You are on page 1of 11

1

თემა: ძირითადი საშუალებების აღრიცხვა

1. ძირითადი საშუალებების კლასიფიკაცია

ძირითადი საშუალებები არის მატერიალური აქტივები, რომლებიც:


 იმყოფება საწარმოს განკარგულებაში და გამოიყენება: საქონლის წარმოებისა და
მომსახურების გასაწევად, იჯარით გასაცემად ან ადმინისტრაციული
მიზნებისათვის; და
 გათვალისწინებულია ერთ საანგარიშგებო პერიოდზე მეტი ხნით გამოსაყენებლად.
გრძელვადიან აქტივებს (ანუ, ძირითად საშუალებებს) მიეკუთვნება:
 მიწა;
 შენობა–ნაგებობები
 მანქანა და მოწყობილობები;
 სატრანსპორტო საშუალებები;
 სამეურნეო ინვენტარი და ინსიტრუმენიები;
 ოფისის აღჭურვილობა.

2. ძირითადი საშუალებების აღიარება და ღირებულების განსაზღვრა

ძირითადი საშუალებები აღიარებულ უნდა იქნას აქტივად, თუ:


ა) მოსალოდნელია, რომ საწარმო მომავალში ამ აქტივის გამოიყენებით მიიღებს
ეკონომიკურ სარგებელს; და

ბ) შესაძლებელია აქტივის ღირებუოების საიმედო შეფასება.


ძირითადი საშუალებების მიღებისდროინდელი (პირვანდელი) ღირებულების შეფასება
ხდება მისი თვითღირებულებიდან გამომდინარე, მაგრამ თვითღირებულების კომპონენტები
განსხვავებულია სხვადასხვა გარემოების გამო. კერძოდ, მასზე გავლენას ახდენს შეძენისა და
შექმნის პირობები.

მაგაოითად, საწარმომ შეიძინა კომპიუტერი:


 მომწოდებლისათვის გადახდილია (ნასყიდობის ფასი) – 1500 ლარი
 ამის გარდა: ტრანსპორტირების ხარჯი შეადგენს – 200 ლარს
 კომპიუტერის დამონტაჟების ხარჯები – 100 ლარია
 საბაჟო გადასახადები – 150 ლარია
 სულ: 1950 ლარი

აქედან გამომდინარე, კომპიუტერის შეძენის თვითღირებუოება ტოლი იქნება:


(1500+200+100+150) = 1950 ლარი.
2

თუ ძირითადი საშუალების შეძენა ხორციელდება ფასდათმობის პირობით და თუ


მყიდველის მიერ ეს ფასდათმობა მიღებული იქნება, მაშინ ძირითადი საშუალების
თვითღირებულება განისაზღვრება ფასდათმობის გათვალისწინებით.

მაგალითად, საწარმომ შეიძინა ჩარხი, რომლის ნასყიდობის ღირებულება 3000 ლარია.


ხელშეკრულება ითვალისწინებს 10%–იან ფასდათმობას (ე.ი. 3000 * 0,1 = 300 ლარს)
– ტრანსპორტირების ხარჯები შეადგენენ – 150 ლარს
– დამონტაჟების და მუშა მდგომარეობაში
მოყვანის ხარჯები – 180 ლარს.
მყიდველის მიერ მიღებულია ფასდათმობა (ანუ, თანხა გადახდილია ფასდათმობის
პერიოდში). აქედან გამომდინარე, ჩარხის შეძენის თვითღირებულება შეადგენს:

– ნასყიდობის ფასი (3000 – 300) – 2700 ლარი


– ტრანსპორტირების ხარჯები – 150 ლარს
– დამონტაჟების ხარჯები – 180 ლარს
სულ თვითღირებულება – 3030 ლარი

თუ ძირითადი საშუალება შეძენილია კრედიტით მაშინ, შეძენილი ძირითადი საშუალების


ნასყიდობის ფასი უნდა განისაზღვროს გარიგების შესაბამისად გადასახდელი თანხის
მიმდინარე ღირებულებით (PVA).

მაგალითად, საწარმომ შეიძინა სატვირთო მანქანა 10000 ლარად. აქედან, იმავდროულად


გადაიხადა 5000 ლარი, ხოლო დანარჩენი (5000 ლარს) გალაიხდის 5 წლის განმავლობაში,
ყოველწლიურად 1000 ლარის ოდენობით.
მანქანის თვითღირებულება შეადგენს:
– იმავდროულად გადახდილი თანხა – 5000 ლარი
– გადასახდელი თანხის მიმდინარე ღირებულება
( 1000 * 3,605) – 3605 ლარი
სულ – 8605ლარი

– ძირითადი საშუალებების შეძენა

ძირითადი საშუალებების შეძენა შეიძლება მოხდეს ნაღდი ფულის გადახდით, განვადებით,


სხვა აქტივებზე გაცვლით და სხვა.
აქედან გამომდინარე, შეძენილი ძირითადი საშუალებების თვითღირებულების
კომპონენტები შეიძლება განსხვავებული იყოს.
ზოგადი მიდგომით (სტანდარტის მიხედვით) ძირითადი საშუალებების თვითღირებულება
უნდა შეიცავდეს:
– აქტივის ნასყიდობის ფასს;
3

– იმპორტთან და შეძენასთან დაკათშირებულ ყველა გადასახადებს;


– აქტივის ტრანსპორტირებასთან და მის მუშა მდგომარეობაში მოყვანასთან
დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა ხარჯებს.

3. ძირითადი საშუალებების მიღების აღრიცხვა

ძირითადი საშუალებების ბუღალტრული აღრიცხვისათვის გამოიყენება ანგარიშები: 2100


ჯგუფის, ე.წ. „ძირითადი საშუალებები“.

ძირითადი საშუალებების მიღების ბუღადტრული გატარებები:

– შეძენა ღირებულების იმავდროული გადახლით

დ. – ძირითადი საშუალებები
კ. – ფულადი საშუალებების ანგარიში

– შეძენა კრედიტით (მომდევნო გალახდის პირობით)

კრედიტით შეძენის გარიგება გულისხმობს მომწოდნბლისათვის თანხის გადახდას


შეძენიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთბაშად ან თანდათანობით. ყველა შემთხვევაში
შეძენილი ძირითადი საშუალების ნასყიდობის ფასი უნდა განისაზღვროს გადასახდელი
თანხის მიმდინარე ღირებულებით ( PVA).

დ. – ძირითადი საშუალებები
კ. – მოწოდებიდან და მომსახურებიდან
წარმოქმნილი ვალდებულებები

ძირითადი საშუალებების საკუთარი ძალების შექმნის შემთხვევაში, საწარმოს მიერ


შექმნილი აქტივის ღირებულების განსაზღვრა ხდება შეძენილი აქტივის ანალოგიურად
(აფასებს თვითღირებულებით). შექმნის (დამზადების) პერიოდში გაწეული ხარჯები
აისახება გატარებით:

დ. 2120 – დაუმთავრებელი მშენებლობა


კ. – დახარჯული რესურსების სათანადო
ანგარიშები (1620; 3130 ...)

სამუშაოების დასრულებისას ხდება ძირითადი საშუალებების ბალანსზე აყვანა გატარებით:

დ. 2100 – ძირითადი საშუალებები


კ. 2120 – დაუმთავრებელი მშენებლობა
4

4. ძირითადი საშუალებების ცვეთა

ბუღალტრული აღრიცხვის რეალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, აუცილებელია


ძირითადი საშუალებების ღირებულება ყოველწლიურად მიეკუთვნოს საწარმოს ხარჯებს.

ჩნდება ძირითადი საშუალებების მოხმარებული ღირებულების განსაზღვრის


აუცილებლობა. იგი ცვეთის (ამორტიზაციის) ნორმიდან გამომდინარე იანგარიშება.

ცვეთის გამოანგარიშების უმთავრეს ბაზას ძირითადი საშუალების პირვანდელი


ღირებულება წარმოადგენს.

თანხას, რომელიც ძირითადი საშუალების მომსახურების ვადის გასვლის შემდეგ მისი


გაყიდვიდან ან ლიკვიდაციიდან იქნება მიღებული, სალიკვიდაციო ღირებულება ეწოდება.

ძირითადი საშუალების პირვანდელ ღირებულებასა და სალიკვიდაციო ღირებულებას შორის


სხვაობა წარმოადგენს ცვეთად ღირებულებას.

ძირითადი საშუალებების ცვეთის გეგმის შესადგენად აუციდებელია ცვეთის მეთოდის


შერჩევა.

სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად სააღრიცხვო პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება:

1. ღირებულების წრფივი მეთოდი;


2. შესრულებული სამუშაოს მოცულობის პროპორციულად ცვეთის მეთოდი.

ეს მეთოდები მიეკუთვნება ნორმალური ცვეთის მეთოდებს.

წრფივი ცვეთის მეთოდი გულისხმობს ობიექტის ღირებულების თანაბარზომიერად


ჩამოწერას მისი მომსახურების პერიოდში.
ამ მეთოდის ფორმულა:

პირვანდელი ღირებულება – სალიკვიდაციო ღირებულება


წლიური ცვეთა = ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მომსახურების ვადა

აქედან, ყოველწლიური ცვეთის ნორმა (%) შეადგენს:


1
წლიური ცვეთის ნორმა (%) = Х 100
მომსახურების ვადა (წელი)

თუ მივიღებთ, რომ (1) – არის ცვეთადი ღირებულება.


5

მაგალითად, საწარმომ შეიძინა ჩარხი 10000 ლარად (ეს მისი პირვანდელი ღირებულება);
მომსახურების ვადა ნავარაუდევია 5 წლის ხანგრძლივობით; მისი სალიკვიდაციო
ღირებულება გათვალისწინებულია 1000 ლარის ოდენობით.

მოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით:

10000 – 1000 9000


წლიური ცვეთის ნორმა = ––––––––––– = –––––––––– = 1800 ლარი/წელიწადში
5 5

ან ჩვენი მაგალითიდან: ( 1/5 ) Х 100 = 20%; 9000 Х 0,2 = 1800= ლარი.

შესრულებული სამუშაოს მოცულობის პროპორციულად ცვეთის მეთოდი. ეს მეთოდი


ითვალისწინებს მხოლოდ ექსპლუატაციის შედეგის გავლენას ცვეთაზე. მისი ფორმულა
შეიძლება წარმოვიდგინოთ:

ცვეთა პროდუქციის პირვანდელი ღირებულება – სალიკვიდაციო ღირებულება


ერთეულზე =
პროდუქციის წარმოების სავარაუდო მოცულობა

წლიური ცვეთის ნორმა = (ცვეთა პროდუქციის ერთეულზე) х (ნაწარმის რაოდენრბა)

მაგალითად, საწარმომ შეიძინა ჩარხი 10000 ლარად (ეს მისი პირვანდელი ღირებულებაა);
მომსახურების ვადა ნავარაუდევია 5 წლის ხანგრძლივობით; ნავარაუდევია, რომ
ექსპლუატაციის დასრულებისას საწარმო გაყიდის ჩარხს 1000= ლარად.
დავუშვათ, რომ აღნიშნუოი ძირითადი საშუალების მომსახურების ვადაში წარმოებული
იქნება ნაწარმის 10000 ერთეული. მათ შორის: 1 წელს – 1900 ერთეული; 2 წელს – 2100
ერთეული; 3 წელს – 1800 ერთეული; 4 წელს – 2200 ერთეული და 5 წელს – 2000 ერთეული.
მაშინ, შესრულებული სამუშაოს მოცულობის პროპორციულად ცვეთის მეთოდის
ფორმულიდან გამომდინარე:

ცვეთა პროდუქციის
10000 – 1000 9000=
ერთეულზე = = = 0.90 ლარი/ერთ.
10000 ერთ. 10000 ერთ.

1 წლის ცვეთის ნორმა = 0,90 * 1900 = 1710= ლარი

ამასთან, სტანდარტი ითვალისწინებს დაჩქარებული ცვეთის მეთოდების გამოყენებას:


6

3. რიცხვთა ჯამის მიხედვით ცვეთის (ჯამური) მეთოდი;


4. შემცირებული ნაშთის, ანუ ცვეთის გაორმაგებული ნორმის მეთოდი.

დაჩქარებული ცვეთის მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ძირითად საშუალებას


ექსპლუატაციის დასაწყისში უფრო მეტი ცვეთა ერიცხება, ვიდრე მომსახურების ვადის
ბოლოს.

გაორმაგებული ნორმის მეთოდი იყენებს წრფივი მეთოდით დადგენილი ცვეთის ნორმას,


რომელიც მრავლდება ორზე (ორმაგდება) ან გამოიყენება სხვა მყარი განაკვეთი და ამ
ნორმით ხდება ცვეთის წლიური დადგენა შემცირებული ნაშთიდან ( ნარჩენი
ღირებულებიდან).

წლიური ცვეთის ნორმა (გაორმაგებული) = ცვეთის ნორმა (%) x 2

ჩვენი მაგალითიდან გამომდინარე:


1
წლიური ცვეთის ნორმა = ––––––x 2 = 0,2 x 2 = 0,4
5

პირველი წლის ცვეთის ნორმა = (10000 * 0,4) = 4000 ლარი

მეორე წლის ცვეთის ნორმა = (10000 – 4000) * 0,4 = 2400 ლარი და ა.შ.

ძირითადი საშუალების ცვეთა აღირიცხება 2200 ჯგუფის ანგარიშებში, დარიცხული ცვეთის


აკუმულირება ხდება ამ ანგარიშის კრედიტში.

– ცვეთის დარიცხვა

დ. 7170/7455 – ცვეთა და ამორტიზაცია


კ. 2200 – ძირითადი საშუალებების ცვეთა

5. ძირითადი საშუალებების გასვლა

ძირითადი საშუალებების გასვლის მიზეზის მიუხედავად (გაყიდვა, გაცვლა, ჩამოწერა და


სხვა) იგი, ყველა შესთხვევაში, აღრიცხვიდან უნდა მოიხსნას შესაბამისი ანგარიშიდან.
იმავდროულად ჩამოიწერება მოცემული აქტივის გამოყენების პერიოდში დაგროვილი
ცვეთის თანხა.
ძირითადი საშუალების გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მოგების ან ზარალის მიღება.

ძირითად საშუალებებთან დაკავშირებული შემოსავალი და ხარჯი წარმოადგენს


არასაოპერაციო შემოსავალებსა და ხარჯებს.

ძირითადი საშუალებების გასვლის ტიპიური ბუღალტრული გატარებები:


7

– ძირითადი საშუალებების გაყიდვა

დ. 2200 – ძირითადი საშუალებების ცვეთა


დ. – ფულადი საშუალებები (ან მოთხოვნები
მიწოდებიდან და მომსახურებილან)
კ. 2100 – ძირითადი საშუალებები

6. ძირითადი საშუალებების გადაფასება

ძირითადი საშუალებების ღირებულება გამოყენების პერიოდში ექვემდებარება გადასინჯვას


(გადაფასებას). იმისათვის, რომ ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება არ
განსხვავდებოდეს მათი რეალური ღირებულებისაგან ბალანსის შედგენის თარიღისათვის
რეგულარულად უნდა ტარდებოდეს გადაფასება.

ძირითადი საშუალებების საწყისი შეფასების შემდგომ პერიოდში ბასს–ის თანახმად


დაშვებულია გადაფასების ორი მეთოდის გამოყენება:

– საბაზისო (სტანდარტული); და
– ალტერნატიული.

საბაზისო (სტანდარტული) მეთოდის მიხედვით ძირითადი საშუალების ესა თუ ის ობიექტი


ბალანსში უნდა აისახოს პირვანდელი ღირებულებით, რომელიც შემცირებულია ცვეთის
თნხით, ანუ ხდება ცვეთის თნხის ელიმინირება.

მაგალითად: საწარმოს გააჩნია ძირითადი საშუალება, რომლის პირვანდელი ღირებულება –


10000= ლარია, ცვეთა – 2000= ლარია. სხვა გარემოებები არ არსებობს. აღნიშნული აქტივი
საბაზისო (სტანდარტული) მეთოდის გამოყენებით ბალანსში უნდა აისახოს 8000= ლარად
(ნარჩენი ღირებულებით) – (10000 – 2000) შემდეგი ბუღალტრული გატარებით:

- ცვეთის თნხის ელიმინირება

დ. 2200 – ძირითადი საშუალებების ცვეთა – 2000=


კ. 2100 – ძირითადი საშუალებები – 2000=

კითხვარი:
1. განმარტეთ, რა მიეკუთვნება გრძელვადიან აქტივებს (ძირითად საშუალებებს).
2. განმარტეთ, რას შეიცავს ძირითადი საშუალებების თვითღირებულება.
3. განმარტეთ, რა არის ძირითადი საშუალებების პირვანდელი, სალიკვიდაციო და
ნარჩენი ღირებულება.
4. განმარტეთ, რას მიეკუთვნება მოხმარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება;
ცვეთის გამოანგარიშების ბაზა.
8

5. განმარტეთ, ცვეთის ნორმის დადგენის მეთოდები და ასახეთ ცვეთის დარიცხვა


ბუღალტრული გატარებით.
6. განმარტეთ, ნორმალური ცვეთის ნორმის დადგენის მეთოდები (გაანგარიშების
ფორმულებით).
7. განმარტეთ და ასახეთ ბუღალტრული გატარებით ძირითადი საშუალებების მიღების
და გასვლის (ჩამოწერის) ოპერაციები.
8. განმარტეთ, როგორ ხდება ძირითადი საშუალებების აღიარება და ბალანსზე აყვანა.
ასახეთ ბუღალტრული გატარებით.

ლიტერატურა:
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება., რ. ძაძამია.,
რ.ჟორჯოლიანი., თბ., ბაფი., 2008წ.
9

დანართი - სიტუაციური მაგალითები

ძირითადი საშუალებების თვითღირებულების განსაზღვრა და ბალანსზე აყვანა


საწარმომ შეიძინა დანადგარი, რომლის ღირებულება 10000= ლარი. გარიგების თანახმად, თუ
მყიდველი გადაიხდის საფასურს 5 დღეში, ისარგებლებს 10 %-იანი ფასდათმობით. საწარმომ
გამოიყენა ფასდათმობა. საწარმომდე ტრანსპორტირების ხარჯებმა შეადგინეს 500= ლარს,
მონტაჟის (აწყობის) ხარჯებმა - 1000= ლარი - ყველა თანხა გადახდილია.

გაანგარიშებები (თვითღირებულების) - პირვანდელი, მიღებისდროინდელი ღირებულების:

 დანადგარის შეძენის ფასი შეადგენს:

ღირებულება 10000=
მინუს
ფასდათმობა - 10% 1000=
შეძენის ფასი 9000=

 დანადგარის მუშა მდგომარეობაში მოსაყვანად გაწეული ხარჯები:

ტრანსპორტირების ხარჯები 500=


მონტაჟის (აწყობის) ხარჯები 1000=
სულ, ხარჯი 1500=

 დანადგარის თვითღირებულება - 10500=

9000 + 1500 = 10500=

გატარებებით ასახვა:

- დანადგარის შეძენა ფასდათმობით:

დ. 2150 - 9000=
კ. 1110/1210 - 9000=

- ტრანსპორტირების ხარჯები:

დ. 8290 - 500=
კ. 1110/1210 - 500=
10

- მონტაჟის (აწყობის) ხარჯები

დ. 8290 - 1000=
კ. 1110/1210 - 1000=
- ხარჯების გადატანა ძირითადი საშუალებების (დანადგარის) ანგარიშზე

დ. 2150 - 1500=
კ. 8290 - 1500=

ძირითადი საშუალებების ცვეთის დარიცხვა

საწარმოს ბალანსზე ირიცხება დანადგარი (ანგ. 2150), რომლის საწყისი (პირვანდელი)


ღირებულება 10500= ლარი; სალიკვიდაციო ღირებულება - 500= ლარია; მომსახურების ვადა
- 5 წელი.
 გამოიანგარიშეთ ცვეთა და მოახდინეთ ცვეთის დარიცხვის გატარება 1-ლი და მე-2
წლის;
 2 წლის შემდეგ მოახდინეთ დანადგარის რეალიზაცია 4000= ლარად (თანხა
გადახდილია) - ასახეთ გატარებით.

ა) წლიური ცვეთის ნორმის გაანგარიშება წრფივი მეთოდით:

 დანადგარის საწყისი (პირვანდელი) ღირებულება 10500= ლარი


 სალიკვიდაციო ღირებულება - 500= ლარი
 ცვეთადი ღირებულება - (10500 – 500 = 10000=)
 წლიური ცვეთის ნორმა: 10000/5 წელი = 2000= ლარი წელიწადში.

გატარებით ასახვა:

- 1-ლი წლის ცვეთის დარიცხვა

დ. 7170 - 2000=
კ. 2250 - 2000=

- მე-2 წლის ცვეთის დარიცხვა

დ. 7170 - 2000=
კ. 2250 - 2000=

სულ, 2 წლის დაგროვილი ცვეთა (ანგ. 2250) შეადგენს (2000 + 2000) = 4000= ლარს

დანადგარის გაყიდვა (რეალიზაცია) 2 წლის შემდეგ (ბალანსიდან ჩამოწერა):

დ. 1110/1210 - 4000=
დ. 2250 - 4000=
11

დ. 8290 (ზარალი) - 2500=


კ. 2150 - 10500=

You might also like