You are on page 1of 4

სკოლა : ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლა

კლასი : 12

სახელი : ვაჟა

გვარი : ღურწკაია

ტელეფონის ნომერი : 579 66 24 24

G-mail : gurckaia2005@gmail.com
მე ბიზნესმენი

„ადამიანი რაღცას მხოლოდ იქ აღწევს ,სადაც თავად სჯერა საკუთარი ძალის“.

როდესაც ადამიანებს ვეკითხებით მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი


ნაწილების შესახებ ,ოჯახი ,ჯანმრთელობა და სამუშოა ხშირად პირველ სამეულში
ხვდება. მაშასადამე, სამუშაოს ტიპის არჩევა ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი
გატაწყვეტილებაა.

ბევრი ადამიანი იწყებს კარიერას, რადგან ის ეხმარება მათ თავიანთი მიზნების


მიღწევაში , როგორიცაა მეტი ცოდნისა და გამოცდილების შეძენა , მეტი
პასუხიმგებლობის აღება ან უფრო მაღალი ხელფასის მიღება.

შესაფერისი კარიერის პოვნას დრო სჭირდება , შეიძლება თქვენი კარიერა


შეიცვალოს თქვენი ცხოვრების განმავლობაში , შეიძლება შეგეცვალოთ ის მოტივაცია,
რომელიც ბავშვობიდანვე გაგაჩნდათ , ამიტომაც პროფესიის არჩევა დიდ
პასუხისმგებლობას მოითხოვს.

ადამიანები თავიანთი ცხოვრების უმეტეს დროს ხარჯავენ სამსახურში იმისთვის ,


რომ ისიამოვნონ გატარებული დროით , გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი
საჭიროა გონივრულად გააკეთონ არჩევანი თავიანთი კარიერის არჩევაში , ჰკითხონ
თავიანთ თავს თუ „ რაში ვარ კარგი? რა არის ჩემი ინტერესი და მოტივაცია? რა მინდა
ჩემი კარიერისგან? რა არის ჩეთვის მნიშვნელოვანი? ‘’.

დამიჯერეთ ,თუ თქვენ არ გიყვართ თქვენი პროფესია წარმატებას ვერასდროს ვერ


მიაღწევთ, რადგან თითოელ პროფესიას გააჩნია სხვა და ახვა გამოწვევა, შეიძლება
გამოწვევის მიღების მომენტში კრახი განიცადოთ , მაგრამ თქვენ უნდა გქონდეთ იმის
ნებისყოფა, პროფესიისადმი სიყვარული, რომ ისევ წამოდგეთ და გააგრძელოთ გზა.

მარკ ცუკემბერგი არის იმის ნათელი მაგალითი , თუ როგორ უნდა აირჩიოს


ადამიანმა ის პროფესია , რომლითაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ისიამოვნებს .

მარკს ბავშვობიდანვე ჰქონდა მიდრეკილება ტექნოლოგიებისკენ, ჯერ კიდევ


მეცხრე კლასში შექმნა თამაში, მას გააჩნდა ნიჭი და პოტენციალი , რომ
ტექნოლოგიებითა და პროგრამირებით შეექმნა ,რაღაც ახალი. მან ჰარვარდის
მონაცემთა ბაზაც კი გატეხა , შემდეგ კი სწავლა მიატოვა და ბიზნესის წამოწყება
გადაწყვიტა .დღეს კი ის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია.

ცნობილი მილიარდერი , ბილ გეიტსი გაიზარდა საოცარ და მხარდამჭერ ოჯახთან


ერთად, რომლებმაც ხელი შეუწყვეს მის ინტერესს კომპიუტერებისადმი ადრეული
ასაკიდან. 13 წლისამ შექმნა თავისი პირველი თამაში. ბილი კვირაში ორმოც-
ორმოცდაათ საათს კომპიუტერთან ატარებდა. მშობლებმა ფსიქიატრთანაც კი
მიიყვანეს და ექიმის რჩევით , ბილს კომპიუტერთან მუშაობა აუკრძალეს. შემდეგ იყო
ჰარვარდის უნივერსიტეტი, რომელიც დროის უქონლობის გამო ვერ დაასრულა.
მოგვიანებით კი ,პარტნიორებთან ერთად დააარსა კომპანია. მრავალი მარცხის
მიუხედავად ის გახდა წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა.

ილონ მასკი ჩვენს ხანაში მცხოვრები ერთ-ერთი უდიდესი წარმოსახვის მქონე


ადამიანია, მიდის რისკზე , აღწევს მიუღწეველ მიზნებს და ისეთი ამბიციური
გეგმები აქვს, რომლებიც ძალიან ცოტას აქვს.

გარემოებებმა, ძალიან დიდო როლი ითამაშა მასკის წარმატებაში, მაგალითად მისი


მამა ინჟინერი იყო და 14 წლის ასაკში მასთან მუშაობდა ,მასკი ჯერ კიდევ 12 წლის
ასაკში ვიდეო თამაშებს ყიდიდა.

მისმა გარემოებებმა და იმ ხასიათმა, რომელსაც ის წლები ყალიბებდა, გახადა ის,


რაც დღესაა. მასკს ასევე ძალიან უყვარდა რისკები, იყო შეუპოვარი და შეეძლო,
განცდილი კრახის შემდეგ მალევე დაეწყო ყველაფერი თავიდან.

მოკლედ, რომ ვთაქვათ მასკს გააჩნდა ბავშვობიდანვე ის თვისებები, რომელიც


ყველა წარმატებულ ბიზნესმენს გააჩნია, სწორედ ამ თვისებებმა მისცა საფუძველი
ეპოვა მას თავი იქ, სადაც არის .

არააქ მნიშვნელობა იქნები თუ არა მაინც და მაინც მასკივით ან ბილივით


წარმატებული ,მათსავით ცნობილი, რომლებმაც შეცვალეს სამყარო, მაგრამ
შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი რეგიონი, სოფელი. მაგალითად ჩემს სოფელში არის
ასეთი ადამიანი სახელად თორნიკე გულუა, რომელმაც ჩვენს სოფელს ბევრი სიკეთე
გაუკეთა , გაარემონტა სკოლა, მასწავლებლებს დაურიგა კომპიუტერები, ყოველ ახალ
წელს ადამიანებს საჩუქრებს ურიგებს ამიტომაც მას თოვლის ბაბუასაც კი ეძახიან.

ჩემთვის ეს ადამიანი არის მისაბაძი პიროვნება, რომელიც მოტივაციას მაძლევს, რომ


მეც მასსავით წარმატებული ბიზნესმენი გავხდე.

ასევე ჩემი სოფლიდანაა ავთანდილ შენგელია. ავთანდილი ღარიბ ოჯახში


დაიბადა ,მას არანაირი პირობები არ ქონდა რომ გამხდარიყო ბიზნესმენი, მაგრამ ის
მიილტვოდა თავისი ოცნებისკენ, მრავალი კრახის მიუხედავად თავის საყვარელ
საქმეს მაინც არ ჩამოშორებულა, წავიდა უცხოეთში იშოვა ფული და შექმნა პატარა
ფერმა, ხოლო ეს ფერმა წლების განმავლობაში გააფართოვა და დღეს ის წამატებული
ბიზნესმენია.

რა საერთო აქვთ ილონ მასკს, მარკ ცუკემბერგს, ავთანდილ შენგელიას , თორნიკე


გულუას და ბილ გეიტს? ის რომ მათ ბავშვობიდანვე გააჩნდათ მიდრეკილება იმ
პროფესიაზე რომელმაც ისინი აქცია წარმატებულ ბიზნესმენებად. მათ თავიანთ თავს
დაუსვეს ის კითხვები, თუ რა უნდოდათ, რაში იყვენე ძლიერები, რა იყო მათი
ინტერესი და მოტივაცია.

არა მარტო ბიზნესში ,არამედ ყველა პროფესიაში მთავარია საკუთარი თავის პოვნა,
იპოვო ის ადგილი, სადაც შენ კომფორტულად იქნები და შენ აუცილებლად გახდები
წარმატებული.

რატომ ავირჩიე ბიზნესი? ბიზნესი სარისკოა, შეიძლება ვალებში ჩავარდე,


რეპუტაცია შეგელახოს, ყველაფერი დავკარგო, მაგრამ თუ ვერ გავრისკე ჯილდოსაც
ვერ მივიღებ.

რაში ვარ კარგი? იმაში ,რომ თვითგამოხატვის ძლიერი მოთხოვნილება და შექმნის


სურვილი გამაჩნია, რა არის ჩემი ინტერესი და მოტივაცია? მინდა ,რომ ვიშოვო ბევრი
ფული და დავეხმარი ადამიანებს, რა მინდა ჩემი კარიერისგან? მინდა ვიყო
წარმატებული ბიზნესმენი. ეს კითხვები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ
აირჩიო საკუთარი პროფესია საკმაოდ კარგად მაქვს გაანალიზებული.

ბიზნესისკენ მიდრეკილება ჯერ კიდევ ბავშვობიდან გამაჩნდა , სულ მინდოდა


მქონოდა საკუთარი კომპანია, მინდოდა ვყოფილიყავი ადამიანი, ვინც საკუთარ
ფულს თვითონვე დააყენებდა რისკის ქვეშ , რომ ან მოგება მიმეღო ან წაგება . უკვე 7
წელია ჩემ თავს ვხედავ ამ პროფესიაში, საკმაოდ დიდი არაა? 9 წლის ასაკში იმაზე
ვფიქრობდი , რომ ერთ დღეს წარმატებული ბიზნესმენი გავხვდებოდი . ეს მიზანი
ჩემი თავიდან ჯერაც არ ამოსულა, ვფიქრობ ყოველდღე , საათს, წამს ამ ესეს დაწერის
მომენტშიც კი , ვფიქრობ და მგონია , რომ ჩემი წარმატებით ჩემი მშობლები იამაყებენ
, რომლებსაც მივეცი პირობა , რომ ერთ დღეს გავხვდებოდი წარმატებული და
დავეხმარებოდი ადამიანებს.

და ბოლოს კარიერული გზის არჩევას შეიძლება კვირები, თვეები ან წლებიც კი


დასჭირდეს, სანამ ისწავლით იმას თუ რა გჭირდებათ თქვენ სამსახურში, ამ არჩევანს
შეუძლია შეცვალოს თქვენი ცხოვრება უკეთესიბისკენ და რაც მთავარია იშრომეთ
ბევრი, რადგან „ცხოვრებაში არაფერი მოდის შრომის გარეშე“.

You might also like