You are on page 1of 2

ჭიდილიც არის და ჭიდილიც.

ამ ჭიდილში ყოველივე ღონისძიება ნამუსის და პატიოსნების


სასწორზე უნდა აწონილ იყოს, უამისოდ ჭიდილი, - საზოგადო სარბიელია, თუ საცალკეო, -
რყვნაა და არა წვრთნა ადამიანურ გრძნობისა, ღირსებისა და კაცურ- კაცობისა. ყოველივე
მოთავე დასისა, ყოველივე ცალკე წევრი და მომხრე მისი, ყოველივე ეგრეთწოდებული
„კენჭოსანი“ ამ სასწორით ხელში უნდა შედიოდეს კრებაში და ამ სასწორით მოქმედობდეს,
არჩევანია, თუ სხვა საქმე რამ გასარჩევი და გადასაწყვეტი. ვინც ასე არ იქცევა, იგი
ჰღალატობს კრებას, საზოგადოებას, ქვეყანას, იგი მჩვარია და არა ადამიანი, თავისთავის
პატრონი, თავის საკუთარის ღირსების მქონებელი, მომვლელი და დამცველი.
  
 ჩვენ გვემძიმება, მაგრამ არ შეგვიძლიან არა ვსთქვათ, რომ მითქმა-მოთქმა ორსავე მხარეს
ერთნაირად აბრალებს უკადრისის ღონისძიების ხმარებას არჩევანის დროს, და თუ
განსხვავებაა რაშიმე, მარტო ამ ღონისძიების მეტნაკლებობაშია და არა უკადრისობის
მორიდებაში.
  
 ეს ამისთანა სათაკილო და სამარცხვინო ამბები სახელს უტეხს მთელს კრებას, მთელს
საზოგადოებას, თვითეულს ცალკე წევრს კრებისას, ჩირქსა სცხებს ჩვენს ადამიანობას, ჩვენს
კაცურ-კაცობას. არამცთუ დაჯერება ამ ამბებისა, გაგონებაც-კი გულს უწყლავს ყოველ კაცს,
ისაც-კი გაუგია, რა არის გრძნობა ადამიანის ღირსებისა, თავის სიმაღლიდამ ძირს
დაშვებული, დაცემული.
  
 ნაძირალთა გრძნობათა აშლა და ფეხის გადმოდგმა საზოგადო საქმის სარბიელზე პირქვე
დასცემს ყველა კეთილსა და თავის ლამით და შლამით წალეკავს ყოველსფერს, რასაც-კი
მიეკარება. თუ სამუდამოდ ჩვენი ქახდენა, ჩვენი მიწასთან გასწორება არ გვინ- და, ამ მხრით
უნდა მოვუაროთ ჩვენს თავს, ამ ნაძირალთა გრძნობას გზა უნდა გადავუ- ღობოთ, ვიდრე
დროა, თორემ მერე გვიანღა იქნება: ჩვენი საზოგადოებური ღირსება ამ ნაძირალთა
გრძნობის ლექ ქვეშ დაიმარხება და მერე მშვიდობით ჩვენო იმედო, ჩვენო სასოებავ
ხვალისავ!
   
ამ მითქმა-მოთქმას ჩვენ ისე ვუყურებთ, როგორც მაგალითს იმისას, თუ რა სიფრთხი- ლით,
რა წინდახედულობით, რა სიწმინდით და სიფაქიზით უნდა გამოდიოდეს კაცი საზოგადო
საქმეთა სარბიელზე სამოქმედოდ, რომ თვით პირგახეულმა ჭორმა და ნამუსზედ
ხელაღებულმა მტრობამ ვერა იპოვოს-რა ხელის მოსაჭიდებელი. აქ მცირეო- დენი ეჭვიც
საკმარისია, რომ ჭორმა და მითქმა-მოთქმამ თავისი საზარელი და დაუნდობელი ქსელი
გააბას, რაცგინდ კაცი მართალი იყოს, და ამით პირქვე დაამხოს არამცთუ ღირსება
ადამიანისა, თვითონ იგი საქმეცა, რომლის სამსახურად კაცი მოედანს გამოსულა.

ჭეშმარიტი საგანი ღვინის კეთებისა, ამისი თავი და ბოლო, ბუნებურის ღვინის შექმნაა,  ესე
იგი ყურძნის წვენის დაღვინოებაა იმ გზით, რა გზითაც თვითონ ბუნება ყურძნის წვენს
საღვინოედ ამოქმედებს.
ჭკვის მისაღები საფუძველი მიჩვენეთ, რომ დავიჯერო ეგრეთი განყოფა მისი, რაც ბუნებით
განუყოფელია.

ჭეშმარიტი სიტკბოება ცოლ-ქმრობისა ნელსა, წყნარსა და მშვიდობიან სიყვარულშია და


ცოლ-ქმრობას ამის მეტის მოტანა არ შეუძლიან.

ჭეშმარიტი არტისტობა ეს არის, რომ ერთს აღმოკვნესას, ერთს ძახილს კაცმა მთელი თავისი
გული ამოაყოლოს, მთელი დრამა დასტიოს ორიოდ სიტყვაში!..

ჭკუა რომ დაიკარგოს, მთაში მონახეო-ნათქვამია. არა, ჭკუა რომ დაიკარგოს, ხალხში უნდა
ონახოთ.სულიერს განძს კაცობრიობისას აქა აქვს თავისი სალარო და ლოღიკა. ეს უკეთესი
ნიჭი ადამიანისა, აქა ჰპოულობს სავანესა.

ჭუჭყიანი სიტყვა-პასუხი, ჭუჭყიანი გულისნადები, რომელიც ზედ აბეჭდია ხოლმე ყოველს


კაცს, სხვის გასაბიაბრუებლად გამოლაშქრებულს, მეტისმეტად ცხადი ნიშანია თვითონ
მოლაშქრეს უწმინდურობისა და ჭუჭყისა.

ჭკვადამჯდარი `Кавказ~-ის ჭორები:


ჭკვადამჯდარი, დარბაისელი `Кавказ~-ი, თუმცა ყოველთვის სასაცილოა, მაგრამ ძნელად
გაიცინებს ხოლმე, და თუ გაიცინა, ისე გაიცინებს, რომ მართლა სიცილია.

ჭეშმარიტს ღირსებას ყვირილი არ უნდა. მისი ბუნება და თვისება ის არის, რომ მით უფრო
სასახელოა და საგულებელი, რაც უფრო მდუმარეა. ნუ გგონიათ, ამ ბუნებას ღირსებისას კაცმა
ჭკუა ვერ მიაწვდინოს, თუ გამეცნიერებული და განათლებული არ არის. ამისათვის საკმაოა
საღი ჭკუა და უბრყვილო გული უბრალო გლეხკაცისაც. `კარგი ვარ, ამას ნუ იტყვი, თავს ნუ
დაუწყებ ქებასა~, ან: `ვაჟკაცი წყნარი სჯობია, ჩალად არა ჰღირს მკვეხარი~ (ფშაური ლქსბია),
_ განა გლეხკაცის ნათქვამი არ არის?

ჭშმარიტი ლიბერალობა ის არის, რომ ჭეშმარიტება არავის წააწყმედინო, არავის გააქელვინო,


ბოროტს ბოროტი ამხილო, მსჯავრდაუდებლად არ შეარჩინო და, თუ საიმისოა, ცხვირიდამაც
ძმარი ადინო. ბაძით ქვეყანა წახდებაო, ნათქვამია.

ჭკვათამყოფელს კაცს-კი პირში კაპს ვერ ამოსდებენ, ვერ გააკმენდინებენ ხმას იმ


უუწმინდაესს გრძნობას ადამიანისას, რომელსაც ეძახიან გრძნობას საკუთარის ღირსებისას.

You might also like