You are on page 1of 47

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის "ფინანსური

განათლების საერთაშორისო ქსელმა" (OECD/INFE) მოსახლეობის ფინანსური განათლების


2019 წლის გლობალური კვლევის შედეგები წარადგინა.
კვლევა საერთაშორისო ორგანიზაცია OECD/INFE-ის მიერ შემუშავებულ
მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ჩატარდა და მასში 26 ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც,
მონაწილეობდა.

ცოდნის კომპონენტში საქართველოს მაჩვენებელი ყველა ქვეყნის საშუალოზე მაღალია და


11 ქვეყანას უსწრებს. ცოდნის კომპონენტების შედეგებით ნათლად ჩანს, რომ საქართველოს
მოსახლეობას უკეთ ესმის ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ფულის ღირებულება დროში
(76%), სესხზე გადასახდელი სარგებლის (89%), რისკისა და უკუგების (79%), ინფლაციის
(88%) არსი, ხოლო რისკის დივერსიფიკაციის (54%) საკითხებში ცოდნის საშუალო დონე
აქვს. ამასთან, უმრავლესობისთვის რთული აღმოჩნდა მარტივი პროცენტის გამოთვლა
(44%), რთული პროცენტის არსის ახსნა (43%), ხოლო ორივე ტიპის პროცენტი სწორად
მხოლოდ მოსახლეობის 24%-ს ესმის.

მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ნაბიჯების უმრავლესობა ფინანსური გადაწყვეტილებების


მიღებას უკავშირდება. იმედია, მოცემული კურსი დაგეხმარებათ, რომ თითოეულ ასეთ
მომენტს შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი შეხვდეთ და ახალ გამოწვევებს მარტივად
გაუმკლავდეთ.
სარჩევი
საპროცენტო სარგებელი ......................................................................................................... 3
1.1 ფულის ღირებულება დროში.................................................................................................. 5
1.2 ფულის მომავალი ღირებულება და დღევანდელი ღირებულება .................................... 7
1.3 მარტივი პროცენტი ................................................................................................................... 9
1.4 რთული პროცენტი.................................................................................................................. 19
1.5 მარტივი და რთული პროცენტის შედარება ....................................................................... 28
1.6 პერიოდული საპროცენტო განაკვეთი ................................................................................. 32
1.7 ეფექტური საპროცენტო განაკვეთი...................................................................................... 36
1.8 72-ის წესი .................................................................................................................................. 41
1.9 უწყვეტი დარიცხვა.................................................................................................................. 46
2. დეპოზიტი ................................................................................... Error! Bookmark not defined.
2.1 დეპოზიტი ერთჯერადი შენატანით ....................................... Error! Bookmark not defined.
2.2 დეპოზიტი არარეგულარული შენატანებით......................... Error! Bookmark not defined.
2.3 დეპოზიტი რეგულარული შენატანებით............................... Error! Bookmark not defined.
3. სესხი............................................................................................. Error! Bookmark not defined.
3.1 სესხი ერთჯერადი დაფარვით ................................................. Error! Bookmark not defined.
3.2 სესხი არარეგულარული დაფარვებით ................................... Error! Bookmark not defined.
3.3 სესხის დაფარვა ანუიტეტით ................................................... Error! Bookmark not defined.
3.4 სესხის დაფარვის გეგმა ............................................................. Error! Bookmark not defined.
4. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი .............................. Error! Bookmark not defined.
4. 1 სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ერთჯერადი დაფარვითError! Bookmark
not defined.
4. 1 სესხის ეფექტური საპროცენტო ანუიტეტისა და საკომისიოს შემთხვევაში ......... Error!
Bookmark not defined.
გამოყენებული ლიტერატურა და რესურსი ................................. Error! Bookmark not defined.
გამოყენებულ ტერმინთა ლექსიკონი ........................................... Error! Bookmark not defined.
საპროცენტო სარგებელი

ვთქვათ, გაქვთ 10 ლარი. როგორ შეიძლება ამ თანხის განკარგვა?

გემრიელი წახემსება?

საკანცელარიო ნივთების შეძენა?

რა არჩევანია კიდევ?

იფიქრებდით ამ თანხის ბანკში ანგარიშზე განთავსებას?

ღირს კი?

ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით.

როდესაც ბანკი გასესხებთ ფულს, თქვენ იხდით საპროცენტო სარგებელს. როდესაც თქვენ
ასესხებთ თანხას ბანკს, რაც ცნობილია, როგორც დეპოზიტის განხორციელება შემნახველ
ანგარიშზე, ამისთვის ბანკი გიხდით სარგებელს.

საპროცენტო სარგებელი არის თანხა, რომელის გადახდაც მსესხებელს ეკისრება თანხის


გამოყენებისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მაგალითად, თუ თქვენ ისესხეთ
100 ლარი და უნდა დააბრუნოთ 105 ლარი ერთი წლის შემდეგ, მსესხებელი დამატებით
მიიღებს 5 ლარს, რაც არის სესხის საფასური.

საპროცენტო სარგებელი - დეპოზიტის შემთხვევაში: დეპოზიტზე


დარიცხული სარგებელი; სესხის შემთხვევაში: კრედიტით
სარგებლობის სანაცვლოდ მსესხებლის მიერ სესხის გამცემი
ორგანიზაციისთვის გადახდილი თანხა. პროცენტის სახით
გამოსახულ სარგებელს საპროცენტო განაკვეთი ეწოდება.
სარგებლის კონცეფცია არსებობს უძველესი მესოპოტამიის, ბერძნული და რომაული
ცივილიზაციებიდან. ის ასევე ნახსენებია ყურანში. კრედიტორებს ყოველთვის
სჭირდებოდათ იმის ცოდნა, თუ რა სარგებელს მიიღებდნენ ისინი ინვესტიციიდან.

თანხაზე სარგებლის დარიცხვა დღეს ჩვეულებრივ ამბად ითვლება. თუმცა, სარგებელი


ფართოდ მისაღები გახდა მხოლოდ რენესანსის პერიოდში. სოციალური ნორმები ძველი
ახლო აღმოსავლეთის ცივილიზაციებიდან შუა საუკუნეებამდე, თანხაზე სარგებლის
დარიცხვას ერთგვარ ცოდვად თვლიდა. ეს განპირობებული იყო ნაწილობრივ იმის გამო,
რომ სესხები გაცემული იყო გაჭირვებული ადამიანებისთვის.

რენესანსის ეპოქაში გაქრა სესხებზე პროცენტის დარიცხვის მორალური


საეჭვოობა. ხალხმა დაიწყო ფულის სესხება ბიზნესის გასაზრდელად, საცხოვრებელი
პირობების გასაუმჯობესებლად. მზარდმა ბაზრებმა და ეკონომიკურმა მობილობამ
გაზარდა სესხების რაოდენობა და უფრო მისაღები გახადა სარგებლის დარიცხვა.
1.1 ფულის ღირებულება დროში

ფულის ღირებულება დროში ძალიან მნიშვნელოვანი ცნებაა ფინანსურ მათემატიკაში.

დღეს მიღებული ლარი სჯობს ხვალ მიღებულ ლარს

ფულის დროითი ღირებულების გააზრებით, დღეს მიღებული ლარი იმაზე მეტი ღირს,

ვიდრე ერთ დღეში, ერთ თვეში ან წელიწადში მიღებული ლარი, რადგან დღეს მიღებულ

ლარს შეუძლია დაუყოვნებლივ დაიწყოს სარგებლის გამომუშავება.

გიფიქრიათ ამ მარტივ მოცემულობაზე?

როგორ იმოქმედებს ეს ინფორმცია თქვენს ქმედებებზე?

განვიხილოთ მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ამ მოცემულობის გამოყენება.

დავუშვათ, გაქვთ შემოთავაზება, რომ მიიღოთ 10 000 ლარი დღეს ან 10 500 ლარი ერთ

წელიწადში (იმ პირობით, რომ თქვენ არ გჭირდებათ დაუყოვნებლივ ფული). რომელს

აირჩევდით?

გადაწყვეტილების მიღებამდე იფიქრეთ იმ შემოსავალზე, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ

ერთ წელიწადში, 10 000 ლარით ალტერნატიული ინვესტიციის განხორციელებით. თქვენ

მარტივად შეძლებდით პასუხის გაცემას, თუ გეცოდინებათ, რომ შეგიძლიათ 10 000 ლარი

დღეს განათავსოთ საბანკო ანგარიშზე და მიიღოთ ყოველწლიური 10% სარგებელი.

კიდევ ერთხელ დაფიქრდით არჩევანზე: მიიღოთ 10 000 ლარი დღესვე ან მიიღოთ 10 500

ლარი ერთი წლის შემდეგ. 10 500 ლარის არჩევით, თქვენ მიიღებდით 500 ლარით ნაკლებს.
თუ დღეს მიიღებთ 10 000 ლარს, შეგიძლიათ შეიტანოთ იგი ბანკში და მიიღოთ 10%

პროცენტი სარგებელი წლის განმავლობაში, ანუ 1 000 ლარი ამ თანხით. ერთ წელიწადში

გექნებათ ძირითადი თანხა და სარგებელი, ჯამში 11 000 ლარი. ეს არის 500 ლარით მეტი,

ვიდრე მიიღებდით, თუ მომავალში 10 500 ლარის მიღებას აირჩევდით.

ორი შემოთავაზება - თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 10 000 ლარი დღეს ან 11 000 ლარი ერთი

წლის შემდეგ, ექვივალენტურია, რადგან დამატებითი 1 000 ლარი ზუსტად ის თანხაა,

რომლის გამომუშავებაცაა შესაძლებელი ბანკში 10 000 ლარის ინვესტიციით ერთი წელის

განმავლობაში.

მაშასადამე, ფულის ღირებულების იდეის გათვალისწინებით, თუ თქვენ გაქვთ არჩევანი

მიიღოთ თანხა დღეს ან გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაშინ ის თანხა, რომელსაც თქვენ

მოელით მოცემული პერიოდის ბოლოს, უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე დღეს

შემოთავაზებული.
1.2 ფულის მომავალი ღირებულება და დღევანდელი ღირებულება

ცოტა შევცვალოთ სიტუაცია- დავუშვათ, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა,მიიღოთ 10 500

ლარი ერთი წლის შემდეგ. ამავე დროს, გეკთხებიან, ახლა რა თანხის სანაცვლოდ იტყვით

უარს 10 500 ლარზე, რისი მიღებაც შეგიძლიათ ერთ წელიწადში? კიდევ ერთხელ, ეს

დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენის გამომუშავებას შეძლებთ იმ ფულის

ინვესტიციით, რასაც დღეს მიიღებთ, ერთი წლის განმავლობაში.

კიდევ ერთხელ ვივარაუდოთ, რომ საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც მიიღებდით თქვენი

ფულის ანგარიშზე განთავსებით, არის 10% წლიური საპროცენტო განაკვეთი. კითხვა,

რომელიც თქვენ უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, არის: რა ოდენობის თანხა უნდა

განვათავსო საბანკო ანგარიშზე დღეს, რომელსაც ერიცხება ყოველწლიურად 10%

სარგებელი, რომ ერთი წლის შემდეგ ანგარიშზე მქონდეს 10 500 ლარი?

მომავალი ღირებულება = (დღევანდელი ღირებულება) + (დღევანდელი ღირებულება) ×

(საპროცენტო განაკვეთი)

შემოვიტანოთ აღნიშვნები:

𝑭𝑽 - მომავალი ღირებულება (𝑭𝒖𝒕𝒊𝒓𝒆 𝑽𝒂𝒍𝒖𝒆) არის იმ თანხის ოდენობა, რომელსაც მიიღებთ

მომავალში (105 000 ლარი ჩვენს მაგალითში).

𝑷𝑽 − დღევანდელი ღირებულება (𝑷𝒓𝒆𝒔𝒆𝒏𝒕 𝑽𝒂𝒍𝒖𝒆) არის იმ თანხის ოდენობა, რომელსაც

ანგარიშზე განათავსებთ.
𝒊 - საპროცენტო განაკვეთი ის საპროცენტო განაკვეთია, რომელიც დაერიცხება თქვენს

თანხას (10% ჩვენს შემთხვევაში).

ამ აღნიშვნებით მოცემული ფორმულა მიიღებს შემდეგ სახეს:

𝑭𝑽 = 𝑷𝑽 + 𝑷𝑽𝒊 = 𝑷𝑽(𝟏 + 𝒊)

ზემოთ მოცემულ ფორმულაში გამოსათვლელია დღევანდელი ღირებულება - რა თანხა

უნდა განათავსოთ ანგარიშზე დღეს, რომ მიიღოთ 10 500 ლარი ერთი წლის შემდეგ.

დღევანდელ ღირებულებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ინვესტიციებისა და

ფინანსების სამყაროში, ასე რომ, თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ კარგად გესმით ფულის

ღირებულება დროში.

შევასრულოთ გარდაქმნა:
𝑭𝑽
𝑷𝑽 =
𝟏+𝒊
ჩვენს მაგალითში რიცხვების ჩასმით, ვიღებთ:

𝟏𝟎𝟓𝟎𝟎 ₾
𝑷𝑽 = 𝟏+𝟎.𝟏

𝟏𝟎𝟓𝟎𝟎 ₾
𝑷𝑽 = 𝟏.𝟏

𝑷𝑽 ≈ 9 545.45 ლარი (მეასედის სიზუსტით)

გავიხსენოთ საწყისი შეკითხვა: რა ოდენობის თანხა უნდა განვათავსო საბანკო ანგარიშზე დღეს,

რომელსაც ერიცხება ყოველწლიურად 10% სარგებელი, რომ ერთი წლის შემდეგ ანგარიშზე

მქონდეს 10 500 ლარი? როგორც ხედავთ ზემოთ მოყვანილი ფორმულიდან, პასუხია- თქვენ

უნდა მოითხოვოთ სულ მცირე 9 545.45 ლარი:

𝑭𝑽 = 9 545.45 ₾ + 9 545.45 ₾ ×10%

𝑭𝑽 = 9 545.45 ₾ + 9 545.45 ₾ = 10 500 ₾


1.1 მავალი ღირებუა რებუა დდღევანდ
1.3 მარტივი პროცენტი

1.2
1.3
1.4 ი ღირებულება
დეპოზიტზე თანხის განთავსების შემდეგ თქვენს თანხას ერიცხება საპროცენტო სარგებელი.
არსებობს პროცენტის დარიცხვის განსხვავებული ხერხები. ამ პარაგრაფში ჩვენ
განვიხილავთ ერთ მათგანს:
პროცენტის დარიცხვის მარტივი მეთოდი
პროცენტის დარიცხვის მეთოდი მარტივია, თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში
თანხაზე პროცენტის დარიცხვა ხდება ერთჯერადად, ვადის გასვლისას.
მარტივია ასევე დარიცხვის სქემა, როდესაც პროცენტის დარიცხვა ხდება ხელშეკრულების
მოქმედების პერიოდში რამდენჯერმე, მაგრამ პროცენტი გამოანგარიშდება მხოლოდ ძირ
თანხაზე.(https://www.finedu.gov.ge/ge/terms/show/93 )

პროცენტის მარტივი წესით დარიცხვის დროს საპროცენტო სარგებელი უცვლელია


წლების განმავლობაში

გამოვთვალოთ საპროცენტო სარგებელი:

1. გამოთვალე საპროცენტო სარგებელი 1 წლის შემდეგ

2. შედეგი გაამრავლე წლების რაოდენობაზე

საბოლოო თანხის გამოსათვლელად, ჯამურად დარიცხული საპროცენტო სარგებელი


დაუმატე საწყის თანხას.
ნიმუში 1
გამოთვალეთ, რა თანხა დაემატება 300 ლარს, თუ მას დაერიცხება 4% მარტივი საპროცენტო
განაკვეთი ხუთი წლის განმავლობაში:
4
• დარიცხული სარგებელი 1 წლის შემდეგ I1= 100 × 300 ₾ = 12 ₾
• დარიცხული სარგებელი 5 წლის შემდეგ I5= 12 ₾ × 5 = 60 ₾

5 წლის შემდეგ დაგროვებული თანხა 300 ₾ + 60 ₾ = 360 ₾

მოცემული მონაცემები ასე ჩაიწერება ცხრილის მეშვეობით:

წლის დასაწყისი სარგებელი (თანხა წლის ბოლო (თანხა


წელი (თანხა ლარში) ლარში) ლარში)
1 300 12 312
2 312 12 324
3 324 12 336
4 336 12 348
5 348 12 360
დაგროვილი თანხა: 360 ლარი

სარგებელი: 60 ლარი

იფიქრე…
არსებობს უფრო სწრაფი ხერხი წლების განმავლობაში დარიცხული სარგებლის
გამოსათვლელად?
ქვემოთ მოცემული ცხრილების შევსება დაგეხმარება ამ პრობლემის გადაჭრაში.
სავარჯიშო: (გამოთვლები აწარმოეთ მეათედის სიზუსტით) შეავსე ცხრილები ნიმუში 2-ის
მსგავსად შემდეგი პირობებით: გამოთვალეთ 5 წლის შემდეგ დაგროვლი თანხისა და
სარგებლის ოდენობა, თუ თითოეულ შემთხვევაში მოცემულია საწყისი თანხა და წლიური
საპროცენტო განაკვეთი:
1. საწყისი თანხაა 600 ₾; 𝒊= 4.2%
წლის
დასაწყისი სარგებელი წლის ბოლო
წელი (თანხა ლარში) (თანხა ლარში) (თანხა ლარში)
1 600.00
2
3
4
5
დაგროვილი თანხა:

სარგებელი:
2. საწყისი თანხა 250 ₾, 𝒊 =3.8%

წლის დასაწყისი სარგებელი წლის ბოლო


წელი (თანხა ლარში) (თანხა ლარში) (თანხა ლარში)
1 250.00
2
3
4
5
დაგროვილი თანხა:

სარგებელი:

3. საწყისი თანხა 420 ₾, 𝒊 =2.5%


წლის
დასაწყისი სარგებელი წლის ბოლო
წელი (თანხა ლარში) (თანხა ლარში) (თანხა ლარში)
1 420.00
2
3
4
5
დაგროვილი თანხა:

სარგებელი:

4. საწყისი თანხა 325 ₾, 𝒊 =5.1% :


წლის დასაწყისი სარგებელი წლის ბოლო
წელი (თანხა ლარში) (თანხა ლარში) (თანხა ლარში)
1 325.00
2
3
4
5
დაგროვილი თანხა:

სარგებელი:
5. საწყისი თანხა 510 ₾, 𝒊 =4.7%
წლის
დასაწყისი სარგებელი წლის ბოლო
წელი (თანხა ლარში) (თანხა ლარში) (თანხა ლარში)
1 510.00
2
3
4
5
დაგროვილი თანხა:

სარგებელი:

დააკვირდით შევსებულ ცხრილებს. შეგიძლიათ ჩაწეროთ დამოკიდებულება დაგროვილ


თანხას, საწყის თანხასა და დარიცხულ სარგებელს შორის?

შემოვიტანოთ აღნიშვნები:

PV - საწყისი თანხა

𝒏 - პერიოდი (სიტუაციის შესაბამისი დროის პერიოდი: წლების, თვეების, დღეების...


რაოდენობა)

𝒊 - ნომინალური საპროცენტო განაკვეთი

𝑰 - დარიცხული სარგებელი

𝑭𝑽𝒏 − 𝒏 რაოდენობის კაპიტალიზაციის შემდეგ დაგროვებული თანხა

გავითვალისწინოთ ცხრილებში შეტანილი მონაცემები, მარტივი დარიცხვის წესის


განმარტება და ვცადოთ ზოგადი ფორმულის ჩაწერა:

პირველი წლის ბოლოს დაგროვილი თანხის (𝑭𝑽𝟏 ) გამოთვლა შესაძლებელია ფორმულით:


𝑭𝑽𝟏 = 𝑷𝑽 + 𝑷𝑽𝒊

მეორე წლის ბოლოს დაგროვილი თანხა (𝑭𝑽𝟐 ):


𝑭𝑽𝟐 = 𝑭𝑽𝟏 + 𝑷𝑽𝒊 = = 𝑷𝑽 + 𝑷𝑽𝒊 + 𝑷𝑽𝒊 = 𝑷𝑽 + 𝟐𝑷𝑽𝒊 = 𝑷𝑽(𝟏 + 𝟐𝒊)

მესამე წლის ბოლოს დაგროვილი თანხა (𝑭𝑽𝟑 ) :

𝑭𝑽𝟑 = 𝑭𝑽𝟐 + 𝑷𝑽𝒊 = 𝑷𝑽 + 𝟐𝑷𝑽𝒊 + 𝑷𝑽𝒊 = 𝑷𝑽 + 𝟑𝑷𝑽𝒊 = 𝑷𝑽(𝟏 + 𝟑𝒊)


მეოთხე წლის ბოლოს დაგროვილი თანხა (𝑭𝑽𝟒 ) :

𝑭𝑽𝟒 = 𝑭𝑽𝟑 + 𝑷𝑽𝒊 = 𝑷𝑽 + 𝟑𝑷𝑽𝒊 + 𝑷𝑽𝒊 = 𝑷𝑽 + 𝟒𝑷𝑽𝒊 = 𝑷𝑽(𝟏 + 𝟒𝒊) .

მე-n-ე წლის ბოლოს დაგროვილი თანხა (𝑭𝑽𝒏):

𝑭𝑽𝒏 = 𝑭𝑽𝒏−𝟏 + 𝑷𝑽𝒊 = 𝑷𝑽 + (𝒏 − 𝟏)𝑷𝑽𝒊 + 𝑷𝑽𝒊 = 𝑷𝑽 + 𝒏𝑷𝑽𝒊 = 𝑷𝑽(𝟏 + 𝒏𝒊) .

საბოლოოდ, სამართლიანია შემდეგი ფორმულები:

𝑰 = 𝑷𝑽𝒏𝒊 (𝟏. 𝟑. 𝟏)
𝑭𝑽𝒏 = 𝑷𝑽(𝟏 + 𝒏𝒊) (𝟏. 𝟑. 𝟐)

ნიმუში 2:

გამოთვალეთ სარგებლის ოდენობა, თუ დეპოზიტზეა 1500 ლარი 2 წლით, ნომინალური


საპროცენტო განაკვეთია 9%, დარიცხვა ხდება მარტივი წესით.

უნდა გამოვიყენოთ სარგებლის გამოსათვლელი ფორმულა (1.3.1):

𝑰 = 𝑷𝑽𝒏𝒊

𝑰 =1500 ₾ × 0,09 × 2.

𝑰 =270 ₾

ნიმუში 3:

რა თანხა დაგროვდება ანგარიშზე დეპოზიტზე 5 წლის შემდეგ, თუ საწყისი თანხაა 20 000


ლარი, ნომინალური საპროცენტო განაკვეთია 7%, სარგებლის დარიცხვა ხდება მარტივი
წესით?

დაგროვებული თანხის გამოსათვლელად უნდა გამოვიყენოთ ფორმულა (1.3.2):


𝐹𝑉 = 20000 ₾ (1+5 × 0.07)=27 000 ₾

როგორ დავადგინოთ საწყისი თანხა (დღევანდელი ღირებულება), თუ ვიცით თანხა


პერიოდის ბოლოს (მომავალი ღირებულება), საპროცენტო განაკვეთი და დეპოზიტზე
თანხის განთავსების პერიოდი? გამოვიყენოთ (2) ფორმულა:

𝑭𝑽𝒏 = 𝑷𝑽(𝟏 + 𝒏𝒊),


საიდანაც მივიღებთ:

𝑭𝑽𝒏
𝑷𝑽 =
𝟏 + 𝒏𝒊
ნიმუში 4:

რა თანხა უნდა განათავსოთ ანგარიშზე 2 წლით, რომ დაგროვდეს 1392 ლარი? ნომინალური
საპროცენტო განაკვეთია 8%, დარიცხვა ხდება მარტივი წესით.

𝑭𝑽𝒏
𝑷𝑽 =
𝟏 + 𝒏𝒊
𝟏𝟑𝟗𝟐 ლ 𝟏𝟑𝟗𝟐 ლ
𝑷𝑽 = 𝟏+𝟐×𝟎.𝟎𝟖 = 𝟏.𝟏𝟔
= 1200 ₾

როგორ დავადგინოთ საწყისი თანხა, თუ ვიცით სარგებლის ოდენობა, საპროცენტო


განაკვეთი და დეპოზიტზე თანხის განთავსების პერიოდი?

გამოვიყენოთ ფორმულა (1.3.2), საიდანაც:


𝑰
𝑷𝑽 =
𝒏𝒊

ნიმუში 5:

რა თანხა უნდა განთავსდეს ანგარიშზე, რომ 3 წლის შემდეგ ანგარიშზე არსებულ თანხას
დაერიცხოს სარგებელი 960 ლარი? ნომინალური საპროცენტო განაკვეთია 8%, სარგებლის
დარიცხვა ხდება მარტივი წესით.

𝑰
𝑷𝑽 =
𝒏𝒊

𝟗𝟔𝟎 ₾
𝑷𝑽 =
𝟑 × 𝟎. 𝟎𝟖

𝑷𝑽 = 𝟒𝟎𝟎𝟎 ₾

როგორ დავადგინოთ ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, თუკი ცნობილია სარგებლის


ოდენობა, საწყისი თანხა და დეპოზიტზე თანხის განთავსების პერიოდი?

გარდავქმნათ (1) ფორმულა:


𝑰
𝒊=
𝒏 𝑷𝑽

ნიმუში 6:

ანგარიშზე არსებული 450 ლ გაიზარდა 36 ლარით 2 წლის განმავლობაში. რა ნომინალური


საპროცენტო განაკვეთი ერიცხება ანგარიშზე არსებულ თანხას? დარიცხვა ხდება მარტივი
წესით.

𝑰
𝒊=
𝒏 𝑷𝑽

𝟑𝟔 ₾
𝒊 = 𝟐 ×𝟒𝟓𝟎 ₾

𝒊 = 𝟎. 𝟎𝟒

𝒊 = 𝟒%

როგორ დავადგინოთ ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, თუკი ცნობილია საწყისი და


საბოლოო თანხები, ასევე დეპოზიტზე თანხის განთავსების პერიოდი?

გამოვიყენოთ (1.3.2) ფორმულა, საიდანაც:

𝑭𝑽𝒏
𝟏 + 𝒏𝒊 = ,
𝑷𝑽

𝑭𝑽𝒏 𝑭𝑽𝒏 −𝑷𝑽


𝒏𝒊 = −𝟏=
𝑷𝑽 𝑷𝑽

𝑭𝑽𝒏 − 𝑷𝑽
𝒊=
𝒏 𝑷𝑽

ნიმუში 7:

ანგარიშზე განთავსებულია 10 000 ლარი. სამი წლის შემდეგ ანგარიშზეა 11 500 ლარი.
გამოთვალეთ ანგარიშის ნომინალური საპროცენტო განაკვეთი. დარიცხვა ხდება მარტივი
წესით.

𝑭𝑽𝒏 − 𝑷𝑽
𝒊=
𝒏 𝑷𝑽

𝟏𝟏 𝟓𝟎𝟎 ₾ − 𝟏𝟎 𝟎𝟎𝟎₾
𝒊=
𝟑 × 𝟏𝟎𝟎𝟎𝟎 ₾

𝒊 = 𝟎. 𝟎𝟓
𝒊 = 𝟓%

როგორ დავადგინოთ დეპოზიტზე თანხის განთავსების პერიოდი, თუკი ცნობილია


სარგებლის ოდენობა, საწყისი თანხა და ნომინალური საპროცენტო განაკვეთი?

გამოვიყენოთ (1) ფორმულა, საიდანაც:

𝑰
𝒏=
𝒊 𝑷𝑽

ნიმუში 8:

ვთქვათ, თქვენ განათავსეთ 200 ლ ანგარიშზე, რომლის წლიური საპროცენტო განაკვეთია


8%. რამდენ წელიწადში გაიზრდება ანგარიშზე არსებული თანხა 96 ლარით, თუ დარიცხვა
ხდება მარტივი წესით?

𝑰
𝒏=
𝒊 𝑷𝑽

𝟗𝟔 ₾
𝒏=
𝟐𝟎𝟎 ₾ × 𝟎. 𝟎𝟖

𝒏=𝟔

როგორ დავადგინოთ დეპოზიტზე თანხის განთავსების ვადა, თუკი ცნობილია საწყისი და


საბოლოო თანხები, ასევე ნომინალური საპროცენტო განაკვეთი?

გარდავქმნათ (1.3.1.) ფორმულა:

𝑭𝑽𝒏
𝟏 + 𝒏𝒊 = 𝑷𝑽
,

𝑭𝑽𝒏 𝑭𝑽𝒏 −𝑷𝑽


𝒏𝒊 = 𝑷𝑽
−𝟏= 𝑷𝑽
,

𝑭𝑽𝒏 − 𝑷𝑽
𝒏=
𝒊 𝑷𝑽

ნიმუში 9:

რამდენ წელიწადში გაიზრდება ანგარიშზე არსებული 300 ლარი 399 ლარამდე, თუ


ნომინალური საპროცენტო განაკვეთია 11%, დარიცხვა ხდება მარტივი წესით.
𝑭𝑽𝒏 − 𝑷𝑽
𝒏=
𝒊 𝑷𝑽

𝟑𝟗𝟗 ₾ − 𝟑𝟎𝟎 ₾
𝒏=
𝟑𝟎𝟎 ₾ × 𝟎. 𝟏𝟏

𝒏=𝟑

იფიქრეთ…
რა გზით შეიძლება კიდევ საპროცენტო სარგებლის დარიცხვა?

სავარჯიშოები:

1. გამოთვალეთ დაგროვებული თანხები მოცემული საწყისი თანხისა და მოცემული


ნომინალური საპროცენტო განაკვეთის პირობებში (მარტივი დარიცხვის წესით):

ა) 500 ₾ 8%-ით 1 წლის განმავლობაში;

ბ) 750 ₾ 15%-ით 5 წლის განმავლობაში;

გ) 1500 ₾ 9%-ით 6 წლის განმავლობაში;

დ) 840 ₾ 14% 2 წლის განმავლობაში;

ე) 24 000 ₾ 16% 6 წლის განმავლობაში.

2. ალექსანდრემ საჭირო გეგმიური სამედიცინო ხარჯის შესაგროვებლად დეპოზიტზე


განათავსა 2000 ლარი ერთი წლის ვადით და 5% წლიური მარტივი საპროცენტო
განაკვეთით. რა თანხა დაუგროვდება ალექსანდრეს სარგებლის სახით წლის
ბოლოს?

3. ლიზას მშობლებმა შვილის დაბადებისთანავე გახსნეს დეპოზიტი და ანგარიშზე


შეიტანეს 10 000 ლარი წლიური მარტივი საპროცენტო განაკვეთით 2.5%. რა თანხა
დაგროვდება 18 წლის განმავლობაში? რა ოდენობის თანხა დაემატება საწყის თანხას
სარგებლის სახით?

4. ბანკი ახალ კლიენტებს სთავაზობს შემნახველ ანგარიშს წარმოუდგენლად


მაღალი მარტივი საპროცენტო განაკვეთით მხოლოდ ერთი წლის
განმავლობაში. მაკამ ისარგებლა შეთავაზებით და ანგარიშზე განათავსა 500
ლარი. ერთი წლის შემდეგ მაკას ანგარშზეა 700 ლარი. რა საპროცენტო
განაკვეთი შესთავაზა ბანკმა?

5. სოფომ გახსნა ახალი შემნახველი ანგარიში 2.25% მარტივი საპროცენტო


განაკვეთით. მან ანგარიშზე განათავსა 3500 ლარი. გარკვეული პერიოდის შემდეგ
ანგარიშზე დაგროვდა 3696.88 ლარი. რამდენ ხანს დარჩა ხელუხლებელი თანხა
შემნახველ ანგარიშზე?

6. ლუკამ 25 წლის ასაკში საპენსიო ანგარიშზე ერთჯერადად შეიტანა 57000


ლარი. ანგარიშს ერიცხება წლიური მარტივი საპროცენტო განაკვეთი 3,35%. თუ
თომა შეამოწმებს ამ საპენსიო ანგარიშს 72 წლის ასაკში, რა თანხა დაუგროვდება
სარგებლის სახით? რა იქნება მთლიანი თანხა მის საპენსიო ანგარიშზე?

7. დავითს აქვს 19 000 ლარის დანაზოგი და გადაწყვეტს შეიტანოს იგი შემნახველ


ანგარიშზე, რომელიც სთავაზობს მარტივ საპროცენტო განაკვეთს წელიწადში 2
%. რა თანხა დაერიცხა დავით ანგარიშზე სარგებლის სახით?

8. ბანკი სთავაზობს მომხმარებლებს 5 %-იან წლიურ საპროცენტო განაკვეთს(მარტივი


პროცენტი) 2 წლის ვადით. თამარს აქვს 1500 ლარი და გადაწყვიტა ისარგებლოს
აღნიშნული შეთავაზებით. რა ოდენობით საერგებელი დაერიცხება მას ანგარიშზე
ვადის ბოლოს? რა თანხა დაგროვდება ანგარიშზე სულ?
1.4 რთული პროცენტი

გავიხსენოთ 10 ლარის ისტორია.


რა გადაწყვიტეთ?
წარმოიდგინეთ, რომ ეს არცთუ დიდი თანხა განათავსეთ ანგარიშზე იმ დრომდე, სანამ არ
მოგიწევთ საპენსიო ასაკი-ვთქვათ 50 წლით. დავუშვათ, ნომინალური საპროცენტო
განაკვეთია 10%. შესაძლებელია დღევანდელი 10 ლარით ამ მოვლენის ღირსეულად
აღნიშვნა 50 წლის შემდეგ?

როგორც წინა პარაგრაფში აღვნიშნეთ, დეპოზიტზე თანხის განთავსების შემდეგ თქვენს


თანხას ერიცხება საპროცენტო სარგებელი.
განვიხილოთ სარგებლის დარიცხვის კიდევ ერთი მეთოდი - პროცენტის დარიცხვის
რთული მეთოდი:

პროცენტის დარიცხვის მეთოდი რთულია, თუ წლიური საპროცენტო განაკვეთის


დარიცხვა ხდება პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე და ამასთან, ყოველი შემდეგი
დარიცხვა ხდება ძირ თანხასა და უკვე დარიცხული პროცენტის ჯამზე.

რთული პროცენტით სარგებლის დარიცხვისას სარგებელს იღებთ დაგროვებულ


სარგებელზეც.

რთული პროცენტით სარგებლის დარიცხვისას თანხის გამოსათვლელად:

1. გამოთვალეთ სარგებელი პირველი წლისთვის; (აქ იგულისხმება, რომ


კაპიტალიზაცია ხდება წლის ბოლოს)

2. დაამატეთ იგი წლის დასაწყისში ანგარიშზე არსებულ თანხას. ეს იქნება თანხა


ანგარიშზე მეორე წლის დასაწყისში;

3. გამოთვალეთ სარგებელი მეორე წლისთვის;

4. დაამატეთ იგი მეორე წლის დასაწყისში ანგარიშზე არსებულ თანხას. ეს იქნება


თანხა ანგარიშზე მესამე წლის დასაწყისში;

5. გამოთვალეთ სარგებელი მესამე წლისთვის - და ა.შ.

მთლიანი დარიცხული სარგებლის გამოსათვლელად

შეკრიბეთ თითოეული წლისთვის დარიცხული სარგებელი, ან

გამოაკელით ანგარიშზე არსებული საწყისი თანხა ანგარიშის საბოლოო თანხას.


ნიმუში 1
გამოთვალეთ, რა თანხა დაემატება 300 ლარს, თუ მას დაერიცხება 4% რთული საპროცენტო
განაკვეთი ხუთი წლის განმავლობაში:
ნაბიჯი 1: დარიცხული სარგებელი 1 წლის შემდეგ :
4
300 ₾ × 100 = 12 ₾

ნაბიჯი 2: თანხა ანგარიშზე პირველი წლის ბოლოს :


300 ₾ + 12 ₾ = 312 ₾
ნაბიჯი 3: დარიცხული სარგებელი 2 წლის შემდეგ:
4
312₾ × 100 = 12.48 ₾

ნაბიჯი 4: თანხა ანგარიშზე მეორე წლის ბოლოს:+


312 ₾+ 12,48 ₾ = 324.48 ₾
ნაბიჯი 5: დარიცხული სარგებელი 3 წლის შემდეგ:
4
324.48 ₾ × 100 = 12,9792 ₾ ≈ 12.98 ₾ (დამრგვალებულია მეასედის სიზუსტით)

ნაბიჯი 6: თანხა ანგარიშზე მესამე წლის ბოლოს:


324,48 ₾ + 12.98 ₾ = 337.46 ₾
ნაბიჯი 7: დარიცხული სარგებელი 4 წლის შემდეგ:
4
337.46 ₾ × 100 = 13.4984 ₾ ≈ 13.50 ₾ (დამრგვალებულია მეასედის სიზუსტით)

ნაბიჯი 8: თანხა ანგარიშზე მე-4 წლის ბოლოს:


337.46 ₾ + 13.50 ₾ = 350.96 ₾
ნაბიჯი 9: დარიცხული სარგებელი 5 წლის შემდეგ:
4
350.96 ₾ × 100 = 14.0384 ₾ ≈ 14.04 ₾ (დამრგვალებულია მეასედის სიზუსტით)

ნაბიჯი 10: თანხა ანგარიშზე მე-5 წლის ბოლოს:


350.96 ₾ + 14.04 ₾ = 365 ₾

გამოვთვალოთ ხუთი წლის განმავლობაში დარიცხული სარგებელი:


12 ₾ + 12.48 ₾ + 12.98 ₾ + 13.50 ₾ + 14.04 ₾ = 65 ₾

ამ თანხის გამოთვლა ასეც იყო შესაძლებელი:


365 ₾ - 300 ₾= 65 ₾

მოცემული მონაცემები ასე ჩაიწერება ცხრილის მეშვეობით:


წლის დასაწყისი სარგებელი (თანხა წლის ბოლო (თანხა
წელი (თანხა ლარში) ლარში) ლარში)
1 300 12 312
2 312 12.48 324.48
3 324.48 12.98 337.46
4 337.46 13.50 350.96
5 350.96 14.04 365

იფიქრეთ…
არსებობს უფრო სწრაფი ხერხი წლების განმავლობაში დაგროვებული თანხის
გამოსათვლელად?

ქვემოთ მოცემული ცხრილების შევსება დაგეხმარება ამ პრობლემის გადაჭრაში.


სავარჯიშო: (გამოთვლები აწარმოეთ მეათედის სიზუსტით) შეავსე ცხრილები ნიმუში 2-ის
მსგავსად შემდეგი პირობებით: გამოთვალეთ 5 წლის შემდეგ დაგროვლი თანხისა და
სარგებლის ოდენობა, თუ თითოეულ შემთხვევაში მოცემულია საწყისი თანხა და წლიური
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი :

1. საწყისი თანხაა 600 ₾; 𝒊 = 4.2%

წლის დასაწყისი სარგებელი (თანხა წლის ბოლო (თანხა


წელი (თანხა ლარში) ლარში) ლარში)
1 600.00
2
3
4
5
დაგროვილი თანხა:

სარგებელი:
2. საწყისი თანხა 250 ₾, 𝒊 =3.8%

წლის დასაწყისი სარგებელი (თანხა წლის ბოლო (თანხა


წელი (თანხა ლარში) ლარში) ლარში)
1 250.00
2
3
4
5
დაგროვილი თანხა:

სარგებელი:

3. საწყისი თანხა 420 ₾, 𝒊 =2.5%


წლის დასაწყისი სარგებელი (თანხა წლის ბოლო (თანხა
წელი (თანხა ლარში) ლარში) ლარში)
1 420.00
2
3
4
5
დაგროვილი თანხა:

სარგებელი:

4. საწყისი თანხა 325 ლ, 𝒊 = 5.1% :


წლის დასაწყისი სარგებელი (თანხა წლის ბოლო
წელი (თანხა ლარში) ლარში) (თანხა ლარში)
1 325.00
2
3
4
5
დაგროვილი თანხა:

სარგებელი:
5. საწყისი თანხა 510 ₾, 𝒊 = 4.7%

წლის დასაწყისი სარგებელი (თანხა წლის ბოლო (თანხა


წელი (თანხა ლარში) ლარში) ლარში)
1 510.00
2
3
4
5
დაგროვილი თანხა:

სარგებელი:

დააკვირდით შევსებულ ცხრილებს. შეგიძლიათ ჩაწეროთ დამოკიდებულება დაგროვილ


თანხას, საწყის თანხასა და დარიცხულ სარგებელს შორის?

გავიხსენოთ აღნიშვნები:

PV - საწყისი თანხა

𝒏 - კაპიტალიზაციების რაოდენობა

𝑭𝑽𝒏 − 𝒏 რაოდენობის კაპიტალიზაციის შემდეგ დაგროვებული თანხა

დარიცხული პროცენტი -𝒊,

გავითვალისწინოთ ცხრილებში შეტანილი მონაცემები, რთული დარიცხვის წესის


განმარტება და ვცადოთ ზოგადი ფორმულის ჩაწერა:

პირველი წლის ბოლოს დაგროვილი თანხის (𝑭𝑽𝟏 ) გამოთვლა შესაძლებელია ფორმულით:


𝑭𝑽𝟏 = 𝑷𝑽 + 𝑷𝑽𝒊=𝑷𝑽(𝟏 + 𝒊)

მეორე წლის ბოლოს დაგროვილი თანხა (𝑭𝑽𝟐 )

𝑭𝑽𝟐 = 𝑭𝑽𝟏 + 𝑭𝑽𝟏 𝒊 = = 𝑭𝑽𝟏 (𝟏 + 𝒊)= 𝑷𝑽(𝟏 + 𝒊)(𝟏 + 𝒊) = 𝑷𝑽(𝟏 + 𝒊)𝟐

მესამე წლის ბოლოს დაგროვილი თანხა (𝑭𝑽𝟑 ) :

𝑭𝑽𝟑 = 𝑭𝑽𝟐 + 𝑭𝑽𝟐 𝒊 = 𝑭𝑽𝟐 (𝟏 + 𝒊) = 𝑷𝑽(𝟏 + 𝒊)𝟐 (𝟏 + 𝒊) = 𝑷𝑽(𝟏 + 𝒊)𝟑

მეოთხე წლის ბოლოს დაგროვილი თანხა (𝑭𝑽𝟒 ) :

𝑭𝑽𝟒 = 𝑭𝑽𝟑 + 𝑭𝑽𝟑 𝒊 = 𝑭𝑽𝟑 (𝟏 + 𝒊) = 𝑷𝑽(𝟏 + 𝒊)𝟑 (𝟏 + 𝒊) = 𝑷𝑽(𝟏 + 𝒊)𝟒

მე-n-ე წლის ბოლოს დაგროვილი თანხა (𝑭𝑽𝒏):

𝑭𝑽𝒏 = 𝑭𝑽𝒏−𝟏 + 𝑭𝑽𝒏−𝟏 𝒊 = 𝑭𝑽𝒏−𝟏 (𝟏 + 𝒊) = 𝑷𝑽(𝟏 + 𝒊)𝒏−𝟏 (𝟏 + 𝒊) = 𝑷𝑽(𝟏 + 𝒊)𝒏


საბოლოოდ, სამართლიანია შემდეგი ფორმულა:

𝑭𝑽𝒏 = 𝑷𝑽(𝟏 + 𝒊)𝒏 (1.4.1)

ნიმუში 2

გამოთვალეთ 7 წლის განმავლობაში დაგროვებული თანხის ოდენობა, თუ საწყისი თანხაა


200 ლარი, საპროცენტო განაკვეთია 12%. კაპიტალიზაცია ხდება ყოველწლიურად.

𝑭𝑽𝟕 = 𝟐𝟎𝟎(𝟏 + 𝟎. 𝟏𝟐)𝟕 ≈ 𝟒𝟒𝟐. 𝟏𝟒

მაშასადამე, აღნიშნული პირობით 7 წელიწადში 200 ₾ გაიზრდება 442.14 ლარამდე.

როგორ დავადგინოთ საწყისი თანხა, თუ ვიცით თანხა პერიოდის ბოლოს, საპროცენტო


განაკვეთი და კაპიტალიზაციის რაოდენობა?

გამოვიყენოთ (1.4.1) ფორმულა:


𝑭𝑽
𝑷𝑽 = (𝟏+𝒊)𝒏𝒏

ნიმუში 3

რა თანხა უნდა იდოს ანგარიშზე, რომლის ნომინალური საპროცენტო განაკვეთია 4%, რომ
7 წლის შემდეგ დაგროვდეს 6579.66 ლარი?

ზემოთ მოცემული ფორმულის თანახმად,


𝟔𝟓𝟕𝟗. 𝟔𝟔
𝑷𝑽 =
(𝟏 + 𝟎. 𝟎𝟒)𝟕
𝑷𝑽 = 𝟓𝟎𝟎𝟎

პასუხი: 5000 ლარი

როგორ დავადგინოთ კაპიტალიზაციის რაოდენობა, თუკი ცნობილია საწყისი და


საბოლოო თანხები, ასევე ნომინალური საპროცენტო განაკვეთი?

დავუბრუნდეთ ისევ (1.4.1) ფორმულას და გამოვიყენოთ ლოგარითმის თვისებები:

𝒍𝒏 (𝑭𝑽𝒏 ) = 𝒍𝒏(𝑷𝑽(𝟏 + 𝒊)𝒏 )


𝒍𝒏 (𝑭𝑽𝒏 ) = 𝒍𝒏(𝑷𝑽) + 𝒍𝒏(𝟏 + 𝒊)𝒏

𝒍 𝒏(𝑭𝑽𝒏 ) = 𝒍𝒏(𝑷𝑽) + 𝒏 𝒍𝒏 (𝟏 + 𝒊),

საიდანაც
𝒍 𝒏(𝑭𝑽𝒏 )− 𝒍𝒏(𝑷𝑽)
𝒏=
𝒍𝒏 (𝟏+𝒊)
ან
𝑭𝑽𝒏
𝒍 𝒏( )
𝑷𝑽
𝒏=
𝒍𝒏 (𝟏+𝒊)

ნიმუში 4:

რა დრო დასჭირდება თანხის გაორმაგებას, თუ ნომინალური საპროცენტო განაკვეთია 9%?


პასუხი დაამრგვალეთ ერთეულის სიზუსტით.

გამოვიყენოთ ფორმულა და კალკულატორი:


𝑭𝑽𝒏
𝒍 𝒏( )
𝒏= 𝑷𝑽
𝒍𝒏 (𝟏+𝒊)
= 𝒍𝒏𝒍 𝒏𝟏.𝟎𝟗
𝟐
≈ 𝟖 (ერთეულის სიზუსტით)

როგორ დავადგინოთ ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, თუ ცნობილია


კაპიტალიზაციის რაოდენობა, საწყისი და საბოლოო თანხები?

ვიყენებთ ისევ (1.4.1) ფორმულას:

𝑭𝑽𝒏 = 𝑷𝑽(𝟏 + 𝒊)𝒏


𝑭𝑽𝒏
(𝟏 + 𝒊)𝒏 =
𝑷𝑽
𝑛 𝑭𝑽
𝟏 + 𝒊= √ 𝑷𝑽𝒏

𝑛 𝑭𝑽
𝒊= √ 𝑷𝑽𝒏 - 1

ნიმუში 5

რა ნომინალური საპროცენტო განაკვეთი უნდა შემოგთავაზოთ ბანკმა, რომ ანგარიშზე


არსებული თანხა გასამმაგდეს 10 წლის განმავლობაში? პასუხი დაამრგვალეთ მეასედის
სიზუსტით.

𝒏 𝑭𝑽 𝟏𝟎 𝟑 𝑷𝑽 𝟏𝟎
𝒊 = √ 𝑷𝑽𝒏 – 1= √ 𝑷𝑽 – 1= √𝟑 - 1≈0.1161=11.61%

დავუბრუნდეთ ანგარიშზე 50 წლით განთავსებულ 10 ლარს:

𝑭𝑽𝟓𝟎 = 𝟏𝟎(𝟏 + 𝟎. 𝟏)𝟓𝟎 ≈ 𝟏 𝟏𝟕𝟑. 𝟗𝟏

სავარაუდოდ, ინფლაციისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, 1 173.91 ლარის


მსყიდველობითი უნარი 50 წლის შემდეგ იგივე არ იქნება, რაც დღეს, თუმცა ვივარაუდოთ,
რომ ამ თანხით უკეთესად აღნიშნავთ მნიშვნელოვან თარიღს, ვიდრე დღევანდელი
წახემსებაა 10 ლარით.
არჩევანს ყველა ადამიანი ინდივიდუალურად გააკეთებს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია
გვქონდეს ის ხედვა და ცოდნა, რომელიც ჩვენთვის მართებული არჩევანის გაკეთებაში
დაგვეხმარება.

სავარჯიშოები (სავარჯიშოებში იგულისხმება, რომ სარგებლის დარიცხვა ხდება რთული


წესით):

1. გამოთვალეთ დაგროვებული თანხები მოცემული საწყისი თანხისა და მოცემული


წლიური საპროცენტო განაკვეთის პირობებში, წლიური კაპიტალიზაციით:

ა) 600 ₾ 8%-ით 1 წლის განმავლობაში

ბ) 750 ₾ 15%-ით 5 წლის განმავლობაში

გ) 1500 ₾ 9%-ით 6 წლის განმავლობაში

დ) 840 ₾ 14% 2 წლის განმავლობაში

ე) 24 000 ₾ 16% 7 წლის განმავლობაში

2. ელენემ დეპოზიტზე განათავსა 4848 ლარი წლიური საპროცენტო განაკვეთით 5%.


პროცენტის კაპიტალიზაცია - წლიური. რისი ტოლია ბალანსი 6 წლის შემდეგ?

3. ნიკოლოზი ახორციელებს 8 000 ლარის ინვესტიციას შემნახველ ანგარიშზე


ფიქსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთით 8%, წლიური კაპიტალიზაციით.
რა იქნება ანგარიშზე 12 წლის შემდეგ?

4. ნინოს აქვს 2658 ლარი საპენსიო ფონდში. რა თანხა დაუგროვდება 15 წელიწადში,


თუ თანხას ერიცხება სარგებელი წლიური საპროცენტო განაკვეთით 9% წლიური
კაპიტალიზაციით?

5. მარიამი დებს 6154 ლარს შემნახველ ანგარიშზე წლიური საპროცენტო განაკვეთით


8% წლიური კაპიტალიზაციით. რისი ტოლი იქნება ანგარიშის ბალანსი იქნება 10
წლის შემდეგ?
6. დიმიტრიმ ანგარიშზე განათავსა თანხა წლიური საპროცენტო განაკვეთით 4.31%
წლიური კაპიტალიზაციით. 10 წლის შემდეგ ბალანსი იქნება 12855.44 ლარის
ტოლი. რა თანხა განათავსა დიმიტრიმ ანგარიშზე?

7. რა ოდენობის თანხა უნდა განათავსოს დავითმა ანგარიშზე, რომ 6 წლის შემდეგ


დააგროვოს 5458.26 ლარი? წლიური საპროცენტო განაკვეთია 4.61%

8. ქეთას სურს 5000 ლარის დაგროვება. რა საპროცენტო განაკვეთი უნდა შესთავაზოს


ბანკმა წლიური კაპიტალიზაციით, რომ 4100 ლარით დააგროვოს სასურველი თანხა
3 წელიწადში?

9. ლუკამ ანგარიშზე განათავსა 6139 ლარი. 17 წლის შემდეგ, ანგარიშზე იქნება 8 624.97
ლარი. რა ნომიმალური საპროცენტო განაკვთი ერიცხება თანხას?

10. ალექსანდრეს აქვს 8 714.25 ლარი და სურს 21000 ლარის დაგროვება. რამდენი წლის
შემდეგ დააგროვებს ალექსანდრე სასურველ თანხას ანგარიშზე, რომელსაც
ერიცხება 7% ნომინალური საპროცენტო განაკვეთი?

11. ანგარიშზე განთავსებულია 4500 ლარი. რა დროში გახდება თანხა ანგარიშზე 10


653.14 ლარის ტოლი, თუ ნომინალური საპროცენტო განაკვეთია 9%?

12. სოფომ გახსნა ახალი შემნახველი ანგარიში 2.25% მარტივი საპროცენტო


განაკვეთით. მან ანგარიშზე განათავსა 3500 ლარი. გარკვეული პერიოდის შემდეგ
ანგარიშზე დაგროვდა 3741.61 ლარი. რამდენი წელი იყო თანხა შემნახველ
ანგარიშზე?
1.5 მარტივი და რთული პროცენტის შედარება

თამარმა გადაწყვიტა დანაზოგით, 450 ლარით, 5 წლიანი ანაბრის გახსნა. ის განიხილავს


ორი ბანკის შეთავაზებას:
პირველი ბანკი მას სთავაზობს წლიურ 3,5% -ს მარტივი დარიცხვის წესით,
მეორე ბანკი კი იგივე საპროცენტო განაკვეთს რთული დარიცხვით.
დაეხმარეთ თამარს არჩევანის გაკეთებაში.

მოდით, განვიხილოთ ანაბარზე თანხის ცვლილება ორივე შემთხვევაში:


წელი თანხის რაოდენობა წლის ბოლოს თანხის რაოდენობა წლის ბოლოს
მარტივი პროცენტი რთული პროცენტი
1 465.75 ₾ 465.75 ₾
2 481.50 ₾ 482.05 ₾
3 497.25 ₾ 498.92 ₾
4 513.00 ₾ 516.39 ₾
5 528.75 ₾ 534.46 ₾

როგორც ხედავთ, დაწყებული მეორე წლიდან, ანგარიშებზე თანხებს შორის სხვაობა


ყოველწლიურად იზრდება.

აქვეა შესაბამისი სვეტოვანი დიაგრამა:

ვფიქრობ, თამარის დახმარება არ გაგიჭირდებათ ცხრილისა და დიაგრამის


გათვალისწინებით.
შეგახსენებთ შემდეგ ფორმულებს:

მარტივი პროცენტი: თანხა n წლის შემდეგ = 𝑷𝑽 (𝟏 + 𝒏𝒊)

𝒏
რთული პროცენტი: თანხა n წლის შემდეგ = 𝑷𝑽 (𝟏 + 𝒊)

ეს ფორმულები შედარებულია შემდეგ დიაგრამაზე:

მარცხენა დიაგრამა გვიჩვენებს 1 ლარის ოდენობის თანხის ზრდას დროში პროცენტის


სხვადასხვა წესით დარიცხვისას, როდესაც საპროცენტო განაკვეთია 9%; მეორე დიაგრამა
კი გვიჩვენებს თანხის ზრდას 5 წელიწადში სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთის
შემთხვევაში.

ჩვენ ვხედავთ, რომ რთული პროცენტით დარიცხვისას ვიღებთ მეტ თანხას გრძელვადიან
პერსპექტივაში. თუ კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ წელზე ნაკლები
პერიოდისთვის მარტივი პროცენტით მეტს ვიღებთ, ვიდრე რთულით (კიდევ ერთხელ
შევნიშნოთ, რომ მოცემულ შემთხვევაში კაპიტალიზაცია ხდება წელიწადში ერთხელ).

განსხვავება რთულ და მარტივ პროცენტით დარიცხულ სარგებელს შორის იზრდება


პერიოდის ზრდასთან ერთად.

ეს გამომდინარეობს შემდეგი ალგებრული უტოლობებიდან: თუ 𝒊 დადებითია, მაშინ

𝒏
(𝟏 + 𝒊) < 𝟏 + 𝒏𝒊 თუ 𝟎 < 𝒏 < 𝟏,

𝒏
(𝟏 + 𝒊) > 1 +𝒏𝒊 თუ 𝒏 > 𝟏.
მოცემულ ფორმულებს აქ არ დავამტკიცებთ. განვიხილოთ მხოლოდ რამდენიმე კერძო
შემთხვევა: ადვილი დასანახია, რომ ფორმულებით გამოთვლილი თანხების ოდენობები
ერთმანეთის ტოლია, როდესაც n=0 და n = 1.

განვიხილოთ შემთხვევა, როცა n = 2. თანხის ოდენობა 𝑷𝑽 იზრდება 𝑷𝑽(1 + 2 𝒊) -მდე


მარტივი პროცენტის პირობებში და 𝑷𝑽(𝟏 + 𝒊)2 = 𝑷𝑽(𝟏 + 𝟐𝒊 + 𝒊𝟐 ) -მდე რთული პროცენტის
შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს

𝑷𝑽(𝟏 + 𝟐𝒊 + 𝒊𝟐 ) > 𝑷𝑽(𝟏 + 𝟐𝒊) (რადგან 𝑷𝑽 დადებითია),

ამიტომ ორი წლის შემდეგ ერთიდაიგივე 𝒊 პროცენტის პირობებში რთული პროცენტით


გროვდება უფრო მეტი თანხა, ვიდრე მარტივი დარიცხვით.

მაგრამ რა ხდება, როცა 𝟎 < 𝒏 < 𝟏?

განვიხილოთ კიდევ ერთი დიაგრამა:

დიაგრამიდან ჩანს, რომ მარტივი წესით დარიცხვით უფრო დიდი თანხა გროვდება
ანგარიშზე, ვიდრე რთული დარიცხვისას.

ვთქვათ, ანგარიშზეა 1 ლარი, 𝒊=8%, 𝒏=0.25 წელიწადს.

მარტივი დარიცხვით

𝑭𝑽 = 𝑷𝑽(𝟏 + 𝒏𝒊)
𝑭𝑽 = 𝟏 + 𝟎. 𝟐𝟓 ∗ 𝟎. 𝟎𝟖

𝑭𝑽 = 𝟏. 𝟎𝟐

ხოლო რთული დარიცხვით,

𝑭𝑽 = 𝑷𝑽(𝟏 + 𝒊)𝒏

𝑭𝑽 = (𝟏 + 𝟎. 𝟎𝟖)𝟎.𝟐𝟓

𝑭𝑽 = 𝟏. 𝟎𝟏𝟗𝟒

𝟏. 𝟎𝟐 > 𝟏. 𝟎𝟏𝟗𝟒

მაშასადამე, შეგვიძლია ვთქვათ, ერთიდაიგივე საწყისი თანხისა და ნომინალური


საპროცენტო განაკვეთი პირობებში:

❖ 0-დან 1 წლამდე პერიოდში მარტივი დარიცხვით მეტი თანხის დაგროვებაა


შესაძლებელი, ვიდრე რთული დარიცხვის დროს;

❖ ერთ წელიწადში გროვდება ერთი დაიგივე თანხა;

❖ ერთ წელზე მეტ პერიოდში რთული დარიცხვით მეტი თანხა გროვდება, ვიდრე
მარტივი დარიცხვის დროს.
1.6 პერიოდული საპროცენტო განაკვეთი

ნათიამ გახსნა ანაბარი და განათავსა 100 ლარი. ბანკი მას სთავაზობს 2% -ის შესაბამის
საპროცენტო სარგებელს კვარტალურად. რა თანხას დააგროვებს ნათია ერთ წელიწადში?

აქამდე განხილულ ყველა მაგალითში, საპროცენტო სარგებლის კაპიტალიზაცია ხდებოდა


წელიწადში ერთხელ. რეალურად, საპროცენტო სარგებლის კაპიტალიზაცია ხდება უფრო
ხშირად, მაგალითად, ყოველთვიურად, კვარტალურად (წელიწადში ოთხჯერ) და ა.შ.

მოდით გამოვიყენოთ რთული პროცენტის ფორმულა

𝑭𝑽𝒏 = 𝑷𝑽(𝟏 + 𝒊)𝒏 ,

რომლის მიხედვითაც PV თანხის ოდენობა იზრდება 𝑭𝑽𝒏 = 𝑷𝑽(𝟏 + 𝒊)𝒏 -მდე n პერიოდის
განმავლობაში, როდესაც საპროცენტო განაკვეთია 𝒊. მოცემულ მაგალითში 𝒊 =0.02 არის
კვარტლის შესაბამისი საპროცენტო განაკვეთი, ამიტომ n პერიოდიც უნდა დავთვალოთ
კვარტლებით. წელიწადში 4 კვარტალია. შესაბამისად, ნათიას ერთი წლის შემდეგ
ანგარიშზე დაუგროვდება

FV=100 ₾ × 1.024=108.24 ლარი.


საზოგადოდ, ბანკები არ გვთავაზობენ კვარტლის შესაბამის საპროცენტო განაკვეთს,
თუნდაც კაპიტალიზაცია ხდებოდეს კვარტლურად. როგორც წესი, შემოთავაზებულია
წლიური საპროცენტო განაკვეთი. ამ შემთხვევაში შესაბამისი გამოთვლებისთვის საჭირო
გახდებოდა მისი კვარტლურ მნიშვნელობამდე დაყვანა.

ზემოთ მოყვანილ მაგალითში, კვარტალში 2%-ით, ნომინალური საპროცენტო განაკვეთი


იქნება 8% კვარტალური კაპიტალიზაციით.

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი აღვნიშნოთ 𝒊 -ით, ხოლო დარიცხვის შესაბამისი


საპროცენტო განაკვეთი 𝒊𝒑 -ით, სადაც p ინდექსი არის წელიწადში კაპიტალიზაციების
𝒊
რაოდენობა. მაგალითად, ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთია 𝒊𝟏𝟐 = ,
𝟏𝟐
𝒊
ყოველდღიური 𝒊𝟑𝟔𝟓 = 𝟑𝟔𝟓 და ა. შ.

ამ აღნიშვნებით რთული პროცენტის ფორმულა მიიღებს შემდეგ სახეს:


𝒏
𝑭𝑽 = 𝐏𝑽(𝟏 + 𝒊𝒑 ) , (1.6.1)

ხოლო მარტივი პროცენტის ფორმულა მიიღებს შემდეგ სახეს:


𝑭𝑽 = 𝑷𝑽(𝟏 + 𝒏𝒊𝒑 ) , (1.6.2)

სადაც n არის კაპიტალიზაციების რაოდენობა მთლიანი პერიოდის განმავლობაში.

ნიმუში 1:

ანდრიამ ანგარიშზე განათავსა 200 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთია 12%,


კვარტალური კაპიტალიზაციით. ანგარიში დაიხურა 2 წლის შემდეგ. რა თანხა
დაუგროვდა ანდრიას ანგარიშზე?

გამოვიყენოთ ფორმულა (1.6.1), სადაც ამოცანის პირობის მიხედვით:


𝐏𝑽 = 𝟐𝟎𝟎 ₾
𝒊 = 𝟎. 𝟏𝟐
𝒊
𝒊𝒑 =𝒊𝟒 =
𝟒

n=8 კვარტალი

აღნიშნულის გათვალისწინებით, გვექნება:

𝑭𝑽 = 𝟐𝟎𝟎(𝟏 + 𝟎. 𝟎𝟑)𝟖 = 𝟐𝟎𝟎(𝟏. 𝟎𝟑)𝟖 ≈ 𝟐𝟓𝟑. 𝟑𝟓


მაშასადამე, მოცემულ ანგარიშზე ორი წლის შემდეგ დაგროვდება 253.35 ლარი
(დამრგვალებულია მეასედის სიზუსტით)

ნიმუში 2:

ვთქვათ, ანგარიშზეა 100ლარი. რა თანხა დაგროვდება 225 დღის შემდეგ, თუ ანგარიშის


წლიური საპროცენტო განაკვთია 7% (დარიცხვა ხდება მარტივი წესით) ?

გამოვიყენოთ ფორმულა (1.6.2), სადაც ამოცანის პირობის მიხედვით


𝐏𝑽 = 𝟏𝟎𝟎 ₾
𝒊 = 𝟎. 𝟎𝟕
𝒊
𝒊𝒑 =𝒊𝟑𝟔𝟓 =
𝟑𝟔𝟓

n=225 დღე

აღნიშნულის გათვალისწინებით, გვექნება:


𝟎.𝟎𝟕
𝑭𝑽 = 𝟏𝟎𝟎 (𝟏 + 𝟐𝟐𝟓 × 𝟑𝟔𝟓 ) ≈ 𝟏𝟎𝟒. 𝟑𝟐 (მეასედის სიზუსტით)

მაშასადამე, მოცემულ ანგარიშზე ორი წლის შემდეგ დაგროვდება 104.32 ლარი

ნიმუში 3:

ელენემ ანგარიშზე განათავსა 300 ლარი. ნომინალური საპროცენტო განაკვეთია 5%,


დარიცხვა მარტივი წესით. ელენემ ანგარიში დახურა 8 თვის შემდეგ. რა თანხა
დაუგროვდა ელენეს ანგარიშზე?

მარტივი დარიცხვის ფორმულა შესაძლებელია ჩავწეროთ ორნაირად:


𝒊
𝑭𝑽 = 𝑷𝑽 (𝟏 + 𝟖 × 𝟏𝟐)

ან
𝑭𝑽 = 𝑷𝑽(𝟏 + 𝟖 × 𝒊𝟏𝟐 )
ორივე შემთხვევაში პასუხია

სავარჯიშოები:

1. ვთქვათ ანგარიშზე განთავსებულია 100 ლარი ერთი წლით. ნომინალური საპროცენტო


განაკვეთია 10%. შეავსეთ ცხრილი:

კაპიტალიზაციის რაოდენობა წელიწადში 1 2 3 4 6 12

დაგროვებული თანხა (FV) 110 ₾

2. გამოთვალეთ დაგროვებული თანხები, თ უ ანგარიშზეა (პროცენტი ერიცხება მარტივი


დარიცხვის წესით):

ა) 600 ლარი, ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 4% 3 თვის განმავლობაში;

ბ) 350 ლარი, ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 11% 5 თვის განმავლობაში;

გ)1200 ლარი, ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 7% 48 დღის განმავლობაში;

დ) 820 ლარი, ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 9% 120 დღის განმავლობაში;

3. თომამ განათავსა თანხა ანგარიშზე და 51 თვის შემდეგ დააგროვა საპროცენტო


სარგებელი 1530 ლარი. ანგარიშს ერიცხება წლიური 4% მარტივი პროცენტის
დარიცხვის მეთოდით. რა თანხა განათავსა თომამ ანგარიშზე?

4. ლევანმა თანხა განათავსა ანგარიშზე ყოველთვიური მარტივი საპროცენტო განაკვეთით


0.8%. სულ ანგარიშზე დაგროვდა 5 016 ლარი. აქედან 2 016 ლარი საპროცენტო
სარგებელია. რამდენი წლის განმავლობაში იყო ანგარიშზე თანხა?

5. მოცემულია ნომინალური საპროცენტო განაკვეთი i = 18 % , კაპიტალიზაცია ხდება

ექვს თვეში ერთხელ. რისი ტოლია პერიოდის შესაბამისი საპროცენტო განაკვეთი 𝑖2 ?

6. ანამ დეპოზიტზე შეიტანა 1500 ლარი. რა თანხა ექნება ანას 6 წლის შემდეგ, თუ

კაპიტალიზაცია ხდება ყოველთვიურად და წლიური საპროცენტო განაკვეთია i = 8% ?

7. რა თანხა შეიტანა ბარბარემ 7 წლის წინ, თუ დღეს მის ანგარიშზეა 3250.83 ₾,


კაპიტალიზაცია ხდება ყოველკვარტლურად, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთია

i = 7% ?
8. თომამ შემნახველ ანგარიშზე განათავსა 4500 ₾. ანგარიშის წლიური საპროცენტო
განაკვეთია i = 4,5% , კაპიტალიზაცია წელიწადში ორჯერ. რამდენი წელია საჭირო

იმისათვის, რომ ანგარიშის დახურვისას მისი ბალანსი შეადგენდეს 5621.42 ლარს?

9. თათიამ შემნახველ ანგარიშზე განათავსა 1700 ₾ 3 წლით, ყოველთვიური


კაპიტალიზაციით. რა წლიური საპროცენტო განაკვეთი უნდა შესთავაზოს მას ბანკმა,
რომ ანგარიშის დახურვისას მის ბალანსზე იყოს 2000 ₾?

10. 2010 წლის 1 მარტს მაშოს ანგარიშის ბალანსი შეადგენდა 2800 ₾. ანგარიშის წლიური

საპროცენტო განაკვეთია i = 9% , კაპიტალიზაცია ყოველთვიური. რა თანხა ექნება


მაშოს:
ა) 5 თვის შემდეგ?
ბ) ერთი წლის შემდეგ?
გ) 3 წლის შემდეგ?

11. გიორგის ანგარიშზე დაუგროვდა 4000 ₾. ანგარიშის წლიური საპროცენტო განაკვეთია


i = 6,5% . რა თანხა ჰქონდა გიორგის ამ ანგარიშზე 5 წლის წინ, თუ კაპიტალიზაცია
ხდება:
ა) ყოველწლიურად?
ბ) ყოველთვიურად?
გ) ყოველკვარტალურად?

12. რამდენ თვეში გაოთხმაგდება სოფიოს ანგარიშზე განთავსებული თანხა, თუ ანგარიშის


თვიური საპროცენტო განაკვეთია 𝑖12 = 0.76% და კაპიტალიზაცია ხდება
ყოველთვიურად?

13. რისი ტოლია ანგარიშის წლიური საპროცენტო განაკვეთი, თუ თანხა გასამმაგდა ათ


წელიწადში, კაპიტალიზაცია კი ხდება ყოველკვარტალურად?

14. სანდრომ შემნახველ ანგარიშზე დადო 3700 ლარი. 4 წელიწადში თანხას დაერიცხა 600
ლარი. ბანკი არიცხავს ყოველკვარტალურად. რისი ტოლია ანგარიშის წლიური
საპროცენტო განაკვეთი?
1.7 ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

საბამ სესხად აიღო 100 ლარი ერთი წლით 10%-იანი წლიური კაპიტალიზაციით.
შესაბამისად, მან უნდა გადაიხადოს 110 ლარი წლის ბოლოს. მას ბანკში სესხის აღებისას
გადაგახდევინეს 2 ლარი მომსახურების საკომისიო, რომელიც დაიფარა სესხის თანხით,
გამოდის, რომ საბას 98 ლარი აქვს ანგარიშზე, წლის ბოლოს კი მაინც 110 ლარი უნდა
დააბრუნოს. რეალურად, მისი სესხი 12%-იანია. ესაა სწორედ ეფექტური საპროცენტო
განაკვეთი.

განმარტება

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი-საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაშიც


გათვალისწინებულია ყველა ხარჯი (ხარჯების არსებობის შემთხვევაში) და ამ ხარჯების
გაწევის პერიოდი, ასევე, ყველა სარგებელი/მისაღები თანხა და ამ სარგებლის მიღების
პერიოდი.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამოიყენება სესხების/კრედიტებისა და


დეპოზიტების/ანაბრების ხელშეკრულებებში. მისი მიზანია, მომხმარებელს მისცეს
სხვადასხვა შემოთავაზების ერთმანეთთან შედარების და უკეთესი ალტერნატივის არჩევის
შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ქართული კანონმდებლობით დადგენილია სესხის
გაცემის შემთხვევაში მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა.

რა განსხვავებაა ნომინალურ საპროცენტო განაკვეთსა და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს


შორის?

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არის სესხის ან დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი,


რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში, როგორც წესი, წლიური განაკვეთის სახით,
და ასახავს უშუალოდ სესხის/დეპოზიტის თანხაზე დარიცხულ პროცენტს. ნომინალური
საპროცენტო განაკვეთი, განსხვავებით ეფექტური საპროცენტო განაკვეთისაგან, არ
მოიცავს პროდუქტის/მომსახურების მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს (მაგ.:
სესხის დამტკიცებისა და გატანის საკომისიო, დაზღვევის საკომისიო და სხვ.) და არც ამ
ხარჯების გაწევის პერიოდულობას. მაშასადამე, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
რეალურად ფულის დროში ღირებულების კომპონენტსაც შეიცავს და ესეც მნიშვნელოვანი
განსხვავებაა მასსა და მონინალურ საპროცენტო განაკვეთს შორის.

დავითს სურს ისარგებლოს ბანკის შეთვაზებით და აიღოს სესხი 1000 ლარის ოდენობით, 1
წლის ვადით. ნომინალური საპროცენტო განაკვეთია 12%, კაპიტალიზაცია ყოველთვიური.
რა თანხას დააბრუნებს დავითი წლის ბოლოს?

რადგან ნომინალური საპროცენტო განაკვეთია 12%, დავითმა ჩათვალა, რომ წლის ბოლოს
უნდა დააბრუნოს 1000 ₾ +1000 ₾ ×12 %=1000 ₾+120 ₾=1120 ₾
რეალურად, ყოველთვიური კაპიტალიზაციის პირობებში, წლის ბოლოს დასაბრუნებელი
თანხის გამოსათვლელად უნდა ვიპოვოთ თვის შესაბამისი საპროცენტო განაკვეთი და
ვისარგებლოთ შემდეგი ფორმულით:

𝒊 𝟏𝟐
𝑭𝟏𝟐 = 𝑷𝑽 (𝟏 + 𝟏𝟐
) = 𝟏𝟎𝟎𝟎 ₾ × (𝟏 + 𝟎. 𝟎𝟏)𝟏𝟐 = 𝟏𝟎𝟎𝟎₾ × 𝟏. 𝟎𝟏𝟏𝟐 ≈ 𝟏𝟏𝟐𝟔. 𝟖𝟑 ₾

რაც განსხვავდება დავითის მიერ გამოთვლილი თანხისგან.

საკრედიტო ექსპერტმა დავითს დაუკონკრეტა, რომ სესხის ეფექტური განაკვეთია 12.68%.

მოდით, დავადგინოთ დამოკიდებულება პერიოდის შესაბამის საპროცენტო განაკვეთსა და


ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს შორის.

ვთქვათ ანგარიშზეა გარკვეული თანხა n წლით. ანგარიშზე დარიცხული წლიური


საპროცენტო ნომინალური განაკვეთია 𝒊, კაპიტალიზაციის რაოდენობა წელიწადში-p. n
წლის შემდეგ ანგარიშზე დაგროვდება

𝒊 𝒏𝒑
𝑭𝑽 = 𝐏𝑽 (𝟏 + )
𝒑

იგივე თანხა გროვდება, თუ თანხას დაერიცხება 𝑖𝑒 ეფექტური საპროცენტო განაკვეთი n


წლის განმავლობაში:

𝑭𝑽 = 𝑷𝑽(𝟏 + 𝒊𝒆 )𝒏

გავუტოლოთ ეს ორი ტოლობა ერთმანეთს:


𝒊 𝒏𝒑
𝐏𝑽 (𝟏 + 𝒑) = 𝑷𝑽(𝟏 + 𝒊𝒆 )𝒏

𝒊 𝒑
(𝟏 + 𝒑) = (𝟏 + 𝒊𝒆 ), (1.7.1)

საიდანაც

𝒊 𝒑
𝒊𝒆 = (𝟏 + ) − 𝟏
𝒑

ან

𝒊𝒆 = (𝟏 + 𝒊𝑷 )𝒑 − 𝟏 (1.7.2)

როგორც ვხედავთ, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ არის დამოკიდებული არც


ანგარიშზე არსებულ თანხაზე და არც ანგარიშის ვადაზე.

ნიმუში 1:

ანგარიშის ნომინალური საპროცენტო განაკვეთია 12%, კაპიტალიზაცია ყოველთვიური.


ვიპოვოთ მოცემული ანგარიშის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი:

𝒊𝒆 = ( 𝟏 + 𝟎. 𝟎𝟏)𝟏𝟐 − 𝟏
𝒊𝒆 = ( 𝟏. 𝟎𝟏)𝟏𝟐

𝒊𝒆 ≈ 𝟏𝟐. 𝟔𝟖% (მეასედის სიზუსტით)

როგორ გამოვთვალოთ ნომინალური ან პერიოდის შესაბამისი საპროცენტო განაკვეთი, თუ


მოცემულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

გავამარტივოთ (1.7.1) ტოლობა:

𝒊 𝒑
(𝟏 + ) = (𝟏 + 𝒊𝒆 )
𝒑
𝒊 𝒑
𝟏 + 𝒑 = √(𝟏 + 𝒊𝒆 ),

საიდანაც
𝒑
𝒊 = 𝒑( √(𝟏 + 𝒊𝒆 ) − 𝟏)

ან
𝒊 𝒑
𝒑
= √(𝟏 + 𝒊𝒆 ) − 𝟏

ნიმუში 2:

გამოთვალეთ დეპოზიტის ნომინალური საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიური


კაპიტალიზაციით, თუ ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 14.5%.
𝟏𝟐
𝒊 = 𝟏𝟐( √(𝟏 + 𝟎. 𝟏𝟒𝟓) − 𝟏)

𝒊 ≈ 𝟎. 𝟏𝟑𝟔𝟐

ნომინალური საპროცენტო განაკვეთია 13.62%, ხოლო ყოველთვიური საპროცენტო


13.62
განაკვეთი ≈ 1.13%
12

განმარტებიდან და განხილული მაგალითებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ


ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გვაძლევს საშუალებას, გავაკეთოთ სწორი არჩევანი
სხვადასხვა ფინანსური პროდუქტების შეთავაზებებს შორის. ამ საკითხს მოგვიანებით
დავუბრუნდებით.
სავარჯიშოები:

1. მოცემულია ნომინალური საპროცენტო განაკვეთი i = 18 % , კაპიტალიზაცია ხდება ექვს

თვეში ერთხელ. რისი ტოლია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

2. ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთია 0.52%, კაპიტალიზაცია ყოველთვიური. რისი


ტოლია ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთები?

3. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ტოლია 𝑖𝑒 = 19%, კაპიტალიზაცია ორ თვეში ერთხელ.


რისი ტოლია ნომინალური საპროცენტო განაკვეთი?

4. მოცემულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 𝒊𝒆 = 𝟏𝟕. 𝟓𝟒%, კაპიტალიზაცია - თვეში


ორჯერ. რისი ტოლია შესაბამისი პერიოდული საპროცენტო განაკვეთი?

5. მოცემულია ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 𝑖12 = 0.78% კაპიტალიზაცია


,
ყოველთვიურია. რისი ტოლია ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთები?

6. მოცემულია პერიოდული საპროცენტო განაკვეთი 𝒊𝟔 = 𝟏. 𝟒𝟓%, კაპიტალიზაცია ორ თვეში


ერთხელ. რისი ტოლია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

7. მოცემულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 𝒊𝒆 = 𝟏𝟖. 𝟐𝟓%


, რისი ტოლია ნომინალური
(წლიური) საპროცენტო განაკვეთი, თუ კაპიტალიზაცია ხდება წელიწადში 7-ჯერ?

8. ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 𝒊𝒆 = 𝟏𝟕. 𝟓𝟒%, კაპიტალიზაცია ხდება


ყოველკვარტალურად. იპოვეთ კვარტალური საპროცენტო განაკვეთი.

9. ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთია 𝒊𝟏𝟐 = 𝟎. 𝟔𝟓% ყოველთვიური კაპიტალიზაციით.


,

გამოთვალეთ ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთები.

10. შემნახველი ანგარიში, რომლის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთია 𝒊𝟏𝟐 = 𝟎. 𝟕%,


ყოველთვიური კაპიტალიზაციით, შეიცვალა ისე, რომ კაპიტალიზაცია ხდება წელიწადში
4-ჯერ, მაგრამ ისე, რომ არ შეიცვალა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. რისი ტოლია
კვარტალური საპროცენტო განაკვეთი?

11. მოცემულია ნახევარი წლის 𝒊𝟐 = 𝟔. 𝟐𝟓%,


საპროცენტო განაკვეთი, კაპიტალიზაცია ხდება
ექვს თვეში ერთხელ. რისი ტოლია პერიოდული საპროცენტო განაკვეთი (იგივე
ეფექტურის პირობებში), თუ კაპიტალიზაცია მოხდება წელიწადში 8-ჯერ?

12. მოცემულია კვარტალური საპროცენტო განაკვეთი 𝒊𝟒 = 𝟐. 𝟐𝟒%, კაპიტალიზაცია


სამ თვეში
ერთხელ. რისი ტოლია პერიოდული საპროცენტო განაკვეთი (იგივე ეფექტურის
პირობებში), თუ კაპიტალიზაცია მოხდება თვეში ორჯერ?

13. ნახევარწლიანი საპროცენტო განაკვეთი ვადიანი დეპოზიტისათვის არის 4.4%,

ნახევარწლიანი კაპიტალიზაციით. რისი ტოლია თვიური საპროცენტო განაკვეთი,

ყოველთვიური დარიცხვით, ისე რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დარჩეს იგივე


ორივე შემთხვევაში?
1.8 72-ის წესი

ვთქვათ, ანგარიშზე განათავსეთ 100 ლარი 8% ნომინალური საპროცენტო განაკვეთით.


კაპიტალიზაცია წლიური. როგორ გამოვთვალოთ დრო, როდესაც ანგარიშზე არსებული
თანხა გაორმაგდება?

გავიხსენოთ წინა პარაგრაფში მიღებული ფორმულა:


𝑭𝑽𝒏
𝒍 𝒏( )
𝑷𝑽
𝒏=
𝒍𝒏 (𝟏+𝒊)

და შევიტანოთ მონაცენები:
𝒍 𝒏(𝟐) 𝒍 𝒏(𝟐)
𝒏= = ≈𝟗
𝒍𝒏 (𝟏 + 𝟎. 𝟎𝟖) 𝒍𝒏 (𝟏. 𝟎𝟖)

არსებობს უფრო მოკლე გზა პასუხის მისაღებად: 72:8=9

72-ის წესის თანახმად, თუ 72-ს გავყოფთ წლიურ საპროცენტო განაკვეთზე, მივიღებთ


დროს (წლების რაოდენობას), რომელიც საჭიროა საწყისი თანხის გასაორმაგებლად.

უნდა აღვნიშნოთ, რომ მიღებული პასუხი მიახლოებითია, თუმცა ნათელ წარმოდგენას


გვიქმნის დროის ინტერვალზე ძალიან მარტივი გამოთვლით.

გაითვალისწინეთ, რომ გამოთვლის დროს საპროცენტო განაკვეთის მაჩვენებელი უნდა


აიღოთ მთელი რიცხვის და არა ათწილადის სახით. მაგალითად თუ საპროცენტო
განაკვეთია 10%, ამ წესის გამოყენებისას გამოთვლაში უნდა გამოიყენოთ 10 და არა 0.1.

ნიმუში 1:
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ბიზნესის განსავითარებლად შეხვდით ინვესტორს, რომელიც
მზადაა, კომპანიის განვითარებისთვის 1 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
ინვესტორი იმ პირობით შემოიტანს თანხას, თუ ის მიიღებს 12%-იან წლიურ სარგებელს.
მას სურს იცოდეს, რამდენი დრო დასჭირდება თქვენს კომპანიაში მისი ინვესტიციის
გაორმაგებას.

72-ის წესის გამოყენებით,


𝟕𝟐
გაორმაგებისთვის საჭირო დრო (წლების რაოდენობა) = = 𝟔
𝟏𝟐

დაახლოებით 6 წელი სჭირდება ნიმუშში მოცემული პირობით თანხის გაორმაგებას.

1494 წელს იტალიელმა მათემატიკოსმა ლუკა პაჩოლიმ თავის ნაშრომში „არითმეტიკის,


გეომეტრიის, პროპორციის და პროპორციულობის შეჯამება“ (Summa de arithmetica,
geometria, proporcion et proporcionalita) პირველმა ახსენა 72-ის წესი, თუმცა არ დაამტკიცა
ის. ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული წესი მანამდეც იყო ცნობილი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 72-ის წესი იძლევა ინვესტიციის გაორმაგების


დროის შეფასებას . ეს წესი იძლევა საკმაოდ ზუსტ პასუხს, როდესაც ვიყენებთ შედარებით
დაბალ საპროცენტო განაკვეთებს (10%-მდე). იგი გამოიყენება რთული დარიცხვის
შემთხვევაში.

ქვემოთ მოცემულია ცხრილი, რომელიც გვიჩვენებს განსხვავებას 72-ის წესის


გაანგარიშებასა და ინვესტიციის გაორმაგებისთვის საჭირო წლების რეალურ რაოდენობას
შორის:

წლიური საპროცენტო 72-ის წესით გამოთვლილი რეალური წლების


განაკვეთი წლების რაოდენობა რაოდენობა
1% 72 69.66
2% 36 35
3% 24 23.45
4% 18 17.67
5% 14.4 14.21
10% 7.2 7.27
20% 3.6 3.8
30% 2.4 2.64
50% 1.44 1.71
75% 0.96 1.24
100% 0.72 1

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი ხერხი (კალკულატორი, ცხრილები,


ფორმულა) 72-ის წესი არის სწრაფი, სასარგებლო ფორმულა.

ნიმუში 2 :

ინვესტირებულია 2 000 ლარი 7% ნომინალური საპროცენტო განაკვეთით, კაპიტალიზაცია


წელიწადში ორჯერ.

1) გამოთვალეთ თანხის გაორმაგების დრო ფორმულის საშუალებით;


2) გამოთვალეთ თანხის გაორმაგების დრო 72-ის წესის საშუალებით.

ამოხსნა:

𝟒𝟎𝟎𝟎 = 𝟐𝟎𝟎𝟎(𝟏 + 𝟎. 𝟎𝟑𝟓)𝟐𝒏


𝒏 ≈ 𝟏𝟎. 𝟎𝟕𝟒

ან ჯერ ვიპოვოთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და ისე გამოვთვალოთ დრო


72-ის წესისთვის ჯერ გამოვთვალოთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი:

𝒊𝒆 = (𝟏 + 𝟎. 𝟎𝟑𝟓)𝟐 − 𝟏 ≈ 𝟎. 𝟎𝟕𝟏𝟐𝟐𝟓

და შემდეგ დრო:

𝟕𝟐
𝒏= ≈ 𝟏𝟎. 𝟏𝟎𝟖𝟖𝟏
𝟕. 𝟏𝟐𝟐𝟓

მათთვის, ვისაც აინტერესებს

რატომ 72?

ვთქვათ განვახორციელეთ 1 ლარის ინვესტირება. ჩვენი მიზანია, განვსაზღვროთ, რა დრო


დასჭირდება 1 ლარის გაორმაგებას გარკვეული საპროცენტო განაკვეთით.

გამოვიყენოთ

𝑭𝑽𝒏
𝒍𝒏( )
𝒏= 𝑷𝑽
𝒍𝒏 (𝟏 + 𝒊)
ფორმულა:
𝑭𝑽
𝒍 𝒏 ( 𝒏)
𝒏= 𝑷𝑽 = 𝒍 𝒏(𝟐) ≈ 𝟎. 𝟔𝟗𝟑
𝒍𝒏 (𝟏 + 𝒊) 𝒍𝒏 (𝟏 + 𝒊) 𝒍𝒏 (𝟏 + 𝒊)

მათემატიკის კურსიდან ცნობილია, რომ


𝒍𝒏 (𝟏 + 𝒙)
𝐥𝐢𝐦 = =𝟏
𝒏→∞ 𝒙
(ამ ტოლობის დამტკიცება სცდება კურისის ფარგლებს )აღნიშნულის გათვალისწინებით,

𝟎. 𝟔𝟗𝟑 𝒊 𝟎. 𝟔𝟗𝟑 𝟎. 𝟔𝟗𝟑 𝒊 𝟎. 𝟔𝟗𝟑


𝒏≈ = × = × =
𝐥 𝐧(𝟏 + 𝒊) 𝒊 𝐥 𝐧(𝟏 + 𝒊) 𝒊 𝐥 𝐧(𝟏 + 𝒊) 𝒊

შევნიშნოთ, რომ ფორმულის გამოყვანის შემდეგ მივიღებთ 69.3-ს და არა 72-ს. მიუხედავად
ამისა, 72 გამოიყენება სიმარტივისთვის (72 -ს აქვს მეტი გამყოფი).

69.3-ის და 69-ის წესები ასევე არის ინვესტიციის გაორმაგების დროის შეფასების


მეთოდები. 69.3-ის წესი ითვლება უფრო ზუსტად, ვიდრე 72-ის წესი, მაგრამ შეიძლება
ბევრად უფრო პრობლემური იყოს გამოთვლა. ამიტომ, ინვესტორებს, როგორც წესი,
ურჩევნიათ გამოიყენონ 69-ის ან 72-ის წესი, ვიდრე 69.3-ის წესი.

69, 69,3 და 72-ის წესების გაორმაგების დროის შედარება რეალურ წლებთან:

საპროცენტო 72-ის წესით 69.3-ის წესით 69-ის წესით რეალური


განაკვეთი გამოთვლილი გამოთვლილი გამოთვლილი წლების
წლების წლების წლების რაოდენობა
რაოდენობა რაოდენობა
რაოდენობა
სავარჯიშოები:

1. მამუკას დეპოზიტზეა 4000 ლარი. ანგარიშის ეფექტური საპროცენტო განაკვეთია i = 6,5%


. რა დროში გაორმაგდება ანგარიშზე არსებული თანხა?

2. ილიამ განახორციელა გარკვეული ინვესტიცია წლიური 10% სარგებლის პირობით. რამდენ


წელიწადში გაორმაგდება ილიას ინვესტიცია?

3. ლიკამ შემნახველ ანგარიშზე განათავსა გარკვეული თანხა, ყოველთვიური


კაპიტალიზაციით, 8% ნომინალური საპროცენტო განაკვეთით. რა დროში გაორმაგდება
მის ანგარიშზე არსებული თანხა?

4. ანგარიშზეა 100 ლარი, ნომინალური საპროცენტო განაკვეთი i = 18 % , კაპიტალიზაცია

ხდება ექვს თვეში ერთხელ. რა დროში გაორმაგდება ანგარიშზე არსებული თანხა?

5. ანგარიშზეა 1500 ლარი. რა დროში გაორმაგდება ეს თანხა, თუ კაპიტალიზაცია ხდება


ყოველთვიურად და წლიური საპროცენტო განაკვეთია i = 8% ?

6. ნინოს ანგარიშზეა 4 200 ლარი, კაპიტალიზაცია ხდება ყოველკვარტლურად, ხოლო

წლიური საპროცენტო განაკვეთია i = 7% . რა დროში გაორმაგდება ნინოს დეპოზიტზე


არსებული თანხა?
1.9 მათთვის, ვისაც აინტერესებს - უწყვეტი დარიცხვა

გავიხსენოთ პერიოდული დარიცხვის ფორმულა:


𝒊 𝒏𝒑
𝑭𝑽 = 𝐏𝑽 (𝟏 + 𝒑) ,

𝒊 𝟏
შემოვიტანოთ აღნიშვნა: 𝒑
=𝒙

და გადავწეროთ ეს ფორმულა ახალი აღნიშვნის გათვალისწინებით:


𝒏𝒊
𝒊 𝒏𝒑 𝟏 𝒏𝒊𝒙 𝟏 𝒙
𝑭𝑽 = 𝐏𝑽 (𝟏 + 𝒑) = 𝐏𝑽 (𝟏 + 𝒙) = 𝐏𝑽 ((𝟏 + 𝒙) ) .

მათემატიკის კურსიდან ცნობილია:

( )
x
lim 1 + 1x = e = 2.7182818...
x→

თუ დარიცხვის პერიოდი გაიზრდება (უსასრულოდ) და თუ გავითვალისწინებთ მოცემულ


ფორმულას, მივიღებთ ფორმულას უწყვეტი დარიცხვისთვის:

𝑭𝑽 = 𝐏𝑽 𝒆𝒏𝒊 ,

სადაც

𝑭𝑽 - არის 𝒏 წელიწადში უწყვეტი დარიცხვის შედეგად დაგროვებული თანხა


𝐏𝑽 - საწყისი თანხა

𝒆 - ნეპერის რიცხვი

𝒏 - წლების რაოდენობა

𝒊 - ნომინალური წლიური საპროცენტო განაკვეთი

რაც უფრო ხშირად ერიცხება თანხას სარგებელი წელიწადში, მით უფრო დიდია მომავალი
ღირებულება წლის ბოლოს. მაქსიმალური შესაძლო მნიშვნელობის მიღწევა შესაძლებელია
უწყვეტი დარიცხვით.

ნიმუში:

ინვესტირებულია 3 000 000 ლარი 7% ნომინალური განაკვეთით, უწყვეტი დარიცხვით. რა


თანხა დაგროვდება 5 წელიწადში?

𝑭𝑽 = 𝟑 000 000 𝑒 0.07×5≈ 4 257 203₾

5 წელიწადში დაგროვდება 4 257 203 ლარი.


სავარჯიშოები:

1. ინვესტირებულია 2658 ევრო ნომინალური საპროცენტო განაკვეთით 9% უწყვეტი


კაპიტალიზაციით. რა იქნება ანგარიშის ბალანსი 15 წლის შემდეგ?

2. ინვესტირებულია 6154 დოლარი ნომინალური საპროცენტო განაკვეთით 8%


უწყვეტი კაპიტალიზაციით. რა იქნება ანგარიშის ბალანსი 10 წლის შემდეგ?

3. ინვესტირებულია თანხა ნომინალური საპროცენტო განაკვეთით 2.63%, უწყვეტი


კაპიტალიზაციით. 15 წლის შემდეგ ბალანსი აღწევს 1 912.41 ლარს. რა თანხა იყო
საწყისი ინვესტიცია?

4. ინვესტირებულია თანხა ნომინალური საპროცენტო განაკვეთით 6,79%, უწყვეტი


კაპიტალიზაციით. 20 წლის შემდეგ ბალანსი აღწევს 14 037.16 ლარს. რა თანხა იყო
საწყისი ინვესტიცია?

You might also like