You are on page 1of 3

აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის,

ბიზნეს, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა,


მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობის
I კურსელი ქრისტინე ქაშიბაძე
დავალება არგუმენტირებული ესე:

უმრავლესობა ფიქრობს, რომ Მხოლოდ უნივერსიტეტი არის წარმატების საწინდარი

დღესდღეობით, ყველა სუდენტურ ასაკს მიღწეული ადამიანი არ აბარებს უნივერსიტეეტში


ან გარკვეული მიზეზების გამო ტოვებს მას. უნივერსიტეტი ყველას თვალში მრავალი
ათწლეულის განმავლობაში ერთადერთი პროფესიული და უმაღლესი განათლების ცენტრს
წარმოადგენდა, დღესაც ასეა, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლა არ ნიშნავს, რომ ნათელი
მომავალი გექნება, შეიძლება ამან პირიქით შეგაფერხოს ცხოვრების გზაზე. ამიტომაც მე
მტკიცედ მჯერა, რომ უნივერსიტეტში სწავლა არ ნიშნავს წარმატებულ მომავალს და ამ
საკითხზე ვიმსჯელებ მოცემულ ესეში.

დღესდღეობით გაბატონებულია ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ


უნივერსიტეტი არის გზა, მიაღწიო წარმატებას. საზოგადოება ხშირად უარყოფითად არის
განწყობილი საწინააღმდეგო აზრის მქონე პირების მიმართ, რის გამოც მათ ზოგჯერ
სოციუმის ნაწილადაც არ აღიქვამენ. Წარმატება არ იქმნება უნივერსიტეტში სწავლით,
არამედ მიზანდასახულობით და საკუთარი თავის რწმენით.

უნივერსიტეტის დამთავრების გარეშეც მიუღწევიათ ადამიანებს წარმატებისთვის, ამის


თვალნათლივ მაგალითს წარმოადგენს მარკ ცუკერბერგი, რომელმაც ჰარვარდის
უნივერსიტეტი საკუთარი ნებით მიატოვა, ახლა კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და
წარმატებული სოციალური ქსელის Facebook-ის შემქმნელია. Მეორე მხრივ არის სტივ ჯობსი,
რომელმაც უსახსრობის გამო მიატოვა სასწავლებელი, მაგრამ ეს მდგომარეობა მისთვის
შეფერხებას არ წარმოადგენდა, ის არ დანებებულა,მიუხედავად მრავალი პრობლემისა. Მან
და მისმა კოლეჯიდან გარიცხულმა მეგობარმა ერთად შექმნეს პირველი Apple-ის
კომპიუტერი ავტოფარეხში.

უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც სტუდენტებს აქვთ საშუალება მიიღონ


უნივერსალური ცოდნა იმ მიმართულებით, რომელიც მათთვის საინტერესოა, მაგრამ ხშირ
შემთხვევაში ისინი ვერ აანალიზებენ, რომ იმავეს მიღება სხვა გზებითაც შეუძლიათ.
წარმატების მიღწევის მრავალი გზა არსებობს და ადამიანები სხვადასხვა მეთოდებს
იყენებენ, უნივერსიტეტიც ერთ-ერთია , მაგრამ არა ერთადერთი. Მაგ: რიცხვი 10 მიიღება არა
მხოლოდ ერთი გზით, არამედ სხვადასხვა ხერხით 5+5; 8+2; 6+4; 7+3 და ა.შ. მთავარი არის
მონდომება, მოტივაცია, არ არსებობს მიზანი, რომელიც ერთი ხერხით მიიღწევა. ,,არ მისცე
სხვათა მოსაზრებების ხმაურს შენი შინაგანი ხმის ჩახშობის საშუალება.’’-სტივ ჯობსი. Რაიმე
პროფესიის დაუფლება მათ შეუძლიათ ისე, რომ ფულიც კი არ გადაიხადონ, უმაღლესი
სასწავლებლისგან განსხვავებით. ბევრი კომპანია არც კი ითხოვს დიპლომს. მაგ:
შესაძლებელია გახდე პროგრამისტი, მის გარეშეც. დღეს, ინტერნეტი არის გზა ისწავლო და
მიიღო ცოდნა ნებისმიერი მიმართულებით უფასოდ. პროგრამირების შესასწავლი საიტები
და App-ები ყველასათვის, სრულიად უფასო და ხელმისაწვდომია მაგ: FreeCodeCamp,
Codecademy და ა.შ. დასაქმების პერსპექტივა კი მაღალია, ასევე საჭირო არ არის
უნივერსიტეტის დიპლომი.

Მიუხედავად ამისა, არის ისეთი სპეციალობები, რომლებიც მოითხოვენ დიპლომს


იმისათვის, რომ გარკვეული სპეციალობით იმუშაონ, მაგ: ექიმი, ადვოკატი და ა.შ.
მაგრამ იმის გარანტია არ არსებობს, რომ ყველა სტუდენტი გახდება
კურსდამთავრებული, რაც გამოწვეულია კონკურენციით . ასევე არც იმის გარანტია
არის, რომ იურიდიულის დამთავრების შემდეგ, შეძლებ ადვოკატი გახდე ან თუნდაც
იუსტიციის სახლში ან ბანკში იმუშავებ, რადგან ყოველწლიურად ტარდება მრავალი
სასერთიფიკატო კურსები, რომლის მეშვეობითაც ასაქმებენ ადამიანებს, დიპლომის
გარეშე.

უნივერსიტეტი არ არის ერადერთი მედოთი მიიღო კარგი განათლება და გახდე


ცხოვრებაში წარმატებული, ამის მაგალითიც მრავლადაა მსოფლიოში. Წარმატება არ
არის განმაპირობებული უნივერსიტეტში ჩარიცხვით. Ზოგიერთი ადამიანისთვის
უნივერსიტეტი დროის ფუჭი ხარჯვაა, რადგან წარმატების მიღწევის ყველაზე კარგი
გზა არ არის მისთვის, ყოველივე ეს ინდივიდუალურია. ადამიანები რომლებიც
უნივერსიტეტში არ აბარებენ არ არიან განწირულნი ანდა თავს ვერ გაიტანენ
ცხოვრებაში, ყველას კიდევ ერთხელ ვიმეორებ საკუთარი გზა აქვს, რომელიც უნდა
იპოვოს და გაჰყვეს. წარმატებას ადამიანები ქმნიან!

Წყაროები:

https://www.tafensw.edu.au/article/-/blogs/7-college-dropouts-that-are-now-multi-
millionaires

https://forbes.ge/vin-iqho-stiv-jobsi/

https://www.hostinger.com/tutorials/learn-coding-online-for-free

https://edu.aris.ge/news/studentta-ricxvi-yovelwliurad-izrdeba-kursdamtavrebulta-
raodenoba-ki-iklebs.html

You might also like