეკას რეცენზენტის
სინიდისისას, _ როგორ ღა გაუძღვეს კაცი დღე-მუდამ?

სასაცილოდ აგდება იმისთანა ადამიანისა, რომლის უბედურობა მარტო ის არის, რომ


მახინჯად არის დაბადებული, ავ-ზნეობის ნიშანია და ჭკუაგახსნილს და გულგანათლებულ
მაყურებელს უნდა ეზიზღებოდეს.

სიბრალული, გულშემატკივრობა, მეტად პატიოსანი გრძნობაა და არა არტისტს არ მიეტევება,


თუ შემთხვევა აძლევს და ამ მშვენიერ გრძნობამდე არ აღზიდავს დღიურ ბოროტით
მოქანცულს მაყურებელსა.

საცა კი ბ-ნი ყიფიანი შეხვდება ხოლმე თავის ნიჭის და მიდრეკილების სათამაშოსა, მაშინ იგი
სრულიად დაატყვევებს მაყურებელთა ყურადღებას და ამ დატყვევების სამაგიეროს იმითი
გადაგვიხდის ხოლმე, რომ ჭეშმარიტის გრძნობის სიმებს ააჟღერებს ადამიანის გულში და
ესტეტიურს სიამოვნებას აგრძნობინებს.

საკვირველი ეს არის, _ დამწერი რათა სცდება, რათა ჰკარგავს დროს, ხარჯავს ქაღალდს,
მელანს, მაშინ როდესაც არავისაგან დავალებული არ არის? უსაქმურს კაცს, რა თქმა უნდა,
ამისთანა უხეიროდ საქმიანობა არ ეკიჟინება, ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობიაო,
ნათქვამია.
საყოველთაო მნიშვნელობა დიდბუნებიანთა კაცთა ჩვენს დრამატიულს საზოგადოებას
ჩვენზედ უკეთ სცოდნია თვისდა სასახელოდ და ამიტომაც გამართა დღეობა გოგოლის
სახსოვრად.

საქმე ის არის, ჩვენი ერი მომზადდეს, გონების გახსნის გზაზედ იმოდენად წარიმართოს, რომ
როგორც პურის საჭიროებას ჰგრძნობს ხორცისათვის, ისეც ლიტერატურა მიიჩნიოს სულისა
და გულისათვის.

სადღა არის ეხლა ქართული ენა?


გვინდაღა ქართული, როცა ჩვენ თითონ ჩვენდა დასაღუპად ქართველობაზედ ხელი ავიღეთ?
გონებით რომ აღარ ვსცხოვრობთ, ქართულს ენას აზრს როგორღა გამოათქმევინებთ?
ერთობისათვის რომ აღარა ვართ, ერთნაირს სიტყვის მნიშვნელობას როგორ მოვსთხოვთ
ჩვენს ენასა? თუნდ რომ ჩვენს ენას და სიტყვას აზრიც გამოათქმევინოთ, ვის რად გინდათ,
ენას აზრს ვინღა სთხოვს? ჩვენ თვითონ დავცალიერდით გუდაფშუტასავით, ცალიერი
სიტყვებიღა გვინდა, ცალიერი ხმები, რომ ენამ პირში იშტვინოს და ყურმა ძარღვი იფხანოს.
სხვა რისთვის გვინდა ენა?

საერთო სახელი ქ ა რ თ ვ ე ლ ი კერძოობითად გავხადეთ, მ ა მ უ ლ ი დანეხვილ ნაფუძვრად


გარდავაქციეთ, პატივი _ ნეხვად, თავი _ გოგრად, და ჩვენი უადამიანობა იქამდინ
მივიყვანეთ, რომ კ ა ც ი კაცს აღარ ნიშნავს, თუ ზედ კ ა ც უ რ ი არ დავუმატეთ, და მის შემდეგ
კიდევ გინდათ, რომ ენა გვქონდეს?

საერთო ლხინი მიჩვენეთ, საერთო ჭირი მაინცა, მაგრამ სად არის: ჩემი ლხინი შენი ლხინი არ
არის, შენი ჭირი ჩემი ჭირი არ არის. ქართველი საყოველთაო სახელია და კიდევ ამას გკითხავ:
საყოველთაო რა გვაქვს? ჩვენში არის: `მე თუ შენ, შენ თუ მე~, და ორივენი ერთად კი არაო.

საქმეა ყოველისფრის გამომცდელი. ჩვენ წინადვე ვერას ვიტყვით ამის მეტსა, რომ
აწინდელის ცხოვრების წრეში ჩადგომა გვინდა, მისგან ყრუდ ჩაძახილის ამოძახნა, მისის
ვითარების ცნობაში მოყვანა, მოძრაობისათვის გზის გახსნა.

საჭიროა სკოლების გარდა ისეთი ღონისძიებაც, ისეთი საშუალობაც, რომელმაც იმისთანა


თვისება უნდა იქონიოს, რომ ყველგან მისწვდეს, გამოფინოს საქვეყნოდ კაცის ჭკვის
ძვირფასნი მარგალიტები საყოველთაო მოსახმარებლად, რომ მრავალთათვის მისაწვდომი
გახადოს ის, რაც დასაკუთრებული აქვს ცოტასა. ის საშუალობა, ის ღონისძიება უნდა
ცდილობდეს, თუ არ სრულიად ხალხთან, მომეტებულ ნაწილთან მაინც დაიჭიროს საქმე,
შეიქმნას შუამავლად მეცნიერებისა ერთის მხრით და ხალხისა და ცხოვრებისა მეორის
მხრით. მაგ ძნელ საქმეს ასრულებს ყველგან ლიტერატურა.

სენტიმენტალურ მიმართულების მაგალითები გვაქვს ჩვენს ლიტერატურაში, მაგალითებრ,


`ვარდ-ბულბულიანი~ და `შამი-ფარვანიანი~; რომანტიკულის მიმართულებისაც გვქონია ჩვენ
მაგალითი ჩვენს ლიტერატურაში, მაგალითებრ, `ვეფხის-ტყაოსანი~; ცრუ-კლასიკურისაც,
მაგალითებრ, სულ იმ მწერლების მიმართულება, რომელთაც მიბაძეს მარტო გარეგან
ფორმასა ჩვენ უკვდავის რუსთაველის `ვეფხვის-ტყაოსნისას~ და ვერ გაიგეს კი, რომ `ვეფხვის-
ტყაოსანი~ თუ არის უკვდავი, არა მარტო თავის ფორმით, არამედ თავის შინაგან
ღირსებებით.

სადღაც შორს დარჩენილა თქვენი ღრამატიკა.


სიტყვა რომ არ იყოს ქვეყანაზედ, არც ასოები იქნებოდნენ, მაგას ამბობენ უკეთესი
ფილოლოგები.

სადაც აზრი არ არი, იქ ენა, რაც უნდა კარგი იყოს, სულ უქმია; მერე მე არსად არ გამიგია, რომ
უაზრო ენა იყოს სადმე, აზრი და მხოლოდ ერთი აზრი აძლევს ენას ენის მნიშვნელობას, _
ყველანი, ვისაც რამ ესმის, ამას ამბობენ.

სიტყვა გარეგანი სამოსელია აზრისა და კრიტიკაც, მარტო მაგაზედ აშენებული.


სამასხაროდ არა ხდის თავის-თავსა ის კაცი, რომელიც ამბობს, რომ ეს კაცი არ ვარგაო
იმისთვისაო, რომ მტვრიანი ტანისამოსი აცვიაო? მე მინდა ამითა ვსთქვა, რომ ვინც ამ-გვარად
შინჯავს საქმეს და ამ-გვარ დამტკიცებაზედ ამყარებს თავის აზრსა, იმას თვალებში ჰქონია
ჭკუა. მაგ-რიგად გასინჯვა რისამე _ თვალის საქმეა და არა სწავლისა, რომელიც ანბანთ
თეორეტიკაზედ უფრო აუცილებელია მწერლისათვის.

სიტყვიერებითი ხელოვნება პოეზიასა ჰქვიან, რადგანაც სიტყვის საშუალებით და შემწეობით


აღასრულებს ხელოვნების მნიშვნელობასა.

სულელის უბედურება ის კი არ არის, რომ სულელია, ის არის, რომ თავისთავს ვერ იცნობს და
თავისი თავი დიდი რამა ჰგონია.

სხვისა არ ვიცით და ჩვენ-კი მშობელ მამასაც არ დაუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის


მიწასთან გასწორებას.

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა დასარწმუნოება. თუ


ამათაც არ უპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?

საწყალი კაზლოვი! იფიქრებდა, რომ იმისი `შეშლილი~, რომელზედაც იქნება უტირნია,


ესრეთი სასაცილო იქნებოდა თავად ერისთავის თარგმანში?

სასაცილოა, რომ რითმის ტრფიალების გამო კაცმა სთქვას: `სატრფოს თავი ჩემზედ რას
ფიქრობსო~. თავი იფიქრებდა, თუ იფიქრებდა, ფეხები ხომ არა?! რაღა თქმა უნდა მაგას?
როგორც ვხედავ, თავადი ერისთავი ფეხებსაც-კი აფიქრებინებდა, რომ რითმას მოეთხოვნა.

სად ალ. ჭავჭავაძე და ნ. ბარათაშვილი და სად `შეშლილის~ მთარგმნელი!


სხვა ახალი პროზაიკები და მოლექსეები, ზოგიერთის გარდა, ღმერთმა შეინახოს. პუშკინისა
არ იყოს, ამათი ცოდვები ისე მალე დაივიწყეს, როგორც იმათი ლექსები დაბეჭდვის უმალვე
დაივიწყებიან ხოლმე.

სიტყვა არის პირდაპირი გამომთქმელი სულის მდგომარეობისა.


საზოგადოების მიღება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მწერალი ტალანტიანია. აი, მაგალითად,
ჩვენში, ქართველებში, დიდი მწერლის ხმა აქვს დაგდებული ჩახრუხაძესა, მაგრამ არამც თუ
დიდი, პატარაც არა ბრძანდება ის კურთხეული. მისი თამარის ქება მთელ მოთხრობის
ოდენაა, ზედშესრულით დაიწყობა და თითქმის ზედშესრულით თავდება. რა ვაი-ვაგლახით
და კისრის მტვრევით მოგოგავს დავარდნილ ცხენსავით მისი ოც-მარცვლოვანი ტყვიასავით
მძიმე ლექსები!.. არც აზრი, არც სურათი, არც მშვენიერება, არც ჭკუა, არც გული,
არაფრისთანა არაფერი, გარდა ზედშესრულების რახა-რუხისა! აბა ეხლა ნახეთ, რა სახელი
აქვს ჩვენში! სადაც რუსთაველს, მაგ თითქმის გენიასა ახსენებენ, იქ, გინდათ თუ არა,
წამოაკუნკულებენ ჩახრუხაძესაც, რომელსაც, გვგონია, ფიქრადაც არა ჰქონია ამისთანა
დიდების იმედი.

სამშობლოს ცასა ბნელად გაშლილი


მწუხრის ზეწარი გადაეფარა,

— და მთვარის შუქზედ მთებისა ჩრდილი

ალაზნის ველზედ წამოიხარა.

ღამის გუშაგი, მუდამ მჭმუნავი,

მთვარე მეფურად მძლავრად ვიდოდა,

მთებისა ყინვით ნაკვეთი თავი

იმის სხივებთან მუსაიფობდა.

შორნი მნათობნი მოკამკამენი

იმ მწუხარს ღამეს მხიარულობდნენ,

მდუმარს ქვეყანას, ვით საყვარელნი,

სხივებს ესროდნენ, ზედ დაჰხაროდნენ.

და იმ მნათობთა სხივის ალერსით

ველს მშვენიერსა ჩასძინებოდა,

მხოლოდ ნიავი მთისა — მოლხენით

და რის წუხილიც უნუგეშოდ გულში ღრმად ჩავრგე!..


აგერ ის მუხა, რომლის ჩრდილ-ქვეშ ვისხედით ერთად

მე და ის, ვინცა აღმიჩნდა მე ცხოვრების ღმერთად.

მუნით დაგცქერდით: შენ გრგვინავდი აღელვებული,

ვით შენ ჰღელავდი — ისეც ჩვენში ჰღელავდა გული;~

ტყეში ფოთლებთან ლაზღანდარობდა.

და ალაზანი შეუპოვარი

ჰჩიოდა, თითქო კაცს ემდუროდა,

მის ბუტბუტს მარტო მთაი მდუმარი

დაფიქრებული ყურს მიუპყრობდა.

ყველას ეძინა, დღით ჰფეთქავს რაცა,

თითქო დაღლილა მიწაც და ცაცა!..

მხოლოდ კი ერთგან ურემი მძიმე

მიჭრიალებდა, გზას აღვიძებდა,

და ნაღვლიანად მასზედ მეურმე

მწუხარს სიმღერას დაჰღუღუნებდა.

ღუღუნი იგი ჩამრჩენია გულს,

მწუხარე არის, ვით გლოვის ზარი,

მაგრამ თუ ნაღველს მოჰბერს დაჩაგრულს,

უკუ-ჰყრის კიდეც ვით ღრუბელს ქარი.

სიცოცხლე ჩვენი, ჩემო ძმაო, არც მამისა, ქვეყნისა არის. ჯერ ქვეყანა, მერე დედა და მამა~.
საქართველო უფრო აზიაა, მისი ისტორია უფრო აზიის კულტურისა და ცივილიზაციის
გავლენის ქვეშ იყო უკანასკნელ საუკუნემდე. მისვლა-მოსვლა, ისტორიული
დამოკიდებულება, ისტორიული მეზობლობა უფრო აზიის ერთა თანა ჰქონია~.

საქართველოს ისტორიის მკვლევარები (ს. ჯანაშია, ნ. ბერძენიშვილი), ასაბუთებენ, რომ


მრავალი მილიონი წლის წინათ ახლანდელი კავკასია თითქმის მთლიანად ზღვით იყო
დაფარული, მაგრამ ნელინელ, უთვალავი საუკუნეების განმავლობაში წყალი ხმელეთს
უთმობდა ადგილს. ზღვიდან ამოიწია კავკასიონმა და სხვა მთაგრეხილებმა, დასასრულ,
კასპიის ზღვა მოსწყდა შავს და მათ შორის კავკასიის ყელი გაჩნდა.
ასევე მრავალი საუკუნეების განმავლობაში, როცა დედამიწაზე ადამიანი გაჩნდა, აქ, ამ
კავკასიის ყელში ქართველური ტომები ცხოვრობდნენ, რომლებიც შემდეგ ერთიან ქართველ
ხალხად ჩამოყალიბდნენ – მოხდა ქართველური მოდგმის ტომთა კონსოლიდაცია
ერთიანეთნო-სოციალურ ერთობად.

კავკასიის ამ ყელის შესახებ საქართველოს ისტორიის XIX საუკუნის მეორე ნახევრის


მონაკვეთში (1879 წლის იანვარში) ილია ჭავჭავაძე ასე იტყვის:

სიცოტავეს მამულებისას ის მოჰყვა, რომ ზემო რაჭაში ერთი ქცევა (900 ოთხკუთხი საჟენია)
სასახლის ადგილი 100 _ 200 მანათამდე ჰფასობს, ონში _ 500 _ 1000 მანათამდეა, ნაფუზარი
100 _ 220 მანათამდეა და ისე სახნავი 40 _ 100 მანათამდე.

ამისთანა ფასები პირდაპირ გვანიშნებენ, სად უნდა ვეძებოთ სამუდამო მიზეზი გლეხთა
გადასახლებისა რაჭიდამ.

თუ ეს სამუდამო მიზეზი არ მოისპო, გადასახლება რაჭიდამ იმ ზომამდე მიაღწევს, რომ


ბოლოს დიდად საზრუნველი საგანი შეიქნება მთავრობისა და საზოგადოებისათვის.

სულ ერთი კვირა არ არის, რაც ასი წელი შესრულდა მეფე ერეკლეს გარდაცვალების დღიდამ.
ქართველობამ ეს ღვაწლით მოსილი თავისი მეფე გაიხსენა, პანაშვიდი გადაუხადა, შეავედრა
ღმერთს სული მისი, სანთელი დაუნთო, საკმელი უკმია ლოცვითა და კურთხევითა. ყველა
თესლისა და ხარისხის კაცმა პატივი სცა საქართველოს სახელოვან მეფის სახელს და მარტო
თ. გ. თუმანოვის ამქრის წარმომადგენლებმა ცხვირი ზევით აიწიეს, აინუნშიაც არ გაიტარეს.
ახალ ისპანახის ბაზარში შემოტანის ამბავს უფრო მეტის პატივით მოეპყრობოდნენ დედა-
ბუდიანად, ვიდრე ამ ჩვენს საპატიო დღეს მოექცნენ.

`საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგანაო~.

სულით გაძლიერება ჩვენის `დედაკაცობისა~ გაძლიერებაა ოჯახისა, ერისა, ქვეყნისა, და ეს


რომ მოხდეს, ხომ აირია მონასტერი თ. გ. თუმანოვის ამქრისა, ხომ დაეფანტათ დავთრები და
ძაღლმა პატრონი ვეღარ იცნა. აი ვისთან კაკანებს და ვისთანა სდებს კვერცხს ჩვენი
გულშემატკივარი და კეთილისმყოფელი ქათამი.

სიტყვა `დედა~ ხმარებულია ვითარცა ასამაღლებელი საგნისა, სამცნებისა. ესეთი პატივი, რა


თქმა უნდა, უსაბუთო, უმიზეზო არ იქნებოდა. მართალიც არის. მინამ დედაკაცობა ჩვენში
მართლა დედაკაცობდა, მამაკაცებს დიდი ზურგი ჰქონდათ, მტერსაც და მოყვარესაც,
როგორც იყო, უძღვებოდნენ სახელგაუტეხლად, ჩვენი ოჯახი მაგრად იდგა და მაგრად იდგა
ჩვენი ქვეყანაცა. შინ დედაკაცი ჰპატრონობდა ოჯახს, ქვეყანას, და გარეთ მამაკაცი. დედაკაცი
ბურჯი იყო ოჯახისა, ქვეყნისა, და მამაკაცი ზღუდე, გალავანი. სწორედ ამან შეგვინახა,
სწორედ ამან შეგვარჩინა ჩვენი მიწა-წყალი.

სამართალი იმისთანა რამ არის ადამიანისათვის, რომ მარტო თავის დანიშნულებას უნდა
ემსახურებოდეს, და თუ სამართალი ორს კურდღელს გამოუდგა, ვერც ერთს ვერ დაიჭერსო.
სირცხვილია, სირცხვილი, კაცმა უანგაროდ იშრომოს, უსასყიდლოდ ჯაფა გასწიოს ჩვენთვის
და ჩვენ იმოდენად დაუნახავნი ვიყვნეთ, რომ ხარჯის გასასტუმრებელი ღონეც-კი არ
ვაძლიოთ.

საკვირველია!.. სად უყიდნია `მშაკს~ ეს სასაცილო დიდგულობა? რათ უყიდნია? თუ


უყიდნია, რატომ თავის სარდაფში არ შეუნახავს და ბაზარში რათ გამოუტანია გასასყიდად.
იქნება ჰგონია _ გავასაღებ და მოვიგებ რასმეო. ვერაფერი საქონელია ჩვენს ბაზარში
გამოსატანად და გასასყიდად. ჩვენში მაგის მუშტარს ვერ იშოვის და გვეცოდება _ არ
იზარალოს. ეგ იმისთანა საქონელია, რომ მყვარსავით მარტო სუნს აუშვებს და თუ ჰგონია,
ქართველებს ამით მოვცხებ რასმეო, ტყუილად გარჯილა. ჩვენ მაგ მყვარს ახლოსაც არ
გავუვლით, შუა დიდი მზღვარი გვიდევს.

`ქორი მყვარს არა იკადრებს,

არცა სდევს საჭმლად ნდომითა~.

`სონღული მუმლთა შეპყრობად

ფრთებსა არ გაშლის ზომითა~.

საკმაოა ჩვენში კაცმა კაცს რაზედმე საბუთიანი უარი უთხრა, საკმაოა ერთს რომელსამე
აზრზედ არ დაეთანხმო, საკმაოა შენი საკუთარი აზრი იქონიო, სხვის სიტყვას, სხვის საქმეს
სამართლიანი წუნი დასდო, საკმაოა რაც იმას მოსწონს, თქვენ არ მოიწონოთ, _ ერთ-ერთი
ამისთანა საკმაოა-მეთქი, რომ მომდურავმა კაცმა თავისი კალამი თუ ენა ლაფში ამოავლოს და
ზედ თავზე დაგაბერტყოთ.

სამწუხარო ჭირთა-ჭირი ის არის, რომ ამის მომქმედს ბარაქალის ქუდსა ვხურავთ და ისიც
გაბღინძული და გამოჭიმული დადის და უსირცხვილოდ ჰქადულობს თავის სამარცხვინო
საქციელს.

სახასო, ესე იგი სახელმწიფო მიწებზედ გაშენებულნი ვენახები, კანონის სიტყვით, შესაძლოა
გაისყიდოს თვითონ გლეხის ნებითა, თუ უნებურობითა, მხოლოდ მაშინ, როცა მსყიდველი
თვითონ სახელმწიფო გლეხია და იმავე საზოგადოებისა თუ სოფლისა, რომელსაც თვითონ
ვენახის პატრონი ეკუთვნის. ამ სახით კანონით აკრძალულია სხვა წოდების კაცმა სყიდვით
დაინარჩუნოს სახელმწიფო მიწაზედ გაშენებული ვენახი.

ზედმოსევამ და, როგორც ეტყობა, ძლიერ ზედმოსევამაც ვაჭრებისამ და ფულის


პატრონებისამ ამ ცხადს კანონს შეუშალეს აზრი და სახე. კანონი პირდაპირ აცხადებდა თავის
სურვილს და განზრახვასა. აქ რომ ვერას შეუვიდნენ, ერთი სასაცილო გზა იპოვეს კანონის
გასამრუდებლად, ანუ, უკეთ ვსთქვათ, კანონის გზის ასაქცევად. მოიგონეს, რომ შესაძლოა
ვენახი გლეხისა გაიყიდოს, მხოლოდ იმ პირობით-კი, რომ მიწა არ დაეკუთვნოს მსყიდველსა
და მარტო ვაზი და ყოველივე, რაც მიწაზე ზეზე სდგას, გასასყიდს საგნად გახდეს.
ზოგიერთმა მომრიგებელმა მოსამართლემ ეს მოხერხებული ხრიკი ხელზე დაიხვია და
დაუწყო სახასო გლეხების სახასო მიწაზედ გაშენებულ ვენახებს ვალში გაყიდვა. ის-კი აღარ
წარმოიდგინა, რომ ვენახი მაშინ არის ვენახი, როცა მიწა და ვაზი ერთად არიან
განუყოფელად; როცა ერთს განაშორებ მეორისაგან, მაშინ ვენახი ვენახი აღარ არის.

საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ყოველს შრომას და ჯაფას საზღაური უნდა


მიეცეს.

სახელმწიფო ქონებათა გამგეობა სულ ხვალეს იძახის, და საწყალი გლეხობა კი


პირდაღებული ცას შეჰყურებს და ვისაც შეეფერება ხოლმე, ჰკითხავს: ეს ხვალე არ იცით რა
დღეა და როდის მოვაო?

სოფლის მოხელეთა არჩევანი უთავბოლოობით გაქარწყლებულია, წამხდარი და


გაუპატურებულია.

სახელმწიფო ტყეების გამგეობა ისეა ყველგან მოწყობილი, რომ საგნად სამი რამა აქვთ: 1)
ტყეების წესიერად მოხმარება და საბოლოოდ გამოზოგვა; 2) ტყეებიდამ ჯეროვანი
შემოსავალი ხაზინის სასარგებლოდ და 3) სამართლიანი, გაუჭირვებელი ტყით სარგებლობა
მცხოვრებთათვის.

სულელი...

რა დაემართა ადამიანს? არ ვიცით. უჭკვონი, ულოღიკონი, სულელნი განა წინათ-კი არა


ყოფილან, მაგრამ სულელს თავის დღეში სულელი ჰრქმევია და ყური არავის უთხოებია.
ეხლა-კი სულელობას თითქო კაი ბაზარი აქვს, თითქო კაი ფასად გადის და ვისაც ეს განძი
ბლომად ჰქონია, საპალნეებით ზედიზედ ეზიდება გასასაღებლად, თითქო დროს ეხარბება,
მაზანდა არ წაჰხდეს, ფასი არ დაჰვარდეს და არ დავიღუპოვო.

სულელობა ხომ სულელს ექნება და საკვირველი ეს არის, _ სულელს იმოდენა გონიერება ვინ
მისცა, რომ ასე ეშურება თავისის განძის გასაღებას. რაკი ეშურება, სჩანს იცის, რომ
სულელობის ბაზარს დიდი ხანი არა აქვს და რაკი ეს იცის, სჩანს სულელი მთლად სულელი
არა ყოფილა. მაშ რა ხათაბალა ამოქმედებს ამისთანა კაცს? თუ მთლად სულელი არ არის,
მთლად რათა ჰსულელობს? აქ მარტო ერთი პასუხია: ან სხვისი სულელობა აქეზებს, ან სხვის
გასულელებასა ჰლამის და ამით მუშტრის შოვნასა. რაც გინდა სთქვით და არც ეს არის
მთლიანი სულელობა. აქაც ანგარიშია და ანგარიში შეუცდომელი, ამისთანა გამბედაობა დღეს
თანხაა და თანხას ტრიალი უნდა, რომ სარგებელი აიღოს, იბღარტოს, იმატოს. კაი ხელობაა
და ნუ გგონიათ-კი, რომ სუბუქი ხელობა იყოს.

კაცმა სინიდისიც უნდა დაივიწყოს, ნამუსიც უნდა მჩვარში გამოჰკრას, პატიოსნებაცა ჰგმოს,
ერთის სიტყვით, ყოველს ღვთაებურს ნიჭს ადამიანისას უნდა გადუდგეს და ამ ხელობას ისე
მოჰკიდოს ხელი. ხუმრობა ნუ გგონიათ ასე სამარცხვინოდთავის გაწირვა, ასე გაბიაბრუება,
გაუპატიურება საკუთარის თავისა, საკუთარის კაცობისა. ამასაც ღონე უნდა, მართალია ღონე
საზიზღარი, თავლაფდასხმული, შემაძრწუნებელი, მაგრამ მაინც ღონე, ვაი რომ ამისთანა
ღონესაც ფასი აქვს და მუშტარი ჰყავს!
საჯარო ვაჭრობა - რაკი საჯარო ვაჭრობაა რისამე, უსათუოდ ორი ერთმანეთის მოცილე
მხარე უნდა დაესწროს, უამისოდ, ესე იგი, თუ მარტო ერთი მხარეა და სხვა მოცილე არ არის,
საჯარო ვაჭრობა არ შეიძლება მოხდეს.

საქმე ის არის, დანახულისამებრ მოვიქცეთ ჩვენცა, როცა ხელში კენჭს ავიღებთ და იმისთანა
კაცების არჩევანს შევუდგებით, რომელნიც ღირს იქმნებიან ჩვენი მშვიდობით და მოსვენებით
ყოფნა მივანდოთ, ჩავაბაროთ და ჩვენს კეთილდღეობას ვამსახუროთ გულითა და სულით.
საქმე ის არის, რომ როცა კენჭით ხელში მივალთ არჩევანის ყუთთან, ერთმანეთს
ვაფრთხილებდეთ: გახსოვდეს ნათლისღების უბედურება.

სომხების ქება-დიდებასთან ჩვენ რა ხელი გვაქვს. ამისთანაებში, თუნდაც გადაჭარბება,


სხვისათვის უწყინარი და უტკივარი გულუხვობაა და სხვა არაფერი. ჩვენ სომხების
არავითარი ღირსება, არავითარი სიკეთე არა გვშურს. პირიქით, თუ სიკეთე, ღირსება რამ
სჭირთ, იგი ჩვენთვის მხოლოდ სანატრელია და არა საშურველი.

სომხების მწიგნობარნი მაინც თავისაც იძახიან და ბინას იკეთებენ იქ, საცა არა ჰქონიათ. განა
აშკარა არ არის, რომ ამ ცუღლუტურ მეცნიერობით სწადიანთ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც
ისტორიული უფლება მიუძღვითამ ადგილებში ბინის დადებისა. ჩვენ არც იმისთვის გავაბით
ეს ლაპარაკი, რომ ჩვენი აზრი ამ საგანზე გადაწყვეტილად მიგვაჩნია. იქნება სომეხთა
მეცნიერთა სიზმარნი ცხადნი იყვნენ, იქნება იგი ქვეყნები მართლა იმათი კუთვნილია. ჩვენ
მხოლოდ ის გვინდოდა გვეთქვა _ რა ხერხით და ოინბაზობით იქცევიან სომეხთა მეცნიერნი,
რომ თავისი გაიყვანონ. ისინი ამ შემთხვევაში არაფერს ჰთაკილობენ, თავისას რომ ამბობენ _
სხვისას ჰმალავენ. ამისთანაები რომ გადასინჯოთ, დაინახავთ, რომა თავიანთი ნათქვამი და
ნაკვლევი ბაჯაღლო ოქროდ მიაჩნიათ და სხვისა-კი, თუ ანგარიშში არ მოსდით, ერთ ყალბ
ფლურადაც არა.

საბუთიანს, მართალს მხილებას, თუნდა მთელის ერისას, გონიერი ერი მადლობით ეპყრობა
და არა რისხვითა და შფოთითა.

სწორედ რომ ვთქვათ, ადამიანის ღირსების საწყაო ლიბერალობა ან რეტროგრადობა და სხვა


ამისთანა-კი არ არის, არამედ ეს: მართალია კაცი, თუ მტყუანი.

საქმე ის არის, რომ მხილება ავისა და ბოროტისა საფუძვლიანი და საბუთიანი იყოს და არა
მოჭორილი, _ და სამდურავისა, ან წყენის, ან შფოთის ატეხის შიშით ნურავინ გაიხეთქს გულს.
განა არ ვიცით, მხილება არაფრად ეჭაშნიკება ავის მქნელსა, მაგრამ განა ეს საბუთია თვალი
დავიბრმავოთ, ყურებში ბამბა დავიცოთ და ენა მოვიჭრათ, როცა იგი ავი ჩვენ თავში გვცემს,
ჩვენს არარაობას ჩვენდა სამარცხვინოდ საქვეყნოდ ჰღაღადებს, რად უნდა გავუჩუმდეთ?
აქაო-და თქვენს ხმის ამოღებას ჩვენი წყენა მოჰყვება, წყენას ჩვენი გაშფოთებაო და ეროვნულ
შფოთის ატეხა ეხლანდელ დროში საკადრისი არ არისო, ნუთუ მართლა ამ ლათაიებს უნდა
შევუშინდეთ და ენაც არ დავძრათ ჩვენის საკუთარის ვინაობის სარჩლისა და
პატრონობისათვის.

სომეხთა მეცნიერთა და მათთა ამქართა ოინები კარგა ხნის ამბავია. სხვა რომ არა ვთქვათ-რა,
მთელი სამოცი წელიწადი მაინც არის მას აქეთ. ვამბობთ, მთელი სამოცი წელიწადია მას
აქეთ, და ეს ისეთი მოკლე მანძილი არ არის, რომ არაფრად ჩაიგდოს და ანგარიშში მისაღები
არ იყოს. მთელი სამოცი წელიწადია, რაც ერთი და იგივე ჭექა-ქუხილი ერთისა და იმავე
ტენდენციისა ჩვენს ვინაობას ერჩის და დღემუდამ უფრო მეტის კადნიერებით, უფრო მეტის
გაბედვით, მეტის სილაღით ტყავს აძრობს და წარღვნას უქადის. მთელ ამ საკმაოდ
ხანგრძლივ დრო-ჟამის სივრცეზე ერთი და იგივე ანდერძი ჰსაქმობს სისტემატიურად,
გასისწვრიებულად, მტკიცედ, მედგრად და საოცარის დაჟინებით, ერთი და იგივე ლარია და
ხაზი გაჭიმული, ვერ ვიტყვით დიდის ოსტატობით, მაგრამ დიდის კუდიანობით-კი, დიდის
თვალთმაქცობით.

საოცარი აქ კიდევ ის არის, რომ ეს სამოცის წლის მთელი ხანა რუსის მწერლისაგან იწყება და
რუსის მწერლითვე თავდება. ამათ შუა მთელი მწკრივია სომეხთა მეცნიერთ-მწიგნობრებისა
ასე, რომ თავიდამ ბოლომდე ერთი ლარი გასჭიმოთ, სულ ყველას იგი ლარი მხარზე
გადაუვლის, ასე მწყობრად მღაღადებელნი არიან ერთისა და იმავე განგებ აკვიატებულ
აზრისა, თითქო ერთხორც და ერთსულ იყვნენ და ერთნაირად წინათვე გაჩარხულნი ერთისა
და იმავე ანგარიშის ჩარხზე.

სწავლული გატერიასი, მცოდნე ქართულ-სომხურისა, ხომ ცრუმეტყველი მეცნიერი არ არის.


ამანაც-კი გამოსთქვა, რომ სომხურ ენის შინაგან თვისებას ნათლად ვერ მივუხვდი, მინამ
ქართული ენა არ ვისწავლეო, რადგანაც სომხურის ენის ბევრი ძირკვები წმინდა ქართულ
ელემენტისაგან სწარმოებენო და უქართულოდ იმათი ახსნა შეუძლებელიაო.

სომეხ მეცნიერთა საბუთების გასაძლიერებლად მიეშველა ერთი სომხის ღენერალიც, აწ


განსვენებული ქიშმიშოვი, რომ უფრო მაგარი რაზმი შეიკრას. უღენერალოდ ჯარი რა ჯარია,
რომ ესეც არ ჩამორჩეს სხვა თავისის ჯურის მწიგნობარ-მეცნიერთა, ერთი ზალაყინი ამანაც
დაგვაზილა.

ღენერალმა ქიშმიშოვმა შესთხზა ერთი წიგნი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაჰბეჭდეს
მისის სახელის მაოხრებელთა ამ სათაურით: `უკანასკნელნი წელნი საქართველოს
სამეფოსნი~.

რა ლამაზად გვამკობს ცხონებული ქიშმიშოვი, ყველას წაკითხული ექნება. `მეთვრამეტე


საუკუნის დასასრულს, _ ბძანებს ღენერალი, _ საქართველო ჰგავდაზღვიდამ რიყეზე
გადმოგდებულს ხომალდსა, და ვისაც ღონე ჰქონდა და მკლავი უჭრიდა, რაც უნდოდა, იმას
ათლიდაო... მშიერ-მწყურვალს ბატონიშვილებსა და თავადებს ინახავდნენ, აჭმევ-ასმევდნენ,
ტფილისის ბაყლები და მედუქნეებიო~.
დალოცვილს ეს მაინც მოჰგონებოდა, რომ მეთვრამეტე საუკუნის მთელი მეორე ნახევარი
თითქმის მეფე ერეკლეს ხანა იყო და ამ ხანაში გაითქვა სახელი ამ სახელოვანმა მეფემ
მტრებზე გამარჯვებით.

თვით სომხების დედაბუდე ერევანი და განჯა, საცა სახანოები იყო, საქართველოს ხარჯს
აძლევდა, თუნდა იმას ნუღარ ვიტყვით, რომ თითქმის ყველა ახლო-მახლო ხანები
ფიანდაზად ფეხქვეშ ეგებოდნენ ძლევამოსილს მეფესა და რუსეთიც იწვევდა საშველად
ოსმალებთან ომებში.

ერეკლე მეფემ შეაერთა დიდის ხნის გაყრილი ქართლ-კახეთი, იმერეთიც ჰლამობდა


შემოერთებას, მაგრამ შინაურმა შფოთებმა და წაჯეგ-უკუჯეგობამ ხელი შეუშალა უკვე
მხცოვანსა და ღვაწლმოსილს ვაჟკაცს მეფეს.

განა ისე უპატრონო, გარიყული ხომალდი იქნებოდა მაშინ საქართველო, როცა მის მეფეს
ამოდენა შესძლებია.

საცა ასეთი სიღარიბე-სიღატაკეა, იქ ვაჭრობა და აღებ-მიცემობა რა წყალს დალევს, რით


ამოივსებს კუჭსა?

სჩანს, საქართველო არც თუ ისეთი ღარიბ-ღატაკი ყოფილა, როგორც არწმუნებენ დიდსა და


პატარასა, რადგანაც არამც თუ თავის თავს ინახავს, სხვასაც ისე ასუქებს, რომ თავის ტყავში
აღარ ეტევიან.

სხვაც რამ სდომებია კაცის თავმოწონებას, სახელოვანებას, სახელდობრ ის, რაც, კაცთა
საუბედუროდ, ბევრს თავმოწონებულს მდიდარს აკლია, და რას ჩაგვციებიან და სულ იმას
გვიკიჟინებენ, ღარიბნი ხართ და ჩვენ-კი მდიდრებიო.

სიღარიბე მწიკვლი არ არის, ცოდვა არ არის. მწიკვლი და ცოდვა სხვისაგან გამომცხვარის


პურის ჭამაა, სხვისა ოფლის სმაა, და ვისაც ეს ანდერძად და მცნებად გულში ჩაუწერია, იმან
შეინანოს ეს ცოდვა, იმან ჩამოირეცხოს ეს მწიკვლი.

სანეკრე დაინახა და სახტომი აღარ იკითხა და ისკუპა თქვენი მოწონებული.


სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერნი რომ ასე იქცევიან და ოინბაზობენ, _ ადვილად გამოსაცნობია
რადა და რისთვის. ხოლო გვიკვირს, რომ ამ რიგადვე ეპყრობიან ისტორიულს საბუთებს
რუსის ზოგიერთი მწერლებიცა. იმის დასამტკიცებლად, რომ სომეხნი სულითაცა და
ხორცითაც მედგარნი, გულგაუტეხელნი, ხელშესაწყობნი არიან და მერმისი მათი საკუთნოა,
ისტორიული საბუთები მოჰყავთ და ამით არწმუნებენ ქვეყანას, რომ ეს ასე ყოფილა, არის და
იქნება კიდეცაო. სომხებმა ყოველივე ეს სიკეთე თვისი ისტორიით დაამტკიცეს და ძალიან
ვცდებით, რომ ამ ნიჭიერ, გამრჯელ, სულითა და ხორცით ღონიერს ერს ხელს არ ვაშველებთ,
გზას არ ვუხსნით და ვაბრკოლებთო.

საბუთი გვაქვს თუ არა ვკითხოთ ბ-ნ გოლმსტრემს: იგი ლურსმულნი წარწერანი, იგი ქვები,
რომელნიც მოწმედ მოჰყავს, რა სასწაულით მოგვითხრობდნენ სომხების ამბავს, როცა
მხოლოდ ექვსას-შვიდას და სულ ნაკლებ სამასის წლის მერმეთ გამოჩნდნენ სომხები
ურარტის ქვეყანაში, საცა ურარტელები უკვე მკვიდრობდნენ და ებრძოდნენ ასურელთ
მთელი ექვსი თუ შვიდი საუკუნე სომხების მოსვლამდე, და რომელთაც თუ ღვაწლი რამ
მიუძღვით მსოფლიო ისტორიის წინაშე და თუ მაგარი ხასიათი, კულტურა, სულიერი და
ხორციელი ძალღონე გამოუჩენიათ, თავისის სასახელოდ გამოუჩენიათ და არა სომხების
საქებ-სადიდებლად.

სიყვარულია იგი მფრინავი ხომალდი, რომელიც კაცსა აღიყვანს მარალსა შინა მთასა
წმინდასა, სადაც ჰგალობენ ანგელოზნი ღვთისა დიდებას

საოცარია, _ რომ ამას ამბობს ბ-ნი გოლმსტრემი, ესე იგი ის კაცი, რომელმაც თვალი და ყური
აუქცია ჭაღარამოდებულს ძველს დროსაც, არქეოლოგებსაც, სწავლულთა მოგზაურთაც და იმ
ქვათა ღაღადსაც, რომელნიც, მისის სიტყვით, возопиют!

სომეხთა ქების განდიდებას ისე გაუტაცნია ბ-ნი გოლმსტრემი, რომ ამის თქმასაც-კი
შესაძლებელად ჰხადის: `ამ ერმა (სომხობამ) საუკუნეთა განმავლობაში დაამტკიცა თვისი
შეურყეველი ერთგულება ქრისტიანულ მართლმადიდებელ აღთქმებისაო~. რა თქმა უნდა,
ყოველს ერს თავისი სარწმუნოება მართლმადიდებელი ჰგონია და ამაში ვერც ვერავინ შეუვა.

სარწმუნოება სინიდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი.

ხოლო ბავშვმაც-კი იცის, რომ სომხები გრიგორიანები არიან სარწმუნოებით და სულაც არ


ეკუთვნიან იმ რჯულს, რომელიც მართლმადიდებელად წოდებულია საზოგადოდ რუსეთში
და რუსის მწერლობაში საკუთრად.

ბ-ნის გოლმსტრემის ღაღადი, რომ სომხებმა შეურყეველი ერთგულება აღმოუჩინეს


ქრისტიანულ მართლმადიდებელს აღთქმებსაო, არ არის მართალი, იმიტომ რომ ამ სახელით
წოდებულს სარწმუნოებას და, მაშასადამე, აღთქმებსა სომეხნი გაეცალნენ ჯერ კიდევ მეექვსე
საუკუნეში და მას აქეთ სარწმუნოებით ცალკე გავიდნენ. სად იგი სარწმუნოება, რომელსაც
სომხები აღიარებენ, და სად იგი, რომელიც მართლმადიდებელად წოდებულია რუსეთში და
რუსის მწერლობაში. (აი სიტყვა-სიტყვით ბ-ნის გოლმსტრემის ნათქვამი: `Этот народ
(Армянский) в течении многих веков доказал непоколебимую преданность христианским
православным (კურსივი ჩვენია) заветам~. იხ. მისი ფელეტონი: `И Камни возопиют~, `Петерб.
Вед.~, 1899 წ., # 33).

რასაკვირველია, სომეხთა სარწმუნოებაც ქრისტიანულია და სომეხთ ვერ დავუკარგავთ დიდს


ღვაწლს, ქრისტიანობისათვის მათ მიერ დადებულსა. ქრისტიანობისათვის ბევრი რამ
გაუწირავთ, ბევრი სისხლი უღვრიათ და მეტი არ იქმნება ვთქვათ, რომ ქრისტიანობას
ანაცვალეს მათ თითქმის მთელი თვისი ისტორია, თვისი სამეფო, თვისი მამული, თვისი
სამშობლო და ამით, თვისდა მართლადა სასახელოდ, შეინახეს თვისი რჯული, ენა და
ყოველმა ამან შეანახვინა თვით მათი ვინაობაცა, მათი ეროვნული არსებობა.
ვერც ისტორია და ვერც კაცობრიობა ვერ დაივიწყებს სომეხთა ღვაწლს, სომეხთა
თავგანწირვას ქრისტიანობისათვის.

ამიტომაც ბ-ნს გოლმსტრემს რომ გაეხსენებინა ეს დიდებული ღვაწლი საერთოდ


ქრისტიანობის წინაშე, მართალი იქნებოდა და რაკი შიგ ჩაურთა `მართლმადიდებლობა~,
ბალღსაც სიცილს მოჰგვრის, რომ სომხები შეურყეველად ერთგულნი ყოფილან სხვის
სარწმუნოებისა და, მაშასადამე, შერყეულნი თვისს საკუთარს სარწმუნოებაში.

სარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ ჩაესახება ერთსა და იმავე გულს.


როგორც ორსახე ჭეშმარიტებაა შეუძლებელი, ისეც ორსახე სარწმუნოებაც. იგი ან
ერთადერთია ერთს გულში, ან სულ არ არის.

სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის სულიერ წიაღშია, ორთვალა და ორგულა ვერ
იქნება, რომ ჩვენიც იყოს თქვენიც ერთსა და იმავე დროს. იგი ერთთვალა და ერთგულაა, _ თუ
ასე ითქმის, ვერც თვალს და ვერც გულს ორად ვერ გაჰყოფს, რომ ერთსაც ჰხედავდეს
მართლმადიდებელად და მეორესაც, ერთსაც განუზიაროს სასოება გულისა და მეორესაც.

ამიტომაც შეურყეველი ერთგულება სხვის სარწმუნოებისა საკუთარის სარწმუნოების


შერყევაა, უარყოფაა.

თავდადებულნი ერთის სარწმუნოებისათვის, მეორისათვის თავდადებულნი ვერ იქნებიან


და ნამეტანად შეურყეველ ერთგულებისანი.

კაცი შეურყეველად მოსავია მარტო იმ სარწმუნოებისა, რომელსაც აღიარებს და გულში


ატარებს.

უამისოდ სარწმუნოება სარწმუნოება-კი არ არის, სამოსელია, რომელსაც კაცი როცა უნდა


იხდის და როცა უნდა იცვამს.

ამიტომ არა გვგონია კეთილმორწმუნე სომხებს ეს ქება ბ-ნ გოლმსტრემისა სასიქადულოდ


გაუხდეთ. სომხებს რაც გინდ დააბრალეთ, და ორგულობას სარწმუნოებისას-კი ვერავინ
შესწამებს. პირიქით, მათ, თვისდა სასახელოდ, კარგად იციან ფასი თავისის სარწმუნოებისა
და ამისათვის უღელი ყოველ გვარის უბედურებისა გულგაუტეხელად უტარებიათ და
ჯვარცმულან.

სარწმუნოება სინდისის, სასოების, საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი.


სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის ხელოვნურ წიაღშია, ორთვალა და ორგულა
ვერ იქნება, რომ ჩვენიც იყოს და თქვენიც ერთსა და იმავე დროს.იგი ერთვალა და
ერთგულაა, თუ ასე ითქმის. ვერც გულს და ვერც თვალს ორად ვერ გაჰყოფს, რომ ერთსაც
ჰხედავდეს მართლმადიდებლად და მერორესაც, ერთსაც განუზიაროს სასოება გულისა და
მეორესაც.

სწორედ ამ პირმოშვებულმა ფილოსოფოსებმა გაუფუჭეს გული ქართველებს სომხებზე და


სომხებს ქართველებზე, თორემ სად იყო ამ ორმოც-სამოცის წლის წინად ერთმანეთის ასეთი
ათვალწუნება! ერთმანეთში არ ვირჩეოდით და თუმცა სხვადასხვა მოდგმისანი და
სარწმუნოებისანი ვიყავით, მაგრამ სომხობით ქართველის ძულებას და ქართველობით
სომხებისას ჩვენში ადგილი არა ჰქონია ჩვენდა საერთო საბედნიეროდ და სასახელოდ, და თუ
დღეს ეს ურთიერთობა ასე შერყეულია, სომეხთა მეცნიერთა გულნამცეცობას, უვიცობას,
ნაცარქექიაობასა და ოინბაზობას უნდა მიეწეროს.

You might also like