You are on page 1of 4

1. რა როლი აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობას ორგანიზაციაში?

პიარი ორგანიზაციაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მისი


მოვალეობაა კრიზისული სიტუაციების მართვა, გაუთვალისწინებელი
შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა, ბრენდინგი, პრომოუშენი, რეკლამა,
ორგანიზაციის იმიჯის შექმნა, ბაზრის კვლევა. ასევე, პიარი არის ერთგვარი ხიდი
ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის. პიარი წერს პრესრელიზებს, მართავს
სოც. ქსელებს და უარყოფით კომენტარებს პასუხობს. მისი უშუალო მოვალეობაა
მაქსიმალურად იურთიერთოს მომხმარებელთან და პოტენციურ
მომხმარებელთან. ასევე, მის მოვალეობაში შედის მნიშვნელოვანი ივენთების
დაგეგმვა, მედიასთან ურთიერთობა, წერა და ბლოგინგი, ახმოვანებს
ორგანიზაციის გადაწყვეტილებებს. პიარი ხშირად ბიზნეს კონტაქტებს ზრდის
სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრებით და კომუნიკაციის დამყარებით.

2. რა ფუნქცია აქვს ორგანიზაციაში მარკეტოლოგს და საზ. ურთ. მენეჯერს?

პიარი არსი მართვის პროცესი, რომლის მიზანია იმ საზოგადოებასთან დაამყაროს


ჯანსაღი და პოზიტიური ურთიერთობა, რომელზეც დამოკიდებულია
ორგანიზაცია. პიარი პასუხისმგებელია შექმნას და შეინარჩუნოს კარგი გარემო
ორგანიზაციისთვის.

მარკეტინგი კი არის მართვის პროცესი, რომლის მიზანია მიიზიდოს და


დააკმაყოფილოს მომხარებელი, ანუ გაუჩინოს პროდუქტის ყიდვის სურვილი.
მისი მოვალეობაა შექმნას და შეინარჩუნოს ბაზრები კომპანიის პროდუქტისთვის
ან მომსახურებისთვის.

საბოლოოდ, პიარი და მარკეტინგი განსხვავდებიან მიზნებით და აქედან


გამომდინარე საქმიანობებით.

3 სხვაობა რეკლამასა და პიარს შორის?

რეკლამა პიარის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტია. საზოგადოებასთან


ურთიერთობა ქმნის ბრენდს, ხოლო რეკლამა იცავს მას. რეკლამას საკომუნიკაციო
ფუნქცია აქვს, პიარს კი უფრო ფართო ფუნქცია. მაგალითად, მას ევალება
უკუკავშირის მიღება და შემდგომ მინუსების გამოსწორებით ორგანიზაციის
განვითარება. საზოგადოებასთან ურთიერთობა უფრო ორგანულს ხდის
ორგანიზაციას მომხმარებლისთვის. მაგალითად, ჰეინცმა მომხმარებელს უფლება
მისცა, თავად შეექმნათ კეტჩუპის ეტიკეტების დიზაინი და წარწერა. სწორედ
ასეთმა ჩართულობამ განაპირობა კომპანიის წარმატება.

4 სხვაობა ჟურნალისტიკასა და პიარს შორის?


პიარისთვის და ჟურნალისტიკისთვის წერა, ადამიანებთან კომუნიკაცია,
ინფორმაციის შეგროვება საერთო საქმიანობებია. თუმცა, პიარი და ჟურნალისტიკა
საბოლოო მიზნებით განსხვავდებიან. მაგალითად, პიარს კონკრეტული სეგმენტი
ჰყავს და ცდილობს საზოგადოებას თავი მოაწონოს, ხოლო ჟურნალისტიკას
კონკრეტული სეგმენტი არ ჰყავს და მისი მოვალეობაა სიმართლე მიაწოდოს ხალხს.

5 რას იწვევს როდესაც კრიზისიდან გამოსასვლელი გეგმა არ არსებობს?

კრიზისი ნებისმიერ კომპანის შეიძლება დაუდგეს, ამიტომ აუცილებელია გეგმა,


რომელიც კრიზისის პრევენციას მოახდენს. დღესდღეისობით, ბევრ კომპანიას არ
აქვს კრიზისიდან გამოსასვლელი გეგმა მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში
კრიზისის მოხდემის ალბათობა ძალიან დიდია. როდესაც კომპანია მოუმზადებლად
ხვდება კრიზისს, ეს იწვევს სრულ დესტრუქციას და ქაოსს. ამ დროს შესაძლოა
ბევრად გართულდეს პრობლემა და კომპანია გაკოტრდეს. უმეტეს შემთხვევაში
კომპანიას ელახება იმიჯი, ვარდება აფექტის მდგომარეობაში და უშვებს ბევრ
შეცდომას. მაგალითად, united airlines- ის დირექტორმა, კრიზისული გეგმის არქონის
გამო, იფიქრა, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმა იყო და დაზარალებულ,
უდანაშაულო მგზავრს, რომლზეც უსამართლოდ იძალადეს, დაუმორჩილებელი და
აგრესიული უწოდა. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ძალიან ცუდად აისახა კომპანიის
მომავალზე. სწორედ ამიტომაა აუცილებელი ჰქონდეს კომპანიას კრიზისიდან
გამოსვლის გეგმა.

6 როგორ უნდა მოიქცეს კომპანია კრიზისის დროს?

აუცილებელია მოხდეს ანტიკრიზისული გეგმის გამოყენება, რაც მოიაზრებს ,რომ


პირველ რიგში რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავერკვიოთ ზუსტად რა მოხდა და რის
გამო წარმოიქმნა კრიზისი. შემდგომ,რაც შეიძლება სწრაფად, გეგმის მიხედვით
არჩეულმა სპიკერებმა უნდა გამოიყენონ მედია კავშირები და გასცენ არასასიამოვნო
კითხვებს დეტალური პასუხი. ასევე უნდა მოხდეს სოც. ქსელებში საზოგადოების
ინტერესის დაკმაყოფილება და ყველაფერზე ღიად საუბარი. ხშირად დაგვიანებული
რეაგირება ან არადეტალური ძიება ძალიან ცუდ შედეგებს იწვევს. მედია თავისი
ინტერპრეტაციით აცნობს საზოგადოებას მომხდარის შესახებ და რა თქმა უნდა
რაღაცეებს ამუქებს.ასევე, თუ ზუსტად არვიცით რა მოხდა და ისე ვაკეთებთ
კომენტარს შესაძლოა ისეთი პასუხი გავცეთ, რომ კომპანია ძლიან დავაზარალოთ.
ამიტომ უნდა მოხდეს ზემოთ აღნიშნული ნაბიჯების გადადგმა. კრიზის გამკლავების
ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია შარაპოვას ქეისი.როდესაც მას ნარკოტიკული
ნივთიერება აღოუჩინეს ორგანიზმში, იგი არ დაიბნა და სანამ მედია
ალაპარაკდებოდა პრესკომფერეცია გამართა და ყველას მოუბოდიშა. იგი
საზოგადოებასთან პირდაპირ კონტაქტზე გავიდა. ამით კრიზისი კონტროლს
დაექვემდებარა. საბოლოოდ კი მას მილიონობით ადამიანმა დაუჭირა მხარი.
7 როგორი უნდა იყოს პროდუქტიული საზოგად.ურთ. მენეჯერი?

ჩემი აზრით, პიარ მენეჯერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ორატორული ნიჭი, უნდა
იყოს დეტალებზე ორიენტირებული, უნდა შეეძლოს მოულოდნელ შემთხვევბთან
გამკლავება და პრობლემის გადაჭრა. რა თქმა უნდა, პრესასთან უნდა მიუწვდებოდეს
ხელი, რადგან საჭირო მომენტში საზოგადოებას გააგებინოს ორგანიზაციის პოზიცია.
ასევე, აუცილებელია შეეძლოს კრიზისულ მომენტებში საკუთარი თავის ხელში
აყვანა და ცივი გონებით მოქმედება. მას ხშირად უნდა ჰქონდეს შეხება
საზოგადოებასთან, რათა იგრძნოს ხალხმა რომ კომპანიას აინტერესებს მათი
შეხედულებები. აუცილებელია ჯანსაღად მიიღოს სწორი კრიტიკა და ეს ყოველივე
განვითარებისთვის გამოიყენოს.

8 პიარის როლი ორგანიზაციაში საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გაამყარეთ ან


უარყავით.

პიარის როლი ორგანიზაციაში საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის


ერთგვარი ხიდია საზოგადოებასა და ორგანიზაციას შორის, შესაბამისად
ორგანიზაციის წარმატება დამოკიდებულია პიარზე. პიარი პასუხისმგებელია
საზოგადოებასთან ჰქონდეს ხშირი ურთიერთობა, მიიღოს უკუკავშირი და ამ
უკუკავშრით განავითაროს ორგანიზაცია. ასევე, პიარი ქმნის აუდიტორიასთან
ემოციურ კავშირს, მართავს კრიზისულ სიტუაციებს, რაც ერთ-ერთი
უმნიშნელოვანესი კომპონენტია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის.

მაგალითად: 2009 წელს DOMINO-ს ორმა თანამშრომელმა იუთუბიზე გამოაქვეყნა


ვიდეო, სადაც საჭმელს ამაზრზენი გზებით აკეთებდნენ. კომპანია არ გამოეხმაურა
მომხდარს და მხოლოდ ორი დღის შემდეგ მოიხადა ბოდიში, როდესაც უკვე
მილიონობით ადამიანმა აღიქვა უარყოფითად კომპანია. DOMINO-მ დროზე არ
მოახდინა რეაგირება კრიზისზე, სწორედ პიარის არ ქონის გამო და ამიტომ უამრავი
მომხმარებელი დაკარგა.

9 პრსრელიზები რას გულისხმობს და რატომ მუშაობს პიარი ამ მიმართულებით.

პრესრელიზი ინფორმაციის გაცემის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის შეიძლება


გამოვიყენოთ სოც. ქსელებში, გაზეთებში, ჟურნალებში, ტელევიზიებში... ანუ
მარტივად შეგვიძლია დიდ აუდიტორიას გავაგებინოთ ჩვენი სათქმელი.
პრესრელიზის წერას თავისი სპეციფიკა აქვს. თავიდან იწერება ყველაზე
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოკლედ და შემდეგ აბზაცებში უფრო დეტალურად
ვსაუბრობთ. ეს პირამიდული სტრუქტურა ეფექტურად იზიდავს ხალხს კითხვისკენ.
აუცილებელია გასაგებ ენაზე იყოს პრესრელიზი დაწერილი.
პიარის უმთავრესი დანიშნულებაა საზოგადოებასთან მუდმივი კონტაქტი,
შესაბამისად ლოგიკურია თუ რატომ მუშაობს პიარი ამ პრესრელიზის
მიმართულებით. პიარმა პრესრელიზის საშუალებით საზოგადოებას შესაძლოა
გააცნოს კრიზისული შემთხვევის შესახებ, ახალი პროდუქტის თუ მომსახურების
შესახებ, ახალი იდეების შესახებ, კომპანიის პოზიციის შესახებ, საქველმოქმედო
აქციის შესახებ და სხვა.

მაგალითი: სტივ ჯობსმა ერთ-ერთ სტატიაში თავისი სათქმელი 9 გვერდიანი


მოხსენებით გადმოსცა, სადაც ბევრ დეტალზე საუბრობდა. რა თქმა უნდა
საზოგადოების დიდ ნაწილს არ წაუკითხავს მისი მოხსენება. ამის შემდეგ სტივ
ჯობსი მიხვდა, რომ მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვან სიტყვებზე უნდა
გაემახვილებინა ყურადღება და 1997 წელს 9 გვერდიანი მოხსენება 2 სიტყვაში
ჩაატია: think different. ეს ფრაზა კი დღესდღეისობით ყველამ იცის.

10 რატომ არის პიარისთვის კვლევა მნიშვნელოვანი?

პიარში კვლევა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. კვლევა გვიჩვენებს თუ როგორა


ბაზარი, არსებული მოთხოვნა, საზოგადოების აზრი, კონკურენცია და ა.შ.
საზოგადოებასთან ურთიერთობა კვლევებს უნდა ემყარებოდეს. პიარმა შესაძლოა
ჩაატაროს შემდეგი სახის კვლევა: ბაზრის კვლევა, კონკურენციის ანალიზი,
მომხმარებლების გამოკითხვა, ფასების მონიტორინგი და სხვა. კვლევა ორგანიზაციას
ეხმარება განვითარებაში და შეცდომების გამოსწორებაში. მაგალითად, Fisher Price
იყენებდა დაკვირვებით კვლევას, ანუ ბავშვებს ათამაშებდა თავისი სათამაშოებით.
კომპანიამ ამ დაკვირვების შედეგად ბევრად დახვეწა თავის პროდუქტი და
მომხმარებელზე მორგებული გახადა.

You might also like