You are on page 1of 4

შპს „ჯინსების თაობა“ კერავს ჯინსის შარვლებს.

კომპანია, საქმიანობიდან გამომდინარე, დაყოფილია 2 დეპარტამენტად: მასალის


დამუშავების და შეკერვის.

კომპანია დანახარჯების კლასიფიკაციის მარტივ (Simple) სისტემას იყენებს და მთლიან


საწარმოო ზედნადებს მთლიანი პირდაპირი დანახარჯების ბაზაზე ანაწილებს.

ცხრილში მოცემულია 2019 წლისათვის საბიუჯეტო გათვლები:

მასალის დამუშავების შეკერვის


დეპარტამენტი დეპარტამენტი
შეკვეთილი პარტიების რაოდენობა 4500
პირდაპირი ნედლეული (2 სახის):
1) ქსოვილი (მეტრებში) 140,000 15,000
2) ძაფი (ხვიებში) 2,500 10,000
პირდაპირი შრომის საათები 11,500 13,250
მანქანა საათები 7,550 1,980
ზედნადები დანახარჯები (ლარებში):
დანახარჯი ხარისხის კონტროლზე 35,000 45,000
არაპირდაპირი ნედლეული 87,000 41,000
დანახარჯი საკერავი მანქანების
19,100 18,000
შეკეთებასა და დაზღვევაზე
კომუნალური დანახარჯები 51,000 49,000
დანახარჯი საწარმოს
60,000
ადმინისტრირებაზე

კომუნალური დანახარჯები და დანახარჯი საწარმოს ადმინისტრირებაზე საერთოა ორივე


დეპარტამენტისათვის.

ბიუჯეტური პირდაპირი დანახარჯების დასათვლელად ბუღალტერმა შემდეგი სავარაუდო


მონაცემებით იხელმძღვანელა:

დასახელება სავარაუდო ფასი (ლარებში)


ქსოვილი (1 მეტრი) 4.5
ძაფი (1 ხვია) 1.5
დასაქმებულების ანაზღაურება პირდაპირი შრომის 1 საათზე 6

2019 წლის მაისში მოქალაქე აკა მორჩილაძემ „ჯინსების თაობას“ ერთი შეკვეთა მისცა. ამ
შეკვეთების შესრულებაზე გაწეული ხარჯების და სხვა მაჩვენებლების შესახებ მოცემულია
ინფორმაცია:
მასალის დამუშავების შეკერვის
დეპარტამენტი დეპარტამენტი
ქსოვილი 10,300 მეტრი 750 მეტრი
ძაფი 28 ხვია 290 ხვია
პირდაპირი შრომის საათები 300 870
მანქანა საათები 425 65

2019 წლის ბოლოს ბუღალეტრმა შეაჯამა გასული წლის მონაცემები და ნახა, რომ ფაქტიური
ფასები მთელი წლის განმავლობაში შემდეგნაირი იყო:

დასახელება რეალური ფასი (ლარებში)


ქსოვილი (1 მეტრი) 4.5
ძაფი (1 ხვია) 2.1
დასაქმებულების ანაზღაურება პირდაპირი შრომის 1 საათზე 7

სხვა ფაქტიური წლიური მაჩვენებლების შესახებ ვიცით:

მასალის დამუშავების შეკერვის


დეპარტამენტი დეპარტამენტი
შეკვეთილი პარტიების რაოდენობა 4400
პირდაპირი ნედლეული (2 სახის):
1) ქსოვილი (მეტრებში) 140,500 15,000
2) ძაფი (ხვიებში) 2,340 9,700
პირდაპირი შრომის საათები 12,000 12,250
მანქანა საათები 8,850 2,080
ზედნადები დანახარჯები (ლარებში):
დანახარჯი ხარისხის კონტროლზე 37,500 46,000
არაპირდაპირი ნედლეული 83,000 41,000
დანახარჯი საკერავი მანქანების
15,100 17,000
შეკეთებასა და დაზღვევაზე
კომუნალური დანახარჯები 55,000 53,000
დანახარჯი საწარმოს
65,000
ადმინისტრირებაზე

დავალებები:

დავალება:

1. მარტივი (Simple) ხარჯთაღრიცხვის სისტემით:

1.1 იპოვეთ აკა მორჩილაძის შეკვეთის თვითღირებულება;


1.2 იპოვეთ მთელი წლის განმავლობაში გადახარჯული და გაუხარჯავი ზედნადების
სიდიდე;
1.3 გადაანაწილეთ გადახარჯული თუ გაუხარჯავი ზედანდები მაკორექტირებელი
ნორმით და იპოვეთ შეკვეთის კორექტირებული თვითღირებულება.

2. თუკი კომპანია ზედნადებ დანახარჯებს გაანაწილებს დეპარტამენტების მიხედვით,


საწარმოს ადმინისტრირებაზე დანახარჯს თანაბრად მიაკუთვნებს ორივე დეპარტამენტს და
დამზადების დეპარტამენტში ზედნადებს გაანაწილებს გამოყენებული ქსოვილის ჯამური
ღირებულების ბაზაზე, ხოლო აწყობის დეპარტამენტში - პირდაპირი შრომის საათების
საფუძველზე:

2.1 იპოვეთ აკა მორჩილაძის შეკვეთის თვითღირებულება;


2.2 იპოვეთ მთელი წლის განმავლობაში გადახარჯული და გაუხარჯავი ზედნადების
სიდიდე დეპარტამენტების მიხედვით;
2.3 გადაიტანეთ გადახარჯული თუ გაუხარჯავი ზედნადების სიდიდე რპთ-ზე და
მოიყვანეთ შესაბამისი გატარება;
2.4 გადაანაწილეთ გადახარჯული თუ გაუხარჯავი ზედანდები მაკორექტირებელი
ნორმით და იპოვეთ შეკვეთის კორექტირებული თვითღირებულება.

3. კომპანია ფიქრობს გადავიდეს ABC სისტემაზე.

ასეთ დროს დეპარტამენტებისთვის საერთო - საწარმოს ადმინისტრირების - დანახარჯი


თანაბრად განაწილდება დეპარტამენტებს შორის.

კომპანია ფიქრობს, რომ ABC სისტემის დროს შეძლებს, მანამდე არაპირდაპირ ნედლეულად
კლასიფიცირებული დანახარჯები უშუალოდ მიაკუთვნოს წარმოებულ პროდუქტებს და ის
პირდაპირი დანახარჯების კატეგორიაში გადაიყვანოს.

ზედნადები დანახარჯების გადანაწილების ბაზები კი მოცემულია ცხრილში


(დეპარტამენტების მიხედვით):

ზედნადები დანახარჯი ბაზა


დანახარჯი ხარისხის კონტროლზე პირდაპირი შრომა საათებში
დანახარჯები საკერავი მანქანის შეკეთებასა მანქანა საათები
და დაზღვევაზე
კომუნალური დანახარჯები პირდაპირი შრომა ლარებში
დანახარჯი საწარმოს ადმინისტრირებაზე შეკვეთების რაოდენობა

თუკი ცნობილია, რომ აკა მორჩილაძის შეკვეთაზე ჯამში დაიხარჯა 15,500 ლარის
ღირებულების მანამდე არაპირდაპირად კლასიფიცირებული ნედლეული, მაშინ:

3.1 იპოვეთ აკა მორჩილაძის შეკვეთის თვითღირებულება;


3.2 იპოვეთ მთელი წლის განმავლობაში გადახარჯული და გაუხარჯავი ზედნადების
სიდიდე თითოეული კატეგორიის მიხედვით;
3.3 გადაანაწილეთ გადახარჯული თუ გაუხარჯავი ზედანდები მაკორექტირებელი
ნორმით და იპოვეთ შეკვეთის კორექტირებული თვითღირებულება.
4. რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ ABC სისტემის შემთხვევაში ზედნადები დანახარჯების
მოცემული განაწილების სისტემა - სწორადაა შერჩეული ბაზები თითოეული
ზედანდებისთვის? თუ თვლით, რომ კი, რატომ? თუ თვლით, რომ არა, თქვენ როგორ
მიანიჭებდით ბაზებს თითოეულ ზედნადებს?

You might also like