You are on page 1of 6

კომპლექსური დავალება: ფინანსური მათემატიკა

მიმართულება - სამიზნე ცნება: მაკრო ცნება: კლასი: მე-9


რიცხვები დრო: 5კვირა
სასწავლო თემა: რიცხვითი რაოდენობრივი
რიცხვითი სიმრავლეები მსჯელობა,
სიმრავლეები პროცენტი ლოგიკა, კავშირები
პროცენტი მოდელირება

რიცხვითი სიმრავლეები საკვანძო კითხვა:

ქვესაკითხები:
რომელი უფრო მომგებიანია ანაბარზე
 ირაციონალური რიცხვები. თანხის დადება თუ ინვესტირება?
 არითმეტიკული მოქმედებები რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თანხის
რაციონალურ და ირაციონალურ რიცხვებზე ანაბარზე დადების დროს ან
 მაჩვენებლიანი ფუნქცია; ლოგარითმი ინვესტირებისას?

სამომხმარებლო არითმეტიკა.

ქვესაკითხი:

მარტივად და რთულად დარიცხული


საპროცენტო განაკვეთი

დავალების პირობა: ფინანსური მათემატიკა


წარმოიდგინეთ რომ გადაწყვიტეთ დანაზოგის გაკეთება და თანხის
დაბანდება სარფიანად.
ინტერნეტის მეშვეობით მოიძიეს ინფორმაცია და ნახეს, რომ არის
რამდენიმე შესაძლებლობა , თავდაპირველად შეთანხმდნენ გაერკვიათ
რას ნიშნავს თანხის ანაბარზე დადება ან ინვესტირება.
თანხის ანაბარზე დადების შემთხვევაში ბანკი არიცხავს მოგებას,
მარტივი ან რთული პროცენტით. ინვესტირებისას გაცილებით სხვა
რისკებია და რთული პირობები.

დავალება 1:
1)ინტერნეტის მეშვეობით მოიძიეთ ინფორმაცია თანხის ანაბარზე
დადებასთან დაკავშირებით, გაარკვიეთ რა პირობებს სთავაზობენ
მომხმარებლებს.
2). გაარკვიეთ რას ეწოდება მარტივი და რთული პროცენტით მოგების
დარიცხვის მეთოდი (დააკვირდით, განსხვავდება თუ არა
დარიცხული თანხები მარტივი და რთული პროცენტის შემთხვევაში
პირველი დარიცხვისას)
3).გაარკვიეთ რას ნიშნავს თანხის ინვესტირება.

დავალება 2:
განვიხილოთ შემდეგი სიტუაცია

•წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ თავისუფალი 10 000 ლარი და


გინდათ თქვენი მომავალი
დაგეგმოთ ფინანსურად.• აქ არსებითად გაქვთ ორი არჩევანი:
1) წამოიწყოთ თქვენი საქმე.
2) დაიწყოთ სამსახური და მიიღოთ ხელფასი.

• ვთქვათ, პირველ შემთხვევაში თქვენს საქმეს მოაქვს 30


პროცენტიანი წლიური მოგება.

• მეორე შემთხვევაში თქვენ იწყებთ სამსახურს. წლიური


ხელფასი იყოს 12 000(20%) ლარი წელიწადში.

• შეადარეთ ეს ორი სტრატეგია.

• აჩვენეთ ცხრილში და სვეტოვანი დიაგრამით


თქვენი ქონების ზრდა წლების მიხედვით (1000 ლარებში) ამ ორი
სტრატეგიისთვის.
. წარმოადგინეთ გრაფიკულად თითოეული შემთხვევა,
• თქვენ რომელ სტრატეგიას ირჩევთ?

განიხილეთ შემდეგი შემთხვევები, რა მოხდება:


1). თუ 2 წლის ვადით დააბანდებ თანხას ბანკში, რამდენი იქნება
მოგება 2 წლის ბოლოს მარტივი პროცენტის შემთხვევაში? რთული
პროცენტის შემთხვევაში?რა თანხას გამოიტან ბანკიდან სულ
თითოეულ შემთხვევაში?
2). თუ 10 წლის ვადით დააბანდებ თანხას ბანკში რა იქნება მოგება? რა
თანხას გამოიტან ბანკიდან 10 წლის ბოლოს მარტივი პროცენტის
შემთხვევაში? რთული პროცენტის შემთხვევაში? რამდენი წლის
შემდეგ გაორმაგდება მოგება?
3)რა იქნება მოგება 15 წლის შემდეგ? გააკეთე დასკვნა, რომელი
სტრატეგია ჯობია.
4)ვთქვათ გჭირდება განსაზღვრული თანხა, როგორ შეძლებ დათვალო
რამდენი წლის შემდეგ შეძლებ ამ თანხის დაგროვებას?
5) წარმოადგინე შენ მიერ შექმნილი ანალოგიური ამოცანა

პრეზენტაციისას ინფორმაცია  წარმოადგინეთ  დაორგანიზებული


თქვენთვის მისაღები ფორმით. პრეზენტაციისას  პასუხი გაეცით
შემდეგ კითხვებს:

  თითოეული გამოთვლა  წარმოადგინეთ ცხრილის


მეშვეობით, ცხრილი ააგეთ ექსელში ან ვორდში; ( რა იქნება
დარიცხვა თითოეულ შემთხვევაში ყოველი წლის ბოლოს,
რომ ცხადად გამოჩნდეს ნაზრდი)
  დაწერეთ მარტივი პროცენტით სარგებლის დარიცხვის
გამოსათვლელი ფორმულა, ასევე სრული თანხის მისაღები
ფორმულა.  ახსენით როგორ მოახდინეთ ფორმულირება?
   დაწერეთ რთული პროცენტის გამოსათვლელი ფორმულა,
დაადგინეთ კავშირი დროსა და მიღებულ თანხას ( ან
ნაზრდს შორის).
 დააკავშირე წრფივი და მაჩვენებლიანი ფუნქცია მოცემულ
სტრატეგიებთან. გაიხსენე და დაახასიათე თითოეული
ფუნქცია გრაფიკულად.
  როგორ გეხმარებათ ტექნოლოგიები ( ასევე ექსელი) ზუსტი
ან მიახლოებითი გამოთვლების წარმოებაში?

ასევე ამოიწერეთ და წარმოადგინეთ ტერმინების განმარტება:


 რას ნიშნავს მარტივი დარიცხვის მეთოდი?
 რთული დარიცხვის მეთოდი?
 ინვესტირება?
 ანაბარი? საპროცენტო განაკვეთი?

რეკომენდაციები დავალების შესრულებაში დაგეხმარება შემდეგი ვიდეო გაკვეთილი:


მოსწავლეს
ფარდობა პროპორცია
პროცენტი- ვიდეოგაკვეთილი 1; პროცენტი - წილადების,
ათწილადების და პროცენტის კავშირი
პროცენტი - გაკვეთილი 2 ; ამოცანების ამოხსნა
მარტივი და რთული პროცენტი - ფინანსური მათემატიკა

კომპლექსური დავალება

ვექტორული მოგზაურობა

წარმოიდგინე, რომ გემის კაპიტანი ხარ და იწყებ მოგზაურობას ესპანეთიდან დასავლეთის


მიმართულებით. გემის სიჩქარეა 10უჯრა/თვეში.

ა) წითელი ფანქრით დახაზე მოგზაურობის კურსი ( დახაზე ერთი ვექტორი მოგზაურობის


თითოეული თვისთვის) .

რა დრო დაგჭირდება ხმელეთზე მისასვლელად?(3,5თვე)

რომელ ქვეყანაში ჩახვალთ?(აშშ- შტატი ჩრდილოეთი კაროლინა)

ბ) გაითვალისწინე, რომ ქარი ყოველთვის საურველი მიმართულებით როდი უბერავს!

ნახაზზე დაამატე ქარის მიმართულების აღმნიშვნელი ლურჯი ვექტორი და დაადგინე,


როგორ შეცვლის ქარის მომართულების გათვალისწინება შენი გემის გეზს, სიჩქარეს:

- თუ პირველი თვის განმავლობაში ქარი სამხრეთით უბერავს და მისი სიჩქარეა 2


უჯრა/თვეში;

-მეორე თვის განმავლობაში დიაგონალურად 4უჯრა/თვეში სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ;

-მესამე- 2უჯრა/თვეში დასავლეთისკენ;

-მეოთხე თვეს ქარი არ უბერავდა;

-რა დრო დაგჭირდებათ ხმელეთამდე მისაღწევად?(4 თვე)

სად აღმოჩნდებით ახლა?(ფლორიდაში)

გ) გემის სვლის მიმართულებაზე ოკეანის დინებებიც ახდენს გავლენას!


დაამატე დინების მწვანე ვექტორი. გაქვს: გემის ვექტორი-წითლად, ქარის ვექტორი-
ლურჯად, დინების ვექტორი-მწვანედ;

დინების ვექტორი: პირველი თვე 2 უჯრა სამხრეთით;

მეორე თვე: 4 უჯრა დასავლეთით;

მესამე თვე: 3 დიაგონალური უჯრა სამხრეთ-დასავლეთით;

სად აღმოჩნდებით? (კუბა)

რა დრო დაგჭირდათ ხმელეთამდე მისაღწევად?(3 თვე)

დავალების პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე:

გამოთქმული ვარაუდები;

სქემატური ნახაზები ა)ბ) დაგ) შემთხვევაში;

ჩატარებული გამოთვლები და დასკვნები : რამ განაპირობა საბოლოო მდებარეობის


ცვლილება;

რა გამოყენება აქვს ვექტორებს?

როგორ გამოიყენება ვექტორები გადაადგილების, სიჩქარის განსაზღვრისთვის?

გამართლდა თუ არა თქვენი მოსაზრებები, რომელიც დასაწყისში გქონდათ

როგორ დაგეხმარა ფიზიკის ცოდნა დავალების შესრულებაში.

You might also like