You are on page 1of 5

ამოცანები:

ლექცია 8 (მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში 1)

1. რა განსხვავებაა ევროპულ და ამერიკულ რულეტკებს შორის?


რომელ რულეტკაზეა მეტი ჩვენი მოგების შანსი, თუ, მაგალითად,
ვთამაშობთ ფერზე? რას უდრის ეს შანსები?

2. რომელი ფსონია ჩვენთვის უფრო მომგებიანი (ანუ ნაკლებ


წამგებიანი) ამერიკულ რულეტკაზე: ფერზე თამაში (მოგების
კოეფიციენტი 1), (1-12) ინტერვალის არჩევა (მოგების კოეფიციენტი
2) თუ ნომერზე თამაში (მოგების კოეფიციენტი 35).

3. რა არის the house edge და და რისი ტოლია იგი ამერიკული


რულეტკის შემთხვევაში, თუ თქვენ თამაშობთ ფერზე ან ნომერზე?

4. რა არის the hold და რატომ არაა ეს იგივე რაც the house edge?

5. არსებობს თუ არა მათემატიკურად მომგებიანი სტრატეგია


რულეტკაზე (თუ, მაგალითად, ფერზე ვთამაშობთ)? არსებობს თუ
არა სტრატეგია, რომელიც გარანტიას მოგვცემს უმრავლეს
შემთხვევაში მოგებული დავბრუნდეთ კაზინოდან?

6. ვთქვათ, თქვენ თამაშობთ რულეტკაზე ფერზე ფსონის გაორმაგების


სტრატეგიით და თავიდან დებთ 1 დოლარს. მოგების შემთხვევაში
ამთავრებთ თამაშს, წაგების შემთხვევაში ჩამოდებთ 2 დოლარს. თუ
კვლავ წააგებთ ჩამოდებთ 4 დოლარს და ასე ჩამოდებთ ფსონს
მაქსიმუმ 5–ჯერ. თვლის სიმარტივისთვის ჩავთვალოთ, რომ
ყოველ გაგორებაზე თქვენი მოგება-წაგების შანსები თანაბარია.
ა) რა არის შანსი, რომ არასოდეს არ გაგიმართლებთ? რამდენს
წააგებთ ასეთ შემთხვევაში?
ბ) რა არის შანსი, რომ ერთხელ მაინც გაგიმართლებთ? რამდენს
იგებთ ასეთ შემთხვევაში?
გ) მომგებიანია თუ წამგებიანი საბოლოოდ თქვენთვის ეს თამაში
(თუ ერთ გაგორებაზე მოგება-წაგების შანსები თანაბარია)?
დ) მომგებიანია თუ წამგებიანი საბოლოოდ თქვენთვის ეს თამაში
(თუ ერთ გაგორებაზე მოგების შანსი ნაკლებია წაგების შანსზე)?

7. (ძლიერი ჯგუფებისთვის) ვთქვათ, თქვენ თამაშობთ ამერიკულ


რულეტკაზე ფერზე (მოგების შანსი არის 18/38) ფსონის
გაორმაგების სტრატეგიით და თავიდან დებთ 1 დოლარს. მოგების
შემთხვევაში ამთავრებთ თამაშს, წაგების შემთხვევაში ჩამოდებთ 2
დოლარს. თუ კვლავ წააგებთ ჩამოდებთ 4 დოლარს და ასე
ჩამოდებთ ფსონს მაქსიმუმ 5–ჯერ. რა არის ამ სტრატეგიით თქვენი
მათემატიკური მოლოდინი?

8. ვთქვათ ადამიანს აქვს გადასახდელი ვალი 2000$ და მას მხოლოდ


1000$ დოლარი აქვს. იგი შევიდა კაზინოში და რულეტკაზე
თამაშობს ფერზე. რა ჯობია, მან მთელი 1000 დოლარი ერთიანად
დადოს თუ, მაგალითად, 100$ ჩამოდოს ყოველ ჩამოსვლაზე? (ამ
კითხვაზე მოითხოვება მხოლოდ პასუხი დასაბუთების გარეშე.)

9. თქვენ დაგირიგეს ორი კარტი 52-კარტიანი დასტიდან.


ა) რა არის ნატურალური ბლექჯეკის მოსვლის შანსი (ტუზი და
ვალეტი)?
მითითება: დათვალეთ სულ რამდენი წყვილი შეიძლება შეირჩეს ამ
კარტებიდან და რამდენია თქვენთვის სახარბიელო.
ალტერნატიულად, დათვალეთ რა არის შანსი, რომ პირველი კარტი
იყოს ტუზი და შემდეგ დათვალეთ ვალეტის მოსვლის პირობითი
ალბათობა.
ბ) გაიზრდება თუ შემცირდება ეს შანსი, თუ თამაში მიდის ორი
დასტით (სულ 104 კარტი)?
გ) რა არის ბლექჯეკის მოსვლის შანსი (ერთ-ერთ ერთი კარტი ამ
ორიდან არის ტუზი, მეორე კი ნახატი ან ათიანი.
დ) გაიზრდება თუ შემცირდება ეს შანსი, თუ თამაში მიდის ორი
დასტით (სულ 104 კარტი)?

10. (ძლიერი ჯგუფებისთვის)


თქვენ დაგირიგეს ორი კარტი 52-კარტიანი დასტიდან.
ა) რა არის ორი ტუზის მოსვლის შანსი?
ბ) გაიზრდება თუ შემცირდება ეს შანსი, თუ თამაში მიდის ორი
დასტით (სულ 104 კარტი)?

11. გონივრული იქნება თუ არა, რომ ბუქმეკერმა შემოგვთავაზოს,


მაგალითად, შემდეგი კოეფიციენტები მოგება, ფრე და
წაგებისთვის: (2, 4, 5)?

12. წარმოიდგინეთ, რომ ერთი ადამიანი იღებს მეორისგან 1 ლარს,


მეორე მესამისგან 2 ლარს, მესამე მეოთხისგან 3 ლარს და ასე
შემდეგ. მომგებიანია თუ არა ამ ადამიანებისთვის ასეთი სქემა?
შესაძლებელია თუ არა ამ სქემის პრაქტიკული განხორციელება?

13. (ძლიერი ჯგუფებისთვის)


ა) როგორი უნდა შემოგვთავაზოს ბუქმეკერმა ფეხბურთის
ტოტალიზატორში მოგება–ფრე–წაგების კოეფიციენტები, რომ ეს
იყოს „პატიოსანი“ თამაში?
ბ) გამოთვალეთ თქვენი მათემატიკური მოლოდინი, როცა თქვენ
დადეთ ერთი დოლარი მასპინძელი გუნდის მოგებაზე, თუ
მასპინძელი გუნდის მოგების შანსია p და შესაბამისი კოეფიციენტი
არის 1/p.
მითითება: ვთქვათ დავდე 1 დოლარი. მაშინ p ალბათობით
მომცემენ 1/p დოლარს. ერთი დოლარი უკვე გადახდილი მაქვს და
ჩემი მოგებაა (1/p – 1). მე 1-p ალბათობით ვაგებ ჩემს დადებულ
დოლარს. ანუ, p ალბათობით ვიგებ (1/p-1) დოლარს და 1-p
ალბათობით ვაგებ ერთ დოლარს. მათემატიკური მოლოდინია:
(1/p-1)·p + (1-p)·(-1) = 0.
გ) რა იქნება მათემატიკური მოლოდინი, თუ ბუქმეკერი შეამცირებს
ამ კოეფიციენტს (ანუ 1/p -ს) 10 პროცენტით?

14. (არჩევითი) ადამიანი შევიდა კაზინოში 1000 დოლარით


რულეტკაზე სათამაშოდ. იგი თამაშობს ფერზე მანამ, სანამ არ
მოიგებს კიდევ 1000 დოლარს, ან მთლიანად არ წააგებს თანხას. რა
ჯობია მისთვის, ერთიანად დადოს 1000 დოლარი, თუ ყოველ
ჩამოსვლაზე 500 დოლარი ჩამოდოს? (პასუხი დაასაბუთეთ
სრულად.)

მითითება 1. ვთქვათ არჩეული ფერის მოსვლის შანსია p (p<1/2).


მაშინ პირველ შემთხვევაში (როდესაც მოთამაშე ერთდროულად
დებს 1000 დოლარს) კიდევ 1000 დოლარის მოგების შანსია p.
ახლა განვიხილოთ შემთხვევა, როცა ყოველ ჩამოსვლაზე მოთამაშე
500 დოლარს დებს. ორი გათამაშების შემდეგ შეიძლება დადგეს
შემდეგი სამი განსხვავებული რეზულტატი:

ა) მოთამაშეს ორივეჯერ გაუმართლა (ამის ალბათობაა p2 და


მოთამაშე გამარჯვებული ტოვებს კაზინოს).
ბ) მოთამაშეს არცერთხელ არ გაუმართლა (ამის ალბათობაა (1-p)2
და მოთამაშე დამარცხებული ტოვებს კაზინოს).
გ) მოთამაშეს ერთხელ გაუმართლა და ერთხელ არ გაუმართლა
(ამის შანსია 2p(1-p) და მოთამაშე საწყის პოზიციაშია).
start

p 1-p

p 1-p p 1-p

1 x x 0

მითითება 2. ვთვათ, საწყისი პოზიციიდან მოთამაშის საბოლოო


გამარჯვების შანსი იყოს x. მაშინ შეიძლება დავწეროთ განტოლება:
x=p2+2p(1-p)x (პირველი შესაკრები მოვიდა ა) შემთხვევიდან და
მეორე შესაკრები მოვიდა გ) შემთხვევიდან):

მითითება 3. ბოლო განტოლებიდან მივიღებთ: x=p2/[1-2p(1-p)]. ეს


შევადაროთ საბოლოოდ მოგების ალბათობას პირველ შემთხვევაში
(როცა 1000 დოლარს ერთიანად ჩამოდებს მოთამაშე). ეს ალბათობა
იყო p. p ჩავწეროთ ასე: p=p2/p. შევადაროთ ამ ორი ალბათობის
მნიშვნელები: 1-2p(1-p) და p. ადვილი შესამოწმებელია, რომ მათი
სხვაობა 1-2p(1-p) – p = 2p2-3p+1=(2p-1)(p-1) დადებითია, როცა p<1/2.
ამიტომ 500–დოლარიანი ფსონების შემთხვევაში მოგების
ალბათობა ნაკლებია, ვიდრე 1000–დოლარიანი ფსონის
შემთხვევაში.

You might also like