You are on page 1of 6

ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან

საბანკო ამონაწერი ასახავს - ნაშთს ამონაწერის პერიოდის დასაწყისისთვის , ბანკის მიერ


განხორციელებულ ჩამოწერებს, (ანუ სადებეტო ბრუნვას), ბანკის მიერ განხორციელებულ
ჩარიცხვებს და შენატანებს (ანუ საკრედიტო ბრუნვას) და საბოლოო ნაშთს პერიოდის
დასასრულისთვის

ბანკის ამონაწერის დამუშავების პროცესში კლიენტის ანგარიშსწორების ანგარიში


საბანკო ოპერაციებში პასიურია რადგან ბანკის მოზიდული სახსრები - კრედიტორული
დავალიანება აღირიცხება. ამიტომ ამონაწერში ჩარიცხვები და სხვა შემოსავლები
აისახება ანგარიშის კრედიტის მხარეს ხოლო გადარიცხვები და სხვა ჩამოწერები დებეტის
მხარეს

აკრედიტივებით ანგარიშსწორების აღრიცხვა

აკრედიტივებით ანგარიშსწორების ფორმა პროგრესული ფორმაა რადგან


უზრუნველყოფს გადატვირთვისა და განაღდების მომენტის მაქსიმალურ დაახლოებას ,
წყვეტს გადაუხდელობის პრობლემებს

აკრედიტივი შეიძლება გაიხსნას გადამხდელის საკუთარი სახსრებით ან ბანკის


კრედიტით

საკუთარი სახსრებით აკრედიტივის გახსნისას გადამხდელის ანგარიშსწორების


ანგარიშიდან თანხა გადაირიცხება და დეპონირდება სპეციალურ აკრედიტივის
ანგარიშზე

აკრედიტივის გახსნა საკუთარი სახსრებით:

დებეტი - 1250 აკრედიტივები

კრედიტი - 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში

აკრედიტივის გახსნა ბანკის კრედიტით

დებეტი - 1250 აკრედიტივები

კრედიტი - 3210 მოკლევადიანი სესხები

ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში აკრედიტივი იხურება .


გამოუყენებელი აკრედიტივის ნაშთს ბანკი ჩარიცხავს მყიდველის ანგარიშზე . თუ
აკრედიტივი გახსნილია საკუთარი სახსრებით თანხის დაბრუნება აისახება გატარებით :

დებეტი - 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში

კრედიტი - 1250 აკრედიტივები


თუ აკრედიტივი გახსნილია ბანკის სახსრებით გამოუყენებელი აკრედიტივის ნაშთი
გადაირიცხება კრედიტის დასაფარას

დებეტი - 3210 მოკლევადიანი სესხები

კრედიტი - 1250 აკრედიტივები

ჩეკებით ანგარიშსწორების აღრიცხვა

ჩეკებით ანგარიშსწორებისთვის საწარმომ მომსახურე ბანკში უნდა გახსნას სპეციალური


ანგარიში

საკუთარი სახსრების დეპონირება ჩეკების ანგარიშზე აისახება გატარებით :

დებეტი - 1240 ჩეკები

კრედიტი - 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში

ბანკის კრედიტით აღებული თანხის გადარიცხვა საჩეკო ანგარიშზე :

დებეტი - 1240 ჩეკები

კრედიტი - 3210 მოკლევადიანი სესხები

ჩეკის გამოწერის და მომწოდებლისთვის გადაცემის ოპერაცია აისახება გატარებით :

დებეტი - 3110 ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან

კრედიტი - 1240 ჩეკები

ჩეკი უნდა განაღდდეს გამოწერილი სრული თანხით წარდგენისთანავე ყოველგვარი


საკომისიო გადახდების გარეშე. მისი გაუნაღდებლობის შემთხვევაში ჩეკის წარმდგენს
შეუძლია პრეტენზია წარუდგინოს ჩეკის გამცემს

საინკასო დავალებით ანგარიშსწორების აღრიცხვა

ანგარიშსწორება საინკასო დავალებით - სახსრების გადახდევინება ანგარიშებიდან


უდავო წესით

უცხოური ვალუტით წარმოებული ოპერაციების აღრიცხვა

საანგარიშგებო ვალუტა - ვალუტა რომელსაც საწარმო ფინანსური ანგარიშგების


წარსადგენად იყენებს
შესაფასებელი ვალუტა - აღნიშნავს ვალუტას რომელშიც აისახება ფინანსური
ანგარიშგების მუხლები

სამუშაო ვალუტა - იმ ძირითადი ეკონომიკური გარემოს ვალუტა სადაც საწარმო ეწევა


საქმიანობას

წარსადგენი ვალუტა - ვალუტა რომელიც გამოიყენება საწარმოს ფინანსური


ანგარიშგების წარსადგენად

საწარმოებს ნება დაერთოთ ფინანსური ანგარიშგება წარადგინონ ნებისმიერი ვალუტით .


ამ შემთხვევაში საწარმო წარადგენს ორ პაკეტს:

 ფინანსურ ანგარიშგებას რომელიც წარდგენილია სამუშაო ვალუტაში


 ფინანსურ ანგარიშგებას რომელიც შეესაბამება ადგილობრივ მარეგულირებელ
წესებს და წარდგენილია სხვა ვალუტაში

უცხოური ვალუტა - ყველა ვალუტა რომელიც არ წარმოადგენს სამუშაო ვალუტას

ვალუტის კურსი - თანაფარდობა რომელიც ყალიბდება ორი ვალუტის ერთმანეთზე


გაცვლის პროცესში

მიმოქცევის რეჟიმის მიხედვით გამოიყოფა ვალუტის შემდეგი ჯგუფები :

 თავისუფლად კონვერტირებადი - ვალუტა რომელიც შეზღუდვის გარეშე


თავისუფლად იცვლება ნებისმიერ უცხოურ ვალუტაზე
 ნაწილობრივ კონვერტირებადი - ვალუტა რომლის გაცვლა შეიძლება მხოლოდ
ზოგიერთი ქვეყნის ვალუტაზე
 არაკონვერტირებადი - ვალუტა რომელიც მიმოქცევაშია მხოლოდ მოცემული
ქვეყნის ფარგლებში

საგადამხდელო ვალუტა - ვალუტა რომლითაც წარმოებს საქონლის ფაქტიური


ანაზღაურება

პირი რომელიც ახორციელებს საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობას სავალუტო ანგარიშს


ხსნის ნებისმიერ ბანკში რომელსაც აქვს ეროვნული ბანკის ლიცენზია სავალუტო
ოპერაციების წარმოებაზე. ამ ბანკებს უფლებამოსილ ბანკს უწოდებენ

უცხოური ვალუტით წარმოებული ოპერაციების ასახვა ანგარიშებზე

1220 - უცხოური ვალუტა რეზიდენტ ბანკში

1230 - უცხოური ვალუტა არარეზიდენტ ბანკში

ეს ანგარიშები აქტიური ანგარიშებია. ამ ანგარიშის დებეტში აისახება სავალუტო


სახსრების ნორმალური ნაშთი პერიოდის დასაწყისისსა და ბოლოსთვის და სავალუტო
სახსრების შემოსვლა ანგარიშებზე. ხოლო კრედიტში - თანხების ჩამოწერა სავალუტო
ანგარიშებიდან და ოვერდრაფტი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოს

ნებისმიერ შემთხვევაში უცხოური ვალუტის აღრიცხვა წარმოებს ორი შეფასებით : უცხოურ


ვალუტაში - ნომინალით და ეროვნულ ვალუტაში - გასაცვლელი კურსით

უცხოური ვალუტის ნომინალური ღირებულება არის მათი რაოდენობრივი მახასიათებელი


ხოლო მისი შეფასება ლარში კურსის მიხედვით - ღირებულებითი

უცხოური ვალუტით წარმოებული ოპერაციების შეფასება

ხდება სავალუტო კურსით. არსებობს ვალუტის შემდეგი კურსი :

ოფიციალური კურსი - განისაზღვრება სამთავრობო სავალუტო ორგანოს მიერ

თავისუფალი კურსი - რომელიც წარმოიქმნება სავალუტო ბაზარზე

უცხოური ვალუტით წარმოებული ოპერაციების პირობებში საწარმომ ბალანსის შედგენის


თარიღისთვის უნდა გაითვალისწინოს :

 ფულადი საბალანსო მუხლები - უნდა შეფასდეს საბოლოო სავალუტო კურსით


 არაფულადი ( არამონეტარული ) საბალანსო მუხლები - რომლებიც ასახულია
უცხოური ვალუტით პირვანდელი ღირებულების მეთოდის გამოყენებით
წარდგენილი უნდა იქნეს ოპერაციის შესრულების თარიღისთვის არსებული
სავალუტო კურსით

საკურსო სხვაობების აღრიცხვა

საკურსო სხვაობა - სხვაობა რომელიც წარმოიქმნება ერთი და იმავე რაოდენობის


უცხოური სავალუტო ერთეულის სხვა ვალუტაში გადაანგარიშების დროს განსხვავებული
გასაცვლელი სავალუტო კურსების გამოყენების შედეგად

საკურსო სხვაობა აღიარებული უნდა იქნეს შემოსავლად ან ხარჯად იმ საანგარიშო


პერიოდში როდესაც ის წარმოიქმნება

ფულადი საბალანსო მუხლების განაღდების და ბალანსის მომზადების ეტაპზე მათი


საბოლოო სავალუტო კურსით შეფასების ოპერაციები წარმოქმნის ფინანსურ შედეგებს
საკურსო სხვაობიდან

ვალდებულების განაღდებისას დადებითი საკურსო სხვაობა ზრდის ვალდებულებას


სამუშაო ვალუტაში და წარმოქმნის ზარალს საკურსო სხვაობიდან რაც აღიარდება
პერიოდის ხარჯად, ხოლო ვალდებულების განაღდებისას უარყოფითი საკურსო სხვაობა
ამცირებს ვალდებულებას სამუშაო ვალუტაში და წარმოქმნის მოგებას საკურსო
სხვაობიდან რომელიც აღიარდება პერიოდის შემოსავალში

უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები


უცხოური ვალუტის ყიდვა - გაყიდვის ოპერაციები ხორციელდება თავისუფალი სავალუტო
კურსით რომელიც ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია ოფიციალური სავალუტო
კურსისგან რაც საკურსო სხვაობას წარმოქმნის

უცხოური ვალუტის ყიდვის დროს თუ ოფიციალური კურსი ნაკლებია თავისუფალ კურსზე


წარმოიქმნება მოგება და თუ მეტია - ზარალი

ანგარიშვალდებული საწარმო - საწარმო რომელსაც აქვს უცხოური ქვეგანაყოფი


შვილობილი საწარმოს, ფილიალის, მეკავშირე საწარმოს ან ერთობლივი საქმიანობის
სახით

ანგარიშვალდებულ საწარმოსთან დამოკიდებულების მიხედვით განასხვავებდნენ


„უცხოურ ქვედანაყოფს“ და „უცხოურ ეკონომიკურ სუბიექტს“ ბასს-ში შეტანილი
ცვლილებების შემდეგ განსხვავება მათ შორის აღარ არსებობს - ანგარიშვალდებული
საწარმოს შვილობილი საწარმო რომლის საქმიანობა დაფუძნებულია და ხორციელდება
სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ან ანგარიშვალდებული საწარმოსგან დამოუკიდებელი
კურსით

უცხოური ქვეგანაყოფი - ანგარიშვალდებული საწარმოს საქმიანობის გაფართოების


შემთხვევა მისი ოპერაციები ითვლება ძირითადი საწარმოს ოპერაციებად და აღირიცხება
როგორც უცხოური ვალუტით წარმოებული ოპერაციები

ანგარიშვალდებული საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაში უცხოური ქვეგანაყოფის


შედეგების ასახვის მიზნით მაჩვენებლები გადაიანგარიშება წარსადგენ ვალუტაში .
საკურსო სხვაობები რომლებიც წარმოიქმნება ფულადი მუხლების გადაანგარიშებისას
კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში თავდაპირველად უნდა აღიარდეს „სხვა
სრული შემოსავლების“ მუხლად

ფულის დროითი ღირებულება

საპროცენტო შემოსავალი - ფულის მიერ გამომუშავებული შემოსავალი. წარმოადგენს


გადასახადს ფულის გამოყენებისთვის რომელსაც ფულის მსესხებელი უხდის
გამსესხებელს

საპროცენტო შემოსავლის სიდიდე დამოკიდებულია სამ ძირითად ფაქტორზე :


ინვესტირებული კაპიტალის სიდიდე, დაბანდების ვადები, საპროცენტო განაკვეთი

ინვესტირებული კაპიტალი - ძირითადი თანხა რომელსაც ემატება გარეკვეული


საპროცენტო განაკვეთის სიდიდით გაანგარიშებული საპროცენტო შემოსავალი . მისი
სიდიდე დამოკიდებულია ფულის დაბანდების რისკის დონეზე რაც უფრო მაღალია რისკი
მით უფრო მაღალია განაკვეთი

საფინანსო ინსტიტუტები იყენებენ ფულის დროში შეფასების კონცეფციას რომელიც


ეფუძნება ორ დროს - მიმდინარეს და მომავალს და ასევე საპროცენტო განაკვეთს . ორივე
ფაქტორი გავლენას ახდენს ფულის ღირებულებაზე
მომავალი ღირებულება - ფულის ერთი ერთეულის ინივესტირებით მომავალში მისაღები
თანხები გარკვეული საპროცენტო განაკვეთის და ვადების პერიოდში . მომავალი
ღირებულება მიიღება ძირითად თანხაზე საპროცენტო შემოსავლის დამატებით

მიმდინარე ღირებულება (PV – present value) არის მომავალში მისაღები თანხების დღეს
ინვესტირებული ფულის ერთეული გარკვეული საპროცენტო განაკვეთის და ვადების
პერიოდში იგივეა რაც - დღევანდელი, ახლანდელი და მოყვანილი ღირებულება . მიიღება
მომავალი ღირებულებიდან საპროცენტო შემოსავლის გამოკლებით. ანუ მომავალი
ღირებულება უნდა შემცირდეს საპროცენტო შემოსავლით

ღირებულების შემცირებას უწოდებენ დისკონტირებას ამიტომ მისაღები თანხების


მიმდინარე ღირებულების განსაზღვრის პროცესს ეწოდება - დისკონტირება

მიმდინარე ღირებულება = დისკონტირებული ღირებულება

მარტივი საპროცენტო განაკვეთი - როცა პროცენტის დარიცხვა ხდება მხოლოდ ძირითად


თანხაზე

ძირითადი თანხა რომელსაც ერიცხება პროცენტი პერიოდიდან პერიოდამდე მუდმივია


შესაბამისად მისაღები საპროცენტო თანხაც იქნება მუდმივი

მარტივი პროცენტის გამოყენების დროს თავად პროცენტი არ იღებს მონაწილეობას


შემოსავლის გამომუშავებაში ანუ არ ხდება პროცენტების რეინვესტირება

მარტივი საპროცენტო განაკვეთით მისაღები საპროცენტო შემოსავალი გაიანგარიშება :

I=PV*r*n I-შემოსავალი r- საპროცენტო განაკვეთი n - პერიოდი

ანუიტეტი - თანხები რომელთა გადახდა ხდება ერთნაირი პერიოდულობით

ყოველ გადასახდელ ნაწილს დაერიცხება პროცენტი რომელსაც ეწოდება - ანუიტეტის


გადასახდელი

ვალდებულება აღირიცხება არადისკონტირებული ფულადი თანხით რომელიც საჭიროა


მის დასაფარად მიმიდინარე პერიოდში

საპროცენტო თანხა უნდა დადგინდეს ამ სახის გარიგებაზე არსებული საპროცენტო


განაკვეთის

საბაზრო სიდიდით

You might also like