You are on page 1of 1

სამწუხაროდ, ბევრი ვერ ახდენს საკუთარი თავის რეალიზაციას.

აქ
თავს იჩენს არასრულფასოვნების კომპლექსი მაგალითად, როდესაც
საზოგადოებაში იმყოფებით და გაუცხოვებას გრძნობთ. ამის გამო,
ადამიანები საკუთარ თავში იკეტებიან, თუ არ მოხდება დროული ჩარევა
აღნიშნული პრობლემა შეიძლება ღრმა დეპრესიის განვითარების მიზეზი
გახდეს.
როგორ გადავლახოთ არასრულფასოვნების კომპლექსი?

იმისთვის, რომ თავი საზოგადოებაში თავისუფლად იგრძნოთ,


ორიენტირება საუბრის პროცესზე უნდა მოახდინოთ და არა შინაგან
მდგომარეობაზე. შიშები და კომპლექსები ყველა ადამიანს აქვს და არც
ჩვენ ვართ გამონაკლისი. ყურადღება მიაქციეთ მოსაუბრის რეაქციებს,
ჟესტებს, მიმიკებსა და ინტონაციებს.

გთავაზობთ ფსიქოლოგების მიერ შემოთავაზებული მარტივ


რეცეპტს:

განმარტოვდით და წარმოიდგინეთ ყველაზე საშინელი სიტუაცია: –


თქვენ საზოგადოების ცენტრში იმყოფებით, სადაც ყველა გიყურებთ,
თქვენკენ თითს იშვერენ და დაგცინიან. შემდეგ კი ცეცხლზე გწვავენ
წარმოსახვაში თქვენი ფერფლი ქოთანში მოაქციეთ და წარმოიდგინეთ,
თუ როგორ აღსდექით ფენიქსივით ფერფლიდან და ხელახლა დაიბადეთ.
გაიარეთ იმ ხალხში, ვინც დაგცინოდათ! გაიარეთ ამაყად! თქვენ
გეჯახებიან, ხელს გკრავენ, მაგრამ რამდენჯერაც დაეცემით, იმდენჯერვე
წამოდექით და შეიგრძენით, რომ ყოველი ადგომისას უფრო ძლიერი
ხდებით.

You might also like