You are on page 1of 5

ამოცანები

სტატისტიკა 2

1. ფირმის გაყიდვების მოცულობამ ერთი კვირის განმავლობაში დღეების


მიხედვით შეადგინა შემდეგი თანხები (ათას ლარებში): 20, 73, 75, 80, 82.
ა. გამოთვალეთ დღიური გაყიდვის საშუალო მაჩვენებელი და მედიანა
ბ. რომელი მაჩვენებელი უკეთესად ასახავს საშუალო ტენდენციას?

2. ხუთი დაქირავებულის წლიური ხელფასები შემდეგია (ათას ლარებში):


19, 16, 15, 20, 50.
ა. გამოთვალეთ წლიური ხელფასის საშუალო მაჩვენებელი და მედიანა
ბ. რომელი მაჩვენებელი უკეთესად ასახავს საშუალო ტენდენციას?

3. ექვსულიანი ოჯახის საშუალო შემოსავალმა ერთ სულზე რომელიღაც თვეში


300 ლარი შეადგინა. 5 წევრის შემოსავალმა ცალ–ცალკე იმავე თვეში შეადგინა
თანხები: 150, 400, 250, 300, 700. რამდენია მეექვსე წევრის შემოსავალი?

4. იპოვეთ x, თუ შემდეგი რვა რიცხვის 3, 0, -0.9, 4, 5, x, 7, -1.2 მედიანაა 2.5.

5. წრეზე შემოხაზულია კვადრატი, გვერდით 4 სმ. გენერირებულ იქნა ამ


კვადრატში თანაბრად განაწილებული 1600 ცალი შემთხვევითი წერტილი.
მათგან 1250 წერტილი მოხვდა წრის შიგნით. ამ მონაცემების გამოყენებით:
ა. მიახლოებით (ფორმულის გარეშე) გამოთვალეთ წრის ფართობი.
ბ. გამოთვალეთ π რიცხვის მიახლოებითი მნიშვნელობა.

6. სტუდენტთა ორმა ხუთკაციანმა ჯგუფმა გამოცდაზე მიიღო შეფასებები:


პირველმა: 11 12 13 14 15
მეორემ: 12 12 13 14 14
ა. გამოთვალეთ თითოეული ჯგუფის შეფასებების სტანდარტული გადახრა
ბ. რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს გადახრების განსხვავების შესახებ
7. ბასეინში თევზების რაოდენობის განსასაზღვრავად მოიფიქრეს შემდეგი
მეთოდი: ბასეინში მოუსვეს ბადე, ამოიყვანეს დაჭერილი თევზები და
დათვალეს. აღმოჩნდა 40 თევზი. ყველა ეს თევზი დანიშნეს და გაუშვეს უკან
ბასეინში. ცოტა ხანში კვლავ მოუსვეს ბადე, ამოიყვანეს 45 თევზი,
რომელთაგანაც 6 თევზი იყო დანიშნული. როგორ შევაფასოთ ბასეინში
თევზების რაოდენობა მიახლოებით?

8. მექსიკელი ზრდასრული მამაკაცების საშუალო სიმაღლე 175 სანტიმეტრია,


ხოლო სტანდარტული გადახრა – 7 სანტიმეტრი. მონახეთ სიმაღლეთა რაიმე
ინტერვალი
სადაც მოთავსდება:
ა) მამაკაცთა 68 პროცენტი
ბ) მამაკაცთა 95 პროცენტი
გ) მამაკაცთა 99 პროცენტი

მითითება: ნახეთ ნორმალური განაწილების გრაფიკი ლექციაში.

9. მოიფიქრეთ შემთხვევითი რიცხვების გენერატორი „არიოლ – რეშკას“


გამოყენებით:
ა. (0,1) ინტერვალზე დაახლოებით თანაბრად განაწილებული შემთხვევითი
რიცხვებისათვის.
ბ. (0,1) x (0,1) კვადრატზე დაახლოებით თანაბრად განაწილებული
შემთხვევითი წერტილების გენერირებისათვის.
გ. მოიფიქრეთ სხვა მექანიზმი (0,1) ინტერვალში თანაბრად განაწილებული
შემთხვევითი რიცხვების გენერირებისათვის.

10. (0,1) ინტერვალში თანაბრად განაწილებული შემთხვევითი რიცხვებიდან


მიიღეთ (2,7) ინტერვალში თანაბრად განაწილებული შემთხვევითი რიცხვები.

11. ა) უნივერსიტეტში არის ორი ინგლისურის ჯგუფი, ერთში 6 სტუდენტია,


მეორეში 10. რას უდრის სტუდენტების საშუალო რაოდენობა ჯგუფში? რა
რიცხვს მივიღებთ, თუ სტუდენტებს გამოვკითხავთ და მათ პასუხებს
გავასაშუალებთ?
ბ) იგივე კითხვა როცა სულ 5 ჯგუფია, თითო ჯგუფში 6-დან 10-მდე
სტუდენტით და ყველა ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა განსხვავებულია.

12. (ძლიერი ჯგუფისთვის) ქმარი თამაშობს ინტერნეტ თამაშს. ყოველ რაუნდში


იგი თანაბარი ალბათობით იგებს ან აგებს ერთ დოლარს.
ა) გამოთვალეთ ამ თამაშის საშუალო μ და სტანდარტული გადახრის
კვადრატი: σ2 (სტანდარტული გადახრის კვადრატს ეწოდება დისპერსია).
ბ) ცოლი აკვირდება ქმრის თამაშს და ყოველდღე ინიშნავს რომელიღაც ორი
(შემთხვევით შერჩეული) რაუნდის შედეგს (X1, X2). ამის შემდეგ ცოლი
ითვლის ამ შერჩევის საშუალოს 𝑋 = (X1 + X2)/2. გამოთვალეთ E(𝑋). (E(𝑋) არის 𝑋
–ის მოლოდინი, ანუ, თუ ამ 𝑋 სიდიდეს ცოლი გამოითვლის მრავალი (ძალიან
ბევრი) დღის განმავლობაში და გაასაშუალებს).
არის თუ არა სწორი, რომ E(𝑋) = μ ?
მითითება: ყოველდღიური დაკვირვების შედეგი (X1, X2) შეიძლება იყოს
შემდეგი ოთხი ვარიანტიდან ერთ–ერთი (თანაბარი ალბათობით): (1, 1), (1, –1),
(–1, 1), (–1, –1).
გ) ცოლი ასევე ყოველდღე ითვლის შერჩევის დისპესიას
S2 = [(X1-𝑋)2 + (X2-𝑋)2 ]/2. გამოთვალეთ E(S2).
არის თუ არა სწორი, რომ E(S2)= σ2 ?
დ) თუ ცოლი ჩაინიშნავდა არა მხოლოდ ორი, არამედ n რაუნდის (შემთხვევით
შერჩეული) შედეგს და განვსაზღვრავდით
S2 = [(X1-𝑋)2 + (X2-𝑋)2 + . . . + (Xn-𝑋)2 ] / (n-1) (ანუ, იყოფა (n-1)-ზე და არა n-ზე),
მაშინ მივიღებდით, რომ E(S2)= σ2. შეამოწმეთ ეს ტოლობა n=2-ის შემთხვევაში.
(დასაბუთება ზოგადი n-ისთვის მოცემულია ქვემოთ ამოცანებში.)
ეს ნიშნავს ასეთ რამეს: ვთქვათ საქართველოში მამაკაცების სიმაღლის
საშუალო იყოს μ და საშუალო გადახრის კვადრატი (დისპერსია) იყოს σ2.
ვთქვათ ეს პარამეტრები გვინდა დავადგინოთ ექსპერიმენტის საფუძველზე,
შემთხვევით ვარჩევთ 100 კაცს და ვითვლით მათ საშუალოს 𝑋-ს და
დისპერსიას S2-ს. ბევრჯერ თუ ჩავატარებთ ამ ექსპერიმენტს, მაშინ 𝑋-ების
საშუალო გამოვა ნამდვილი საშუალო μ, მაგრამ S2-ების საშუალო არ გამოვა σ2,
არამედ σ2 ·99/100.
13. (არჩევითი) დავუშვათ აინტერესებთ საქართველოს მოსახლეობის საშუალო
სიმაღლე  და სტანდარტული გადახრის კვადრატი 2 (ნახეთ ლექცია). ყველა
ადამიანის გაზომვა რთულია (დაახლოებით 4 000 000 გაზომვაა საჭირო),
ამიტომ იღებენ რაღაც მცირე შერჩევას, მაგალითად 100-ჯერ შემთხვევით
ამოირჩევენ ადამიანს მთელი მოსახლეობიდან, თანაბარი (1/4000000)
ალბათობით თითოეულ ჯერზე. მიღებული სიმაღლეები იყოს: X1, X2, …,
X100. შერჩევის საშუალოს ითვლიან ასე: X0 = (X1+X2+…+X100)/100.

ა) რას უდრის X1-ის საშუალო, ანუ X1-ის ყველა შესაძლო ვარიანტი X1i ,
i=1,2,…, 4 000 000, რომ განვიხილოთ და გავასაშუალოთ (i აქ არის ინდექსი და
არა ხარისხი)? ამას ეწოდება მათემატიკური მოლოდინი (mathematical
expectation) და აღინიშნება E(X1).

პასუხი:  X1i / 4 000 000 = .


ბ) დაასაბუთეთ, რომ E(X1+X2) = 2.

მითითება: ij (X1i + X2j)= i j (X1i + X2j) = i (4 000 000 X1i + 4 000 000 ) =
4000000  4000000 + 4000000  4000000 = 2  4000000  4000000. ეს რიცხვი
უნდა გაიყოს X1+X2 – ის ყველა შესაძლო ვარიანტის რაოდენობაზე (რაც არის
4000000  4000000).
გ) დაასაბუთეთ, რომ E(X0) = .
მითითება: იგივე პრინციპით, როგორც ბ) ამოცანაში.

14. (არჩევითი) წინა ამოცანაზე დაყრდნობით:


ა) დაასაბუთეთ, რომ E(X1 – ) = 0.
ბ) დაასაბუთეთ, რომ E(X1  X2) = 2 .

მითითება: E(X1  X2) = ij (X1i  X2j)= i (X1i)  j (X2j) = 4000000  4000000.
გაყოფილი 4000000  4000000–ზე მიიღება 2 .
გ) ორ ამერიკელ მამაკაცს არჩევენ შემთხვევით, ზომავენ მათ სიმაღლეებს და ამ
ორ რიცხვს ამრავლებენ. რა იქნება მოცემული სიდიდის მოლოდინი
(საშუალო)?
მითითება: ნახეთ ლექციაში შესაბამისი .
დ) დაასაბუთეთ, რომ E(X1  X1) = 2+2 .
მითითება: E(X1  X1) = i (X1)2 = i ((X1–)+)2 =i ((X1–))2 +2i (X1–) +i 2 =
40000002+0+40000002 . გაყოფილი 4000000–ზე მიიღება 2+2 .
ე) ამერიკელ მამაკაცს არჩევენ შემთხვევით, ზომავენ მის სიმაღლეს და ეს
რიცხვი აყავთ კვადრატში.რა იქნება მოცემული სიდიდის მოლოდინი
(საშუალო)?
მითითება: ნახეთ ლექციაში შესაბამისი  და .

15. (არჩევითი) შერჩევის სტანდარტული გადახრის კვადრატი განისაზღვრება ასე:


02= [(X1-X0)2+(X2-X0)2+…+ (X100-X0)2 ] / 99.
იმისათვის, რომ გავიგოთ, რატომ ვყოფთ 99–ზე და არა 100–ზე, დავასაბუთოთ,
რომ E(02) = 2.
მითითება 1: დათვალეთ E[(X1-X0)2], გაამრავლეთ 100–ზე და გაყავით 99–ზე.
(X1-X0)2= [100X1 – (X1+X2+X3+…+X100)]2/1002. აიყვანეთ კვადრატში და ჯამის
მოლოდინი დათვალეთ როგორც მოლოდინების ჯამი.
მითითება 2: დავთვალოთ:
[100X1 – (X1+X2+X3+…+X100)]2 =
1002X12 – 200 X1  (X1+X2+X3+…+X100) + (X1+X2+X3+…+X100)2.
ყოველი ნამრავლის Xm Xn (m≠n) საშუალო არის 2 (ამოცანა 11 ბ) და ყოველი
ნამრავლის Xm Xm საშუალო არის 2+2 (ამოცანა 11 დ).

You might also like