You are on page 1of 4

პატარა ქალაქები ხომ მარტო ბუდეებად გადაქცეულნი არიან, სადაც თავი მოუყრია ათას

წურბელას ვით ქვემძრომსა, საცა ბევრნაირი ჭია-ღუა ჰფუსფუსებს, რომ გამოსწოვონ და


გამოღრღნან სოფელი. სხვა არა ემუნათება-რა სოფელს ჩვენებურ ქალაქებისაგან.

პროტექციონობა იქიდამ არის წარმომდინარი, რომ შინაურს მრეწველობას მოპირის- პირე


მოაცალოს შინაურს ბაზარში და მით თვით ამ სხვის ცილობისაგან განთავისუფლე- ბულს
მრეწველობას ფეხი აადგმევინოს და თავის ერს ერთი წყარო სარჩო-საბადებლის შოვნისა
მოუმატოს.
  
 პროტექციონობა მოსარჩლეობაა, რადგანაც შინაურს მრეწველობას სარჩლს უწევს და ხელს
უწყობს არსებობისა და გაძლიერებისათვის.
   
ყოველს ქვეყანას ან იმისთანა საქონელი შეაქვს და გამოაქვს სხვისაგან, რომელიც
გადაკეთებულია საფაბრიკო და საქარხნო მრეწველობით სახმარ ნივთად, ან იმისთანა,
რომელიც უნდა გადაკეთდეს ფაბრიკებითა და ქარხნებითა. მაგალითებრ, მატყლი მაუდის
გასაკეთებლად, ან კიდევ პირდაპირ სახმარი, მაგალითებრ, პური. როცა თავისუფლად
მიდენ-მოდენაა საქონლისა, მაშინ რომელისამე სახელმწიფოს შინაურს ბაზარში დიდი
ცილობაა, და ბურთი და მოედანი ბაზრისა იმ სახელმწიფოსა ჰრჩება, რომლის საქონელიც
უფრო უკეთესია და უფრო იეფი. ერს ამისაგან სიკეთისა და რგების მეტი არა მოსდის რა,
იმიტომ რომ კარგს საქონელს იეფად ჰყიდულობს და მაშასადამე თავს ადვილად ირჩენს და
იკვებავს.
   
პროტექციონელნი იძახიან, - ეგ ყველაფერი მართალია, მაგრამ ამ სხვის საქონელს ვსთქვათ,
კარგსა და იეფსა, რომ ჩვენი ერი სხვისაგან ჰყიდულობს, ხომ საფასურად აძლევს რასმეო;
რაკი აძლევს, სჩანს ჩვენის ერის სიმდიდრე გარეთ გადის, სხვას გააქვს და ის არ სჯობია,
ლუკმა გავარდეს და ჯამშივე ჩავარდესო, სხვის საქონლის სასყიდლად გაღებული ქონება
ისევ ჩვენს ერს შინ დარჩეს და თვითონ მოიხმაროსო;
პრუსია უფრო წინ წავიდა ზოგიერთის უფლების დათმობის გზაზედ. აქ მთავრობა მარტო
იმის ცდაშია, რომ სოფლის მეურნეობის წარმატებას ყოველივე დაბრკოლება მოაცალოს და
საცა საჭიროება მოითხოვს ფულით, ცოდნით, რჩევით, და, ხშირად მაგალითითაც, შეეწიოს
მიწათმომქმედთა. სხვა ყოველისფერი თვითონ ხალხზედ არის მიჩემებული; მთავრობა
მხოლოდ იქა შველის ხალხსა, საცა კერძო პირთა უღონობა ვერ მიჰსწვდება.

გერმანიაში ჯერ კიდევ 1837 წლიდან ჩვეულებად არის, რომ მიწათმომ- ქმედნი, დიდი თუ
პატარა, ყოველწლივ ხან აქ, ხან იქ მოიყრის ხოლმე თავსა ურთიერ- თის საჭიროების
საცნობელად და გამოსათქმელად.
   
ამას გარდა გერმანიაში მიწათმომქმედთა საჭიროების გამომთქმელად და წარმომად-
გენელად 1541 სასოფლო მეურნეობის საზოგადოებაა, რომელთაც 120.000 წევრნი ჰყვანან.
სასოფლო მეურნეობის საქმეს პრუსიაში განაგებს ცალკე სამინისტრო, რომელიც იმითია
შესანიშნავი, რომ ძალიან ცოტა მოთანამდე პირნი ჰყავს,  ტყუილუბრალო მიწერ-მოწერა არ
იციან და თვით საქმის წარმოების წესი ისე მარტივია, რომ ყოველივე საქმე ადვილად და ხან
დაუყოვნებლივ კეთდება. ამგვარის მოწყობილობისა გამო გერმანიის სასოფლო მეურნეობა
დღედადღე ყვავის და წარმატებაშია.

პურის, როგორც სააღებ-მიცემო საგანის, ერთი უდიდესი ნაკლულევანება ის არის, რომ


დიდი საპალნე ცოტა ფულს აყენებს: თითონ მძიმეა, ბევრს ადგილს იჭერს გადატანაში და
ფასი კი ცოტა აქვს. ასე რომ ხშირად გადატანა პურის ფასადვე ჰჯდება.
   
რა თქმა უნდა, რომ ამ შემთხვევაში მისავალ-მოსავალ გზების ავკარგიანობას დიდი და
უპირველესი მნიშვნელობა აქვს.

პატარა ქალაქები ხომ მარტო ბუდეებად გადაქცეულნი არიან, სადაც თავი მოუყრია ათას
წურბელას ვით ქვემძრომსა, საცა ბევრნაირი ჭია-ღუა ჰფუსფუსებს, რომ გამოსწოვონ და
გამოღრღნან სოფელი. სხვა არა ემუნათება-რა სოფელს ჩვენებურ ქალაქებისაგან.პირფერობა
და ურცხვი, უალაგო ქება გლახის და მათხოვრის საქმეა და არა ჭეშმარიტების მსახურისა.

პირველი ქვა, რომელიც თავგამოდებულს მოხვდება ხოლმე, ქართველისაგანვე არის


გამოტყორცნილი. წადი აქა და ძლიერი მუხლი ნუ მოგეჭრება.

რათა ვართ ესე? იმიტომ, რომ ჩვენ აზრსაც, გრძნობასაც გადავჩვეულვართ. მერე ასე
გადავჩვეულვართ, რომ ცოცხალი აზრი, პატიოსნური გრძნობა, უანგარო გულმხურვალება,
თავგამოდებული ხალისი რომ ვნახოთ, ვერც კი ვიცნობთ. ეს კიდევ არაფერი, რომ ვერ
ვიცნობთ: ავიღებთ და იმასაც ლაფში გავსვრით, _ იმ მიზეზით, რა მიზეზითაც დიდხანს
ბნელს საპყრობილეში დამწყვდეული კაცი, როცა მზეზედ გამოვა, თვალებზედ ხელს
იფარებს, რადგანაც სინათლეს ისე გადაჩვეულა, რომ სინათლე თვალებსა სტკენს, და ამის
გამო რაც ნათელია, ბრწყინვალე, ამას თვალების აფარებით აბნელებს.

პირში ქებას ჭკუადამჯდარ კაცის თვალში დამპალ კიტრის ფასიც არა აქვს, პირში მაქებარს
თავისის-თავის პატივმცემელი კაცი აი რას ეტყვის ხოლმე: ეგ ქება შენთვის შეინახე, სხვაგან
გამოგადგება. მე-კი, ვაი რა ბალღი გგონივარ, რომ ჰფიქრობ მაამო და მით
მომატყუოო...პოეტი თუ მეცნიერებას არ მოიწვევს, მარტო ცარიელი ნიჭი ვერ უთარგმნის ამ
წიგნსა. (ადამიანი, ბუნება, ცა, ქვეყანა, მსოფლიო). საცა არ არის მეცნიერება, იქ მკითხველიც
ამ წიგნისა არ არის. `უკეთუ მთარგმნელი არ იყოს, მკითხველნი დუმენო~, ნათქვამია ერთის
ძველის ბრძნისაგან.

ჯერ თქვენ, ვითარცა მოსწავლე ყრმათა, ეგ მთარგმნელობა არ შეგიძლიათ, ვიდრე საკმაოდ არ


შეისრულებთ სწავლასა. ამიტომაც მოგახსენებთ: სდუმენ იმ დრომდე. ამას გირჩევთ ყველას,
ვისაც ხალისი ლექსის წერისა ადრეულად გაგღვიძებიათ.
პოეზია რა არის, ამას ვერა კაცი ვერ აგიხსნით, მთქმელიც ტყუილად მოსცდება და გამგონიც.
პოეზია საგრძნობელია და არა საცნობელი. ჩვენ მხოლოდ მისი ზედმოქმედება ვიცით.
ვიცით, რომ იგი გვატკბობს და გვასიამოვნებს ჭირსა და ლხინშიაც. ვიცით, რომ იგი ხატებაა
ჩვენთა გრძნობათა, გულის-თქმათა, ფიქრთა, ნაღველთა, ლხინთა, ერთის სიტყვით
ხილულთა და არა ხილულთა. ვიცით, რომ მისგან მოხიბლულს კაცს `ავიწყდება
საწუთროება~, მის მიერ გატაცებული `გულის-თქმა კაცის ცისა იქით ეძიებს სადგურს, ზენა
არსთ სამყოფი~, როგორც ამბობს ჩვენი გამოჩენილი პოეტი ნ. ბარათაშვილი. ყოველივე ეს
ვიცით, და თითონ პოეზია რა არის _ ეს კი არავინ იცის.

პოეზია უცნაური მადლია და პოეტი ამ მადლით მოსილი კაცია.


პოეზია ღვთაებური ღონეა, გულის სიღრმიდამ ადამიანის გრძნობათა მარგალიტების
ამომტანელი, მხატვარია ცხოველმყოფელი და ხორცთშემსხმელი უსხეულო აზრისა, ფიქრისა,
გრძნობისა, ერთის სიტყვით ადამიანის და მსოფლიოს სულის მოძრაობისა.

პირდაპირი სიტყვა სჯობია ტყუილ-უბრალო წაქეზებას.


პუშკინი, ლერმონტოვი, გოგოლი, ტურგენიევი, ტოლსტოი და სხვანი ამგვარნი მოღვაწენი
რუსეთის დიდებად, სახელად ცნობილ არიან უკეთესთა რუსთაგან. მათის წყალობით და
მეოხებით ევროპამ დღეს სხვა თვალით შემოხედა რუსეთის სულიერს ძალ-ღონეს, რომლის
გამომეტყველნიც იყვნენ ხსენებულნი დიდბუნებიანნი კაცნი რუსეთისანი. ამისთანა კაცნი
მით არიან სახელოვანნი, რომ თუმცა სისხლით და ხორცით ერთს რომელსამე გვარტომობას
ეკუთვნიან, მაგრამ თვისის ღვაწლით ამასთანავე გვაჩვენებენ ხოლმე, რით არის მათი
გვარტომი თანამოზიარე მთელის კაცობრიობისა და რაგვარი ნაკადული შეაქვს იმ დიდ
ზღვაში, რომელსაც კაცობრიობას ეძახიან და განძსა და საუნჯესა სდებს იმ მეცნიერებისა და
ხელოვნების ტაძარში, რომელიც ყველას ეკუთვნის და რომლის კარი მუდამ ღიაა
ყველასათვის ერთნაირად და თანასწორად, მიუხედავად რჯულისა, გვარტომობისა და დიდ-
პატარაობისა.

პატარა დალაგებით რომ დაუფიქრდე იმ ხავსმოკიდებულს გუბეს, რომელსაც ჩვენ, ქვეყნის


სამასხარაოდ, ცხოვრებას ვეძახით, რომელშიაც ჩვენ, რაღაც დაუდეგარის კმაყოფილებით,
ვჭყუმპალაობთ, და რომლიდამაც ათასი სხვადასხვა-ფერი ნაკადული იწრიტება ცალ-ცალკე
და სხვადასხვა გზით მიდის, და `რაოდენადაც ერთმანეთზედ შორსა ვალს, ეგოდენ
დაუძლურდების~, _ ამ გუბეს რომ თვალღია და აუჩქარებლივ დააკვირდე, მაშინ შენც ჩემთან
ამოიკვნესებ და იტყვი: `ვართ-ღაო!~

პოეტსა ხალხი დაჰბადავს და ხალხის ცხოვრება ძუძუს აწოვებს; ამ საფუძველით ამბობენ,


პოეზია ხალხის ცხოვრების გამომთქმელიაო.
პოეზია განსახოვნებაა ჭეშმარიტობისა, ცხოვრებისა და არა ჯაჭვი უთავბოლოდ გადაბმულ
რითმებისა.

პირველი შემთხვევა გადასახლებისა მოხდა 1879 წელს. ამ წელიწადს აყრილა და გადასულა


ალაგირში მარტო ერთი კაცი ონიდამ. მერე 1880 წლიდამ ეს აყრა და გადასახლება გახშირდა
ასე, რომ 1882 წლის დამლევამდე 120 კომლი გადასულა.

პატიოსან კაცთა შორის ნამუსია მოციქულიო, ნათქვამია.


პატკანოვმა აიღო და კარგა ხნის შემდეგ, როცა უკვე ლენორმანის აზრი გამორკვეული იყო,
შეუდგა ვითომდა თავისის საკუთარის თაოსნობით მოსე ხორენელის ავისა და კარგის
ჩხრეკასა, ვითომ თითონ გამოიძია, თავისს კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა, _ ვითომ თითონ
მიაგნო, რაც უკვე მიგნებული იყო სხვისაგან, და ლენორმანის გამონაკვლევი თავისის
სახელით გაასაღა. ამ რიგად უკვე აღმოჩენილი ამერიკა აღმოაჩინა და დოინჯი შემოიყარა
თავმოწონებისა. როგორ მოგწონთ ამისთანა საქციელი? თქვენ თუ არ მოგწონთ, აბა ყური
დაუგდეთ პატკანოვის ამქრის მწიგნობართა, რას ამბობენ ამ სხვისის ღვაწლის დამჩემებელსა
და სხვის ნაცვამით დოინჯშემოყრილ პროფესორზე: `ყველაზედ უდიდესი (капитальный)
საინტერესო ღვაწლი პატკანოვისა~ სწორედ ეს ღვაწლი არისო (იხ. `Братская помощь
Армянам~, გვ. 189 _ 190). აკი `კაცსა მართალს, თუ მტყუანსა, კაცნივე შეატყობენო~. მიუქარავს
ამ ანდაზის მთქმელსა.

თუ მართლა `ყველაზე უდიდესი საისტორიო ღვაწლი~ ესა ყოფილა პატკანოვისა, სხვა


უმცირესი რაღა უნდა იყოს? ეს სხვა მეცნიერსა ვკითხოთ, სახელდობრ ბ-ნ მარს, ეხლანდელ
სომხების პროფესორს პეტერბურგის უნივერსიტეტში. მე პატკანოვის შეგირდი ვარო, იძახის
თავმოწონებით ბ-ნი მარი. მწურთვნელის კარგად ხსენება მადლობელის გაწურთვნილისაგან
მოსაწონია, მაგრამ ესეც-კი ურიგოდ არ არის ნათქვამი: `ცემა გმართებს გამზრდელისა, თუ
ყრმა ჰნახო ავად ზრდილი~.

You might also like