You are on page 1of 2

სამოტივაციო წერილი

მოგესალმებით, ქალბატონო/ბატონო,
მე გახლავართ ნიაკო მიქაძე, სტუდენტი, რომელმაც დავამთავრე ქ. ჯვარის N1
საჯარო სკოლა და ჩავირიცხე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის
ფაკულტეტზე. რატომ მაინცდამაინც ფსიქოლოგია? ფსიქოლოგიის ერთ-ერთმა
ფუძემდებელმა ეს ტერმინი განმარტა, როგორც „მეცნიერება ფსიქიკური ცხოვრების
შესახებ“ და ეს წინადადება დღესაც კარგი ამომავალი წერტილია. ბავშვობაში
გადავწყვიტე, ფსიქოლოგი გავმხდარიყავი, რადგან მაინტერესებდა ურთიერთობები,
ზოგადად ადამიანის ფსიქიკა და მისი ინდივიდუალური გამოვლინებები. დღემდე
დაინტერესებული ვარ ფსიქოლოგიური ელემენტებით, როგორიცაა: სიზმრები,
ფიქრები და გრძნობები. მაინტერესებს თუ როგორ გადაამუშავებს ადამიანი ცოდნას
ფიზიკურ სამყაროზე, რომელიც დროსა და სივრცეში არსებობს. ვფიქრობ,
ფსიქოლოგია ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პროფესიაა.
ჩემი მიზანია, გავხდე წარმატებული ფსიქოლოგი და კვალი დავტოვო
ფსიქოლოგიის ისტორიაში. კონკრეტულად მსურს ბავშვთა და მოზარდთა
ფსიქოლოგიის საფუძვლიანად შესწავლა. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით
მომრავლდა აუტიზმი და სხვა ფსიქიკური დარღვევები ბავშვებში
(https://shorturl.at/wELV7), რამაც გამოიწვია ჩემი განსაკუთრებული დაინტერესება ამ
მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ადრეულ ასაკშივე თვითმოვლისა თუ სხვა
მნიშვნელოვანი უნარების შესწავლა, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვს დაეხმარება
ტიპური განვითარების მქონე ასაკობრივი ჯგუფის შესაძლებლობებს გაუტოლდეს.
რატომ მსურს შევუერთდე ამერიკის სავაჭრო პალატის ქსელს? ეს არის პროექტი,
რომელმაც უზომო ბედნიერება მომანიჭა საქართველოში არსებული ეკონომიკური
ვითარებიდან გამომდინარე. მომეცა შესაძლებლობა და მოტივაცია იმისა, რომ მე
სრულიად უზრუნველყოფილმა, პატარა ქალაქიდან გადავიდე დედაქალაქში და ჩემი
ოცნების პროფესია ვისწავლო. სტუდენტს, რომელიც რეგიონიდანაა ჩასული
სასწავლებლად სხვა ქალაქში სჭირდება საკმაოდ დიდი თანხა იმისათვის, რომ
დაფაროს სწავლისა და ცხოვრების ხარჯები. ეს პროექტი მაძლევს იმის იმედსა და
შესაძლებლობას, რომ ჩემი ყურადღება სრულიად კონცენტრირებული იყოს სწავლაზე
და აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებაზე. ეს ცხოვრების ისეთი გზაა, რომელიც ყველამ
უნდა გაიაროს, რადგან ვსწავლობთ უამრავ რამეს, უპირველეს ყოვლისა ვიძენთ
დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილებასა და ცოდნას ჩვენს მიერ არჩეულ
სამომავლო პროფესიაზე. ვიმედოვნებ, რომ იმ 30 იღბლიან სტუდენტს შორის
აღმოვჩნდები, რადგან ჩემი მიზნები რეალობად ვაქციო და ამაში ხელი სახსრებმა არ
შემიშალოს. ეს პროექტი ძალიან ბევრ რამეში დამეხმარება და მომცემს
შესაძლებლობას ჩემი ყურადღების ფოკუსში მოვაქციო სწავლა და ვიყო სტუდენტურ
ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ამერიკის სავაჭრო პალატის წყალობით. როგორც
ამბობენ, „ცდა ბედის მონახევრეა“. მეც ვცადე, რომ თქვენი დახმარებით გავხდე ის
სტუდენტი, რომელიც ეკონომიკური მდგომარეობის გამო არ დარჩება სასურველი
პროფესიის შესწავლის გარეშე.

მადლობა დათმობილი დროისა და ყურადღებისათვის.


პატივისცემით, ნიაკო მიქაძე,
საკონტაქტო ინფორმაცია: მობილური ნომერი: (+995) 574 52 23 42;
ელექტრონული ფოსტა: nmiqaze@gmail.com

You might also like