You are on page 1of 2

ქრისტიანობა და ბუდუზმი

სამყაროს შექმნის ბევრი თეორია არსებობს, თუმცა ორი ხედვა


განირჩევა, ესენია - მეცნიერული, სამყაროს ევოლუციის შესახებ,
მეორე, რელიგიური ,,ღმერთმა შექმნა სამყარო".
აღმოსავლურ და დასავლურ რელიგიებს ბევრი საერთო აქვთ.
მაგალითად:
ქრისტიანული, ისლამური და ბუდისტური სამივე რელიგია
ქადაგებს, რომ ამქვეყნიური ცხოვრება განაპირობებს იმქვეყნიურ
ცხოვრებას, სამოთხეს ან ჯოჯოხეთს. თუმცა ბუდისტურ რელიგიაში
სამოთხე და ჯოჯოხეთი კი არა ნირვანა და დედამიწა არსებობს და
ვისთვის რომელია ბოლო გაჩერება.
2) ბუდიზმს, ისევე როგორც ქრისტიანობას აქვს ის გაწერილი
მცნებები, რომლებიც არ უნდა დაარღვიონ ჭეშმარიტმა
მორწმუნეებმა, ბევრმა იცის რომ მკვლელობა არის ყველაზე დიდი
ცოდვა ქრისტიანისთვის, აი, ბუდიზმში საკუთარი თავისთვის
გამოწერილი სასჯელია, რადგან ადამიანი, ვინც კლავს შემდეგ
ცხოვრებაში, რეინკარნაციის გზით, სხვა სხეულში ჩასახლებული
სულით თავად ხდება მსხვერპლი. ბერტოლუჩის ფილმში ,,პატარა
ბუდა" ერთერთი ლამა ჰყვება ისტორიას მოძღვრისა და პატარა
ციკნის შესახებ. მოძღვარს ის შესაწირავად მიჰყავს და როცა მისი
შეწირვის დრო დგება, ციკანი ტირილს იწყებს, რაც გაუკვირდება
კაცს და ჰკითხავს რატომ ტირიო, ციკანი ეტყვის, ,,ჩემი 499 ციკნად
დაბადების შემდეგ ისევ ადამიანად დავიბადებიო", მოძღვარს
უფრო გაუკვირდება და ჰკითხავს ხოდა რა გატირებსო, ,,შენზე
მეტირება, სანამ ციკანი გავხდებოდი მეც შენისთანა მოძღვარი
ვიყავი და ჩემისთანა პატარა ციკნებს ვწირავდიო". ,,ცხოვრება
ბუმერანგია", ,,რასაც დათესავ იმას მოიმკი".
ბუდისტური რელიგია ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ღმერთებმა
სამყარო შექმნეს ადამიანებს ჩააბარეს საკუთერი თავები და
თქვეს ,,იყოს ნება თქვენი". ბუდისტური რელიგია დიდწილად
დაფუძნებული ემპირიულ ცოდნაზე წინა ცხოვრებებიდან და რაც
ჩემს ყურადღებას განსაკუთრებით იბყრობს და
ვეთანხმები ,,ადამიანები იძენენ ჩვევებს, რაც განაპირობებს მათ
ხასიათს, ხასიათი კი ბედისწერას" ანუ მარტივად რომ ვთქვათ
საკუთარი ბედის მწერალი ისევ თვითონ ხარ, მიუხედავად იმისა,
რომ არსებობენ ადამიანები

You might also like