You are on page 1of 3

ინდივიდი და საზოგადოება

საზოგადოება ინდივიდის ცხოვრებაში ძალიან


დიდ როლს თამაშობს, რადგან სწორედ ამ
ინდივიდებით იქმნება საზოგადოება და
საზოგადოებით იქმნება ინდივიდი იმიტომ, რომ
როგორც კი ადამიანი ჩნდება გარე
ფაქტორებიდან იღებს რაღაც თვისებებს
არაფერი თვითონ მას არ ააქვს ჩაბეჭდილი
თვისებების და გამონაკლისების გარდა,
თავიდან ბოლომდე იზრდება ამ საზოგადოებაში
და ამ საზოგადოებით და სწორედაც, რომ
აღზრდა ინდივიდის ხდება საზოგადოების
ჩართულობით. ზოგჯერ კარგი გავლენა აქვს
ზოგჯერ ცუდი, მაგრამ ინდივიდი ვალდებულია
საკუთარი კეთილდღეობისთვის, რომ
შეინარჩუნოს საკუთარი
ინდივიდუალიზმი,უნიკალურობა და არ იყოს
საზოგადოებაზე დამოკიდებული. გავიხსენოთ
გალაკტიონ ტაბიძის ციტატა „საზოგადოება ვერ
ითმენს ადამიანს, რომელიც მას არ ჰგავს...“
კარგი გავლენა შეიძლება იმ გაგებით
ჰქონდეს ,რომ მოერგოს ზოგჯერ საზოგადოების
ნორმები ინდივიდის ინტერესებს, მაგრამ ხშირ
შემთხვევაში ასე არ ხდება და თავისით უნდა
ჩამოყალიბდეს. საზოგადოება ყოველთვის
მიუთითებს თუ რა უნდა გააკეთოს ინდივიდმა
და თუ ამ ინდივიდმა საკუთარი კისერი
თავისით არ მოიტეხა, თავისი ნაბიჯი არ
გადადგა ვერ ისწავლის სიარულს.
“ყველას ერთი და იგივე ღმერთი ჰყავს,
უბრალოდ თვითონ ხალხი განსხვავდება
ერთმანეთისგან.”- ანტონ ჩეხოვი
თუ თვალს გადავავლებთ ვაჟა ფშაველას
შემოქმედებებს,თითოეულ მათთაგანში
აღმოვაჩენთ სწრაფვას სამართლიანობისაკენ.
ამის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია, ვაჟას პოემა
„ალუდა ქეთელაური“. პოემაში კარგად და
ნათლად ჩანს, მთავარი პერსონაჟის, ალუდა
ქეთელაურისა და თემის
ურთიერთდაპირისპირება. ვაჟა შესანიშნავად
წარმოგვიდგნეს პიროვნებისა და საზოგადოების
დაპირისპირების მაგალითსა და გამომწვევ
მიზეზებს. ალუდა ქეთელაური პიროვნული
განვითარების მაღალი დონის მაგალითია. ვაჟა
პოემით ნათლად წარმოაჩენს საზოგადოების
დამოკიდებულებას ჰუმანურობისა და
ტოლერანტობის მიმართ. ნაწარმოებში
საზოგადოების ფსიქოლოგიის სწორად
ჩამოსაყალიბებლად, ალუდას წინააღმდეგ დგება
თემი. „ალუდა ქეთელაური“ არის პოემა სადაც
ნათლად ჩანს საზოგადოებასთან ურთიერთობის
სირთულე და პიროვნებისა და საზოგადოების
მუდმივი ჭიდილი.

You might also like