You are on page 1of 3

მდ და საზოგადოება

პიროვნების ადგილი და როლი საზოგადოებაში


განისაზღვრება თავად საზოგადოების
თავისებურებიდან გამომდინარ, როგორც წესი
ადამიანს თავიდანვე აქვს განსაზღვრული თავისი
ადგილი, რომელიც მას დაეკისრება თუნდაც
საზოგადოებასთან მიმართებაში.ყველა ადამიანს
დაგვისვამს ჩვენი თავისთვის კითხვა თუ ვინ ვართ
ჩვენ? და ვინ მინდა ვიყო? პირადად ჩემი
გამოცდილებიდან ეს შეკითხვა უამრავჯერ
დამისვამს ჩემი თავისთვის, რადგან ყოველთვის
მინდოდა მზად ვყოფილიყავი ახალი
გამოწვევებისთვის და ახალი როლის
მორგებისათვის რაზეც ბევრჯერ მიფიქრია( უფრო
გარადტეხის პერიოდში), რადგან უნდა
გადამეწყვიტა თუ ვინ მინდოდა ვყოფილიყავი
მომავალში. ალბათ უმრავლესობა ვფიქრობთ, რომ
საზოგადოება დიდ როლს თამაშობს ჩვენს
ცხოვრებაში და გადაწყვეტილებებში, ზოგჯერ
დადებითად და ზოგჯერ
უარყოფითადაც.მაგალითად, ადრე ასეთ
საზოგადოებაში, ქალის როლად, ხშირად კი მის
არსებობის ერთადერთ მიზნად, შვილის გაზრდა
და ოჯახის მოვლა მიიჩნეოდა, შეიძლება ახლაც.
შესაბამისად, ქალის ყველა სურვილი თუ
მისწრაფება, როგორიცაა განათლების
მიღება,პროფესიის დაუფლება,საკუთარი ბიზნესის
წამოწყება თუ სხვა, მტრულ დამოკიდებულებას
იწვევს და შესაძლოა, რეპრესიების და
ანგარიშსწორების მიზეზიც კი გახდეს. კიდევ
შეგვიძლია ვისაუბროთ პატრიარქალური
საზოგადოების დამოკიდებულებაზე პიროვნების
რელიგიური იდენტობის მიმართ. მსგავს
საზოგადოებაში რთულია პიროვნებამ შეძლოს და
აირჩიოს თავად საკუთარი რელიგიური
შეხედულებები და რწმენა. საზოგადიება
აიძულებს მას, აღიაროს საკუთარი წინაპრების
რელიგია და ბრმად მისდიოს იმ წეს-ჩვეულებებს,
რომლებსაც მისი წინაპრები მრავალი საუკუნის
წინ იცავდნენ. საბოლოოდ, ამგვარი მიდგომა ისევ
წინაპრების რელიგიის გაუფასურებას იწვევს,
რადგან ძალით თავს მოხვეულ ტრადიციებს და
წეს-ჩვეულებებს ადამიანები, როგორც წესი,
უხალისოდ, გაუზრებლად მისდევენ.
დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანს, აქვს
უფლება, საკუთარი ადგილი და როლი თავადვე
განსაზღვროს, იმ სურვილებისა და მიზნების
მიხედვით, რაც მან თავად დაისხა, ამგვად
საზოგადოებაში ადამიანი უფრო სცემს პატივს
შეხედულებებს და სხვებიც პატივს სცემენ მის
არჩევანს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავლისკენ
მიმავალნი უარყობს ან თუნდაც პატივს არ სცემენ
მათ. პირიქით, თავისუფალი ადამიანებისგან
შემდგარ საზოგადოებაში ტრადიციები და
ღირებულებები უფრო ძვირფასი და დაცულია.
ვაჟა ფშაველას „ამოდის ნათდება, მიხეილ
ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვა“ და გიორგი ლეონიძის
მოთხრობოათა კრებულის „ნატვრის ხის“ ნაწყვეტი
„მარიტა“. სამივე მოთხრობაში ყურადღება
გამახვილებულია ბრბოს ფენომენზე და იმაზე თუ
როგორ შეუძლია მას ადამიანების შეცვლა

You might also like