You are on page 1of 1

ეკონომეტრიკა 1

რეფერატი

1. მოიძიეთ სტატისტიკური ინფორმაცია და ააგეთ მრავლობითი რეგრესიის


განტოლება (სულ მცირე ორი ფაქტორული ცვლადი, სულ მცირე 12
დაკვირვების წერტილი) კოეფიციენტების შეფასებისათვის გამოიყენეთ
უმცირეს კვადრატთა მეთოდი;

სტატისტიკური ინფორმაციის წყაროები:


www.geostat.ge
www.nbg.gov.ge
www.OECD.org
www.worldbank.org
https://www.theglobaleconomy.com
https://ec.europa.eu/eurostat/data/database
http://data.uis.unesco.org

2. გადმოეცით მოცემული მოდელის და კოეფიციენტების ეკონომიკური


ინტერპრეტაცია;
3. ჩაწერეთ ნორმალურ განტოლებათა სისტემა
4. ჩაწერეთ განტოლება სტანტარტიზებულ მასშტაბში და სტანდარტიზებული
კოეფიციენტების მიხედვით იმსჯელეთ ფაქტორთა სიძლიერის შესახებ;
5. გამოთვალეთ რეგრესიის კოეფიციენტების სტანდარტული შეცდომები;
6. შეაფასეთ რეგრესიის კოეფიციენტების სტატისტიკური მნიშვნელოვნება
t- ტესტით და ჩაწერეთ შესაბამისი ნდობის ინტერვალები (აუცილებლად
ჩაწერეთ შესაბამისი დასკვნები);
7. გამოთვალეთ დეტერმინაციის კოეფიციენტი, შეაფასეთ რეგრესიის
განტოლების სტატისტიკური მნიშვნელოვნება F -ტესტით (შესაბამისი
დასკვნები);
8. გამოთვალეთ მრავლობითი კორელაციის კოეფიციენტი და შეაფასეთ მისი
მნიშვნელოვნება (შესაბამისი დასკვნები).

რეფერატი სრულდება ინდივიდუალურად. შესრულებული რეფერატი


წარმოადგინეთ შესაბამისად გაფორმებული ვორდის ან ექსელის ფაილის სახით.
აუცილებლად მიუთითეთ სტატისტიკური ინფორმაციის წყარო და
ერთეულები, შესაბამის პუნქტებს თან უნდა ახლდეს დასკვნები.
რეფერატის მაქსიმალური შეფასებაა 10 ქულა. შეფასდება მხოლოდ ის ნაშრომი,
რომელსაც წარმოადგენთ პრაქტიკულ მეცადინეობაზე.

ლ. თოთლაძე | რეფერატი ეკონომეტრიკა 1

You might also like