You are on page 1of 1

წარსულთან ურთიერთობა, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი პიროვნების


განვითარების გზაზე.

წარსულში ღირებულია მხოლოდ ორი რამე:

პოზიტიური გამოცდილება - ანუ რესურსი, რომელიც გვჭირდება ოპტიმიზმისთვის


ნეგატიური გამოცდილება - გაკვეთილი, რომელიც გვჭირდება ზრდისთვის

სხვა ნებისმიერი მიზნით წარსულზე კონცენტრაცია გვაზიანებს.

მაგალითად, საზოგადოებაში გავრცელებული პარადიგმა - “ადამიანები არ იცვლებიან” -


მოქმედებს სხვის შეფასებაზეც და თვითაღქმაზეც - ადამიანები არც სხვას და არც საკუთარ
თავს არ აძლევენ ცვლილების უფლებას. ისინი ეჯაჭვებიან წარსულის და გონიათ, რომ
გუშინდელი ქმედებები სრულიად განსაზღვრავს მათ რაობას.
ხშირად ხდება წარსულით სხვების მანიპულირებაც, რადგან მათ უმრავლესობას, უბრალოდ
არ სჯერა ცვლილებების. ეს პარადიგმა ხელს უშლის რეალიზებას, წინსვლას და ჰარმონიულ
ურთიერთობებს.

სინამდვილეში, რაც არ უნდა მომხდარიყო 20 წლის წინ, შარშან, ან გინდაც გუშინ, ის უკვე
დამთავრდა. ყოველდღე თავიდან იწყება ახალი ცხოვრება. და რადგან ახალი დილა ისევ
გათენდა, კიდევ გვაქვს არჩევანი და შესაძლებლობა - მივიღოთ უკეთესი, უფრო
გაცნობიერებული გადაწყვეტილებები.

სურვილის და მონდომების შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განვითარდეს და


გახდეს თავისი თავის საუკეთესო ვერსია. იმიტომ, რომ ცვლილებები შესაძლებელი და
გარდაუვალია.

You might also like