You are on page 1of 22

 

გარეშემო ყველაფერი შეგვეცვალა, ამ ცვლილებამ მრავალგვარი ახალი საჭიროება


გაგვიჩინა, ცხოვრება გაგვიძვირდა, გაგვიძნელდა, ვეღარ ავდივართ აუცილებელს
ჭირბოროტს დღისას. ამ უნუგეშო მდგომარეობის სისწვრივ ვხედავთ, რომ მტერი აღარ
გვაცდენს მუშაობისაგან, მშვიდობიანობა ჩამოვარდა. სახლობას აღარავინ გვიწიოკებს,
ნაშრომ-ნაღვაწს არავინ გვიოხრებს, რკინისგზებისა და ზღვაზე სიარულის წყალობით ჩვენს
ნაამაგარს კარი ფართოდ გაეღო, ცოტად თუ ბევრად ბაზარი გაუდიდდა, მუშტარი მოემატა,
აღარა ვართ გარშემო მტრებისაგან და უგზოობისაგან იძულებულნი შინ კარჩაკეტილები
ვისხდეთ, ჩვენი ვერა მივაწოდოთ რა სხვას, ან სხვისა არა მოვიწოდოთ- რა. სულ ყოველს
ამასა ვხედავთ და მაინც ვჩივით და ვტირით ჩვენს სიღარიბეს, ჩვენს უილაჯობას. 
    ეს ჩივილი და ტირილი მით უფრო საოცარია, რომ ჩვენი ქვეყანა ჰავით, მდებიარობით,
მიწით მდიდარია და შემძლებელია გაგვამდიდროს, ქონებით გაგვაძლიეროს,
გაგვაღონიეროს.

განცალკევებულ გარჯას და მხნეობას იქაც-კი, საცა ცოტად თუ ბევრად გახშირებულია,


ბევრი არაფერი შეუმატნია ერისათვის, საზოგადოდ და ჩვენში ხომ ამისი ჩამიჩუმიც არ
ისმის.


  ამნაღდებელი ნაშრომისა ბაზარია და იგი ეკონომიური მოქმედება აღებ-მიცემობისა,
რომელსაც ვაჭრობა ჰქვიან.


  ანა ცოტა ბრძენია ქვეყანაზე, რომელსაც ჰგონია, რომ თავია ქუდისათვის გაჩენილი

და არა ქუდი თავისათვის?

განა იგივე შარდენი არ ამბობს, რომ ქართველებს ნიჭი არ აკლიათ, ამათ რომ
მწურთვნელი ჰყავდეთ სახელს იშოვიდნენ მეცნიერებასა და ხელოვნებაშიო. განა
იგივე შარდენი არ ამბობს, რომ ქართველები ზრდილნი არია, მოსიყვარულენი,
საკუთარის ღირსების გრძნობისანი, სომხებზე უფრო ძლიერნი, გულმაგარნი,
ვაჟკაცნი და თავგანწირულნი მეომარნი თავისის თავისუფლებისათვისაო.

გზის დანახვა მაშინ, როცა ურემი გადაბრუნდება, თუმცა ცოტა გვიანი საქმეა, მაგრამ ამასაც
მნიშვნელობა აქვს, თუ ერთხელ ნახულს კაცი ასე თუ ისე გამოიყენებს შემდეგი- სათვის,
ანუ, უკეთ ვსთქვათ, თუ ნაცადს ისე მოვექცევით, როგორც ჭკუის მასწავლებელს მაგალითს.
თუ არა და, დროც ტყუილად დაკარგულია და ამაგიც.

გლეხკაცი ისე არაფერს უფრთხის, როგორც სამწერლოებში გაბმას, ქაღალდების წერას და


ამისათვის ტანტალსა. სასურველია, რომ ჩვენში საგლეხკაცო ბანკის წესები ამ მხრით
გადაისინჯოს და რაც მეტი ფორმალობაა, შეძლებისამებრ გამოკლებულ იქმნას. ამ
ფორმალობის განმარტივება, ისე-კი, რომ საქმეს არა ეზიანოს-რა, პირველი საჭიროებაა
საგლეხკაცო ბანკისათვის, თუ უნდა პირველ ხანშივე გლეხკაცობის გული მოიგოს უამისოდ
გლეხკაცობა შორს გაუდგება ბანკსა და ძნელად მიეკარება, ნამეტნავად ჩვენში, საცა
გლეხკაცი ძალიან ჰშიშობს იმისთანა საქმეში გაებას, რომელსაც ბევრი მიწერ-მოწერა და უკან
დევნა მოსდევს.
   
გლეხკაცი საქმის კაცია, დრო და მოცდენა ძვირად უღირს. იმას აღარ ვიტყვით, რომ
ქაღალდების წერასა და საქმის უკან დევნას თავისი აუცილებელი ხარჯი აქვს.

გიჟი, დამთხვეული, დღეს იქნება თუ ხვალე, კლდეზედ უნდა გადავარდეს, ამ ბედს იგი
არსად არ წაუვა.

განა ბატონ-ყმობის გაუქმების წინააღმდეგ ცოტას იძახოდნენ, რომ ეგ ჩვენთვის ადრეაო,


ჯერ მაგისათვის მომზადებულნი არა ვართო, ცოდნა მამულის კეთებისა ჩვენში არ არის და
თავისუფალ შრომისა და გარჯისათვის ჯერ არც ღონე გვაქვსო და არც გამოცდილებაო.
ყოველივე ეს ზოგან მართალიც იყო, მაგრამ ამან არ შეაფერხა საქმე.
   
ამასვე იძახოდნენ წინააღმდეგ ახალის სამართლის შემოღებისა, ერობის დაარსებისა და
თითქმის რკინისგზების გამართვის წინააღმდეგაც.
  

მაგრამ ყოველივე ეს, კაცთა სასახელოდ, დაიმართნენ და დღეს მოქმედებაში არიან.   

გზები უადვილებს ხალხს ერთი-ერთმანეთში მისვლა-მოსვლას, აღებ-მიცემას, ნაწარმოების


გასაღებას.
   
ეს მარტივი და ყველასათვის ცხადი ჭეშმარიტებაა. ეს ჭეშმარიტება აღიარებულია; დიდი
ხანია ყველგან შეიგნეს, თუ რა სამსახურს უწევს ხალხს, რა აუცილებელ საჭიროებას
შეადგენს ცხოვრების განკარგებისათვის კარგად შეკეთებული გზები, და ამიტომ დიდს
ყურადღებასაც აქცევენ ამ საჭიროებას.
   
სხვა მიზეზთა შორის, რომელნიც ხელს უწყობენ ხალხის კეთილდღეობას, არა-ნაკლები
ადგილი უჭირავს რიგიანად მოწყობილ და მისვლა- მოსვლის გასაადვილებელ გზების
სიმრავლეს. ამ გზების სიმრავლეს უნდა მიეწეროს ის გარემოებაც,რომ ეკონომიური
ცხოვრება ასე წინ არის წასული განვითარებულ ქვეყანებში.

გზების უხეირობა ისე ამძიმებს უამისოდაც მძიმე საპალნეს, იმოდენად აცდენს თავის
საქმიდამ კაცსა, ხარსა, კამეჩსა, იმდენს დროს აკარგვინებს, რომ არ შეიძლება ყოველ ამან
თავისი საფასური ზედ არ შეაკეცოს გადასატან საქონელსა.
   
თუ სადმე გზატკეცილებია დამართული და ამით გაადვილებულია საპალნის ზიდვა, იქაც
მაინც ზიდვის გაიეფებას ბევრად არა ჰშველის-რა.
   

გზის ბაჟი, რომელსაც იხდიან გზატკეცილზედ მოარულნი, ეგეც საგრძნობელი ხარჯია და


თვით გადასატანს საქონელს ზედ ეკეცება, და რადგანაც გზატკეცილამდე მაინც გამოტანა
უნდა საქონელს იმავე სავაივაგლახო გზებითა, ამიტომ გზატკეცილები მაგდენს არაფერს
შეღავათს იძლევა საპალნის ზიდვის ხარჯში.
  
 შეუძლებელია, რომ ყოველ ამან საგრძნობელად არ დააძვიროს გადატანილი საქონელი
საზოგადოდ და პური საკუთრივ.
   
მერე რა გამოდის ამ დაძვირებიდამ? ემატება რამ თითონ მწარმოებელს და მიწისმომქმედსა?
სრულებითაც არაფერი და საგულვებელი კია, რომ დააკლდეს კიდეც.

გარეთი ბაზარი შორი ბაზარია. იქ რომ ღვინო გავიდეს და ფეხი მოიკიდოს, საჭიროა
ჩვენებურს ღვინოს გამძლეობა ჰქონდეს, საჭიროა ღვინომ სასმელად თავი დაიჭიროს და
არ წახდეს. ჩვენებურს ღვინოს სწორედ ეს თვისება აკლია, გამძლეობა არა აქვს. ეს იმიტომ კი
არა, რომ ბუნებითად ჩვენი ღვინო ერთობ გამძლე არ იყოს. ჩვენებურ ღვინოსაც აქვს თვისება
გამძლეობისა, ხოლო ბუნებასაც ხელის შეწყობა უნდა, რომ თავისი გაიტანოს.
   
აი სწორედ ჩვენ ეს ხელი გვაკლია და ამიტომაც არც ერთი ღვინის დამყენებელი ჩვენში
დარწმუნებული არ არის, რომ მისი ღვინო იმავე ღირსებით მიაღწევს ბაზრამდე, რა
ღირსებითაც მარნიდამ ისტუმრებს, დიდხანს გაძლებას ღვინისას ნუღარ იტყვით.

გლეხკაცს ვენახის იმედით გული ხალვათი აქვს, და ეს იმედი მით უფრო ადვილად ჭკუაში
მოსასვლელია, რომ ვენახი ბუნებითად დიდის მოსავლის შემძლებე- ლია, დიდის მოგების
მომცემია, თუკი ამინდი დაუდგა და განსაცდელს გადურჩა.
   
ეს იმედი, უანგარიშოდ გაძლიერებული, წაიცდენს ხოლმე გლეხკაცობას, ცალკე ვალის
აღების გზას უხსნის და ცალკე ვალის შიშს უკლავს, მაშინ როდესაც უამისოდ გლეხკაცი
ერთობ მეტად უფრთხის და ერიდება ვალის აღებასა.
      

გლეხის ჩაფვლა ვალში და ვეღარ ამოსვლა ადვილად წარმოსადგენია მარტო ამ


შემთხვევაში. ნუთუ ჩვენში უმოსავლობა ვენახისა სჭარბობს მოსავლიანობას?

გარდა საკუთარის გამოძიებით მოპოვებულის საბუთებისა, ხელთა ჰქონია იგი ცნობანიც,


რაც წინათ სამინისტროს შეუკრებია ღვინის წარმოების მცოდნე კაცთაგან. ამ ცნობათაგან
აღმოჩენილია, რომ რაც რუსეთის ბაზარში ღვინოები ჰსაღდება, რაც ღვინო მიდის და მოდის
ბაზარში, - სულ ყალბი ღვინოებია, როგორც შინვე რუსეთში ნაკეთები, ისეც
საზღვარგარეთიდამ შემოტანილი: ამ ყალბს ღვინოსა ჰსვამს რუსეთი და ამის მიუხედავად
ფასი კი მეტისმეტად ძვირია, მაშინ, როდესაც თვითონ ღვინის ადგილს მართალი ღვინო
მეტისმეტად იეფ ფასად ძლივს იყიდება, და ამ სახით ხშირად ნაწარმოების შემოსავალი
თავისსავე ხარჯს არა ჰფარავს.
   
გარდა ამისა, კომისიას ყურადღება მიუქცევია იმისათვისაც, რომ ყალბის ღვინის კეთებას და
ბაზარში გამოტანას ყოველივე გზა შეეკრას.

გერმანიის რჯულდება პირდაპირ და ცხადად ამბობს, რომ ღვინო მარტო იმასა ჰქვიან, რაც
მარტო ყურძნის წვენისაგან კეთდება და სხვა არა-რა განგებ ჩარეული და ჩამატებული არა
აქვს-რაო. მართალია სხვადასხვაგვარი ოსტატობა ღვინის კეთებისა, მაგალითებრ,
შაპტალიზაცია, გალლიზაცია, პეტიონიზაცია და სხვა აკრძალული არ არის, მაგრამ ამ
ოსტატობით ნაკეთები სასმელი არ შეიძლება კაცმა ჰყიდოს, თუ ჭურჭელზედ ზედ
წარწერილი არ იქნება, რა გზით არის ნაკეთებიო, საფრანგეთის კანონები წყალის
ჩამატებასაც კი ღვინოში ფალსიფიკაციას ეძახიან, ესე იგი ყალბის ღვინის კეთებასა.

გამოდის, რომ არც ადგილის შერჩევა გვცოდნია სავენახედ და ვენახის კეთებაც


ადამისჟმური გვქონია. აქ არც ერთის დასამტკიცებელი საბუთი არ არის მოყვანილი. ან რა
საჭირო იყო! განა საკმარისი არ არის, რომ ქართველებმა არა იციან-რა და, მაშასადამე, არც ეს
ეცოდინებათო.
  


  აუქმდა ეს არხები და მრავალი სხვა. ის დღეა და ეს და გულამომწვარს დედამიწას

მოაკლდა ცხოველმყოფელი ცვარი წყლისა, კაცის მხნეობით მოდენილი. გავერანდა


მდიდარი მამულები, აოხრდა, და იქ, საცა ქვეყანა წალკოტსავით ჰყვავოდა, დღეს მჭლე
ძეძვი ძლივსღა მოდის. ამაოდ ჩაიარა ამოდენა შრომამ, ამოდენა ჯაფამ, და დღეს ეს დიდი
ნაამაგევი ჩვენთა მამა-პაპათა, მიწით ამოვსილი და ამომშრალი, გულსაკლავად გვანიშნებს -
რანი ვყოფილვართ უწინ და რანი ვართ დღეს.

გავიხსენოთ მარტო ის ამბავი, რომ ამ ოც თუ ოცდაათ წლის წინათ ერთს სოფელს ისე არ
გაივლიდით, რომ ქსელი და მაქო ფეიქრისა არ დაგენახათ, მატყლის საჩეჩელი საშალე
ძაფისათვის არა ყოფილიყო გამართული თითქმის თვითეულის მცხოვ- რების დერეფანში,
ხშირად არ შეგვხვედროდათ სამღებროები ნაქსოვის, თუ ნაკეთების საღებავად, და სხვა
ამისთანა წვრილმანი საოჯახო, საშინაო მრეწველობა იმაზე მიქცეუ- ლი, რომ ქვეყანამ შინ
იქონიოს ყველაფერი.
   
აღებ-მიცემობის მოწყალებით ეს წვრილმანი საოჯახო და საშინაო მრეწველობანი გაუქმდა,
რადგანაც დამშვიდებამ ჩვენის ქვეყნისამ, კარგმა გზებმა სამეზობლოდ მისვლა-მოსვლისამ,
აღებ-მიცემობის სახსარი მისცა უფრო იეფის, უფრო კარგის საქონლის მოტანისა, და
შინაურმა წვრილმანმა მრეწველობამ მოტანილს საქონელს ვერც ფასში და ვერც სიკეთეში
ცილობა ვერ გაუწია. დაანება ჩვენმა ქვეყანამ ამ წვრილმანს მრეწველობას თავი და ირჩია
ნაწარმოებთა ყიდვა სხვისაგან, იმიტომ რომ საეკონომიო სფეროში წინამძღვრობს მარტო
სიიეფე და სიკეთე სასყიდელ საქონლისა და სხვა არა-რა.

განკარგება და გაძლიერება სწორედ იმ მხარეს უნდა მიექცეს, რომ მიწათმოქმედებას ჩვენში


სხვა გზა და მიმართულება აუჩინონ, გაუმრავალგვარონ კულტურა ჰავისა და მიწის
შესაფერად, ყოველივე ახლად შემოსაღები საჭირნახულო შეუწონონ საშინაო და საგარეო
ბაზრის მოთხოვნილებას, ძვირფასი რამ ჭირნახული დაუდვან საგნად მიწისმომქმედს და
იეფის ფასის ჭირნახულზე ხელი ააღებინონ, ან გაუადვილონ ხარჯი და მუშაობა.

გარეშემო ყველაფერი შეგვეცვალა, ამ ცვლილებამ მრავალგვარი ახალი საჭიროება აგვიჩინა,


ცხოვრება გაგვიძვირდა, გაგვიძნელდა, ვეღარ ავდივართ აუცილებელს ჭირბოროტს დღისას.
ამ უნუგეშო მდგომარეობის სისწვრივ ვხედავთ, რომ მტერი აღარ გვაცდენს მუშაობისაგან,
მშვიდობიანობა ჩამოვარდა. სახლობას აღარავინ გვიწიოკებს, ნაშრომ-ნაღვაწს არავინ
გვიოხრებს, რკინისგზებისა და ზღვაზე სიარულის წყალობით ჩვენს ნაამაგარს კარი
ფართოდ გაეღო, ცოტად თუ ბევრად ბაზარი გაუდიდდა, მუშტარი მოემატა, აღარა ვართ
გარშემო მტრებისაგან და უგზოობისაგან იძულებულნი შინ კარჩაკეტილები ვისხდეთ, ჩვენი
ვერა მივაწოდოთ რა სხვას, ან სხვისა არა მოვიწოდოთ- რა. სულ ყოველს ამასა ვხედავთ და
მაინც ვჩივით და ვტირით ჩვენს სიღარიბეს, ჩვენს უილაჯობას.
   
ეს ჩივილი და ტირილი მით უფრო საოცარია, რომ ჩვენი ქვეყანა ჰავით, მდებიარობით,
მიწით მდიდარია და შემძლებელია გაგვამდიდროს, ქონებით გაგვაძლიეროს,
გაგვაღონიეროს.
განცალკევებულ გარჯას და მხნეობას იქაც-კი, საცა ცოტად თუ ბევრად გახშირებულია,
ბევრი არაფერი შეუმატნია ერისათვის, საზოგადოდ და ჩვენში ხომ ამისი ჩამიჩუმიც არ
ისმის.

გამნაღდებელი ნაშრომისა ბაზარია და იგი ეკონომიური მოქმედება აღებ-მიცემობისა,


რომელსაც ვაჭრობა ჰქვიან.

განა ცოტა ბრძენია ქვეყანაზე, რომელსაც ჰგონია, რომ თავია ქუდისათვის გაჩენილი და არა
ქუდი თავისათვის?გრ. ორბელიანი, გამგრძელებელი ევროპეიზმისა.

განხილვა რისამე შეიძლება არ წარმოდგეს არც მტრობითა და არც შურითა.

განა ყოველი საგანი თვის კვალობაზედ არ არის მაღალი, მაღალ ღვთაებრიობის სიბრძნის
გამომთქმელი? პოლიპი, რომელიც ძლივს აჩენს თვის სულიერობას, ისე ცხადად
მოგვითხრობს ღვთის ძლიერებასა, როგორც მზე, ეს ქვეყნის მაცხოვრებელი მნათობი.
ინფუზორია, რომელნიც მილიონობით არიან ერთ მუჭა წყალში, ისევე საკვირველნი არიან,
როგორც მოძრაობა მედიდურ ცაში მილიონთა პლანეტთა.

გაჰკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი!~ იძახის სული, რომელსაც
სიცოცხლის მომნიჭებელმა სხივმა დაჰკრა და ამოაყვავა. აი ეს ქარის გაჰკვეთა, გაპობა წყლისა,
გარდავლა კლდეთა და ღრეთა თავისთავად მომხიბლავია, თავისთავად გამტაცებელია
სულღონიერ ჭაბუკისა, ქალი იქნება თუ კაცი.

გულწმინდა და პატიოსანი ქალია, მაგრამ იმოდენად წინ დაუხედავად ნასწავლია და


გულდაუდებლად ნაწურთვნი, რომ გონება ვერ მიუწვდენია იმ ჭეშმარიტ განათლებულ
თავისუფლებამდე, რომელიც მარტო მაღალ ზნეობას გზას უხსნის და ამისთანებში კი
ადამიანს ჰხუთავს და ჰზღუდავს რკინის ბორკილზედ უარესად.

გმირობა, რა სახისაც უნდა იყოს, სულის ღონეა და არა ხორცისა.


გმირის სიყვარული მარტო სულითვე ღონიერს შეუძლიან. აქ ხორციელს თვალს ვერას
გააჭრევინებთ, სულიერი თვალი უნდა და ამ სულიერის თვალის ახილება მარტო ცოტად-
თუ-ბევრად რიგიანს განათლებას შეუძლიან და სხვას არასფერს. ჯერ ჩვენში ამისთანანი არ
არიან მამაკაცთ შორისაც, რომელთაც ჭეშმარიტის განათლებისათვის კარი ყველგან ღია აქვთ,
და ქალები სად მოიპოვებიან.

გადმომკეთებელს უფრო დიდი საგზალი უნდა, უფრო მეტი ღონე სჭირია, უფრო მეტი
ცოდნა, უფრო მეტი ნიჭი, ვიდრე მთარგმნელსა. გადმომკეთებელს ის ღონეც უნდა ჰქონდეს,
რაც მთარგმნელს, და ამას გარდა თვითმომქმედი ძალიც შემოქმედობისა, იმიტომ რომ
საგნადა აქვს იგი ხატი კი არა, რომელიც მზად გამოსახულია პიესაში და რომელსაც მარტო
გადაღება-ღა უნდა, არამედ იგი, რომელიც პიესაში არ არის და ახლად შექმნა სჭირია, რომ
ჩვენის ცხოვრების ხატად გვეჩვენოს. აქ ხორცუსხმელნი შთაბეჭდილებანი სულ ახალის,
თუმცა კი შინადვე განცდილის, ნათვალიერების და ნახულის ცხოვრებისა ხორცშესხმას
ჰთხოულობენ და ამისათვის ცოტად თუ ბევრად საჭირო ცხოველმყოფელი ფანტაზია და
ძალი შემოქმედებისა, როგორცა ვსთქვით. ამ სახით, გადმომკეთებელი უფრო
თვითმომქმედია, ვიდრე მთარგმნელი, რომელიც, რაც უნდა ვსთქვათ, მაინც ცოტად თუ
ბევრად მონაა მისი, ვისაც სთარგმნის. გადმომკეთებელს კი შეუძლიან თავი მოიწონოს იმით,
რომ ქარგა სხვისაა, იქნება ფერადიც სხვისა იყოს, მაგრამ სახე კი ჩემია და ჩემი ნაქსოვიაო. ეს
`ჩემი~ დიდი სამაცდურო რამ არის და ამით თუ აიხსნება იგი, რომ პირდაპირ ნათარგმნი
ხშირად `გადმოკეთებულის~ სახელით აგვეტუზება ხოლმე თვალწინ. გადმოკეთებას უფრო
დიდი აბრუ აქვს და ამ აბრუს დაკუთვნებაზედ ბევრი უსაბუთოდ ხელს იწვდის ხოლმე.

გადმოკეთება პიესისა დიდად საპატიო შრომაა, ვისაც კი შეუძლიან. რა თქმა უნდა, ჩვენი
საკუთარი პიესები რომ გვქონდეს, იმას არა ემჯობინება-რა, მაგრამ როცა ეგ არის, მაშინ
გადმოკეთება რიგიანის პიესისა ორს კურდღელს ერთად დაგვაჭერინებს: ერთი, რომ ყოველი
რიგიანი პიესა საყურებლად სასიამოვნოა და ჩვენს საკუთარს ურიგო პიესაზედ ბევრად
სამჯობინარია, და მეორე _ თუ კარგად გადმოკეთებულია ჩვენს ხასიათსა და ზნე-
ჩვეულებაზედ, ნატვრას ჩვენის საკუთარისას ცოტად თუ ბევრად აკმაყოფილებს.
გულუბრყვილო, გულწმინდა ცდომილისათვის _ დანახვა ცდომისა და ერთბაშად
გამოკეთება ერთია.

განა ყველა სიცილი საგანია ხელოვნებისა! სიცილიც არის და სიცილიცა. უაზრო, უმიზეზო
სიცილი ლაზღანდარობაა და მთელი სამი-ოთხი საათი, რომელსაც ჩვენ თეატრში ვატარებთ,
რომ მარტო ლაზღანდარობას მოვახმაროთ, ჯერ ერთი რომ მოსაწყენია და მერმე ტვინის
გამოლაყებაა. კაცმა სამი და ოთხი საათი სულ იცინოს სალაზღანდარო სიცილითა და
ერთადერთი სულის მაცხონებელი აზრი მაინც არ ჩაიყოლიოს გულში, სწორედ მოგახსენოთ,
მეტის-მეტი ჭირია.

განა თავი და ბოლო სათეატრო თხზულებისა მარტო სიცილია და სხვა არაფერი?!.

გრძელის სიტყვისა და ფრაზის მკაფიოდ და გარკვევით გამოთქმას, ენის და ხმის


მორჩილების გარდა, ცოდნაც ეჭირება.

გრძელის სიტყვისა და ფრაზის სათქმელად საჭიროა კაცმა სული, ესე იგი, ჰაერი იმოდენად
ჩაიბრუნოს, იმოდენად ჩაიგუბოს, რომ მთელს ფრაზას გასწვდეს და ეყოს გამოსათქმელად.
უამისოდ, გინდათ თუ არ გინდათ, ხმა უალაგო ალაგას გაწყდება და ფრაზა წახდება. ამრიგად
ხმის საგზალის მოპოებას თავისი კანონი და წესები აქვს.

გარნა კაცი ყოველთვის კაცია და ქება, თუნდაც ტყუილი, სასიამოვნოა, და წუნი, თუნდაც
მართალი, საწყენია. რასაკვირველია, ეს ერთში ტყუილის შეწყნარება და მეორეში მართალის
განდევნა ადამიანის სულმოკლეობის ბრალია: სულგრძელი კაცი არც ერთს იკადრებს და არც
მეორესა. განა ამისთანა სულგრძელი ბევრნი არიან!.. ყველაზედ ნაკლებ მოიპოვებიან იქ, საცა
უფრო მოსალოდნელი უნდა იყოს, ავტორებსა და არტისტებს შორის, ესე იგი იმათ შორის,
ვინც სულიერს ღონეს ადამიანისას ასე თუ ისე ხელსა სჭიდებენ და ამოქმედებენ.
განათლებულს, მაღალზნეობის კაცს მართლად შენიშნული წუნი უფრო ნაკლებ ეთაკილება,
ვიდრე ტყუილი ქება-დიდება; გაუნათლებელს სულმოკლეობას კი პირიქით სულ სხვა მადა
აქვს ამაებისათვის.

გოგოლი, ყოველის რუსისათვის დიდად სასიქადულო და თავმოსაწონებელი კაცია.

განვთვითეულდით, და თვითეულის ზურგმა ვეღარ ზიდა ის დიდი აზრი მამულისა,


რომელიც ყველასათვის ადვილად საზიდია. თვითეულობით ტვინი ამოშრა, შევიწროვდა და
მაგ სიტყვის დიდი მნიშვნელობა ვეღარ იტვირთა. რაღა უნდა გვექნა ამის შემდეგ? ავიღეთ და
მთელი მამული, ერთიანი ჩვენი ბინა დავყავით, გავინამცეცეთ თვითეულის ღონის
კვალობაზედ ასე, რომ ზიდვაც შესაძლო ყოფილიყო ჩვენის ქონდრის-კაცობისათვის და
დაპატარავებულს ტვინშიაც მოთავსებულიყო. დავაქციეთ ჩვენი დიდი ერთიანი სამშობლოს
ოჯახი, რომლის ბოძად იყო ერთიანი მხარი მთელის ქართველობისა, და მის ნაშთის
ნამტვრევებისაგან პატარ-პატარა ხუხულები ავაშენეთ, რომელსაც საზოგადო სახელი
`მამული~ დავარქვით და რომელშიაც ჩვენც დავეტივენით, და ჩვენი ამომშრალის ტვინის და
გონების აზრიც დავტივეთ.

განვთვითეულდით, ცალ-ცალკე დავიშალენით, ასო-ასოდ დავიჭერით, და მაგ


განთვითეულებამ, ცალ-ცალკეობამ ყოველგან და ყოველს-ფერში ის საქმე გვიყო, რაც ეზოპეს
ზღაპარში თვითეულს წკეპლას მოუვიდა, ერთად ძნელად გადასამტვრევს. ამის შემდეგ,
რასაკვირველია, საერთო სახელი აღარ შეგვრჩებოდა, და აკი აღარ შეგვრჩა.

გული სხვა-რიგად სცემს, როცა დედამიწაზედ ზამთრის შემდეგ მზე ამოხეთქავს მწვანე
ბალახსა და უფრო სხვა-რიგადა სცემს მაშინ, როცა ცხოვრებაზედ ამოვა, თავს ამოჰყოფს
ბრწყინვალე ყვავილი ახალის აზრისა... მით უფრო მშვენიერია ეგ ყვავილი, რომ ჭკნება. თუ
ცხოვრობს, მაინც ისე არ გაძუნწდება, რომ სხვა არ აღმოშობოს, ამ სხვამ კიდევ სხვა და ეგრეთ
არ შეადგინოს ისტორიული ყვავილთა გრეხილი, რომელშიაც მომდევარი წინადმსვლელზედ
ყოველთვის უფრო სრულია, უკეთესი და მშვენიერი, თუ რომ ცხოვრების ვითარების და
გარემოების გავლენა ადრე და მალე არ დაუხლართავს გზასა და ზრდას არ დაუშლის. მაგრამ
ესეც კია სანუგეშო, რომ როგორი დარიც უნდა დაუდგეს მაგ ყვავილსა, თუკი ძირი ღონიერი
აქვს, რაც უნდა ფეხი დააჭირო და სრესო, მაინც გაარღვევს დღესა თუ ხვალ დედამიწასა,
ამოხეთქავს და გამოვა სინათლეზედ უფრო დაშვენებული და ძლიერი.

ყველაფრის სიკვდილი შეიძლება, _ აზრისა კი თავის-დღეში არა; მის აღმოშობის დრო


შეიძლება შეაყენონ, მაგრამ სრულიად განადგურება კი ძნელად.

გეტე ამბობს: `მხოლოდ ბუნება ჰქმნის პოეტსაო~.

განა რითმა რომ არ იყოს, პოეზიაც არ იქნება? აბა, აიღეთ ურითმო ლექსები თავად გრ.
ორბელიანისა, თუნდ ბოლონდელი ოქტომბრის `ცისკრის~ `ო... დარდები~; აბა, ყურადღებით
წაიკითხეთ, რა პოეზიაა მაგ ურითმო ლექსებშია! თვალწინ წარმოგიდგებათ ის ჩათუქესანი
თბილისის ქართველი, რომლის ნატვრა და სამოთხე კახური ღვინოა, სიყვარული და
ორთაჭალის ბაღები. აბა, ნახეთ ის ქართველი პაჟარნი, ნაბად-წამოსხმული, ლოთურად
ჩითმერდინით ყელზედ, როგორ გულმოდგინედ შეჰყურებს თავის საყვარლის ფანჯრებს.
ვინც კი დაუშლის, აღრინდება და ეუბნება: `მოდი, ამ ვირს ეშხზედ ელაპარაკე!~ რამდენი
ნამდვილობა და ჭეშმარიტებაა მის წმინდა ქართულ პოეტურ დარდებში, კვნესაში და
ნატვრაში.

გვიკვირს, კაცმა როგორ უნდა გამოიმეტოს თავის დედ-მამის ენა ისე, როგორც თავად
ერისთავს გამოუმეტნია! სწორედ უნდა მოგახსენოთ, ამისთანა წერაში არამც თუ იყოს ენის
სიყვარული, არამედ ენის სრული უპატიობაა და სიძულვილი.

გავიდნენ კიდევ დღენი და თვენი. დადგა მაძღარი შემოდგომა. სოფელში გაიმართა


ქვევრების რეცხვა საწნახელების ხეხვა და წმენდა. ქარვასავით ჩაფერიანებული მსუქანი
მტევრები თერთრის ყურძნისა, მაყვალსავით შავად შეკუნწლული საფერავის ვაზები
იწვევდნენ პატრონებს დასაკრეფად, - მალეო თორემ ვდუღვართ და გადმოვდივართო.

გული მომიკვდა, ეს რომ გავიგონე, და დავღონდი. ჩემისთანა უთვისტომო ადამიანისათვის


ქვეყანა ყველგან ერთი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართველისათვის საქართველო დიდი რამა
ყოფილა. რაც უნდა იყოს, შენი ჭირიმე, ჩვენი აკვანი საქართველოა, ჩვენი მამა-პაპის საფლავი
საქართველოა, ჩვენის ენის ქვეყანა ეს არის, თუ სიყვარული გაქვს – სიყვარულიც აქ თუ
იქნება, თორემ სხვაგან სადა? სადაური სად მივყევართ, - ვკითხავდი ჩემს თავს ტკივილითა
და წუხილითა, - ეს ქვეყანა აღარ უნდა ვინახულო, აქაურმა მზემ აღარ უნდა გამათბოს,
აქაურმა მთვარემ შუქი აღარ უნდა მომფინოს!.. სიტყვა-პასუხის გამგონი აღარ უნდა
მყვანდეს!... აქაურმა წყალმა წყურვილი აღარ უნდა მომიკლას! აქაური სალოცავი აღარ უნდა
ვილოცო.

გესმის ევა? – მკითხა, - სახარებაში ქრისტე-ღმერთი იგავსა ბრძანებს, თუ არ მოგწყინდება,


გეტყვი. თურმე ყოფილა ერთი ბატონი, რასაკვირველია, მოსამსახურეებიც ჰყოლია. თითონ
სხვაგან დაუპირებია წასვლა, დაუბარებია მოსამსახურეები და ფული დაურიგებია;
ერთისათვის ბევრი მიუცია, მეორისა და მესამისათვის ერთი-ერთმანეთზედ ნაკლები და
უთქვამს: ასარგებლეთ და, მროცა მოვალ სარგებლით დამახვედრეთო. თითონ წასულა. იმ ორ
მოსამსახურეს ჭკუა უხმარიათ, ბატონის ბრძანება აუსრულებიათ და, რაცა ჰქონიათ
მიბარებული, ერთი იმოდენა კიდევ მოუგიათ. მესამე კი ერთი უჯიშო რამა ყოფილა,
უმადლო, მცონარე; უფიქრია – მოგებას ვინა ჩივის, ესეც არ დავკარგოვო. აუღია და მიწაში
ჩაუფლავს. ბატონი რომ მობრუნდა, მოიწონა ორივე მსახურის მადლიანი საქციელი, მესამეს
კი გაუწყრა, წაართო ის ფული და იმათ მისცა, ვისაც მოგებით ეარნათ. მესამე კი ხელცარიელი
დარჩა. მიწაში ჩაფლა საწყალმა – არ დამეკარგოსო, მაგრამ ბოლოს მაინც კიდევ დაჰკარგა. რომ
გაეცა კი, იმისი იქნებოდა.

გულმტკივნეულად მომქმედი მართებული გამკითხველია და არა შემაგინებელი და


მლანძღავი. პირველს მხარი მივსცეთ და მეორე-კი... მეორემ-კი ილაწლაწოს, ვიდრე თვის
საკუთარ ლაფში სული შეუგუბდება და დაირჩობა.

განკითხვაც არის და განკითხვაც. განა განკითხვა ადამიანისა არ შეიძლება ზრდილობიანი,


თავაზიანი და მართებული იყოს?
გაბიაბრუება, გაუპატიურება ვისიმე საკადრისი არ არის არც ცალკე კაცისაგან, არც
ლიტერატურისაგან, რომელიც მართებულობის და რიგიანობის მაგალითი უნდა იყოს, და თუ
ან ერთი აკლია, ან მეორე, ღირსი არ არის წმინდა სახელი ლიტერატურისა ატაროს.

განა არის ქვეყანაზედ იმისთანა ნაწერი, საცა კი ადამიანია ხსენებული, რომ გაზვიადებულმა
გრძნობამ თაკილობისამ კლანჭი არ გამოჰკრას რასმე და თავის-თავზედ არ მიიღოს?
ყველაფერს ამას რომ კანონმა სარჩლი და ქომაგობა დაუწყოს, სად წავა! ან ამისთანა
შემთხვევაში პირუთვნელმა სამართალმა თავისის სასწორის უღელი რაზედ უნდა დაანდოს?

გუშინ პალატამ დამნაშავედ არ იცნა და სრულიად გაამართლა `დროების~ რედაქტორი ივ.


მაჩაბელი, რომელსაც შესწამეს ერთგვარი დანაშაულობა, კანონებში დიფამაციად ცნობილი.

რედაქტორმა თავის გაზეთში დაჰბეჭდა ზღაპრად მოწერილი ამბავი და ამბავში იცნა თავისი-
თავი ერთმა მოხელემა, თუმცა არც დასახელებული იყო და არც რაიმე ნიშნით აღნიშნული.
მოხელეს რაკი თავისი თავი ეცნა და იმ ამბავში მოხსენებული საქმენი და საქციელნი
ეთაკილნა, აეღო და საჩივარი შეეტანა, რომ გამაუპატიურესო. ამ ამბავმა ერთ დროს დიდი
ალიაქოთი ასტეხა ჩვენს პატარა წრეში და `დროებას~, ჩვენდა სამწუხაროდ, ძვირად დაუჯდა.
ამისთანა წინასწარი შედეგი მით უფრო სანაღვლელია, რომ დღეს პალატამ გაასამართლა ეს
საქმე და დაინახა, რომ რედაქტორი და გაზეთი აქ არაფერს შუაშია. ჩვენთვის სრულიად
მოულოდნელი არ იყო, რომ პირუთვნელი სამართალი ამ საქმეს სწორედ ასე დააბოლოვებდა.
პირიქით, ჩვენ ის გვიკვირდა, რომ თვითონ ბრალდება როგორ უნდა აშენებულიყო იმისთანა
უსაფუძვლო საბუთზედა, რომელიც სარჩულად დაუდვა თავის საჩივარს ტყუილუბრალოდ
გულგამწყრალმა მოხელემა. ჩვენ გვეოცებოდა, რომ საქმე თვით განსამართლებამდე არ იქმნა
მოსპობილი და თვითონ საჩივარი უყურადღებოდ დატოვებული.

გლეხკაცი, მარტო თავის საკუთარს საქმეზედაც მიმდგარი, ძლივძლიობით გამოდის


წლითი-წლობამდე. ამიტომაც უსამართლობა იქნება იგი კაცმა ჩააბას სამსახურში, დრო და
მოცალეობა, თავისის საკუთარის საქმისათვისაც ძლივად საკმარი, მუქთად შეაწირვინოს
თავისის თემის მოვლისა და პატრონობისათვის, და რასაც ამით თავის-თავს, თავის ოჯახს,
თავის ცოლ-შვილს მოაკლდება, იგი არავინ უზღოს, არავინ არასფრით არ გადაუხადოს
სამაგიეროს საფასურითა.

გლეხკაცის უმამულო დარჩომას ხომ ზარალი მოსდევს სახელმწიფოსათვის, რადგანაც


გლეხია მარტო ხარჯის მხდელი, და გარდა ამისა დიდს უბედურებასაც შეადგენს თვით
ქვეყნისათვისაც.

გლეხი ნებით არ მივა არჩევანში, რადგანაც არც იმედი აქვს სიტყვა გაიყვანოს, და არც
თავისუფლება თავისი სურვილი გამოაცხადოს.

გლეხთა ყოფნა არჩევანში მარტო თვალისათვის არის და არა საქმისათვის.


საწყალი გლეხი! რაც უნდა კეთილი საქმე დაუწყოთ, ბოროტად გადექცევა ხოლმე.
საკვირველს ბედზედ არის გაჩენილი ეს ჩვენი გამომკვებელი, ჩვენი მარჩენალი სულიერი.

განსაკვირველია, რომ მე ჩემი უფრო მიყვარდეს, ჩემსას უფრო შევხაროდე, ჩემი უფრო
მეამაყებოდეს და ჩემსას უფრო ხელს ვუწყობდე

განა არ იცით, რომ თუ სადმე სანთელ-საკმეველია, თავისს გზას არ დაჰკარგავს, ბევრიც რომ
შორიდამ უბეროთ! ერთს კაცსაც ამაზე ხმა არ ამოუღია და არც ამოიღებს, იმიტომ რომ
ორპირნი და ცალგულნი არიან. ყოველ ამას გულწრფელობა, მართლმოყვარეობა,
დიდსულოვნობა უნდა და დღევანდელ ბაზრისათვის არც ერთსა აქვს მაზანდა, არც მეორეს
და არც მესამეს.

გამოდის, რომ ჩვენ-კი მადლობელნი უნდა ვიყვნეთ, როცა ჩვენს მთელს ერს დედა-
ბუდიანად სთხრიან და ისინი-კი უნდა აგვიშფოთდნენ, როცა ჩვენს მთხრელსა და
მაგინებელს _ ისიც გუნდს და არა მთელს ერს _ ვიგერიებთ და იმის თვალთმაქცობას
ვამხელთ.

გამოდის, რომ ჩვენზედ, თუნდ ერთს ცალკე გუნდზე, მართალი ძვირიც არა სთქვათო ჩვენის
შფოთისა და წყენის შიშითა და ჩვენ-კი თქვენი აშფოთება, თქვენი წყენა აინუნშიაც არ
მოგვდის, თუნდ მთელი ერი გამოგილანძღოთ და მთელი გუდა ტყუილებისა ზედ თავზე
დაგაბერტყოთ თქვენის სახელის გატეხისათვისაო. ეს სადაური სამართალია, სადაური
ლიბერალობა? ეს ფარისევლობაა, ეს მელა-ტურაობაა, ქვემძრომობაა, ეს სოროში თავის
შეძვრენაა, კუდისა-კი გარეთ დარჩენა, და არა ლიბერალობა.

განა რა ანგარიშია რუსისათვის ხმა დაეგდო, რომ ქვეყანა, ქართველებისაგან მიღებული,


ქართველებისა-კი არ არის, სომხებისააო.

განსვენებული დ. ბაქრაძე მოგვითხრობს: ართვინში ერთი დიდი ეკკლესიაა თურმე ძველის-


ძველი. იქაურს სომხობას მოუწადინებია მზამზარეულად ამ ეკკლესიის დაჩემება. მინამ
დაიჩემებდნენ, ბერძნები შესცილებიან, _ ეგ ეკკლესია ძველათგანვე ქართველებისა ყოფილა,
მაშასადამე, ჩვენთვის, ვითარცა მართლმადიდებლებისათვის, უფრო უპრიანიაო. ამ
ეკკლესიას მართლმადიდებლობის ნიშნად ზედა ჰქონია ქვა ქართულის წარწერითა. სომხებს
აღარც უციებიათ, აღარც უცხელებიათ, აუღიათ და იგი ქვა სადღაც წაუბრძანებიათ და
მიუმალავთ. ამ გზით იგი ეკკლესია მართლმადიდებელთათვის ხელიდამ გამოუტაცნიათ და
დღეს სომხებს დაუჩემებიათ. განა ამისთანა ოინი ფიქრად მოუვა უბრალო სომეხს კაცსა?
თუნდაც საქმე უბრალო კაცისა იყოს, შთაგონება და წაქეზება ამისთანაებში, აშკარაა,
გაბრძნობილის მეცნიერისაგან არის. ამიტომაც საბუთი გვაქვს, ეს უკადრისი საქციელი, და
ყოველი სხვა ამისთანა, სომეხთ-მწიგნობართა მანქანებას მივაწეროთ და არა მთელს ერს
სომხისას.

გამოდის, რომ მეთორმეტე საუკუნემდე ქართველები ისეთი ბრიყვები ყოფილან, რომ


არამცთუ ისტორია არა ჰქონიათ, ისტორიის საჭიროებაც ვერ უგრძვნიათ და აქაც სომეხს
უშველია, ისიც უსწავლელსა და უმეცარსა. ამ სახით გამოდის, რომ თუ უმეცარსა და
უსწავლელს სომეხს ისტორიის საჭიროების გრძნობა ჰქონია, რამოდენად უსწავლელნი და
უმეცარნი უნდა ყოფილიყვნენ ქართველები, რომ ამისი შნოც არა ჰქონიათ. საწყალი
ქართველები! უსწავლელი და უმეცარი სომეხიც-კი თქვენზე წინა ყოფილა ჯერ მაშინ და ეხლა
ხომ რაღა თქმა უნდა. ისტორიის საჭიროების გრძნობაც-კი არა გქონიათ, ღმერთმა უშველოს
პატკანოვის უმეცარსა და უსწავლელს სომეხს, რომ წყალობა უქმნია და მოგშველებიათ.
გულადმა პროფესორმა გამოილაშქრა ჩვენს `ქართლის ცხოვრებაზე~, რომ ეს საძირკველი
ჩვენს ისტორიულს ვინაობასა და ავკარგიანობას ძირიდამ გამოაცალოს და თვით ვინაობა
ჩვენი პირქვე დაამხოს. ლახტი, მართალია, შემოგვიქნია, მაგრამ ერთი რომ ჩვენ მოგვახვედრა,
ათი თითონ იკრა.

განა მართალი არ არის ყოველ ამის შემდეგ დ. ბაქრაძე, როცა პატკანოვზე ამბობს: `პატკანოვი
უკვე დასკვნილს ქართულ აზრს ან უჩუმდება, ან თუ იგი მოჰყავს, მოჰყავს გადასხვაფერებით,
იმგვარად, რომ ბინდი მოჰფინოს მის წინააღმდეგ აზრს, ქართულ ისტორიის წყაროს, თვით
ჩვენთა წინაპართა ხასიათს~. თუ ამისთანა ოინებსა და თვალთმაქცობას კადრულობენ და არა
ჰთაკილობენ სომეხთა ქებულნი და თავმოსაწონებელნი პროფესორნი, რაღა უნდა
მოვთხოვოთ სხვა სომხებს, რომელთაც ცარიელ დიპლომებით თავი მოაქვთ, ქადულობენ და
ყურებს გვიჭედავენ.

გაუწურთვნელი ზნე, ყავარჯენი კი არა, ჭირია. ტყუილად კი არ ამბობს ბოსსუეტი:


`ერიდენით და უფრთხილდით საკუთარს ზნესა. ზნე იმისთანა მტერია, რომელიც, საცა
წახვალთ, ყოველგან თან დაგდევთ სიკვდილის კარამდინაო~.

გოგრა ვერ გახდება შირაზის შუშა, რა გინდ მაღლა თაროზე დასდო~ და დიპლომი
მეცნიერებისა შუბლზე მიაკრა.

განათლება პატიოსანს კაცს `სილბოს აძლევს ნაქსოვისას~, როცა სხვას უნდა `გული მისცეს
გულისათვის~ და საშველად ხელი მიაწოდოს და `სიმტკიცეს ნაჭედისას~, როცა თავისს
საკუთარს ვინაობას ჰპატრონობს. იქ `სილბო~ ღირსებაა, აქ-კი ლაჩრობა, იქ `სიმტკიცე
ნაჭედისა~ გულქვაობაა, აქ-კი ღირსება.

გამოდის, რომ, ბ-ნ გოლმსტრემის სიტყვით, ურარტელნი ჯერ კიდევ ძველისძველად


დაწინაურებული ერი ყოფილა მაშინდელ კვალობაზე, ერი რიცხვმრავალი, ძლიერი,
კაცთმოყვარულ მოძღვრებისა, ერი მედგარი, გულმტკიცე, გულმაგარი და თითქმის
თავდადებული მოჭირნახულე და მეომარი მთელის მსოფლიოსათვის, მერე იმისთანა
მებრძოლი, რომ კინაღამ მთელს სამსოფლიო ისტორიას სხვა მიმართულება მისცაო.
მოდით, და თუ ეხლა ამისთანა ღვაწლმოსილ ერის ნატამალი სადმეა, გულში ნუ ჩაიკრავთ,
ხელს ნუ მიაწვდით, ფეხზე ნუ დააყენებთ და გზას ნუ გაუხსნით ქვეყნისა და კაცობრიობის
სადღეგრძელოდ და საბედნიეროდ.

მართალია ბ-ნი გოლმსტრემი: დიდი უმადურობა და უსამართლობა იქნება ეხლანდელ


კაცობრიობისაგან, რომ ასე არ მოექცეს ურარტის ნატამალ ერსა, თუ დღეს იგი სადმეა.

გოლმსტრემმა გულში ტყვია ჰკრა სომეხთა გუნდსა:


ხომ ასეთი საქებური და სასურველი ერი ყოფილა მოსახლე-მკვიდრი უწინდელ ურარტისა.
ეხლა ვიკითხოთ: ვისთვის და რისთვის იხარჯება ასე უხვად, ვის ამკობს, ვის აქებ-ადიდებს
ურარტელების სიკეთისა და ღვაწლის ხსენებითა? სომხებს, რომელნიც ვითომ ურარტელები
არიან მოდგმით და იმათი შთამომავალნიო, და რადგანაც, ქართულის ანდაზისამებრ, მამა
ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახეო, ბ-ნ გოლმსტრემსაც აუღია და ამბობს, _ რადგანაც
ურარტელნი ასეთი სახელოვანნი ყოფილან, ასეთი ღვაწლმოსილნი მთელის კაცობრიობის
წინაშე, ასეთი მხნენი, ხასიათმაგარნი და მედგარნი, და რადგანაც ეხლანდელი სომხები მათი
სისხლ-ხორცია, მათის მოდგმისაა, აშკარა ყოველივე სიკეთე ურარტელებისა მოასწავებს
სომხების ღირსებას, კუთვნილებას, ისტორიულად დასაბუთებულსაო.

ამ სახით სომხებმა ისტორიულად დაამტკიცეს თვისი სულიერი და ხორციელი გაუტეხლობა,


მედგარობა, სიმაგრე ხასიათისა, და რადგანაც ესეა, ხელი უნდა შეეწყოს, გზა გაუხსნას
ამისთანა სულითა და ხორცით ძალოვანს ერსა, რომელმაც ასე სახელოვნად თავი იჩინა ჯერ
კიდევ უხსოვარ დროსაო და რომელიც კაცთმოყვარეობდა ჯერ მაშინ, როცა სხვანი
მგელკაცობდნენო.

ვერ წარმოიდგენთ, რა სასაცილო ამბავი გამოდის იმ პიტალო უმეცრებისაგან, რომელსაც ასე


სასაცილოდ გაუხურებია და გაუფიცხებია ამ საქმეში უმეცარი ბ-ნი გოლმსტრემი. ბ-ნთ
ეზოვებს და მისის ამქრის მეცნიერებს რომ სცოდნოდათ, ურარტელების სახელ-ქვეშ რომელი
ერია ცნობილი ევროპიის სახელგანთქმულთა სწავლულთა და მეცნიერთაგან, ხელს
მოსჭრიდნენ ბ-ნ გოლმსტრემს და ურარტელებს-კი ასეთის ქებით არ შეამკობინებდნენ.

თურმე ნუ იტყვით, ურარტელნი ქართველები ყოფილან და ბ-ნი გოლმსტრემი აქ იმ


გულუბრყვილო დათვის მაგიერობასა ჰთამაშობს, რომელმაც აქაო-და შუბლზე ბუზი აზის და
აწუხებს ჩემს მეგობარსაო, აიღო და შუბლში უშველებელი ლოდი დააზილა ბუზის
ასაფრენად.

სწორედ ასეთი ამბავი დაჰმართა ბ-ნმა გოლმსტრემმა იმ ერთგვარ სომეხთა გუნდსა, რომელთა
მრწამსიც სხვის მიერ გამომცხვარის პურის დაჩემებაა, რაკი გემრიელია, თითქო თავისი არა
აბადიათ-რაო. ესეთი მეხი არავის დაუცია ამ გუნდისათვის თავში, თუმცა-კი მარტო სომხის
გაბერა უნდოდა ქებით და დიდებითა.

ტყუილად დაიხარჯა ძვირფასი ტყვია-წამალი.

ბ-ნმა გოლმსტრემმა გულში ტყვია ჰკრა სომეხთ გუნდსა, თუმცა მარტო ვარდის კონის სროლა
კი უნდოდა.

გამოდის, რომ თუ კაცს სდომებია, იმისთანა მაგარს და უტყუარს მოწამესაც


გადაათქმევინებს სიტყვას, როგორიც ქვაა და ქვათა ღაღადი.

სომეხთა მეცნიერს რომ მოსვლოდა ამისთანა ამბავი, კიდევ ჰო, სომეხთა მეცნიერთათვის
ესეთი ოინები შეჩვეული ჭირია და ზოგს შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ ლხინსა.
ხოლო საოცარი ეს არის, რომ ასე ექცევა მეცნიერებას, ჭეშმარიტებას, იგი კაცი, რომელიც ასე
ფიცხად, ასე გულმხურვალედ დიდის საყვირით ჰყვირის: `И Камни возопиют!.. Камни не лгут!..
~

გაგონილა ასე სასაცილოდ აგდება ქვათა ღაღადისა, ქვათა უტყუარობისა! მოდით და ნუ


იტყვით:

`ჰე, სოფელო, რაშიგან ხარ,

რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა!..~

გვიკვირს, ეს ხეტტების საქებ-სადიდებელი ამბები როგორ გამოჰპარვიათ სომეხთა


მეცნიერებს. უსათუოდ არა სცოდნიათ, თორემ აბა რას შეარჩენდნენ ქართველთა ნათესაობის
ერს ამისთანა საქებურს ამბებსა. მერე იციან, რომ ქართველნი დაუდევარნი არიან და იმ ჭიან
ლიბერალობით თვალებაბმულნი, რომ არც-კი ეტყვიან: `ძმანო და მეგობარნო! მართალია,
თქვენის კეთილის გულის ამბავი ვიცით, რომ საცა პურია, ბინას იქ იკეთებთ, არა
ჰკითხულობთ, პური ვისი გამომცხვარია და მიირთმევთ, ოღონდ-კი გემრიელი იყოს, მაგრამ
ნამუსიც კაი საქონელია: რას გვემართლებით? ჩვენ ჩვენი ვიცოდეთ და ვიქონიოთ, თქვენ _
თქვენი~. ხოლო რას იზამთ? `გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი~.

ეხლა ჩვენ ვიმოწმებთ ბ-ნ ნიკოლსკის:

გვიკვირს, თუ ბ-ნ გოლმსტრემს არ წაუკითავს იგი წერილი ბ-ნ ნიკოლსკისა, რომელიც ჩვენ
წინა წერილების სხოლიოში დავასახელეთ, ბ-ნ ანუჩინის წერილი ხომ უსათუოდ წაუკითხნია,
რადგანაც ამბობს, რომ ბ-ნი ანუჩინი წინააღმდეგია იმ თეორიისა, რომელიც ურარტელებს
ჰხადის სომხების წინაპრებადაო და ეს მარტო იმას მოასწავებს, რომ ბ-ნი ანუჩინი
მიუდგომელი მეცნიერიაო და ამისთვის აქებს კიდეც.

აქ ორი გარემოებაა საოცარი. ჯერ ერთი ისა, ვითომც ქვეყანაზე იყოს იმისთანა თეორია, რომ
ურარტელთა სომხობას ამტკიცებდეს.

თუ არ არის ამისთანა თეორია, მაშ ბ-ნ გოლმსტრემის სიტყვა საქარეზე გატანილი სიტყვაა,
როცა გვარწმუნებს, რომ ბ-ნი ანუჩინი ამ თეორიის წინააღმდეგიაო. ამაოდ ჰფიქრობს ბ-ნი
გოლმსტრემი არსებობას ამისთანა თეორიისას: იგი არსად არის და ბ-ნი ანუჩინი არ-
არსებულის თეორიის წინააღმდეგი როგორ იქნება? ბ-ნი ანუჩინი მოცლილი კაცი ხომ არ არის
სომეხთა მეცნიერებსავით, რომ ქარის წისქვილებს ომი დაუწყოს.

დღეს მთელს ქვეყანაზე ერთიც მართლა სწავლული და მეცნიერი არ მოიპოვება, _


სანთლითაც რომ ვეძებოთ, _ ურარტელთა სომხობის თეორიას მისდევდეს, გარდა იმისთანა
ჩურუქა მეცნიერებისა, როგორც ვიღაცა ეზოვები და მისნი დამქაშები არიან. ამათაც-კი არა
გვგონია გაბედონ ამ არ-არსებულის თეორიის ღაღადება თავისის სახელით და, იქნება, სხვა-კი
გააბრიყვონ, თითონ სოროში შეძვრნენ და ამ სახით სხვისის ხელით ნარი ჰგლიჯონ. ეს იმათი
ხელობაა.

ბ-ნი ანუჩინი თუ ურარტელთა არა-სომხობას ამბობს, ამას ვისიმე წინააღმდეგად-კი არ


ამბობს, არამედ ამით ემოწმება ყველას, ვისაც ეს საქმე გამოუძიებია. ვიწვევთ ბ-ნს
გოლმსტრემს, თუნდ ერთი სწავლული და მეცნიერი, ან ევროპიელი, ან რუსი დაგვისახელოს
იმ თეორიის მომხრედ, რომელსაც ვითომც ბ-ნი ანუჩინი ეწინააღმდეგება და რომელსაც დღეს
ასე თავშეუდებლად მარტო ბ-ნი გოლმსტრემი ჰღაღადებს, დიაღ, მარტო ბ-ნი გოლმსტრემი
და სხვა არავინ.
თუნდ ეს ორი ერთმანეთის წინააღმდეგი თეორია არსებობდეს, ნეტა რა ნიშანია
მიუდგომელობისა, მიუკერძებლობისა ურარტელთა არა-სომხობის თეორია, რომლის გამო
ქებასაც-კი უძღვნის ბ-ნს ანუჩინს ბ-ნი გოლმსტრემი. ნუ თუ აქაც ახია ითქვას: `სიტყვამან
შენმან გამოგაჩინოს შენ~.

მეორე გარემოება ის არის, რომ ასე ვრცლად არის ბ-ნ ნიკოლსკის მოწმობა ბ-ნ გოლმსტრემის
მიერ მოთხრობილი საბუთად ურარტელთა და სომეხთა ვითომ-და ერთნათესაობისა და ბ-ნი
ანუჩინი-კი მარტო სამის სიტყვით უხსენებია, ისიც ბუნდად, _ ამ თეორიის წინააღმდეგიაო.
ყური არ უთხოვებია, რომ ბ-ნი ანუჩინი ანტროპოლოგიურადაც ამტკიცებს, რომ სომეხნი
არმენიაში, წინანდელ ურარტის ქვეყანაში, მერე მოსულნი არიან. გარდა ამისა იგივე ბ-ნი
ანუჩინი იმოწმება, რომ იგი ქვეყანა დაიჭირეს სომხებმა დიდის ბრძოლის და ომების შემდეგ
ურარტელებთანაო. არის რამოდენიმე საბუთები, რომლის ძალითაც შესაძლოა
ვიგულისხმოთ, რომ ურარტელნი, ანუ პონტიის ქალდები (რარიგადა ჰგავს ერთმანეთს
სახელი ქალდები და ქართველები!) ქალთველთა მამა-პაპანი ყოფილანო. (იხ. `Братская
помощь Армянам~, გვ. 361. აი სიტყვითი-სიტყვა ბ-ნ ანუჩინისა: `Таким образом армянам
удалось лишь после долгой и упорной борьбы с племенем Урарту или Понтийскими халдами, _
племенем, язык котораго еще не выяснен, но есть некоторые основания предполагать в них
прародичей Картвельскаго или грузинскаго племени~.

დალოცვილს, რაკი ესე ვრცლად მოგვითხრობდა ურარტელთა სომხობას და ისიც


უსაბუთოდ, ერთი სიტყვა, თუნდ ესე მოკლედ, როგორც აქ არის ბ-ნ ანუჩინის ნათქვამი
მოყვანილი, ჩვენთვისაც გამოემეტნა, ურარტელთა ქართველობა გაკვრით მაინც
მოეხსენებინა. განა ვინ დაემდურებოდა? თუ ბ-ნ ნიკოლსკის მოწმობა, მერე სულ მთლად
თავით ბოლომდე გადასხვაფერებული, საჭირო იყო ურარტელთა გასომხებისათვის,
ქართველთა ასე თუ ისე დასაბუთებული ურარტელობა ბ-ნ ანუჩინისა რატომ დაჰვიწყებია და
ჩაუფარცხებია. რასაკვირველია, თვით ბ-ნ გოლმსტრემის საქმეა, _ სად რა სთქვას და როგორ,
ხოლო ჩვენ-კი ვიტყვით: `საკვირველ არიან, უფალო, საქმენი შენნი!~

ვთქვათ, ისეც იყოს, რომ ურარტელნი სომხები არ ყოფილანო, ჰბრძანებს ბ-ნი გოლმსტრემი: ამ
საგანს ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვსო. აი სწორედ ამაზე ითქმის, ე რ ი ჰ ა
ა! მაშ რაზედ შეაწუხეთ ბ-ნი ნიკოლსკი, ანუჩინი, რომ თითქმის მთელი ფელეტონი
ურარტელთა სომხობის დასაბუთებას მოანდომეთ და, სულ ცოტა ვთქვათ, ორიათას-შვიდას-
რვაასის წლის ამბავი გაგვიბით და ამ ამბავით ამტკიცებდით სულიერ და ხორციელ
სიმტკიცესა და მედგრობას ეხლანდელის სომხებისას, ვითარცა მემკვიდრეებისას სახელოვან
ურარტელებისას.

მაშ რად ჰღაღადებდა ბ-ნი გოლმსტრემი: `თუ პოვნა გნებავთ ამ საქმის (სომეხთა საქმისა)
ჭეშმარიტებისა, პოლიტიკოსებისაგან `ფერუმარილ წაუსმელისა~, გადაუკეთებელისა, უნდა
ყურადღება მიაქციოთ~ ძველს, ჭაღარამოდებულს დროს, არქეოლოგებს და სწავლულ
მოგზაურებსაო~. (აი სიტყვითი-სიტყვა ბ-ნ გოლმსტრემისა: `Чтобы найти истину в этом
(армянском) вопросе не `заправленную~, неподкрашенную политиками... нужно обратить свои
взоры к седой древности, к археологам, к ученым путешественникам~... იხ. `Петербургские
Ведомости~, 1899 წ., # 33, ფელეტონი: `И Камни возопиют!~).

მაშ ეს სიტყვები ისე საქარეზეა გასტუმრებული! აფსუს, სიტყვებო!..

განა აშკარა არ არის, უნდათ ქვეყანას დაანახვონ, რომ სომეხზე უკეთესი, გამძლე ერი, ყოვლის
ნიჭითა და უნარით შემკობილი სხვა არავინ არის მცირე აზიაში და ნამეტნავად
ამიერკავკასიაში.

მართალია, ამიერკავკასიაში ეს რაღაც `ვრაცები~ ჰყრიან და ცოტად თუ ბევრად ამათაც


ახსენებენ, მაგრამ ასეთს საქმეს დავმართებთ, ასე გავუბიაბრუებთ სახელს, რომ
სახსენებელიც-კი აღარ დარჩეთ. თუ ისტორია აქვთ, გავუყალბებთ, ან ჩვენ დავიჩემებთ, მიწა-
წყალი აქვთ და ჩვენ ჩამოვართმევთ, და ქვეყანას, ტყუილი იქმნება თუ მართალი,
დავაჯერებთ, რომ ქართველობა გადაშენების გზაზეა შემდგარი და დღესა თუ ხვალე ან
ამოსწყდებიან დედა-ბუდიანად, ან გასომხდებიან.

ამ ჩვენს ლანძღვა-გინებაში, რასაკვირველია, ბ-ნს გოლმსტრემს არავითარი წილი არ უდევს


და მადლობელნი ვართ, რომ შეგვიბრალა და ავად მაინც არ გვახსენა, სომხებს ზედ არ
წაგვაკლა ქათამსავით, სომეხთა მეცნიერებისამებრ.

განა ჩვენთვის-კი სანატრელია ესეთი დაქსაქსულობა სომხებისა!

ღმერთმა მისცეთ ღონე და უნარი ერთად მოიყარონ თავი იქ, საიდამაც აყრილან და აქა-იქ
გაფანტულან.

You might also like