You are on page 1of 19

დღევანდელი ფარ-ხმალი ცხოვრებისა ქონებაა.

კარგია თუ ცუდი ეს ასეთი ყოფა, ჩვენ


ამაზედ თვალი უნდა ავახილოთ, ამაზედ ვიფიქროთ.
ამ ბრძოლაში „ ყურთმაჯთ ბრიალი, ხმალთა ტრიალი, ცხენიდამ ხტომა და კვლავ შეხტომა“ 
ვერაფერი თამასუქია გამარჯვებისა, ვერაფერი ღონეა.

დღევანდელმა დღემ კაცობრიობა იქამდე მიიყვანა, რომ თუ ერს ქონება შეძენილი არა აქვს
და მის გაძლიერების გზაზე არა სდგას, იგი ღონემიხდილი ლომია, უხორთუმო სპილოა იმ
მწვავს და დაუნდობელ ომში, რომელსაც არსებობისათ- ვის ბრძოლას ეძახიან.

  დღეს ყველამ იცის, რომ თავი და ბოლო წინ წაწევისა, წარმატებისა, გაძლიერებისა, შინა
და გარეთ დამოუკიდებლობისა, მაძღრობაა, სიმდიდრეა, ეკონომიური ძალ- ღონიერებაა
ერისა. 

დიდი ხანია ამისთანა ყოფას უჩივიან ჩვენი მემამულენი, და დიდი ხანია ჩვენს
საზოგადოებაში ჰტრიალებს აზრი იმაზედ მიმართული, რომ ამ სატკივარს წამალი რამ
დაედოს.
    დიდი ხანია ისიც გამორკვეულია, რომ აქ ცალკე კაცის ძალ-ღონით შეუძლებელია
ეშველოს რამ საქმეს. აქ თუ უშველის რასმე, მარტო შეერთებული ღონე ამ მდგომარეობი-
საგან დაჩაგრულებისა. ესე იგი, ერთის მხრით მიწისმომქმედთა და მეორეს მხრით
მუშტრებისა.

დღეს ვეღარავინ იტყვის, რომ ამ კაცს ბევრი პური და ბევრი ღვინო აქვს და  მდიდარიაო, და
თუ იტყვის, ეს პური და ღვინო გულში უსათუოდ ფულად განაღდებული აქვს, ფულზე აქვს
გათვლილი.
    ხოლო გულში განაღდებული,  გულში ფულად ქცეული ჯერ კიდევ შორს არის მართალ
განაღდებაზე, მართალ ფულად ქცევაზე.
    პურიდამ  და ღვინიდამ ფულამდე დიდი და გასაჭირი მანძილია იმისათვის,  ვისის
ოფლითა და გარჯითაა მოპოებული იგი პური, იგი ღვინო. იგი ფულის პატრონიც, რომელსაც
პური უჭირს საჭმელად და არა გასასყიდად, ამავე დიდს მანძილზეა შორს პურის პატრონზე.

დაუმტკიცეთ სად არის მართალი და მტყუანი, და გვერწმუნეთ მართალი იმოდენა


მომხრეებს იშოვის, რომ ბურჯად შეექმნას ყოველ საზოგადო საქმეს. ამისი თავმდებია
საზოგადოდ ადამიანის კეთილ-გონიერება, პატიოსნება და გულწრფელი სიყვარული
საქმისა, ესე იგი, იგი საზოგადოებური და ადამიანური ღირსება, რომელსაც ყოველს
საზოგადოებაში თავისი მომხრე, მიმდევარი და მცველი ჰყავს და ურომლისოდაც
წარმოუდგენელია თვით კაცთა საზოგადოებაც.

დღევანდელი მოკლევადიან კრედიტის წესი სხვაფრივადაც სჩაგვრენ მიწათმომქმედსა.


თვითონ სოფლის მეურნეობის ნაამაგევი ჭირნახული, რაც გინდ ბევრი ჰქონდეს მიწათ-
მომქმედს, მის ხელში უქმი განძია, ვიდრე გაჰყიდის და ფულად აქცევს. არც ერთი
ზემოხსენებული საკრედიტო არ დაიგირავებს ხოლმე იმ ჭირნახულს და ამ გზითაც სესხით
ხელს არ უმართავს მის პატრონს. ამის გამო იგი სიმდიდრე, რომელსაც ჭირნახუ- ლი
წარმოადგენს, უქმადა ჰდევს როგორც პატრონისათვის, ისეც თვით წარმოებისათვი- საც
მთელს დროს, მოსავლის დღიდამ გასყიდვამდე. ეს არამც თუ ზარალია ცალკე კაცისათვის,
არამედ ქვეყნისათვისაც. ეს ამბავი მით უფრო შეუწყნარებელია, რომ იგივე ჭირნახული,
რაკი მომქმედისაგან ვაჭრის ხელში გადავა, შესაძლოა გირაოდ მიღებულ იქმნას სესხის
სათავდებოდ.
   

დასთა ბრძოლა ყველგან არის, მაგრამ ისე კი არა, რომ აქლემები წაიჩხუბნენ და კოზაკი
შუაში გაიჭყლიტოს.

დიაღ, ძმები ვართ ყველანი და ძმათა შორის მწარე მართალი სჯობია ტკბილს ოცნებასა.
  
 არამცთუ საზოგადოებრივს საქმეში, კერძო კაცის საქმეშიაც შესაწყნარებელი არ არის
იმისთანა მითქმა-მოთქმა, რომელსაც მოკლე ფეხები აქვს, რადგანაც შინაგანად ყოველ
ღირსებას მოკლებულია.
  
 თუ ამისთანა მითქმა-მოთქმა ზოგჯერ სჭრის და ფეხს იკიდებს ხოლმე, ეგ მარტო იმიტომ,
რომ გულის მოსაგები ფერ-უმარილი უსვია და, თუ კაცი არ ჩაუფიქრდა, ადვილად
წაიტყუებს ხოლმე.

დღეს გერმანია რომ ბისმარკის ძალდატანებით რაც ძალი და ღონე აქვს პურზედ ბაჟს
უმატებს და უმატებს, ვითომ რა აზრი და განზრახვა უნდა მოეჩხრიკოს ამ დაუდგრო- მელს
მატებასა. გერმანიას, რომელიც პურის მოსავლის მიხედვით მდიდარ ქვეყნებში არ
ჩაითვლება და რომელსაც, მაშასადამე, სხვის პური უჭირს, ამ ბაჟის მომატებით პური ხომ
უნდა გაუძვირდეს. გაძვირება ხომ ღარიბის კაცის სულის შეხუთვას მოასწავებს.
   
ნუთუ მართლა იგი გერმანია თავის ერს და ქვეყანას იმისთვინა სწირავს, რომ პურის
მოსავალი შინ გაიძლიეროს! პური ხომ შამპანური ღვინო არ არის, რომ უმისობა გერმა- ნიის
ერმა ითმინოს იმ დრომდე, ვიდრე თვით ბევრს მოიყვანდეს, პური იმისთანა საჭი- როებაა,
რომ უიმისობა და შიმშილით სიკვდილი ერთია და მინამ პავლე მოვა, პეტრეს ხომ ტყავი
გასძვრა!
  

  დღეს თითქმის ყველგან პროტექციონობის გაძლიერებას ვხედავთ, თუმცა მეცნიერე-


ბისაგან-კი ანდერძაგებულია და დაწუნებული.

დღესა ვხედავთ, რომ თითქმის თ. ბისმარკის წყალობით ევროპამ დაივიწყა სიკეთე


ფრიტრედერობისა.
   
დღეს ხელახლად თავი წამოჰყო და ფეხზედ წამოდგა წინათ უარყოფილი სისტემა
პროტექციონობისა, ესე იგი, იგი სისტემა, რომლის დაძლევაც დიდის სიხარულით
მიღებული იყო ამ ორმოცის წლის წინათ და მასზედ გამარჯვებული ფრიტრედერობა-კი -
პატივცემული, როგორც სისტემა ლიბერალობის მოძღვრებისა.
დიპლომატიამ იგრძნო, რომ დაზიანება სხვა სახელმწიფოსი მარტო იმით არ მოხდება, რომ
სხვაგან ბევრს ადგილას ბინა და ფეხი მოიკიდოს სააღებ-მიცემოდ;
   
შესაძლოა მოცილე და სამტროდ თავგამოდებული სახელმწიფო სხვა გზითაც შეჰხუთოს. ეს
გზა ის არის, რომ მისი საქონელი თავის საზღვრებში არ შემოუშოს, არ გააჭაჭანოს,
ამისათვის ტამოჟნები და საბაჟოები დაჰმართონ და ამით ბაზარი აღებ-მიცემობისა ცოტად
თუ ბევრად მოაკლონ და დაუკეტონ.

  დღეს ძლიერი სახელმწიფო იგია, ვინც მდიდარია და ვისაც, მაშასადამე, მეტი შეძლება
აქვს ბევრი გასწიროს და მაინც სახსარი შერჩეს ცხოვრებისა.
  

  დღეს ცარიელი მკლავი იმოდენად ვეღარა სჭრის, რაც სავსე ჯიბე; დღეს იგია უძლეველი,
ვინც უფრო დიდ ხანს და ხანგრძლივ გაუძლებს საომარს ხარჯსა, ომის შემმუსვრელს ჭირსა
და ვაგლახსა.
   

დღეს ინგლისი რომ გულზვიადად არის, რომ გაბედულად და კადნიერად ეტანება ყოველს
საქმეს ევროპის საერთო პოლიტიკისას და საითაც გაიწევს, თითქმის იქით გაქვს სვე
დღევანდელის სამკალისა, ამის მიზეზი ჯართა სიმრავლე კი არ არის, არამედ გატენილი
ჯიბეა.
   

დღევანდელი ტოკვა თვითეულის სახელმწიფოსი, შიგნეული რომ კარგად გავუსინ- ჯოთ,


სხვა არა არის რა, თუ არ ის, რომ საპოლიტიკო ეკონომიის ბრძოლის მოედანზედ რაც
შეიძლება მომეტებული ადგილი დაიჭიროს, ფართო გზა გაიკაფოს, დიდი არხები გასჭრას
სიმდიდრის მოსადინებლად, სხვისი იეფად და ცოტა იყიდოს და თავისი ძვირად და
ბლომად გაასაღოს. დღევანდელს ბრძოლას და ცილობას სახელმწიფოებისას დღეს
სარჩულად უფრო ეს სიხარბე უდევს, ვიდრე სხვა რამ; ამისთვის იღწვიან, ამისთვის
ემზადებიან, ამისთვის თოფ-იარაღს ხელსა ჰკიდებენ.
   

დიპლომატიამ დიდი ხანია მიაგნო ამ საეკონომიო გარემოებათა ძალმომრეობას, დიდი


ხანია იცნა მისი ძალ-ღონე სახელმწიფოს ძლიერების მეტნაკლებობისათვის.
დიდი ხანია დავიწყებული და განკიცხულია ის მოძღვრება, რომელიც საქვეყნოდ
გაიძახოდა: „Homo homini lupus“, კაცი კაცისათვის მგელიაო... ამ მოძღვრებამ საზოგადოებას
სიკეთე და ბედნიერება ვერ შესძინა.
   
დღეს, პირიქით, სულ სხვა ქვაკუთხედს უდებენ ადამიანის ცხოვრების აგებულებას: ხელი
მიეც შენს მეზობელს, შეერთდით, ერთად იმუშავეთ, თუ გინდათ ქვეყანაში რიგიანად
იცხოვროთო.

დიდი რამ არის სწრაფი და იაფი გზა.

დედა-ქართლის შვილთაგან ერთი პატარა, ლამაზი და მდიდარი ქვეყანაღაა ჩვენში ამ


მხრით უნუგეშოდ დარჩომილი დღეს. ეგ ქვეყანა კახეთია, ყოვლისფრით შემკული და
უხვად მომადლებული. უწინაც გვითქვამს და ეხლაც ვიტყვით, რომ არა გვგონია ბუნებით,
ჰავით და გარემოცულებით ამისთანა შემკული სხვა რომელიმე ქვეყანა იყოს, არამცთუ ამიერ
და იმიერ კავკასიაში, არამედ მთელს რუსეთის იმპერიაში. აქაურის ჰაერის და მიწის
თვისება ისეთია, რომ ყოველისფერის მოყვანა შესაძლოა, რაც-კი ადამიანის სულსა და გულს
მოესურვება.
   
თუმცა ეს ნაწილი ჩვენის ქვეყნისა ეხლა ცნობილია მარტო ღვინითა, მაგრამ ძველად
თითქმის ბოღაზი ყოფილა, თუ არ მთელის საქართველოსი, მის უდიდესის ბაზარის
ტფილისისა მაინცა.
   
ამ ორმოცის, თუ ორმოცდაათის წლის წინათ ქიზიყის პურს ეჭირა მთელი ბაზარი
ტფილისისა. ამას გარდა აქედამ მოდიოდა არაყი, სიმინდი, ფეტვი, ბრინჯი, ბამბა*,
მშვენიერი სახელგანთქმული კახური აბრეშუმი, მშვენიერი სურნელოვანი თამბაქო,
სამღებრო და სამკურნალო (სააფთიაქო) ყვავილი და ბალახი, აუარებელი ხილი, აუარებელი
მატყლი, საკლავი საქონელი და მებრვე სხვანი.
დიდს აღებ-მიცემობაში საზოგადოდ და პურისაში საკუთრივ პატიოსნება და ნამუსიც
დიდს საქონლად მიაჩნიათ ამერიკაში.
   
ჩვენებური ვაჭარი ისე თითქმის არ გაჰყიდის, რომ მუშტარი არ მოატყუოს და ამით
ეხტიბარი არ გაიფუჭოს სამერმისოდ.

დღეს-აქამომდე სულ ამას ჩივიან, რომ კახურს და ერთობ ჩვენებურს ღვინოს გასავალი არა
აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ არ აქვს საიმისოდ დიდი ბაზარი და ამიტომ ღვინო ფასად ვერ
გადის, და ჰზარალობს ამის გამო ვენახის პატრონი და ღვინის დამყენებელი. ეს ჩივილი
მართალია.

დღეს ჩვენებური ღვინო საბაზრო საქონელი არ არის. ის საბაზრო საქონელი არ არის,


რომლისაც არ ვიცით, ბაზრამდე, მუშტრამდე იმ სახითვე მივა, რა სახითაც პატრონს
გაუსტუმრებია ბინიდამ, თუ არა.
   
მინამ დარწმუნებული არ ვიქნებით, რომ ჩვენი ღვინო ჩვენის მარნიდამ ბაზრამდე თავის
გემოთი, ფერით და სუნით მივა და თავს დაიჭერს, იმ დრომდე ნურავის ჰგონია, რომ ღვინის
აღებ-მიცემობამ ჩვენში ჩვენი სასურველი გზა გაიკაფოს.
   

დღესაქამომდე ჩვენებური ღვინო ასე თუ ისე შინვე საღდებოდა, აქავ ჩვენში ჰშოულობ- და
მუშტარსა და მსმელსა, და რაც მოდიოდა ერთს წელიწადს, აქავ ისმოდა ერთისავე წელის
განმავლობაში. ამ მოკლე ხანში ჩვენებური ღვინო თავს იჭერდა, თუმცა ესეც ვაითა და
ვაგლახითა. ამიტომაც ჩვენში არავინა ჰფიქრობდა ღვინისათვის გამძლეობა მიეცა, რომ შორი
გზა და ხანგრძლიობა აეტანა.

დროა გონზედ მოვიდეთ და დაუვიწყრად გვახსოვდეს, რომ რასაც კაცი თავის თავს თავის
მხნეობით უშველის, იმას სხვა ვერ უშველის.
   
თავისით თვალის ადევნება, თავისით გამოძიება, ან სხვისი გამონაძიების შეთვისება, ცოტად
თუ ბევრად გამჭრიახობას ჰთხოულობს, ცოტად თუ ბევრად რთულს გარჯასა და შრომას,
და ამიტომაც ამ შემთხვევაში სხვისათვის მიუტევებელი უქმად-ყოფნა ჩვენს მიძინებულს
გონებას და დამბლადაცემულს ხალისს ასე თუ ისე შეეწყნარება, თუმცა ცოდვის დავთარში-
კი მაინც ცოდვად დაეწერება სხვილის ასოებით.

დოქტორმა ლუდვიგ გალმა თავის მხრით სხვა რამ მოიგონა. ამისის აზრით, ღვინის
სიკეთე იმაზეა დამოკიდებული, თუ რამოდენა სიტკბო აქვს ყურძნის წვენსა, ესე იგი,
რამოდენა შაქარი, და თუ ყურძნის წვენს ეს აკლია, უნდა განგებ ჩაემატოსო. ამას
„გალიზაციას“ ეძახიან. გარდა ამისა ღვინოს ფერის მისაცემად სანდალს უშვრებიან,
ჭიაფერსა, ლილას, ალუბლის წვენს, ანწლს და სხვას ათასგვარს წამალსა, მაგალითებრ,
შაბსა, რკინის არჯაპსა. სპირტსა და ერთგვარს შენარევს ტყვიისას, რომელსაც „პროტოქსიდს
( Carbonate ) ტყვიისას“ ეძახიან.

დღეს რუსეთის მწერლობამ მიაქცია ყურადღება ამ ფრიად საჭირო საქმეს. ერთს რუსულ
ჟურნალში ჩვენ შევხვდით ამ საგანზედ წერილს ბ-ნ ვოიეკოვისას. იგი ამბობს:
 
 დროა, დიდი ხანია დროა, ხელი მოვკიდოთ ამიერკავკასიაში რწყვის საქმეს. საჭირო არ
არის ჩვენთვის ინდოეთის დაპყრობა, - ჩვენ ჩვენი ინდოეთი გვაქვს ამიერკავკასიის
ვაკეებზედ, თუკი მოვიწადინებთ. მტკვარი და არაქსი ერთ მილიონ დესეტინაზედ მეტს
ადგილს მორწყავს მერე დიდ ნაყოფიერს ადგილსა. სარწყავი მიწები ძვირფასს მცენარეს
გაზრდიან, რწყვა გააღონიერებს მიწებს და გაუძლიერებს მომცემლობას იმოდენად, რომ
ორი, ზოგჯერ სამი მოსავალიც მოგვივაო. ყოველ ამის გამო სარწყავი დესეტინა ფასს
მოიმატებს და ას თუმანზე* ნაკლებ არ ეღირებაო.
   
მაშასადამე, რომ ამიერკავკასიაში რწყვის საქმე მოეწყოს, ჩვენ შევიძენთ მილიარდ მანეთზედ
მეტს ქონებას და მაინც არა ნაკლებ იმისა, რაც გერმანიამ დავლა წაართვა საფრანგეთს 1871
წელსაო. თქმა არ უნდა, რომ მართლა დროა ამ ჩვენდა სამწუხაროდ, დაძინებულმა საქმემ
ჩვენდა სასიხარულოდ გაიღვიძოს. არხების გაჭრა აქ დიდი საქმეა, სხვა არაფერი მიზეზი არ
არის, რომ ამ საქმეს ბოლო არ მოედგას. (    * წინათ ჰყავს ავტორს მოყვანილი, რომ ბევრგან
დღესაც სარწყავი დესეტინა 800 მან. ღირსო, მაშინ როდესაც იქავ ურწყავი 10 მანეთად ძლივ
იყიდებაო. საფრანგეთში 3000 მანეთად გადის სარწყავი დესეტინა და იქავ ურწყავი 50 მან.)

დღეს, როცა საქვეყნოდ კარი გაგვეღო, როცა ამისთანა სწრაფი გზებია, როგორც რკინისგზა
და ზღვისა, როცა შესაძლოა თითქმის ორის კვირის განმავლობაში თუნდა ამერიკიდამ
მოვიტანოთ ჩვენი სამყოფი პური, - რუსეთს აღარ ვიტყვით, - უფრო იეფად და უფრო
კარგიც, ნუთუ სახეიროა ჩვენი მარჯვენა, მშვენიერი ჰავა და მიწა პურზე მოვაცდინოთ,
მაშინ როდესაც ჩვენის ქვეყნის ბუნება ნებას გვაძლევს უფრო ძვირფასი ჭირნახული
მოვიყვანოთ იმავე შრომით, გარჯით, იმავე ჰავითა და მიწით.

დღეს პურზე, ქერზე და სხვა ამისთანა მარცვლეულობაზე შელეული ამაგი და ხარჯი


მიწათმოქმედს ხელს არ მისცემს, რადგანაც იშვიათს შემთხვევათა გარე, ეგ  მარცვლეულობა,
სხვიდამ მოტანილი, უფრო იეფად უჯდება აქაურს მხმარებელსა, ვიდრე ჩვენი ჩვენ
გვიჯდება, და ამის გამო ჩვენ იძულებულნი ვართ, ან ზარალით ვყიდოთ ჩვენი ნაამაგარი, ან
ორმოებში დავალპოთ.

დღეს რომ ჩვენში პური ამბრებში ჰლპება და თუ არ ჩალის ფასად მუშტარი არა ჰყავს, განა
იმით არ აიხსნება, რომ აქაური ბაზარი სავსეა რუსეთიდამ მოტანილ პურითა, რომელიც
ბაზარს უფრო იეფად უჯდება, ვიდრე ჩვენი შინაური პური?

დღევანდელი ფარ-ხმალი ცხოვრებისა ქონებაა. კარგია თუ ცუდი ეს ასეთი ყოფა, ჩვენ


ამაზედ თვალი უნდა ავახილოთ, ამაზედ ვიფიქროთ.

დღეს ყველამ იცის, რომ თავი და ბოლო წინ წაწევისა, წარმატებისა, გაძლიერებისა, შინა
და გარეთ დამოუკიდებლობისა, მაძღრობაა, სიმდიდრეა, ეკონომიური ძალ- ღონიერებაა
ერისა.
  
 აქ ხელცარიელად დარჩენილი, როგორც ჩვენა ვართ, დღეს ერთს ბიჯსაც წინ ვერ
გადასდგამს, რაც გინდ სავსე ჰქონდეს გული დიდებულ აზრთა და გრძნობათათვის.
  
 ან თვით დიდებულნი აზრნი და გრძნობანი გამოვლინებიან-კი იქ, საცა ადამიანი მშიერ-
მწყურვალი, შიშველ-ტიტველი, მგელსავით პირღია დაიარება და ერთი წუთი ვერ
გადურჩენია, რომ ჭამა-სმის გარეითად სხვა რაზედმე იფიქროს, სხვა უმაღლესს საგანს
ადამიანის წყურვილისას თავი და გული მოანდომოს? ეს თუ შეუძლებელი არ არის, დიდად
საეჭვოა მაინც იქ, საცა ერი ღატაკია, უძლური და მარტო დღიურ ლუკმის საშოვნელად
გაწირული.

დროა, რაც ცალკე მეცადინეობით ვერ შევძელით, იმას შეერთებულის ღონით შევეჭიდნეთ.
დიდი ხანია ეს უნუგეშო მდგომარეობა მიწათმომქმედისა ცნობილია ყველასაგან. დიდი
ხანია ამისთანა ყოფას უჩივიან ჩვენი მემამულენი, და დიდი ხანია ჩვენს საზოგადოებაში
ჰტრიალებს აზრი იმაზედ მიმართული, რომ ამ სატკივარს წამალი რამ დაედოს.
  

  დიდი ხანია ისიც გამორკვეულია, რომ აქ ცალკე კაცის ძალ-ღონით შეუძლებელია


ეშველოს რამ საქმეს. აქ თუ უშველის რასმე, მარტო შეერთებული ღონე ამ მდგომარეობი-
საგან დაჩაგრულებისა. ესე იგი, ერთის მხრით მიწისმომქმედთა და მეორეს მხრით
მუშტრებისა.

  დღეს ვეღარავინ იტყვის, რომ ამ კაცს ბევრი პური და ბევრი ღვინო აქვს და  მდიდარიაო,
და თუ
იტყვის, ეს პური და ღვინო გულში უსათუოდ ფულად განაღდებული აქვს, ფულზე აქვს
გათვლილი.
   ხოლო გულში განაღდებული,  გულში ფულად ქცეული ჯერ კიდევ შორს არის მართალ
განაღდებაზე, მართალ ფულად ქცევაზე.
   პურიდამ  და ღვინიდამ ფულამდე დიდი და გასაჭირი მანძილია იმისათვის,  ვისის ოფ-
ლითა და გარჯითაა მოპოებული იგი პური, იგი ღვინო. იგი ფულის პატრონიც, რომელსაც
პური უჭირს საჭმელად და არა გასასყიდად, ამავე დიდს მანძილზეა შორს პურის პატრონ- ზე.
   ეს ერთმანეთზე დაშორება ცალკე პურის პატრონისა, რომელსაც ფული უჭირს, და  ცალ- კე
ფულის პატრონისა, რომელსაც პური უჭირს, მიზეზია იმისი, რომ შუაკაცი  სჩნდება და იგი
ერთისაგან პურს ჰყიდულობს, რომ მეორეს მიჰყიდოს. ამ ყიდვა-გაყიდვაში  იგი ერთ- საც
ახდევინებს გასამრჯელოს და მეორესაც.

დიდი გენია უნდოდა და იმის მახვილ ჭკვის თამამი გამჭვრეტელობა, რომ მსჯელობით
დროებაზედ მაღლა დავმდგარიყავით, საზოგადო ცხოვრების წრის გარეთ
გავდგომილიყავით და შეუმცდარად, წმინდა აზრითა, დაგვენახა საგანი ისე, როგორიც არის
და უნდა იყოს. რუსთაველმა ჩვენზედ წინა სთქვა, რომ მარტო ბრძენი საწუთროს ეურჩებაო,
სხვანი კი იმისი მონები არიანო. იმ დროების გარემოების მოწყობილობა, ფიქრი, აზრი,
გამსჯელობა, ერთობ ცხოვრების მდინარეობა, ჩვენისთანა ჩვეულებრივ კაცს ჩააყენებდა
საზოგადო რუსხმულში და წაიღებდა თან, რაც უნდა ძალიან ცდილიყო თავის შემაგრებასა.

დავით გურამიშვილი, რომელმაც სცადა თითქმის პირველად, ზოგიერთგან


რასაკვირველია, ევროპეიზმის შემოტანა ქართულ ლექსის გამოთქმაში.

დასასრულ, ამას ვიტყვი, რომ აღარავის პასუხს არ გავცემ იმ დრომდინ, {ვიდრე} ერთი
შესანიშნავი და გონიერი სტატია არ დაიწერება ჩემზედ.

დედაკაცის~ `ქალამდე~ ჩამოსვლა და `მამაკაცის~ `ვაჟამდე~ _ ცხენოსანის დაქვეითებაა,


`

დიდისა პატარად გარდაქმნაა, გარდაცვლაა აზრისა და სამცნების ჩამოდნობაა, დაფუყვაა.

დედაკაცი~ _ ეს ბრგე და ახოვანი ადამიანი `ქალად~ დავადნეთ!.. ცოდვა არ არის


`

`დედაკაცი~ დავკარგეთ და `ქალი~ შევიძინეთ!.. ეს რას ჰნიშნავს, წინსვლას, თუ უკან დაწევას?


აბა დაუკვირდით, დაუფიქრდით...

დღეს `დედაკაცი~ მდაბიოთა სახელი-ღაა, თითქო `კაცი-დედა~ მარტო მათ-ღა შერჩენიათ.


დღეს `დედაკაცი~ რომ ან თავადის, ან აზნაურის ქალს, ან ერთობ `შლიაპოსანს~ უწოდოთ,
გიწყენთ, იუკადრისებს, ითაკილებს: `მე ქალი ვარ და არა დედაკაციო~, თითქო ქართული
`დედაკაცი~ და რუსული `баба~ ერთი და იგივე იყოს.
დიდი კადნიერებაა კაცისაგან სთქვას, ამოდენა კრებული წადით, დაიშალენით და მიცადეთ
იმ დრომდე, ვიდრე მე სამეურნეო სკოლის საჭიროებას გავიგებდეო. ხომ შეიძლება თავისს-
დღეშიაც ვერ გაიგოს, როდემდის ვუცადოთ? ერთი ჰკითხეთ, რა წითელი კოჭი ბრძანდება,
რომ რაკი იმას არა გაეგება-რა, სხვამაც ხმა გაიკმინდოს. მითამ რა? უიმისოდ სხვანი, თუნდაც
გაგებულნი იყვნენ, საქმეს ვერ მოუვლიან, თავისს გზას ვერ მისცემენ?

ეს-კი _ უკაცრაოდ ვიყვნეთ _ დასაჯერებელი არ არის, _ კაცს უმაღლესი სასწავლებელი


გამოევლოს და იქამდე გულისყურ-დაბნეული იყოს, რომ ვერ გაეგოს სამეურნეო სწავლა-
ცოდნა საჭიროა თუ არა იმისთანა ქვეყნისათვის, როგორც საქართველოა, რომლის ავლა-
დიდება სოფლის მეურნეობაა.

დაუჟინიათ, სასაცილოაო!.. ბევრი რამ არის ქვეყანაზედ სასაცილო, მაგრამ ესტეტიური


გრძნობა ყველა სიცილს ვერ შეიწყნარებს, თავის შვილად ვერ გაიხდის. სიცილი თავის დღეში
არ უნდა გარდიქმნას ლაზღანდარობად და ტირილი კიდევ უგემურ კნავილათ.

“ დავიდარაბა~, მართალია, სასაცილო პიესაა და მაყურებელთა ბევრი იცინეს, მაგრამ


სამმოქმედებიან პიესაში ერთი გულში ჩასარჩენი, ერთი გულში დასაჭდევი არც სიტყვაა, არც
მოძრაობა სულისა, არც ერთი სურათი, არც ერთი ხასიათი, რომ ღირებულიყო კაცს გული
აეყოლებინა, _ და სად უნდა გაეშალა ფრთა მებენეფისეს ნიჭსა, რომელსაც ხშირად
აუძგერებია მაყურებელთა გული იმ წმინდა გრძნობით, რომელსაც ესტეტიურ სიამოვნებას
ეძახიან.

იგი სიცილი მაშხალასა ჰგავს, რომელიც მინამ ანთია, კიდევ ჰო, როცა კი დაიწვის და ჩაქრება,
დამწვარი მჩვარი-ღა დარჩება და ცხვირის მოსარიდებელი ნატისუსალი.

დრამატებური ყელში ლაპარაკი დიდი ღირსებაა სადრამო არტისტისათვის და დიდი


ზარიცა აქვს მსმენელთათვის, თუ კაცსა მაგის უნარი აქვს.
დავაქციეთ მამათა ჩვენთა სამარე, შვილთა ჩვენთა აკვანი; დიდი `მამული~ დავშალეთ,
პატარები გავიკეთეთ, და აქაც გავამართლეთ ჩვენის რუსთაველის სიტყვა: ყოველი მსგავსი
მსგავსსა შობსო.

დროა ხელოვნებამ თავი დაანებოს `ღრუბლების ცურვასა~, `გაფაღარათებულ


ვარსკვლავების ცაში ბოლთის ცემასა~, მთვარის ხვეწნასა, რომ ჩემ საყვარელს უთხარიო: ცხრა
მთას იქით ერთი უბედური პოეტია, რომელსაც შენგამო `ოხვრის კვამლი~ თვალებსა სწვავს
და ცრემლს ადენსო.

დროა ხელოვნებამ თავი დაანებოს უგემურ ღმეჭასა და თვალების სრესასა, ეგება ცრემლი
მამივიდესო; დროა ჩავიდეს ცხოვრების მდინარის ძირშია, იქ მონახოს შიგ-მდებარე აზრი
თავის ცხოველ სურათებისათვის. იქ, ცხოვრების ძირში, ის იპოვის ბევრ მარგალიტსა და
უფრო ბევრ ლექსა და ლაფსა; არც ერთის გამოხატვა არ უნდა აშინებდეს ხელოვნებასა და არც
მეორისა, არც ერთის გამოთქმა და არც მეორისა არ უნდა აშინებდეს ჟურნალსა.

დაე რაც უნდა თქვას შიშისაგან ზარდაცემულ და გონებაგამოცლილ `ცისკარმა~, ჩვენ კი ამას
ვეტყვით, რომ ამ შემთხვევაში იგი ჰგავს იმ ანგარების მოყვარე ძმასა, რომელსაცა ძმის
დაბადება იმიტომ სწყინს და გულს უხეთქს, რომ შიშობს, ვაი თუ საცხოვრებელი შუაზედ
გამიყოსო. ტყუილად შიშობს `ცისკარი~. ჩვენ ფიქრადაც არა გვაქვს არავის საცხოვრებლის
შუა-გაყოფა და არც არავის მტრობა.

დიდი გენიოსი უნდოდა და იმისი მახვილის ჭკვის თამამი გამჭვრეტელობა, რომ


მსჯელობით დროებაზედ მაღლა ავმართულვიყავით, საზოგადო ცხოვრების წრის გარეთ
გამდგარვიყავით და გარემოების თვალთ-დამაბნელებელ ხაოსშია შეუმცდარად, წმინდა
აზრით დაგვენახა საგანი ისე, როგორც არის და უნდა იყოს.

დევს დევის ძუძუ გამოზრდის და, თუ ჩვეულებრივ ადამიანის ძუძუთი გაიზარდა, ის დევი
აღარ იქნება, თუმცა კი არც ჩვეულებრივ ადამიანს ეგვანება.
დიდს გენიას დიდი საზრდოც უნდა მისცეს ჩვენმა ცხოვრებამა; იმ დრომდინ, დროთა
ბრუნვის ძალითა, ჩვენ უნდა დავსჯერდეთ მას, რაც ეხლანდელ ჩვენ ცხოვრების კითხვაზედ
აძლევენ პასუხს ნიჭიერნი ჩვენი მწერლები.

დიდების უსიყვარულობა ძალიან საქებელია, მაგრამ მე და თქვენისთანა თანამშრომლებმაც


რომ ხელი და კალამი შეასვენონ, `ცისკარი~ უფრო უკეთესს დღეებსა ნახავს. ეს არის ჩვენი
უბედურობა, ჩვენისთანა თანამშრომლები ჰყავს `ცისკარსა~, თანამშრომლები კი არა,
`Бездельники деловые~, პუშკინის არ იყოს, ესე იგი, უსაქმო საქმიანები, რომელნიც უფრო
ახდენენ საქმეს, ვიდრე აკეთებენ.

დაუდევნელები ვართ ქართველები და კიდეც ეგ მოგვიღებს ბოლოს, თუ ჩვენ საუბედუროდ


არ გავსწორდებით როდისმე.

დაიკრიფა ვენახებიც, დაიწურა ყურძენი, დაჰდუღდა მაჭრები. მისწყდა სოფელში


ხმამაღალი სიმღერა საწნახელში ჩამდგარ და ხელი-ხელ გადაბმულ მუშებისა. მხიარულმა
მაჭრობამ თავისი დრო მოიჭამა და მიჩუმდა, თითქო მოიღალა და მოიქანცაო.

დაილოცა ისევ შემოდგომის მადლიანობა!.. ვისაც კი მადლი ჰქონია და სიკეთე, უმუშავნია,


დაუთესნია, - სულ ყველაფერი მაშინ მომწიფდება და მოიკრიფება! სახლი, კარი ღვთის
წყალობით აივსება ხოლმე... ქორწილებიც კი მაშინ იციან, ყველა მაშინ დაბინავდება, მიმინოც
კი, მიმინოც! კაი დრო არის! პური, ღვინო, ლხინი ყველაფერია ბლომად. ყველა დიდი თუ
პატარა, მაძღარია მაშინ და მხიარული! ღმერთო! მოსავალი მოდის და გულმართლად
მოამკევინე ყოველ მუშაკსა!...

დაღამდა, მაგრამ არ ვიცი, რას ვიქმოდი, რომ იმედი არა მქონდეს კვლავ გათენებისა.
სიცოცხლე სიცოცხლედ-ღა ეღირებოდა? მიყვარს ბუნებავ შენი დაწყობილობა, რომლის
მეოხებითაც ყოველი ღამე თენდება ხოლმე.
დაღამდა, მაგრამ მაინც სტანციის გარეთა ვარ და დაჟინებით ყურაცქვეტილი გონებას
ვადევნებ თერგის თავზედ-ხელაღებულის დენის ხუილსა. ყველა დადუმდა და შენ არ
სდუმობ, თერგო! მერწმუნეთ, მე მესმის ამ ქვეყანაში თერგის დაუჩუმარი ჩივილი. არიან
ადამიანის ცხოვრებაში იმისთანა წუთნი მარტოობისა, როცა ბუნებას შენ თითქო შენსას
აგებინებ და იგი თავისას შენ გაგებინებს. ამიტომაც შეგიძლიან სხთქვა, რომ მარტოობაშიც
არსად მარტო არა ხარ. ჰოი, ორფეხო ცხოველო, რომელსაც ადამიანს გეძახიან. ამ ღამეს
ვგრძნობ, რომ ჩემის ფიქრებისა და თერგის ჩივილის შუა არის რაღაც იდუმალი კავშირი, არის
რაღაც თანხმობა. გული მიტოკს და მკლავი მითრთის.

დაღამდა, მისწყდა ადამიანის ფეხის ხმ, მისწყდა ადამიანის მორჭმული ხმაურობა, აღარ
ისმის მისის დაღლილის ზრუნვისა და წადილის გუგუნი, ქვეყნის ტკივილმა დაიძინა,
ადამიანი აღარ სჩანს ჩემს გარშემო.

დავით გურამიშვილი, რომელმაც სცადა თითქმის პირველად, ზოგიერთთაგან


რასაკვირველია, ევროპეიზმის შემოტანა ქართულ ლექსის გამოთქმაში: ალექსანდრე
ჭავჭავაძე, რომელიც უფრო ხშირად ცდილობდა მაგ ევროპეიზმის გავრცელებასა, მაგრამ
მაგასაც აქვს ფიგურალი ლექსი; გრიგოლ ორბელიანი, გამგრძელებელი ევროპეიზმისა; ნ.
ბარათაშვილი, ბრწყინვალე წარმომადგენელი ევროპეიზმისა; ეხლანდელი მწერლები,
რომელნიც ბაძავენ მაგ ევროპიულ გამოთქმასა, მაგრამ თავისი აზრების მიმართულებით,
იდეებით, ძველებსა ჰგვანან. დამტკიცება ამისი ფაქტებით~. `ცისკარი~ 1857 წლიდან – 1862
წლამდინა~ (ნაწყვეტი მეორე. 1862 წ.) – ამ წერილის კონსპექტურ ნაწილს ილია ჭავჭავაძე ამ
საკითხს ასე გადმოგვცემს.

დედაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირად ჰქონდა


დასწავლული თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც
კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი და ან ხელნაწერი. საღამოობით დაგვსხავდა ბავშვებს და
გვიკითხავდა მოთხრობებსა და ამბებს; წაკითხვის შემდეგ გვიამბობდა შინაარს და მეორე
დღის საღამოზედ გვეკითხებოდა: აბა, ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც მაშინ გაიგონეთო.
ვინც კარგად ვუამბობდით გვაქებდა და ამ ქებას ჩვენ დიდად ვაფასებდით.~

დღეს რაჭაში სახასო გლეხნი ირიცხებიან 2130 კომლი და ამათში სულ 17429 სულია ორისავე
სქესისა. ტყე რომ გამოვიდეთ, გამოვა, რომ სახლ-კარის ადგილი, სახნავ-სათესი, სავენახე და
საძოვარი, რომელიც ამოდენა სულის ხელშია, სულ 4765 დესეტინას შეადგენს. თვითო
კომლზედ მოდის თითქმის 2 1/4 დესეტინა და თითო სულზედ 1/4 დესეტინაზედ ცოტა მეტი.

აშკარაა, რომ ასეთი სიცოტავე ადგილ-მამულისა ვერ გაუძღვება ამოდენა ხალხს, ვერ იშვნევს
და ვერ მოითავსებს. ამ სიცოტავეს ისიც დაუმატეთ, რომ რაჭის მიწები მეტად მწირნი და
უღონონი არიან, ნაფუზრებს გარდა.

სხვა მიწებს 10, 15 და 20 წელიწადი შესვენება უნდა თურმე ზოგიერთს ადგილას, უამისოდ
არავითარს მოსავალს არ იძლევიან.

დღეს მთავრობამ საჭიროდ დაინახა, _ ეგრეთწოდებული `პორტო-ფრანკო~ მოსპოს


სამუდამოდ ბათუმში.

დღეს `პორტო-ფრანკოს~ გაუქმება უკვე ყოფილი და მომხდარი ამბავია.

ინგლისური გაზეთი `თიმეს~ გულამღვრეულად ლაპარაკობს ბათუმის პორტო-ფრანკოს


გაუქმებაზედ და იქადის, რომ ინგლისიც თავის მხრით სამაგიეროს გადიხდის, შეჰკრავსო
ოსმალეთის წყლების სრუტეებს საომარის ხომალდებისათვის.

დღეს ქართველმა დედაკაცობამ რომ მაღალი დანიშნულება დედაკაცისა თვალწინ


დაიყენოს, ოჯახს უპატრონოს და დაუდგეს, ესე ადვილად ვეღარ გავა საძოვარზე იგი
ჩრჩილი, რომელიც ჩვენს ოჯახსა სჭამს, იგი თაგვი, რომელიც ჩვენის ოჯახებიდამ ეზიდება
თავისს სოროში ჩვენს საცხოვრებელს. ამით ცოტა არ იყოს ხახა დაუპატარავდებათ, კუჭი
დაადნებათ. და აბა სერიოზობის მგალობელი თ. გ. თუმანოვი რათ ინდომებს ამას. რათ
ინდომებს ამას ჩარჩულ ბურჟუაზიის ნაძირლობა.
დედაკაცობა~ უფრო მაღალი, სასიქადულო დანიშნულებაა ჩვენის დედებისა, დებისა და
`

მეუღლეებისა, ვიდრე `ქალობა~, და `დედაკაცობის~ ჩამოხდომა `ქალობამდე~ იმ დიდ


სამცნების დადნობაა, რომელიც გამოიხატება სიტყვით: `დედა-კაცი~.

დღეს ეს ბურჯი, ეს ციხე-სიმაგრე ჩვენის ოჯახისა, ჩვენის ქვეყნისა, მისუსტდა, დადნა,


თითქმის გაუქმდა. თითო-ოროლა იშვიათ მაგალით გარდა, დღეს აღარც ოჯახისათვის გვყავს
`დედაკაცი~, აღარც ქვეყნისათვის.

დღე არ გავა, იმისთანა კაცს არ შეხვდე, რომელსაც ბევრი კვერიც რომ ურახუნო თავში, ვერ
გააგონებ, ვერ დაანახვებ ორჯერ ორის ოთხობას, შესდგება გაქირ სახედარსავით ერთს
უარზედ და, რაც გინდ ბევრი ნიშადური მოსცხო, წინ ბიჯსაც ვერ გადაადგმევინებ, არას
ჰოზედ ვერ შეაცვლევინებ.

ზოგს ეს გაქირი დაბადებითვე აქვს თითქო დაყოლილი და ზნედ გადაჰქცევია, ზოგმა-კი


გაქირი განგებ იცის, იმიტომ რომ სარფაა, გაქირს გამორჩომაც მოსდევს, და სარფა და
გამორჩომა ხომ დღევანდელის დღის მაცხოვრებელი სულია. ამ უკანასკნელის ჯურის
გაქირები მეტისმეტად გამრავლდნენ და ფეხს ისე არ გადასდგამს კაცი ჩვენში, რომ მთელს
ამისთანა ჯგუფს არ წამოჰკრას.

დღეს ჭეშმარიტად განათლებული და გულით და გონებით განათლებისაგან


გაფაქიზებული და განწმენდილი კაცი ითხოვს, რომ ადამიანურად, ადამიანის ღირსების
ძირს დაუშვებლად ექცეოდნენ თვით ავაზაკსაც-კი, რომელიც უკვე წამოსკუპებულია
დამნაშავეთა სკამზედ და მსჯავრი მის მიერ შეგინებულის სათნოებისა უკვე თავს
დასტრიალებს სამართლიან ზღვევისათვის.

თუ ავაზაკს ესე უნდა მოვექცეთ, მაშ როგორ უნდა მოვექცეთ ერთმანერთს, როცა ბედი და
გარემოება შეგვახვედრებს ხოლმე ერთმანერთის განსაკითხად? ცხადია, როგორც, მაგრამ,
ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენში მართებულ, ზრდილობიან განკითხვისათვის ბევრს აკლია
საფანელი, ბევრს გული და გონება ამისათვის საკმაოდ განწმენდილი, გაწურთვნილი არა აქვს.
ისეთს თავზედ ხელაღებულს ლანძღვა-თრევას, ისეთის სიხარულით კაცის ავად ხსენებას
არსად ჰნახავთ, როგორც ჩვენში.

დიდება რუსულის ლიტერატურისა სხვის დამცირებასა და ზიზღით ხსენებაზედ არ არის


დამყარებული.

დიდმა უფლებამ სოფლის თვითმმართველობისამ არამც თუ თავისი დანიშნულება


აასრულა და იგი შვება და შეღავათი მისცა სოფელს, რომელსაც კანონმდებელი მოელოდდა,
არამედ ბევრში ისეთ ტვირთად დააწვა გლეხთა საზოგადოებას, რომ შვებისა და შეღავათის
მაგიერ გლეხთა საზოგადოებამ იგრძნო შეწუხება.

დღემდე გამგეობა ყურსაც არ იბერტყავს, რომ გლეხებს ისევ დაუბრუნდეს უკანონოდ


ჩამორთმეული მამულები.

დიდად მართალია ხმოსანი თ. მიქელაძე, რომელმაც წარსულ ორშაბათს საბჭოში


წარმოსთქვა ეს მწვავი სიტყვები: `იქნება ფორმალურმა სამართალმა ქალაქის გამგეობა არ
მიიწვიოს პასუხის საგებლადაო, მაგრამ სამართლიანად გულგამწყრალ საზოგადოების
სინიდისის წინაშე-კი ქალაქის გამგეობა დიდ ხანს კიდევ იჯდება დამნაშავეთა სკამზედაო~.

დაწინაურებულნი ტყუილად კი არ ამბობენ, რომ ხმა კი არ უნდა დაითვალოს, უნდა


აიწონოს. კაცობრიობა მინამ მიაგნებს სახსარს ამ აწონვისას, ბევრი წყალი ჩაივლის

დროა ნიღაბი ავხადოთ იმ ერთს გუნდს სომხებისას, რომელთა მეცნიერნი ასეთს ყოფას
გვაწევენ ქართველებს დიდისა და პატარის გამოუკლებლად. დროა გავითვალისწინოთ იგინი
ისე, როგორნიც ნამდვილ არიან უნიღაბოდ, უფერ-მარილოდ. დროა ვიცოდეთ, საიდამ
დაგვყეფს ჩვენ ჩვენი შავი ყორანი, საიდამ მოდის ეს ქვის-სეტყვა ჩვენს თავზე. დროა ჭკუას
მოვიდეთ და არ შევუშინდეთ იმ ცრუპენტელა ლიბერალებს, იმ ჭეშმარიტის ლიბერალობის
ბერიკეებს, რომელნიც განგებ პირში ბურთსა გვჩრიან, რომ თავისი ოინბაზობა, ორპირობა და
ცალგულობა მიაფუჩეჩონ და ზედ ლიბერალობის წმინდა კალთა გადააფარონ. ნუ
გვამხილებთო ჩვენს ცუღლუტობას, ოინბაზობას, თორემ ეროვნულ შფოთის აღდგენას
დაგწამებთ, რეტროგრადობის ბანაკში თავს ამოგაყოფინებთ, რადგანაც მეცხრამეტე საუკუნის
დასასრულს ეროვნულ შფოთის ატეხა, ერთა შორის ღვარძლის შთამოთესვა სიბრიყვესა და
გონების სიბნელეს მოასწავებსო და ლიბერალობის შეგინებასაო. უფრთხიან ბალღები ამ
ტყუილს ჭექა-ქუხილს ტყუილ ლიბერალობისას, უფრთხიან ყოველნი, ვინც სიტყვას
გაუსინჯავად იჯერებს.

დეე, ამ ცრუპენტელა მწყობრმა ჭიანის ლიბერალობისამ ბალღებს პირი თევზსავით


ამოუვსოს, _ ჰა, ხმა, კრინტი არ დასძრათ ჩვენის მხილებისათვის, თორემ რეტროგრადის
სახელით მოგნათლავთო, გონიერს კაცს-კი ვერ წაართმევენ პატიოსანს უნარს თავი გამოიდოს
მართლის სარჩლისათვის და ტყუილის მხილებისათვის, როცა ამას ითხოვს განგებ
შეგინებულ-გალანძღული გრძნობა ადამიანისა და ერის ღირსებისა. აქ პატიოსანი,
პირდაპირი დგომაა საჭირო, პირდაპირი მხილება და არა გაქცევა და უკუდგომა მხდალსავით
და ლაჩარსავით.

დღეს ისეთი დღეა, ოღონდ-კი ფონს გახვიდე, შენ შენი გაიყვანო, და მოტყუებით იქნება,
თაღლითობით, თუ ოინბაზობით, ამას ვიღა იკითხავს. დღეს ჭკუის საწყაოდ ასეთის
საქციელით გამარჯვებაა.

დღეს ის დღეა, რომ `ერთი მაქვს სჯობს ათას მქონდას~.

დიდი ცოდვაა ადამიანს, თუნდ ცალკე პატარა ერს, ნიჭი შეუკრა, შეუბოჭო, სიკეთის ღონე
შეუხუთო. არა ნაკლები ცოდვაა ერთის ღვაწლი, თუ კია სადმე, მეორეს მიაკერო და მართლაც
ღვაწლდამდები ჩრდილში მიაყენო და სხვისით სხვა გამოამზეო საქებ-სადიდებლად.

დიახ, ურარტელნი ქართველთა წინაპარნი ყოფილან:


დიახ, ბატონებო, ურარტელნი ქართველთა წინაპარნი ყოფილან, ქართველთა სისხლ-ხორცი
ერი ყოფილა, სამწუხაროდ _ თუ ბ-ნ გოლმსტრემისა არა, იმ სომეხთა გუნდისა, რომელიც
საცა-კი სხვის კარგს რასმე დაინახავს, მსუნაგსავით მაშინვე ხელს სტაცებს, ჩემიაო. თითქო
თავისი საკუთარი სიკეთე და ღირსება არ გააჩნია, თითქო თუ სხვისა არ ჩაიცვა, არ დაიხურა,
თითონ ტიტველ-შიშველიაო.

მართლა-და, არც ესეთნი არიან სომხები, რომ თავისი არა ჰქონდეთ-რა თავმოსაწონებელი.

ჩვენ უსაბუთოდ არ ვამბობთ ურარტელების ქართველობას. ამის დასამტკიცებლად სწორედ


იმ ქვებს ავალაპარაკებთ, რომელთ ღაღადებას ასეთი გოდება და ცრემლთა ღვრა მოართვევინა
სომხებისათვის ბ-ნს გოლმსტრემსა და ვითომ საშინელის გულმტკივნეულობით დააძახა: `И
Камни вопиют! Камни не лгут!~

გვიკვირს, რომ ამ პატივცემულ რუსთა ასირიოლოგ-არქეოლოგს ასე უკადრისად მოეპყრო


რუსისავე მწერალი და მისი ფრთხილი, ჭკუადამჯდარი საზრისი ამ საგანზე განგებ, თუ
უვიცობით გადაასხვაფერა, გადააკეთა, რომ მისის პატივცემულ სახელით ტყუილი მართლად
გაუსაღოს ერთგვარ სომეხთა გუნდსა.

აშკარაა, ბ-ნი გოლმსტრემი აქ რაღაც უცნაურ მახეში გაბმულა, ტყუილებით გატენილი გუდა
ზურგთ აუკიდნიათ და თვით პატივცემული `Петербургские Ведомости~ შეუცდენიათ და
თავიანთ სიყალბის მონაწილედ გაუხდიათ.

_ ეს გაზეთი თავისდა სასახელოდ ჩაგრულთა მოსარჩლეა, მისი გონება ერთმანეთის


შეუწყნარებლობის ვიწრო ფარგალში არ ჰტრიალებს, იგი ყველას, დიდია თუ პატარა, თავისას
აკუთვნებს და ამისთანა მართლა კაცთმოყვარული, მართლა ჰუმანური ღვაწლი მისი ვალად
სდებს ყოველს რიგიანს კაცს იმისთანა რამ არ მიაწოდოს დასაბეჭდად, რაც ტყუილია, რაც
მოტყუებაა...

დაეცა სომხეთი და სამხრეთის კარი ღია დარჩა საქართველოში შემოსასევად.

You might also like