You are on page 1of 2

დავალება 6 ნინო ნადირაძე

1.  რას  გულისხმობს პერსონალის სოციალიზაცია?


პერსონალის სოციალიზაცია გულისხმობს პერსონალის ორგანიზაციისადმი
ადაპტაციას. როდესაც ორგანიზაციაში ხდება ახალი კადრის აყვანა ამ დროს
თანამშრომელმა, რომლისთვისაც ასე თუ ისე უცხოა თავდაპირველ ეტაპზე სამუშაო
გარემო, არის ალბათობა იმისა, რომ მას გაუჭირდეს თავისი შესაძლებლობების
სრულყოფილად გამოვლენა. იმისათვის, რომ თანამშრომელმა სრულყოფილად
გამოავლინოს თავისი გამოცდილება და უნარ-ჩვევები, მან წარმატებით უნდა
გაიაროს ორგანიზაციასთან ადაპტაციის პროცესი და გახდეს ორგანიზაციის
სრულუფლებიანი წევრი. სწორედ ამას გულისხმობს სოციალიზაცია. როდესაც
ორგანიზაციაში ახალი თანამშრომლის მიღება ხდება დიდი შანსია იმისა, რომ მას
გქონდეს შინაგანი შფოთვა და სტრესი, მიუხედავად იმისა, თუ რა გამოცდილებას
ფლობს, სწორედ ამ დროს მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა რისკის ქვეშ ექცევა, რაც
პირდაპირ პროპორციულია შრომითი მოტივაციის დაკარგვისა. ზოგიერთი
ორგანიზაცია თავის დინებაზე უშვებს სოციალიზაციის პროცესს, თუმცა არის
ორგანიზაციები რომლებიც დიდ ყურადღებას უთმობენ ამ პროცესს და გარკვეული
ღონისძიებების გატარებასაც იწყებენ.
2.  რა ეტაპებს გადის ახალი თანამშრომელი ორგანიზაციან ადაპტაციის პროცესში? 
ბუნებრივია რომ ახალი კადრის ორგანიზაციაში მუშაობის დაწყებისას ადაპტაციის
პროცესი მალე არ ხდება, ეს ხდება ეტაპობრივად. სოციალიზაციის პროცესში
გამოყოფილია რამდენიმე საკვანძო ეტაპი ანუ ნაბიჯი, რომლის გავლაც საჭიროა
ახალი თანამშრომლისათვის.
 მოლოდინების ფორმირების ეტაპი- ადაპტაციის პროცესი ჯერ კიდევ იწყება
მაშინ სანამ თანამდებობაზე დაინიშნება კანდიდატი. კანდიდატს შესარჩევი
კონკურსის გავლის პროცესშივე უყალიბდება ორგანიზაციის შესახებ
გარკვეული მოლოდინები და წარმოდგენები, რაც საფუძველია შემდგომი
ადაპტაციის პროცესისა.
 „შეხვედრა“ რეალობასთან- ამ ეტაპზე თანამშრომელს რეალურად უწევს
პრობლემებთან შეჯახება, ამ ეტაპზე თანამშრომლის მოლოდინების და
წარმოდგენების კორექტირება იჩენს თავს. შესაძლოა მანამ სანამ
თანამშრომელი ორგანიზაციაში მუშაობას დაიწყებდეს გადამეტებულად
პოზიტიური მოლოდინები ჰქონდეს და ამის გამო პირველი რამდენიმე თვე
დიდი ალბათობით თანამშრომლისათვის სტრესული იქნება. ამის გამო
ორგანიზაციამ მაქსიმალურად ზუსტი და დეტალიზებული ინფორმაცია უნდა
გაავრცელოს, რათა მომავალ თანამშრომლებს ადეკვატური მოლოდინები
ჩამოუყალიბდეთ.
 „ოჯახის“ წევრობა- ზემოთხსენებული ეტაპების გადალახვის შემდგომ
თანამშრომელი თანდათან ადაპტირდება და პოულობს საკუთარ ადგილს
ორგანიზაციაში და თავის გუნდის სრულუფლებიან წევრად გრძნობს თავს.
რაც არც თუ ისე ცოტა დროს საჭიროებს.
3.როგორ შეიძლება შევუწყით ხელი თანამშრომელთა სოციალიზაციას? 
იმისათვის რომ ხელი შევუწყოთ თანამშრომელთა სოციალიზაციას ამისათვის
გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები:
 პირველი შეხვედრა ორგანიზაციასთან- ორგანიზაციამ პირველადი
შთაბეჭდილება ისე უნდა შეუქმნას მის მომავალ თანამშრომელს, რომ მას
გაუადვილდეს სოციალიზაციის პროცესი, უნდა იზრუნოს რომ პირველი დღე
მათთვის პოზიტიური და კომფორტული იყოს, ზოგიერთ ორგანიზაციაში
პირველი დღე ხელმძღვანელთან შეხვედრით იწყება, რომელიც აცნობს
ორგანიზაციაში დამკვიდრებულ წეს-ჩვეულებებს, და აგრძნობინებს
თანამშრომელს, რომ ის არის მნიშვნელოვანი კადრი ორგანიზაციის მიზნებისა
და ამოცანების სრულყოფისათვის.
 ექსკურსია- გულისხმობს ახალი კადრისათვის ორგანიზაციის კუთვნილებაში
არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობას, ეს საჭიროა იმისათვის, რომ ახალმა
თანამშრომელმა თავი ყოველდღიურად „ახლად“ და უცხოდ არ იგრძნოს
ორგანიზაციაში და ადვილად ორიენტირდეს გარემოში. სივრცეში
გამარტივებული ორიენტაცია მნიშვნელოვნად დააჩქარებს ახალი
თანამშრომლის ორგანიზაციაში ინტეგრირების პროცესს.
 თანამშრომლების გაცნობა- უმნიშვნელოვანესია სოციალიზაციისათვის,
გაცნობისას ახალი თანამშრომელი არა მხოლოდ პიროვნებებს ეცნობა, არამედ
იმ ფუნქციებსაც, რომელთა შესრულებასაც ემსახურება თითოეული
თანამშრომელი, რაც მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს სოციალიზაციის
პროცესს.
 მენტორი თანამშრომლის გამოყოფა- საჭიროა იმისათვის, რომ ახალი
თანამშრომელი ადვილად ადაპტირდეს გარემოში და დაეხმაროს
მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაცნობის საკითხსა და სამუშაო პროცესის
ორგანიზებაში.
 ტრენინგი შიდა ნორმებსა და რეგულაციებზე- საჭიროა იმისათვის, რომ ახალი
თანამშრომელი გაეცნოს ორგანიზაციის შიგნით დამკვიდრებულ ნორმებსა და
რეგულაციებს, თუ ის არ დაიცავს ნორმებსა და რეგულაციებს, მათ დარღვევა
გამოიწვევს ფინანსურ ან სამართლებრივ მძიმე შედეგებს.
 საკონტროლო შეხვედრა- ამ დროს ახალი თანამშრომელი ხვდება
დაწესებულების ხელმძღვანელს, ხანდახან კი უშუალო ხელმძღვანელსა და
დაწესებულების ხელმძღვანელს ერთად და მათთან ერთად განიხილავს
ორგანიზაციაში მუშაობის განვლილ პერიოდს, ესაუბრება მათ სამუშაო
პროცესში წარმოშობილ პრობლემებზე. რაც უფრო არაფორმალური იქნება ეს
შეხვედრა უფრო მეტად შუწყობს ეს ახალი თანამშრომლის სოციალიზაციას
ხელს.

You might also like