You are on page 1of 8

მენეჯმენტი

1) რა არის ორგანიზაცია
ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომლის საქმიანობაც შეგნებულად არის
კოორდინირებული საერთო მიზნის ან უმეტეს შემთხვევაში რამდენიმე
ურთიერთდაკავშირებული მიზნის მისაღწევად.

ორგანიზაციის ტიპები
მარტივი და რთული
მარტივი- აქვს მოლოდ ერთი მიზანი
რთული - რომელსაც აქვს რამდენიმე მიზანი

მუდმივი და დროებითი
მუდმივი- როცა ორგანიზაცია იქმნება განუსაზღვრელი ვადით, მასს
პირობითად მუდმივი ეწოდება.
დროებითი- ორგანიზაციები დროებითია, როცა მათი მოქმედების
ვადა რეგლამენტირებულია

მცირე და დიდი
საყოველთაოდ მიღებული წესი ამ ორგანიზაციების ერთმანეთისგან
განსამიჯნად არ არის ჩამოყალიბებული. ზოგადად, ორგანიზაციის
სიდიდე განპირობებულია, როგორც მის მიერ გამოშვებული
პროდუქციის რაოდენობით, ასევე მასში დასაქმებულთა რაოდენობაც.

ფორმალური და არაფორმალური
ფორმალური ორგანიზაცია უფლებამოსილებებისა და ფუნქციების
წინასწარ დაგეგმილი სტრუქტურაა, რომელიც იქმნება ორგანიზაციის
კომპონენტებს შორის არსებული ურთიერთმოქმედების საფუძველზე.

ორგანიზაციის გარეთ, თუ მის შიგნით არსებობენ სპონტანურად


შექმნილი არაფორმალური ჯგუფები, რომლებიც თავიანთ
ურთიერთობებს აგებენ სიმპათიის, ამ ადამიანებისთვის მისაღები
საურთიერთობო ეთიკის შესაბამისად და მოქმედებენ ჯგუფის წევრების
ინტერესების ფარგლებში.

სახელმწიფო და კერძო
სახელმწიფო ორგანიზაცია -ყალიბდება ცენტრალური ან
ადგილობრივი მთავრობების მიერ და დაფინანსებას იღებს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

კერძო ორგანიზაცია- იქმნება ცალკეული პირის, ან პირთა ჯგუფის


მიერ მათი ინტერესების რეალიზაციისთვის.

ნაციონალური და ტრანსნაციონალური
ნაციონალური ორგანიზაცია ყალიბდება რომელიმე ქვეყნის
კანონმდებლობით, მოქმედებს ძირითადად ამ ქვეყნის ფარგლებში და
არა აქვს ფილიალები საზღვარგარეთ.

საერთაშორისო არეალის მქონე, ერთი ქვეყნის ფარგლებს


გაცილებულ ორგანიზაციას, რომლის ფილიალები განთავსებულია
სხვადასხვა ქვეყნებში ტრანსნაციონალური კორპორაცია ეწოდება.
2) როგორია დაპროგრამებული და დაუპროგრამირებული
გადაწყვეტილებები

დაპროგრამებული- გარკვეული სიტუაციები ხშირად მეორდება, რაც


სტანდარტული პროცედურების გამოყენების გზით ტრაფარეტული
გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა. ამრიგად დაპროგრამებული
გადაწყევტილებების მიღება ხდება განმეორებადი და რუტინული ამოცანების
განსახორციელებლად , სათანადოდ შემუშავებული პროცედურების გამოყენებით.

დაუპროგრამირებული- ხშირად გადასაჭრელი პრობლემების სიახლისა და


ორიგინალობის გამო, შეუძლებელია სტანდარტული პროცედურების გამოყენება .
ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება დაუპროგრამირებული გადაწყვეტილებების
მიღება. როგორც წესი დაუპროგრამირებული გადაწყვეტილებები გამოიყენება
უნიკალურ და რთულ ვითარებებში ისინი თავიანთი არსით ნოვატორულია,
რადგან ახლად წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება ძირითადად ხდება
არაშაბლონური გადაწყვეტილებების მეშვეობით.

3) ჩამოთვალეთ და განმარტეთ კონტროლის სახეები (წინასწარი,


მიმდინარე,სამოდელო)

წინასწარი კონტროლი- ხორციელდება სამეურნეო პროცესების დაწყებამდე და

ატარებს პროფილაქტიკურ ხასიათს. ასეთი კონტროლის მიზანია ადრეულ

სტადიაშივე აღმოფხვრას არაკანონიერი და არაეფექტური ქმედებები.

მიმდინარე კონტროლი- ტარდება სამეურნეო ოპერაციების განხორციელების

პროცესში. მიმდინარე კონტროლის განხორციელება იწყება მაშინ, როცა


შესაძლებელი ხდება საქიანობის პირველი სედეგების გაზომვა და სტანდარტებთან
მათი შედარება. მიმდინარე კონტროლი თავისი არსით ოპერატიული კონტროლის
მექანიზმია.

შემდგომი კონტროლი- ტარდება სამეურნეო ოპერაციების დასრულების შემდეგ.

მაგალითად, საგადასახადო შემოწმება, საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა


შემოსავლების სამსახურში და ა. შ. შემდგომი კონტროლის მიზანია შესაძლო

ცდომილებების და უწესრიგობების გამოვლენა, ამდენად იგი ირიბი პრევენციული

კონტროლის მექანიზმია

4) განმარტეთ თქვენთვის მისაღები ორი ლიდერული სტილი.


ავტოკრატიული ლიდერობა- ან ავტორიტარული არის ხელმძღვანელობის ტიპი,
რომელშიც ორგანიზაციის ლიდერებს აქვთ აბსოლუტური ძალაუფლება თავიანთ
მუშაკებზე ან მათ ხელმძღვანელ გუნდებზე. ეს სტილი ახასიათებს ლიდერს,
რომელიც საშუალებას არ აძლევს ჯგუფის წევრებს მიიღონ მონაწილეობა
გადაწყვეტილებებში, ასე, რომ იგი მთავრდება და იწვევს წევრების მორჩილ
პასუხებს.

დემოკრატიული ლიდერობა- ასევე ცნობილი როგორც მონაწილეობითი ან საერთო


ლიდერობა, არის ჯგუფების ან გუნდების წამყვანი გზა, რომელშიც მისი
კომპონენტები აქტიურ როლს ასრულებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

გარემოში, სადაც გამოიყენება ლიდერობის დემოკრატიული სტილი, ყველას აქვს


მონაწილეობის შესაძლებლობა. იდეები მიედინება და თავისუფლად იცვლება, ხოლო
დისკუსიები და დებატები წახალისებულია.

5) TQM მეთოდი
ხარისხის კომპლექსურობის მეთოდი კონცენტრირებულია მომხმარებლების
არსებული და მომავლი მოთხოვნებისა. არსებობს ხარისხის მართვის კომპლექსური
მეთოდის მრავლნაირი განმარტება, ვინაიდან ამ სფეროში მომუშავე მკლევარები
ხშირად მას განსხვავებულ აზრს სძენდნენ. TQM წარმოადგენს ორგანიზაციის
პრინციპს და ამავდროულად არის ორგანიზაციის განვითაარების ერთიანი
სტრატეგია, რომელიც მოიცავს მომხმარებლების ხარისხიანი მომსახურების
მეთოდებს.

6) ERG თეორია
მოთხოვნილებათა სამ ძირითად ჯგუფზე საუბრობს. ესენია
ეგზისტენციური, ანუ საარსებო (E - existence); სოციალური, ანუ
ურთიერთობების (R - Relatedness) და განვითარების (G - Growth)
მოთხოვნილებები. მასლოუს თეორიისგან განსხვავებით,
ალდერფერმა არ განალაგა მოთხოვნილებები იერარქიულად და
ამტკიცებდა, რომ შესაძლებელია მათი პარალელური აქტივაციაც.
ალდერფერის თეორიის თანახმად, თუ რომელიმე ერთი დონის
მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ მიმართული ძალისხმევა
მუდმივად ფრუსტრაციით მთავრდება, ადამიანი რეგრესირებს, ანუ
უბრუნდება ისეთ ქცევას, რომელიც უფრო კონკრეტულ
მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს: თუ თანამშრომელს არ შეუძლია
თავის სამუშაო ადგილზე პიროვნული ზრდის მოთხოვნილების
დაკმაყოფილება, მან, შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს, თავისი საქმის
ზუსტად იმ დოზით შესრულება გადაწყვიტოს, რაც აუცილებელია
სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად და სოციალური
მოთხოვნილებების (ანუ უფრო დაბალი დონის მოთხოვნილებების)
დასაკმაყოფილებლად.

7) რეინჟინირინგის მეთოდი
თვიობრიბად განსხვავდება ცვლილებების განხორციელების სხვა
მეთოდებისგან. მ.ჰამერმა და ჯ.ჩამპიმ თავიანთ ცნობილ ნაშრომში,
რეინჟნირინგი განმარტეს, როგორც ბიზნესის ფუნდამენტურ დონეზე
ხელახლა გააზრება და წარმოების რადიკალურად განსხვავებული
მიდგომით დაგეგმარება, მისი საკვანძო მაჩვენებლების
გაუმჯობესების გზით. რეინჟინირინგი მიმართულია სამუშაო
ოპერაციების საფუძვლიანი შეცვლისაკენ. დასახულის
განხორციელება შესაძლებელია სამუშაოების ახლებური დაგეგმვისა
და შესრულების გზით.

8) მაკგრეგორის X და Y თეორია

თეორია X
თეორია X-ის თანახმად ადამიანთა უმრავლესობას შრომა არ უყვარს
და მის თავიდან აცილებას ყოველნაირად ცდილობს. ადამიანებს
დიდი ძალისხმევის დახარჯვა არ სურთ, რადგან თავისი ბუნებით
ზარმაცები არიან. მათ პატივმოყვარეობა ნაკლებად აწუხებთ,
ყველანაირად ცდილობენ პასუხისმგებლობას გაექცნენ. ადამიანები
მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, ორგანიზაციაში არსებული
პრობლემები მათ ნაკლებად აინტერესებთ, შრომის პროცესში
მომხდარ, ან მოსალოდნელ ყოველგვარ სიახლეს ეწინააღმდეგებიან,
შრომის მიმართ მათი დამოკიდებულება, საზოგადოდ, უარყოფითია.
როგორც ვხედავთ, თეორია X გამოხატავს თვალსაზრისს, რომლის
მიხედვით, მომუშავეს შრომა არ უყვარს, ის ბუნებით ზარმაცია,
პასუხისმგებლობას გაურბის და ამიტომ მისი საქმე მხოლოდ
იძულებით შეიძლება გააკეთებინო.

თეორია Y
თეორია Y-ის თანახმად, მომუშავეთა საქმიანობის მართვის პროცესი
ჰუმანიტარულ პრინციპებზე უნდა იყოს დამყარებული. ამ შემთხვევაში
წამყვანი მართვის დემოკრატიული ფორმაა. თეორია Y-ის მიხედვით,
ადამიანი თავისი არსით ზარმაცი სულაც არ არის. თუ ადამიანები
შრომაში სიზარმაცეს იჩენენ,ეს მათი ბრალი კი არ არის, არამედ ამის
მიზეზს მუშაობის პროცესის მოწესრიგებაში არსებული ნაკლოვანებები,
ორგანიზაციის სტრუქტურის მოუქნელობა წარმოადგენს. ამდენად,
თეორია Y-ი გამოხატავს თვალსაზრისს, რომლის თანახმად, მომუშავეს
შრომა უყვარს, ის ბუნებრივი შემოქმედია, პასუხისმგებლობის აღება
სურს, საკუთარი თავის მართვა და ინიციატივის გამოჩენა შეუძლია.

9) PESTEL ანალიზი
პესტელის ანალიზი წარმოადგენს ანალიტიკურ ინსტრუმენტს,
რომელიც გამოიყენება ბიზნესის სტრატეგიულ გარემოში
ცვლილებების ძირითადი მამოძრავებლის დასადგენად და
სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების მხარდასაჭერად. PESTEL
მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, ტექნოლოგიურ,
ეკოლოგიურ და სამართლებრივ ფაქტორებს.
ეს ინსტრუმენტი საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ როგორც არსებული
გარემო, ასევე შესაძლო ცვლილებები.

10) SWOT ანალიზი


სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდი. სხვა არსებულ მეთოდებს
შორის, რომლებიც აფასებენ ორგანიზაციის მდგომარეობას, ყველაზე
მეტად გავრცელებულია SWOT-ანალიზის მეთოდი. SWOT-ანალიზი არის
ხერხი, რომლის მეშვეობითაც ჩვენი შესაძლებლობების და საქმიანი
გარემოს შესწავლა არის შესაძლებელი.

11) კომუნიკაცია
1. რა არის კომუნიკაციის პროცესი?
კომუნიკაცია იწყება, როდესაც ერთი ადამიანი გადაწყვეტს
გაუგზავნოს
შეტყობინება მეორე ადამიანს გარკვეული პასუხის მიღებისათვის.
კომუნიკაციის პროცესის ტიპები:
 იდეის ჩასახვა და კოდირება
 არხის შერჩევა
 გადაცემა
 დეკოდირება(გამგზავნისგან წამოსული შეტყობინების სწორი
აღქმა)

12) ლიდერობის სტილი


ლიდერობის სიტუაციური თეორია მოიაზრებს, რომ არ არსებობს
ლიდერობის რომლეიმე საუკეთესო სტილი. პირიქით მთლიანად
დამოკიდებულია მოცემულ სიტუაციაზე და რა ტიპის ლიდეროა და
სტრატეგია ერგება ყველაზე კარგად ამოცანას. ყველაზე ეფექტური
ლიდერები არიან ისინი, ვისაც შეუძლია თავისი სტილი მოარგოს
სიტუაციას და ეძებონ მითითებები როგორიცაა: ამოცანის ტიპი, გუნდის
ხასიათი და სხვ.

13) რა არის კონტროლის პროცესი


კონტროლის პროცესი ითვალისწინებს სტანდარტების შემუშავებას,
ფაქტიურად მიღებული შედეგების გაზომვას, მათ შედარებას არსებულ
სტანდარტებთან და სათანადო კორექტივების განხორციელებას .

You might also like