You are on page 1of 9

ფარდობა, პროპორცია

ანაბარი და
ინვესტირება
ავტორი: გურამ გორგაძე
ანაბარი/დეპოზიტი
ანაბარი ეს არის მომხმარებლის მიერ ბანკში გარკვეული პერიოდით ან
უვადოდ განთავსებული თანხა, რომელსაც ერიცხება საპროცენტო
სარგებელი. არსებობს ვადიანი, ზრდადი და მოთხოვნამდე ანაბრები.
შესაძლოა სარგებელი მიმდინარე ანგარიშებსაც დაერიცხოს. როგორც
წესი, კომერციული ბანკები ანაბრის სინონიმად იყენებენ დეპოზიტს. რაც
უფრო დიდია დეპოზიტის ვადა, მით უფრო მაღალია საპროცენტო
განაკვეთი. 

ინვესტირება
ფინანსური ინვესტიცია, მოგების ან სხვა ეკონომიკური ეფექტის მიღების
მიზნით ფულის ან კაპიტალის (ქონების) დაბანდებაა. თანხის გონივრული
განკარგვა გონივრულ ინვესტირებასაც გულისხმობს. ინვესტირება ეს არის
საშუალება, დღევანდელი შემოსავლები სამომავლო მოგების წყაროდ
ვაქციოთ.
მე პროექტით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად ავირჩიე
თიბისი ბანკი.
სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკი საქართველოში დაფუძნდა 1992
წელს.
2018 წელს თიბისი სოციალური მედიის მარკეტინგსა და სერვისებში,
მსოფლიოში, საუკეთესო ბანკად დასახელდა.
თიბისი ბანკი გვთავაზობს სხვადასხვა სახის მომსახურებას:
ანაბარი ,,ჩემი მიზანი“;
ანაბარი ,,ჩემი სეიფი“;
საბავშვო ანაბარი;
შემნახველი ანაბარი (ვადიანი, უვადო) და ა. შ.

ბანკის თანამშრომელთან კონსულტაციით გავარკვიე, რომ ჩემს


ანაბარზე მოგების დარიცხვა შეიძლება მოხდეს მარტივი პროცენტით
--- რაც ნიშნავს: ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში თანხაზე
პროცენტის დარიცხვა ხდება ერთჯერადად, ვადის გასვლისას.
-- მარტივია ასევე დარიცხვის სქემა, როდესაც პროცენტის დარიცხვა
ხდება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში რამდენჯერმე, მაგრამ
პროცენტი გამოანგარიშდება მხოლოდ ძირ თანხაზე.
ანაბარზე პროცენტის დარიცხვა შეიძლება მოხდეს ასევე
რთული პროცენტით; პროცენტის დარიცხვის მეთოდი რთულია, თუ
წლიური საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა ხდება პერიოდის
განმავლობაში რამდენჯერმე და ამასთან, ყოველი შემდეგი დარიცხვა
ხდება ძირ თანხასა და უკვე დარიცხული პროცენტის ჯამზე.
1) დავაბანდე ბანკში 5000 ლარი 9 წლის ვადით, მარტივი დარიცხვის მეთოდით
-
-საპროცენტო განაკვეთით -- 9%.
ხელშეკრულების თანახმად 9 წლის შემდეგ მოგება იქნება:
5000*9%*9 წელი = 450*9 = 4050 ლარი
ბანკიდან სულ გამოვიტან:
5000+4050=9050 ლარს
საწყის თანხასთან მიმართებით მივიღე:
9050 ლარი 5000-თან მიმართებაში არის 181%
181% - 100% = 81% --- მოგება.

2) დავაბანდე საინვესტიციო ბანკში 5000 ლარი 9 წლის ვადით, რთული


დარიცხვის
მეთოდით -- საპროცენტო განაკვეთით --- 8%.
ხელშეკრულების თანახმად 9 წლის შემდეგ მოგება იქნება:
საპროცენტო განაკვეთი გამოითვლება ძირი თანხიდან და დარიცხული
პროცენტებიდან;
-- პირველი წლის ბოლოს ანაბარზე იქნება -- 5000 + 5000 * 8% = 5400
ლარი.
-- მეორე წლის ბოლოს -- 5400 + 5400 * 8% = 5832 ლარი.
-- მესამე წლის ბოლოს -- 5832 + 5832 * 8% = 6298 ლარი
-- მეოთხე წლის ბოლოს -- 6298 + 6298 * 8% = 6802 ლარი
-- მეხუთე წლის ბოლოს -- 6802 + 6802 * 8% = 7346 ლარი
-- მეექვსე წლის ბოლოს -- 7346 + 7346 * 8% = 7934 ლარი
-- მეშვიდე წლის ბოლოს -- 7934 + 7346 * 8% = 8569 ლარი
-- მერვე წლის ბოლოს -- 8569 + 8569 * 8% = 9254 ლარი
-- მეეცხრე წლის ბოლოს -- 9254 + 9254 * 8% = 9995 ლარი
რთული პროცენტი იანგარიშება ფორმულით:
K(t) = k(0) x (1 + p)^t
• K (t) – საბოლოო თანხა ანაბრის პერიოდის ბოლოს
• K (0) – თანხა, რომლის დეპოზიტზე შეტანასაც გეგმავ
• P – საპროცენტო განაკვეთი (მაგალითად, 5% უნდა მიუთითო, როგორც
0.05)
• t – დეპოზიტის (სარგებლის დარიცხვის) ვადა.
9
-- ჩემს შემთხვევაში 9 წლის შემდეგ მივიღებ --- 5000*(1+0.08) = 9995.023
ლარი
-- მოგება საწყის თანხასთან შედარებით -- 9995 – 5000 = 4995 ლარი
-- მოგება პროცენტებში - 5000 --- 100
4995 --- X X = 99.9%

3) თუ დავაბანდებ ბანკში 5000 ლარს 10 წლის ვადით, --


საპროცენტო განაკვეთით --- 9%, მაშინ
-- მარტივი დარიცხვის მეთოდით, ხელშეკრულების თანახმად,
-- 10 წლის შემდეგ ავიღებ 5000 + 5000 * 9% * 10 = 9500 ლარს
-- მოგება -- 9500 – 5000 = 4500 ლარი
-- მოგება პროცენტებში -- 5000 – 100
4500 – x x=90%
4) თუ დავაბანდებ საინვესტიციო ბანკში 5000 ლარს 10 წლის ვადით, --
საპროცენტო განაკვეთით --- 9%, მაშინ
რთული დარიცხვის მეთოდით, ხელშეკრულების თანახმად,
10
-- 10 წლის შემდეგ ავიღებ 5000 * (1+0.09) = 5000 * 2.37 = 11850 ლარს
-- მოგება - 11850 – 5000 = 6850 ლარი
-- მოგება პროცენტებში -- 5000 --- 100
6850 --- X X= 137%

5) -- თანხის დაბანდება საინვესტიციო ბანკში ( მიუხედავად დაბალი


საპროცენტო განაკვეთისა - 8%) უფრო მომგებიანია - 99.9%, ვიდრე
ჩვეულებრივ ბანკში (9%-იანი განაკვეთის შემთხვევაში) – 81%.
-- 99.9% - 81% = 18.9% - სარგებელია.
6) --თანხის დაბანდება -- ერთნაირი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში
(9%), ერთნაირი ვადით (10 წლით) საინვესტიოციოში უფრო მომგებიანია --
137%,
ვიდრე ბანკში - 90%.
-- 137% - 90% = 47% --- სარგებელია.

მადლობა
ყურადღებისთვის!

You might also like