You are on page 1of 2

მარიამ ბურჭულაძე

საკუთარი თავის დახასიათება


მე ვარ მარიამ ბურჭულაძე, ფსიქოლოგიის ბაკალავრის მესამე კურსის სტუდენტი.
მივიჩნევ, რომ ვარ ემპათიური, მაინტერესებს ადამიანების ბუნება, ჩემთვის
საინტერესოა მათთან კომუნიკაცია და კომუნიკაციის პროცესში ადამიანებზე
დაკვირვება და მათი პიროვნების შესწავლა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე
მესწავლა ფსიქოლოგია და ავირჩიე ჩემი კარიერული გზა.
ჩემთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა, ასევე ადვილად ვახერხებ დროის
გადანაწილებას პრიორიტეტული საქმეებისათვის. როგორიც არის სწავლა ,
მუშაობა და დრო ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გასატარებლად. ამიტომ
სწავლის პირველივე წელს დავიწყე მუშაობა და გაგაცნობთ ჩემს სამუშაო
გამოცდილებას. პირველი გამოცდილება გახლდათ სრულ განაკვეთზე სოციალურ
მედია მენეჯერად და გაყიდვების კონსულტანტად. სადაც, ხშირად მიწევდა
მომხმარებელთან ურთიერთობა, მუშაობა მომხმარებელთა ბაზებთან, გავიცანი
მრავალი განსხვავებული პიროვნება. მათთან ურთიერთობამ მასწავლა
კონფლიქტურ და სტრესულ სიტუაციასთან გამკლავება, ჩემთვის ეს სიტუაცია
საინტერესო გამოწვევად იქცა.
შემდეგი ჩემი გმაოცდილება კი საკმაოდ დიდ კომპანიაში სტაჟირება სრულ
განაკვეთზე ( კომპანია ‘’ლუკოილ ჯორჯია’’), აქ მე ვისწავლე გუნდური მუშაობა,
რადგანაც წინა სამსახურში ინდივიდუალურად მიწევდა ყოველ პრობლემასთან
გამკლავება. ხშირად ვმუშაობდი საოფისე პროგრამებში, რამაც ტექნიკური
სფეროსაკენ ინტერესი კიდევ უფრო გამიღვივა. ასევე, მიწევდა სატელეფონო
ზარების განხორციელება დღის განმავლობაში მრავალ მომხმარებელთან და
კვირის განმავლობაში ყოველთვის ვასრულებდი ჩემთვი შედგენილ გეგმას.
თავად ვქმნიდი მომხმარებელთა ბაზებს, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესი
იყო, თუმცა დიდი გამოცდილება შემძინა.
ამის შემდგომ, გავიარე კურსი ციფრულ მარკეტინგში და ავიღე სერთიფიკატი,
რათა გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა და ახალ შესაძლებლობებს გავცნობოდი
ჩემთვის საინტერესო სფეროში. კურსი გავლის შემდეგ, დავსაქმდი
დეველოპერულ კომპანიაში, სადაც ვმუშაობ ამჟამად დისტანციურად, სრულ
განაკვეთზე. ჩემი ამჟამინდელი საქმიანობის სფერო დიდი გამოწვევა და მუდმივი
განვითარების საშუალება არის ჩემთვის, რადგანაც შეხება მაქვს სოციალურ
ქსელთან, სამყაროსთან რომელიც მუდმივად ვითარდება და ყოველდღურად
ცვლილებებს გვთავაზობს. ასევე, პირველი გამოცდილება არის დისტანციურად
მუშაობისა, რაც ძალიან მოსახერხებელი და პროდუქტიული არის ჩემთვის.
ჩემს ძლიერ მხარედ მივიჩნნევ იმას, რომ ადვილად ვეგუები სიახლეებს, მარტივად
შემიძლია ავითვისო ახალი ინფორმაცია, ვარ კომუნიკაბელური და
მიზანსწრაფული. ვფიქრობ, ეს სწორედ ის თვისებებია, რომლებიც
დღესდღეისობით მეხმარება სამუშაო პროცესის სწორად და პროდუქტიულად
წარმართვაში. რადგანაც, როგორც ციფრული მედიის მარკეტერს, ხშირად მიწევს
ურთიერთობა მომხმარებლებთან, მიმოწერითა და სატელეფონო ზარებით. ეს
საქმიანობა კი ჩემთვის მეტად საინტერესოა, მეხმარება დავხვეწო კომუნიკაციის
უნარები და შემიძლია მათი კეთილგანწყობა მოვიპოვო. ყოველკვირეულად
შესრულებული გეგმა მაძლევს მოტივაციას ვიყო უფრო მეტად პროდუქტიული,
სწორედ აქ გამოიხატება ჩემი მიზანსწრაფულობა. ასევე, ჩემთვის საინტერესოა
გუნდური მუშაობა, როდესაც გუნდის ყოველი წევრი განსხვავებულ საქმეს, თუმცა
ერთი მიზნისათვის აკეთებს. ასევე, მივიჩნევ, რომ ცხოვრების მოცემულ ეტაპზე
წარმატებულად ვართმევ თავს ვიყო სტუდენტი, მაღალი მოსწრებით და გუნდის
კარგი წევრი, კომპანიისათვის ღირებული თანამშრომელი. ხშირად სწორედ
სწავლისას შეძენილ ინფორმაციას ვიყენებ მუშაობისას და მომხმარებლებთან
სწორი კომუნიკაციის წარმართვისათვის.
ჩემს სუსტ მხარედ მიმაჩნია ის, რომ ხშირად მიუხედავად იმისა, რომ პროექტს
ვასრულებ სრულფასოვნად. თავდაჯერებულობა საკმარისად არ მაქვს, მანამ
სანამ სხვა არ შეაფასებს ჩემს პროექტს. ასევე, შესაძლოა სრულიად უმნიშვნელო
დეტალები ვაქციო პრიორიტეტად და დავუთმო მეტი დრო, ვიდრე ეს რეალურად
არის საჭირო, რათა ყველაფერი იყოს იდეალურად, თუმცა, ამის
დასაბალანსებლად, მუდმივად ვადგენ ყოველდღიურ სამუშაო/სასწავლო გეგმას
და მივყვები მას, რათა პრიორიტეტული საკითხები დროულად მოვაგვარო და
ზედმეტი დრო არ დავხარჯო უმნიშვნელო საკითხებზე.
საბოლოოდ, მივიჩნევ რომ ჩემი სწავლისა და კარიერის განვითარებასთან
ერთად კიდევ ბევრ უნარ-ჩვევას შევიძენ. მუდმივად ვიმუშავებ საკუთარი თავის
განვითარებისათვის და სასარგებლო თვისებების დასახვეწად.

You might also like