You are on page 1of 5

წიგნი: ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები

ავტორი: თეიმურაზ შენგელია


თავი I
სავალდებულო დავალება 1

მე-2 ჯგუფი
მარიამ
ძინძიბაძე

1. როგორია ბიზნესის პოზიტიური,


კრიტიკული და პრაგმატული
კონცეფციები?
-პოზიტიური კონცეპციის მიხედვით
ბიზნესი ესმით როგორც ადამიანების
საქმიანობა საქონლისა და
მომსახურების წარმების მიზნით
რომელიც შემდგომ აკმაყოფილებს
საზოგადოების წევრების
მოთხოვნილებებს
კრიტიკული კონცეფცია- ბიზნესი არის
ადამიანთა საქმიანობის სფერო რომლის
მიზანიც შემოსავლის მიღებაა თუმცა ეს
კონცეფცია დღეისათვის დრომოჭმულად
ითვლება რადგან მან ყველა თავისი
რესურსი ამოწურა

პრაგმატული კონცეფცია- ბიზნესს


განიხილავს საზოგადოებრივი
პროგრესის კონტექსტში როგორც
მოვლენას რომელიც აუცილებელია
როგორც ბიზნესმენებისთვის ასევე
საზოგადოებისთვის. ის არ ახდენს
ბიზნესის იდეალიზებას ის წარმოაჩენს
მის სასარგებლო მხარეებს

2.რას ნიშნავს სიტყვა ბიზნესი


- ბიზნესი არის ადამიანთა ურთიერთობა
რომლის დროსაც მასში მონაწილე
ყველა პირი ცდილობს მიიღოს საკუთარი
მოგება
ის ადამიანების ცხოვრების ძირითადი და
გარდაუვალი კომპონენტია
ბიზნესი ისტორიულად მუდმივი
მოვლენაა

3.რით განსხვავდება კაპიტალიზმი


სოციალიზმისა და კომუნიზმისგან?
-კომუნიზმი არის სისტემა რომელიც
ყველაზე ნაკლებად წარმოაჩენს
ინდივიდუმის პიროვნულ თავისუფლებას
სოციალიზმი კაპიტალიზმსა და
კომუნიზმს შორისაა აქ სახელმწიფო
გვევლინება ბუნებრივი რესურსების
მფლობელად.
კაპიტალიზმში კი კერძო პირები თავად,
დამოუკიდებლად იღებენ
გადაწყვეტილებებს და თავად
განსაზღვრავენ პირობებს
სწორედ ესაა განსხვავება ამ სამს შორის

4. რა როლს თამაშობს კონკურენცია


თავისუფალ ბაზარზე?
-თავისუფალ ბაზარზე კონკურენტული
მოტივი მეწარმეებს აიძულებს ეძებონ
ინოვაციური მიდგომები რაც მოგების
თვალსაზრისით ქმნის დამატებით
შესაძლებლობას და რა თქმა უნდა
ზრდის მოგებას

5. რაში მდგომარეობს ბიზნესის


სტრატეგია და ტაქტიკა?
- სტრატეგია მდგომარეობს მისი
სამართლებრივი და ეთიკური ნორმების
დაცვით მოგების მაქსიმალიზაციაში
ტექნიკური მიზანი არის ამ სტრატეგიის
რეალიზაცია

6.რა ზეგავლენას ახდენს ეკონომიკურ


სისტემაზე ინფლაცია?
-ინფლაციის მაღალი დონე იწვევს
საზოგადოების ეკონომიკური აქტივობის
შემცირებას ადამიანები მარაგების
შექმნის მიზნით ყიდულობენ მეტ
საქონელს

You might also like