You are on page 1of 4

კომპანია „მადო“ სხვადასხვა ორგანიზაციებიდან იღებს შეკვეთებს და ჭურჭელს

ამზადებს. 2018 წლისთვის დაიგეგმა 100 შეკვეთის შესრულება. ცხრილში მოცემულია


მისი დანახარჯების 2018 წლის საბიუჯეტო მონაცემები საწარმო განყოფილებების
მიხედვით.

შპს „მადო“ 2018 წლის საბიუჯეტო დანახარჯები განყოფილებათა მიხედვით


საწარმო განყოფილებები
ნედლეულის
  დამუშავების აწყობის ღებვის
მოხმარებული ნედლეული 375 000 229 000 142 000
პირდაპირი შრომა 198 000 149 000 72 000
სხვა პირდაპირი დანახარჯები 52 000 23000 0
სულ პირდაპირი დანახრჯები 625 000 401 000 214 000
არაპირდაპირი ნედლეული 25 000 6 000 14 000
არაპირდაპირი შრომა 38 000 36 000 18 000
წარმოებისთვის ნედლეულის მიწოდების
ხარჯი 23 000 24 000 10 000
სხვა არაპირდაპირი საწარმო დანახარჯები 33 000 34 000 14 000
სულ არაპირდაპირი დანახარჯები 119 000 100 000 56 000
სულ დანახარჯები 744 000 501 000 270 000
ამასთან, ღებვის განყოფილებაში 2018 წლის განმავლობაში იმ დანადგარების
გეგმიური ნამუშევარი დრო, რომლებიც ღებვის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას
(მანქანა-საათები) 1,200 საათით განისაზღვრა.
წლის განმავლობაში, სხვა პროდუქტების დამზადებასთან ერთად, შპს „მადომ“
შეასრულა შპს „ფაიფურის“ შეკვეთა და ახალი ჭურჭელი დაუმზადა. შეკვეთაზე
დახარჯული პირდაპირი დანახარჯების შესახებ, შეკვეთის შესაბამისი
ჩანაწერებიდან, ირკვევა რომ განყოფილებების მიხედვით სულ დახარჯულია 77,700
ლარი. დეტალურად ეს ინფორმაცია მოცემულია ცხრილში:

შეკვეთა N72 (შპს „ფაიფური“), პირდაპირი დანახარჯები


ნედლეულის
  დამუშავების აწყობის ღებვის სულ
მოხმარებული
ნედლეული 26 000 14 000 6 000 46 000
პირდაპირი შრომა 15 000 12 500 2 000 29 500
სხვა პირდაპირი
დანახარჯები 1 300 900 0 2 200
სულ პირდაპირი
დანახრჯები 42 300 27 400 8 000 77 700
ასევე, ცნობილია რომ ამ შეკვეთაზე ღებვის განყოფილებაში განთავსებულმა
აპარატებმა 25 საათი იმუშავეს (მანქანა-საათი).
„მადო“ იყენებს ნორმალური ხარჯთაღრიცხვის (Normal Costing) მეთოდს, პროდუქციის
თვითღირებულებას შეკვეთების მიხედვით (Job costing) ითვლის და ცალკეულ შეკვეთებზე
ზედნადებ დანახარჯებს ანაწილებს განყოფილებების მიხედვით დათვლილი ზედნადები
დანახარჯების გეგმიური (საბიუჯეტო) ნორმების (OH Rate) გამოყენებით.
გამოყენებული ხარჯთაღრიცხვის სისტემის თანახმად ნედლეულის დამუშავების
განყოფილების არაპირდაპირი (ზედნადები) დანახარჯების განაწილება წარმოებულ
პროდუქტებზე, მათ მიერ ამ განყოფილებაში მოხმარებული ძირითადი ნედლეულის
ღირებულების მიხედვით ხდება.
ანალოგიურად, აწყობის განყოფილების ზედნადები პირდაპირი შრომის
დანახარჯების მიხედვით ნაწილდება;
ღებვის განყოფილებაში კი იმ დანადგარების ნამუშევარი დროის მიხედვით
ანაწილებენ, რომლებიც ღებვის პროცესში მონაწილეობენ (მანქანა-საათების
მიხედვით).
2018 წლის განმავლობაში მოხერხდა 110 შეკვეთის შესრულება. შპს-ს დანახარჯების
წლიური მონაცემების შეჯამების შემდეგ, საწარმო განყოფილებების მიხედვით,
შემდეგი ფაქტიური მონაცემები მივიღეთ:

შპს „მადო“ 2018 წლის დანახარჯები განყოფილებათა მიხედვით


საწარმო განყოფილებები
ნედლეულის
  დამუშავების აწყობის ღებვის
მოხმარებული ნედლეული 320 000 205 000 149 000
პირდაპირი შრომა 215 000 121 000 86 000
სხვა პირდაპირი დანახარჯები 72 000 22 000 0

სულ პირდაპირი დანახრჯები 607 000 348 000 235 000


არაპირდაპირი ნედლეული 19 000 7 500 22 000
არაპირდაპირი შრომა 26 000 39 000 19 400
წარმოებისთვის ნედლეულის მიწოდების
ხარჯი 18 000 12 000 8 000
სხვა არაპირდაპირი საწარმო დანახარჯები 31 000 23 500 34 600
სულ არაპირდაპირი დანახარჯები 94 000 82 000 84 000
სულ დანახარჯები 701 000 430 000 319 000

ცნობილია რომ ღებვის განყოფილებაში 2018 წლის განმავლობაში ნამუშევარი


მანქანა-საათების რაოდენობამ 1,315 საათი შადგინა.

დავალება:
1. არსებული სააღრიცხვო სისტემის შემთხვევაში:
1.1 განსაზღვრეთ ზედნადები დანახარჯების ნორმა, რომელიც გამოიყენება
თითოეული განყოფილების მიერ;
1.2 გამოთვალეთ N72 შეკვეთის თვითღირებულება მისი დასრულების
მომენტისთვის;
1.3 თითოეული განყოფილებისათვის წლიური მაჩვენებლებით
განსაზღვრეთ გადახარჯული თუ გაუხარჯავი ზედნადების
(underallocated or overallocated overhead) სიდიდე;
1.4 რისი ტოლი იქნება შეკვეთა N72-ის თვითღირებულება თუ თითეული
განყოფილების გადახარჯულ თუ გაუხარჯავ ზედნადებს შესაბამისი
მაკორექტირებელი ნორმებით გადავანაწილებთ.

2. ვთქვათ გადაწყდა მარტივი ხარჯთაღრიცხვის სისტემის გამოყენება და მთელი


საწარმო ზედნადების გადანაწილება პირდაპირი შრომის დანახარჯების
მიხედვით.
2.1. განსაზღვრეთ ზედნადები დანახარჯების ნორმა;
2.2 გამოთვალეთ N72 შეკვეთის თვითღირებულება მისი დასრულების
მომენტისთვის;
2.3 წლიური მაჩვენებლებით განსაზღვრეთ გადახარჯული თუ
გაუხარჯავი ზედნადების (underallocated or overallocated overhead)
სიდიდე;
2.4 რისი ტოლი იქნება შეკვეთა N72-ის თვითღირებულება თუ
გადახარჯულ თუ გაუხარჯავ ზედნადებს მაკორექტირებელი ნორმით
გადავანაწილებთ.

3. ვთქვათ გადაწყდა ABC სისტემის გამოყენება და ჩაითვალა რომ: ნედლეულის


შემოზიდვის ხარჯები დამზადებულ შეკვეთებით არის განპირობებული;
არაპირდაპირი ნედლეული და სხვა საწარმო ზედნადები პირდაპირი
ნედლეულის ხარჯვაზე, არაპირდაპირი შრომა კი პირდაპირი შრომის
დანახარჯებზეა დამოკიდებული. ამასთან ამ უკანასკნელთა ნორმების
დათვლა განყოფილებების მიხედვით გადაწყდა.
3.1 განსაზღვრეთ ზედნადები დანახარჯების შესაბამისი ნორმები;
3.2 გამოთვალეთ N72 შეკვეთის თვითღირებულება მისი დასრულების
მომენტისთვის;
3.3 თითოეული დანახარჯის წლიური მაჩვენებლებით განსაზღვრეთ
გადახარჯული თუ გაუხარჯავი ზედნადების (underallocated or
overallocated overhead) სიდიდე;
3.4 რისი ტოლი იქნება შეკვეთა N72-ის თვითღირებულება თუ თითეულ
გადახარჯულ თუ გაუხარჯავ ზედნადებს შესაბამისი მაკორექტირებელი
ნორმებით გადავანაწილებთ.

You might also like