You are on page 1of 2

ამოცანები

სტატისტიკა 1

1. ჩამოაყალიბეთ, რა პრინციპული განსხვავებაა ალბათობისა და სტატისტიკის


მეცნიერებებს შორის. მოიყვანეთ შესაბამისი მაგალითები.

2. რა ძირითად ეტაპებად იყოფა სტატისტიკოსის ამოცანა. მოიყვანეთ მაგალითი.

3. მოიყვანეთ მაგალითი სტატისტიკური ამოცანისა, სადაც შეცდომა შეიძლება


დაშვებულ იქნას რესპოდენტის მიზეზით.

4. მოიყვანეთ მაგალითი სტატისტიკური ამოცანისა (სასურველია ლექციისაგან


განსხვავებული მაგალითი), სადაც არასწორი დასკვნის მიზეზი არის მცირე შერჩევა.

5. მოიყვანეთ მაგალითი სტატისტიკური ამოცანისა (სასურველია ლექციისაგან


განსხვავებული მაგალითი), სადაც არასწორი დასკვნის მიზეზი არის
არაწარმომადგენლობითი შერჩევა.

6. მოიყვანეთ სტატისტიკის განზრახ გაყალბების მაგალითები (სასურველია


ლექციისაგან განსხვავებული მაგალითები).

7. მოიყვანეთ სტატისტიკური ინფორმაციის ცუდი ინტერპრეტაციის მაგალითები


(სასურველია ლექციისაგან განსხვავებული მაგალითები).

8. ადრეულ წლებში ინგლისში ჩაატარეს ასეთი გამოკითხვა: კაცებს და ქალებს ჰკითხეს,


საწინააღმდეგო სქესის რამდენი პარტნიორი ჰყოლიათ მათ ოდესმე. ეს რიცხვი
საშუალოდ გამოვიდა: კაცებისთვის 3.7, ხოლო ქალებისთვის 1.9. შეიძლება თუ არა ეს
შეესაბამებოდეს სიმართლეს?
9. ჯარისკაცს ყუთიდან შემთხვევით ამოაქვს სამი ბარათიდან ერთი. ამ ბარათებზე
წერია:
პირველი ბარათი: „მოიხმართ თუ არა ნარკოტიკს?“
მეორე ბარათი: „ხატია თუ არა ამ ბარათზე შავი სამკუთხედი?“ (მართლაც ხატია.)
მესამე ბარათი: „ხატია თუ არა ამ ბარათზე შავი სამკუთხედი?“ (და არ ხატია.)
ამ გამოკითხვაში მონაწილე 1500 ჯარისკაციდან 600–მა დააფიქსირა დადებითი
პასუხი (დანარჩენებმა უპასუხეს ‘არა’).
ა) რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან? ჯარისკაცების რა პროცენტი
მოიხმარდა დაახლოებით ნარკოტიკს?
ბ) რამდენ დადებით პასუხს მივიღებდით დაახლოებით, ამ გამოკითხვაში მესამე
ბარათი რომ არ არსებულიყო?

You might also like