You are on page 1of 4

უნარები და ფასეულობები

უნარი არის ადამიანის თანდაყოლილი (ფიზიკური და ფსიქიკური) შესაძლებლობა,


პოტენციალი, რომელიც მას დაბადებიდან აქვს. უნარი მხოლოდ შესაძლებლობის, პოტენციის
სახით არის მოცემული და მისი შემდგომი განვითარება დამოკიდებულია თუ რამდენად
მიეცემა ადამიანს ამ უნარის განვითარების შესაძლებლობა. (მაგ. შესაბამისი წვრთნა,
ცხოვრების პირობები და მოთხოვნები და სხვა);

ჩვევას უწოდებენ მრავალჯერადი გამეორებით შეძენილ მეტად თუ ნაკლებად


ავტომატიზებულ მოქმედებას ან ქცევას. მოქმედება ან ქცევა, იმდენად კარგადაა
დასწავლილი და გამჯდარი, რომ ადამიანს არ სჭირდება ზედმეტი ძალისხმევა, დაფიქრება
მათ განსახორციელებლად, ცნობერება ამ პროცესში დაბალი ხარისხით მონაწილეობს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვევა არის პიროვნების უნარი კარგად შეასრულოს მიზანდასახული
მოქმედებები მათზე ყურადღების სპეციალურად გამახვილების გარეშე, მაგრამ ცნობიერების
კონტროლის ქვეშ.

განასხვავებენ მოტორულ და გონებრივ ჩვევებს. მოტორულს უწოდებენ მოძრაობის ჩვევას;


მაგალითად, ველოსიპედით სიარულს, ღილის, თასმების შეკვრას, ცურვას და ა.შ.

გონებრივს უწოდებენ ისეთ ჩვევებს, რომლებიც ავტომატიზებულ გონებრივ ოპერაციას


წარმოადგენს (გამრავლების ტაბულის ზეპირი ცოდნა, აბზაცის დაცვა, სასვენი ნიშნების
კითხვის დროს პაუზების გაკეთება და ა.შ.).

მეორე მხრივ, ჩვევებს აჯგუფებენ შინაარსის მიხედვითაც. გამოყოფენ საყოფაცხოვრებო


(ჩაცმა-დახურვა, დანა-ჩანგლის ხმარება, ლოგინის გასწორება და ა.შ.), ჰიგიენურ (კბილების
გახეხვა, ხელების დაბანა); სპორტულ ჩვევებს (ველოსიპედის ტარება, ცურვა) და ა.შ.

პიროვნული უნარ-ჩვევები

თუ ადამიანი ხშირად იმეორებს ერთი და იგივე მოქმედებას, მას თანდაყოლილი უნარიდან


გარკვეული უნარ-ჩვევა უვითარდება, ხოლო თუ მას არ ექნება სათანადო პირობები, თუ არ
ისწავლის, არ იმუშავებს სათანადო მიმართულებით, მაშინ მას ეს უნარ-ჩვევა აღარ
განუვითარდება. უნარ-ჩვევა იგივე უნარია, რომელიც ძირითადად ნასწავლია და წვრთნის
შედეგადაა განვითარებული. იგი მოიცავს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომლებიც
მიზნად ისახავს სასურველი შედეგის მიღწევას. განასხვავებენ შემდეგ უნარ-ჩვევებს:
აკადემიური (კითხვა, წერა, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება და სხვა),
პიროვნული ურთიერთობის (მოსმენა, საუბარი, ვერბალური და არავერბალური
კომუნიკაცია, სხვა), და მოტორული (ძერწვა, ხატვა, ჭიდაობა, მიზანში სროლა და სხვა).
ფასეულობები

ფასეულობა, ესაა პრინციპი ან სტანდარტი, რომელსაც აღიარებს ადამიანი, ადამიანთა


ჯგუფი, ან საზოგადოება.

ღირებულება გამოხატავს ადამიანის რწმენას, შეხედულებებს, იდეალებს და ეთიკურ


სტანდარტებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მისი ცხოვრების წესს. ღირებულებები ხშირ
შემთხვევაში განსაზღვრავს ადამიანის ქცევათა ერთობლიობას, რომელიც მას უბიძგებს, ან
პირიქით, აკავებს ამა თუ იმ ქცევისგან.

პიროვნებას ან საზოგადოებას არაერთი ღირებულება გააჩნია. ამ ფასეულობათა ძირითად


მახასიათებელს წარმოადგენს მათი ერთიანი ხასიათი. ღირებულებები სტრუქტურულ
კავშირში არიან ერთმანეთთან და ქმნიან ერთ მთლიან სისტემას, რაც საშუალებას გვაძლევს
ამ ღირებულებათა მატარებელი პიროვნების ან საზოგადოების ქცევა პროგნოზირებადი იყოს.
თუმცა, აღსანიშნავია რომ ღირებულებები სრული სტაბილურობით არ ხასიათდებიან.
შესაძლოა მათი ცვლილება თანდათან, მოულოდნელად და სწრაფადაც კი განხორციელდეს.
ეს ცვლილება ღირებულებითი ორიენტაციის შესაბამისად ხდება.

ფასეულობები წარმოადგენს ერთგვარ საზომს, რომლითაც ვავლენთ გარკვეულ


დამოკიდებულებას მოვლენების მიმართ, თუ რა არის კარგი ან ცუდი, სამართლიანი ან
უსამართლო, მორალური ან ამორალური. ეს დამოკიდებულებები კი აღზრდის პროცესში
ყალიბდება, რომელიც მყარ რწმენად გადაიქცევა და ხშირად რთულად ემორჩილება
ცვლილებებს.

სხვადასხვა საზოგადოებაში აღზრდილ პიროვნებას, ბუნებრივია უყალიბდება


განსხვავებული ღირებულებები, როდესაც ისინი თანაარსებობენ, შესაძლოა მათ შორის
განვითარდეს რაიმე სახის კონფლიქტი. ასეთი შემთხვევები ხშირია მულტიკულტურულ
ქვეყნებში, სადაც სხვადასხვა ეროვნების, რელიგიის, კულტურის მქონე ადამიანები
ცხოვრობენ. ამ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ღირებულებითი კონფლიქტი, რომელიც
არის საკმაოდ რთულად მოსაგვარებელი, ვინაიდან იგი დაკავშირებლია ადამიანის
ფასეულობებთან.

ფასეულობა ეს არის ყველაზე უფრო გამორჩეული საჩუქარი, რომელსაც ადამიანი ფლობს;


ყველა პიროვნებას საკუთარი გამოცდილება გააჩნია; ინდივიდი იზრდება, ვითარდება და
სწავლობს. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ინდივიდი ეუფლება საკუთარ წეს-
ჩვეულებებს. ამ პირადი „წეს-ჩვეულებებიდან“ გამომდინარე ადამიანს საკუთარი
მიმართულება უყალიბდება ცხოვრებაში, „ცხოვრების მიმართულებას“ შეიძლება
ფასეულობები ვუწოდოთ. ჩვენი ღირებულებები გვიჩვენებს თუ რა „დოზით“ ვიზიარებთ და
ვართ ჩართულები საზოგადოებრივ საქმიანობაში. ფასეულობათა ქონა პიროვნების ქცევას
განსაზღვრავს. პირადი ფასეულობების განვითარება არის როგორც ინდივიდუალური, ასევე
ცხოვრებისეული პროცესი, რომელიც გაკვეთილზე უნდა წარიმართოს. მასწავლებელმა
მოსწავლეს არასოდეს არ უნდა მოახვიოს ძალდატანებით რაიმე კონცეფცია ან შეხედულება;
ბავშვებს სჭირდებათ თავისუფლება საკუთარი აზრების განვრცობის, განვითარებისა და
დახვეწისათვის. რა თქმა უნდა, ღირებულებად ყველაფერი არ შეიძლება რომ ჩაითვალოს,
ფასეულობებს თავისი „ინდიკატორები“ ახასიათებთ, რომლებიც დაკავშირებულია
ზნეობრივი ნორმების განვითარებასთან, მიზნებთან, მისწრაფებებთან, სურვილებთან,
გრძნობებთან, მოსაზრებებთან, მტკიცებულებებთან, ჩვეულებებთან და აქტივობებთან.
მასწავლებელთა მთავარი მოვალეობაა, რომ მოზარდებს დაეხმარონ ამ „ინდიკატორების“
ფასეულობებად გარდაქმნაში. „ინდიკატორებს“ შესაძებელია ეწოდოთ ღირებულებები,
როდესაც მორგებულია 7 კრიტერიუმზე. ეს კრიტერიუმები აღწერს „ფასეულობათა
გარდაქმნის პროცესს“:

ფასეულობათა პროცესი:

1. არჩევანის თავისუფლება: ფასეულობები უნდა იყოს თავისუფალი არჩევანის


შედეგი. არჩევანი მხოლოდ მაშინ კეთდება, თუ პიროვნებას გაცნობიერებული აქვს
მათი წონა.
2. ალტერნატივებს შორისი არჩევა: მხოლოდ მაშინ, როდესაც არჩევანი
შესაძლებელია და არსებობს მეტი ვიდრე ერთი არჩევითობის შანსი, ფასეულობა
რეალური შედეგია.
3. განსჯისა და განხილვის შედეგად თითოეული ალტერნატივის შერჩევა:
ფასეულობა შესაძლებელია წარმოიშვას მხოლოდ გააზრებული განხილვის
შედეგად.
4. დაფასება და ზრუნვა: ჩვენ ვაფასებთ იმ მეგზურებს ცხოვრებაში, რომლებსაც
ფასეულობებს ვეძახით.
5. დადასტურება: როდესაც ვსაზღვრავთ ზნეობრივ ნორმებს, ჩვენ არა მარტო
ვადასტურებთ მათ სახალხოდ, არამედ მათ დასაცავად ბრძოლაც გვიხდება.
6. ქმედება არჩევითობაზე: ფასეულობა ყოველთვის რეალური ფაქტია. ფაქტი,
რომელიც გვაძლევს აქტიური ცხოვრების მიმართულებას.
7. გამეორება: როდესაც ინდიკატორი აღწევს ფასეულობის დონეს, სავარაუდოა, რომ
გამოვლინდეს უამრავი შემთხვევითობა ჩვენს ცხოვრებაში, რომლებიც გარკვეული
პერიოდის შემდეგ ნიმუშად ყალიბდება.
ფასეულობათა თეორია ეფუძნება ჰიპოთეზას, ინდივიდი, რომლის ქცევაც დამყარებულია
ფასეულობით უნარ-ჩვევებს, ნაკლებად უშვებს სერიოზულ შეცდომებს საზოგადოებრივ
ცხოვრებაში. დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული სწავლა ხელს უწყობს
ინდივიდებში დამოუკიდებელი განსჯა-მსჯელობისა და გადაწყვეტილებების მიღების
უნარების განვითარებას (www.citized.info).

ტრადიციული, მასწავლებელზე ორიენტირებული სწავლის მოდელები, რომლებიც მხოლოდ


ინსტრუქციებით შემოიფარგლება, არ არის საკმარისად აქტიური, ინფორმირებული და
პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეული მოქალაქეების აღსაზრდელად, რომლებიც
თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებას სჭირდება. საჭიროა სწავლების ისეთი
ფორმები, რომელიც მოსწავლეებს მოამზადებს საზოგადოებაში რეალურად ჩართვისათვის,
რომლებიც იმავე დოზით გულისხმობს პრაქტიკას, რა დოზითაც ხდება თეორიის მიწოდება
და ეფუძნება რეალურ ცხოვრებისეულ საკითხებს(Ronfelt,Farmer,McQueen&Grissom, 2015).

დემოკრატიული სწავლება განსაკუთრებულ მოდულს წარმოადგენს, რომლის მიზანიც არის


ახალგაზრდების მომზადება საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილე აქტიურ მოქალაქეებად
ინტეგრირებისათვის და, აქედან გამომდინარე, განსხვავებულ ფორმებს
მოითხოვს(Ortiz,Johnson,&Johnson,1996).

გამოყენებული ლიტერატურა:

 ვაჩეიშვილი ნ, (2012), ფასეულობათა სწავლების ზოგადი თეორიები და


რეკომენდაციები სასკოლო განათლებაში, „ინტელექტი“ (3) 44, 43-46. თბილისი,
საქართველო.
 ვაჩეიშვილი ნ, (2012), დემოკრატიული ცნობიერების ამაღლების ასპექტები
თანამედროვე სასკოლო განათლებაში, ინტერნეტგაზეთი
„მასწავლებელი“http://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=96

You might also like