You are on page 1of 62

© ამირან ამბროლაძე

მათემატიკა ყოველდღიურ
ცხოვრებაში
ნაწილი 1
• “რა სად როდის”
ერთ–ერთი
გადაცემის კითხვა
იყო ასეთი:

რომელი
დაწესებულება სჯის
ადამიანს
მათემატიკის
არცოდნისთვის?
• ინტელექტუალებმა
წააგეს ეს რაუნდი.

მათი არასწორი
პასუხი იყო:

სკოლა.
• ჯიურიმ გამარჯვება
ტელემაყურებელს
მიანიჭა სწორი
პასუხით:

კაზინო.

• (ჟიურის პასუხში
მითითებული იყო
წიგნი “1+1=10”.)
მხატვარი: ზაალ სულაკაური
(წიგნიდან: 1+1=10.)
• ამ ლექციაში შევეხებით
ადამიანის აქტიურობის იმ
სფეროს, რასთანაც მეტ–
ნაკლებად ყველას ჰქონია
შეხება და სადაც
მათემატიკის არცოდნა
ყველაზე მეტად
სახიფათოა: აზარტული
თამაშები.

• ჩვენ მოკლედ
განვიხილავთ კაზინოს,
ტოტალიზატორის და
ფინანსური პირამიდების
მოქმედების პრინციპებს.
“თუ გსურთ ოდესმე თამაშით
გამდიდრდეთ, მაშინ იყიდეთ
კაზინო.”
რა განსხვავებაა ევროპულ და
ამერიკულ რულეტკას შორის?
ევროპული: ამერიკული:
1, 2, ... , 36 და ერთი ზერო: 0. 1, 2, ... , 36 და ორი ზერო : 0 და 00.
რა ტიპის ფსონები არსებობს?
• ფერზე დადება (შავი ან
1,2, ... 36 და ორი ზერო : 0 და 00.
წითელი),
მოგება 1:1.

• კენტ ან ლუწზე დადება,


მოგება 1:1.

• ერთი ნომრის არჩევა,


მოგება 1:35.

• (1-12) ინტერვალის
არჩევა, მოგება 1:2
რა ტიპის ფსონები არსებობს?
• რომელი ფსონია აქ 1,2, ... 36 და ორი ზერო : 0 და 00.
ჩამოთვლილი სამიდან
უფრო მომგებიანი
(უფრო სწორად, ნაკლებ
წამგებიანი)?

• ვნახოთ ვიდეო:

https://www.youtube.com/
watch?v=pYKcPL0N9QQ
• ამის დასათვლელად 1,2, ... 36 და ორი ზერო : 0 და 00.
წარმოიდგინეთ, რომ
თქვენ დებთ ფსონს (1
დოლარს) მუდამ
ერთდაიგივე ნომერზე,
მაგალითად 1–ზე.
ბურთულა გორდება 38–
ჯერ და ჯდება 38
განსხვავებულ უჯრაზე:
1, 2, 36, 0, 00.
• თუ ფერზე თამაშობთ, 1,2, ... 36 და ორი ზერო : 0 და 00.
მაშინ აქედან 18
შემთხვევაში იგებთ 1
დოლარს და 20
შემთხვევაში აგებთ 1
დოლარს.
ანუ:

38 გაგორებაში აგებთ 2
დოლარს.
• თუ კენტ–ლუწობაზე 1,2, ... 36 და ორი ზერო : 0 და 00.
თამაშობთ, მაშინაც 18
შემთხვევაში იგებთ 1
დოლარს და 20
შემთხვევაში აგებთ 1
დოლარს.
ანუ:

38 გაგორებაში აგებთ 2
დოლარს.
• თუ ნომერზე თამაშობთ, 1,2, ... 36 და ორი ზერო : 0 და 00.
მაშინ 1 შემთხვევაში
იგებთ 35 დოლარს, და
ყოველ დანარჩენ 37
შეთხვევაში აგებთ 1
დოლარს. აქაც:

38 გაგორებაში აგებთ 2
დოლარს.
• ანუ, თქვენ საშუალოდ
ყოველ ჩამოდებულ 1,2, ... 36 და ორი ზერო : 0 და 00.
დოლარზე აგებთ
2/38 $  0.05 $ = 5 ცენტს.

• თქვენი წაგება კაზინოს


მოგებაა. კაზინოს ამ 5
მოგებულ ცენტს ეწოდება

The House Edge


• house edge ეს არის კაზინოს
საშუალო მოგება ერთ
გაგორებაში თქვენს
ჩამოდებულ ყოველ
დოლარზე.
• მაგრამ თქვენ თამაშობთ არა
ერთ გაგორებას რულეტკაზე,
არამედ რამდენიმეს, და აგებთ
კიდევ უფრო მეტს.

• დათვლილია, რომ ერთი


მოთამაშე სათამაშოდ
მიტანილ ყოველ დოლარზე
საშუალოდ (ერთ საღამოს და
არა ერთ გაგორებაზე) აგებს
0.25$ = 25 ცენტს. ამას ეწოდება

The Hold
ეს არის კაზინოს ნამდვილი
მოგება.
• ეს რომ უკეთესად
გავიგოთ, წარმოიდგინეთ
გამარტივებული
სიტუაცია:
მივიტანეთ კაზინოში 100
ცალი ერთდოლარიანი,
ყოველი დოლარი ცალ–
ცალკე თითოჯერ
ვათამაშეთ (მაგალითად
ფერზე).
დაგვრჩება დაახლოებით
95 ცალი ერთდოლარიანი
(5%–ით ნაკლები).
• ეს დოლარები ისევ ცალ–
ცალკე ვათამაშეთ
თითოჯერ.

ისევ 5% წავაგეთ და
დაგვრჩა ≈90 დოლარი
(თავდაპირველი 100–დან)
და ასე შემდეგ . . .

საშუალო სტატისტიკური
მოთამაშე ერთ საღამოს
წააგებს 25 დოლარს
(სათამაშოდ მიტანილი 100
დოლარიდან).
• ანუ, კაზინოს მოგება
ერთ თამაშზე საშუალოდ
არის არის კლიენტის
ჩამოდებული ფულის 5%
(The House edge) და

კაზინოს მოგება ერთ


საღამოს ერთი
კლიენტისგან არის ამ
კლიენტის მიერ
სათამაშოდ მოტანილი
ფულის 25% (The Hold).
არსებობს თუ არა რულეტკაზე
მომგებიანი სტრატეგია?
არსებობს თუ არა რულეტკაზე
მომგებიანი სტრატეგია?
• არა!
ადამიანები იყენებენ
უამრავ სხვადასხვა
სტრატეგიას, მაგრამ
არცერთი (ლეგალური)
სტრატეგია არაა
მომგებიანი.

• ალბერტ აინშტაინს
მიეწერება შემდეგი
სიტყვები:
"You cannot beat a roulette
table unless you steal money
from it."
არსებობს თუ არა სტრატეგია, რომ უმეტეს
შემთხვევაში მოგებული დავბრუნდეთ
კაზინოდან?
არსებობს თუ არა სტრატეგია, რომ უმეტეს
შემთხვევაში მოგებული დავბრუნდეთ
კაზინოდან?

კი!
ფსონის გაორმაგების
სტრატეგია (Martingale
betting strategy), სადაც
მოთამაშე აორმაგებს
ფსონს ყოველი წაგების
შემდეგ.
• ვთქვათ, ვთამაშობთ
ფერზე და ვდებთ 1
დოლარს.
წაგების შემთხვევაში
ჩამოვდებთ 2 დოლარს.
თუ კვლავ წავაგებთ
ჩამოვდებთ 4 დოლარს
და ასე ვიმეორებთ
რამდენჯერმე,
მაგალითად 5–ჯერ
(რადგანაც, ეს პროცესი
უსასრულო ვერ იქნება).
• დიდი შანსია, რომ ერთხელ
მაინც გაგვიმართლებს. ამ
შემთხვევაში ვამთავრებთ
თამაშს და მოგებული (1
დოლარით) მივდივართ
სახლში.

• ამ სტრატეგიით იშვიათად
ვაგებთ, მაგრამ როცა
ვაგებთ (თუ არცერთხელ
არ გაგვიმართლა) წაგება
(1+2+4+8+16=31 დოლარი)
გადაფარავს ყველა მოგებას
და ჯამში მაინც კაზინო
დარჩება მოგებული.
როგორ ამარცხებდნენ კაზინოს?

• ალბათობის თეორიას
ვერ დავამარცხებთ,
მაგრამ არსებობს
შემთხვევები, როდესაც
ადამიანები
მიზანდასახულად
(არაშემთხვევით)
უგებდნენ კაზინოს.

• როგორ ამარცხებდნენ
კაზინოს?
• მადრიდის კაზინოში ერთმა
ესპანელმა ერთ საღამოს
მოიგო 600 000 ევრო – და ეს არ
იყო იღბალი – ამ ესპანელმა
სტატისტიკური ანალიზით
დაადგინა, რომ იმ
კონკრეტული ფიზიკური
რულეტკისათვის ყველა
უჯრის შანსი თანაბარი არ იყო
(Biased wheel).

• კაზინომ სასამართლოში
უჩივლა ესპანელს, მაგრამ
მოთამაშე გაამართლეს:
კაზინომ თავად უნდა
მიხედოს თავის სათამაშო
აპარატურას!
• მსგავსი პრობლემები ერთ
პერიოდში ჰქონდათ
ბრიტანულ კაზინოებსაც,
როცა მათ დაიწყეს
მსხვილი თანხების წაგება
ამერიკიდან ჩამოსულ
მოთამაშეთა ჯგუფთან.
მიზეზი იყო იგივე – Biased
wheels.

• ამის საპასუხოდ
კაზინოებმა შეუკვეთეს
ახალი ტიპის რულეტკის
მაგიდები (ნაკლებ
ჩაღრმავებული უჯრებით).
“ნიუტონის კაზინო”
• 1991 წელს ბრიტანეთში
გამოვიდა წიგნი:
“ნიუტონის კაზინო”.

• წიგნი ეფუძნებოდა
ამერიკელი სტუდენტების
მიგნებას: ისინი
ფეხსაცმელში მალავდნენ
კომპიუტერს და ნიუტონის
კანონების გამოყენებით
ანგარიშობდნენ, თუ
დაახლოებით სად
გაჩერდებოდა ბურთულა.
• (რულეტკაში ფსონის
დადება შეიძლება მას
შემდეგაც, რაც ბურთულა
გაშვებულია და ვიცით ამ
მომენტში მისი სიჩქარე.)

• იყო შემთხვევები, როდესაც


მოთამაშეები მობილურში
დამონტაჟებულ ლაზერულ
სკანერსაც იყენებდნენ,
რომელიც თავის მხრივ
კომპიუტერთან იყო
მიერთებული.
რომელი სტრატეგია ჯობია?
(თუ გვაქვს 1000 დოლარი და აუცილებლად
გვჭირდება კიდევ 1000 დოლარი)

• ვთქვათ ადამიანს აქვს


გადასახდელი ვალი
2000$ და მას მხოლოდ
1000$ დოლარი აქვს. იგი
შევიდა კაზინოში და
რულეტკაზე თამაშობს
ფერზე.
რომელი სტრატეგია ჯობია?
(თუ გვაქვს 1000 დოლარი და აუცილებლად
გვჭირდება კიდევ 1000 დოლარი)

• რა ჯობია, მან მთელი


1000 დოლარი ერთიანად
დადოს თუ, მაგალითად,
100$ ჩამოდოს ყოველ
ჩამოსვლაზე?
• ჯობია ერთიანად
დადება. რაც უფრო
დიდხანს ვთამაშობთ,
მით უფრო მეტია ჩვენი
წაგების შანსი.

• (ამიტომაც არ არის
კაზინოებში საათი.)
• ცნობილია ასეთი
მაგალითი: 2004 წელს
ლონდონელმა ეშლი
რეველმა გაყიდა მთელი
ქონება (ტანსაცმლის
ჩათვლით), მოგროვილი
135 000$ დადო
ლასვეგასის კაზინოს
რულეტკაზე წითელზე,
მოიგო 270 000$ და ამ
გაორმაგებული ქონებით
წავიდა სახლში.
ბლექჯეკი (Blackjack)
• ბლექჯეკი არის
კაზინოს ყველაზე
პოპულარული თამაში.
რულეტკას ეძახიან
კაზინოს დედოფალს
და ბლექჯეკი ითვლება
კაზინოს მეფედ. ეს
თამაში ამერიკაში
შევიდა ევროპიდან.

• ევროპაში ამ თამაშს
ერქვა 21.
რატომ ქვია ბლექჯეკი (Blackjack)?
• თავიდან ეს თამაში ძალიან
არაპოპულარული იყო და
იმისათვის, რომ ხალხი
მაგიდებთან მიეზიდათ
დააწესეს სპეციალური
მოგება თუ მოთამაშეს
ტუზი და შავი ვალეტი
ჰყავდა ხელში.

• აქედან წამოვიდა სახელი


blackjack (= შავი ვალეტი). ეს
წამახალისებელი წესი
მალე გააუქმეს, მაგრამ
სახელი ბლექჯეკი დარჩა.
• არსებობს ამ თამაშის მრავალი
ვარიანტი, მაგრამ ყველა
ვარიანტში უპირატესობა
კაზინოს მხარეზეა.

• იდეალური თამაშის დროსაც


კი ალბათობის თეორიით
კაზინოს რჩება დაახლოებით
1% მოგება, ანუ 1 ცენტი
ყოველი ჩამოდებული
დოლარიდან (the house edge).

• რეალობაში მოთამაშეთა
დიდი უმრავლესობა არ
თამაშობს იდეალურად,
ამიტომ კაზინოს მოგება
კიდევ უფრო დიდია.
როგორ იგებდნენ ბლექჯეკში?
• არსებობს მრავალი
პოპულარული
ისტორია, თუ
გარკვეული
ადამიანები როგორ
იგებდნენ ბლექჯეკში
რეგულარულად დიდ
თანხებს.

• ასეთი რამ რეალურად


შესაძლებელია კარტის
დათვლის (card
counting) საშუალებით.
• თუ დავთვლით რა კარტებია
გასული კარტის დასტიდან,
მაშინ დასტის ბოლოსკენ ეს
ინფორმაცია უპირატესობას
აძლევს მოთამაშეს.

• (დილერს ეს არ აძლევს
უპირატესობას: დილერი
თამაშობს მექანიკურად
გარკვეული წინასწარ
ცნობილი წესების მიხედვით.
იგი არავითარ
გადაწყვეტილებას არ იღებს
ადგილზე. დილერი თითქოს
თქვენს მხარეზეა და თქვენ
გგულშემატკივრობთ.)
• კარტის დათვლა (card
counting) დადებითს ხდის
(დაახლოებით 2%) მოთამაშის
შანსებს (საშუალოდ 2 ცენტის
მოგება ყოველ ჩამოდებულ
დოლარზე).

• დათვლის პრინციპი
მარტივია: თვლა იწყება 0–
დან. ამის შემდეგ მოსულ
კარტებზე ქულები ემატება
შემდეგნაირად:
2,3,4,5,6: 1 ქულა
7,8,9: 0 ქულა
10, ნახატი, ტუზი: –1 ქ.
• კარტის თვლა გონებაში
(ელექტრონული და სხვა
მოწყობილობების
გარეშე) არ არის
აკრძალული.
თუმცა კაზინოს აქვს
უფლება არ დაუშვას
მოთამაშე სათამაშოდ
რაიმე მიზეზით თუ
უმიზეზოდ.
უმრავლეს შემთხვევაში
ასეთი აკრძალვის
მიზეზი არის ეჭვი, რომ
მოთამაშე კარტს თვლის.
• კარტის თვლის
საწინააღმდეგოდ
კაზინო სათამაშოდ
იყენებს კარტების
მრავალ დასტას
ერთდროულად,
აბრუნებს
გათამაშებულ კარტს
დასტაში და ხშირად
ჭრის კარტს.
ბლექჯეკის მოსვლის ალბათობა
• თუ ერთი დასტის
მაგივრად (52 კარტი)
გამოვიყენებთ ორ
დასტას, შეიცვლება
თუ არა
ნატურალური
ბლექჯეკის
(ნებისმიერი ტუზი
და ვალეტი) მოსვლის
შანსი?
ბლექჯეკის მოსვლის ალბათობა
• თუ ერთი დასტის
მაგივრად (52 კარტი)
გამოვიყენებთ ორ
დასტას, შეიცვლება
თუ არა
ნატურალური
ბლექჯეკის
(ნებისმიერი ტუზი
და ვალეტი) მოსვლის
შანსი?
• პასუხი: საშინაო
დავალებად.
ტოტალიზატორი
რეალი – ბარსელონა
• შეიძლება თუ არა
რომელიმე
ბუქმეკერმა
შემოგვთავაზოს
კოეფიციენტები:

1 x 2

2 4 5
• არა! თუ ბუქმეკერმა
შემომთავაზა
კოეფიციენტები: (2, 4, 5),
მაშინ მე ჩამოვდებ
მოგებაზე 100/2=50 1 x 2
დოლარს, ფრეზე
100/4=25 დოლარს და 2 4 5
წაგებაზე 100/5=20
დოლარს.
სულ ჩამოვდე
50+25+20=95 დოლარი.
ნებისმიერ შემთხვევაში
მე მივიღებ 100 დოლარს.
“პატიოსანი”შემოთავაზება
• ვთქვათ, ბუქმეკერმა გარკვეული
მოსაზრებებიდან დაადგინა, რომ რაღაც თამაშში
მასპინძელი გუნდის მოგების, ფრის და წაგების
შანსებია, შესაბამისად

(4/10, 5/10, 1/10)

• რა კოეფიციენტი უნდა შემოგვთავაზოს ჩვენ მან,


რომ ჩვენი თამაში ბუქმეკერთან “პატიოსანი”
იყოს? (“პატიოსანი” ნიშნავს, რომ ჩვენ არც
მოგებაში ვართ და არც წაგებაში ბუქმეკერთან.)
• ბუქმეკერმა უნდა შემოგვთავაზოს ამ რიცხვების
შებრუნებული:

(4/10, 5/10, 1/10) → (10/4, 10/5, 10/1) = (2.5, 2, 10)

• ზოგადად, თუ ალბათობებია (p, q, s), ბუქმეკერმა


უნდა შემოგვთავაზოს კოეფიციენტები:

(p, q, s) → (1/p, 1/q, 1/s)


• ესე იგი, “პატიოსანი” შემოთავაზების დროს
კოეფიციენტების შებრუნებული რიცხვები
უნდა იყოს მოგების, ფრის და წაგების
ალბათობები და მათი ჯამი უნდა იყოს 1–ის
ტოლი.

• სინამდვილეში, იმისთვის რომ მოგებაში


დარჩეს, ბუქმეკერი ამცირებს ამ
კოეფიციენტებს (დაახლოებით 10%–ით) და
მათი შებრუნებულების ჯამი ერთზე მეტი
გამოდის (ისევ დაახლოებით 10%–ით).
რეალი – ბარსელონა
• რომ დავუბრუნდეთ
ჩვენს თავდაპირველ
კითხვას, ვნახავთ, რომ
1/2 + 1/4 + 1/5 =
0.95 < 1,
ამიტომ ასეთ თამაშს
არავინ შემოგვთავაზებს.

1 x 2

2 4 5
• ამ კითხვას შევხედოთ სხვა
კუთხიდან: ვთქვათ
ბუქმეკერმა შემოგვთავაზა
კოეფიციენტები: (a, b, c).
1 x 2
• ვთქვათ, მე დავდე 100/a
დოლარი მოგებაზე, 100/b
დოლარი ფრეზე და 100/c
დოლარი წაგებაზე.
a b c

• მაშინ მე ნებისმიერ
შემთხვევაში კაზინოსგან
მივიღებ 100 დოლარს.
ამავდროულად ჩემი
ჩამოდებული სრული თანხაა:
100/a+100/b+100/c.
• ეს თანხა მეტი უნდა
იყოს 100 დოლარზე
(სხვანაირად
ბუქმეკერი წაგებაშია): 1 x 2
100/a + 100/b + 100/c >
100. a b c

• თუ შევკვეცავთ 100–ზე
მივიღებთ:
1/a + 1/b + 1/c > 1.
ფინანსური პირამიდები.
კლასიკური 8–პირამიდა.

პილოტი

პილოტის თანაშემწეები

ეკიპაჟი

მგზავრები
• სქემის ინიციატორი (მას
ქვია პილოტი) მოძებნის 2
ადამიანს (თანაშემწეები).
ყოველი თანაშემწე
მოძებნის თავის მხრივ
კიდევ 2 ადამიანს (სულ 4
ეკიპჟის წევრი). ამათგან
თითოეული კიდევ 2
ადამიანს მოძებნის (სულ 8
მგზავრი).

• თითოეული მგზავრი
იხდის, მაგალითად, 1000
დოლარს. ამ 8 000 დოლარს
იღებს პილოტი და იგი
გადის თამაშიდან.
• პირამიდა იყოფა 2
პირამიდად, თანაშემწეები
ხდებიან პილოტები, სქემა
ივსება ახალი მგზავრებით,
რომლებიც იხდიან 1000
დოლარს თითოეული. ეს
ახალი პილოტები იღებენ ამ
8000 დოლარს და გადიან
თამაშიდან.

• ასე გრძელდება თამაში.


ყოველი ახალი მგზავრი
იხდის 1000 დოლარს, შემდეგ
რაღაც მომენტში თვითონ
ხდება პილოტი, იღებს 8 000
დოლარს და მოგებული 7000–
ით გადის თამაშიდან.
• ყველა დარჩა
მხიარული!

• რა არის შეცდომა
(ეშმაკობა) ამ სქემაში?
• სქემა გულისხმობს, რომ
არსებობს უსასრულო
რაოდენობა ფული (და
ადამიანებიც). სინამდვილეში
ეს ასე არ არის. ამიტომ ამ
სქემის მოქმედება ოდესმე
შეწყდება და დარჩება
უამრავი ადამიანი, ვისაც
გადახდილი ექნება 1000
დოლარი, მაგრამ თავად
ვერასოდეს გახდება პილოტი
და ვერც რაიმე თანხას
მიიღებს.

• პირამიდული სქემები
აკრძალულია უმეტესობა
ქვეყნებში.
Multi-level marketing
• ბევრი თვლის, რომ
ფინანსური პირამიდის ერთ–
ერთი ფორმაა ეგრეთ
წოდებული Multi-level
marketing.

• ეს არის გაყიდვის ფორმა,


როდესაც გამყიდველი იღებს
მცირე ანაზღაურებას
კომპანიისგან როდესაც ამ
კომპანიის პროდუქტს
გაყიდის და იღებს
დამატებით ანაზღაურებას,
როდესაც მოძებნის ახალ
ადამიანებს (ნაცნობებს
შორის) და ჩააბამს მათ
გაყიდვებში.
• Multi-level marketing არ არის
ბიზნეს საქმიანობის
აკრძალული ფორმა, მაგრამ
ასეთი კომპანიების
წინააღმდეგ ხშირია
სასამართლო სარჩელი.

• Multi-level marketing შეიძლება


შეფასდეს როგორც
პირამიდული სქემა: ეს იმ
შემთხვევაში თუ
გამყიდველის ანაზღაურება
მეტ წილად დამოკიდებული
იმაზე, თუ რამდენი ახალი
ადამიანი ჩართო მან
გაყიდვებში და არა იმაზე, თუ
რამდენ ადამიანს მიჰყიდა მან
პროდუქტი.
• ფინანსურ
პირამიდებთან
დაკავშირებით

ვნახოთ ვიდეო:

https://www.youtube.c
om/watch?v=VVUUbEw
_Pm8

You might also like