You are on page 1of 8

David Tevdorashvili ალბერტ ელისი - რაციონალურ ემოციური თეორია

სარჩევი
მოკლე მიმოხილვა ......................................................................................................................................................................... 2
შესავალი ......................................................................................................................................................................................... 2

ალბერტ ელისი ............................................................................................................................................................................... 2


ფუნდამენტური და პირველადი მიზნები ................................................................................................................................... 3

სამი ფუნდამენტური ჰიპოთეზა ................................................................................................................................................... 3


ცივი, თბილი, ცხელი კოგნიციები................................................................................................................................................ 3

მართებული და უადგილო ემოციები .......................................................................................................................................... 4

ბიოლოგიური ტენდენცია ............................................................................................................................................................. 4


არჩევანის ბიოლოგიური საფუძველი .......................................................................................................................................... 4

ABC თეორია.................................................................................................................................................................................... 4

ნევროტული პრობლემები............................................................................................................................................................. 5

ირაციონალურობის მექანიზმი..................................................................................................................................................... 6
ირაციონალური კოგნიციების არჩევა ...................................................................................................................................... 6

სოციალური დასწავლა .............................................................................................................................................................. 6

რატომ არიან ადამიანები ირაციონალურნი?............................................................................................................................... 6


მიზანი.............................................................................................................................................................................................. 7

-თბილისი-

2010

1
David Tevdorashvili ალბერტ ელისი - რაციონალურ ემოციური თეორია

მოკლე მიმოხილვა
რაციონალურ-ემოციური ქცევითი კონსულტირება (შემდგომში წოდებული როგორც „რექთ“) არ წარმოადგენს
წმინდად ინტელექტუალურ მიდგომას, არამედ ეს არის გრძნობების, ქცევების და კოგნიტური პროცესების
ურთიერთქმედება. ფუნდამენტურ ადამიანურ ღირებულებებად მიიჩნევს: სიცოცხლეს (გადარჩენა), ტკივილისგან
გათავისუფლებას და ბედნიერებას.

რექთ-ს აქვს ორი მიზანი:

1. კლიენტებს მოუხსნას ემოციური ბლოკები და დარღვევები;


2. გარდაქმნას ისინი რაციონალურ და თვითაქტუალიზირებულ ადამიანებად.

რექთ ხელს უწყობს როგიდული აზროვნების უფრო მარტივით შეცვლას. რექთ კონსულტანტი არის მასწავლებელი,
რომელიც კლიენტის დასახმარებლად იყენებს მრავალფეროვან ემოციურ, კოგნიტურ და ქცევით ელემენტებს.

შესავალი
1955 წელს ელისმა დაამუშავა ახალი მიდგომა და უწოდა მას რაციონალური თერაპია, ხოლო 1961 წელს შეუცვალა მას
სახელი და უწოდა რაციონალურ-ემოციური თეორია. 1993 წელს კი საბოლოოდ უწოდა რაციონალურ-ემოციური
ქცევითი თერაპია.

რაციონალურობაში ელისი გულისხმობს კოგნიტურ უნარს, რომელიც დაკავშირებულია ემოციებთან და


გრძნობებთან. ელისმა შემოიღო სიტყვა „ქცევითი“, რათა თავიდანვე დაეზუსტებინა ქცევის მნიშვნელოვანი როლი
ემოციებთან და კოგნიციასთან მიმართბაში.

ელისი განასხვავებს ერთმანეთისგან:

1. ზოგადი რექთ - ეს არის კოგნიტურ-ქცევითი თერაპია და კლიენტს ასწავლის ადეკვატურ ადეკვატურ და


რაციონალურ ქცევას;
2. უპირატესი რექთ - ეს არის ზოგადი რექთ და ამასთანავე ეს მიდგომა კლიენტს ცდილობს, დაანახვოს, თუ რა
არის ირაციონალური და მავნე ქცევები, რომელთა აღმოსაფხვრელადაც უნდა გამოიყენოს კოგნიტურ-
ემოციური მეთოდები თვითდახმარებისათვის.

ალბერტ ელისი
დაინადა 1913 წელს პენსილვანიის შტატში. ჰყავდა უმცროსი და-ძმა.მამა დიდ დროს ატარებდა სახლის გარეთ, ხოლო
დედა მხოლოდ საკუთარი თავის სიამოვნებისთვის ფიქრობდა. 12 წლის ასაკში მშობლები გაიყარნენ. 4.5 წლის ასაკში
ელისი გადაურჩა ნეფრიტით სიკვდილს. ბავშვობაში და ყრმობაში ძალიან ჩაკეტილი იყო. სკოლაში კარგად
სწავლობდა. ეშინოდა და გაურბოდა საუბარს საზოგადოებაში, თუმცა 19 წლის ასაკში ის საკუთარ თავს აიძულებდა,
ესაუბრა გოგონებთან. 1934 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის მართვაში. იგი დიდ დროს უთმობდა
ლკიტერატურას, თუმცა მის ნაშრომებს არ აქვეყნებდნენ. შემდეგ დაიწყო იმ თემებზე მუშაობა, რომელიც
უკავშირდებოდა სექსუალურ-ოჯახურ რევოლუციებს.

2
David Tevdorashvili ალბერტ ელისი - რაციონალურ ემოციური თეორია

ფუნდამენტური და პირველადი მიზნები


ფაქტიურად ყველა ადამიანს აქვს სამი ფუნდამენტური მიზანი: შეინარჩუნოს სიცოცხლე, იყოს შედარებით
თავისუფალი ტკივილისგან და იყოს დაკმაყოფილებული გონივრულ საზღვრებში. ადამიანებს გააჩნიათ სუბმიზანი,
ანუ პირველადი მიზანი, კერძოდ, ადამიანებს სურთ იყვნენ ბედნიერნი:

 თავისთავად;
 სხვასთან ერთად;
 ინტიმურად;
 ინფორმაციისა და განათლების სფეროში;
 პროფესიულად და ეკონომიკურად;
 გართობისა და დასვენების სფეროში.

რექთ ამ ძირითად მიზნებს განიხილავს, როგორც არჩევანს და არა - აუცილებელს. რაციონალურობა მოიცავს ისეთ
აზროვნებას, ქცევას და ემოციას, რომლებიც ხორციელდება იმგვარად, რომ ხელს უწყობენ არჩეული მიზნის მიღწევას.

ირაციონალურობა გულისხმობს იმდაგვარ აზროვნებას, ქცევას და ემოციებს, რომლებიც ხელს უშლიან მიზნის
მიღწევას.

რაციონალური ცხოვრება გულისხმობს ხანმოკლე და ხანგრძლივ ჰედონიზმებს შორის რაციონალურ ბალანსს.

სამი ფუნდამენტური ჰიპოთეზა


1. ემოცია და აზროვნება ურთიერთკავშირშია;
2. ემოცია და აზროვნება იმდენად მჭიდრო კავშირშია, რომ ისინი ჩვეულებრივ ერთმანეთს თან ახლავენ და
მოქმედებნ, როგორც „მიზეზი-შედეგი“ და უმეტესად ერთმანეთს ემთხვევიან;
3. აზროვნებასაც და ემოციასაც აქვს ტენდენცია, მიიღოს შინაგანი წინადადების ფორმა. წინადადებები,
რომელსაც ადამიანები თავისთავად ამბობენ, წარმოადგენენ ან გარდაიქმნებიან მათ აზრებად ან ემოციებად.
აქედან გამომდინარე, შინაგანმა თვითთქმამ შეიძლება მოახდინოს ემოციის ან აზრის ცვლილება.

ელისი ასევე აღნიშნავდა, რომ აზროვნება და ემოციები ურთიერთქმედებენ ქცევებთან და ქცევა გავლენას ახდენდა
მათზე. შესაბამისად, აზროვნება, ქცევა, ემოცია განუყრელია და მათი დიფერენციაცია ძალიან იშვიათად ხდება.

ცივი, თბილი, ცხელი კოგნიციები


ცხელი კოგნიციები ახდენენ უფრო ინტენსიური გრძნობების გენერირებას; /ვერ ვიტან, ჩემი ცოლი რომ ჩხუბობს/

ცივი კოგნიციები მიუთითებს სუსტი გრძნობების არსებობაზე ან საერთოდ არ არსებობაზე; /ჩემი ცოლი ჩხუბობს/

თბილი კოგნიციები მიუთითებს რაციონალურ განწყობაზე. /არ მომწონს, ჩემი ცოლი როდესაც ჩხუბობს/

3
David Tevdorashvili ალბერტ ელისი - რაციონალურ ემოციური თეორია

მართებული და უადგილო ემოციები


უადგილო ემოციები ისეთი ემოციებია, რომელიც ხელს უშლის გონივრულ ბალანსს ხანგრძლივ და ხანმოკლე
ჰედონიზმებს შორის.

ემოციები მართებულია, როდესაც მათ საფუძვლად უდევს რაციონალური განწყობები და რომელიც არ ბლოკავს
ეფექტურ ქმედებებს ფუნდამენტური მიზნის მიღწევისას.

ბიოლოგიური ტენდენცია
ყველა ადამიანში აღინიშნება დაძაბულობა, რომელიც გამოწვეულია ორი თანდაყოლილი ტენდენციის
დაპირისპირებით:

1. ადამიანებს აქვთ ტენდენცია, იყვნენ რაციონალურნი და თვითაქტუალიზირებულნი;


2. ადამიანებს შეუძლიათ შექმნან, განავიტარონ და გამოიყენონ ირაციონალური კოგნიციები, შუსაბამო ემოციები
და დისფუნქციონალური ქცევები. ადამიანებს აქვთ დიდი პოტენციალი საკუთარი და სხვისი ცხოვრების
დანგრევისა. ელისი თვლიდა, რომ შეცდომის დაშვებისკენ მიდრეკილება ყველა ადამიანში დევს
დაბადებიდან, მიუხედავად კულტურული, სოციალური გარემოსი და განათლების დონისა.

არჩევანის ბიოლოგიური საფუძველი


ადამიანები არა მხოლოდ იბადებიან და აღიზრდებიან ირაციონალურები, არამედ მათ აქვთ კიდეც არჩევანის
თავისუფლება. არჩევანი იმისა, გამოიყვანონ თუ არა საკუთარი თავი სულიერი წონასწორობიდან და თუ გამოიყვანენ,
მაშინ რა ხარისხით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მემკვიდრეობის, არჩევანის თავისუფლებისა და გარემოს
ურთიერთქმედებით.

ელისი იხსენებს, თუ როგორ უმკლავდებოდა თავად და მისი და მამის არ ყოფნასა და დედის უყურადღებობას.
ელისის დამ ვერ შეძლო პრობლემის გადაწყვეტა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ დაიბადა მტირალა, მომთხოვნი
ხასიათით, მიდრეკილი იყო შეგუებოდა უსამართლობას. ამიტომ ელისის და თავად იყო ნაწილობრივ
პასუხისმგებელი საკუთარ ტანჯვაზე, რადგან მან ცნობიერად თუ არა ცნობიერად აირჩია მსხვერპლის როლი.

ელისს მიაჩნდა, რომ ადამიანებს შეუძლიათ, გამოიყენონ თანდაყოლილი ტენდენცია - არჩევანის თავისუფლება
საკუთარი თავის დასახმარებლად და ასევე - საკუთარი თავის საზიანოდაც!

ABC თეორია
A - მააქტივირებელი მოვლენა ან გამოცდილება;

B - ინდივიდის რწმენების სისტემა;

C - შედეგი.

4
David Tevdorashvili ალბერტ ელისი - რაციონალურ ემოციური თეორია

ამ სისტემაში ძირითადია რწმენების სისტემა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც რაციონალური, ისე -
ირაციონალური. ამ მოდელს მივყავართ კლიენტის დამოკიდებულებებისა და ქცევის კონტროლისა და
ცვლილებებისკენ.

ელისი განწყობათა სისტემას ორ ძირითად კატეგორიად ჰყოფს: რაციონალური რწმენები და ირაციონალური


რწმენები. მააქტივირებელი მოვლენა აღმოცენდება რაციონალური ან ირაციონალური რწმენების საფუძველზე.
ხშირად კი რომელიღაცა ერთი იქცევა დომინანტურ რწმენად.

ირაციონალური სისტემები რწმენაზე მოქმედებ 4 სახით:

1. პირველადი მკაცრად მომთხოვნი რწმენა - მოიცავს მთავარ მოთხოვნებსა და ბრძანებებს, რომელიც


უკავშირდება მააქტივირებელ მოვლენას. ელისმა შემოიტანა სამი ძირითადი ჯგუფი ირაციონალური
რწმენებისა, რომლებიც ქმნიან უადგილო ემოციებს და ქცევით შედეგს. ესენია:
 მე წარმატებული უნდა ვიყო და ჩემი ქმედება ყველას მიერ მოწონებული უნდა იყოს;
 სხვები ჩემს მიმართ ყურადღებას უნდა იჩენდნენ;
 მე უნდა დავიკმაყოფილო ყველა მოთხოვნილება სწრაფად იმ გარემოში, სადაც მე ვცხოვრობ.
2. პირველადიდან წარმოებული მკაცრად მომთხოვნი რწმენა - ადამიანები ჩვეულებრივ აკეთებენ უკიდურესად
არარეალისტურ დასკვნებს, რომლებიც წარმოადგენენ საკუთარი ვალდებულებებისგან წარმოებულს.
ასეთებია:
 კოშმარებისა და შიშების წარმოება (თუ ვერ მივაღწევ ამ მიზანს, ეს იქნება საშინელება);
 საკუთარი თავის ზიზღი ( თუ მიზანს ვერ მივაღწევ, სულელი ადამიანი ვიქნები);
 მუდმივი წარუმატებლობის წინასწარმეტყველება (თუ ამ მიზანს ვერ მივაღწევ, მაშინ ვერასოდეს
მექნება ის, რაც მსურს და მექნება ის, რაც არ მსურს);
3. მეორადი მკაცრად მომთხოვნი რწმენა - როდესაც ადამიანები უბედურნი არიან შედეგით, ისინი მიდრეკილნი
არიან, გახადონ საკუთარი თავი უფრო უბედური, იმიმიტომ რომ უბედურები არიან;
4. მეორადიდან წარმოებული მკაცრად მომთხოვნი რწმენა - საკუთარი უმაქნისობის განვითარება, რომლის
საფუძველსაც წარმოადგენს პირველადი და მეორადი მკაცრად მომთხოვნი რწმენები.

ნევროტული პრობლემები
ელისს ნევროტული პრობლემების გამომწვევად მიაჩნდა:

1. ეგოს სულიერი წონასწორობის დარღვევა - როდესაც ადამიანს საკუთარი თავი არარაობა ჰგონია და
ცდილობს, მის მიერ გაკეთებული ყოველი ქმედება, სხვებს მოაწონოს;
2. დისკომფორტით გამოწვეული სულიერი წონასწორობა - ადამიანებს საკუთარი თავი განსაკუთრებულნი
ჰგონიათ და სურთ, რომ ყველას ყურადღების ცენტრში იყვნენ.

5
David Tevdorashvili ალბერტ ელისი - რაციონალურ ემოციური თეორია

ირაციონალურობის მექანიზმი
ელისი აქცენტს აკეთებს ირაციონალური აზრების შენარჩუნების მექანიზმის შესწავლასა და არა - მათი შეძენის
მექანიზმზე. ელისი კლიენტებს ეუბნედა, რომ დაევიწყებინათ საკუთარი კოშმარული წარსული. თუ რატომ არიან
ადამიანები ირაციონალურნი, ამას ელისის აზრით განაპირიბებს სამი რამ:

1. ბიოლოგიური ტენდენცია, რომელიც უკვე განვიხილეთ;


2. ირაციონალური კოგნიციის შერჩევა;
3. სოციალური დასწავლა.

ირაციონალური კოგნიციების არჩევა


ადამიანები საკუთარ თავში ემოციურ დარღვევებს იწვევენ იმით, რომ არ ივითარებენ რაციონალური აზროვნებას.

სოციალური დასწავლა
ადამიანები დაბადებიდან არიან მიდრეკილნი ირაციონალობისკენ და ეს ტენდენცია ხშირად ღრმავდება გარემოს
ზემოქმედებით, განსაკუთრებით სიცოცხლის დასაწყისში. ბავშვი ირაციონალურობას ეჩვევა მთელი რიგი მიზეზების
გამო:

1. მას არ შეუძლია ნათლად ფიქრი;


2. ბავშვის მოთხოვნილებები შეიძლება დაკმაყოფილდეს „ჯადოქრობით“ (თოვლის ბაბუა);
3. სხვა ადამიანების აზრების გავლენა;
4. რელიგია და კულტურა;
5. მასობრივი ინფორმაციები;
6. ოჯახში არსებული ირაციონალური ტენდენციები.

რატომ არიან ადამიანები ირაციონალურნი?


ადამიანები არა მხოლოდ ხდებიან ირაციონალურნი, არამედ რჩებიან კიდეც. იტყო რაციონალური ირაციონალურ
სამყაროში, ნიშნავს, იბრძოლო. არსებობს მტელი რიგი მიზეზები, თუ რატომ რჩებიან ადამიანები ირაციონალურებად:

1. ბიოლოგიური ტენდენცია - ელისი ამბობს, რომ ადამიანები არაცნობიერად არიან მიდრეკილნი ჩვეული
მდგომარეობის გახანგრძლივებისკენ, რაც დამახასიათებელია ფსიქიკური ფუნქციის დისბალანსისთვის და
ამავე დროს მიდრეკილნი არიან ბრძოლისკენ, რაც მიმართულია დისფუნქციებისგან გასათავისუფლებლად;
2. ემოციური წვლილი;
3. სამეცნიერო აზროვნების უნარის არასაკმარისი დონე;
4. განმამტკიცებელი შედეგი, რაც გულისხმობს საკუთარი ირაციონალურობის განმტკიცებას ემოციურად,
კოგნიტურად, ქცევით;
5. აქცენტი „საშინელ“ წარსულზე -აწმყოზე კონცენტრირებას უშლის ხელს;
6. არარეალისტური განწყობები ცვლილებების მიმართ (მე უნდა შევიცვალო სწრაფად და მთლიანად);
7. სხვა კოგნიტური ფაქტორები:
7.1. უვიცობა - შეცდომაა, რომ იყო მდგომარეობიდან გამოსული, ნორმალურია;

6
David Tevdorashvili ალბერტ ელისი - რაციონალურ ემოციური თეორია

7.2. სისულელე - ზოგიერთს არ შესწევს ძალა, თავად იმუშავოს საკუთარ თავზე, რაც ხდება წონასწორობის
დარღვევის მიზეზი;
7.3. სიხისტე - საკუთარი ირაციონალურობის აღმოჩენის შემთხვევაში მისი ანულირება;
7.4. მიუღებლობა - ირაციონალურობის ყურადღების მიღმა დატოვება;
7.5. დაცვითობა - საკუთარ პრობლემებთან თავის არიდება;
7.6. გამოუსწორებელი ოპტიმიზმი (კიბო მაქვს, მაგრამ რა მოხდა);
7.7. სიტუაციების ცვლილება (ცოლს უნდა გავეყარო! იმის მაგივრად, რომ ვიფიქრო, რა არის ამის მიზეზი);
7.8. სხვა პალატიური საშუალებები (ალკოჰოლი, ნარკტიკი).

მიზანი
რექთ-ს აქვს ორი მიზანი: 1. დაეხმაროს ადამიანს დარღვევებისა და ემოციური ბლოკების მოხსნაში; 2. დაემხაროს
ადამიანებს, გახდნენ სრულად ფუნქციონირებადნი. აქ აქცენტი კეთდევა ქცევების, ემოციების და აზროვნების
ცვლილებებზე.

ელისი წერს: „არაელეგანტური ცვლილება გულისხმობს უბრალოდ სიმპტომის მოხსნას, ხოლო ელეგანტური
ცვლილება გულისხმობს, როგორც სიმპტომის მოხსნას, ასევე კლიენტის უნარის „დაარღვიოს საკუთარი სულიერი
წონასწორობა“ მნიშვნელოვან შემცირებას“.

კონსულტირება გრძელდება საშუალოდ 30 წთ. საჭიროა 5-50 მეცადინეობა. კონსულტირების ეს სახე ბევრად
ეფექტურია ზომიერად აღელვებულ კლიენტებთან და მათთან, ვისაც ერთი ძირიტადი სიმპტომი აქვთ.

რექთ ადამიანებს ეხმარება, გახდნენ თვითაქტუალიზირებულნი, რაც მოიცავს შემდეგს:

1. პირადი ინტერესი;
2. სოციალური ინტერესი;
3. თვითმართვა;
4. ტოლერანტობა;
5. მოქნილობა;
6. დაურწმუნებლობის მიღება;
7. პასუხისმგებლობა;
8. ორიგინალობა;
9. სამეცნიერო აზროვნება;
10. თვითმიღება;
11. ცხოველური საწყისის მიღება;
12. რისკი;
13. პერსპექტიული ჰედონიზმი;

7
David Tevdorashvili ალბერტ ელისი - რაციონალურ ემოციური თეორია

14. უტოპიის არ ქონა;


15. მაღალი ფრუსტრაციული ტოლერანტობა;
16. საკუთარი პასუხისმგებლობა საკუთარი სულიერი წონასწორობის დარღვევაზე.

კონსულტანტები ცდილობენ კლიენტთან კავშირის დამყარებას ემპათიური მოსმენის საფუძველზე. ისინი კლიენტებს
რებულობენ, როგორც მიდრეკილს შეცდომებისკენ და არ აფასებენ მათ პიროვნულ თვისებებს.

კონსულტანტები დისკუსიის დროს კლიენტებს უმტკიცებენ, რომ არიან არალოგიკურნი და ეხმარებიან


ლოგიკურობის აღმოჩენაში.

ელისის სტილი ისევე, როგორც სხვა კონსულტანტების არის ენერგიული და ეფუძნება კლიენტის აქტიურ
დარწმუნებას.

You might also like