You are on page 1of 30

გამოქვითვები ერთობლივი

შემოსავლიდან

Caucasus School of Business


Tbilisi

Levan Tediashvili
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

ერთობლივი შემოსავალი

(გამოსაქვითი ხარჯები)
-------------------------------
დასაბეგრი
მოგება/შემოსავალი

• საქართველოს რეზიდენტი საწარმოსთვის მოგების გადასახადი შეადგენს დასაბეგრი მოგების


15%-ს;

• საქართველოს რეზიდენტი მეწარმე ფიზიკური პირებისთვის (ინდმეწარმე) წლიური საშემოსავლო


გადასახადი შეადგენს დასაბეგრი შემოსავლის 20%-ს;
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

ხარჯები, რომლებიც არ გამოიქვითება


ხარჯები

ხარჯები, რომლებიც შეზღუდულად გამოიქვითება

ხარჯები, რომლებიც სრულად გამოიქვითება


გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები

• ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის


მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ
ექვემდებარება.

• თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა


იყოს დადასტურებული;
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

პირველადი საგადასახადო დოკუმენტი

სსკ. მუხლი 72

დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია:


• ოპერაციის მონაწილე მხარეები;
• თარიღი
• მიწოდებული საქონლის / გაწეული მომსახურების ჩამონათვალი
• გარიგების ფასი

დოკუმენტი უნდა შედგეს მინიმუმ 2 ეგზემპლარად და დარჩეს ოპერაციის მონაწილე მხარეებთან


მინიმუმ 3 წლის განმავლობაში
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

ხარჯები, რომლებიც არ გამოიქვითება

ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება:

• ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან, გარდა:


- საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის გაცემული შემოწირულობებისა.
- სსიპ-ს მიერ სახელმწიფოსთვის საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისა.

• გართობაზე გაწეული ხარჯები;

• ფ/პ -ს მიერ პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯები, ან ხელფასის მიღებასთან დაკავშირებული


ხარჯები;

• საშემოსავლო/მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული


ხარჯები;

• მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფ/პ -სგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული შემოწირულობების გამოქვითვა

სსკ, მუხლი 117

ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება საწარმოს/მეწარმე ფიზიკური პირის მიერ


საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული თანხა, აგრეთვე ერთობლივ შემოსავალში ასახული
უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი, მაგრამ არაუმეტეს
ერთობლივი შემოსავლიდან ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების (ამ მუხლით
გათვალისწინებული გამოქვითვის გარეშე) შემდეგ დარჩენილი თანხის 10 პროცენტისა.
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული შემოწირულობების გამოქვითვა

მაგალითი 1. საქველმოქმედო ხარჯი

შპს ABC-ის 2016 წლის ფინანსური ინფორმაცია შემდეგია:

 შემოსავალი საქონლის რეალიაციიდან - 80 000


 საპროცენტო შემოსავალი - 20 000
 მარაგების ნაშთი წლის დასაწყისში - 15 000
 მარაგების ნაშთი წლის ბოლოს - 20 000
 შეძენილი მარაგების თვითღირებულება - 35 000
 საპროცენტო ხარჯი - 14 000
 უიმედო ვალი - 10 000
 გადახდილი ხელფასი - 25 000
 წარმომადგენლობითი ხარჯი - 1 000
 საქველმოქმედო ხარჯი - Max?
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

პროცენტების გამოქვითვის შეზღუდვა

სსკ, მუხლი 107

კრედიტისთვის (სესხისათვის) გადახდილი ან/და გადასახდელი პროცენტები გამოიქვითება არა


უმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში,
შესაბამისი პერიოდის პროპორციულად.

ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ზღვარი შეადგენს 24%-ს.


გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

პროცენტების გამოქვითვის შეზღუდვა

მაგალითი 2. საპროცენტო ხარჯების გამოქვითვა

შპს ABC-მ 2015 წლის პირველ ივლისს აიღო სესხი შპს DEF-ისაგან 100 000 ლარის ოდენობით.
წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 28%-ს.

წლის განმავლობაში პროცენტის სახით შპს DEF-ისათვის გადახდილია 8 000 ლარი.

გამოიანგარიშეთ 2015 წლის მოგების გადასახადის მიზნებისთვის ერთობლივი შემოსავლიდან


გამოსაქვითი საპროცენტო ხარჯი.
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

ხარჯის გაწევის მომენტი

სსკ მუხლი 142, ნაწ. 4

თუ პირი, გარდა ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისა, იყენებს დარიცხვის მეთოდს,


ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება თანხის გადახდის მომენტი, როდესაც:

ა) გადახდა უკავშირდება ფიზიკურ პირს, გარდა დღგ-ის გადამხდელად


რეგისტრირებული ფიზიკური პირისა;

ბ) მიღებული მომსახურებისათვის საკომპენსაციო თანხის გადახდა უკავშირდება


არარეზიდენტ საწარმოს, რომელიც არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ
დაწესებულებას საქართველოში.
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

პროცენტების გამოქვითვის შეზღუდვა

მაგალითი 3. საპროცენტო ხარჯების გამოქვითვა

შპს ABC-მ 2015 წლის პირველ ივლისს აიღო სესხი გერმანიის რეზიდენტი კომპანიისაგან - Berliner
Gmbh.

სესხის თანხა შეადგენს 100 000 ევროს, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი 28%-ს.

წლის განმავლობაში პროცენტის სახით შპს DEF-ისათვის გადახდილია 8 000 ევრო.

გამოიანგარიშეთ 2015 წლის მოგების გადასახადის მიზნებისთვის ერთობლივი შემოსავლიდან


გამოსაქვითი საპროცენტო ხარჯი.
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

უიმედო ვალების გამოქვითვა

მუხლი 8. ნაწ. 29 - უიმედო ვალის განმარტება

საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის ან აღნიშნულის ფარგლებში წინასწარი გადახდის შედეგად


გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული მოთხოვნა ან მისი ნაწილი, რომლის გადახდის ვადა
გასულია და არ იქნა ანაზღაურებული მიმდინარე წლის ბოლომდე, ამასთანავე არსებობს ერთ-ერთი
შემდეგი დოკუმენტი:

- სასამართლოს/არბიტრაჟის გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;


- აღსრულების ორგანოს მიერ გაცემული ცნობა კრედიტორის მიერ კუთვნილი თანხის მიუღებლობის
თაობაზე;

- სასამართლოს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ;


- ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან რეგისტრაციის გაუქმების
შესახებ ან გარდაცვალების ცნობა;
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

უიმედო ვალების გამოქვითვა

მუხლი 108.

1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, გამოიქვითოს რეალიზებულ საქონელთან და


მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები, რომელთა მიხედვით მისაღები შემოსავლები
წინა საანგარიშო პერიოდებში შეტანილი იყო ერთობლივ შემოსავალში.

2. უიმედო ვალების გამოქვითვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება


ჩამოწერილია და ასახულია გადასახადის გადამხდელის საბუღალრო ანგარიშგებაში.
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

სარეზერვო ფონდებში გადარიცხვების გამოქვითვა

სსკ, მუხლი 109

რეზერვები, რომელთა გამოქვითვის უფლებაც აქვთ ჩამოთვლილ იურიდიულ პირებს :

• სადაზღვევო კომპანიებს - სადაზღვევო/დამდგარი ზარალები;

• ბანკებს - შესაძლო დანაკარგების რეზერვები;

• სალიზინგო კომპანიებს - რეზერვები ვადაგადაცილებულ მოთხოვნებზე;


გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

სამეცნიერო-კვლევითი მომსახურების ხარჯების გამოქვითვა

სსკ, მუხლი 110

გამოქვითვას ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული სამეცნიერო-


კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები, გარდა ძირითად
საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალიზებადი ხარჯებისა.
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

წარმომადგენლობითი ხარჯები

სსკ, მუხლი 8, ნაწ. 33 - განმარტება

წარმომადგენლობითი ხარჯი არის პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული


ხარჯი, რომელიც მოიცავს:

ა) პირის სახელით გამართული ღონისძიების ხარჯებს;

ბ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიების ხარჯებს;

გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს;

დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს;


გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

წარმომადგენლობითი ხარჯების გამოქვითვა

სსკ, მუხლი 116

ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს, გამოქვითოს


წარმომადგენლობითი ხარჯები არა უმეტეს საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული
ერთობლივი შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

წარმომადგენლობითი ხარჯების გამოქვითვა

მაგალითი 4. - წარმომადგენლობითი ხარჯის გამოქვითვა.

პირობები იგივეა, რაც პირველ მაგალითში, იმ განსხვავებით, რომ ფაქტობრივად გაწეული


წარმომადგენლობითი ხარჯები წლის განმავლობაში შეადგეს 4 000 ლარს.

რა ოდენობის თანხის გამოქვითვის უფლება აქვს კომპანიას?


მივლინების ხარჯების გამოქვითვა
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

მივლინების ხარჯები

ტრანსპორტირების
ხარჯი

სადღეღამისო
ხარჯი

ხარჯის გაწევის მომენტად


ითვლება
ბინის დაქირავების
ხარჯი დაქირავებულისათვის
სამივლინებო თანხის
გადახდის მომენტი.

სამივლინებო
ხარჯი
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

მივლინების ხარჯები - სადღეღამისო ხარჯი

სადღეღამისო ხარჯის ნორმა:

• ქვეყნის შიგნით მივლინებისას - 15 ლარი თითოეულ დღეზე;

• საზღვარგარეთ მივლინებისას - ფინ.მინისტრის #220 ბრძანების


შესაბამისად;
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

მივლინების ხარჯები - ტრანსპორტირება

• ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას ხარჯის დოკუმენტად ჩაითვლება


სამგზავრო ბილეთი.

• თუ ბილეთი წარმოდგენილი არ არის, ხარჯი ანაზღაურდება ქვეყანაში


მოქმედი რკინიგზის ან საავტომობილო ტრანსპორტის მინიმალური
ტარიფის ფარგლებში;
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

მივლინების ხარჯები - ტრანსპორტირება

• საზღვარგარეთ მივლინებისას ტრანსპორტირებისას ხარჯის დოკუმენტად


ჩაითვლება სამგზავრო ბილეთი, მაგრამ არაუმეტეს ეკონომკლასის
სამგზავრო ბილეთის ღირებულებისა.

• თუ ბილეთი წარმოდგენილი არ არის, ხარჯი ანაზღაურდება


ავტოსანტრანსპორტო ან მატარებლის ეკონომ კლასის სამგზავრო
ბილეთის ღირებულების ოდენობით. ამასთან ეს განაცემი არ ჩაითვლება
ხელფასად.
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

მივლინების ხარჯები - ტრანსპორტირება

თუ დაქირავებული მივლინებაში მიდის დამქირავებლის ავტომობილით,


მაშინ საწვავის ხარჯის გამოქვითვა უნდა მოხდეს ფინანსთა მინისტრის
#230 ბრძანების შესაბამისად;
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

მივლინების ხარჯები - ბინის დაქირავების ხარჯები

ქვეყნის შიგნით ბინის დაქირავების ხარჯები განისაზღვრება ფაქტობრივად


გაწეული ხარჯების მიხედვით, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის
საფუძველზე.

ქვეყნის გარეთ მივლინებისას ბინის დაქირავების ხარჯები განისაზღვრება


ფინ. მინისტრის #220 ბრძანების მიხედვით, ამასთან დოკუმენტის
წარმოდგენა სავალდებულო არ არის.
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

სსკ მუხლი 101. ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები

3. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის:

ა) დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების


ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ
განსაზღვრული ნორმის ფარგლებში;
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

მაგალითი - მივლინება აშშ-ში.

შპს X-მა დაქირავებული გაგზავნა მივლინებაში 20 მაისიდან 23 ივნისის


ჩათვლით აშშ-ში. ყოველდღიური ხარჯებისთვის გამოეყო 2500 USD.

დაქირავებულმა იმგზავრა ბიზნეს კლასით და გადაიხადა 1 800 USD,


ბილეთები წარმოდგენილია. ბინის დაქირავების ხარჯმა ჯამურად შეადგინა
6 300 USD.

* მგზავრობის მომენტისთვის ეკონომ კლასის ავიაბილეთის ფასი შეადგენდა


1200 USD -ს.
შეკითხვები?
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან

დავალება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლები:

105 – 122 - გამოქვითვები და ზარალი;

154 - გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი;

130-134 - შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან;

142 - დარიცხვის მეთოდით ხარჯების გაწევის მომენტი;

You might also like