You are on page 1of 3

ოღონდ ერთობით, ამხანაგობით ჩვენ ღონე მოვიცეთ და ჩარჩული ფული თავისს საკუთარს

ბედისწერას გადაჰყვება, თითონ შესჭამს თავისს თავსა, საკუთარის გესლით მოიწამლება,


როგორც ქვემძრომი მორიელი.

ორი ჯურაა ღვინის მუშტრისა და თვითეული მათგანი ღვინისაგან იმასა ჰთხოულობს, რაც
საკუთრად მისთვის სარფაა და სახეირო. ამ სხვადასხვაობას მუშტრისას დიდი მნიშვნელობა
აქვს, იმიტომ რომ ამ სხვადასხვაობის მიხედვით სისტემაც ღვინის კეთები- სა ორნაირია.
ერთგვარი მუშტარი ღვინისა ღვინის პირდაპირი მხმარებელია, ესე იგი კაცი, რომელიც
ჰყიდულობს ღვინოს იმისთვის, რომ თვითონ სვას, თვითონ გამოიყენოს და მოიხმაროს.
მეორე ღვინის ვაჭარია, ესე იგი კაცი, რომელიც ჰყიდულობს ღვინოს მარტო იმისათვის, რომ
ჰყიდოს. პირველს ღვინის სახელით იმისთანა სასმელი უნდა, რომ არამც და არამც
მაწყინარი არ იყოს, და ამისთანა სასმელი, როგორც შემდეგში ვნახავთ, მარტო ბუნებური,
შეურევნელი, წმინდა ყურძნის წვენის ღვინოა. მეორე კი, ესე იგი ღვინის ვაჭარი, მარტო იმას
დაეძებს, რომ სასმელი ერთნაირის ფერისა, ერთნაირის გემოსი, ერთნაირად გამძლე იყოს
ყოველ შემთხვევაში და იმოდენად ჰგვანდეს ღვინოსა, რომ პირდაპირს მხმარებელზედ
გაასაღოს ხოლმე ღვინის სახელითა.

 ოღონდ ერთობით, ამხანაგობით ჩვენ ღონე მოვიცეთ და ჩარჩული ფული თავისს საკუთარს

ბედისწერას გადაჰყვება, თითონ შესჭამს თავისს თავსა, საკუთარის გესლით მოიწამლება,


როგორც ქვემძრომი მორიელი.

ორიგინალი, სენტიმენტალური და სხვანი მაგ-გვარი სიტყვები, ხმარებული ჩემს აპრილის


სტატიაში, თქვენ უცხო სიტყვებად მიგიღიათ. ეგ, მართალია, ქართული სიტყვები არ არი,
მთელი კაცობრიობა კი ხმარობს. ყოველ ხალხსა, ცოტაოდენ განვითარებულს და
ფეხშედგმულს ევროპის განათლებაში, შემოუტანია და მიუღია ეგ სიტყვები, როგორც თავის
ღვიძლი ენის ლექსნი; მაშასადამე, არც ჩვენთვის არის დასაძრახისი, რომ ჩვენც ვიხმაროთ.

ოხ, მარტივო კაცის სიმარტივევ! ოხ, მარტივო მახვილგონიერებავ!


ორჯერ ორი რა არი? ვგონებ ოთხი იყოს. თქვენ რას იტყვით მაგაზედ?
ორ დღეს უკან ჩვენი სოფლის ბოლოებში მივედით. მზე ჯერ ჩასული არ იყო და მთის
წვერზედ ცეცხლივით ენთო. მე ჩვენს სოფელში მისვლა ძალიანაც არ მიმიხაროდა. მე იქ
აღარავინა მყვანდა, მაგრამ ჩემის მიწა-წყლის სიომ რომ გამკრა, გული ამიტოკდა: ის მთა, ის
ბარი, ის ტყე, ის მინდორ-ველი რომ დავინახე, ავივსე ლხენითა და სიამითა. ის, რაც გულში
მაშინ დამიტრიალდა, არც სიხარულსა ჰგვანდა და არც ნაღველსა, გულში რაღაც მზიანი
ჩრდილი იყო, თითქო ნაღველი სიხარულში გაიშალაო და სიხარული – ნაღველში. გული
ოდნავ და მეტად ტკბილად მიცემდა. სმენად გარდამექცა გულისყური, ყველაფერი ჩემს გარსა
თითქო რაღაცასა და დიდი-ხნის დავიწყებულს ამბავს მიამბობდა. იმ დროს რომ კაცს ჩემთვის
ხმა გაეცა, მეწყინებოდა.

ოთახიდამ გარეთ გამოვედი და შევხედე სტეფანწმინდის პირდაპირ აყუდებულს მყინვარსა,


რომელსაც ყაზბეგის მთას ეძახიან. დიდებული რამ არის მყინვარი. აბა მაგას შეუძლიან
სთქვას: ცა ქუდადა მაქვს და დედამიწა ქალანადო. ცისა ლაჟვარდზედ მოჩანდა იგი თეთრად
და აუმღვრევლად. ერთის მუჭის ოდენი ღრუბელიც არა ჰფარავდა მის მაღალს შუბლსა, მის
ყინვით შევერცხლილს თავსა. ერთად-ერთი ვარსკვლავი, მეტად ბრწყინვალე, ზედ დაჰნათდა
ერთს ალაგს გაჩერებული, თითქო მყინვარის დიდებულს სახეს განუცვიფრებიაო. მყინვარი!...
დიდებულია, მყუდრო და მშვიდობიანი, მაგრამ ცივია და თეთრი. დანახვა მისი მაკვირვებს
და არ მაღელვებს, მაციებს და არ მათბობს, ერთის სიტყვით მყინვარია. მყინვარი მთელის
თავის დიდებულებით საკვირველია და არა შესაყვარებელი. აბა რად მინდა მისი დიდება?
ქვეყნის ყაყანი, ქვეყნის ქარიშხალი, ქროლვა. ქვეყნის ავ-კარგი მის მაღალს შუბლზედ ერთ
ძარღვსაც არ აატოკებს. ძირი თუმცა დედამიწაზედ უდგა, თავი კი ცას მიუბჯენია, განზედ
გამდგარა, მიუკარებელია, არ მიყვარს არც მაგისთანა სიმაღლე, არც მაგისთანა განზედ
გადგომა, არც მაგისთანა მიუკარებლობა. და დალოცა ღმერთმა ისევ თავზედ ხელაღებული,
შეუპოვარი და დაუმონავი მღვრიე თერგი. შავის კლდის გულიდამ გადმომკვდარი მოდის და
მობღავის და აბღავლებს თავის გარეშემოსა. მიყვარს თერგის ზარიანი ხუილი, გამალებული
ბრძოლა, დრტვინვა და ვაი-ვაგლახი. თერგი სახეა ადამიანის გაღვიძებულის ცხოვრებისა,
ამაღელვებელი და ღირსსაცნობი სახეც არის. იმის მღვრიე წყალში სჩანს მთელის ქვეყნის
ნაცარ-ტუტა. მყინვარი კი უკვდავებისა და განცხრომის დიდებული სახეა: ცივი – როგორც
უკვდავება და ჩუმია – როგორც განცხრომა...

ოპოზიციას წინ კიდევ ბევრი სხვა საქმე უდევს და, ჩვენის ფიქრით, დიდად გონივრულად
იქცევა, რომ მოუწადინებია ჯერ ყოველი გარემოება და ვითარება ქალაქის
თვითმმართველობისა, ყოველი საქმე ქალაქისა ზედმიწევნით შეისწავლოს და მერე თავის
მთელის და ვრცელის პროგრამით გამოვიდეს სამოქმედოდ. იმ დრომდე-კი ერთს ბიჯსაც
არავის არ გადაადგმევინებს უიმისოდ, რომ არ განიკითხოს, არ განსაჯოს, არ აიღოს და
დაიღოს კრიტიკის სასწორითა. ეს ახალი ბევრს ეხამუშება, მაგრამ დრო მოვა და გაიგებენ, რომ
ხსნა სწორედ ამ გზით სვლაშია ყველგან, და ნამეტნავად იმისთანა მძიმე და რთულ
საზოგადო საქმეში, როგორიც ქალაქის მოვლა და პატრონობაა.

ოპოზიციას ამით არა დაუშავდება-რა, რომ ბ-ნი იზმაილოვი დარჩაქალაქის მოურავის


მოადგილედ. იმიტომ რომ, იგი ბ-ნ იზმაილოვს ებრძოდა ისე-კი არა, როგორც კერძო, ცალკე
კაცს, არამედ როგორც წარმომადგენელს და ნიჭიერ წარმომადგენელსაც იმისთანა
სისტემისას, რომელიც ასე თუ ისე არ მოსწონს ოპოზიციას ქალაქის საზოგადო ინტერესების
მიხედვითა. რაკი ქალაქის საჭიროების თვალით იყურება ოპოზიცია, რაკი სახეში საზოგადო
საქმეთა ავკარგიანობის სასწორი და საწყაო აუღია ხელში, _ ეს, ჩვენის ფიქრით, ჯერ ხანად
მაინც უეჭველია, _ და რაკი ბ-ნი იზმაილოვი მიიჩნია ოპოზიციამ წარმომადგენელად
დაწუნებულ სისტემისა, ოპოზიციის ზნეობური და საზოგადოებური მოვალეობა და ღირსება
ითხოვდა ცდილიყო ეს ნიჭიერი წარმომადგენელი ძველის გამგეობისა, ძველის სისტემისა, არ
ამორჩეულ ყოფილიყო იმისთანა გავლენიან თანამდებობის დასაჭერად, როგორიც ქალაქის
მოურავის მოადგილეობაა. ეგ არაფერი, რომ ცდამ უქმად ჩაუარა, ხოლო იგი, რამაც ამის
საცდელად იძულებულ ჰყო ოპოზიცია და ხელი გამოაღებინა, საქებურია და არა ნიშნ-
მოსაგებელი.

ოღონდ მე კარგად ვიყო და თუნდ ქვა ქვაზედაც ნუ იქნებაო.

ოინბაზობა, თაღლითობა, რუსები რომ იტყვიან подлог, მართალია დიდს ოსტატობას, დიდს
გაგებას და თითქმის ერთსგვარს გულადობასაც ჰთხოულობს, მაგრამ არც იმისთანა საქებური
და სასახელო ხელობაა, რომ კაცმა თავი შეიდოს, ანუ, უკეთ ვსთქვათ, იკადროს მარტო
სახელისათვის, თუ სახელს სახრავიც ზედ არ მოჰყვება.

You might also like