You are on page 1of 4

კომპლექსური დავალებები

1. კომპლექსური

საგანი: ბუნება

სამიზნე ცნება: დედამიწა და გარესამყარო.

საკითხები/თემა ,,ბუნებრივი მოვლენები“

დავალება: მოუსმინე სლაიდს ,,ბუნებრივი მოვლენები; (1)„შექმენი კომიქსი, სადაც აალაპარაკებ


რამდენიმე შენ მიერ არჩეულ ბუნებრივ მოვლენას. (2)

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

 რა არის ბუნებრივი მოვლენა


 როგორ წარმოიქმნება ესა თუ ის ბუნებრივი მოვლენა;
 რა სარგებლობა და რა ზიანი შიძლება მოგვიტანოს;
 აქვს თუ არა ამ ბუნებრივ მოვლენას ციკლური ხასიათი;
 ისაუბრე ბუნებრივი მოვლენების წარმოქმნის სხვადასხვა მიზეზებზე;
 რის ცოდნაა საჭირო და შესაძლებელი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.

ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩინეთ:


 ისაუბრე რა აქტივობები განახორციელე საკითხის შესწავლისას კვლევის თითოეულ ეტაპზე
(მარტივი შეკითხვების დასმა, ვარაუდის გამოთქმა/მიზნის ფორმულირება, საკვლევი ობიექტის
შესწავლა (ობიექტის პროცესების აღწერა და დახარისხება, კვლევის შედეგების
პრეზენტაციისთვის

პრაქტიკული რჩევები კომპლექსური დავალებაზე სამუშაოდ:

 პირველ რიგში გახსენი სლაიდი ,,ბუნებრივი მოვლენები ‘’ (დააწკაპუნე ხაზგასმულ სათაურზე).


 გადახედე ნაშრომის წარდგენამდე ხაზგასმულ დეტალებს.

მე-2 კომპლექსური

სამიზნე ცნება: გაგება

საკითხები/თემა: მკითხველის პოსტერი

დავალება: წაიკითხე მერი ბოლქვაძის ტექსტი“ ერთი დღე გაზაფხულის ცაზე“. დახატე ტექსტის ეპიზოდი
რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა. ნახატი დაასათაურე, გვერდით მიუწერე ამ ეპიზოდთან
დაკავშირებული ახალი საინტერესო სიტყვები ან შესიტყვებები.

პოსტერის წარდგენისას:

• აღწერე ნახატი; ახსენი, რით და როგორ უკავშირდება ნახატი და მისი სათაური ეპიზოდს;
რატომ მოგწონს ეს ეპიზოდი

• ახსენი შენ მიერ შერჩეული სიტყვების ან შესიტყვების მნიშვნელობა.


ნამუშევრის წარდგენის შემდეგ ისაუბრე:

• ტექსტის წაკითხვისას რა ხერხები გამოიყენე უცნობი სიტყვების მნიშვნელობის გასაგებად;

• რა ხერხი გამოიყენე ეპიზოდისთვის სათაურის შესარჩევად.

• რა გაგიადვილდათ რა გაგიძნელდათ ,კიდევ რა ხერხების გამოყენება შეიძლებოდა სიძნელეების


გადასალახად.

• რას შეცვლიდი თავიდან რომ ასრულებდე დავალებას.

პრაქტიკული რჩევები კომპლექსური დავალებაზე სამუშაოდ:

• პირველ რიგში წაიკითხე ტექსტი ,,ერთი დღე გაზაფხულის ცაზე“ (დააწკაპე ხაზგასმულ
სათაურზე).

• პოსტერის შექმნამდე დაფიქრდი და ჩამოაყალიბე მთავარი იდეის მნიშვნელოვანი დეტალების


არსი.

მე-3 კომპლექსური

საგანი: მათემატიკა

კლასი: მე-2

კომლექსური დავალების შესასრულებლად საჭირო აქტივობებისთვის გაკვეთილების რაოდენობა: 5


გაკვეთილი.

მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები.

სამიზნე ცნება მოქმედებები რიცხვებზე.

მკვიდრი წარმოდგენები: ზოგიერთ სიტუაციაში ზუსტი გამოთვლებია საჭირო,ზოგჯერ კი მიახლოებითი


გამოთვლაც საკმარისია; არითმეტიკული მოქმედებები მჭიდრო ურთიერთკავშირშია; რიცხვების შეკრება-
გამოკლების და გამრავლება-გაყოფის რამდენიმე სტრატეგია არსებობს,შედეგი არ არის დამოკიდებული
სტრატეგიის არჩევაზე.

შედეგი: მათ: 2. მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულება, მათი შეკრება-


გამოკლებასთან და ერთმანეთთან დაკავშირება; ახდენს გამრავლების მოქმედების მრავალჯერადი
შეკრებით დემონსტრირებას, ხოლო გაყოფის დემონსტრირებას გროვის ტოლი რაოდენობის ჯგუფებად
დაყოფით; ასახელებს გამრავლება-გაყოფას, როგორც ურთიერთშებრუნებულ მოქმედებებს და ახდენს მათ
დემონსტრირებას მოდელზე; ზეპირად ასრულებს გამრავლება-გაყოფის მარტივ შემთხვევაში.

კომპლექსური დავალება

კომპლექსური დავალების პირობა:


შეავსეთ მოცემული ცხრილები და შექმენით მსგავსი მეგობრებისთვის და შეუმოწმე.

ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

1. რა რიცხვები/სიმბოლოები გამოიყენეთ კონკრეტული რაოდენობების აღნიშვნისთვის.

2. როგორ/რა წესით ხდება რიცხვების შედარება, რომელი მეთოდია უფრო თვალსაჩინო შედარებისათვის.

3. რა კავშირი არსებობს რაოდენობის აღმნიშვნელ რიცხვებს შორის?

4. რა ოპერაციებია საჭირო გამოანგარიშებისათვის და რაოდენობის დასადგენად.

ეტაპი I. კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა.

საკვანძო შეკითხვა: რა შემოქმედებითი პროდუქტის საშუალებით უნდა დავადასტურო რა ვისწავლე ამ


საკითხთან დაკავშირებით?

ეტაპი II. მოსწავლეთა წინარეცოდნის გააქტიურება კომპლექსური დავალების შესრულებისთვის საჭირო


საკითხების გახსენებით;

1. მოქმედებების მიხედვით კომპონენტების შეხსენება, გამრავლება-გაყოფის განმარტებების შეხსენება


„გონებრივი იერიშის“გამოყენებით.

2. სავარჯიშო-გამრავლების წარმოდგენა ტოლ შესაკრებთა ჯამის სახით, გამოთვლა-ანგარიში.

3. სავარჯიშო-გაყოფის შესრულება ტოლ შესაკრებთა გამოკლების გამოყენებით.

4. სავარჯიშო-ვიყენებთ ბიჯით თვლას, ვპოულობთ გამოტოვებულ რიცხვებს კანონზომიერებით.

5. სავარჯიშო-ვმუშაობთ ცხრილებზე, სტრიქონებისა და სვეტების გამოყენებით ვითვლით უჯრათა


რაოდენობას, ვიყენებთ გამრავლებას და ვწერთ ყველა შესაძლო გამოსახულებას (გაყოფის
გამოსახულებებსაც).

6. სავარჯიშო-ჩავწეროთ წინადადებები გამოსახულების სახით (შევადგინოთ ყველა შესაძლო


გამოსახულება), ვეცნობით ახალ ცნებებს-ჯერ გაზრდა,-ჯერ შემცირება, გაასმაგება, გაორმაგება.

ეტაპი III. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა. საკითხის/საკითხებს დამუშავება სამიზნე ცნებების


მიხედვით, მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბებაზე მუშაობა და ცოდნის განმტკიცება.

მთავარი საკითხები; ქვესაკითხები, საგნობრივი ცნებები, ქვეცნებები.

1. 100-ზე ნაკლები ნატურალური რიცხვები;

2. ათობითი პოზიციური სისტემა და მისი დემონსტრირება;

3. არითმეტიკული მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზე და მათი დემონსტრირება;

4. შეკრების კომუტაციურობა (გადანაცვლებადობა) და ასოციაციურობა (ჯუფთებადობა)


(არაფორმალურად და შესაბამისი ტერმინების გარეშე);

5. ეროვნული ფულის ნიშნები;


2.1 რიცხვითი სიმრავლეები - ნატურალური რიცხვი (100-მდე); ბიჯით თვლა; ლუწი და კენტი რიცხვები.

2.2 რიცხვის ჩაწერის პოზიციური სისტემა-რიცხვის ჩაწერის ათობითი პოზიციური სისტემა; თვლა,
რიცხვების რიგი; სათანრიგო ერთეული; ათეული და ერთეული.

2.3 მოქმედებები რიცხვებზე-ჯამი, შეკრება, შესაკრები; სხვაობა, გამოკლება, საკლები, მაკლები; გაორმაგება,
განახევრება.

IV ეტაპი. კომპლექსური დავალებების პრეზენტაცია.

მე-4 კომპლექსური.

საგანი: მათემატიკა

კლასი: მე-2

კომლექსური დავალების შესასრულებლად საჭირო აქტივობებისთვის გაკვეთილების რაოდენობა: 5


გაკვეთილი.

მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები.

სამიზნე ცნება მოქმედებები რიცხვებზე.

მკვიდრი წარმოდგენები: ზოგიერთ სიტუაციაში ზუსტი გამოთვლებია საჭირო,ზოგჯერ კი მიახლოებითი


გამოთვლაც საკმარისია; არითმეტიკული მოქმედებები მჭიდრო ურთიერთკავშირშია; რიცხვების შეკრება-
გამოკლების და გამრავლება-გაყოფის რამდენიმე სტრატეგია არსებობს,შედეგი არ არის დამოკიდებული
სტრატეგიის არჩევაზე.

დავალება: ბაბუა, ბებია, შვილიშვილი, ძაღლი, კატა და თაგვი თალგამს ეჭიდებიან ამოსაღებად.

ბაბუა 70 კილოგრამს იწონის. ბებია იწონის 9 კილოგრამით ნაკლებს, ვიდრე ბაბუა. ძაღლი 12
კილოგრამია. კატა ძაღლზე 6 კილოგრამით ნაკლებია. კატის წონა რომ გავანახევროთ, იმდენს იწონის
თაგუნია.

ყურადღებით წაიკითხე და შეასრულე დავალებები:

ა) რამდენ კილოგრამს იწონის ბებია?

ბ) რამდენი კილოგრამია კატა?

გ) რომელი მეტს იწონის: ძაღლი, თუ კატა? რამდენით?

დ) თაგვი იწონის ------ კილოგრამს.

ე) ყველაზე მეტს იწონის --------, ხოლო ყველაზე ნაკლებს -

შეადგინეთ მსგავსი ამოცანა, შეცვალეთ რიცხვები; შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ცხოველები,


ბოსტნეული და ა.შ

You might also like