You are on page 1of 4

ტოპ 10 კრეატიული მოტივატორი

ალბათ ძალიან ბევრისთვის, ისევე როგორ ჩემთვის, ძალიან მცირე, უმნიშვნელო საჩუქარი
ხშირად იმაზე ღირებული და გამაბედნიერებელია, ვიდრე მაღალფასიანი საჩუქრები.
ვფიქრობ, ზუსტად ასეა სამსახურებშიც. არავის მოსწონს ისეთ ადგილას მუშაობა, სადაც
მაღალი ხელფასია, თუმცა საშინელი, დამღლელი და სტრესული გარემო. დამსაქმებლები
ადამიანებს უნდა სთავაზობდნენ არა მხოლოდ ფინანსურ უზრუნველყოფას, არამედ
თუნდაც ძალიან უბრალო,მინიმალისტურ ჯილდოს,ან სულაც სიტყვებს, რომლებიც
დასაქმებულის კეთილგანწყობას გამოიწვევს და სიამოვნებით განაგრძობს მუშაობას. მინდა
წარმოგიდგინოთ 10 ყველაზე კრეატიული, არაფინანსური ჯილდოები, რომლებიც, ჩემი
აზრით, ძალიან დიდ მოტივაციას მისცემს დასაქმებულებს.

1. შენიშნეთ ძალისხმევა და არა მხოლოდ შესრულება.

საქმის შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია დავინახოთ ის


ძალისხმევა, რაც ადამიანმა ამ საქმის გაკეთებაში ჩადო. ჩვენ უნდა შეგვეძლოს შევნიშნოთ,
აღვნიშნოთ და შევაქოთ ადამიანი მისი წვლილისთვის, იქნება ეს ახალი იდეის შემოტანა,
თანამშრომლობა თუ სხვების მხარდაჭერა.

2. გაიხსენეთ მოგონებები

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დადებითი მოგონებების გახსენება, თუნდაც როგორ


დაუახლოვდნენ გუნდის წევრები ერთმანეთს, როგორ შეასრულეს რაიმე საქმე
კარგად,ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს ადამიანს და უბიძგებს, რომ კვლავ მაქსიმუმი
გააკეთოს საქმის შესასრულებლად.

3. ხშირად თქვით „მადლობა“.

დასაქმებულების შრომის აღიარება და მათ მიმართ მადლიერების გრძნობა, ვფიქრობ, ერთ-


ერთი ძლიერი მამოტივირებელია. ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ მათი შრომა ღირებულია,
ტყუილად არ წვალობენ და ვიღაც მათი მადლობელია. ამ ძალიან უბრალო და მარტივმა
სიტყვამ შეიძლება ვიღაცის მთელი დღე შეცვალოს.

4. ნება მიეცით თანამშრომლებს, რომ ერთმანეთის მიღწევები დაასახელონ.


თანამშრომლებში ჩაატარეთ გამოკითხვა და თითოეულ მათგანს მიეცით ნება დაასახელონ
სხვისი მიღწევა. მსგავსი საჯარო აღიარება ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს დასაქმებულს.

5. ჩაატარეთ რაიმე აქტივობა.

ოფისიდან გასვლა და თანამშრომლებთან ერთად რაიმე აქტივობაში ჩართვა,თუნდაც ეს იყოს


სპორტული შეჯიბრება, ძალიან დიდი ენერგიის მომცემია და ბევრ დადებით ემოციებს
გამიწვევს.

6. დააკავშირეთ თანამშრომლები მენტორებთან და პროფესიონალებთან.

კარიერული ზრდა ძალიან ძლიერი მოტივატორია და ის მუდმივად შედის ტოპ 3


მამოძრავებლებში, რომლებიც თანამშრომელთა ჩართულობას ზრდის.

7. თანამშრომლებს გაუზიარეთ დადებითი ფიდბექი.

იმის ცოდნა, რომ მათ გააკეთეს თუნდა ძალიან გემრიელი ფინჯანი ყავა, რომელიც
მომხმარებელს ძალიან მოეწონა, ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმებულთათვის. ასე ისინი
იგებენ რომ მათი შრომა ფასდება, ამიტომ მომხმარებლისგან მიღებული დადებითი ფიდბექი
აუცილებლად გაუზიარეთ ხოლმე თანამშრომელს და აცნობეთ, რომ ვიღაცა მისი
შესრულებული საქმის გამო თავს კარგად გრძნობს.

8. იკითხეთ,მათ რა სურთ

იმის ნაცვლად, რომ დრო დაკარგოთ იმის გამოცნობაში, თუ რა გააბედნიერებს


თანამშრომელს, დაჯექით, დაელაპარაკეთ და კითხეთ მისი სურვილების შესახებ. მსგავსი
კომუნიკაციის დამყარებით გარდა იმისა, რომ ზუსტად გავიგებთ თანამშრომლების
სურვილებს, ვაგრძნობინეთ კიდეც, რომ ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვნები არიან.

9. აღიარება

კარგად შესრულებული სამუშაოსთვის თანამშრომლების მხრიდან ტაშის დაკვრა და


მილოცვა ძალიან აბედნიერებს და მოტივაციას სძენს დასაქმებულს.

10. ერთად აღნიშნეთ მნიშვნელოვანი თარიღები


თანამშრომლებთან ერთად რესტორანში ან სადმე მსგავს ადგილას წასვლა, თუნდა კომპანიის
წლისთავების ანდაც კარგად შესრულებული საქმის აღსაღნიშნად, კიდევ უფრო აახლოვებს
თანამსრომლებს და მოტივაციას სძენს მათ.

ჩამოთვლილი 10 ჯილდოდან გამოვყოფდი სამს, რომლებიც ჩემთვის ალბათ ყველაზე


მამოტივირებელი იქნებოდა სამსახურში. პირველ ადგილს უკენკურენტოდ
თანამშრომლების მხრიდან აღიარება დაიკავებს. მქონია ისეთი შემთხვევა, როცა ძალიან ცუდ
გუნდთან ერთად მომიწია დავალების შესრულება და თითქმის ყველაფერს მარტო
ვაკეთებდი. ამან, რა თქმა უნდა, დამიკარგა მოტივაცია და ძალიან არასასიამოვნო გარემო
შემიქმნა. თუმცა საბოლოოდ, საქმის გაკეთების შემდეგ, გუნდის წევრებმა შემაქეს, მადლობა
გადამიხადეს და მითხრეს, რომ ჩემი დამსახურება იყო დავალების წარმატება. ამგვარმა
უბრალო საქციელმაც კი გამომიკეთა ხასიათი და ვიგრძენი, რომ ტყუილად მაინც არ ვიწვალე
და დაინახეს ჩემი შრომა.

მსგავს ხერხს,თანამშრომლების მოტივაციის ასამაღლებლად მიმართავს კომპანია


Typeform. კომპანიაში მთელი ოფისი დგება და ტაშს უკრავს თანამშრომელს წარმატებით
შესრულებული სამუშაოსთვის. შეიძლება ყველამ არც კი იცოდეს ტაშის დაკვრის მიზეზი,
თუმცა იმ ადამიანისთვის, ვისკენაცაა ეს ოვაცია მიმართული,მსგავსი საქციელი ძალიან
გამაბედნიერებელი და მამოტივირებელია.

მეორე ფაქტორი, რაც ყველაზე მეტად მომცემდა მოტივაციას, კარიერულ ზრდაში


დახმარებაა. უპირობოდ, ჩემთვის პრიორიტეტული იქნებოდა ისეთ ადგილას მუშაობა,
სადაც საშუალება მექნებოდა პროფესიონალებისგან მესწავლა ბევრი ახალი რამ.

ამ მოტივატორს ბევრი კომპანია იყენებს. მათგან ერთ-ერთია Nobils, რომელიც საშუალებას


აძლევს თანამშრომლებს მათი იდეები თავისუფლად განახორციელონ, შეხვდნენ მენტორებს
და პროფესიონალებს, ისწავლონ მათგან და კარიერულად განვითარდნენ.

და ბოლოს, სამსახურში დამღლელი გრაფიკის შემდეგ განტვირთვა და თანამშრომლებთან


ერთად დროის გატარება და მათთან დაახლოებაც ძალიან მნიშვნლოვანია. ჩემთვის ძალიან
სასიამოვნო იქნებოდა თუ კომპანია შემომთავაზებდა სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში
ჩართვას ანდაც თანამშრომლებთან ერთად, რაიმეს აღსაღნიშნად ლანჩზე წასვლას.

HP არის კომპანია, რომელიც იდეალურად ართმევს თავს თანამშრომლებისთვის


სხვადასხვა განსატვირთი აქტივობების შეთავაზებას. აქ აწყობენ ხოლმე ვირტუალურ
შაბათის წვეულებას და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამ, შეფი თანამშრომლებს
უტარებს კულინარიულ გაკვეთილებს.

საბოლოოდ, აშკარაა, რომ მხოლოდ ფინანსური ჯილდოები არ არის ადამიანებისთვის


მნიშვნელოვანი და საჭიროა მათ ფსიქოლოგიურადაც დავუდგეთ გვერდით და მცირე და
მარტივი ჯილოდებითაც შევუქმნათ კარგი სამუშაო გარემო.

გამოყენებული წყაროები:

https://www.comparably.com/news/companies-that-foster-employee-growth/

https://blog.empuls.io/companies-with-best-employee-rewards-and-recognition-programs/

https://squareup.com/us/en/townsquare/how-to-motivate-your-employees

https://www.rewardsgenius.com/blog/10-creative-ideas-motivating-employees/

You might also like